Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > შეხვედრა მილტონ ჰეიგთან "ბენიაში" პეროვსკაიას 20


Posted by: murzakani 29 Jan 2018, 20:27
გელოდებით მეგობრებო smile.gif
https://www.facebook.com/events/385880668526711/

Posted by: Gio_G83 30 Jan 2018, 13:18
ლუდის კათხიანი იმედია თავის სიას მიაწვდის wink.gif

Posted by: ferrari1000 30 Jan 2018, 17:20
QUOTE (Gio_G83 @ 30 Jan 2018, 13:18 )
ლუდის კათხიანი იმედია თავის სიას მიაწვდის wink.gif

ასისტენტის პოზიციაც არ დამენანება ლუდის კათხიანისთვის smile.gif)

Posted by: jora84 30 Jan 2018, 18:01
ferrari1000

სიამივნებით, მაგრამ ღირსი წევრი და ყოფილი მორაგბე რომ არ ვარ? fig.gif

Posted by: Alex-musi 30 Jan 2018, 21:13
მე გერმანიაში ვარ ამჟამად, თორემ წავიდოდი. ვინც იქნებით ეგებ კითხოთ ყველა ის საკითხი რასაც აქ განვიხილავთ და ვმარჩიელობთ. გთხოვთ ყველამ დაწერეთ და ვინც იქ იქნება ამით იხელმძღვანელოს.

Posted by: GioWEED 30 Jan 2018, 21:16
1 - იგეგმება თუ არა რამე სერიოზული, ქართული კლუბის პროფესიონალურ ტურნირში ჩასართავად

2 - რატომ არ იწუხებს სრკ თავს ქართველი ლეგიონერების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რასაც გულშემატკივარი ელოდება და ხშირად გაურკვევლობაშიც არიან.

Posted by: Alex-musi 30 Jan 2018, 21:16
მჭედლიძის პატიების საკითხი
ფრუიძის შემორიგება
ასისტნტებს თუ ვიმატებთ და რა ფუნქციებით.
ახალი სახეები
აბჟანდაძეს თუ ხედავს სამსოფლიოდ
მეორე ხაზს რას უპირებს

Posted by: giushki 30 Jan 2018, 22:19
კარგო ხალხო, ვინც აპირებთ წასვლას შეხვედრაზე. მე არ ვიცი მეცლება თუ არა ჩემი მუდმივი სამუშაო გრაფიკის პატრონს.

1 შეკითხვა ვინმემ ჩემგან გადაეცით მელიოტონას - თავისი შეხედულებით რა რეალურ ვარიანტს ხედავს დღევანდელი საკლუბო რაგბის განსავითარებლად, რომელი საერთაშორისო ტურნირია უპრიანი და რეალური ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე, ისევ ერთა თასის ქვეყნების საკლუბო ხომ არ ჯობია დანარჩენ საკლუბო ჩემპებზე გაქაჩვას ამ ეტაპზე? ამასთან რამდენად შეუძლია ჩელენჯის თასს, იქ გასვლის და წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მოგვცეს შანსი გინდაც პრო 14ში ჩართვისა? მოკლედ ვინმე თუ ითავებთ ამ საკითხზე ამომწურავი პასუხების მიღებას დიდად მადლობელი დაგრჩებით.

თორემ დავჭამეთ ფორუმზე ერთმანეთი)) თითქოს აქაოდა ყველა საკლუბოდან გვექაჩებდნენ და გვახევდნენ კალთებს))

Posted by: dc120mm 30 Jan 2018, 23:28
GioWEED
QUOTE
იგეგმება თუ არა რამე სერიოზული, ქართული კლუბის პროფესიონალურ ტურნირში ჩასართავად

მაგაზე მე გიპასუხებ რო არა

მილტონა ისეა ეხლა ჩაფლული მსოფლიოსთვის სამზადისში რო სულ კიდია ქართული ფრანჩაიზი,მაგ შეკითხვაზე გიპასუხებთ რო გოჩა სვანიძეს კითხეთ,ეგ ჩემი საქმე არ არისო smile.gif

მაგის იდეაფიქსი ეხლა არის მსოფლიოზე ორი თამაშის მოგება და მერე მიდის კიდეც,ასე რომ არამგონია მილტონი მაგაზე ფიქრით ცდებოდეს!

Posted by: zaal1969 31 Jan 2018, 09:30
dc120mm
QUOTE
მილტონა ისეა ეხლა ჩაფლული მსოფლიოსთვის სამზადისში რო სულ კიდია ქართული ფრანჩაიზი,მაგ შეკითხვაზე გიპასუხებთ რო გოჩა სვანიძეს კითხეთ,ეგ ჩემი საქმე არ არისო

დაიწერა,რომ სვანიძეც იქნება შეხვედრაზე, ვკითხოთ სვანიძეს და ვნახოთ რას გვიპასუხებს, ვიცი ფულამდე მივა საქმე და ფინანსების მოძიება ვისი საქმეა იქნებ დავაზუსტებინოთ, მოკლედ თუ მუშაობენ ამ თემაზე და რა გეგმა გააჩნიათ, ხვალ იქნებ ფრანგებმა ლეგიონერების ლიმიტი გაამკაცრონ და ჩათვალეთ, რომ მაგარ შარში ვართ

Posted by: Gio_G83 31 Jan 2018, 13:06
QUOTE
მაგის იდეაფიქსი ეხლა არის მსოფლიოზე ორი თამაშის მოგება და მერე მიდის კიდეც


კუნძულელების სპეციალისტი ძია მელიტონი
წელს რუმინელებს წალეკავს, ოკეანიის ტურნედან წარმატებული დაბრუნებდა, იქნებ იტალიაც მიამაკარონოს და ... ზედიზედ ორჯერ მსოფლიოზე 2-2 მოგებას დადებსა...

დამენანება, მარგამ დალოცვილს გავუშვებ კი არადა, რომ წავა ლოცვას დავაწევ, თავის დღეგრძელებიანად

Posted by: Werner Voss 31 Jan 2018, 14:01
QUOTE
წელს რუმინელებს წალეკავს, ოკეანიის ტურნედან წარმატებული დაბრუნებდა, იქნებ იტალიაც მიამაკარონოს და ... ზედიზედ ორჯერ მსოფლიოზე 2-2 მოგებას დადებსა...

მელიტონია თუ ნაპოლეონი? biggrin.gif

Posted by: Gio_G83 31 Jan 2018, 14:09
QUOTE
მელიტონია თუ ნაპოლეონი? 


რაიხსტაგზე დროშა, რომ აწია ეგეც მელიტონი იყო და...
user posted image


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jan 2018, 15:12
Gio_G83

მაზგავოიც ორი დროშის დაკიდვას აპირებდა ...


Posted by: giorga1 31 Jan 2018, 18:01
QUOTE (Werner Voss @ 31 Jan 2018, 14:01 )
QUOTE
წელს რუმინელებს წალეკავს, ოკეანიის ტურნედან წარმატებული დაბრუნებდა, იქნებ იტალიაც მიამაკარონოს და ... ზედიზედ ორჯერ მსოფლიოზე 2-2 მოგებას დადებსა...

მელიტონია თუ ნაპოლეონი? biggrin.gif

მე მგონი რომ 3 მოგებას უნდა დავუმიზნოთ და ალბათ მელიტონიც მაგას უმიზნებს, პროსტო 2 მოგება ყველა პონტში უნდა გამოვიდეს.
ამ მსოფლიოზე 3 მოგება იქნება ტოლი წინა მსოფლიოს 2 მოგებისა.
ტრამვებმა თუ ხელი არ შეგვიშალა შეგვიძლია უელსთან მოგება, სათანადოდ თუ მიუდგებით შეგვიძლია.
მე პირადად 2 მოგებას წარმატებად არ ჩავთვლი, არც წარუმატებლობად. 1 მოგება- წარუმატებლობაა
რა ვქნათ ძმაო მადა ჭამაში მოდის.

Posted by: giushki 31 Jan 2018, 18:24
QUOTE (giorga1 @ 31 Jan 2018, 18:01 )
მე მგონი რომ 3 მოგებას უნდა დავუმიზნოთ და ალბათ მელიტონიც მაგას უმიზნებს, პროსტო 2 მოგება ყველა პონტში უნდა გამოვიდეს.
ამ მსოფლიოზე 3 მოგება იქნება ტოლი წინა მსოფლიოს 2 მოგებისა.
ტრამვებმა თუ ხელი არ შეგვიშალა შეგვიძლია უელსთან მოგება, სათანადოდ თუ მიუდგებით შეგვიძლია.
მე პირადად 2 მოგებას წარმატებად არ ჩავთვლი, არც წარუმატებლობად. 1 მოგება- წარუმატებლობაა
რა ვქნათ ძმაო მადა ჭამაში მოდის.

მიწაზე დავეშვათ ცოტა. ნამეტანი ზემოთ აფრენამ ნამეტანი მტკივნეული დაცემა იცის ხოლმე.

Posted by: kromeo6 31 Jan 2018, 18:33
2 მოგება როგორ არ ჩაითვლება წარმატებად :დ სად ფიჯის რო უგებ და სად ტონგას. წარმოიდგინე ჩვენს ადგილზე შოტლანდა რომ იყოს ,ეგენი ჩათვლიდნენ 3 მოგებას წარმატებად . თუმცა გამორიცხული არაა ,ჩვენი შერკინების მადლით :დ

Posted by: RUDIARIUS 31 Jan 2018, 18:54
QUOTE (giushki @ 31 Jan 2018, 18:24 )
QUOTE (giorga1 @ 31 Jan 2018, 18:01 )
მე მგონი რომ 3 მოგებას უნდა დავუმიზნოთ და ალბათ მელიტონიც მაგას უმიზნებს, პროსტო 2 მოგება ყველა პონტში უნდა გამოვიდეს.
ამ მსოფლიოზე 3 მოგება იქნება ტოლი წინა მსოფლიოს 2 მოგებისა.
ტრამვებმა თუ ხელი არ შეგვიშალა შეგვიძლია უელსთან მოგება, სათანადოდ თუ მიუდგებით შეგვიძლია.
მე პირადად 2 მოგებას წარმატებად არ ჩავთვლი, არც წარუმატებლობად. 1 მოგება- წარუმატებლობაა
რა ვქნათ ძმაო მადა ჭამაში მოდის.

მიწაზე დავეშვათ ცოტა. ნამეტანი ზემოთ აფრენამ ნამეტანი მტკივნეული დაცემა იცის ხოლმე.

+1000
სამ მოგებას ოდნავ უკეთესი უკანა ხაზი და ზირაქაშვილი/გორგოძის ნაირი მსოფლიო დონის მოთამაშეები უნდა.
კარგი მსაჯობა და იღბალიgivi.gif სულ ეს არისyes.gif
პ.ს. ისეთ ჯგუფში მოხვდით 2 თამაშის მოგება 2015 რომ სამი მოგვეგო იმის ტოლფასი იქნება. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ წინა ჩემპიონატზე სათანადოდ არავინ გვაფასებდა, ზემოდან გვიყუეებდა ტონგა და ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ტრიუმფისა ესეც იყო.

Posted by: GIORGI112 31 Jan 2018, 19:02
რა სამი მოგება ;დ;დ;დ;;დ
2019 წელს 2 მოგება გაცილებით მეტია ვიდრე 2015 ში ის 2 მოგება იყო biggrin.gif

Posted by: deep purple_in rock 31 Jan 2018, 19:11
უელსი თუ გაიტრავმა და დაახლოებიტ იგივე შემადგენლობიტ მოუწია რაც კარდიფში, ჩვენ ტუ Oპტიმალურით ვიყავიტ მაშინ ფიქრი შეილება ისე შანსი არაა

Posted by: Alex-musi 31 Jan 2018, 19:13
ნამეტანი გაგვზრდია მადა smile.gif კარგია მაგრამ რეალური იქნება
ურუგვა/კანადის დამაჯერებლად დამარცხება
ფიჯისთან დაძაბული მოგება სვარკა თამაშით
უელსთან - 15 და 2 ლელოს დადება
ავსტრალიასთან თამამი კარგი გახსნილი თამაში.




Posted by: xDavid_S 31 Jan 2018, 19:28
იაპონიაში 2 მოგება გაცილებით რთული და ფასეული იქნება ვიდრე 2015-ში
ვისაც რაგბი ოდნავ მაინც ესმის, არც კი დაფიქრდება ამ თემაზე
და მარტო იმიტომ არა, რომ ფიჯი ტონგაზე ძლიერია


* აღარ გვყავს 2 მსოფლიო დონის მორაგბე: ზირაქა და მამუკა

აუნაზღაურებელი (!!!) დანაკლისი აღმოჩნდა ამ ხალხის წასვლა =
მათსავით ბურთის ძალუმად წაღება, ხაზის გაგლეჯვა და უპირატესობის მოპოვება
დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში არავის შეუძლია

* დაგვიბერდნენ გუნდის ლიდერები - ქოქოსა, მეკო და კაჭი =
მათ შემცვლელებს კი დენთი ჯერ რეალურად არც უყნოსიათ

* პრობლემატურია ხერხემლის 5-დან (2-8-9-10-15) მინიმუმ 3 პოზიცია
ანუ პირველი ნომრები არ აკმაყოფილებენ მეორე ეშელონის მოწინავე ქვეყნების სტანდარტებს

* გარემარბების ძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა
* ბურჯების და მარბიელების გარდა ჯეროვანი შემცვლელი არ გვყავს არც ერთ პოზიციაზე

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 00:20
მთლად ასე ლეგალიზაციაც არ შეიძლება - დოზირებულად ხალხო

Posted by: burke 1 Feb 2018, 00:22
2015 წელს გარდა იმისა რომ კარგად დავდექით დაცვაში ნაიჯელ ოუენსი მსაჯობდა ჩვენ შეხვედრას და მაგანაც მოგვაგებინა
ძალიან ბევრი მსაჯი ( აი თუნდაც ნამიბიის სასტავი) ტონგას ლელოს არ გააუქმებდა. ვიდეოგამეორებასაც კი არ ჩათვლიდა საჭიროდ.

2019 წელს ვერ მოვიგებთ 3 თამაშს
2 თამაში თუ მოვიგეთ ეგ იქნება ძალიან კარგი შედეგი ამ შემადგენლობით

რეალურად, პერსპექტივაში 2019 წელი არის 2023 წლის მოსამზადებელი ეტაპი
2023 წელს თვისობრივად ახალი გუნდი უნდა გვყავდეს უკვე ქართულ კლუბზე დაფუძებული (არგენტინის მსგავსად)

2019 წელს ახალგარდა ბიჭები ვინც უნდა შეცვალოს დღევანდელი ნაკრების მოთამაშეები არ იქნებიან მზად (ჯაიანი, აბჟანდაძე და სხვები)
2023 წელს კი ბატონო ახალ თაობას + პლუს ძველები

თუ განვითარების ტემპი არ შენელდა, ქართული კლუბის ფრანჩაიზი თუ გაკეთდა და ნაკრებისთვისაც გაიხსნა ჩაკეტილი კარი
2023 წელს გვეყოლება იმაზე მაგარი გუნდი ვიდრე ოდესმე გვყოლია




Posted by: Lotkinski 1 Feb 2018, 12:25
მე ვერ მოვდივარ, მაგ დროს ბავშვები მიმყავს დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში.

Posted by: giorga1 1 Feb 2018, 14:16
კუნძულებზე წასვლამდე მახსოვს პროგნოზები, აგერ დაველდოთ....

Posted by: Dr NULL 1 Feb 2018, 14:29
QUOTE
კუნძულებზე წასვლამდე მახსოვს პროგნოზები, აგერ დაველდოთ....

ზუსტად მაგის გათვალისწინებიტ ვწერთ ორს, თორემ ერთი მოგების იმედზე ვიქნებოდით biggrin.gif

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 14:34
ერთ მოგებაში დარწმუნებული და მეორე მოგების იმედით

- სწორი ფორმულირება მგონია




***
ეგეთ დროს ის შეძახილი, რომ მოგვაკლდა როგორ ყველას გააოპტიმისტებდა

Posted by: giorga1 1 Feb 2018, 14:39
და გგონიათ ფიჯი და ურუგვაის მოგების მერე 6 ერში მიგვიღებენ 2023-მდე? მეტია არაა ჩემი მტერი, იტალიაზე 2 თავით მაღლა უნდა ვიყოთ რომ მიგვიღონ, და ეს 2 მოგება მაგას არ დაამტკიცებს, მერე შემოდგომა ზაფხულის ტესტები...

Posted by: GioWEED 1 Feb 2018, 14:55
ფიჯისთან 30-70 შანსი.
ბურჯების გარდა ყველა პოზიციაზე ჩვენზე მაგარი მორაგბეები ყავთ.

ხაზი და ცენტრი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი. 2 ხაზელები და 3 ხაზელები ძაან მაგრები.

9 10 ჩვენი დონის ყავთ და ბურჯები ჩვენ უკეთესი გვყავს.

რატომ უნდა მოვუგოთ ფიჯის?
1 - მწვრთნელის იმედი
2 - დისციპლინა
3 - სწორი მომზადება
4 - იღბალი
5 - ტაქტიკურად სწორი თამაში

ფიჯიმ რო ამ თამაშში ჩადოს მთელი ძალები მაშინ ძალიან გაგვიჭირდება.

1 თამაშის მოგება დამაკმაყოფილებელია
2 თამაშის მოგება მაგარი შედეგი იქნება
3 უკვე ფანტასტიკაა და სხვა არაფერი

Posted by: giorga1 1 Feb 2018, 14:57
3 მოგება თუ ფანტასტიკაა შესაბამისად 6 ერიც ფანტასტიკაა, არა?

Posted by: jora84 1 Feb 2018, 15:02
giorga1

QUOTE
6 ერიც ფანტასტიკაა, არა?


ეგ რეალური როდის იყო ეგ შემახსენე

Posted by: giushki 1 Feb 2018, 15:27
მატავალუს მე ვასკას და გინდაც გელას არც შევადარებდი. ერთადერთი 10 ნომერი ყავთ გამოღლეებული და ნუ პირველ ხაზში სულ რომ ჰაიმანი და ვუდკოკი დააყენონ სახეზე დავაბიჯებთ. ვის ვედრებით - ნაკარავას, ქერას, იატოს, მატავალუს, გონევას, მბოტიას, ნანდოლოს, მურიმურივალუს, ნაგუსას, ოზბორნის დონის რომელი გვყავს?

მაგ თამაშს რამე თუ მოიგებს:
1) დისციპლინა და კიდევ ერთხელ დისციპლინა.
2) სეტ პის.
3) ტაქტიკა.

ნუ არანორმალურად რომ დადებენ ჩვენები თავს მაგ თამაშზე ეგ ისედაც ვიცი და რა ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს, თავაწეულები გამოვლენ მოედნიდან.
უბრალოდ მე პირადად რის ხარჯზე უნდა მოვუგოთ კონკრეტულად მსოფლიოზე ფიჯის ვერ ვხედავ და თქვენ თუ ხედავთ მითხარით და ხელებს ავწევ.

Posted by: GioWEED 1 Feb 2018, 15:40
giorga1
რეალური არც არასდროს ყოფილა.

6 ერამდე ჯობია სხვა ნაბიჯებით წავიდეთ.

მაგ. პროფესიონალური ქართული კლუბი შევქმნათ დასაწყისისთვის ეგეც კაი იქნება.

აი ნაროსნაირი, ზირაქასნაირი და მამუკასნაირი მოთამაშერბით რო გავივსებით მერე გაადვილდება ყველაფწრი.

პს ზირაქა კი არა პელეა ეგ კაცი.

Posted by: kvangel 1 Feb 2018, 16:06
ცუდია, რომ კანადიდან ფიჯამდე 4 დღეა მხოლოდ
დასვენებულებს და შესაბამისად კონცენტრირებულებს შანსები გაგვეზრდებოდა.
ახლა მწვრთნელებმა ისე უნდა შეარჩიონ სემადგენლობები, რომ ნაკრების ბირთვი საფიჯედ დასვენებული იყოს.

Posted by: ratomac aRa 1 Feb 2018, 16:07
QUOTE
მაგ. პროფესიონალური ქართული კლუბი შევქმნათ


ამდენიწ ელი რატომ ვერ ვახერხებთ? თუ დაინტერესება არც არასდროს ყოფილა?


Posted by: GIORGI112 1 Feb 2018, 17:05
ფიჯისთან რითი უბდა მოვიგოთ მეც წარმოდგენა არ მაქვს... დისციპლინა + იღბალი ეგაა რა smile.gif

ხალხი ძალიან ფანტასტიკაშია გადაჭრილი მგონი

Posted by: lankasteri 1 Feb 2018, 18:21
QUOTE (GIORGI112 @ 1 Feb 2018, 17:05 )
ფიჯისთან რითი უბდა მოვიგოთ მეც წარმოდგენა არ მაქვს... დისციპლინა + იღბალი ეგაა რა smile.gif

ხალხი ძალიან ფანტასტიკაშია გადაჭრილი მგონი

გადამწყვეტი იქნება ალბათ ტრავმების არ არსებობა
და დღეს პერსპექტიულ მორაგბეებად მიჩნეული ბიჭების პროგრესი.

ლობჟანიძემ თუ შეწყვეტილი პროგრესი გააგრძელა, ტოპ დონესთან მიახლოებული 9 იქნება მაგ პერიოდისთვის.
აფრასიძეც სადღაც ახლოს იქნება

რეზიმ თუ მოუმატა
ასევე მოდებაძემ და მათიაშვილმაც თუ დაცვაში და ტაქტიკურადაც მოუმატეს.

მჭედლიძე თუ ფორმაში შევიდა
ფრუიძე პროფესიონალ მორაგბედ ჩამოყალიბდა

შარიქაძე ფორმის პიკზე გავიდა


გორგაძესგან დაახლოებით ის დადგა, რასაც მისგან მოველით.
გიორგაძე-ცუცქირიძემაც მოუმატეს და ტოპ 14-ში რეგულარულად ითამაშეს.
ლომიძე გამოფხიზლდა ბოლო-ბოლო და II ხაზში კოტეს შევუწყვილეთ.
ბადრიმ პროგრესი განიცადა.
ბურჯებიც და პრინციპში ყველა დანარცენნიც თუ ჯანმრთელად გვეყოლა.

ძაან დიდი შანსი გვექნება რომ ფიჯი ავაყირავოთ.

Posted by: GioWEED 1 Feb 2018, 18:29
QUOTE (lankasteri @ 1 Feb 2018, 18:21 )
QUOTE (GIORGI112 @ 1 Feb 2018, 17:05 )
ფიჯისთან რითი უბდა მოვიგოთ მეც წარმოდგენა არ მაქვს... დისციპლინა + იღბალი ეგაა რა smile.gif

ხალხი ძალიან ფანტასტიკაშია გადაჭრილი მგონი

გადამწყვეტი იქნება ალბათ ტრავმების არ არსებობა
და დღეს პერსპექტიულ მორაგბეებად მიჩნეული ბიჭების პროგრესი.

ლობჟანიძემ თუ შეწყვეტილი პროგრესი გააგრძელა, ტოპ დონესთან მიახლოებული 9 იქნება მაგ პერიოდისთვის.
აფრასიძეც სადღაც ახლოს იქნება

რეზიმ თუ მოუმატა
ასევე მოდებაძემ და მათიაშვილმაც თუ დაცვაში და ტაქტიკურადაც მოუმატეს.

მჭედლიძე თუ ფორმაში შევიდა
ფრუიძე პროფესიონალ მორაგბედ ჩამოყალიბდა

შარიქაძე ფორმის პიკზე გავიდა


გორგაძესგან დაახლოებით ის დადგა, რასაც მისგან მოველით.
გიორგაძე-ცუცქირიძემაც მოუმატეს და ტოპ 14-ში რეგულარულად ითამაშეს.
ლომიძე გამოფხიზლდა ბოლო-ბოლო და II ხაზში კოტეს შევუწყვილეთ.
ბადრიმ პროგრესი განიცადა.
ბურჯებიც და პრინციპში ყველა დანარცენნიც თუ ჯანმრთელად გვეყოლა.

ძაან დიდი შანსი გვექნება რომ ფიჯი ავაყირავოთ.

ამ ყველაფერთან დრუიდების ელექსირიც თუ ვიპოვეთ და ფიჯის ძირითადი 23 კაცი დაიმტვრა საერთოდ 30 + ქულით მოვუგებთ.

ფიჯი ჩვენთან ფავორიტი იქნება და შეიძლება თავბრუ დაგვახვიოს ისეთი რაგბი ითამაშოს.

Posted by: FullbackAce 1 Feb 2018, 19:19
QUOTE (giorga1 @ 1 Feb 2018, 14:57 )
3 მოგება თუ ფანტასტიკაა შესაბამისად 6 ერიც ფანტასტიკაა, არა?

6 ერის შეფებს რამდენჯერაც უხსენეს საქართველო სიცილით გასკდნენ.


ტაშკენტის ფახთაქორს უფრო მეტი შანსი აქვს NBAში მოხვედრის ვიდრე ჩვენ 6 ერში.

Posted by: BigG 1 Feb 2018, 20:42
GIORGI112

QUOTE
ფიჯისთან რითი უბდა მოვიგოთ მეც წარმოდგენა არ მაქვს.


მაგ კითხვას ბევრი სვამს. ჩემი რეკომენდაციაა ნახოთ იტალია ფიჯი, 19-10.


Posted by: samxara91 1 Feb 2018, 21:58
ბატონმა რა ბრძანა? ვინც იყავით მოკლედ დაწერეთ რა გთხოვთ

Posted by: xDavid_S 1 Feb 2018, 23:13
samxara91
QUOTE
ბატონმა რა ბრძანა?

იტალია-ფიჯის უყურეთ-ო


Posted by: BigG 1 Feb 2018, 23:15
xDavid_S
QUOTE
იტალია-ფიჯის უყურეთ-ო


ეგ მეც ვთქვი ამ თემის წინა პოსტში.
მართლა ეგრე თქვა? კიდევ?

Posted by: xDavid_S 1 Feb 2018, 23:34
BigG
სიტყვა-სიტყვით!
ფიჯისთანაც +200 ბოჭვის გაკეთება რომ დაგვჭირდეს, უეჭველად წავაგებთ-ო

ანუ ტონგასთან რომ 35% გვქონდა ბურთი, აღარ გამოგვადგება-ო

Posted by: Gio_G83 1 Feb 2018, 23:49
სულ ეგ იყო?

QUOTE
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: giushki 2 Feb 2018, 01:30
ხო.. თამაშების ყურება ფრიად სასიამოვნოა, შაბათ-კვირას მაგის მეტს ისედაც არაფერს ვაკეთებთ. კარგი იყო იტალია ფიჯიც, ირლანდია ფიჯიც... მაგრამა... არც ჩვენ ვართ იტალია და არც ფიჯია ღლე. არამგონია ბამბის პლანტაციებში, ქვიშაზე და მტკნარი წყლის მოსატანად არბენინონ მარტო, მსოფლიოს წინ შეკრებას ყველა გუნდი მაღალ დონეზე გადის და არც ფიჯი იქნება გამონაკლისი, დღეს რომ ვხვდებოდეთ ვიტყოდი რომ შანსია 50/50ზე, რასაც მსოფლიოზე ნამდვილად ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ იტყვის. დარწმუნებული ვარ მსოფლიომდე იტალიამ რაც ეთამაშა, ნოტებზე გადაითვლიან და დალაგებულად გაარჩევენ. იმაშიც ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ კონტრ-იარაღიც ექნებათ და საქმე უკვე შემსრულებლებზეა, როგორც ჩვენგან ისე იმათგან. მაგას ვწერდით ზუსტად ზემოთ, რომ შემსრულებლები იმათ უფრო მაღალი დონის ყავთ, რაც უდავოდ ასეა.

მაგ ლოგიკით შოტლანდია ავსტრალიასაც ვუყურეთ biggrin.gif

იტალიის არ ვიცი, მაგრამ ფიჯის მაგათზე 10ჯერ მეტად დავჩეჩქვავთ. ნუ ეხლა მაგათთან რომ თამაშის გახსნას ბევრი დიდი გუნდი ერიდება, არც ეგაა რაღაც სიახლე, იმედია უაზრო ბოქს ქიქებსაც მოვერიდებით. ეგენი ლაინბრეიქის დროს დომინაციას საფრანგეთსაც კი გაუწევენ.

მოკლედ დიდი ომი იქნება და წარმატებები ჩვენებს, მაქამდე კიდე დიდი დროა და იმედია საჩვენოდ გაგორდება კამათელი. ფიჯი კი არა, ავსტრალიის დაყუმბარებასაც მივესალმები ორივე ხელით)) თუმცა...
როგორც ერთი პანთეონის მკვიდრი იტყოდა: "თქვენ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ"?))


Posted by: FullbackAce 2 Feb 2018, 04:08
QUOTE (giushki @ 2 Feb 2018, 01:30 )
იმედია უაზრო ბოქს ქიქებსაც მოვერიდებით. ეგენი ლაინბრეიქის დროს დომინაციას საფრანგეთსაც კი გაუწევენ.


როგორც იქნა 10 წლიანი ცოდვილობის შემდეგ ბურთიანზე მიყოლა ვისწავლეთ, ამ დალოცვილ ბოქსკიკს კიდე ერთი 10 წელი მოუნდება ნეტა ?

ჩვენ ბოქს კიკები იქიდან დაგვდევს თედო ანტილოპა და ახალგაზრდა მაჩხანელი რო გვყავდა, მიყოლა და ჩარბენა იცოდნენ გესიამოვნებოდა, თუ ვინმე უბედური ბურთს დაიჭერდა ისეთი მკვლელი ბოჭვა ელოდა რო მტრისას.


ეხლა კი ვურტყავთ მაგრამ არც თედო მისდევს და არც ანტილოპა. აქეთ გვიდევბენ კონტრშეტევებით user.gif

Posted by: xDavid_S 2 Feb 2018, 09:17
Gio_G83
QUOTE
სულ ეგ იყო?

მნიშვნელოვანი და ყურადსაღები?

Posted by: BigG 2 Feb 2018, 11:52
QUOTE
ფიჯისთანაც +200 ბოჭვის გაკეთება რომ დაგვჭირდეს, უეჭველად წავაგებთ-ო

ანუ ტონგასთან რომ 35% გვქონდა ბურთი, აღარ გამოგვადგება-ო


100%-ით ვეთანხმები.

Posted by: DVASH 2 Feb 2018, 12:25
ფიჯისთან რიგით მესამე თამაშია და უეჭველი მოსაგები თამაშიდან 4 დღეში, როდესაც ფიჯის დასასვენებლად 7 დღე ექნება. დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენი შემადგენლობის სიღრმიდან გამომდინარე ძალიან მცირე შანსი გვაქვს, ვფიქრობ უელსთან რახან პირველი თამაში იქნება უფრო მეტი შანსი გვექნება მოგების ვიდრე ფიჯისთან.

Posted by: zaal1969 2 Feb 2018, 12:33
DVASH
QUOTE
ფიჯისთან რიგით მესამე თამაშია და უეჭველი მოსაგები თამაშიდან 4 დღეში, როდესაც ფიჯის დასასვენებლად 7 დღე ექნება. დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენი შემადგენლობის სიღრმიდან გამომდინარე ძალიან მცირე შანსი გვაქვს, ვფიქრობ უელსთან რახან პირველი თამაში იქნება უფრო მეტი შანსი გვექნება მოგების ვიდრე ფიჯისთან.


სავარაუდოდ ურუგვაისთან მოგვიწევს თამაში, სადაც შერკინებაში მეორე ნომრებით უნდა ვითამაშოთ თუ გვინდა ფიჯისთან ბრძოლა, ერთი და იგივე შემადგენლობით ოთხი დღის ინტერვალში ვერ ჩავჯდებით, აქ ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ ურუგვაისთან უნდა ვიყოთ ყურადღებით ანუ მეორე ნომრები ახლოს უნდა იყვნენ პირველთან ( მეორეხაზელების შემთხვევა მაფიქრებს!)

Posted by: kvangel 2 Feb 2018, 12:43
უელსს უნდა სევასკდეთ.
ურუგვაის/კანადასთან ძირიტადის ძირითადი ხალხი (შერკინება +ცენტრები) უნდა დავასვენოთ და ისე მოვიგოთ. თუმცა, აქ ყურადღებით უნდ ავიყოთ, არ დავისაჯოთ.
ფიჯის უნდა შევასკდეთ დასვენებული ძირითადის ხალხით

Posted by: DVASH 2 Feb 2018, 13:01
QUOTE
( მეორეხაზელების შემთხვევა მაფიქრებს!)


იქნებ სუთიაშვილი და ლომიძე გამოიყენოს მეორე ხაზში ან ჭეიშვილმა მოუმატოს სხვა ვარიანტს დღეისთვის ვერ ვხედავ.
სუთი წელს კი თამაშობს თავის გუნდში მეორე ხაზში ადრეც არაერთხელ უთამაშია, მაგრამ ნემსაძის ასაკის არის და მსოფლიოსთვის ორივე 35 წლის იქნებიან. რთული სიტუაციაა

Posted by: Gio_G83 2 Feb 2018, 13:21
xDavid_S
QUOTE
მნიშვნელოვანი და ყურადსაღები?


თუნდაც ინტერესის დამცხრობი

Posted by: zaal1969 2 Feb 2018, 13:30
DVASH
QUOTE
იქნებ სუთიაშვილი და ლომიძე გამოიყენოს მეორე ხაზში ან ჭეიშვილმა მოუმატოს სხვა ვარიანტს დღეისთვის ვერ ვხედავ.
სუთი წელს კი თამაშობს თავის გუნდში მეორე ხაზში ადრეც არაერთხელ უთამაშია, მაგრამ ნემსაძის ასაკის არის და მსოფლიოსთვის ორივე 35 წლის იქნებიან. რთული სიტუაციაა


ჭეიშვილის რა გითხრათ?! ძალიან კი მინდა,მაგრამ ნაკლებად მჯერა, მომატებელს კოჭებში ეტყობა საერთოდ

Posted by: Gio_G83 2 Feb 2018, 13:50
ეს წელი ბევრ რამეს გამოაჩენს, დამნახავი დაინახავს
ამიტომ სწორი ინფორმაცია მნიშვნელოვანია გაის ამ დროს აქ მილტონის 32_ეულის ლამის ასლი დაიდება ჰადაჰა 5-10% იანი ცდომილებით

Posted by: Qolga 2 Feb 2018, 14:18
ანუ, ფიჯი-იტალიის თამაშის გარდა არაფერზე არ ყოფილა ლაპარაკი? ))

Posted by: xDavid_S 2 Feb 2018, 15:26
Gio_G83
ჩემი ინგლისურით რაც გავიგე:

- ჯაბა არ იქნება რუმინეთთან >>> მნიშვნელოვანია, რომ გუნდთან ერთად მოემზადოს-ო

- სუთის ვესაუბრეთ და ავუხსენით, რომ ჯერ კიდევ გვინდა ახალგაზრდების საქმეში გამოცდა
და ამიტომ არ დავუძახეთ I-II ტურისთვის-ო + მეორეხაზელად მოვიაზრებთ, რომელსაც მესამეშიც შეუძლია თამაში-ო

- თაზოსთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ტრამვა არ აქვს, მაგრამ უთამაშებლობა გვაფიქრებს-ო;
ჩვენთვის შუამარბია, რომელსაც საჭიროებისას გარემარბადაც გამოვიყენებთ-ო,
მაგრამ დიდია კონკურენცია მოედნის ცენტრში (კვესო, კოშა) და ვნახოთ-ო

- ძალიან ეიმედება კვესელაძის, კარგი ბიჭია-ო

- ბევრს ვმუშაობთ შეტევასა და ფეხით (სადგამიდან და ტაქტიკურ) დარტყმებზე-ო

- ფრუი მოგვეწონა ჩელენჯზე და უფრო კონცეტრირებულია ვარჯიშებზე-ო

- ივნისის ტესტებს ძალიან (!) დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან
ჯერ ფიჯიზე (არა ფიჯისთან!) უნდა ვითამაშოთ 2 ტესტი და
მერე ზუსტად იმ სტადიონზე ვეწვევით იაპონიას, სადაც უელსს უნდა შევხვდეთ '19-შიო =
მომზადების და ადაპტაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია-ო

- ახალი მწვრთნელის დამატების ალბათობა დაბალია-ო

- '17 ახალი სახეების აღმოჩენის წელი იყო-ო; წელს ამოცანა უკვე სხვანაირად დგას:
თავგამოჩენილ ბიჭებს უნდა მივცეთ მაქსიმალურად მეტი სათამაშო დრო, რომ გამოცდილება დააგროვონ მსოფლიოსთვის-ო

Posted by: zaal1969 2 Feb 2018, 15:55
xDavid_S
მადლობა! გაიხარე!

Posted by: GIORGI112 2 Feb 2018, 16:13
QUOTE
ჯერ ფიჯიზე (არა ფიჯისთან!) უნდა ვითამაშოთ 2 ტესტი და


ფიჯელებმა ოფიცალნა დაადასტურეს უნდა ვეთამაშოთ ქართველებსო...

ხო კიდევ ძალიან ცუდი თუ არ იმატებს ახალ მწვრთნელებს

Posted by: NAPSTER 2 Feb 2018, 16:57
GIORGI112
QUOTE
ფიჯელებმა ოფიცალნა დაადასტურეს უნდა ვეთამაშოთ ქართველებსო...


ერთი ფიჯია და მეორე მეტოქის ვინაობა არ ვიცით

QUOTE
ხო კიდევ ძალიან ცუდი თუ არ იმატებს ახალ მწვრთნელებს


კაცი ამბობს არ მჭირდება მეტი კაცი სტაფშიო და ჰა...

Posted by: Alex-musi 2 Feb 2018, 17:33
xDavid_S
აგაშენა ღმერთმა. პრინციპში მეტს არც ველოდით,

ანუ ფიჯიზე 2 თამაშიო, იაპონიამდეო?
მაშინ ან ტონგა ან სამოა ან ისევ ფიჯი ? რავიცი რავიცი
იმედია კუკის ან მარშალის კუნძულები არ იქნება smile.gif)

Posted by: xDavid_S 2 Feb 2018, 18:03
Alex-musi
QUOTE
ანუ ფიჯიზე 2 თამაშიო, იაპონიამდეო?
მაშინ ან ტონგა ან სამოა ან ისევ ფიჯი ? რავიცი რავიცი
იმედია კუკის ან მარშალის კუნძულები არ იქნება

ფიჯი უეჭველია + ტონგა მგონია მე

Posted by: Alex-musi 2 Feb 2018, 19:58
დაიდო უკვე სტატიები. მოკლედ უკვე უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთო. ჰა_ჰა პირველ ორ თამაშიო ექსპერიმენტებიო. ინგლისთან მთელი გუდი ივარჯიშებს. კიდე რაც თვალში მომხვდა, მსიფლიოზე წამსცლელს 15 კეპი მაინც უნდა ქონდესო

Posted by: giushki 2 Feb 2018, 21:08
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6478&callerModID=17364&Title=%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

up.gif up.gif up.gif

Posted by: ratomac aRa 2 Feb 2018, 23:17
QUOTE
მსოფლიოზე წამსცლელს 15 კეპი მაინც უნდა ქონდესო


ბოლოს ვინც გააშინაურა იმათ ვის რამდენი ქვთ ამ ეტაპზე?

Posted by: jora84 2 Feb 2018, 23:21
Alex-musi

თედოიას არ უპირებს წაყვანას მსოფლიოზე? biggrin.gif

თუ პროგრესი გააგრძელა მითუმეტეს vik.gif

Posted by: Alex-musi 3 Feb 2018, 12:43
15 თამაშიანი თამასა მაფიქრებს. 2017 წელს გვაქვს 11 თამაში (5 ერთა თასი, 3 ზაფხული, 3 ნოემბერი)
2018 ში მსოფლიომდე მაქსიმუმ 8-9 ანუ ჯამში 20 მდე თამაში გამოდის. ახლა ვნახოთ ვინ უნდა მიაღწიოს ამ ზღვარს
უკანა ხაზი: სიჭინავა 1 კეპი, მათიაშვილი 6, კოშაძე 8, კვესელაძე 2, რეზი 6, აფრასიძე 3, მოდებაძე 3, სვანიძე 3, თედოია 0

შერკინება: გორგაძე 11, ბეკოშვილი 11, მატარაძე 5, ალხაზაშვილი 5, ჭყოიძე 5, ტაბიძე 4, ჭეიშვილი 4, გიორგაძე 7, ცუცქირიძე 6, გაჩეჩილაძე, შენგელია და სხვები 0
ჟღენტი 11 wink.gif
ვანდამა 15 smile.gif)))

მოკლედ კარგი მარათონი გაიმართება კეპებისთვის

Posted by: BigG 3 Feb 2018, 14:09
ბუკვალურად ნუ გავიგებთ ამ 15 თამაშს.

მე მგონი, ვინც 2018-19 იქნება ტესტებზე და ევროპაზე, იმათ წაიყვანს. თუნდაც 12-13 თამაში ქონდეს.

პ.ს. თედოს წაყვანა ძალზე არარეალისტური მგონია. მსოფლიოსთვის მგონი 20 იქნება, არა? მაგ ასაკის ბიჭს მსოფლიოზე, მგეზავის პოზიციას აბა ვინ ანდობს?

Posted by: jora84 3 Feb 2018, 14:30
BigG

მელიტონა ანდობს biggrin.gif

სადაც 18 წლისას ანდო, ნაღდად არ გამოვრიცხავ თედოს ძირითადობას.

Posted by: xDavid_S 3 Feb 2018, 14:45
BigG
QUOTE
პ.ს. თედოს წაყვანა ძალზე არარეალისტური მგონია. მსოფლიოსთვის მგონი 20 იქნება, არა?
მაგ ასაკის ბიჭს  მსოფლიოზე, მგეზავის პოზიციას აბა ვინ ანდობს?

არც აპირებს

კითხვა-პასუხის ოფიციალური ნაწილის შემდეგ,
პირისპირ რომ დავიმარტოხელეთ, გვითხრა,
ჯერ ძალიან ადრეა-ო, ბევრი უნდა ივარჯიშოს,
რომ პოტენციალი სრულად გამოავლინოს და
თან გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი-ო

ჰო კიდე გელაზე,
მიუხედავად იმისა, რომ ფრანციაში 10-ზეც (!) ავარჯიშებენ,
ჩვენთვის მხოლოდ 9 ნომრად მოიაზრება-ო

Posted by: _Sergi_ 5 Feb 2018, 14:34
რაგბის კავშირი დაგვპირადა ზაფხულში ერთ სიურპრიზს და ისევ ძალაშია? smile.gif




Posted by: qobula 5 Feb 2018, 17:24
ეგ სიურპრიზი, ფრანგი ბარბაროსები ხო არ არიან?

Posted by: iverieli 5 Feb 2018, 17:39
მამუკას გაცილების მოწყობა ხომარ იგეგმება ნაკრებიდან ზაფხულში?

Posted by: B l a c k J a c k 28 May 2018, 11:43
deep purple_in rock
QUOTE
უელსი თუ გაიტრავმა და დაახლოებიტ იგივე შემადგენლობიტ მოუწია რაც კარდიფში, ჩვენ ტუ Oპტიმალურით ვიყავიტ მაშინ ფიქრი შეილება ისე შანსი არაა

ეგენი სულ დამტვრეული ხალხით თამაშოებენ და ჯობია ძირითადი დადგეს ისევ biggrin.gif ერთადერთი მზიეზი რატომაც აგებს უელსი აგებს, არის ის რომ: გონიათ ვერ მოიგებენ და მაინც წააგებენ. 6 ერში ვყელაზე ლარად ეგენი ბურთაობენ.
მთელი აქსენთი ფიჯისთან თამაშზე უნდა გაკეთდეს. ვნახოთ თუ გამოვა ორი მოგება. მე მეეჭვება, მაგრამ მაინც.

Posted by: Dr NULL 28 May 2018, 12:54
არა და, მეგონა ჰეიგთან შეხვედრა იგეგმებოდა biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)