#56884013 · 25 Sep 2020, 08:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რომაელთა მიმართ თავი მეშვიდე
23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
ვიდრე სულიერ დაბადებას განიცდის ადამიანი ის მთლიანად ბედს ემორჩილება და როდესაც სულიერ სხეულში დაიბადება მას უჩნდება ბრძოლა სულიერ და ხორციელ სხეულს შორის.ამიტომაა რომ სულიერად დაბადებული ზოგიერთი ადამიანიც ვარდება ხორციელ ცოდვაში ხანდახან.
ესეც ძალიან საინტერესოა იმავე თავში:
18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
გირჩევთ მთელი თავი წაიკითხოთ.
This post has been edited by temart on 25 Sep 2020, 09:02
|