forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (34) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როგორ გამოვიმუშაოთ და გავყიდოთ, ჭარბი ელექტროენერგია.
dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 105308
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 11:45  #48298606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
„მზის პანელების დაყენება ყველგან შეიძლება, მათ შორის, საკუთარი სახლის სახურავზეც“ .
21-ე საუკუნეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცდილობენ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები მოამრავლონ და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი განახლებადი ენერგიის გამოყენებას. საქართველოც ცდილობს ამ ტენდენციას არ ჩამორჩეს. ამის დასტურია მეთოდოლოგია, რომელიც „სემეკმა“ შეიმუშავა - „სემეკის“ გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია, ან ფიზიკური პირი, რომელიც 100 კილოვატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურს ააშენებს, შეძლებს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ჭარბი ენერგია სურვილისამებრ განკარგოს, თუ სურვილი აქვს, კიდეც გაყიდოს.

" - „აღნიშნული რეგულაცია ძალაში 2016 წლის გაზაფხულზე შევიდა. მისი საფუძველი ჩადებულია კანონში „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ“, ხოლო დეტალური აღწერა - როგორ შეიძლება განხორციელდეს, ან რა პროცედურებია საჭირო, "სემეკმა" შეიმუშავა. პრინციპი ძალიან მარტივია: თუ 100 კილოვატამდე სიმძლავრის ელექტროსადგური საჭიროზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, სურვილის შემთხვევაში ჭარბ ენერგიას გაყიდის, ან კრედიტის სახით, მომავალი წლისთვის დაიტოვებს. ეს შეეხება ყველა სახის ელსადგურს - როგორც წყალზე მომუშავე, ასევე მზის, თუ ქარის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებსაც. მონაცემები მთელი წლის განმავლობაში დაჯამდება და ჭარბი ენერგიის საფასურს გამანაწილებელი კომპანია გადაიხდის“, - აცხადებს სემეკის წევრი ფანგანი.

„სემეკის“ წარმომადგენლის თქმით, ეს სერიოზულ სტიმულს მისცემს მიკროელექტროსადგურების გამრავლებას საქართველოში.

გიორგი ფანგანი: „ამ რეგულაციის დახმარებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თავისი საჭიროებისთვის მოაწყოს მიკროელექტროსადგური - იქნება ეს ორგანიზაცია, თუ ფიზიკური პირი, დახარჯოს მისთვის საჭირო ელექტროენერგია და თუ მეტს გამოიმუშავებს, წლის ბოლოს გამანაწილებელ კომპანიაზე გაყიდოს. ეს ძალიან ადვილია: ნებისმიერ ადამიანს საკუთარ სახლშიც შეუძლია დააყენოს მზის პანელები და მიიღოს მზის ენერგია, რომელიც საკმარისი იქნება მისი ოჯახისთვის, ჭარბი ენერგია კი - სურვილისამებრ გამოიყენოს. მეთოდოლოგია გათვლილია ნებისმიერ მომხმარებელზე, ოღონდ, ერთი პირობით: მიკროელექტროსადგურის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 კილოვატს. უფრო მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურებს სულ სხვა რეგულაციები ეხება და ეს სულ სხვა თემაა“.
user posted image


--------------------
”ჩვენ კი არ ვართ საფრთხეში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი საფრთხე”@ოლივერ სტოუნი
DRAKONI
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5027
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 11:56  #48298669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგია. მიეძალეთ ჰიდრო და ქარის ენერგიას.

აი მზის ელემენტები კი მხოლოდ მთაში.
დაბლობში მათი გამოყენება არ არის ეფექტური, ზამთარში ძირითადად სულ მოღრუბლულია.
ვაკვირდებოდი 2 წლის წინ, ზამთრის 3 თვეში მხოლოდ 10 დღე იყო მზიანი.
ElGeorgia
Ancient user


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10106
წევრი No.: 6204
რეგისტრ.: 30-August 04

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:12  #48298797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ახალი პანელები ღრუბლიან ამინდშიც იტენება.


--------------------
I dreamt all my future and relieved my past
wikwika
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4707
წევრი No.: 188227
რეგისტრ.: 1-July 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:13  #48298803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სახლში რო გავააკეეთო ეგრე დენი მეექნება?))))))
KINA_LOKO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3747
წევრი No.: 102525
რეგისტრ.: 17-October 09

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:16  #48298828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან ცოტაა 100 კილოვატი, არ ღირს წვალებად.


--------------------
მრეკეთ ბოთლი თავში ქალბატონო მარგალიტა რააააა!

papidze
555266663


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 167213
რეგისტრ.: 14-May 13

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:16  #48298833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (wikwika @ 8 Jul 2016, 12:13 )
სახლში რო გავააკეეთო ეგრე დენი მეექნება?))))))

ღია ცის ქვეშ დადგი თუ სწორ ადგილას იზავ ყველაზე ნაღდია რასაც ქვია უფასო დენი გაქ. თუ გინდა ღამითაც გქონდეს ცოტა ძვირი დაგიჯდება ცოტა კიარა კარგად


--------------------
■M/B - ASUS X99 DELUXE II ✔
■CPU - i7 - 6800K ✔
■GPU - 2X Gigabyte AORUS Radeon RX 580 8GB ✔
■Cooler - Corsair H115i ✔
■RAM - Dominator Platinum 8x8 = 64 GB 3200MHz✔
■HDD - Samsung SSD 950 PRO 250 GB ✔
■PSU - CORSAIR AX1200i ✔
■Case - Cooler Master: Stryker ✔
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24979
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:22  #48298881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რას ბლუყუნენენ ნეტავი, გამანაწილებელ ქსელში ჩართვა მასე მარტივი კი არ არის, ვინ გააკეთებს ფაზების სინქრონიზაციას, როგორ აღრიცხავენ გამომუშავებულ და გაყიდულ ენერგიას?
iverski
კნიაზ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13619
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:49  #48299087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (The13thFloor @ 8 Jul 2016, 12:22 )
რას ბლუყუნენენ ნეტავი, გამანაწილებელ ქსელში ჩართვა მასე მარტივი კი არ არის, ვინ გააკეთებს ფაზების სინქრონიზაციას, როგორ აღრიცხავენ გამომუშავებულ და გაყიდულ ენერგიას?

არაფერი რთული მანდ არ არის
..........................................................


--------------------
ლა მანშელი
isengardeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 279
წევრი No.: 195410
რეგისტრ.: 18-December 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 12:49  #48299091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორ უნდა დაიყენოს ადამიანმა???? რა ღირს ეს??? ამაზე ლაპარაკი რომ დაიწყო კარგია უკვე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა ამაზე პროექტი და მომდევნო სასწავლო წლიდან მზის ენერგია ექნებათ როგორც ვიცი. 100 კილოვატი რამდენია ??? ვინც ხართ ჩახედულები დაწერეთ
Zorro77777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2800
წევრი No.: 193642
რეგისტრ.: 9-November 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 13:09  #48299219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
QUOTE (wikwika @ 8 Jul 2016, 12:13 )
სახლში რო გავააკეეთო ეგრე დენი მეექნება?))))))

2 პრობლემაა.

1. ბევრი აკუმულატორი გჭირდება. რომლებსაც თავისი ექსპლუატაციი ვადა აქვთ, მათ კიდე დამატებითი მომსახურება ჭირდება, ექსპლუატაციის დროს. ( ძირითადად ხსნარის ყიდვა და შეცვლა ).
აკუმულატორს მუშაობას გააჩნია კიდე, შეიძლება 2 წელში გახდეს შესაცვლელი, შეიძლება 7 - 8 წელში ( მაქსიმუმ ).
არის მშრალი აკუმულატორებიც, უხსნარო, მაგარამ იმათ უფრო ნაკლები ვადა აქვთ ექსპლუატაციის ასე ვიცი.

რათქმაუნდა არის ისეც რომ ქარხნულად მოყვება მზის ელემენტებს აკუმულატორები და შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს
ასეთი მზის ელემენტი.
მაგრამ აკუმულატორი ქარხნულად მოყვება თუ მერე ცალკე იყიდი, მოვლა ჭირდება და შესაცვლელი ყოველშემთხევვაში იქნება.

2. დიდი ფართობი ჭირდება, მზის ელემენტებს მცირე მარგი ქმედების კოეფიციენტის გამო, ( ყველაზე ხარისხიანი პანელი მზის სხივებიდან მიღებული ენერგიის 40 % იყენებს. ( ასეთი ელემენტი კი ისე ძვირი ღირს, ჩვეულებრივი მაცხოვრებელი ვერ იყიდის)).
ეს პრობლემა უფრო ქალაქლებისთვისაა, აი სოფელში კი დიდ ფართობზე ამის გაკეთება არ უნდა იყოს პრობლემა.



პს: დენი გექნება რა თქმა უნდა მაგრამ, რა სიმძლავრის ეგ უკვე სისტემის ფასზეა დამოკიდებული.
ასევე თუ გექნება ფიზიკური საშუალება, ( რა სიმძლავრეს, რამდენ ფართობზეც ჭირდება მონტაჟი,) საჭირო ფართობზე განათავსო.

This post has been edited by Zorro77777 on 8 Jul 2016, 13:12


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია ! @ არქიმანდრიტი ბერი გაბრიელი
ვინც ცხოვრობს ისე, რომ თითქოს არასდროს მოკვდება, ისე მოკვდება თითქოს არასდროს უცხოვრია. @ დალაი ლამა
მუდამ შეუძლებელი გეჩვენება ვიდრე არ გააკეთებ @ ნელსონ მანდელა
სიცოცხლის_ხე
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5171
წევრი No.: 182731
რეგისტრ.: 6-March 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 13:14  #48299247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
isengardeli
ილიას უნივერსიტეტზე http://m.ipress.ge/new/33427-ilias-univers...iit-momaragdeba
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ამბავზე რა ვთქვა, კარგია. მაგრამ ამ რეალობაში ხალხი რომ მასიურად მაგაზე გადავიდეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. მაგრამ ეს ცალკე საკითხია, არ აკნინებს ამ ფაქტს რაზეც თემაშია საუბარი.


--------------------
.
ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 13:15  #48299259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dega

ფანდასტიურია ბატონო დეგა . ბარემ სემეკის გადაწყვეტილების ლინკიც დაგედო . საიტზე ვერ ვიპოვე.

პანელები მაქვს , ინვერტორი მექნება, მრიცხველს ვინ შეცვლის და რა პირობებით მაინტერესებს.

This post has been edited by ბერმუხა on 8 Jul 2016, 13:21
gimmelle
ადგილობრივი მცხოვრები


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8004
წევრი No.: 33544
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 13:16  #48299266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლია. მზის პანელების სახურავზე დაყენება არარენტაბელურია. რაც მაგაში ხარჯი უნდა გასწიო, ისევ დენის ყიდვა სჯობს. წყალზე უფრო შესაძლებელია რენტაბელობის მიღწევა, თუ ეზოში ჩამოგიდის არხი ან რუ და თუ საშუალება გაქვს კარგი ვარდნილი გააკეთო, ღირს მცირე ჰესის აშენება.


--------------------
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.
Zorro77777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2800
წევრი No.: 193642
რეგისტრ.: 9-November 14

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 13:23  #48299310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
QUOTE (gimmelle @ 8 Jul 2016, 13:16 )
ბოლია. მზის პანელების სახურავზე დაყენება არარენტაბელურია. რაც მაგაში ხარჯი უნდა გასწიო, ისევ დენის ყიდვა სჯობს. წყალზე უფრო შესაძლებელია რენტაბელობის მიღწევა, თუ ეზოში ჩამოგიდის არხი ან რუ და თუ საშუალება გაქვს კარგი ვარდნილი გააკეთო, ღირს მცირე ჰესის აშენება.

+1.
საშუალება კიდეც რომ გქონდეს საჭირო ფართობზე დაამონტაჟო, მერე კიდე სხვა პრობლემებია.
ისე ძვირი ჯდება, შეძენა და მონტაჟი, ჯობია ელ. კომპანიას გადაუხადო ისევ ფული.
+ ყიდვის და მონტაჟის მერე, მომსახურება ხომ უნდა ?
რაიმე დროის მონაკვეთში, რამდენჯერ დაჭირდება რემონტი და რა დაჯდება ვინ იცის ?
iverski
კნიაზ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13619
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 8 Jul 2016, 13:27  #48299334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Zorro77777 @ 8 Jul 2016, 13:23 )
QUOTE (gimmelle @ 8 Jul 2016, 13:16 )
ბოლია. მზის პანელების სახურავზე დაყენება არარენტაბელურია. რაც მაგაში ხარჯი უნდა გასწიო, ისევ დენის ყიდვა სჯობს. წყალზე უფრო შესაძლებელია რენტაბელობის მიღწევა, თუ ეზოში ჩამოგიდის არხი ან რუ და თუ საშუალება გაქვს კარგი ვარდნილი გააკეთო, ღირს მცირე ჰესის აშენება.

+1.
საშუალება კიდეც რომ გქონდეს საჭირო ფართობზე დაამონტაჟო, მერე კიდე სხვა პრობლემებია.
ისე ძვირი ჯდება, შეძენა და მონტაჟი, ჯობია ელ. კომპანიას გადაუხადო ისევ ფული.
+ ყიდვის და მონტაჟის მერე, მომსახურება ხომ უნდა ?
რაიმე დროის მონაკვეთში, რამდენჯერ დაჭირდება რემონტი და რა დაჯდება ვინ იცის ?

რა მომსახურება უნდა?
...........................................
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (34) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0295 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]