კოლექტივის მიერი უძვე-
ლესი ხანიდან ეიდრე მე-10 საუკუნის დამლევამდე (გვ. 5-115) დას-
წერა პროფ. ს. ჯანაშიამ, მე-10 საუკუნის დამლევიდან ვიდრე მე-16
საუკუნის დამდეგამდე (გვ. 116-284) — აკადემიკოსმა ივანე ჯავახი-
შვილმა მე-16 საუკუნის დამდეგიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე
(გვ. 285-414) — პროფ. ნ. ბერძენიშეილმა. მე-I9 საუკუნის დამდე-
გიდან ვიდრე ჩვენს დრომდე (გვ. 415-486) — პროფ. გ. ხაჭაპურიძემ.
წინა-აზია უძველეს ხანაში. ხანაში. სუმერი
ქართველები და მათი მონათესავე კავკასიელი ტომები — ქისტები
(ჩეჩენ-ინგუშები), დაღისტნელები, აფხაზ-ჩერქეზები წარმოშობით წინა-
აზიის უძველეს, მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან.
წინა-აზიას აზიის იმ ნაწილს ეძახიან, რომელიც მომწყვდეულია ოთხ,
ზღვას შუა — კასპიის, შავს, ხმელთაშუა ზღვებსა და სპარსეთის ყუ-
რეს შორის. მთელს ამ უზარმაზარ მიწაწყალზე, ზღვიდან ზღვამდე,
ძველთაძველ დროში, ამ ექვსი ათასი წლის წინათ, ერთი მოდგმის ხალ-
ხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმას მეცნიერები სხვადასხვანაირად ეძახიან —
ზოგი ალაროდიულს, ზოგი იაფეტურს. ზოგი აზიანურს. ამ მოდგმის
ხალხებმა შეჰქმნეს ყველაზე ძველი კულტურული ცენტრები მსოფლი-
ოში. კაცობრიობის კულტურისა და ცივილიზაციის აკვანი წინა-აზიაში
დაირწა.
* * *
ისტავლე სტავლის მძებნელო
ეს წიგნი კომუნისტებმა აკრძალეს ,არ მიკვირს უკუღმართად რკმ შეისწავლი ისტორიას მერე თავიდან ხდება სასწავლი
http://openlibrary.ge/handle/123456789/534 * * *
მაინტერესებს ომების შესახებ ცნობები რაც შეეხება ჩერქეზეთ საქართველოს.კიდევ ერთი ამბავი ქაესტველი მეფისა რომელმაც სოჭში რომაელი ჩინივნიკი რომ დაატყვევა რომელიც შავი ზღვის სანაპირიების დარღვევისას.