ფავორიტი ბანძი სიტყვაა რა.
ყველაზე, ყველაზე და ათასი ბედნიერებაა Invincible!
გულსირევამდე ვიცი ხოლმე სიმღერის მოსმენა.
და მერე კი არ მბეზრდება, თითქოს ამოვწურავ და ვსო.
დროდადრო ჯასთ გადავიმეორებ, შემომესმინება, ძველ ემოციებს ვიხსენებ.
მაგრამ ეს არ მომბეზრებია.
ყოველთვის ახლიდან იწყება ემოციების ურაგანი.
და გიტარის სოლოზე, მუდმივად ვითვლი გულის ბრახა-ბრუხს.
რედინგის ლაივიც მაგრა მიყვარს, მაგრამ უემბლის 2 მილიონი მოსმენიდან, მილიონი ჩემია.
და დასაწყისის დროს, სულ მგონია რომ პარალელურ სამყაროში ფელიქს ბაუმგარტნერი ვარ და როცა სტრატოსფეროდან დედამიწისკენ მოვფრინავ, ჯო კიტინგერის როხროხის ნაცვლად, მეთ ბელამი იწყებს ინვინსიბლს.