Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ევროპის რომელ ქვეყანაში


Posted by: Luka251 22 Sep 2019, 11:29
სად არის შედარებით ადვილი? გერმანიაზე გავიგე და აზრი არ აქვს იმდენი ჩალიჩი უნდა. ასევე მაინტერესებს ჩინეთსა და თურქეთში რა მდგომარეობაა ამ მხრივ.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 22 Sep 2019, 12:16
Luka251
QUOTE
გერმანიაზე გავიგე და აზრი არ აქვს იმდ


რატო?
გადასახადის თემაში თუ ამბობ, შეიძლება რაღაც მოძრაობებით ნორმალური პირობების შექმნა, უბრალოდ იქაურ ადვოკატს უნდა გაესაუბრო როგორც ვიცი.

პ.ს. ესტონეთზე გამიგია კარგ პირობებს უქმნის ბიზნესსო

Posted by: აპოლდა 22 Sep 2019, 13:33
Luka251


ესტონეთში ონლაინ არის შესაძლებელი რეგისტრაცია, ნორმალური პირობები ააქვს უნგრეთს. მარტივია ასევე ჩეხეთში, უბრალოდ გადასახადებია მაღალი. საკმაოდ მძიმე და რთული ინფორმაციაა, დამოკიდებულია ბიზნესის მიმართულებაზე, სტრუქტურაზე, ბრუნვაზე. მე გირჩევდი, ამ ქვეყნებზე მოგეძიებინა ინფორმაცია ინტერნეტში, უფრო სრულყოფილ ინფოს მიიღებ.

Posted by: Luka251 22 Sep 2019, 13:46
c.h.I.g.u.r.h.

დროში იწელება მაგრად. თან აკონტროლებენ სერიოზულად პაჩტი ყოველ თვე შემოწმებაა აჩოტები უნდა აბარო და კაროჩე ტვინის ბურღვაა რა. ესტონეთში კი მაგრამ გადასახადებია მაღალი როგორც ვიცი.
აპოლდა

უნგრეთს ვფიქრობ მეც, ჩეხეთშიც ძვირია. უკრაინაში რა სიტუაციაა მაგ მხრივ ხო არ იცით? თურქეთი მაინტერესებს მაგრად. ჩინეთზე გავარკვიე და მაგ თანხებს ნაღდად ვერ გავწვდები biggrin.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 22 Sep 2019, 13:50
Luka251
QUOTE
უკრაინაში რა სიტუაციაა მაგ მხრივ ხო არ იცით?


უკრაინაში ვესიანი კრიშის გარეშე არ მგონია რამე გამოგივდეს biggrin.gif
რავი თუ გყავს ვინმე, დიდი სივრცეა ფულის შოვნისათვის.


* * *
Luka251
QUOTE
. ესტონეთში კი მაგრამ გადასახადებია მაღალი როგორც ვიცი.

QUOTE
უნგრეთს ვფიქრობ მეც


როგორც ვიცი მსგავსი ბიზნეს პოლიტიკა აქვთ.
დაბალი გადასახადები და ხელშეწყობა. რა თქმა უნდა ბიზნესის ტიპზეც დამოკიდებული იქნება

Posted by: Luka251 22 Sep 2019, 13:55
c.h.I.g.u.r.h.

ვიცი. მაგარი კორუფციააა biggrin.gif. კიევს ვუმიზნებდი ერთი პერიოდი მაგრამ მერე რატომღაც სხვა ქვეყნები ვარჩიე. თუ არაფერი გამოვიდა ისევ ხახოლებთან მომიწევს მისვლა biggrin.gif არადა ჩინეთი როგორ მინდოდა sad.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 22 Sep 2019, 13:59
Luka251
QUOTE
არადა ჩინეთი როგორ მინდოდა


ჰო მძიმეინდუსტრიას თუ არ ეწევი რთულია მანდ თავის დამკვიდრება მსუბუქწონიანი ბიზნესით.
თუ ევროპის სივრცეს აპირებ გაცდე უპირობოდ შტატებს გირჩევ.
თუ არადა ესტონეთი და უნგრეთი ყველაზე კარგ პირობებს სთავაზობს როგორც ვიცი. გერმანიაშიც იშოვება ფული, მაგრამ მანევრები და ცოდნა უნდა რა და როგორ, თორე 80 პროცენტი გადასახადებში წავა biggrin.gif

Posted by: Luka251 22 Sep 2019, 14:04
c.h.I.g.u.r.h.


ჩინეთში რო გაქვს შპს იმენა წყნარად ხარ ბევრისგან მსმენია და ვიცი. შტატები არამგონია თანხობრივად ვერ გავწვდები როგორც ჩინეთს. უნგრეთზე გავარკვევ დეტალებს.

Posted by: FDA 22 Sep 2019, 22:56
Luka251
QUOTE
სად არის შედარებით ადვილი

''ადვილი'' რა ზუსტად, რეგისტრაცია , თავად ბიზნესის წარმოება თუ რა?
ესენი ხომ სხვადსახვა მცნებებია
best european countries to start a business
https://www.google.com/search?sxsrf=ACYBGNS4m3c4E6K5nyAu3ZhwvCP6hMwGCQ%3A1569178345415&ei=6cKHXd_1GMP5wQLqyJ6wBQ&q=best+european+countries+to+start+a+business&oq=where+in+europe+is+best+to+register+a+company&gs_l=psy-ab.1.2.0i71l8.0.0..28369...0.2..0.0.0.......0......gws-wiz.n4cumbII5Hg

cheapest countries to start a business
https://www.google.com/search?sxsrf=ACYBGNR2s_pjJ1cyERmZhLO-WpHJirsomQ%3A1569178376824&ei=CMOHXf_5MZHewAK9wKzwBQ&q=cheapest+countries+to+start+a+business&oq=best+european+countries+to+start+a+business&gs_l=psy-ab.1.1.0i71l8.0.0..42962...0.3..0.0.0.......0......gws-wiz.dXALoRLhFiw

best country to set up a business for tax
https://www.google.com/search?sxsrf=ACYBGNSBGSZzJei8VPvixu1YEdwm7TZKJA%3A1569178422765&ei=NsOHXf-yLoXRwALxnZmoAQ&q=best+country+to+set+up+a+business+for+tax&oq=cheapest+countries+to+start+a+business&gs_l=psy-ab.1.5.0i71l8.0.0..28272...0.3..0.0.0.......0......gws-wiz.oqiwl3NfXiM

best country to start a business as a foreigner
https://www.google.com/search?sxsrf=ACYBGNSqSujtr4pPjZscTGmq_11LzzMeZA%3A1569178454182&ei=VsOHXcTsCsylwQL72KfIDw&q=best+country+to+start+a+business+as+a+foreigner+2019&oq=best+country+to+set+up+a+business+for+tax&gs_l=psy-ab.1.5.0i71l8.0.0..31303...0.3..0.0.0.......0......gws-wiz.HzeLOUxjJ8A

და ამისტანა არის უამრავი, ასე რომ ჩამოაყალიბე აზრი; ადვილი... რა?


რეგისტრაციაზე თუ ამბობ საქართვლოზე ადვილი რეგისტრაცია სად არის? არსად


Posted by: Luka251 22 Sep 2019, 23:05
FDA


საქართველოში უკვე მაქვს. შპს სახელზე მსურს გავხსნა საბანკო ანგარიში და ყოველი თვის ბოლოს ჩავრიცხავ თანხას. ინფორმაციისათვის მადლობა smile.gif

Posted by: FDA 22 Sep 2019, 23:06
Luka251
ევროპის მოქალაქე ხარ ?
* * *
5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია

22 დეკემბერი / 2017
საგადასახადო სისტემა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დაბალი გადასახადები გამართულ და ძლიერ ეკონომიკას სულაც არ ნიშნავს.
ამის დასტურია ისიც, რომ ევროპის ბევრი მოწინავე ქვეყნის მოსახლეობა გადასახადებში თავისი შემოსავლის სოლიდურ ნაწილს იხდის. ჩვენ დავინტერესდით, სად არის ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა ევროპის მასშტაბით და ამის გასარკვევად თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს - ვახტანგ ჭარაიას მივმართეთ. ვახტანგ ჭარაია იმ ქვეყნებზე გვიამბობს, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია:

ანდორა

ანდორა ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ევროპაში, პირენეებში მდებარეობს. ამ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრიაა. ამ პატარა სახელმწიფოში ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი გადასახადებია. ამ მხრივ ანდორაში ძალზე ხელსაყრელი პირობებია. ანდორელები მარტო საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ოღონდ ის, ვისაც წელიწადში 24 ათას ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საერთოდ არ იბეგრება.

ბულგარეთი

ბულგარელებს ევროპის მასშტაბით ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვთ. ამ ქვეყანაში გადასახადები ძალზე დაბალია. საპროცენტო განაკვეთი კორპორაციულ მოგებაზე აქ 10%-ია. როგორ წესი, ბიზნესმენები ცდილობენ ასეთი ქვეყნები მოიძიონ, მაგრამ ბულგარეთში ნახევარი წლის განმავლობაში მაინც უნდა იცხოვრო, რომ საგადასახადო შეღავათები შეგეხოს. მიუხედავად დაბალი გადასახადებისა, ბულგარეთი ერთ-ერთი ჩამორჩენილი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროპაში. ბულგარელების ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა მანქანათმშენებლობის ნაწარმი, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო და ტექსტილი. მათი ეროვნული ვალუტა არის ბულგარული ლევი.

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე დიდი ქალაქი მისი დედაქალაქი პრაღაა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს. ქვეყნის მთავარი რესურსებია - ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი და ხე-ტყე, ხოლო ვალუტა - ჩეხური კრონა. ჩეხეთი ევროპის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც ბიზნესის კეთებისთვის, ასევე ცხოვრების დონითაც. აქ გადასახადებიც შეღავათიანია: კორპორაციული გადასახადი ჩეხეთში 15%-ია, ხოლო თვითდასაქმებულები შემოსავლის 9%-ით იბეგრებიან.

მალტა

მალტაც ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ევროპაში მდებარეობს - ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე. ამ ქვეყნის მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. მალტის ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, ხოლო რესურსები - კირქვა, მარილი და სასოფლო-სამეურნეო მიწები. მალტაში კორპორაციული გადასახადი ძალიან დაბალია - 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 15%-ია, თუმცა იქ სხვა ტიპის გადასახადებია მაღალი, მაგალითად, ქონების გადასახადი - თუ მალტაზე სახლი გაქვთ, ყოველწლიურად 15 ათასი ევრო უნდა გადაიხადოთ.

მონაკო

დაბალი გადასახადებით თავს იწონებს კიდევ ერთი ჯუჯა სახელმწიფო - მონაკო. მონაკოს ფართობი მხოლოდ 1,98 ათასი კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით 37 800 კაცია. მონაკო რიგით მეორე, ყველაზე პატარა დამოუკიდებელი ქვეყანაა მსოფლიოში ვატიკანის შემდეგ. მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ტურიზმი. მონაკოს კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. სხვათა შორის, მონაკოს მოქალაქეებს არა აქვთ უფლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღონ. მონაკოში გადასახადები ყველაზე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს არა აქვს ბუნებრივი რესურსები, ეს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მშპ ერთ სულზე 78 700 დოლარს აღწევს.
* * *
Luka251
QUOTE
საქართველოში უკვე მაქვს. დანარჩენი ინფორმაციისათვის მადლობა

მე ევროპის მოქალაქე ვარ მარა საქარტველოში დავრეგისტრირდი

Posted by: Luka251 22 Sep 2019, 23:12
FDA

მუშა შპს გაქვს აქ?

Posted by: theodous 22 Sep 2019, 23:14
Luka251
რა გაქვს?

რატო გვემალები მერე?


Posted by: Luka251 22 Sep 2019, 23:20
theodous


??????



____________________

Posted by: theodous 22 Sep 2019, 23:33
Luka251
რა კომპანია გაქვს???

Posted by: Lekso-Dav 2 Mar 2021, 01:59
ესტონეთი



.......................
30

Posted by: Luka251 2 Mar 2021, 20:20
Lekso-Dav


მაგაზე გავარკვიე ყველაფერი. ცოტა სხვა გათვლები მქონდა და არ მიღირს ამ ეტაპზე თორე სასათბურე პირობები კი შემომთავაზეს თავის გარანტიებით biggrin.gif. დიდი თანხები მომთხოვეს იურისტმა და ბუღალტერმა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)