პიეტრო დე ლა ვალე :
#უცხოთვალითდანახულისაქართველო
A sketch of the audience with Shah Abbas of Persia in May 1618, from the diary of Italian traveller Pietro Della Valle.
1618 წლის მაისის დასაწყისი, ისფაჰანში ახლად ჩასული იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე შაჰ აბასთან შესახვედრად ემზადება. თავის დღიურში დელა ვალემ ამ შეხვედრის რამდენიმე მონახაზიც გააკეთა, მათ შორის პირველი აი ეს არის, სადაც ქვემოთ-ნახსენები კარიბჭეც ასახულია (სურათის ქვედა კიდესთან).
“დილით… ვეზირმა მომაკითხა... და ერთად გავემზაგვრეთ სასახლისკენ, რომლის ძირითადი კარიბჭე გრძელი და ლამაზი ხეივნის ბოლოში მდებარეობს. რომ მივედით, ცხენები დავტოვეთ და გადავკვეთეთ მდელო რომელიც ძირითად შესასვლელად ითვლება, შემდეგ ავედით მარჯვნივ დიდი მოედნისაკენ რომელიც სასახლის გვერდით მდებარეობს.
ამ გზამ მიგვიყვანა ბაღის კარიბჭესთან... სადაც დაგხვდა ბევრი ქართველი [contadini Giorgiani], მამაკაციც და ქალიც. რომ ვკითხე აქ რას აკეთებედნენ, მათ მიპასუხეს რომ ელოდებოდნენ შაჰთან შეხვედრას და გასაუბრებას ვინაიდან მათ გამაჰმადიანება სურდათ და როგორც შაჰის დიდ მოყვარულებს [come amanti del Rè] სურდათ თავიანთი ძველი ქრისტიანული სარწმუნოება მისთვის სპონტანურად ჩაებარებინათ [donargli spontaneamente]. რა თქმა უნდა მათ სხვა არაფერი მიზანი არ ამოძრავებდათ თუ არა [შაჰისგან] ფულის ან სხვა რაიმე სარგოს მოპოვებისა. ამ ხალხთან დაკავშირებით ვეზირმა მითხრა: ჩვენს ხელმწიფეს დიდად არ ადარდებს რომელ სარწმუნოებას მისდევენ მისი ვასალები. მას სურს გარშემო ჰყავდეს განსხვავებული ხალხი და ყველა მათგანს თანაბრად ეპყრობა; ყველა სარწმუნოება კარგია [tutte le religione son buone]... მაგრამ აი ესენი კი, დაამატა ვეზირმა [ქართველებზე], ყოველ დღე მოდიან აქ და თავს აბეზღებენ ხელმწიფეს თავიანთი გამაჰმადიანების თხოვნებით [Ma costoro, soggiunse, tutto’l di vengono a seccargli la testa, per sarsi mahometani.] ის გულისხმობდა რომ თვით შაჰიც კი შეწუხებული იყო რენეგატების მიმართ თავისი ლმობიერი მიდგომით ვინაიდან არასდროს ყოფილა რწმენის შეცვლის ამდენი მსურველი რომლებიც ყოველ დღე მოდიან ფულის სათხოვნელად რაც თავის მხრივ დიდ დანაკარგს მიაყენებს ხაზინას. [Quasi volesse dire, che il Re sia stuso hormai di haver cominciato ad esser tanto liberale con quelli, che rinegano. Poiche, non mai tanti ne ha voluti, quanti ogni giorno piu ne vengono per denari, con notabil pregiudicio dell’Erario]
ფბ - Alexander Mikaberidze.
#უცხოთვალითდანახულისაქართველო
დღეს წიგნზე მუშაობისას ვადარებდი შარდენის ჩანაწერების ფრანგულ დედანს ქართულ თარგმანს (მზია მგალობლიშვილის). ადგილ-ადგილ გამოტოვებულია ტექსტის ნაწილი მაგრამ არის საკმაოდ სერიოზული ხარვეზიც. მაგალითად ქართული გამოცემის 298-ე გვერდზე გამოტოვებულია რამდენიმე წინადადება სადაც შარდენბი საუბრობს ქართველებს და სომხებს შორის არსებულ მეტად დაძაბულ ურთიერთობებზე. უფრო საყურადღებოა 297-ე გვერდი, სადაც შარდენი ქართველთა ქებაი-დიდებაით არის დაკავებული. გვერდის ბოლოსკენ მკითხველს შეხვდება საინტერესო მრავალწერტილი სადაც რედაქტორმა ტექსტის ნაწილი ამოჭრა. ამის მიზეზი ალბათ ის არის რომ ქების შემდეგ შარდენი ქართველთა სუსტ მხარეებზე საუბრობს. გამოტოვებულია შემდეგ ტექსტი (თარგმანი ჩემია)
"ქართველები ბუნებრივად ძალიან ჭკვიანი არიან. ხელოვნებაში და მეცნიერებაში შესაფერისი განათლება რომ ჰქონდეთ, მათზე უფრო განსწავლული და გამჭრიახი ხალხი მთელს მსოფლიოში არ იქნებოდა, მაგრამ [სამწუხაროდ] მათი განათლება მეტად მწირია და უმნიშვნელოა. ამრიგად ცუდი მაგალითების შემხედვარე, ისინი რჩებიან უმეცრები და მანკიერები. ქართველები არიან მატყუარები [fourbes], თაღლითები [fripons], ვერაგები [perfides], მოღალატეები [traitres], უმადურები [ingrats] და ამპარტავანნი [superbe]. იმდენად კადნიერები არიან რომ საკუთარ სიტყვებს და საქციელსაც უარყოფენ; ყველანაირად ცდილობენ მოიტყუონ; ითხოვენ უფრო მეტს ვიდრე იმსახურებენ; იგონებენ ფაქტებს და ფარისევლობენ. სიძულვილში ისინი შეუწყნარებელნი არიან და [არავის] არასოდეს პატიობენ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ [ქართველები] ადვილად არ ღიზიანდებიან და არც სიძულვილი უჩნდებათ მარტივად, მაგრამ თუ გაუჩნდათ მას სამუდამოდ ინარჩუნებენ. ხასიათის ამ ნაკლების გარდა, [ქართველებს] ასევე ახასიათებთ უხამსი გრძნობითობა, კერძოდ ლოთობა [yvrognerie] და თავაშვებულება [luxure]. ისინი თავდავიწყებით ეშვებიან ამ უხამსობაში [saletéz], მითუმეტეს რომ ყოველივე ეს მეტად გავრცელებულია [საქართველოში] და არ ითვლება დასაძრახად. საერო ხალხის მსგავსად, სამღვდელოებაც ლოთობს და გარემოცულია მშვენიერი მხევალი ქალებით რომელთაგან ისინი ირჩევენ ხარჭებს [concubines]; და ამის შემხედვარე, არავინ არ გრძნობს შეურაცყოფილად ვინაიდან ამას ყველგან აკეთებენ და სავსებით მიღებულია. კაპუცინების პრეფექტის თქმით დიდი დღესასწაულების (მაგალითად აღდგომაზე და შობის დროს) დროს მას გაუგონია როგორ აფრთხილებდა ხალხს თვით კათალიკოსი (როგორც აქ უწოდებენ საქართველოს პატრიარქს) რომ ისინი ვინც სრულად არ დალევს ღვინოს არ ჩაიტვლებიან ჭეშმარიტ ქრისტიანებად და ეკლესიიდან განკვეთილნი იქნებიან. ასევე უნდა ითქვას რომ ქართველები დიდი მევხშეები არიან, ძალიან ცოტა ფულს იძლევიან გირაოში და [გაცემულ თანხაზე] თვეში ორ პროცენტს იღებენ. ქალები არ ჩამოუვარდებიან კაცებს, რომელთა მიმართ მათ მისწრაფება აქვთ და აქტიურად მონაწილეობან უხამსობის იმ ნიაღვარში [torrent d’impurete] რომელიც მთელს ამ ქვეყანაში არსებობს."
ორივე წიგნი ადვილად მოიპოვება გუგლ წიგნებში.
This post has been edited by butkuj on 18 Jan 2021, 20:33