forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ელექტრონული ტენდერები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
 
რას ფიქრობთ ელექტრონული ტენდერების შესახებ:
1. ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას; [ 17 ]  [22.37%]
2. განავითარებს საშუალო და მსხვილ ბიზნესს; [ 10 ]  [13.16%]
3. ხელს შეუწყობს ყველა ზომის ბიზნესის განვითარებას შექმნის ჯანსაღი კონკურენციის კლიმატს; [ 32 ]  [42.11%]
3. შეზღუდავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას; [ 3 ]  [3.95%]
4. შეზღუდავს საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებას; [ 0 ]  [0.00%]
5. საერთოდ შეზღუდავს ნებისმიერი ზომის ბიზნესის განვითარებას, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთებზე არიან დამოკიდებული; [ 14 ]  [18.42%]
Total Votes: 76
Guests cannot vote 
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 3 Feb 2011, 14:31  #23807427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორც ცნობილია, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში და ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვა, რომლის წლიური ღირებულება აღემატება 5000 ლარს უნდა ჩატარდეს ელეტრონული წესით. ვისაც მიგიღიათ მსგავს ტენდერებში მონაწილეობა, დამერწმუნებით, რომ ზოგიერთი ქართველი ''მეწარმეების" უცოდინარობამ, არაკომპეტენტურობამ, ჯინიანობამ, ერთმანეთის ქიშპმა, შურმა და რა ვიცი რა დავარქვა ყველაფერ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ტენდერების განხორციელების იდეას, შესყიდვის პროცედურების გამარტივება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება წარმოადგენდა თუმცა, მივიღეთ სხვა სურათი. ნებისმიერ გამოუცდელ პირს შეუძლია მიიღოს ამ ტენდერში მონაწილეობა და სიმბოლურად 1 ლარის დაკლებით მოუგოს იმავე სეგმენტში დასაქმებულ უმსხვილეს კომპანიას. მაგალითად, საწვავის შესყიდვაზე შეიძლება კომპანია ვისოლის, მიუხედავად მათი ამ საქმეში დიდი გამოცდილებისა, წლიური შესყიდვის საერთო თანხაზე მოუგოს ფიზიკურმა პირმა, რომელიც პლასტმასის ავზებით ყიდის საწვავს. ანუ, თუ ამ ფიზიკური პირის სატენდერო დოკუმენტაცია იქნება სრულყოფილი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ნდობა გამოუცხადოს ამ პირს და გაუფორმოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. გარდა ამისა, სახელმწიფო შეკვეთების ისედაც დაბალ ფასიანი გეგმების ფონზე, გამარჯვებული თანხების ფასდაკლების პროცენტი საშუალოდ 60-70 პროცენტამდე მერყეობს. განსაკუთრებით ეს მომსახურების სეგმენტს შეეხება. ანუ გამოდის, რომ თანხების დაკლება ხელშეკრულების პირობების შესრულების ხარისხის ხარჯზე და დაქირავებული ხალხის ხელფასების შემცირების ფონზე უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კომპანიების გაკოტრება გარდაუვალი იქნება. იქნებ გამოხატოთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით;
ელექტრო ტენდერების ასეთი გამარტივებული სახით წარმოება ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა შემსყიდველს უნდა დარჩეს ზოგიერთი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება.
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ტექნიკური დავალებები შედგენილი უნდა იქნეს არა გამარტივებული ფორმით, არამედ, ზუსტად უნდა ასახავდეს მათ მოთხოვნებს.
2. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ხელშეკრულების პირობების შესრულება;
და სხვა

This post has been edited by AGS on 3 Feb 2011, 14:35


--------------------
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი, მრუში
რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უხვი
გული ერთსა შეაჯეროს კუშტი მოხვდეს თუნდაც ქუში
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტყლაშა-მტყლუში.
GURAMI2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5030
წევრი No.: 50505
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 3 Feb 2011, 23:00  #23816933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AGS
როგორც იყო ჩვეულებრივ ტენდერში ისეა ისევ ოღონდ სხვადასხვა ცვლილებებით ელექტრონულ ტენდერშიც.
საკვალიფიკალიფიკაციო მოთხოვნები რისთვის არსებობს ადგება და ჩამოუწერს ისეთ მოთხოვნილებებს რომელსაც ფიზიკური პირი ვერ დააკმაყოფილებს.


--------------------
1 3
├┼┐
2 4 R
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 4 Feb 2011, 12:02  #23823714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GURAMI2


QUOTE
როგორც იყო ჩვეულებრივ ტენდერში ისეა ისევ ოღონდ სხვადასხვა ცვლილებებით ელექტრონულ ტენდერშიც.
საკვალიფიკალიფიკაციო მოთხოვნები რისთვის არსებობს ადგება და ჩამოუწერს ისეთ მოთხოვნილებებს რომელსაც ფიზიკური პირი ვერ დააკმაყოფილებს.


ეგეც არაა გამორიცხული, მაგრამ პირიქით სიტუაცია უფრო იგრძნობა ამ ეტაპზე, გამარტივებულია ყველაფერი იმდენად, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელიცაა, რაც მართლა ჩასაწერია ჩაწერო თავიდანვე და შემდეგ მოითხოვო პირობები შესრულება.
TT131
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 16835
რეგისტრ.: 3-February 06

გამოგზავნილია: 5 Feb 2011, 02:08  #23839796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

გადადით ამ ბმულზე და თვითონ შეაფასეთ.

ცნობისათვის - 2009 წლის განმავლობაში საქართველოში სულ ჩატარდა 1950 ტენდერი, 2010 წელს - 2360, ხოლო ბოლო ორ თვეში, მას შემდეგ რაც ელექტრონული ტენდერის გამოცხადება სავალდებუ;ლო გახდა ყველა სახელმწიფო სტრუქტურისათვის - 3800-ზე მეტი.

ორი თვის განმავლობაში სისტემაში დარეგისტრირდა 2705 მიმწოდებელი. ასე რომ აქტივობა საკმაოდ დიდია, თუმცა უმეტესობა კომპანიებისა სწავლების პროცესშია და ჯერ არ არიან სრულად გათვიცნობიერებული ელექტრონულ სისტემასთან

This post has been edited by TT131 on 5 Feb 2011, 02:11
TETISA
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7445
წევრი No.: 60951
რეგისტრ.: 11-May 08

გამოგზავნილია: 5 Feb 2011, 02:23  #23840056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ამას წინ თვალი მოვკარი განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს.
არც ისე მარტივადაა საქმე, რომ წვრილმა მეწრამეებმა შეძლონ შეძვრომა მაგ საქმეში.
მკაცრი მოთხოვნები იყო. საბოლოო ჯამში დაახლოებით 20.000 დოლარის თუ ლარის (ვალუტა არ ეწერა) ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა უნდათ შეიძინონ. ამასთანავე სულ ცოტა 2 წლიანი გამოცდილებაა აუცილებელი ანალოგიური საქონლის მიწოდების. თან 7 დღის მანძილზე უნდა უზრუნველყოს მომარაგება ყველაფრით.


თუ ელექტრონული ტენდერი კიდე სხვა რამეა? user.gif

This post has been edited by TETISA on 5 Feb 2011, 02:24


--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 6 Feb 2011, 21:22  #23868866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TT131


QUOTE
ნობისათვის - 2009 წლის განმავლობაში საქართველოში სულ ჩატარდა 1950 ტენდერი, 2010 წელს - 2360, ხოლო ბოლო ორ თვეში, მას შემდეგ რაც ელექტრონული ტენდერის გამოცხადება სავალდებუ;ლო გახდა ყველა სახელმწიფო სტრუქტურისათვის - 3800-ზე მეტი.

ორი თვის განმავლობაში სისტემაში დარეგისტრირდა 2705 მიმწოდებელი. ასე რომ აქტივობა საკმაოდ დიდია, თუმცა უმეტესობა კომპანიებისა სწავლების პროცესშია და ჯერ არ არიან სრულად გათვიცნობიერებული ელექტრონულ სისტემასთან


ეს ყველაფერი კარგი, მარა შედეგები რამდენად არის სახარბიელო? არაადეკვატური ფასები რომ ფიქსირდება გამარჯვებულთა უმეტესობაში არაუშავს? ზუსტად რომ ვიცით ყველამ, რომ მაგალითისთვის ნოკიას ერთ ერთი მოდელის ტელეფონის საბაზრო ფასია 400 ლარი და მჭირდება 30 ცალი, სავსებით ლოგიკურად გავაკეთე განცხადება, რომ ამისათვის სავარაუდოდ გადავიხდი 12000 ლარს. ელექტრო ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 კომპანიამ და აქედან გაიმარჯვა ერთ ერთმა, რომელმაც დაწერა რომ ამ ტელეფონებს 5000 ლარად მოგყიდის. შემსყიდველს არავითარი უფლება არა აქვს უარი უთხარს ასეთ სისულელეზე და ვალდებულია გაუფორმოს კონტრაქტი. აი აქ არის პრობლემა, ამ ელექტრო ტენდერებში ყველას მიეცა საშუალება მონაწილეობა მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ელემენტარული ანგარიშიც არ იციან და მარტო ფული და ამბიციები აქვთ. დაველოდოთ ამ წელს რა მოხდება, თუ შესრულების კონტროლი გაძლიერდება, მაშინ კიდევ არაა პრობლემა და იქნებ ანგარიშიც ისწავლოს ზოგიერთმა მომავლისათვისsmile.gif
Mama_Basili
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13671
წევრი No.: 4232
რეგისტრ.: 1-February 04

გამოგზავნილია: 6 Feb 2011, 23:56  #23872071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AGS
QUOTE
მაგალითისთვის ნოკიას ერთ ერთი მოდელის ტელეფონის საბაზრო ფასია 400 ლარი და მჭირდება 30 ცალი, სავსებით ლოგიკურად გავაკეთე განცხადება, რომ ამისათვის სავარაუდოდ გადავიხდი 12000 ლარს. ელექტრო ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 კომპანიამ და აქედან გაიმარჯვა ერთ ერთმა, რომელმაც დაწერა რომ ამ ტელეფონებს 5000 ლარად მოგყიდის. შემსყიდველს არავითარი უფლება არა აქვს უარი უთხარს ასეთ სისულელეზე და ვალდებულია გაუფორმოს კონტრაქტი. აი აქ არის პრობლემა, ამ ელექტრო ტენდერებში ყველას მიეცა საშუალება მონაწილეობა მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ელემენტარული ანგარიშიც არ იციან და მარტო ფული და ამბიციები აქვთ. დაველოდოთ ამ წელს რა მოხდება, თუ შესრულების კონტროლი გაძლიერდება, მაშინ კიდევ არაა პრობლემა და იქნებ ანგარიშიც ისწავლოს ზოგიერთმა მომავლისათვი

ხო მაგრამ რომ ვერ მოგაწოდოს მაგ ფასად ეგ პროდუქტი რაიმე საქნციები არ ეკისრება?
TT131
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 16835
რეგისტრ.: 3-February 06

გამოგზავნილია: 7 Feb 2011, 01:13  #23873765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Mama_Basili @ 6 Feb 2011, 22:56 )
AGS
QUOTE
მაგალითისთვის ნოკიას ერთ ერთი მოდელის ტელეფონის საბაზრო ფასია 400 ლარი და მჭირდება 30 ცალი, სავსებით ლოგიკურად გავაკეთე განცხადება, რომ ამისათვის სავარაუდოდ გადავიხდი 12000 ლარს. ელექტრო ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4 კომპანიამ და აქედან გაიმარჯვა ერთ ერთმა, რომელმაც დაწერა რომ ამ ტელეფონებს 5000 ლარად მოგყიდის. შემსყიდველს არავითარი უფლება არა აქვს უარი უთხარს ასეთ სისულელეზე და ვალდებულია გაუფორმოს კონტრაქტი. აი აქ არის პრობლემა, ამ ელექტრო ტენდერებში ყველას მიეცა საშუალება მონაწილეობა მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ელემენტარული ანგარიშიც არ იციან და მარტო ფული და ამბიციები აქვთ. დაველოდოთ ამ წელს რა მოხდება, თუ შესრულების კონტროლი გაძლიერდება, მაშინ კიდევ არაა პრობლემა და იქნებ ანგარიშიც ისწავლოს ზოგიერთმა მომავლისათვი

ხო მაგრამ რომ ვერ მოგაწოდოს მაგ ფასად ეგ პროდუქტი რაიმე საქნციები არ ეკისრება?


სანქციები დაეკისრება, რა თქმა უნდა. არსებობს ე.წ. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია და თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მას ეს თახა ჩამოეჭრება და, შესაძლოა, შავ სიაშიც მოხვდეს, რის შემდეგაც მას ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება ტენდერებში მონაწილეობა
არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა სია (შავი სია)
Mama_Basili
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13671
წევრი No.: 4232
რეგისტრ.: 1-February 04

გამოგზავნილია: 7 Feb 2011, 09:12  #23875687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტენდერში მონაწილეობის მიღება უფასოა?
TT131
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 338
წევრი No.: 16835
რეგისტრ.: 3-February 06

გამოგზავნილია: 7 Feb 2011, 10:43  #23876091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტენდერში მონაწილეობის საფასური 50 ლარია. ეს თანხა ადრე 200 ლარი იყო და 2 თვის წინ შემცირდა 4-ჯერ.
GURAMI2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5030
წევრი No.: 50505
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 7 Feb 2011, 12:26  #23877042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და ამ შემთხვევაში თქვენ რას კარგავთ დროს ხო მარტო? თუ თქვენ ჩაატარეთ და 5000 ლარიან პრედენდენტს რატო გაამარჯვებინეთ?
ყველაზე ოპტიმალური საშუალება არის გამარტივებული ელ. ტენდერი უფრო ნაკლები დრო იხარჯება.
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 7 Feb 2011, 23:15  #23888531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სანქციები დაეკისრება, რა თქმა უნდა. არსებობს ე.წ. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია და თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მას ეს თახა ჩამოეჭრება და, შესაძლოა, შავ სიაშიც მოხვდეს, რის შემდეგაც მას ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება ტენდერებში მონაწილეობა


ხო, ეგ შავი სია და ამბავი ცალკე თემაა და მაგის გამო შეზღუდული მე ჯერ არ მინახავს. ასე შავ სიაში, რომ იგდებენ თავს, იმ კომპანიათა უმეტეს ნაწილს სხვა კომპანიებიც გააჩნიათ ხოლმე. ის სხვა ფირმა სხვა სუბიექტია, რის გამოც კანონი ვერ ზღუდავს მათ მონაწილეობას ტენდერში. ერთდადერთი ზიანი რაც ვალდებულებების შესუსრულებლობაზე ეკისრებათ ესაა სადაზღვევო ჯარიმა, რომელიც ღირებულების 5 % დე ეკისრება მაქსიმუმ. მოკლედ, ყველაფერი ეს სიახლეები საკმაოდ მისასალმებელია, მხოლოდ საჭიროა გამარჯვებულებს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა მოეთხოვოს მკაცრად.

* * *
QUOTE
და ამ შემთხვევაში თქვენ რას კარგავთ დროს ხო მარტო? თუ თქვენ ჩაატარეთ და 5000 ლარიან პრედენდენტს რატო გაამარჯვებინეთ?
ყველაზე ოპტიმალური საშუალება არის გამარტივებული ელ. ტენდერი უფრო ნაკლები დრო იხარჯება.


კანონი ამბობს, ელექტრო ტენდერის ჩატარების შემდეგ, პირველი განიხილება იმ კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელმაც უმცირესი ფასი დააფიქსირა. თუ წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, იგი ვალდებულია გამარჯვებულად აღიაროს, ყოველგვარი პირობების მიხედვით. ამიტომ გაამარჯვებინეს 5000 ლარიან პრეტენდენტს.
GURAMI2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5030
წევრი No.: 50505
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 8 Feb 2011, 11:44  #23894512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კი ეგ ვიცი ანუ ყველა დოკუმენტაცია წესრიგში ქონდა და არ გაქვს უფლება უარი თქვა, მაინც მასეთის არ მესმის ტენდერში მონაწილეობა საფასურს იხდის საგარანტიოს ბლოკავს და მერე არ ასრულებს, რისი გულისთვის აყენებს თავის თავს ზარალს.
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 701
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 8 Feb 2011, 16:49  #23899043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინის უჯრედები ვერ აკონტროლებს მრავალნიშნა ციფრებს 1000 -ს ზემოთ, ანუ მას ვერ აღიქვამს რელურად. მაგალითად, იყიდება უძრავი ქონება 200 000 ლარად, თითოეული ჩვენგანის უმეტესობა შევაჭრებას ალბათ 150 000 - ით დაიწყებს. ანუ, 50 000 - იც, რომ საკმაოდ დიდი თანხაა ვეღარ ფიქრობს. ასეთი რამე ემართება ზოგიერთ ჩვენ თანამემაულე "ბიზნესმენს" . რომ უყურებს სავარაუდო გეგმას, გონება ებინდებათ და არაადეკვატურ ვაჭრობას იწყებენ. რა ექნება გასაკეთებელი ამას გამარჯვების შემდგომ არკვევს. ვახოთ ვნახოთ, რა გამოვაsmile.gif
zilfo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 167
წევრი No.: 127041
რეგისტრ.: 5-February 11

გამოგზავნილია: 10 Feb 2011, 22:11  #23939410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
მაგარი უაზრობა მოიგონეს ეს ტენდერი.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ გავა პირველ ადგილზე დაბალი ფასების შემთხვევაში, ბოლოს ყველა პრეტედენტს იბარებენ და გადაწყვეტენ ვის დაუდონ ხელშეკრულება, ასე რომ ვისაც უნდათ იმას დაუდებევ ხელშეკრულებას.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0284 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]