კარგი რჩევების დიდი იმედი მაინცდამაინც ნუ გექნება აქ

) ყველას ვისაც კი ბიზნესის რამე გაგვეგება, უამრავი კარგი იდეა გვაწუხებს, მაგრამ მათი გაზიარებისგან ბუნებრივია თავს შევიკავებთ, ლოგიკურია არა? მოვა დრო და ჩვენვე მოვკიდებთ საკუთარ იდეებს ხელს.
ისე კი ერთს ვიტყვი, ბიზნესს კაპიტალზე მეტად კარგი იდეა სჭირდება.
ჩემი ბიზნესი დავიწყე 60 ლარით, ზუსტად. 6 თვის მერე ყოველთვიურად 2-3K მაქვს მოგება+ განუსაზღვრელი პერსპექტივა, როგორ? სწორი იდეით (შრომასთან ერთად რათქმაუნდა). ამიტომაც, კარგად დაფიქრდი, რისი კეთება შეგიძლია, რა მოგწონს, რისი ინტერესი გაქვს... აწონ-დაწონე პერსპექტივები და ისე მიიღე გადაწყვეტილება. ის ბიზნესი სადაც შეიძლება სხვა წარმატებული იყოს, შენ შეიძლება არ გამოგივიდეს და პირიქით... გარანტირებული მოგება მხოლოდ ბინის გაქირავება თუ იქნება, მაგრამ არის ეგ ბიზნესი? სადაც ბევრ ენერგიას, ფულს ხარჯავ და რეალურად ყოველწლიურად 6% თუ გექნება მოგება დახარჯული თანხის.
მეტი ფანტაზია მეგობრებო