X2D3T9აპლიკაციაზე რომ apply-ს გააკეთებ შემდეგ არის 6 ეტაპი გასავლელი:
1) CREATE BASIC PROFILE.
უნდა შექმნა პროფილი. ატვირთო სივი, შეავსო სხვადასხვა ველები შენს შესახებ, დააყენო სურათი და ა.შ
2) TECHNICAL SCREEN
გადიხარ 30 ქულიან ტესტს, თეორიულს სავარაუდო პასუხებით.. გამსვლელი ქულა არ ვიცი რამდენია მაგრამ მე 27 ავიღე გადამიყვანეს შემდეგ ეტაპზე
3) PROJECT evаlUATION
ეს ეტაპი იყოფა ორად: ა) პრაქტიკული დავალების შესრულება და გაგზავნა ბ) ტექნიკური გასაუბრება
ა) დავალებაზე გაქვს 2 დღე + შეგიძლია ერთი ღილაკის დაჭერით 1 დღე დაიმატო თუ ვერ ასწრებ.. გაძლევენ node.js-ზე დაწერილ ბექენდს და ფაილში აღწერილ დავალებას
შენ უნდა გააკეთო ფრონტენდის იმპლემენტაცია, კომენტარებით, უნიტ ტესტებით.. დავალება არ იქნება რაღაც ფანტასტიკის სფერო, მათ აინტერესებთ რამდენად აკურატულ და ინტუიტიურ კოდს წერ, რამდენად ყურადღებითაა შესრულებული.. არ უნდა იყოს ბაგები და ყველა ტესტი უნდა შერულდეს. ასევე არ აქვთ მოთხოვნა რომ მაინც და მაინც ამა თუ იმ ბიბლიოთეკაზე უნდა დაწერო, მე ანგულარ 1-ში ვიყავი იმ მომენტში უფრო ძლიერი და მაგაზე დავწერე.
დავალებას რომ გააკეთებ მერე უნდა გადაიღო ვიდეო როგორ მუშაობს, ტესტები გაუშვა და ა.შ
კიდევ უნდა დაწერო readme ფაილი, სადაც აღწერ როგორ დააყენონ და გაუშვან
ბ) დავალების გაგზავნიდან 1-2 კვირის განმავლობაში მიიღებ იმეილს რომ შენი დავალება მიღებულია და გასაუბრებისთვის მოემზადო, ირჩევ გასაუბრების თარიღს და ელოდები..
გასაუბრება ტარდება zoom-ით (zoom.us) აუცილებლად უნდა გქონდეს კამერა ჩართული, შესაძლოა სქრინის გაშეარებაც დაგჭირდეს, ვიდეოს იწერენ და ჯობია კლავიატურას არ შეეხო და ტელეფონს არ უყურო, თუ იეჭვეს რომ შეკითხვებს გუგლავ აღარ გადაგიყვანენ ემდეგ ეტაპზე..
ამ გასაუბრებაზე ჯერ დაგისვამს კითხებს ჯავასკრიპტიდან მაგალითად: რა არის IIFE ჯავასკრიპტში და რატომ არის მისი გამოყენება კარგი.. და მსგავსებს რა.. შემდეგ შენი დავალებიდან გთხოვს რომ აჩვენო კოდის ის ნაწილი რომელიც აკეთებს ამას და ამას.
4) MEET YOUR ADVOCATE
მესამე ეტაპის დასრულების მერე TECHNICAL evаlUATION GURU მოგცემს Feed Back-ს შენს ადვოკატთან, ასევე გაუგზავნის იმ ვიდეოს რაც გასაუბრებაზე ჩაიწერა.. ადვოკატი არის პროსტა ტიპი რომელიც დაგირეკავს ტელეფონზე, შემდგომში სკაიპში ან ზუმში და გაგრკვევს ზოგადად როგორ მუშაობს კროსოვერი და ეგეთ დეტალებს, ასევე საუბარში შეაფასებს შენს ინგლისურს და თუ ჩათვლის რომ შენი ინგლისური დამაკმაყოფილებელია გადაგიყვანს მარკეტფლეისზე
5) MARKETPLACE
მარკეტფლეისი არის ეტაპი სადაც უკვე ელოდები კომპანიებისგან შემოტავაზებებს, ანუ შენს პროფილს ხედავენ კომპანიები ვისაც კადრი ჭირდება და გიგზავნიან ინტერვიუზე მოწვევას, ჩვეულებრივ ალენდარზე ირჩევ თარიღს და ელოდები
6) MANAGER INTERVIEWS & HIRE
აქ უკვე უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელი გესაუბრება, ეს შეიძLება იყოს თიმ ლიდერი დეველოპერი ან უბრალოდ მენეჯერი, ან ორივე ერთად, ეს გასაუბრება ხან მარტივია ხან რთული, ზოგი კლეოზნიკია და შეიძლება ძაან ###ობა გკითხოს, მაგალითად რა პეკიჯები დაამატეს npm-ის ბოლო განახლებაში (რატო უნდა იცოდე ზეპირად
).. მე კაი როჟა შემხვდა, ვნახე შენი დავალებაც და გასაუბრების ვიდეოც და ტექნიკური დეტალებით აღარ შეგაწყენ თავსო, სულ 3-4 კითხვა დამისვა.. გასაუბრება რომ მორჩა რამდენიმე საათში მომივიდა დაქირავების მოწვევა და დავაექსეფთე..
ამის მერე უკვე ფორმალური დეტალებია, პირადობის, პასპორტის ფოტოებს ტვირთავ, აპლიკაციას ავსებ მისამრთებით, პირადი ნომრით და ა.შ რეგისტრირდები payoneer-ზე, აბავ ბანკის ანგარიშს და ეგაა, რომ მორჩები ამ პროცესს გადახვალ გვერდზე საიდანაც გადმოიწერ აპლიკაციას WorkSmart, ეს არის კროსოვერის პატარა აპლიკაცია რომელსაც აქვს ტაიმერი და როცა მუშაობ უნდა ჩართო, ყოველ 10 წუთში გიღებს სურათს, სქრინავს ეკრანს და თვლის როგორც მაუსის ისე კლავიატურის ლიკებს.. შემდეგ შენ პროფილზე იტვირთება ეგენი და გამოითვლება მუშაობის ინტენსივობა (ეს სანერვიულო არაა, მთავარია 0% არ იყოს) და ამის მიხედვით გერიცხება ფული რომელიც კვირაში ერთხელ იგზავნება payoneer-ზე და იქიდან ავტომატურად შენ ბანკის ანგარიშზე