Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > Common Voice-ის პროექტი - Mozilla


Posted by: MONTY 15 Jul 2019, 15:32


QUOTE
Common Voice პროექტი არის Mozilla-ს წამოწყების ნაწილი, რომ შევასწავლოთ მანქანებს, თუ როგორ საუბრობენ სინამდვილეში ადამიანები.


QUOTE
ხმის ამოცნობის საშუალებები ძირფესვიანად ცვლის კომპიუტერულ მანქანებთან ურთიერთობის გზებს, მაგრამ ამჟამად ხელმისაწვდომი სისტემები მეტად ძვირია და კერძო საკუთრებას წარმოადგენს. Common Voice არის Mozilla-ს წამოწყება, ხმის ამოცნობის საშუალებების გასაუმჯობესებლად და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. Common Voice წარმოადგენს დიდი მოცულობის მონაცემთა კრებულს, რომელიც შედგება შემოწირული ხმის ჩანაწერებისგან და ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, სწრაფად და მარტივად შეასწავლოს თავის ხმის ამოცნობის საშუალებებით აღჭურვილ პროგრამას, ყველა მოცემული ენა. ჩვენ არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებული ენებისთვის ვაგროვებთ ნიმუშებს, არამედ მცირერიცხოვან ხალხთა ენებისთვისაც. სხვადასხვა სახის მონაცემთა კრებულის გამოქვეყნება, მოაძლიერებს შემმუშავებლებს, დაწესებულებებსა და ერთობებს და გაუჩენს სურვილს, შექმნან ახალი ხელსაწყოები. გარდა Common Voice-ის მონაცემთა კრებულისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ღია წყაროს მქონე, ხმის ამომცნობ ძრავაზე, სახელწოდებით Deep Speech.


QUOTE
Common Voice-ის მიზანია, საშუალება მისცეს ყველას მთელ მსოფლიოში, შექმნან ხმის ამომცნობი, მოსაუბრის ამომცნობი ან ნებისმიერი სხვა სახის ხელსაწყოები, რომლებიც საჭიროებს ხმოვან მონაცემებს. ხმოვანი თანაშემწე უბრალოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელთა შემუშავებისთვისაც გამოსადეგია ეს კრებული.


https://voice.mozilla.org/ka
https://voice.mozilla.org/ka/languages


პ.ს კარგი იქნება თუ დაინტერესდებით და ჩაერთვებით პროექტში




Posted by: Confetto 15 Jul 2019, 18:23
კარგი პროექტია მაგრამ არ მინდა ჩემი ხმის ნიმუშები ვიღაც ოხრებს ჩაუვარდეთ ხელში mad.gif

Posted by: Jean-Valjean 29 Jul 2019, 02:22
QUOTE (Confetto @ 15 Jul 2019, 18:23 )
კარგი პროექტია მაგრამ არ მინდა ჩემი ხმის ნიმუშები ვიღაც ოხრებს ჩაუვარდეთ ხელში mad.gif

გარანტია გაქვს, რომ შენი ხმის ნიმუშები არავის აქვს? biggrin.gif

Posted by: sandrosaxel 11 Oct 2019, 22:02
ქართული წინადადებები არ არის ჯერ და რიგით მომხმარებელს არ აქვს საშუალება შეიტანოს წვლილი მაგ ამბავში?

edit:
ვიპოვე :დ https://common-voice.github.io/sentence-collector/#/
* * *
რა წყაროები გეგულებათ წინადადებების ჩასაყრელად?

Posted by: sandrosaxel 1 Nov 2019, 01:20
მოდით ხალხო რა გჭირთ, ძერსკი პროექტია mad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)