Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ფოტო და ვიდეო გადაღება


Posted by: htcdesire 10 Apr 2020, 13:30
შეიძლება თუ არა ფოტო ან ვიდეო გადავუღო მაღაზიაში, სუპერმარკეტში დახლებზე პროდუქციას, ცალკეულ პროდუქტს? რამე კანონი მიკრძალავს ამას მყიდველს, მომხმარებელს? იურისტებს გეცოდინებათ.

Posted by: htcdesire 11 Apr 2020, 18:37
არავინ არაფერი იცით? მომივიდა ერთხელ შელაპარაკება კარფურში და მინდა ვიცოდე.

Posted by: kodeqsi 12 Apr 2020, 22:33
დასაშვებია ფოტო, კინო და ვიდეო გადაღება სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის, ადმინისტრაციების აკრძალვები დაიკიდე, მათ ისიც შეუძლიათ თქვან, რომ საუბარს ვკრძალავთ ჩვენთან მაღაზიაშიო, ან შემოსვლას თეთრი შარვლით და ნარინჯისფერი ფეხსაცმელებითო... facepalm.gif givi.gif

Posted by: leusbidz2 2 Apr 2024, 16:38
QUOTE
დასაშვებია ფოტო, კინო და ვიდეო გადაღება სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის

ეს ვინმემ ჩააგდეთ რა მუხლი კონრეტულად რომელი არეგულირებს

Posted by: vaho 3 Apr 2024, 09:08
სავაჭრო ობიექტი ხომ კერძო საკუთრებაა და შეუძლია თუ არა მფლობელს, რომელიმე კლიენტს შესვლა აუკრძალოს?

Posted by: kodeqsi 17 Apr 2024, 18:36
leusbidz2
ამ გადაღების ამკრძალავი მუხლი არ არსებობს... სავაჭრო ობიექტი ღიად გაცხადებული სამეწარმეო საქმიანობაა და ამ საქმიანობის ფუნქციონირების ფარგლებში ღიაობის დაწესებულ საათებში მომხმარებლებისთვის ამ კერძო ობიექტზე შესვლასაც და გადაღებასაც არაფერი კრძალავს, ღია სივრცეა...


vaho
არ შეუძლია, პირის დისკრიმინაცია იქნება და ეს დასჯადია... თუ ეს აკრძალვა რაიმე სოციალურ-ეთნიკური ნიშნით ხდება, ამან საერთოდ რასიზმზედ და გენოციდზეც შეიძლება გაქაჩოს... სამოქალაქო კოდექსშიცაა ლაითი მითითება მასზედ, რომ სამეწარმეო ფარგლებში უარი მომსახურებაზე არავის არ უნდა ეთქვასო...

Posted by: garincha888 7 May 2024, 21:18
როგორც ვიცი არცერთი კანონი არ კრძალავს

არადა მახსოვს რამდენიმე ფაქტი, როცა აუკრძალეს ლობიოზე ფოტოს გადაღება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)