აბა, ჩამოვყვეთ პუნქტობრივად:
მახინჯი ცხვირი და ცუდი პროფილი არ განაპირობებს კაცის მიმზიდველობას!
ღრძილები თუ გიჩანს, მაგას ბრიკეტები არ უშველის, კბილები გააწმენდინე, ღრძილების ანთება თუ გაქვს იმკურნალე და პირის ღრუ მოიწესრიგე.
ნერწყვის მიზეზი გაარკვიე, ეს კბილების გამოა, სანერწყვე ჯირკვლების თუ რამე სხვა მიზეზია,
მიშას უშველეს და შენ რა გჭირს მაგისთანა უსაშველო?!
პირზე ხელის აფარება სიცილის დროს, შენი კომპლექსების გამომზეურებაა, რასაც ყველა მიხვდება, ამიტომ გადაეჩვიე სასწრაფოდ
და თუ გულიანად და ლაღად იცინი, დამიჯერე, შენი კბილები არავის დააინტერესებს!
თვალებზე რა გჭირს ვერ მივხვდი, სათვალეს თუ ხმარობ, კარგი ჩარჩო შეიძინე.
შენ ისეთი ტექსტი დაწერე, მაგარი გოგოების შემოტენვაზე,
და გასიმპატიურება იმისთვის თუ გინდა რომ გოგოები "შემოგეტენნონ",
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეგ არასდროს მოხდება, იმიტომ რომ
ეგ ყველაფერი ალბათ შუბლზე გაწერია და სხვებიც კითხულობენ...
ამიტომ შინაგანი დამოკიდებულება შეცვალე, რაც გარეგნობაზეც აისახება პარალელურად.
თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, უნდა იყო ბედნიერი!!!!!
შენ თუ ასე იზუზუნე და იწუწუნე, არაფერი გამოვა!
ცხვირი მაღლა ასწიე, ივარჯიშე, ზაფხული მოდის, გაკაჟდი, გაირუჯე, ჯანმრთელობას მიხედე, წონაში მოიმატე,
ვარცხნილობა შეიცვალე, გარდერობი განაახლე...
და შემოდგომაზე დაუყენე გოგოებს თვალები!
აბა, შენ იცი! წარმატებები!