თემას ვხსნი მოდერატორთან შეთანხმებით.
ამ თემაში ვისაუბროთ თბილისის ლიფტებზე, მოვყვეთ ისტორიები, რაც ლიფტებთან დაკავშირებით გადაგხდენიათ, შევადაროთ ერთმანეთს, გავუზიაროთ გამოცდილება მათ ექსპლუატაციაზე და ა.შ.
მე კი ინფორმაციას მოგაწვდით მსოფლიოს წამყვან ბრენდებზე.
დღეის მდგომარეობით, ლიფტების და ესკალატორების მწარმოებელი ყველაზე გიგანტური ოთხეული ასე გამოიყურება:
Otis - აშშ.
Schindler - შვეიცარია.
Thyssenkrupp - გერმანია
Kone - ფინეთი.
ასევე უმსხვილესი ბრენდებია : Mitsubishi electric, Fujitec (იაპონია) Hyundai, Sigma (სამხრეთ კორეა), Kleeman (საბერძნეთი). რაც შეეხება LG ს, ის 2005 წლიდან შეისყიდა Otis-მა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ასევე ჰიტაჩი და ტოშიბა.
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ზემოთ ნახსენები ოთხეულის მიერ მსოფლიო მასშტაბით ნადირობა, სეზონი გახსნა Kone -მ, რომელმაც რამდენიმე წლის შუალედით შეისყიდა ევროპული კომპანიების დიდი ნაწილი. შეიძინა ბრიტანული კომპანიები, 1979 Marryat & Scott, 1986 წელს კი Bennie Lifts, 1987 წელს გერმანული O&K ს სალიფტო დივიზია, იტალიურები 1985 წელს Fiam, 1987 წელს კი Sabiem. 1992 წელს შოტლანრიური Ellis & McDougall, ხოლო 1994 წელს შეიერთა ამირიკული კომპანია Montgomery.
Schindler -ის მიერ ანალოგიური მოქმედებები: იყიდა იაპონური „ ნიპონი“ 1987 წელს, შვედური Deve 1990 წელს, ამერიკული Westinghouse და გერმანული Haushahn 1998 წელს.
1999 წელს გერმანული კომპანია thyssen მა შეიერთა ნახევარ საუკუნის ისტორიის მქონდე ამერიკული Dover და გადაკეთდა thyssenkrupp-ად. 2000 და 2003 წელს კი შეიერთა U.S. Elevator და კორეული Dong Yang.
Otis, რომელიც მსოფლიო ლიდერად ითვლებოდა, ყოველივე ამის პასუხად 95-97 წლებში იყიდა ამერიკული „ექსპრესლიფტი“ და ავსტრალიური „ბორალი“. ხოლო 2005 წელს შეიერთა სამხრეთ კორეული გიგანტი LG-ს სალიფტო დივიზია. ბოლო ცვლილება, ლიფტების და ესკალატორების მწარმოებლების რიგებში, ეს იყო 2011 წელს ასევე ოტისის მიერ „მარშალ ელევატორი“. ეს გახლდათ მსოფლიოში ყველაზე ძველი კომპანია, 1818 წელს დაარსებული. ამით დასრულდა ამ ბრენდის ორ საუკუნოვანი არსებობა. 7 წელი დააკლდა თორემ, იქნებოდა ერთადერთი კომპანია ამ სფეროში, რომელიც 200 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
უდიდესი ჩინური ბრენდები:
Shanghai Mitsubishi (მიცუბიშის ქვე-კონტრაქტორი)
Xizi otis (ოტისის ქვეკონტრაქტორი)
Guangri (ჰიტაჩის ქვეკონტრაქტორი)
Canny (მთლიანად ჩინური)
ცოტა ვრცლად ზოგიეთი მათგანის შესახებ
Schindler დაფუძნებულია შვეიცარიაში 1874 წელს, რობერთ შინდლერის და ედუარდ ვილიჯერის მიერ.
სათაო ოფისი არის შვეიცარიაში, ქალაქ ებიკონში, (ციურიხიდან 55 კილომეტრშია), აქვეა ტესტინგ თაუერი.
პროდუქცია: ლიფტები, ესკალატორები.
ინციდენტები: 7.
Otis დაფუძნებულია აშშ-ში, 1853 წელს. ელიშა გრეივს ოტისის და სუსან ჰაუტონის მიერ.
ოტისები აყენია ეიფელის კოშკში, ემფაი სთეით ბილდინგში, პეტრონას ტაუერში, მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაში „ბურჯ ხალიფაში“ და ა.შ.
პროდუქცია: ლიფტები, ესკალატორები.
ტესტინგ თაუერი აქვს აშშ-ში, ქალაქ ბრისტოლში, რომლის სიმაღლეა 117 მეტრი.
ინციდენტები: 3.
ქარხნები აქვს ბერლინში, ქაიროში, გუანჩუში, ბილბაოში, მადრიდში, პეტერბურგში, მოსკოვში, ტიანცინში, კიევში და კიდევ რამდენიმე ადგილას.
Koneდაფუძნებულია 1910 წელს, ფინეთში.
სათაო ოფისი ფინეთ, ქ. ესპუ
პროდუქცია: ლიფტები, ესკალატორები.
ინციდენტების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
ThyssenKrupp დაფუძნებულია გერმანიაში 1871 წელს სახელწოდებით Thyssen . ThyssenKrupp დაერქვა 1999 წელს.
სათაო ოფისი არის გერმანიაში, ქ. ესენში. ქ. დიუსელდორფი.
ტესტინგ თაუერი აქვს სამხრეთ კორეაში ქალაქ Cheonan ში, 147 მეტრი სიმაღლის.
ინციდენტების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტესტინგ თაუერები: (ოპერატორი კომპანია, სიმაღლე, მდებარეობა) 1. Hitachi, 213 მ, იაპონია
2. Hyundai, 205 მ, სამხრეთ კორეა
3. Mitsubishi electric, 173 მ, იაპონია
4. ThyssenKrupp, 147 მ, სამხრეთ კორეა
5. Otis, 117 მ, აშშ.
6. Sigma, 114 მ, სამხრეთ კორეა
თბილისში, შემდეგ ობიექტებზე გვხვდება ბრენდი ლიფტები და ესკალატროები : (არასრული სია რა თქმა უნდა)
სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ - mitsubishi electric
სავაჭრო ცენტრი „დიდუბე პლაზა“ - mitsubishi electric
სავაჭრო ცენტრი „კიდობანი“ - Schindler
სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ – Otis
სავაჭრო ცენტრი „მერანი“ – Kone
თბილისის მერია - Hi tech
ქართუ - Otis
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ThyssenKrupp
საცხოვრებელი კომპლექსი „ჭავჭავაძის 5“ –Otis
ლიბერთი ტაუერი (ლიბერთი ბანკი) - Diao
ასევე რუსთავი 2 ის ყოფილ შენობაში აყენია ძველი Kone. სავარაუდოდ თავიდანვე დაყენებული არაა, რადგან ლიფტი არის 70 იანი წლების მოდელი და იმ დროს საბჭოთა საქართველოში ფინური ნივთის, მითუმეტეს ლიფტის იმპორტი მომხდარიყო, ვერ დავიჯერებ
This post has been edited by Kublicha on 5 Feb 2014, 21:25