ეს არის ჩვენი მოტივაციის წყარო, კიდევ ბევრი თბილი კომენტარი იყო ყველა მინდოდა ამომეწერა, მაგრამ ვერ დავატიე ერთ გვერდზე. ყველა თქვენგანის კომენტარს ყოველ დღე თავიდან ვკითხულობ, ყოველი თქვენგანის სითბო ჩემთვის საუკეთესო დილის დასაწყისია. ვეცდები ყველა ეს ემოცია ასჯერ მეტად დაგიბრუნოთ უკან ბევრი სიყვარულით, ზრუნვით და საუკეთესო კრემებით ❤️
* * *
აბა როგორ ხართ ჩემო თბილო ადამიანებო?☺️
ძალიან მინდა გახაროთ, რომ ჩემი დღის და ღამის საცხს, სხვა მნიშვნელოვან ინგრედიენტებთან ერთად დაემატა განსაკუთრებული ინგრედიენტი კოენზიმQ10!
ამ სასწაულ ინგრედიენტზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ აქ მოკლედ მოგიყვებით.
კოენზიმ Q10 - არის ფერმენტი, რომელის გარეშეც ადამიანის უჯრედებში არ ხდება უჯრედის სუნთქვისა და ენერგიის გაცვლის პროცესი. ამ ნივთიერების გამომუშავება 20 წლის ასაკიდან მცირდება, შესაბამისად ჩქარდება დაბერების პროცესი. კოენზიმ Q10 არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი რომელიც:
1. აძლევს კანს ენერგიას, რომელიც მას სჭირდება ბუნებრივი აღდგენისთვის და რეგენერაციისთვის.✅
2. ანიჭებს კანს სიხალასეს - როდესაც კანი ჯანსაღად გამოიყურება ეს Q10– ს მაღალი დონითაა გამოწვეული.✅
3. იცავს მზის მავნე ზეგავლენისგან.✅
4. ასტიმულირებს ელასტინის გამომუშავებას, რის გამოც კანის ელასტიურობა იზრდება.✅
5. ებრძვის ნაოჭებს, რადგან ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას უჯრედებში.✅
6. იცავს კანს ლაქების წარმოქმნისგან რადგან თავისი მოქმედებით აფერხებს მელანინის წარმოქმნას.✅
მე კვლავინდებურად არ ვზრდი ჩვენი კრემის ფასს, მისი ღირებულება კვლავ 20 ლარია. ჩემი დევიზი უცვლელია სილამაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ქალისთვის. თქვენ ამას იმსახურებთ!❤️❤️
* * *
მინდა გაგიზიაროთ ამ უბრალო ქილებში რა განძი იმალება ❤
კრემის ფუძე შედგება შიის, კაკაოს და ქოქოსის კარაქისგან.
ამას ემატება 7 სახის ზეთი - ავოკადოს, მაკადონიის, ყურძნის, ატმის, ჟოჟობას, ნუშის, ბროწეულის ზეთები.
გვირილას და კალენდულას ექსტრაქტები
კოენზიმ Q10
კოლაგენი და ჰიალურონი
ფუტკრის რძე
ნატურალური მარგალიტის ფხვნილი
თავი რომ არ მოგაბეზროთ , ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ თქვენი კანი მუდამ იყოს ქორფა ელასტიური, ტენიანი და ნაოჭები ვერ ბედავდნენ თქვენთან მოახლოებას.