forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (71) « პირველი ... 69 70 [71]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფრანც კაფკა, და მისი სამყარო
seeman
Море исчезающих времён


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2896
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 20:47  #49688648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
rodo

QUOTE
ნობელის კომიტეტი თავს იმართლებს ხოლმე, რომ კაფკას ძირითადი ნაწარმოებები ("პროცესი", "გოდოლი", "ამერიკა") მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა.



ეჭვი მეპარება ნობელის პრემია რომ მიეღო საერთოდ დაუყონებლივი თვითმკველობით დაესრულებინა სიცოცხლე biggrin.gif . კაცი ისედაც მაქსიმალურად დაშიფრულილი ტექტსებით და სიბნელეში მიწის ქვეშ მძრომიალე ქვეწარმავლებში თუ ცხოველებში ხედავდა საკუთარი თავის ალუზიას (თან რამდენიმე მაგალითი არის თუნდაც კავაბატამ თავი მოიკლა ნობელი რო მისცეს, ბეკეტმა რომელსაც ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩემი აზრით კაფკასთან საერთოდ შოკი მიიღო და კატეგორიული უარი განაცხადა პრემიაზე . კიდე უფრო ჩაიკეტა ამის მერე biggrin.gif)


QUOTE
რას ფიქრობთ, როგორ დასრულდებოდა რომანი?


ზოგადად გოდოლის დასასრულად მიიჩნევენ "ჩინეთის კედლის შენება" რო აქვს მოთხრობა იმას (თუ არ ვცდები ბროდს თვითონ უთხრა ამის შესახებ)


დალშე არ ვიცი კაფკას ინტერპრეტაცია უსაშველოდ შეიძლება. ზოგისთვის ტრილოგია წმინდად თეოლოგიურ ხასიათს ატარებს სადაც "გოდოლი" სამოთხის ალუზიაა , "პროცესი" განსაწმენდელი, ხოლო "ამერიკა" მიწიერი ყოფაა .

This post has been edited by seeman on 12 Jan 2017, 20:53


--------------------
LOBOTOMY, LOBOTOMY , the best thing you can have
You’ll never be depressed again you’ll never be sad
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 101
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 20:59  #49688733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (seeman @ 12 Jan 2017, 20:47 )
rodo

QUOTE
ნობელის კომიტეტი თავს იმართლებს ხოლმე, რომ კაფკას ძირითადი ნაწარმოებები ("პროცესი", "გოდოლი", "ამერიკა") მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა.



ეჭვი მეპარება ნობელის პრემია რომ მიეღო საერთოდ დაუყონებლივი თვითმკველობით დაესრულებინა სიცოცხლე biggrin.gif . კაცი ისედაც მაქსიმალურად დაშიფრულილი ტექტსებით და სიბნელეში მიწის ქვეშ მძრომიალე ქვეწარმავლებში თუ ცხოველებში ხედავდა საკუთარი თავის ალუზიას (თან რამდენიმე მაგალითი არის თუნდაც კავაბატამ თავი მოიკლა ნობელი რო მისცეს, ბეკეტმა რომელსაც ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩემი აზრით კაფკასთან საერთოდ შოკი მიიღო და კატეგორიული უარი განაცხადა პრემიაზე . კიდე უფრო ჩაიკეტა ამის მერე biggrin.gif)


QUOTE
რას ფიქრობთ, როგორ დასრულდებოდა რომანი?


ზოგადად გოდოლის დასასრულად მიიჩნევენ "ჩინეთის კედლის შენება" რო აქვს მოთხრობა იმას (თუ არ ვცდები ბროდს თვითონ უთხრა ამის შესახებ)


დალშე არ ვიცი კაფკას ინტერპრეტაცია უსაშველოდ შეიძლება. ზოგისთვის ტრილოგია წმინდად თეოლოგიურ ხასიათს ატარებს სადაც "გოდოლი" სამოთხის ალუზიაა , "პროცესი" განსაწმენდელი, ხოლო "ამერიკა" მიწიერი ყოფაა .

არ მგონია კაფკას ნობელის პრემიის მიღების გამო თავი მოეკლა, თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი biggrin.gif. კაფკას სიკვდილი ვაჟა-ფშაველას სიკვდილს უფრო მაგონებს.

ბეკეტის "მოლოის" წაკითხვას ვაპირებ, ჯერ არ ვიცი რას უნდა მოველოდო გარდა აბსურდისა.

საინტერესო ვერსიაა, რაც ეხება სამოთხის, განსაწმენდელის და მიწიერი ყოფის მეტაფორას, მაგრამ მიწიერი ყოფა და განსაწმენდელი ეს ერთი და იგივეა, ხოლო ჯოჯოხეთი სადღა წავიდა? ჩემი აზრით, "გოდოლში" თავს იყრის კაფკას ყველა მთავარი თემა, რაც სხვა ნაწარმოებებში მეტ-ნაკლებად არის გახსნილი.

შეიძლება გოდოლი ან სასამართლო პროცესი სამოთხის ალუზიად მივიჩნიოთ, როდესაც ამდენ ნეგატივი მოდის იქიდან? ჩემი აზრით, გოდოლიც და სასამართლო პროცესიც ჯოჯოხეთის ალუზიაა, ხოლო სოფელი - მიწიერი ყოფის, თუმცა ერთობ ცალმხრივად დანახული. მეორეს მხრივ, ეს ბიბლიური სიმბოლიკა ცოტა გაუგებარი ხდება.

This post has been edited by rodo on 12 Jan 2017, 21:51
seeman
Море исчезающих времён


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2896
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 22:34  #49689571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
საინტერესო ვერსიაა, რაც ეხება სამოთხის, განსაწმენდელის და მიწიერი ყოფის მეტაფორას, მაგრამ მიწიერი ყოფა და განსაწმენდელი ეს ერთი და იგივეა, ხოლო ჯოჯოხეთი სადღა წავიდა?


ჯოჯოხეთი არაა ადამიანის აბსურდული ყოფიერება ? უიმედობა მარტოსულობა აქედან გამომდინარე უზენაესი სამართლიანობის ძიება ? მთელ კაფკას შემოქმედებას გასდევს საშინელი უიმედობის უფრო სწორედ უაზრობის, საშინელი სამჯავროს , მომავალი ეპოქების შიშის ( რაც თითქმის ერთი ერთში იწინასწარმეტყველა ტოტალიტარული რეჟიმების სახით ) განცდა

გოდოლშიც მე უფრო მეტად აბსურდულობის და სიზიფესავით მუდმივი მისჯილობის , გარდუვალობის, უზენაესი უსამართლობის (ან უზენაესი სამართიანობის რომელიც ადამიანისთვის მიუღწეველია) სიმბოლო დავინახე ვიდრე ჯოჯოხეთი

თუნდაც იმ ერლანგერის მდივანთან ოთახში რა მეტაფიზიკური სიტუაცია თამაშდება ერთი სიტყვა უნდა თქვას კ-მ ერთი წინანადადება რომელიც ამდენი ხანია თავში უტრიალებს, (რომელსაც ეს მდივანი თვითონ ეუბნება ახვედრებს) ცდილობს გაიტანოს ყველას დაანახოს და ვსიო მოხვდება იმ გოდოლში თუ სასახლეში მაგრამ ზუსტად იმ წუთში საშინელი აუხსნელი წარმოუდგენელი "გარდაუვალი" ძილის სურვილი მოერევა არადა წამის მეასედი რჩება რომ აიხდინოს ამდენი ხნის ნატანჯი ოცნება და ეს მაინც ჩათვლემს biggrin.gif

ან პროცესში რომ იგავია Врата Закона მცველზე და მამაკაცზე რომელიც ცდილობს სამართალთან მისვლას ეგეც იგივე გოდოლის თემის გაგრძელება მემგონი

This post has been edited by seeman on 12 Jan 2017, 22:42
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 101
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 22:49  #49689727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (seeman @ 12 Jan 2017, 22:34 )
ჯოჯოხეთი არაა ადამიანის აბსურდული ყოფიერება?

გოდოლშიც მე უფრო მეტად  აბსურდულობის და სიზიფესავით მუდმივი მისჯილობის , გარდუვალობის, უზენაესი უსამართლობის  (ან უზენაესი სამართიანობის რომელიც ადამიანისთვის მიუღწეველია) სიმბოლო დავინახე ვიდრე ჯოჯოხეთი.

თუნდაც იმ ერლანგერის მდივანთან ოთახში რა მეტაფიზიკური სიტუაცია თამაშდება ერთი სიტყვა  უნდა თქვას კ-მ ერთი წინანადადება რომელიც ამდენი ხანია თავში უტრიალებს, (რომელსაც ეს მდივანი თვითონ ეუბნება  ახვედრებს) ცდილობს გაიტანოს ყველას დაანახოს  და ვსიო მოხვდება იმ გოდოლში თუ სასახლეში მაგრამ ზუსტად იმ წუთში საშინელი აუხსნელი წარმოუდგენელი "გარდაუვალი" ძილის სურვილი მოერევა არადა წამის მეასედი რჩება რომ აიხდინოს ამდენი ხნის ნატანჯი ოცნება   და ეს მაინც ჩათვლემს biggrin.gif  

ან პროცესში რომ იგავია Врата Закона  მცველზე და მამაკაცზე რომელიც ცდილობს სამართალთან მისვლას ეგეც იგივე  გოდოლის თემის გაგრძელება მემგონი

ადამიანის ყოფა არ არის ჯოჯოხეთი. ყოფიერება ეს არის ადგილი, სადაც სამოთხესა (პოზიტივსა) და ჯოჯოხეთს (ნეგატივს) შორის კეთდება არჩევანი. გარკვეულ დროსა და სივრცეში შეიძლება უფრო ნეგატივის მხარეს იყოს არჩევანი, როგორ ეს ფაშიზმის და საბჭოთა სოციალიზმის რეჟიმის პირობებში იყო. თუმცა, როგორც ეს ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტაში" სცენაზე გათამაშებულ სიუჟეტში არის ნაჩვენები, ადამიანების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ჩამოუყალიბებელია.

ჩემი აზრით, ყოფიერების ალუზია ამ რომანში არის სოფელი, თუმცა სოფელიც კაფკასთან მხოლოდ გოდოლის ანარეკლია, სამწუხაროდ. რაც მართალია პესიმისტურ და კოშმარულ სურათს ხატავს, მაგრამ ვიწრო გაგებით ფაშიზმის წინასწარმეტყველებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

რაც შეეხება აბსურდის თემას. ჩემი აზრით, კაფკა აბსურდისადმი იხრება, მაგრამ მას უარყოფს, ისევე როგორც ეგზისტენციალიზმს. ერლანგერის მდივანთან ოთახში ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ამ ბიუროკრატიულ კოშმარში არის ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, ათასში ერთხელ, რომ შემთხვევით გამოჩნდება, მაგრამ ის ხომ მაინც არსებობს? ასევე მომეჩვენა, რომ კ.-ს გოდოლში მოხვედრაზე კი არ იყო საუბარი, არამედ მიწისმზომელის პოზიციაზე. სამწუხაროდ, კ.-ს ძალა აღარ დარჩა და აქ ფსიქიკურ ენერგიაზე იყო საუბარი და ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა და დაეძინა, ეს მახსენებს ქრისტეს მოწაფეებს, რომლებსაც ჩაეძინათ.

This post has been edited by rodo on 13 Jan 2017, 00:48
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (71) « პირველი ... 69 70 [71]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0405 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]