Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > Shogun


Posted by: 4L3X 27 Feb 2024, 13:25
user posted image

შეიძლება ზოგიერთს გახსოვდეთ 1980 წლის სერიალი სიოგუნი რომელიც იყო წიგნის ეკრანიზაცია. Hulu გვიჩვენებს იგივე წიგნის ახალ ეკრანიზაციას.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ევროპული ხომალდი კატასტროფას განიცდის იაპონიის ნაპირებთან. 1 ევროპელი მეზღვაური, ჯონ ბლექთორნი გადარჩება და მოხვდება ადგილობრივი ფეოდალის იოში ტორანაგას ხელში, ეს მოულოდნელი შეხვედრა მისცემს საშუალებას უკანასკნელს პინა მის მხარეზე გადმოხაროს და მოსპოს საკუთარი მტრები. წიგნის ფიქციურია მაგრამ გმირებს ყავთ რალური პროტოტიპები, ტოკუგავა იეასუ, ვილიამ ადამსი, და ა.შ.




Posted by: snex 28 Feb 2024, 00:43
კაი იყო :3 ბევრი რეკომენდაციები ჩემგან (როცა პირველად პოსტავ განყოფილებაში) biggrin.gif biggrin.gif

არა მართლა ერთი ამოსუნთქვით ვუყურე ორივე სერიას :3

Posted by: J0EL 28 Feb 2024, 13:17
ძააან კაი იყო მომეწონა_____________________________________________

Posted by: marimari11 28 Feb 2024, 14:06
სად ვუყურო?
.....ნეთფლიქსი არ მაქვს
თუ არ დევს ჯერ სხვაგან?

Posted by: 4L3X 28 Feb 2024, 14:18
marimari11
Netflix-ზე არ არის Hulu-ზეა.

ესენი სცადე.
https://freemovieswatch.tv/
https://fmoviesz.to/tv


Posted by: marimari11 29 Feb 2024, 01:10
4L3X
მადლობა
მეორე ლინკი გაიხსნა

ვერ მივხვდი ქალის და ბავშვის სცენას, ყელზე რომ მიიდო დანა. რა მოხდა მანდ, რატო ხდებოდა, ვინ მოკვდა, რატომ?
* * *
ვაა მომეწონა
ძაან კარგი იყო. შემდეგი სერია როდის დაიდება?

Posted by: ხუედიოსი 29 Feb 2024, 04:26
marimari11
ბავშვი მოკლეს, მამამისმა ###ობა რო ქნა დასჯაა მისი გვარის გამგრძელებელის სიკვდილი.

გაასწორა მართლა. ტეხავს რო ლოდინი მოგვიწევს სერიიდან სერიამდე :დ

Posted by: 4L3X 29 Feb 2024, 08:38
marimari11
დიდი ბიძიების ლაპარაკში ჩაერია დაუკითხავად და მაგიტომ მისმა შვილმა აგო პასუხი.

რა მაღლა აიწია თამასა ჯონმა ამ თამაშს
იოში პაიკად გამოყენებას უპირებდა, ამან კიდევ პორტუგალიელები დაპყრობას გიპირებენო

Posted by: marimari11 29 Feb 2024, 10:32
ფუ ველურები
ბავშვს რას ერჩოდნენ
მოეკლა მამამისს თავი

Posted by: 4L3X 29 Feb 2024, 11:25
QUOTE (marimari11 @ 29 Feb 2024, 10:32 )
ფუ ველურები
ბავშვს რას ერჩოდნენ
მოეკლა მამამისს თავი

კარგად არ მოგისმენია, თავიდან შესთავაზა რომ სეპუკუს გავიკეთებო, მაგრამ მაგაზე უსიტყვოდ უთხრეს უარი, როდესაც თქვა ჩემს შთამომავლობას მოვაშთობო, მაგაზე უკვე ხმა ამოიღეს.
კი ჩვენი გადმოსახედიდან ველურები იყვნენ, მაგრამ თვითონ იაპონელები სულ ევროპელებს ეძახიან ამ სერიალში ბარბაროსებს. იაპონიაში ადამიანის სიცოცხლის ფასი მისი რანგით განისაზღვრებოდა, რაც უფრო დაბალი იყო მით უფრო ნაკლები ღირდა. იმპერატორის სიცოცხლე საკრალური იყო და ვერავინ ვერ გაბედავდა მის ხელყოფას, გლეხებს ბუზებივით ხოცავდნენ.

რალურად რა ხდებოდა იაპონიაში მაგ დროის პერიოდში. კარგათ გაერკვევით რა უნდათ პორტუგალიელებს, ეს პროტესტანები რისთვის ჩავიდნენ და იაპონელების რეაქცია ამ ყველაფერზე.



Posted by: WP-Rex 29 Feb 2024, 11:33
ჯერჯერობით პირველ ეკრანიზაციაზე ნაკლები არაფრით არაა.

Posted by: marimari11 29 Feb 2024, 12:03
4L3X
კი გავიგე ეგ სეპუკუს გავიკეთებო და მერე გვარის გამგრძელებელიც სიკვდილიც რომ ახსენა. მაგიტომ დავიბენი ცოტა. ვერ მივხვდი სეპუკუზე უარი რომ უთხრეს და იმ იდიოტმა შვილი რომ შესთავაზა.
მოკლედ, ეგ სისასტიკე ვერ დავიჯერე

ამის მერე ჩაკეტა იაპონიამ საზღვრები?

Posted by: 4L3X 29 Feb 2024, 13:05
QUOTE (WP-Rex @ 29 Feb 2024, 11:33 )
ჯერჯერობით პირველ ეკრანიზაციაზე ნაკლები არაფრით არაა.

კიი მაგრამ ძველ სერიალში ბლექთორნი იმ პატარა სოფელში უფრო დიდხანს იყო და უფრო დეტალურად იყო ნაჩვენები როგორ ექცეოდნენ იაპონელები ერაზმუსის ეკიპაჟს. აქ უცებ გამოაქცუნეს ოსაკაში.

Posted by: WP-Rex 1 Mar 2024, 01:28
4L3X
QUOTE
მ პატარა სოფელში უფრო დიდხანს იყო და უფრო დეტალურად იყო ნაჩვენები როგორ ექცეოდნენ იაპონელები ერაზმუსის ეკიპაჟს

კი, ეგ მეც დამაკლდა.
იმჰო, მთავარ გმირად რიჩარდ ჩემბერლენი ჯობდა.
ჰიროუკი სანადა გირჩევნია თუ ტოშირო მიფუნე?

Posted by: 4L3X 1 Mar 2024, 06:35
ვინ როგორ თამაშობდა ძველ სერიალში აღარ მახსოვს სიმართლე რომ გითხრა და ვიზუალით სანადა უფრო უხდება როლს.
ანა სავაიც მირჩევნია იოკო შიმადას, მარიკოს როლში.
ბლექთორნზე გეთანხმები, ჩემბერლენი ჯობდა კოსმო ჯარვისს.

Posted by: hellboy13 1 Mar 2024, 09:47
გუშინ ვუყურე პირველ ორ სერიას , ჯერჯერობით ძალიან კარგია, იმედია ასე გაგრძელდება boli.gif

Posted by: Hermyon 1 Mar 2024, 21:17
QUOTE (4L3X @ 29 Feb 2024, 11:25 )
QUOTE (marimari11 @ 29 Feb 2024, 10:32 )
ფუ ველურები
ბავშვს რას ერჩოდნენ
მოეკლა მამამისს თავი

კარგად არ მოგისმენია, თავიდან შესთავაზა რომ სეპუკუს გავიკეთებო, მაგრამ მაგაზე უსიტყვოდ უთხრეს უარი, როდესაც თქვა ჩემს შთამომავლობას მოვაშთობო, მაგაზე უკვე ხმა ამოიღეს.
კი ჩვენი გადმოსახედიდან ველურები იყვნენ, მაგრამ თვითონ იაპონელები სულ ევროპელებს ეძახიან ამ სერიალში ბარბაროსებს. იაპონიაში ადამიანის სიცოცხლის ფასი მისი რანგით განისაზღვრებოდა, რაც უფრო დაბალი იყო მით უფრო ნაკლები ღირდა. იმპერატორის სიცოცხლე საკრალური იყო და ვერავინ ვერ გაბედავდა მის ხელყოფას, გლეხებს ბუზებივით ხოცავდნენ.

რალურად რა ხდებოდა იაპონიაში მაგ დროის პერიოდში. კარგათ გაერკვევით რა უნდათ პორტუგალიელებს, ეს პროტესტანები რისთვის ჩავიდნენ და იაპონელების რეაქცია ამ ყველაფერზე.


რას ბლუყუნობს ეს ### მე უფრო გასაგებად გავახმოვანებდი

Posted by: Eneas84 2 Mar 2024, 15:04
QUOTE
ჩემბერლენი ჯობდა კოსმო ჯარვისს.


ორი აზრი არაა, უმაგრესად თამაშობდა ჩემბერლენი, ეხლაც ბევრი სცენა კარგად მახსოვს smile.gif
* * *
პ.ს ძველ ბორნშიც მაგრად თამაშობს, 34 იანი ყოფილა rolleyes.gif

Posted by: Demetrius 2 Mar 2024, 16:44
ვოჩლისტში მაქვს

pantheon-ს მოვრჩები და ჩავუჯდები

Posted by: Cypher 3 Mar 2024, 21:50
მსახიობები სგ.


ოპერატორი ღლეა, მოდღნა ტვინი გახსნილი დიაფრაგმით

Posted by: marimari11 3 Mar 2024, 23:17
შემდეგი სერია როდის დაიდება?
....

Posted by: 4L3X 3 Mar 2024, 23:54
QUOTE (marimari11 @ 3 Mar 2024, 23:17 )
შემდეგი სერია როდის დაიდება?
....

სამშაბათობით გამოდის ამერიკაში.
* * *
მაგარი სერია იქნება, აქედანვე ეტყობა popcorn.gif


Posted by: Hermyon 4 Mar 2024, 20:02
80 წელში გადაღებული სერიალი ვნახე და გაწელილია

Posted by: 4L3X 5 Mar 2024, 11:41

Posted by: GEORGEXIII 5 Mar 2024, 12:04
თრილერი ვნახე და კაი რამე ჩანს მარა როდის დაიდება ჩვენს ქართულ საიტებზე.

user.gif user.gif

Posted by: 4L3X 5 Mar 2024, 14:35
ვილიამ ადამსის (ჯონ ბლექთორნის) ნამდვილი ისტორია


Posted by: narmonana 5 Mar 2024, 22:41
ჰმმმ, რა კაი სერიალი დაიდო ტოო...............

მშვენიერი იყო პირველი სერია

Posted by: 4L3X 6 Mar 2024, 00:32
დაიდო სერია, წინა ორს ჯობდა კიდეც. რა ტოკი... უი ბოდიში ოსაკა დრიფტი დაიდო ხომალდებით lol.gif


Posted by: Hermyon 6 Mar 2024, 01:08
კარგია მესამეც
ჯერ-ჯერობით ძველს სჯობს
იმედია სადმე ზანგ ან ტრანს სამურაის არ გამოაძრობენ

Posted by: romanoz87 6 Mar 2024, 13:39
QUOTE (Hermyon @ 6 Mar 2024, 01:08 )
კარგია მესამეც
ჯერ-ჯერობით ძველს სჯობს
იმედია სადმე ზანგ ან ტრანს სამურაის არ გამოაძრობენ

შავკანიანი სამურაი სახელად იასუკე რეალურად მოღვაწეობდა თურმე ნობუნაგას პერიოდში.

Posted by: 4L3X 6 Mar 2024, 14:06
QUOTE (Hermyon @ 6 Mar 2024, 01:08 )
იმედია სადმე ზანგ ან ტრანს სამურაის არ გამოაძრობენ

აჰემ...


Posted by: J4st5 6 Mar 2024, 15:14
სხვათა შორის ნაბუნაგას ყავდა ზანგი ( აფრიკელი მებრძოლი) სამურაო biggrin.gif ერთმანეთში გორაობა რო ევასებოდათ ეგეც არაა ახალი ასე რომ მთლად უმაგისდაც არ ჩაიაროს შეილბა givi.gif

ა უი დაუდიად აგერ ვიდეო

Posted by: 4L3X 6 Mar 2024, 15:47
QUOTE (J4st5 @ 6 Mar 2024, 15:14 )
ერთმანეთში გორაობა რო ევასებოდათ ეგეც არაა ახალი ასე რომ მთლად უმაგისდაც არ ჩაიაროს შეილბა givi.gif


მესამე სერიისთვის არ გიყურებია ეტყობა, მაიკო რომ ეუბნება კაცი ხომ არ გინდაო gigi.gif რაზეც ჯონი რაღათმაუნდა უარს ამბობს.
ისე კი ცნობილი ამბავია რომ სამურაის და მის იარაღის მტვირთავს არცთუ ისე იშვიათად ინტიმური ურთიერთობებიც ქონდათ.

Posted by: Hermyon 6 Mar 2024, 15:51
რიტორიკული წინადადება იყო მეგობრებო
თორემ ვიცი რომ არანაირი პრობლემა არ გექნებათ ზანგ და ტრანს სამურაიზე რომლებიც სამურაების 1/10 მემილიონედს შეადგენდნენsmile.gif

Posted by: 4L3X 6 Mar 2024, 16:01
Hermyon
QUOTE (Hermyon @ 6 Mar 2024, 15:51 )
რიტორიკული წინადადება იყო მეგობრებო
თორემ ვიცი რომ არანაირი პრობლემა არ გექნებათ ზანგ და ტრანს სამურაიზე რომლებიც სამურაების 1/10  მემილიონედს შეადგენდნენsmile.gif

მე მგონი უნდა აღიარო რომ საკმაოდ ავთენტურ გარემოს ქმნიან და ნეტფლიქსამდე არ ეშვებიან


Posted by: J4st5 6 Mar 2024, 16:44
QUOTE (4L3X @ 6 Mar 2024, 15:47 )
QUOTE (J4st5 @ 6 Mar 2024, 15:14 )
ერთმანეთში გორაობა რო ევასებოდათ ეგეც არაა ახალი ასე რომ მთლად უმაგისდაც არ ჩაიაროს შეილბა givi.gif


მესამე სერიისთვის არ გიყურებია ეტყობა, მაიკო რომ ეუბნება კაცი ხომ არ გინდაო gigi.gif რაზეც ჯონი რაღათმაუნდა უარს ამბობს.
ისე კი ცნობილი ამბავია რომ სამურაის და მის იარაღის მტვირთავს არცთუ ისე იშვიათად ინტიმური ურთიერთობებიც ქონდათ.

არა კი ვუყურე კაცო უბრალოდ ექშენიც რო გააძრონ თქო არ გამიკვირდება დღეს რატომრაც პოპულარულია ეგ სცენები drug.gif

Posted by: 4L3X 6 Mar 2024, 16:53
QUOTE (J4st5 @ 6 Mar 2024, 16:44 )
არა კი ვუყურე კაცო უბრალოდ ექშენიც რო გააძრონ თქო არ გამიკვირდება დღეს რატომრაც პოპულარულია ეგ სცენები drug.gif

იმედი დავიტოვოთ რომ არა.
* * *
მეოთხე სერია

Posted by: WP-Rex 8 Mar 2024, 12:44
J4st5
ინტერნეტში დევს სერიალი "სტრატეგი კამბეი" იგივე პერიოდზე.

ნაბუნაგაც არის და მისი ზანგიც.
და საერთოდ, კარგადაა გადაღებული.

ასევე იგივე პერიოდზე გადაიღო ტეკეში კიტანომ თავისი ახალი ფილმი "კისერი".



Posted by: J4st5 8 Mar 2024, 17:02
QUOTE (WP-Rex @ 8 Mar 2024, 12:44 )
J4st5
ინტერნეტში დევს სერიალი "სტრატეგი კამბეი" იგივე პერიოდზე.

ნაბუნაგაც არის და მისი ზანგიც.
და საერთოდ, კარგადაა გადაღებული.

ასევე იგივე პერიოდზე გადაიღო ტეკეში კიტანომ თავისი ახალი ფილმი "კისერი".



up.gif up.gif up.gif up.gif ვა არ ვიცოდი ეგ კინო ვნხავ jump.gif

Posted by: GEORGEXIII 8 Mar 2024, 18:56
პირველ სერიას ვუყურე და კაი შთაბეჭდილება დატოვა იმედია ასე გაგრძელდება.

Posted by: 4L3X 8 Mar 2024, 22:02
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Lasha97 9 Mar 2024, 17:54
დიდი ალბათობით მეტი სეზონი აღარ იქნება

‘SHOGUN’ will likely not get a Season 2.

“We love how the book ends; it was one of the reasons why we both knew we wanted to do it — and we ended in exactly that place.”

Posted by: 4L3X 9 Mar 2024, 18:07
QUOTE (Lasha97 @ 9 Mar 2024, 17:54 )
დიდი ალბათობით მეტი სეზონი აღარ იქნება

‘SHOGUN’ will likely not get a Season 2.

“We love how the book ends; it was one of the reasons why we both knew we wanted to do it — and we ended in exactly that place.”

არ გამიკვირდა. no.gif 1980 წლის სერიალიც ერთი სეზონი იყო. წიგნი რომელზეც სერიალები ეყრდნობა იწყება 1600 წლის აპრილით და სრულდება ოქტომბერში სეკიგაჰარას ბრძოლით.

Posted by: GEORGEXIII 9 Mar 2024, 19:19
QUOTE
დიდი ალბათობით მეტი სეზონი აღარ იქნება

არაა გასაკვირი, რადგან ახალი ფილმები სერიალები, ან მანქანაშია ან კონტეინერში ანდაც ერთ ოთახში გადაღებული ბიუჯეტურობის თვალსაზრისით.

გამიკვირდა ამათმა ამხელა მასკარადი რომ დადეს... წავიდა ის დრო ლიმონები რომ იხარჯებოდა, ახლა ლარად უნდათ ყველაფრის გადაღება.

Posted by: sandrobandro 9 Mar 2024, 21:02
ასწორებს მაგრად

თამაში total war: shogun 2 გამახსენდა

Posted by: marimari11 9 Mar 2024, 23:58
მომეწონა მესამე სრიაც
იმ საწყალ ქალს ქმარიც მოუკლეს sad.gif
ძაან გააუბედურეს

რაღაცეები ერთმანეთში მერე და ვეღარ ვხვდები.
გზაზე თავდასხმა ვინ მოაწყო? ის იაპონელი ვინ იყო

Posted by: 4L3X 10 Mar 2024, 00:14
marimari11
QUOTE (marimari11 @ 9 Mar 2024, 23:58 )
გზაზე თავდასხმა ვინ მოაწყო?

გაქრისტიანებულმა საბჭოს წევრმა რომელსაც პორტუგალიელებმა თხოვეს რომ ბლექთორნი მოეცილებინათ.

user posted image

Posted by: Hermyon 10 Mar 2024, 21:53
4L3X
მეოთხე სერია არ დადებულა ონლაინ უფროსო?

Posted by: 4L3X 10 Mar 2024, 21:57
Hermyon
QUOTE (Hermyon @ 10 Mar 2024, 21:53 )
მეოთხე სერია არ დადებულა ონლაინ უფროსო?

სამშაბათობით იდება yes.gif

Posted by: 4L3X 12 Mar 2024, 22:29
ეეეე ბიჭო დავიღალე ამ შიშველი ჯონის ყურებით ყოველ სერიაში. გვანხონ შიშველი მაიკო! chups.gif

სერია რა თქმა უნდა მშვენიერი, დასასრული ხომ საერთოდ! გინდა ვიზუალურად, გინდა შინაარსობრივად.

Posted by: narmonana 12 Mar 2024, 22:58
QUOTE
ეეეე ბიჭო დავიღალე ამ შიშველი ჯონის ყურებით ყოველ სერიაში. გვანხონ შიშველი მაიკო!

THIS IS UNACCEPTABLE, PEERING INTO A WOMANS PRIVATE QUARTERS????? A WOMANS VIRTUE IS HER GLORY!!!! YOU ARE A SILLY LITTLE MAN AND YOUR HAIR IS THE TAIL OF A PONY

Posted by: 4L3X 12 Mar 2024, 23:13
narmonana
user posted image
user posted image

Posted by: narmonana 12 Mar 2024, 23:52
4L3X
მაგარი სასიამოვნოდ თამაშობს ეს კაცი

ტემბრი, მიმიკები, ძაან ასწორებს

ესაა


Posted by: 4L3X 13 Mar 2024, 10:35
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: [LoD]-Bagra 13 Mar 2024, 11:21
პირველ ოთხ სერიას რაც შეეხება:
- მე მომწონს თუ როგორ არის გადმოტანილი იაპონური ატმოსფერო. ამინდი, ბუნება, ღამის ცხოვრების მომენტები, ყოფითი კულტურის ნიუანსები. თუმცა ეგ შეიძლება მოეწონოს მას ვინც ამის შესახებ ჯერ არაფერი სმენია.
- სერიალს ჯერ-ჯერობით აკლია ინტრიგა, რაღაც მოულოდნელობის ეფექტი არ აქვს
- მთელი სიუჟეტი 2-3 კაცის იგვლივ ტრიალებს.
- პერსონაჟები ვერ გაშალეს ჯეროვნად... sad.gif ბექგრაუნდები არ ვიცით, ვინ არიან, რისთვის ცხოვრობენ ან იბრძვიან.
- პორტუგალიელები არ თუ ვერ გაშალეს სათანადოდ sad.gif

მოკლედ ჯერ-ჯერობით ვუყურებ იმიტომ რომ ეგეთი და ნებისმიერი სტილის "ისტორიული" სერიალი მომწონს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს რომ ასე თუ გაგრძელდა მეორედ არ ვუყურებ.

ასეთი მინი სერიალებიდან "Rome" და "Band of Brothers" არის 10/10. ეს ჯერ 4/10-ზეა.

Posted by: 4L3X 14 Mar 2024, 00:11
[LoD]-Bagra
დარწმუნებული ხართ რომ "სიოგუნს" უყურებთ? spy.gif
იაპონიის 5 უძლიერესი ფეოდალი იბრძვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, სიოგუნის ტოლა კაცს ქალის პალანკინით მოუწია საპატიმროდან გამოქცევა, პორტუგალიელები ატყუებენ ჩინელებს და ისე აწვდიან ძვირფას პროდუქციას იაპონელებს, იაპონელებსაც ატყუებენ და სამომავლოდ მის სრულ გაქრისტიანებაზე ჩალიჩობენ. ამ დროს იჩითებიან პროტესტანტები და კიდევ უფრო ხლართავენ ისედაც რთულ დამოკიდებულებას ქრისტიან და სინტოისტ დაიმიოეებს შორის. ასასინები რომლებიც ტორანაგას მაგივრად ჯონის მოსაკლავად მოდიან.

აი ეს ტიპი, სულ გულით ცდილობს რომ იშიდოს მიემხროს და ტორანაგას უღალატოს, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო არ გამოსდის gigi.gif
user posted image

მეოთხე სერიის დასასრული ნახეთ? ეგ თუ პლოტ ტვისტი არ არის და აღარ ვიცი.


Posted by: [LoD]-Bagra 14 Mar 2024, 01:26
4L3X
QUOTE
იაპონიის 5 უძლიერესი ფეოდალი იბრძვის ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, სიოგუნის ტოლა კაცს ქალის პალანკინით მოუწია საპატიმროდან გამოქცევა, პორტუგალიელები ატყუებენ ჩინელებს და ისე აწვდიან ძვირფას პროდუქციას იაპონელებს, იაპონელებსაც ატყუებენ და სამომავლოდ მის სრულ გაქრისტიანებაზე ჩალიჩობენ. ამ დროს იჩითებიან პროტესტანტები და კიდევ უფრო ხლართავენ ისედაც რთულ დამოკიდებულებას ქრისტიან და სინტოისტ დაიმიოეებს შორის. ასასინები რომლებიც ტორანაგას მაგივრად ჯონის მოსაკლავად მოდიან.

აი ეს ტიპი, სულ გულით ცდილობს რომ იშიდოს მიემხროს და ტორანაგას უღალატოს, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო არ გამოსდის


პირველ 4 სერიაში ეგ ყველაფერი გაიასნებულად რონ იცი ეგაა პრობლემა biggrin.gif

გაიხსენე აბა გოთ-ში რამდენი სერიის მერე გაიგე ბეილიშის ხანჯლის ამბავი, ჰოდორის ისტორია, ჯონის დედ-მამის სახელი, დაჟე ჯორა მორმონტი რო შპიონი იყო ეგეც როდის გაიგე.
აი ნედი რო უმწიკვლო ტიპი გვეგონა თურმე თავის საუკეთესო ძმაკაცს მთელი სიცოცხლე ატყუებდა ჩემ დას უყვარდიო + ჯონის შესახებ. რავი კიდე რამდენი ეგეთი იყო.

QUOTE
სიოგუნის ტოლა კაცს ქალის პალანკინით მოუწია საპატიმროდან გამოქცევა

ძალიან სასაცილო სცენა იყო ეგ biggrin.gif

Posted by: 4L3X 14 Mar 2024, 12:10
Crafting Shōgun | Behind the Epic Saga: Hiroyuki Sanada, Anna Sawai, Rachel Kondo, and More | FX



სულ მაინტერესებდა თანამედროვე იაპონურით ლაპარაკობდნენ თუ იმ დროინდელით. გამოდის რომ იმ დროინდელით მაგრამ რაღაც დონეზე გათანამედროვებულით.

Posted by: marimari11 14 Mar 2024, 12:37
[LoD]-Bagra
გოთი 8 სეზონიანი სერიალი
ეს კიდე ჯამში იქნება 10 სერია.

Posted by: J4st5 14 Mar 2024, 14:45
ძან კარგად მიყვება და მიდის თაიმლინშიც და დროის ამბავშიც და არც უნდა გადაიღონ მეტი სეოზონი და მოაყომარონ 1 სეზონში იდეალურად დაჯდება yes.gif

რად უნდა სეკიგჰარას ომის წინასვლებს და ომს 9 სეოზნი

იმედია მასამუნეს და ჰონდას გააძრობენ სერიალში ერთ ერთი მაგარი კლანისლიდერბი იყვნენ იეიასოსუს მხარს მებრძლოებიდან

Posted by: FranziskanerWeissbier 15 Mar 2024, 10:26
ძალიან მაგარი სერიალია. HBO-ს Rome-ს შემდეგ, საუკეთესოა ჩემთვის ისტორიულ სერიალებში. მარიკო უსაყვარლესია love.gif
--------------------------------------------------------

Posted by: 4L3X 15 Mar 2024, 11:03
ეს რა მაგარი მომენტი იყო eek.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: GEORGEXIII 15 Mar 2024, 11:47
მეორე სერიას ვუყურე და კარგად ვითარდება ჯერ-ჯერობით იმედია არ დაკარგავენ ტემპს.

Posted by: Devion 16 Mar 2024, 16:50
ომი დაოწყო,............................

Posted by: 4L3X 16 Mar 2024, 21:14
ამ მომენტზე გამეცინა, იაბუშიგეს სამურაები ტორანაგას რომ ადიდებენ. იაბუშიგეს სახე lol.gif


Posted by: J4st5 16 Mar 2024, 22:03
ისე კარგადაა გადმოცემული ჰიდეტატა რა დებილიც იყო ზუსტად ეგეთი დებილია ამ სერიალშიც biggrin.gif

Posted by: marimari11 17 Mar 2024, 00:43
ძალიან მომწონს ეს სერიალი jump.gif მარიკო რა ძერსკი ქალია givi.gif
ისე 10 სერიაში როგორ უნდა ჩაეტიონ, რაღაც მეცოტავება. უკვე 4 სერია გავიდა

Posted by: 4L3X 17 Mar 2024, 11:23
QUOTE (marimari11 @ 17 Mar 2024, 00:43 )
მარიკო რა ძერსკი ქალია givi.gif

ძერსკი ქალი
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: WP-Rex 17 Mar 2024, 12:12
4L3X
QUOTE
ძერსკი ქალი

100%. ძალიან მომეწონა. ფანტასტიურად თამაშობს.

Posted by: gramatikikina 18 Mar 2024, 16:02
Hermyon
QUOTE
რიტორიკული წინადადება იყო მეგობრებო
თორემ ვიცი რომ არანაირი პრობლემა არ გექნებათ ზანგ და ტრანს სამურაიზე რომლებიც სამურაების 1/10 მემილიონედს შეადგენდნენ

შენ ისიც გეცოდინება, ღიად ტრანსები რამდენ პროცენტს შეადგენენ იაპონელებში და ზოგადად აზიელებში
რაც მაგათი კულტურაა ისევე, როგორც ჩვენთვის ხაჭაპურის ცხობა
უადგილო რიტორიკა იყო
რასისტი თუ ხარ, წესიერი რასისტი მაინც იყავი და იაპონელები ნუ გევასება givi.gif

Posted by: GEORGEXIII 18 Mar 2024, 16:09
წიოკია



jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: 4L3X 19 Mar 2024, 00:10

* * *

Posted by: BATONI-DAVITI 19 Mar 2024, 18:05
ამხელა ისტორიაა და მთელი სერია არაფერი მომხდარა
მაგრამ მაინც კაი იყო ჯამში
კასტი იდეალურია, მარიკოს ქმარი ჭეშმარიტი სახეა ტლუ იაპონელების ))))

Posted by: პითონი 19 Mar 2024, 22:03
სულ 1 სეზონი და 10 სერიააა მთელი ისტორია?

Posted by: sure199416 20 Mar 2024, 01:17
მეორე სერია უკლასნესი იყო

user posted image

Posted by: 4L3X 20 Mar 2024, 10:24
ამ სერიაში დავინახეთ რომ ტორანაგას ნამდვილი მოწინაამღდეგე იშიდო კი არა ტაიკოს ქვრივია. კაშიგი ომი გაქნილი ინტრიგანი ყოფილა და შეიძლება იაბუშიგე ტორანაგასთან დაასმინოს თუ ხელსაყრელი დრო გამოჩნდება. ტორანაგაც მგონია რომ შუღლს თესავს ნათესავებს შორის.
ასევე გავიგეთ რომ მარიკო აკეჩის კლანის უკანასკნელი წარმომადგენელია. ბუნტარომ იმიტომ უძახა მოღალატეების და გამცემლების შვილი რომ მარიკოს მამამ აკეჩი მიცუშიდემ გამცემლურად და ლაჩრულად მოკლა სიოგუნი ოდა ნობუნაგო, რომელმაც პირველმა შეძლო სენგოკუ ძიდაის პერიოდში მთელი იაპონიის გაერთიანება. ოდა ნობუნაგოს ვეზირმა ტოიტომი ჰიდეიოშიმ (ტაიკომ) დაამარცხა აკეჩების კლანი და თითქმის პირწმინდათ ამოჟლიტა.
ხოხობის ამბავი ძალიან მაგარი იყო. რადგან ბატონის სიტყვას ღიად ვერ გადავიდოდნენ ამიტომ ერთ-ერთმა თავი გაწირა და მაინც ჩამოხსნა ხორცი საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბონუსად მსტოვრობაც შეტენეს gigi.gif

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: WP-Rex 20 Mar 2024, 10:39
4L3X
QUOTE
სიოგუნი ოდა ნობუნაგო, რომელმაც პირველმა შეძლო სენგოკუ ძიდაის პერიოდში მთელი იაპონიის გაერთიანება

მთელი იაპონიის გაერთიანება ვერ შეძლო, საკმაოდ დიდი ტერიტორიები ჰქონდა დარჩენილი.
მხოლოდ დაიწყო ეს პროცესი. დარჩენილი ჰქონდა რამდენიმე დიდი კუნძული და ძალიან დიდი და ძლიერი მორის გვარი/კლანი.

ამ გვარმა გადარჩენა მოახერხა, 250 წელი ტოკუგავას სოგუნატის წინააღმდეგ მუშაობდა და ბოლოს მიაღწია იმას, რომ მეიძის რესტავრაციის ერთ-ერთი ინიციატორები იყვნენ.
დღესაც არსებობენ და დღევანდელი იაპონიის პოლიტიკაში, ეკონომიკაში და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში არიან წარმოდგენილი.

საერთოდ ძალიან საინტერესო პერიოდია იაპონიის ისტორიაში. სრულიად უგვარო წარმოშობის ტიპებმა ითამაშეს დიდი როლი.
მაგალითად, ჰადეიოსი ღარიბი გლეხის შვილი და ნაბუნაგას სანდლების დამტარებელი იყო, სანამ მის ტალანტებს შეაჩნევდნენ.

ასევე მანდ იყო სტრატეგი კამბეი, რომელიც ჰადეიოსის კონსოლიერი იყო ერთი პერიოდი და ითვლება, რომ მის გარეშე იაპონია ვერ გაერთიანდებოდა.
არადა რაღაც უმნიშვნელო კლანის ლიდერი იყო, სულ რაღაც 500 მებრძოლით.

შეჯდომა შეიძლება იაპონიის ისტორიაზე ისეთი საინტერესოა.

Posted by: Bachia888 20 Mar 2024, 11:01
ვა დავინტერესდი. ქართულად თარგმნილი არის სადმე?

Posted by: GEORGEXIII 20 Mar 2024, 13:09
Bachia888
კი არის Mykadri.com-ს უდევს 4სერია.

პ.ს სასთუმლად ქალი რომ შეუგდეს biggrin.gif მე ცოლი მეგონა.

Posted by: ingfari 20 Mar 2024, 16:21
მარიკო-სანა (ანნა სავაი) ამ სერიალში უმთავრესი ქალი პერსონაჟია, ალბათ კარგი მსახიობიცაა, მაგრამ ძალიან უშნოა. თუნდაც სხვა ქალები ამ სერიალში გარეგნულად უკეთ გამოიყურებიან. ეს ნამეტანი ჯოჯოა და როგორ დავიჯერო ევროპელ კაცს რომ მოეწონებოდა? rolleyes.gif
* * *
თვითონ სერიალი კარგია, მომწონს. საინტერესო პერსონაჟებია, მიმდინარეობაც დინამიურია. იაპონიის ისტორიაა წარმოჩენილი იმგვარად, რომ უცხოელსაც დააინტერესებს. იაპონური რიტუალები ცოტა მომაბეზრებელი კი არის, რომლითაც სერიალი გაჯერებულია, მაგრამ სხვანაირი ალბათ ვერც იქნებოდა.

Posted by: პითონი 20 Mar 2024, 16:27
ტორანაგას ბალღი რა დებილია ;დ

უნდა ველოდოთ უარესებს.

Posted by: კავკაზ 20 Mar 2024, 16:45
GEORGEXIII
მას Mykadri.com ზე არ შედის დაბლოკილია. რა ხერხებით ახერხებთ დაწერეთ იქნებ ვნახო რამე 1 წელია ფილმი არ მაქ ნანახი ინტერნეტში.

Posted by: marimari11 20 Mar 2024, 17:31
QUOTE (WP-Rex @ 20 Mar 2024, 10:39 )


შეჯდომა შეიძლება იაპონიის ისტორიაზე ისეთი საინტერესოა.

ნამდვილად.
იმ დღეს ჩავრთე იუთუბზე და დილის 4 საათამდე ვიდეოს ვიდეოზე ვუყურებდი. მეორე დღეს გამოშტერებული დავდიოდი სამსახურში.

რაც უფრო მეტად ვიცნობ იაპონიის კულტურას და ვსწავლობ ენას, მით უფრო მიყვარდება ❤️

ილოცეთ ჩემთვის რომ ტურისტული ვიზა მომცენ. აგვისტოში მინდა გაფრენა cry.gif

Posted by: GEORGEXIII 20 Mar 2024, 18:21
კავკაზ
Google chrome-ზე მაგალითად.

Setting>Privacy and security>security>Select DNS provider>Cloudflare(1.1.1.1) ამას აირჩევ.

Posted by: 4L3X 20 Mar 2024, 20:46
Shōgun | Episode 6 Trailer – Ladies of the Willow World | FX

Posted by: karlsoni 21 Mar 2024, 00:39
ჰიდეიოში.
შოოგუნი
ჯიდაი.
ნუ ამახინჯებთ იაპონურ/ქართულ ენას რუსული "კალკებით" . . . . sad.gif

თუ ნობუნაგას, ჰიდეჲოოშის და ტოკუგავას შესახებ ინფორმაცია გინდათ, არის კარგი დოკუმენტური ფილმები:
Age of Samurai
და
The 13 Lords of the Shogun (2022) Travelogues and Specials
* * *
WP-Rex
QUOTE
მხოლოდ დაიწყო ეს პროცესი. დარჩენილი ჰქონდა რამდენიმე დიდი კუნძული და ძალიან დიდი და ძლიერი მორის გვარი/კლანი.

ერთი მეგობარი მყავს მაგ გვარის. . . . biggrin.gif

Posted by: Bachia888 21 Mar 2024, 01:06
GEORGEXIII

მადლობა.................................................

Posted by: FranziskanerWeissbier 21 Mar 2024, 09:02
რას ერჩით მარიკოს, ლამაზი გოგოა. ეგზოტიკური გარეგნობა აქვს. ყველას ჯობია მაგ სერიალში ქალებიდან ჩემი აზრით და პერსონაჟს კიდევ ეგ შეეფერება ზუსტად. დანარჩენები ძაან რენდომი ქალები არიან გარეგნულად, ლამაზიც და უშნოც.

Posted by: marimari11 21 Mar 2024, 09:21
მარიკო ულამაზესია. რანაირად არ მოგწონთ

Posted by: GEORGEXIII 21 Mar 2024, 09:59
ოპააა წაეტანა ანჯინი მარიკოს


chups.gif chups.gif

Posted by: WP-Rex 21 Mar 2024, 10:46
karlsoni
QUOTE
ნუ ამახინჯებთ იაპონურ/ქართულ ენას რუსული "კალკებით" .

up.gif

QUOTE
თუ ნობუნაგას, ჰიდეჲოოშის და ტოკუგავას შესახებ ინფორმაცია გინდათ, არის კარგი დოკუმენტური ფილმები:
Age of Samurai
და
The 13 Lords of the Shogun (2022) Travelogues and Specials

ნანახი მაქვს.
მაგრამ მხატვრულ ფილმებში შელამაზებული ისტორიებიც ასწორებს)

სხვათაშორის ტაკეში კიტანომ გადაიღო შარშან "კისერი" ნობუნაგას, ჰადეიოშის და იმ მესამის(ვინც აუმხედრდა, ანუ მარიკოს მამის) ისტორიაზე.
და დღემდე ვერ ვიპოვნე სადმე მუქთად რომ იდოს sad.gif

* * *
marimari11
QUOTE
მარიკო ულამაზესია. რანაირად არ მოგწონთ

ქალი მარტო გარეგნობა არ არის.

ჩემთვის ეს ქალი ბეეევრად უფრო მიმზიდველია
https://forum.ge/?showtopic=35278938&view=findpost&p=61091637

Posted by: FranziskanerWeissbier 21 Mar 2024, 11:27
რავი მარიკო ძაან კაი მსახიობიცაა და ქალიც კოხტაა და დამახასიათებელი გარეგნობაც აქვს, თავისებური. უფრო მეტყველი სახეც აქვს. მე მომწონს კასტინგი ამ ფილმში. ყველა კარგადაა შერჩეული. კოსმო ჯარვისი თავიდან მაინცდამაინც არ მესიმპათიურა, რაღაცნაირი ლოხოშა ტიპია, მაგრამ, მეზღვაურის ტიპაჟისთვის წავა და თან დროთა განმავლობაში განვითარდა ეგეც.
არაფერს ვუწუნებ ამ სერიალს ჯერჯერობით, ასე დიდი ხანია არ მომწონებია ისტორიული ფილმი. არც თანამედროვე პოლიტიკურ კონიუნქტურას უხდიან ხარკს.

Posted by: karlsoni 21 Mar 2024, 14:06
WP-Rex
QUOTE
სხვათაშორის ტაკეში კიტანომ გადაიღო შარშან "კისერი" ნობუნაგას, ჰადეიოშის და იმ მესამის(ვინც აუმხედრდა, ანუ მარიკოს მამის) ისტორიაზე.
და დღემდე ვერ ვიპოვნე სადმე მუქთად რომ იდოს sad.gif

ავისტაზ-ზე ვნახე და ჯერ არ დევს. . . .
ეტყობა ტორენტებზე ჯერ არ დადებულა.
მანდ ყოველთვის იდება ხოლმე.

Posted by: Faulkner 21 Mar 2024, 18:14
ძველი სერიალი როა იგივე სიუჟეტია თუ პროსტა მოქმედების ადგილი და პერიოდია საერთო? ძველში რაღაც ნიტო ხდება ბოლოსკენ, ფინალი ხო საერთოდ ჩაჯმაა.

Posted by: 4L3X 21 Mar 2024, 18:25
QUOTE (Faulkner @ 21 Mar 2024, 18:14 )
ძველი სერიალი როა იგივე სიუჟეტია თუ პროსტა მოქმედების ადგილი და პერიოდია საერთო? ძველში რაღაც ნიტო ხდება ბოლოსკენ, ფინალი ხო საერთოდ ჩაჯმაა.

ორივე სერიალი ერთი და იგივე წიგნის ეკრანიზაციას, რომელიც თავისმხრივ რეალურ ამბავზეა დაწერილი

Posted by: Faulkner 21 Mar 2024, 18:27
4L3X
QUOTE
ორივე სერიალი ერთი და იგივე წიგნის ეკრანიზაციას, რომელიც თავისმხრივ რეალურ ამბავზეა დაწერილი

წიგნი და პოემა არ ვიცი მე. ძველ სერიალთან რა კავშირია თქო.

Posted by: WP-Rex 21 Mar 2024, 19:58
karlsoni
QUOTE
ავისტაზ-ზე ვნახე და ჯერ არ დევს. . . .
ეტყობა ტორენტებზე ჯერ არ დადებულა.
მანდ ყოველთვის იდება ხოლმე.

არადა შარშან მაისში იყო პრემიერა.

Posted by: 4L3X 21 Mar 2024, 20:40
Faulkner
QUOTE (Faulkner @ 21 Mar 2024, 18:27 )
წიგნი და პოემა არ ვიცი მე. ძველ სერიალთან რა კავშირია თქო.

აბა კიდევ ერთხელ წაიკითხე რაც დავწერე, ოღონდაც ამჯერად დაკვირვებით. smile.gif

Posted by: Faulkner 21 Mar 2024, 20:45
4L3X
QUOTE
აბა კიდევ ერთხელ წაიკითხე რაც დავწერე, ოღონდაც ამჯერად დაკვირვებით

ანუ იგივეა? უფრო მარტივი ენითაც შეიძლებოდა დაწერა. თუმცა რა კადრებსაც აქ ვხედავ, ეგენი ძველში არ იყო. ეგრე ამერიკელებიც იღებენ სკანდინავიური სერიალის რემეიქებს, მაგრამ სხვა სიუჟეტებით. შოგუნის ფინალი კიდე თუ ეგეთივე კვერცხობა იქნა, აზრი არა აქ ყურებას.

Posted by: max-14 21 Mar 2024, 21:29
კი დაგროვებულა გამოსული სერიები, ღირს ხომ საყურებლად

Posted by: gnostik 22 Mar 2024, 10:36
ზანგები სად არიანო ამ ავადმყოფებმა..შუა საუკუნეების იაპონიაში, ზანგებიო კარლ facepalm.gif

Posted by: 4L3X 23 Mar 2024, 22:17
ეხლა ვუყურე მეხუთე სერიას თავიდან, ბოლოს რა მაგრა მთავრდება, ოჩიბა იშიდოს რომ ეუბნება "საბჭო მე დამემორჩილებაო" მუსიკა ისეთია "აქ ვიღაცას დაერხევა" vik.gif


Posted by: marimari11 24 Mar 2024, 00:48
რა მძიმე სერია იყო sad.gif
მარიკო როგორ მეცოდება

Posted by: sure199416 24 Mar 2024, 01:47
უხ ოჩიბააა biggrin.gif, მართლა იაპონური გამონათქვამივით დამთავრდა მეხუთე სერია

Posted by: GEORGEXIII 24 Mar 2024, 02:16
კაი სერია იყო, ბევრ დეტალზე იყო ხაზი გასმული. მგონიააა აწი უფრო ექშენი წამოვა და წამოვა მარა ამისთვის 4 სერია მეცოტავება

user.gif

Posted by: popusha 25 Mar 2024, 03:04
კარგი სანახავი იყო.
ერთი ჩართვით ვუყურე.
გაწელილი არაა.

Posted by: 4L3X 26 Mar 2024, 09:56
ვემზადებით ახალი სერიისათვის


Posted by: GEORGEXIII 27 Mar 2024, 10:50
როდის გაახმოვანებენ ტო 6-სერიას ისევ შაბათამდე უნდა ველოდო

drug.gif drug.gif

Posted by: მიქაელ 27 Mar 2024, 10:55
პირველი სერიის ყურება რომ დავიწყე, რაღაცით გამახსენა მარტინ სკორსეზეს ფილმი "სიჩუმე". ფილმის ესთეტიკა და ზღვის მსგავსი ხედები, იაპონელების დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, მარიკო ქრისტიანია და ის ეპოქაა, როცა იაპონიაში ქრისტიანებს ეჭვის თვალით უყურებენ და მათი დევნა იწყება.

Posted by: 4L3X 27 Mar 2024, 11:21
ყველაფერი მშვენიერი იყო, ყველაზე მაგრა კაბუკი მომეწონა, მამაშას რომ ევაჭრებიან მარიკო და ფუჯი, და მარიკო კიკუს სიტყვებს რომ უთარგმნის ჯონს. იშიდოს და იმ რეგენტის ხალხის ბრძოლაც რომ ეჩვენებინათ და კიკუს და ბლექთორნის ბრძოლა ცალკე საერთოდ ფურორი იქნებოდა gigi.gif
მარიკო და ოჩიბა დაქალები ყოფილან ყმაწვილქალობაში.

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: GEORGEXIII 27 Mar 2024, 11:27
QUOTE (4L3X @ 27 Mar 2024, 11:21 )
user posted image

ეს ქალი მაგარ ჩათლახობებს დახლართავს yes.gif yes.gif

Posted by: გამარჯობაათ 27 Mar 2024, 14:37
მაგარი სერიალია, ესთეთიკა, კოსტუმები, ოპერატორის ნამუშევარი, არც გაწელილია და რთული საყურებელი. ძაან მომეწონა

Posted by: FranziskanerWeissbier 27 Mar 2024, 21:18
უმაგრესია რა, ასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია ისტორიული სერიალის ნახვით

Posted by: narmonana 29 Mar 2024, 20:59
კაი სექსები დაიდო მეექვსე სერიაში...........................

Posted by: marimari11 29 Mar 2024, 21:14
narmonana
ვისი? givi.gif
ჯერ არ მინახავს

Posted by: 4L3X 29 Mar 2024, 21:31
narmonana
QUOTE (narmonana @ 29 Mar 2024, 20:59 )
კაი სექსები დაიდო მეექვსე სერიაში...........................

არ გვაჩვენეს sad.gif

Posted by: narmonana 30 Mar 2024, 07:12
QUOTE (4L3X @ 29 Mar 2024, 21:31 )
narmonana
QUOTE (narmonana @ 29 Mar 2024, 20:59 )
კაი სექსები დაიდო მეექვსე სერიაში...........................

არ გვაჩვენეს sad.gif

Sonetimes less is more

მე ისეთები წარმოვიდგინეე როოოოოო


lol.gif lol.gif

marimari11

ნახე ნახე

Posted by: GEORGEXIII 30 Mar 2024, 10:02
იმასაც რომ კიკუ ქვია lol.gif lol.gif

გაწელილი მეჩვენა 6-ე სერია.

Posted by: sure199416 30 Mar 2024, 21:18
QUOTE (narmonana)
მე ისეთები წარმოვიდგინეე როოოოოო

რავი შეიძლება არც არაფერი უქნია გასაგები მიზეზის გამო gigi.gif

Posted by: toricheli66 30 Mar 2024, 21:44
კიკუმ სპეციალურად ათარგმნინა მარიკოს ისე, რომ ჯონი აღზენებულიყო
მიხვდა რომ ევასებოდა

Posted by: SNYPI 31 Mar 2024, 00:01
მარიკო მიყვარს იმენა

ცოლად მოვიყვანდი mad.gif

Posted by: 4L3X 2 Apr 2024, 11:10
აქ ვნახავთ ბუნტაროს ჩაჯმაი საკვირველს gigi.gif

Posted by: GEORGEXIII 2 Apr 2024, 12:07
წიოკი იქნება დღეს


jump.gif jump.gif

Posted by: narmonana 2 Apr 2024, 23:45
მმმ, რა კარგად დამთავრდა....მესიამოვნააა

Posted by: B-E-R-U 3 Apr 2024, 00:53
აუ ბოლოს lol.gif facepalm.gif რა დებილიც იყო ის საცოდავი მთელის სერიალის განმავლობაში, ეგრეც მოკვდა facepalm.gif




ვითომ ტარანაგას არ აქვს რამე გეგმა? ექნება რამე ჩაფირებული user.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 3 Apr 2024, 10:17
მერვე სერიის პრევიუში ჩანს რომ გადარჩენილია ტორანაგა და საალყოდ ემზადება საერთოდაც და მარიკოს ავალებს რანცხას yes.gif

Posted by: 4L3X 3 Apr 2024, 10:26
QUOTE (B-E-R-U @ 3 Apr 2024, 00:53 )
აუ ბოლოს lol.gif facepalm.gif  რა დებილიც იყო ის საცოდავი მთელის სერიალის განმავლობაში, ეგრეც მოკვდა facepalm.gif

"დებილი იყავი და დებილად მოკვდი" ეპიტაფია ნაკაგადოს საფლავზე. მამაცობა და რეგვენობა ცუდი ნაზავია.

ჯონმა რომ გაიტაცოს ხომალდი gigi.gif

Posted by: B-E-R-U 3 Apr 2024, 10:34
4L3X
QUOTE
ჯონმა რომ გაიტაცოს ხომალდი

იზავს რაღაც ეგეთს. თავიდან მეგონა მაგან და ტარანაგამ რაღაც მოიფიქრეს, ყველასგან ჩუმად თქო. ისე წამოხტა ჯონი ბოლოს, საეჭვოდ biggrin.gif მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მარიკოს გარეშე, ტარანაგა ვერაფერს ეტყოდა ჯონს, ენის ბარიერის გამო biggrin.gif მარიკოს კიდევ, არაფერი ეტყობა, რომ რამე მზადდება...

Posted by: 4L3X 3 Apr 2024, 10:39
gigi.gif gigi.gif gigi.gif
user posted image

user posted image

user posted image

ისე ომი რა გაიძვერა გველი ბიჭია

Posted by: პითონი 3 Apr 2024, 13:02
დიდი ალბათობით ტორანაგას ეგონება, რომ შვილი ძმამ მოუკლა და თავის სიტყვას გადავა.
ეს გამოიწვევს ომს.

ნუ ბანალური სცენარით, რაც იმედია არ იქნება biggrin.gif

Posted by: B-E-R-U 3 Apr 2024, 15:23
QUOTE (პითონი @ 3 Apr 2024, 13:02 )
დიდი ალბათობით ტორანაგას ეგონება, რომ შვილი ძმამ მოუკლა და თავის სიტყვას გადავა.
ეს გამოიწვევს ომს.

ნუ ბანალური სცენარით, რაც იმედია არ იქნება biggrin.gif

ჯარი აღარ ყავს ფაქტიურად იმ მეწყერის მერე. ვერ იომებს ღიად. ჯონის გემი თუ უშველის რამეს, ან ჭკუით და ინტრიგებით თუ აჯობებს მოწინააღმდეგეებს.

Posted by: პითონი 3 Apr 2024, 20:18
B-E-R-U
https://www.youtube.com/watch?v=S7_JIVqjkuY

რავიცი ჯარიც ჩანს აქ;დ

Posted by: marimari11 3 Apr 2024, 21:33
ძლივს მოვიცალე მეექვსე სერიის სანახავად. კიკუს, მარიკოს და ანჯინის სცენა რა მაგარი იყოო. baby.gif კიკუ უქალესია :დ

Posted by: GEORGEXIII 5 Apr 2024, 00:16
რაღაცა ექნება ჩაფიქრებული ბებერ ტორანაგას, თორემ ვერააა საქმე კარგად boli.gif

Posted by: sure199416 5 Apr 2024, 19:46
უხ რა კურტიზანია ესეც lol.gif
user posted image

Posted by: 4L3X 7 Apr 2024, 21:03
საეკი რომ ამბობს სუფრაზე "სხვა წინადადება მისცა ვიღეო" მეგონა "წითელ ქორწილს" ვნახავდი gigi.gif

Posted by: GEORGEXIII 8 Apr 2024, 10:20
1 დღეც და ვნახოთ ბებერი ტორონაგას გეგემა. war.gif war.gif

Posted by: 4L3X 9 Apr 2024, 14:30
მშვენიერი სერია იყო როგორც საკურას ყვავილზე დადებული უეცარი თოვლის ფანტელი. gigi.gif
ხედავთ თქვენ ტორანაგა რა მაღალ ფსონებს დევს? ეს უკვე ქალის პალანკინით ოსაკადან გაქცევა აღარ არის. თამასამ აიწია თამაშში.
ბუნტაროს და მარიკოს ჩაის ცერემონიაც ძალიან კარგად იყო გაკეთებული. თვითონ პროცესი ხომ უნატიფესი, მაგრამ რაც მარიკომ ბუნტაროს უთხრა, ჯობდა თავის ხელით გამოეჭრა ბუნტაროსთვის ყელი.
იმაზე მაგრამ ვიღადავე კათოლიკეებს და ბოზებს გვერდიგვერდ რომ მისცა მიწა lol.gif ალბათ შეურაწყოფა არც უგულისხმია.

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 15:10
ჩემთვის ამ სერიალის ყურების მთავარი მოტივაცია არის მარიკო. love.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 9 Apr 2024, 15:55
QUOTE (მიქაელ @ 9 Apr 2024, 15:10 )
ჩემთვის ამ სერიალის ყურების მთავარი მოტივაცია არის მარიკო. love.gif

ძალიან საყვარელია love.gif
-----------------------------------------
ბებერი ტორანაგა მაგარს უსრულებს იშიდოს yes.gif

Posted by: მოქალაქე404 9 Apr 2024, 18:15
ვინმეს ამიხსენით ეს ინგლისელი ვის დღნამს მეოთხე სერიაში ქალი შეუგდეს თო თვითონ მარიკოა?თუ სხვაა და ამას ეგონა მარიკოს დღნამდა?

Posted by: SNYPI 9 Apr 2024, 19:30
QUOTE (მოქალაქე404 @ 9 Apr 2024, 18:15 )
ვინმეს ამიხსენით ეს ინგლისელი ვის დღნამს მეოთხე სერიაში ქალი შეუგდეს თო თვითონ მარიკოა?თუ სხვაა და ამას ეგონა მარიკოს დღნამდა?

მარიკოა


უხ რა გაუმართლა მაგ ჩემალალააასსსს


-------------------------

Posted by: WP-Rex 9 Apr 2024, 20:56
მოქალაქე404
QUOTE
ვინმეს ამიხსენით ეს ინგლისელი ვის დღნამს მეოთხე სერიაში ქალი შეუგდეს თო თვითონ მარიკოა?თუ სხვაა და ამას ეგონა მარიკოს დღნამდა?

მარიკო არაა, გეიშა შეუგდეს.

Posted by: BATONI-DAVITI 9 Apr 2024, 21:17
ჰიროიამას სცენა, ჩაის მომენტზე უფრო მაგარი გამოდგა
ხომ ყველაფერს ხვდებოდა ღაც ტარანაგს აქვს დაგეგმილი, მაგრამ შვილი ეგრე როგორ უნდა გაწირო?
რა აზრი აქვს ამის მერე ბუნტაროს ცხოვრებას?

Posted by: [LoD]-Bagra 9 Apr 2024, 21:25
ყველაზე კაი სერია დადეს... up.gif

Posted by: მამაო ენუქი 9 Apr 2024, 21:26
მაგ სერიალის პირველი სეზონის ბოლო სერიაზე მოკვდა ჩემი დვიჟოკი biggrin.gif

Posted by: 4L3X 9 Apr 2024, 22:12
WP-Rex
QUOTE (WP-Rex @ 9 Apr 2024, 20:56 )
მარიკო არაა, გეიშა შეუგდეს.

მარიკოა, მაგრამ მალავენ. gigi.gif

Posted by: sure199416 9 Apr 2024, 22:34
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



Posted by: karlsoni 9 Apr 2024, 23:10
4L3X
QUOTE
მშვენიერი სერია იყო როგორც საკურას ყვავილზე დადებული უეცარი თოვლის ფანტელი. gigi.gif
ხედავთ თქვენ ტორანაგა რა მაღალ ფსონებს დევს? ეს უკვე ქალის პალანკინით ოსაკადან გაქცევა აღარ არის. თამასამ აიწია თამაშში.
ბუნტაროს და მარიკოს ჩაის ცერემონიაც ძალიან კარგად იყო გაკეთებული. თვითონ პროცესი ხომ უნატიფესი, მაგრამ რაც მარიკომ ბუნტაროს უთხრა, ჯობდა თავის ხელით გამოეჭრა ბუნტაროსთვის ყელი.
იმაზე მაგრამ ვიღადავე კათოლიკეებს და ბოზებს გვერდიგვერდ რომ მისცა მიწა lol.gif ალბათ შეურაწყოფა არც უგულისხმია.

biggrin.gif biggrin.gif
შუა საუკუნეებში და აღორძინების ხანაში, საროსკიპოები ხშირად იყო ეკლესიების ახლოს/გვერდით. . . .
იდეა: იმრუშე? - მოინანიე და ეკლესიას გადაუხადე. . . .

Posted by: 4L3X 10 Apr 2024, 14:55
მარიკოს თავგანწირვა იქნება ოჩიბას და იშიდოს დასასრული

Posted by: WP-Rex 10 Apr 2024, 23:43
4L3X
QUOTE
მარიკოა, მაგრამ მალავენ.

არაააააა smile.gif

Posted by: marimari11 10 Apr 2024, 23:45
მეც მჯერა რომ მარიკოა
მსახიობი მარიკო არ იყო კაცო? givi.gif აშკარად დავინახე. კდიე უნდა შევხედო

ინგლისური ტიტრები არ აქვს ინგლისურად ლაპარაკს და ნახევარი არ მესმის facepalm.gif ანჯინის და მაგის მეგობრის საუბარი ვაბშე ვერ გავიგე facepalm.gif
* * *
ფუუ იდიოტი ტორანაგა
თავი როგორ მოაკვლევინა cry.gif cry.gif
იმანაც რაღა შვილს სთხოვა

გიჟები არიან ეს იაპონელები
* * *
ოჩიბა რანაირია
რომ ვუყურებ, მეშინია
* * *
QUOTE (karlsoni)
იდეა: იმრუშე? - მოინანიე და ეკლესიას გადაუხადე. . . .

მაგარი ტვინიკოსი ბიზნესმენები ყოფილან lol.gif

Posted by: WP-Rex 11 Apr 2024, 00:51
marimari11
QUOTE
მეც მჯერა რომ მარიკოა
მსახიობი მარიკო არ იყო კაცო?

უბრალოდ გავდა.

***
ტორანაგას ცოლმა თავი მოიკლა თუ თავისით გაჭიმა ფეხი?
მე მგონი თავი მოიკლა და ეგეც გეგმის ნაწილი იყო.

მაგრამ ოჩიბას რატომ ეუბნება, ჩვენ შვილს გადაეციო სადღაც მნახოსო?

***
ისე, პირველ ეკრანიზაციას და წიგნსაც მაგრად აცდნენ.
როგორც მახსოვს, იქ ტორანაგა იაბუშიგეს უბრძანებს სეპუკუს გაკეთებას და სეკუნდანტი ჰირომაცუა.
ასე უფრო დამაინტრიგებელია.

Posted by: 4L3X 11 Apr 2024, 08:42
WP-Rex
ჯონი, ფუჯი დ მარიკო წვიმაში რომ ზიან მეორე დილით, დააკვირდი ჯონის და მარიკოს საუბარს, მათ სხეული ენას და სახის მიმიკას, უცებ დგება ყველაფერი თავის ადგილზე. wink.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: SRB100 11 Apr 2024, 12:23
ოჩიბას რატომ ეზიზღება ტორანაგა? რაღაც დეტალები საერთოდ არაა ახსნილი და რიტუალების ჩვენებას უფრო დიდ დროს უთმობენ.

ოჩიბას მამა ხომ მოკლა მარიკოს მამამ და ტორანაგა რა შუაშია? თუ მარიკოს მამა მოღალატედ არის მიღებული ამის გამო და ტორანაგა მისი მოკავშირე იყო, ტორანაგას რატომ სცემენ პატივს და რატომ იყო საერთოდ იმ საბჭოში? და ის ქალი რომ მოკვდა ტორანაგას ცოლია თუ გარდაცვლილი იმპერატორის ცოლი? ძაან ამერია რაღაცები, მაგიტომ ჯობს დააგროვო და ისე უყურო, მე კიდევ ვერ ვითმენ, ანჯინის და მისი ეკიპაჟის წევრის საუბარი ვერც მე გავიგე ბერძნული სუპტიტრების გამო.

Posted by: WP-Rex 11 Apr 2024, 13:24
SRB100
QUOTE
ოჩიბას რატომ ეზიზღება ტორანაგა? რაღაც დეტალები საერთოდ არაა ახსნილი და რიტუალების ჩვენებას უფრო დიდ დროს უთმობენ.

ოჩიბას მამა ხომ მოკლა მარიკოს მამამ და ტორანაგა რა შუაშია? თუ მარიკოს მამა მოღალატედ არის მიღებული ამის გამო და ტორანაგა მისი მოკავშირე იყო, ტორანაგას რატომ სცემენ პატივს და რატომ იყო საერთოდ იმ საბჭოში? და ის ქალი რომ მოკვდა ტორანაგას ცოლია თუ გარდაცვლილი იმპერატორის ცოლი? ძაან ამერია რაღაცები, მაგიტომ ჯობს დააგროვო და ისე უყურო, მე კიდევ ვერ ვითმენ, ანჯინის და მისი ეკიპაჟის წევრის საუბარი ვერც მე გავიგე ბერძნული სუპტიტრების გამო.

ამის ახსნას იაპონიის დაახლოებით 1570-1600 წლების ისტორიის მოყოლა უნდა))).

4L3X
QUOTE
ჯონი, ფუჯი დ მარიკო წვიმაში რომ ზიან მეორე დილით, დააკვირდი ჯონის და მარიკოს საუბარს, მათ სხეული ენას და სახის მიმიკას, უცებ დგება ყველაფერი თავის ადგილზე.

ჩემი აზრით, ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური დასკვნებია, სერ.
სენსეი, უფრო სწორად.

Posted by: marimari11 11 Apr 2024, 13:26
SRB100
ტორანაგას მოწყობილი იყოო ეგ თქვა მარტო ოჩიბამ

მეც იმპერატორის ცოლი მეგონა. მაგ ქალზე ვაბშე ვერ გავიგე რა მოხდა

ანჯინის და მეგობრის საუბარი ვინც გაიგეთ, გვითხარით ჩვენ :დ

Posted by: WP-Rex 11 Apr 2024, 14:03
SRB100
QUOTE
ოჩიბას რატომ ეზიზღება ტორანაგა? რაღაც დეტალები საერთოდ არაა ახსნილი და რიტუალების ჩვენებას უფრო დიდ დროს უთმობენ.

ოჩიბას მამა ხომ მოკლა მარიკოს მამამ და ტორანაგა რა შუაშია? თუ მარიკოს მამა მოღალატედ არის მიღებული ამის გამო და ტორანაგა მისი მოკავშირე იყო, ტორანაგას რატომ სცემენ პატივს და რატომ იყო საერთოდ იმ საბჭოში? და ის ქალი რომ მოკვდა ტორანაგას ცოლია თუ გარდაცვლილი იმპერატორის ცოლი? ძაან ამერია რაღაცები, მაგიტომ ჯობს დააგროვო და ისე უყურო, მე კიდევ ვერ ვითმენ, ანჯინის და მისი ეკიპაჟის წევრის საუბარი ვერც მე გავიგე ბერძნული სუპტიტრების გამო.

მაგრად მეზარება, მარა მაინც მოგწერ.
სპოილერებში არ ჩავსვავ რადგან ისეთს არაფერს ვწერ.

მოკლედ, XVI-ს-ის 50-იან წლებში იაპონიის გაერთიანება დაიწყო პატარა პროვინციის ცოტა კი არადა საკმაოდ მოშნად დარტყმულმა დამიომ, ანუ თავადმა ნობუნაგა ოდამ.
მოკლე ხანში საკმაოდ დიდი ტერიტორია გააერთიანა, ზოგი კლანი ამოწყვიტა, ზოგი შემოირიგა და ა.შ. მთელი ცენტრალური იაპონია დაიმორჩილა თავისი დედაქალაქით.

ერთის მხრივ საკმაოდ პროგრესული ტიპი იყო - პროვინციებს შორის საბაჟოები აკრძალა, თავისუფალი ეკონომიკური ზონები მოაწყო, გზები და ხიდები გაარემონტა, ყაჩაღობას დედა უტირა, ფულის ბეჭდვა ერთ ხელში მოაქცია, თავადებს შიდა ომები აუკრძალა, სარდლებს და მოხელეებს აწინაურებდა უნარების და არა წარმოშობის მიხედვით და ა.შ.

მაგრამ მეორეს მხრივ იყო უაღრესად სასტიკი, უჟმური, უხეში და არაადეკვატური ტიპი თავის უახლოეს თანამებრძოლებთანაც კი.
რა ეწყინებოდა და რა გაუხარდებოდა ვერ გაიგებდი.

ჰოდა ბოლოს მის ერთ-ერთ სარდალს, აკეტი მიცუჰიდეს, და წიგნის/სერიალის მიხედვით ეს იყო მარიკოს მამა, მობეზდა თუ რა იყო, მაგრამ ერთ ტაძარში პატარა რაზმით დაიმარტოხელა, ალყა შემოარტყა თავისი არმიით და აიძულა თავი მოეკლა.

დანარჩენმა სარდლებმა, მათ შორის ტორონაგამაც(ისტორიული პროტოტიპი ტოკუგავა) დაიფიცეს, რომ შურს იძიებდნენ. მაგრამ ყველას დაასწრო ყველაზე უბრალო წარმოშობის სარდალმა ტოიოტომი ხიდეიოშიმ. 11 დღეში სირბილით ჩავიდა ოსაკაში, მიუვარდა მიცუჰიდეს, დაამარცხა და ის მერე გლეხებმა ჩაკლეს სადღაც ტყეში. ამის მერე ჰიდეიოშიმ ნობუნაგას სხვა სარდლების მხარდაჭერა მოიპოვა როგორც შურისმაძიებელმა და იმპერატორისგან ნობუნაგას შვილის რეგენტის კამპაკუს წოდება მიიღო.

ტოკუგავას/ტორანაგას თავიდან არ უნდოდა დამორჩილება, ერთ ბრძოლაში კიდევაც დაამარცხა ჰიდეიოშის არმია, მაგრამ ძალები მაინც არათანაბარი იყო და დამორჩილდა.

იაპონიის გაერთიანება გაგრძელდა და თანაც საკმაოდ წარმატებულად, რადგან ეს ჰიდეიშო წარმოშობით გლეხი კი იყო, მარა დიდად ეშმაკი ვინმე აღმოჩნდა და დროთა განმავლობაში დაასრულა იაპონიის გაერთიანება თავისი მმართველობის ქვეშ.

ოჩიბას პროტოტიპი რეალურ ისტორიაში ციაცია(ქართულად არ ვიცი როგორ იწერება სწორად) იყო მისი საყვარელი, რომელმაც შვილი გაუშინა.

ამის მერე მალევე ჰიდეიოში გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის წინ შექმნა 5 წევრისგან შემდგარი რეგენტთა საბჭო და ასევე 5 წევრისგან შემდგარე მოხელეთა საბჭო. ორივე საბჭოში მისი მომხრეები იყვნენ. იშიდა იყო ყველაზე ერთგული და ყველაზე ძლიერი ტოკუგავა, რომლისაც ძალიან ეშინოდა ციაციასაც, იშიდასაც და ჰიდეიშოიც თავის სიცოცხლეშივე ფიქრობდა, რომ ტოკუგავა საფრთხეს შეუქმნიდა მის დინასტიას, მაგრამ მისის მოშორება ვერ მოასწრო.

სერიალში არ ჩანს და იშიდა ძალიან არ უყვარდათ სამურაებს, რადგან კარგი სახელმწიფო მოხელე იყო, რომელიც არაფერს არ პატიობდა მათ და ზუსტად ეს ფაქტორი გამოიყენა ტოკუგავამ, ვითომდა ჰედაიოშის შვილის უფლებების დაცვის მოტივით.

ახლა ფილმში რაც ხდება და როგორც ხდება, კი ხედავ.
მეტს დავწერ რომ არ დაგასპოილერო.
* * *
marimari11
SRB100
ის ქალი რომ მოკვდა ტორონაგას ცოლი იყო, მარა სიკვდილის წინ ოჩიბას რეებს ებჟუტურება მეც ვერ გავიგე.
* * *
marimari11
QUOTE
ანჯინის და მეგობრის საუბარი ვინც გაიგეთ, გვითხარით ჩვენ :დ

არაფერი ისეთი. ანჟინი ეუბნებოდა წავიდეთ, ახალი ეკიპაჟი შევკრათ და შავ გემს დავეცეთო და ეს უტრაკებდა, ეს რა ჩაგიცვია, გაიხადე თუ მართლა ჩვენიანი ხარო.
მოკლედ, ამ ეკიპაჟიდან ბევრი ხალხი დაიხოცა და ეს ამაზე იყო გაბრაზებული, 6 დავრჩით სულ და შენ ამ დროს თურმე გიფრთხილდებოდნენ სამურაებიო.

აქ რომ აღმოვჩნდით შენი ბრალი იყო, შენ მოგვატყუე და აქეთ წამოგვიყვანე იმიტომ, რომ ინგლისელების და ჰოლანდიელების დავალებას ასრულებდი და საკუთარი ამბიციები გქონდაო. ამას შეეწირა ამდენი ხალხი, თორემ აქეთ რა გვინდოდა ჩვენო. ანუ, ანჟინს ამათთვის უთქვამს, რომ ყველა მხარეს ესპანური გემები არიან და ერთადერთი უსაფრთხო გზა იაპონიისკენ არისო და ამიტომ წამოსულან აქეთ.

ამაზე დაცხეს ბოლოს და ბოლოს.

Posted by: SRB100 11 Apr 2024, 14:30
WP-Rex
მადლობა პასუხისთვის, ყველას იაპონიის ისტორია ვერ გვეცოდინება და ამიტომ რაღაცები ცოტა მეტად უნდა იყოს ახსნილი, როცა სერიალს იღებ.

ჰიდეიშოიც თავის სიცოცხლეშივე ფიქრობდა, რომ ტოკუგავა საფრთხეს შეუქმნიდა - ეს არ ჩანს სერიალში, პირიქით სიკვიდილს წინ თხოვს რომ დაიცვას მისი შვილი და მეურვეობა გაუწიოს, თუ სწორად მახსოვს, მარტო ესაუბრება ტორონაგას.
და თუ ტორონაგამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა ოჩიბას მამის მკვლელობის გამო, ჰიდეიოშის რაღატომ ებრძოდა? თუმცა მარიკოსთან ესეთი ახლო ურთიერთობა რომ აქვს იმაზე მეტყველებს, რომ მამამისის საქციელის ამართლებს.

მადლობა მოკლედ, ცოტა გავერკვიე, თუმცა ეს ყველაფერი მოკლედ მაინც რომ ეჩვენებით სერიალში კარგი იქნებოდა.

კიდევ არ მესმის, მარიკოს რატომ ეზიზღება თავისი ქმარი ასე ძალიან. თავიდანვე ეზიზღებოდა და მერე ბუნტაროსაც აგრესია გაუჩნდა როგორც ჩანს, თუმცა ჩაის სცენიდან გამოჩნდა, რომ უყვარს.
და თუ მოღალატის შვილია და ყველა ამცირებდა ამის გამო მთელი ცხოვრება, გამოდის, რომ ტორონაგა არ იცავს და თან გვერდით ჰყავს. ცოტა გაუგებარია.

Posted by: WP-Rex 11 Apr 2024, 16:00
SRB100
QUOTE
ჰიდეიშოიც თავის სიცოცხლეშივე ფიქრობდა, რომ ტოკუგავა საფრთხეს შეუქმნიდა - ეს არ ჩანს სერიალში, პირიქით სიკვიდილს წინ თხოვს რომ დაიცვას მისი შვილი და მეურვეობა გაუწიოს, თუ სწორად მახსოვს, მარტო ესაუბრება ტორონაგას.

ეგ არ ჩანს სერიალში. სხვა სერიალებში ჩანს). ისტორიულად როგორ იყო მხოლოდ წყაროებში იქნება.
სიკვდილის წინ შვილის დაცვასაც სთხოვდა და მისი მკვლის ბრძანების გაცემაზეც ფიქრობდა.
მოკლედ გაორებული დამოკიდებულება ჰქონდა და ამასობაში კი გარდაიცვალა.

QUOTE
და თუ ტორონაგამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა ოჩიბას მამის მკვლელობის გამო, ჰიდეიოშის რაღატომ ებრძოდა? თუმცა მარიკოსთან ესეთი ახლო ურთიერთობა რომ აქვს იმაზე მეტყველებს, რომ მამამისის საქციელის ამართლებს.


ტოკუგავაზე ვსუბრობთ და არა ტორონაგაზე.
ტოკუგავა ჰიდეიოშის მერე ებრძოდა, როცა ჰიდეიოშიმ ყველა წაკუზა, თორემ თავიდან მასაც უნდოდა ნობუნაგას მკვლელის დასჯას, უბრალოდ ჰადეიოშიმ დაასწრო ოსაკაში ჩასვლა და სიტუაციის ხელში აღება.
უბრალოდ ჰიდეიოშიმ სასწაული გააკეთა, ლამის 1 თვის გზა 11 დღეში გაიარა და ეგრევე ბრძოლაში ჩართო არმია, რასაც აკეტი მიცუჰიდე არანაირად არ ელოდა და არც არავინ არ ელოდა ასეთ სისწრაფეს.
ამით მოუგო ყველას.

რაც შეეხება იმას, რომ ტორონაგა მარიკოს მამა ამართლებდა, მანდ იაპონურ-სამურაული მენტალიტეტის ამბავია - მე მესმის შენი, გითანაგრძნობ, რადგან მეტი უსამართლობა ვეღარ მოითმინე, მაგრამ ბატონის ღალატი ვასალს არ ეპატიება. ანუ ესმოდა მაგრამ არ ამართლებდა.
* * *
SRB100
QUOTE
თუ ტორონაგამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა ოჩიბას მამის მკვლელობის გამო

ეგ ეპიზოდი სერიალიდან მე არ მახსოვს.
ისტორიულად ციაცია (ოჩიბას პროტოტიპი) ნობუნაგას დის და მისი მომხრე სარდალის აძაი ნაგამასას შვილი იყო.
ნაგამასა კი იყო ნობუნაგას მომხრე, მარა მისი ნათესავები ნობუნაგას აუჯანყდნენ და ისიც იძულებული გახდა მხარი დაეჭირა მათთვის.
ამის გამო ნობუნაგას ბრძანებით დედა ბუდიანად ამოწყვიტეს აძაის კლანიც და ის მისი ნათესავებიც.
მარტო ციაცია გადარჩა.

სერიალში არ მახსოვს როგორაა.

Posted by: karlsoni 11 Apr 2024, 17:55
WP-Rex
QUOTE
ნაგამასა კი იყო ნობუნაგას მომხრე, მარა მისი ნათესავები ნობუნაგას აუჯანყდნენ და ისიც იძულებული გახდა მხარი დაეჭირა მათთვის.


8 წუთიდან. . . . biggrin.gif
* * *
QUOTE
ოჩიბას პროტოტიპი რეალურ ისტორიაში ციაცია(ქართულად არ ვიცი როგორ იწერება სწორად) იყო მისი საყვარელი, რომელმაც შვილი გაუშინა.

茶々 - ჩჲაჩჲა-სამა (ჩაი-ჩაი), ჩაივით მაგარი და გემრიელი ქალი იყო. . . .
მთლად თუ გადმოვაქართულებთ ჭაჭა გამოდის. biggrin.gif

* * *
茶々 ちゃちゃ 
(n) disruption
(n) помеха; прерывание
ქალი ნგრევა და სიხარული. . . . biggrin.gif
* * *
პ.ს.
ჩჲაჩჲაზე ფილმის ნახვა თუ გინდათ, 2009 წლის გოემონი ნახეთ. . . .

Posted by: sure199416 13 Apr 2024, 01:17
lol.gif lol.gif lol.gif
user posted image

Posted by: WP-Rex 13 Apr 2024, 11:44
karlsoni
QUOTE
წუთიდან

რა იყო ეს ადამიანო, რას მაყურებინე?)))

QUOTE
გოემონი

მაგათი რობინ ჰუდი რო იყო? ეგ ხო ჰიდაიოშის მკვლელობის მცდელობაზე დაიჭირეს თუ რაღაცა ეგეთი მახსოვს.
მერე შვილთან ერთად ადურებულ წყალში მოხარშეს.

მარა ეგ ფილმი მგონი სულ ზღაპრებია.

Posted by: Lowlander 13 Apr 2024, 17:03
იაბუშიგე რა როჟაა biggrin.gif
ჰარაკირის მომენტზე ეგეც კი გამოღლევდა.

Posted by: lilyhammer 13 Apr 2024, 17:51
ბოლოს ისე არ მოხდეს რო კაი ###ობააო იძახოთ up.gif

...............................................

Posted by: skywalker-14 13 Apr 2024, 18:40
გამარჯობა,

სად უყურებთ ახალ სერიებს? ქართული 7 სერიის მეტი ვერ ვნახე....

Posted by: 4L3X 13 Apr 2024, 18:44
skywalker-14
QUOTE (skywalker-14 @ 13 Apr 2024, 18:40 )
გამარჯობა,

სად უყურებთ ახალ სერიებს? ქართული 7 სერიის მეტი ვერ ვნახე....

https://fmoviesz.to/tv/shogun2-jw2l2/1-1

Posted by: GEORGEXIII 13 Apr 2024, 19:48
რა ვერ გადათარგმნეს ამათი დედაც რამის 9-ე სერია გამოვიდეს drug.gif


თან აქ შემოხედვაც არ მინდა რომ არ დავსპოილდე.

Posted by: karlsoni 13 Apr 2024, 23:24
WP-Rex
QUOTE
რა იყო ეს ადამიანო, რას მაყურებინე?)))

ნაგამასას სიკვდილს. . . . biggrin.gif

QUOTE
მაგათი რობინ ჰუდი რო იყო? ეგ ხო ჰიდაიოშის მკვლელობის მცდელობაზე დაიჭირეს თუ რაღაცა ეგეთი მახსოვს.
მერე შვილთან ერთად ადურებულ წყალში მოხარშეს.

მარა ეგ ფილმი მგონი სულ ზღაპრებია.

yes.gif
ისტორიული ფენტეზი. . . . smile.gif

Lowlander
QUOTE
იაბუშიგე რა როჟაა biggrin.gif

ჩემი ფავორიტი პერსონაჟია. . . . biggrin.gif
ინაკაძამურაი. . . .

Posted by: narmonana 16 Apr 2024, 14:31
ვინაა ეს დედა#####ული იაბუშიგე, ვის მხარეზეა ვაბშე,

Posted by: FranziskanerWeissbier 16 Apr 2024, 14:37
მარიკო სამა cry.gif
---------------------------------

Posted by: 4L3X 16 Apr 2024, 15:11
QUOTE (narmonana @ 16 Apr 2024, 14:31 )
ვინაა ეს დედა#####ული იაბუშიგე, ვის მხარეზეა ვაბშე,

იაბუშიგე თავისი თავის მხარეს არის.

QUOTE
მარიკო სამა

Requiescat In Pace

Posted by: karlsoni 16 Apr 2024, 22:19
narmonana
QUOTE
ვინაა ეს დედა#####ული იაბუშიგე, ვის მხარეზეა ვაბშე,

საკუთარი თავის მხარეზე. . . .
ანუ. . . .
უბრალოდ უნდა რომ თავი მხრებზე შეინარჩუნოს. . . . თუ რაიმეს გამორჩება, არც მაგაზეა წინააღმდეგი. . . .
ირგვლივ კი ისე მიდის საქმეები, ვერაფერს ხვდება და როდის და ვინ გააგორებს მის თავს, არ იცის. . . .
ეს ქალაქი მეჯავრებაო რომ თქვა, მაგაზე ვიხარხარე. . . . lol.gif
მაგრად თამაშობს მსახიობი. . . . bis.gif bis.gif

skywalker-14
QUOTE
გამარჯობა,

სად უყურებთ ახალ სერიებს? ქართული 7 სერიის მეტი ვერ ვნახე....

ტორენტიდან ვიწერ.
https://1337x.to/

Posted by: sure199416 16 Apr 2024, 23:03
კაი რა კაი რა

Posted by: karlsoni 16 Apr 2024, 23:32
sure199416
QUOTE
კაი რა კაი რა

cry.gif
არ დაგავიწყდეს, მიუხედავად იმისა რომ ჰოლივუდი იღებს, იაპონური ფილმია. . . .
ლამაზი კიმონოები, ინტრიგები, საკურა, კატანა, სიკვდილი. . . .
რომანტიკა. . . love.gif
სხვა აზროვნებაზე უნდა გადაეწყო და დეტალებით დატკბე. . . .
ფერებით, კიმონოს ნაკეცებით, პაუზებით, ეტიკეტით, საუბრით და.ა.შ.
ჩამოშორდით ამ ჰოლივუდურ სტანდარტებს.
ხარისხიანი ნამუშევარია. . . smile.gif
იმედია იაპონიაში ცოტა მოგვიანებით აჩვენებენ, თორემ ისეთი თვეა და ისე იღებენ, შეიძლება იაპონიაში თვითმკვლელობების რიცხვი გაიზარდოს. . . . biggrin.gif

Posted by: SRB100 17 Apr 2024, 12:54
იაბუშიგე ყველაზე მეტად მომწონს, გადარჩენისთვის იბრძვის. ანჯინიც.
ბოლოს ამათთან რატომ აღმოჩნდა ისევ ვერ გავიგე, მაგან არ შემოაპარა იშიდოს სასტავი?

ეს სიკვდილზე გაფეტიშება რატომ ჭირთ იაპონელებს, სულ სეპუკუ, სეპუკუ. თითქოს სიკვდილისთვის ცხოვრობენ, ან შვილებს რატომ აჩენენ, სიკვდილის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ მგონი.
ძალიან კარგი სერია იყო, თუმცა ტორანაგას რა გეგმა აქვს მაინც ვერ გავიგე. ასე ამდენი ადამიანი სასიკვდილოდ იმიტომ გაწირა, რომ ბრძოლის მიზეზი ჰქონდეს? არც ჯარი ჰყავს, არც არაფერი, რისი იმედი აქვს?

იმპერატორის ცოლი ყოფილა ის ქალი, წინა სერიაში რომ მოკვდა. სწორად ვივარაუდე.
მოკლედ, ცუდია, რომ მხოლოდ 1 სერიაღა დარჩა. ძალიან ლამაზი გადაღებულია, პეიზაჟები, მუსიკა, ატმოსფერო, ძალიან, ძალიან კარგია.


Posted by: პითონი 17 Apr 2024, 20:04
QUOTE (SRB100)
ბოლოს ამათთან რატომ აღმოჩნდა ისევ ვერ გავიგე, მაგან არ შემოაპარა იშიდოს სასტავი?

ზუსტად მაგიტომ აღმოჩნდა biggrin.gif
შემოაპარა, მაგრამ თან ვითომ არ უღალატია და ეგ მუღამია ზუსტად მანდ.

Posted by: sure199416 17 Apr 2024, 21:46
karlsoni
ვინ თქვა რო ჰოლივუდის სტანდარტების ინტერესი მაქ პირიქით ეს სერიალი ძალიან კლასნია თავისი გადაღებით და სილამაზით, ნუ იაპონური კულტურა ესთეტიურია ძალიან.

ბებერი ტორანაგას შემდეგ ნაბიჯებს ველი მარა მაინც იმედით ვარ რომ ამ ერთ სერიაში არ დამთავრდება და დაანონსებენ ახალ სეზონს help.gif

Posted by: Paulleger7 18 Apr 2024, 08:55
კასტიდან გამოვარჩევ რათქმაუნდა ინგლისელის როლში ვინცაა. სერიალს აქვს ერთი ძალიან დიდი მინუსი, საბავშვო ბაღის დონის დიალოგებია და კატასტროფულად ცუდი რეჟისურა. იაპონელების პროექტი რო არაა ძალიან ეტყობა. როგორც ასეთი მასალა, ძალიან მაგარია 1-2 სერია მართლა გითრევს, მაგრამ მერე ტემპი მდარედ მიდის. აკირა კუროსავას ფილმები მაინც ენახათ შემქნელებს, ის ქარიზმა აკლია, იუმორი იაპონური, უკეთესი დიალოგები. მე პირადად ძალიან მომხვდა თვალში და ეგრევე მივხვდი, რომ არ იყო იაპონური პროექტი, თითქოს მაგათთან შედარებით ეს საბავშვო ბაღია. არადა მართლა კარგი მასალაა გადასაღებათ და მთავარ როლში კაი მსახიობია.

Posted by: 4L3X 18 Apr 2024, 10:12
ფინალი

Posted by: GEORGEXIII 18 Apr 2024, 10:32
8-ვე სერიას ვუყურე გუშინ, ხომ ვამბობდი რაღაც აქვს ჩაფიქრებული ბებერ ტორონაგას მეთქი.

პ.ს ძალიან გაწელილი მეჩვენება უკვე 6-ე სერიიდან მოყოლებული სერიალი, ტიპებმა როდის დაიწყეს მზადება მეორე სეზონისთვის


facepalm.gif facepalm.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 18 Apr 2024, 12:02
მარტო ერთი სეზონი იქნებაო და წესით მეათე სერიით უნდა მორჩეს.

Posted by: J4st5 18 Apr 2024, 14:58
ტვიტერზე წავაწყდი მაგრა ვიცინე

Shogun is like Game of thrones if Ned stark was smart

Posted by: WP-Rex 18 Apr 2024, 15:34
ფუჯიკო არის ჩემი ფავორიტი ქალი ამ ფილმში.
მარიკოს ბრტყელ-აღმოსავლურ სილამაზეზე ვერ ვკაიფობ.

Posted by: 4L3X 18 Apr 2024, 15:51
QUOTE (WP-Rex @ 18 Apr 2024, 15:34 )
ფუჯიკო არის ჩემი ფავორიტი ქალი ამ ფილმში.
მარიკოს ბრტყელ-აღმოსავლურ სილამაზეზე ვერ ვკაიფობ.

სად გააქრეს ფუჯი 2 სერიაა??? cry.gif

კიკუც მაგარია yes.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 18 Apr 2024, 17:34
ფუჯი და კიკუ ლამაზები არიან კი, მაგრამ მარიკო განსხვავებული და სახასიათო ტიპია უფრო. ძაან კაი იყო ანა სავაი ამ როლში.
მარიკო სამა love.gif
user posted image
მარა არაა გამორიცხული ფუჯიც მიაკლან შემდეგ სერიაში

Posted by: SNYPI 20 Apr 2024, 19:32
mad.gif mad.gif mad.gif mad.gif mad.gif ეს რა ქნეს mad.gif

Posted by: vaho 20 Apr 2024, 23:33
მიხო და მაროზე რატო არაა თემა?




......

Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 11:30
ერთ დღეში ვუყურე ცხრა სერიას, მეგონა ბოლომდე იყო დადებული.
ოთხშაბათს გამოდის მეათე ხო?
ნედ სტარკის მკვლელობის არ იყოს, მარიკო როგორ მოკლეს ამ ############მა, რაღა აზრი აქვს ან მეათე სერიის ყურებას ან შემდეგ სეზონებს.

QUOTE
ფუჯი

no.gif
ფუძი yes.gif

QUOTE
მარიკო

დიდად არ გაუსწორდა ალბათ ენჯინთან სექსი, თორემ მასეთ შემთხვევაში ყველაფერს ფეხებზე იკიდებენ ხოლმე გოგოები, არ მოიკლავდა თავს უაზროდ...
თუმცა იაპონელებს დღემდე თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, გენში აქვთ ალბათ სიკვდილისკენ სწრაფვა...

Posted by: GEORGEXIII 21 Apr 2024, 12:00
აგერ სამშაბათიც მალე მოვა..

boli.gif boli.gif

Posted by: 4L3X 21 Apr 2024, 12:30
QUOTE (Frankens†ein @ 21 Apr 2024, 11:30 )
ან შემდეგ სეზონებს.

შემდეგი სეზონები არ იქნება no.gif

Posted by: GEORGEXIII 21 Apr 2024, 12:33
QUOTE
შემდეგი სეზონები არ იქნება

mo.gif

აბა 6-ე სერიის მერე ასე რაღატო გაწელეს

facepalm.gif

Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 13:57
QUOTE (4L3X @ 21 Apr 2024, 12:30 )
QUOTE (Frankens†ein @ 21 Apr 2024, 11:30 )
ან შემდეგ სეზონებს.

შემდეგი სეზონები არ იქნება no.gif

მარიკოს მოკვლის შემდეგ რაღა უნდა იყოს პრინციპში.
GOT ვერ იქნება შოგუნი...

Posted by: პითონი 21 Apr 2024, 18:08
ჩერნობილის მერე ყველაზე კარგი ეს არის.

თუმცა ჩერნობილი მე პირადად ბევრად მირჩევნია.

Posted by: karlsoni 21 Apr 2024, 19:50
Frankens†ein
QUOTE
no.gif
ფუძი yes.gif

no.gif
ფუჯი. . . .
yes.gif
user posted image

Posted by: marimari11 21 Apr 2024, 20:35
Frankens†ein
რას ამბობ, იმ დროინდელი იაპონელი მოვალეობაზე წინ უცხოელთან სექსს დააყენებდა? biggrin.gif არ არსებობს. თან წლები თავის მოკვლა უნდოდა ისედაც

Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 22:21

QUOTE (marimari11 @ 21 Apr 2024, 20:35 )
Frankens†ein
რას ამბობ, იმ დროინდელი იაპონელი მოვალეობაზე წინ უცხოელთან სექსს დააყენებდა? biggrin.gif არ არსებობს. თან წლები თავის მოკვლა უნდოდა ისედაც

ბევრს გახსნია გონება, მასეთი აზროვნებით გაზრდილს smile.gif

თუმცა იაპონელებზე რო აფანატებენ, უბანძესი ერია.
ყოველწლიურად 20000 ადამიანი იკლავს თავს, იქაური ცხოვრების წესის გამო.

Posted by: marimari11 21 Apr 2024, 22:37
Frankens†ein
კი, მაგრამ იაპონიაში იმ დროს ალბათ, ძალიან იშვიათი იქნებოდა. ანუ მარიკოს საქციელი საერთოდ არ გამკვირვებია ეპოქის და კულტურის გათვალისწინებით.
ჩვენი კულტურის ჭრილში არ ვამბობ, რა თქმა უნდა.

Posted by: 4L3X 21 Apr 2024, 22:45
marimari11
QUOTE (marimari11 @ 21 Apr 2024, 20:35 )
თან წლები თავის მოკვლა უნდოდა ისედაც

თავის სიკვდილი კი არა, ბუნტაროსგათ თავის დაღწევა უნდოდა. ბუნტაროს უთხრა "შენთან ერთად თავის მოკვლას 1000 წელი სიცოცხლე მირჩევნიაო".

Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 22:49
QUOTE (marimari11 @ 21 Apr 2024, 22:37 )
Frankens†ein
კი, მაგრამ იაპონიაში იმ დროს ალბათ, ძალიან იშვიათი იქნებოდა. ანუ მარიკოს საქციელი საერთოდ არ გამკვირვებია ეპოქის და კულტურის გათვალისწინებით.
ჩვენი კულტურის ჭრილში არ ვამბობ, რა თქმა უნდა.

ზოგადად ადამიანური გადასახედიდან ვამბობ.
სიცოცხლე იმიტომ არ უნდოდა, რომ ადამიანად არ თვლიდნენ, არანაირი გრძნობა არ ქონდა ქმრის მიმართ, როგორც ნივთი ისე ცხოვრობდა უამრავი ვალდებულებით და რატო ენდომებოდა მასეთი სიცოცხლე.

თუმცა იაპონელს რას გაუგებ, გენეტიკურად არიან უბედურები, მოnურად ცხოვრება გენში აქვთ, მთელი მაგათი ისტორია მასეა...

Posted by: marimari11 21 Apr 2024, 23:06
4L3X
ბუნტაროსგან თავის დაღწევა არ უნდოდა. მისი ოჯახის სიკვდილის შემდეგ უნდოდა თავის მოკვლა და ბუნტარო არ აძლევდა უფლებას.
ბუნტაროს იმიტომ უთხრა უარი, რომ მარიკოს სურვილი კი არ გაითვალისწინა და პატივი კი არ სცა მის სურვილს, ისევ თავისი ეგოიზმიდან გამომდინარე შესთავაზე. ანუ თვითონ უნდოდა მარიკოსთან ერთად სიკვდილი და მაგიტო აძლევდა ნებას.

ნუ მე ასე გავიგე მარიკოს ნათქვამი რომ ვერაფერი ვერ გაიგე ამდენი ხნის მერეცო

Posted by: Frankens†ein 21 Apr 2024, 23:14
QUOTE (karlsoni @ 21 Apr 2024, 19:50 )
Frankens†ein
QUOTE
no.gif
ფუძი yes.gif

no.gif
ფუჯი. . . .
yes.gif
user posted image

ფუძიამა smile.gif

https://en.wikipedia.org/wiki/Mount_Fuji

user posted image


marimari11
QUOTE
ბუნტაროს იმიტომ უთხრა უარი

მანდ ბუნტარო ეუბნება, ერთად მოვკვდეთ და ერთად შევაბიჯოთ იმქვეყნადო.
და იქაც ქმართან ერთად არ უნდოდა და მაგიტომ უთხრა უარი...

QUOTE
ნუ მე ასე გავიგე მარიკოს ნათქვამი რომ ვერაფერი ვერ გაიგე ამდენი ხნის მერეცო

ანუ უბრალოდ სიკვდილი კი არ მინდა, შენგან თავის დაღწევაო...

და შეხვდა კაცს, რომლის მიმართაც გრძნობა ქონდა და ვისთანაც თავი ქალად იგრძნო ცხოვრებაში პირველად, მაგრამ მონობაში დაბადებულ და გაზრდილი მაინც მონად მოკვდა...

Posted by: marimari11 22 Apr 2024, 00:27
Frankens†ein
QUOTE
მაგრამ მონობაში დაბადებულ და გაზრდილი მაინც მონად მოკვდა...

მარიკოზე ამბობ მაგას?
რა მონობაში დაბადებული და გაზრდილი ძაან ძლიერი და გავლენიანი ოჯახიდან იყო

QUOTE
ანუ უბრალოდ სიკვდილი კი არ მინდა, შენგან თავის დაღწევაო...

რავიცი, მე მაინც არ ვფიქრობ ეგრე givi.gif მარიკოს სხვა უფრო დიდი ტრაგედია ჰქონდა, ვიდრე ბუნტარო და მისი სიკვდილის თხოვნაცაც მთელი სერია სხვა მიზეზი აქვს
QUOTE
ფუძიამა

ფუჯი სახელი და გვარი სხვა კანჯებით იწერება 宇佐見 (უსამი ) 藤 ჰირაგანათი ふじ ქართულად ფუჯი.

თუმცა არც 富士山 / ふじさん ფუჯისანი იკითხება, როგორც ფუძისანი. じ ოფიციალურად ქართულში არის ჯი.
მარცვალი ძი იაპონურში საერთოდ არ არსებობს . არსებობს ძა , ძუ, ძე, ძო.

უბრალოდ ჯ-ც და ძ-ც იაპონურში უფრო რბილია, ვიდრე ქართულში და არ ისმის ქართულივით მკვეთრად.

Posted by: Frankens†ein 22 Apr 2024, 01:12
marimari11
QUOTE
მარიკოზე ამბობ მაგას?
რა მონობაში დაბადებული და გაზრდილი ძაან ძლიერი და გავლენიანი ოჯახიდან იყო

პირდაპირი მნიშვნელობით არ მითქვამს.
მუდმივ მორჩილებაში გაზრდა და ცხოვრება ვიგულისხმე.
QUOTE
რავიცი, მე მაინც არ ვფიქრობ ეგრე  მარიკოს სხვა უფრო დიდი ტრაგედია ჰქონდა, ვიდრე ბუნტარო და მისი სიკვდილის თხოვნაცაც მთელი სერია სხვა მიზეზი აქვს

ვერ შეგეკამათები, ორივე ვუყურებთ, მაგრამ ქალის ფსიქოლოგია შენ უკეთ გეცოდინება smile.gif

იაპონურზე რო დადიხარ, ეხლა გამახსენდა smile.gif

ისე ფაქტია, ქართულში იაპონიის მთავარი მთა ფუძიამად არის გადმოტანილი და დამკვიდრებული.
ალბათ იმიტომ რომ გამოთქმისას ჯ-ზე მეტად ძ ისმის...
QUOTE
თუმცა არც 富士山 / ふじさん ფუჯისანი იკითხება, როგორც ფუძისანი

ზემოთ რო ლინკი დავდე, ბევრჯერ მოვისმინე და ძ-ს და ზ-ს ნაზავი უფრო ისმის ვიდრე ჯ... ჯ არ ისმის მანდ - https://en.wikipedia.org/wiki/Mount_Fuji
არც აქ მესმის"


არც იმას გამოვრიცხავ რო მე არ მივარგა სმენა smile.gif

თუმცა ქართულში რო ფუძიამაა, მაგას წყალი არ გაუვა smile.gif

Posted by: marimari11 22 Apr 2024, 01:38
QUOTE (Frankens†ein)
თუმცა ქართულში რო ფუძიამაა, მაგას წყალი არ გაუვა

სიმართლე გითხრა მე მაინც ფუჯი გამიგია და არა ფუძი.
QUOTE (Frankens†ein)
ისე ფაქტია, ქართულში იაპონიის მთავარი მთა ფუძიამად არის გადმოტანილი და დამკვიდრებული.

ისე ეგ ფუძი უეჭველი რუსულიდან არის შემოსული.

აბა აქ ნახე
https://jisho.org/word/%E5%AF%8C%E5%A3%AB%E5%B1%B1

აქ აშკარად ჯ არის :დ გააჩნია ალბათ კიდე ვინ ამბობს.
მაგ ვიდეოშიც უფრო ჯ მესმის. მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი ქართული ამგარი ჯ არ არის.


Posted by: POKERISBLUFF 22 Apr 2024, 03:09



რა სად როდისში იყო 1-2ჯერ შეკითხვა და ფუჯი მახსოვს პასუხად და არა ფუძი


ფუჯი-სან“ი, ანუ ქართულად ფუჯის მთა.

Posted by: karlsoni 22 Apr 2024, 03:30
Frankens†ein
არც იმას გამოვრიცხავ რო მე არ მივარგა სმენა smile.gif
yes.gif
აშკარად შენივე დადებულ იუთუბლინკშივე ისმის ჶუჯი-სან

https://forvo.com/word/%E5%AF%8C%E5%A3%AB%E5%B1%B1/#ja

QUOTE
თუმცა ქართულში რო ფუძიამაა, მაგას წყალი არ გაუვა smile.gif

გაუვა, გაუვა. . . .

Posted by: Frankens†ein 22 Apr 2024, 09:52
karlsoni
ჩემშია პრობლემა smile.gif
მე ფუძი უფრო მესმის ვიდრე ფუჯი.
სუბტიტრებით ვუყურე და სუბტიტრებში ფუჯი რო წერია და იქ ფუძი მესმოდა, ეგ ეგრევე მომხვდა თვალში/ყურში.
QUOTE
გაუვა, გაუვა. . . .

სკოლაშიც ფუძიამა ეწერა, ეგ უეჭველი მახსოვს -


* * *
ფუძიამა კი ყოფილა შეცდომა, ჩვენთან რაც დამკვიდრდა
QUOTE
ფუძისან“, „ფუძიამა“ თუ „ფუჯიამა“?
„ფუძისან“, „ფუძიამა“, „ფუჯიამა“ — ამ ფორმათა ფონეტიკურად უფრო მიახლოებული გადმოცემა შეიძლება შემდეგნიარად; „ჶუჯისან“, „ჶუჯიჲამა“ და „ჶუძიჲამა“.

დასავლეთში ხშირად არასწორად გამოიყენება სახელი „ფუძიამა“ (Fujiyama), რაც ნიშან „山-ის“ (მთა) მცდარი წაკითხვითაა გამოწვეული. ეს ნიშანი კუნიომის მიხედვით კი წამოითქმის, როგორც -ჲამა, მაგრამ კომპოზიტებში იგი წესითა და რიგით, ონიომის მიხედვით უნდა წავიკითხოთ, როგორც -სან.

მაშასადამე; იაპონელთა ამ ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოს სახელის მართებული ფორმა იაპონურად არის „ფუძი-სან“-ი, ანუ ქართულად ფუძის მთა.
.


ამასობაში ჩემი სახელი რა საკაიფოდ იწერება smile.gif
ტატუ უნდა გავუკეთი ვინმეს - ジビ・ムルバニゼ

Posted by: GEORGEXIII 23 Apr 2024, 13:42
იაბუშიკემ როგორ უღალატა ტო

mo.gif

Posted by: SNYPI 23 Apr 2024, 15:08
ისეთი შეგრძნება დამრცა რომ ყველა, მოგვატყუეს, დაგვტროლეს და მასხარად აგვიდგეს drug.gif

ეს რა იყო facepalm.gif

1 სეზონი იქნებაო თან ხო?

ნუ, 2 იც რომ იყოს, კაი მასხრობა გამოვიდა....

Posted by: 4L3X 23 Apr 2024, 15:24
ჰა რა გადავწყვიტეთ ფუჯია თუ ფუძი თუ ფუდზი? spy.gif

სერიისთვის ჯერ არ მიყურებია.

Posted by: GEORGEXIII 23 Apr 2024, 15:46
SNYPI
+1 იაპონურ პოეზიას გაგვაცნეს ეგ იყო და ეგ.

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: SNYPI 23 Apr 2024, 17:12
QUOTE (GEORGEXIII @ 23 Apr 2024, 15:46 )
SNYPI
+1 იაპონურ პოეზიას გაგვაცნეს ეგ იყო და ეგ.

facepalm.gif facepalm.gif

რა იკადრეს, რაც მნიშვნელოვანი იყო, 5 წუთში ჩატევდნენ მაგ სერიაში, ამათმა1 საათი გამოაცხეს რაღაც სისულელეები facepalm.gif

Posted by: პითონი 23 Apr 2024, 17:54
დასასრული არ მომეწონა.

ესე აზრობრივად და სთორის მიხედვით კარგია თითქოს, მაგრამ დროის არასწორი გადანაწილება იყო ჩემი აზრით.
საერთოდ მგონია, რომ არ მოელოდნენ ესეთ კარგ შედეგს და ფული დაზოგეს ბევრ რაღაცაზე.
3-4 სეზონიანი, საბრძოლო სანახაობით სავსე სერიალი გამოვიდოდა არადა.

Posted by: narmonana 23 Apr 2024, 19:35
ხო არ ღადაობთ, ძააან თესლი სერია იყოოო



გაფანტულ ფოთლად და ყვავილებად
რომ შემეძლოს სიტყვების შეკვრა
ო რა კოცონი დაინთებოდა ჩემი ლექსებით

user posted image

Posted by: 4L3X 23 Apr 2024, 20:25
ხალხო სად უყურეთ სერიას? სადაც მე ვუყურებდი იქ ინგლისური სუბტიტრები არა აქვს ბოლო სერიას

Posted by: karlsoni 23 Apr 2024, 23:03
კარგი იყო. . . .
ოღონდ მიჲამოტო მუსაშის რომ ველოდი (სეკიგაჰარას ბრძოლაში), სუნ ძუ და სამი სამეფო ვნახე. . . . biggrin.gif

Posted by: B-E-R-U 24 Apr 2024, 01:50
QUOTE (narmonana @ 23 Apr 2024, 19:35 )
ხო არ ღადაობთ, ძააან თესლი სერია იყოოო



გაფანტულ ფოთლად და ყვავილებად
რომ შემეძლოს სიტყვების შეკვრა
ო რა კოცონი დაინთებოდა ჩემი ლექსებით

user posted image

ძალია სავარელია love.gif მარიკო დეიდას მირჩევია biggrin.gif

Posted by: Liam.Gallagher 24 Apr 2024, 07:59
ძაან კაი იყო.მეორე სეზონიც იქნება უეჭველი

Posted by: J4st5 24 Apr 2024, 09:59
ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ არ ელოდნენ წარმატებას და გადაწყვიტეს მე2 სეზონის დადება და ბოლო სერის ბოლო 30 წუთი ახლიდან გადაიღეს რო მე2 სეზონზე ქონოდათ მინიშნება

Posted by: Devion 24 Apr 2024, 11:23
ესეიგი მეორე სეზონი? მდა.................

არღარ შევიგინები

Posted by: GEORGEXIII 24 Apr 2024, 12:38
რავი ვნახოთ, თუ ისევ ისე არ გააკეთეს და მესამეზე არ გაწელეს.

user.gif user.gif

Posted by: narmonana 24 Apr 2024, 14:01
რა მეორე სეზონი, არც კი დაუწყიათ გადაღება, ვინმემ დაადასტურა ვაბშე მეორე სეზონი?

Posted by: marimari11 24 Apr 2024, 14:24
QUOTE (narmonana @ 24 Apr 2024, 14:01 )
რა მეორე სეზონი, არც კი დაუწყიათ გადაღება, ვინმემ დაადასტურა ვაბშე მეორე სეზონი?

მეორე სეზონი არ იქნებაო თქვეს შუა სეზონში :დ

Posted by: WP-Rex 24 Apr 2024, 20:51
რა მეორე და მეოთხე სეზონი, წიგნის ეკრანიზაციაა.
მართალია წიგნი 1300 გვერდზე მეტია, მაგრამ მაინც.

B-E-R-U
QUOTE
ძალია სავარელია  მარიკო დეიდას მირჩევია

მარიკო ცოცხია ამასთან შედარებით.

Posted by: [LoD]-Bagra 24 Apr 2024, 23:25
შერლოკ ჰოლმსი მეზიზღებოდა ბავშვობაში. დაძაბული და დაინტიგებული სიუჟეტო რომ იყო, უცბად გახტებოდა ეს სირი და მოყვებოდა ყველაფერს რა და როგორ მოხდა.

ეგრე დასრულდა ეს სერიალიც...

ბევრი ჩავარდნა იყო, არ დავწვრილმანდები. ლამაზი კადრებიც და მომენტებიც.
წიგნია სუსტი, ევროპული გმირთა ვარამია და სიუჟეტიც ვერ დაზაბეს.
საერთო ჯამში რეიტინგი ცოტა გადაჭარბებულია. ჰა,ჰა 7/10.

პ.ს. რაც შეეხება იაპონურ მოტივებს, რაც არ უნდა იცნობდე მაინც ზოგადად კარგია, საინტერესოა, უცხოა ჩვენთვის, ევროპელებისთვის. თუმცა უკვე ათასჯერ გადაღეჭილი.

Posted by: sure199416 25 Apr 2024, 00:33
ძაან კაია ყველანაირად უბრალოდ ბიუჯეტში მოუჭირეს და 1 სეზონი არ ეყო, ბოლო სერია უკეთესი უნდა ყოფილიყო.

Posted by: illusions 25 Apr 2024, 06:52
10 დან 10.

საუკეთესო სერიალის საუკეთესო დასასრული...


უამრავი სერიალია , ბევრიც კარგად მთავრდება

მაგრამ
უკეთეს დასასრულრს ვერსად ნახავთ, ჩემგან ერთი გული და ნ1 წოდება! love.gif




jump.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Apr 2024, 07:48
ძალიან კარგი იყო ყველანაირად.
_________________

Posted by: narmonana 25 Apr 2024, 16:46
ახლა შეიძლება წიგნსაც ჩავუსხდეთ.........................


Posted by: 4L3X 25 Apr 2024, 22:55
მშვენიერი დასასრული იყო, ყველა სიუჟეთური კვანძი გაიხსნა, ყველა პერსონაჟის თაღი შეიკრა. თუმცა მაინც იმედგაცრუებული ვარ. სულ მეგონა რომ სეკიგაჰარას ბრძოლას მოგვცემდნენ დესერტად. sad.gif

Posted by: Green ხახვი 26 Apr 2024, 01:57
თავიდან რაღაც ვერ დავამუღამე და მგონი ჩემშია პრობლემა
ეხლა კომენტარებს რო გადავხედე ჯობია თავიდან დავიწყო ყურება gigi.gif

Posted by: viblz 26 Apr 2024, 02:25
ესეთი დონის შესრულება კაი ხანია არ მინახია.

respect შემქმნელებს.
ყველას ვურჩევ უყუროს და მერე სხვადასხვა პერსონაჟების რეალურ ისტორიებს გაეცნოს.
იაბუშიგეს როლი როგორი ნეგატიური უნდა იყოს და როგორ უნდა გვეზიზღებოდეს ყველას და მაინც მსახიობი ისე მაგრა თამაშობს რომ გიყვარდება )))

იოშიი ტორონაგა ყოფილა ნაღდი შემსრულებელი ))) ისევე როგორც მისი real world equivalent იეიასუ ტოკუგავა. იაპონელებისთვის ჩათვალე დავით აღმაშენებელია და ოდა ნობუნაგას დონეზე ყავთ აყვანილი )))
* * *
user posted image
user posted image

პირველი და ბოლო ეპიზოდები )))

Posted by: karlsoni 26 Apr 2024, 17:55

გოლდენ კამუი დააანონსა ნეთფლიქსმა. . . .
lol.gif
* * *
viblz
QUOTE
იაბუშიგეს როლი როგორი ნეგატიური უნდა იყოს და როგორ უნდა გვეზიზღებოდეს ყველას და მაინც მსახიობი ისე მაგრა თამაშობს რომ გიყვარდება )))

yes.gif lol.gif

Posted by: marimari11 26 Apr 2024, 22:24
სად უყურეთინგლისური სუბტიტრებით? fmoviesz.to ზე არ დევს
* * *
ვაიმე იაბუშიგეს თავის წაგდებას არ ველოდებოდი.
ისე უნდოდა სიცოცხლე საწყალს.

დეგენერატია რა. ბოლოს მაინც თავისმა უტვინობამ შეიწირა.

ანჯინის როლი მთელ სერიალში ძაან მიზერული იყო თუ მომეჩვენა :დ

Posted by: narmonana 27 Apr 2024, 09:21
marimari11
რაღაცეები დაუმთავრებელია, ქვემეხების ამბავი, ესა ისა, მარა ისეა შეფუთული რო ვერც ამჩნევ

https://theflixer.se/tv/watch-shogun-free-106618

Posted by: FranziskanerWeissbier 27 Apr 2024, 10:52
ჰქონდა ანჯინსაც რაღაცებში მნიშვნელობა, მაგრამ მთლიანობაში უფრო მომსწრე იყო ამ ყველაფრის რაც ხდებოდა. ტორანაგამაც აღნიშნა ბოლოს ეგ, უმაგისოდაც გადარჩებოდა ჩემი კლანიო, მაგრამ მაინც ვაფასებო, მაცინებსო და მოსწონდა ეგზოტიკური სათამაშოს თემაში, თან ინფორმაცია მიიტანა ისეთი რასაც პორტუგალიელები მალავდნენ, ფლოტის აშენებაც იკისრა, ტორანაგას ოსაკადან გაპარებაშიც ჰქონდა წვლილი, არტილერიასაც უწვრთნიდა; ერთგულებაც გამოიჩინა - მიწამ რომ ჩაიტანა ტორანაგა, ამოთხარა თავისი ხელით კაცმა და უფასებდა ისიც. ცურვა და ყვინთვაც დაამუღამებინა gigi.gif gigi.gif

Posted by: GEORGEXIII 27 Apr 2024, 15:02
მეტს ველოდი ბოლო სერიიდან მიუხედავათ იმისა რომ 6-ე სერიიდან იმენა გაწელეს. რაც მოხტამოხტააა.

Posted by: narmonana 28 Apr 2024, 11:08
ძველი შოგუნი

https://archive.org/details/Shogun_Miniseries/Shogun+1.avi

Posted by: GEORGEXIII 29 Apr 2024, 22:29
რამდენი დღეა ვუყურე და იმენა შინაგანად ისეთი გრძნობა მაქვს მინდა ყველას ვაგინოო. ტიპებმა 1 სეზონი ისე გაჭიმეს და არაფერი ღირებული დადეს კოსტუმები, გაფორმება იდეალური მარა რად გინდა.

Posted by: sure199416 30 Apr 2024, 20:42
lol.gif

Posted by: karlsoni 1 May 2024, 01:59
sure199416
იაპონელები, ქართველებთან შედარებით, გაცილებით აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ემოციების გამომხატველ შორისდებულებს/ნაწილაკებს . . . . biggrin.gif
იაპონური ენის დამახასიათებელი ნიშანია. smile.gif

Posted by: ZAZAi 1 May 2024, 11:22
გავივიჟე თავი და წიგნი წავიკითხე. ტვინი წაიღო ავტორმა გაუთავებელი დიალოგებით. განსაკუთრებით დიდგვაროვანი ქალბატონების ეტიკეტიანი ტარტარით. უბრალოდ აუცილებელი იყო ამ წიგნზე ფილმის გადაღება, რომ როგორმე გაეცხრილათ და მაყურებლამდე მიეტანათ მთავარი აზრი.
ეს ის შემთხვევაა, როცა ეკრანიზაცია წიგნს ჯობია. გინდ პირველი და გინდ მეორე.

ტორანაგაა ამ ფილმის მთავარი გმირი. ჭკვიანი, ცბიერი, ადამიანების ბუნების საუკეთესოდ მცოდნე, რომელიც ხმალსაც იყენებს და თავებიც ბევრი გააგორა, მაგრამ მაინც ურჩევნია მართოს ისე, რომ ადამიანებმა ისე შეასრულონ მისი ნება, რომ ეგონოთ თითქოს საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ზედმეტი ამპარტავნების და თავმოყვარეობის გარეშე. შეუძლია შეურაცყოფა და დამცირებაც აიტანოს როცა ჭირდება და მოითმინოს სანამ შესაფერისი დრო დადგება

Posted by: WP-Rex 1 May 2024, 16:10
იმაზე არ იკაიფეთ, იაბუშიგე მთელი სერიალი თავის ძმისშვილს ტორონაგას აგენტის პოვნას რომ თხოვდა და ბოლოს ეს აგენტი მისი ძმისშვილი რომ აღმოჩნდა?
ამ დროს ჩვენ ის მოხუცი გლეხი(სინამდვილეში სამურაი) გვეგონა, თავისი მტრედები რომ ჰყავდა.
ის კი იყო აგენტი, მაგრამ მთავარი - არა.

ესეც დადასტურება


Posted by: billy*jack 2 May 2024, 13:33
WP-Rex

ვაა კაი რამეა დაჭერილი, ვაბშე არ დავკვირვებივარ ერთნაირ ფრაზას რო ამბობენ იაბუშიგე და ბოლოს ტორონაგა

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 16:55
რისთვის ვუყურე ამდენი ან რატომ ველოდი რომ ასე დაესრულებინათ?

facepalm.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 3 May 2024, 17:36
GEORGEXIII
როგორ დაასრულეს რო?
ეგეთია ნაწარმოებიც და წინა ეკრანიზაციაც. არაა ეს სერიალი ბათქაბუთქსა და ომებზე, არამედ პოლიტიკურ ინტრიგებზეა და ტორანაგას სტრატეგიაზე გამარჯვებისთვის, რომელსაც პაიკების შეწირვით, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი მდგომარეობის შექმნით მიაღწია, რომელშიც ყველა ვარიანტში გამარჯვებული დარჩებოდა.

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 20:31
FranziskanerWeissbier
ეგ ხო მარაა, უნდა განვითარებულიყო სცენარი უაზროდ გაწყვიტეს.

Posted by: FranziskanerWeissbier 3 May 2024, 20:33
user posted image
---------------------------------------

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 21:23
FranziskanerWeissbier
user posted image

Posted by: karlsoni 3 May 2024, 22:47
FranziskanerWeissbier
QUOTE
GEORGEXIII
როგორ დაასრულეს რო?
ეგეთია ნაწარმოებიც და წინა ეკრანიზაციაც. არაა ეს სერიალი ბათქაბუთქსა და ომებზე, არამედ პოლიტიკურ ინტრიგებზეა და ტორანაგას სტრატეგიაზე გამარჯვებისთვის, რომელსაც პაიკების შეწირვით, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი მდგომარეობის შექმნით მიაღწია, რომელშიც ყველა ვარიანტში გამარჯვებული დარჩებოდა.

პრინციპში ეგრეა. . . .
ეხლა პაიკებს გადავავლოთ თვალი. . . . biggrin.gif

საკუთარი შვილი. . . .
საუკეთესო მეგობარი. . . .
პროტეჟე და ფავორიტკა (იაპონური გაგებით). . . .
იქ რამდენიმე ათეულ ათას მეომარზე (სეკიგაჰარას ბრძოლაში რომ დაიხოცა) და მანამდე რამდენიმე ასეულ მოკლულ თანამომხრეზე რომ არაფერი ვთქვათ.
და რისთვის. . . . ?
იაპონია სინამდვილეში ისედაც გაერთიანებულია და უბრალოდ ჰიდეიოშის შვილის აღზრდა და მერე მხარდაჭერა ევალებოდა. . . .
არაფერი იაპონიას არ სჭირდა იმ დროს.

სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ერთი ადამიანის ამბიციების გულისთვის მოხდა. . . . .

ეგეთები არიან პოლიტიკოსები.
რაც ამ ფილმში კარგად არის ნაჩვენები.

და იაბუშიგე იყო, ანტაგონისტი და უარყოფითი პერსონაჟი? biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 22:58
QUOTE
იაბუშიგე იყო, ანტაგონისტი და უარყოფითი პერსონაჟი?

არ უნდოდა კაცს ასე უაზრო სიკვდილი, მარაა მაინც უწია.

Posted by: karlsoni 3 May 2024, 23:31
GEORGEXIII
QUOTE
არ უნდოდა კაცს ასე უაზრო სიკვდილი, მარაა მაინც უწია.

მაინც მოუწია. . . user.gif
არ ეყო, ჭკუა, ვერაგობა და გამოცდილება. . . .
მსახიობმა კი დადო იაგოს და მერკუციოს ნაჯვარი. . . .
A plague o' both your houses! I am sped. biggrin.gif
სერიოზულად შეასრულა. . . .

თან მისი ენის ნიუანსებზე მაგრად ვკაიფობ. . . .
თარგმანში სამწუხაროდ რაღაცეები იკარგება. . . . sad.gif

Posted by: pibe 4 May 2024, 00:30
ამაზე რატომ გაგიჟდით და გადაირიეთ? ამიხსენით დილეტანტს.


Posted by: GEORGEXIII 4 May 2024, 02:34
karlsoni
ხოო, არადა იცოდა ბებერი ტორანაგას ამბავი.

Posted by: WP-Rex 4 May 2024, 09:06
karlsoni
QUOTE
იაპონია სინამდვილეში ისედაც გაერთიანებულია და უბრალოდ ჰიდეიოშის შვილის აღზრდა და მერე მხარდაჭერა ევალებოდა. . . .
არაფერი იაპონიას არ სჭირდა იმ დროს.

აქ ვერ დაგეთანხმები.
ბუნებრივია ტორანაგა/ტოკუგავა საკუთარი ამბიციებითაც ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამავე დროს ქვეყბისთვის სერიოზულ პრობლემას წამრმოადგენდა ტოიოტომი ჰიდაიოშის გლეხური წარმოშობა.
ეს განაპირობებდა მისი დინასტიის სისუსტეს და იაპონიის ნობილიტეტის სერიოზული ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას მისი დინასტიის მიმართ.

რატომ იყო, რომ მან კამპაკუს ტიტული გამოთხოვა იმპერატორს და მოგვიანებით ტაიკოს ტიტული მიიღო?
რატომ ვერ გაბედა ისტორიულად ყველაზე პრესტიჟული შოგუნის ტიტულის მითვისება?
იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა - ტოიოტომის გვარის მიღებით კეთილშობილი წარმოშობის არ გამხდარა და სამურაები ამას არ მოითმენდნენ.

შოგუნი მხოლოდ ნობილიტეტიდან შეიძლებოდა ყოფილიყო.
სამურაებს კი ზუსტად ახალი შოგუნი ჭირდებოდათ, ისევე როგორც მანამდე ასწლეულების მანძილზე.

ეს ობიექტურად განაპირობებდა ჰიდაიოშის დინასტიის სისუსტეს და არავითარი გამოსავალი აქ არ არსებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიდაიში ნამდვილად აღმოჩნდა ნობუნაგას საქმის ღირსეული გამგრძელებელი.

გმირს დრო აჩენს, როგორც ცხონებული ვარლამი ამბობდა.

Posted by: karlsoni 5 May 2024, 18:45
WP-Rex
QUOTE
აქ ვერ დაგეთანხმები.
ბუნებრივია ტორანაგა/ტოკუგავა საკუთარი ამბიციებითაც ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამავე დროს ქვეყბისთვის სერიოზულ პრობლემას წამრმოადგენდა ტოიოტომი ჰიდაიოშის გლეხური წარმოშობა.
ეს განაპირობებდა მისი დინასტიის სისუსტეს და იაპონიის ნობილიტეტის სერიოზული ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას მისი დინასტიის მიმართ.

სადღა იყო ნობილიტეტი და კაი ცხოვრება. . . . user.gif
იმპერატორი და გვაროვნული არისტოკრატია ჩაის ცერემონიალებით და თეატრის პიესებით იქცევდნენ თავს. . . .
ქვეყანაში კი რეალურად პროვინციალი დაიმიოები ცდილობდნენ გაბატონებას. . . .
მაგ დროს არისტოკრატი ის არის ხოლმე, ვისაც ყველაზე მეტი მეომარი ჰყავს. . . . biggrin.gif
მსოფლიო ისტორიას არ აკლია ეგეთი "დიოკლეტიანეები", "ბორის გოდუნოვები", "ნაპოლეონები", თუ ჩინელი ბოქსიორები. . . .
ჩვენ "პოსტ ფაქტუმ" ვმსჯელობთ. . .
სინამდვილეში. . . .
როგორც იაპონელები იტყოდნენ. . . .
勝てば官軍負ければ賊軍。 - თუ მოიგებ(ს) სამთავრობო ჯარი (ხარ), თუ წააგებ მეამბოხეთა ჯარი
biggrin.gif

Posted by: JoePistone 5 May 2024, 21:25
შემდეგი სეზონი როდის გამოდის თუ იცით ვინმემ?

Posted by: 4L3X 5 May 2024, 21:37
JoePistone
QUOTE (JoePistone @ 5 May 2024, 21:25 )
შემდეგი სეზონი როდის გამოდის თუ იცით ვინმემ?

არ იქნება შემდეგი სეზონი no.gif

Posted by: ingfari 5 May 2024, 23:33
ორიგინალური დასასრული ჰქონდა სერიალს, არ სჭირდება მეორე სეზონი. მთლიანობაში ძალიან კარგი გამოვიდა.

Posted by: Hermyon 6 May 2024, 00:46
ამ სერიალის წინა ვერსიას ვუყურე და შემძულდა სამურაებიც და მთელი მაგათი წყობა მეორე მსოფლიო ომამდე
რადგან ჩვეულებრივ ადამიანს ანუ გლეხს ეპყრობოდნენ როგორც არარაობას
თავის არდაკვრის გამო რომ კაცს თავს მოაჭრი არც მაგნაირი კატანა მინდა და არც სამურაი
არადა რამდენი ანძრევს მაგ კულტურაზე როცა ტიპები ჩვეულებრივი დაუნდობელი მკვლელები იყვნენ

Posted by: GEORGEXIII 6 May 2024, 15:10
QUOTE
თავის არდაკვრის გამო რომ კაცს თავს მოაჭრი

ეგ მართლა მეტისმეტია.

ჩააგდე აბა მასეთი არაფერი გამეგო აქამდე.

Posted by: _minze_ 7 May 2024, 09:50
QUOTE
არადა რამდენი ანძრევს მაგ კულტურაზე

მთელი ჯენზი yes.gif
+ ანიმე, კპოპი და სხვა კიბერ ნაგავი.

Posted by: GEORGEXIII 7 May 2024, 10:33
ვისაც არ დაეზარა ყველამ კიკუ მოდღნა


boli.gif boli.gif

Posted by: 4L3X 7 May 2024, 10:36
QUOTE (GEORGEXIII @ 7 May 2024, 10:33 )
ვისაც არ დაეზარა ყველამ კიკუ მოდღნა

იაბუშიგეს არ მოუდღნია, მხოლოდ უყურებდა.
დაეზარა ვითომ? spy.gif

Posted by: _minze_ 7 May 2024, 10:58
რომელ ეპიზოდშია სექსები baby.gif

Posted by: WP-Rex 8 May 2024, 00:33
karlsoni
QUOTE
სადღა იყო ნობილიტეტი და კაი ცხოვრება. . . .
იმპერატორი და გვაროვნული არისტოკრატია ჩაის ცერემონიალებით და თეატრის პიესებით იქცევდნენ თავს. . . .
ქვეყანაში კი რეალურად პროვინციალი დაიმიოები ცდილობდნენ გაბატონებას. . . .
მაგ დროს არისტოკრატი ის არის ხოლმე, ვისაც ყველაზე მეტი მეომარი ჰყავს. . . .
მსოფლიო ისტორიას არ აკლია ეგეთი "დიოკლეტიანეები", "ბორის გოდუნოვები", "ნაპოლეონები", თუ ჩინელი ბოქსიორები. . . .


ნობილიტეტში სწორედ დაიმიოები და სამურაების ფენა ვიგულისხმე.
არ მიიღებდნენ ეგენი წარმოშობით გლეხ შოგუნს.

ამიტომ ჰიდაიოშის დინასტია იმთავითვე განწირული იყო და ამას არაფერი არ ეშველებოდა.
ტოკუგავა არ იქნებოდა, კუტუგავა იქნებოდა.

Posted by: Obersturmfuhrer 8 May 2024, 02:00


QUOTE
ეგ მართლა მეტისმეტია.


ერთი რამე გამიტყდა მარტო
სეკიგაჰარას ბრძოლა რომ არ ანახეს
მარა მაინც 10/10 სერიალია

Posted by: Eneas84 8 May 2024, 08:46
რატომ არ ასწავლეს კოსმოს ხანჯლაობა, არადა დიდი იმედი მქონდა...

user.gif

Posted by: GEORGEXIII 8 May 2024, 12:17
QUOTE
იაბუშიგეს არ მოუდღნია, მხოლოდ უყურებდა.
დაეზარა ვითომ?

lol.gif lol.gif lol.gif

მამაშას უმიზნებდა ალბათ.

Posted by: Devion 11 May 2024, 03:38
user posted image

მეორე სეზონი იქნებაsmile.gif

+ სპინ ოფიც და პრიკველიც

Posted by: GEORGEXIII 11 May 2024, 16:39
user posted image

ყველაზე მეტი ჯაფა კიკუს დაადგაა


boli.gif boli.gif

Posted by: Lasha97 11 May 2024, 20:18
მაინც ვერ გაუძლეს ცდუნებას და მეორე სეზონს იღებენ

////////////////////////////////////////////////////

Posted by: GEORGEXIII 11 May 2024, 21:40
Lasha97
ხოო FX უკვე ჩალიჩობსო.

Posted by: sure199416 11 May 2024, 22:39
იასნია თავიდანვე ვიცოდი 1 სეზონი ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა pop.gif old.gif

Posted by: karlsoni 12 May 2024, 00:04
GEORGEXIII
QUOTE
ყველაზე მეტი ჯაფა კიკუს დაადგაა

ქრიზანთემა. . . . love.gif
იაპონურად კიკუ ქრიზანთემაა. . . . .

პ.ს.
იური - შროშანი. . . .
user posted image
user.gif

Posted by: GEORGEXIII 12 May 2024, 12:28
karlsoni
აი მესმის ცხოვრებაში ეგრევე შენი როლის გაწერა. lol.gif lol.gif lol.gif მაგრები არიან რა ეს იაპონელები.

Posted by: filth 12 May 2024, 22:15
იმენა გამოსტყუეს მეორე სეზონი biggrin.gif

Posted by: Lasha97 16 May 2024, 23:45
‘SHOGUN’ has officially been renewed for Seasons 2 and 3 at FX.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

////////

Posted by: Obersturmfuhrer 17 May 2024, 02:01
ძალიან კარგი ანუ სეკიგაჰარაზე იქნება სეზონ 2
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)