forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Rise of Legions - თამაშის ქართულად თარგმნა, ვთარგმნოთ ეს თამაში ქართულად!
 
მიიღებთ მონაწილეობას თამაშის ქართულად თარგმნაში?
კი [ 1 ]  [100.00%]
არა [ 0 ]  [0.00%]
Total Votes: 1
Guests cannot vote 
Forgeo
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 249794
რეგისტრ.: 6-April 19

  გამოგზავნილია: 12 Apr 2019, 12:18  #54499367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მინდა წარმოგიდგინოთ თამაში - Rise of Legions. Rise of Legions განეკუთვნება RTS castle siege ჟანრს და გავს ისეთ თამაშებს როგორებიცაა: Clash Royale, Minion Masters ა.შ. თუმცა ამ თამაშებისგან განსხვავებით Rise of Legion-მა ბევრი ახალი ინოვაცია შემოიტანა. თამაშში ამჟამად არსებობს 4 ფერის ლეგიონი: შავი, მწვანე, თეთრი და ლურჯი. თითოეულ ლეგიონს მიეკუთვნება თავისი რასა, კარტები და spell-ები:

• შავ ლეგიონს ჰყავს სიკვდილის მეომრები
• მწვანე ლეგიონს ბუნების და ტყის მცველები
• თეთთრი ლეგიონი ძირითადად ადამიანებისგან შედგება და სინათლის ძალაა
• ლურჯი ლეგიონი ჯერ ბოლომდე არ არის დამატებული, თუმცა ტექნოლოგიურ რასად ითვლება

Rise of Legions ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი თამაში მოგეჩვენებათ, თუმცა ინოვაციური მხარე თამაშს საკმაოდ სტრატეგიულს ხდის. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ორი ფერის ლეგიონის კომბინაციით შექმნათ თქვენი სათამაშო კარტების დასტა. კომბინაციები საკმაოდ ბევრია. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ თამაში არ არის P2W და ჩემი აზრით ყველაფერი ძალიან დაბალანსებული და სამართლიანია F2P მოთამაშეებისთვის. ჩემი აზრით დეველოპერები ფულს ძირითადად სკინებით გააკეთებენ. თამაში ცოტა ხნის წინ გამოვიდა დახურული ბეტადან და ამჟამად სთიმის Early access-შია. მიუხედავად ამისა, უკვე საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა.

რაც ყველაზე აღსანიშნავია, ველაპარაკე Rise of Legions-ის დეველოპერებს და ისინი დამთანხმდნენ ამ თამაშის ქართულად თარგმნაზე. მათ დაამატეს საქართველო თარგმანების სიაში. იმისათვის რომ ეს წარმატებულად განხორცილედეს ჩვენი თანამონაწილეობაა საჭირო. აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და მონაწილეობა მიიღოთ თამაშის თარგმანში:

ვთარგმნოთ ROL ქართულად! - თუ ეს წარმატებით შევძელით ROL გახდება პირველი თამაში თავის ჟანრში რომელიც ითარგმნა ქართულად. მეგობრებო მგონი ამისთვის ღირს შრომა და ჯაფა war.gif

თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ ლინკიდან:
Rise of Legions - გადმოწერეთ, ითამაშეთ, გაერთეთ! vik.gif

user posted image


This post has been edited by Forgeo on 12 Apr 2019, 12:22
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0154 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]