1წრის მოკლე მიმოხილვასავით დავწერ ტორნადოს თამაშებზე
1ტური:
თსუ - ტორნადო . (17:34)
პირველი თამაში იყო და ცოტა არეულად ვთამაშობდით თავიდან , მერე დავალაგეთ თამაში და პრემიით მოვიგეთ . შეიძლება ითქვას , რომ ყველაზე მარტივი თამაში გამოდგა ჩვენთვის.
2ტური:
ტორნადო - გორი (34:10)
ფიზიკურად კაი ჯანზე არიან გორელები , უბრალოდ ხელით თამაში ძაან უჭირთ , ეს გამოვიყენეთ და ამით მოვიგეთ ეს თამაშიც პრემიალურით.
3 ტური :
წიქარა - ტორნადო (21:28)
ჩემდა გასაკვირად ძალიან მაგრად გვეთამაშნენ ბავშვები , უბრალოდ ნახევარი გუნდი დამტვრეული ან რაღაც სხვა მიზეზების გამო არ გვყავდა .
4ტური :
ტორნადო - კახელები (10:17)
შერკინებაში დგანან კახელები მაგრად , პირველი ლიგის ბევრ გუნდს ჯობიან სტატიკაში ))) თამაშიც იგივე ტიპის აქვთ ჯაჯგურა რაგბი , მაგრამ კი მოგვიგეს მაინც . უბრალოდ ბოლო 15 წუთი 12 ვიყავით დარჩენილები და 10-10 იყო მაგ დროისთვის ანგარიში და ბოლოს მაინც 2 წუთით ადრე დასრულებამდე დაგვიდეს ლელო .
5 ტური :
დევები - ტორნადო ( 8-12)
ამ თამაშში წინა თამაშის გამო ძირითადის მარტო 6-7 მოთამაშე თამაშობდა და ძლივს მოვიგეთ . ყველაზე უხეში გუნდია კახელები რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ნაწილში. პირადად მე ძალით , ყოველგვარი სათამაშო სიტუაციის გარეშე დამამტვრიეს და კიდევ რამდენიმე . შესაბამისად მე ეს თამაში გამოვტოვე არ მითამაშია.
6 ტური :
ჭადარი - ტორნადო (39:7)
ამ თამაშზე არ ვიცი რა მოხდა , არ ვყოფილვარ ტრავმის გამო არ მითამაშია , მაგრამ როგორც ბიჭებისგან ვიცი ნორმალური გუნდია . თანაბარი დონის შერკინება და ხაზი . კარგი დამრტყმელი ყავთ , რომელიც გუნდს ათამაშებს .
7 ტური :
ტორნადო - იუნკერები (12:28)
საყურებლადაც კარგი თამაში გამოდგა და სათამაშოდაც სასიამოვნო )))
ძალიან დალაგებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა იუნკერებმა ჩემზე , სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ ყოველთვის სათამაშო სიტუაციებში და დაცვას თამაშობენ ძაან კარგად.
მართალია ძირითადად სულ ჩვენ ვუტევდით და თითქოს უპირატესობაც გვქონდა , მაგრამ რაც ქონდათ შანსი ყველაფერი ქულაში გარდასახეს , ჩვენ კიდე 20% გამოვიყენეთ მარტო იმის , რისი შანსიც გვქონდა .
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ფიზიკაა , რაშიც ყველაზე ძაან მოვიკოჭლებთ. რეალურად არც ვარჯიშობთ გუნდი ერთად ნორმალურად , მაგრამ იმედია პირველი 3 მარტივი თამაშის პერიოდში შევალთ ცოტა ფორმაში . რეალურად შანსი გვაქვს მე2 ადგილისთვის ბრძოლაში .
აუჰ რამდენი დამიწერია