gzaabneuliრამდენი გაქვს ზედმეტი წონა/ან არამდენის დაკლება გინდა?
რომ გითხრა,ზედმიწევნით ვიცავ და ვითვლი კალორიებს-მეთქი,მოგატყუებ.
ამიტომაც შეჩერდა კლება და ძალიან ნელა მიდის.
თან მე 65 კგ ვარ (67 ვიყავი) და კიდევ ერთი 5 კგ-ის დაკლება მინდა. ანუ თავს ამიტო არ ვიკლავ, რო ჭარბი წონა დიდად არ მაქვს(170 სმ ვარ)
კვირაში ერთი დღე, შაბათს, როცა სახლში ვარ, ვაკეთებ განტვირთვის დღეს - მთელი დღე მაწონი და კიტრი + 2ლ სითხე. ან მთელი დღე ვაშლი + სითხე.
დილა: ყოველთვის ჰერკულესის ფაფა, სამი სადილის კოვზი, წყლით ან უცხიმო რძით, ან განზავებული რძით.
კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჰერკულესის ნაცვლად 2 მოხარშული კვერცხი
ჩაი აუცილებლად. უშაქრო (შარქიან ჩაის ვერც ვსვამ. ერთი კოვზი მურაბა ხანდახან. დილით ოღონდ.)
შუადღე: სალათი რამე/ ან წიწიბურა+მაწონი/ რამდენიმე სოსისი/ ან კარტოფილი/ ან ბადრიჯნის რამე/ან მაკარონი -
მოკლედ სამსახურის კვალობაზე - ძირითადად კონტეინერით მომაქვს სახლიდან. თუარადა ვყიდულობ რძის
რაიმე ნაწარმს.
საღამო: მსუბუქი . რავიცი, ხან ნაყინი და ჩაიც მყოფნის. ხან ხაჭო, ხილი, გააჩნია შუადღით თუ ნაკლებკალორიული
რამე მაქვს ნაჭამი, ვახშამზე ცოტა ტკბილსაც მივცხებ ხოლმე.
+ როცა საშუალება მაქვს, ფეხით დავდივარ 15 წთ მაინც, შედარებით სწრაფი ნაბიჯით
მთელი დღე ვზივარ და ეს რომ არა, უკეთესად დავიკლებდი.
რამდენი ვიქაქანე.
თუ გამოგადგება რამეში, არ ვიცი
მაგრამ მონოდიეტებს ისევ ასეთი კვება ჯობია.
This post has been edited by სერაფიტი on 7 Jun 2013, 14:37