Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ინ ვიტრო განაყოფიერება XIII


Posted by: cash-cash 16 Apr 2017, 15:05
გოგოებო ახალი თემა გავხსენი

წინა თემის ტემპი არ დავაგდოთ. ყველაფერი გამოგვივა, რაც გულით გვწადია !!!




user posted image

წინა თემის ლინკი აქ არის
https://forum.ge/?showtopic=34933619&hl=

Posted by: nincka1987 16 Apr 2017, 17:19
ქრისტე აღდგა!შეგეწიოთ გოგოებო ყველას დღევანდელი დღის ძალა და მადლი,უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ

Posted by: nino84 16 Apr 2017, 17:46
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ თემაში ბევრი კარგი ამბავი გაგვეგოს ❤

Posted by: ketket123 16 Apr 2017, 18:17
ქრისტე აღსდგა ! გილოცავთ გოგოებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს , უფალი გფარავდეთ . გოგოებო მე-8 დღეს ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს ხომ ?

Posted by: mariami17 16 Apr 2017, 18:36
ketket123
მე მე9 დღეს გავიკეთე და ისეთი მკრთალი იყო მეგონა მარტო მე ვხედავდი. ნერვები რომ არ მოგეშალოს დაელოდე 12 დღეს

Posted by: ketket123 16 Apr 2017, 21:20
გადატანის დღე თუ არ ითვლება მაშინ მე-7 გამოდის.

Posted by: takotatuli1989 16 Apr 2017, 21:28
ketket123
ძალიან ადრეა! მე მე8 დღეს გავიკეთე საღამოს და მარტო მე ვხედავდი ვერც ქმარმა დაინახა და ვერც ფოტომ აღიქვა
.. უბრალოდ გული მიგრძნობდა რო დადებითი იყო

Posted by: ketket123 16 Apr 2017, 21:54
მე-4 დღიდან რაღაცნაირად მჩხვლიტავს თითქოს მოსვლას აპირებს დღეს უფრო გამიხშირდა ჩხვლეტა.

Posted by: takotatuli1989 16 Apr 2017, 22:28
ketket123
მასე ვერ გაიგებ სიმფტომებით... მოეშვი ეცადე და დადებით შედეგზე იფიქრე :*

Posted by: akunabakuna 16 Apr 2017, 22:30
Ketket123
წელი თუ საკვერცხეები?
მე გადატანის მეორე დღეს მწიწკნიდა საკვერცხე თან ცალი მხარე, შემდეგ გამიარა და ახლა მხოლოდ წელი მტკივა ხოლმე, არ არის კარგი ხომ? sad.gif(((

Posted by: georgia1988 16 Apr 2017, 22:53
ქრისტე აღსდგა!! მრავალს დაესწარით.

Posted by: takotatuli1989 16 Apr 2017, 23:58
akunabakuna
მე წელი ისე მტკიოდა მეგონა ლოდები მეკიდა და მერე გადამიარა ერთი ორი დღე და ისევ დამეწყო და ტონუსის ბრალი ყოფილა... არ მინდა დაგაიმედო მარა წელის ტკივილი ცუდი სიმფტომი არაა... ზოგადად ვერ გაიგებთ რა აგერ მე და ირატამ ერთად გადავიტანეთ და იმას მაგალითად მე6 დღეს უკვე წყლის გემო ეუცნაურებოდა და მე არაფერი მარტო წელი მტკიოდა გული დროდადრო მიჩქარდებოდა და სხვა სიმფტომი არ მქონია...არც მკერდზე შემინიშნავს რამე კიდე... მოკლეთ მაგ სიმფტომები დაგანერვოზებთ და ეხადეთ დრო გაიყვანოთ რამით რო ყურადღება არ მიაქციოთ

Posted by: ketket123 17 Apr 2017, 00:21
არა სიმფტომებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას უბრალოდ დღეს ძალიან შემაწუხა ამ წიწკვნამ , თითქოს ნემს მჩხვლიტავენ. ამ ბრწყინვალე დღეს გულის გახარება მინდოდა მაგრამ მეც ვიცი რო ჯერ ძალიან ადრეა. კი წელიც მაწუხებს მაგრამ გადაღლილობას ვაბრალებ ბევრი სიარული მომიწია ამ დღეებში.

Posted by: LTB1948 17 Apr 2017, 11:11
გოგოებო სიმპტომებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. წამლებისგანაა გამოწვეული და საერთოდ არაფრის მთქმელია. დიდი დოზებით პროგესტერონი იწვევს მათ, ასე რომ ნერვებს ნუ აყვებით. ერთადერთი სანდო ტესტია, ისიც ძალიან ადრე არ
მოგივიდეთ, ხორაგონი ან ო იდრელი თუ გაქვთ გაკეთებული 10 დღე დადებითს გიჩვენებთ, უნდა გავიფეს ორგანიზმიდან ხოლო ემბრიონს დრი სჭირდება თავისი რომ გამოყოს. გადატანიდან ( 3 დღიანის ) მე9 მე 10 დღიდან სისხლში ჩანს, შარდში ცოტა უფრო გვიან, გაყინული თუ გადაიტანეს, ის ცოტა უფრო გვიანაც უნდა გამოჩნდეს. 5 დღიანებზე მე8 დღესაც შეგიძლიათ სისხლში შემოწმება. ძალიან ადრეც არაა სასურველი, მაჩვენებელი დაბალი შეიძლება იყოს და ამაზეც უნდა ინერვიულოთ. წესით, 3 დღიანუს გადატანიდან ხგ მე 12 დღეს 70 ზე მეტი უნდა იყოს, 100 კარგ მაჩვენევლად ითვლება, თუ ნაკლებია, რისკია რომ ორსულობა ვერ გაგრძელდეს, თუმცა ეს მხოლოდ რისკია და შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდეს, მაგრამ სასურველია 100 მდე იყოს. შარდის ტესტს რაც შეეხება, რადგამაც სარდვა გახშირებული გვაქვს, საკმარისი კონცენტრაცია შეიძლება არ იყოს, ამიტომ თუ ემოციური ადამიანი ხართ ნუ გაიკეთებთ და სისხლით შეიმოწმეთ

Posted by: naa-tii 17 Apr 2017, 19:07
მოგესალმებით გოგოებო. აქ პირველად ვწერ, მე უკვე მესამედ ვიკეთებ ინვიტროს, ძალიან ვნერვიულობ, მეუღლის პრობლემაა და თან საკმაოდ მძიმე. პირველ ორჯერ რომ გავიკეთრ ჩაჩავაში მაშინ გაუნძრევლად ვიწექი ორი კვირა, ეხლა კიევში გავიკეთე და აქ მითხრეს რომ სამსახურშიც იარეო. მაგდენი ვერ გავბედე და უბრალოდ სახლში ვარ გამოკეთილი. თქვენ რას მირჩევთ რომელი უკეთესია წოლა თუ სიარული? 13ში გადამიტანეს და 24ში ველოდები გულაჩქარებული პასუხს

Posted by: SRB100 17 Apr 2017, 19:18
naa-tii
მე გადატანიდან მეორე დღესვე სამსახურში გავედი.
ვფიქრობ მოძრაობა ხელს უწყობს მიმაგრებას, თუ არ გინდა დაიტვირთო ისეირნე, კარგი ამინდებია ეხლა.

Posted by: nino84 17 Apr 2017, 19:53
naa-tii
სამსახურში სიარული პრობლემა არაა, მთავარია არ გადაიღალო. კარგი ამინდებია და ცოტა ხანი სეირნობაც კარგია. მთლად გაუნძრევლად წოლაც გოგოები როგორც წერდნენ კარგი არაა. მეც მესამე ინვიტრო მაქ, ვემზადები გადატანისთვის. დადებით გეხეს გისურვებ, წარმატებები.

Posted by: Anukia198889 17 Apr 2017, 20:11
naa-tii
ნუ ხარ სახლში გამოკეტილი სუფთა ჰაერზე ისეირნე. სისხლის მიმოქცევა აუცილებელია მოძრაობოთ. წოლა გეყოფა. არ გადაიღალო და ისეირნე. აქ ვისაც დადებითი ქონებია ყველა სამსახურშიც დადიოდა და მერე სეირნობდნენ კიდეც. წელის ტკივილს რომ იგრძნობ და დაჭიმულობას წამოწექი. როცა ორგანიზმი წოლას მოგთხოვს მაშინ დაწექი.

Posted by: naa-tii 17 Apr 2017, 20:16
დიდი მადლობა გოგოები, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, ხვალიდან გავალ გარეთ და ვისეირნებ, მართლლა კარგი ამინდიებია ეხლა. უბრალოდ პირველ ორ მცდელობაზე განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ, გადაბრუნებითაც ხელებზე დაყრდნობით გადაბრუნდიო, ეხლა ამათ რომ მითხრეს სამსახურში გადიო, ძალიან დავიბენი. უკვე მესამეა თან მესამედვე თავიდან დამჭირდა მომზადება, ემბრიონებს ძალიან ცოტას ვიღებდით, და ყველა გადაჰქონდათ, ბლასტოცისტიც არ იყო არცერთხელ. ეხლა 20 ფოლეკულიდან 10 ემბრიონი გამოვიდა მაგრამ მხოლოდ 2 განვითარდა და გახდა ფუმფულა ბლასტოცისტი და ორივე გადამიტანეს. ეხლაც რომ არ გამოვიდეს ჩემი ნერვები ამდენს ვერ გაუძლებს facepalm.gif

Posted by: mariami17 17 Apr 2017, 21:06
გოგოებო ლუთეინას ჩადება მტკივნეული გახდა და მემგონი სოკო დამემართა 2 დღეა მექავება sad.gif
აქამდე პრობლემა არ იყო და რატომ მტკივა?

Posted by: iratta_26 17 Apr 2017, 21:12
naa-tii
მე არ დავწოილვარ საერთოდ. ისეთი კარგი ამინდები დაემთხვა მაშინ რომ ეზოში გავდიდი ყოველდღე, რამდენჯერ ეზოც დავგავე და ყვავილებს ვუვლიდი. პირველ გადატანაზე უმეტესად ვიწექი, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა ტყუპებს ველოდები.

Posted by: ketket123 17 Apr 2017, 21:20
mariami17
მეც ეგრე დამემართა და , ვაგინალური ოყნით გვირილის ჩაით გამოვირეცხე 3 ჯერ და დერმოკლინის მალამოს ვისვამდი . გამიქრა ყველანაირი უსიამოვნო შეგრძნება და ქავილი.
naa-tii
პირველი 2 დღე უმეტესად ვიწექი შემდეგი დღეები სულ ვმოძრაობდი მაგრამ ვცდილობდი არ დავღლილიყავი . დღეს გადავწყვიტე რო სულ ვიწვე რაღაცნაირად მჩხვლიტავს წინამენსტრუალურ პერიოდს რო ახასიათებს ისე , თან წელის ტკივილი დამემატა და ცოტა შემეშინდა ხძალიან ხო არ დავიტვირთე თავი ისეთი დღეები დამემთხვა ბევრი საქმის კეთება მომიწია.

Posted by: taknatuna 17 Apr 2017, 22:03
გოოგოებოო ვინმე ინვიტროში თუ დადიხარტ მაინტერესებს მანდ ძმები მუააობენ? ახლობელმა.უნდა მივიდეოო მგონი ინვიტროს აპირებს და მაინტერესებდა

Posted by: naa-tii 17 Apr 2017, 22:08
iratta_26
რა მაგარია,გილოცავ. ნეტა მეც ეგრე გამახაროს ჩემმა წერტილებმა 1 კვირაში

Posted by: iratta_26 17 Apr 2017, 22:15
naa-tii
იმედია მოგილოცავთ მალე smile.gif

Posted by: ketket123 17 Apr 2017, 23:11
ყველაფერი კარგად იქნება , ჩემთვისაც მესამე გადატანაა ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვიცი რო დადებითი იქნება

Posted by: compte.paris75 17 Apr 2017, 23:31
naa-tii
რამდენი წლის ხარ? გაგვიზიარე შენი გამოცდილება. რა პრობლემა აქვს მეუღლეს?
მე სულ მეუბნებოდნენ რომ ჩვეულებრივად უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. აქ ფორუმზეც ამბობენ გოგოები რომ სისხლის კარგი მიმოქცევისთვის სუფთა ჰაერზე სეირნობაა კარგი

Posted by: takotatuli1989 18 Apr 2017, 00:32
მე პირველი სამი დღე სახლში ვიყავი მარა სახლის საქმეს... ჭურჭელი, გამოგვა... ვაკეთებდი ჩვეულებრივ... საჭმელსაც ვამზადებდი და თუ დავიღლებოდი წამოვწვებოდიხოლმე... ისიც 5 წუთი არ მასვენებდა გამჩენი... მერე სამსახურში გავედი ჩვეულებრივ უბრალოდ ტაქსებით დავდიოდი მანქანა არ მყავს და დღემდე მასე დავდივარ კი გავიყიდე მარა რა ვქნა... ღირს ამ ბედნიერებად... წარმატებები გოგოებო ყველას გგულშემატკივრობთ!

Posted by: naa-tii 18 Apr 2017, 00:35
29 ის ვარ. მეუღლეს ნეკროსპერმია აქ, თითქმის ცოცხალ სპერმას ვერ ვპოულობთ ანალიზში და თუ არის რამოდენიმე სრულიად უმოძრაო. ჩაჩავამ გამატყავა, მკვდარი სპერმით მიკეთებდნენ ინვიტროს, პირველად 3 დღიანები რა გადამიტანეს არც ვიცი, გამოუცდელი ვიყავი, მერე როცა ცოტა გავერკვიე გავიგე რომ მეორეთ 5 ემბრიონი გამოსულა მაგრამ მესამე დღეს შეწყვიტა დაყოფა და მარტო ერთი მივიდა მორულამდე და რათქმაუნდა ისიც უშედეგ მცდელობა იყო. შემდეგ ქეთისთან წავედი და მან სამწუხაროდ უარით გამომისტუმრა. მერე მოვიკვლიე ინფორმაცია კიევზე. ებრაელები არიან ქირურგები, ჯერ მეუღლეს გაუკეთეს ოპერაცია, იპოვეს ნორმალური სპერმა, გაყინეს და შემდეგ მე მოვემზადე და ჩავედი, ორი ბლასტოცისტი გამოვიდა მხოლოდ 20 ფოლეკულიდან. მაგრამ სიხარულს საზღვარი არ ქონდა როცა მითხრა ორი ფუმფულა ბლასტოცისტიაო. გადამიტანეს და ველოდები სულმოუთქმელად პასუხს. აი ესაა ჩემი 4 წლიანი ტანჯული გამოცდილება

Posted by: anabanaankabanka 18 Apr 2017, 01:06
naa-tii
წარმატებებს გისურვებ smile.gif ბლასტოცისტა საკმაოდ ძლიერია უკვე smile.gif ასერომ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გექნება smile.gif
გაუნძრევლად წოლა
არც გამიგია რომ ვინმეს ურჩიეა, პირიქით ამბობენ, რომ უმოძრაოდ ყოფნა უარესია. საფრანგეთში პირდაპირ ასე გამაფრთხილეს-ცხენზე არ იჯირითო, სხვა ყველაფერი შეგიძლიაო

Posted by: Anukia198889 18 Apr 2017, 06:35
გოგოებოო თქვენი რჩევა მჭირდება. მეთიპრედს ვინც კი სვამთ. ძალიან გამაფუა ლოყებზე. სხვაგან არსად. ძალიან გამხდარი ვარ და ეს გაფუებული ლოყები ნერვებს მიშლის. დღეს ახლობელმა მითხრა თუ დიდი ხანია სვამ მაგასთან ერთად აუცილებელია შარდმდენიც დალიო რამეო. შარდზე ღამე ორჯერ ვდგები და დღისითაც ორჯერ გავდივარ მხოლოდ. მთლიან აბს ვსვამ დღეში და ორი თვეა უკვე. თან ფეხების ტკივილიც დამეწყო ძალიან. ხოდა რას მირჩევთ ჩემო ექიმებოოო? გქონიათ ასეთი შემთხვევა? ეს ორი კვირა კიდე თითების გაშეშება დამჩემდა. ანუ თუ მწვანილს ვჭრი და ძალას ვახმარ თითებს აი ისე მოხრილ მდგომარეობაში მრჩება თითები და ძალიან დისკომფორტი მაქვს. კარდიომაგნილს ვსვამ ორი თვეა რომ სისხლი არ შემიდედდეს თქო. დავამატო შარდმდენიც? და რომელი გოგოებოო. მირჩიეთ რაა

Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 09:07
Anukia19889
ანუკი მეთიპრედს წელიწადზე მეტია ვსვამ და მსგავსი ჩივილები არ მაქვს.
კარდიომაგნილს რომ სვამ, კოაგულოგრამის პრობლემაა? კლექსანი არ გაქვს დანიშნული? ან ანტიფოსფოლიპიდურის ან Dდიმერის ანალიზი?

Posted by: SRB100 18 Apr 2017, 09:27
Anukia198889
აფუებს მეთიპრედი კიი, საშინელი წამალია, მეზიზღება.
ერთ აბს ვსვამ მეც და 4ში მიწევს ვიზიტი და ქეთიმ ნახევარზე ჩამოგიყვან პირდაპირო და ერთი სული მაქვს.
შარდმდენს ნუ მიიღებ მაინც, ჰკითხე თამთას და ისე გადაწყვიტე.

Posted by: iratta_26 18 Apr 2017, 09:41
Anukia198889
SRB100
მე არაფერს ვუჩივი მეტიპრედს smile.gif

Posted by: Anukia198889 18 Apr 2017, 10:16
akunabakuna
არა კოაგულოგრამა ნორმაში მქონდა უფრო სწორად ზედა ზღვარზე. ჩემით დავიწყე კარდიომაგნილის დალევა რადგა ფეხზე დგომის შედეგად და მძიმე სამუშაოს წყალობით ვენები მაქვს გამოსული ძალიან და მეთიპრედის ანოტაციაში წავიკითხე რომ თრომბოზს იწვევს და სისხლის შედედებასო. ხოდა დღეში ერთს ჩემით ვსვავ. ან კარდიომაგნილი არ მყოფნის და ან მართლა შარდმდენი მჭირდება. ეგ ანალიზები არვიცი არც ამიღია.
SRB100
ვაიმეე მწც მძულს უკვე ეს წამალი. გვერდებზე მაინც გავეფუებიე რო ლოყებზე დამაჩნდა მარტო. საშინლად მაქვს გასიებული. თამთას შეწუხება არ მინდა მერიდება რაა. ამდენს უნიშნავს და არ ქონიათ მსგავსი ჩივილები.

Posted by: BA84 18 Apr 2017, 10:39
ketket123
naa-tii
akunabakuna
წარმატებები გოგოებო, გაგვახარეთ რა თქვენი დადებითებით.
გგულშემატკივრობთ

Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 10:59
Anukia198889
პირდაპირ ქეთის უთხარი, ზედა ზღვართან რომ მაქვს კლექსანი არ გავიკეთოთქო? ან დ-დიმერის ანალიზი არ მჭირდებათქო? უთხარი ჩივილებიც, შეიძლება კარდიომაგნილი არ გყოფნის.

* * *
BA84
როგორ ველოდები არ იცი პასუხს, ერთი სული მაქვს ამ კვირამ ჩაიქროლოს biggrin.gif

Posted by: mariami17 18 Apr 2017, 11:28
გოგოებო 17 ოჰ პროგესტერონი რას ნიშნავს რა ანალიზია? და რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: naa-tii 18 Apr 2017, 11:29
akunabakuna
შენ როდის ელოდები პასუხს? მე ორშაბათს
BA84
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: takotatuli1989 18 Apr 2017, 11:38
mariami17
ჰორმონია და ძალიან მნიშვნელოვანია მაგის ნორმაში ყოფნა... მაგისთვის ვსვავთ მეთიპრედს... 42 დან 45 ლარამდე ღირს

Posted by: m.i 18 Apr 2017, 11:44
ქრისტე აღსდგა ! გილოცავთ გოგოებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს

Posted by: Tamara1988 18 Apr 2017, 12:19
მოკლედ გოგოებო ჩემი 9 ზიგოტიდან 5 საუკეთესო ხარისხის ბლასტო გამიყინეს. ჯერ თითქოს გული დამწყდა რატომღაც მეგონა 9ვე გადარჩებოდა მაგრამ მგონი არც ესაა ცუდი შედეგი თან საუკეთესოებიაო თამთამ მითხრა ტყუილად ნერვიულობო. მაისის ბოლოს მიწევს მეორე ციკლი და დავიწყებ მომზადბას. გოგოებო მგონი ბლასტოები ადვილად უძლებენ გამოლღობას ხო? თუ არის საშიშროება რომ რომელიმე ვერ გამოლღვეს? მხოლოდ ამის დარდი მაქვს.

Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 12:31
გოგოებო ბლასტო 8 უჯრედიანია? თუ 12?

Takotatuli1989
მეთიპრედს 4მგ-იანს მეც ვსვამ მაგრამ 6 და რაღაცას ვაძლევ? რა 42ლარი? სხვა პრეპარატია რამე?

Posted by: mariami17 18 Apr 2017, 12:36
akunabakuna
მე ანალიზის ფასი ვიკითხე. მეთიპრედს მაგ დოზას ვსვამ მეც.

Posted by: Tamara1988 18 Apr 2017, 12:36
akunabakuna
16 უჯრედიანია ბლასო როგორც ვიცი.

Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 12:41
Tamara1988
ხუთი გყავს შენახული, მალე მრავალშვილიანობა მომელოცოს :*
* * *
Tamara1988
გამოლღობის არ შეგეშინდეს, გამოლღიბის პრობლემა არის მაშინ როცა ლაბორატორია არ არის სათანადოდ აღჭურვილი და ინოვაში მაგის პრობლემა არ აქვთ, როგორსაც ყინავენ იგივე ხარისხს ალღობენ smile.gif

Posted by: BA84 18 Apr 2017, 13:29
takotatuli1989
თუ იცი ეგ ჰორმონი ცვალებადია? ერთი წლის წინ მაქვს გაკეთებული ნორმაში მქონდა და აღარ უნდა ნეტა კიდე გადამოწმება?

Posted by: compte.paris75 18 Apr 2017, 13:33
naa-tii
წარმატებებს გისურვებთ შენ და შენ მეუღლეს, ბევრი გიწვალიათ. იმედია სასურველი პასუხით გაიხარებთ ორშაბათს.

Posted by: ketket123 18 Apr 2017, 14:09
მე-10 დღეს ხეგე ხო აჩვენებს უკვე?

Posted by: BA84 18 Apr 2017, 14:22
ketket123
მე კი გავიკეთე მაგრამ ქეთიმ მითხრა ადრეო, ორივეჯერ მე-10 დღეს გავიკეთე და ვინანე, ძალიან ვინერვიულე. , არის რაღაც შანსი მაინც რო მერე მოემატოს და წამლები მაინც გავაგრძელე.
ჩემი რჩევა იქნება რომ ეს ორი დღეც პოზიტივი შეინარჩუნო და 2 დღეში გაიკეთო.

Posted by: ketket123 18 Apr 2017, 14:26
გული მიფრიალებს ყველაზე საშინელი მომენტია ეს ლოდინი.

Posted by: mariami17 18 Apr 2017, 14:47
ketket123
ყველას კარგად გვესმის შენი. ველოდებით დადებით ხეგეს.
მერე სხვა ფრიალები დაგეწყება smile.gif)

Posted by: BA84 18 Apr 2017, 14:50
ketket123
აი ეგრე ვიყავი, საშინელებაა რო ღამდება გიხარია. სხვა რამეზე იფიქრე ეცადე, მშვენიერია ამინდია თუ სამსახურში არ ხარ, გადი ისეირნე .

Posted by: takotatuli1989 18 Apr 2017, 14:56

BA84
კი ცვალრბადია ლამისაა ყოველ 10 დღეში მაბარებინებენ მაგას და კოაგულოგრამას

Posted by: BA84 18 Apr 2017, 15:09
takotatuli1989
ეგ ეხლა თუ მანამდეც? მიმაგრებასთანაც არის კავშირში?

Posted by: takotatuli1989 18 Apr 2017, 15:21
BA84
ესე ზუსტად არ ვიცი, ორსულობის დადგომამდეც ჩამაბარებინეს ეგ მახსოვს

Posted by: mariami17 18 Apr 2017, 15:27
გოგოებო მე მხოლოდ ჩვეულებრივი პროგესტერონი ჩავაბარე და ეხლა 17 ოჰ მითხრეს და კოაგულოგრამა და ფარისებურის.

Posted by: .ნინო 18 Apr 2017, 15:29
naa-tii
მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ აუცილებელია მიმაგრებისთვის. რაც უფრო მეტი სისხლი მიეწოდება მენჯის ღრუს, მით უფრო უკეთესი გარემოა მიწებებული ნაყოფისთვის, რომ ჩაიზარდოს ენდომეტრიუმში. ნუ ირბენ და იხტუნებ, მაგრამ არც დაწვე. და რამდენადაც შეგიძლია აიძულე თავი სხვა რამით გაერთო...

Posted by: natia8@ 18 Apr 2017, 15:36
გოგოებო ქეთი თბილისშია თუ სადმეა წასული?

Posted by: naa-tii 18 Apr 2017, 15:52
დიდი მადლობა გოგოებო რჩევისთვის, გავემზადე ეხლა გარეთ გასასვლელად რომ ვისეირნო smile.gif

Posted by: იათო 18 Apr 2017, 16:11
natia8@

თბილისშია, მაისის დასაწყისში მიდიან და 20 მაისს ბრუნდება.

...
მე გადამედო სტიმულაცია, არ მოეწონა ცალი საკვერცხე ქეთის და არ მირჩია ამ თვეში დაწყება...

* * *
აუ, შოთა ნიშნიანიძის ტელეფონი ვინ იცით?
რაც ინტერნეტში ვნახე არცერთზე არ პასუხობენ sad.gif

Posted by: compte.paris75 18 Apr 2017, 16:56
გოგოებო შემთხვევით ვინმე ხომ არ აპირებთ პარიზში ჩამოსვლას ან ვინმე ხომ არ იცით ნაცნობი რომ მოდიოდეს? გუშინ გადავარჩიე წამლები და რაღაცეებს გასდის მალე ვადა და მეცოდება გადასაყრელად. იქნებ ვინმეს გამოადგეს და ვაჩუქებ რა თქმა უნდა:

- Ménopur 8x75UI - ვარგისიანობა 04/2017
- Ovitrelle 250 µgr - ვარგისიანობა 05/2017

Posted by: BA84 18 Apr 2017, 17:45
იათო
თუ კონსულტაციაზე ჩაწერა გინდა, ინ-ვიტროს ტელეფონზე დავრეკე მე და ჩამწერეს. 0322-15-77-77

Posted by: იათო 18 Apr 2017, 18:15
BA84
დავრეკე და არ მპასუხობენ ეტყობა გვიანია, ხვალ ვცდი. მადლობა :*

Posted by: shunshura 18 Apr 2017, 18:17
ამ თემაში დასრულდებოდეს სასურველი შედეგით, ჩვენი ტანჯვა . გილოცავთ აღდგომას !!1


Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 19:59
გოგოებო პროგესტერონის ამპულას ვინც იკეთებთ, აფთიაქებში ყველგან ქართულია და თქვენც ქართულს ხმარობთ?

Posted by: takotatuli1989 18 Apr 2017, 20:01
akunabakuna
მე ყველგან რუსული მხვდება

Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 20:27
მეც მეგონა რუსულს ვყიდულობდი, გარედან აწერია რუსულად და ქართული წარმოების ყოფილა, მოვიარე აფთიაქები ფარმადეპო, პსპ, ჯიპისი.

Posted by: mariami17 18 Apr 2017, 21:51
რუსული წარწერა აქვს მაგრამ საქართველოშია წარმოებული. არ ვარგა?

Posted by: akunabakuna 18 Apr 2017, 22:24
რავიცი, ქართულ წამლები ხარისხიანი არის? ხვალ გავარკვევ სადმე თუ იყიდება რუსული და მოგწერთ

Posted by: cash-cash 18 Apr 2017, 22:59
ketket123
მე ვერ მოვითმიმე და მე-9 დღეს გავვარდი ხეგეზეsmile.gif))53 იყო. მერე ქეთიმ 1 დღის შუალედით გამამეორებინა და 153 იყო.

Posted by: ketket123 18 Apr 2017, 23:05
cash-cash
ტესტი არ გიცდია ხეგემდე?

Posted by: cash-cash 19 Apr 2017, 09:21
ketket123
კი.ვცადე. 3 ტესტი. 1 რარაც ვერ აინთო საერთოდ. ან არასწორად ვქენი. პირველი მე8 დღეს გავაკეთე საღამოს. მეორე ხეგეს დილას და არცერთმა არაფერი აანთო. შეგრძნებები საერთოდ არ მქონდა.მკერდი დაპატარავდა და ა.შ. მაგრამ ჩაჩავაში მაინც გავვარდი და 1 საათში ასეთი საოცარი პასუხი მომივიდა მეილზე smile.gif

Posted by: @ninuca@ 19 Apr 2017, 10:32
cash-cash
აუ რა მაგარიააა,მე გავბედნიერდიიი შენი ხეგეთი <3 <3 <3

Posted by: ketket123 19 Apr 2017, 13:47
დღეს ვიყავი ევექსი ჩაბარებას ვაპირებდი და ორნაირი ხეგე არისო ერთI 5 დღეში იქნებაო მეორენაირო 2 დღეშიო და 2 საათში ვიღებდი ხოლმე პასუხს და წამოვედი . გამოცდა მქონდა უნივერსიტეტში თორე სხვაგანაც წავიდოდი

Posted by: cash-cash 19 Apr 2017, 14:13
ketket123
რა უაზრობააა. ჩაჩავაში 25 ლარი ღირს და 1 საათში - 1:30 საათში აგზავნიან მეილზე

Posted by: ketket123 19 Apr 2017, 14:27
ხოო ყველაზე ახლოს ეგ იყო და ვიფიქრე მოვასწრებ თქო

Posted by: zikata7 19 Apr 2017, 17:18
nincka1987
პირადში მოგწერეე ნახეეე.. ხვალ მიდიხარ წაჩხურობას?

Posted by: Kato81 19 Apr 2017, 23:15
იათო
როგორ ხარ, გილოცავ აღდგომის დღესასწაულს :* წავიკითხე რომ გადადეთ სტიმულაცია, რატომ არ მოეწონა მიზეზი აგიხსნა? მოკლედ რამდენის გადატანა გვიწევს რა sad.gif მე არამიშავს ვარ ასე დაძაბული, მოლოდინში, ტესტის გაკეთებას ვერ ვბედავ, ხვალ 28 დღე მაქვს ინსემინაციიდან 14 დღე გავიდა, რავიცი იმედი დიდად არ მაქვს, სიმპტომებიც მკერდი მტკივა ეს ბოლო დღეები, სხვა თითქოს არაფერი არ ვიცი ძაან ვნერვიულობ...

Posted by: iratta_26 20 Apr 2017, 08:11
Kato81
14 დღე თუ გავიდა უნდა აჩვენოს ტესტმა.

Posted by: rosonera 20 Apr 2017, 10:53
როგორ ხართ გოგოებო? მოგვიანებით გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.
Kato81
გაიკეთე რა ტესტი, წესით უნდა აჩვენოს უკვე,
ketket123
რა ქენი შენ, ჩააბარე ხეგე?

Posted by: FELICE1 20 Apr 2017, 11:49
გამარჯობა, გოგოებო. ყველას მოგვიანებით გილოცავთ აღდგომას!!
მოკლედ, ჩემმა ერთმა საკვერცხემ სტიმულაციის შედეგად 3 დიდი ფოლიკული მომცა, შაბათს მაქვს პუნქცია. და ძალიან ვნერვიულობ. ვინმეს თუ გქონიათ ასე ცოტა ფოლიკული და შედეგი თუ მოუტანია? აქ რომ ვკითხულობ, ზოგს 15 ფოლიკულიდან მხოლოდ 5 ემბრიონი მიუღიათ, და რას უნდა ველოდო ჩემი 3სგან? sad.gif ანტიმულერიც ძალიან დაბალი მაქვს...

Posted by: m.i 20 Apr 2017, 12:19
FELICE1
გაიხარე შენც გილოცავ, მრავალს დაესწარი!
ნუ ნერვიულობ წინასწარ, ჩემს მაგალითს გეტყვი ორივე მხარეს სულ 6-მდე ითვლიდნენ აქედან 13 კვერცხუჯრედი მივიღე, ნუ 10 კარგი ხარისხის მათ შორის.. საიდან როგორ არ ვიცი biggrin.gif ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები

Posted by: იათო 20 Apr 2017, 12:19
Kato81
მარჯვენა საკვერცხე, რომელშიც წინა თვის სტიმულაციიდან ყვითელი სხეული იყო დარჩენილი, ეხლა არაა აქტიურიო.. ანუ ანტრალურები არ ჩანსო და ჯობს სტიმულაციას რომ დავიწყებთ ორივე საკვერცხეში ისახებოდესო...
მეც, სიმართლე რომ ვთქვა დიდად გული არ დამწყდა.. იყოს მაისში.. უფრო დამშვიდებულიც ვიქნები.. ამ 2 თვეში ბევრი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს.. ასე მგონია რაღაც რბოლაში ვარ ჩართული და ეს ერთ თვიანი გამოთიშვა და წამლების გარეშე ყოფნის პერსპექტივა (ნუ დ ვიტამინს და ფოლის მჟავას არ ვთვლი) მესიამოვნა კიდეც : )

გაიკეთე ტესტი :*

Posted by: akunabakuna 20 Apr 2017, 12:50
Felice 1
ნუ ნერვიულობ, მთავარია ხარისხობრივად იყოს კარგი, თუ ამ თვეში ვერა მომავალ თვეში შეაგროვებ და მერე გადაისკუპებ, მთავარია შედეგზე იფიქრო.

Posted by: naa-tii 20 Apr 2017, 13:41
ნუ გეშინიაა მთავარია ახარისხობრივად ეკარგი იყოს და სპერმა ძლიერი. შეიძლება სამივედან ფუმფულა ბლასტოცისტი მიიღო. თუ არადა დააგროვებ და ერთად გააფუმფულებ ყველას.

გოგოებო გადატანიდან მე-8 დღეა დღეს და ძალიან მტკივა წელი, არც სიარული მშველის და არც წოლა, მირჩიეთ რამე sad.gif

Posted by: იათო 20 Apr 2017, 14:16
გოგოებო, ლეტრუზოლის მერე მეორე ციკლი მაქვს და ისე ჭარბად მქონდა ორივეჯერ რომ ვერ ვასწრებ გამოცვლას ლამის sad.gif ნორმალურია?

რამე ხომ არ მჭირს ნეტა? sad.gif

Posted by: cash-cash 20 Apr 2017, 16:37
FELICE1
აბსოლიტურად ინდივიდუალურია, ქეის ზოგადად არ უყვარს ძალიან ბევრი ფოლიკი. მე 5 ანტრალური მქონდა და 5 კვერცხუჯრედი მივიღეთ კარგები, თუმცა მარტო 1 განაყოფიერდა და უკვე 26 კვირისაა. ასე წინდაწინ ვერანაირი სტატისტიკით ვერ დაადგენ რა შედეგს უნდა ელოდო. თავარია გჯეროდეს რომ კარგი შედეგი დაგიდგება . წარმატებებიი :***

Posted by: იათო 20 Apr 2017, 16:50
cash-cash
თუ გახსოვს ანტიმიულერი რამდენი გქონდა?

Posted by: taknatuna 20 Apr 2017, 17:39
cash-cash
როგორ არის შენი ბიჭუა?
ხვანცალებს მუცელში? <3 <3
როდის ელოდები?

Posted by: takotatuli1989 20 Apr 2017, 17:50
FELICE1
ასაკით რამხელა ხარ? მე ანტიმიულერი არც გამისინჯავს უამრავი ფოლიკის გამო არც მოუთხოვია და 22 ფოლიკიდან (აქედან 12 იყო მომწიფებული და დანარჩენი არა) 27 კვერცხუჯრედი ამოვიდა, აქედან 9 განაყოფიერდა და ბოლოს 1 დარჩა... ასე რომ რაოდენობას ნუ მიაქცევ ყურადღებას! ძაან ბევრიც არაა კარგი ხარისხი უვარდება.

Posted by: იათო 20 Apr 2017, 17:58
takotatuli1989
მისული რომ ვიყავი ქეთის გამოვუცხადე ბევრი ფოლიკი არ მინდათქო და ეჭვი მაქვს გიჟი ვეგონე.. მერე გავასწორე ბევრი ემბრიონი არ მინდა, მინდა რომ რამდენიც გამოვა ყველა გავაჩინო და დიდი ვარ ასაკით და ბევრს ვერ მოვასწრებთქო...
ფაქტიურად დელიკატურად მითხრა ჩამოდი მიწაზეო : ) შენი ასაკიდან და ანტიმიულერიდან გამომდინარე 2 თუ მივიღეთ საუკეთესო შედეგი იქნებაო..

ეხლა შენი ნაწერი რომ წავიკითხე ცოტა შემეშინდა, 9-დან ერთი რატომ დარჩა? მიზეზი რა არისო ქეთიმ?

Posted by: ketket123 20 Apr 2017, 18:04
0,5 ძალიან დავიღალე უკვე , მეტის ატანა მართლა აღარ შემიძლია

Posted by: mashusha 20 Apr 2017, 18:06
ketket123

ხეგე?((((!
ხომ ამბობდი არ ველოდებით..
გაუძელი!!!!

Posted by: takotatuli1989 20 Apr 2017, 18:09
ketket123
აუ რა ცუდიაააააა... და რა ძნელია ღმერთოოო... უფალს ვთხოვ მალე გაგახაროს ! მერამდენე ცდაა? sad.gif

იათო
მიზეზი უცნობია, მარტო თეორიულად ბევრ კვერცხუჯრედს აბრალებს რო ხარისხი დავარდა ამ მულტიფოლიკულოზით, თუმცა ზუსტად ვერ მეუბნება იმიტო რო ცალკე კვერცხუჯრედიც კარგი ხარისხის იყო და სპერმაც და გულშეღონებული ელოდებოდა უამრავ ემბრიონს. თუმცა უფლის წყალობით ერთი გამოვიდა და უყოჩაღესი <3

Posted by: ketket123 20 Apr 2017, 18:14
takotatuli1989
მესამე , სავარაუდო მიზეზი ყურის ანთება და გაციებაა . მაგრამ იმდენად იმედიანად ვიყავი და იმდენად მჯეროდა რო ყველაფერი გამოვიდოდა მართლა შოკირებული ვარ წინა 2 გადატანაზე არ მქონია ასეთი რეაქცია . თან 3 ემბრიონი

Posted by: იათო 20 Apr 2017, 18:23
ketket123
ანთება გადატანამდე დაგემართა? sad.gif
გადასატანი ემბრიონი კიდევ გყავს? წარმომიდგენია როგორ ხარ, მაგრამ ცოტა გაუძელი და დაგიბრუნდება ბროძოლის უნარი...

Posted by: ketket123 20 Apr 2017, 18:26
იათო
წინა დღეს ამტკივდა მაგრამ გადატანის მეორე დღეს გავიგე ანთება რო იყო. 3 ცალი მაგრამ აღარ ვიცი უკვე რა იქნება. ვაიდა ისიც არ გამოვიდეს აი მერე რა უნდა ვქნა

Posted by: taknatuna 20 Apr 2017, 18:28
იათო
QUOTE
შენი ასაკიდან და ანტიმიულერიდან გამომდინარე 2 თუ მივიღეთ საუკეთესო შედეგი იქნებაო..



ისე მგონი ქეთი ამ ბოლო დროსძაან პირდაპირი გახდა, მე მითხრა შენ დაბალი ანტიმიულერი გექნებაო და შეიძლება არ მოგივიდეს ციკლი შემდეგ თვეში საერთოდო ჰიპერპლაზიის გამო, როცა ცხოვრებაში არასდროს გამომიტოვებია თვე.
biggrin.gif

Posted by: იათო 20 Apr 2017, 18:28
ketket123
ასე ნუ ამბობ, აუცილებლად გამოვა.. მთავარია რომ გყოლია კიდევ

Posted by: ketket123 20 Apr 2017, 18:31
იათო
ახლაც ისეთი დარწმუნებული ვიყავი მეგონა დამთავრდა ამდენი წარუმატებლობა და გამომივიდა , მაგრამ არა მიმაგრებაც კი არ ყოფილა

Posted by: takotatuli1989 20 Apr 2017, 18:33
ketket123
სანამ სტრესი არ გაგივლის არც იფიქრო გადატანაზე.. იცი უარყოფით შედეგს იმიტო გიქრობ რო ნაკლები იმრდგაცრუება გქონდეს მარა შემდეგზე მაშინ გადაიტანე როცა მოიკრებ ძალას და მარტო დადებითზე იფიქრებ... აი გონებაში კი გაიელვებ უარყოფითსაც მარა უარყოფით შეხეგებზე არ იფიქრებ რა და როგორ იქნება...

Posted by: იათო 20 Apr 2017, 18:33
taknatuna
მგონი ქეთი ყოველთვის პირდაპირი იყო..
ნუ სიმართლე მითხრა 1.52 მაქვს ანტიმიულერი და რატომ ველოდი 7 ემბრიონს არ ვიცი : )))))))))

Posted by: m.i 20 Apr 2017, 18:38
ketket123
მართლა ძალიან დამწყდა გული შენი ამბის გამო. სამწუხაროა sad.gif უფალმა გამძლეობა მოგცეს და მალე გაგახაროს
ჩემი ამბავი გამახსენდა მეც 3 მქონდა გადატანილი, გამიახლდა ტკივილი sad.gif 3 მაქვს მეც გაყინული და მათვის ვლოცულობ რომ გადარჩნენ...

Posted by: naa-tii 20 Apr 2017, 20:00
ვაიმე გოგოებო, თქვენი უარყოფითებით გული ისე დამიმძიმდა, ჩამოვყარე ყყურები, თითქოს ჩემი
ტესტი გამეგო. მესამე გადატანა მაქ მეც და თან სამივე თავიდან დავიწყე, არც ეხლს მაქ გაყინული. ორშაბათს ველოდები პასუხს და რაც არ უნდა იყოს არ დავნებდები, თავიდან დავიწყებ თუ კიდე არ გამოვა, ასე რომ მოიკრიბეთ ძალები და არ დანებდეთ, მითუმეტეს სამ-სამი
ბაია გელოდებათ.

Posted by: nino84 20 Apr 2017, 21:29
ketket123
ძალიან მეწყინა, ვიცი რასაც გრძნობ, ოთხჯერ ნაქვს ეს იმედგაცრუება განცდილი ორ ინსემინაციას აღარ ვთვლი sad.gif ეხლა მეხუთე გადატანისთვუს ვემზადები სამწლიანი პაუზის შემდეგ. ძალები უნდა მოიკრიბო, მითუმეტეს თუ გაყინულები გყავს არ დანებდე აუცილებლად ყველას გამოგვივა.

Posted by: BA84 20 Apr 2017, 22:04
ketket123
ფუ რა ჯანდაბაა რაა, რატოოო. როგორ ველოდებოდი შენს დადებითს დღეს რამდენჯერმე შემოვედი. არ ვიცი რა გითხრა, რომ გყავს კიდევ ეგ ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს და არ გაქვს უფლება ყურები ჩამოყარო. მეც შენს დღეში ვიყავი 2 კვირის წინ და ეხლა ისევ სტიმულაციას ვიკეთებ და მოვედი ცოტა ხასიათზე.

****
გოგოებო ორგალუტრანი ვერ ვიშოვე ვერსად. ამ საღამოს მითხრა ხვალ გაიკეთეო, დილით კეტდება ხო ეგ? აღარ მახსოვს. და თეას ნომერი თუ გაქვთ ვინმეს, ექთნის. მომწერეთ რაა

Posted by: ketket123 20 Apr 2017, 22:29
ესაა ცხოვრება რააა ;(( რაც ყველაზე ძალიან გინდა იბრძვი , იტანჯები , ამდენ ენერგიას და ჯანმთელობას ხარჯავ ფინანსებზე ხო აღარ ვამბობ არაფერს და ისეთი საზიზღარ შედეგს დებ არაფრის მუღამი აღარ გაქვს რა . რავიცი ვერაფერს ვგეგმავ რა უნდა მოვიმოქმედო არ ვიცი. საოცრად შოკორებული ვარ იმდენად დარწმუნებული ვიყავი რო დადებითი იყო

Posted by: mashusha 20 Apr 2017, 22:39
ketket123
ამ ამბავს სულ ვყვები, ნაცნობი მყავს რომელიც წლების განმაბლობაში პერიოდულად იკეთებდა ინვიტროს.. არ ვიტყვი რამდენჯერ გაიკეთა.. 10- გადააჭარბა და.. ოცსაც... მიემართებოდა და ეშლებოდა
ბოლოს უტრხეს ამდენი სტიმულაცია აბორტით და აშ კედელია ისე გათხელებული რომ ნაყოფს ვერ დაიჭერდა. მაინც გარისკა, ისრაელში გაიკეთა და მიუხედავად იქზურების უიმედობის ტყუპი ბიჭი ( !!!!!) გაუჩნდა. ორი ლურჯთვალა!! ალბათ 15 ან მეტი წელი იწვალა. დღეს 7-8 წლისები არიან ბიჭები...

Posted by: compte.paris75 21 Apr 2017, 01:11
გოგოებო,

ბოლო სისხლის ანალიზი რაც ჩავაბარე ემბრიონის მიმაგრების პრობლემის გამოსაკვლევად, დღეს ვნახე ექიმთან შეხვედრაზე და აი ესეთი დასკვნით გამოვედი ცოტა დაღონებული sad.gif
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. ანტისხეულები ჩიყვის წინააღმდეგ არის 10-ჯერ მეტი და ნუ ამაზე უდავოა უნდა იმკურნალოვო.
2. ემბრიონის მიმაგრების პრობლემის გამოსაკვლევად მე გირჩევდით რომ 2 რაღაც გააკეთოთო:
- PGS (en) préimplantation Génétique Screening - ქალში თავიდანვე არისო ცუდიც და კარგი კვერცხუჯრედებიცო. ახალგაზრდა ქალში პროცენტულად ცუდი ცოტაა და კარგი ბევრიო. რაც ასაკი ემატება იმასთან ერთად ცუდი უბევრდება და კარგი უცოტავდებაო და შენო ეხლა წარმოიდგინე რომ 40 წლის ასაკში ხარ 80 % ცუდი ხარისხის კვერცხუჯრედი გაქვს და 20% კარგიო და დიდი შანსია რომ პუნქციის დროს მარტო ცუდი ხარისხის ამოიღონო და ამ ცუდი ხარისხით მიღებული ემბრიონი რომც მიემაგროს, ვერ იცოცხლებს დიდხანს ბავშვი და აუცილებლად მოგწყდებაო sad.gif ეს PGS მეთოდი მდგომარეობს გენეტიკურად კარგი კვერცხუჯრედის (ან ემბრიონის) შერჩევაში 24-ივე ქრომოსომის შემოწმებით, მაგრამ ჩვენთან არ კეთდებაო (საფრანგეთში). ძალიან კარგი შედეგები აქვთ ჩეხეთშიო და დაახლოებით 5500ევრო ჯდებაო.
- MatriceLAB - ის საშვილოსნოს ბიოფსია იმუნიტეტზე შესამოწმებლად. ნახე მომატებული ხომ არ გაქვს და ხომ არ ებრძვის საშვილოსნო ემბრიონს როგორც უცხო სხეულსო. ან პირიქით ძალიან დაბალი. 400 ევრო ღირსო და 5 თვე უნდა გამოკვლევასო.
3. კიდევ ერთი ფაქტორიაო გასათვალისწინებელი - ენდომედრიუმის სისქე (არ ჩანსო ეხოზე) და სქრეჩინგს აკეთებენო - არც ეს არ კეთდება (საფრანგეთში)
4. თუ PGS -ს ვერ გააკეთებთ ნუ ფინანსების თუ რაღაცის გამო, მაშინ გირჩევთო რომ გააკეთოთ:
- MatriceLAB-ის ბიოფსია (სქრეჩინგადაც ჩაითვლებაო)
- 1 თვით ადრე ინვიტრომდე მკურნალობის დაწყება ანტისხეულებზე.
- ინტრალიპიდური გადასხმა (მაღალი იმუნიტეტის საწინააღმდეგოდ)
5. კრებაზე გავიტან თქვენ დოსიეს და ვნახოთ რა გადაწყდება თუ დაგრთავენ ნებას რომ სცადოთ კიდევ ერთხელ და რა მეთოდებითო. 3 კვირაში მოგივათ პასუხი წერილობითო. მაგრამ როგორც შევატყე კოჭებში უარს მეტყვიან sad.gif ბევრი ინვიტრო გაქვს გაკეთებეული და დაანებე თავი გეყოფაო.
--------------------------------------------------------------------------------------------
ვერ გავიგე რატომ მითხრა ენდომედრიუმის სისქე არ ჩანსო ეხოზე? აბსოლიტურად ყველა მონიტორინგზე მიწერენ ენდომეტრიუმის სისქეს, სხვა რა სისქე უნდა იყოს? თუ სწორად ვერ გავიგე?

დამაიმედებელი პასუხით ვერ წამოვედი რაა. რა გამოვიდა ვერ გავიგე, ქეთისთან მინდოდა გაკეთება და ინვიტროები ეხლა რომ ვიკეთო იგივეა რაც ლატარია რომ ვითამაშო? რომელი კვერცხუჯრედი ამოვა პუნქციაზე კარგი თუ ცუდი რა ვიცი მე?
DHEA-ზე ვკითხე და საფრანგეთში არ არის ნებადართული და ვერ გამოგიწერ თუ გინდა ინტერნეტში იყიდეო. ხო, მაგრამ რა დოზებით მივიღო რა ვიცი? sad.gif

ან იმ რაღაც ინტრალიპიდურ გადასხმას რომ მთავაზობს, ჯერ არ მეცოდინება MatriceLAB-ის პასუხები ოქტომბრამდე და იქნებ პირიქით დაბალი მაქვს იმუნიტეტი?
მოკლედ გამიჩნდა ახალი საფიქრალი რააააა!!!!!

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2017, 08:37
compte.paris75
ქეატის პაციენტები მეტიპრედს მგონია იმიტო ვსვავთ ტო გარდა იმისა 17ოჰპ დაარეგულიროს ორგანიზმს იმუნიტეტს უქვეითებს რო ემბრიონი უცხო სხეულად არ აღიქვას... რატომღაც ასე ვიცოდი მე სხვები რას იტყვიან საინტერესოა... ეგ ქრომოსომული კვლევა როგორია? ფუნქციით ამოგიღებენ და განაყოფიერებამდე გამოიკვლევენ?

Posted by: amaltea 21 Apr 2017, 09:46
compte.paris75
ფარისებრის ანტისხეულები როცა მომატებულია,ეგეც პრობლემაა და მაშინაც მეთიპრედს ნიშნავს ქეთი. შეიძლება სულაც ეგ გიშლის ხელს მიმაგრებაში

Posted by: anabanaankabanka 21 Apr 2017, 10:03
compte.paris75
მე მაგალითად, როცა საფრანგეთში გავიკეთე ინ ვიტეო , ერთი წარუმატებელი ცდააუკვე მქონდა მანამდე საქართველოში, მაშინ ფრანგმა დაწვრილებით გამომკითხა საქართველოში რა გავიკეთე და როგორ... ამდენი ანალიზი და წამალი რომ
ჩამოვუთვალე, პირდაღებული მიყურებდა- რა საჭირო იყოო ამდენი სისულელეო მერე პირდაპირ ასე მითხრა... მეთიპრედზე მიპასუხა-ეგ საერთოდ რისთვისაა რად გინდოდაო... რა ვიცი აბა რა გითხრა? ფაქტია აქცუკეთესი შედეგი მივიღეთ...
სულ ვკითხულობ შენს პოსტებს და ძაან გგულშემატკივრობ და მინდა გირჩიო, იქნებ ქეთისთან მოახერხო და გაიარო კონსულტაცია? თუ ჩამოსვლას ვერ ახერხებ, რომ მიწერო ფბ და მოკლეთ აუხსნა შენი სიტუაცია და თხოვკ დაგირეკავთ როცა მეტვი ან სკაიპით ჩავერთვებოთქო და იქნებ მისი აზრიც გაიგო? მართლა კარგი ადამიანია და მგონი უარს არ გეტყვის ონლაინ კონსულტაციაზე. მარტო ის მაინც რომ
გითხრას -ღირს რომ ჩამოხვიდე თუ არა

Posted by: FELICE1 21 Apr 2017, 10:23
takotatuli1989cash-cash
naa-tii
akunabakuna
m.i
მადლობა, გოგოებო, გამხნევებისთვის. იმედია ყველაფერი გამომივა smile.gif
მინდა გკითხოთ, ვინც უნარკოზოდ გაიკეთა პუნქცია, როგორი ასატანია? არ ღირსო 3-ის გამო ნარკოზიო და მეც დავთანხმდი. და კიდევ რა მინდა გკითხოთ, რამე პირადი ნივთები დამჭირდება რომ წავიღო? და კიდევ, ალბათ აქ ბევრჯერ დაწერილა, მაგრამ იქნებ ერთხელაც მიპასუხოთ, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცედურა და როდის გიშვებენ გარეთ? მადლობა წინასწარ

Posted by: m.i 21 Apr 2017, 10:29
compte.paris75
უფ რა რთულ სიტუაციაში ხარ,, რამდენი საფიქრალი გაქვს.. sad.gif გამძლეობა მოგცეს უფალმა, არ დანებდე სიბნელეს აუცილებლად მოყვება სინათლე..

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2017, 10:36
FELICE1
ნამდვილად არ ღირს 3 ცალზე ნაკროზის გაკეთება ჩემი აზრით, ასატანია ყველანაირად... პაკეტი წაიღე შეიძლება გამონადენი გქონდეს პროცედურის მერე, თუმცა მე არ მქონია არც ერთი წვეთი მარა ეგ ინდივიდუალურია. დილას მივედი და 2-ზე გამოვედი.. თვითონ პროცედურა მაქსიმუმ 15 წუთში დასრულდება, თან თუ ერთ საკვერცხეში გაქ სამივე უფრო მალე და მარტივად .. ერთი ჩხვლეტა გექნება და საკვერცხეზე წიწკვნა და მორჩა. პროცედურის მერე პალატაში წევხარ 2 საათი მინიმუმ და მერე ეხოს გიკეთებენ რო ნახონ რა და როგორაა და გიშვებენ.

Posted by: FELICE1 21 Apr 2017, 10:41
takotatuli1989
დიდი მადლობა!

Posted by: SRB100 21 Apr 2017, 11:14
ketket123
ნუ ხარ ყურებჩამოყრილი!
მიმაგრება, ალბათ, იმიტომ ვერ მოხდა, რომ ანთება იყო ორგანიზმში..
სამი ფუმფულა ემბრიონი გყავს და აუცილებლად გამოგივაა. ოპტიმიზმი არ დაკარგო გთხოვ!!!

* * *
compte.paris75
ჩამოდი აქ, ჩამოდი!!!
არ იქნება ლატარია, მემგონი განსხვავებული სქემებია მანდ და აქ და სცადე აქაური, მშობლიური..

ამდენ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი, აი ნახავ :*

Posted by: compte.paris75 21 Apr 2017, 11:40
takotatuli1989
კი პუნკციას რომ გააკეთებენ მერე გამოიკვლევენ ან ოოციტს ან ემბრიონს ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ გადატანამდე ხდება, მარტო კარგებს გადაგიტანენო.

anabanaankabanka
კარგი აზრია მივწერ ფბ-ზე და ვნახოთ აბა თუ მიპასუხებს.

მაგრამ ამ PGS-ის ამბავმა ძალიან დამაფიქრა. მინდა ერთხელ მაინც გავიკეთო ეს გამოკვლელვა რომ ნახონ ერთი ჩემი ემბრიონების ხარისხი. ადრეც გაგებული მქონდა ამაზე და ვკითხულობდი ინფორმაციას. აი რეპროარტში აკეთებენ მაგრამ თურქეთში ვაგზავნითო რომ დავურეკე.
http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=268447135&year=2016&jurn_id=9&rubr_id=8

აქ რომ ვუთხარი საქართველოშიც კეთდება-მეთქი. არ მირჩია - მე ჩეხეთში ვიცი კარგი შედეგი აქვთ და საქართველოდან არაფერი არ ვიციო.

გოგოებო, ძალიან ბევრნაირი DHEA იყიდება ამაზონზე და რომელი ვიყიდო არ ვიცი ან რა დოზებით დავლლიო. თქვენ რას გიწერთ ქეთი?

Posted by: m.i 21 Apr 2017, 11:50
compte.paris75

მეც მოვიკითხე გამოკვლევის ამბავი. მითხრეს თურქეთში კეთდება 1000 $ ღირს ერთი ემბრიონის გენეტიკური კვლევაო. ოოციტს ან უკვე მიღებულ ემბრიონს აცლიან ერთ უჯრედს და იმ უჯრედზე ხდება კვლევის ჩატარება. რათქმაუნდა გადატანამდე ხდება ეგ ყველაფერი

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2017, 11:56
m.i
compte.paris75
მოკლეთ მაგ კვლევა არის თუ არა არ ვიცი მარა გენეტიკურ პათოლოგიებზე მითხრა თეომ რო რომელ ემბრიონსაც იკვლევენო ის შეიძლება აღარ იყოს ვარგისი გადასატანადო მარა არ მგონია ასე იყოს, ჩემ მეგობარს უნდა ემბრიონის კვლევა მარა ისიც არ ვიცით ყველანაირ გენეტიკურ ანომალიებზე კეთდება თუ არა.. ეგ ინფო თუ გაქვთ დაწერეთ რა.. ეს არ გაანადგურებს ემბრიონს და თან თეომ ერთს რო პატოლოგია აღმოაჩნდეს არ ნიშნავს რო სხვა ემბრიონსაც აღმოაჩნდებაო. კარგად ინფორმირებული მაინც არ მომეჩვენა თან მითხრა სადაც აკეთებენ მაგ კვლევას ჯობია იმ ქვეყანაშივე გაიკეთოს ინვიტროო.

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 12:23
გოგოებო, ვინც ინვიტრო გაიკეთეთ ანტიმიულერი ვის რამდენი გქონდათ?

Posted by: m.i 21 Apr 2017, 12:38
takotatuli1989
მე რაც ვიცი გეტყვი.. მეორე მცდელობაც უშედეგოდ რომ დამთავრდა, კლინიკას მივადექი პრეტენზიებით- სათანადო კვლევებს რატო არ ატარებთ თქო? იქ დეტალურად განვიხილეთ რა კვლევები და მეთოდები არსებობს. ჩემს შემთხვევაში მითხრეს რომ ძალიან ადრე იყო მზგავს კვლევებზე ფიქრი.. აბსოლიტურად ყველანაირი კვლება ტარდება, ყველა ქრომოსომას იკვლევენ, აკვირდებიან გარკვეული პერიოდი როგორ ხდება ჯაჭვური განვითარება. რამდენი ემბრიონის კვლევაც გსურს, სათითაოდ უნდა აიღო ყველასგან ერთი უჯრედი. ამით ემბრიონი არ ზიანდება, მალევე აღიდგენს დანაკლის უჯრედს.. შეიძლება სრულიად ჯანსაღი ემბრიონი ჩანდეს მაგრამ განვითარების მხოლოდ რამდენიმე დღიანი უნარი ქონდესო, კვლევით ესეც დგინდება.. თუმცა როგორც უკვე დავწერე, მარტო ერთი ემბრიონის კვლევა 1000 $ მითხრეს თურქეთში

Posted by: compte.paris75 21 Apr 2017, 12:38
მივწერე ქეთის მეილზეც და ფეისბუქზეც და ვნახოთ აბა თუ გამომეხმაურება

* * *
takotatuli1989
ასე ხსნის რეპროარტი იმ საიტზე რაც წინ დავდე:
"... ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური გამოკვლევისთვის მასალას ვიღებთ ბლასტოცისტის სტადიაში ლაზერული აპარატის საშუალებით იმ უჯრედებიდან, საიდანაც პლაცენტა ვითარდება, ანუ ამ კვლევებისას ემბრიონის დაზიანება არ ხდება. ქალის ორგანიზმში გადადის მხოლოდ ჯანმრთელი ემბრიონი...“
* * *
QUOTE (takotatuli1989 @ 21 Apr 2017, 11:56 )
... სადაც აკეთებენ მაგ კვლევას ჯობია იმ ქვეყანაშივე გაიკეთოს ინვიტროო.

ხო, მეც მასე მითხრა რომ ყველაფერი ერთად უნდა გაკეთდეს
* * *
QUOTE (takotatuli1989 @ 21 Apr 2017, 11:56 )
... ჩემ მეგობარს უნდა ემბრიონის კვლევა მარა ისიც არ ვიცით ყველანაირ გენეტიკურ ანომალიებზე კეთდება თუ არა.. ეგ ინფო თუ გაქვთ დაწერეთ რა..

რაც წავიკითხე ინტერნეტში და იმ ჩეხურ საიტებზეც სადაც მაგზავნიან არის ორნაირი კვლევა PGS და PGD.
PGS - préimplantation Génétique Screening - ეძებენ ქრომოსომულ ანომალიებს, თუ აგებულებით ყველა ქრომოსომას შეიცავს (მგონი 46 ცალია ხო?)
PGD - préimplantation Génétique Diagnostique - იციან უკვე მშობლები რა გენური დაავადების მატარებლებიც არიან და იმ კონკრეტულ დაავადებაზე იკვლევენ

ყველა გენეტიკურ დაავადებაზე შემოწმება შეუძლებელიაოოო

Posted by: ninucela84 21 Apr 2017, 13:15
QUOTE (taknatuna @ 21 Apr 2017, 12:23 )
გოგოებო, ვინც ინვიტრო გაიკეთეთ ანტიმიულერი ვის რამდენი გქონდათ?

მე გავიკეთე უშედეგო 2014 წელს და ანტიმიულერი მქონდა 4.7

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 13:17
ninucela84
მადლობაა. 0.92 მომივიდა პასუხი და მინდა თუ არ დადგა ბუნებრივად ფინანსურად წინასწარ მოვემზადო ინვიტროსთვის.

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2017, 13:18
compte.paris75
აჰა გასაგებია... ბარემ თურქეთში გაიკეთოს ჯობია თუ გადაწყვეტს

Posted by: ketket123 21 Apr 2017, 13:57
taknatuna
3,52 მაქვს ანტიმიულერი

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 14:15
უი მე ეხლა დამებადა ეს კითხვა.. ვინმემ თუ იცით ანტი მიულერი ინ ვიტრო სტიმულაციის შემდეგ ნეტა რამდენით იკლებს დაახლოებით? 3.1 მქონდა და ალბათ 2ზე ჩამომივიდოდა? თუ უფრო ნაკლებზე?

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2017, 15:44
Tamara1988
ანტრალურები თუ ისევ ბლომად გაქ არაფერიც არ ჩამოგივიდოდა... მე 22 იმიტო ამომაცალა რო დაისვენონ საკვერცხეებმაო ჩათვალე რო დრილინგიაო მარა არ უშველა ისევ უამრავი მაქ, მასე ვერ გაიგებ რა. მარა ეს უამრავიც არ ყოფილა მთლად კაი როგორც ჩანს

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 15:45
მეც ვკიტხულობდო ანტიმიულერზე და ბევრი გაქვს და ცუდია ცოტა გაქვს და ეგეც ცუდიაა აღარაა ჩვენი საშველი :დ

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 15:53
takotatuli1989
ანტრალური სტიმულაციის წინ რომ გადავიღე ეხო მარცხენაში 10-12 ხოლო მარჯვენაში 8-9 იყო. ეხლა აღარ ვიცი. მაისში რომ მივალ ვიკითხავ. რატომღაც მაინტერესებს. ))))

Posted by: takotatuli1989 21 Apr 2017, 16:40
Tamara1988
მე ვიცი რო ეგ არის ნორმალური, კარგი საკვერცხის მაჩვენებელი და მე მქონდა 20-22 და ესაა მულტიფოლიკულოზი და 30-33 არის პოლიკისტოზი ასე მაქ წაკითხული. აგერ ნახე მშვენიერი მაჩვენებელი გექნება ისევ.

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 18:17
taknatuna
შარშან ამ დროს გავიკეთე ანტიმიულერი და ეგრე მგონდა მეც 0.90 და ქეტიმ სასცრაფოდ იფიქრე ინვიტროზეო, საგანგაშო არ არის, მაგრამ უკვე უნდა იჩქარო, მე ეხლა ვარ ინვიტროს პროცესში მანამდე ვერ მოვახერხე

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 18:25
kekuna78
ასაკი?
რს ეტაპზე ხარ?

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 18:27
38 წლის ვარ, შენ პატარა ხარ როგორც მახსოვს და რატო გაქვს ასე დაბალი?
პუნქცია მქონდა უკვე და ორშაბათს ჰისტეროსკოპიას ვიკეტებ ჰიპერპლაზია მაქვს

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 18:32
kekuna78
მე ციკლი დამეწყო ძაან ადრე 10 11 წლის ვიყავი და რავიცი შეიძლება კავშირში იყოს? არაფერი არ მაქვს გადატანილი ისეთი რასაც შეიძლწბა ემოქმედა.

მეც ჰიპერპლაზია მაქვს ზუსტად. და რომ მივალ დაველაპარაკები. მე ვფიქრობ გავიკეთო ჰისტერო თქო და ჯერ ისე ვცადო ბუნებრივადდ. და წლის ბოლოსკენ შევუდგე მეთქი მაგ საქმესზ

Posted by: cash-cash 21 Apr 2017, 18:33
იათო
5.7 მქონდა ანტიმიულერი.თუმცა 5 კვერცხუჯრედი მივიღეთ. თან ქეთიმ ამხელა მაინც არ უნდა იყოსო და მას მერე აღმოაჩინა საკვერცხესი კისტური ჩანართი.

taknatuna
აუ.ისე ხვანცაკებს. რომ გაჩუმდება სპეციალურად ვწვები ზურგზე რომ არ მოეწონოს და მომიპაკუნოს smile.gif))

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 18:39
taknatuna
ხო მეც გადატანამდე ჰისტეროს ვიკეთებ, ისედაც 2 ემბრიონი მყავს და მირჩევნია მოვიწესრიგო ღრუ, დაელაპარაკე და ქეთი გირჩევს რა და როგორ

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 18:43
გოგოებო გადატანამე პროცედურები რა ჯდება?

Posted by: იათო 21 Apr 2017, 18:53
cash-cash
ანუ კისტურის ჩანართის გამო იყო მაღალი? ვერ მივხვდი sad.gif

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 18:53
taknatuna
kekuna78
გოგოებო თქვენი ჰიპერპლაზია ქეთიმ დაინახა ეხოზე? ანუ ჩანს ეხოზე? იცით რის მეშინია? 1წლის უკან მქონდა მეც და ოპრაცია გავიკეთე. ეხლა წავიკითხე რომ ეგ შეიძლება ისევ განმეორებით გაჩნდესო. მაისში მაქვს გადატანა და გული მისკდება სულ ეჭვებში ვარ ისევ ხომ არ მაქვს თუმცა არც ქეთის და არც ხეცურიანს არაფერი უთქვამს ეხოზე. მაგრამ მაინც ვნერვიულობ მაგ საკითხზე.

Posted by: cash-cash 21 Apr 2017, 18:53
compte.paris75
ფარისებრის ანტისხეულები მეც მაქ მომატებული 300მდე მქონდა. მანამდე მხოლოდ ეუთიროქსინის დაბალ დოზას ვსვამდი.გადატანიდან უკვე მეთიპრედი 4მგ. 16 კვირამდე და მას მერე ნახევარს დღემდე და სულ უნდა ვსვა ორსულობაში.

ketket123

ძაან დამწყდა გული . რა უნდა გიყხრა და რით განუგეშო, მაგრამ თაკომ რაც გითხრა 100% ვეთანხმები. პოზიტივი და აზალი ძალით

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 19:00
Tamara1988
გოგო კიი ყველა ეხოზე მაგას მეუბნება ჰიპერპლაზიააო

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 19:12
taknatuna
ვაა რა საინტერესოა.ქეთი მაგარიაა სულ უფროდა უფრო ვრწმუნდდები.. აბა ჩემთან საერთოდ ვერ ხედავდნენ ეხოზე სხვებთან დავდიოდი მანამდე და ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. ეჭვიც კი არ ქონდთ არც უხსენებიათ არასდროს 4წლის განმავლობაში და თურმე კი მქონია. ნეტა აღარ მქონდეს რა.

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 19:15
Tamara1988
ქეთიმაც დაინახა, მაგრამ ხეცურაინთან გამიშვა და იმანაც დაადასტურა, მეც ორჯერ მაქვს მაგის ოპერაცია გაკეთებული და კიდე გაჩნდა, ვადიმმა კი გამაფრთხილა ორსულობა თუ არ დადგა კიდევ გაჩდებაო

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 19:18
kekuna78
და რამდენ ხანში გაჩდა შენთან? ბოლო ოპერაცია როდის გაიკეთე?
* * *
kekuna78
ეხოზე ციკლის მერამდენე დღეზე ჩანს? თუ არ აქვს ციკლის დღეს მნიშვნელობა?

Posted by: nino84 21 Apr 2017, 19:23
Tamara1988
მეც მასე ვარ, შარშან ივლისში გავიკეთე ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია და ეხლა გადატანამდე რომ მივედი ვნერვიულობ რამე არ იყოსთქო, თუმცა ნაშინ მხოლოდ მილების გამო გავიკეთე, რენტგებმა გაუმტარი აჩვენა.

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 19:24
Tamara1988
ორი წლის წინ გავიკეთე, მერვე დღეს დამიბარა

Posted by: იათო 21 Apr 2017, 19:32
nino84
რენდგენის პასუხი დადასტურდა ლაპაროს დროს? თუ აღმოჩნდა რომ ცდებოდა?
2-ჯერ აჩვენა ჩემზე გამტარი და ვერ გავიგე, თუ მილიც გამტარია და საკვერცხეც და საშვილოსნოც ნორმალური, რა მჭირს? sad.gif ამიტომ ვფიქრობ მილზე რამე არის და რენდგენზე არ ჩანსთქო...

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 19:32
nino84
მე შარშამ მარტში და ქეთის რომ ვუთხარი 1წელი არ არის დიდი დროვო მაგრამ მე მაინც ძაან მეშინია.ავიკვიატე ეხლა და სულ ამაზე ვფიქრობ.
kekuna78
ხეცურიანთან 11დღეს გადავიღე ვაგინალური ეხო მაგრამ არ უთქვამს.

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 19:34
nino84
მაშინ თუ არ იყო ეხლა საიდან გაჩნდებოდა ტყვილად ნერვიულობ

Posted by: იათო 21 Apr 2017, 19:36
Tamara1988
ხოდა დამშვიდდი, დაინახავდა ამდენი ხალხი რამე რომ ყოფილიყო smile.gif შეეშვი ცუდზე ფიქრს

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 19:42
Tamara1988
ორივეჯერ ორი წლის მერე გამიჩნდა ასე რომ ჯერ არაფერი არ იქნება შენთან

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 19:45
იათო
ხო მაგარმ ხანდახან ჩემი ციკლის გამონადენიც არ მომწონსsad.gif(( ზოგჯერ მუქი ყავისფერია და ეგ მაძლევს ეჭვის საფუძველს თორე ქეთის კი ვენდობი.

Posted by: იათო 21 Apr 2017, 19:50
Tamara1988
მე ყოველთვის მუქად მეწყება და მიმთავრდება და ბევრისგან გამიგია ცუდიაო, მაგრამ ქეთის ყოველთვის მოსწონდა ჩემი ენდომეტრიუმი smile.gif მოკლედ დამშვიდდი, ეხლა სანერვიულოს ძალით იგონებ smile.gif

Posted by: nino84 21 Apr 2017, 20:00
იათო
ორივე გამტარი იყო და არც სითხე იყო მილში. ყველაზე ინფორმატიული და უტყუარი მაინც ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპიაა.რამდენი წელია გათხოვილი ხარ? მეუღლეს ანალიზები წესრიგში აქვს?

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 20:01
იათო
დიდი მადლობა იათო შეენ ასე რომ მამხნევეებ . lam.gif love.gif

Posted by: იათო 21 Apr 2017, 20:18
nino84
ჰისტერო 2 წლის წინ გავიკეთე, პოლიპი მოვიცილე.. ლაპაროზე უარი მითხრა ქეთიმ, ანტიმიულერი არ გვაძლევს საშუალებასო sad.gif ასერომ რენდგენის იმედად დავრჩი.. მეუღლეს ბოლოს გაუუარესდა მდგომარეობა, ერთი პერიოდი სულ მთლად ცუდი არ იყო პასუხი... მოკლედ ინვიტროს ვიწყებ მაისში... იმედია ასე მაინც გამომივა smile.gif

Tamara1988
bis.gif

Posted by: ketket123 21 Apr 2017, 20:21
ანტიმიულერის დაცემას ჰისტეროსკოპიაც იწვევს? მე მინდა გაკეთება სანამ კიდევ გადატანას დავგეგმავთ გავიკეთო.

Posted by: nino84 21 Apr 2017, 20:27
იათო
მეუღლის ანალიზი არც ჩემთანაა კარგი, მაგრამ ქეთიმ ინვიტროსთვის აბსოლიტურად ნორმალურიაო. ჩვენ ოთხი წლის წინ ვცადეთ პირველად ინვიტრო უშედეგო ინსემინაციების შემდეგ და არცერთი არ მიმაგრდა. ეხლა ქეთისთან ვემზადები გადატანისთვის სავარაუდოდ ივნისში მექნება, ერთი სული მაქვს უკვე როდის გადამიტანს.
* * *
kekuna78
არ ვიცი, ამდენი უშედეგო ცდების შემდეგ ყველაფერზე ვნერვიულობ და განვიცდი.

Posted by: იათო 21 Apr 2017, 20:31
nino84
ხო ჩვენც იგივე გვითხრა, დღეს ნიშნიანიძესთან ვიყავით და პირდაპირ ინვიტროს პაციენტები ხართო.. არადა ცოტა ხნის წინ არ იყო ეგეთი მდგომარეობა... მეც ვეღარ ვითმენ, თან მეშინია კიდევ არ გაუარესდეს.. იმედია მაისში აღარაფერი შეგვიშლის ხელს

ketket123
ჰისტერო გავიკეთე გაგუაში, მაშინ არც ვიცოდი რამდენი მქონდა ანტიმიულერი.. მაგრამ როგორც ქეთისთან საუბრისას მივხვდი ლაპარო იწვევს, ჰისტერო არა.. დარწმუნებით ვერ გეტყვი

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 20:32
ისე რა მინდა დავწერო, არ დამცინოთ კი :დ ბავშვობაში ყბაყურა მქონდა ბატონები და გამიგოა რომ ბიჭებში უშვილობას იწვევსო და ნეტა ჩემს ანტიმიულერზე მაგან ხო არ იმოქმედა :დ
kekuna78
ძალია მეწყინა შენი ამბავი. წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ განიცდით.

იცი რა მინდა გკითხო რამდენი წლის ხარ შენ? წინა გადატანებზე მიზეზი რა გითხრეს რატო არ გამოვიდაო და ტველა ქეთისტან გაიკეთე?

Posted by: nino84 21 Apr 2017, 20:33
იათო
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ბევს პირველივე ცდაზე უმართლებს.

Posted by: basheli 21 Apr 2017, 20:41
შემიფასეთ რა ჩემი ჰორმონები თქვენც. მართლა ასეთი კარგია, თუ მე მგონია მარტო ასე... ორშაბათამდე ექიმს ვერ ვაჩვენებ....
free T4 - 1.11 _____ ნორმა: 0.7_1.48.
tsh - 1.44 ______ ნორმა: 0.35_4.95.
fsh - 6.57 ______ ფოლიკულური ფაზის ნორმა: 3.03___8.08.
lh - 5.58 _____ ფოლიკულური ფაზის ნორმა: 1.8_11.78.
prolactin - 11.37 ____ ნორმა: 5.18_26.53

Posted by: kekuna78 21 Apr 2017, 21:00
ketket123
მე ვკითხე ქეთის და სერთოდ არ მოქმედებს ანტიმიულერზე ჰისტეროვო
taknatuna
მგონი შეცდომით მომნიშნე smile.gif

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 21:10
kekuna78
აუ ხოო ქეთი უნდა მომენიშნა

Posted by: mariami17 21 Apr 2017, 21:14
გოგოებო დივიგელს რამდენი ხანი ნიშნავს ქეთი?

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 21:18
taknatuna
რა საყვარელი ხაარ smile.gif ქექე ქექე და ამოქექე ყბაყურა ხოო smile.gif ჩემს მეუღლეს მაგის ნიადაგზე აქვს ძალიან დაბალი ცოცხალი სპერმატოზოიდი. ძლივს მიუსწრიათ და გაურჩენიათ მენინგიტს აცდა ორი საათითო. მაგრამ გოგოებზე თუ მოქმედებდა ეგ არ ვიცი. ისე კი ვიხალისე საყვარელო smile.gif მძიმე ფორმა გქონდა ყბაყურის თუ მარტივი?

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 21:22
Anukia198889
როგორც მახსოვს 100 ლარიანი მაჩუქა მამაჩემმა და მომირჩა მაშინვე :დ :დ
პაპაჩემის 40 იყო და მაგ დღეს დამემართა მახსოვსს. და ბატონებს ხო გახარება უნდა და გამახარა მამაჩემმა 100 ლარით biggrin.gif lol.gif 1 კვირაში გამიარაა როგორც მახსოვსმ ანუ იოლი ფორმა მქონდა რა. დაახლოებით 10 წლის ვიყავი მაგრამ ციკლი 11 ისას დამეწყო და რავიცი არამგონია კავშირში იყოს
მაგის მეტი ცხოვრებაში არაფერი დამმართნია. არ ვეწევი არ ვსვამ და ჯანმრთელად ვცხოვრობ მაქსიმალურად კაი ხანი სპორტსაც მივდევდი ფრენბურთს. ვერ ვხვდები რას უნდა გამოეწვია ჩემს ასაკში ესეთი დაბალი ანტიმიულერი. user.gif

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 21:44
taknatuna
თავი რომ არ გაგისკდეს ფიქრში ეს გიპოვნე და ასლი დაგიკოპირე. მგონი ბოლოა შენი მიზეზი ანტიმიულერისა ...

"ანტიმიულერის ჰორმონის დაქვეითება აღინიშნება: საკვერცხეების რეზერვის დაქვეითების , გაცხიმოვნების(სიმსუქნის), მენოპაუზის, სასქესო ორგანოების განუვითარებლობის, საკვერცხეების არარსებობის, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დროს"
* * *
გოგოშკებო მეოთხეზე რომ მოლარე ზის მანდ როგორ დავრეკო ნომერი ხომ არ გაქვთ? ფასები მინდ ზუსტად გავიგო გადატანის და გამოლღობის. თან იცოდნენ ეგება როდის მიდიან მაისში და რამდენი ხნით

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 21:48
Anukia198889
მეც მაგას ვფიქრობ. ციკლის ნაადრევ დაწყებას. თორე სიმსუქნით 48 კილო ვარ 168 სმ :დ

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 21:51
taknatuna
ვაიმეე ზუსტად ჩემი სიმაღლე გააქვს და წონა მეც აქამდე სულ 48 ვიყავი. ეხლა რაც მეთიპრედს ვსვამ ამ ორ თვეზე მოვიმატე ორი კილო და 50 რომ დაეწერა სასწორზე ის დღე ავღნიშნეე smile.gif ჩემი საოცნებო რიცხვი დავამრგვალე

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 21:55
Anukia198889
მე 2250ლარი მითხრეს გამოლღობა გადატანა.

Posted by: nino84 21 Apr 2017, 21:55
Anukia198889
რომ გაარკვევ გეხვეწები აქაც დაწერე რა, ვეღარ გავიგე რამდენი მჭირდება კიდე გადატანაზე და ბოლოს რომ ვიყავი დამავიწყდა მეკითხა.

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 21:57
Tamara1988
დედააა რა ამბავია გოგოოო. როდის გითხრეს ეგ? გაოცებული ვარ პირდაპირ. ხალხმა ორი თვია წინ 560 ლარად გადაისკუპეს და ეს რა ციფრები გახადეს შოკში ვარ რაა

Posted by: mariami17 21 Apr 2017, 22:01
1300 გადავიხადე. უკვე 1600 ღირდა. ძველი ტარიფი შემეხო

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 22:04
b]mariami17[/b]
mariami17
როგორ ხარ საყვარელო? ექიმთან მიხვედი თუ გაგიჩერდა თავისით გამონადენი? როდის უნდა ნახო შენი ტყუპუნები?

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 22:07
Anukia198889
არ ვიცი გოგოებო ჩეკები სულ შენახული მაქვს მე ყველაფერი გაძვირებული დამხვდა
ფუნქცია 2200 ლარი.
გაყინვა 720 ლარი.
სპერმი დამუშ.500 ლარი.
კვერცხუჯრედის კულტივირება 850 ლარი.
გადაყანა 2250 მითხრეს.
ეხლა იმასღა ვლოცულობ პირველივეზე გამიმართლოს თორე გავიყვლიფე.

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 22:07
რაღაცა არა მგონია 2250 იყოს გადატანა. ძაან ძვირია რაა. თან ორი კვირის წინ თამთას ვკითხე და მითხრა 2000 ლარამდეა სადღაცო. შეიძლება არც მაგდენიო. სულ ანალიზებიანად ეხოაკოპიანად 2000 უნდა გეყოსო მითხრა და ვნახოთ აბა გაგაგებინებთ.

Posted by: taknatuna 21 Apr 2017, 22:11
გოგოებო რამდენი დაგიჯდათ გადატანამდე ყველა პროცედურაა? სტიმულაციები პუნქცია და ა.შ.

Posted by: Tamara1988 21 Apr 2017, 22:11
Anukia198889
ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს სქერჩინგი ტყუილად რომ გავიკეთეთ სტიმულაციის თვეში გადატანისთვისაც ხომ გვჭირდება და ფულს კიდე გადაგვახდევინებენ ნეტა?

Posted by: mariami17 21 Apr 2017, 22:26
Anukia198889
კარგად ვარ smile.gif)) 2 მაისს მივდივარ. როდის მოვა სულმოუთქმელად ველოდები.

Posted by: anabanaankabanka 21 Apr 2017, 22:36
Tamara1988
ინ ვიტროში ახდევინებდნენ და ინოვაში არ ვიცი

Posted by: Anukia198889 21 Apr 2017, 22:43
taknatuna
taknatuna
მე ზუსტად 8 000 დამეხარჯა. უშუალოდ ინვიტროს ანალიზებიანად სტიმულაცია.ფუნქცია.განაყოფიერება და გაყინვა. გადატანის გარეშე ეს ყველაფერი.

Posted by: cash-cash 21 Apr 2017, 23:44
იათო
რა იყო იცი? ანუ მაგ ანალიზის შედეგენით ძალიან მაგარი მაჩვენებელი.იყო.იდეალური. 5.7 მაგრამ ქეთიმ გინდა თუ არა ამხელა მაინც არ უნდა გქონდეს. რაღაც ხდება შიგნითო და კარგად რო დამხედა ეხოზე რაღაც დაინახა.მერე თამარასთან გადამაგზავნა.მაგან გნახოსო თავისი აპარატითო და მანდ უკვე მეც ვნახე. მოკლედ ყვითელი სხეულიც და ონკო რაცხაც გამოვრიცხეთ. დარჩა ეს გაუგებარი კისტური რაღაც ჩანარტი შიგ საკვერცხეში. ასე იყო ეგ ამბავი

Posted by: Tamara1988 22 Apr 2017, 08:54
Anukia198889
გოგო სტიმულაციის თვეში რომ გადაგეტანა 900 ლარი დაგიჯდებოდა და ეხლა ამ 2250 ლარში გადატანა გამოლღობა და ყველანაირი ეხო მორიტორინგები და მომზადება შედისო რა.რავიცი მე ასე მითხრა იმ გოგომ მეოთხეზე რომ ზის.ხომ მიდიხარ ამ დღეებში და გაარკვიე ყველაფუერი ზუსტად და ჩვენვ გვითხარი მეც მაინტერესებს ძალიან.

Posted by: mashusha 22 Apr 2017, 13:13
taknatuna
გენეტიკა როგორი გაქვს?
ჩემთან ცოტა ადრე ეწყებათ კლიმაქსი. თუმცა, მენზო მაინც არ ნიშნავს იმას რომ კვერცხუჯრედი არის და განაყოფიერების უნარი აქვთ.
ყბაყურა მეც მქონდა და ძმასაც. მე ბაღში დავდიოდი, ძმა სკოლაში. მახსოვს უფრო ძმაზე დარდობდნენ ბატონების ეს ფორმა სათესლეების ურტყამსო. მადლობა ღმერთს არაფერი არ დაუტოვა. გოგოზე არ გამიგია.
სტიმულაცია ხომ არ გაქვს ბევრჯერ გაკეთებული? მეგობარს მასე მარაგი გამოულიეს.

Posted by: taknatuna 22 Apr 2017, 13:36
mashusha
ჩემს მხარეს დედის მხრიდანაც და მამის მხრიდან მსგავსი პრობლენა არავის ჰქონია. ან თუნდაც მკურნალობისთვის ექიმისთვის მიემართოთ. პირიქით. მართლა იდეალური წარსული აქვთ მაგ მხრივ :დ ჩემმა დეიდაშვილნა კიბოც კი დაამარცხა და ულამაზესი ბაია გააჩინა იმდენი ქიმიების შემდეგ.
ზოგადად მკურნალობა იანვრიდან დავიწყეთ და ჯერ სტიმულაცია კი არაა ეხოს გარდა და უბრალო ანალიზების გარდა არაფერი გამიკეთებია.

აი მართლა გაოგნებული ვარ. ისე ვცხოვრობ ყავასაც კი არ ვსვამ საერთოდ. და ვერ ვხვდები რატოა ასე. 25 ის 1 თვის წინ გავხდი. sad.gif


Posted by: kekuna78 22 Apr 2017, 14:34
taknatuna
უი რა პატარა ყოფილხარ, რა საინტერესოა რამ გამოიწვია, ქეთისთან როდის მიდიხარ?

Posted by: taknatuna 22 Apr 2017, 14:35
kekuna78
ორშაბათსს.
გუშინ იმდენი ვიტირე გზაში შუქნისნებზე გაოცებულები მიყურებდნენ :დ

Posted by: iratta_26 22 Apr 2017, 14:53
taknatuna
რა გატირებდა? რა დროს ტირილია. მე პირიქით, მიხაროდა ინვიტროს რომ ვიკეთებდი, ვიცოდი რომ დადებითი ხეგეც მალე ექნებოდა. მაგაზე იფიქრე რომ აუცილებლად ყველაფერი გამოგივა. სტიმულაციებს და ლოდინს გამოვიდა თუ არა რამე ისევ ინვიტრო მერჩივნა.

Posted by: kekuna78 22 Apr 2017, 14:55
taknatuna
დამშვიდდი სატირალი არაფერია, უბრალოდ ცოტა ააჩქარებ ინვიტროს ამბავს და ყველაფერი კარგად იქნება :* კიდევ კარგი რომ გაიკეთე ანალიზი და დრო ტყუილად არ დაკარგე, მე სულ ვიხვეწებოდი მაგ ანალიზის გაკეთებას და წინა ექიმი მეუბნებოდა არ გჭირდებაო და კი გავიკეთე ლაპარასკოპია და მაგან შემიმცირა როგორც ჩანს, რომ მცოდნოდა არ გავიკეთებდი

Posted by: taknatuna 22 Apr 2017, 15:11
iratta_26
kekuna78
მადლობა გოგოებო დამშვიდებისთვისს. ფული მქონდა და ახალი მანქანა ვიყიდეთ გზაშია ეხლა და როგორც კი გავყიდით დავიწყებ ალბათ ინვიტროსს. იქამდე კიი ჰისტეროს გავიკეთებ.
მაგრამ რომ არ გაამართლპს ამ.ინვიტრომ მეორეს როსის გავიკეთებ არ ვიცი
* * *
iratta_26
ირატ შენ პირველი არ გამოგივიდა ხო როგორც მახსოვს და მეორე სულ თავიდან დაიწყე ხო?

მილებზე მაინტერესებს კიდევ რამდენად გამტარია მილი ან პირიქით მაგას აქვს მნიშვნელობა?

Posted by: nincka1987 22 Apr 2017, 15:25
მოგესალმებით გოგოებო,კიდევ ერხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ვედრება.
გუშინწინ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე წაჩხურუში მოსალოცად.სულ სხვანაირი დავბრუნდი იქიდან,დადებითი ემოციებითა და განწყობით,ისეთი დარწმუნებული ვარ რომ მეორე ცდაზე ყველაფერი გამოვა.ასეთი მტკიცე არასოდეს ვყოფილვარ,თითქოს თავიდან დავიბადე.
იმდენი ხალხი იყო,ასაკიანი წყვილები.ნუთუ სახელმწიფოს არაფრის გაკეთების უნარი აქვს ჩვენისთანა ხალხისთვის,ნუთუ არ შეიძლება რამე გამოსავალი იყოს რომ ამდენი უშვილო წყვილები აღარ ვიყოთ?არ ვიცი.გავიცანი ბევრი წყვილი,რომლებსაც უამრავი ინვიტრო აქვთ გაკეთებული და კიდევ იბრძვიან.მერე გულში ვფიქრობდი თურმე ჩემი ტკივილი არაფერია მათ ტკივილთან შედარებითმეთქი.ღმერთს ვთხოვ ჩვენი ერისა და ქვეყნის გამრავლებას,უფალს ვებარებოდეთ
* * *
გოგოებო მეორე გადატანა რა ჯდება ხომ არ იცით?მე ივნისში მიწევს და თანხხებს თუ არ მოვუყარე თავი არ ვიცი რას ვიზამ

Posted by: Kato81 22 Apr 2017, 15:42
წეროების თემაში დავწერე smile.gif გოგოებო, როგორც ვვარაუდობდი უშედეგო ინსემინაცია მქონდა, დღეს დამეწყო ტესტი არ შემცდარა smile.gif უბრალოდ 3 დღე გადამიცდა ალბათ ლუთეინას რომ ვიკეთებდი მაგიტო...ვიცი, რომ გაინტერესებდათ შედეგი, მე ვფიქრობ ძალიან იშვიათად ამართლებს ეს პროცედურა და ტყუილად ფულის ყრა და ნერვების დაწყვეტაა მეტი არაფერი sad.gif

Posted by: iratta_26 22 Apr 2017, 15:44
taknatuna
პირველი გავიკეთე იანვარში, 2 ემბრიონი მქონდა და ორივე გადავიტანე. მეორედ გავიკეთე თებერვალში, 2 ემბრიონი გადავიტანე და 5 გაყინული მაქვს.

Posted by: kekuna78 22 Apr 2017, 15:46
taknatuna
გაიკეთე ჰისტერო და იქნებ ისედაც გამოვიდეს მერე
* * *
iratta_26
პირველად რომ გაიკეთე ორივე კარგი ხარისხის იყო?

Posted by: taknatuna 22 Apr 2017, 15:58
iratta_26
ხო დამტენი რომ წაგართვი :დ მაშინ გადატანაზე იყავი მახსოვსსს
kekuna78
კი კი აუცილებლადდმ მაისის ბოლოს გავიკეთებ. Kato81
ძალიან ვწუხვარ დაა ყურები არ ჩამოყარო. ერთად გავაგრზელოთ ბრძოლაა. ქეთიმ რა გითხხრა?


მაგას რის მიხედბით წყვიტავენ ნეტა ორი გადაიტანონ თუ ერთი? 2 ემბრიონი თუ იყო არ ჯობდა ცალცალკე ეცადათ?

Posted by: nino84 22 Apr 2017, 16:16
taknatuna
მთავარია მილში წყალი არ იყოს ან ანთება, რეცხავსო ემბრიონს ღრუდან ინვიტროს დროს და საშიშია. განტარობას მე ვიცი რომ მნიშვნელობა არ აქვს.
* * *
Kato81
ძალიან ვწუხვარ. მეც ორი უშედეგო ინსემინაცია მქობდა სანამ ინვიტროს დავიწყებდი. ჩემი აზრით სრულად უსარგებლო პროცედურაა და ტყუილი ფულის ყრა, ჯერ არ გამიგია შედეგიანი ჰქონოდა ვინმეს.

Posted by: Tamara1988 22 Apr 2017, 16:25
nino84
კი გეთანხმები 100% ით. მეც ერთი ინსემინაცია გავიკეთე და ცალკე ფსიქიკა დამინგრია და ცალკე ვთვლი რომ დროის და ფულის ფლანგვაა.

Posted by: compte.paris75 22 Apr 2017, 16:38
მიპასუხა ქეთიმ, რა გულისხმიერია... მოკლედ, მაგრამ მაინც მიპასუხა:
- PGS ზე მითხრა არ გინდაო, ზედმეტი ხარჯიაო, ინფორმაციას იძლევა მარტო და ფეხმძიმობის შანსებს არ ზრდისო
- სქრეჩინგს იმდენად საჭიროდ ვთვლიო რომ ყველას ვუკეთებო
- ენდომეტრიუმის ბიოფსიაზე თქვა ჩვენ ERA-ს ტესტს ვიყენებთო
- ანტისხეულებიც საყურადღებოაო
- კარგია რომ აგრძელებთოო და მერე სკაიპზე დავილაპარაკოთო

Posted by: nino84 22 Apr 2017, 17:31
compte.paris75
ERA მეც მიხსენა და იდეაში ამდენი წარუმატებელი ინვიტროს შემდეგ მართლა მიზანშეწონილი მიმაჩნია ჩემს შემთხვევაში. თუმცა ემბრიოლოგსაც რომ შევხვდით გადავწყვიტეთ ერთი მცდელობა ისე გვესინჯა უკვე ინოვაში ამ ტესტის გარეშე.რაღაცნაირად მინდა მჯეროდეს რომ ის წარუმატებელი მცდელობები არასწორად ჩატარებული პროცედურის ბრალი იყო, მაშინ არ ქრეჩინგი გაუკეთებიათ და არც ჰორმონების ანალიზები გადატანამდე. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ ჩემი ენდომეტრიუმი ვერ ღებულობს ემბრიონებს, ძალიან დამთრგუნველია, ფაქტიურად სუროგატიღა რჩება გამოსავალი. ჩამოსვლას თუ აპირებ იქნებ ქეთისთანაც გეცადა, ისე მჯერა რომ მასთან უნდა გამოგვივიდეს, მჰონია ყველას უშველის ვინც ამდენი ხანი ვწვალობთ.

Posted by: BA84 22 Apr 2017, 19:03
გოგოებო, პროგესტრეონი 0.08 ძალიან დაბალი არაა? ყოველთვის 0.1 მქონდა და ცოტა მეტი, და დღეს ავიღე ანალიზი 0.08 მაქვს. ესტრადიოლი 276 ვიცი რო არაა მთლად კარგი.

Posted by: iratta_26 22 Apr 2017, 19:49
kekuna78
ორივე ემბრიონი საუკეთესო ხარისხის იყო. პირველად სქრეჩინგი არ მქონდა გაკეთებული, მეორე დადებითი ცდა მაინც სქრეჩინგის დამსახურება მგონია.
taknatuna
მაშინ შენ რაზე იყავი? აღარ მახსოვს smile.gif

Posted by: taknatuna 22 Apr 2017, 20:34
iratta_26
მეუღლის სპერმოგრამის ანალიზი ავიღეტ და ძაან დაბალი შედეგები იყოო. 6 საათი ველოდეთ რომ სევსულიყავიით. მახსოვს შენც ამბობდი შორს ვარ მეც წასასვლელიოო. იმ მწვანე სკამზე შენს გვერდოთ ვიჯექი :დ

Posted by: zikata7 22 Apr 2017, 21:07
მოგესალმებით გოგოებო.. ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.. ვკითხულობ თქვენს მიმოწერებს და დამაინტერესდა ის რომ ჰისტერო ლაპაროსკოპია გავიკეთე სექტემბერში და იმოქმედებდა ანტიმიულერზე???

Posted by: BA84 22 Apr 2017, 21:09
აუ სქრეჩინგი თუ ეგეთი მნიშვნელოვაია, მეც არ გამიკეთებია მეორე ინ ვიტროზე სქრეჩინგი და შეიძლება ამ თვეში კიდე გადავიტანო ისიც სქრეჩინგის გარეშე, ეხლა ეგ მეფიქრება sad.gif

Posted by: nincka1987 22 Apr 2017, 21:27
გოგოებო ERA ახსენეთ და მეც რაღაც დავფიქრდი.იქნებ ამიხსნატ უფრო რა შემთხვევაში აკეთებენ მაგ ტესტს თუ ანალიზს?
* * *
BA84
თუ გადატანას გეგმავ კარგია პირიქით.მე 0.51 მქონდა მაგალითად

Posted by: nino84 22 Apr 2017, 21:36
nincka1987
ჩემ შენთხვევაში რადგან ოთხი გადატანის მერე არ მოხდა მიმაგრება, თუმცა ემბრიონები კარგი ხარისხის მქონდა და ენდომეტრიუმიც ნორმაში ქეთიმ ერა მიხსენა, თუმცა ისიც მითხრა იმდენი დრო და ფული მიდის ამაზეც პირდაპირ სუროგატს გირჩევო. ანუ ეს ტესტი ადგენს აქვს თუ არა უნარი ენდომეტრიუმს ემბრიონის იმპლანტაციის, და თუ აქვს გადატანისთვის ოპტიმალურ დღესაც ადგენენ ამ ანალიზით, მარტო ესპანეთში კეთდებაო როგორც მახსოვს.

Posted by: ketket123 22 Apr 2017, 21:38
სქრეჩინგი არც მე მქონდა გაკეთებული , შემდეგ გადატანაზე აუცილებლად გავიკეთებ. მანამდე მინდა რო ჰისტერო მოვასწრო. რთული გადასატანია? წინაზე ძალიან გამაწამა მაგრამ მაშინ ოროვე გავიკეთე ერთად ლაპაროც და ჰისტეროც

Posted by: iratta_26 22 Apr 2017, 21:45
ketket123
სქრეჩინგზე თუ კითხულობ არაა რთული, ნახევარი წუთიც კი არ გრძელდება ტკივილი.

Posted by: nino84 22 Apr 2017, 21:49
ketket123
მარტო ჰისტერო მარტივი ოპერაციაა, ორჯერ ლაპარასთან ერთად მაქ გაკეთებული და ერთხელ მხოლოდ ჰისტერო. ღამეც არ დამტოვეს იმ დღესვე გამომიშვეს სახლში. ნარკოზით კეთდება ეგეც.

Posted by: taknatuna 22 Apr 2017, 22:20
გოგოებო რა მაინტერესებს ანუ ხო ესე ხდებაა ინვიტროს დროს ანტრალური ფოლიკული სტიმულაციის შედეგად იზრდება ჩვეულებრივი ფოლიკულის ზომაზეე. ეხლა ვნახე და ორივე საკვერცხეში ერთად მაქსიმუმ სულ 10 ანტრალური მაქვს ხოლმე ეხოზე და პლიუს 1 იც დომინანტი. ნეტა გამოვა აქედან რამე? ისიც ხომ არ იციან ამ ფოლიკულში იქნება თუ არა კვერცხუჯრედი

Posted by: compte.paris75 23 Apr 2017, 00:34
QUOTE (nincka1987 @ 22 Apr 2017, 21:27 )
გოგოებო ERA ახსენეთ და მეც რაღაც დავფიქრდი.იქნებ ამიხსნატ უფრო რა შემთხვევაში აკეთებენ მაგ ტესტს თუ ანალიზს?

ქეთის რომ ვუთხარი ენდომეტრიუმის ბიოფსიას მთავაზობენ-მეთქი, ასე მითხრა ჩვენთან ERA-ს ტესტიაო. ზუსტად იგივე თუა არ ვიცი.

ენდომეტრიუმის ბიოფსია (როგორც ინტერნეტიდან გავიგე):
ოვულაციიდან 5-9 დღის ფანჯარაში იღებენ ენდომეტრიუმიდან მასალას + იღებენ ეხოს. აგზავნიან ლაბორატორიაში და ამოწმებენ იმუნიტეტზე. საფრანგეთში დაახლოებით 3 თვე უნდა. თუ აღმოჩნდა რომ იმუნიტეტი ძალიან მაღალია, რისკია ენდომეტრიუმმა ემბრიონი გაანადგუროს როგორც უცხო სხეული. და თუ დაბალია - აქაც პრობლემებია მიმაგრების. გააჩნია რას უპოვიან იმისდამიხედვით უნიშნავენ შესაბამის მკურნალობას. და გარკვეული დროის მერე ისევ ამეორებენ ბიოფსიას რომ ნახონ მკურნალობამ შედეგი გამოიღო თუ არა და იმის მერე კეთდება ინვიტრო. დროში ამიტომ არის ძალიან გაწელილი.

ფრანგულ ფორუმებზეც წავიკითხე და ზოგს აღმოაჩნდა იმუნიტეტის ეს პრობლემები და ზოგს კი - საერთოდ არაფერი. მკურნალობის მერე ზოგი დარჩა ფეხმძიმედ ზოგი - არა.

Posted by: nincka1987 23 Apr 2017, 14:14
nino84
აუ რა არის რაა,ამდენი თანხები საიდან უნდა მოიტანოს ადამიანმა რააა.მე რატომაღაც ენდომეტრიუმის ბრალი მგონია ჩემი გარე ორსულობა რააა,არ მოეწინდა ენდომეტრიუმი და მაგიტომ დაიწყო ჩემმა ემბრიონმა მოგზაურობა,თან თეოს ნათქვამიც არ მავიწყდება.ოპეარციის მერე კი დამინიშნა ქეთიმ ფემოსტონი,მაგრამ რა ვიცი რააა.ეხლა მაისში უნდა დავისვენო და ივნისში გადანიტანო ისევ,რა ჯდება მეორე გადატანა ხომ არ იციი?
* * *
compte.paris75
აუ რავი რააა,სულ ეჭვებშI ვარ მე გარეს მერე და სულ მგონია რომ ენდომეტრიუმი არ მოეწონა ჩემ ემბრიონს.ქეთის კი არც უხსენებია ჩემტან ერააა თუ რაღაც.
* * *
გოგოებო ფემოსტონი თუ დაგილევიათ ექიმის გარეშეე?ამ თვეში კი დამინიშნა ქეთიმ,მაგრამ მაისშიც მინდა რომ დავლიო ენდომეტრიუმის გამო,ივნისში უნდა გადავიტანო მეორედ.ნეტა თუ შეიძლებაა

Posted by: compte.paris75 23 Apr 2017, 14:38
QUOTE (nincka1987 @ 23 Apr 2017, 14:14 )
ქეთის კი არც უხსენებია ჩემტან ერააა თუ რაღაც.

მე აქ ვიცი რომ არ უკეთებენ ყველას. 10 ემბრიონი უნდა გქონდეს გადატანილი უშედეგოდ რომ მაგ ბიოფსიაზე დათანხმდნენ. ისე უარს გეუბნებიან.

Posted by: nino84 23 Apr 2017, 14:50
nincka1987
გოგოები წერდნენ გაძვირდაო ყველაფერიო და არ ვიცი საბოლოო ფასები, თან მე ოოციტები მაქვს გაყინული და ანუ განაყოფიერებაც ახალი "გაძვირებული" ტარიფებით მომიწევს.ფინანსებს ნუ უტყვი, მადლობა ღმერთს სესხი მაინც არ გვჭირდება, უბრალოდ მთელი ჩვენი შემოსავალი ექიმებში მიდის, ოღონდაც გამოვიდეს და არც მაგას დავეძებ.


Posted by: mashusha 23 Apr 2017, 14:55
compte.paris75


მანდ საფრანგეთსი კვერხუჯრედებს არ ინახავენ?

Posted by: compte.paris75 23 Apr 2017, 16:32
QUOTE (mashusha @ 23 Apr 2017, 14:55 )
compte.paris75


მანდ საფრანგეთსი კვერხუჯრედებს არ ინახავენ?

აზრზე არ ვარ.
ინტერნეტში წერენ რომ რეგლამენტირებულია - ინვიტროსთვის თუ გინდა ინფერტილურობის ფონზე - კი, ან რამე ავადმყოფობა გაქვს, მაგალითად ქიმია გაქვს გასაკეთებელი, მაშინ დაგრთავენ უფლებას რომ შეინახო სამომავლოდ შენი ოოციტები. მაგრამ თუ ისე გინდა რომ უბრალოდ წინასწარ სამომავლოდ გადადო - მაშინ არა.
რეალურად ასეა თუ არა პრაქტიკაში არ ვიცი, არ მიკითხავს ექიმისთვის.

Posted by: mashusha 23 Apr 2017, 17:07
compte.paris75

რა საოცარია ამდენი შეზღუდვები, ან რას ემსახურება...
ახლობელს აინტერესებდა. ქმარს არის გაშორებული, ახლა არავინ ჰყავს და საქართველოში ან სადმე თუ არის შესაძლებლობა რომ შევინახოო...

Posted by: Yin&Yang 23 Apr 2017, 17:24
mashusha
ზემოთ ნინო84-მა დაწერა კვერცხუჯრედები მაქვს შენახულიო. ანუ ინახება საქართველოშიც როგორც ჩანს.

Posted by: taknatuna 23 Apr 2017, 17:37
დჰეას რომელს სვამთ? და რა დოზას

Posted by: nincka1987 23 Apr 2017, 18:11
taknatuna
მე micron5 dhea 25mg ამას ვსვავდი სამჯერ დღეში,ქეთიმ დამინიშნა შარშან. ეხლაც ვსვავ ჩემით ოღონდ,ქეთისთვის არც მიკითხავს,კი გასკდა ორი ფოლიკული ამის წყალობით თუ წინა თვის სტიმულაციების არ ვიცი.ურთიერთობა არ შეიძლება ერთი თვე ოპერაციიდან თორე კარგი შანსი მქონდა smile.gif შარშან მაგის დალევის დროს დავრჩი ორსულად და ეხლაც იქნებ დავრჩეთქო ვფიქრობ.თუ არადა კი მყავს გაყინული 3 ემბრიონი და გადავიტან მერე

Posted by: nino84 23 Apr 2017, 18:59
mashusha
მე მაქვს გაყინული ოოციტები ინოვაში, პუნქციის თვეში ვერ მოხერხდა განაყოფიერება და გავყინეთ, ჩვენთან არანაირი შეზღუდვა არ არის მე როგორც ვიცი, დარეკოს ინოვაში და დააკვალიანებენ.

Posted by: compte.paris75 23 Apr 2017, 19:11
QUOTE (nincka1987 @ 23 Apr 2017, 18:11 )
მე micron5 dhea 25mg ამას ვსვავდი სამჯერ დღეში,ქეთიმ დამინიშნა შარშან...

გეხვეწები სურათი გადაუღე და დადე რაა. ძალიან ბევრნაირია ინტერნეტში და მეც მინდა ყიდვა. ჩემი დოზები როგორ გავიგო ნეტა? შენ AMH-ს შევადარებ რამდენი გაქვს? და რამდენი წლის ხარ?

Posted by: taknatuna 23 Apr 2017, 21:07
nincka1987
ჰისტეროს გაკეþებას ვაპირებ და ჰისტეროს დროს არაა ხო ßეზღუდვა რომ თავი დავიცვათ 1 თვე მაინც ოპერაციის მერე

Posted by: nincka1987 23 Apr 2017, 21:10
taknatuna
ჰისტეროზე მე 2 კვირა აკრძალული მქონდა ურთიერთობა და მერე პრეზერვატივით უნდა დაგვეცვა ტავი.ასე გითხრეს

Posted by: taknatuna 23 Apr 2017, 21:11
nincka1987
რამდენი ხანი? მეზიზღება თავის დაცვის პერიოდები

Posted by: nincka1987 23 Apr 2017, 21:13
compte.paris75
29 წლის ვარ და შარშან ამ დროს გავიკეთე და 1.3 მქონდა ანტიმიულერი. იმის მერე 3ჯერ ლეტროზოლით და მენოპურით მქონდა სტიმულაცია,პლიუს მაგას საკვერცხე გამისკდა და ლაპარაო გავიკეთე და ეხლა ინვიტრო,ალბათ ძაან დაეცემოდა ჩემი ანტიმიულერი.
სურათს რო ვერ ვდეებ.... როგორ უნდა დავდოო?
* * *
taknatuna
დაახლოებით სამი კვირა მთლიანობაში რაა,მესმის შენი.
* * *
compte.paris75
სურათის დადება არ ვიცი როგორ ხდება. გუგლში ან ამაზონზე ჩაწერე micron5 dhea 25mg ზუსტად ასე და ამოგიგდებს.180 აბია კოლოფში.მე ამაზონიდან გამოვიწერე ეხლა და 141 ლარი დამიჯდა სულ.აქ 252 ლარი უნდა გადამეხადა

Posted by: taknatuna 23 Apr 2017, 21:21
nincka1987
თავიდან რამდენი ემბრიონი მიიღე?

0.92 .მაქვს ანტიმიულერი ნეტა რამდენი ემბრიონი გამოსდით ასე ვისაც აქვსს. ხვალ მივდივარ და გავარკვევ ყველაფერს. ათას რამეზე მეფიქრება რა.

Posted by: annaninio 23 Apr 2017, 21:29
taknatuna
ადრეც დავწერე , ვიღაცა რომ წუწუნებდა, ჩემს მეგობარს ,ძველი ფორუმელია,0.8 მდე ქონდა და 7 ემბრიონი გამოუვიდა.ერთი უკვე გააჩინა. ასაკით 27 იყო. ასე რომ, წარმატებები

Posted by: nincka1987 23 Apr 2017, 21:30
taknatuna
არ ინერვიულო.მეც ეგრე მექნებოდა ეხლა ინვიტროზე. 15 კვერცხუჯრედი მივიღეთ და აქედან 5 განაყოფიერდა,ერთი გადამისვა ქეთიმ,ერთი გაფუჭდა და სამი გაყინეს.გაუკვირდა ქეთის 15 კვერცხუჯრედი რომ მივიღეთ,ისიც მარტო ერთი საკვერცხიდან.მეორეში ერთი ფოლიკული იყო და იქიდან არ გამოვიდა არაფერი.ოპერაციის მერე გაუჭირდა ამუშავება მაგ საკვერცხეს,მაგრამ ეხლა ორჯერ მომიწია მისვლა მილის ამოღების შემდეგ და კი იყო მარჯვენაში ორი ფოლიკული გამსკდარი,სამწუხაროდ მარჯვენა მილი აღარ მაქვს და თან აკრძალულიც გვაქ ერთი თვე ურთიერთობა,თორემ იქნებ გამოსულიყო რამე

Posted by: taknatuna 23 Apr 2017, 22:12
annaninio
nincka1987
მადლობა გოგოებო.

ხან რას ვფიქრობ ხან რას რა. მინდა ყველანაირი პასუხისთვის ზმად ვიყო რლმ მერე გეგმა ბ ც მზად მქონდეს და იმით ვიმოქმედო. sad.gif

Posted by: compte.paris75 23 Apr 2017, 22:35
nincka1987
ამაზე ამბობ?
https://www.amazon.com/Fountain-Life-Micron5-Micronized-tablets/dp/B0158X66TM

Posted by: taknatuna 24 Apr 2017, 08:47
compte.paris75
კი ეგაა. მაგას ყიდულობენ ხოლმე
ყუთზე წერია მიიღეთ 1 ან 2 ცალიო და თუ 2 ს მიიღებთ 8 საათიანი შუალედითო. შენ როგორ სვამდი ნინცკა?

Posted by: nincka1987 24 Apr 2017, 10:43
compte.paris75
კიიი ეგ არის,სამჯერ ნიშნავს ქეთი დღეში. შენ რამდენი გაქვს ანტიმიულერი?

Posted by: tammmta1 24 Apr 2017, 10:57
გოგოებო, გამოლღობა-გადატანა რა თანხაც ჯდება წამლებიც შედის თუ მარტო პროცედურები?

Posted by: taknatuna 24 Apr 2017, 11:05
nincka1987
QUOTE
ყუთზე წერია მიიღეთ 1 ან 2 ცალიო და თუ 2 ს მიიღებთ 8 საათიანი შუალედითო. შენ როგორ სვამდი


Posted by: nincka1987 24 Apr 2017, 11:19
taknatuna
მე სამჯერ მქონდა დანიშნული,ქეთიმ დამინიშნა შარშან ინვიტროსთვის რო ვემზადებოდი,მერე ჩემით დავრჩი ზუსტად მიკრონის მიღების დროს ორსულად.ვისაც ვკითხე ყველას ეგრე უნიშნავენ.ეხლაც დავიწყე დალევა 1 აპრილიდან,იქნებ გამოვიდეს რამე,თუ არადა 3 მყავს გაყინული და გადავიტა მერე
* * *
taknatuna
დღეს მიდიხარ ხო ინოვაში?ინვიტროს გეგმავ ხოო?არ ინერვიულო,ისეთ სტიმულაციას შეგირჩევს რომ ევრი კვერცუჯრედი მიიღოთ.ღმერთი შენსკენ

Posted by: nino84 24 Apr 2017, 11:33
გოგოებო, გადატანისთვის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში წამლები/ანალიზები რა დაგიჯდათ? და გადატანის მერეც ხომ ნიშნავენ ქვეყნის წამლებს და დაახლოებითი ღირებულება იქნებ მითხრათ. მადლობა.

Posted by: nincka1987 24 Apr 2017, 11:44
nino84
ეგ მეც მაინტერესებს,მეორედ გადატანა რა ჯდება და რა ანალიზები და წამლებია საჭირო??ივნის-ივლისში მომიწევს გადატანა ალბათ.

Posted by: LTB1948 24 Apr 2017, 11:50
nino84
გააჩნია სად.

ინოვაში გადატანა 1300 ლარი ჯდება.
თუ სქრეჩინგი დაგჭირდათ 150 GEL
ჰორმონების დამატება თუ დაგჭირდათ, დოვიგელი ესტროფემი და ა.შ. გადატანამდე არც ისე ბევრი, ალბატ 100 ლარამდე.

ოვულაციის დასადგომად ჰორაგონს ან რაიმე მსგავს ნემსს დაგინიშნავთ, დაახლოებით 100 ლარი

ლჰ, პროგის და ესტრადიოლის ანალიზები -100 ლარი.

გადატანის მერე წამლები კი ძვირია, გააჩნია რამდენი დაგჭირდებათ, თუ ფრაქსიპარინი/კლექსანი დაგჭირდათ + პროგესტერონი+ესტრადიოლი და სხვა წამლები, მე მაქსიმუმი დამჭირდა და კვირაში 100 ლარი მინიმუმ მაგაზოი წავიდა. თუ კრინონი დაგინიშნეს, ეგეც პროგესტერონია, ძვირი ძალიან, დღეში მინიმუმ 2 სჭირდებათ და თითი 8-9 ლარი ღირს და შეგიძლიათ დაითვალოთ.

მოკლედ, საკმაოდ ძვირი

Posted by: taknatuna 24 Apr 2017, 11:56
nincka1987
დღეს მივდივარ კი და უნდა ვანაზო ჯერ ანტიმიულერის პასუხი. ალბათ ინვიტროს შემომთავაზებს რა.

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 12:05
QUOTE (nincka1987 @ 24 Apr 2017, 10:43 )
compte.paris75
კიიი ეგ არის,სამჯერ ნიშნავს ქეთი დღეში. შენ რამდენი გაქვს ანტიმიულერი?

AMH=1.4 , ხოდა მეც შენნაირად 3-ჯერ დავლევ.

ამაზონიდან მე ვერ გამოვიწერე გუშინ (amazon.com-დან საფრანგეთში არ აგზავნიან, amazon.fr მუშაობს აქ, და .fr-ზე კიდევ არ იყო) და იბეიდან გამოვიწერე, წესით იგივე უნდა იყოს:
http://www.ebay.co.uk/itm/322450557008

თვითონ მწარმოებლის საიტზე კიდევ უფრო იაფად იყიდება:
https://www.puritan.com/dhea-522/dhea-25-mg-003421
3 ცალი ყუთი 25 mg / 100 Tablets = 22,51 დოლარი გამოგზავნიანად

Posted by: nincka1987 24 Apr 2017, 12:52
LTB1948
მოიმატა ფასმაო ასე მითხრეს მეე.ნატამ მითხრა მეორე დაახლოებით 1700 ჯდებაო და აღარც მიკითხავს.ნეტა მეკითხა რაა.მაგრამ თუ ანალიზებს და წამლებსაც გავითვალისწინებთ ალბათ ავა 1700ზე
* * *
compte.paris75
მოვძებნი აბა მაგის ანოტაციას ინტერნეტში.ებეიზე არ უდევს.მაგრამ შეფასებებიც რომ არ აქვს მაგას?

Posted by: Tamara1988 24 Apr 2017, 13:05
დღეს თუ არის ვინმე ინოვაში იკითხოს გადატანის ფასი რა smile.gif)))

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 13:09
QUOTE (nincka1987 @ 24 Apr 2017, 12:52 )
მოვძებნი აბა მაგის ანოტაციას ინტერნეტში.ებეიზე არ უდევს.მაგრამ შეფასებებიც რომ არ აქვს მაგას?

თვითონ მწარმოებლის საიტზე კიდევ უფრო იაფია, შეფასებებიც წერია:
https://www.puritan.com/dhea-522/dhea-25-mg-003421
მაგრამ პირდაპირ მაგათი საიტიდან ვერ ვიყიდე - არ აგზავნიან საფრანგეთში. საქრთველოში კი აგზავნიან, მაგრამ მერე ვინ ჩამომიტანდა აქ.


მოლეკულა ორივეს ("micron5 dhea"-საც და "Puritan's Pride DHEA"-საც) ერთიდაიგივე უწერია Dehydroepiandrosterone.

Posted by: zikata7 24 Apr 2017, 13:29
მოგესალმებით გოგოებო.. მე14 დღეს ენდომეტრიუმი 14 მაქვს ძალიან სქელია?ეხლა ველოდები ესტრადიოლს პროგრესტერონს ლჰ და ტესჰაშის პასუხებს.. დაა ამ ენდომეტრიუმზე გადატანა ღირსს? სქელია ხომ ძაან?

Posted by: taknatuna 24 Apr 2017, 13:48
Tamara1988
ფბზე მიწერე ინოვა ინვიტრო ს და კოგწერენ ფასებს მე ეგრე ვეწერები და ანალიზის ფასებსაც ეგრე ვიგებ ხოლმე

Posted by: nino84 24 Apr 2017, 13:50
მოკლედ ეხლა მივწერე FB ზე ინოვა ინვიტროს და ეს ფასები მომწერეს:
კვერცხუჯრედის განაყოფიერების ღირებულებაა 850ლარი
ემბრიონის გადატანა 900 ლარი
სპერმის დამუშავების ღირებულებაა 500 ლარი
--------------------------------------------------------
ჯამში განაყოფიერება-გადატანა გამოდის 2250 ლარი
ემბრიონების გაყინვა 720 ლარი

Posted by: taknatuna 24 Apr 2017, 13:52
აუ გოგოებო ხო მართლაა ერთი კიტხვა მაქვს იმასთამ ვისი მეუღლეც სვამდა პროფერტილს. ექიმმა რამე დიეტა ან მწარეზე შეზღუდვა ან რამე მსგავსი ხომ არ დაუნიშნა?

Posted by: LTB1948 24 Apr 2017, 13:57
zikata7
ცოტა სქელია. ექიმის გადასაწყვეტია. თავად იცის საშუალო სისქე და სტრუქტურა როგორია და ისე გადაწყვეტს

Posted by: ninucela84 24 Apr 2017, 14:08
გამარჯობა, მე როგორც ვიცი, თუ დჰეას არ აწერია მიკრონი მხოლოდ დეა 25 მგ. არ არის იგივე წამალი და ვერ ანაცვლებს მიკრონ 5-ს.

Posted by: stellla 24 Apr 2017, 14:15
გამარჯობა გოგოებო, მაგ დჰეა-ზე მინდოდა მეკითხა. ნეტში ვნახე მთლად ასე დანიშნვნაც არ შეიძლება, რადგან ეგ მამაკაცური ჰორმონიაო. ჯერ ანალიზი უნდა მაგაზე და თუ ნაკლებობაა მაშინ ინიშნება .
მართალია ნეტავ ?
LTB1948
თქვენი პოსტი ვნახე ადრინდელი დჰეაზე , ანალიზის გარეშე არ უნდა მიიღოთო. , საშიშია ისე დალევა ?

Posted by: naa-tii 24 Apr 2017, 14:17
უარყოფითია ჩემი პასუხი sad.gif 2.0ია, არც კი უცდია მიმაგრება sad.gif

Posted by: takotatuli1989 24 Apr 2017, 14:20
naa-tii
გაგივლია უკვე მთავარი პერიოდი... ანუ დღეს იგებ პასუხს. ღმერთი შენსკენ. მე მე-4 დღიდან სამსახურში გავედი და მანამდე ის დღეები სახლში ვიყავი და სახლის საქმეს ვაკეთებდი. ჩემთან გაამართლა და სხვებიც ძირითადად სეირნობენ. მთავარია არ დაიღალო
* * *
naa-tii
რა ცუდიაა... გვიან ვნახე შენი მეორე პოსტი. ძალიან ვწუხვარ sad.gif დარწმუნებული ვარ არ დანებდები და კიდევ გააგრძელებ ბრძოლას და იმედია მალე ჩაიხუტებ შენ ოცნებას გულში.

http://www.today.com/parents/moms-photo-ivf-baby-surrounded-syringes-inspires-potential-parents-t49276

Posted by: naa-tii 24 Apr 2017, 14:27
takotatuli1989
უარყოფითია სამწუხაროდ, არც სეირნობამ უშველა და არც სახლში ყოფნამ. განადგურებული ვარ. მაგრამ ჩემზე მეტად ჩემ ქმარს რომ ვუყურებ ის მეცოდება. არ ვიცი რა ვთქვა ან გავაკეთო. მესამე უშედეგო, თან სამივე თავიდან დავიწყე, არცერთხელ მქონია გაყინული. ეს უკვე შოკია.

Posted by: m.i 24 Apr 2017, 14:30
naa-tii
ძალიან სამწუხაროა, უფალმა მოგცეს გამძლეობა.. sad.gif

Posted by: ninucela84 24 Apr 2017, 14:43
ძალიან ვწუხვარ და ვიცი რა რთულია, მეც გამოცდილი მაქვს. რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად გამოგივა. მე2 წლიანი შესვენება გავაკეთე და ეხლა ვიწყებ, მთავარია თავის ხელში აყვანა შევძლოთ.

Posted by: nino84 24 Apr 2017, 15:01
naa-tii
საშინელი გრძნობაა, კარგად მესმის საკუთარი გამოცდილებით რასაც გრძნობ. მარტო დრო შველის ამ ტკივილს.
სამივე მცდელობა მიყოლებით გქონდა? ვისი პაციენტი ხარ? რამე გითხრეს რისი ბრალი შეიძლება იყოს რომ მიმაგრება არ ხდება?

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 15:21
QUOTE (ninucela84 @ 24 Apr 2017, 14:08 )
გამარჯობა, მე როგორც ვიცი, თუ დჰეას არ აწერია მიკრონი მხოლოდ დეა 25 მგ. არ არის იგივე წამალი და ვერ ანაცვლებს მიკრონ 5-ს.

დამაეჭვე ეხლა და ვნახე შემადგენლობები:

ძირითადი მოლეკულა-ჰორმონი Dehydroepiandrosterone ორივეში ერთნაირად არის.

დანარჩენი დანამატებია:

Puritan's Pride DHEA-ში:
https://www.puritan.com/dhea-522/dhea-25-mg-003421
Other Ingredients: Dicalcium Phosphate, Vegetable Cellulose, Vegetable Stearic Acid. Contains <2% of: Silica, Vegetable Magnesium Stearate.

Micron5 DHEA-ში:
https://www.dhea.com/Micron5-DHEA-25-mg-180-sr-tabs.html
Other Ingredients: Hydroxy Propyl Methyl Cellulose, Calcium Carbonate, Dextrose, Maltodextrin, Stearic Acid, Silicon Dioxide, and Clear Coating.

რა არის ეხლა ეს დანარჩენები. არომატიზორები თუ ანტი-ოქსიდანტები? აზრზე არ ვარ. როცა მოვიცლი ვნახავ უფრო ღრმად. იქნებ სხვამ იცოდეს?

Posted by: ninucela84 24 Apr 2017, 15:23
არა, მე არ ვიცი და ასე ღრმად არ შემისწავლია, რეპროდუქტოლოგმა მითხრა, რომ რომელსაც არ აწერია მიკრონ ან ოვულაქსი (თუ არ ვცდები) არის დაბალი ხარისხის დეა პროდუქტი, და მირჩია. ანუ მე ვაპირებდი გამოწერას მიკრონი ღირდა 50 დოლარი და უბრალოდ დეა 10 დოლარიდან იწყებოდა და ასე მითხრა. ანუ, არაფერს ვამტკიცებ ასე მითხრა.

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 15:36
გოგოებო ქეთის ვეძებ სკაიპში და ვერ ვნახულობ სახელით და გვარით. ხომ არ იცით როგორ არის დარეგისტრირებული?

Posted by: იათო 24 Apr 2017, 15:44
compte.paris75
ფეისბუქზე, მესინჯერით დაურეკე, ან ვაიბერით. იგივეა და უკეთესი ხაზიცაა ხოლმე

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 15:51
QUOTE (იათო @ 24 Apr 2017, 15:44 )
compte.paris75
ფეისბუქზე, მესინჯერით დაურეკე, ან ვაიბერით. იგივეა და უკეთესი ხაზიცაა ხოლმე

ფბ-ზე არ მპასუხობს, ვაიბერი კი მაქვს მაგრამ მობილური ტელეფონი უნდა ვიცოდე რომ შევძლო დარეკვო ხო? ხომ არ იცი?

არ მპასუხობს კი არა, არც უნახია ჩემი მიწერილი

Posted by: იათო 24 Apr 2017, 16:01
compte.paris75
რაც ინტერნეტში დევს ეგ ვიცი.. არ სცალია ალბათ და მაგიტომ არ გპასუხობს

Posted by: nino84 24 Apr 2017, 16:04
compte.paris75
593300861 ეს ნომერი მაქვს მე, მაგრამ მემგონი არსდროს პასუხობს. FB-ზე პასუხობს ხოლმე როცა სცალია იმავე დღეს.

Posted by: akunabakuna 24 Apr 2017, 16:11
Naa-tii
ვისთან გაიკეთე?
ჩემიც უარყოფითია sad.gif
* * *
შაბათსვე გავიკეთე და წამლებიც არ გამიგრძელებია, ქეთიმ არ გააგრძელოო.
ახლა გული მეთანაღრება ნეტა სქრეჩინგი რატომ არ გავიკეთეთქო, ან 3 დღიანები რომ იყო, ნაკლები იყო შანსითქო?
ან წამლები ხომ აე დავაკელითქო sad.gif

Posted by: m.i 24 Apr 2017, 16:24
akunabakuna
სამწუხაროა, ძალიან კარგად მესმის შენი განცდები.. აქ ვინც ვართ ყველას გამოგვიცდია და ვიცით თუ რამხელა ტკივილს ატარებ ეხლა sad.gif უფალმა გამძლეობა მოგცეს


Posted by: ketket123 24 Apr 2017, 16:33
akunabakuna
naa-tii
მეწყინა ძალიან sad.gif ვერაფერს ვერ გირჩევთ გარდა ერთისა ბრძოლა არ შეწყვიტოთ sad.gif არადა რა იმედიანად ვიყავით sad.gif

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 16:34
QUOTE (nino84 @ 24 Apr 2017, 16:04 )
compte.paris75
593300861 ეს ნომერი მაქვს მე, მაგრამ მემგონი არსდროს პასუხობს. FB-ზე პასუხობს ხოლმე როცა სცალია იმავე დღეს.

მადლობა გაიხარე. ჩავიწერ მაინც. სკაიპშიც ვიპოვე Ketevan Osidze - თი.

* * *
akunabakuna
naa-tii

კი კი გოგოებო სანამ ნერვები და ფინანსები გვეყოფა, და ''მისი უდიდებულესობა ანტიმიულერიც'', მანამდე ცდები არ უნდა შევწყვიტოთ.

Posted by: nino84 24 Apr 2017, 16:41
akunabakuna
ძალიან მეწყინა, ისე მიხარია ხოლმე თითოეულის დადებითი შედეგი, როგორც საკუთარი. გაყინულები დაგჩა? შემდეგ გადატანაზე სკრეჩინგიც იქნება გაიკეთო, ყველა შანსს უნდა ჩავეჭიდოთ რამაც ოდნავ მაინც შეიძლება შანსები გაგვიზარდოს.

Posted by: akunabakuna 24 Apr 2017, 16:44
გაყინული ერთი
გოგოებო იცით რა მაინტერესებს? ბლასტოებს თუ უკეთესი მიმაგრება აქვს, რატომ არ აცდიან ბლასტოებამდე და მერე რატომ არ გადააქვთ? ჩემი 8იანები იყო და საუკეთესო ხარისხები ორივე, აქ გავიგე თქვენგან ბლასტოების ამბავი

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 16:46
QUOTE (ninucela84 @ 24 Apr 2017, 15:23 )
არა, მე არ ვიცი და ასე ღრმად არ შემისწავლია, რეპროდუქტოლოგმა მითხრა, რომ რომელსაც არ აწერია მიკრონ ან ოვულაქსი (თუ არ ვცდები) არის დაბალი ხარისხის დეა პროდუქტი, და მირჩია. ანუ მე ვაპირებდი გამოწერას მიკრონი ღირდა 50 დოლარი და უბრალოდ დეა 10 დოლარიდან იწყებოდა და ასე მითხრა. ანუ, არაფერს ვამტკიცებ ასე მითხრა.

პირიქით, მადლობის მეტი რა მეთქმის რომ გამოცდილებას გვიზიარებ. დასაფიქრებელია, და შენი წყალობით უფრო გავქექავ ინფორმაციას

Posted by: akunabakuna 24 Apr 2017, 16:52
და კიდევ გადატანისას და მანამდე დივიგელს რატომ ნიშნავენ? რისთვისაა?

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 16:52
naa-tii
შენ მეუღლეს როგორც გავიგე სპერმის ასპირაცია გაუკეთეს კიევში ოპერაციით ხო? საქართველოში არ აკეთებენ მაგას?
ამორჩეული სპერმატოზოიდების კონცენტრანტი როგორია - სპერმოგრამა რას ამბობს? დამაკმაყოფილებელია?
შენ არაფერი პრობლემა არ გაქვს?

Posted by: m.i 24 Apr 2017, 16:53
akunabakuna
პირველად ორი ბლასტო გადამიტამეს, ხეგე კი 2.5-ს არ ასცილებია // მეორედ 3 რვა უჯრედიანი- მაინც უშედეგო. ვერ გაიგებ რა სჯობია და რა არა, ამდენი ფიქრით და მსჯელობით ფსიქიკას ვინადგურებთ და მეტი არაფერი sad.gif მაინც ისე იქნება ყველაფერი როგორც უფალი ინებებს, იმედის და ლოდინის მედი რა დაგვრჩენია. გწამდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: nino84 24 Apr 2017, 17:13
akunabakuna
ბლასტოებიც გადამიტანია და 8 უჯრედიანებიც, ფრეშებიც და კრიოებიც, სულ 4 გადატანა, თითოეულ გადატანაზე 2 ემბრიონი გადაგვქონდა. არცერთს არ დაუწყია მიმაგრება. ალბათ ღვთის ნებაა და თავის დროზე ყველას გაგვახარებს აუცილებად.


Posted by: LK1 24 Apr 2017, 17:16
გოგოები ჩემს ამბავს შეგახსენებთ რომ გაგმხნევოთ. 3 წარუმატებელი ინვიტრო გადავიტანე, საუკეთესო ხარისხის ემბრიონებით და 0.5 ხეგეს პასუხებით. აბსოლუტურად წარმოუდგენელი მეგონა დაორსულება. ყველა მიზეზს ვეძებდი. მეც ვფიქრობდი ბლასტოები რომ არ გადააქვთ იმიტო არ გამოდისთქო მარა მე4 ცდაზე 3 დღიანი 8 უჯრედიანი მუცლიდან მიკაკუნებს. გამხნევდით და არ დანებდეთ. ბლასტომდე სინჯარაში ყველა არ მიდის, დედის ორგანიზმში კი მეტი შანსი აქვთ რომ იცოცხლონ. ანუ ისეთებიც რომლებიც გარეთ ბლასტომდე ვერ მიაღწევს საშვილოსნოში გადასმისას შეიძლება მიემაგროს. ამიტომ არ მიყავთ ხოლმე ყველასი ბლასტომდე. ვისაც ძაან ბევრი ემბრიონი აქვს იმათზე რისკავენ უფრო გაბედულად. დივიგელი კი ენდომეტრიუმისთვისაა და ძალიან კარგი წამალია 12 კვირამდე სულ ვისვამდი. წარმატებები ყველას, არ დანებდეთ და ქეთისთან მიდით რა. ეგეთი პროფესიონალი სხვა არავინ არაა საქართველოში. კიდევ ჩემი რჩევა იქნება ყველა ვიზიტზე ქეთიც ნახოთ ხოლმე, სხვებიც კარგები არიან ყველა მარა ქეთისთან ახლოს ვერ მოვლენ.

Posted by: akunabakuna 24 Apr 2017, 17:17
Nino84
ვაიმე რამდენს ვუძლებთ.
ქეთისთან ოთხივე ინვიტრო?
* * *
LK1
ღმერთმა ბედნიერი დედა გაგხადოს
მადლობა ყურადღებისთვის.
დივიგელს გადატანის დროსაც ხმარობდი?

Posted by: LTB1948 24 Apr 2017, 17:33
stellla
კი, ნამდვილად ასეა. ექიმის დანიშნულების გამო არ მიიღოთ. თუ პოლიკისტოზისადმი ან ჰიპერანდროგენიისადმი გაქვ ტ მიდრეკილება, შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ექიმის გარეშე არ მიიღოთ, ჰორმონალურ ფონს ცვლის და საჭუროების გარეშე არ შეიძლება მიღება. ექიმმა უნდა გაგშინჯოთ, ჰორმონალური სტატუსი და ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა შეგიფასოთ და თუ საჭიროდ ჩათვლის, დაგინიშნოთ. თქვენ შეგიძიათ ჰჯითხოთ კონსულტაციაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა, თავად გადაწყვეტილება არ მიიროთ, რადგან შეიძლეა ჰორმონალური ფონი აგირიოთ და ესეც ცუდია

Posted by: nino84 24 Apr 2017, 17:34
akunabakuna
არა, მაშინ რეპროარტში დავდიოდი და ოთხივე გადატანა იქ მქონდა მაია ჯანელიძესთან, 2013-2014 წლებში ორი წარუმატებელი ინსემინაციის შემდეგ. საშინლად ვიყავი დასტრესილი, მერე მქონდა ორწლიანი პაუზა, შარშან მივედი ქეთისთან, იანვარში მქონდა პუნქცია და იმედია მალე მექნება გადატანაც.

Posted by: Tamara1988 24 Apr 2017, 18:16
akunabakuna
შენი პოსტი რომ წავიკითხე ელდა მეცა.ძალიან მაგრად დამწყდა გული. რატომღაც მჯეროდა რომ შენი დადებითი იქნებოდა. არ დანებდე იბრძოლე ბოლომდეე.

* * *
nino84
ააა გასაგებია. განაყოფიერება გადატანა ღირს 2250. ვერ ამიხსნა სწორად იმ გოგომ ცოტა დაბნეულია თვითონაც ფასებში.
და მხოლოდ გამოლღობა გადატანა რა ღირს ეგ არ გითხრეს?

Posted by: naa-tii 24 Apr 2017, 19:22
კი მეუღლეს აქვს პრობლემა, ნეკროსპერმია აქ, კიევში ტესე გაუკეთეს, ამას საქართველოში ვერ აკეთებენ ნორმალურად, რაც გარეთაა სპერმა შიგნიდანაც იგივე გამოაქვთ. ერთი წლის ინტერვალით გავიკეთე სამივე. ქეთიმ პირდაპირ დონორი მითხრა. გიჟს ვგავარ, მაგრამ ჩემი მეუღლე უარეს დღეშია რა ვუთხრა და რით ვანუგეშო არ ვიცი. მე ჯანმრთელი ვარ, ცხოვრებაში ერთ ანალიზში არ მქონია პრობლემა, მაგრამ რათ გინდა... ნეტა რა სანატრელი ესაა მაგრამ თუ პრობლემაა ჯობია ქალის პრობლემა ინატრო ვიდრე კაცის. ვერაფერს უშვებიან სპემას. 4 წელია გაიჭყიპა წამლებით, ძრვრა ვერ ვუქენით sad.gif

Posted by: akunabakuna 24 Apr 2017, 19:43
გოგოებო უარყოფითი ინვიტროს შემდეგ ციკლი ჩვეულებრივ მომივა?

Posted by: mariami17 24 Apr 2017, 19:51
გოგოებო პროგესტერონს დილით იკეთებთ?
17 ოჰ ანალიზისთვის უზმო უნდა იყო?

Posted by: naa-tii 24 Apr 2017, 19:57
akunabakuna
პირველი ინვიტროს შემდეგ მესამე დღეს ისეთი კოლტი ჩამომივარდა კოჭებამდე შევიღებე, თან ქუჩაში ვიყავი. ხეგე მაშინაც ძალიან დაბალი იყო და ვერ ვიტყვი მიმაგრებული ჩამომივარდათქო მაგრამ გეუბნები ქუჩა მოვრწყე შარვლის ტოტებიდან გამომივიდა. მეორე ინვიტროს შემდეგ, შეშინებული პამპერსით ვიყავი მაგრამ იმაზე ცოტა მქონდა ვიდრე ჩვეულებრივი მენსტრუაციის დროს.

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 20:31
QUOTE (naa-tii @ 24 Apr 2017, 19:22 )
... ვერაფერს უშვებიან სპემას. 4 წელია გაიჭყიპა წამლებით, ძრვრა ვერ ვუქენით sad.gif

ხო, მეც მასე მითხრეს საფრანგეთში და რომ არ დავუჯერე მერე საქართველოშიც გადავამოწმე ანდროლოგთან (თუ არ ვცდები შოთა ერქვა) და დამიდასტურა - სპერმა რაც არის არის; თუ რაიმე დაავადება არ არის გამოსასწორებელი და ბუნებრივად ასე აქვს, არაფერი ეშველება.
ჩემს ქმარს 7% აქვს მარტო ნორმალური სპერმატოზოიდები და იქაც ფრაგმანტაცია აქვს მაღალი. არ არსებობს წამალი, რომელიც კარგი სპერმატოზოიდების რაოდენობას გაზრდის. მაინც მისცეს ჩემ ქმარს ჩვეულებრივი ვიტამინები და ანტი-ოქსიდანტები Conceptio და GAMETIX, მაგრამ ესენი დიდ სასწაულს ვერ ახდენენ.

Posted by: naa-tii 24 Apr 2017, 20:51
compte.paris75
შოთა ნიშნიანიძესთნაც იყო, ჭოველიძესთანაც და ხელაიასთანაც. რაც მას პროფერტილი დ მსგვსი პრეპარტები აქვს მიღებული და სრულიად უშედეგოდ. მიზეზი რომ არსებობდეს ვუმკუნლბდით მაგრამ მიზეზი არაა სამუხაროდ.

Posted by: ketket123 24 Apr 2017, 21:57
გოგოებო დაზღვევა ჰისტეროს რამდენ % აფინანსებს ხო არ იცით ? იმედილ ის

Posted by: stellla 24 Apr 2017, 22:41
LTB1948
stellla
კი, ნამდვილად ასეა. ექიმის დანიშნულების გამო არ მიიღოთ. თუ პოლიკისტოზისადმი ან ჰიპერანდროგენიისადმი გაქვ ტ მიდრეკილება, შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ექიმის გარეშე არ მიიღოთ, ჰორმონალურ ფონს ცვლის და საჭუროების გარეშე არ შეიძლება მიღება. ექიმმა უნდა გაგშინჯოთ, ჰორმონალური სტატუსი და ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა შეგიფასოთ და თუ საჭიროდ ჩათვლის, დაგინიშნოთ. თქვენ შეგიძიათ ჰჯითხოთ კონსულტაციაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა, თავად გადაწყვეტილება არ მიიროთ, რადგან შეიძლეა ჰორმონალური ფონი აგირიოთ და ესეც ცუდია

მადლობა .

Posted by: BA84 24 Apr 2017, 22:45
naa-tii
akunabakuna
აუ როგორ მესმის თქვენი 3 დღე ისე ვიყავი არავის დანახვა არ მინდოდა, ჩემი და მოვიდა და კარებიდან გავაბრუნე, ვთხოვე წასულიყო. მაგრამ ციკლი მომივიდა და დავიწყე თავიდან ყველაფერი, და იმედიც მეოთხედ ჩამესახა. ხოდა მთავარი ფინანსებია გოგოებო და როდისღაც ჩვენც გავიხარებთ აუცილებლად
akunabakuna
მე ჩვეულებრივ მომდის წამლების შეწყვეტიდან 4-5 დღეს. ჭარბად არა.
ketket123
ქეთი ჰისტერო შედის დღის სტაციონარში , ჰოსპიტალიაზიაში არა. ამიტომ რაც ამბულატორიულ მომსახურებაზე გაქვს პროცენტი იგივე პროცენტით დაგიფინანსებს იმედი ლ

Posted by: compte.paris75 24 Apr 2017, 22:52
მე შენი ქმრის ამბავი არ მეჩვენება ხელჩასაქნევი. თუ ვცდები მითხარი (მორფოლოგიურად შენ უფრო იცი როგორი სპერმატოზოიდები გამოსდის). თან ბლასტოციტებამდე მივიდნენ თქვენი ემბრიონები. ესეიგი სპერმატოზოიდებს თავისი როლი შეუსრულებია, გაუნაყოფიერებია ოოციტი.

შენც იცი, ერთი სპერმატოზოიდია საჭირო ერთი ოოციტის გასანაყოფიერებლად. ეხლა მთავარია თუ აქვს მარაგში სპერმატოზოიდები გაყინული. და ფინანსები თუ გიწყობთ ხელს რომ კიდევ სცადოთ.

Posted by: naa-tii 25 Apr 2017, 00:27
compte.paris75
მადლობა გამხნევებისთვის. მორფოლოგიურად პრობლემა არ აქვს, მაგრამ რომ არ მოძრობს თბილისში ყველამ ეგ მითხრა, უმცირესი შანსიაო, ან უნდა ცადო ბევრჯერ და ერთხელ გაარტყავ ან დონორიო. უკვე მესამედ ვცადე და მასალაც არის გაყინული. დავიწყებ თავიდან სხვა რა გზაა მაგრამ გზადაგზა თითო დამამშვიდებელს ვიმატებ ისე გამინადგურა ნერვები.

Posted by: compte.paris75 25 Apr 2017, 01:19
უჰ ნუ იტყვი naa-tii, ნერვები აღარ არის. მაგრამ ჩემ თავს შევატყვე რომ ამ ტკივილს ვეგუები. ამ ტკივილთან ერთად ვცხოვრობთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას

Posted by: nincka1987 25 Apr 2017, 09:16
დილა მშვიდობი გოგოებო,კიიი რაც მეტ ტივილს და განსაცდელს ვიტანთ უფრო ვძლიერდებით.ძალიან ძლიერეი ვართ,ეხლა სულ მაგას ვამბობ თურმე რა მაგარი ვყოფილვარმეთქი.ყველას არ შეუძლია ამ ყველაფერს გაუძლოს.ყოველ განსაცდელზე ახალი ენერგიითა და შემართებით ვიმსჭვალებით.ასე მგონია რაც გადავიტანე შორელ წარსულში მოხდა,ვემზადები ახალი ძალებით ახალი სიცოცხლის დასაბადაბლად

Posted by: takotatuli1989 25 Apr 2017, 09:58
მე რაც გამოვიარე 3 წელი თქვენ განსაცდელებთან სახსენებელიც არაა... უბრალოდ რა მანერვოზებდა სხვა ფაქტორებთან ერთად იცი? რადგან ყოველ თვე დაორსულებას ვცდილობდი (თუ სპეციალურად კონტრაცეპტივი არ მქონდა დანიშნული) ვერც ეპილაციაზე დავდიოდი წესიერად, ვერც აუზში ვხტებოდი, სულ რაღაც შეზღუდვებში ვიყავი და მაგან გამარეკინა. მერე ინვიტრო რო გადავწყვიტე ფოლიუმის სმაც კი შევწყვიტე ისე დავისვენე რამდენიმე თვე და ყველა მეუბნებოდა რა შეცვლილი ხარო ისეთი ბედნიერი სახით დავდიოდი... აი ამდენი მოლოდინებით, მონიტორინგებით, წამლებით რაღაც შინაგანი პროტესტი გამიჩნდა როგორც ჩანს და ინვიტრომდე თუ დამშვიდებული ნერვებით მივედი მაგ პროცედურებზე მაინც ხელახლა ავიშალე, განსაკუთრებით სქრეჩინგზე და მაშინ გავიფიქრე პირველად ნეტა ამდენ წვალებად თუ ღირს ეს შვილითქო, თავი მსხვერპლად წარმოვიდგინე და გავსკდი ტირილით (არადა რამდენიმე თვით ადრე ფუნქციის პროცედურის ვიდეოზე იუთუბზე ვიღაც კაცის კომენტარი ეწერა არ ღირს ხალხო ქალების ასე წამება შვილისთვისო და მაშინ ვიფიქრე რა იცის ამ კაცმა შვილი რა არისთქო)... კი იცით რო უფალმა გადმომხედა და პირველივე ცდაზე დავრჩი მარა ისე უემოციოდ ვიყავი უკვე გადატანაზე რო მეუბნებოდნენ ნახე ეკრანს შეხედეო მე ჩემ გავსებულ შარდის ბუშტზე ვფიქრობდი და თავს ვაძალებდი ემბრიონზე მეფიქრა... ცოდვა გამხელილი სჯობს და ეხლაც ვატყობ რო დღეები გადის და ბაოს არც ვეფერები ჩემი ქმარი რო ჩამოდის და სულ ეფერება მერე თავს დამნაშავედ ვგრძნობხოლმე.. მოკლეთ ჩემი ასეთი დამოკიდებულება იმედი მაქვს გამივლის ბაოს მოძრაობებს რო ვიგრძნობ და უფრო გავაცნობიერებ ამ ბედნიერებას და ჩემი ნერვოზისგან დამართული ეგოიზმი უკან დაიხევს. აქ ამ პოსტს იმიტომ ვწერ რო ნერვები ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი ახალი ბრძოლა კარგად გაწონასწორებულებმა დაიწყეთ. განტვირთვა ყველას ჭირდება. ვიცი რო ყველა დაკარგულ დღესაც დანაშაულად მიიჩნევ ადამიანი ამ დროს მარა ორგანიზმს, ტვინს ჭირდება განტვირთვა.

დარწმუნებული ვარ ყველას გამოგივათ გოგოებო აი ძალიან მჯერა თქვენი!

Posted by: m.i 25 Apr 2017, 10:19
takotatuli1989
რა კარგად დაწერე და ახსენი ყველაფერი... რა ნაცნობი და ახლო განცდაა ყველა აქ მყოფისთვის... smile.gif

ყველა აქ მყოფს და ჩემს თავსაც ვუსურვებ მალე დასრულებულიყოს ჩვენი ტანჯვა

Posted by: tammmta1 25 Apr 2017, 10:30
takotatuli1989
შენი ისტორიის გაგრძელებად დავწერ ჩემსას, ორსულობისას ხო უემოციოდ ვიყავი და სხვათა შორის ვეფერებოდი ბავშვს, მშობიარობის მერე(ბუნებრივი მშობიარობა გადავწყვიტე და ურთულესი აღმოჩნდა) ბავშვის დანახვაზე არანაირი ემოცია არ მქონდა. რამდენიმე თვე მოვალეობის მოხდის მიზნით ვუვლიდი, სიყვარული გვიან მოვიდა, მაგრამ ისე მოვიდააააა.... lol.gif ახლა ანათი იწყება ჩემი ფიქრი და მისით მთავრდება. მოკლედ, ძალიან მაგარი პროცესია, თუმცა ფიზიოლოგიური მშობიარობით ნუ გაიმწარებთ სიცოცხლეს, თორემ შვილის გაჩენის სიხარულის თავი აღარ გექნებათ.

Posted by: Wantbaby 25 Apr 2017, 10:32
გამარჯობა გოგოებო, მოგვიანბით გილოცავთ გასულ ბრწყინვალე დღესასწაულებს! მორფოლოგა 3 % რას ნიშნავს და თუ აის შანსი მკურნალობის არეშე თვითონ მოიმატოს

Posted by: ketketa210 25 Apr 2017, 11:21
compte.paris75
მე თეოს ვკითხე მიკრონის გარეშე გამოვწეროთქო? მიპასუხა მნიშვნელობა არა აქვს, მოქმედებს ერთნაირადო. 75 მგ დღეში დამინიშნა ქეთიმ ანუ დღეში 3 ცალი.

Posted by: Tamara1988 25 Apr 2017, 12:10
გოგოებო ვისაც გაინტერესებთ მხოლოდ გამოლღობა გადატანის ფასი 1850 ლარი ეხლა მომწერეს ფბზე ინოვა ინვიტროდან.

Posted by: Anukia198889 25 Apr 2017, 12:52
Tamara1988
Tamara1988
მე უნდა გამეგობდა შენ დამასწარიი smile.gif მადლობა ჩემო კარგო. მე გადამიცდა 22 ში ველოდებოდი და რომ მომივა უეჭველი რაღაცა დამხვდება კიდე.

Posted by: rosonera 25 Apr 2017, 13:33
naa-tii
akunabakuna
როგორ გგულშემატკივრობდით გოგოებო, მეწყინა ძალიან, მთავარია ფარ- ხმალი არ დაყაროთ და ბრძოლა გააგრძელოთ.
takotatuli1989
ვაიმე რა ზუსტად დაწერე განცდებიი, იგივე პროტესტი მეუფლება, ვფიქრობ ღირს კი ამდენ წვალებად, ბავშვზე ფიქრში ცხოვრებამ გვერდით ჩამიარა ბოლო 5 წელია ვფიქრობ ზოგჯერ, მაგრამ ვინმეს პატარას რომ დავინახავ მიბრუნდება ბრძოლის შემართება, smile.gif .
აქ ისეთებს წერთ გოგოებო, ზუსტად ვიცი რომ ხელი არ უნდა ჩავიქნიო და ვიბრძოლო.

Posted by: nincka1987 25 Apr 2017, 13:44
Tamara1988
ნელ-ნელა უმატებენ და უმატებენ ფასებს,მემგონი ჯობია ივნისში გადავიტანო და აღარ გადავდო, თორე შემოდგომაზე რა ფასი დამხვდება აცმა არ იცის smile.gif არადა როგორ მინოდა რომ შემოდგომამდე დამესვენაა

Posted by: Tamara1988 25 Apr 2017, 13:58
nincka1987
მართალი ხარ ძაან ცუდად იქცევიან მეც ვბრაზდები უკვე. ნეტა სხვა კლინიკებშიც ასე აწიეს ფასები?
არადა მე შარშან მარტში მილები რომ ამომიღეს 1თვეში ინ ვიტროს თანხა უკვე მოძიებული მქონდა და სახლში მედო. ხან დეპრესიები მქონდა ხან მეშინოდა და ფეხები უკან მრჩებოდა ხან ვთვლიდი რომ მზად არ ვიყავი.მერე გლანდებიც გამოჩდა.რამდენჯერ ჩავეწერე და ვერ შევძელი მისვლა ვერ ვბედავდი. მოკლედ 1წლის მერე ძლივს მივაღწიე. ნეტა მალევე მივსულიყავი ის 7000სრულებით მეყოფოდა ეხლა კი სადღაც 10 იდან 12მდე მიჯდება მგონი.

Posted by: rosonera 25 Apr 2017, 14:03
იცით რა მაინტერესებს, წამლები ვიცი რომ ინდივიდუალურია და თვითონ ინვიტროს პროცედურები რა ღირს ჯამში ინოვაში?

Posted by: ketketa210 25 Apr 2017, 14:07
akunabakuna
მაგაზე ნუ ფიქრობ, რაც გითხრეს იმას აკეთებ და როგორ უნდა დააკლო რამე. პირიქით, მქსიმალურად ვცდილობთ მაგრამ ყველაფერი მაინც ისე ხდება როგორც უნდა მოხდეს. sad.gif რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი კარგად გექნებოდა და გული მწყდება ძალიან sad.gif sad.gif

Posted by: nincka1987 25 Apr 2017, 14:51
Tamara1988
სხვაგან არაა ასეინვიტროში მაგალითად ისევ ძველი ფასებია,ანალიზების ზუსტად ვიცი რომ ასეა.ბოლოს ინვიტროში გავიკეთე ხოლმე და 10-12 ლარით იაფი იყო ვიდრე ინოვაში.ასეც არ შეიძლება რააა,მდიდრდებიან ჩვენ ხარჯძე,იციან რომ ყველაფერზე ვართ წამსვლელები ოღონდ შვილი გვყავდეს და უმატებენ და უმატებენ ამ ფასებს.ვიღაცამ ხო უნდა აკონტროლოს ფასები რაა.ქეთის ვეტყვი აუცილებლად როცა მივალ. რეგისტრატურაშI კი გამოვაცხადე აქ აღარ გავიკეთებ აწი ანალიზებსმეთქი და გაეცინათ.აბა მე მკითხომ ეხლა სასაცილოდ თუ მაქ საქმე.ეგ მეორე გადატანის ფული როგორ მოვაგროვო იმას ვფიქრობ
* * *
rosonera
სქრეჩინგი 150 ლარი, პუნქცია დაახლოებით 2200 მგონი ასე გადავიხადე,გადატანა გადატანა 2050 გადავიხადე და გაინვა 780 ლარი.დაახლოებით ეს ფასებია თვითონ პროცედურები.თუ რამე გამომრჩა მაპატიე,საერთოდ აღარ მახსოვს რას და როგორ ვაკეთებდი ან ვიხდიდი ისე მაქვს უკვე გონება არეული და ხოო კიდე ანალიზები: პროგესტერონი,ესტრადიოლი ეს ორჯერ გავიკეთე,TSH ,კოაგულოგრამა,ღვიძლის ფუნქციები, Anti-tpo,Anti-tg. კარდიოლოგიდ კონსულტაცია-კარდიოგრამა.მემგონი ესაა რაც გავიკეთე სულ.ზოგი ანალიზი ენმედიცშI გავიკეთე და ბევრად იაფი დამიჯდა.ამ ანალიზების ფასი დაახლოებით: 300 ლარი.სულ ჯამში:5500 ლარი.წამლებიანად 11000 მივუკაკუნე მეე

Posted by: rosonera 25 Apr 2017, 15:07
ე.ი მარტო პუნქცია და გადატანა + სქრეჩინგი 4400 ლარია და სულ მინიმალური წამლები რომ დაგჭირდეს ალბათ 2500 ლარი ხოო. ანალიზებს აღარ ვთვლი. 8000 ვვარაუდობდი მე და 11 ასე ძვირიი sad.gif

Posted by: nincka1987 25 Apr 2017, 15:22
rosonera
სტიმულაციის წამლებს გააჩნია ,ზოგს მარტო მენოპური ჭირდება,ერთმა გოგომ მითხრა იქ მარტო მენოპური დამჭირდაო და სულ 6000 იც არ დამიჯდაო.მე მაგალითად გონალ ეფ, მენოპური,ცეტროტიდი თუ რაღაც ოვიტრელი.ძაან ბევრი დამიჯდა სტიმულაცია.დღეში მჭირდებოდა დაახლოებით 350-400 ლარი.ზოგს როგორ ზოგს როგორ.ქეთის რო ვკითხე თავიდან რამდენი დამჭირდებათქო 7000 გეყოფაო და რო მოვაგროვეთ 8000 .ბოლოს გადატანის და გაყინვის ფული აღარ დაგვრჩა 3000 ლარი დაახლოებით .

Posted by: Tamara1988 25 Apr 2017, 15:53
nincka1987
მე ვიკეთებდი მენოპურს დღეში 3 ცალს 12 დღე გონალი 5ცალი დამჭირდა ხოლო ცეტრო 6ცალი და ეს ყველაფერი დამიჯდაც 2700 ლარი.

Posted by: rosonera 25 Apr 2017, 16:03
Tamara1988
რამდენი ემბრიონი მიიღე შენ მასეთი სტიმულაციით?

Posted by: compte.paris75 25 Apr 2017, 16:16
QUOTE (ketketa210 @ 25 Apr 2017, 11:21 )
compte.paris75
მე თეოს ვკითხე მიკრონის გარეშე გამოვწეროთქო? მიპასუხა მნიშვნელობა არა აქვს, მოქმედებს ერთნაირადო. 75 მგ დღეში დამინიშნა ქეთიმ ანუ დღეში 3 ცალი.

გაიხარე! ძვირფასი ინფორმაციაა!

შენ რამდენი გაქვს ანტიმიულერი?
* * *
takotatuli1989
ნაცნობი გრძნობებია... sad.gif
ღმერთმა ჯანმრთელად გაგიჩინოს ბაო.

Posted by: naa-tii 25 Apr 2017, 16:36
პირველი 13 000 დამიჯდა, მეორე 7 000 და მესამე 10 000 მდე. საიდან მომაქ ეს ფული მეც ვერ ვხვდები ზოგჯერ. და ამავდროულად ინვიტროს გარდა ჩემი ქმრის 4 წლის მანძილზე შეუწყვეტელი მკურნალობა, რომელიც თვეში მინიმუმ 500 ლარი ჯდებოდა თავის ანალიზებიან ექიმთან ვიზიტიან წამლებიანად. ნერვები მართლა შეიწირა ამ ყველაფერმა. ფინანსები ხომ საერთოდ, რამდენი რამის ყიდვა მინდა რამდენ ადგილზე წასვლა მაგრამ ყოველ კაპიკს ვუყურებ რომ ზედმეტი არსად გადამყვეს, ეხლა კიდე თავიდან უნდა დავიწყო გროვება. ჩემს ირგვლივ ან ორსულადაა ვინმე ან პატარა ბაია ყავთ. ფეისბუქზე შესვლა აღარ მინდა ისეა გადაჭრელებული პატარა ბავშვების ან ორსულების სურათებით. ისე მთრგუნავს ეს ყველაფერი, ისე მსტრესავს რომ აღარ ვიცი ხოლმე რა გავაკეთო. ერთხელ იტყვი შენ პრობლემაზე ორჯერ მაგრამ ყველას თავს ხომ არ გადააძრობ შენი გასაჭირით, ამიტომ დავდივარ მიკერებული ღიმილით.

Posted by: takotatuli1989 25 Apr 2017, 16:52
naa-tii
წელიწადზე მეტია გავაუქმე და დავისვენე... მეც ძალიან ვისტრესებოდი მაგით, თან ჩემი მეგობარი დღეში 100 ვიდეოს მიგდებდა თავისი ბავშვის ნახე რას შვება ნახე რას აკეთებს... აი ძაან ნერვებზე მოქმედებდა. ისედაც ვერ ვიტან ბავშვმა ჭამა, ქოთანზე დაჯდა, ყველაფერზე რო ვიდეოებს და სურათებს დებენ და პოსტებით რო ეფერებიან გეგონება ესმის იმ ბავშვს.

Posted by: mashusha 25 Apr 2017, 17:04
takotatuli1989


საკუტარი რაც გამიჩნდა მერე უფრო მივხვდი რატომ დებ მსგავს სურსთებს!-სამსახურში ნახავ როცა მოგენატრება და ძალიან მაგარია, როცა მომავალ წელს ნახავ როგორც მოგონებას. ფაქტიურად, გინახავს სურათს, ნატქვამს და ყველაფერს... მე მაქვს მილიონი სურათი გადაღებული ბავშვისთვს და სპეც მის სახელზე შეძენილი მაღალი ხარისხის ფოტოაპარატი და ალბათ სულ 10 სუარათი მაქვს დაბეჭდილი. დანარცენი ან ფეისზე (ეს ძალიან მცირეა იმასთან შედარებით რაც მაქვს), ან გუგლში ინახება : )
მობილში მოქნდა უმაგრესი ფტოები და ხან პლატა გადამეწვა, ხან გამოვცვალე და დაიკარგა და აშ. რაც მე ფეისი ვლოცე რომ რაღაც ნაწილი მისი საშუალებით გადამირცა...

გოგოებო, გამიხსენებთ, მოიცა გაჩვენოს პაწიამ ვადრისფერი ფეხისგულები <3

Posted by: takotatuli1989 25 Apr 2017, 17:06
mashusha
გასაგებია ეგ რო გიხარია და ბედნიერი ხარ მარა მგონია რო რაღაც პირადი აღარ არსებობს ამ ფეისბუქის გადამკიდე, ზუსტადაც რო ძალიან მაღალი გრძნობებია ბავშVის, მეუღლის მიმართ ფეისბუქზე ყველაფრის გამომზეურებით მგონია ფასი ეკარგება და ის სიტკბო რაც შეიძლება მარტო ოჯახმა იცოდეს და ინტიმური იყოს ქრება. მე ასე ვფიქრობ და ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის

Posted by: mashusha 25 Apr 2017, 17:13
takotatuli1989


ქმრის მიმართ გრძნობებიდა საყვარელო ხუთი წელია სენს გევრდით ვარ და მადლობა უფალს ამისთვისო, მე არ მცვევია. ოჯახური ფოტოებიც ცოტა მაქვს ძალიან. სულ 2-3 ალბათ, ისიც ბავშვტან ერტად და ბავშვის ხათრით. ცოლ-ქმსრის ურთერთობა ცემტვის ხელშეუხელებლი თემაა და არ მიყვარს არც კარგის გამომზეურება და არც ავის.
ძალიან ბევრი ,,მიყვარხარ და რა ბედნიერი ვარ სენი არსებობითო რომ წერენ, მგონია ხოლმე რომ რაღაც უჭირთ და ამიტ ცდილობენ კომპენსირებას ტქო/. თუმცა, თუ არ უჭირთ და ასეა, ღმერთმა მრავალი წელი მისცეს კიდევ ასეთი. მე ვერ გავაკეთებ იმავეს.ინტიმი ჩემვსი ესაა.

ბავშვი სულ სხვა თემაა, აი, სულ სხვაა...
არავისთვის არ დებ სურათს, მხოლოდ შენთვის, რომ შენ ნახო როცა მოგენატრება...
მეც მიფიქრია ხალხი არ გადავტვირთო თქო და რომ გიტხრა დღეში ასს ვდებ ან ყოველ დღე ტქო, არა...

Posted by: Tamara1988 25 Apr 2017, 17:26
rosonera
9 ემბრიონი მივიღე და რახან ბევრი იყო გავრისკეთ და აქედან 5 ბლასტო მყავს ეხლა უკვე. )))

Posted by: Yin&Yang 25 Apr 2017, 17:27
mashusha
QUOTE
არავისთვის არ დებ სურათს, მხოლოდ შენთვის, რომ შენ ნახო როცა მოგენატრება...

მერე ხომ აქვს ფეისბუქს ფუნქცია - მხოლოდ მე - გექნება ისე მხოლოდ შენ რომ ნახო.
ნუ ფაქტია რომ უმეტესობა ხალხის სანახავად დებს სურათებს.

წინა გვერდებზე ნახე ? საქართველოშიც ხდება კვერცხუჯრედების გაყინვაო, მეგობრისთვის რომ გაინტერესებდა.

Posted by: Tamara1988 25 Apr 2017, 17:34
takotatuli1989
მეც შარშან ზაფხულში მაგის გამო გავაუქმე ფბ და მეც სულიერად დავისვენე.აღარც მახსოვს რომ არსებობს კი ვითომ დამცინიან რომელ საუკუნეში ცხოვრობო მაგრამ არ მაინტერებს არავის აზრი. აბსოლიტურად გეთანხმები ჩემი აზრებიც შენ დაგიწერია. დავიფიცე სანამ ჩემი პატარა არ მეყოლება ფბზე აღარ შევალ და ვასრულებ კიდეც.

Posted by: mashusha 25 Apr 2017, 17:52
Yin&Yang
კი ვნახე და ვუთხარი უკვე... თვითონ სხვა ინფორმაციას ფლობდა.

ხო, ალბათ სხვებისთვისაც შენ. ჩემი ბავშვის სურათს ელოდებიან ჩემი ნათესავები.ის კი არა, ვიწრო წრეზე მაქვს სტატუსი დაინახოს და მსგავსები და მსაყვედურობენ ბავშვის ალბომი არ ჩანსო.

მე გულწრფელად მესმის გოგოების, მაგრამ სურათზე მეტად ხშირად სტატუსები მაღიზიანებს. ზოგი მაინც გადაწყვეტს რომ ისაა ყველაზე Eკვიანი და მიდის პოლიტიკურ- ეკონომიკური დარიგებები.. ან ის სტატუსი- გველივით რომ იკბინებით.. ვერ გაიგებ რა სჭირს, ვის მიმართავს... თუ მეგობრებში უნდა აიტანო, ეგაა ფეისი, თუ არადა, ანფოლოუ ..

მესმის გოგოების გამა არა...
უბრალოდ,ვინც დებს რანაირად ეტყვი არ დადიოდა, ან ფოტო ან სტატუსი?

Posted by: rosonera 25 Apr 2017, 18:09
Tamara1988
ვაა რა კარგია, ასეთი მინიმალური დოზებით კარგი შედეგია ნამდვილად. აბა შენ იცი smile.gif

სურათებს რაც შეეხება მე პირიქით ვარ მაგ ამბავში, ბავშვების სურათებს რომ ვუყურებ სიხარული მეუფლება, სულ მინდა რომ ვუყურო , რამდენიმე ბავშვი მყავს ამოჩემებული და ყოველ დღე ვათვალიერებ დედამისების პროფილებს რომ იმ ბავშვების ფოტოები ვნახო smile.gif

Posted by: nino84 25 Apr 2017, 20:25
ყველაზე ცუდი რასაც ამ ბოლო დროს ვგრძნობ ისაა, რომ ცოტა ხანში სალაპარაკო თემა გამომელევა ნაცნობ-მეგობრებთან. დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკს ვისი რომელ ბაღში დადის, ვის რა აცრა გაუკეთეს, რა პამპერსს ახმარს ა.შ მე კიდევ ვუსმენ, ისეთ არასრულყოფილ არსებად ვგრძნობ თავს მაგ დროს, საშინელებაა.უკვე ასაკიც ისეთი მაქვს ირგვლივ ყველას ბავშვი ყავს ან ელოდება. ფაქტიურად მე დავჩი მარდო 'მოლოდინის' რეჟიმში. კიდე კაი ეს ჯგუფი არსრბობს აქ მაინც ვიოხებ გულს.

Posted by: takotatuli1989 25 Apr 2017, 21:05
nino84
ჩაერთე მაგ საუბარში და ბევრ სასარგებლო ინფოს მოისმენ რაც მალე გამოგადგება აუცილებლად :*

Posted by: nino84 25 Apr 2017, 21:15
takotatuli1989
შვიდი წლის განმავლობაში დამიგროვდა თეორიული ცოდნა, პრაქტიკა მინდა უკვე biggrin.gif

Posted by: akunabakuna 25 Apr 2017, 21:23
გოგოებო ვინმე ხართ ქეთისთან ემბრიონების დაგროვებით პროგრამაში?

Posted by: georgia1988 25 Apr 2017, 21:43
naa-tii
რამდენი წლის ხართ თქვენ?


წამიკითხია რო ტესეს დროს ამოქავთ სპერმატოზიდები და ფრაგმენტაცია ნაკლებია და შანსებიც მეტიაო

* * *
სპერმატოზიდების რაოდენობა რამდენია ერთ მილიგრამში?
ტესე გეცადათ...

Posted by: BA84 25 Apr 2017, 22:30
nino84
ეგრე ვარ ზუსტად, სამსახურში, მეგობრებში მე ვარ მარტო ვისაც არ ყავს შვილი. ხშირად ვერთვები საუბარშიც ხოლმე დის შვილები მყავს და პრაქტიკაც და თეორიაც საკმაოდ მაქვს დაგროვებული, მაგრამ..... ვინმეს შვილს რო სიცხე აქვს და წუწუნებენ , სულ ვფიქრობ რომ მეც მინდა მყავდეს შვილი და ქონდეს სიცხე, რა პრობლემაა
* * *
და კიდევ რომ დაიწყებენ იცი რამდენი ფინანსები ჭირდება ბავშვს?? შენ რა იცი , რა გიჭირს. ხომ არ დაუწყებ დეტალების მოყოლას, დარწმუნებული ვარ ერთეული თუ ხარჯავს იმდენს ბავშვზე რასაც ჩვენ ყოველ თვე. 17000 ლარი დავხარჯე მარტო ამ 4 თვის განმავლობაში, სესხით. და ისეთი ტემპი მაქვს, თუ არ შევჩერდი არ ვიცი smile.gif

Posted by: nino84 25 Apr 2017, 22:48
BA84
მართალი ხარ, ფინანსური მხარეც საკმაოდ მტკივნეულია, ფსიქოლოგიურზე აღარაფერს ვამბობ და ეს ამდენი სტიმულაცია და ჰორმონები რა შედეგს იქონიებს ჯანმრთელობაზე სამომავლოდ კიდე რა ვიცით.

Posted by: Kato81 25 Apr 2017, 23:48
takotatuli1989
ისე ზუსტად დაწერე რასაც განვიცდით, სიმწრით გამეღიმა smile.gif პირადად ჩემზე ძაან დაემთხვა, იმდენჯერ დამიჭერია თავი ეგოისტურ ფიქრებში, ღირს კი შვილი ან ეს ცხოვრება ამდენ წვალებად თქო? იქნებ მართლა ღვთის ნებაა ყველაფრი და ჯობია მშვიდად დავჯდე და დაველოდო თქო, მაგრამ ზუსტად ეს სიმშვიდე მაკლია sad.gif რამდენ რამეს ვიკლებთ, რამდენ რამეზე ვამბობთ უარს, საათობით რიგებში გვაწყდება ნერვები, ფინანსებზე აღარაფერს ვამბობ, არადა ეგაა მთავარი, ჩვენ ჯერ კი მხოლოდ 3 წელია და ვინც 5 და მეტი მესმის რასაც განიცდით...და ამდენი ტანჯვა-წვალების მერე მოსული სიხარული როგორი იქნება აღარ ვიცი, შიშის განცდა მაქვს და უნდობლობის ყველა ექიმის მიმართ...

Posted by: naa-tii 26 Apr 2017, 09:13
georgia1988
ტესეთი გვაქ სამივე ინვიტრო გაკეთებული

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 09:36
გოგოებო ფუნქციის მერე პირველი ციკლი მაქვს და 8დღეა უკვე გამიგრძელდა(ისე 3 ან 4 მაქვს) ნეტა საშიში ხომ არაა?

Posted by: mashusha 26 Apr 2017, 10:13


გოგოებო, სანამ გავტხოვდებოდი მენზოს წინ მქონდა საშინელი მკერდის ტკივილები. მაშინ მითხრა ვიღაცამ ეგო მასტიტის ნიშანიაო.. გატხოვების მერე აღარ მქონია. ბოლო 3 თვეა დამეწყო ისევ. ისეთი ტკივილი მაქვს რმ ხელს ვერ ვიდებ. ხელის დადების გარეშეც ოდნავ დისკომპფორტი შეგრძნება მაქვს ხოლმე. ტქვენ ხომ არ იცით ეს ჰორმონული დისბალანსია, მასტიტია, ნორმაა თუ რა არის? ექიმტან ცემი წასვლა უფრო რთულია ვიდრე აფხაზეთის დაბრუნება....

Posted by: Anukia198889 26 Apr 2017, 11:54
Tamara1988
მიწერე ქეთის ან თამთას. მე ჩვეულებრივად მქონდა მაგრამ რეგულონს ვსვამდი მაგ დროს. ეხლა პირველი ციკლია ბუნებრივად ფუნქციის შემდეგ და ოთხი დღე გადამიცდა. დღეს მომივიდა თამთას მივწერე და მაისში რომ მოგივა მერე გადაისკუპეო მომწერა. გადამედო ეს თვე ალბათ მაგ დროს აქით არ არიან facepalm.gif

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 12:01
Anukia198889
გოგო მივწერე დილით და ეხლა მომწერა რაღაც სანთელი ეგ გაიკეთეო და 3დღეში გამაგებინე პასუხი როგორ იქნებიო. ცოტა შევშინდი, ეხლა უფრო დავიძაბე )))) მეც კონტრაცეპტივი ისე დამინიშნეს რომ 20მაისამდე არ მომივა და რომ მომივა მეც მერე ვიწყებ. მგონი მოგვიწევს ერთად :* :* :*

Posted by: BA84 26 Apr 2017, 12:06
Anukia198889
Tamara1988
თეოს ვკითხე და 9 მაისიდან 20 მაისამდე არ ვიქნებითო, ექიმები ყველა მივდივართ , ხეცურიანი რჩება მარტოო.

Posted by: Anukia198889 26 Apr 2017, 12:10
Tamara1988
ეხლა კონტრაცეპტივის სვამ? და მაგის ფონზე გაგიგრძელდა?

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 12:23
Anukia198889
ციკლი რომ დამეწყო მეორე დღიდან ვსვავ კონტრაცეპტივს. მიკროგინონს. არ ვიცი რისი ბრალი უნდა იყოს სტიმულაციის ფუნქციის სქერჩინგიც ხომ ეხლა დაემთხვა.

Posted by: Anukia198889 26 Apr 2017, 12:32
Tamara1988
ვფიქრობ ეგ პრეპარატი არ მოგიხდა. გამიგია ზოგს კონტრაცეპტივის ფონე ხშირად აქვს უმიზეზოდ გამონადენი. შეახსენე რომ მიწერე თან მაგ პრეპარატს რომ სვამ? იქნებ დაავიწყდა და გონია რომ არ სვამ არაფერს. რა სანთელი დაგინიშნა ეხლა?

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 12:55
Anukia198889
არტროკოლის სანთელი უკან ტანში 3 ან 4 დღე. კი ეგაც შევახსენე მიკროგინონს რომ ვსვავ.არადა ვითომ ჩემი ჭკუით კმაყოფილი ვიყავი ამ წამლის.რეგულონმა რამის სული გამაფრთხობინა ძალიან მოქმედებდა ეს პირიქით საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ უკუჩვენება არ გამოუწვევია. ეტყობა ქვევით დამარტყა ზემოთ რომ ვერ იმოქმედა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ketketa210 26 Apr 2017, 13:31
akunabakuna
მე მომიწევს დაგროვება ალბათ. იმედია მაისიდან დავიწყებთ
* * *
compte.paris75
sad.gif ამჰ ფაქტიურად არ მაქვს sad.gif
0.01
დაგროვებას დავიწყებ ალბათ

Posted by: nincka1987 26 Apr 2017, 13:40
ვაიმე გოგოებოოოო,ზუსტად მაგ დღეში ვარ მეც უკვეე.კი ბავშები მიხალისებენ ცხოვრებას,ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი შვილების გარეშე.ჩემებთან მაგიტო აღარ დადივარ ხშირად,3 თე გავიდა დისშვილი და ძმიშვილები არ მინახავს.ვყელას პატარები რომ ყავთ და სულ ბავშვებზე ლაპარაკობენ გარიყულივით ვგრძნობ ხოლმე თავს,ჩემ დეიდაშილებს.ამიტომ აღარც მაქვს სურვილი რომ ხშირად ვნახო ვინმე.ისე მენატრებიან ტირილამდე მივდივარ,მაგრამ ასე მირჩევნია.სახლში ორი მაზლიშვილი მყავს და მათზე გადამაქვს მთელი სიყვარლი და მზრნველობა ჩემებს რომ ვერ ვნახლობ.კი ვფიქრობ ხოლმე ხანდახან არ ღირს არავის ასე შეყვარებატქო,მაგრამ ბავშვებს რომ ვხედავ ყველაფერი მავიწყდეა.ქუჩაშიც კი ვაჩერებ ბავშვიან გამვლელებს და ვეფერები.ფინანსებზე ნუღა იიტყვით,ოქტომბრიდან მოოლებული რო ვითვლი 20000ზე მეტი გვაქვს დახარული.ეხლა იმას ვნანობ ამ ფულს კიდევ დავამატებდით და ინას ვიყიდდითთქო ცემ ქმარს ვეუბნები,ცალკე მაინც ვიქნეოდით და ძალიანაც არ ვინერვილებდი ამდენსთქო.
* * *
ეხლა გადავწყვიტე ჩემ თავს მივხედო.საერთოდ ვერარ ვიცლიდი ვერც ჩემი გარეგნობისთვის და ვერც ვერაფრისთვის,მთელი თანხა ექიმებში მიდიოდა,ეს ერთი თვეა ცოტა ამოვისუნთქეთ რაც ექიმტან აღარ მივსულვარ smile.gif პირველიდან ფიტნესზე ვიწყებ სიარულს და აქვა აერობიკაზე,გულს გადავაყოლებ,გავხალისდები,გარემოს შევიცვლი და თუ მორალურად კარგად ვიქნები ივნისში იდევ გადავისკუპე ჩემს პატარას,თუ არადა სექტემბრამდე კიდევ კარგად დავისვენებ.ძლივს მივედი ამ დასკვნამდე რომ დროა ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს.ამ წამლებისაც უკვე ძაან მეშინია,მმავალში აუცილებლად ექნება უკუჩვენება,თუ შვილი დავაობლე რა აზრი აქვს მაშინ ყველაფერს

Posted by: takotatuli1989 26 Apr 2017, 13:52
nincka1987
ძალიან მიხარია რო საკუთარი თავის მიხედვის ხასიათზე დადექი .. რამდენიმე თვე არაფერს შეგიცვლის, გემრიელად დაისვენე, გაერთე, გაირუჯე შენი თავით კმაყოფილი იყავი და ეგ აქვა აერობიკა ორგანიზმისთვის ძალიან კარგია!

Posted by: nincka1987 26 Apr 2017, 14:04
takotatuli1989
დიდი ხანია მინდოდა აქვა აერობიკაზე სიარული და სიმართლე გითხრა არამარტო მანდ,ყველაფერი გვაკლდა და გვენანებოდა თანხები სხვა რამეში რომ დაგვეხარჯა.მაგრამ თურმე საჭიროა რომ საკთარი ათავი არ დაივიწყო,ამ ხუთი წლის მანძლიზე ალბათ 15 წლით მაინც დავბერდი,არ მინდა როცა შვილი მეყოლება ფიზიკურადაც და სულიერადაც განადგურებული დავხვდე ჩემ პატარას.

Posted by: LTB1948 26 Apr 2017, 14:09
mashusha

მკერდის ტკივილი ბევრი რამის ბრალი შიეძელაბ იყოს, ასე ძნელია განსაზღვრა.

ასაკთან ერთად, ჰორმონალური ბალანსი ირღვევა, და ეგეც იწვევს, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპოთირეოზი. მოკლედ, გამოკვლევა სჭირდება. მასტოპათია თავისით არ ჩნდება, მიზეზები აქვს.

ღმერთმა დგიფაროს და რაიმე სერიოზული რომ იყოს, ტკვილი არ არის დამახასიათებელი, ფორმის, ფერის შესცლა და გამკვრივებული ადგილები უფრო საშიშია.

შენს ადგილას, ენდოკრინოლოგთან მივდოდი და გადავიკონტროლებდი ჰორმონებს. თავს მიხედე, თორემ ჰორმონალური ფონის ცვლილება კიდევ ბევრ რამეს ვნებს

Posted by: anuki1981 26 Apr 2017, 14:19
სალამი გოგოები,ბედნიერი დედობა მინდა გისურვოთ, 13 წელია უშედეგოდ ვკურნალობ,ეხლა ვიწყებ ინ ვიტროს ქეთისთან, პირველი ცდაა,გამოცდილება არ მაქვს და მირჩიეთ სად შეიძლება ვიყიდო იაფად სტიმულაციის წამლები? თუ ვინმეს გიყიდიათ თურქეთში, ღირს გადასვლა?

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 14:21
nincka1987
რას ერჩი ამ შენს გარეგნობას. დამიჯერე მართლა ძალიან საყვარელი და სასიამოვნო შეხედულების გოგო ხარ. როგორც კი დაგინახე მაშინვე დადებითი ვიგრძენი. ჩემი კომპლიმენტები შეენ. <3 2kiss.gif

Posted by: compte.paris75 26 Apr 2017, 14:24
QUOTE (ketketa210 @ 26 Apr 2017, 13:31 )
compte.paris75
sad.gif  ამჰ ფაქტიურად არ მაქვს sad.gif  0.01 დაგროვებას დავიწყებ ალბათ

უუჰ! sad.gif ძალიან საინტერესოა DHEA-ს მერე თუ მოიმატებს AMH.
* * *
Tamara1988
nincka1987

გეხვეწები, ერთი გამაგებინეთ, რითი სცნობთ-ხოლმე ერთმანეთს? smile.gif)))))))

Posted by: nincka1987 26 Apr 2017, 14:56
Tamara1988
უღრმესი მადლობა ჩემო კარგოო,უბრალოდ ძაან შეიცვალე ამ ბოლ ლებში განსაკუთრებით,ჩემი მრალური დაემა ძალიან აისახა გარეგნობაზეც,სლ ნაღვლიანი ვარ,თვალებში სლ სევდა და ტივილი მაქვს,ადრე სხვანაირი ლაღი ვიყავი.იქნებ იდევ შევხვდეთ ინოვში და მერე აუცილებლად გამომეცნაურეთ რააა გეხვეწები.ლიან მინდა პირადადაც გიცნობდეთ.
compte.paris75
მე არ იცნობ არავის,უბრალოდ ერთხელ დაემთხვა გარე ორსლობა რომ მქონდა ძალიან ვტიროდი და თურმე ფორუმის გოგოებიც იქ ყოფილანTamara1988 smile.gif მერე ფორუმზე რომ ვწერდით ერთმანეთს მერე აღმოჩნდა რომ მიცნეს smile.gif მე სამწუხაროდ ვერ ვცნობ სახეზე გოგოებს

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 15:03
compte.paris75
მგონი ინტუიციით.. biggrin.gif რო ჩამოხვალ ალბათ შენც გიცნობთ smile.gif))))))))
* * *
nincka1987
თუ კიდე შევხვდით ერთმანეთს აუცილებლად მოვალ შენთან. სხვათაშორის მას მერე რამდენჯერ ვიყავი ქეთისთან მოსაცდელში სულ შენ და იათოს გეძებთ თვალებით მაგრამ ვეღარ დავემთხვიეთ.

Posted by: compte.paris75 26 Apr 2017, 15:09
QUOTE (Tamara1988 @ 26 Apr 2017, 15:03 )
compte.paris75
მგონი ინტუიციით.. biggrin.gif რო ჩამოხვალ ალბათ შენც გიცნობთ smile.gif))))))))

smile.gif)))))))))))))
იცი რა წარმოვიდგინე? რომ ქეთისთან ვარ რიგში და ამდროს ვიღაც მეკითხება ketketa210 (მაგალითად) ხომ არ ხარო? smile.gif))))

Posted by: akunabakuna 26 Apr 2017, 15:13
Ketketa210
რამდენი წლის ხარ?
ქეთის პაციენტი ხარ?
მგონი შენ გაიკეთე ამ თვეში გადატანა ხომ და არ გამოგივიდა, დიდიხანი აგროვებდი?

Posted by: Tamara1988 26 Apr 2017, 15:34
compte.paris75
რავიცი მე მაგალითად რომც მივხვდე მაინც ვერ მოვალ და გკითხავ. რატომღაც მერიდება ხოლმე .აი თუ მე მიცნო ვინმემ და მოვა ეგ ძალიან გამიხარდება მართლა.

Posted by: nikolsona 26 Apr 2017, 16:11
გოგოებო როგრო ხართ? ვინც დაორსულდა ჩემი აქ არ ყოფნაში გილოცავთ ყველას, უარყოფით შედეგიანებს კკი მინდა ვუთხრა ფარ-ხმალი არ დაყარონ!!!

მე საშინელებები გადავიტანე და მაინც მხნედ ვარ. მინდა დავიწყო ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება!!! ამასობაშში დრო გავა და შევეცდები კვლავ დაორსულებას. ოღონდ ჩემი საშვილოსნოს ყელს რა ვუყო არ ვიცი((((
გოგოებო მაჩუქეს ღვთისმშობლის სარტყელი და არასდროს არ უნდა მოვიხსნა? ჩვეულებრივად გავბანტო? ქმარტან კონტაქტი არაო და არასდროს თუ არ მოვიხსნი როგრორ?

Posted by: mashusha 26 Apr 2017, 16:16
nikolsona


აბა, როგორ უნდა იბანავო თუ არ იხსნი, სარტყელიანად?

Posted by: akunabakuna 26 Apr 2017, 16:24
Nikolsona
დირბიდან არის ჩამოტანილი?
ის სარტყელი თუ არის, დედაოებმა მითხრეს ქმართან ურთიერთობის დროს, ბანაობის დროს და ტუალეტის დროს უნდა მოიხსნა.

Posted by: m.i 26 Apr 2017, 16:47
anuki1981
კი ნამდვილად ღირს

Posted by: nikolsona 26 Apr 2017, 16:54
mashusha
კი სარტყელიანადოოო ))akunabakuna
ათონის მთიდან ჩამოტანილია. მე კიდე მითხრეს არასდროსო და ბულეტიც მოყვა არასდროს მოიხსნათო და ქმართან კონტაქტიც არ შეიძლებაო ))) აბა არასდროს როგორ? ))))) akunabakuna
შენც გიკეთია? როგორ გაბანტე გაკვანძე თი რა უქენი?

Posted by: nincka1987 26 Apr 2017, 17:16
nikolsona
mashusha
გოგოებო მეც მაქვს ღვთისმშობლის სარტყელი.ქმართან ურთიერთობის დროს,ბანაობის დროს და დედათა წესის დროს არ უნდა გეკეთოს.დირბისაც მაქვს და ათონის მთიდან ჩამოტანილიც.პლიუს მაგას როცა მუცელი მეშლებოდა 40 დღე არ მაკეთებინებდა ჩემი მოძღვარი და 40 დღის მერე განწმენდის ლოცვებს რო წამიკითხავდა მერე ვიკეთებდი სარტყელს.
* * *
მაგრამ აი ჯვარზე სულ მავიწყდება ვკითხო,მე ვიცი რომ სულ უნდა გეკეთოს.ურთიერთობის დროს მაინც ვიხსნი ხოლმე,ესეც ხომ სიწმინდეა.დანერჩენ დროს სულ მიკეთია.თქვენ ხომ არაფერი იციიით? ელა რო მივალ ნეტა არ დამავიწყდეს რომ ვკითხო ჩემ მოძღვარს

Posted by: nikolsona 26 Apr 2017, 17:20
nincka1987nincka1987
QUOTE
ლიუს მაგას როცა მუცელი მეშლებოდა 40 დღე არ მაკეთებინებდა ჩემი მოძღვარი და 40 დღის მერე განწმენდის ლოცვებს რო წამიკითხავდა მერე ვიკეთებდი სარტყელს.

როგრ დამწყდა გული, რაღაც იმედი მქონდა რომ ამ სარტყელით მომავალში აღარაფერი დამემართება , შენ კი მუცელი გეშლებოდა

Posted by: nincka1987 26 Apr 2017, 17:55
nikolsona
კიი სამწუაროდ მეშლება,ალბათ არ მაქვს ისეთი ძლიერი რწმენა.არ ვიცი. ეხლაც არ მიკეთია,5ში გადის 40 დღე და მერე ლოცვებს რომ წამიკითხავს მოძღვარი გავიკეთებ აუცილებლად

Posted by: იათო 26 Apr 2017, 18:27
nikolsona
მე მაქვს თითქმის ერთი წელია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მინდოდა და გამიხარდა რომ მომცეს, რატომღაც ვერ გამოვიყენე... ზოგადად ვკვანძავდი და მერე ორივე ბოლოს კიდევ ერთხელ ვკვანძავდი, იმიტომ რომ ორმაგად რომ ვიკეთებდი მერე მიჭერდა დღის განმავლობაში.
მე ვიცი ხალხი, რომ არასდროს იხსნის ..

Posted by: mashusha 27 Apr 2017, 08:43
nincka1987
ჯვარი არ მოიხსნა არასოდეს.


Posted by: FELICE1 27 Apr 2017, 12:13
გოგოებო, ჩემო გამოცდილებო! ძალიან გულგატეხილი ვარ. შაბათს მქონდა პუნქცია, ჩემი ერთადერთი საკვერცხიდან 4 კვერცხუჯრედი ამოიღეს და 25ში დამინიშნეს გადატანა. მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი არ გამოდგა ხარისხით sad.gif და არც კი გაუნაყოფიერებიათ. და ამასთან ერთად , არაფერი არ ვიცოდი ორშაბათის საღამომდე, ვწერდი, ვრეკავდი პასუხის გასაგებად, და ამაოდ. როგორი იმედიანად ვიყავი... მაგრამ უფრო მომკლა. მეორე დრეს ქეთისთან სალაპარაკოდ რომ მივედით, დონორი რომ გვირჩია. კი გაქვს კიდევ შანსებიო, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე (39-ს ვარ) გირჩევნიათ დონორზეც იფიქროთო. გავნადგურდი. გოგოებო, რამე თუ იცით, კვერცხუჯრედების ხარისხის ასაწევად გარდა იმ მედიკამენტებისა, რასაც გვინიშნავენ? არ მინდა საბოლოოდ იმედი დავკარგო საკუთარი შვილის ყოლისა sad.gif

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 12:27
FELICE1
რამდენი გაქვს ანტიმიულერი?
რას სვამდი წამლებს ხარისხისთვის?

Posted by: BA84 27 Apr 2017, 12:41
FELICE1
ძალიან კარგად მესმის ეხლა შენი, თებერვლის დასაწყისში იგივე სიტუაცია მქონდა მეც, გაოგნებული ვიყავი რომ მივედი ამბის გასაგებად, ეს ახალი რაღაც პრობლემა იყო ჩემს თავს. მეგონა ვსიო არაფერი აღარ მიშველიდა. მეც 4 კვერცხუჯრედი მქონდა, კი გაანაყოფიერეს მაგრამ ვერ განვითარდნენ, დაბალი ხარისხის გამო, მეც დონორი მირჩია ქეთიმ. მაგრამ ვუთხარი რომ კიდევ ვცდიდი რამდენიმეჯერ, ყოველთვის ცუდი ხარისხი ხომ არ იქნება თქო, რაზეც დამთანხმდა. თებერვალში ლეტროზოლით და მენოპურით გავიკეთე სტიმულაცია, წინა სტიმულაცია 4000 ლარი დამიჯდა და ეს სადღაც 1000 ლარამდე. და 4 ფოლიკულიდან მივიღე 3 ემრიონი, 2 გადავისვი და არ გამოვიდა, ერთი გაყინული მაქვს, არც თუ ისე ცუდი ხარისხი. ნუ ჩემი მაგალითი მთლად შვებას არ მოგცემს მაგრამ აშკარად იმაზე უკეთესობა მაქვს რაც თებერვალში. დამატებით არაფერი დამილევია რასაც ვსვავდი ისევ ის, ვვარჯიშობდი სახლში და წესიერად ვიკვებებოდი.
სამშაბათს მქონდა ეხლაც პუნქცია 2 კვერცხუჯრედი იყო სულ, დღეს მივდივარ ამბის გასაგებად და გული მისკდება რა იქნება, ამჟამად არც მივარჯიშია და წესიერი კვებაც ვერ მოვახერხე.
ხოდა ნუ ჩაიქნევ ხელს, აუცილებლად იქნება შემდეგ თვეებში უკეთესი. პირველი ცდა იყო? როგორი სტიმულაცია გაიკეთე?

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 13:18
BA84
როგორ გგაქვს ჩემს ისტორიას smile.gif
რამდენია შენი ანტიმიულერი? რამდენი წლის ხარ?

Posted by: m.i 27 Apr 2017, 13:22
FELICE1
არ ვიცი ჩემი რჩევა თუ დაგაიმედებს. მე მასწავლეს, ფიჭიანი თაფლი ყოველ დილით უზმოზე უნდა დაღეჭო 1 ს/კ.. ღეჭვის დროს ფიჭა გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს რაც კვერცხუჯრედის მომწიფებას და ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელსო.

Posted by: FELICE1 27 Apr 2017, 13:35
მადლობა, გოგოებო. ვცდი მეც ამ ფიჭის ღეჭვას.
მანამდე ვსვამდი და ახლაც ვსვამ მიკრომ 5 დჰეა-ს, ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ დ-ს.
პირველი პუნქცია მქონდა. მარტშიც დაწყებული მქონდა სტიმულაცია და მერე 4 დღის შემდეგ შემიჩერეს(არ წამოუღია ფოლიკულები). ახლაც მენოპურით მქონდა, და წინაზეც. ატმ დაბალი მაქვს - 0.7, მაგრამ ცალი საკვერცხის თაობაზეო არ არის ეს ცუდი მაჩვენებელიო

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 13:39
Felice1
პროფერტილიც ძალიან კარგია ხარისხისთვის.
დონორზე ჯერ არ იფიქრო, ლეტროზოლზე შეიძლება წამოგივიდეს ფოლიკულები, მე სამი თვე ველოდებოდი და მერე უცებ ორი გამოჩნდა ორივე კარგი ხარისხები, ასე რომ შენც მიიღებ ემბრიონებს, უბრალოფ დრო უნდა.

Posted by: kekuna78 27 Apr 2017, 13:40
akunabakuna
BA84
FELICE1
გოგოებო იცი რა მაინტერესებს მეტი ფოლიკულები არ იყო თუ იყო და მხოლოდ 4 გაიზარდა სტიმულაციის დროს?

Posted by: nincka1987 27 Apr 2017, 13:42
mashusha
ქმართან ურთიერთობის დროსაც უნდა მეკეთოს?

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 13:49
Kekuna
ჩემთან რა იყო ის იზრდებოდა ან +1

Posted by: nincka1987 27 Apr 2017, 13:50
FELICE1
მე კვერცხუჯრედის ხარისხისთვის ზუსტად მიკრონ 5დამინიშნა ქეთიმ შარშან ინვიტროს რომ ვგეგმავდით.ამასწინათ წავიითხე რომ პროეფრტილი და მიკრონ 5 ერთად ძალიან კარგ შედეგს იძლევა,იმედი არ დაკარგო,აი ნახავ ყველაერი კარგად იქნება.კიდევ რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი,შეიძლება მარტო მენოპურზე არ წამოგივიდა ფოლიკულები,ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე იყო.ოღონდ ჩვეულებრივ ვგეგმავდით ორსულობას და მენოპურით ცადა ქეთიმ და უშედეგოდ.მერე ინვიტროს სტიმულაციების დროს მენოპურთან ერთად გონალ ეფ იც დამინიშნა და 15 კვერცხურედი მივიღეთ,ისიც მხოლოდ ერთი საკვერცხიდან,მეორეში ერთი ფოლიკული იყო მარტო.ძალიან გაუკვირდა და თან გაუხარდა ქეთის არ მეგონა თუ ამდენი კვერცხუჯრედი გექნებოდაო,5 განაყოფიერდა და 4 საუკეთესო ხარისხის გამოვიდა.ამიტომ ფარხმალი არ დაყარო,შემდეგში ზუსტად შეგირჩევს ქეთი სტიულაციისთვის წამლებს.ხშირ შემთხვევაშია როცა მარტო მენოპური არ ამართლებს.არის შემთხვევები როცა მარტო მენოპურით აკეთებს სტიმულაციებს.ფაქტია რომ ჩემ შემთხვევაში მარტო მენოპურმა არ გაამართლა

Posted by: kekuna78 27 Apr 2017, 13:53
akunabakuna
მეც თებერვალში მქონდა პუნქცია, 9 მქონდა თავიდან და 3 დღეში 4 გაიზარდა მარტო, სხვები ვეგარ გაიზრდნენ და ნეტა სხვა წამლების ფონზე შესაძლებელია რომ უფრო მეტი გაზრდილიყო? ქეთი აქ არ იყო ჩემი სტიმულაციის დროს და სულ მგონია აქ რომ ყოფილიყო უკეთესი შედეგი მექნებოდათქო

Posted by: nona19770 27 Apr 2017, 14:05
nincka1987
ჯვარი არასოდეს არ მოიხსნა არც ბანაობის დროს, ზუსტად ვიცი.

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 14:09
გოგოებო ყველა კარგები არიან, მაგრამ ქეთისთან ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ, ქეთის სხვანაირი ხედვა აქვს.

Posted by: Anukia198889 27 Apr 2017, 14:12
გოგოებოო ორი დღეა რაც ციკლი მომივიდა. ძალიან ძლიერი დენა მაქვს. აქამდე მთელი დღის განმავლობაში ორ პაკეტს ძლივსღა დავსრიდი და ეხლა ხუთი არ მყოფნის. თან რასაც კი შევჭამ ყველაფერზე გულის რევის შეგრძნება მაქვს. ჭამა აღარ მინდა. რა ჯანდაბა მჭირს რა გავაკეთო. ფუნქციის შემდეგ პირველი ციკლია კონტრაცეპტივის გარეშე რომ მომივიდა და ისიც ხუთი დღის გადაცდენით

Posted by: FELICE1 27 Apr 2017, 14:13
nincka1987
წინა თვეშიც მენოპურით დავიწყეთ სტიმულაცია, და როგორც ვთქვი 4 დღის მერე შემიჩერა ქეთიმ - არ უპასუხა საკვერცხემო, და შემდეგში უფრო ძლიერ სტიმულაციას დაგინიშნავო. ამ თვეშიც რომ მენოპურით დამიწყეს - გავახსენე ის საუბარი, და არაო, ამ თვეში უკეთესად გაქვს მდგომარეობაო ფოლიკულებზე და არ ღირს ძლიერის დანიშვნაო. ისევ მენოპურს ვიკეთებდი და მე-6 დღიდან კიდევ ერთი ნემსი დავამატეთ დილაობით - ორგალუტრანი. მაგრამ ...
პროფერტილს სად ყიდულობთ, და რა ჯდება, ხომ ვერ მეტყვით?

* * *
kekuna78

ჩემთან 5 გაიზარდა, ერთი კი იყო სხვებზე პატარა. დანარჩენებზე, სიმართლე გითხრა, არც მიკითხავს

Posted by: kekuna78 27 Apr 2017, 14:19
FELICE1
ანუ პირველად მენოპურზე საერთოდ არ გაიზრდნენ?

http://www.llgroup.ge/produqcia/article/15894-profertili-qali
ეს აქ შეგიძლია იყიდო, მაგრამ გოგოები იწერენ და გაცილებით იაფი გამოდის

Posted by: FELICE1 27 Apr 2017, 14:20
kekuna78

ერთი იზრდებოდა მხოლოდ, და აზრი არ აქვსო, ერთის გამო გაგრძელება

Posted by: nincka1987 27 Apr 2017, 14:26
FELICE1
არ ინერვიულო,ეხლა ქეთიმ ზუსტად იცის შენი მდგომარეობა და აუცილებლად შეგირჩევს სწორ სტიმულაციას.პროფერტილი ერთხელ ინოვაში ვიყიდე 175 ლარი მივეცი ერთი თვის დოზაში,მერე ჩემ დეიდაშვილს გამოვაგზავნინე გერმანიიდან და 125 ლარი გადავიხედე.მიკრონ 5 ამაზონიდან გამოვიწერე და ზუსტად 141 ლარი დამიჯდა ორი თვის დოზა,გოგოები gesundshop24.de საიტიდან იწერენ 32 ევრო ღირს ერთი თვის დოზა,თუმცა მე ვერაფრით გამოვწერე,გერმანულის მცოდნეებიც დავიხმარე მაგრამ მაინც ვერა.ებაიზეც არის დაახლოებით 42 -45$ ღირს.არ ინერვიულო,ჩვენ ყველაფერი წვალებით და ტანჯვით მოგვდის,მაგრამ დარწმუნებული ვარ დასასრული ბედნიერი იქნება.

Posted by: FELICE1 27 Apr 2017, 14:28
nincka1987

მადლობა, ჩემო კარგო :* :*

Posted by: nincka1987 27 Apr 2017, 14:31
nona19770
ერთადერთი ურთიერთობის დროს ვიხსნი ხოლმე. ისე სულ მიკეთია.ვერ მივედი მამაოსთან რომ ვკითხო როგორ მოვიქცე

Posted by: kekuna78 27 Apr 2017, 14:32
FELICE1
ჩემთან ლეტროზოლზეც 4 გაიზარდა და მენოპურზეც და რა აზრი ქონდა მენოპურის გაკეთებას, თან მენოპურზე 3 დღეში უკვე 18 მმ იყო ფოლიკები. შენეც აშკარად სხვა წამალი გჭირდება

Posted by: nincka1987 27 Apr 2017, 14:34
FELICE1
არაფერს,არ ინერვიულო.ყველაფერი კარგად იქნება,ჩვენ ბრძოლისთვის ვართ დაბადებული,ზოგს მარტივად მოდის ყველაფერი,ზოგს კი დიდი ტანჯვა-წამების შემდეგგ.რას ვიზამთ,უნდა ვიბრძოლოთ და ბოლოს გავიმარჯვებთ

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 14:35
gesundshop24.de პროფერტილი აქედან გამოვიწერე და 240ლარი დამიჯდა 3 თვის დოზა.
პროფერტილს ვინც სვამთ -კაფსულას და ტაბლეტს ერთად სვამთ? და ჭამის შემდეგ?
მიღების წესი არ ვიცი sad.gif

Posted by: BA84 27 Apr 2017, 15:35
მოვიკითხე ჩემი ემბრიონები და ფრაგმენტაცია აქვთ ბევრიო, ეგ რას ნიშნავს? შეიძლება რო მაინც გადაიტანონ? დაყოფა კარგად მიდისო. ვერც ვკითხე წესიერად ისე ვნერვიულობდი , ნახევრად გავიგე რაც მითხრა. ხვალ ყველა ვარიანტში მოდიხარ და ვნახოთო. ძალიან ცუდად ვარ, მართლა ვეღარ ვხვდები რა გავაკეთო.

akunabakuna
32 წლის ვარ, ანტიმიულერი - 1,1

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 15:54
BA84
მზად ხარ ამ თვეში გადასატანად? სქრეჩინგი გაქვს გაკეთებული?
რამდენი გყავს ემბრიონი?

Posted by: compte.paris75 27 Apr 2017, 15:56
BA84
რომელი ემბრიონები მოიკითხე, ერთი ბლასტო არ გქონდა დარჩენილი?
კიდევ სხვა სტიმულაცია გაიკეთე? რაღაც გამომრჩა მოგონი.

აი ეს ინფორმაცია ვნახე ფრაგმენტირებულ ემბრიონზე sad.gif
მერე ალბათ გააჩნია რა სტადიაზეა ფრაგმანტირებული. ღმერთი შენსკენ, მოყოჩაღდეს შენი წერტილი!

Posted by: BA84 27 Apr 2017, 16:19
akunabakuna
compte.paris75
არა ის გაყინული არის ისევ, ბლასტო.
ამ თვეში გავიკეთე კიდევ სტიმულაცია, მე-7 დღეს მივედი აღდგომის დასვენებები დაემთხვა და გვიან მაგიტო მივედი რომ მეთქი ან კონტრაცეპტივი არ დამჭირდეს მეთქი მაინც ნახონ თქო, და წამოსული იყო 4 ფოლიკული კარგად და ეგრევე მენოპური დამაწყებინა და ორგალუტრანი. სამშაბათს მქონდა პუნქცია და 2 კვერცხუჯრედი გამოვიდა. არც ეხლა და არც წინაზე სქრეჩინგი არ გამიკეთა, რომ არ ვიცით ალბათ რა მოხდება არ მიკეთებს. თუმცა ქეთიმ გადატანა შეიძლება ენდომეტრიუმი კარგიაო, თან კვირას ტევაგრასტიმის ინსტალაციაც გამიკეთა. არ ვიყავი მზად ნამდვილად კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვის მზად, მაგრამ ქეთიმ რადგან ეგრე ჩათვლა საჭიროდ მივყევი. ვნახოთ ხვალ რა იქნება, ძალიან ვნერვიულობ, ის ბლატოც თავიდან არ იყო კარგი ხარისხის და რადგან ბლასტომდე მივიდა უნდა ჩავთვალო რომ კარგია?? მაგას მაინც ჩავეჭიდო.

ეს ფრაგმენტაცია ცუდად განვითარებას ნიშნავს ხომ სიცოცხლისუნარიანი არაა? და მაგის გადატანა ალბათ არც ღირს

Posted by: compte.paris75 27 Apr 2017, 16:28
QUOTE (BA84 @ 27 Apr 2017, 16:19 )
... ეს ფრაგმენტაცია ცუდად განვითარებას ნიშნავს ხომ სიცოცხლისუნარიანი არაა? და მაგის გადატანა ალბათ არც ღირს

თეორიულად კი მასე წერია, მარამ პრაქტიკაში როგორ არის არ ვიცი. ეს კითხვები დაუსვი რა ქეთის და ჩვენც გაგვანათლე.

თავიდან (პირველ და მეორე ინვიტროზე) მეც მაგას მეუბნეოდნენ ფრამანტირებულიაო. პირველ ინვიტროზე არ გადამიტანეს, მეორეზე - გადამიტანეს. ორსულობა არ დადგა, მაგრამ მე მგონი რომ მე კიდევ სხვა პრობლემებიც მაქვს (იმუნიტეტის) მიმაგრების.

Posted by: BA84 27 Apr 2017, 16:32
compte.paris75

კითხვა მიჩნდება კიდევ , თუ ფრაგმენტირებულია დაყოფა კარგი როგორაა? PNN (თუ სწორად ვამბობ) კარგი აქვსო. აუ როდის მოვა ხვალინდელი შუადღე

Posted by: compte.paris75 27 Apr 2017, 16:39
QUOTE (BA84 @ 27 Apr 2017, 16:32 )
compte.paris75

კითხვა მიჩნდება კიდევ , თუ ფრაგმენტირებულია დაყოფა კარგი როგორაა? PNN (თუ სწორად ვამბობ) კარგი აქვსო. აუ როდის მოვა ხვალინდელი შუადღე

PNN ვერსად ვერ ვნახე რა არის. დაყოფა გრძელდებაო - რა? შეიძლება რომ მდგომარეობა გამოსწორდეს ანუ? იკითხე რა ეგ ყველაფერი, ძალიან მაინტერესებს

Posted by: BA84 27 Apr 2017, 16:51
კი ეგრე მითხრა რომ დაყოფა კარგად მიდისო, და ხვალ ყველა ვარიანტში მოდიხარო, ვიკითხავ ყველაფერს. სულ დროის დეფიციტი მაქვს მეც და ქეთისაც. მერე თეოს ვკითხე და ისეთი სახე მიიღო ვერ , არ ინერვიულოო. მოდი ხვალ და ვნახოთო

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 16:51
BA84
ტევაგრასტიმის ინსტალაცია
ეს რას ნიშნავს?

Posted by: BA84 27 Apr 2017, 16:54
akunabakuna
პირველად გავიკეთე მეც ინექციაა, საშვილოსნოში შეყავთ წამალი, ენდომეტრიუმისთვის არის კარგიო. 135 ლარი ღირს

Posted by: ninucela84 27 Apr 2017, 17:35
მე შუადღეს ვსავ ჭამის შემდეგ, ჯერ ტაბლეტს და მაშინვე კაფსულას ვაყოლებ.

Posted by: ketketa210 27 Apr 2017, 17:58
compte.paris75
smile.gif)))))) ჩემი ინტუიცია სახელებს ვერ იცნობს smile.gif ერთი უსაყვარლესი გოგო მხვდება ქეთისთან რიგში და სულ მინდა ვკითხო რომელია მაგრამ მერიდება, იქნებ არ უნდა რომ ვიცნო smile.gif მე ჯერ არ დამიგროვებია, მესამე თვეა ვაკვირდებით და ჯერ იმდენი ფოლიკი არ ამოვიდა რომ ამოვიღოთ. მაისშიც გადიან და კი თქვეს თუ იქნება არ დაგაკარგინებთო დროსო მაგრამ ...

Posted by: LTB1948 27 Apr 2017, 18:02
BA84
akunabakuna
მე ვარ ცოცხალი მაგალითი ტევაგრასტიმის სიკეთის. დეკემბერში თავი მოიკლა ენდომეტრიუმმა და 6 მმ არ გაცდა, გამომიშვა ქეთიმ სახლშI და ემბრიონები გაყინა. შარშან ერთ გადატანაზე 4 თვე მატარა, არ მოსწონდა ღრუsad.gif ბოლოს უკეთესი ვერ გამოდისო და გადამიატანა და არ მიემაგრა, თან ბლასტო იყო

იანვარში ტევაგრასტიმი დამიმატა, ზღვარზე მქონდა ისე დამიბარა გადატანაზე, ლამის ახლაც გამაბუნძულა, აცრემლებული წამოვედი, ზღვარზეა და მოდი, თუმცა საუკეტესო მებრიონებს არ გავფუჭებო და შედარებით ნაკლები ხარისხის, თუმცა კარგს გადაგიტანო. მოვედი გადატანაზე შიშით არ გამომიშვას უკან-თქო და ღრუ დაგვხვდა გაფუმფულებული, თვითონაც გაუკვირდა. მხოლოდ ერთი ინსტალაცია მოვასწარი, მერე ფოლიკული გამისკდა და მეორე ვეღარ მოვასწარი.

ფაქტია რომ ვართ მე და ჩემი ტყუპები 15 კვირისsmile.gif

ჩემს შემთხვევაში კარგი შედეგი ჰქონდა და თან წლებია უკვე ამ თხელ ენდომეტრიუმს ვებრძოდით, მოპშლის და გარეს მერე 3 გადატანა არ ემაგრებოდა, ღრუც იყო მიზეზი ალბათ, მხოლოდ ამ ჯერზე მოწეონა ქეთის და კი მიეწებნენsmile.gif

Posted by: nincka1987 27 Apr 2017, 19:02
LTB1948
მემგონი მეც მაგის პრობლემა მაქვს ზუსტად,ენდომეტრიუმი ყოველთვის თხელია.მაგიტომაც მოხდა გარე ორსულობაც და წინა შეწყვეტილებიც.არ მოსწონდათ ალბათ ენდომეტრიუმი.ეხლა ივნისში თუ მივალ აუცილებლად ვეტყვი რომ მეც დამინიშნოს ეგ ტევაგრასტიმი.გადავაგდებ 135 ლარს ოღონდ კიდე რამე არ მოხდეს.

Posted by: akunabakuna 27 Apr 2017, 19:30
მადლობა გოგოებო :*
შევთავაზებ ქეთის, იქნებ ჩემთანაც გაამართლოს.

Posted by: BA84 27 Apr 2017, 20:30
გოგოებო გაყინულის შემთხვევაში, გამოლღობა გადატანის დღეს ხდება ხომ? ხვალ იქნებ გადამიტანოს ეგეც რო რამე..

Posted by: ketket123 27 Apr 2017, 20:45
გოგოებო ჰისტეროს დროს რა მჭირდება რა წავიღო ? დამავიწყდა წინაზე რეები მქონდა

Posted by: BA84 27 Apr 2017, 20:52
ketket123
პროფილაქტიკისთვის იკეთებ ხო შენ?ემბრიონები გყავს ხომ? რატომღაც მეც სულ მაქვს სურვილი მაგრამ რადგან ისედაც ცოტა კვერცხუჯრედი მაქვს ჩარევა აღარ გვინდაო ქეთიმ, ერთხელ მაქვს 2010 ში გაკეთებული პოლიპები მქონდა ღრუში. და ეხლა არაფერი არ ჩანსო.
მგონი არაფერი განსაკუთრებული არ გინდა, საცვალი, პაკეტი. და სპორტული შარვალი მქონდა მე. ზოგს ხალათი. იმავე დღეს მოდიხარ სახლში და

Posted by: Tamara1988 27 Apr 2017, 20:58
გოგოებო მე დენა მაინც არ შემიწყდა დღეს დაბალი სიცხეც მომცა 37.3 ხაზი. შეიძლება ფუნქციის დროს ინფექცია მოხდეს? კი დავლიე 3დღე ანტიბიოტიკები. ან უარეს ვფიქრობ საშვილოსნოს დაზიანება ხომ არ მოხდა თქო უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ამ სიცხემ სულ შემაშინა.

Posted by: ketket123 27 Apr 2017, 21:03
BA84
კი პროფილაკტიკისთვის ვიკეთებ 2015 მაქ გაკეთებული პირველად ჰისტერო და ლაპარო . ეხლაც მინდა გადატანამდე გავიკეთო ენდომეტრიუმის პრობლემაა ჩემთანაც. კი 3 ცალი მყავს გაყინული 1 საუკეთესო ხარისხი 2 საშუალო.
* * *
დაზღვევა მინაზღაურებს მე თითქმის არაფრის დამატება არ მიწევს და ძაან მიხარია

Posted by: kekuna78 27 Apr 2017, 21:24
ketket123
3 დღის წი გავიკეთე მე, არაფერი არ გწირდება საერთოდ, ხალათი და ჩუსტებიც იქ აქვთ. წარმატებები

Posted by: ketket123 27 Apr 2017, 22:00
kekuna78
კარგიი გავემზადები ხვალისთვის smile.gif დამავიწყდა 7ის მერე რო აღარ უნდა მეჭამა და კარგად ჩავსკდი ეხლახანს:დ ეხა კიდე მეშინია ცუდად არ გავხდე ხვალ :დ

Posted by: compte.paris75 27 Apr 2017, 22:22
QUOTE (Tamara1988 @ 27 Apr 2017, 20:58 )
გოგოებო მე დენა მაინც არ შემიწყდა დღეს დაბალი სიცხეც მომცა 37.3 ხაზი. შეიძლება ფუნქციის დროს ინფექცია მოხდეს? კი დავლიე 3დღე ანტიბიოტიკები. ან უარეს ვფიქრობ საშვილოსნოს დაზიანება ხომ არ მოხდა თქო უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ამ სიცხემ სულ შემაშინა.

ვაიმეეე როგორ ითმენ? მიდი ექიმთან

Posted by: naa-tii 27 Apr 2017, 22:33
გოგოებო იცით რა მაინტერესებს? ენდომეტრიუმის კვლევა თუ ხდება, რამდენადაა მიმაგრების უნარიანი ეს რომ დავადგინო. კი გავიძახი არაფერი მჭირსთქო მაგრამ სამი ინვიტროდან არცერთს არ უცდია მიმაგრება, ეგება და ჩემი ბრალიცაა? ქეთისთან თუ კეთდება და რა ჯდება?

Posted by: kekuna78 27 Apr 2017, 22:47
ketket123
9 საათის მერე არ უნდა გეჩამა. ეგ არაფერი

Posted by: Tamara1988 27 Apr 2017, 22:52
compte.paris75
სანთელი დამინიშნეს და მაინც არ მიშველა ხვალ დილით უნდა წავიდე. თუ გული არ გამისკდა დილამდე კარგი იქნება.

Posted by: nino84 27 Apr 2017, 23:52
naa-tii
ERA ტესტი ჰქვია, მე ოთხი გადატანა მქონდა უშედეგო და ქეთიმ მითხრა რომ შესაძლოა ენდომეტრიუმი არ ღებულობდესო ემბრიონებს. ეს კვლევა ესპანეთში ტარდება იქ აგზავნიან გამოსაკვლევად. ამ კვლევით იმპლანტაციის ფანჯარასაც ადგენენ მე როგორც მახსოვს. ქეთიმ საკმაოდ ძვირი და დროში გაწელილი პროცესია და პირდაპირ სუროგატს გირჩევთო. ინტერნეტშიც არის ინფორმაცია ამ კვლევაზე ინგლისურად ვკითხულობდი. საბოლოოდ დავითანხმე კიდევ ერთი ცდაზე, წინა მცდელობები სხვა ექიმთან მქონდა. შენ სამივე მცდელობა ქეთისთან გქონდა? ემბრიონები როგორი ხარისხის გადაგქონდათ?

Posted by: naa-tii 28 Apr 2017, 09:53
nino84
პირველად არ ვიცი როგორები იყო, მეორედ ერთი მორულა იყო და მესამედ ორი კარგი ბლასტოცისტი. არცერთხელ ხედე 2 ზე მეტი არ იყო. კი მეუღლის სპერმის ბრალია მაგრამ ვიფიქრე იქნებ ჩემი ენდომეტრიუმიც არაა მთლად მწყობრშითქო. როგორ იმედი მქონდა მაგ კვლევის, მაგრამ თუ ესეთი ძვირია რას შევწვდები sad.gif არა ქეთისთან არცერთი არ მაქვს, სპერმის გამო უარი მითხრა

Posted by: akunabakuna 28 Apr 2017, 10:05
Ketket123
დაზღვევა რეპროდუქციას როგორ გინაზღაურებს?
ფორმა 100-ში რა ჩაგიწერეს?
* * *
გოგოებო თუ უცით ქეთისთან ემბრიოლოგიც არ იქნება 9-დან 20-მდე?

Posted by: ketketa210 28 Apr 2017, 11:10
akunabakuna
მე ამჰ 0 მაქვს. ასაკიც დიდი. 5 წელი საერთოდ არ დავრჩენილვარ. კონკრეტული პრობლემა ვერავინ გაიგო. ზოგი ექიმი ძილის წინ ცეკვას მინიშნავდა ზოგი ვარჯიშს smile.gif ნუ წონა მაგრად მაქვს აკრეფილი, ჩემი დეპრესია მასეთია smile.gif იანვარში მივედი ქეთისთან და დავადგინე რომ ამჰ ყოფილა მიზეზი. ჯერ პროცედურები არ დაგვიწყია. მითხრეს რომ რამოდენიმე ანტრალური რომ გამოჩნდება იმ თვეში ლეტრაზოლი (მგონი სწორად მახსოვს) უნდა დავლიო და ნახავენ როგორ გაიზრდება. შენი ამჰ-იც დაბალი მახსოვს ხო?
* * *
Tamara1988
სიცხე კიდევ გაქვს? როგორ ხარ?

Posted by: akunabakuna 28 Apr 2017, 11:41
Ketket210
კი დაბალი მაქვს, თუმცა წინა თვეში ორი ფოლიკულიდან ორი ემბრიონი გამოგვივიდა, გადავიტანეთ და არ მიემაგრა
* * *
Ketketa210
ანტიმიულერი ნული ? ქეთიმ რა გითხრა, ანუ ანტრალურები მაინც ჩანს ეხოზე?

Posted by: Anukia198889 28 Apr 2017, 12:35
Tamara1988
როგორ ხარ გნახა ქეთიმ? მგონი სჯობს ეგ წამალი შეწყვიტო. მაგისი ბრალი მგონია

Posted by: LTB1948 28 Apr 2017, 13:16
nincka1987
თხელი ენდომეტრიუმის გამო არ ხდება გარე ორსულობა, შეიძლება არ მიმაგრდეს, მაგრამ მილში არ გადავა. მილის ფუნქცია გქონდა დარღვეული. გადატანის მერე 3-4 დღე უნდა ემბრიონს რომ მიმაგრდეს და შეიძლება გადაადგილდეს, მილში თუ გადაადგილდა შემთხვევით, ფუნქციურად ჯანსაღი მილი ირხევა და საშვილოსნოსკენ აბრუნებს კვერცხუჯრედი იქნება თუ ემბრიონი.

არ გეწყინოს და არ მოწმონს შენი განწყობა. რას ქვია გადააგდებ კიდე?

მაგ ლოგიკით მკურანლობაში დახლოები 100 ათასი მაქვს "გადაყრილი" და თავი უნდა მოვიკლა მაშინ. რასაც არ უნდა აკეთებდე, უნდა გიღირდეს. არასოდეს მიფიქრია რომ ფულს ვყრიდი, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მარტო შედეგი, არამედ პროცესიც. სულ რომ არაფერი გამომსვლოდა, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, რომ საკმარისად არ ვეცადე. მარტო მე და ჩემმა ქმარმა ვიცით რამდენი რამ მოვიკელით ამ 9 წლის მანძილზე და რამდენი ტკვილი და იმედგაცრუება გვქონია, მაგრამ არასოდეს შემიფასებია "გადაყრილად", იმიტომ რომ არ არის გადაყრილი, ამას ყველაფერს შენთვის ყველაზე ძვირფასისთვის აკეთებ, აი ასე მიუდექი და უფრო გაგიადვილდება. ვინც არ დანებდება კიდევ შედეგი ადრე თუ გვიან ექნება, უნდა შეურიგდე შენს ბედს, რომ ამ წვალების გზის გავლა გიწევს და ღირსეულად უნდა გაიარო. შენ რაც შეგეძლება ყველაფერი უნდა გააკეთო და შედეგი იქნება. ყველაზე დიდი შედეგი კი საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნაა, შვილებსაც მაგიტომ ვაჩენთ. თუ ეს ყველაფერი უბედურს გხდის და ნანობ, მაშინ გაეშვი და სხვა რამეს მიუძღვენი საკუთარი ცხოვრება, მარტო შვილების გასაჩენად არ ვიბადებით, ბევრი სხვა რამ შეგვიძლია და სჭირდება ამ სამყაროს. შენ რა გჭირდება ეგაა მთავარი.

Posted by: anuki1981 28 Apr 2017, 13:42
m.i

მადლობა პასუხისთვის smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: nincka1987 28 Apr 2017, 13:47
LTB1948
მართალი ხარ სრულიად. ცუდად არ დამიწერია ნამდვილად.ის ვიგულისხმე რომ სადაც ამდენი მაქვს დახარჯული მაგ 135 ლარზეც არ დავიხევ უკანთქო შედეგის მისაღწევად.6 წელია გათხოვილი ვარ და აქედან არცერთი თვე არ ყოფილა ისე რომ ექიმის გარეშე ვყოფილიყავი.ან ამდენ თანხებს ან ნერვებს როგორ ვუმკლავდებოდით არ ვიცი,ალბათ ღმერთი გვაძლევს ძალას.დარწმუნებული ვარ ამდენი ტანჯვის მერე ჩვენთანაც მოვა მზე.

Posted by: LTB1948 28 Apr 2017, 14:12
nincka1987
ცოტა პოზიტიურად მიუდექი. ვიცი რომ ცუდად არ დაგიწერია და ისიც ვიცი რა ჯოჯოხეთის წრეების გავლა გიწევს. ჩვენთვის მე-9 წელია და მე-6 ცდა. წინ კიდევ 22 კვირა მაქვს და სულ შიშში ვარ, ხანდახან კიდევ არ მჯერა, რომ 9 წლიანი კოშმარი უკან მოვიტოვეთ და მეშინია, რომ ეს ბედნიერება უცებ არ გაქრეს. 3 კვირის წინ დენა მქონდა და შიშით კინაღამ მოვკვდი, მაგრამ გადვრჩით მეც და ჩემი პატარებიც, ყელი დახურული იყო.

იცი, ამ ცხოვრებაში ბევრი რამე ხდება. ჩვენზე უარესადაც არიან. ერთ მაგალითს გეტყვი, ერთ ჩემს ახლობელს არ აქვს დაორსულების პრობლემა, 15 წელია გათხოვილია და ამ ხნის მანძილზე, რამნდეიმე ორსულობა მე-8 -მე-9 და მე-10 კვირაზე მოეშალა. იცი რა საშინელებაა ბავშვის გულისცემა რომ გესმის და რომ კარგავ?

შარშან გაარკვიეს, რომ საშვილოსნოს იშვიათი ანატომიური დეფექტი ჰქონდა, რატომღაც ძალიან ბევრმა ექიმმა ვერ შენიშნა და გაიკეთეს ლაპარასკოპია და კორექცია. დაორსულდა და 22-ე კვირაზე ბავშვი ისევ დაკარგა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მოაშორეს რაც ხელს უშლიდა, შეეშალათ ექიმებს, ან ვერ გარისკეს, ან კვალიფიკაცია აკლიათ. მეორე ოპერაცია გაიკეთა საზთვარგარეთ, დარჩენილი ქონდა გარკვეული ადგილები მოსაკვეთი და ბოლომდე მოაშორეს რაც ხელს უშლიდა ნაყოფის განვითარებას ხელს. რამდენიმე თვეში გეგმავს ორსულობას.

ვიცი, რომ ძალიან ძნელია, თავი ხელში უნდა აიყვანო და ცხოვრება განაგრძო, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. ჩვენ ამ გზის გავლა გვიწევს და ავად თუ კარგად უნდა გავიაროთ. სხვა სხვანაირად წვალობს, დამიჯერე. ვარდებით მოფეილი ცხოვრება იშვიათია

Posted by: Tamara1988 28 Apr 2017, 14:15
Ketketa210
Anukia198889

მადლობა გოგოებო რომ მომიკითხეთ. სისხლის საერთო ჩამაბარებინეს და ველოდება პასუხს. კი ისევ მაქვს სიცხე დღეს უარესად ვარ მგონი.

Posted by: იათო 28 Apr 2017, 14:24
LTB1948
არა, ვარდებით მოფენილი ცხოვრება იშვიათი კი არა, საერთოდ არ არის...
მეც მქონდა ფიქრები, რატომ მე.. რატომ გამიპრობლემდა ასე ის, რაც უმრავლესობას მარტივად ეძლევა... თუმცა დღეს ვფიქრობ - მადლობა უფალს, რომ ჩემი განსაცდელი ისეთი სასტიკი არ არის
<3 მომეწონა შენი პოსტი

Posted by: anuki1981 28 Apr 2017, 14:41
LTB1948
მომეწონა შენი პოსტი, ბედნიერებისთვის ბრძოლას ეხლა ვიწყებ და შეიძლება ითქვას სულზე მომისწარი..........

Posted by: rosonera 28 Apr 2017, 15:28
LTB1948
შენი და შენნაირების ამგვარ პოსტებს რომ ვკითხულობ ბრძოლის ჟინი მიძლიერდება და მომავლის იმედი მესახება . თუ შეძელით თქვენ შევძლებ მეც. 2kiss.gif

Tamara1988
გოგო ქეთიმ რა გითხრა? იყო ანალიზის პასუხი?

Posted by: nino84 28 Apr 2017, 15:36
LTB1948
მონეწონა შენი პოსტი. ამ ჯგუფს მემგონი ერთი ფსიქოლოგიც გვჭირდება smile.gif)
მიზეზი დაგიდგინდა რამე რატომ არ ხდებოდა მიმაგრება? მე მეხუთე გადატანა მელის წინ და ძალიან ვნერვიულობ, სულ იმაზე მეფიქრება იქნებ საერთოდ არ მაქ დაორსულების უნარითქო.

Posted by: LTB1948 28 Apr 2017, 15:57
nino84
ამ 5 გადატანიდან ერთი მომეშალა, ერთმა ცალი მილი შიწირა და ლამის მეც გამიყოლა.

მერე 3 არ მაგრდებოდა, ემბრიონის ხარსხი და ენდომეტრიუმი ერთად ალბათ. ბოლოს ისიც კი მითხრა, სუროგატზე დაფიქრდი, თუ გაქვს ამის საშუალებაო და ლამის გული გამისკდა. სულ რომ გავმსკდარიყავი ახლა, ამდენი ხარჯისა და კრედიტების ფონზე 15 ათას დოლარს ვერსაიდან მოვიტანდი და უკვე რესურსებიც აღარ მქონდა, ისედაც წელში გადგვტეხა ამდენმა ხარჯებმაsad.gif 6 ინვიტროს და იქამდე კიდევ ანალიზები, სტუმულაციები, მკურნალობები, ინსემიანციები და რა ვიცი, რა აღარ გამოვიარეთ, მატერიალურად უკვე გამოწურულები ვართ და კიდევ 15 ათას დოლარს ვეღარ მოვიტანდიsad.gif

პრობლემაც ეგ არის, რომ მიზეზების ზუსტად ახსნა რომ შეეძლოთ, ამდენს ხომ არ ვიწვალებდით? მედიცინაში ორჯერ ორი ხან ოთხია, ხან ექვსი და ხან ოცდაევსიsad.gif ეგეც განვითერბულ ქვეყნებში, აქ კომპეტენციაც ნაკლები აქვთ ექიმებს და ტენიკური შესაძლებლობებიც.

ერთი რამ რაც ქეთი მითხრა და მეც შევესწარი, ხშირია ტყუპები. რამდენიმე ორსულია რომელიც ორ და მეტ ნაყოფს ელოდება და ქეთიმ ძალიან მოიმატა მრავალნაყოფიანმა ორსულობა და ვფიქრობ ემბრიოგოლოგის დამსახურებააო და აწი ნაკლებ ემბრიონებს გადავიტანთო. ეგეც შეიძლე იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ინოვაში ახალი და თანამედროვეაპარატურაა და ემბრიოლოგიც ალბათ უფრო კვალიფიციურია, ვიდრე ინვიტროში. მაიაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, გადაყოლილი იყო ჩემზე, მაგრამ ფაქტია, რომ ინოვაში უკეთესი შედეგები აქვთ

Posted by: nino84 28 Apr 2017, 16:10
LTB1948
სუროგატი მეც შემომთავაზა და მარტო ცინანსებშიც არაა რა საქმე, ისე იმოქმედა ჩემზე , ძალიან ვინერვიულე, ნუთუ ესე ცუდად მაქთქო საქმე. წინა ინვიტროები რეპროარტში მქონდა, ამ ფორუმზე მაგ კლინიკას არავინ აქებს, იმედი მაქ რომ ერთ-ერთი ფაქტორი წარუმატებლობის ეგეც იყო და ინოვაში ყველაფერი გამომივა. მშვიდობიან ორსულობას გისურვებ!

Posted by: gogola 12 28 Apr 2017, 17:28
LTB1948
როგორ მიხარია შენი ამბები <3 ახლა გავიგე რომ ტყუპებს ელოდები ,რა მაგარიაა <3 <3

Posted by: Tamara1988 28 Apr 2017, 17:35
rosonera
მოკლედ ანალიზი სუფთა იყო ყველაფერი ზუსტად ნორმებში. ინფექციაც გამოირიცხა.მერე ეხოზე მნახა ქეთიმ და იქაც არაფერი არ იყო. ისე ბევრი ყვითელი სხეული მაქვს ეგ ისედაც ვიცოდით. და დამიდგინდა ენტეროვირუსი. მხოლოდ დამამშვიდებელი გამომიწერეს სხვა არაფერია საშიშიო.მეც დავმშვიდდი. მადლობა მოკითხისთვის :*

Posted by: Anukia198889 28 Apr 2017, 17:53
Tamara1988
კარგია მადლობა ღმერთს. მიკროგინონი დაგიტოვა? ეს გაგრძელებული ციკლი ყვითელი სხეულების ბრალია? ფუნქციის მერე ერთი თვე ხო რეგულონი დალიე იმან არ გაწოვა ეგ ყვითელი სხეულები?

Posted by: nincka1987 28 Apr 2017, 17:54
LTB1948
კიიი,ხანდახან სრულ სასოწარკვეთაში რომ ვარ ვარ ხოლმე მერე დავფიქრდები რამდენია ჩემზე ბევრად ცუდ დღეშითქო,მე ღვთის წყალობით ასეა თუ ისე საშუალებაც მაქვს რომ ამდენი ხარჯები გავწიო,ყველაფერს ვიკლებ,თუმცა არ ვნანობ ამას.რადენია უსახსრობის გამო რომ ვერ ახერხებს ვერაფერს,ჩემი ტანჯვა რა მოსატანია მათ ტანჯვასთან. წინა ხუთშაბათს წაჩხურუში ვიყავით მოსალოცად და აკვნის წამოღება მინდოდა, ერთერთი ჩვენი მარშუტკის მგზავრის აკვანი შემხვდა შემთხვევით სადაც ტყუპი ტოჯინა ეწვინა.რომ ვანახე თქვენი აკვანი მომაწოდესთქო გაუხარდა და ხელიდან გამომგლიჯა smile.gif, ბედი იყო შენ შეგხვდაო და რომ უკან წაგვეყვანაო ჩვენი თჯინებიო და მეც გულით დავუბრუნე უკან(თუმცა ზოგი ამბობს რომ ვინც პირველად აიყვანს აკვანს იმდ დღეს უკან არ უნდა წამოიყვანოსო).ჩემზე ბევრი ტანჯვა აქვთ გამოვლილი და მადლი იქნებათქო,იქნებ ამ ფსიქოლოგიურმა ბედნიერებამ ნამდვილი ბედნიერება მოუტანოთთქო.7 ინვიტრო ქონდათ გაკეთებული და არცერთხელ მიმაგრებაც კი არ მომხდარა,თან ქეთის პაციენტები ყოფილან ის ცოლ-ქმარი. ბედნიერება მომანიჭა მათმა გახარებამ და იმის მერე სულ სხვანაირად განვეწყვე,რა წუწუნზე და ფარხმალის დაყრაზეა ლაპარაკი.ფორუმის გარდა არსად ვლაპარაკობ ჩემ პრობლემებზე და აღარც არავის ვაძლევ უფლებას ამ თემაზე კითხვები დამისვან ან ლაპარაკი გამიბან.

Posted by: Tamara1988 28 Apr 2017, 18:06
Anukia198889
ეს არის ფუნქციის ციკლი.და ალბათ გაიწოვება ამ თვეში.ბევრი ფოლიკულები რომ მქონდა ყვითელი სხეულიც ბევრიაო და ესაა მიზეზი თან პროგრესტერონიც მაღალი მქონდა მე. მიკროგინონი დამიტოვეს ეს ბევრად ჯობია სხვა კონტრაცეპტივებსო. ანუკი შენთან 1თვეში გაიწოვა? რავიცი რახან ბევრი ჩემთან ალბათ 2თვე დაჭირდება მე ასე მგონია.
* * *
Anukia198889
შენ რას შვები არ შეგიმცირდა ციკლი თუ ისევ ისე გაქვს?

Posted by: compte.paris75 28 Apr 2017, 19:22
LTB1948
nino84
m.i
akunabakuna
Tamara1988


გოგოებო, რამდენი წლის ხართ?

Posted by: Anukia198889 28 Apr 2017, 19:29
Tamara1988
ჩემთანაც ბევრი იყო ხეცურიანმა მრავლობითიო ჩამიწერა დათვლა დაეზარა. რეგულონი დავლიე 21 დღე და მერე ციკლი რომ მომივიდა და ვნახე ეხოზე აღარ იყო საერთოდ. მანამ მე15 დღე იყო თუ მახსოვს სწორად ისე გადავამოწმე თუ აქვს დაწყებული დაპატარავება მეთქი და ძალიან პაწუებია რაღაც დიამეტრები დამიწერა და თან 11 ცალი დათვალა. მაგრამ ციკლი რომ მომივიდა აღარ იყო ისინიც. ჩემს ყვითელ სხეულებს მოუხდა ძალიან რეგულონი. კიი ორი დღე მქონდა და ძალიან დენა ეხლა შემიწყდა. როგორც ყოველთვის მესამე დღეს ძალიან ცოტა მაქვს.

Posted by: nino84 28 Apr 2017, 19:34
compte.paris75
32-ს ვარ

Posted by: Tamara1988 28 Apr 2017, 20:13
Anukia198889
ეტყობა ჩემთან ძნელად იწოვება ამიტომაც 21 დღის ნაცვლად 27დღე უნდა დავლიო მიკროგინონი.რავიცი იმედია აღარ დამხვდება მაისის ციკლში თორე გადატანა გადამედება..
მინდა ავღნიშნო რომ თამთა არის უმაგრესი ადამიანი.ძალიან თბილი ტკბილი და უზომოდ ყურადღებიანი. არასდროს არაფერი ავიწყდება.ყველაზე მეტად ის მახარებს რომ ქეთის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩემს მესიჯებსაც კი აკითხებდა თურმე ეს დღეები ქეთის.
* * *
compte.paris75
28-ს ვარ :*

Posted by: compte.paris75 28 Apr 2017, 20:38
Tamara1988
nino84

გასაგებია. კარგი ასაკია ბავშვის გასაჩენად.

ფრანგულ ფორუმებზე ყველას ხელწერაში უწერია თავისი მოკლე ისტორია და ადვილია თვალის მიდევნება.
ამ ფორუმზე კიდევ მარტო სახელებით მიჭირს ყველას ისტორიის გახსენება. რაღაცნაირად უნდა დაგიმახსოვროთ smile.gif ყველას გგულშემატკივრობთ ძალიან.

Posted by: nino84 28 Apr 2017, 20:43
გოგოებო, ხვალ ქეთი იქნება თუ იცით? მივწერე FB ზე მიწევს თუ არა მისვლა ექოზეთქო და არ მიპასუხა.

Posted by: compte.paris75 29 Apr 2017, 00:41
გოგოებო, შემთხვევით ვნახე. ყიდის სტიმულაციის მედიკამენტებს და თუ გაინტერესებთ დაუკავშირდით. ახლახანს მითხრა პირადში ისევ მაქვს არ გამიყიდიაო:
https://forum.ge/?f=97&showtopic=34940866

Posted by: cash-cash 29 Apr 2017, 01:24
გოგოებო.როგორ ხართ? გამხნევდით,ფარხმალი არ დაყაროთ,იმედი არ დაკარგოთ.
აქ გოგოებმა დაწერეს თავიანთი იმედისმომცემი ისტორიები. ჩემკ ვისაც გახსოვთ,განმეორება ცოდნის დედააო smile.gif)) ვისაც არა-2 სიტყვით გეტყვით smile.gif
ბევრი არ მიწვალია ინვიტროებზე და ინსემიმაციებზე. სულ 1 წარუმატებელი ინსემინაცია და 1 წარმატებული ინვიტრო
არავითარი გამოვლენილი პრობლემა წყვილში და ამასობაში 8 წელი უშედეგოთ.
თაკოსი არ იყოს რაც ყველაზე მეტად მსტრესავდა ის იყო რომ ყოველ თვე ისეთი მდგომარეობა მქონდა, ყველა ორსულობას მიწინასწარმეტყველებდა და მეც არა ეპილაცია.არა გოგირდის აბანო.არა ვარჯიში და მოკლედ ბევრი "არა" სავარაუდომორსულობის გამო. ეს იყო კოშმარი. ბოლოს "დავიკიდე" ეს ყველაფერი.თუ ბავშვ ჩემს ორგანიზმში ყოფნა უნდა, ამ ყველაფრის ფონზეც დაეჩებათქო და დავიწყე ცურვა.ვარჯიში და ა.შ. წამლებიც მივატოვე ყველანაირი და ყველგან დავდიოდი.ავიწყვიტე. მივედი სექტემბერში უკვე ინოვაში და ოქტომბრის ციკლზე უკვე პუნქცია მქონდა. ისეთი საკვერცხე და ანტრალურები მქონდა მუდმივად, ქეთი წინდაწინ მამზადებდა იმისთვის რომ გაყინვა დამჭირდებოდა და ბევრი ნემსებიც თავიდან არ დაუყრია. მერე-მერე შემჩირდა ლიდერი ანტრალურები და ბოლოს მხოლოდ 5 ამოვიღეთ კარგები. ეს ხდებოდა პარასკევს. ორშაბათს მხოლოდ განაყოფიერებული 8 უჯრედიანი მქონდა მხოლოდ. არადა იმვიტროს მორალურ-ფინანსურ და ა.შ. რისკზე იმიტომ წავედი რომ მეც დარწმუმებული ვიყავი ჩემი საკვერცხეების და ფოლიკულების სიყოჩაღეში (ანტიმოულერი 5.7; მონიტორინგებზე თითო საკვერცხეზე 10-12 ანტრალურები). მოკლედ მეც და ქეთისაც სრული შოკი გვქონდა.მაგრამ რაც იყო, იყო. ვერაფერს შევცვლიდი. ქეთიმ იმავე დღეს გადამიტანა. და კი მყავს ეცლა 27 კვირის ცელქი ბიჭო ღიპუცაში

შეგრძნებებს რაც შეეხება. სულ მქონდა იმის განცდა რომ.შვილი.უეჭველი.მინდოდა. აუცილებლად. ყველა ხერხის ცდას ვფიქრობდი.ერთადერთი ფინანსები მსტრესავდა. ორსულობა რო დადგა, არ მჯეროდა. მე არ.მაქვს ეგოისტური განცდები. სულ ვეფერები.ველაპარაკებიმიმასაც ვეუბნები რომ ჯერაც არ მჯერა ჩემთან როა და სიცოცხლეს მილამაზებს. სარკეს გვერდს გულგრილად ვერ ვუვლი.გიჟივით ვიყირები და საკუთარი ანარეკლის არ მჯერა. ხან პროფილში, ხან წინიდან ვათვალიერებ ღიპუცას და ჩემს სხეულს. რო ვზივარ მუცელს ვუყურებ და ღიპზე ხელებს რო ვაწყობ, ეგეც სიზმარი მგონია. ერთადერთი რაც მეხამუშებოდა და მეუცხოებოდა იყო "დედათი" რო მივმართავდი. დღესაც ეგრებვარ. მეუცხოება ეგ სიტყვა ჩემი პიროდან.

4დ ექო არ დაინანოთმ ეს იყო საოცარი. დარტყმებს ხო გრძნობ, მაგრამ რეალურად რო.ხედავ შენს ბასასუნას როგორ მოძრაობს.იცინის. თვალებს ახელს და ხუჭავს.ხელით ლოყებს ეფერება და ა.შ. ეს იყო რაღაც ენითაუწერელი რამ. თითქოს შენს გვერდით წევს.
ზოგჯერ ისე.მენატრება როგაიყუჩება. ეგრევე ზურგზე ვწვები (არ მოსწონს როგორც ჩანს) და მალევე ბაკუნს მიწყებს. ასე ვაბრაზებ ჩემს ბასასუნას ხოლმე smile.gif))

Posted by: taka26 29 Apr 2017, 02:47
cash-cash
cash-cash
აჰაჰაჰა ნუ დაგვბოღმე სასტავი ნუ :DDDDD

Posted by: sesilia28 29 Apr 2017, 07:45
taka26
რას შვები როგორ ხააარ? რა ხდება შენკენ? ველოდებით სიახლეებს როდის შეგვატყობინებ, გგულშემატკივრობთ :* :*

Posted by: Tamara1988 29 Apr 2017, 10:34
cash-cash
ცრელმლები მომადგა რომ წავიკითხე. რა თბილი და მოსიყვარულე დედა იქნები წარომიდგენია უკვე. სულ ცოტა დაგრჩა და შენს ცელქ ბიჭუნას გულში ჩაიკრავ ჩაეხუტები მის სურნელს იგრძნობ და უფრო გაგაგიჟებს.

მეც მინდა მალე ეგ ყველაფერი გამოვცადო ჯერ ჩემ ემბრიონებმა გამაგიჟა უკვე მათ დედად წარმომიდგენია თავი და ეხოზე რომ ვნახო სულ გავაფრენ ალბათ სიხარულისგან.
წარმატებები ყველას ამ დიდი ბრძოლაში.
ყველას ყველაფერი გამოგვივა გოგოებო.

Posted by: taka26 29 Apr 2017, 10:55
sesilia28
ვარ რაა, იმედით თან უიმედოდ.. ყველაზე კვერცხობაა ეს ლოდინი რო არ იცი ღირს თუ აარა.. რამდენიმე დღეში გავიგებ.
როგორ ხაარ შენ?;**

Posted by: rosonera 29 Apr 2017, 11:04
cash-cash
მათბობს შენი პოსტები 2kiss.gif

taka26
თაკაა როდის იკეთებ ხეგეს? რამდენი გადაისვი? გგულშემატკივრობ მთელი გულით და სულით.

Posted by: m.i 29 Apr 2017, 11:28
compte.paris75
30 წლის, 3 წლიანი უშვილობა. გამოკვეთილი პრობლემა რის გამოც ინ-ვიტროს მივმართავ არის მილები: 1 გაუმტარი, მეორე კი ვიწრო და დაკლაკნილი. 2 უშედეგო ინვიტრო 1 წლის განმავლობაში. მყავს 3 ემბრიონი გაყინული smile.gif ჯერ ვერ მოვიკრიბე ძალა რომ გადატანაზე ვიფიქრო

Posted by: compte.paris75 29 Apr 2017, 12:17
QUOTE (m.i @ 29 Apr 2017, 11:28 )
compte.paris75
30 წლის, 3 წლიანი უშვილობა. გამოკვეთილი პრობლემა რის გამოც ინ-ვიტროს მივმართავ არის მილები: 1 გაუმტარი, მეორე კი ვიწრო და დაკლაკნილი. 2 უშედეგო ინვიტრო 1 წლის განმავლობაში. მყავს 3 ემბრიონი გაყინული smile.gif ჯერ ვერ მოვიკრიბე ძალა რომ გადატანაზე ვიფიქრო

ისევ ბათუმში აპირებ გადატანას თუ ქეთისთან აპირებ? გადაწყვეტილი გაქვს უკვე სად?

Posted by: m.i 29 Apr 2017, 12:42
compte.paris75
არა არ გადამიწყვეტია, ჩემი ახლობლები ტრაპიზონში დადიან მანქანით უშვილობაზე იქ მკურნალობენ. არ არის გამორიცხული იქ გავყვე.

Posted by: akunabakuna 29 Apr 2017, 13:12
Compte.Paris75
32 ის ვარ.
Cash-cash
რა მაგარი პოსტები გაქვს, იმედიანი smile.gif ბედნიერი დედა გამხდარიყავი smile.gif
Tamara1988


როგორ ხარ? კიდევ გაქვს ციკლი, სიცხე?

Posted by: cash-cash 29 Apr 2017, 13:47
taka26
smile.gif))))
:****

Tamara1988
აუცილებლად ყველა იგრძნობს ამ.სიხარულს. დარწმუნებული.იყავი. :***
* * *
rosonera
გენაცვალე :** მალე შენც იგივე გეგრძნოს

akunabakuna
:***

Posted by: sesilia28 29 Apr 2017, 14:20
taka26
ვიცი რომ გამოგივა, აუცილებლად! მთელი გულით ველოდები შენს ბედნიერ პოსტს :* მეც არამიშავს, ამ თვეში კი გასკდა ფოლიკი მე რომ მინდა იმ მხარეს და რავი ვნახოთ biggrin.gif

Posted by: Tamara1988 29 Apr 2017, 14:35
akunabakuna
სიცხე გუშინ ღამე მქონდა დღეს აღარ მაქვს და გამონადენი შედარებით შემიმცირდა თითქოს თუ თავს ვაჯერებ არ ვიცი.
მართლა 32 ის ხარ? მე რომ შემოგხედე მაქსიმუმ 25ის და უფრო პატარაც მეგონე :* :* :*

Posted by: taka26 29 Apr 2017, 15:22
rosonera
sesilia28
1 გადამისკუპეეს ისე მიყვარრს ვგიჟდები. პირველი სელფიც კი გამომატანეს :დდდ ნეტა როცა არ ხდება მიმაგრეპა ანუპირველი არ გამოდის ინვიტრო რა შეილება იყოს მიზეზი?

Posted by: Anukia198889 29 Apr 2017, 15:42
taka26
გილოცაავ საყვარელო. ღმერთმა დადებითი მომალოცინოს რამოდენიმე დღეში და ეხლა დაწერე როდის გადაისკუნტულე და როდის ველოდებით სასიხარულო ამბავს

Posted by: tutuni 29 Apr 2017, 15:44
მოკლეთ სამწლიანი მკურნალობის, ლაპარატომიების , ლაპარასკოპიებისა და ჰისტეროსკოპიების შემდეგ 14.03.2017 უნდა დამეწყო ინვიტრო ნანა კვერნაძესთან.გავიკეთე ანალიზები, ვიყიდე წამლები , მოვემზადეთ სულიერად და ფიზიკურად.... და აღარ მომივიდა , არც 15, არც16 არც 17 მარტს. 18 გავიკეთე ტესტი და ვარდისფერი მეორე ზოლი გამოჩნდა. მოკლეთ ახლა 6 კვირის ვარ. გულისცემა გავიგონე ჩემი ნანატრი ცოცხაილ ემბრიონის.
ხოდა წამლები ხომ დამრჩა გამოუყენებელი smile.gif , გონალეფი 900 - სამი ცალი/ ცეტრიოტიდი 250 - 5 ცალი და ოვეტრილი 1 ცალი . თუ ვინმეს გაინტერესებთ შემეხმიანეთ.ვიყიდე თურქეთში. მომწერეთ პირადში წამლები თუ გაინტერესებთ

Posted by: Anukia198889 29 Apr 2017, 15:49
taka26
შენი დადებითი ხეგე ისე მჭირდება ჰაერივით ჩემო კარგო. რა მაგარი გოგო ხარ მომასწარი გადატანა მე ემბრიონები მყავდა შენ რო დაიწყე სტიმულაცია. ეხლა მაისში როცა მომივა შენს დადებითს შევუერთდები უფლის ნებით :* :*

Posted by: taka26 29 Apr 2017, 16:14
Anukia198889
მადლობაა ))) იმედია ღმერთი ჩემთან არის

Posted by: rosonera 29 Apr 2017, 16:43
taka26
თაკაა მეც მჭირდება შენი დადებითი ხეგე smile.gif ღმერთი შენსკენაა ნამდვილად და აბა შენ იცი, მალე ველოდებით დადებით ხეგეს smile.gif
მთლიანობაში რა დაჯდა ?

Posted by: taka26 29 Apr 2017, 16:47
rosonera
რავი 9 მდე დამიჯდა მე თუ მეტი არა

Posted by: minion90 29 Apr 2017, 17:38
taka26
აუ გადაისკუპეეე? ღმერთიი თქვენსკეენ. უნდა გამოგივიდეეეს ძალიან გგულშემატკივროობ. დრო მოგივიდა უკვე დიდი ხანია. ♥ როდის აბარებ ხეგეს?

იცოდე არ გაბედო ნეგატიური ფიქრებიი, მართლა მოქმედებს. სულ დადებითზე იფიქრე და ნახაავ როგორ მალე გაიხარებ.

Posted by: Batakeke 29 Apr 2017, 17:42
გამარჯობათ გოგოებო. მე ახალი ვარ. რამდენი ხანია ვცდილობ დარეგისტრირებას და ვერ ვრეგისტრირდებოდი. ყველას გისურვებთ მიზნის მიღწევას და ჯანმრთელ,ლამაზ გოგო-ბიჭებს.

Posted by: taka26 29 Apr 2017, 18:01
რავი ხან ისე უიმედოდ ვარ ხანიმედით სავსე.. არ მჯერა აღარაფრის..
მადლობა ძაან დიდი

Posted by: m.i 29 Apr 2017, 18:05
taka26
წარმატებები, ღმერთი შენსკენ,, მალე მოგველოცოს სასიხარულო ამბავი love.gif

Posted by: taka26 29 Apr 2017, 18:07
m.i
მადლობა დიდი
იმედი მაქ ბევრის მაგალითი გავხდები.. ვნახოთ

Posted by: Batakeke 29 Apr 2017, 18:08
ჩემი მოკლე ისტორია-ასაკი44 წლის. 25 წლიანი უშვილობა.ყველას უკვირს მაგრამ ქმარი ერთი.ქეთის პაციენტი. პირველი ინ-ვიტრო და პირველივე შედეგიანი. პუნქციაც და გადატანაც თებერვალში-ანტიმიულერი1,52. რვა კვერცხუჯრედი-მივიღეთ 2 ძლიერი და სამი სუსტი ემვრიონი.გაყინული არ მაქვს. ერთი მიემაგრა ორიდან. 12 კვირის ფეხმძიმობა . ვიყავი ექოზე-ყველაფერი ნორმაში. ვიზუალურადაც ყველაფერი რიგზეა. მაგრამ კისრის ნაოჭი არის3,5მმ. ორმაგმა აჩვენა ჰორმონების მომატება. დამიწერა მაღალი რისკი 21,18,13ქრომოსომების. ვაგზავნი ანალიზს გერმანიაში.თქვენ ყველას ჯვარი გწერიათ და იქნებ ვინმე ძლიერი გენეტიკოსი იცოდეთ.ან თუ გაგიგიათ რომ ვიზუალური დეფექტი არ ვლინდებოდეს.

Posted by: anuki1981 29 Apr 2017, 18:24
Batakeke

ღმერთი თქვენსკენ!

Posted by: sesilia28 29 Apr 2017, 19:00
Batakeke
ყველაზე ძლიერი გამიგია ირაკლი ჯოლოხავა გაგუას კლინიკაში, საქართველოში მეორე მსგავსი არააო გამიგია, ღმერთი შენკენ, წინასწარ ნურაფერზე ინერვიულებ სანამ საბოლოო პასუხს არ გაიგებ :* მეორე ორსულობისას მეც მქონდა იგივე პრობლემა, შენთან ყველაფერი კარგად იქნება მჯერა, ჩემს შემთხვევაში მარტო ეგ არ იყო

taka26
არ მინდა რომ ნეგატივი ერთი წამოთაც გაივლო გულში, შენ ისეთი ყოჩაღი და ძლიერი ხარ თავს მოერევი ვიცი და დადებითზე იფიქრებ მხოლოდ და აუცილებლად გამოვა, აი ყოველ დღე შენს სიხარულს ველოდები იცოდე, შენ იქნები მაგალითი ჩვენთვის :*

Posted by: Batakeke 29 Apr 2017, 19:11
მონიშვნა არ ვიცი გოგოებო. მადლობა.

Posted by: takotatuli1989 29 Apr 2017, 19:24
Batakeke
ისე მე გეტყვი რო გერმანიის ანალიზებს ენდე... საქართველოში ჩემი ვამოცდილებით გენეტიკოსი არ გვყავს! მე თუ მკითხავ ვინც დაგიწერეს ეგეც იბრალებს... სამწუხარო რეალობა ჩვენი ქვეყნის ესაა... თუმცა რადგან კონკრეტული პრობლემა გამოგივლინდა უფრო მეტი შანსია სწორ გზაზე დაგაყენონ ..

Posted by: Tamara1988 29 Apr 2017, 19:28
taka26
მინდა წარმატებები და მალე დადებითი გისურვო ჩემო კარგო.უნდა გჯეროდეს რომ გამოვა. ღმერთი შენსკენ.
*********
ძალიან გთხოვ იქნებ ზუსტად გვითხრა რა დაგიჯდა გამოლღობა გადატანა? და ანალიზებში რამდენი დაგეხარჯა ეხლა? მაისში მეც ვაპირებ გადატანას და ფასები მაინტერესებს.

Posted by: taka26 29 Apr 2017, 19:34
sesilia28
მადლობააა ;******
1 კვირაში გავიგებ შედეგს..
12 .11 დღეეს ჩავაბარებ მანამდე
მეშინიაა, ფიქრისაც კი
* * *
Tamara1988
1890 ფუნქცია.
გადატანა გაყინვა გამოლღობა, სპერმის დამუშავება და კიდე რაღაც. 3250,
ფუნქცადე წამლები 2300 ლარი, ანალიზები წინა საუნქციო 422, თუმცა მე
უნარკოზოდ ამოვიღე და ტყუილა ჩავაბარე ანალიზები.
გადატანის მერე წამლები უკვე 350 დამიჯდა. ისე პროგი და კიდე რაღაც ანალიზებიც ჩავაბარე აქაიქ ამ დღეებში...
მოკლდედ ეს არის ძველი ფასებიო ეხლა გაძვირდა კიდე... ყველამისვლაზე
მიმატებდნენ თანხას გამაგიჯეს მივიდოდი 2000 ლარით მეტყოდნენ 3100 ი გაქ მინუსიო ამ დროს წინასწარ ვარკვევდი რდენი მიმეტანა. დამტანჯეს.
უი პლიუს სქრეჩინგი 150

Posted by: Tamara1988 29 Apr 2017, 19:56
taka26
ვაიმე მეც მასე მაგიჟებდნენ ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას თვითონაც არ იციან ფასები.მოკლედ ყოველ თვე უმატებენ და უმატებენ.((((((

Posted by: cash-cash 29 Apr 2017, 22:07
tutuni
გილოცავ. მშვიდობიანი ორსულობა და ბედნიერი დედობა ::****

Posted by: taka26 29 Apr 2017, 22:39
Tamara1988
არადა ყველა მოსვლაზე ვეკითხებოდი რამდენი მაქ
მოსატანი რამდენი თქო და მაინც ვერ გავედი ბოლოში

Posted by: Tamara1988 29 Apr 2017, 22:54
taka26
შენ სტიმულაციის თვეშიც ხომ არ გქონდა სქერჩინგი გაკეთებული? თუ პირველად გაიკეთე ეხლა?

Posted by: taka26 29 Apr 2017, 23:00
Tamara1988
კი მქონდა ანუ სულ ორჯერ
* * *
რა ძნელიაა ლოდინი ღამეც აღარ მძინავს უკვე, სულ ნეევები მაქ მიშლილი

Posted by: sesilia28 30 Apr 2017, 11:36
taka26
რამე დამამშვიდებელი დალიე რა, შენთვის ეხლაა სიმშვიდე მთავარი :*

Posted by: taka26 30 Apr 2017, 13:15
sesilia28
ნეტა ჩემთან დარჩეს ეს წერტილი აღარ წავიდეს რა..)))) მეშინია ხეგეს პასუხის

Posted by: Anukia198889 30 Apr 2017, 13:19
taka26
შენი დამამშვიდებელი ეხლა შენი თავია. დაარწმუნე თავი რო ორსულად ხარ და მორჩა. ეხლა მთავარია საკუთარი თავის რწმენა გქონდეს რო დაიძინო მშვიდათ

Posted by: taka26 30 Apr 2017, 13:27
Anukia198889
ამდენი წლის მერე უკვე რამის მჯეროდეს ცოტამეუცხოვება.
შენ რატომ არ გადაგაქ?

Posted by: Anukia198889 30 Apr 2017, 14:11
taka26
წინა თვეში თანხას ვერ მოვუყარე თავი. ამ თვეში უნდა დამეწყო და რადგან მიდიან და მაგ პერიოდს ემთხვევა ჩემი გადატანის დღეები გადამედო. მაისის 25 ში მომივა და ივნისში გადავიტანთ უფლის ნებით ჩემს სიყვარულებს. ისე ცუდათ ვარ ეს დღეები ლამის მოვკდე ჯერ კუჭზე პრობლემა რომ არ მქონია ვერაფერს ვერ ვჭამ კუჭი მევსება მალევე და გულის რევის შეგრძნება მაქვს. გავწამდი. მეთიპრედი მიზამდა მეთქი. სხვა არაფერს არ ვსვამ ისეთს. ფოლიუმს და დ ვიტამინს კიდე.

Posted by: nino84 30 Apr 2017, 14:59
Anukia198889
მეთიპრედს რატომ სვამ? მეც 26მაისს ველოდები და ყველა ანალიზი თუ წესრიგში მექნა ივნისში გადავუტანთ.

Posted by: Anukia198889 30 Apr 2017, 16:12
nino84
ანტისხეულები მაქვს მომატებული. მგონი აქ ქეთის პაციენტების 90 პროცენტი მეთიპრედს სვამს. ივნისში შევხდებით smile.gif

Posted by: taknatuna 30 Apr 2017, 16:31
Anukia198889
რამდემი გაქვს ანტოსხეულები? მე ვკითხე და ეგ არაფერო არააო. ელ თიროქსიმს ვსვამ მე. 217 მააქვს და 34 ეწერა.მგონი ნორმა

Posted by: sesilia28 30 Apr 2017, 17:26
taka26
დარჩება შენთან ირწმუნე ეს, ნუ იქნები ეჭვებით და ცუდის მოლოდინით, ისეირნე ესაუბრე და დაარწმუნე თავი რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება :*

Posted by: Anukia198889 30 Apr 2017, 18:06
taknatuna
1045 მაქვს და ნორმა 150. ძალიან მაღალია

Posted by: taknatuna 30 Apr 2017, 19:05
Anukia198889


anti tpo ზე ამბობ ხო?

Posted by: taka26 30 Apr 2017, 20:00
sesilia28
გოგოებო სიცხე გქონიათ გადატანის მერე? მე გადატანამდეც მქონდა და ეხლაც მაქ 37,1 37,5 მაქ
პროგესტერონის ფონზე

Posted by: Anukia198889 30 Apr 2017, 20:13
taknatuna
anti tpo ნორმა მაქვს. anti tg მაქვს მე ძალიან მომატებული.

Posted by: BA84 30 Apr 2017, 20:17
taka26
მე მქონდა კი წინა გადატამებზეც და ეხლაც, მითხრეს ნორმალურიაო, პროგესტერონმა იცისო. ღამე ისეთი ცხელი ვარ მეღვიძება და ვერ ვიძინებ

Posted by: taka26 30 Apr 2017, 20:31
BA84
მე სიცხე არ ვიცი ზოგადად და ეხლა
ისე
მაწუხებს რო ვკვდები...
ყოველდღე გაქ?

Posted by: BA84 30 Apr 2017, 21:36
taka26
აღარ ვიზომავ, ვგრძნობ რომ მაქვს სულ. პატარა სიცხესაც ვგრძნობ ხოლმე

წარმატებები, ღმერთმა ქნას სულ მალე მიგველოცოს ერთმანეთისვით და ავიტანთ ამ სიცხეს :*

Posted by: taka26 30 Apr 2017, 22:15
BA84
გაიხარე მადლობაა, შენ როდის აბარებ ხეგეეს?

Posted by: basheli 1 May 2017, 01:34
რუსებს აქვთ ერთი გამოთქმა: беда не приходит одна. მოკლედ ასე დამემართა მეც.

ჯერ აღმოვაჩინე, რომ ჩემი პოლიკისტოზი მულტიფოლიკულოზია და არა ტიპიური პოლიკისტოზური სურათი.
ყველა ჰორმონი წესრიგშია, გაგვიხარდა, საწვალებელი ნაკლები გვექნებოდა.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეუღლის მორფოლოგია 0%-ია და გვჭირდება ინ ვიტრო იკსი მეთოდით.
მორიგი აღმოჩენა იყო ჩემს სისხლში D და C ვიტამინების დეფიციტი.
შემდეგ ჩემი მაღალი ინსულინი.
აღმოჩნდა, რომ ჩემი კვანძი, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე მქონდა, გაზრდილა და 2 სმ-ს უახლოვდება. გამიშვეს ბიოფსიაზე და აღმოჩნდა, რომ პაპილური კარცინომაა. ე.წ. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
არადა ამ თვიდან სტიმულაციების დაწყება გვინდოდა.
აი, კაცს თუ ბედი არა სწყალობსო... მაგრამ ვერც ვწუწუნებ. "ღმერთს მადლობა უთხარი რომ არ დაორსულებულხარ, თორემ ჩავიდოდა ფილტვებშიო".
ახლა 2 ან 6 თვით გადამედო ჩემი ნანატრი ორსულობა... ნუთუ 6 წელი საკმარისი არაა სატანჯველად, რომ კიდევ მემატება დრო....
სადამდე მეყოფა ძალა მაცოდინა....

ან ის მაინც მაცოდინა, სადაა ის კომბოსტოები დათესილი, ბავშვობაში ჩემი და-ძმები რომ იპოვეს smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: tweety86 1 May 2017, 09:43
taka26
გგულშემატკივრობ მთელი ჩემი არსებით, მაგრამ არ მომწონს შენი განწყობა. განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არასოდეს იფიქრო რომ შენთან არ დარჩება წერტილუკა. პირიქით იფიქრე სახელზე, ფიზიოლოგიულად გააჩენ თუ საკეისროს გაიკეთებ, ნეტა დედას დაემსგავსება თუ მამას... გადათვალე როდის გიწევს მშობიარობა და შეიყვარე ის თვე wink.gif საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი რომ მუშაობს ეს თეორია!

გკოცნით შენ და შენ შვილს!

Posted by: იათო 1 May 2017, 10:30
basheli
QUOTE
"ღმერთს მადლობა უთხარი რომ არ დაორსულებულხარ, თორემ ჩავიდოდა ფილტვებშიო".

ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამაზე.. ასე რომ ვსაყვედურობ უფალს რატომ არ მაძლევ შვისთქო.. ეგებ რისგან მიცავს.
შენ რაც შეგეხება, ისეთი სიმშვიდით გიწერია ეს ყველაფერი, გეტყობა რომ ყოჩაღი გოგო ხარ.. გადაიტან ამ ყველაფერს და ათმაგად გაძლიერებული შეხვდები შენს შვილს

Posted by: rosonera 1 May 2017, 10:38
იათო
ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც, რაც შეეხება basheli-ს მართლაც რომ უმაგრესი გოგო ხარ, მოიშორებ მაგას და მალევე დაფეხმძიმდები.

taka26
ჩემი იმედი ხარ იცოდე და წუწუნი არ გამაგონო, განწყობა შეიცვალე, 1 კვირაში უნდა გაიხარო და გაგვახარო ჩვენც smile.gif

Posted by: იათო 1 May 2017, 10:57
rosonera
2kiss.gif
ძალიან გგუშემატკივრობ, იმიტომ რომ ერთ-ერთი "ძველი" ხარ აქ...
როგორც მახსოვს ლაპაროს მერე ელოდები ორსულობის დადგომას, ხო? რამდენი თვე გავიდა?

გოგოებო მე შემდეგ თვეს ვიწყებ წესით სტიმულაციებს და რომ მახსენდება ხოლმე რაღაცნაირი განცდა მაქვს - შიშის, სიხარულის, გულისტკივილის ერთდროულად...
მაინტერესებს პუნქცია ციკლის 14-ე დღეს კეთდება და შეიძლება იმავე თვეში მოხდეს გადატანა?

Posted by: Anukia198889 1 May 2017, 11:07
იათო
კიი იათო სავსებით შესაძლებელია. თუ ყველაფერი რიგზეა და ყვითელი სხეულები არ დარჩება გადაიტან იმავე თვეში. საშიში საერთოდ არაფერია. პირიქით სულ ფუმფულა კვერცხუჯრედებზე იფიქრე. მე ცუდი ფიქრიც არ გამვლია არც გულში და არც თავში smile.gif სულ კარგზე ვფიქრობდი და ღმერთმაც გამახარა. ბევრი ფოლიკით არ გამახარა მაგრამ რაც ამოვიდა ნახევარზე მეტი განაყოფიერდა.

Posted by: იათო 1 May 2017, 11:13
Anukia198889
მე აბა ლეტრუზოლზე გადმომყვა ყვითელი სხეულები და უფრო ძლიერ სტიმულაციაზე მითუმეტეს გადმომყვება...
აუ რავიცი რა მჭირს, რომ ახლოვდება მემატება ფორიაქი sad.gif რა ვარიანტიც განვიხილე ყველაფრის მეშინია - ბევრი ფოლიკის, ცოტა ფოლიკის.. მგონი ფსიქოლოგი მჭირდება : )))))))))

Posted by: Tamara1988 1 May 2017, 11:27
იათო
ფსიქოლოგის რა გითხრა მაგრამ ქეთის უთხარი და ვამელანი დაგინიშნოს. დაგამშვიდებს. 3დღეა ვსვავ და ვგრძნობ როგორ დავმშვიდდი ღამეც კარგად მძინავს უკვე. მე გადატანა რომ მიახლოვდება მაგაზე ვღელავ.

Posted by: ninucela84 1 May 2017, 11:29
გოგოები, ინოვას ფასები მომწერეთ რა. სტიმულაცია, პუნქცია ნარკოზით და გაყინვა. მადლობა დიდი

Posted by: akunabakuna 1 May 2017, 11:32
Besheli
მეც კვანძი მქონდა ფარისებრზე და გაკეთებული მაქვს ოპერაცია და პლიუს იოდოთერაპია. შემდეგ უკვე ლაპაროც საკვერცხეზე, ახლა ქეთის პაციენტი ვარ და არ მაქვს დიდი მარაგი ფოლიკულების, ანუ თვეში ორი სამი ცალი და ვაგროვებ.

Posted by: Tamara1988 1 May 2017, 11:40
ninucela84
მე რაც გადავიხადე აპრილში მქონდა ფუნქცია დაგიწერ.
სტიმულაცის წამლები დამიჯდა 2700ლ.
ფუნქცია ნარკოზით 2200ი.
სპერმის დამუშავება 500ლ.
კვერცხუჯრედის კულტივირება 850ლ.
გაყინვა 720ლ.
თუ მაგ თვეშივე გადაიტან გადატანის 900ლარი ემატება ამ ყველაფერს.
თუ შემდეგ თვეში გადაიტა მაშინ გამოლღობა გადატანა 1850ლარი.
სქერჩინგი 150ლარი.

Posted by: იათო 1 May 2017, 11:41
Tamara1988
ღამე ძილს რაც შეეხება : ) დაწოლას ვერ ვასწრებ ისე მძინავს.. სამსახურში მაქვს არაადამიანური მოცულობის საქმე.. თუმცა მაინც ვახერხებ ნერვიულობას და ფორუმის კითხვას. ვამელანს მაინც ვთხოვ ქეთის, მადლობა რომ მირჩიე

Posted by: akunabakuna 1 May 2017, 11:42
ვიდრე ოპერაციას გაიკეთებ და ალბათ მერე იოდთერაპიაც დაგჭირდება (პაპილარული ცრ გამო), ქეთის დაელაპარაკე, იქნებ სჯობდეს კვერცხუჯრედები მანამდე შეინახო? ასევე კარგი ონკოლოგი არის ნია შარიქაძე და მასაც ჰკითხე, მოქმედებს თუ არა რადიაც.იოდი კვერცხუჯრედების მარაგზე და ხარისხზე.
რატომღაც სულ ვფიქრობ (რადგან ასაკით არ ვარ დიდი) ჩემი ასეთი დაბალი ანტიმიულერი იოდოთერაპიის ბრალია, ვინმეს ვიდრე ოპერაციას გავიკეთებდი ხომ შეიხლებოდა ეთქვა რომ შეიძლება იმოქმედოსო, მე თან კიევში დავდიოდი იოდზე, აქ არც აკეთებდნენ 4-5 წლის უკან.

Posted by: ninucela84 1 May 2017, 11:45
დიდი მადლობა, გაიხარე.
სქრეჩინგი ჩვეულებრივი ნარკოზით კეთდება ხო?

Posted by: akunabakuna 1 May 2017, 11:46
***
გოგოებო ქეთის მელატონინს არ ნიშნავს დამშვიდებისთვის?
ადრე მახსოვს ვსვამდი ერთი ორი თვე.
ახლა ღამე რამოდენიმეჯერ მეღვიძება და ვშფოთავ sad.gif

Posted by: taka26 1 May 2017, 11:49
rosonera
tweety86
ფაბადების თარიღი მე კი არა ჩემსმსმთილსაც გამოთვლილი აქ.wink.gif)))) წამებსაც კი ითვლიან...
სულ ვეფერები ძისე მიყვარს ლაპარაკიც ზედმეტია.. ვერაფერს ვერ ვგრძნობ ერთი სიმპტომიც არ მაქ

Posted by: Tamara1988 1 May 2017, 11:49
ninucela84
არა სქერჩინგს ნარკოზი არ ჭირდება.არ არის მტკივნეული. წარმატებებიიი.

Posted by: akunabakuna 1 May 2017, 11:50
Tamara1988
როდის გეგმავ გადატანას?

Posted by: Tamara1988 1 May 2017, 12:01
akunabakuna
მაისიში უნდა გადამეტანა მაგრამ რავიცი მგონი სულ ამერია ყველაფერი კიდე მაქვს დენა. არადა წესით 20მაისს ველოდებოდი შემდეგ ციკლს რა და როგორ იქნება აღარ ვიცი

შენ რას შვები რა გეგმები გაქვს? დაიწყე სტიმულაცია?

Posted by: taka26 1 May 2017, 12:05
ავერსში ხეგე რამდენ ხანშია ხოლმე ან რა ღირს ?

Posted by: rosonera 1 May 2017, 12:26
იათო
ლაპაროს მერე 4 თვე დაიწყო. 2kiss.gif

taka26
2 საათშია პასუხი და 40 თუ 45 ლარი ღირს. 2 500-700 დარეკე და ზუსტად გეტყვიან.

Posted by: იათო 1 May 2017, 12:28
taka26
ხეგეე smile.gif აბარებ დღეს? წარმატებები, არ ვიცი ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ხგ ჩაბარებული, გაგუაში და დაახლოვებით 2 საათში მითხრეს პასუხი და მგონი 40 ლარი გადავიხადე, სხვაგან არსად არ ვიცი. აბა უფალი შეგეწიოს! ინოვაში არ ჯობს ჩაბარება?

Posted by: taka26 1 May 2017, 12:32
არა დღეს არ ვაბარებ.. რა ფასი აქ რა არის.
იაფიი სად ღირს ვაბშე? ინოვას ფასიც არ ვიცი

Posted by: annaninio 1 May 2017, 12:34
taka26
ჩაჩავაშია იაფი 30 მდე ღირს. 2 საათშია პასუხი.

Posted by: BA84 1 May 2017, 12:38
taka26
წინა თვეში გავიკეთე ციტოში 42 ლარი ღირს და საღამომდე არ გაღირსებენ პასუხს და ინ ვიტროში გავიკეთე 30 ლარი ღირს და 2 საათში გადმომიგზავნეს.

მე იქეთ კვირაში ვიკეთებ, ჯერ ადრეა. წინაზე ძაან მოტივირებული ვიყავი, ეხლა უიმედოდ ვარ და ვერც ვფიქრობ, თან დატვირთული რეჟეიმი მაქვს 10 ზე მივდივარ სახლში.

Posted by: taka26 1 May 2017, 12:42
მეკიდე ვიქრობ კინარა რაც დრო მიახლოვდებაა გული მეწურებაა..ჩემა ყოჩაღმა უნდა გამახაროს სხვა გზა არ აქ..ფოტო ხო გაომატანეს ეხოსი როგორც ციცინათელა ისე ანათებსს.. რო ვუყურებ ვგიჟდები

Posted by: BA84 1 May 2017, 12:45
basheli
წარმატებები, ყველაფერი კარგად იქნება. უნდა გამხნევდე და გაძლიერდე.

როგორც გოგოებმა თქვეს, ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი ამბავი გავიგე ბავშვების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობ ხოლმე რომ იქნებ ძალიან დიდ განსაცდელს მაშორებს ღმერთი თქო, მაგრამ ამის შეგუებაც როგორია..

იათო
ქეთიმ ძალიან კარგი ფსიქოლოგი გვყავს აქო, შენი არ ვიცი და მე მგონი მივაკითხავ მალე smile.gif
სტიმულაციების დროს რომ განყობა მაქვს ნეტა ეგეთი მქონდეს ეხლაც, ისეთ აზარტში ვარ ხოლმე , ასე რომ ცუდზე ვერ იფიქრებ, პირიქით. რაღაცას რომ ვაკეთებ მე მაშინ ვარ მშვიდად

ვამელანი მე ვერ მამშვიდებს 2 კვირა ვსვი და დავანებე თავი

Posted by: ketket123 1 May 2017, 12:46
ჩაჩავაში 30 ღირს მარა ჭკუიდან გადამიყვანეს. 10 ის ნახევარზე ჩავაბარე და საღამოს 6 საათზე ძლივს გადმოვაგზავნინე

Posted by: oo la la 1 May 2017, 12:47
taka26
ერთი რატომ გადაგიტანა ქეთიმ ?

Posted by: Wantbaby 1 May 2017, 13:11
გამარჯობათ გოგოებო ქეთის ასისტენტი რუსუდანი თუ იცობთ ვინმე? როგორი გოგოა?

Posted by: Tamara1988 1 May 2017, 13:24
Wantbaby
მე ვიცნობ ძაან კარგი გოგოა. გუშინ მომწერა მომიკითხა და ძაან გამიხარდა.ყურადღებიანი და დაუზარელი გოგოა.

Posted by: Wantbaby 1 May 2017, 13:27
Tamara1988
გაიხარე მადლობა. თონაზე და თამთაზე მსმენია რომ კარგები არიან და ამიტომ მაინტერესებდა, ქეთიმ 9 დან არ ვიქნებიო და მაგასთან მიდიო

Posted by: taka26 1 May 2017, 14:03
oo la la
ნაზინუზა ხარ ძაანო :დდდდ და 9 თვე შეგვჭამო ..wink.gif)))
თან აპასნიაა ანუ გამხდარი ვარ და ორი ერთად ორსულობა ცოტა რთუულიაო

Posted by: oo la la 1 May 2017, 14:06
taka26

ჰა ჰა biggrin.gif

მეც მაგას მეუბნეოდა,

წარმატებები შენ 2kiss.gif

Posted by: taka26 1 May 2017, 14:15
oo la la
ორსულად ხარ? 1 გადაგისვა ანუ??


თავის ტკივიპები მაქ კოშმარი ნუ მე
მანამდეცმქონდა ხოპმე და წამალი არ შეილება დავიჯერო??გავგიჟდი

Posted by: oo la la 1 May 2017, 14:22
taka26
ვიყავი, smile.gif
ჩემი გოგო უკვე 2 წლის არის
არა მე 3 გადამისვა, 2 კარგი ხარისხის და ერთი ცუდი,
თავიდან არ უნდოდა 1 ზე მეტი, მერე გადაიფიქრა, მე მინდოდა ძალიან ტყუპი smile.gif


Posted by: taka26 1 May 2017, 14:45
oo la la
ეხლა ჩემი რომ უარყოფითი იყო მეც ძააან ვინანრბ 2 რომ არ დავაძალე... რისი ბრალია ნეტა არ მიმაგრება როცა ყველაფერი იდეალურია?

Posted by: oo la la 1 May 2017, 14:51
taka26
ნუ იფიქრებ იმაზე რომ არ მიემაგრება,
პირიქით დარწმუნებული იყავი რომ ყველაფერი გამოვა,

პს. გაითვალისწინე რომ ინვიტროს ბავშვვები განსაკუთრებით აქტიურები ცელქები და ონავრები არიან smile.gif შეინახე შენი ნერვები და ენერგია smile.gif

Posted by: taka26 1 May 2017, 14:54
oo la la
დალამაზები კიდე ვიცი ზუსტად :დდდდ
აკოცე შენ გოგოს ჩემგან;**

Posted by: tweety86 1 May 2017, 15:08
QUOTE (taka26 @ 1 May 2017, 11:49 )
rosonera
tweety86
ფაბადების თარიღი მე კი არა ჩემსმსმთილსაც გამოთვლილი აქ.wink.gif)))) წამებსაც კი ითვლიან...
სულ ვეფერები ძისე მიყვარს ლაპარაკიც ზედმეტია.. ვერაფერს ვერ ვგრძნობ ერთი სიმპტომიც არ მაქ

სიმპტომს ჯერ ვერ იგრძნობ და საერთოდ სიმპტომები ძალიან გავს პოსტმენსტრუაციულ სიმპტომებს
100% დარწმუნებული ვიყავი რომ მომივიდოდა როცა ჩემი ტესტი აბრიალდა

Posted by: LTB1948 1 May 2017, 15:37
იათო
ნევრომედიც შგიძლია დალიო, პირველ ტრიმესტრსში დამინიშნა მე თეომ, ასე რომ შეიძლება

Posted by: @ninuca@ 1 May 2017, 16:07
Batakeke
ლალი მარგველაშვილი ყველაზე ძლიერი გენეტიკოსია დღესდღეობით საქართველოში <3 ღმერთი შენსკენ :*

Posted by: anabanaankabanka 1 May 2017, 19:24
taka26
მეც 1 გადამისვა, მიუხედავად ჩემი თხოვნისა smile.gif ნუ ნერვიულობ, გგულშემატკივრობთ ყველა smile.gif როდის იკეთებ ხგ?

Posted by: Batakeke 1 May 2017, 19:33
@ninuca@
მადლობა. დღეს ვიყავი ირაკლი ჯოლოხავასთან-ადამიანი ექიმი. ვერ გეტყვი რომ რისკი არ არისო,მაგრამ აქ უფრო მეტი ასაკობრივი რისკიაო. მერე ყველა ასაკიანი ამ სინდრომიან ბავშვს აჩენსო? გადავწყვიტე შევწყვიტო ყველანაირი კვლევა და გავაგრძელო გზა. წარმატებები და ღმერთი ჩვენტან გოგოებო.

Posted by: sesilia28 1 May 2017, 20:12
Batakeke
წარმატებები ჩემო კარგო, ძალიან მიხარია რომ დამშვიდდი, ეხო გადაგიღო თვითონ ჯოლოხავამ? ძალიან ძლიერი ექიმია. მალე ჩაიხუტებ შენს პატარას ჯანმრთელს და ფუმფულას

Posted by: taka26 1 May 2017, 20:38
anabanaankabanka
ზეგ ვაბარრებ ისე Mეშინიაა (((

Posted by: Batakeke 1 May 2017, 20:43
კი. გადამიღო.ცხვირის ძვალი აქვს რაც მთავარიაო. მადლობა

Posted by: anabanaankabanka 1 May 2017, 21:49
taka26
ტესტი არ გაგიკეთებია? აუ მესმის როგორც ნერვიულობ! კარგად იქნება ყველაფერი, რამდენადაც შეგიძლია დამშვიდდი... ნუ ძნელია, მაგრამ ეცადე smile.gif

Posted by: taka26 1 May 2017, 22:05
არა რა ტესტი, არც ვაპირებპირდაპირ ხეგე. შენ რას შვებილი??

Posted by: takotatuli1989 1 May 2017, 22:11
Batakeke
დადწბითად განეწყვე :* შენ ანგელოზს მალე გულში ჩაიხუტებ :* გამიხარდა რო კმაყოფილი ხარ ექიმის ...

Posted by: anabanaankabanka 1 May 2017, 22:33
taka26
მე ვერც ერთხელ ვერ მოვითმინე, ყოველთვის ვიკეთებდი ტესტს smile.gif ყოჩაღ შენს ნებისყოფას smile.gif წარმატებები :*

Posted by: taka26 1 May 2017, 23:18
anabanaankabanka
ეხლა ორსულად ხარ? უკვე არავისი არაფერი აღარ ვიცი რო აღარ შემოვდივარ

Posted by: .ნინო 1 May 2017, 23:37
Batakeke

მე პირადად ვიცი ერთი ბავშვი, რომელსაც ევროპაში უთხრეს დაუნის სინდრომი. თან ძალიან მაღალი რისკი. თითქმის ყველა მაჩვენებელი უარყოფითი იყო... ბავშვი დაიბადა აბსოლიტურად ჯანმრთელი....

ღმერთის იმედი იქონიე და ეცადე არ ინერვიულო. ამ ანალიზებიც ცდომილება 40% მდეა smile.gif ასე რომ, იმაზე ცოტა მეტია ალბათობა შენს შემთხვევაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორსულის შემთხვევაში...

Posted by: anabanaankabanka 2 May 2017, 00:00
taka26
გავაჩინე ნოემბერში smile.gif

Posted by: taka26 2 May 2017, 00:03
anabanaankabanka
ღმერთმა გაგიზარდოს))
1 გადაგიტანა ბოლოს ანუ?

Posted by: anabanaankabanka 2 May 2017, 00:10
taka26
დიდი მადლობა smile.gif კი კი 1 გადამიტანა. 3 კრიო ემბრიონი მყავდა და სამივეს გადატანა მინდოდა, მაგრამ ვერ დავითანხმე ქეთი

Posted by: taka26 2 May 2017, 00:16
anabanaankabanka
უხხხ იმედია ჩემი ერთი ცალიც იყოჩაღებდა . ნუ მე 7 კი მყავს მარა ეს უკვე ძაან მიყვაარს. ინოვაში რა ღურს ხეგეო? იქ გავალ
მაშინ და ძაან ვთხოვვ მალე
მომაგდონ პასუხი

Posted by: taknatuna 2 May 2017, 00:20
taka26
თაკაააა წარმოდგენაც არ მინდა პასუხის ნახვის მომენტში რომ იქნებიი... ღმერთს ვთხოვ რომ ყველაფერი იყოს საუკეთესოდ <3

Posted by: taka26 2 May 2017, 00:21
taknatuna
დიდი მადლობაა;****
ხვალღა და ზეგ გავიგებ.. ყველაზე რთული
მომენტი ეგაა მეილს რო ხსნი და შეხედვა არ გინდა
* * *
9,8 დღეს ჩაგიბარებიაათ ვინეს ხეგე? დავიჯერო არ აჩვენებს?
ეს ათვლაც როდიდან იწყება ვეღარ გავიგე გადატანიდან თუ მერე

Posted by: SRB100 2 May 2017, 09:40
taka26
თაკაა, მეც შენნაირად ვიყავი.
11 დღემდე ვერც ტესტის გაკეთება გავბედე და ვერც ხეგესი.. მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ ორსულად ვიყავი. მეც ერთი გადამიტანეს.
მკერდი გამიხდა ძალიან მგრძნობიარე და ღამე ორჯერ ვდგებოდი ტუალეტისთვის.

არავითარ შემთხვევაში არ განეწყო პესიმისტურად.
კარგად იქნება ყველაფერი, შენთან ინსემინაციითაც მიმაგრდა, თან ისე გაგიკეთა მგონი არც არაფერი გქონდა გამოკვლეული და მე ისიც არ ვიცოდი ორსულობა შეეძლო თუ არა ჩემს ორგანიზმს.

თავს ნუ ისტრესავ, დადებითად განეწყვე.

Posted by: oo la la 2 May 2017, 10:52
taka26
მე თუ სწორედ მახსოვს მე-10 დღეს გავიკეთე smile.gif
მე-8 დღეს ტესტი დადებითი იყო უკვე,

Posted by: rosonera 2 May 2017, 11:03
taka26
2 დღეში აქ ჟრიამული ატყდებაა smile.gif ვიცი, ვიცი გული მიგრძნობს smile.gif

Posted by: tammmta1 2 May 2017, 11:08
anabanaankabanka
ისე მეც ეგრე ვაპირებ ჯერ ორის და მერე სამის გადასმას და მაინტერესებს რატომ გითხრა უარი ქეთიმ?

Posted by: taka26 2 May 2017, 12:24
oo la la
rosonera
SRB100
მერატო ვარ ეგეთი იდიოტი რაა, უიმედოდვარ ძაან დაჟედარწვარ უარყოფითია მარა გულის სიღრმეშირაღაცას ჯეა როყველაფერიი კარგადაა. სულ ეგ დამპალი ინსემინაციები მიდგებათვალ წინ როგორ ველოდებოდი ხოლმე ვეფერებოდი და ბრახ და ჩემიფეხი...


ხვალ გავიგებ მოკლედრაა...
მე სიმპტომიც არმაქერთიც კი

Posted by: oo la la 2 May 2017, 12:26
taka26
სიმპტომები მეც არ მქონდა,
წელი მტკიოდა მარტო და მუცელი,
თუმცა ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია

Posted by: taka26 2 May 2017, 12:28
oo la la
კი რა თქმა უნდა..))
გადატანის დღიდან ითვლიდით დღეებს?

Posted by: rosonera 2 May 2017, 12:31
taka26
იდიოტი არ ხარ კაცო, იმდენი იმედგაცრუება გაქვს გადატანილი არაფრის არ გჯერა და მაგიტომ ხარ მასე. აი დადებით ხეგეს რომ დაინახავ, შეიძლება მაშინაც არ გჯეროდეს ეს თუ შენ თავს ხდება, მერე ბაია რომ მოგიბრახუნებს მერე დაიჯერებ smile.gif smile.gif

Posted by: cash-cash 2 May 2017, 12:32
taka26
მე 4ში პუნქცია მქონდა და განაყოფიერება. 7ში გადამიტანეს და 15ში უკვე ხეგე ჩავაბარე და მიჩვენა. ზუსტად მე9 დრე გამოდის გადატანიდან. smile.gif)

Posted by: taka26 2 May 2017, 12:39
rosonera
ხოოაღარ მჯერა რამე თუ გამოდის კიდე ....))
cash-cash
მე 10 გამომდის მე ანუ ხვალ. ვიფიქრე დღეს გავალჩავაბარებ თქო მარა დამეზარა

Posted by: tammmta1 2 May 2017, 12:43
taka26
არანაირი სიმპტომი არ მქონდა, მაგრამ ორსულად აღმოვჩნდი, ახლა რომ გაიკეთო ტესტი, ეგაც გიჩვენებს, ასე რომ ნუ იშლი ნერვებს და გაიკეთე დღესვე ხეგე

Posted by: oo la la 2 May 2017, 12:44
taka26
ხო გადატანის დღიდან,
იცი როგორი დარწმუნებული ვიყავი რომ გამომივიდოდა?
შეიძლება პირელი იყო და იმიტომ, (იქამდე არც ინსემინაცია არც სტიმულაცია და აშ.)
ვერაფრით ვხვდებოდი რატომ ვიყავი ისეთი დარწმუნებული, მაგრამ .... გამოვიდა smile.gif

Posted by: taka26 2 May 2017, 12:48
oo la la
რაკარგიაააა , biggrin.gif მე არ ვარ ეგეთი.
tammmta1
უი არაა დგეს შანსი არაა,)) გადავიფიქრე უკვე


ციტრამონის დალევა არშეილება? თავი მტკივა უაზროდ

Posted by: BA84 2 May 2017, 12:53
taka26
მე წინა თვეში მე-10 დღეს გავიკეთე შაბათი იყო და ბარემ გამოვიტირებ მეთქი smile.gif და ქეთის რომ მივწერე უარყოფითია თქო, ადრეა და გააგრძელე წამლებიო.

გუშინ ერთი გოგოსთვის უთქვამს მე-14 დღეს გაიკეთეო, ძალიან გამიკვირდა.

აბა სიმპტომები არ მაქვსო, თავის ტკივილი რა არის smile.gif

Posted by: taka26 2 May 2017, 12:58
BA84
მერე როდის აგინთო???

აუუ თავის ტკივიპები მანამდე დამეწყო და დიდიხანია ეს ცალკე მანერვიულებს... და ვეგარ ვძლებ

Posted by: Yin&Yang 2 May 2017, 13:04
taka26
ქეთიმ რა გითხრა რომელ დღეს ჩააბარეო ? ძალიან ადრეც არ ვარგა. მერე კიდევ მოგიწევს გადამოწმება თუ იმატებს ხეგე. მე მგონი 12 დღის მერე გაიკეთო ჯობია.

Posted by: BA84 2 May 2017, 13:06
taka26
მე არ ამენთო და ეხლა მაქვს კიდევ გადატანილი. მაგრამ იმის თქმა მინდოდა რომ მე-10 დღეს ქეთიმ მითხრა რომ ადრეაო, და ალბათ პატარა შანსი მაქინც არის მომატების 2 დღეში, არ ვიცი.

მეც ვერ მოვიფიქრე როდის გავიკეთო, მინდა გავძლო მე-12 დღემდე smile.gif

Posted by: taka26 2 May 2017, 13:07
Yin&Yang
გოგო ჯერ თქვა 6 შიო, მერე გაახსენდდა შენი უკვე ბლასტოაო და ადრეც აჩვენებს 4,შიო.5შიო რავიციაბაა..
ლიჟბი ხვალ აჩვენოს და მერე ხალისით გავიკეთებ

Posted by: Yin&Yang 2 May 2017, 13:08
taka26
კაი რადგან 4 გითხრა, მაშინ 3-შიც აჩვენებს და მერე გადაიმოწმე. აბა შენ იცი, ყოჩაღად.

Posted by: BA84 2 May 2017, 13:09
taka26
უი შენი ბლატოა ხოოო? მაშინ კი აჩვენებს ხვალ. მე სამ დღიანზე დავწერე

Posted by: taka26 2 May 2017, 13:23
Yin&Yang
მადლობაა...)
BA84
კიი 6 დღიანები მყყავს ყველა

Posted by: FELICE1 2 May 2017, 14:10
გოგოებო, ვინმეს თუ გამოგიწერიათ პროფერტილი ამ საიტიდან, იქნებ დამაკვალიანოთ, როგორ ვქნა http://www.gesundshop24.de/product/profertil-female-tbl-kps-kombipckg-3-monate.331031.html. ინექს. გე-თი ვცადე, და ჩვენ ვერ დაგეხმარებითო გამოწერაშიო

Posted by: iratta_26 2 May 2017, 14:12
FELICE1
წეროების თემაში იკითხეე, იქაურმა გოგოებმა გამოიწერეს. მე პეტერსბერგიდან გამოვიწერე.

Posted by: cash-cash 2 May 2017, 14:46
taka26
ჩემი 3დღიანი იყო და 8 უჯრედიანი. გადატანიდან მე-9 დღეს ხეგემ მიჩვენა, ტესტებმა არცერთმა. პლიუს იმათ, ვისაც იმ ციკლში გასახეთქი გაკეთებული აქვს, იმათ უფრო გვიან ეუბნება ხეგეს გაკეთებას, იმიტომ რომ ნემსი ტავისთავად ანტებს (ხეგე-ს ჰორმონია ტავიდან ბოლომდე), ამიტომ წამლის ეფექტი რომ გამოირიცხოს და ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ხეგე აჩვენოს, მაგიტომ ეუბნება ქეთი არანაკლებ 12 დღეს. შენ არ გაგიკეთებია, ხომ ნემსი. ბუნებრივ ციკლზე გადაიტანე, ამიტომ 4-5 დრეშიც წესით უნდა ეჩვენებინა. იმიტომ რომ ხეგეს გამომუშავებას ორგანიზმი კვერცხუჯრედის იმპლანტაციის დღიდან იწყებს.

Posted by: ninucela84 2 May 2017, 15:34
პროფერტილი მე გამოვწერე https://www.gesundshop24.de/ დან
* * *
QUOTE (FELICE1 @ 2 May 2017, 14:10 )
გოგოებო, ვინმეს თუ გამოგიწერიათ პროფერტილი ამ საიტიდან, იქნებ დამაკვალიანოთ, როგორ ვქნა http://www.gesundshop24.de/product/profertil-female-tbl-kps-kombipckg-3-monate.331031.html. ინექს. გე-თი ვცადე, და ჩვენ ვერ დაგეხმარებითო გამოწერაშიო

მე გამოვწერე ფოსტალ. ონ ით მაგ საიტიდან და კმაყოფილი ვარ

Posted by: akunabakuna 2 May 2017, 15:53
Felice1
მე გამოვიწერე მაგ საიტიდან, იმპორტიორი A-manati.ge იყო, ამანათზე დარეგისტრირდები და ისინი მოგცემენ გერმანიის მისამართს და ამ მისამართს მიუთითებ იმ გერმანულ საიტზე. 10 დღეში ჩამომივიდა.
* * *
BA84
taka26
სქრეჩინგი გქონდათ გაკეთებული?
და კიდევ ენდომეტრიუმისთვის ტევაგრასტიმის წამალი რომ შეჰყავთ ეგეც გაიკეთეთ?

Posted by: Wantbaby 2 May 2017, 17:12
სკრეჩინგი როდის კეთდება ? პუნქციამდე თუ მერე? ყველას უკეთებენ თუ ჩვენებეი აქვს? მეც მონდა გავიკეთო

Posted by: akunabakuna 2 May 2017, 17:35
Wantbaby
ფუნქციამდე კეთდება, მგონი არ უნდა ჩვენება

Posted by: mariami17 2 May 2017, 17:45
ციკლის მეორე დღეს გამიკეთეს ორივეჯერ

Posted by: FELICE1 2 May 2017, 18:21
akunabakuna
ninucela84
iratta_26
დიდი მადლობა, გოგოებო!

Posted by: Batakeke 2 May 2017, 18:24

@ninuca@
სად მუშაობს ლალი მარგველაშვილი?

Posted by: anabanaankabanka 2 May 2017, 18:49
tammmta1
სამის გადატანაზე უარი მითხრა, 3ვე რომ განვითარდესო, ძაან ძნელია სამზე ორსულობაო, ბოლიმდე მიყვანაო, ათასი პრობლემა სდევსო.

Posted by: .ნინო 2 May 2017, 18:53
QUOTE (taka26 @ 2 May 2017, 12:48 )



ციტრამონის დალევა არშეილება? თავი მტკივა უაზროდ

ორსულობის სიმპტომია ;-) თუ გაუსაძლისია, კითხე ქეთის. ორსულობის დროს მე მარტო პარაცეტამოლს ვსვამდი...

Posted by: taka26 2 May 2017, 19:01
.ნინო
რავიი არ მგონია, ნერვოზს უფრო ვაბრალებ მე..
* * *
BA84
გოგო ეხლა ვნახე მოწერილი მეორე გადატანამაქო და პირვე ლზე რა გითხრა ქეთიმ?რო არრ გამოვიდა?

Posted by: mariami17 2 May 2017, 19:11
ნანემსრებს რითი შველოდით? ადგილო ხომ აღარ მაქვს და არც მომიხსნა პროგესტერონი. იოდიც აღარ მშველის sad.gif

Posted by: iratta_26 2 May 2017, 19:14
mariami17
რამდენი კვირის ხარ? მე 13-დან მომიხსნა და ამოვისუნთქე.

Posted by: .ნინო 2 May 2017, 19:20
taka26

არ აქვს მნიშვნელობა რას გეტყვის ექიმი... მნიშვნელოვანია შენი განწყობა... ეცადე მეტი პოზიტივი რა... :-* ნერვიულობა ყველაზე ცუდია ან შემთხვევაში :-(

Posted by: mariami17 2 May 2017, 19:36
iratta_26

9 კვირაში ვარ. კარგად მიდიხარო მაგრამ 3 კვირა აქ არ ვიქნებიო ქეთიმ და ჯერ ვერ მოვხსნიო. გამკეთებელიც არ მივარგა ეტყობა smile.gif)

Posted by: takotatuli1989 2 May 2017, 19:41
mariami17
გოგო მე ჩემით ვიკეთებდი სულ და არამგონია სხვა უკეთესად არ გიკეთებდეს... ხან მშველოდა იოდის კლეტკა და ხან არა. ხან სპირტიან ცელოფანს ვიდებდი და ვიჩერებდი 2 საათი მაინც.. 2 ამპულას თუ იკეთებ ერთად მაგან იცის მასე... დამტანჯა რა ... ეხლა 1 ამპულაზე ვარ ყან დღეგამოშვებით და არაფერი არ მგონია

Posted by: mariami17 2 May 2017, 19:43
takotatuli19
მშიშარა კნუტი ვარ ამხელა ქალი.
ვერაფრით დავირჭობ კუნთში. მუცელში კიდე რაღაც მოვახერხე.
1 ი გაიკეთე ეხლა თუ გინდაო და თუ ვირჭობ 1 თუ 2 აღარ აქ მნიშვნელობა.
ამდენი წამალი მაგიჟებს. საერთოდ არ ვარ შრომისუნარიანი. სამსახურში მძინავს sad.gif

Posted by: iratta_26 2 May 2017, 19:47
mariami17
თბილი დაიდე ნანემსარზე გაკეთების მერე, მე ეგ მშველოდა.

Posted by: mariami17 2 May 2017, 19:50
გაიხარეთ გოგოებო.
ჩემი გაჭირვების ტალკვესები ხართ. მიყვარხართ

Posted by: BA84 2 May 2017, 19:52
taka26
მეორე ამ წელს თორე ისე მესამეა, კვერცხუჯრედის ხარისხს აბრალებს თან რასაც ვიღებ გადამაქვს და მეორედ ახლიდან დაწყება მიწევს ყველაფრის. შენ გამოგივა ნუ ნერვიულობ smile.gif
akunabakuna
სქრეჩინგი მხოლოდ პირველზე გამიკეთა, მეორედ არაფერი და ეხლა ტევაგრასტიმი მარტო. ჩემს შემთხვევაში სულ ისე ვიწყებ რომ არ ვიცი რას მივიღებ გადავიტან თუ დავაგროვებ და მაგიტო ალბათ? არ ვიცი.
mariami17
თბილი რამე უნდა დაიდო, რომ გაიწოვოს ზეთოვანი. მე ყველაზე მეტად ჩემი გაკეთებული არ მიმაგრდება და არ მტკივა, ამ გაჭირვებაში გავიკეთე პირველად, სხვას ვერც ვუკეთებ smile.gif

Posted by: akunabakuna 2 May 2017, 20:16
გოგოებო ვინც პროგესტერონს იკეთებთ, ამპულას ცხელ წყალში რომ ჩადებთ, კარგად რომ გაცხელდება ამპულა ეგრევე გადაიტანეთ შპრიცში და ეგრევე გაიკეთეთ, კუნთში მეოთხედის ზედა მხარეს კეთდება, ანუ ჩვეულებრივზე ოდნავ მაღლა, რომ გაიკეთებთ მერე ნანემსარზე ბამბის სპირტიანი საფენი ერთი ორი საათით. მე ასე მასწავლეს და საერთოდ არ მქონდა სიმაგრეები.

Posted by: .ნინო 2 May 2017, 20:21
ვერ ვშორდები ამ თემას, გეგონება უცებ ტესტს დადებ :-D როდის მოვა ხვალ, რომ დადებითი ხეგე მოგილოცოო

Posted by: akunabakuna 2 May 2017, 20:22
BA84
რამდენი წლის ხარ?
თუ 8 უჯრედიანებს ღებულობ და სამდღიანებია, ანუ ხარისხი ნორმალურია ხომ? შეიძლება რაოდენობა ცოტა გაქვს, მაგრამ რასაც ღებულობ ის იყოს ნორმალური, არააა?

Posted by: BA84 2 May 2017, 20:27
akunabakuna
იანვარში გავიკეთე ძლიერი სტიმულაცია 4000 ლარის წამლები. 4 კვერცხუჯრედიდან ვერცერთი ემბრიონი ვერ მივიღეთ. ანუ რაოდენობაც ცოტა მაქვს და ხარისხიც ვერ არის კარგი. წინა თვეში 2 ცალი 7 უჯრედიანი გადამისვეს და ეხლა ერთი 10 უჯრედიანი სამი დღის. პირველად 2 ცალი 8 უჯრედიანი. ერთი ბლასო მყავს გაყინული, მეამე დღეს რომ 5 უჯრედიანი იყო და მე-6 დღეს გაყინეს.
32 წლის ვარ, 10 წლიანი უშვილობით , ანტიმიულერი 1.1

Posted by: taka26 2 May 2017, 20:34
BA84
ყველაფერი კარგად გვექნება ორივეს , როდის გიწევს ხეგე შენ,

Posted by: BA84 2 May 2017, 20:48
taka26
9-10 ში
ჯერ შენ უნდა გაგვხარო smile.gif

Posted by: taka26 2 May 2017, 20:49
BA84
BA84
ხოოო ხვალ
ავერსში უნდა წამოვწვე რო პასუხი მალე გამაგებინონ..))))

Posted by: BA84 2 May 2017, 20:52
taka26
smile.gif))) ავერსი მალე აგზავნის ხოლმე.
უხხ როგორ გგულშემატკივრობ

Posted by: taka26 2 May 2017, 20:53
BA84
BA84
არავინ არიცის ახლობელმა რო ხვალ ვაბარებ ხეგეს , ჩემმა ბიჭმაც კიი იმედი
მაქ და ძაააან მინდა რო გავახარო..

Posted by: BA84 2 May 2017, 21:00
taka26
გაახარებ და გაგვახარებ ჩვენც , გელოდებით, შენც სამუშაო დღე არ ჩამიგდო როგორც ირატამ და თაკომ smile.gif

Posted by: taka26 2 May 2017, 21:08
BA84
რატო ჩაგიგდეეს?? :DDD

Posted by: glamo 2 May 2017, 21:48
taka26
გგულშემატკივრობ ძალიან!

Posted by: anna1123 2 May 2017, 21:52
გოგოებბო როგორ ხართ ? დიდი ხანია აღარ დამიწერია არაფერი მაგრამ ყოველთვის გადევნებთ თვალს და ყველას გილოხავთ ვისაც უკვე დადებიტი შედეგი გაქვთ.. თაკა დიდი იმედებით გელოდები ხვალ <3 ეხლა რა მაინტერესებს ..კარგი ენდოკრინოლოგი მირჩიეთ ვინმე რა ..გავიკეთე ფარისებრზე ანალიზები ჩემი მეუღლის მამიდასთან მაგრამ ცუდი რამ შეემთხვა და კარგა ხანს არ იქნება სამსახურში, მეტი მოცდა კი მე აღარ შემიძლია biggrin.gif იქნებ დამეხმაროთ ვისთან მივიდე smile.gif))

Posted by: ოჩოპინტრე8 2 May 2017, 21:53
ხვალ მგონი მთელი მშობელთა კლუბი ამ თემაში ვიქნებით, რატომღაც დარწმუნებული ვარ ომ დიიდი ჟრიამული იქნება love.gif

Posted by: minion90 2 May 2017, 21:56
ოჩოპინტრე8
QUOTE
ხვალ მგონი მთელი მშობელთა კლუბი ამ თემაში ვიქნებით, რატომღაც დარწმუნებული ვარ ომ დიიდი ჟრიამული იქნება

აუ აუ ზუსტაად.. ფეთიანივით ვამოწმებ წამდაუწუმ იქნებდა ტესტი გაიკეთათქო..

Posted by: taka26 2 May 2017, 22:01
minion90
ჩემზე თუა ლაპარაკი ტესტი ნაყიდიც კი არ მაქ ხო იცი ძაან მძულს ტესტები :DDDDეგრევე აქ დავწერ პასუხი რომ
მომივა , იმედია თქვენი დადებითი ენერგია წამოვა ჩემსკენ

Posted by: BA84 2 May 2017, 22:07
taka26
რატომ და გვალოდინეს smile.gif

Posted by: akunabakuna 2 May 2017, 22:15
Anna1123
მაია ხუბუა ენდოკრინოლოგი, ინოვაშიც მუშაობს და ციტოშიც, ძალიან ჭკვიანია. მეტრეველის მერე მგონია რომ ყველაზე ძლიერი ენდოკრინოლოგია.
* * *
BA84
ყველაზე კარგი ხარისხი ახლა გადაისკუპე ხომ? smile.gif
ტევაგრასტიმის ჩვენება გქონდა? თუ ისე გაგიკეთა?

Posted by: minion90 2 May 2017, 22:29
taka26
ღმერთი შენსკეეენ და აბა შენ იციიი და შენმა წერტილმააა ♥

Posted by: akunabakuna 2 May 2017, 22:45
გოგოებო ქეთი 9დან რომელ რიცხვამდე არ იქნებ?

Posted by: anna1123 2 May 2017, 22:59
akunabakuna
მადლობა <3 ისიც ხო არ იცით ციკლის დღეებს აქვს მნიშვნელობა ფარისებრის ანალიზებისთვის ? დღეს უკვე მე6 დღეა . და კიდე ხო არ იცი პასების მიხედვით ინოვაში სჯობს მისვლა თუ ციტოში ? biggrin.gif მოგაყარეთ კითხვები

Posted by: nino84 2 May 2017, 22:59
akunabakuna
22 ში გამოვდივართო თეომ

Posted by: taka26 3 May 2017, 00:21
minion90
მადლობა ძაან დიდი

წამლები არ დავლიო ხხვალ ხეგეს გამო,? თუ არ აქმნიშვნელობა

Posted by: anabanaankabanka 3 May 2017, 00:41
taka26
დალიე ჩვეულებრივად, არაა კავშირში

Posted by: compte.paris75 3 May 2017, 00:43
QUOTE (anna1123 @ 2 May 2017, 22:59 )
akunabakuna
მადლობა <3 ისიც ხო არ იცით ციკლის დღეებს აქვს მნიშვნელობა ფარისებრის ანალიზებისთვის ? დღეს უკვე მე6 დღეა . და კიდე ხო არ იცი პასების მიხედვით ინოვაში სჯობს მისვლა თუ ციტოში ? biggrin.gif მოგაყარეთ კითხვები

ჩემი და ენმედიცში იკეთებს ხოლმე, ფასები არ ვიცი მაგრამ ამბობს რომ ყველაზე ზუსტი პასუხები ენმედიცს აქვსო. ამოჭრილი აქვს სიმსივნური კვანძი და იოდიოთერაპიაც ჩატარებული აქვს კიევში. რეგულარულად იკეთებს ანალიზებს.
თავისმა ენდოკრინოლოგმა უთხრა რომ ციკლის დროს ყველა ჰორმონი არეულია და არასოდეს არ გაიკეთო ანალიზი მაგ დროსო.

Posted by: akunabakuna 3 May 2017, 07:55
anna1123
ანალიზები ციკლის პირველ ნახევარში უმჯობესია, მაგრამ ჯერ ხომ არ იცი ჩვენებების მიხედვით რას დაგინიშნავს. ციტოში - ანალიზები ჰორმნ. 42 ღირს, კონსლტც. 50 და ინოვაში - კონსლტც 70, ანალიზები არ ვიცი. რაც შეეხება tsh, ft4, antiTpo ესენი ყველგან კეთდება, ხოლო TG ანალიზი თუ დაგჭკრდა მხოლოდ ლიმბახი, ვიცი რომ სხვაგან ზუსტად ვერ აკეთებენ, რეაქტივი სიძვირის გამო უძველდებათ და შესაბამისად პასუხები არ აქვთ ზუსტი.

Posted by: ketketa210 3 May 2017, 09:47
taka26
წახვედი ხეგეზე? მოლოდინს ვიწყებთ smile.gif <3

Posted by: LTB1948 3 May 2017, 09:48
iratta_26
მე მე-16 კვირაში ვარ და შემიმცირა, მაგრამ მაინც ვიკეთებ.

სხვა ჰორმონებიც მოგიხსნა? მე ცოტა შემიმცირა და ეგაა, მაინც ცხენის დოზები მჭირდებაsad.gif
ფრაქსიპარინს მაინც ვიკეთებ, ფიბროგენი მაღალი მაქვსsad.gif


Posted by: nefertiti987 3 May 2017, 10:04
taka26
თაკა ველოდებით შენი ხეგეს დადებით პასუხს...............

Posted by: iratta_26 3 May 2017, 10:27
LTB1948
ფრაქსიპარინი მომიხსნა დენა რომ მქონდა მაშინ. 13 კვირაზე კოაგულოგრამა გამაკეთებინა და კარგი იყო. პროგესტერონიც დენაზე გამიორმაგა და ახლა ერთიანად შემიწყვიტა. სამაგიეროდ აბები მაქვს იმდენი sad.gif გული მერევა ხელს რომ ვკიდებ წამალს.

Posted by: takotatuli1989 3 May 2017, 10:38
iratta_26
ვიტამინი რა დაგინიშნა? მე ელევიტი და ომეგაას რო არ შეიცავს ვნერვიულობ, თევზს საერთოდ ვერ ვჭამ sad.gif მაგას ვსვავ, მანგი ფარი ბე 6–ს (ზოგჯერ ძაან მეზიზღება) დე ვიტამინს, ნახევარ მეთიპრედს

Posted by: iratta_26 3 May 2017, 10:47
takotatuli1989
მაგნეფარი, დე ვიტამინი, მეტფორმინი, ფოლიუმი, იოდომარინი, მეტიპრედი მთლიანი. ამას ვსვავ, მაგრამ მირჩევია ნემსს ვიკეთებდე sad.gif

Posted by: takotatuli1989 3 May 2017, 10:50
iratta_26
ხოო მეც გული მერევა აბების დალევაზე, ლუთეინას მორჩი? მე პროგს ვიკეთებ დღეგამოშვებით და 2 ლუთეინაზე ვარ

Posted by: oo la la 3 May 2017, 11:18
დღეს დიდი დღეა smile.gif
სულმოუთქმელად ველი დადებით ხეგეს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: minion90 3 May 2017, 11:24
თაკააა ♥გელიიითთთთთთთ.........გამოჩნდიი

Posted by: taka26 3 May 2017, 11:36
რიგში ვარჯერ ავერსში კილომეტრიანი რიგია

Posted by: tweety86 3 May 2017, 11:38
taka26
წარმატებები თაკ wink.gif აუ როგორ არ მიყვარს ავერსი... 2 კვირის წინ მომიწია ანალიზის გაკეთება 10 საათიდან 11 საათამდე თათბირი ქონდათ. ასეთი მართლა არაფერი გამიგონია

Posted by: პატრიცია 3 May 2017, 11:42
iratta_26
QUOTE
მეტფორმინი

რა დოზას იღებ??? ორსულთათვის დამახასიათებელი დიაბეტია??? დაორსულებამდეც სვამდი???

Posted by: oo la la 3 May 2017, 11:50
taka26

წარმატებებიიიი !!!!

Posted by: rosonera 3 May 2017, 12:00
taka26
12 დე თუ მოახერხებ სისხლის ჩაბარებას ძალიან მალეა პასუხი, smile.gif აბა შენ იციიიი

Posted by: taknatuna 3 May 2017, 12:12
taka26
აბა შენ იცით და შენმა წერტილმა. <3<3<3 ყველაფერი კარგად იქნებააა

Posted by: rosonera 3 May 2017, 13:27
ვერ ვმუშაობ, მილიონჯერ ვიხედები აქ smile.gif გელოდებით თაკააა

Posted by: sesilia28 3 May 2017, 14:46
თაკა სად ხაააარ,
გელოდებიიიით

Posted by: taka26 3 May 2017, 14:49
შოკი მაქ 68.65 ხეეგეეე
აღმერთო

Posted by: Batakeke 3 May 2017, 14:51
taka26
გილოცავ. მშვიდობიანი9 თვე

Posted by: rosonera 3 May 2017, 14:51
taka26
გილოცააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავ smile.gif

Posted by: ოჩოპინტრე8 3 May 2017, 14:54
taka26
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე გილოცაააააააააააააააააააააააააავ love.gif love.gif love.gif love.gif მთელი გულით, სულით და მთელი არსებით !!!!!!!!!!!!!

Posted by: sesilia28 3 May 2017, 14:55
taka26
დაიჯერე დაიჯერე ჩემო კარგო, აი როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენ, გილოცავ, ბედნიერი დედიკო იყავი მუდამ, ბევრი ბრძოლის მერე შედეგი მიღევულია :* :* :*

Posted by: rosonera 3 May 2017, 14:56
taka26
სიხარულის ცრემლები მომდის, უბედნიერესი დედა იყავი ჩემო კარგო, ამდენი წვალების შემდეგ დიდ სიხარულს და ბედნიერებას იმსახურებ ნამდვილად 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tweety86 3 May 2017, 15:00
taka26
მიხარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ძალიან მაგარი გოგო ხარ

ზუსტად ვიცოდი რომ ბედნიერი იქნებოდი დღეს პასუხით!


Posted by: taka26 3 May 2017, 15:00
მაფლობაააა ყველას ძააან დიდი. ისეთიშოკი მაქ რო დავდებილდი..

Posted by: m.i 3 May 2017, 15:01
taka26
გილოცააააააავ love.gif მშვიდობიან ცხრა თვეს გისურვებ, ბედნიერი დედა იყავი :*

Posted by: mariami17 3 May 2017, 15:01
taka26

გილოოოოცაააააავ :* ძალიან მაგარიაააააააა

Posted by: taknatuna 3 May 2017, 15:01
taka26
ვაიმე ვაიმეეე სულ ამიფრიალდა მთელი სხეულიი გილოცააააავ. ნამდვილად იმსახურებ ამ დიდ ბედნიერებასს. გილოცავ და უპრობლემო 9 თვეს გისურვწბბ

Posted by: BA84 3 May 2017, 15:01
taka26
გული ამოვარდნას მაქვს, გილოცავ დედააა რა მაგარიაააა. მშვიდობიანი 9 თვე. ესეთი გახარებული ყოფილიყავი მუდამ bis.gif

Posted by: tammmta1 3 May 2017, 15:03
taka26
გილოცაააააააააააააააააააააააააააააავ, ბედნიერ დედობამდე სულ რაღაც ცხრა თვეა, არც კი bis.gif აბა, გაგვახსენე შენი მოკლე ისტორია smile.gif

Posted by: Wantbaby 3 May 2017, 15:05
taka26 გილოცააავ! ბედნიერი დედა ყოფილიყავი!!! მთელი გულით გილოცავ!!!

Posted by: FELICE1 3 May 2017, 15:06
taka26
გილოცავ!!! გილოცავ!!! გილოცააააააააააააავ!!!! დედაა, რა ბედნიერებააა!!!!!

Posted by: nikolsona 3 May 2017, 15:08
taka26 გილოცაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავ მშვიდოაბინ ორსულობას გისურვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეებ

Posted by: taka26 3 May 2017, 15:11
მაფლობააა ძაან დიდი ჯერ ჩემი ბიჭი არ მინახავს, ერთად ვიტირებთ ალბაათ.wink.gif)) მადლობა ყველასსს

9 წელი არ მყავდა ))) 27 წლის ვარ.. ყველაფერი გაკეთბული მაქ თურამე გამოუგონებიათ...
დაუდგენელი უშვილობა

Posted by: nona19770 3 May 2017, 15:13
taka26
ჩემო ლამაზო, საყვარელო, გილოცავ უზომოდ მიხარია, ბედნიერი დედა ყოფილიყავი, ვაიმე, ვერ ავღწერ როგორ მიხარია, ბრავო ქეთის!!

Posted by: LTB1948 3 May 2017, 15:26
iratta_26
დენა შენც გქონდა? მე მე–12 კვირაზე მქონდა + ტონუსი და ვიწექი ორი კვირა. შიშით კინაღამ გული გამისკდაsad.gif მაგრამ ფრაქსიპარინი არ მოუხსნია. დიცინონი კი დამჭირდა ერთხელ

მე ფიბროგენი მაინც მაღალი მაქვს და მაკეთებინებს ფრაქსიპარინს, შემდეგ ვიზიტზე გადავიმოწმებთ და თუ ნორმაში ჩამოდგა, ეგება მომიხსნას

ვიტამინი დამინიშნა დჰა კომბი, მე 15 კვირიდანო, შეიძლება შენც დაგინიშნოს.

Posted by: fly30 3 May 2017, 15:38
taka26
გილოცავ!!!!! დიდი ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს დღევანდელი დღე შენთვის!

Posted by: oo la la 3 May 2017, 15:39
taka26
გილოცავ!!! გილოცავ!!! გილოცავ!!!!!!!
სულ ასეთი ბედნიერი და გახარებული იყავი მთელი ცხოვრება როგორიც დღეს ხარ!

მშვიდობიანი 9 თვე, ჯანმრთელი შვილი და ბედნიერი დედობა შენ :*

Posted by: iratta_26 3 May 2017, 15:42
taka26
გილოცავ
LTB1948
დენა მქონდა 9 კვირაზე თუ არ ვცდები და მერე 11-ზე. ერთბაშად წამოვიდა ბევრი, დიცინონზე შემიწყდა, მაგრამ კინაღამ მოვკვდი შიშით. ტკივილი საერთოდ არ მქონია არანაირი. მეორე დენის მერე ქეთისთან ჩამოვედი და და ვერაფერი ნახა, ღრუდან არ იყო დენა, ყელიც კარგი დახურული მქონდა. ყელის ქვემოდანააო მითხრა და საშიში არააო. 18 კვირაზე ჩამოვალ კიდევ. აუ გუშინ სიზმარში გოგო და ბიჭი გყავსო ექოზე მეუბნეოდა ექიმი smile.gif

Posted by: akunabakuna 3 May 2017, 15:44
taka26
გილოცააავ, როგორიც დღეს ხარ ისეთი ბედნიერი იყავი მუდამ :*
გთხოვ დაწერო სქრეჩინგი გქონდა გაკეთებული ამ თვეში?
ან ტარვასტაგიმი ენდომეტრიუმისთვის?
და პირველი,ინვიტროა შენთვის?
.... აქ მყოფებს სტიმუმს გვაძლევ და ასეთები გვაძლიერებთ, იმედით რომ ჩვენც გამოგვივაა :* :* :*

Posted by: takotatuli1989 3 May 2017, 15:46
akunabakuna
კი ქონდა სქრეჩინგი და ტარვასტსაგიმი არა. პირველი ინვიტრო იყო smile.gif

Posted by: Tamara1988 3 May 2017, 15:47
taka26
თაკა გილოცაააააავ. რა მაგარიაააააააა.

.. ეხლა ნამდვილად ჰაერივით მჭირდებოდა შენი დადებითი.
ძალიან მიხარიაააა ძალიააან.:*

Posted by: iratta_26 3 May 2017, 15:48
takotatuli1989
მეც 2 ლუთეინაზე გადავედი. პატრიცია
QUOTE
რა დოზას იღებ??? ორსულთათვის დამახასიათებელი დიაბეტია??? დაორსულებამდეც სვამდი???

1000-იანს ვსვავ დღეში 1-ჯერ. ორსულობამდე დავიწყე დალევა .

Posted by: anabanaankabanka 3 May 2017, 15:52
taka26
ვაშაააააააა როგორ გამახარე გილოცაააავ! შე წუწუნა შენ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: minion90 3 May 2017, 15:52
taka26
გილოოოცაააააავვვ, ვტირივაააარ გეფიცებიიიი..მშვიდობიანი ორსულობაა თაააკ ♥ ბედნიერებააა შეეენ

Posted by: oo la la 3 May 2017, 15:58
taka26

აუ შენი ქმრის რეაქციაც დაწერე რა მერე biggrin.gif

Posted by: kristi16 3 May 2017, 15:58
taka26
გილოცაავ , მშვიდობიანი და ბედნიერი 9 თვეე. love.gif baby.gif

Posted by: იათო 3 May 2017, 16:02
taka26
გილოცააავ! აბა ეხლა შენ იცი, მშვიდად გაიარე 9 თვე და ჩაიხუტე ნანატრი პატარა! : )

Posted by: MELO_MELO 3 May 2017, 16:02
taka26

მის წუწუნას დადებითი ხეგე აქვს smile.gif)) იუჰუუ, მაგარია, გილოცავ! აბა თქვენ იცით.. :*

Posted by: taka26 3 May 2017, 16:20
minion90
ჩემო საყვარელოო ;*** მადლობა დიდი
ყველას, იმხელა დადებით აურა გამოუშვით აგერ შემერგო.. მადლობა დიდი ყველას ...)))))
მარტო ავრ ჯერ სახლში ყველა მუშაობს მოვლენ მალე...
ვწევარ.
დღეს ხეგემდე ბაზრობაზე ვიარე რაღაცეები ვიყიდე , მარტო გზის ფული დვიტოვე, დარწ ვიყავი რომ არ ვიქნბოდი დააა გული გადავაყოლო თქო..
და ეხლა ორსულობა რომ გავიგე იზმენა მაქ თუ წელი მტკივა ბოდიალისგან და მგზავრობისგან არ ვიცი

Posted by: rosonera 3 May 2017, 16:28
taka26
ბოლო ბოლო დაიჯერე ხოოო smile.gif ქმრისთვისაც არ გითქვამს?

Posted by: compte.paris75 3 May 2017, 16:28
taka26
გლოცავ smile.gif დაწერე ხო რააა შენი ქმრის რეაქციები, გაგვახარე კიდევ

Posted by: nino84 3 May 2017, 17:06
taka26
გილოცავ, მშვიდობიან ორსულობას გისურვებ!

Posted by: .ნინო 3 May 2017, 17:16
taka26
გილოცავ! შენი წუწუნი აღარ გავიგო :-* უპრობლემო ორსულობა და ბედნიერი დედობა <3

თან რა მაგარია, პაწუკებიც დაგრჩა და რამდენიც გინდა იმდენი შვილი გეყოლება :-)

Posted by: taka26 3 May 2017, 17:21
მადლობა გოგოებოო..
ვისთვისაც სტიმული ვიყავი და ვარ წარმატებები..

Posted by: rosonera 3 May 2017, 17:25
taka26
ჩემთვის ხარ დიიდი სტიმული 2kiss.gif უპრობლემო ორსულობა და ჯანმრთელი ბაია შენ.

Posted by: taknatuna 3 May 2017, 17:26
taka26
მართლა ისე მიხაროა შენი ამბავი რო რავიცი. თიტქოს ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გაიგო. ტყუილად არ გამოუტანებიათ შენი ცმაცუნას სელფი <3

Posted by: taka26 3 May 2017, 17:29
rosonera დაგვიგვიანდა მარა ჯერჯერით ვტოვებთ აქურობას, მალე შენ ე
მომყვე უნდა..))
taknatuna
აბა გოგოbiggrin.gif ოთAხში მაქ გამოკრული , ჩემი ბაიკო

Posted by: Anin 3 May 2017, 17:39
taka26
გილოცააააავ, ძალიან გამიხარდა. რაც ამ განყოფილებაში ვარ სულ შენ გგულშემატკივრობდი :*

Posted by: ketketa210 3 May 2017, 17:44
taka26
მშვიდობიანი 9 თვე :* :* bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: rosonera 3 May 2017, 17:54
taka26
მოგყვებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამწლის ბოლომდე ფული არ მექნება და ასე რომ შენი კუდი მე ვერ ვიქნები, სხვებს შევაფერხებ smile.gif

Posted by: minion90 3 May 2017, 18:05
taka26
აუუ ოჯახიის რეაქციები დაწერე რააა...

მისმინე წელის ტკივილი, მენსტრუაციის მსგავსი ტკივილები ორსულობაში.ბუნებრივია. მე მქონდა 13 კვირამდე ძალიან ხშირად. მაგაზე ექიმიც დაგამშვიდებს, მაგრამ შენ.თავს გაუფრთხილდი. იწექი, დაისვენე, ახლა კარგი ამინდები გამოდის და ისეირნე. მოკლედ დატკბი ცხოვრების ყველაზე ლაამაზი თვეებით ♥

Posted by: Anukia198889 3 May 2017, 18:48
taka26
ვაიმეე რა სიხარული და ჟრიამული ხდება თურმე აააქ. სულ მაჟრიალებს და მაშრიალებს ტანში ისე მიხარია შენი ამბავი. წარმომიდგენია როგორ ხარ ხარ ეხლა უფალმა გახაროს მუდამ. ბედნიერი ცხრა თვე და ჯამრთელი ბაია შენ. სასწაულია ეს ყველაფერი მართლაც რაა.

Posted by: nefertiti987 3 May 2017, 19:04
taka26
გილოცაააააააააააავ! ბედნიერი დედა იყავი ბედნიერი და ჯანმრთელი ბაიასი

Posted by: katerina28 3 May 2017, 19:05
taka26
გილოცავ ჩემო კარგო მთელი არსებით, სულ სიხარულის მომტანი დღეები გაგთენებოდეს დღეიდან ... ახლა შენს ნაცვლად ვტირი :*

Posted by: taka26 3 May 2017, 19:14
ჩემმა 23000 ჯერ ნახა ხეგეს მეილი ავერსიდან , იცინოდა ;DDDD არ მჯერაო, რას მატყუებ ეს რა არისო დაიცინოდა ..

მერე ჩემი
მამამთილი ტიროდა ცალკე სამზარეულოში ;(((((( და ასე ბოლოს ყველამ იტირა

Posted by: zikata7 3 May 2017, 19:15
taka26
გილოცააააააააავ.. აიი ძალიან ძალიაააან გამიხარდააააა.. ბედნიერი ორსულობააა.. სუუულ თვალს ვადევნებ ყველასს ამბებსს

Posted by: Lemon Curd 3 May 2017, 19:53
გოგოებო, ხომ ვერ გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას, ამ მედიკამენტების ფონზე თავს როგორ გრძნობდით? ლუთეინა, მეთიპრედი, პროგესტერონი, დივიგელი - ამათ ვიღებ და ბოლო სამი დღეა მაქვს სისუსტე, ძილიანობა, არითმია, კუჭის ტკივილი.
პუნქცია იყო შაბათს, ემბრიოტრანსფერი დაგეგმილია ხვალ (თუ ყველაფერი კარგად იქნება).
არ ვიცი, მოქმედებს ეს პრეპარატები ასე?

Posted by: taka26 3 May 2017, 20:12
მადლობა გოგოებო რამდენი ყოფილხართ ვინც თურმე ესე მბალესჩიკობდით, მადლობა დიდი და ღმერთმაორმაგად დაგიბრუნოთ ყველამ ეს სიკეთე ))) მადლობაა...

Posted by: ninucanodo 3 May 2017, 20:41
taka26
გილოცავ ჩემო კარგო უფალმა კეთილი მუხლი მოგაყრევინოს ძალიან გამიხარდა როგორ გითხრა ასე მგონია ჯადოსნური წრე გაარღვიე.♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: taka26 3 May 2017, 20:43
ninucanodo
როგორ ხაარ???:****** მიდი რა ქეთისთან სასწაული ექიმია მართლაwink.gif)) ხო იცი სანამ საკუთარ თავზე არ გამოცთი არაფრის და არავის გჯერა

Posted by: mashusha 3 May 2017, 21:27
taka26


გილოცავ, ძალიან გგულშემატკივრობდი!

Posted by: ninucanodo 3 May 2017, 21:44
taka26
კარგად კარგა იცი რიგორ გამახარე აუცილებლად ფინანსებია ყველაფერი

Posted by: pearlgirl 3 May 2017, 21:48
taka26
მთელი გულით გილოცავ, რაც ამ თემას ვკითხულობ სულ ველოდებოდი როდის დაწერდი დადებით ხეგეზე.

Posted by: ninikei13 3 May 2017, 21:59
taka26
თაკა,ძალიან გამიხარდა,აი ძალიან! გილოცავ!

Posted by: taka26 3 May 2017, 22:11
mashusha
ninikei13
ninucanodo
pearlgirl
მადლობააა დიდი ;****
11 ში დამიბარა ქეთიმ ეხოზე..

Posted by: SRB100 3 May 2017, 22:20
taka26
როგორ გამიხარდა! ეჭვიც არ შემპარვია!!!
მთელი გულით გილოცავ, განმიახლდა ის სიხარული მეც რომ გავიგე ჩემი ხეგეს პასუხი..

Posted by: პატრიცია 3 May 2017, 22:42
taka26
გილოცავ,ერთი სული მქონდა გამეგო შენი ამბავიიი,წარმატებები და ბედნიერება,ჯანმრთელი ბაია სა ტკბილი ორსულობა შენ!

Posted by: BA84 3 May 2017, 22:49
Lemon Curd
ანტიბიოტიკს არ სვამ? მე ანტიბიოტიკი მაძლევს ხოლმე იგივე რეაქციას, ორნილი რომელსაც პუნქციის შემდეგ უნიშნავენ ყველას 3 დღე.
რამდენი ემბრიონი გყავს? მოყევი შენი ამბები.
taka26
თაკა, არაფერი სიმპტომი არ გქონდა ხო შენ საერთოოდ? არც საკვერცხეების ტკივილი?
აუ ძაან მიხარია , დღეს მთელი დადებითად დამმუხტე.

Posted by: taka26 3 May 2017, 22:52
გოგოებო მადლობა მადლობა მადლობა ყველასს, როგორ მიხარია ამდენი ადამიანი რომ მლოცავთ..))

BA84
გოგო მქონდა საკვერცხეების წიწკვნა. გული მიხდებოდა ცუდად ხშირად მარა მე
ნერვოზს ვაბრალებდი, კაპლზე ვარ შემჯდარი ისედაც მარა ეხლაინტესიურად მქონდა.. მკერდი მტკიოდაბოლო დღეებში და დღეს დილას 7 ზე ლიმონი ვჭამე ისე
მომინდა,'მარა ყველაფერს ფსიქოლოგიურ განწყობას ვაბრალებდი))) რავი

Posted by: Yin&Yang 3 May 2017, 22:56
taka26
QUOTE
შოკი მაქ 68.65 ხეეგეეე
აღმერთო

გილოცაავ 2kiss.gif ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი სულ bis.gif

Posted by: Lemon Curd 3 May 2017, 23:22
პირველი სამი დღე ვსვამდი ანტიბიოტიკს, მაგრამ მაშინ კარგად ვიყავი. მე უფრო მეთიპრედის ან პროგესტერონის რეაქცია მგონია.
ბლასტოცისტა უნდა მქონდეს წესით, ხვალ გავიგებ ყველაფერს. მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: glamo 3 May 2017, 23:48
taka26
გაიხარე რა!!! ბედნიერად მიდი ბოლომდე და ჩაიხუტე შენი პატარა 2kiss.gif

Posted by: taka26 4 May 2017, 00:35
glamo
Yin&Yang
გაიხარეთ, მადლობა დიდი ;***

Posted by: Kato81 4 May 2017, 00:39
taka26
თურმე რა სიხარულია აქ smile.gif გილოცავ ძალიან გაგვახარე ყველა, ბედნიერი ცხრა თვე და ჯანმრთელი პატარა შენ :* ჩვენთვის საუკეთესო სტიმულია მსგავსი კარგი ამბები smile.gif კიდევ ერთხელ გილოცავ!!!

Posted by: taka26 4 May 2017, 01:02
Kato81
კატოო მადლობაა;*****

Posted by: pepi grdzelicinda 4 May 2017, 08:46
taka26
თაკაააა რა მაგარიაააა!!! რა კარგი ამბავი ყოფილა აქ! გილოცავ!!!!!! :***

Posted by: იათო 4 May 2017, 10:51
taka26
რა ქენი გუშინ, მოახერხეთ დაძნება? : ) თუ გაათენეთ?
ძალიან მაგარი შედეგები აქვს ქეთის რა... <3

Posted by: Tamiko 4 May 2017, 11:10
taka26
გილოცავ... ღმერთმა სულ ასეთი გახარებული გამყოფოს... აბა შენ იცი... რეგისტრაციის პირველივე დღიდან მახსოვხარ და მიხარია შენი ამბავი... მშვიდობიანი 9 თვე და შემდეგ უკვე ჯანმრთელი ბაია

Posted by: Anukia198889 4 May 2017, 11:55
taka26
ჩემო გახარებულო უნდა გკითხო რაღაცა. სულ მგონია რო ჩემი სიგამხდრე ხელს შემიშლის მიმაგრებაში. შენც ამბობდი გამხდარი ვარო. რამდენი კილო ხარ და სიმაღლე რამდენი გაქვს. მე სიმაღლეში 1,69 ვარ და 49 კილო. ორი კილო დავიკელი რა მახდუნებს აზრზე არ ვარ. თან კომპლექსი თან მაგის შიში მოკლედ დავიღალე.

Posted by: tweety86 4 May 2017, 12:00
Anukia198889
მე არ მგონია სიგამხდრე პრობლემა იყოს
მე ვიყავი 52 კგ 174 სმ რომ დავორსულდი ახლა კი ვარ 55 3 წლის შემდეგ

Posted by: kekuna78 4 May 2017, 12:12
taka26
თაკა გილოცავ, ულევს სიხარულს გისურვებ შენ პატარასთან ერთად, ვაიმე რამდენი ვიტირეეეე დავისიე თვალები :*

Posted by: taka26 4 May 2017, 12:21
kekuna78
ვუიი, მადლობაა დიდიი;*****))) მადლობაა 2kiss.gif

Anukia198889
Tamiko
იათო
მადლობაა თამიკო;****

171 ვარ და 51 კგ ჩემი წონა, მარა ეხლა 49,300 ვარ მეც გავხდი

Posted by: oo la la 4 May 2017, 12:46
170 ვარ და 52 კგ ,

პრობლემა არ მქონია,

სხვათაშორის 25 კგ მოვიმატე ორსულობაში smile.gif

Posted by: Anukia198889 4 May 2017, 13:36
მადლობა გოგოებო ცოტა დავმშვიდდი. თქვენც გამხდრები ყოფილხართ და კი დავწყნარდი მაგრამ ეს კომპლექსი სულ სხვა თემაა რა. მეც მინდა ტრაკი და ბარკალი smile.gif smile.gif

Posted by: იათო 4 May 2017, 13:39
Anukia198889
აუუ, რას ამბობ ეხლა აბა დაფიქრდი : ))) მსუქანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ყოველთვის მქონდა მკერდი და გვერდები და სულ მინდოდა ძაააალიან გამხდარი ვყოფილიყავი : ))) ასერომ დააფასე უტრაკობა და უბარკლობა : ))))))))))))

Posted by: taka26 4 May 2017, 13:42
საშვილოსნო მწიწკნის სულ და მოსვლის სიპტომებ მაქ, წელი და მუცელი მტკივა ცოტა დავიძაბე რაა

დღეს მოსვლის დღე უნდა მქონოდა

Posted by: rosonera 4 May 2017, 13:53
taka26
ნუ პანიკობ ახლა, წამლები ხომ გააგრძელე ჩვეულებრივად, გოგოებიც გეტყვიან რომ მასეთი სიმპტომები იცის ფეხმძიმობამ.

Posted by: Anukia198889 4 May 2017, 13:55
taka26
დამშვიდდი რამდენს ვკითხულობ ეგ სიმპტომი ყველას ქონია. და ყველა წერდა მეშინიაო მაგრამ სულ ტყულა. ეგ ახლავს ინვიტროს და არ ინერვიულო. მთავარია არ გადაიტვირთო თავი
* * *
იათო
აი შენ არ იცი მე რეებს ვმართებ თავს რო ცოტა მოვიმატო. ინტერნეტში ამოვიკითხე თავშავას ნაყენიო მადას მატებსო. ორი თვე ვსვი და ოთხი კილო მოვიმატე ცხოვრებაში პირველად 53 კილო ვიყავი და ისე მომიხდა სარკეს არ ვშორდებოდი. მერე შევწყვიტე დალევა და ეგრევე დავსუსტდი ისევ ჩემი 49 კილო გავხდი. ყველაზე მეტად ის მღლის სადმე რო მივდივარ და შეიცხადებენ დედა რა სუსტიაო. აი მეკეტება. ახალი რაა არის შენსკენო რატო ზატმაცობო ეგ არ მაკომპლექსებს ისე როგორც რა სუსტიაო. smile.gif smile.gif facepalm.gif

Posted by: iratta_26 4 May 2017, 14:08
Anukia198889
QUOTE
49 კილო გავხდი

ჰეჰ biggrin.gif ზოგს რა აწუხებს.

Posted by: იათო 4 May 2017, 14:09
Anukia198889
შურთ გამხდარი რომ ხარ smile.gif შეირგე და შეიფერე! ხალხი შიმშილით თავს იკლავს სიგამხდრისთვის smile.gif და საერთოდაც ფრანგულ წონაზე ყოფილხარ, რა გაწუწუნებს : )

Posted by: nikolsona 4 May 2017, 14:13
taka26
ასე გექნება და შეიძლება შემდეგ თვეში მოსვლის დღესაც ასე გქონდეს )) ორგანიზმი შეჩვეულია იმას რომ უნდა მოგივიდეს. წელზე დატვირთვა წამოვიდა როგორც ჩანს უფრო დიდი. მე ისედაც რომ მეღლება მტკივდება ხოლმე და ორსულობისას განსაკუთრებით. წამოწექი ამ დროს

Posted by: taka26 4 May 2017, 14:23
nikolsona
ხო გოგო რაღაც ოსვლისნსიმპტომები მაქ, არადა მაგნე ბ6 იც დაინიშნა ქეთიმ, მარა მაინც საშვილოსნო მწიწკნის

Posted by: kekuna78 4 May 2017, 14:33
Anukia198889
ვაიმე ჩემი თავი გამახსენდა, მაგ დღეში ვიყავი ზუსტად და ეხლა რომ ვუყურებ ძველ სურათებს ვბრაზობ ისევ მაგ წონაზე მინდა ვიყო, 50-მდე ვერასდროს ვერ ავდიოდიი რეებს არ ვჭამდი, აი 30 რომ გავხდი თავისით მოვიმატე 5 კილო და კი ვარ ეხლა 55.

Posted by: nino84 4 May 2017, 14:34
Anukia198889
როგორ მესმის შენი, მეც დამაკომპლექსეს სიგამხდრის გამო, თან ერთი პერიოდი მართლა ძალიან გავხდი ნერვიულობაზე და ტვინი წამიღეს რა გჭირსო, ზოგი ძალიან უტაქტოა თან. ქეთისთან რო მივედი ცოტა უნდა მოიმატოო კი მითხრა, მაგრამ ისეთი გამხდარი არ ვარ რომ ვიფიქრო ამის გამო არ ხდება მიმაგრებათქო. ერთი წელი დავდიოდი ტრენაჟორებზე, კვებითაც ხელს ვუწყობდი და 54 კილომდე ავედი 166 სმ ვარ სიმაღლეში, საჯდომიც გამეზარდა და ბარკალიც ვარჯიშის ფონზე, ისე მომხდა, ხელებიც შემევსო. ეს იყო ჩემი რეკორდი. ეხლა ისევ ძველ წონაზე ვარ 50 კგ.

Posted by: oo la la 4 May 2017, 14:36
taka26

ეგ წიწკვნები გექნება კიდევ 1 თვე მაინც ,

მერე გაიაზრებ რა ხდება შენ თავს და დაიწყებ დაკვირვებებს,
როგორ გებერება მუცელი,
როგორ ფათურობს მუცელში ვიღაც smile.gif
აუ აუ აუ იმხელა ბედნიერება და სიამოვნება გელოდება წინ....

(ტოკსიკოზი არ ითვლება no.gif )

Posted by: rosonera 4 May 2017, 14:37
მე კიდე 3 კილოს დაკლება მინდა სულ და ეს ვერ დამიკლია facepalm.gif

Posted by: იათო 4 May 2017, 14:56
rosonera
ჩემნაირი ხარ შენ : ))) როცა არ უნდა მკითხო, ყოველთვის მეზედმეტება 3-4 კილო : ))))))))))

Posted by: rosonera 4 May 2017, 15:05
იათო
ხოო smile.gif smile.gif
taka26
გოგო შენ ქეთისთან ანტიმიულერი გაიკეთე ბოლოს? მაინტერესებს რამდენი გქონდა.

Posted by: LTB1948 4 May 2017, 15:50
taka26
გილოცავ, უმტკივნეულო 9 თვეს და ჯანმრთელ პაწიას გისურვებiratta_26
iratta_26

მე მე-12 ზე მქონდა და თან საკმაოდ ბევრი წამომივიდა, ცოტა წელიც მტკიოდა და მაგრა შევშინდი. დიცინონის ფონზე შმიჩერდა, ნუ ქეთიმ ყელი დახურულიაო, მაგრამ ჰიპერტონუსი მქონდა და 2 კვირა ვიწექი.

მგონი ტყუპების შემთხვევაში დენა უფრო ხშირია, ჩემი დამემართა სანამ ხეცურიანმა არ ნახა და არ მითხრა კარგად არიან ბავშვებიო

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 16:09
გამარჯობათ გოგოებო. სტიმულაციის დაწყებამდე კონტრაცეპრივს რამდენი დღით ადრე ნიშნავენ? თუ სართოდ არაა საჭირო?

Posted by: იათო 4 May 2017, 16:27
Wantbaby
მგონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ გადმოყოლილია ყვითელი სხეული წინა ციკლიდან

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 16:31
იათო
მადლობა პასუხისთვის. ეხოზე დამიბარა მე 10-11 დღეს და გვიანი ხოარიქნებათქო მაგას ვფიქრობ

Posted by: იათო 4 May 2017, 16:45
Wantbaby
სტიმულაციის დაწყებისთვის გვიანია 10-ე დღე, ალბათ შენს ფოლიკს აკვირდება smile.gif

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 16:56
იათო
ცტიმულაციას ჯერ არა, შემდეგ ციკლში უნდა დავიწყოთ. ამ ციკლი ანალიზებს და გამოკვლევებს ვიკეთებ. ვნერვიულობ ძაან რამე არ იყოს ეხოზე რაც შემიშლის ხელს sad.gif

Posted by: iratta_26 4 May 2017, 17:04
LTB1948
ღმერთმა მშვიდობით მიგვიყვანოს ბოლომდე. 12 კვირამდე უფრო კრიტიკული პერიოდია როგორც ვიცი. სქესი იცი?

Posted by: იათო 4 May 2017, 17:13
Wantbaby
არაფერი იქნება smile.gif ისე მეც მასე ვნერვიულობდი, არაფერი დაგხვდა, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო, მაინც გადამედო სტიმულაცია და იმდენად ანერვიულებული ვიყავი ჩემი უშედეგო ინსემინაციით, რომ გამიხარდა კიდეც რომ გადამედო smile.gif
როდის გიწევს მისვლა? რამდენი წლის ხარ?

Posted by: LTB1948 4 May 2017, 17:33
iratta_26
არა ჯერ, მე-18 კვირაზე ვნახავ. მე-13 კვირაზე ცოტა დიდმა ფეხები არ გაცია ცოცხალი თავით და ხეცურიანმა მითხრა, მე-16 კვირაზე ზუსტად გეტყვიო. კი ვარ მე-16-ში, მაგრამ მე-18ში მიწევს გეგმიეური და მეცოდებიან ახლა სქესის გამო რომ კიდევ მივიდე ეხოზე და თან სამეოანო 120 ლარი ღირს. სულ ერთია ჩემთვის სიმართლე რომ გითხრა. ემდენი წვალების შემდეგ, მაგაზე არც ვფიქრობ, ოღონდ კარგად იყვნენ.

მოკლედო ორიოდ კვირაში გავარკვევ სქესს, არსად გვეჩქარება...

Posted by: SRB100 4 May 2017, 17:41
LTB1948
მე ვიყავი გუშინ თამართან, გოგოშკა მყააააავს!!!
ისეთი გახარებული ვარ, თავიდანვე ვიცოდი გოგოშკა რომ იქნებოდა, ვგრძნობდი))

კარგად აქვს ყველაფერი რაც მთავარია, ხელებს ათამაშებს სასწაულად..
და უკვე ბედნიერებისგან მე-9 ცაზე ვართ მე და მამამისი, ერთი სული მაქვს ოქტომბერი მოვიდეს!!!

ქეთისი მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები, ესეთ სიხარულს რომ ვეზიარე!!!

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 17:49
იათო
ხვალ მე3 დღე მაქვს და ჰორმონებს ვაბარებ, მე 10 დღეს ეხოზე მივდივარ . ქეთი რომ დაბრუნდება 20 მაისის მერე დავიწყებთ ალბათ სტიმულაციას. 30 წლის ვარ, მეც 2 ინსემენაცია და 2 ინვიტრო მაქვს გადატანილი სხვადასხვა კლინიკებში.

Posted by: iratta_26 4 May 2017, 17:54
LTB1948
მეც 18 კვირაზე დამიბარა. 13 კვირაზე რომ ვიყავი მარტო ბიჭი დაინახა, მეორე ვერ მოაბრუნა ვერაფრით. ე.ი. ჩვენ ყველა გაკეთებაზე 120 ლარი უნდა ვიხადოთ?
SRB100
გუშინ მოგილოცე მომავლებში და თურმე არ დაპოსტილა მერე ვნახე. ღმერთმა ჯანმრთელი შვილიკო გაჩუქოს 2kiss.gif

Posted by: იათო 4 May 2017, 17:56
SRB100
<3 გოგოშკაააა.. ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ და მშობლებიც სულ ასეთი გახარებული ყოფილიყავით!
* * *
Wantbaby
ქეთისთან გამოგივა! სასწაული ადამიანია..

Posted by: nino84 4 May 2017, 19:00
დღეს ვიყავი ინოვაში, თეომ TSH გადავამოწმოთო და ნაცხი გადატანამდე, რომ ჩამოვლენ დავიწყებთ მზადებას. მეუღლემაც ჩააბარა განმეორებითი ანალიზი ქლამიდიებზე და იმედია შედეგიანი იყო მკურნალობა და მეტი აღარ გადამედება. თეოს დამამშვიდებელიც დავანიშნინე ძალიან ვნერვიულობ უკვე რომ ახლოვდება გადატანა.

Posted by: tikako6 4 May 2017, 19:10
taka26
გილოცავ,იმხელა სიხარულია,ცრემლები თავისით წმომივიდა 2kiss.gif bis.gif love.gif

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 19:11
იათო
გაიხარე მადლობა, კი მჯერა რო გამოვა

Posted by: taka26 4 May 2017, 19:57
tikako6
მადლობააა საყვარელო;****

Posted by: nino84 4 May 2017, 19:58
Wantbaby
მეც ორი ინსემინაცია და ინვიტრო მაქ გაკეთებული სხვა კლინიკაში, იმედია ქეთისთან გამოგვივა.წარმატებები.

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 20:28
nino84
მადლობა , შენც ასევე. როდის იწყებ?

Posted by: nino84 4 May 2017, 20:55
Wantbaby
პუნქცია მქონდა უკვე, თუ ანალიზები წესრიგში მექნა მაისის ბოლოს ვიწყებთ გადატანისთვის მომზადებას.

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 21:10
nino84
კარგია, სტიმულაციას რითი იკეთებდი? რამდენი ემბრიონი გყავს?

Posted by: nino84 4 May 2017, 21:38
Wantbaby
სტიმულაცია გონალ ფ, მენოპური, ორგალუტრანი. 17 კვერცხუჯრედი მაქვს გაყინული, პუნქციის თვეში განაყოფიერება ვერ მოხერხდა სიცხე ქონდა მეუღლეს მაღალი და ემვბრიოლოგმა არ გვირჩია.

Posted by: Wantbaby 4 May 2017, 21:50
nino84
გასაგებია წარმატებები და დადებითი ხგ მომელოცოს მალე smile.gif

Posted by: taka26 4 May 2017, 21:59
ანტიმიულერი არ მახსოვს რამდენი მქონდა, მარა მითხრა ლაპაროსმერე მარაგი იკლებსო და არ შეშინდეო

Posted by: nino84 4 May 2017, 22:07
Wantbaby
მადლობა, შენთვისაც მალე მომელოცოს

Posted by: LTB1948 5 May 2017, 09:58
iratta_26
სრულ სამეანოზე კი. დენის მერე ყელი, წყლები და ტონუსი ნახა და 40 ლარი გადავიხადე და ბავშვებს თუ დაათვალიერებს, 120 ლარი ღირს (ტყუპზე, ერთ ნაყოფზე მგონი 100-ია), რომ მეთხოვა, ალბათ ნახავდა, მაგრამ ისეთი დასტრესილი ვიყავი და დაშინებული, რომ აღარ მითქვამს, ისე გამეხარდა ყელი დახურულია რომ მითხრა, მომერიდა მეთხოვა, სქესიც ნახეო, წესით სრული სამეანო ეხო უნდა.
ბევრი არ გვჭირდება, მე18 კვირაზე იკეთებ და მგონი მერე 30-ზე, არ ვიცი, გვეტყვიან
SRB100
გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაგიზარდოს

Posted by: iratta_26 5 May 2017, 10:02
LTB1948
არაუშავს, ბაჭიები გვყავდეს კარგად smile.gif მასეთი რამდენი გადამიხდია ვინ მოთვლის.

Posted by: taka26 5 May 2017, 11:08
ტეტსტს ვიკეთებ მეორედღეა და ისეთი მკრთალი მეორე ხაზია ორივეჯერ ცოტა გამიკვირდა ამ ხეგეს პასუხის მერე რომ არ გაბდგვრიალდა...

რა პონტია??

ეხლადა ეხლანვხვდები რა ხდება ჩემს თავს

Posted by: mariami17 5 May 2017, 11:13
taka26
ხეგე 409 მქონდა და მკრთალი იყო ტესტი, არ ინერვიულო და გაიხარე :*

Posted by: taka26 5 May 2017, 11:14
mariami17
ჩემ
ქმარს ეხლა ჯერა როორსულად ვარ ტესტმა რომ
აანთო, კაცი რა როჟაა wink.gif)))DD

Posted by: იათო 5 May 2017, 11:27
taka26
: ))) რა მაგარი გრძნობაა ალბათ ტესტი რომ ანთებს და ზუსტად რომ იცი არ გატყუებს : )))
მე ტყუილა ამინთო ერთხელ და კინაღამ ყირაზე გადავედი სიხარულისგან

Posted by: tweety86 5 May 2017, 11:29
taka26
ციკლიდან მერამდენე დღეა? როგორც ვიცი აბსოლიტურად ნორმალური ამბავია. პირველად რომ გავიკეთე 1 კვირის გადაცდენა იყო და მაშინაც არ გაბდღვიალდა

Posted by: taka26 5 May 2017, 11:29
იათო
ეხლა უფრო აღვიქვამ მეც, რაც მე ტესტები მიკეთებია და ვნატრობდი 2 ხაზს. მეგონა არასდროს არვაანთებდა ...)


წესით ციკლი გუშინ უნდა
მქონოდა ანუ კანონით, და გუშინ და დღესაც ერთნაირად ანთებს 1,2 წუთის მერე..


11 ში მივდივარ ეხოზე გული მიწვრილდება როდისეტყვიან რო კარგადაა მიმაგრებული იქ სადაც უნდა იყოს

Posted by: LTB1948 5 May 2017, 11:40
taka26
არ ინერვიულო, დილის შარდი უნდა, თან კონცენტრირებული. სითხეს ბევრს რომ სვამ და დარბიხარ წარა-მარა, მაგის ბრალია, არ ხვდება საკმარისი ჰორმონი შარდში, წყალი მეტია.

ნუღა იკეთებ, რა გინდა, ნუღა ისტრესავ თავს, სისხლი უფრო ზუსტია და მთავარია მანდ გქონდა 2 წითელი ხაზიsmile.gif

Posted by: taka26 5 May 2017, 11:41
LTB1948
არა არ ვნერვიულობ, პროსტა ძაან გამიკვირდა როდის როდის რო აბჟუტურდა მეორე ხაზი.. თორემთავარიაა ხეგეა გეთანხმები

Posted by: Tantalia 5 May 2017, 11:52
taka26
თაკა გილოცავ, რაც წეროებში შემოვდგი ფეხი იმის მერე შენი თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, ერთხელ შენს უარყოფით პასუხზე ვიტირე კიდეც მახსოვს smile.gif ძალიან გამიხარდა, სიხარულით და ბედნიერებით სავსე 9 თვე შენ love.gif love.gif

Posted by: oo la la 5 May 2017, 11:59
taka26

კაიფობ ტესტების კეთებით ხომ?
biggrin.gif

Posted by: BA84 5 May 2017, 12:14
taka26
ხეგე აღარ გადაგიკონტროლებია ? არაა საჭირო ალბათ ყოველთვის ხო?

მე ერთხელ ვიყავი ორსულად და 12 დღის განმავლობაში 6 ჯერ მაქვს გაკეთებული smile.gif ვერ ვარ კარგად smile.gif მეილზე მაქვს, გავხსნი და ვუყურებ ხოლმე sad.gif ბოლოს რომ გავიკეთე 27000 იყო

Posted by: taka26 5 May 2017, 12:20
Tantalia
მახსოვხარ შენ,ძაან დიდი მადლობა ,;(( გაიხარე..
როგორხარ შენ აბა??

oo la la
აჰაჰააჰა, რავი გამიხურეს ტესტიც გაიკეთეო და 2 მქონდა და ორივეს "მივაფსი";DD თორე ჩემითეგ არ გახსენდებოდა...


BA84ეგ რავადაზე გქონდა ეგ მაჩვენებელი?? არა აღარ გადამიმოწმებია.. რავი რაღად მინდა ეხოზე მივდივარ და ბარემ იქ მეტყვიან

Posted by: fleurs 5 May 2017, 12:21
taka26
გილოცავ სულ ასე ბედნიერი ყოფილიყავი. რაღა დარჩა 8 თვე და ჩაიხუტებ მანათობელ ციცინათელას. smile.gif

Posted by: BA84 5 May 2017, 12:24
taka26
6 კვირაზე მქონდა ბუნებრივი ორსულობისას.

აღარ გინდა ხო ალბათ, რო რამე გეტყოდა ქეთი.

ცოტაც მოითმინე და დაინახავ შენს ბაჭიას smile.gif

Posted by: Tantalia 5 May 2017, 12:31
taka26
მე კარგად, პატარა ცისფერთვალა ყვავილი მყავს, 5 ის ხდება მალე love.gif აბა შენ იცი, მშვიდობით ჩაამთავრე ეგ ამბავი, მართლა ძალიან, უძალიანესად გამიხარდა smile.gif

Posted by: taka26 5 May 2017, 12:35
fleurs
Tantalia
მადლობაა დიდი..;*** გილოცავ შენც მგონი არ მომილოცია, გაგიზარდოს ღმერთმა..
BA84
რავი ხოო, აღარც გამჩენია სურვილი გაკეთების..

Posted by: makunia123 5 May 2017, 18:35
taka26 გილოცავ. მშვიდობიანი ორსულობა

Posted by: taka26 5 May 2017, 19:16
makunia123
მადლობა ,;******
* * *
გიორგობას გილოცავთ ყველას..


გუშინ ქეთიმ მაგნე ბ გამიომაგა და პაპაავერინიც დამიმატა... წელი მუცელი საშვილოსნო ყველაფერი მტკივა..
პაპავერინი ეფექტურია?

Posted by: mariami17 6 May 2017, 17:37
taka26
მე ძალიან მშველოდა პაპავერინი და სულ ვიწექი ხოლმე

Posted by: katerina28 6 May 2017, 17:55
taka26
საშვილოსნოში არ გწიწკნიდა მოსვლის დღეებში? ტკივილები და წიწკნა გამიგია მეც, არ იდარდო, ძაან მაგრად გექნება ყველაფერი

Posted by: Wantbaby 6 May 2017, 18:11
გილოცავთ გიორგობას ! წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ

Posted by: taka26 6 May 2017, 18:13
mariami17
მაგნე ბ-ც გამიორმაგარ ორჯერ ვსვავ 2-2 აბს, პლიუს პაპავერინი მარა დილას ისემტკიოდა წელი და მუცელი ლამის გული გამისკდა..ტონუსი გქონდა შენ?ან რამდენჯერ იკეთებდი დღეში?
katerina28
katerina28გოგო კი მტკიოდა ხოლმე, მარა ეხლა უფრო უცნაურად მჭირს იასნია და მძაბავს..

Posted by: katerina28 6 May 2017, 18:37
taka26
წამოწექი, დაისვენე, იქნებ ქეთის წამლებმაც მოგიხსნას, მშვიდად იყავი :*

Posted by: mariami17 6 May 2017, 21:26
taka26
მე მაგნეროტი მქონდა ენდოკრინოლოგისგან დანიშნული და დღეში 3 ჯერ ვსვამდი.
პაპავერინს დილას და საღამოს ვიკეთებდი.
მაგრამ მთელი 2 კვირა უმეტესად ვიწექი

Posted by: taka26 6 May 2017, 21:28
mariami17
მეც ვცდილობ სულ ვიწვემარა ხშირად ვერ გამომდის მაინც..)))

გტკიოდა ხოლმე შენც რამე?

Posted by: sesilia28 7 May 2017, 08:41
taka26
მისმინე გოგონი smile.gif შენთვის ყველა და ყველაფერი ეხლა არის მე100 ხარისხოვანი, ფეხი არ მოიცვალო საწოლიდან, უშენოდაც მოგვარდება ყველაფერი smile.gif ზოგადად იცის ქაჩვა და ტკივილი, მაგრამ უნდა დაიცვა ექიმმა რაც გითხრა და ყველაფერი კარგად იქნება :*

Posted by: Anukia198889 7 May 2017, 11:48
გოგოებო საშვილოსნოს ყელზე ვისაც გქონიათ ეროზია გადატანა ხდება მაგ დროს? მე მაქვს ყელზე ეროზია და არ გაუმახვილებია ყურადღება. მეშინია არ შეუშალოს ხელი. რაც უფრო ახლოვდება დრო მით უფრო ვიქექები facepalm.gif

Posted by: iratta_26 7 May 2017, 11:52
Anukia198889
მე მაქვს ძალიან პატარა, ქეთიმ თვითონ ნახა და მკურნალობა არ უნდა თვითონ გაიწოვს, ან მშობიარობის მერე მივხედოთო.

Posted by: Anukia198889 7 May 2017, 13:19
iratta_26
მე მთელ ყელზე მაქვს მგონია მაგრამ არავინ ამახვილებს ყურადღებას. პაპ ტესტზე ისეთი არაფერი ამოსულა და არაფერია ეგო მეუბნებიან. ღმერთმა ქნას და ხელი არ შემიშალოს.

Posted by: taka26 7 May 2017, 13:46
sesilia28
არა არაფერით არ იტვირთები მე ვაბშე, მთლადისეც არ ინდა ავადმყოფივით ვიყო მანქანით დავდივარ ხოლმე ვსეირნობ და დანარჩენი ვწევარ....

მარა მაინც წელი და საშვილოსნო მტკივა სულ. წოლის დროსაც რავიცი.

Posted by: sesilia28 7 May 2017, 14:13
taka26
რამოდენიმე დღეში წამლები უკვე კარგად იმოქმედებს და გაგივლის :*

Posted by: iratta_26 7 May 2017, 14:27
Anukia198889
ეგ ხელს არ გიშლის, როდის აპირებ გადატანას?

Posted by: Anukia198889 7 May 2017, 15:43
iratta_26
25 მაისს ციკლი რმ მომივა დავიწყებთ მზადებას. ციკლის მეორე დღეს გაიკეთე ხოო შენ სქრეჩინგი. ჩასასვლელი ვიქნები მეორე დღეს აუცილებლად ხოო

Posted by: iratta_26 7 May 2017, 16:34
Anukia198889
კი, მეორე დღეს უნდა მიხვიდე.

Posted by: compte.paris75 7 May 2017, 17:28
რამდენი ხანია თავში მიტრიალებს ამ საშვილოსნოს იმინიტეტის ამბავი. სანამ პასუხი მომივა ამ ინტრალიპიდის გადასხმაზე იმუნიტეტის დასათრგუნად. სხვა საშუალება არ არსებობს ჩემით რომ გავაკეთო სახლში? ეს ინტრალიპიდი ხომ არის სოიოს ზეთზე დამზადებული, არ გაგეცინოთ და ვიფიქრე ისე რომ დავლიო პირდაპირ ეს სოიოს ზეთი რა უჭირს? ცოტა ეფექტი მაინც არ ექნება?

ვინმეს არ გქონიათ მაღალი იმუნიტეტის პრობლემა? თქვენ რითი მკურნალობთ?

Posted by: nia4u 7 May 2017, 19:49
გოგოებო, დიდი ხანია არ შემოვსულვარ აქ და რამდენი კარგი ახალი ამბავი დამხვდა!!!!
love.gif love.gif love.gif
გასაკუთრებით სტაჟიანი წეროელების ამბები მიხარია!!!
გილოცავთ ყველას!
ბედნიერ დედობას გისურვებთ!
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nino84 7 May 2017, 20:16
compte.paris75
რეზუსთან დაკავშირებით შენც გაიბტერესებდა როგორც მახსოვს,. ვკითხე თეოს და მიმაგრებისთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობაო, მე უარყოფითი რეზუსი მაქ და მეუღლეს დადებითი.

Posted by: compte.paris75 7 May 2017, 20:52
nino84
სულ მაინტერესებდა ნეტა რა ქნა, თუ შეეკითხა -თქო. ოოკ. გასაგებია.

Posted by: annaninio 7 May 2017, 21:19
compte.paris75
მეთიპრედი რომ დალიო? ეგ არის იმუნიტეტის დასათრგუნად.

Posted by: compte.paris75 8 May 2017, 11:26
QUOTE (annaninio @ 7 May 2017, 21:19 )
compte.paris75
მეთიპრედი რომ დალიო? ეგ არის იმუნიტეტის დასათრგუნად.

უი მართლა? და ნეტა რა დოზებით ნიშნავს ქეთი? ან რამდენი ხანი უნდა სვა?

Posted by: LTB1948 8 May 2017, 13:30
compte.paris75
შენით არაფერი დალიო. ინტრაიპიდის გადასხმა ვინ გირჩია? მეთოპრედი ჰიპერანდროგენიისთვის ინიშნება უფრო და ასე უპრაგონოდ ნუ დალევ, მით უმეტეს თუ ოვარიული რეზერვის პრობლემა გაქვს, გადატანის მერე სხვა საქმეა, იქამდე შეიზელაბ საქმე გაგიფუჭოს.
მე მაქვს აუტოიმუნური პრობლემები, მაგრამ ქეთიმ არ ჩათვალა საჭიროდ.
Aარც ვიცოდი საქართველოში თუ უსხმადნენ, მომწერე რა დეტალები, მაინტერესებს უბრალოდ
* * *
taka26
არ ვიცი რატომ არ ნიშნავენა, მაგრამ კითხე ქეთის რომ ნერვებისთვის რამე დაგინიშნოს, მე ვკითხე რა დავლიოთქო და ნევრომედი მირჩია, მეც ტონუსი მქონდა და მაგან ძალიან მიშველა კუნთი უნდა მოეშვას და სპაზმს ხსნის, საზღვარგარეთ ნიშნავენ დამაშვიდებლებს ტონუსისას და აქ არა რატომღაც, მე ძალიან მიშველა, მოეშვა უფრო კუნთი და ტონუსმაც გამიარა. სტრესი ძალიან ჭიმავს საშვილოსნოს კედელს

Posted by: taka26 8 May 2017, 14:06
LTB1948
რა სიმპყომებით გქონდა ტონუსი ან რა ვადაზე რო
მითხრა რაა, ზეგ მივდივარ ეხოზე და უნდა ვუთცრა მეც ვფიქროობდი დამამშვიდებელს

Posted by: LTB1948 8 May 2017, 14:12
taka26
მე-12 კვირაზე მქონდა. დენაც მქონდა, შენ ღმერთმა დაგიფაროს. წელის ტკივილი და დაჭიმულობა. ნევრომედმა აი ძალიან მიშველა. კუნთებს ვერ ვადუნებდი. მიაქციე ყურადღება და ტონუსმა საშვილოსნოს კუნთებთან ერთად სახის კუნთების დაჭიმვაც იცის და ვერ ვდუნდებოდიsad.gif და მტკიოდა წელი და ცოტა მუცელიც. მუდმივად აკონტროლე რომ მოადუნო. მაქსიმალურად. სუთქვის ვარჯიშები აკეთე ცხვირით ჩაისუნთქე, რამდენიმე წამი გაიჩერე და ამოისუნთქე. მოდუნება გჭირდება, მე ხანდახან ნოშპასაც ვახმარიდი, მოკლედ მაქსიმალურად აკონტროლე რომ მოეშვა, თორემ პატარას სისხლი ცუდად მიეწოდებაsad.gif

Posted by: taka26 8 May 2017, 14:24
LTB1948
წუხელ ისე მტკიოდა წელი გამაღვიძა და აღარც დამიძინია.. ნოშპა ვიცი რომ კაია მარა ქეთინმგონი არ ნიშნავს.

Posted by: SRB100 8 May 2017, 15:52
taka26
პროგის ნემსმააც იცის წელის ტკივილი, ნუ გეშინია.
დავი არ დაგინიშნა ქეთიმ? ეგ ხსნის ტონუსს.


მე სულ უკანა კედლის ტონუსი მაქვს სამსახურში მუდმივად ჯდომითი რეჟიმიდან გამომდინარე და ჩემმა ნათესავმა ჩამომიტანა საფრანგეთიდან წამალი ,,სპასფონი'' ჰქვია.
სპაზმებისთვისაა და ძალიან მალე ხსნის დაჭიმულობას. 2 ევრო ღირს იქ biggrin.gif აქ არც გაუგიათ, ინტერნეტში ნახა თეონამ ანოტაცია და ისე დამრთო ნება რომ მიმეღო..

Posted by: taka26 8 May 2017, 16:15
SRB100
არა მაგნე დამინიშნა მარტო და პაპავერინი,
ეხოზე დაინახავენ უკვე? გადატანიდან 17 დღეს რომმივიდე?

Posted by: anna1123 8 May 2017, 16:38
გოგოებო როგორ ხართ ? თაკა გილოცავ ამ ძალიან მაგარ ამბავს ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოსდა ჯანმრთები ბაიები შენ <3 ძალიან გამიხარდა შენი ამბავი.. გოგოებო გავიკეთე ანალიზები ფარისებრზე და შაბათამდე ექიმი არ იქნება რო ნახოს.. ვერაფერი გავიგე იქნებ ნახოთ თუ ვინმეს გაქვს გამოცდილება როგორი პასუხებია

Posted by: akunabakuna 8 May 2017, 19:41
გოგოებო თუ იცით ჰექტორი (ესპანელი) წავიდა ქეთისგან?
BA84
როდის იკეთებ ხეგეს?

Posted by: taka26 8 May 2017, 20:15
anna1123
მადლბა ანა;*
პირველი ორი ნორმა გაქ და მესამე ვერ გევიგე

Posted by: iratta_26 8 May 2017, 20:17
akunabakuna
წავიდა კი. სხვა ემბრიოლოგი ეყოლებათ.

Posted by: akunabakuna 8 May 2017, 20:33
Iratta26
ისევ ესპანელი თუ ქართველი?

Posted by: იათო 8 May 2017, 20:34
iratta_26
ხო არ იცი ვინ ეყოლებათ? აუ რაღაც ავნერვიულდი.. ინოვას ეს წარმოუდგენელი შედეგები ემბიოლოგის დამსახურებაც იყო... იმედია ნორმალურია ახალიც ...

Posted by: mariami17 8 May 2017, 20:38
მე როგორც ვიცი ისევ ესპანელი და იგივე კლინიკიდან ვისთანაც თანამშრომლობენ ესპანეთში.
9-20 მდე იმ კლინიკაში არიან ექიმები

Posted by: იათო 8 May 2017, 21:03
mariami17
მადლობა ინფორმაციისთვის.. smile.gif ალბათ ახალიც ნორმალური იქნება

Posted by: nino84 8 May 2017, 21:36
მეც არ მესიამოვნა ქეთიმ რომ მითხრა ჰექტორი აღარ იქნებაო, თუმცა ახლებიც ძალიან კარგები არიანო.

Posted by: sesilia28 8 May 2017, 23:17
გოგოებო, ისეთი შედეგები აქვთ უკეთესი თუ არა უფრო ნაკლები მოიყვანონ ვინმე არამგონია, ასე ნაშენები რეპუტაცია დასაკარგი ნამდვილად არ აქვთ, ასე რომ მგონი არ უნდა ინერვიულოთ

Posted by: iratta_26 8 May 2017, 23:41
akunabakuna
იათო
ისევ ესპანელი იქნებაო. ქეთი ცუდს არ ჩამოიყვანს smile.gif ტყუილად ნერვიულობთ.

Posted by: BA84 8 May 2017, 23:44
akunabakuna
ხვალ ვაპირებ, მაგრამ დილას ტესტი გავიკეთე ბბ და არაფერია. უიმედოდ ვარ ძალიან.

ჰექტორი მიდისო მაგრამ ეჭვი აქვთ ისევ ჩამოვაო. ვიღაც შავკანიანი ქალი ჩამოდისო, ემბრიოლოგიის განყოფილების უფროსიაო იმ ესპანურ კლინიკაში და ძალიან მაგარიაო ქეთიმ. ასე რომ მაგაზე მაინც არ გვაქვს სანერვიულო

Posted by: iratta_26 8 May 2017, 23:48
BA84
მერამდე ნე დღე გაქვს დღეს, რამდენ დღიანი გაქვს გადატანილი?

Posted by: BA84 8 May 2017, 23:51
iratta_26
3 დღიანი და გადატანის დღის ჩათვლით მე-11 დღეა დღეს.

Posted by: iratta_26 8 May 2017, 23:55
BA84
სქრეჩინგი გაკეთებული გაქვს? ბბ როგორც ვიცი არაა სანდო და გაიკეთე მაინც ხეგე smile.gif იმედია კარგი ამბით მოხვალ.

Posted by: BA84 8 May 2017, 23:59
iratta_26
ხო დაველოდები ხვალინდელ დღეს, ერთი ვიცი რომ უარყოფითის შემთხვევაში მინიმუმ
2 თვე ვისვენებ თორემ გავრეკე ფსიქოლოგიურად, ყველაფერზე მეტირება. . წელს მესამე ცდაა უკვე .

სქრეჩინგი არა, ტევა გამიკეთა პირველად ამ თვეში. სქრეჩინგი მხოლოდ პირელზე მაქვს გაკეთებული ინ ვიტროში, მეტი არა.

Posted by: iratta_26 9 May 2017, 00:04
BA84
ემბრიონები არ გყავს გაყინული?

Posted by: BA84 9 May 2017, 10:04
ერთი ბლასტო, თავიდან არ მოსწონდათ და მივიდა 5 დღემდე და გაყინეს. ეხლა ერთზე მეტი ვერ მივიღე, ერთი მყავს გადატანილი , 10 უჯრედიანი

Posted by: taka26 9 May 2017, 11:22
BA84
რა ქენიი ჩააბარე ხეგე??

Posted by: gogona3 9 May 2017, 13:34
გამარჯობათ, ძალიან მინდა თქვენი დახმარება,4_5 კვირის ორსული ვარ და საშინელი გაციებული ვარ,მახველებს და ყელი მტკივა,მოკლედ ყველაფერი ერთბაშადბდამემართა, სულ იმას ვფიქრობ ყველა დახველებაზე მუცელი არ მომეშალოს,ბავშვს რას ავნებს ასეთი მდგომარეობა? ც ვიტამინი 500_იანინ დღეში ერთხელო ექიმმა და არ მშველის, რა ვქნა არ ვიცი,თან დღეს წავიდნენ ქეთი და თეო და რა გავაკეთო არ ვიცი.....ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ნაყოფი ზიანდება?
* * *
ინგალაცია რომ გავიკეთო შეიძლება ნეტა?

Posted by: taka26 9 May 2017, 13:40
gogona3
მეც გავცივდი გადატანისმერე და ც ვიტამინი 1000 ანი დამინიშნა და ბევრი სითხეები.. ლიმნიანი წყალი და ჩარბი ვსვოი ძაან ბევრი..ნუ გეშინია..

Posted by: gogona3 9 May 2017, 13:45
taka26
ეხლა ამის გამო რომ დავკარგო ნაყოფი მართლა თავსაც მივაყოლებ....და ლიმნიანი წყალი როგორ?მთლიანი ლიმონი ჩავაწურო 100_200 გრამ წყალში?დოზები რომ მითხრა რა,რამე ზედმეტი არ გავაკეტო უკვე ისეთი შეშინებული ვარ.. სტრეპტოციტი ჩავწუწნე კიდევ ყელი რომ მაგიჟებდა და ესეც მაინტეერესებს რამე ხო არ დავაშავეთქო...

Posted by: taka26 9 May 2017, 13:48
gogona3
გასაწოწნი არ ვიციმარა თაკომ
მასწავლა
აგერ ქეთის გოგოა ეგეც სოდიანი წყალი ივლე ყელში ხშირად , თბილი რძესვი კიდე.. ლიმნიან ჩაის 4 ჭიქას ვსვავდი მე ..
ლიმონი ჩვეულებრივ გინდა ჩაწურე გინდა ჩაჭერი

Posted by: akunabakuna 9 May 2017, 14:19
BA84
ჩააბარე ხეგე?

ჰექტორს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა, არ უნდა დააგდონ ხარისხი, მე ყველაფერი თავიდან მაქვს დასაწყები და ახლა ემბრიოლოგიც მედარდება rolleyes.gif

Posted by: mashusha 9 May 2017, 14:21
gogona3
გინეკოლოგი არ გყავს?
წამლებს ერიდე, ლიმნიანი ჩაი შავი, გვირილას ნაყენით გამოივლეთ ყელში, სურდო თუ გაწუხებს ცხვირში შესასხამი მარილიანი წყალი ეომღის, სახელი დამავიწყდა, ის შეისხი.

სიცხე აკონტროლე. 38,3 ის ზემოთ მე გადასხმა დამჭირდა.. ანუ,ამისზემოთ ღ შეიძლება სიცხე.. ..

Posted by: BA84 9 May 2017, 14:56
akunabakuna
taka26
კი ჩავაბარე ავერსში, 6 ზე იქნებაო. მე მაინც 10 წუთში ერთხელ ვარეფრეშებ. მაგრამ მშვიდად ვარ, მიკვირს. გამოტირებული მაქვს უკვე.
მეც ყოველ ჯერზე ახლიდან ვიწყებ და ეხლაც ეგრე იქნება, მაგრამ ქეთიმ რადგან თქვა ის უფრო მაგარიაო , იმიტომ დავმშვიდდი.

Posted by: taka26 9 May 2017, 14:59
BA84
რადენი გადაიხადე? ჩემი საათ ნახევარშიიყო

Posted by: gogona3 9 May 2017, 15:13
taka26
ლიმონი არ მქონდა ეხლა ამოვატანინე და დავლევ გაჭყიპვამდე )))მადლობა დიდი,რავი წეღან ინგალაციაც გავიკეთე და ცოტა მომეშვა...mashusha კი ქეთის პაციენტი ვარ, სიცხე კიდევ კარგი არ მქონდა მაღალი...ეხლა სურდოში გადამივიდა,აღარც ყელი მტკივა...

Posted by: LTB1948 9 May 2017, 16:00
gogona3
Nუ გეშინია, გადატანის მერე საშIნელი ხველა მქონდა, გულ-მუცელს ვიღებდი, მაგრამ ორივე მოემაგრა. შეგიძლია ინჰალაცია ფიზიოლოგოურო ხსნარით გაიკეთო. ასევე კომშის კომპოტი, მალინიანი ჩაო

Posted by: rosonera 9 May 2017, 16:09
BA84
როგორ ველოდები შენს პასუხს smile.gif

Posted by: BA84 9 May 2017, 17:08
მოვიდა პასუხი,უარყოფითია sad.gif ვითომ არ ვაპირებდი ნერვიულობას, მაგრამ. იმ წამიდან ყველაფერი სულერთი ხდება, არაფერი ხარ და არაფერი გინდა.

Posted by: iratta_26 9 May 2017, 17:14
BA84
sad.gif არ ვიცი რა გითხრა. ჩემი უარყოფითი გამახსენდა sad.gif გამოგივა აუცილებლად, არ დანებდე.

Posted by: m.i 9 May 2017, 17:14
BA84
სამწუხაროა sad.gif გამოცდილი მაქვს და ვიცი რა ტკივილს გრძნობ ეხლა.. რაც არ უნდა გითხრათ სიტყვებს აზრი არა აქვს, ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებს sad.gif ღმერთმა გამძლეობა მოგცეს, გაკმაროს ეს განსაცდელი, მალე გაგიხაროს და გაგითბოს გული

Posted by: Tamara1988 9 May 2017, 17:24
BA84
არც კი ვიცი როგორ ავხსნა ისე ძალიან დამწყდა გული.
წარმოიდგინეთ სხვისი უარყოფითი ხეგე მკლავს და მანადგურებს და ჩემზე რას ვიზავ არ ვიცი. ამ დროს მეც მეკარგება ხალისი.
ღმერთმა გამძლეობა მოგცეს. აუცილებლად მოვა შენთან ბედნიერება მე მჯერა ამის.

Posted by: akunabakuna 9 May 2017, 17:31
BA84
იგივე მეც გადავიტანე წინა თვეში, თითქოს შეგუებულიც ვიყავი უარყოფითს, მაგრამ მაინც დავცარიელდი, ვერ გეტყვი რა მომივიდა, თითქოს ნიჭუგეში წამერთვა რისი იმედიც ასე ძალიან მქონდა, მეუღლესთან მაგრა ვიჭერდი თავს, მარტო რომ დავრჩი სახლი დასალაგებელი მქონდა და ვიჯექი გაქვავებული, ვერც ვფიქრობდი, ვერც ვინძრეოდი ისე უბრალოდ და უაზროდ . . . მერე ვიტირე და ვსიო მორჩათქო, მეუღლემ შემამჩნია და მისმა გამხნევებმა თითქოს შვება მომცა, იმ დღეებში რამდენჯერაც მშობლებს ვნახავდი ბურთი ყელში მახრჩობდა, მინდოდა მეტირა და ჩავხუტებოდი, მაგრამ ვერ ამას ვბედავდი მეშინოდა არ ენერვიულათ, მერე ნელ-ნელა გამიარა,
ახლა გითხრა როგორი შემართებით ვარ smile.gif
ადამიანი ჯიბრში რომ ჩადგება რომ უნდა გამოვიდეს აი ზუსტად ასე smile.gif)))
სესხს ავიღებთ (მიუხედავად იმისა რომ უკვე მაქვს) smile.gif
არ დავნებდები ვიდრე არ გამომივა
და ყველაზე მთავარი უფალს, დედაღვთისმშობელს გულით, სულით, მთელი არსებით ვთხოვ და ვიცი რომ აუცოლებლად მოწყალე იქნება smile.gif

ეს მოგიყევი ცოტა შესამსუბუქებლად, ახლა ვიცი როგორც ხარ, მაგრამ წინ რაც გელოდება იმაზე იფიქრე :*

Posted by: rosonera 9 May 2017, 17:44
BA84
აუუ sad.gif ვგრძნობ ზუსტად რასაც განიცდი sad.gif ყველაფერი წინაა, ღმერთი ისე არვდაგვტოვებს, აუცილებლად გავხდებით დედები, ხვალიდან ახალი შემართებით იქნები, დაისვენე 1-2 თვე და გააგრძელე ბრძოლა

Posted by: BA84 9 May 2017, 17:46
akunabakuna
აი მაგის ძალაც აღარ შემრჩა, აღარც ეკლესიაში დავდივარ, ვეღარც გულით ვთხოვ. ყველასგან მიტოვებულად ვგრძნობ თავს. 10 წელი ხდება ყოველ თვე რაღაცის მოლოდინში და იმედიანად ვარ. მაგრამ ეს ბოლო 4 თვე იყო პიკი, 3 ჯერ გაკეთებული და სამივე ნერვიულობით დამთავრებული.
გავა რამდენიმე დღე, თვე და ალბათ ისევ მომეცემა იმედი. ეხლა ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ.
მადლობა თქვენ რომ ხართ და ბოდიში რომ ამდენი ვიწუწუნე sad.gif

Posted by: pepi grdzelicinda 9 May 2017, 17:48
BA84
აუუუუუუ, კიდევ უარყოფითია???!! არადა როგორ მეგონა რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნებოდა ....sad.gif((((((((((

Posted by: taka26 9 May 2017, 17:56
როგორ მესმის შენიი, ნერვებს გაუფრთხილდი გთხოვ, აქამდე მეზრუნა მეც ნეტავ ნერვებზე. მიუაღწეველიი არაფერია..
აგერ ეხლა ხოორსულადვარ ბედიერებას ბოლომდე ვერ შევიგრძნობ, ბერვებიმაწ სულ გახევაზე, წელიმტკივა ან რაღაც უცნაური გრძნობები მაქ სულ შიშები მაქ არომეშალოს..
ყველასი მშურს ვისაც მშვიდი ნერვები აქ...))
ნერვებს გაუფრთხილდი ძაან გამოგადგება მერე, არ იფიქრო რო დავორსულდები გადამივლისო.. ამდენმა იმედ გაცრუებამ და ნეგატივმაა კვალი დამიტოვა და აგერ ეხლაც კი შიშებით ვარ

Posted by: BA84 9 May 2017, 18:03
taka26
ნერვების გაფრთხილება როგორ უნდა ეგ რომ ვიცოდეთ გვეშველებოდა ჩვენც. რაც სანერვიულო არაა იმაზე ვნერვიულობ და. ეჰ მაგასაც არ ვფიქრობ რომ დავორსულდები და მეშველება არა. იმ დღეს ხო გითხარი 12 დღეში 6 ხეგე მაქვს გაკეთებული, თან კარგად რომ პროგრესირებდა და მაინც ვიკეთებდი.. ვიცი რომ მთელი 9 თვე პანიკაში ვიქნები, მაგრამ როდისღაც ხო შეიძლება მეც გამიმართლოს

Posted by: taka26 9 May 2017, 18:23
BA84
აი ნახავ თუ არ გეღირსება...))) დამჯერე




გოგოებო წელის ტკივილები გქონიათ? ვწევარ თუუ ვდგევარ სულმტკივა მაინც არადა ვაბზსე არ ვიტვირთები ფიზიკურად.. თითქოს წელი და საშვილოსნო მაქ გახურებულიოო ასეთი შრგრძნება მაქ

Posted by: gogona3 9 May 2017, 19:04
LTB1948
მალინიან ჩაის ვსვავ კი.მეც ზუსტად მასე ვიყავი,მთელ გულ_მუცელს ვიღებდი რასაც ქვია,ეხლა უკეთ ვარ რა შედარებაა,მივიყარე ყველაფერი და სურდოც გადამდის...

კიდევ რა მაინტერესებს იცით,ფრაქსიპარინს ვიკეთებ მუცელზე და წამალს აშკარად არ იღებს ჩემი მუცელი_სულნჩალურჯებები და კორძები მაქვს....ამას რაღა მოვუხერხო?იოდის კლეტკები რომ გავიკეთო შეიძლება?
* * *
BA84
იცი,არც მე მიმიღწევია უწვალებლად,უფალია მოწმე რამდენი ტანჯვა,ნერვების წყვეტა და იმედგაცრუება გამოვიარე....აუცილებლადნდარჩები ორსულად მითუმეტესბდარჩენილი უკვე იყავი და პრობლემა არნგაქვს,აი ნახავ.მთელი გულით გწამდეს და ყველაფერი გამოვა,მთელი გულით ევედრე უფალს და იმედგაცრუება მოიშორე.აუცილებლად შეისმენს გულით თხოვნას და ლოცვას.

Posted by: taka26 9 May 2017, 19:46
gogona3
მუცელზე იოდი არ გაიკარო,'ეც ვიკეთებ მარა მსგავსი არაფერი მაქ. ცუდად ხო არ იკეთებ??
მისმინე მე დაშენ თითქმის ერთ პერიოდში ვართ და გაქ რამე სიმპტომი ტკიივილი ან რამე

Posted by: compte.paris75 9 May 2017, 19:49
QUOTE (LTB1948 @ 8 May 2017, 13:30 )
compte.paris75
შენით არაფერი დალიო. ინტრაიპიდის გადასხმა ვინ გირჩია? მეთოპრედი ჰიპერანდროგენიისთვის ინიშნება უფრო და ასე უპრაგონოდ ნუ დალევ, მით უმეტეს თუ ოვარიული რეზერვის პრობლემა გაქვს, გადატანის მერე სხვა საქმეა, იქამდე შეიზელაბ საქმე გაგიფუჭოს.
მე მაქვს აუტოიმუნური პრობლემები, მაგრამ ქეთიმ არ ჩათვალა საჭიროდ.
Aარც ვიცოდი საქართველოში თუ უსხმადნენ, მომწერე რა დეტალები, მაინტერესებს უბრალოდ

ჰიპერანდროგენია არ ვიცოდი რა იყო და ეხლა ვნახე ინტერნეტში - წერია მამაკაცის ჰორმონის სიჭარბეო (ჭარბთმიანობა, აკნე ...) rolleyes.gif
არა ხო, ასე არ დავლევ მეთიპრედს, გავიკითხავ ჯერ, ექიმსაც შვეკითხები და ვნახოთ. ის ფაქტი, რომ არსებობს რაიმე იმუნიტეტის დასათრგუნი წამალი, ამის ცოდნაც გამომადგება.

მე ინტრალიპიდს მთავაზობს იმუნოპათოლოგიის განყოფილება ჩემს გინეკოლოგტან თანამშრომლობით (საფრანგეთში) "სავარაუდო მაღალი" საშვილოსნოს იმუნიტეტის დასათრგუნად. ინტრალიპიდი ივიტრომდე 1 თვით ადრე უნდა გაკეთდეს. ჩემს გინეკოლოგმა კიდევ მითხრა დაიცადე ჯერ რისი გადასხმა, კრებაზე გავიტან და გადაწყვეტილებას დაელოდე საჭიროდ ვთვლით ჯერ თუ არაო.

"სავარაუდო მაღალი" საშვილოსნოს იმუნიტეტი იმიტომ, რომ დაზუსტებით ჯერ არ ვიცით. იმუნოპათოლოგიის განყოფილებაში სისხლის ანალიზით მელაპარაკება, რაღაცა uNK უჯრედებია მომატებულიო. იმისთვის რომ ზუსტად დადგინდეს, საშვილოსნოს ბიოფსიას ვითხოვ რამდენი ხანია მაგის გამოსაკვლევად. ხვალ მაქვს შეხვედრა 2 საათზე მაგის სპეციალისტთან და იმედია გამიკეთებს და დამადგება საშველი. 2 თვენახევარია ველოდები ამ შეხვედრას, დიდი რიგებია.
* * *
ისე თუ გახსოვთ გახდომის პროგრამა რომ გავიარე. ძალიან მიხარია - ნელა ნელა ვიკლებ. 6 კილო მაქვს დაკლებული იანვრიდან მოყოლებული და ჩემმა დიეტოლოგმა შემაქო smile.gif ასე ნელა უნდა დაკლება მერე აღარ მოიმატებო. 80 ვიყავი და 74 ვარ ეხლა. მიზანი დამისახეს საავადმყოფოში 72კგ. იმედი მაქვს 1 თვეში მივაღწევ ამ მიზანს.

Posted by: gogona3 9 May 2017, 20:41
taka26
აუ არ ვიცი,როგორც წესია ისე ვიკეთებ,მერეშარიკივით ხდება_კორძდება და კაი ჩალურჯებები მაქვს...სიმპტომები მაქვს:წინამენსტრუალური ტკივილები,ზოგჯერ მეჭიმება საშვილოსნო და მაგ დროს ეგრევე წამოვწვები ხოლმე,თავბრუსხვევებიც შეინიშნება.... შენ?
* * *
ვისაც გქონიათ ეს ჩალურჯებები,რითი უშველეთ?იქნებ გამომეხმაუროთ რააა პლზ...

Posted by: taka26 9 May 2017, 20:51
gogona3
მე წელის ტკივილი მკლავს და სხვა მოსვლის სიმპტომები მაქ. დაჟე დედას ვფიცავარ სწორნაწლავიც კი მტკივა.. როდიიიის მიდიხარეხოზე?

Posted by: gogona3 9 May 2017, 20:57
თუ რამე განსაკუთრებული ტკივილიბგაქვს გაუსაზლისი მიწერე ან დაურეკე ექიმს,ვისი პაციენტი ხარ?18_ში მიწევა ხეცურიანთან მისვლა,ერთი სული მაქვს დანამდვილებითბგავგო რომ ორსულად დავრჩი...შენ რამდენის ხარ?

Posted by: taka26 9 May 2017, 21:12
gogona3
ქეთისი. მე 11 ში მოდიო და ხვალ მივდივარ ვერ ვითმენ,3 ანალიზიცუნდა ჩავაბარო..
18 შიმერამდენე დღე გაქ?

Posted by: gogona3 9 May 2017, 21:17
taka26
ანუ 1 კვირით დიდი ხარ ჩემზე biggrin.gif წარმატებები smile.gif 22_ე დღე გამოდის..

Posted by: taka26 9 May 2017, 21:18
gogona3
ჩემზე 17 დღე გამოდის, ეგრე დამიბარეს რავი))) კიდევ კაი ..

Posted by: gogona3 9 May 2017, 21:33
taka26
როდის გქონდა გადატანა კი მარა?ნუ ეტყობა გამოჩნდება მაგ დროისთვის თორემ ტყუილად ხომ არ დაგიბარებდაsmile.gif რა მაგარია,ხვალ ნახავ ეხოზე პაწუკასsmile.gif

Posted by: taka26 9 May 2017, 21:42
gogona3
24 ში მქონდა მე)))
სულ ნერვები მაქ მოშლილი როდის გავა 3 თვე ცოტა მოვდუნდე რაა..

Posted by: gogona3 9 May 2017, 22:17
taka26
დაწყნარდი,პირიქით ეხლავე მოდუნდინდა ნერვები არაფერზე იშალოო smile.gifისე რაღა დაგიმალო და მეც ისე მინდა მეოთხე თვეში ვიყო,რომ გარანტირებულად ვიყო smile.gif

Posted by: taka26 9 May 2017, 22:33
gogona3
აბა ხვალ რას მეტყის მერე დავწყნარდები, რაცუდია ქეთიაქ როარაა რა.. სუმმოშლის მეშინია , ჯვარი მწერია

Posted by: gogona3 9 May 2017, 22:42
taka26
ცუდინაზრები და ფიქრები მოიშორე,ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: mashusha 9 May 2017, 23:56
BA84


ძალიან მალე უნდა დავინახო შენი ამოვლებული პოსტი- არის გოგოებოოოო!!!!


Posted by: takotatuli1989 10 May 2017, 08:12
BA84
ძალიან ვწუხვარ რო უარყოფითია პასუხი sad.gif ჩემი რჩევაა თუ შეძლებ ისე გაიკეთე მეუღლის გარდა არავინ იცოდეს! :*

Posted by: LK1 10 May 2017, 09:48
gogona3
taka26
გოგოებო, პირველ რიგში გილოცავთ! რაც შეეხება შეგრძნებებს, კიდევ კაი ხანი გექნებათ. საშვილოსნო იზრდება და სულ წიწკვნა და რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები გექნებათ. წელის ტკივილიც ნორმალურია. ყველაზე ხელისშემშლელი ნერვიულობაა და დაძაბულობა. მოეშვით, ორსულად ხართ და ბოლომდე ბედნიერად გახვალთ, მარტო ამაზე იფიქრეთ. ფსიქოლოგიურად თავი თვითონ უნდა მოამზადოთ. მე ჯერ ვარდისფერი და მერე სისხლიანი გამონადენებიც კი მქონდა და კინაღამ მოვკვდი და ჩემს პაწუკას არაფერი დაშავებია და მე კიდე ტყუილა ვინერვიულე. გაციებულიც ვიყავი პატარა კვირებზე, თან საშინლად. სიცხეა საშიში თორე სურდო და ყელი არაფერს დააშავებს. ყველაფერი აკონტროლეთ მაგრამ არ დაისტრესოთ.
* * *
BA84
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ნერვებს მიხედო და მერე დაიწყო თავიდან. ნერვოპათოლოგთან მიდი და რამე მსუბუქს დაგინიშნავს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, სანამ ნერვები და შინაგანი სამყარო არ დავიმშვიდე იქამდე არაფერი გამომდიოდა, არადა საუკეთესო მონაცემები მქონდა ყველაფერში.

Posted by: LTB1948 10 May 2017, 09:59
gogona3
მეც ეგრე მაქვს, მილურჯდება და მიკორძდება. ეგ არ ნიშნავს რომ ორგანიზმი წამალს არ იღებს. გაიწოვება ნელ-ნელა, არ ინერვიულო. სწორად ხომ იკეთებ? ხომ იცი კანი და ცოტა ცხიმოვანი ქსოვილი უნდა აიღო ორი თითით, ცოტა მოუჭირო და ამობურცულში გაიკეთო, მერე ცოტა ხანი სპირტით დაიზილე. იოდის კლეტკები არ გინდა.
compte.paris75
არ ვიცოდი პარიზში თუ ხარ. გაიკეთე აუციებლად, მეც მინდოდა გაკეთება და აქ არ იციან და ამერიკული კლინიკების საიტებზე ვნახე და აკეთებენ და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ. დალევით რა თქმა უნდა ამას ვერ შეცვლი, ინტრავენურად უნდა გაკეთდეს.

ანუ მექანიზმი ასეთია, ინტრავენურად იმიტომ შეყავთ, რომ აუტოიმუნური დაავადებებისას, ორგანიზმს საკუთარ უჯრედებზე და ცილაზე აქვს რეაქცია და აზიანებს. ლიპიდები კი უცხო ცილაა და იმუნიტეტს "ატყუებენ", რომ უცხო ცილაზე გადაერთოს და საკუთარი არ დააზიანოს.
მე ვუთხარი ქეთის, მაგრამ არ ჩათვალა, რომ ჩემს შემთხვევაში იმუნური ფაქტორი იყო გადამწყვეტი და მართალიც გამოდგა. თუ გეუბნებიან, აუცილებლად გაიკეთე. უსაფრთხოა სრულიად, რაც წამიკითხავს და ძალიან კარგი შედგები აქვთ. აქამდე იმუნოგლობულინებს უსხამდნენ ასეთ პაიენტებს, რაც ძალიან ძვირია და თან არის რისკი აივ ინფექციის და სხვა ვირუსების გადადების, რადგან სისხლიდან კეთდება და თან ძალიან ბევრი პაციენტის სისხლიდან აკეთებენ. ინტრალიპიდური კი ბევრად იაფი და სრულიად უსაფრთხოა.
თუ ინგლისური იცი, საიტებიც შემიძლია მიგითითო, ძალიან ბევრი პუბლიკაციაა აუტოიმუნურ პრობლემებზე და მათი მოგვარების საშუალებებზე, ინტრალიპიდური გადასხმები საუკეტესო საშუალებად არის აღიარებული.
მეთიპრედს კი შეეშვი, კორტიკოსტეროდია და მისი ასე დალევა არ შეიძლება. მით უმეტეს გარკვეულ ჰორმონებს თრგუნავს, რომლებიც კვერცხუჯრედის განვითარებას სჭიდება, მულტიფოლიკულიოზის დროსაც ინიშნება, მე ოვულაციის მერე ცისტები მრჩებოდა და მაგისთვისაც მინშნავდა ქეთი. გადატანის მერე უკვე 3 თვეა ვსვამ, იმუნიტეტსაც თრუნავს, თუმცა 17 ოქსიპროგესტერონი რომ ამეწია, დოზა გამიზარდა, ანუ მარტო იმუნიტეტის დასათრგუნად არ გამოიყენება და არავითარ შემთხვევაში არ დალიო შენით. კითხე ექიმს. შეიძლება კვერცხუჯრედი დაიზიანო, რაც ინვიტროს შედეგებზე ძალიან ცუდად აისახება

Posted by: Anukia198889 10 May 2017, 11:39
BA84
ძალიან ვწუხვარ. ვიცი სიტყვებს შენთვის აზრი აქვს დაკარგული მაგრამ მთელი ფორუმის სახელით გთხოვ აიყვანე თავი ხელში. აუცილებლად უნდა გამოგივიდეს. შენ უნდა იყო ყველა ჩვენისთანა გამოუცდელის მაგალითი. გული მეწურება გეფიცები სხვის ამდენ იმედგაცრუებას რომ ვკითხულობ. ვარჯიში და ორგანიზმის გაკაჟება გიცდია რომელიმე გადატანის წინ? თუ არადა იქნება სცადო ერთი თვე გადატანამდე სირბილი ვარჯიში რომ ეგება სისხლის მიმოქცევა რომ გაუმჯობესდება უკეთესი იქნება.

Posted by: compte.paris75 10 May 2017, 12:27
LTB1948
გეხვეწები საიდან იცი ამდენი რამე smile.gif კი სტაჟიანი ხარ - 9 წელი და 6 ინვიტრო, მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: LTB1948 10 May 2017, 14:33
compte.paris75
ეჰ, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო, ეგრე იყო ჩემი საქმე. ზოგადად, აუტოიმუნური პრობლემები მაქვს, რევმატოლოგებთანაც დავდივარ, ანუ რეპროდუქციული პრობლემებიდან დამოიკუდებლად და საქართველოში არაკომპეტენტური ექიმების გადამკიდე რას აღარ მივედ-მოვედებოდი. იქამდე მივედი, რომ კლინიკას ვწერდი ჩიკაგოში და იმათგან ვიღებდი რჩევებს, იმათ მირჩიეს გარკვეული ტესტების გაკეთება და ეგ ინტრალიპიდური გადასხმა და აქ კაციშვილს ვერ გავაგებინე. ნუ ყველა ტესტს ვერ აკეთებენ აქ. არ ვიცი, ბედს და აქაურ ექიმებს ასე ადვილად ვერ მივენდობოდი, მირჩევნია თავად ვიყო გარკვეული და ბევრ რამეშიც დამეხმარა.
საბოლოო ჯამში გარკვეული ანალიზები გავიკეთე ლიმბახში და მერე ქეთიმ გადაწყვიტა, რომ არ იყო იმუნური პრობლემა ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი, ნუ გარკვეული ზომები მიიღო, რადგან იდიოპათიური ანტოფოსფოლიპიდური სინდრომი დამიდგინდა და ჩემს შემთხვევაში ფრაქსიპარინი გადატანამდე დავიწყეთ და თან საკმაოდ მაღალი დოზით. მოკლედ, საბოლოო ჯამში მოვაგვარეთ ასე თუ ისე პრობლემა.
მანდ დარწმუნებული ვარ სრულ გამოკვლევას ჩაგიტარებდნენ და უფრო დაცული ხარ

Posted by: taka26 10 May 2017, 16:13
ჩემი ბაჭია 4,5 მმ ია)))) და ვარ 4 ნახევარი კვირისო...

Posted by: nino84 10 May 2017, 16:22
LTB1948
ანტოფოსფოლიპიდური სინდრომი რა არის? ხელს უშლის მიმაგრებას?

Posted by: akunabakuna 10 May 2017, 17:54
LTB1948
მე როგორც ვიცი ანტიფოსფოლიპიდურის დროს დარჩენის პრობლემა არ არის, შენარჩუნების პრობლემაა და შენ შენარჩუნების პრობლემა გქონდა თუ დარჩენის?

ანტიფოსფოლიპიდურის დროს ორგანიზმს წინასწარ სჭირდება კოაგულანტები და ბ ჯგუფის ვიტამინებით მომზადება.

Posted by: nino84 10 May 2017, 17:58
akunabakuna
მემგონი მე მწერდი ხო? დარჩენის პრობლემა მაქ, ოთხჯერ მქონდა გადატანა და ვერცერთხელ ვერ მოხდა მიმაგრება სამწუხაროდ.

Posted by: sesilia28 10 May 2017, 18:52
taka26
საყვარელი ციცქნა smile.gif მშვიდობიანი ორსულობა :* უფრო დამშვიდდები ეხლა :*

Posted by: zikata7 10 May 2017, 19:13
BA84
ძალიან დამწყდა გულიი.. იმედი არ დაკარგო.. არ ინერვიულოო.. უნდა გავუძლოთ..
ზუსტად ვიცი რას განიცდი , მაგრამ უნდა მოძლიერდე.. მართლა ძალიან განვიცადე.. გულით გისურვებ მალე სანუკვარი სურვილით გაგვახარო :*
* * *
LTB1948
ეხლა ვკითხულობდი თქვენს მიმოწერებს და ძალიან გთხოვ მითხარი.. როგორ გავიგო საშვილოსნოს თუ ენდომეტრიუმის იმუნიტეტი მომატებული მაქვს თუ არა? რაანალიზი კეთდება ამუს დასადგენად.. თებერვალში გავიკეთე და არ მიმაგრდა.. ეხლა ვაპირებ ივნისში და კიდე გადატანას და ახლა გავიგე იმუნიტეტის დათრგუნვის შესახებ

Posted by: compte.paris75 10 May 2017, 20:13
LTB1948
აჰაა, გასაგებია smile.gif როგორ მესმის შენი. ასეა, უნდა ვიყოთ გარკვეული, თორემ გინდა აქ აიღე საფრანგეთში, ჩემ წინა გინეკოლოგს როგორ ვეხვეწე ამ ბიოფსიაზე (ჩემით ვიპოვე ფორუმებზე) ერთი წლის წინ სანამ ბოლო-6-ე ინვიტროს გავიკეთებდი და არ დამთანხმდა - ჩემთვის ეგ ბიოფსია არაფერს არ ნიშნავსო - მეცნიერულად დამტკიცებული ტესტი არ არისო. დამაკარგინა ერთი წელი, ხო მეცოდინებოდა აქამდე პასუხი.

დღეს ვნახე გინეკოლოგი ვინც ბიოფსიას აკეთებს და შემდეგი ციკლიდან დაახლოებით 21-ე დღეს გავქკეთოთო. პროვამესით და პროჟესტერონით უნდა მოვემზადო მანამდე.
თან კიდევ კარგი ვუთხარი DHEA-ს ვსვამ მეთქი - მითხრა გააჩერეო, პროჟესტერონს ამაღლებს და შედეგი მცდარი გამოვაო.

zikata7
რაღაც მაგდაგვარი გამიგია ერა ტესტი ქვია. მაგრამ არ ვიცი ზუსტად. კითხე, ქეთისთან კეთდება.

Posted by: Anukia198889 10 May 2017, 20:28
taka26
გილოცავ საყვარელოო... მორჩა შენი ტანჯვა და წუწუნი. ახალი შემართებით იყავი უკვე. ღმერთმა დარჩენილი 36 კვირა მშვიდათ და ჯამრთელად გაგატარებინოს. მომალოცინოს ჯამრთელი და ლამაზი ბარტყის დაბადება საყვარელო.

Posted by: gogona3 10 May 2017, 20:39
LK1
smile.gif მადლობა გამხნევებისთვის, დღეში ისევ ხველაშI გადამივიდა, მთელ მუცელს ვიბრუნებ ისე მახველებს,არადა არაფერს ვიკლებ-გავიჭყიპე დღეს ლიმნიანი ჩაით...
LTB1948
კი კი მასე ვიკეთებ, პირველი არაა რომ ვიკეთებ, დიდი ხნის გამოცდილება მაქვს smile.gif მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა რომ მილურჯდება, ადგილი აღAრ მაქვს რომ დავირჭო smile.gif))

გოგოებო, E2 ანალიზს ზუსტად როგორ ჰქვია? დღეს რარჩ ანალიზები ჩავაბარე, თეოს დაწერილი ფურცელი მივაწოდე მიმღებში გოგონას და მერე აღმოვაჩინე რომ E2 ანალიზი არ ეწერა, ანუ არ ამიღია და ზუსტი დასახელება მჭირდება რომ ვიცოდე ავიღე თუ არა smile.gif))))
* * *
taka26
თაკაა, გილოცავ smile.gif აბა მშვიდობიანი ორსულობა შენ smile.gif ჩემი 18 როდის მოვა ნეტაsmile.gif))გულლი მიწუხდება სანამ არ დავრწმუნდები რომ ჩემთან არის smile.gif

Posted by: tweety86 10 May 2017, 21:03
taka26
ნამცეცუნა ეგ :* აუ რა განცდებში იქნებიი. გადამდებია სიხარული

Posted by: akunabakuna 10 May 2017, 22:28
Gogona3
E2 - ესტრადიოლი არის.

Nino84
არა, LTB1948-ს მივწერე, ანტიფოსფოლიპიდური ახსენა და მაგ საკითხში ვიცი რომ შენარჩუნების პრობლემა არის და დარჩენასაც თუ უშლის ხელს არ ვიცი, შენ ქეთიმ გითხრა ანტიფოსფოლიპიდურზე რამე?
მაგ საკითხში გამიგია რომ ჯანგიძე მარინა არის ძალიან მაგარი, ანუ ვისაც ეს პრობლემა აქვს და შენარჩუნება არ ხდება.

Posted by: tweety86 10 May 2017, 22:52
akunabakuna
მარინა რა გვარია?

უი დაგიწერია გვარიც...

Posted by: tasiko13 10 May 2017, 23:02
taka26
თაკაააა,როგორ გამეხარდა შენი ახალი ამბავი ვერ აგიხსნი....გილოცავ!გილოცავ!გილოცავ!ძალიან ძალიან ყოჩაღი ხარ.ბედნიერ დედობას გისურვებ.რა ნერვებ მოშლილი,არც იფიქრო რო რამე პროცედურები და წვალება დაგჭირდა ამ ყველაფრისთვის.დაიკიდე,ვერც იგრძნობ ისე გაივლის ეგ სამი თვე და კიდე ორჯერ სამი

Posted by: Anukia198889 10 May 2017, 23:14
tasiko13
სად დაიკარგე ჩემო კარგოო? აბა მოყევი როგორ ხართ შენ და შენი ბაჭიაა... ნუ გვეკარგებით ეს ძველი გამოცდილი ინვიტროელებიიი. გვენატრებით ხოლმე
* * *
გოგოებოი ეს ყვითელი სხეულის ცისტა რომ ყოველ თვეში ყალიბდება ნორმალურია?წინა თვეში რეგულონის ფონზე გაიწოვა მშვენივრად. ამ თვეში არ მიმიღია არანაირი კონტრაცეპტივი აღარ მჭირდებოდა ნუ. დღეს ციკლიდან 15 დღეს ვნახეთ რომ გამსკდარა ჩემი ფოლიკული და ლუთეინურ ცისტათ ჩამოყალიბებულა. რა ვუშველოო? დუგლასში სითხე იყო და სავარაუდოთ ახალი გამსკდარიაო.

Posted by: LTB1948 11 May 2017, 00:14
akunabakuna
არა, რევმატოლოგმს, მაკა იოსელიანთან და ქართველიშვილთან დავდიოდი Dა მკურნალობას რომ მოვრჩი, გამაფრთხილა რევმატოლიგმს, რომ გინეკოლოგსაც მიეცი ანალიზების პასუხები რომ გაითვალისწინოსო და ქეთიმაც ნახა. მოშლაც მქონდა და გარეც. Aრ იყო ჩემს შემთხვევაში იმუნური ფაქტორი გადამწყვეტი, თუმცა მთლიანობაში ჩემს პრობლემას ართულებდა
* * *
zikata7
მე აუტოიმუნური დაავადებები მაქვს, იდიოპათიური ფოსფოლოპიფური სინდრომი, მსუბუქი ფორმით და ვიტილიგო. თუ არაფერი გჭირს რატომ გადაწყვიტე რომ ენდომეტრიუმის იმუნიტეტის პრობლემა გაქვს? აუარებრლი ტესტია, ჩივილები თუ არ გაქვს, აბა როგორ უნდა
გირჩიოს ექიმმა რომელი ტესტი გჭირდება? თუ ჩივილები არ გაქს, სავარაუდოდ არც პრობლემა გაქვს. ზემოთ რომ დაწერა ის გოგო საფრანგეთშია,
აქ არ კეთდება ეგ ტესტები და
ალბათ არც გჭირდებს

Posted by: zikata7 11 May 2017, 08:42
LTB1948
ააა გასაგებია.. ძალიან დამამშვიდე მადლობაა დიდიი

Posted by: akunabakuna 11 May 2017, 10:02
LTB1948
რითი დაადგინე ანტიფოსფოლიპიდური?
რა ანალიზები გაიკეთე?
შენთან ორსულობა ბუნებრივად დგებოდა თუ ინვიტროთი?
მე 5 წლის მერე, ერთხელ ბუნებრივად დავრჩი, მეხუთე კვირაზე გავიკეთე ანტიფოსფოლიპიდები და მწვავე ფორმა მქონდა, ანტიკოაგულანტებს ვიკეთებდი, მაგრამ ნაყოფი არ განვითარდა და ვფიქრობდი რომ უფრო დაბალი ხარისხის კვერცხუჯრედის ბრალი იყო, ვიდრე ანტიფოსფოლიპიდურის.

Posted by: LTB1948 11 May 2017, 12:34
akunabakuna
მოვძებნი ანალიზების სრულ ჩამონათვალს, რაც მახსოვს ანა მქონდა დადებითი და რამდენიმე ანტიფპსფოლიპიდის ანტისხეული დადებითი, დაბლ დს დნა უარყოფითი მქონდა და ლუპუსი გამოირიცხა. ჰო კიდევ ლუპუსის ანტი კოაგულანტი მქონდა დებდებითი, ასევე როე მქონდა საკმაოდ აწეული + ჰიპერკოაგულაცია, რაც ახლაც მაქვს და ფრაქსიპარინი+ კარდიომაგნილი მჭირდება
ყველა ორსულობა ინვიტროთი მქონდა, ანუ აუტოიმუნური არ იყო გადამწყვეტი პრობლემა, ჰორმონალური დისბალანსიც მქონდა და ენდომეტრიუმის პრობლემა + ოლიგოსპერმია, ადრე სხვადასხვა ინფექციებიც გვქონდა და ეგენიც მოვიშორეთ. მოკლედ, ბევრი პრობლემა გვქონდა.
რაც შეეხება შენს პრობლემას, ალბათ ექიმის გადასაწყვეტია რა იყო მთავარი ხელის შემშლელი. ჩემს შემთხვევაშიც ქეთიმ ჩათვალა, რომ აუტუიმუნური არ იყო გადამწყვეტი. კვერხუჯრედი, ღრუ და ოლიგოსპერმია იყო უფრო პრობლემა. თუმცა, ჩემი აზრით, რადგანაც სისხლის შედედების პრობლემები მაქვს, სავარაუდოდ აუტოიმუნური სტატუსიდან გამომდინარე, ესეც ხელს უშლიდა. ზოგადად, სისხლის ადექვატური მიწოდება საკვერცხეებისთვის და საშვილოსნოსთვის მნიშვნელოვანია ფოლიკულის განვითარებუსთვისაც და მიმაგრებისთვისაც. ანუ კვერცხუჯრედის ხარისხზეც მოქმედებს და მიმაგრებაზეც. ჩემი აზრით, ანტიკოაგულანტების გადატანამდე დამატებაც საკმაოდ დამეხმარა და ის მკურნალობაც, რაც ინვიტრომდე ჩავიტარე, რამაც ზოგადად ორგანიზმის აუტოიმუნური ანთების ფონი შეამცირა და ზოგადად მდგომარეობა გამიუმჯობესა.
ჩემი აზრით, ჩვენნაირ რთულ შემთხვევებში მარტო ერთი პრობლემის გამო არ ხდება ორსულობის არ დადგომა/შეწყვეტა. ჩემს შემთხვევაში, პრობლემების ბუკეტი გვქონდა + ასაკიც დაემატა ამ ექიმების ხრიდან მკითხაობაშ, თუ რა იყო მიზეზი. ჩემი აზრით, ბევრი მიზეზი იყო ერთად. მგონია, რომ ინვიტრომდე ორგანიზმი მაქსიმლურად ოპტიმალურ მდგომარეობაში უნდა იყოს და შანსებიც მეტი გვაქვს მაგ დროს. სამწუხაროდ, ყველა პრობლემა შესწავლილი არ არის, თუმცა მე მჯერა, რომ თუ ორსულობა ვერ დგება, მიზეზი აუცილებლად არსებობს და ქალიც და კაციც მაქსიმაურად უნდა დააკვირდეს თუ რა ჩივილები აქვთ და მიზეზები ეძებონ. ჩემი აზრით ბედს და ქართველ ექიმებს მინდობა, არაა გამოსავალი.
მე ქეთის ძალიან ვენდობი, მაგრამ ვთვლი, რომ სწირად მოვიქეცი რევმატოლოგ/ალერგოლოგებშიც რომ ვირბინე, ესეც დაეხმარა ჩვენს მდგომარეობას. ასევე ძალიან დაგვეხმარა უროლოგი, განსკუტრებიტ მეუღლის შენთხვევაში, მე დიდად პრობლემა არ მქონია.



Posted by: იათო 11 May 2017, 15:26
LTB1948
რომელ უროლოგთან იყავით? ჩვენ ტყუილად ვიბოდიალეთ ამ ექიმებში, მაინც არ გამოსწორდა მდომარეობა sad.gif

Posted by: LTB1948 11 May 2017, 15:54
იათო
ჩვენ დავდიოდით ალეკო კაკონაშვილთან. არ ვიცი ახლა მუშაობს თუ არა ისევ, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა შარშან და მგონი ვეღარ იღებს პაციენტებს. ნომერს მოვძებნი და პ,-ში მოგწერ, უნდა მქონდეს ძველი დანიშნულების ფურცლებზე და მოვძებნი ნომერს

Posted by: იათო 11 May 2017, 15:56
LTB1948
მადლობა დიდი <3 და ისე რამდენად გქონდათ პროგრესი?

Posted by: rosonera 11 May 2017, 16:01
LTB1948
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომზე მეც გავიკეთე ანილიზი , ტესტი მიჩვენებდა ხოლმე და ხეგეთი არ მიდასტურდებოდა, ერთი მაჩვენებელი ანექსინ v - მეწერა მხოლოდ პლიუსი, მაშინდელმა ჩემმა ექიმმა ეს არ ჩათვალა დარღვევად, ქეთისთვის არც კი მიჩვენებია ეს ანალიზი, არც უთხოვია და ნეტა რამე დარღვეა ხომ არაა ამ მხრივ, ამაზე ხომ არაფერი იცი?

Posted by: BA84 11 May 2017, 19:07
akunabakuna
ადრე შენც დაწერე და მეც დავწერ, როგორ გავს ჩვენი ანამნეზები ერთმანეთს, მეც ჩემიტ ვარ ერთხელ ორსულად დარჩენილი 7 წლის მერე ოღონდ და 6 კვირაზე შეწყდა.

rosonera
მეც დავფიქრდი ეხლა მაგ ანალიზზე, როგორ კეთდება? სისხლით?


Posted by: taka26 11 May 2017, 19:09
ჩიყვის ჰორმონი მაქ მომატებული 6,25 ზე. არდა 3,2 ზე მქონდა. ქეთიმ ლ თიროქსინი გაზარდე 100 მდეოო. ცოტა ამენერვიულა რაა

Posted by: glamo 11 May 2017, 19:26
taka26
მგონი ყველას ემატება ეგ, ადრე გქონდა ჰიპო? მეც მომემატს ორსულობაში და მთეñი 9 თვე 100მკგ-ზე ვიჯექი. ეხლა ისევ დამიწიეს დოზა რომ გავაჩინე. ნუ ნერვიულობ, ჩვეილებრივი ამბავიაო ექიმმა.

Posted by: taka26 11 May 2017, 19:55
glamo
ქეთიმაც მოგმატებიიაო იცის
ორსულობამო
მარა კარგი არააო,50! ანს ვსვვავდი აქდე და ეხლა 100 ზე ვარ

Posted by: LK1 11 May 2017, 20:18
ქეშ-ქეშ თუ გამოჩნდები, ლუთეინა მოგიხსნეს? ან იქნებ ვინმემ იცოდეთ რომელ კვირამდე აგრძელებენ ლუთეინას?

Posted by: akunabakuna 11 May 2017, 21:17
LTB1948
ძალიან დიდი მადლობა, ასე სრულად რომ დაწერე ყველაფერი, ქეთის კი ვუთხარი ადრე ანტოფოსფოლიპიდური მქონდათქო და დიდად არ გაუმახვილებია ყურადღება, ისევ შევახსენებ.
გამიგია რომ პლაზმოფერეზიც სწევსო დაბლა ტიტრს და ვინმეს ხომ არ გაგიკეთებიათ?

Posted by: LTB1948 11 May 2017, 21:50

rosonera
მიუტანე Aნაზლიზი და შეახსენე რამე ხომ არ დავამატოთთქო, მე ამ ციკლზე ვუთხარი რომ ადრე დავიეყით ფრაქსუპარინი და დამეთანხმა და დოზაც მაღალი დამინიშნა თავიდანვეtaka26 სწირად დაუმატებია, ორსულობისაა და Dაორსულებისასაც ტსჰ 1 დან 2 მდე უნდა იყოს, 3-იც მაღAლია, 6 უკვე ჰიპოთირეოზია

* * *
იათო
ძალიან დაეხმარა ჩემს ქმარს, ლამის 6 თვე მოვუნდით, ძნელად რჩება ინფექციები, მკურნალობის მერე კიდევ 2თვეში გაგვაკეთებინა და რეციდივი იცისო, ქსოვილებში რჩება, მკურნალობის მერე, თუ ბოლომდე Aრ მორჩა რეციდივი იცის. ჩემს ქმარს სადინარის გახსნა Dასჭირდა, მტკივნეული პრიცედურაა, კი აყუჩებენ მაგრამ მაინც. ამის მერე რეციდივი აღარ ჰქონია და სპერმოგრაც საგრძნობლად გაუუმჯობესდა, ნუ სადღაც 6 მილიონიდან 30 ზე ავიდა და მორფილოგიაც გაუმჯობესდა, დაზიანებული ფორმები შემცირდა

Posted by: mashusha 11 May 2017, 22:22
ახლა ვუყურე სხვა რაკუსრში თეა დარჩიას. 80% მეოთხე სვილზე მიტხრეს დაუნის სინდრომით დაიბადებაო. გერმანიიდან 4ჯერ მომიიდა პასუხიო. ბავშვი ჯანმრთელია, გავგიჟდი!

აქ ერთი გოგო დარდობდა... გადაამომწე რა!

Posted by: gogona3 11 May 2017, 22:58
საღამომშვიდობის,ვინმეს ალერგიული ფონი გქონიათ ორსულობის დროს?მეორე დღე ერთი ხელზე ვამჩნევ წითელ წინწკლებს,მთლიან მტევანზე და ალერგია შეიძლეიბა გამოიწვიოს წამლებმა?ხელის კრემს არ ვისვამ უკვე რომ იმას დავაბრალო...
* * *
mashusha
მეც ვუყურე,სასწაულია რა,უფლის რწმენა რამდენს ნიშნავს...

Posted by: .ნინო 12 May 2017, 03:13
mashusha
gogona3

მეც ვიცნობ ერთ ქალს, თანაც ევროპელს, ყველა ანალიზი საეჭვო იყო. აუცილებლად დაუნიზმი იქნებაო გააფრთხილეს და სრულიად ჯანმრთელი დაიბადა ბავშვი. იმიტომ ვარ მუდამ მაგ ანალიზის წინააღმდეგი. ოფიციალურად აქვს ცდომილება 40%....

Posted by: Lemon Curd 12 May 2017, 14:48
აქაც დავწერ რა:
გოგოებო, ხომ არ იცით, ტესტის ცრუ დადებით შედეგს პროგესტერონის ინექცია ან დივიგელი იწვევს? მე ვიცი, რომ ორგალუტრანი იწვევს, მაგრამ მისი გაკეთებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა.
ტრანსფერიდან მე-8 დღე მაქვს, ვერ მოვითმინე და ჩინური თუ რუსული, მოკლედ ყველაზე იაფიანი ტესტი გავიკეთე, მეორე ხაზი გამოჩნდა. ვიცი, რომ ჯერ ძალიან ადრეა, და ისიც, რომ ტესტი შეიძლება წამლების გამო იყოს დადებითი, მაგრამ ხომ იცით თითოეული პატარა ნიშანი ისეთი იმედია smile.gif

Posted by: Kato81 12 May 2017, 15:29
Lemon Curd
მე მგონია რომ არ ცდება ეგ ტესტი smile.gif წინა თვეში მეც ვხმარობდი დივიგელს და ოვიტრელიც მქონდა გაკეთებული მაგრამ ტესტმა უარყოფითი აჩვენა, სწორად...ასე რომ მთლად წამლებს ნუ დააბრალებ, წარმატებებს გისურვებ :*

Posted by: Lemon Curd 12 May 2017, 16:26
Kato81
შენც წარმატებები, აუცილებლად და ძალიან მალე.
დიდი დიდი მადლობა

Posted by: Anukia198889 12 May 2017, 16:55
Lemon Curd
ხეგეს როდის აბარებ? აუცილებლად მიგეწება შენი ბაჭია და იმის მეორე ხაზია ეგ. დაწერე მერე შენი დადებითი ხეგე რაა. როგორ მეიმედებით ნეტა იცოდეეთ ყველა. პორველი ცდაა შენი?

Posted by: Batakeke 12 May 2017, 17:10
Lemon Curd
მეც მერვე დღეს მაჩვენა

Posted by: BA84 12 May 2017, 17:40
Lemon Curd
კარგის ნიშანია ეგ ამბავი, მიხარია. წამლებს ვერ დააბრალებ მგონი, ბევრს უჩვენებს მე -8 დღეს. წარამტებები და გაგვახარე შენი ამბებით მალე

Posted by: compte.paris75 12 May 2017, 19:10
LTB1948
მეც გაკეთებული მაქვს თრომბოფილიის სრული გამოკვლევა და არაფერი არ გამოჩნდა

Posted by: Dreamer_ta 12 May 2017, 19:12
mashusha
მე მითხრეს კისრის ნაოჭი 6.5 სმ , გადავამოწმე მეორესთან იმან 7 არისო biggrin.gif ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ ჩემი შვილი დაუნი დაიბადებოდა და არც აბორტი გამივლია ტვინში smile.gif გენეტიკური ანალიზიც ჩავაბარე ორმაგი და სამმაგი და სამმაგში იყო ვითომ რაღაც პრობლემა , არც მაინტერესებდა და არ დავუკვირდი.ღმერთის წყალობით ჩემი ბიჭი დაიბადა სრულიად ჯანმრთელი love.gif მეორეს როცა დავაპირებ საერთოდ არ გავაზომინებ მაგ კისრის ნაოჭს თუ რა ჯანდაბაც არის :\

Posted by: taka26 12 May 2017, 19:20
Dreamer_ta
წნუისე გამოდის ეხლა, რომ გითხრანკისრის ნაოჭი ორამდეაო შეილება ეგეც მცდარიიიყოს და 8 იყოს? ჯვარი გვწერია ყველას

Posted by: Lemon Curd 12 May 2017, 19:37
Anukia198889
Batakeke
BA84

ბოდიში, გასული ვიყავი და ვეღარ გიპასუხეთ. დამაიმედა ამ ტესტის პასუხმა და თან დაჯერებისაც მეშინია. ტრანსფერის დღის ჩათვლით გამოდის 9.

სისხლის ანალიზი 16-17-შიო ქეთიმ. იქამდე უბრალოდ უფრო დამშვიდებული დაველოდები. მადლობა დიდი კეთილი სურვილებისთვის, გკითხულობდით ხშირად და ისე მიხაროდა ამ განყოფილებაში ყველას დადებითი პასუხი, თითქოს მე გადავდგი წინ ერთი ნაბიჯი და უფრო მივუახლოვდი ჩემს მიზანს smile.gif

Anukia198889
QUOTE
პორველი ცდაა შენი?

კი, პირველი

Posted by: taka26 12 May 2017, 19:40
გოგოებო 17 ოჰპ ანალიზი, ვისაც გაქვთ ჩაბარებული შედეგი რამდენიგქონდათდამიწერეთ რაა,

Posted by: Batakeke 12 May 2017, 19:54
taka26
20,5 მქონდა. მერე 19. 12 კვირისა რომ მივედი აღარ ჩამაბარებინა. მეთიპრედს ვავამ 6 მგ.

Posted by: taka26 12 May 2017, 20:02
Batakeke6,98 მაქ მე და მეთიპრედი მომიმატა 1/4.. მალეიწევა ნეტა წამლის ფონზე?

Posted by: Batakeke 12 May 2017, 20:25
ჩემი ვერ დაწიეს,მაგრამ პრობლემა არ შემქმნია. მეშინოდა კი. კვერცხუჯრედები რომ ამიღეს იმთვეშივე გადამიტანეს და დამეწყო ჰიპერის ნიშნები. საკვერცხეებიც ვეღარ დააპა ტარავეს. შენ არ გაქვს მაღლი ძალიან და დაიწევს.

Posted by: anabanaankabanka 12 May 2017, 20:27
Lemon Curd
არცერთი ეგ წამალი არ აჩვენებს ცრუ დადებითს. მეც მე8 დღეს მიჩვენა 60 თეთრიანმა ტესტმა smile.gif

Posted by: Dreamer_ta 12 May 2017, 21:05
QUOTE (taka26 @ 12 May 2017, 19:20 )
Dreamer_ta
წნუისე გამოდის ეხლა, რომ გითხრანკისრის ნაოჭი ორამდეაო შეილება ეგეც მცდარიიიყოს და 8 იყოს? ჯვარი გვწერია ყველას

მაგაზეც მიფიქრია სხვათაშორის და ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა იყოს ეს კისრის ნაოჭის გაზომვა , როცა ამხელა ცდომილებაა გინდა ექოზე გინდა ანალიზებში :/ თან ისეთ დიაგნოზს ეხება რომ აბორტის საშიშროებაა. ახლა გავიგე სისხლის ანალიზს აკეთებენ ჩაჩავაში , მგონი 600 დოლარამდე ღირს და თითქმის ზუსტიაო, რა ქვია აღარ მახსოვს

Posted by: gzaabneuli 12 May 2017, 21:12
LTB1948
როგორ ხარ? გამიხარდა შენი ნიკი რომ ვნახე, მითხარი რომ კარგი სიახლეებია შენთან:-)

Posted by: Lemon Curd 12 May 2017, 22:46
ერთი კითხვა მაქვს, ვინც პროგესტერონს იკეთებს, იქნებ დამეხმაროს: ნანემსრებს რითი შველით? აქამდე არ მაწუხებდა, ბოლო ორი გაკეთება გამიმაგრდა წამლის შეყვანის ადგილი. რა შეიძლება გავაკეთო? მადლობა წინასწარ.
* * *
anabanaankabanka
QUOTE
არცერთი ეგ წამალი არ აჩვენებს ცრუ დადებითს. მეც მე8 დღეს მიჩვენა 60 თეთრიანმა ტესტმა

jump.gif

Posted by: newmoon2016 13 May 2017, 01:19
ისევ გიერთდებით გოგოებო smile.gif დავიწყე ამ ციკლში ინ ვიტროს მეორე მცდელობა , წინა ცდაზე 4 ამოღებული ფოლიკიდან 1 იყო და ისიც არ განვითარდა, ანუ გადატანამდეც ვერ მივედი. ეხლა მგონი მაღალი დოზებით დამიწყეს გონალი 375 დღეში და მენოგინი 75 მგ, ორშაბათს ვნახავ რა დამხვდება, ვნახოთ..
ორი კითხვა მაქვს თქვენთან:
* საშინელი თავის ტკივილი მაქვს მეორე დღეა და შეიძლება ამ სტიმულაციის ბრალი იყოს?
* ანტიმ. მქონია 0.36 , ხო და ასეთი დაბალი მაჩვენელბლით ნეტა თუ გამოვა რამე? ვარ 38 წლის


Posted by: pepi grdzelicinda 13 May 2017, 09:13
Lemon Curd
ყოველ საღამოს იოდის უჯრები დაიხატე , მე მაგრად მიშველა smile.gif

Posted by: iratta_26 13 May 2017, 13:08
newmoon2016
წარმატებები smile.gif ვისთან იკეთებ?

Posted by: rosonera 13 May 2017, 13:15
newmoon2016
წარმატებებიი, smile.gif

Posted by: Lemon Curd 13 May 2017, 13:16
pepi grdzelicinda
გმადლობ, მაგასაც ვცდი

Posted by: mariami17 14 May 2017, 09:08
გოგოებო დივიგელს მერამდენე კვირაზე ხსნის ქეთი?

Posted by: SRB100 14 May 2017, 10:25
taka26
7,25 მქონდა მე და მეც ეგრე დამინიშნეს.
ჩამოვიდა უკვე 4,05 იყო ბოლოს და ნახევარს ვსვამ ეხლა..
იმედია მალე სულ მომიხსნის, თორემ მეზიზღება ეგ წამალი, ყველაზე საშინელი გემო აქვს დედამიწის ზურგზე :/

Lemon Curd
გაკეთების წინ ათბობ? შეათბე ცოტა ამპულა და ისე გაიკეთე.
თუ მაინც გაგიმაგრდება იოდის კლეტკები მიაშველე..

Posted by: pepi grdzelicinda 14 May 2017, 12:36
mariami17
12-13 კვირაზე დაახლოებით

Posted by: Lemon Curd 14 May 2017, 12:36
SRB100
ვათბობ კი, თავიდან რამდენიმე დღე არც მემჩნეოდა საერთოდ, ბოლო გაკეთება ყველა მიმაგრდება.
გავაკეთე გუშინ, მადლობა, მიშველის ალბათ ნელ-ნელა.

Posted by: natia8@ 14 May 2017, 16:56
გოგოებო ქეთი საქართველოშია? სამსახურში იქნება ხვალ?

Posted by: taka26 14 May 2017, 16:58
SRB100
რამდენ ხანში ჩამოგივიდა 4ზე?
17 ოჰპ რამდენი გქონდა?

Posted by: mariami17 14 May 2017, 18:10
ქეთი 20 ში ბრუნდება საქართველოში. ესპანეთში არიან

Posted by: compte.paris75 14 May 2017, 18:11
newmoon2016
თავის ტკივილები მე არ მქონია.
რავიცი არიან ასაკიანი გოგოები ვინც 0.1 AMH-ზე იკეთებენ ინვიტროს და ვინმეს თუ აქვს შედეგი კი არ ვიცი.

გოგოებო, ვინც დაბალი ანტიმიულერით დაფეხმძიმებულხართ 38-43 წლის ასაკში, იქნებ მოყვეთ თქვენი გამოცდილება

Posted by: gogona3 14 May 2017, 20:58
გილოცავთ თამარობას ყველა თამარს და არა მარტო smile.gif

გოგოებო რა მაინტერესებს იცით, მენსტრუალური მოვლითი ტკივილები დღემდე მაქვს და ნეტა ეს რამე ცუდის ნიშანია?

Posted by: zikata7 14 May 2017, 21:57
გოგოებო დღეს 12 დღე მაქვს მენსტრუაციიდან და ისევ მაქვს ცოტა მენსტრუაციული გამონადენი არადა ამ ციკლში გადატანა მიწევს და რამე საშიში ხომ არარის? რიგევიდონს ვსვამ და ქიმაროლ ფორტეს დღეში სამს.. კისტები იყო გადმოყოლილი და გადავდეთ მომდევნო ციკლზე.. ახლა კი ეს ციკლი გამიგრძელდა. Oდნავ კი მაქვს გამონადენისავუთ მაგრამ რა არის ნეტა


Posted by: taka26 14 May 2017, 23:37
gogona3
დღემდე ეგრე ვარ )) მეც
ნერვები გამიმწარდა

Posted by: natia8@ 15 May 2017, 08:51
mariami17
კლინიკაში არიან ალბად ხომ? ციკლის მეორე დღეს მიწევს მისვლა და ველოდები დღეს ან ხვალ.

Posted by: Anukia198889 15 May 2017, 09:01
natia8@
natia8@
კლინიკაში არავინ არ არის. ყველა წასულია გარდა ექოსკოპისტისა. 20 ან 22 ში დაბრუნდებიან.

Posted by: gogona3 15 May 2017, 09:46
taka26
მთავარია რამე არ დაგვიშაოს თორემ იყოს ჰა..)))) გოგო კიდევ რა მაინტერესებს,როგორ წვები ხოლმე? მე კუცელზე უჯვე აღარ ვწვები და ზურგზეც. ცდილობ არ დავწვე,სადღაც წავიკითხე ზურგზე წოლა არაასასურველიო და უკვე ვწვალობ ხან მარჯვენაზე,ხან მარცხენა გვერდზე წოლით

natia8@
ვაიბერში მიწერე ქეთის რა გააკეთო,გიპასუხებს აუცილებლად smile.gif
* * *
zikata7
შენს ექიმს კითხე აუცილებლად

Posted by: SRB100 15 May 2017, 09:50
taka26
7,47 მქონდა სულ თავიდან 5-6 კვირის ვადაზე.
ეხლა 18 კვირის ვარ და 4,25-ია და ნახევარზე ჩამომიყვანეს.

ნელ-ნელა ჩამოვა არ შეგეშინდეს, მე დავფეთდი თავიდან ძალიან და სულ ტყუილად.

Anukia198889
შენ როგორ ხარ?
როდისთვის გეგმავ გადასკუპებას? :**

Posted by: mariami17 15 May 2017, 10:11
გოგოებო 17 OH პროგესტერონი 2.49 მქონდა 8 კვირაზე და მთელ ტაბლეტ მეთიპრედს მასმევენ. ნეტა რამე ხომ არ შეეშალათ?

Posted by: Anukia198889 15 May 2017, 10:23
SRB100
მე მაგარ ამბებში ვარ ძაან.მადლობა რომ გახსოვარ. :* ერთი თვე ვიყავი მარტო ფოლიკულური კისტის გარეშე. და ის თვე თანხა არ მქონდა ხელში. ამ თვეში კიდე მათ წავიდნენ და ვერ გადავიტანეთ. ეხლა ციკლს ველოდები ისევ ფოლიკულური კისტით ვარ. მივწერე თამთას არ მინდა ივნისიც გადამედოს და რამე კონტრაცეპტივი დამინიშნე თქო მაგრამ არ უნდაო. კარგია თავისით გაიწოვოსო და წამოვა ციკლზე ეს ყვითელი სხეულის ცისტააო. მოკლედ ველოდები ციკლს გულის ფანცქალით. 15 დღეს გამსკდარი დაგვხსა ფოლიკული ამ თვეში და ცისტად გადაგვარებული. ენდომეტრიუმი 10.6 მქონდა. ვფიქრობ კონტრაცეპტივის დანიშვნა ენდომეტეიუმის გამო არ უნდა. გამიგია ათხელებსო

Posted by: Tamara1988 15 May 2017, 10:23
zikata7
მე 21 დღე მქონდა . ქეთიმ კი მითხრა საშიში არ არისო უამრავი ყვითელი სხეული მქონდა და ეს იყო მიზეზი.
თუმცა შენ მაინც დაურეკე შენს ექიმს და კითხე რომ დამშვიდდე.

Posted by: Lemon Curd 15 May 2017, 10:24
Mariami17
0.502 მაქვს პროგესტერონი ინვიტრომდე და დანიშნული მაქვს მეც ერთი აბი. ნეტა მერე ამცირებენ დოზას? მგონი სტანდარტულად ერთს ნიშნავენ.

Posted by: Anukia198889 15 May 2017, 10:26
Tamara1988
ეხლა როგორ ხარ? 21 დღე გქონდა ციკლი? ნახე ექოზე აქვთ გაწოვა დაწყებული თუ არ გინახავს

Posted by: taka26 15 May 2017, 10:45
gogona3
არ დამიჯერებ მარაფეხის წვივებიც კი მტკოვა და ძილში ისე ვჭიმავ ხოლმე ლამის გამძვრესბავშვი, ისე მაწუხებს...
როდის მიდიხარ ეხოზე? მე პარასკევს გულის ცემაზე


სრბ
ვეგარ დაგგთაგე მე 6 მქონდა ეგ 17 ოჰპ და ჩიყვი 6,25
ანალიზები რამდენ ხანში გადაიკონტროლე?

Posted by: Tamara1988 15 May 2017, 10:49
Anukia198889
არა აღარ მინახავს. ქეთის ველოდები. 22ში ვარ დაბარებული თან ციკლიც მიწევს უკვე და ნეტა ჩვეულებრივად თავის დროზე მომივა როგორ მაინტერესებს biggrin.gif
მიკროგინონს ზეგ ვამთავრებ და ალბათ კვირას ან ორშაბათს მომივა. ვნახოთ.......


Posted by: SRB100 15 May 2017, 10:55
Lemon Curd
კიიი შეგიმცირებენ, 5 კვირაზე რომ მიხვალ ჩამოგიყვანს ნახევარზე ან პირდაპირ მეოთხდზეე..

mariami17
დოზა უნდა შეგიმცირონ შენც წესით, შეახსენე აუცილებლად smile.gif

Posted by: mariami17 15 May 2017, 11:11
SRB100

როგორ მძულს ეგ მეთიპრედი. მაგაზე საშინელება არაფერი დამილევია. ისედაც ყველაფერი შემძულდა საკვები და სულ გულის რევის შეგრძნება მაქ და მაგას რომ ვსვამ მგონია ამერევა გული თქო.

Posted by: SRB100 15 May 2017, 12:21
mariami17
მეც ეგრე ვარ, მიაყოლე რამე პურის ნატეხი ან შოკოლადი..
საშინელი გემო აქვს..

Posted by: gogona3 15 May 2017, 13:14
taka26
მე ფეხი მეკვანძება ხოლმე ))) ხუთშაბათს მივდივარ ექოზე,ვეღარ ვძლებ სანამ არ მეტყვიან რომ ყველაფერი რიგზეა,მენერვიულება smile.gif რა მალენგავიდა შეთან დრო,უკვე გულისცემაზე მიდიხარ smile.gif

Posted by: takotatuli1989 15 May 2017, 13:35
Lemon Curd
შენ ხეგეს არ იკეთებ დღეეს?

Posted by: taka26 15 May 2017, 13:58
gogona3
gogona3
ხვალ რომიხვიდე უკვე გაიგებ გულის ცემას; დდდ მე 17 დღეს ვიყავი გადატანიდან

Posted by: Lemon Curd 15 May 2017, 14:16
takotatuli1989
ხვალ უნდა მივიდე, 16-17იო და ადრე არ მინდოდა მისვლა smile.gif

Posted by: SRB100 15 May 2017, 14:45
taka26
შემდეგ მისვლაზე როცა დაგიბარებენ გადაგიმოწმებენ, სადღაც ერთ თვეში დაახლოებით.

Posted by: taka26 15 May 2017, 14:58
SRB100
ქეთი ხო არ მინახავს რაც ორსულობა მაქ,19 შიცც ვერ ვნახავ ან როდის უბდა მივიდე ქეთისთან ეგეც არ ვიხი

Posted by: gogona3 15 May 2017, 15:28
taka26
მემგონი გულისცემას ასე ადრე ვერ გავიგებ,ეხლა უ რალოდ ექოზე გამოჩნდება და მერე ერთ კვირაში გულისცემაზე დამიბარებენ...შენფ ხო ასე ხარ?

Posted by: taka26 15 May 2017, 15:36
gogona3
შენ პირველ ეხოზე 21 დღეს მიდიხარ და მე 17 დღეს უკვე ვიყავი ეხოზე და გამოჩნდა..26 დღეს გულის ცემაზეივდივარ იმედია გაიგებენ და 40 ლარს ნაადრევად არ მასროლინებენ

Posted by: gogona3 15 May 2017, 16:06
taka26
გაიგებენ თორეკ არ დავიბარებდნენ...ისე ვფიქრობ მეც ადრე ხო არ მივიდეთქო,შენთან თუ გამოჩნდა ჩემთანაც ხო გამოჩნდება,ჩემი დაჟე 22-ე დღე გამოდის,27-ში მქონდა გადატანა მე...ვეღარ ვუთმენ,ეს ლოდინი საშინელებაა რა

Posted by: taka26 15 May 2017, 16:37
gogona3
მიდი ხვალმერეე ჩემი ეგრევე დაინახაა, მიდი ხვალ და უთხარი ვაბშე წელი მტკივა და შევშინდიო, ექიმს ვინ კითხავს მე თუ მინდა ყოველდღე ვივლი ეხოზე

Posted by: gogona3 15 May 2017, 19:58
taka26
ხშირი ექოს გაკეთება არ შეიძლება და მაგიტომ ვფიქრობ თან თავის დროზე ხო არ მივიდე,ნაჩქარევად კიდევ არ მომიწიოს მისვლათქო))))

Posted by: taka26 15 May 2017, 21:22
gogona3
რამდენი წლის ხარ??))))

Posted by: minion90 15 May 2017, 22:05
gogona3
QUOTE
ხშირი ექოს გაკეთება არ შეიძლება და

არანაირი ზიანი არ მოაქვს ხშირ ექოს.. რენდგენი არ არის და სრულიად უსაფრთხოა ექოსკოპიის აპარატი. ზიანი მოაქვს ნერვიულობას ხშირად უსაფუძვლოს, ამიტომ ისევ ექოსკოპიის გადაღება და დამშვიდება სჯობს.

Posted by: gogona3 15 May 2017, 22:28
taka26
არ ვარ პატარა-მალე 30-ის ვხდებიsmile.gif
minion90
ნუ რეტგენს ვერ შევადარებ)))რავიცი თითქოს ისე ვიცი რომ ნაადრევ ორსულობაზე არაა კარგი ვაგინალური ექოს გაკეთებაო...თან ისე ვუფრთხილდები მე,დავფოფინებ,რამოდენიმეჯერ მომეშალა და.. smile.gif

Posted by: .ნინო 15 May 2017, 22:48
gogona3
ვაიმე, მაგითი მერეც დაიღლები და რატომ იტანჯავ თავს? სანამ მუცელი არ გაგეზრდება ისე, რომ შეგაწუხოს, მუცელზეც შეგიძლია დაწოლა და ზურგზეც. სადღაც 4-5 თვიდან თვითონ მიხვდები, რომ აღარ გსიამოვნებს მასე დაწოლა და ისედაც დაიტანჯები გვერდზე წოლით... ჯერ არაფერი არ გაქვს სანერვიულო. პატარაა ჯერ საშვილოსნო, არის თავის ადგილას და როგორც არ უნდა დაწვე, არაფერს აწუხებს

Posted by: mashusha 16 May 2017, 08:34
gogona3
ვაგინალური რატომ იკეთებენ? მაგას აკეთებენ იმ ვადაზე როცა ნაყოფი იმდენად პატარაა რომ საერთოდ სათიოა არსებობა ))) არასოდეს გამიკეთებია, ყოველთვის ვერიდებოდი ყელში აპარატის ჩხიკინს. ზემოდან კვირაში ერთხელ ვიკეთებდი ისეთი ისტერიჩკა ვიყავი))

Posted by: SRB100 16 May 2017, 09:21
taka26
ქეთი მეც კარგა ხანია არ მინახავს, თეონასთან გადამამისამართა.
არადა ზოგჯერ თეონას ეპარება რაღაცეები, კი საყვარელი გოგოა, მაგრამ მაინც smile.gif))
აუგმენტინი დამინიშნა შარდის ბაქტერიებზე და სოკო გამიაქტიურდა ეხლა მაგის ფონზე და გამონადენი ძალიან მაწუხებს..
მე არ იმიქცევია ყურადღება და თურმე სანთლებიც უნდა დაენიშნა პარალელურად, მაგრამ დაავიწყდა smile.gif

Posted by: gogona3 16 May 2017, 10:08
mashusha
კი ვიცი რატომ აკეთებენ ჯერ ვაგინალურს,ერთხელ ხეცურიანმა ისეთები მიტრიალა ლამის იქვე მომეშალა მუცელი ისე მატკინა,ძალიან მაწვებოდა,ეხლაც ისე მეშინია,უნდა გავაფრთხილო თავიდან ძალიან ნელა გააკეთე რომ არ მეტკინოსთქო biggrin.gif მაგას ვნატრობ როდის მივალ იქამდე რომ ვაგინალური აღარ დამჭირდეს....ნინო ხო მაგრამ მეშინია,მერე რამე რომ დაემართოს ძილის პოზას დავაბრალებ )))

Posted by: MELO_MELO 16 May 2017, 10:16
QUOTE
ყელში აპარატის ჩხიკინს


რა საოცარი ხალხი ხართ ფორუმზე, ხოლმე smile.gif)))))))))


===
ვაგინალურ ეხოსკოპიას ყელში აპარატის ჩხიკინი თუ ერქვა აქედან გავიგე მხოლოდ..

მხოლოდ ამიტომ ღირს ტიმს გრანდიოზული მადლობა გადავუხადოთ givi.gif facepalm.gif

Posted by: mariami17 16 May 2017, 10:21
მეც ვეხვეწე ხეცურიანს 6 და 8 კვირაზე არ გამიკეთო ვაგინალური თქო და არაო. ოროვეჯერ მაგ დღეს დამეწყო ყავისფერი გამონადენი და ეს ეხოს ბრალი არააო. მიდი და გაიგე რისი ბრალი იყო თუ დაემთხვა.

Posted by: kristi16 16 May 2017, 10:45
mariami17
6 და 8 კვირაზე რა სისულელეაა, 5 კვირის და დღეების ვიყავი ჩვეულებრივად ზევიდან გადამიღეს. მაგათ იმიტომ აწყობთ რომ უკეთ ჩანს. რას გაუგებ..

Posted by: gogona3 16 May 2017, 10:45
mariami17
მე ვიცი რომ ვაგინალურმა ექომ იცის გამონადენი,მაგრამ საშიში არააო...ხოდა მაგიტომ მენერვიულება რაა,თან ისეთწ მატაკებს ხოლმე ყელში ამოვიდეს ლამის...შენ რამდენი კვირის ხარ?


და რომელი კვირიდან ხდება ექო ზემოდან?
* * *
kristi16
მართლა? ანუ ზემოდანაც შემიძლია გაკეთება? ნეტა ხეცურინაი ზემოდნა აკეთებს ამ კვირებზე? კი მაგრამ მაშინ პაციენტი როგორც ეტყვის ისე ავუნდა გააკეთონ?

Posted by: mariami17 16 May 2017, 10:56
gogona3

კი ვუთხარი ზემოდან თქო და გულის ცემას ვერ გაიგებო და ...
ეხლა უკვე 11 კვირის ვარ. აწი ზემოდან გადაიღებენ

Posted by: gogona3 16 May 2017, 10:57
kristi16
შენ ვისთან გაიკეთე მაგ ვადაზე შგიძლია დაწერო?იქნებ მეც მასთან მივიდე,ვაგინალჰრის უკვე მეშინია sad.gif

Posted by: kristi16 16 May 2017, 11:13
gogona3
7 კვირაზე გულის ცემაც გავიგე. საერთოდ როგორც ვიცი თავიდან ზემოდან ნახულობენ თუ გამოჩნდება თუ არა მერე ვაგინალურს აკეთებენ. გადაცდენის 5 ე დღეს რომ მივედი ზევიდან ჩანდა,მაგრამ ყველასთან ერთნაირად ვერ იქნება, კოტე თედორაძესთან გავიკეთე სადაც ვარ აღრიცხული იქ ზის ორშაბათს და პარასკევს და ისე მგონი კურაციოშია.

Posted by: nikolsona 16 May 2017, 11:16
გოგოებო, არ ვიცოდი ვაგინალურ ეხოს თუ რამე გართულებები მოყვებოდა. ისე ვაგინალური უფრო იფრომატიულია, თუნდაც 14-16 კვირის მერე, საშვილოსნოს ყელის სიგრძე უკეთ ჩანს და ყველაფერი.

არაკომფორტულია უბრალოდ ))))))

Posted by: taka26 16 May 2017, 11:30
რეებს ლაპარაკობთ, მეც ცოტა ვნერვიულობდი ეეხოზე მარა ორი თავი ვის აქ რო მუცელი მოჰიშალოს ეხოთი)))) ვაგინაალურად გამიკეთა მეც, არაფერი უტკენია და ნშვიდადაც წამოვედი რადგან ეგ უფრო ზუსტია....
ეხლა 6 კვირაზეც ვაგინალურად გამსინჯავს გულის ცემაზე

Posted by: mashusha 16 May 2017, 11:31
nikolsona
QUOTE
გოგოებო, არ ვიცოდი ვაგინალურ ეხოს თუ რამე გართულებები მოყვებოდა.



არა, არ მოყება, მაგრამ
QUOTE
ვაგინალური უფრო იფრომატიულია,

თუ ასეთი აუცილებლობა არაა, არ მესმის
QUOTE
არაკომფორტულია უბრალოდ ))))))
ამაში ტავი რატომ უნდა ჩაიგდო.

არსებობს ექოები, რომელიც საკმაოდ ამომწურავ პასუხს იძლევა.

ანუ, თუ რაღაც აუცილებლობა არაა, რატომ იკეთებენ ვაგინალურს, მე არ მესმის. მეც გამიკეთებია, მაგრამ, სისხლდენის და სხვა გართუულებების შეეგ, ისიც არაორსულს. აქ იყო აულებლობა, სხვა წესით არ ცანდა რაღაცეები. თუ სხვა წესით შეიძლება დანახვა, მაშინ...

თუმ,ცა როცა მოშლის სფრთხეა, ალბათ ესეთი სახის ექოსც რისკი იქნება.. ალბათ...

Posted by: MELO_MELO 16 May 2017, 11:39
mashusha

ვუაიმე, ნუ იცი ეს მხოლოდ საკუთარი საზომით სიტუაციის შეფასება და მერე ამის ჭეშმარიტებად გამოცხადება

– მონიტორინგი ხდება ვაგინალური ეხოსკოპიით
– საკვერცხეების დათვალიერება უფრო ინფორმატიული ვაგინალური ეხოსკოპიით
– ადრე ვადებზე ორსულობის ვაგინალური ეხოსკოპია უფრო ინფორმატიული და ზუსტია, რამდენადაც უკეთ ფიქსირდება მინიმუმ ყვითელი სხეულები, პარკი არის ღრუში თუ არა და ა.შ. აბა 10 კვირის ორსულობის შემდეგ არავინ იღებს ვაგინალურ ეხოს, თუ იქაც რამე სპეციფიური აუცილებლობა არაა
– ყელის სიგრძე ორსულობისას უკეთ ჩანს ვაგინალური ეხოსკოპიისას..

ეს რაც ვიცი მე დილეტანტმა და კვალიფიცირუი ეხოსკოპისტი მეტ მიზეზს დაასახელებს ვაგინალური ეხოსკოპიის აუცილებლობის შესახებ
==
ვინმე გიჟთან თუ არ ხარ მოხვედრილი, შენი ტერმინი რო გამოვიყენო, არავინ გიჩხიკინებს იქ უაზროდ.. ბჯოს..

Posted by: anuka2009 16 May 2017, 11:42
taka26
ეხოთი მოშლილო მუცელი არ არსებობს მედიცინაში. სხვა მიზეზით შეიხლება შეწყდეს ორსულობა და ვიღაცამ დააბრალოს ვაგ. ეხოს. smile.gif

Posted by: taka26 16 May 2017, 11:46
anuka2009
მე მაგაზე არცვფიქრობ ისუფრო მაფიქრებს. ეხლა ზუსტად 6 კვირის ვადაზე გულის ცემას გაიგებს? რო დამიბარეს ერთიი ამბით

Posted by: LK1 16 May 2017, 12:05
taka26
გულისცემა მოვისმინე ხეცურიანთან ზუსტად გადატანიდან 1 თვის თავზე, 6 კვირა 5 დღის მიწერია ვადა. იქამდე ქეთიმ მნახა რამდენჯერმე და ეკრანზე დაინახა და მეც დავინახე რომ ფეთქავდა, მაგრამ მითხრა მოსმენით ჯერ ვერ მოვისმენთ, ეხლა მარტო ჩანს რომ ფეთქავსო. თუმცა ამის გაგება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ნუ თვითონ ბაგა-ბუგიც რომ გავიგე 6.5 კვირაზე ეგეც საოცრება იყო. რაც შეეხება ვაგინალურ ეხოებს 10 კვირამდე ერთი 6ჯერ მაინც გამიკეთეს, იმიტო რომ გამონადენი მქონდა და ლამის ყოველ მეორე დღეს იქ ვიყავი და საერთოდ არაა საშიში. ეს არ იწვევს მოშლას და ვაგინალური ძალიან ინფორმატიულია. ზევიდან მაგის ნახევარს ვერ ხედავენ ახალ ვადაზე. მოკლედ წარმატებები, თუ მოსმენით ვერ გაიგებთ, დანახვით მაინც დაინახავს როგორ ფეთქავს შენი პაწუკა წერტილი, რაც ამ ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი წამებია. დატკბი და გაიხარე.

Posted by: gogona3 16 May 2017, 12:21
mariami17
მშვიდობიანი ორსულობა გქონდესsmile.gif ანუ ძირითადად 2-ჯერ მომიწევს გაკეთება ვავინალურის.ხეცურიანი არ აკეთებს ე.ი.ზემოდან მაგ ვადაზე ხო?

Posted by: taka26 16 May 2017, 12:22
LK1
LK1
ანუ შეილება გაიგოს მაინც? მე ხეცურიანთან დავდივარ ქეთი არც მინახავს..

Posted by: gogona3 16 May 2017, 12:33
kristi16
მადლობა smile.gif

ნეტა მათითაშვილი როგორ აკეთებს? )))) მე არ ვამბობ,რომ რო შლის მუცელს ვაგინალური,მაგრამ ვფიქრობ ორგანიზმზცაა დამოკიდებული რავიცი, ჩემ გამოცდილებიდან ვამბობ ამასაც და მაგიტომ მეშინია მაინც რა,თან მაშინ ხეცურიანმა მართლა მატკინა ისე მიტრიალა ეს ჯოხი,თვითონ კი მიიღო ინფორმაცია მაგრამ მიმინგრია ყველაფერი შიგნით...


* * *
გოგოებო,მოკლედ ეს დღეები ველოდები თეოს პასუხს და არ მწერს,ეტყკბა არ სცალია... 17 ოჰპ (თუ როგორც ჰქვია ამ ანალიზს) მაქვს 1,29 და ნორმაა თუ ზღვარს ქვემოთ ვერ გავიგე? კიდევ დღემდე ვიკეთებ ვაგინალურად ფემოსტონს და შეიძლება ? ხო არ გამოეპარა ამის შეწტყვეტათქო თან ვფიქრობ... ვისაც გესმით შემეხმიანეთ რაა...

Posted by: LK1 16 May 2017, 13:01
taka26
წესით გაიგებთ, ისე არ დაგიბარებდნენ. თუ არადა დაინახავს მაინც.
gogona3
რუსო და ნათია არიან მგონი კლინიკაში და მაგათ დაუკავშირდი და გეტყვიან. ფემოსტონი ენდომეტრიუმისთვის ინიშნება და როგორც დივიგელი ეგეც ალბათ 10 კვირამდე მაინც უნდა გაგრძელდეს ჩემი აზრით. მარა მაინც იკითხე.

Posted by: taka26 16 May 2017, 13:08
LK1
გოგო რა მომდის მეკიდე იცი? ეგებ ვინმეს გქონიათ აბა თუ ავხსენი. რაცორსულობა გავიგე ფეხის წვივები მტკივაიცი რა ინდებაა აი ძააან რო გავჭიმო თუარადა ვგიჟდები ისე მაწუხებს დაჟე ბარძაყიდანაც.დღეს დილას ძაან გავჭიმე და მუცელში რაღაც ვიგრძენი შეილება რე ცუდი მოხდეს ეგეთი რაღაცითაც როგორიც გაჭიმვაა..
მე ეგ ანალიზი 6,98 მქონდა და წამალი გამიზარდა ქეთიმ, მეთიპრედი
gogona3

Posted by: gogona3 16 May 2017, 14:07
LK1
კი ვნახავ რომ მივალ,ვკითხავ.ხო მეც ესე ვიცი რომ ენდომეტრიუკის პრობლემა ვისაც აქვს დამატებით ვაგინალურადაც უნიშნავენ, მაგრამ ორსულობა რომ დგება რატომ გამიგრძელა მაგას ვერ მივხდი...

taka26
ანალიზში ისე უცნაურად წერია ნორმა- მესამე ტრიმესტრი 2-12. პირველ და მეორე ტრიმესტრში რამდენი უნდა იყოს ეგ აღარ წერია. და შენ რა გითხრა? ნორმააო? მეთიპრედს მეც ვსვავ ერთ აბს დღეში.

Posted by: taka26 16 May 2017, 14:12
gogona3
არ მაქ ნორმაომატებული მაქ მე, და მეოთხედიც დამიმატა. თსჩ რამდენი გაქ

Posted by: gogona3 16 May 2017, 14:59
taka26
და ნორმა რამდენია იცი? ეგ არ ვიცი მე,იქნებ მეც მჭირდება დამატება წამლის,მესამე დღეა ველოდები პასუხს და არ მწერს...ტსჰ რაც ორუსლად დავრჩი მომემატა,3,79 გახდა და გამიზარდა დოზა,ეგ ყველას ემატება როგორც ვიცი,მთავარია სწორი დოზა შეურჩიო,2 კვირაში გადავიკონტროლებ მე,შენ როგორ გაქვს?

Posted by: rosonera 16 May 2017, 15:04
gogona3
ვაიბერზე მიწერე თეოს, შეახსენე, შეიძლება გადაავიწყდა მოწერა.

Posted by: LK1 16 May 2017, 15:18
taka26
მეც მქონდა ეგრე, ძაან მინდოდა გაჭიმვა და გაზმორვა. თავიდან თავს ვიკავებდი და თუ გავაკეთებდი მერე ვნერვიულობდი. არაფერი არ დაუშავდება პატარას. გაიჭიმე რამდენიც გინდა.

Posted by: taka26 16 May 2017, 15:56
gogona3
ჩემი აზრით ნორმა გაქ , მე ტსჩ 6,25 ზე ამივიდა არადა ნორმა
მქონდა და ლ თიროქსინი 100 ანი დამინიშნა..
ქეთის მიწერე ფბ ზე მე მგონია ნორმა გაქ მარა რას ელოდები თეოს ქეთის ვწერ სულ ეგრევე მპასუხოვს. ისინი გულაობენ ესპანეთში არ ცალიათ..

LK1
ხოო ფეხს როგორც გავჭიმავ ეგრევე მუცლის პრესი მაქ დაჭიმული...
არ გყავს ვაია დაორსულდები ვუია, გააჩენ ვაიცაა ვუიც და იფ იფ იც ;დდდ

Posted by: gogona3 16 May 2017, 16:33
rosonera
taka26
ქეთის მივწერე ვაიბერში ეხლა,ქეთი მეც მალევე მპასუხობს ხოლმე,რავი მეთქი რადგან თეოს მივწერე და ეხლა ქეთის მივწერო ცუდი ტონი არ გქმოჩნდესთქო,მაგრამ ფაქტია სამი დღე ყოველ წამს ვაკოწმბ მეილს და არ აღარ მოუწერია...
* * *
taka26
ტსჰ იმიტომ ავარდა ესე რომ გვიან გაიკეთებდი ანალიზს,მე როგორც კი გავიგე ხეგეს პასუხი მეორე დღესვე გავიკეთე სტჰ ანალიზი და უჯვე 3,79 იყო,ცოტა დრო რომ გასულიყო 7-მდე აკივარდებოდა ალბათ,არადა გადატანამდე მქონდა 0,58 .

Posted by: taka26 16 May 2017, 16:57
gogona3
ესპანეთში არიან მეილს გახსნის ეხლა? ქეთის მიწერე

Posted by: MELO_MELO 16 May 2017, 17:14
taka26
QUOTE
ხოო ფეხს როგორც გავჭიმავ ეგრევე მუცლის პრესი მაქ დაჭიმული...
არ გყავს ვაია დაორსულდები ვუია, გააჩენ ვაიცაა ვუიც და იფ იფ იც ;დდდ


შემოიარე დესპებში და ბოლო გვერდებს გადახედე, ეგრევე დააფასებ ორსულობას და არად ჩააგდებ მაგ გაკვანძებს smile.gif))))))))))))) givi.gif

Posted by: taka26 16 May 2017, 17:22
MELO_MELO
ორსულობას ვაფასებ მაგაზე არ ვლაპარაკობ როცა ამდენი გოგო ელოდება მე ვერ დავიწყებ რა გრძნობაა ორაულობაზე
ლაპარაკს )) მირჩევნია ესეთი კითხვები ვსვა რაცაწუხებს ))) help.gif

Posted by: Lemon Curd 16 May 2017, 23:04
გოგოებო, ბლასტოცისტას ტრანსფერის ჩათვლით მე-13 დღეა, ხეგე დღეს გავიკეთე და 550-ა. შკალის მიხედვით 4 კვირას შეესაბამება. დავიბენი smile.gif)

Posted by: takotatuli1989 16 May 2017, 23:16
Lemon Curd
ვაიმეეეე... რა მაგარიააა :* გილოცააავ <3 მშვიდობიანი ორსულობა და ბედნიერი დედობაააა :* შენი გულისთვის შემოვედი სად გაიყურსათქოოო... იმხელა ხეგეა ტყუპსაც შეესაბამება .. დაწერე შენი ისტორია რა პირველია მერამდენე ტრანსფერია რა როგორ მიდიი :*

Posted by: Lemon Curd 16 May 2017, 23:20
takotatuli1989
დიდი მადლობა ჩემი ემოციის გაზიარებისთვის smile.gif პირველი მცდელობაა კი ერთი ბლასტო გადავიტანეთ მე-6 დღეს, ინოვას პაცირნტი ვარ. რეალურად ჩემი პრობლემა ის იყო რომ ერთი საკვერცხე და ერთი მილი მაქვს, მეორე მხრეს ენდომეტრიული კისტის გამო ამოვიჭერი 1 წლის წინ. და ეს დარჩენილი მილი სუსტად გამტარია, რენტგენის მიხედვით

ვაი ტყუპი წესით არ უნდა იყოს smile.gif მაგრამ არც ამაზე ვიტყოდი უარს

Posted by: takotatuli1989 16 May 2017, 23:22
Lemon Curd
ძაან ცოტა მარა მაინც არის შემთხვევები ბლასტო რო ორად ფაყოფილა და შენ რო ეგ შემთხვევა გქონდეს რა მაგარი იქნრბააა :*

Posted by: taka26 16 May 2017, 23:23
Lemon Curd
გილოცაავ, ბედნიერი თვეები და ჯანმრთელი ბაია.;*

Posted by: Lemon Curd 16 May 2017, 23:23
takotatuli1989
ვაიმე ძალიან სასაცილო იქნება იმიტომ რომ ქეთიმ ორს არავითარ შემთხვევაში არ გადავიტანო და თავისით რომ გამოვიდეს ტყუპი smile.gif)
* * *
taka26
დიდი დიდი მადლობა, შენც ასევე, შორიდან გადევნებდით ყველას თვალს და ყველას დადებითი პასუხი ისე მაიმედებდა smile.gif

Posted by: taka26 16 May 2017, 23:32
Lemon Curd
რამდენი ხანი ელოდე ამ კურკას?

Posted by: Lemon Curd 16 May 2017, 23:36
taka26
დაახლოებით 4 წელი smile.gif შენ?

Posted by: taka26 16 May 2017, 23:39
Lemon Curd
მე 9)))
უფალმა დაგვლოცოს ჩვენი ნამცეცებით)

Posted by: nino84 16 May 2017, 23:47
Lemon Curd
გილოცავ, მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ.

Posted by: Lemon Curd 16 May 2017, 23:48
taka26&
<3
თავიდანვე იმედიანად მივედი ქეთისთან, და მართლა საუკეთესოა
* * *
nino84
დიდი დიდი მადლობა

Posted by: BA84 17 May 2017, 09:56
Lemon Curd
გილოცააავ, რა მაგარიაა. ბედნიერი დღეები გქონოდეს უხვად, მშვიდობიანად მიგეყვანოს ბოლომდე

Posted by: Tamara1988 17 May 2017, 09:59
Lemon Curd
გილოცააავ ჩემო კარგოო. ძაან გამიხარდააა. ბედნიერ დედობას გისურვებ.

როგორც თამთამ მითხრა ბლასტოები მხეცები არიანო smile.gif)))))) მეც მეიმედება ჩემი ბლასტოებიი. ღმერთმა ყველას გადმოგვხედოს.

Posted by: ketketa210 17 May 2017, 10:35
Lemon Curd
გილოცავ bis.gif თანაც პირველ ცდაზე გამართლებას smile.gif მშვიდ და ბედნიერ ცხრა თვეს გისურვებ

Posted by: gogona3 17 May 2017, 10:47
Lemon Curd
გილოცაავ,რა სასიხარულო ამბავიაა,მშვიდობიანი ორსულობა გქონდეს smile.gif მემგონი ტყუპია,ამხელა ხეგეს თუ გავითვალისწინებთ smile.gif

Posted by: iratta_26 17 May 2017, 10:59
Lemon Curd
გილოცავ bis.gif bis.gif

Posted by: LTB1948 17 May 2017, 11:26
gogona3
ფემოსტონი არ შეწყვიტო. მე18 კვირაში ვარ და ჯერ კიდევ ვიღებ.

არაფერი არ შეწყვიტო, წამლების უმეტესობა მე-2 ტრიმესტრშიც გრძელდება, რაოდენობა შემიმცირეს მე უმნიშვნელოდ და ეგაა

Posted by: cash-cash 17 May 2017, 11:38
Lemon Curd
გილოცააააავ. მშვიდობიანი და ბედნიერი ორსულობა. :***

Posted by: takotatuli1989 17 May 2017, 11:42
LTB1948
ფემოსტონს კიდე იღებ? აუ მე ძაან უაზროდ შევწყვიტე. 10 კვირის ვადაზე თეომ აღარ დამიწერა ფორმა ასში ხოდა დავურეკე და ვკითხე ხო არ გამოგრჩათქო და კიო გააგრძელეო.. მერე 12 კვირის ეხო ძაან მოეწონა ქეთის და ეგ დანიშნულება გაგდმოაკოპირა და ამოიღო ფრაქსიპარინი, პროგი 1 ამპულაზე და დღეგამოშვებით გადამიყვანა, დივიგელი მომიხსნა და ლუთეინა ც2 ჯერ 2 კვირის მერეო.. 14 კვირაზე პროგი სულ მომიხსნა და ეს ფომოსტონი მეგონა საჭირო რო ყოფილიყო დამიწერდა :\

Posted by: LTB1948 17 May 2017, 11:51
takotatuli1989
მე ჯერ კიდევ მაქვს. ნუ მე ტყუპებზე ვარ ორსულად და თავს იზღვევენ, ფრაქსიპარინსაც ვიკეთებ აწეული ფიუბროგენის გამო. პროგის ნემსი და ვაგინალური შემიმცირა. დანარცენი ყველაფერი დამიტოვეს, დივიგელიც და ფემოსტონიც

Posted by: gogona3 17 May 2017, 11:54
LTB1948
ფემოსტონს 3-ჯერ ვსვავ და მეოთხედ ვაგინალურად ვიკეთებ.ანუ ვაგინალურადაც იკეთებ მე-18 კვირაზე? კი მაგრამ რისთვისაა საჭირო ვაგინალურად ფემოსტონის გაკეთება?ენდომეტრიუმს ხომ აღარ ექცევა ყურადღება როცა ორსულობა დგება უკვე?
* * *
გოგოებო,ვინც ორსულად დარჩით ქეთისთან მერე როგორ ხდება? მასთან დადიხართ 9 თვის განმავ ლობაში თუ სხვა ექმს იყვანთ?არაფერი არ ვიცი და იქნებ დაწეროთ რა როგორ ხდება რა?

Posted by: taka26 17 May 2017, 12:08
აუუუუუ ამ
ფემოსტონს ხომ ვერ ვიტან რა მალე თავდება და რაძვირია. ვარდისფერებს ვსვავ მარტო ორჯერრ დღეში მე..)))
უვლაფერი 12 კვირამდეა ანუ? დაზღვევა ამოვწურე 2 დადღეში დედას ვფიცავარ, ეხლაუივე სულ ჩემით ვყიდულობ და ვიხდი ანიზებში

Posted by: iratta_26 17 May 2017, 12:14
gogona3
შეგიძლია სხვა ექიმთან იარო, შეგიძლია ქეთისთან გააგრძელო ბოლომდე. ან ვთქვათ 7 თვიდან გადახვიდე სხვასთან, როგორც გინდა.

Posted by: mariami17 17 May 2017, 12:22
ფემოსტონი მე დღეში 3 ჯერ მაქვს და ერთი სული მაქვს გადამიყვანონ ნაკლებ წამლებზე. მოსიარულე აფთიაქი ვარ რა

Posted by: gogona3 17 May 2017, 12:31
taka26
აბაა,3 დღე მყოფნის 1 ფირფიტა მე biggrin.gif ასე მალე როგორ ამოწურე დაზღვევა?
* * *
iratta_26
გასაგებიაა..ისე ვარ მაგათ შჩვეული არ ვიცი რამდენად ავიტან სხვას უკვე))) მაგრამ ბოლო თვეებში ალბათ ჯობია ვისთანაც მომიწევს მშობიარობა იმასთან მივიდე...ისე ჯერ ერთი სული მაქვს როდის გადავალ მეოთხე თვეში რომ ამოვისუნთქო და დარწმუნებით ვთქვა რომ მალ ბავშვი მეყოლება,ისე მეშინია ამ პატარა კვირეების... მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: taka26 17 May 2017, 12:42
gogona3
600 ლარიანი ლიმიტი მქონდა და წამლებიიყო 2 კვირის 350 ლარია და ეხლა ანალიზები და ეხო და ვსიო აღარ გაქო...)))) და უკვე ჩემით ვყიდულობ ყველაფერს

Posted by: kus@kusa@ 17 May 2017, 12:54
taka26
თაკა გილოცაავ,ძალიან გამეხარდა შენი ამბები.მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ

Posted by: taka26 17 May 2017, 12:55
kus@kusa@
მადლობა დიდიი;*****
როგორ ხარ??

Posted by: iratta_26 17 May 2017, 13:05
gogona3
მეც მასე ვიყავი, სიარულისაც მეშინოდა მგონი smile.gif ახლა მშვიდად ვარ.

Posted by: LTB1948 17 May 2017, 14:06
ეჰ, მე 2500 ლარიანს მოვუღე უკვე თითქმის ბოლოsad.gif
ფრაქსიპარინმა, ფემოსტონდმა, დივიგელმა და უტროჟესტანმა გამყიდაsad.gif კვირაში 120 ლარის წამლები არ მყოფნისsad.gif

Posted by: taka26 17 May 2017, 14:08
LTB1948
რამდენი თვის ხარ? არ მესმის ამდენი წამალი რატოა საჭირო

Posted by: LTB1948 17 May 2017, 14:09
მე-5 ში გადავედი. ტყუპი ნაყოფის გამოო + ჰოპერკოაგულაცია

Posted by: taka26 17 May 2017, 14:14
LTB1948
უი რას ამბობ მე ჯერ 6 ი კვირის ვარ და წინ მონია გაწეწვა

Posted by: takotatuli1989 17 May 2017, 14:17
gogona3
3 თვე ყველა შემთხვევაში ქეთისთან უნდა იარო და მე მერეც მასე ვაპირებ... სხვასთან გადავწყვიტე და ისევ ქეთისთან ვირბინე დანიშნულების გადასამოწმებლად და რ აზრი აქ მაგას. თუ ენდობი მიდი ვისთანაც გინდა და მე ვერ ვენდობი როგორც ჩანს სხვას

Posted by: gogona3 17 May 2017, 14:48
iratta_26
მეც მასე ვარ,ნეტა მალე გავიდე 2 თვე რა...ცოტა ამოვისუნთქვავ.. ისე საფრთხის შეგრძნება რომ მომეშლება რომელი კვირიდან აღარ მექნება? 12 კვირა უკვე გარანტია იმის რომ კარგად ვარ?takotatuli1989
მე 100% ვენდობი ქეთის რას ამბობ,ჯერ იქედან გამომდინარე რომ მაგის ხელში მივაღწიე ორსულობას.უბრალოდ სადამდე მიყვბოდნენ თავის პაციენტებს ორსულობის დროს ეგ აღარ ვიცოდი...მეც მირჩევნია ბოლომდე გავყვე და მერე ვისთანაც გადა ვწყვეტ მშობიარობას იმას ავიყვან ბოლო თვეებში რავიცი კიმაღწევინა ჯერ იქამდეsmile.gif



რა უნდა ვიკითხო,დღეს საშინლად მაქვს მენსტრუალური ტკივილები,აი თითქოს წუთი-წუთზე უნდა მომივიდეს,ღმერთმა დამიფაროს მაგრამ 5-6 თვის წინაც დავრჩი ორსულად და იგივე ტკივილები მქონდა მახსოვს,მეორე დღეს ყავისფერი გამონადენი დამეწყო და მერე სისხლიანი და კიდეც მომეშალა,რა გავაკეტო ნეტა?ვწევარ დღეს მთელი დღეა თითქმის...ვინმემ რამე თუ იცით მირჩიეთ რაა..

Posted by: annaninio 17 May 2017, 14:59
მე , როგორც რთული ორსული, მთელი 8თვე დავდიოდი ქეთისთან, მაგრამ ბოლოს უკვე ვეღარ მაქცევდა ყურადღებას, ერთ დღესაც მითხრა ჯობია მეანთან გადახვიდეო.იმ საღამოს დამეწყო მშობიარობა და გავაჩინე 8 თვიანი.გამოვიდა რომ ბოლომდე ვიარე.

Posted by: taka26 17 May 2017, 15:22
gogona3
ჩადი პაპავერინი იყიდე, რატო რისკავ ასე? ქეთიმ
დამინიშნა მეც ტკივილების დროს

Posted by: gogona3 17 May 2017, 15:29
taka26
ეგ რა არის არ ვიცი

Posted by: taka26 17 May 2017, 15:33
gogona3
ტონუსისაა ტკივილებს შველის.. უკანა ტანში გაიკეთე

Posted by: gogona3 17 May 2017, 15:34
სანთელია? კივწერე ეხლა ქეთის და ჯერ არ მოუწერია,აუ მეშინია,კარგად ამიხდენი რა ლ,სანთელი ვიკითხო?

Posted by: taka26 17 May 2017, 15:36
gogona3
პაპავერინის სანთელი,2 ლარამდე ღირს. დღეში ერთხელ გაიკეთე, თუ არ გიშველა არ გავნებს მაინც

Posted by: gogona3 17 May 2017, 15:39
taka26
მადლობა დიდი,დედაჩემი გავაგზავნე ეხლა,კიდევ კარგი ვიკითხე და არ გავჩერდი,ძალიან ავნერვიულდი ეხლა
* * *
მომწერა ქეთიმაც და იგივე მითხრა,დფეში ორჯერ გაიკეთეო

Posted by: taka26 17 May 2017, 15:44
gogona3
მეც ტკივილები როცა მაქ ეგრევე ვიკეთებ, მიწერია დანიშნულებაშიც...
პატარაა შეშეინებაზე ან შეხტომაზე ეგრევე წელი მტკივდება მეც ://

Posted by: natushkebi78 17 May 2017, 15:47
გამარჯობათ გოგოებო, მეც თქვენს რიგებში ვირიცხები smile.gif. რა მაინტერესებს იცით, აქ ვინმე რეპროარტის პაციენტი ტუ ხარტ, კერძოდ თეა ჩარკვიანის? როგორი ექიმია?

Posted by: gogona3 17 May 2017, 16:13
სისხლი წამომივიდა ბევრი,დიცინონის 2 ამპულა გავიკეთე,ეხ....

Posted by: taka26 17 May 2017, 16:18
gogona3
ქეთის მიწერე ფბ ზე მიდიი. ეხლაც მოგდის?

Posted by: LK1 17 May 2017, 16:21
gogona3
რას ქვია ეხ. ეგ არაფერს არ ნიშნავს. მე მქონდა ძალიან ბევრი სისხლი. ყოველდღიური პაკეტები არ იჭერდა იმდენი იყო. დაწექი და არ გაინძრე და დამშვიდდი. დოცინონი გაგიჩერებს და შეიძლება მერე ეხოზე გამოჩნდეს ჰემატომა. არაფერი არ იქნება დამიჯერე, წოლითი რეჟიმი შეიძლება მოგიწიოს. ქეთის მიწერე მაინც.
* * *
ერთი გქონდა გადატანილი? რამდენი ნაყოფია მიმაგრებული?

Posted by: iratta_26 17 May 2017, 16:35
gogona3
ნუ გეშინია, მე ორჯერ მქონდა დენა საკმაოდ ბევრი. იწექი და არ ინერვიულო, დიცინონი გაგიჩერებს აუცილებლად. პროგესტერონს რამდენს იმეთენ, არ დაგიმატა? მე ჰემატომა არ მაქვს, ვერ მიხვდნე დენა საიდან იყო, ყელის ქცემოდან იქნებაო მითხრეს, საშვილოსნოში არაფერი ჩანდა.

Posted by: nikolsona 17 May 2017, 16:45
gogona3
მე მქონდა სისხლიანი გამონადენი 9 კვირაზე და ჩვეულებრივად გააგრძელა ნაყოფმა განვითარება. (მე სხვა რამის გამო დავკარგე 19 და 17 კვირაზე)
სულ არ მქონია მაშინ სისხლდებნა. დიცინონი გაიკეთე, მაგნე ბ 6 დღეში 6 აბი, და დუფასტონი და უტროჟესტანი რასაც სვავ ის უნდა გააორმაგო თუ გასამაგო, პროგესტერონის ნემსს თუ გაიკეთებ კარგია. არ გავნებს პროგესტერონის შემცველი პრეპარატი, დოზა გაზარდე, ნუ ელოდები პასუხებს. არ გავნებს.
2 ჯერ მომივიდა მეორე ორსულობაზე და ერთხელ პირველზე.

ხან გემატომაო, ხან სისხლძარღვიო, ვერაფერი თქვეს, უფრო გემატომისგენ იხრებოდნენ.

სასწრაფოდ გააკეთე რაც მოგწერეთ და იწექი არ ადგე. ვალერიანიც მიაყოლე ))) ყველაფერი იქნება ი დ ე ა ლ უ რ ა დ!!!! სისხლი არაფერი ყოფილა ))))

Posted by: LTB1948 17 May 2017, 16:52
gogona3
მაგნეფარი დაამატე. რამდენს სვამ? შეგიძლია 2 აბი 3 ჯერ დალიო, ტონუსს ხსნის
მე პროგესტერონის ნემსიც დამიმატა, რამდენს იკეთებ?
პაპავერინიც დაამატე და 1-2 აბი ნოშპაც შეიძლება, სპაზმს მოგიზსნის

ხვან წადი ექოსკოპიაზე და ნახე მდგომარეობა, ყელი არ უნდა იყოს გახსნილი
* * *
natushkebi78
მე ვიყავი და უკმაყოფილო ვარ, თეას პაციენტი ვიყავი.
ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა და საბოლოოდ მომეშალა, ვთვლი, რომ თეას უყურდღებობის გამო. სტიმულაციის ფონზე პირველ ფაზაში პროგი დროზე ადრე მეწევა და არ გაუკონტროლებია, არც ესტრადიოლი დამიმატა, მოკლედ, ბევრი შეეშალა.

მე არ გირჩევდი, თუმცა შენი საქმს შენ იცი. გადაათვალიერე წინა გვერდები და თავად დაასკვენი ვისთან და რა ჯობია, ბევრი რამე წერია

Posted by: nikolsona 17 May 2017, 17:05
LTB1948რამდენი კვირს არის გოგონა
gogona3 რამდენი კვირის ხარ?
ყელი ორჯერ გამეხნა ყოველგვარი სიხლდენის გარეშე. ნუ იქამდე სხვა სიმპტომები მქონდა. ეს უფრო გავს გემატომას.

ნოშპა, პაპავერინი, და მაგნე ბ 6 ან მაგნეფარი 2-2 აბი დალიე, დიცინონი სანამ შეგიჩერდება სისხლი და პროგესტერონის ნემსიც გაიკეთე, 2 ამპულა, უფრო სწარფად მოქმედებს, და მერე რასაც სვავ გააორმაგე.

მთავარია არ შეშინდე და იწექი არ ადგე სანამ ექიმი გიპასუხებს. თუარა და მიდი ნებისმიერ კლინიკაში, ძალიან ფრთხილად, მარტო არ წახვიდე, უკან დაწექი მანქანაში და ისე. ნებისმიერ ექიმთან, შეგიძლია ღუდუშაურში 24 საათიანია. გადაგიღებენ ეხოს და მოგცემენ დანიშნულებას

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:06
LK1
ვწევარ და არ ვინძრევი,მუცელი მჭამს რასაც ქვია ისეთი აუტანელი ტკივილი მაქვს მენსტრუალური.ექოზე კისვლა ვერ მოვასწარი,ხვალ უნდა მივსულიყავი პირველად.ძალიან მეშინია,თან წეღან ტვალეტში რომ ვიყავი რაღაც პატარა ნაწიბური წამოვიდა,ეხლა მინდა და ვერ შევდივარ შიშისგან....

Posted by: taka26 17 May 2017, 17:09
nikolsona
გოგო მაგნე ბ6 4 აბი დამინიდნა ქეთი
მარა 6ს ვსვავ, ტონუსი არ გაქო მარაწელის ტკივილები მქონდა და საშვილოსნოსთანტკივიკი და ამდენიმაგმეხო არმავნებს??

gogona3
არ
მოგწერა ქეთიმ?? წადი რა ეხოზეე, რას ელოდები

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:11
iratta_26
iratta_26
2 ამპულა პროგს ვიეკთებ,დამატებაზე არაფერი მოუწერია ქეთის,ვკითხო? იქნებ ეგეც მომიმატოს დოზა.რომელ კვირაზე გქონდა დენა?მე ჯერ პაფარა ვარვდა მაგიტომ განვიცდი,ჩეკი გამოთვლით 5 კვირის და 2-3 დღის ვარ

Posted by: LTB1948 17 May 2017, 17:12
gogona3
დაიმატე ორი პროგი. დღეში 4 შეიძლება, ანუ ახლა 2 და საღამოს 2.

სასწრაფოდ გაიკეთე + პაპავერინის სანთელი+2 მაგნეფარი დაიმატე და იწექი.

შეეცადე სითხე ბევრი მიიღო.

შეგიძლია ღუდუშაურში წახვიდე

Posted by: nikolsona 17 May 2017, 17:13
taka26
არააა მე ყოველთვის 6 აბი მქონდა დანიშნული. ნაკლები არასდროს დამილევია. არ გავნებს არანაირად, ფაქტიურად ვიტამინია, პირიქით. მე არაორსულზე საღამოსკენ თუ სახლში რაღაცას ვაკეთებ დაღლილი მაშინ მტკივა წელი და ორსულობაში გამაგიჟა. არ ვიცი რისი ბრალია ((((( ისე ცემს გარშემო ბევრს აწუხებს წელი

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:15
nikolsona
აუ ეხლა სულ ავიჭერი და ტირილი მინდა,ქეთიმ მარტო პაპავერინი გაიკეთეო და დიცინონიო,მეტი არაფერი უთქვამს,მაგნე ბ -ის 4- ვსვავ დღეში(2-2 ს) -ანუ 6 მივიღო დღეში? კი მარა ქეთიმ რატომ არ მომწერა ეს ყველაფერი,აქედან რატომ უნდა ვიგებდე რა უნდა გავაკეტო და როგორ,როგორ მეწიწკნება ეხლა ნერვები

Posted by: taka26 17 May 2017, 17:16
nikolsona
ხო რავიცი ვსვავ ბევრს და პაპავერინსაც ვიკეთებ ყოველდღე , ვერ ვრისკავ რა ვქნაა.. ეხოზეც არ ოვითმინე 21 დღემდე და 16 დღეს გავვარდი, კიდევ კაი ტონუსი არ მქონდა.. მარა მაინც ვსვავ წამლებს )))

Posted by: nikolsona 17 May 2017, 17:21
gogona3
შეიძლება გამორჩა, გამოცდილი ვარ რა. ასე სამსახურში დამეწყ დენა და ვიფიქრე დამთავრდა თქო. სასწრაფოს მოვიდა და იმან ისეთი მაჯანღარა მეგონა მომეშლებოდა. არაფერიც!!!!!! ძალიან ფრთხილად წაგიყვანოს რა ვინმე ღუდუშაურში. დალიე და გაიკეთე ყველაფერი რაც აქ მოგწერეთ და ისე წადი ძალიან ფრთხილად ეხოს გადაიღებ და დამშვიდდები.

მაგნეფარი გაზარდე 6 მდე არაფერია ეგ. შენარჩუნებას უწყობს პროგესტერონის შემცველი პრეპარატები; დუფასტონი, ლუთეინა და უტროჟესტანი. დენის დროს მქონდა დანიშნული: დუფასტონი 3 აბი და უტროჟესტანი 200 მგ იანი კიდევ 3 აბი დღეში.
და წინა ორსულობაზე სისხლიან გამონადენზე: დუფასტონი 3 აბი დღეში, დენის დღეს 2 პროგესტერონის ამბულა , მერე 1 აპულა დღეში და მერე დღე გამოშვებით.

ნემსი უფრო სწრაფად მოქმედებს. იაფიცაა რომ იყიდო უცბად. მიმაგრებას და შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ძალიან მეშინია ახლა დანიშნულებების მოცემა, მაგრამ გამოცდილი რაც მაქვს მინდა ხელი შეგიწყო . გეუბნები იმას რაც დამინიშნეს და რასაც ვიკეთებდი და რამაც შემინარჩუნა ორსულობა.

ყელის გახსნა არ არსებობს 5 კვირაზე და 12 კვირაზე. მეორე ტრიმესტრში იწყება ეგ პრობლემები და სულ სხვა სიმპტომებია, არავითარი სიხლდენა

Posted by: LTB1948 17 May 2017, 17:21
taka26
მაგნე ბ6 და მაგნეფარი ერთი და იგივეა

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:24
LTB1948
ეხლა გავიკეთებ მაშინ პროგესტერონს და მაგნეფარ ბ6 -იც მივიღო? 4-ს რომ ვიღებ დღეში მაინც? და კიდევ ლუთეინას ვიკეთებ დღეში სამჯერ და ესეც გავაგრძელო?ეხლა მიწევს გაკეთება ამისიც

Posted by: nikolsona 17 May 2017, 17:24
taka26
პაპავერინი ერთხელ გამაკეთებინა ქეთიმ და დავარაშვილის იდიოტმა ექიმმა ნინო კეკუამ, პაპავერინს ახლა ვინღა იკეთებსო . კი მქონდა სულ ტონუსები ((((((
ეხოზე კვირაში ერთხელ დავრბოდი, სულ შეშინებული ვიყავი . შემდეგზე არავითარ შემთხვევაში არ ვივლი ხშირად. ჯობია ნერვების დამშვიდება ყველაფერს. ოღონდ ეგ როდის და როგორ იქნება ვერც კი წარმომიდგენია ჯერ....

Posted by: LTB1948 17 May 2017, 17:24
gogona3
არ ინერვიულო, მეც გამოცდილი მაქვს. არაფერს გაგიფუჭებს. მაგნეფარი ვიტმინია და ტონუსს ამცირებს და 6 შეიძლება და მეც 6მდე გამიზარდეს დენისას, ასევე პროგესტერონის გაზრდაც შეიძლება. ნუ გეშინია. ქეთი როდის მოგწერს ძნელი თქმა. ნუ მიწერე მაინც.

თუ არა და წადი ღუდუშაურში, მგონი ასე სჯობს.

Posted by: taka26 17 May 2017, 17:27
nikolsona
LTB1948
ზედმეტი არაფერი ვარგა რავიცი, ჯობია მართლა სიმშვიდედა რწმენა რომ ყველაფერი კარგად გექნება და ეგაა ))
უფს ქეთისიმდენი ადამიანი წერს დაისეთი საგიჟეთი აქ რამე რომგამორჩეს არაა გასაკვირი ამიტომე ვიკეთებ პაპავერინს 1 კვირა იკეთეო და მე მეორეც მივაყოლო სად ვწერო ეხლა ყოველ წუთს მტკივა თქო

Posted by: LTB1948 17 May 2017, 17:29
gogona3
კი, მიიღე, შეიძლება, მტეlი თვე ვსვამდი 6 აბ მაგნეფარს, რადგან ტონუსი მქონდა, ლუთეინაც შეგიძლია 4მდე გაზარდო და პროგესტერონის ნემსიც 2 ცალი დღეში 2 ჯერ შეგიძლია.
* * *
taka26
ზედმეტი რას ნიშნავს?

დენისას რასაც ვაკეთებდი ის მივწერე. მისი გადასაწყვეტია რას გააკეთებს. შეუძლია ექიმის პასუხს დაელოდოს ან ღუდუაშაურში წავიდეს. ესეც შესაძლებელია.

დღეში 6 აბი მაგენეფარი და 2ჯერ 2-2 ნემსი პროგესტერონი რომ შეიძლება ზუსტად ვიცი, თუმცა, ესეც მისი გადასაწყვეტია რას იზამს. ზედმეტი პროგესტერონი და ზედმეტი მაგნეფარი მუცელს არ მოუშლის და ნაკლებობის გამო კი შეიძლება მოეშალოს, თუმცა რა თქმა უნდა ექიმის რჩევას უნდა მიჰყვეს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამოოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ.

რწმენა და სიმშვიდე კარგია, როცა დენა გაქვს. ღმერთმა არ გამოგაცდევინოს, არა მგონია არსებობდეს ადამიანი ვინც ამ დროს მშვიდად იქნება...

მე პირადად ვტიროდი სასწრაფო რომ მოვიდა და შიშისგან კინაღამ გათავდი.

Posted by: nikolsona 17 May 2017, 17:35
gogona3
კი პროეგსტერონი 2 ამპულა გაიკეთე. ლუთეინა გააგრძელე ჩვეულებრივად. მაგნეფარი და მანგე ბ 6 ერთი და იგივეა. 4 ს თუ იღებდი 6 მიიღე.

ეს ყველაფერი გააკეთე დროულად და დამშვიდდი !!!!!!!!!!!!!
taka26
წამოწექი ხოლმე და გაგივლის, არ დაიტვირთო. რომ ვფიქრობ არაფერი მქონია სანერვიულო ამ ვადაზე. ემც ასე მეგონა 12 კვირამდე მიმაღწევიდა და სულ ტყუილად მინერვიულია. ძალიან ძლიერები არიან ეს წერტილუკები ამ "ასაკში" )))))))

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:41
ქეთიმ მომწერა იწექი არ გაინძრეო და მაინც წავიდე ღუდუშაურში?სულ დავიბენი დედას გეფიცები, პროგესტერონი დავიკეთე უკვე 2 ამპულა.

Posted by: taka26 17 May 2017, 17:44
ზედმეტი არ ვარგა არაფერი თქო ნერვიულობა ვიგულისხმე ))) და ისე გამოცდილი მაქ მეც)) მეც მომშლია 7 წლის თავზე)) ასე რო აქ ყველა კარგშიც და ცუდშიც გაოცდილები ვართ..


nikolsona
კი კი ვწევარ სულლ, მანქანით თი გავალ ხოლმე ისიც აფთიაქში.. ტონუსი არ მაქ და რამ შეილება გამოიწვიოს თქო ქეთის ვკითხე და საშვილოსბო იზრდება მაგდროს ძაანო

Posted by: LK1 17 May 2017, 17:45
პროგესტერონის ნემსი მეც დამიმატეს, ეგ დამავიწყდა. მიწერე ქეთის 2ს ვიკეთებ პროგესტერონს და მეტი ხო არ გავიკეთოთქო. ისე თუ შეძლებ მართლა წადი ღუდუშაურში.

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:49
არა რას ამბობთ გოგოებო,ეხლა თქვენ რომ არა არ ვიცი უფრო გავგიჟდებოდი,თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველა თქვენი მონაწერი გავითვალისწინე და მივიღე წამლები,ნეტა გადამირჩეს ეს ციცქნა მეტი არაფერი მინდა.კოლტების მეშინია,ტვალეტში ვერ შევდივარ შიშისგან.ღუდუშაურში რას გამიკეთევენ?ხვალ გვიან იქნება მისვლა?ეხლა ადგოკის მეშინია,სიარულმა უფრო რომ რამე არ გამოიწვიოს,იცით როგორი დაბნეული ვარ...

Posted by: LK1 17 May 2017, 17:55
gogona3
იწექი დღეს, მე საღამოს მქონდა და მეორე დილამდე არ წავსულვარ არსად. ხვალ წადი და გადაამოწმე მაინც ეხო გიწევდა. ყავისფერი გამონადენი გექნება და არ შეგეშინდეს. როგორც კ8 გაყავისფრდება პირიქით კაია. ეი შეწყდა დენა.

Posted by: mashusha 17 May 2017, 17:59
gogona3
ექოს სახლში გამოძახების სერვისი ხომ არსებობს. თუ გინდა, გამოიძახეს..
კოლტები სდიოდა დაქალის დას და კი ჰყავს ბიჭუკელა. უთხრეს, სავღაუდოდ, ტყუპი იყო და მეორე ჩამოიშალა.. იქნებ, ჰემატომა იყო, ვინ იცის. მთავარია ჰყავს

Posted by: gogona3 17 May 2017, 17:59
LK1
არ ვიცი შეწყდა თუ არა,ვერ ვგრძნობ და ტვაელტშიც ვერ შევდივარ,დნა რომ ამიტყდეს რა ვქნა მერე... ცოტა დამიწყნარდესთქო ვფიქრობ და ექოზე მერე მივალ

Posted by: taka26 17 May 2017, 17:59
gogona3
იწექი დღეს და ხვალ წადი, ეხლა გზაში უარესი არ დაიმართო. იწექი ეგრე

Posted by: GvanTsa1212 17 May 2017, 18:06
gogona3
პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი, რომ გეჭრებით, მაგრამ ...

QUOTE
იწექი არ გაინძრეო

დიაგნოზი არ არის და ვერაფერს შედეგს ვერ მოგცემს, ვერანაირ ვარიანტში თუ მდგომარეობა საგულისხმოა ...

ღუდუშაურის კლინიკის გარდა არის კიდევ რამდენიმე კლინიკა ძალიან კარგი თბილისში, სადაც შეგიძლია მიხვიდე 24 საათის განმავლობაში და მიიღო სრული ინფრომაცია შენი და შენი პატარას შესახებ ... მე შენს ადგილას უპირობოდ ავდგებოდი და მივიდოდი პირველივე ნორმალურ კლინიკაში ...
ძალიან სასიხარულოა და ძალიან საგულისხმო ყველა ის რჩევა, რომელიც აქ მოგცეს, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც მოსმენილ რჩევებს ექიმთან ვიზიტი სჯობს smile.gif
ონლაინ დიაგნოზი არ ისმევა, დიაგნოზი ისმევა სრული სიტუაციის ანალიზის შედეგად ...
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი თუ ცოტა უტაქტოდ გამომივიდა ...
წარმატებებს გისურვებთ შენს და შენს პატარას smile.gif

Posted by: mashusha 17 May 2017, 18:10
GvanTsa1212
ექოს სახლში გამოძახების სერვისი არის. ... რა ვიცი, თავისი გადასაწყვეტია. ვადა პატარაა

Posted by: GvanTsa1212 17 May 2017, 18:13
mashusha
QUOTE
ექოს სახლში გამოძახების სერვისი არის. ...

მართლა??? პირველად გავიგე

თუ გაქვს ინფო მითხარი რა ...
მსგავსი სახის ინფორმაციებს სულ ვაგროვებ ხოლმე, რა იცი რა ხდებას პრინციპით და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დამჭირვებია და მერე მოძიებაზე დრო არ დამიკარგავს ...

Posted by: mashusha 17 May 2017, 18:15
GvanTsa1212
მე მხოლოდ ვიცი რომ არსებობს... ( საინფორმაციო ცენტრს არ ექნება ინფორმაცია?

Posted by: gogona3 17 May 2017, 18:17
mashusha
შეგიძლია დეტალურად მომწეროცბევრ რამეში გაურკვეველი ვარ,აჯუ თავისი აპარატით მოვლენ?

Posted by: nino84 17 May 2017, 18:26
natushkebi78
მე ვიყავი რეპროარტის პაციენტი კერძოდ მაია ჯანელიძის. ოთხი გადატანა მქონდა და არცერთი მიემაგრა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მეუბნებოდნენ ყველაფერი წესრიგში მქობდა და ემბრიონებიც ხარისხიანი იყო. ჩემი რჩევა იქნება ინოვაში მიხვიდე ქეთი ოსიძესთან, აქაც რომ გადახედო უმრავლესობა ქეთის პაციენტები არიან, რეპროარტის პაციენტი ძალიან ცოტაა, ისიც კმაყოფილი არავინ მახსენდება. თეასაც ვიცნობ, ერთ-ერთი გადატანა მასთან გავიარე არ იმყოფებოდა მაია საქართველოში, ცუდი შთაბეჭდილება არ დიტოვა, მაგრამ მგონია რომ ინოვა გაცილებით წინაა ვიდრე რეპროარტი, თუმცა შენი გადასაწყვეტია ვისთან მიხვალ. წარმატებები.

Posted by: iratta_26 17 May 2017, 18:28
gogona3
პირველად მგონი 6 კვირაზე, ზუსტად არ მახსოვს.3 დღე ვიკეთებდი 4 პროგს, მერე გადავედი ორზე ისევ. პირველად ეგრევე გავვარდი ეხოზე ქეთის მერე მივწერე სახლში რომ მოვდი. მეორედ ღამე დამემართა და ნემსი რომ გავიმეთე ქეთისაც მივწერე და მაშინვე მომწერა ეხოზე არ გინდა, ჯობია 2 დღე იწექი და მერე მოდი თუ შეძლებო. მესამე დღეს დასავლეთიდან წამოვედი თბილისში, მაგრამ არ მომსვლია არაფერი. როგორ ხარ, მოგდის კიდე?

Posted by: mariami17 17 May 2017, 18:30
ყელის გახსნის სიმპტომები როგორია?

Posted by: taka26 17 May 2017, 18:41
gogona3
gogona3
ფრაქსიპარინი აღარ უნდა გაიკეთო
ეგეთ დროს როგორც ვიცი,

Posted by: gogona3 17 May 2017, 19:39
iratta_26
ამომწურავ პასუხს ვერ ვიღებ ექიმისგან,რამდენი ხანი რა ვიკეთო არ ვიცი,ანუ თქვენ ყველას რჩევისთვის რომ არ დამეჯერებინა სულ არ ვიცოდი რა უნდა მექნა ეხლა მე,პროგი 4-ზე ავედი,პაპავერინს გავიკეთებ მაინც,მაგნეფარი 6-ზე გავზარდე,მაგრამ როდის შევწყვიტო ამათი მიღება ეგ აღარ ვიცი..მოკლედ ხვალ მივალ ხეცურიანთან და მანხოს რა და როგორ და იმედია ნათია ან რუსო გამიწევს კონსულატიას რა და როგორ გავაკეტო,ამ დროს უნდ ავიმკითხაო თუ სრულად ვიცოდე რა გავეკეთო....ეხლა უჯვე თითქმის ყავისფერში გადავიდა და დავშვიდდი ცოტა,კოლტების და სისხლის მატების შემეშინდა..taka26 აჰა ესეც არ ვიცოდი ფრაქსიპარინი თუ უნდა შემეწყვიტა,გეფიცები თქვენ ყ ელა რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა...ან სღამოს ღუდუშაურში წავალ ან ხვალ დჯლით ხეცურიანთან....მადლობა ყველას ძალიან დიდი გოგოებოsmile.gif

* * *
GvanTsa1212
არა პირიქით მადლობა გვანცა რჩევისთვის,მართალი გითხრა წეღან მეშინოდა უფრო არ დაწყებულიყო დენა რომ ავმდგარიყავი,ჯობია ნამდვილად ექიმმა მნახოს და ადგილზე მივიღო დიაგნოზიც და რჩევაც.მადლობა პირიქით smile.gif

Posted by: sesilia28 17 May 2017, 19:56
gogona3
გულისფანცქალით შემოვედი ეხლა რა დამხვდებათქო. არ ინერვიულო, მეც ვყოფილვარ შენს დღეში, ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ეგრე მტკიოდა და დენა დამეწყო, ჰემატომა იყო, რომელიც მერე გაიწოვა. არ ინერვიულო და ხვალ წადი ეხოზე. შენ ჯვარი გწერია და ერთხელ შეშინებული მივედი ექიმთან გამონადენი მქონდათქო და მერე რას ნერვიულობ ისეთი დენით გვყოლია პაციენტები და ყველაფერი კარგად დამთავრებულაო

Posted by: iratta_26 17 May 2017, 21:11
gogona3
აღარ გაიკეთო ფრაქსიპარინი და რომ ჩამოვა ქეთი მიდი მერე და დაგიწეს ნორმალურად დანიშნულებას. კოაგულოგრამასაც გაგაკეთებინებს ალბათ.

Posted by: Lemon Curd 17 May 2017, 23:04
BA84
Tamara1988
ketketa210
gogona3
iratta_26
cash-cash

დიდი დიდი მადლობა, რა კარგები ხართ.


gogona3
აბა შენ იცი, მალე მოყოჩაღდი და ეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო

Posted by: takotatuli1989 18 May 2017, 07:39
gogona3
როგორ ხარ? გუშინ ისე ცუდად ვიყავი ვკითხულობდი და ვერაფერს ვწერდი :* დარწმუნებული ვარ კარგად არის შენი წერტილა :* ღმერთი შენსკენ და ეცადე თავი ხელში აიყვანო... რაც შეგიძლია აკეთებ და დანარჩენი უფლის ნებაა... ნერვიულობა კიდე უფრო სტრესავს ბავშვს :*

Posted by: BA84 18 May 2017, 09:23
gogona3
როგორ ხარ დღეს?

Posted by: natushkebi78 18 May 2017, 10:18

nino84
მადლობა ჩემო კარგო. მეც რაღაც გული მეჭეჭკება და ფეხს ვითრევ რეპროარტის ექიმებთან მისვლაზე.... ნ.ჯანელიძის პაციენტი ვიყავი მანდ, 7 ემბრიონი გავყინეთ, 2 გაყინული გადამიტანეს და არ მიემაგრა... უკვე ერთი წელი გადის თითქმის აღარ მივსულვარ, არ მომეცონა ნანას მიდგომა პაციენტთან და გული ამიცრუვდა... დამრჩა 5 გაყინული ემბრიონი იქ.. ეხლა მინდა შემოდგომაზე კიდევ ვცადო. ამას წინ მივედი მაგათთან ქუთაისში და და მითხრეს შეიცვალა შენი ექიმი და ეხლა თეა ჩარკვიანი იქნებაო. მე 39 წლის ვხდები უკვე, ვიცი რომ ჩემს ასაკში უფრო დაბალი შანსები მაქ წარმატებული შედეგის მიღების და სწორედ მაგაზე ვეჭვობ, რომ ჩემნაირი პაციენტებისთვის ეგ კლინიკა ფულის დაზგაა... მე ქუთაისში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ამიტო ქეთისთან მისვლა ვერ მოვახერხე და თუ რომელიმე დამეხმარებით აქ ერთი შეკითხვა რომ დავუსვა შორიდან smile.gif ძალიან მადლობელი დაგრჩებით. .. თუ შეიძლება რა თქმა უნდა.. მინდა ვიცოდე სანამ მივალ ქეთისთან თუ შეიძლება ის გაყინული ემბრიონები რეპროარტში მხოლოდ გადავიტანო, ხოლო დანარჩენი - მომზადება და მერე მიმაგრებაზე თვალყური ქეთისთან გავაგრძელო... მანამდე თანხას ვაგროვებ, რომ გადატანისთვის მზად ვიყო ფინანსურადაც... მთლიანად ერთი თვე გავჩერდები თბილისში და მერე წამოვალ სახლში.. ეხ. ყველაფერი თანხებზე რომ არ იყოს დამოკიდებული, კარგი იქნებოდა ყველასთვის.
წარმატებებს გისურვებთ ყველას smile.gif

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 10:18
გოგოებო, ხომ ვერ მირჩევდით თქვენი გამოცდილებით: ეხოზე უნდა მივიდე 20-ში, ალბათ უნდა ჩავეწერო ხეცურიანთან.
არ გამიგია ეს ხეცურიანი, თუ გაქვთ გამოცდილება, რამდენად კარგია? ჩაწერა მინდა
უბრალოდ გუშინ და დღეს ვერაფრით ვერ დავრეკე ინოვა ინვიტროს ვერც ქალაქის ნომერზე (ცენტრალურიდან რომ მრთავენ ითიშება), ვერც მობილურზე.
კითხვა: ჩაწერის გარეშე მისვლას აზრი აქვს? თუ ეს ხეცურიანი არ არის კარგი, სხვაგან ხომ ვერ მირჩევდით? მადლობა წინასწარ

Posted by: FlowerBomb 18 May 2017, 10:28
Lemon Curd
მე არ მომწონს ხეცურიანის გაკეთებული ექოსკოპია. 65 ლარს იხდი და ქალს ოფიციალურად ეზარება დეტექტორის 5 წუთზე მეტი ხნით დადება და ნახვა. არც ანტრალური ფოლიკულების დათლაზე იკლავს თავს. მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ არ ღირს მის მიერ გაკეთებული ექოსკოპია ეგ ფასი sad.gif

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 10:29
ხომ ვერ მირჩევ, ვისთან ჯობიაFlowerBomb

Posted by: Batakeke 18 May 2017, 10:31
natushkebi78
გაყინული ემბრიონები გადაიტანე ქეთისთან-თვითონ მიბლენ რეოროარტსი დაწამოაბრძანებენ ემბრიონებს. ასე აკეთებს ბევრი. ქეთისთანვე გადაიტანე.

Posted by: LTB1948 18 May 2017, 10:31
natushkebi78
მე შემხვედრია მოსაცდელში რეპროარტიდან გადმოსული პაციენტი, რომლებმაც ემბრიონები წამოიღო და ქეთიმ გადაუტანა. შედეგი სამწუხაროდ არ ვიცი, აღარ მინახავს ის გოგო.
ისე კი მითხრა, რეპროარტმა პრობლემები შემიქმნა წამოღებაზეო, მაგრამ იმან თუ მოახერხა, შენც მოახერხებ. შენი ბიოლოგიიური მასალაა და არ აქვთ უფლება არ მოგცენ, უკანონოა.

რაც შეეხება კონსულტაციას ტელეფონიტ, არა მგონია მოახერხო. ძალიან დაკავებულია და თან არა მგონია ტელეფონით დათანხმდეს, ხომ უნდა გაგსინჯოს, ისე პასუხისმგებლობას როგორ აიღებს?

შენს ადგილას, ციკლის მეორე ნახევარში მივიდოდი ქეთისთან და გავარკვევდი მის პოზიციას, ანუ რა არის საჭირო და დავგეგმავდი გადატანას. ყველა ანალიზი წამოიღე, თუმცა 1 წლის წინანდელი თუ არის, სავარაუდოდ ხელახლა გაგაკეთებინებს მაინც.

პარალელურად, რეპროარტში გავარკვევდი ჩემი მებრიონების წამოღების ვარიანტს, წესით არ აქვთ უფლება რომ არ მოგცენ და ჩემი თვალით მინახავს პაციენტი, რომელმაც წამოიღო.

წარმატებებს გისურვებ

Posted by: FlowerBomb 18 May 2017, 10:31
ვინმეს ნათელა სუჯაშვილზე რამე გსმენიათ ჯანმრთელობის სახლში?????? რას იტყვით?

Posted by: LTB1948 18 May 2017, 10:34
gogona3
როგორ ხარ? შენზე ვინერვიულე. იმედია ყველაფერი კარგად გაქვს და წუხანდელმა ღამემაჩ მშვიდობიანად ჩაიარა.

Posted by: FlowerBomb 18 May 2017, 10:47
Lemon Curd
სიმართლე გითხრა, მე მომწონდა საბახტარაშვილში გაკეთებული ექოსკოპია, ორი აკეთებდა მანდ, ერთი თვითონ ცოლი არსენ გვენეტაძის და მეორე გოგოა ახალგაზრდა. მე არასოდეს ვყოფილვარ ორსულად და ორსულობის კუთხით ნამდვილად არ ვიცი , ვინ უკეთესია, მაგრამ შენც თუ ღრუს სანახავად გინდა და ფოლიკულების დასათვლელად, იქაური ექოსკოპია ბევრად მომწონდა. თუ ინნოვაში დადიხარ, თვითონ შენი ექიმი არ გიკეთებს ხოლმე ექოს? მართალია, აპარატურა მათ უფრო მოძველებული აქვსთ, უშუალოთ ოთახებში, მაგრამ მეტად ყურადღებით უყურებენ.
რავიცი, საბახტარაშვილში გაკეთებულ ექოსკოპიას ხეცურიანის მიფუჩეჩებულს ვერც შევადრი.

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 10:49
FlowerBomb
ინვიტროს შემდეგ პირველ ეხოზე მივდივარ და ჩვეულებრივად უნდა მივიდე ანუ არა გინეკოლოგთან, არამედ რადიოლოგთან, როგორც მითხრეს. მადლობა რჩევისთვის.

Posted by: taka26 18 May 2017, 10:53
ხეცურიანი მაგრად არ მევასება, ისეთი უჟმურიაა, სიტყვვები უნდა ამოგლიჯო თითქოს უფასოდ მიხვედი..))) ხვალ მივალ და ვსიო მაგასთან აღარ მივალ მე....
შეილება პროფია მარა რად გინდა შენ მაინც არაფერს გეუბნება

Posted by: natushkebi78 18 May 2017, 10:58
LTB1948
მადლობა ჩემო კარგო, გავითვალისწინებ აუცილებლად. მგონი ქეთიზე მიმანიშნე ხო? smile.gif

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 11:01
taka26
ჩაწერილი ხაე თუ რიგში დგები?

Posted by: GvanTsa1212 18 May 2017, 11:02
Lemon Curd
საბედნიეროდ ბევრი კარგი რადიოლოგი არის თბილისში, ვისაც შეგიძლია ენდო:
სერგო მათითაშვილი
გენრიეტა გაგოშიძე
რამაზ ჭიღლაძე
ბადრი შარიქაძე
ამირან გურგენიძე
დავით ვასაძე

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 11:04
GvanTsa1212
უღრმესი მადლობა!

Posted by: natushkebi78 18 May 2017, 11:04
LTB1948
დიდი მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ. მეც მასე მოვიქცევი. ისე ფასები როგორ არის ინოვაში, ემბრიონის გადატანა რა ღირს თუ იცი?
* * *
Batakeke
მადლობა, შენც ქეთისთან დადიხარ? რა ეტაპზე ხარ?

Posted by: taka26 18 May 2017, 11:07
Lemon Curd
პროსტა ჩავეწერე ეხლა თორე არ ინდა ჩაწერა მითუმეტესქეთი არაააქ და ცარელაა კლინიკა

Posted by: FlowerBomb 18 May 2017, 11:08
გოგოებო, ხომ არ გაგიგიათ ნათელა სუჯაშვილი ჯანმრთელობის სახლში? რაღაც ჰომეოპატიური მეთოდებით მკურნალობს თურმე და ხომ არაფერი გსმენიათ????

Posted by: nino84 18 May 2017, 11:10
natushkebi78
მე ვიცი, რომ შეიძლება ემბრიონების გადატანა სხვა კლინიკიდან, ინვიტროდან ვიცი რომ გოგოებმა წამოიღეს ქეთი რომ ინოვაში გადმოვიდა. დაელაპარაკე რეპროარტსაც, არ აქცთ უფლება არ გამოგატანონ. ქეთის იქნებ facebookze მიწერო ძირითადად პასუხობს და დაგაკვალიანებს. Ketevan osidze ასეა დარეგისტრირებული

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 11:12
taka26
მადლობაა. აბა, წარმატებები

Posted by: Batakeke 18 May 2017, 11:17
natushkebi78
პირველივე ცდა შედეგიანი-15 კვირის ფეხმზიმე ვარ.
* * *
QUOTE
natushkebi78

კი. ქეტის პაციენტი ვარ

Posted by: gogona3 18 May 2017, 11:44
ვერ გთაგავთ ყველას გოგოებო,მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ.დღეს საშინელი დღე მაქვს,არ გამოჩნდა ჩემი ციცქნა,მომეშალა. ყველაზე რთული მოსასმენი იყო სუროგატი აიყვანეო ნათიამ,აი ეხლა ისე ვარ თავის მოკვლაზეც რომ არ ვიტყოდი უარს...რა გავაკეთო არ ვიცი,ასეთი უიმედო ჯერ არ ვყოფილვარ, ის ვერ გავიგე თუ ვრჩები ორსულად რატომ მემართება ამ ვადაზე მოშლა,ამას ვერ გავიგებთო-ერთდაერთი გამოსავალი სუროგაციააო.მართლა მინდება ყველაფერს თავი დავაღწიო და გავეცალო ყველფერს,ძალიან ბევრი ვიწვალე,ამდენი წამალის მიღეაბამ ხომ სულ გამინაგდურა ორგანიზმი....არაფრის იმედი,გეგმა,მიზანი უკვე აღარ გამაჩნია

Posted by: takotatuli1989 18 May 2017, 11:47
gogona3
არც კი ვიცი რა გითხრა. არანაირი სიტყვა შენ არ დაგამშვიდებს ეხლა sad.gif დასვენება გინდა ყველა შემთხვევაში რო დალაგდე და მიზანი დაისახო... დარწმუნებული ვარ გახდები დედა! აქ სხვა გოგოებსაც უთხრეს სუროგატი და ბოლოს მაინც დარჩნენ თავისით... არც სუროგაყია განაჩენი უბრალოდ კაი ფსიქოლოგიური მომზადება უნდა და დიდი თანხები sad.gif

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 11:57
gogona3
ვაიმე ისე ვდარდობდი შენზე, ვარეფრეშებდი ყოველ წუთს. როგორი ძნელია sad.gif გამხნევდი, აბა შენ იცი. ეხლა არ იფიქრო მაგ შემოთავაზებაზე, უფრო განერვიულდები. საბოლოოდ ყოველთვის გამოჩნდება გამოსავალი, ეცადე ამაზე იფიქრო.

Posted by: sesilia28 18 May 2017, 12:25
gogona3
მარტო იმას გეტყვი რომ არ დანებდე, მჯერა რომ გამოგივა. აქ არიან გოგოები ვისაც იგივე უთხრეს და გამოუვიდათ. ვიცი რასაც გრძნობ და გული მტკივა

Posted by: LTB1948 18 May 2017, 12:28
gogona3

ნათიამ რა იცის?

ქეთის დაელაპარაკე რომ ჩამოვა. ძალიან ვწუხვარsad.gif გადაგივლის ეს შოკური მდგომარეობა და დაალაგებ მერე აზრებს და გეგმებს.

მერამდენე ინვიტრო იყო?

Posted by: compte.paris75 18 May 2017, 12:52
gogona3
უჰ! ძალიან მეწყინა.
სუროგატი არ გაგიკვირდეს, ეს არის ყველაზე ადვილი გზა სამედიცინო თალსაზრისით და იმიტომ გთავაზობენ. ქეთიმ მეც მითხრა სუროგატი. მაგრამ როგორი გადასაწყვეტია გინდა ფინანსურად გინდა მორალურად...
მე კი ავიჩემე ეს საშვილოსნოს ბიოფსია (მეც ჩემი გამჭირვებია და ვეძებ გამოსავალს), მაგრამ როცა ბევრი მოშლაა ან არ ემაგრება საერთოდ ემბრიონი, საფრანგეთში ამ ბიოფსიას სთავაზობენ იმუნიტეტზე გამოსაკვლელვად. 450 ევრო ღირს. და თუ უპოვიან ან ძალიან მაღალ ან პირიქით ძალიან დაბალ იმუნიტეტს, შესაბამის მკურნალობას უგზავნის ლაბორატორია ანალიზის პასუხებთან ერთად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ბიოფსიის. დაახლოებით 20 ივნისს აიღებენ მასალას და თვენახევარში პასუხი იქნებაო. გეტყვი თუ რამე ხელის მოსაჭიდი გამომიჩნდა.

Posted by: gogona3 18 May 2017, 13:01
sesilia28
Lemon Curdთაკოთათული მადლობა გოგოებო..
LTB1948
ხო ქეთის ორშაბათს დილით მივალ და ვნახავ, ეხლა არაფერს აღარ მოვიმოქმედებ,ქეთიდთან ზედიზედ 3 ინვიტრო გავიკეთე(ორგანიზმი ცოდოა ამდენი წამლების გამო),3-იც სხვასთან მქონდა გაკეთებული.

ისე ნეტა თუ მომხდარა ისეთი სემთხვევა,რომ ინვიტროების შემდეგ ბუნებრივად დარჩეს ქალი,თუბუკვე ოცნებებში გადავვარდი და ვერ ვხდები?
* * *
compte.paris75
პირველად გავიგე ამის შესახებ,თუ იცით საქართველოშიც აკეთებენ ამას? თუ მარტო საფრანგეთში?? და შედეგიანინთუ არის ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში დანიშნული მკურნალობა?
* * *
ქეთის ასისტენტი ნათიას ნომერი ხომ არ იცით გოგობო? პასუხი უნდა მოეწერა რა წამალი მივიღო და ამდენი ხანი გავიდა და არ მეხმიანება,ისევ მე შევეხმიანები,აქ თუ არა პირადშ მაინც მომწერეთ რა...

Posted by: mariami17 18 May 2017, 13:30
gogona3

595 13 18 17 ნათიას ნომერი

Posted by: mashusha 18 May 2017, 13:31
gogona3
QUOTE
ისე ნეტა თუ მომხდარა ისეთი სემთხვევა,რომ ინვიტროების შემდეგ ბუნებრივად დარჩეს ქალი,თუბუკვე ოცნებებში გადავვარდი და ვერ ვხდები?



კი, კი ,კი კი, მართლა! მე ვიცნობ ასეტს. უშედეგო ინვიტროს მერე დარჩა. არ ვიცი იმავე თუ მომდევნო თვეში. ერტს ვიცნობ კიდევ, ინიტროთი გააჩინა პირველი და მერე თვითონ დაორსულდა ბუნებრივად. კოლეგა მყავს რომელსაც უსედეგო ინვიტროს მერე ინსემინაცია შესტავაზეს, ხშირია როცა ამარტლებს ასეთ დროსო. სამწუხაროდ, ამაზე არ გაამართლა...

Posted by: ოჩოპინტრე8 18 May 2017, 13:33
gogona3
QUOTE
ისე ნეტა თუ მომხდარა ისეთი სემთხვევა,რომ ინვიტროების შემდეგ ბუნებრივად დარჩეს ქალი,თუბუკვე ოცნებებში გადავვარდი და ვერ ვხდები?

არანაირი ოცნება ეგ არ არის, ჩემი ახლობელი მრავალი წვალების შემდგეგ ინვიტროთი დარჩა ფეხმძიმედ და გააჩინა 3 ტყუპი, და სულ რამდენიმე თვეში ფეხმძიმედ დარჩა და ახლა ფაქტიურად ტოლი 4 ბაია ყავს smile.gif)) აუცილებლად გახდები დედაა, აუცილებლად !!!!!!!!!

Posted by: gogona3 18 May 2017, 13:49
mariami17
მადლობა მარიამmashusha
ოჩოპინტრე8
mashusha
მართლა?ეხლა უკვე ვფიქრობ ისევ ბუნებრივი გზით ვცადოთქო,ინვიტროში მართლა ბოლომდე ვცადე ბედი და უშედეგოდ,იქნებ ჩემით ვიყოჩაღო რავიცი აბაა...ბუნებრივი ორსულობა კი არადროს მქონია,მაგრამ ვცდი...ქეთის რომ ვუთხრა ეხლა ბუნებრივად შემიწყოს ხელი? ალბათ კეტყვის შეგან სუროგაციის გარდა არაფერი გამოვაო..რავი ორშაბათს ვეტყვი მაინც,ან ფოლეკულური ფაზა მიკონტროლოს და ა.შ.

Posted by: ოჩოპინტრე8 18 May 2017, 14:22
gogona3
QUOTE
მართლა?ეხლა უკვე ვფიქრობ ისევ ბუნებრივი გზით ვცადოთქო,ინვიტროში მართლა ბოლომდე ვცადე ბედი და უშედეგოდ,იქნებ ჩემით ვიყოჩაღო რავიცი აბაა...ბუნებრივი ორსულობა კი არადროს მქონია,მაგრამ ვცდი...ქეთის რომ ვუთხრა ეხლა ბუნებრივად შემიწყოს ხელი? ალბათ კეტყვის შეგან სუროგაციის გარდა არაფერი გამოვაო..რავი ორშაბათს ვეტყვი მაინც,ან ფოლეკულური ფაზა მიკონტროლოს და ა.შ.

მართლა!! აი დედას გეფიცები ერთ სიტყვას მაინც თუ ვამატებდე ! მოშლებს რაც შეეხება , იმასაც მოგიყვები ჩემს ორ თანამშრომელს რამდენჯერ მოეშალა sad.gif(( მაგრამ სწორი მკურნალობით მივიდნენ სასურველ შედეგამდე smile.gif)

Posted by: taka26 18 May 2017, 14:29
gogona3
როგორ მეწყინაა, რა გითხრა არც ვიცი..
რამდენჯერ დაგიდგა ორსულობა ისე

Posted by: Lemon Curd 18 May 2017, 14:36
რა აუცილებლობას წარმოადგენს 5 წუთის წინ დასტრესილ ადამიანს ეგრევე სუროგატზე დაელაპარაკო, ნუთუ ამდენი არ ესმით. გასაგებია, სუროგატი არ არის არანაირად ტრაგედია, მაგრამ ხომ შეიძლება ეს რჩევა მომავლისთვის გადადო როცა შედარებით ცივ გონებაზე აზროვნებს ადამიანი. უკვე მერამდენედ გავიგე ასეთი შემთხვევა და ნერვები მეშლება რა. ვიცით, რომ ისინი ექიმები არიან და სამედიცინო თვალსაზრისით უდგებიან საკითხს, მაგრამ ჩვ3ნ ადამიანები ვართ და ცოტა ჩვენი პოზიციიდან შეხედონ. აი რას მაძლევს იმ წუთში ეს შემოთავაზება, გადაწყვეტილებას მივიღებ ასე უცებ თუ რა

Posted by: BA84 18 May 2017, 15:31
gogona3
აუ ძალიან დამწყდა გული, რა დებილი დღეა, მეორე ცუდი ამბავი გავიგე დღეს sad.gif შეეცადე რა იმედიანად იყო, ძალიან ძნელია მაგრამ....

Lemon Curd
ასე მეგონა მე ვწერდი, საშინელებაა ასეთი მიდგომა, მეც გამოვიარე იგივე. დონორი რომ მიხსენეს ისედაც განადგურებულს. და ჯერ ერთი ნათიას არ უნდა ქონდეს მგონი მაგის თქმის უფლება.

ჩამოვა ქეთი და დაელაპარაკე. მეც ველოდები, ვნახოთ რას მეტყვის ამჯერად.

Posted by: ოჩოპინტრე8 18 May 2017, 15:39
QUOTE
რა აუცილებლობას წარმოადგენს 5 წუთის წინ დასტრესილ ადამიანს ეგრევე სუროგატზე დაელაპარაკო, ნუთუ ამდენი არ ესმით. გასაგებია, სუროგატი არ არის არანაირად ტრაგედია, მაგრამ ხომ შეიძლება ეს რჩევა მომავლისთვის გადადო როცა შედარებით ცივ გონებაზე აზროვნებს ადამიანი. უკვე მერამდენედ გავიგე ასეთი შემთხვევა და ნერვები მეშლება რა. ვიცით, რომ ისინი ექიმები არიან და სამედიცინო თვალსაზრისით უდგებიან საკითხს, მაგრამ ჩვ3ნ ადამიანები ვართ და ცოტა ჩვენი პოზიციიდან შეხედონ. აი რას მაძლევს იმ წუთში ეს შემოთავაზება, გადაწყვეტილებას მივიღებ ასე უცებ თუ რა

100 %

Posted by: oo la la 18 May 2017, 15:40
ძალიან სამწუხაროა sad.gif

ჩემი აზრით ესეთ დროს დონორის ხსენებით რაღაცნაირად პასუხისმგებლობას გაურბიან,
"მე ყველაფერი გავაკეთე შენს ორგანიზმს არ შეუძლია და იქნება სხვისი ვცადოთ"
ძალიან ცუდია იმ იმედსაც უწურავ ადამიანს რომელიც ამ მძიმე მდგგომარეობაში შეიძლება ქონდეს sad.gif

Posted by: gogona3 18 May 2017, 15:43
აბსოლუტურად გეთანხმებით, ჯერ ერთი მე სხვას ვაძლევდი რჩევას-თუ სხვა გზა არ არსებობს ეგეც შენი შვილიათქო, არ ვიცი შეიძLება მე თვითOნ მივიდე მაგ დასკვნამდე ბოლოს რომ სუროგაციას მივმართO, მაგრამ ისეთ დღEში ვიყავი, თვალებჩასისხლიანებული და სუროგაციაღA დარჩA გამოსავალიო-ვინც დაგვიჯერა კი ყავს ბავშვებიო და ვინ არ დაგიჯერათთქო? ისინი კიდევ დადიან და წვალობენო.. ნუ მოკლედ.... იმედია გამოვა ჩემი არჩეული გზით ამის შემდეგ, და თ არ გამოვა მართლა მეტი გზა არ დამრჩბება, დროის ფაქტორი მაქვს ეხლა მართლა, მეტი არაფერი...

Posted by: BA84 18 May 2017, 15:52
gogona3
ყველა ინ-ვიტროზე რჩებოდი ორსულად?

Posted by: gogona3 18 May 2017, 15:54
BA84
კი, მე მარტო ინვიტროებით ვარ დარჩენილი...

Posted by: BA84 18 May 2017, 16:01
gogona3
ყველა ინ ვიტროზე ორსულად რჩებოდი და მერე გეშლებოდა?

Posted by: gogona3 18 May 2017, 16:03
არა სამჯერ დავრჩი მხოლო და სამჯერვე 5 კვირაზე მეშლებოდა, ეს რომ ვიკითხე ნუთუ რამე მიზეზი არ არსბობს რატომ მეშლებათქო და 1000 მიზეზი შეიძლება იყოსო და 1000-ვე ხომ არ უმკურნალებენო...ძალიან არეული ვარ, რა გავაკეთ აღარ ვიცი...შენ რას შვრები? ისევ ინვიტროს გეგმავ?

Posted by: BA84 18 May 2017, 16:07
gogona3
კი ვგეგმავ ისევ, რას მეტყვის ქეთი ვნახოთ, მინდა გეგმა შევცვალო. მე ემბრიონის ხარისხი მაქვს პრობლემა ძირითადად.

შენ გაქვს გაყინული ემბრიონები ხომ ?

ჰისტერო გაკეთებული გაქვს? თვითონ ემბრიონი კარგი ხარისხის გაქვს ხომ?

Posted by: gogona3 18 May 2017, 16:07
ლელა მამარდაშვილი გაგიგიათ? დედაჩემმა გინდათუ არა წავიდეთო..biggrin.gif არასდროს მჯეროდა ესეტების და მოკლედ წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო ესეა უკვე ჩემი საქმე...
* * *
BA84
წარმატებები smile.gif მე არაფერიც აღარ მაქვს...

Posted by: taka26 18 May 2017, 16:17
gogona3
ანუ 6 ორსულობა გქონდა?

Posted by: gogona3 18 May 2017, 16:26
BA84
ჰისტერო არა მაქვს გაკეთებული
taka26
6 გადატანა, 3 ორსულობა

Posted by: taka26 18 May 2017, 16:28
gogona3
აუუუ მგონია შენითაც დარჩები..
ჰომეოპათების მჯერა მე მთავარია შენც დაიჯერო

Posted by: gogona3 18 May 2017, 16:32
taka26
მემგონი მეტი გზა აღარც დამრჩა, ისევ მაგათ უნდა მივადგე...

Posted by: sesilia28 18 May 2017, 16:49
gogona3
ინ ვიტრო არ მქონდა გაკეთებული მაგრამ სამი არ შემდგარი ორსულობა მქონდა, მეც სუროგაციაზე უნდა ვიფიქრო ანუ. 3ჯერაც და 9ჯერაც მოშლიათ მაგრამ მაინც თვითონ გაუჩენიათ. არაა სწორი მიდგომა შენ რაც გითხრეს. ანტიფოსფორლიპიდური სინდრომი გამოკვლეული გაქვს?

Posted by: LTB1948 18 May 2017, 16:50
gogona3
რამდენი წლის ხარ?

მოდი, ქეთის დაელაპარაკე. რა იცის ნათიამ, მაგ გოგოს ინტელექტით და ყურდღებით დიდად ვერა მოვიხიბლე, თუმცა დიდად არც შეხება მქონია.

ძაან იცის ნათიამ შენს შემთხვევაში რა არის პრობლემა, ემბრიონის ხარისხი თუ საშვილოსნოს მდგომაეობა? სუროატი საშვილოსნოს პრობლემების შემთხვევაში კი ბატონო, მაგრამ მე-8 კვირამდე თუ იშლება ნაყოფი, როგორც წესი, განვითარების ბრალია და ქრომოსომული ანომალიიის გამო იშლება, ანუ შეიძლება გენეტიკური ფაქტორი იყოს.

საქართველოში ემბრიონების სკრინინგი არ ტარდება და თუ საშვილოსნოს დადგენილი პათოლოგია არ არის, შეიძლება სუროგატი არ იყოს გამოსავალი და დონორის კვერცხუჯრედი იყოს, ასე რომ ნათიასთან ერთი ლაპარაკით გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ.
ქეთის კარგად აახსნევინე, რას ფიქრობს, რომელია პრობლემური უფრო, საშვილოსნოს ღრუ თუ ემბრიოლოგია, როგორც წესი, ემბრიოლოგები აფასებენ ემბრიონს და ქეთის ეცოდინება.

ასევე უთხარი, თუ შესაძლებელია ემბრიონების სკრინინგი წინასწარი. ვიცი აქ არ კეთდება, მაგრამ თუ შეუძლიათ სადმე გაგზავნა. რეპროარტი აგზავნის როგორც ვიცი, სხვა კლინიკები არ ვიცი

თურქეთში კეთდება, ორი წლის წინ ვიყავი კონსულტაციაზე და ვიცი, რომ ერთი ემბრიონი დაახლოებით 300$ ჯდება.

დამშვიდდი და დაფიქრდი, რა სჯობს. ქეთი კარგად გირჩევს ყველაფერს.
* * *
gogona3


ჰო, და ჰისტერო გაიკეთე აუცილებლად. ჰისტეროს გარეშე არა მგონია ჭკვიანური იყოს სუროგატის რჩევა.

წინა გვერდებზე დავწერე და აქაც გავიმეორებ ჩემი ახლობლის პრობლემას, დაორსულების პრობლემა არ აქვს, მაგრამ 5 შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდა მე8 კვირაზე.

რა არ გაიკეთა და კაციშვილს არ უფიქრია, რომ საშვილოსნოს პრობლემა ჰქონდა. მერე თურქ ექიმთან მივიდა აქ და იმან აღმოუჩინა საშვილოსნოს თანდაყოლილი პათოლოგია და დასჭირდა ოპერაციული კორექცია. მოკლედ, ამის მერე დაოსრულდა და 21 კვირაზე ისევ დაკარგა ნაყოფი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ლაპარასკოპია ვადიმს და არც ერთ ნორმალურ ლაპარასკოპისტს არ გააკეთებინა

წავიდა თურქეთში და იქ ნახეს, რომ ბოლომდე არ ქონდა მოშორებული ის რაღაც რაღაც თანდაყოლილი წანაზარდი, რაც ნაყოფის განვითარებას ხელს უშლიდა და იქ გაუკეთეს ოპერაცია კიდევ ერთხელ და მოაშორეს. ნუ ამ პათოლოგიით ვერ მიიყვანდა ორსულობას ბოლომდე, ეს აღმოჩნდა დიაგნოზი 10 წლის და რამდენიმე უშედეგო ორსულობის შემდეგ.

ნუ ამას დაორსულების პრობლემა არ აქვს და ინვიტროც არ სჭირდება, მაგრამ საშვილოსნოს ჰისტეროსკოპია და მდგომარეობაში გარკვევა მნიშვნელოვანია.

Posted by: gogona3 18 May 2017, 17:45
sesilia28
არა,შენ რატომ უნდა იფიქრო smile.gif მე უბრალოდ ის მითხრა ნატამ, რომა სეთ შემთხევვაში უკვე ქეთი პაციენტებს სუროგაციას ურჩევსო, ვისაც ეშლება და არ უნარჩუნდებაო...ანტიფოსფორლიპიდური სინდრომი არ მაქვს გამოკველეული და რას გულისხმობს?
LTB1948
30-ის. კი ქეთის ორშაბათს ვნახავ და დაველაპარაკები, თ ვნახე ორშაბათს-ყველა მაგ დღეს მოვა და....ლაპარო თუ გაკეთებული გაქვს წლების წინ, ჰისტერო მაინც აუცილებელია? მე რაც ვიცი ისაა, რომ ემბირონი კარგი ხარისხის იყო, ენდომეტიუმის პრობლემა მქონდა სულ და წამლების ფონზე მიზრდიდნენ, აი საშვილოსნოზეც მეუბნებოდნენ რომ სტრუქტურულად კარგი არისო, სხვა როგორ უნდა გამოვიკვლიო თუნდაც საშილოსნო რომ დავადგინო მაგის პრობლემაა თუ არა? თუ მეც მსგავსი რამე მჭირს-თანდაყოლილი პათოლოგია, ქეთ ვერ დაინახავდა ექოზე? აი ეხლა რომ ვარ გაუგებრობაში და ძალიან რთლ სიტუაციაში, ჯერ მე ესე არ ვყოფილვარ, აქამდე ებრიონების იმედი მაინც მქონდა და ეხლა არ ვიცი რააა....

Posted by: taka26 18 May 2017, 17:53
gogona3
აუუუ მგონია შენითაც დარჩები..
ჰომეოპათების მჯერა მე მთავარია შენც დაიჯერო
* * *
Uიმე ეს ტავისით დაწერილაა მეორეჯერ...
* * *
გოგოებოკოლიტს რითი შველითორსულობაში? დაკიდე მაინტერესებს 6 კვირაზე ვინმესთან გულის ცემა
იყო? ეხოზე ანუ

Posted by: mariami17 18 May 2017, 18:12
taka26
ჩემთან იყო გულისცემა 6 კვირაზე smile.gif)

დუფალაკი დამინიშნეს 20 მილიგრამი დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

Posted by: taka26 18 May 2017, 18:13
mariami17
ეგ ვიყიდე მარა დიდად არ მშველის სავსე ნაწლავები მაწვება მერე და მტკივა ძაან,, წყალში ხსნი ?


ვუი რა კაიაა ნეტა მეც გავიგო ხვაალ დავწყნარდე ცოტა, ნაგვთები დამილაგდეს გიჟს ვგავარ

Posted by: sesilia28 18 May 2017, 18:20
gogona3
ეგ იწვევს მოშლას, მე ეგ გამომაკვლევინეს, 150-200ლარამდე ჯდება და გაიკეთე შენც. მე არც მოფიქრია რომ სუროგატი დამჭირდება უბრალოდ მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მეც მჭორდება. 9-ჯერ და 10-ჯერ ეშლებათ და მაინც აჩენენ და ასე უცებ ნუ დაყრი ფარ-ხმალს ამის ღქმა მინდა. ჩემი ასაკის ყოფილხარ. მე ყველაფერს ვცდიდი ჯერ, ჰომეოპატსაც და ჯადოქარსაც თუ ვინმეაsmile.gif

Posted by: mariami17 18 May 2017, 18:20
taka26
გლიცერინის ოყნა დიდისთვის მშველის
მე მანამდეც მაწუხევდა და ეხლა ხომ საერთოდ მაგიჟებს ეს კოლიტი

Posted by: taka26 18 May 2017, 18:26
mariami17
გტკივა ხოლმე შენც?? არადა ბევრს არც კი აწუხებს ეს პრობლემა

Posted by: mariami17 18 May 2017, 18:34
taka26
მტკივა მთელი მუცელი და მგონია რომ უნდა გავჭყლიტო ჩემი 2 ცალი smile.gif))

Posted by: taka26 18 May 2017, 18:34
mariami17
ტყუპზე ხაარ?;********* ვუიი

მუცელზე წოლა ჩემ
ვადაზე საშიშია?

Posted by: Batakeke 18 May 2017, 19:07
taka26
ხორბლის ქატო-ერთ სუფრის კოვზს დაასხი მდუღარე წყალი იმდენი რომ გამოვიდეს ტხელი ფაფა და ჩაამატე ცოტა ზეთი. უზმოზე ჭამე. აუცილებლივ გიშველის

Posted by: taka26 18 May 2017, 19:23
Batakeke
ოკ მადლობა დიდი , ისემაწუხება მაგიჟებს ნაწლავებიმისკდება სა მაწვება საკვერცხეებზეც

Posted by: GvanTsa1212 18 May 2017, 19:45
taka26
QUOTE
გოგოებოკოლიტს რითი შველითორსულობაში? დაკიდე მაინტერესებს 6 კვირაზე ვინმესთან გულის ცემა
იყო? ეხოზე ანუ


დუფალაკი ან გლიცერინის სანთელი - ორივე შეგიძლია თამამად გამოიყენო
პლუს აუცილებლად კვებით მიეხმარე
გულის ცემა 6 კვირაზე ისმინება, თუ გულისცემა არ მოისმინა, პულსაცია აუცილებლად იქნება

QUOTE
მუცელზე წოლა ჩემ
ვადაზე საშიშია?


არა smile.gif თავად დისკომფორტს იგრძნობ მერე და ვეღარ დაწვები, მანამდე დატკბი მაქსიმალურად smile.gif



Posted by: taka26 18 May 2017, 19:55
GvanTsa1212კიდე რა მაინტერესებს იცი , მოშარდვის მერე მუცელში გაელვებითი ტკივილი მაქ აი შებერილინრო ხარ რო შარდავ და თან რომ
გტკივა რაღაც,პლიუს საშვილოსნოსთანაც
საშიში ხომ არ იქნება

Posted by: GvanTsa1212 18 May 2017, 20:05
taka26
ორსულობის საწყისი ეტაპისათვის მსუბუქი ტკივილი დამახასიათებელია smile.gif
მთავარია ტკივილი არ იყოს მწვავე ...
გადმობარგდი მომავალ მშობელთა კლუბში smile.gif

Posted by: annavita 18 May 2017, 20:16
taka26
mariami17
უზმოზე წყალი ნახევარი ლიტრი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
დალევის მესამე დღიდან აბსოლუტურად მოგიწესრიგდებათ.
არ შეწყვიტოთ წყლის დალევა უზმოზე. და ნახ. საათის შემდეგ 2 ვაშლი მიირთვით.
ასევე ბოლო კვება უნდა იყოს ვაშლი.
ძილის წინ ნურაფერს შეჭამთ.
ვერც წარმოიდგენთ ისე მოგიწესრიგდებათ პერესტალტიკა ზუსტად სამი დღის შემდეგ.
ნახევარი ლიტრი! ნაკლები არა.

Posted by: taka26 18 May 2017, 20:21
annavita
ყლუპ ყლუპით თუ ერთი მოყუდებითაც შეილება

Posted by: compte.paris75 18 May 2017, 20:57
QUOTE (gogona3 @ 18 May 2017, 13:01 )
compte.paris75
პირველად გავიგე ამის შესახებ,თუ იცით საქართველოშიც აკეთებენ ამას? თუ მარტო საფრანგეთში?? და შედეგიანინთუ არის ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში დანიშნული მკურნალობა?

მაგათ ლაბორატორიას (MatriceLab) საიტზე დიდი პროცენები უწერიათ შედეგის 35.8% + 46.6%, (ვისაც უპოვეს იმუნიტეტის ანომალია და უმკურნალეს), მაგრამ მართალია კია რასაც წერენ? საიდან შეამოწმებ:
https://www.matricelabinnove.com/nos-d%C3%A9marches-innovantes/evаluer-la-r%C3%A9c%C3%A9ptivit%C3%A9-ut%C3%A9rine/
(შეგიძლია გუგლის თარგმანი ჩართო)

მე უფრო ფორუმებს ვეყრდნობი:
- არიან ისეთები ვისაც არ აღმოაჩნდათ ეს იმუნიტეტის ანომალია და ასე გაურკვევლად დარჩნენ
- ირიან ისეთებიც ვისაც უპოვეს (ზედმეტად მაღალი ან დაბალი იმუნიტეტი) და ვინც იმკურნალა ამ პრობლემაზე. და ამათგან ბევრი ამბობს რომ მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა და ფეხმძიმედ დარჩნენ. არ მახსენდება ვინმე, ვისაც ეთქვას ვიმკურნალე და მაინც არაფერი შედეგიო. მაგრამ იქნებიან ასეთებიც რა თქმა უნდა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რამეს მიპოვიან და მკურალობას შემომთავაზებენ, თორემ მერე უკვე ნამდვილად აღარ ვიცი რა ვეძებო.

საქართველოში არ კეთდება მგონი. კითხე მაინც ქეთის. ალბათ შეიძლება მასალის ფოსტით გაგზავნა MatriceLab-ში იმიტომ რომ აქაც ყველა გინეკოლოგი ფოსით აგზავნის მასალას MatriceLab-ში. დახურული ლაბორატორიაა და შიგნით არავის არ უშვებენ.

Posted by: annavita 18 May 2017, 21:01
QUOTE
ყლუპ ყლუპით თუ ერთი მოყუდებითაც შეილება

taka26
როგორც გაგიადვილდება. მოყუდებით ვერც დალევ smile.gif

Posted by: newmoon2016 19 May 2017, 00:33
ეჰ ჩემი მეორე წარუმატებელი ინ ვიტროც დადგა sad.gif გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ მესამე დღეზე გააჩერა ზრდა, ორივე ინ ვიტროზე თითო კვერცუჯრედი მივიღე და ორივე მესამე დღეს შეჩერდა. მეც კვერცჯრედის დონაცია მითხრეს, სავარუდოდ დაბალი ანტიმულერის ბრალია ეს პროცესიო.

ხო და ძალიან დავიბენი, უნდა გავიკეთო თუ არა კიდევ, ააქვს აზრი?

Posted by: mashusha 19 May 2017, 08:56
newmoon2016
ფინანსები და ნერვები თუ გაქვს, სცადე მესამეც...
რა ვიცი რა გითხრა, რთულია რჩევაც კი...

Posted by: LTB1948 19 May 2017, 10:57
newmoon2016
რთულია რჩევა, ალბათ დონაციაა გამოსავალი. ძნელი გასათავისებელია ალბათ, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, ეგეც გამოსავალია. წერდნენ აქ გოგოები წინა თემებში, შგიძლია მოიძიო.

ვისი პაციენტი ხართ? ეგება და განსხვავებული პროტოკოლის გამოყენება ღირდეს თქვენს შემთხვევაში? + ემბრიონების დაგროვების პროგრამებია, ოღონდ ემბრიონი უნდა მიიღოთ.

ქეთი ამ შემთხვევაში დეას უნიშნავს და არიან გოგოები, რონლებსაც შედეგი ჰქონდათ მსგავს შემთხვევებში. ანუ 2-3 კვერცხუჯრედი რომ მიიღონ და ემბრიონები დააგროვო. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია. ქეთიმ თუ გითხრა დონაცია, ალბათ მხოლოდ ეგაა გამოსავალი. ეგეც არაა დიდი ტრაგედია.
ერთ-ერთ გადატანაზე ემბრიოლოგმა გადაამოწმა გვარი, ნუ სწარად თუ მოვიტანეო მასალაsmile.gif მეთქი სხვისი ემბრიონები არ გადამაიტანოთთქო, თუმცა, იქვე მივაყოლე, აღარ დავეძბე, თუნდაც სხვისი იყოს ოღონდ გამოვიდესქთოsmile.gif
ნუ ეგ სიმწრისგან ვუთხარი, მაგრამ გულის სიღრმეში, მგონი მაინც თანახმა ვიყავი, ოღონდ გამოსულიყოsmile.gif ამენი იმედგაცრუება ძნელი გადასატანია.

წერდნენ გოგოები მგონი წინა თემებში, დონორის კვეცხუჯრედით გააჩინეს და ბედნიერი დედები არიან. როცა სხვა გზა არაა, საკუთარ თავს დამატებითი საზღვრები არ უნდა დაუწესო, ისედაც მძომეა ეს ცხოვრება. მე მჯერა, რომ ნებისმიერი გამოსავალი უნდა გამოიყენო. ზედმეტად ნუ დაითრგუნავ თავს. რეალობა უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო. ბედნიერებას ყველა ვიმსახურებთ

Posted by: fly30 19 May 2017, 11:26
LTB1948
როგორ მომწონს შენი პოსტები, ღმერთმა ბედნიერი დედობა მოგცეს!!!

Posted by: @ninuca@ 19 May 2017, 11:50
gogona3
საყვარელო ვინ არის შენი ექიმი? <3 არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება უფლის რწმენა არ დაკარგო <3 <3 <3

Posted by: gzaabneuli 19 May 2017, 12:16
QUOTE
მე-5 ში გადავედი. ტყუპი ნაყოფის

ძალიან ძალიან გამიხარდა, გილოცავ ჩემო კარგო 2kiss.gif baby.gif baby.gif

Posted by: gogona3 19 May 2017, 12:36
@ninuca@
ქეთისთან დავდივარsmile.gif გაიხარეთ,უფალი ყველა ჩემნაირს შეეწიოსsmile.gif

ისე უკვე ალბათ ტვინი წავიღე ჩემი კითხვებით,მაგრამ იქნებ ვინმემ რამე მირჩიოს-მოკლედ სანამ ინვიტროებს მივმართავდი ჩემი დიაგნოზი იყო პოლიკისტოზი-მულტიფოლიკულიოზი,ყველანაირი ანალიზი ჩატარებული მაქვს და სხვა ისეთი არაფერი მჭირდა,ანტიმიულერი მქონდა მაღალი სადღაც 31,მილებიც გამტარუნარიანი,წლების წინ ლაპაროც გავიკეთე,მაგრამ ბუნებრივ ორსულობას ვერ მივაღწიე,ინსემინაციებიც და რამოდენიმე პროცედურაც გავიკეთე ფოლიკულის გასახეთქი(სახელი ვერ გავიხსენე რა ქვია ასეთ პროცედურებს).დღემდე კითხვა ყოველთვის რა მქონდა იცით -ძალიან ბევრი პოლიკისტოზის ანამნეზით დარჩენილა ორსულად ბუნებრივად,მე რატომ ვერ ვრჩებოდი და არცერთ ექიმს ამომწურავი პასუხი ამაზე არ ჰქონია-პოლიკისტოზი მაღალი ანტიმიულერით უშლის ხელსო. საშვილოსნოც წესრიგშია მათი თქმით-სტრუქტურულად კარგი.მიზეზი თუ მხოლოდ პოლიკისტოზია მაშინ სხვები იგივე დიაგნკზით როგორ რჩებიან? სად,ვისთან მოვიძიო ამაზე პასუხი არ ვიცი,ქეთის რა თქმა უნდა 100% ვენდობი და ეხლა ვაპირებ დაველაპარაკო იქნებ დამეხმაროს ჩემით მივიდე შედეგამდე.


და კიდევ ერთი რაღაც არ მასვენებს-გუშინ რომ ვიყავი ხეცურიანთან ენდომეტრიუმი 6,7 მითხრა.ორსულობის დროს ხომ ენდომეტრიუმი იმატებს უფრო და სქელდება,რატომ დაეცა ესე დაბლა,მიზეზი ამისიც მაინტერესებს...

თუ ვინმეს რამით შეგიძლიათ ინფოს მოწოდება იქნებ შემეხმიანოთ,დღეს თურქულ კლინიკებს მივწერე და ველოდები მათგანაც პასუხს,იქნებ იქ მაინც მითხრან რა მჭირს ასეთი...

Posted by: nikolsona 19 May 2017, 13:05
gogona3
მე მაქვს პოლიკისტოზი, მსუბუქ ფორმებში. და კი დავრჩი ორჯერ ორსულად. ანუ ეს ხელისშემშლელი ასე კატასტროფუალდ არ არის. ისე გამოიკვლიე ტორჩ ინფექციები.?
ეგებ რომელიმე ინფექცია გაქვს. ენდომეტრიუმი როცა გეშლება იმიტომ იკლებს ალბათ.

Posted by: gogona3 19 May 2017, 13:19
nikolsona
ინფექციებზეც აღებული მაქვს და სუფთა ვარ. თუმცა ეს ანალიზები 2-3 წინ მაქვს გაკეთებული,სანამ ინვიტროებს დავიწყებდი. ანტიმიულერი ნორმაში გაქვთ თქვენ?

Posted by: takotatuli1989 19 May 2017, 13:45
gogona3
მე მაქვს მულტიფოლიკულოზი, ყველა ჰორმონი ნორმაში გარდა თიეს ეიჩისა რომელიც შემოდგომაზე ნორმაზე ქვემოთ ჩამომდის, პატარა ფარისებრი მაქ და იოდოფოლს ვახმარდიხოლმე... ფოლიკი თავისით არ მისკდებოდა ან სტიმულაციით ეტრუზილზე ან კონტრაცეპტივის დასვენების მერე... ენდომეტრიუმიც იდეალური მქონდა ყოველთვის მილებიც თავისუფლად გამტარი და არასოდეს არ დავრჩენილვარ 3.5 წლის მანძილზე. 1 ინსემინაცია გავიკეთე კარგად დაგეგმილი ქეთისთან და არ გამომივიდა და მაშინ გადავწვიტე ინვიტრო თორე თვითონ არც შემოუთავაზებია. დაჟე გადატანის წინ გადამიცდა და ქეთიმ აი ძაან დიდი შანსია რო ორსულად იყო ისე გაქ ენდომეტრიუმიო და მეთქი არ მჯერათქო და არც აღმოვჩნდი თუმცა ქეთის სულ ეგონა რო ისედაც დავრჩებოდი და ეხლაც ესე გონია რო აწი აუცილებლად დავრჩები. ანტიმიულერი არასოდეს გადამიმოწმებია რადგან 20-22 ანტრალური ფოლიკი სულ მქონდა და არც შემოუთავაზებია ქეთის ჩემთვის ეგ ანალიზი, არც ტორჩ ინფექციები ჩამიბარებია, დაჟე გადატანის წინაც ვკითხე და არ გინდაო თუ წითურა გაქ გადატანილიო და გადატანილი მაქ. საბედნიეროდ მე პირველივე ცდაზე დავრჩი და იმედი მაქ შენც გაგიმართლებს! მარა ერთ ფაქტსაც გეტყვი, მოდიფიცირებული სტიმულაციით 12 ფოლიკი მომწიფდა მარა ქეთიმ ანტრალურებიც ამომიღო და სულ გამოვიდა 27 კვერცხუჯრედი და მითხრა ამდენი როა ეს შენ ჯანმრთელობაზე მეტყველებსო, თუმცა რო გაანაყოფიერეს 9 განაყოფიერდა და ბოლოს 1 დარჩა ბლასტო და თეომ მითხრა როგორც ჩანს ბევრი რო მუშავდება ხარისხს კარგავსო, არადა ემბრიოლოგს ძაან მოეწონა განაყოფიერებამდე ხარისხი და დავასკვენი რო ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხდება რა რა და რატომ.

Posted by: gogona3 19 May 2017, 14:04
takotatuli1989
მეც მასე მაქვს,ძლაიან ბევრი ფოლიკული მოდის,თუმცა ფოლიკულები რომ ამომიღეს ხარისხი მაინცდამაინც არ მოეწონათ.ანტრალური მოუმწიფელ კვერცხუჯრედს ნიშნავს ხო?მე რამდენ ექიმთანაც მივსულვარ ყველა იმას მეუბნებოდა რომ ჯნვიტროთი ეგრევე დარჩებიო,მაგრამ ფაქტი ისაა რომ 6 გადატანიდან 3 ვერ შევინარჩუნე...მიზეზი რა შეიძკება იყოს ნეტა რაა...შენც დაახლოებით ჩემნაირად დიაგნოზი გაქვს და ღმერთმა კარგად მოგამშობიაროს ჩემო კარგო,ხოდა აი ჩემთან რა მიზეზით ვერ მივდივარ წინ ვერ გავიგე...


ქეთი ხვალიდან იქნება თუ ორშაბათიდან? ვრეკავ და არ პასუხობენ...

Posted by: compte.paris75 19 May 2017, 14:19
რა არის ტორჩ ინფექციები იქნება ამიხსნას ვინმემ?

Posted by: gogona3 19 May 2017, 14:52
compte.paris75
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/1098-fexmdzimobis-me-8-kvira.html
დავსერჩე მეც და ეს ამომიგდო

Posted by: takotatuli1989 19 May 2017, 14:55
gogona3
მგონი ორშაბათიდან... ტოქსიმოზის გამო ყველა წამალი ამიკრძალა თერაპევტმა და მეთიპრედის მოხსნის მეშინია დ ამივწერე და არ მპასუხობს... არადა რო დავლიო და კიდე დამეწყოს პირღებინრბა გადავირევი ფეხზე ვეღარ ვდგავარ.

Posted by: gogona3 19 May 2017, 15:06
takotatuli1989
დაელოდე მოგწერს აუცილებლად,ქეთი ძლაიან ყურადღებიანია. შენით არ მიიღო გადაწჰვეტილება ,თუ არ მკგწერა კიდევ შეახსენე.

Posted by: LTB1948 19 May 2017, 15:33

gzaabneuli
როგორ არის შენი გოგო? გაიზარდა ალბათsmile.gif
gogona3
არ ვიცი, მულტიფოლიკულოზი არასედეს არ მქონია, თუმცა, ცოტა მიდრეკილი ხარო ქეთიმ და ანდროგენებს ცოტა მითრგუნავდა, მაგრამ გამოხატული მულტიფოლიკულოზი არასოდეს მქონია.
დაელაპარაკე ქეთის, ლაპარასკოპია გააჩნია როდის გაიკეთე, ალბათ ჰისტეროსკიოპია არც გჭირდება. კითხე მაინც რას ფიქრობს. ანუ შენი პრობლემა შეიძლება სულაც არ იყოს ღრუ და სუროგატი გამოსავალია, ნათაიას ნალაპარაკებს ნუ უგდებ ყურს. საერთოდ არ უნდა ეთქვა ეგ შენთვის, მით უმეტეს აზრზე არაა და არც შენი მკურნალი ექიმი არა, ასისტენტია.

ნახე ქეთი რას გეტყვის, კითხე რის შეცვლას აპირებს შენი მკურნალობის სტრატეგიაში. ასევე ჰკითხე ემნრიონების სკრინინგზე რას ფიქრობს. ვიცი რომ აქ არ კეთდება, მაგრამ გაგზავნა შეიძლება და პასუხების მიღება.

მერე მოიფიქრე როგორ მოიქცე. გამოსავალი გამოჩნდება, დამიჯერე

Posted by: gzaabneuli 19 May 2017, 15:55
QUOTE
gzaabneuli
როგორ არის შენი გოგო? გაიზარდა ალბათ

კარგად არის მადლობა :-) 2.6 წლისაა :-)

Posted by: sesilia28 19 May 2017, 15:56
გოგოებო ვერ ვიპოვე ადრე წერდით რომელიღაც ამაზონზე ვიპოვეო მულტივიტამინების კომპლექსიო, პროფერტილზე მეტი შემადგენლობისო ორსულობოსთვის მოსამზადებლად, იქნებ დამილინკოთ

Posted by: gogona3 19 May 2017, 15:58
LTB1948
კი,ძირითადი კითხვები ჩავინიშნე ტელფონში რომ არ დამავიწყდეს და აუცილებლად გავარკვევ...იმედია ჩემით მივაღწევ შდეგს,თუ არა ალბათ ფსიქოლოვიური მომზადება დამჭირდება სუროგატზე.ცოტა რთულად კისაღები გადაწყვეტილებაა არ ვიცჯ არ ვიცი...

Posted by: nikolsona 19 May 2017, 16:04
gogona3/b]
ანტიმიულერის საკითხი არც დგას, იმიტომ რომ მულტიფოლიკულოზი მაქვს[b]takotatuli1989
ჩვენ ერთნაირი ისტორიები გაქვს, თუმცა მე ჩემით ვრცებოდი ხოლმე ))
ტორჩ ინფექციები ორსულობისას უნდა გადამოწმდეს, შეიძლება სულ არ იყოს მიზეზი, ხშირად კი მიზეზია პირველ ტრიმელ ტრიმესტრშიgogona3 ნათია იმდენად უჭკუო იყო ინვიტროში რომ დაიწყო მუშაობდა რეცეპტის გამოწერა არ იცოდა, ეს იიყო არც თუ შორეულ წარსულში, შარშან )))როდის აქეთ დაიწყო დანიშნულებების მიცემა და ჭკუის დარიგება სუროგატის გასაღებაზე? ))))))



Posted by: pepi grdzelicinda 19 May 2017, 16:54
sesilia28
https://www.amazon.com/gp/product/B003DH7S0C/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1
ეს (სხვადასხვა რაოდენობით აბების შეფუთვებიცაა)
და

https://www.amazon.com/gp/product/B000T0L8MU/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1

ეს

ცალკეა ომეგა 3, როგორც პროფერტილშია

Posted by: sesilia28 19 May 2017, 17:02
pepi grdzelicinda
მადლობააა, კი ეს იყო, გაიხარე :*

Posted by: naa-tii 19 May 2017, 17:51
newmoon2016
ჩემო კარგო ძალიან ძნელია და ალბათ ძალიან ცუდად ხარ ეხლა. მართლაც თუ გაქ ფინანსები ცადე კიდევ ერთხელ, მაგრამ თუ გადაწყვეტ დონაციას არც ეგ იქნება ჩემი აზრით რთულად გადასატანი. წარმოიდგინე, მე ძაღლი მყავს რომელზეც ვაფანატებ და არ არსებობს რამე რასაც მისთვის არ გავაკეთებ. ის უბრალოდ ძაღლია და არა ადამიანი. წარმოიდგინე პატარა ბაია რომელიც შენს მუცელში უნდა გაიზარდოს, შენ უნდა გირტყას და გიკაკუნოს შიგნიდან და შენ უნდა ჩაგებღაუჭოს დაბადების წამიდან. წარმოუდგენელია ამ დროს დაგეუფლოს განცდა რომ ის შენი შვილი არაა. ის შენი იქნება პირველივე წამიდან, მისი გულის პირველივე ფეთქვიდან რომელიც შენს მუცელში გაიზრდება და მერე შენ დედიკოს დაგიძახებს. :*

Posted by: LTB1948 19 May 2017, 18:22
gzaabneuli
ღმერთმა გაგიზარდოს 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Kiisull 19 May 2017, 18:32
გოგოებო ფემოსტონი დამრჩა ყვითელი აბები, ვარდისფერს ვსწავდი მარტო, თუ Vინმეს ჭირდება მომწერეთ მოგცემთ ,უფასოდ რა თქმა უნდა, ასევე დამრჩა ფოლიუმის მჟავა 5მგ, სელენ 200 ( ცოტა აკლია)

Posted by: takotatuli1989 19 May 2017, 18:33
nikolsona
კიდე დარჩები და მშვიდადაც მიხვალ ბოლომდე... ძალიან გბალეშიკობ იცი და მეც სულ ვგრძნობ შენგან ყურადღებას... :*

Posted by: nia4u 20 May 2017, 16:30
გოგოებო, გამარჯობათ...
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ smile.gif

ქეთისთან მინდა მისვლა, არ ვყოფილვარ მასთან ჯერ.
და მაინტერესებს კლინიკის მისამართი, ტელეფონი, რომელზეც უნდა ჩავეწერო.
საერთოდ აზრი აქვს ჩაწერას თუ მივიდე პირდაპირ? ისევ დიდი და უსაშველო რიგებია?
პირველი კონსულტაციის ფასი და რა შედის პირველ ვიზიტში?
ასევე მაინტერესებს, მენსტრ.რომელ დღეს ჯობია მისვლა?
და კიდევ, საჭირო კვლევებსა და ანალიზებს ადგილზე აკეთებენ თუ სხვაგან აგზავნიან?


კიდევ მაინტერესებს, ნანა კვერნაძესთან ხომ არ ყოფილხართ ვინმე და მასზე თქვენი აზრი?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: iratta_26 20 May 2017, 17:06
nia4u
322 232 232 ამ ნომერზე შეგიძლია დარეკო და ჩაეწერო. პირველი კონსულტაცია 70 ლარია, ამაში შედის ეხოც (თვითონვე გაგიკეთებს) , მგონი მენზის მოსვლიდან 5-6 დღეს კარგი დროა მისასვლელად. თუ ჩაეწერები უფრო მალე შეგიყვანენ. წარმატებები smile.gif
* * *
nia4u
სანდრო ეულის ქუჩაზეა, კაფე სტრადა თუ იცი იმის გვერდით პატარა გზა შედის და იქ უნდა შეხვიდე. ვაჟაზე რომ მოხვდები ყველა მიგასწავლის smile.gif

Posted by: taknatuna 20 May 2017, 17:40
iratta_26
პირველად რომ ვიყავი მე არ გადამირო ეხო ხეცურიქნტან გამაგზავნა და ცალკე მივათლხიშე იმას ფული

Posted by: nia4u 20 May 2017, 17:47
iratta_26
უფ, გაიხარე!
ინოვა ქვია ხო კლინიკას?
ანუ ვაჟადან არის მისასვლელი?
ჩვეულებრივ ეხოს აკეთებს? თუ ვაგინალურსაც?

მოგაყარე კითხვები 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 20 May 2017, 17:52
nia4u
QUOTE
პირველი კონსულტაციის ფასი და რა შედის პირველ ვიზიტში?
ასევე მაინტერესებს, მენსტრ.რომელ დღეს ჯობია მისვლა?
და კიდევ, საჭირო კვლევებსა და ანალიზებს ადგილზე აკეთებენ თუ სხვაგან აგზავნიან?


ჩემს გამოცდილებას მოგწერ ამაზე:
ყველაფერს ადგილზე გიკეთებენ, არსად არ გიწევს გასვლა.
მოკლედ, ქეთიმ პირველი კონსულტაციის დროს ზოგადად მოისმინა ჩემი ისტორია, მისვლის მიზანი. ვიზიტს თეო ტიბუაც ესწრებოდა და ამიხსნეს, რომ შემიძლია შემდეგ ვიზიტებზე თეოსთან ან ქეთისთან ჩავეწერო, როგორც მომიხერხდება. იმ დღეს დამინიშნა ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა, მეტი არაფერი. შემდეგი ვიზიტზე მივედი თეოსთან ანალიზის პასუხით იმიტომ, რომ ქეთისთან ჩაწერა იმ დღეს არ იყო შესაძლებელი. თეომ ექოთი ნახა ფოლიკულები, შემდეგ მითხრა, რომ დამატებით უნდა გავიკეთო ანალიზები, ასევე მირჩია მილების გამტარობის შემოწმება. ისიც მითხრა, რომ თუ რომელიმე გაკეთებული მქონდა და ძალიან მოძველებული არ იყო, განმეორებით გაკეთება აღარ დამჭირდებოდა. სისხლის ანალიზი იმავე დღეს ჩავაბარე როგორც მახსოვს, და იმავე საღამოს მივედი მილების გამოკვლევაზე. ამ დღეს გაითვალისწინე, რომ თანხა საკმაოდ დაგჭირდება.
რა ანალიზები იყო ამასაც მოგწერ:
ვიტამინი დ3-ის განსაზღვრისთვის
პროლაქტინი
წითურას ვირუსის კლასის ანტისხეულები
ციტომეგალოვირუსი
დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატი
ტოქსოპლაზმა გონდიჰიდროქსიპროგესტერონი
ანტიმიულერული
ესენი შენახული მაქვს და კიდევ მახსოვს მიკოპლაზმა-ურეაპლაზმა, ესენიც გავიკეთე, არ ვიცი აქედან რომელიმეა თუ ცალკე იყო და ის ფურცელი აღარ შემინახავს.
ამ დღეს ვიზიტის თანხას არ იხდი, რადგან ანალიზის პასუხით მიდიხარ.
ამის შემდეგ, რენტგენის პასუხით და ყველა სხვა ანალიზის პასუხებით, მივედი ისევ თეოსთან და დავგეგმეთ ინვიტრო ვინაიდან ჩემს შემტხვევაში პირდაპირი ჩვენება გამოდგა. ასევე, რეკომენდაცია გამიწია გადამეღო მკერდის ექო, დამინიშნა დ ვიტამინი, პროფერტილი. მეტი არაფერი.
ყველა ჯერზე თეოსთან რამდენჯერაც მივდიოდი ვიზიტზე, ექოთი ამოწმებდა საკვერცხეებს, ენდომეტრიუმს, ამაში ცალკე არაფერს იხდი.

კიდევ თუ რამე დაგაინტერესებს, დაწერე და მოგწერ დეტალურად, არ დამეზარება smile.gif)
წარმატებები! აი ნახავ, ქეთისთან რომ მიხვალ, როგორი დამშვიდებული და მიზანდასახული გამოხვალ.

ექოს აკეთებენ თვითონ, ვაგინალურს კი, უფრო ინფორმატიულია.

მისასვლელი როგორ იცი, ნუცუბიძის ქუჩიდან ჩამოუხვევ სანდრო ეულზე და ხელმარჯვნივ შესახვევია, ჯერ ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრი შეგხვდება და შემდეგ ინოვა, ამ ლინკზე მგონი გამოჩნდება, სანდრო ეულის 7 ისე მისამართი https://www.google.ge/maps/place/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D+%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90/@41.7235388,44.7192031,16z/data=!4m5!3m4!1s0x0:0xb4b32cb27a01a4e3!8m2!3d41.723731!4d44.715212

Posted by: nia4u 20 May 2017, 18:08
Lemon Curd
ვაიმე, გამრავლდი და გაიხარე შენ! 2kiss.gif
ე.ი. ეს რაც ჩამოთვალე ანალიზები და კვლევები ფაქტიურად ერთ მისვლაზე კეთდება?
თანხაც გემახსოვრება შენ დაახლოებით smile.gif
ანუ თეოსთან შეხვალ თუ ქეთისთან სულერთია? თეოც ექიმია თუ ქეთის ექთანია?
QUOTE
დავგეგმეთ ინვიტრო ვინაიდან ჩემს შემტხვევაში პირდაპირი ჩვენება გამოდგა

მერე? არ ვიცი შენი ამბავი...
QUOTE
აი ნახავ, ქეთისთან რომ მიხვალ, როგორი დამშვიდებული და მიზანდასახული გამოხვალ.

ზუსტად ეგ მინდა...
ისეთი დათრგუნული და დასტრესილი ვარ, ძალით ვიმხნევებ თავს... sad.gif


QUOTE
კიდევ თუ რამე დაგაინტერესებს, დაწერე და მოგწერ დეტალურად, არ დამეზარება )

2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 20 May 2017, 18:22
nia4u
მადლობა, შენც ასევე.

მე ინვიტრო გავიკეთე და ჯერ სულ ახალი ვარ, 4.5 კვირისო როგორც დღეს მითხრეს ექოზე smile.gif)

კი ეს ანალიზები მე ერთ დღეს გავიკეთე, ანუ მეორე ვიზიტზე. ერთხელ ამიღეს სისხლი და აქედან გაკეთდა ყველა ანალიზი. მილების რენტგენიც ამავე დღეს. ანალიზები მახსოვს 500 ლარი იყო დაახლოებით, მილების რენტგენი 210 ლარი. ანუ ამ დღეს დამეხარჯა ანალიზებში ყველაზე მეტი.

სულ პირველ ვიზიტზე ნაცხი ამის ფასი არ მახსოვს, ეგ ბევრი არ იყო, და მგონი ამავე დღეს მიკოპლაზმა-ურეაპლაზმა, ჯამში მახსოვს, რომ სადღაც 200 ლარამდე სულ.

ჰო, ინვიტროს მომზადების პროცესში დამატებით დამჭირდა კარდიოგრამა, კოაგულოგრამა, სისხლის ანალიზი, კარდიოლოგის კონსულტაცია. ესენი ჯამში 132 ლარი, შენახული მაქვს ქვითარი.

ნუ ინვიტროს მოსამზადებელი წამლები უკვე ინდივიდუალურია, საშუალოდ 8000 ლარიო როგორც ქეთიმ მითხრა.

თეო ექიმია, ასევე მეორე გოგო, სახელი არ მახსოვს. ორივე ძალიან კარგები და თბილები. ქეთის დამხმარეები, გადაწყვეტილებებს უთანხმებენ ქეთის, ანუ მაინც ქეთის პაციენტად ითვლები. მე პირადად მერჩივნა ქეთისთან საათები რიგში არ ვმდგარიყავი და თეოსთან მივსულიყავი. საბოლოოდ ინვიტროს მაინც ქეთი გიკეთებს, ანუ ერთი გუნდია.

QUOTE
ისეთი დათრგუნული და დასტრესილი ვარ,

ზუსტად ასე ვიყავი მეც, და ალბათ ჩვენს მდგომარეობაში ყველა ქალი. ყოველი დილა იწყებოდა ამაზე ფიქრით, ღამდებოდა ამაზე ფიქრით, ისედაც ემოციური ვარ და დავიგლიჯე ნერვები. როგორც კი მივედი, ვერ აგიღწერ როგორ დავმშვიდდი, აი მიზანი რომ მქონდა უკვე დასახული და მის მისაღწევად რაღაცას ვაკეთებდი, ამან საოცრად დამამშვიდა.
არასოდეს მეგონა ორხაზიანი ტესტი მეც თუ მექნებოდა. არასოდეს. მაგრამ ეს სასწაულიც მოხდა smile.gif იმედია, ყველაფერი კარგად გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მაინც მშვიდად ვიქნები, რადგან ეს კლინიკა და ქეთი არსებობენ.

Posted by: iratta_26 20 May 2017, 18:28
nia4u
აი ამ გოგოს ვრცლად დაუწერია smile.gif ინდივიდუალურია, მე ჰორმონებიც პირველივე მისვლაზე გავიკეთე. ვაჟას ბოლოშია და ნუცუბიძიდანაც შეგიძლია.

Posted by: nia4u 20 May 2017, 18:36
iratta_26
მადლობა smile.gif
Lemon Curd
QUOTE
მე ინვიტრო გავიკეთე და ჯერ სულ ახალი ვარ, 4.5 კვირისო როგორც დღეს მითხრეს ექოზე )

2kiss.gif
გენაცვალე!
კარგად იქნება ყველაფერი! აბა რა!!!

მადლობა, გოგოებო, პირველი ეტაპისთვის მგონი საკმარისზე მეტი ინფო მაქვს smile.gif
საიტიც ვნახე...

Posted by: Anukia198889 20 May 2017, 20:34
გოგოებოო რამე ხალხური მეთოდი ან დამხმარე საშუალება არ არის რომ ერთი ცალი ყვითელი სხეული მოვიცილო მალეეე? ძაან შტერული შეკითხვა დავსვი ხოო smile.gif smile.gif ვიცი ვიცი მაგრამ რა ვქნა აღარ მიდა გადადება. ჩემი ბარტყები მინდა გმოვალღვო და მალე ჩემთან ვიგრძნო რო ჩემში მყვანან. აღარ შემიძლია მეტის ლოდინიი. ეს თვეც რომ ჩამივარდეს დეპრესია დამემართება.

Posted by: იათო 20 May 2017, 21:03
Anukia198889
ყვითელი სხეულები რომ მოგყვება ციკლიც გიგვიანებს? თუ უბრალოდ ეხოზე ჩანს ეგ?

Posted by: Anukia198889 20 May 2017, 21:19
იათო
იათო
კიი ყოველთვის მიგვიანებს. ხუთი დღე ორი დღე მაქსიმუმ 10 დღეც გადამცდენია. აქამდე ვერ ვხდებოდი იმიტო რო მონიტორინგს არ ვიტარებდი. ფოლიკი სულ მისკდებოდა და ვამბობდი რაღადაა საჭირო თქო მაგრამ ფუნქციის მერე დავაკვირდი და ფოლიკი სკდება მაგრამ ჩნდება ყვითელი სხეულის ცისტა. სადაც გადავიღე ეხლა მონიტორინგი იქ მითხრა რომ ძალიან ბევრი მყოლია ასეთი ფოლიკით ორსულად დარჩენილაო. ანუ გასკდა მაგრამ მის მაგივრად დარჩა ცისტა. განაყოფიერება მაინც მომხდარაო. მაგრამ მე რომ არ მაწყობს რა გავაკეთოო

Posted by: sesilia28 20 May 2017, 21:26
Anukia198889
ფოლიკი რომ სკდება ყვითელი სხეული ხომ ყალიბდება? ვერ გავიგე. ოვულაციის მერე ყვითელ სხეულს მეც მიწერენ ყოველთვის და ცუდია?

Posted by: Anukia198889 20 May 2017, 21:54
sesilia28
sesilia28
ყვითელი სხეული უნდა იყოს მე მგონი მაგრამ ცისტა არ უნდა ეწეროს. ჩემთვის არასდროს არ ჩაუწერიათ ყვითელი სხეული მონიტორინგზე. მარტო გამსკდარია თუ არა და როგორი ფოლიკულური აპარატია იმას მიწერენ. შეგიძლია გადაუღო სურათი და ატვირთო?

Posted by: იათო 20 May 2017, 22:00
Anukia198889
ააა, ინსემინაციის მერე ხო გასაწოვად დამინიშნა კონტრაცეპტივი და ეხლა პირველად ველოდებოდი ბუნებრივ ციკლს და გადამიცდა.. ეტყობა მაგიტომ ..

Posted by: sesilia28 20 May 2017, 22:02
როგორ არჩევენ ვითომ ერთმანეთისგან
* * *
ხან ყვითეული სხეული მიწერია, ერთს მივაგენი სადაც ცისტა წერია. არასდროს უთქვამთ რამე განსხვავება თუ არის. ვეღარ ავტვირთე

Posted by: Anukia198889 20 May 2017, 22:08
იათო
იათო
რამდენი დღე გადაგიცდა? ეხლა მე ვიცი რომ მაქვს ცისტა. ერაყი კვირის წინ ოვულაციისას გავიგე ხოდა ამ დღეებში ველოდები ციკლს. 25 რიცხვამდე და მაინტერესებს თუ გადამიცდება. რა იქნება თავისით გაწოვილიყო.
* * *
sesilia28
როგორც ჩანს შენი ცისტა იმდენად უმნიშვნელო იყო ციკლი რო წამოგივიდა თან წამოვიდა და არ ამახვილებს ყურადღებას შენი ექიმი. თან წვრილ ცისტური ჩანართებიო გიწერია. ალბათ არაფერი არაა ისეთი ეს ცისტა თორე კი გაამახვილებენ ყურადღებას. მეც არანაირი კონტრაცეპტივიო მითხრა. ციკლს დაელოდე და გაიწოვსო. ღმერთმა ქნას გაიწოვოს თავისით

Posted by: იათო 20 May 2017, 22:20
Anukia198889
13-ში ველოდებოდი. ორშაბათს ვაპირებ ეხოზე იქამდე თუ არ დაიწყო.

Posted by: sesilia28 20 May 2017, 22:55
Anukia198889
ეხლა გამახსენდა, სულ პირველად რომ დავორსულდი იმ თვეში მითხრა ზუსტად ეხომ პარაოცალუარული ცისტაო, ისე ვნერვიულობდი რა იყო არ ვიცოდი. ექიმმა ჯერ მედიკამენტებით ვიმკურნალოთ თუ არადა ოპერაციაო და ცხარე ცრემლებით ვტიროდი, ჰოდა ზუსტად იმ თვეში დავრჩი

Posted by: zikata7 21 May 2017, 12:52
Anukia198889
ვაიმე ამ ცისტის გამო მეც ორი ციკლია გადამიდო გადატანა.. კონტრაცეფტივს ვსვამ მაგრამ წვეთებით მენსტრუაციული გამონადენი ისევ მაქვს მე18 დღე მაქვს დღეს.. ასეთი რამ გქონია? Aნ ვინმეს თუ ქონდა.. ამ თვეში ვგეგმავთ გადატანას დაა კიდე რომ იყოს რამე პრობლემა გავაფრენ

Posted by: tweety86 21 May 2017, 12:52
Lemon Curd
საინტერესოა D3 ანალიზს რატომ აკეთებინებენ

Posted by: nia4u 21 May 2017, 13:17
tweety86
QUOTE
საინტერესოა D3 ანალიზს რატომ აკეთებინებენ

ჩემს ახლობელს ქონდა დ ვიტამინის კატასტროფული ნაკლებობა და ეგ დაუდგინდა უშვილობის მიზეზად.
ზუსტად რა კავშირშია არც მე ვიცი, მაგრამ...

Posted by: iratta_26 21 May 2017, 13:31
tweety86
მეც დაბალი მქონდა, ქეთიმ მითხრა რომ აუცილებელია ნორმაში იყოს კვერცხუჯრედის ხარისხისთვის.

Posted by: Tamara1988 21 May 2017, 14:04
zikata7
მე მქონდა ზუსტად 21დღე მეც კონტრაცეპტივს ვსვავდი და დღეს ჩვეულებრივად ციკლი მომივიდა.ხვალ მივდივარ ქეთისთან თუ გაწოვილი დამხვდა ყვითელი სხეულები დავიწყებ გადატანისთვის მზადებას ალბათ.

Posted by: Anukia198889 21 May 2017, 14:37
Tamara1988
დენ დამასწრებ ალბათ მზადების პროცესის დაწყებასაც და გადატანასაც. მითხარი მერე ყველაფერი რა ანალიზებს ჩაგაბარებინებს და როგორ მოგამზადებს.მეც ველოდევი ციკლს ახლა მალე და დავიწყწბ თუ ყველაფერი კარგადაა.
* * *
zikata7
რომელ კონტრაცეპტივს სვამ? მე არ მქონებია მასე დიდი ხნით წვეთობით ციკლი. ერთი კვირა მაქსიმუმ. როცა კონტრაცეპტუვს მოვრჩი მეორე თვეში არ მქონდა ცისტა სუფთა იყო ყველაფერი მაგრამ იმ თვეში თანხები ვერ მოვიძიე და ერთი ციკლი ჩამივარდა. მაგრამ შემდეგ ციკლზე ისევ გაჩნდა და ახლა ველოდები ეგება გაიწოვოს თავისით.

Posted by: zikata7 21 May 2017, 14:48
Anukia198889
რიგევიდონს ვსვამ..ცისტამ იცისო და იმედი მაქვსსხვა რამე არაა.. ასევე ქიმაროლ ფორტეს ვსვამ და 5 დღეა ამ გამონადენის გამო დამინიშნა ნორკოლუტი ..10დღე უნდა ვსვა.. იმედია აღარაფერი დამხვდება და გაწოვილი იქნება..
* * *
Tamara1988
ანუ ცისტის ბრალია ეს ცოტა მენსტრუაცია? ხან მუქი წითელი იყო ახლა ღია წითელია როდის შემიწყდება ნეტა.. მე19 დღეა დღეს..

Posted by: Anukia198889 21 May 2017, 14:52
zikata7
ნორკოლუტსაც თუ სვამ გამორიცხულია რამე დაგხდეს მერე. მე კარგად ამილაგა ადრე მაგან ცისტა. მეც ათი დღე ვსვი 16 დღიდან. ეხლაც მინდოდა ნორკოლუტის დალევა ვთხოვე აღარ მინდა გადადება დამინიშნე რამე 10 დღიანი ისევ თქო და არაო წამოვა ციკლზეო. გავგიჟდები რომ არ წამოვიდეს რაა.

Posted by: Tamara1988 21 May 2017, 15:58
Anukia198889
კი ჩემო საყვარელო ღმერთმა ქნას ხვალიდანვე დავიწყო მზადება და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები რასაც გავიკეთებ და თანხებსაც ზუსტად გეტყვი ზედმიწევნით.

zikata7
მეც ზუსტად მასე მქონდა ხან მუქი ხან წითელი ხან ცოტა ხან შედარებით მეტი. ძალიან ბევრი ყვითელი სხეული დამრჩა ფუნქციის მერე და მაგის ბრალიაო ქეთიმ დამამშვიდა და საშიში არანაირად არ არისო.

Posted by: kekuna78 21 May 2017, 16:36
Tamara1988
პირველ რიგში წარმატებას გისურვებ. გთხოვ ხვალ ემრიოლოგის ამბები იკითხე რა თუ ჩამოვიდა ან რკდის ჩამოდის და დაწერე

Posted by: zikata7 21 May 2017, 17:27
Tamara1988
მადლობა დიდი.. წარმატებებს გისურვეებ.. ივნისის შუა რიცხვებში მეც მიწევა გადატანა თუ ყველაფერი კარგად მქობდა

Posted by: Tamara1988 21 May 2017, 17:42
kekuna78
მადლობა გაიხარეეე. აუცილებლად ვიკითხავ
და ხვალ დავწერ.

zikata7
შენც წარმატებები ჩემო კარგო.დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გექნება.ღმერთი შენსკენ.

Posted by: Anukia198889 21 May 2017, 17:45
Tamara1988
zikata7
kekuna78
გოგოებოო აბა ჩვენ ვიცით და ჩვენმა პაწუებმა. ივნისი და ივლისი უფლის ნებით ავაჟრიალებთ აქაურობას. ყველას გისურვებთ წარმატებულ ინვიტროს და ბედნიერ ხეგეს გოგოებოო

Posted by: lala2 21 May 2017, 19:09
მოგესალმებით ყველას.უფლის მფარველობა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ დედებო, მომავალო დედებო, ქალბატონებო. <3 ერთი კვირაა, რაც აღმოგაჩინეთ და დღეს შემოგიერთდით. წავიკითხე რამდენიმე წლის წინანდელი პოსტები, სხვადასხვა თემები. ვერსად აღმოვაჩინე რჩევა, რომელიც მჭირდებოდა. მეც ქეთის პაციენტი ვარ. შარშან გავიკეთე უშედეგო ინ- ვიტრო. 3 კვირის წინ კი -მეორედ .მე-12 დღეს ხგ 30 იყო. დამაიმედეს, კარგი არაა, მაგრამ მიმაგრება მოხდა და შეიძლება მოიმატოსო. ნათია უკავშირდება ქეთის და მისი მითითებით ყოველ 2-3 დღეში ვიკეთებ ხგ-ს, ძალიან ნელა იმატებს. გუშინ 36,92 იყო. წამლებს ისევ ვაგრძელებ. ჩემი ნერვები შეიწირა ამ მდგომარეობამ. ისე საშინლად ვარ, მგონია გული გამისკდება. ყველაზე ძალიან ეს გაურკვევლობა მკლავს.ქეთის ჩამოსვლას გულის ფანცქალით ველოდები.

Posted by: იათო 21 May 2017, 19:19
lala2
რამდენი წლის ხარ? შარშანაც ქეთისთან სცადე ინვიტრო? შეეცადე მშვიდად იყო, ნერვიულობა ყველაფერს ხელს უშლის ხო იცი..

Posted by: lala2 21 May 2017, 19:50

იათო
კი, პირველიც ქეთისთან გავიკეთე. აქამდე მშვიდად ვიყავი. ტესტიც გავაკეთე და 2 წითელი ხაზი რომ მიჩვენა, სიხარულისგან დავფრინავდი, მაგრამ მეუღლესაც არ ვუთხარი, შემეცოდა, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება, ტყუილად არ გავახარო-მეთქი.

Posted by: იათო 21 May 2017, 20:11
lala2
აი ნახავ ხვალ ქეთის, უფლის წყალობთ ხეგეც მომატებული დაგხვდება და მეუღლესაც გაახარებ smile.gif

Posted by: Anukia198889 21 May 2017, 20:16
lala2
ხომ იცი ახლა შენი სიმშვიდით უფრო შეუწყობ შენს მდგომარეობას. ძნელია მესმის მაგრამ როგორმე თავი ხელში უნდა აიყვანო. გჯეროდეს რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება და მართლაც ისე იქნება.
* * *
lala2
კრიო გადაისვი თუ ფრეში? სულ რამდენი პაწუა გყავს? ხარისხით როგორები არიან რა გითხრეს. მე კრიო მყავს შენახული და ძალიან მეშინია გამოლღობას როგორ გადაიტანენ.

Posted by: lala2 21 May 2017, 22:10
ყველას დიდი მადლობა გამხნევებისთვის.)))
Anukia198889
2 სამდღიანი გადამიტანეს.გადატანის დროს ქეთიმ მითხრა, ესენი ძალიან კარგები არიან, 2-საც დავაკვირდებით, სუსტებია და თუ გადარჩნენ, ალბათ გაყინავდნენ. ქეთი მალე წავიდა და აღარ ვიცი, მათი ბედი.

Posted by: taka26 22 May 2017, 00:01
lala2
100% დარწმუნებული ვარ აიწევს და კარგად მიმაგრდება.. იწექი ხშირად , და არინერვიულო. გოგოებს შედეგი 5 რომ ქონიათ ისიც კი გახარებიათ )))

Posted by: Tamara1988 22 May 2017, 12:01
kekuna78
ემბრიოლოგზე გავიგე რომ ქალია ისიც ესპანელი და 3ში ჩამოდისო. როგორც თქვეს მგონი უფრო ძლიერი და გამოცდილია. ასე რომ სასიხარულო ამბავია. წარმატებებიიი.

Posted by: იათო 22 May 2017, 13:51
Tamara1988
აუ ბევრი ხალხი იყო? მინდა ასვლა და ვერ ჩამოვყალიბდი ღირს თუ არა დღეს მისვლა

Posted by: akunabakuna 22 May 2017, 14:06
იათო
ხალხი არის, მაგრამ დღეს ფუნქციები და გატანები არ აქვთ და მალე ისტუმრებენ პაციენტებს.

გოგოებო მე გავიგე რომ რამოდენიმე ემბრიოლოგი ჩამოდის და ჰექტორიზე ძლიერებიოო smile.gif

დღეს ოთხი გოგო დამხვდა დილით ოთხივე ტყუპებზე, ქეთი გაგიჟდა ამდენი ტყუპებიოო biggrin.gif
ყველას ტყუპ-ტყუპები დაგვბედებოდეს biggrin.gif

Posted by: tammmta1 22 May 2017, 14:19
იცით რა მაინტერესებს, კლინიკა "ინ ვიტროში" ისევ ბევრი პაციენტი ყავთ, თუ ქეთის ბევრი გამოყვა? ემბრიონების ფული გადავიხადე შაბათს და ორი-სამი ქალი დამხვდა. ვისთან დადიან მანდ ძირითადად?

Posted by: იათო 22 May 2017, 14:32
akunabakuna
აუ, საღამოს ეგებ ამოვიდე მეც sad.gif თორე უკვე რაღაც უჟასი აზრები წამომივიდა... რახან ციკლი არ მომდის და არც ტესტმა მაჩვენა, ეგებ გარეა და გუგლმა გარე თუ არის 3% შემთხვევებიდან ტესტი არ აჩვენებსო.. მოკლედ არ ვიცი, ამდენი დღის გადცდენა ცხოვრებაში არ მქონია, თავიდან მიხაროდა ეგებ რამე კარგი ამბავია ჩემს თავსთქო, მაგრამ გუშინ ტესტმა უარყოფითი რომ მაჩვენა, რაღაც ცუდი აზრები მომაწვა sad.gif

Posted by: Anukia198889 22 May 2017, 14:32
tammmta1
ქეთი აქით არ არის და არც სხვა გოგოები. ყველა წასულები არიან და იმიტო დაგხვდა სიცარიელე თორე რომც ჩაწერილი იყო შეიძლება ვერ შეაღწიო ისეთი ამბებია ქეთისთან. მე პირველზე ჩაწერილი საღამოს ძლივს შევდიოდი ისიც ქეთისთან კი არა თამთასთან. მისი ასისტენტია. და ძაან ძლიერები ყავს გვერდით.

Posted by: nona19770 22 May 2017, 14:46
იათო
რამდენი ხანია რომ გადაგიცდა? გარე ორსულობამ ტკივილები იცის, ძლიერი, არ გექნება, ან ორსულად ხარ, ან ჩემსავით ცისტა გექნება,მე 11 დღეს მომივიდა.

Posted by: tammmta1 22 May 2017, 15:33
Anukia198889
კლინიკა ინ ვიტროზე ვამბობ და არა ინოვაზე.

Posted by: takotatuli1989 22 May 2017, 15:40
იათო
4ის მერე არ იქნებაო ქეთი საღამოს მისვლას აზრი არ აქ და ხეცურიანიც 2-ზე წავიდა.

Posted by: იათო 22 May 2017, 16:05
nona19770
ბოლოს რომ ეხოზე ვიყავი ქეთისთან, კონტრაცპტივის მერე როცა დამეწყო, მითხრა რომ დაახლოვებით 16-ში დაგეწყებაო. ნუ 28 დღიანი ციკლით 13 გამოდიოდა, მაგრამ ჩავთვალე რომ თვითონ რეალური მდგომარეობით თქვა თარიღი.. არც 13-ში დამეწყო, არც 16-ში და ეხლა კია 22 და მარჯვენა საკვერცხის მიდამოებში მტკივა sad.gif ცისტაც კიდე შემიშლის ეხლა ინვიტროში ხელს sad.gif
* * *
takotatuli1989
მადლობა რომ მითხარი, ეხლა ვფიქრობდი ასვლას

Posted by: natushkebi78 22 May 2017, 16:25
გამარჯობათ გოგოებო, წარმატებები ყველას smile.gif, ქეთი საქართველოში არ არის ეხლა თუ იცით?

Posted by: Tamara1988 22 May 2017, 16:27
Anukia198889
მე დავიწყე მზადება.
ეხო გადამიღო ქეთიმ და რაფერი არ დაგვხვდა მოეწონა ღრუ გამქრალა ჩემი ყვითელი სხეულები smile.gif))))) სქერჩინგი გამიკეთეს თანხა ჩვეულებრივ გადავიხადე 150ლარი.სხვა არაფერი არ მოუთხოვია ანალიზი. და 11დღეს დამიბარეს.
* * *
natushkebi78
უკვე ჩამოვიდა დღეიდან ყელა არიან კლინიკაში.

Posted by: იათო 22 May 2017, 16:35
Tamara1988
წარმატებები :* ნეტა ხვალ ჩვეულებრივ იქნებიან?

Posted by: Tamara1988 22 May 2017, 16:42
იათო
ხვალ არ ვიცი ალბათ იქნებიან..მაგრამ თამთამ თქვა 2დღით ისევ უნდა წავიდეთო და სად მიდიან ან როდის არ მიკითხავს..მადლობა გაიხარეეეე.

Posted by: kekuna78 22 May 2017, 16:47
Tamara1988
დიდი მადლობა გაიხარე, მე ვიცი რომ 24-დან 28-მდე კიდე არ იქნება ქეთიო

Posted by: Anukia198889 22 May 2017, 16:53
Tamara1988
მადლობა საყვარელო. წარმატებები. 11 დღეს რამე ანალიზიო თუ ისევ ღრუ უნდა დაათვალიერონ და ენდომეტრიუმი ნახონ ნეტავი. აბა შენ იცი და შენმა კვერცხუჯრედებმა. შენ კვერცხუჯრედები გაქვს გაყინული ხოო? თუ არ მეშლები
* * *
11 ივნისს ვიცი რო ბათუმში აქვთ ვიზიტი თამთას და ქეთის. ყოველ თვეში უნდა ჩამოვიდნენ ბათუმში. ალბათ აქაც ბევრი ყავთ პაციენტი ყოველ თვეში თუ უნდა იარონ ან კონტრაქტი აქვთ ერთ ერთ კლინიკასთან.
Tamara1988 სქრეჩინგი ხო არ გტკენიაა? ვინ გაგიკეთა. მე წინაზე არ მტკენია საერთოდ და არ ეხლა მინდა რო მეტკინოოს

Posted by: Tamara1988 22 May 2017, 17:15
Anukia198889
ხო ეხოს გადამიღებენ ფოლიკულს ნახავენ და ენდომეტრიუმსაც.ანალიზი არ უხსენებია ალბათ რომ მივალ მეტყიან თუ რამეა.
გოგო მე პირველად თამთამ რომ გამიკეთა არ მტკენია საერთოდ ერთი ჩხვლეტა ვიგრძენი მხოლოდ ეხლა კი ისე მეტკინა გაჩერდითქო ვუთხარი მაგრამ მაინც გავუძელი ანუ ვგრძნობდი ყველა ჩხვლეტას მტკიოდა შედარებით. კარგად შევედიო ასე თვქვა ეხლა.
* * *
Anukia198889
მე ბლასტოები მყავს გაყინული 5ცალი.

Posted by: Anukia198889 22 May 2017, 17:32
Tamara1988
უიი თან ბლასტოები გყავს რა მაგარია. ღმერთი შენთან. მეც ხუთი მყავს მაგრამ 3 დღიანებიი. ვაიმეე ერთი სული მაქვს დავიწყო მეც რაა. დღეს მომიკაკუნა ცოტაზე მუცელმა მეთქი უნდა წამოვიდეს და მომატყუა. smile.gif საინტერესოა პროგესტერონზე და კიდე რაღაცა ანალიზია აუცილებელია გადატანამდე რო განისაზღვროს. ალბათ მაგ დროს აგიღებენ ეხლა რომ მიხვალ
* * *
Tamara1988
და რამდენი ჩხვლეტა იგრძენიი? უიი როგორ არ მინდა მეტკინოს. და ისევ ისე გამოვძვრეე. ტკივილზე ფობია მაქვს უკვე. ორჯერ მილების რედგენი მაქვს გაკეთებული და მას შემდეგ დამეწყო შიშები. გადამიყოლა ლამის

Posted by: Tamara1988 22 May 2017, 18:11
Anukia198889
გოგო თითქოს რომ უნდა მოგივიდეს მაგდაგვარი შეგრძნებაა ოღონდ ცოტა უფრო მძაფრი.სულ მთლად ტკივილი არ არის. 5 ან 6 იყო აღარ მახსოვს.და ეს ყველაფერი წამიერია. ისეთი არაა რომ ვერგაუძლო. და რომ მითხრა კარგად შევედი კარგი ყელი გაქვსო გამიხაარდა.
აუ მალე მოგივიდეს რომ მალე დაიწყო შენც თორე ცოდო ვარ მარტოო biggrin.gif

Posted by: kekuna78 22 May 2017, 18:24
Tamara1988
და ეხლა ვინ გაგიკეთა სკრეჩინგი?

Posted by: taka26 22 May 2017, 18:31
Anukia198889
სქრეჩინგი არაფერი არაა ვაბშე,2 ჯერ მაქ გაკეთებული..10 მდე დაითვლი და მორჩენილია

Posted by: m.i 22 May 2017, 18:44
Anukia198889
ხოო 11-ში ბათუმში აქვს ვიზიტი და ისე მიხარიააა.. უნდა ჩავეწერო smile.gif რამდენი თვეა ვფიქრობ და ვერ გადამეწყვიტა რა გამეკეთებინა.. ეხლა კი ვფიქრობ უფლის ნიშანია smile.gif ქეთი ჩამოდის საზღვაო ჰოსპიტალში. გავივლი კონსულტაციას და გადავწყვეტ როდის გადავისკუპო ჩემი ბარტყები smile.gif

Posted by: Anukia198889 22 May 2017, 18:47
m.i
ვაიმეეე რა მაგარი აზრიაა. ყოველ თვეში ივლიან აწი და ძალიან დიდი შეღავათია. მართლა უფლის ნიშანია. ღმერთმა ძალა მოგცეს და ქეთისთან ორსულობით დაგერგვინებიოს პირველივე გადასკუპებაზე.

Posted by: mariami17 22 May 2017, 19:38
გოგოებო ეს კვირა ხეცურიანი არ იქნება როგორც მე ვიცი

Posted by: nincka1987 22 May 2017, 21:39
გამარჯობა გოგოებო,დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ ფორუმზე,დავიწყე აქვა აერობიკაზე და ფიტნესზე სიარული,ექვსკურსიები და ასე შემდეგ,ისე რომ ჩემს პრობლემებზე საფიქრელად საერთოდ აღარ მრჩებოდა დრო. დრო ყველაფრის მკურნალიაო რომ იძახდნენ არ მჯეროდა,მაგრამ თურმე მართალი აღმოჩნდა.საერთოდ დამავიწყდა თუ რამე ტკივილი და დარდი გადამიტანია.ვაპირებ ასე გაგრძელებას,ივნისში უნდა მივსულიყავი გადატანაზე მაგრამ გადავიფიქრე.იყვნენ ჩემი მზეები გაყინულები ცოტახანს ისევ და როცა დავაპირებ გადატანას ქეთისთან აღარ გავიკეთებ ალბათ,დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ,მაგრამ მაინც. ყველას წარმატებებს გისურვებთ,უფალმა გამძლეობა და იმედი არ მოგიშალოთ

Posted by: takotatuli1989 22 May 2017, 23:51
nincka1987
აუ რა კარგი გოგო ხაარ... სწორ გზას დადფომი ხარ. მშვიდად რო გექნება ნერვები და განწყობას დაიბრუნებ ცხივრების ყველაფერი გამოგივა სადაც არ უნდა გადაისკუპო წერტილუკები :* ღმერთი შენსკენ <3

Posted by: taka26 23 May 2017, 00:23
nincka1987
ქეთის რას უწუნებ ? გაგაბრაზა?

Posted by: piko1989 23 May 2017, 09:10
გამარჯობათ გოგოებო მოგესალმებით ყველას მე დღეს შემოგიერთდით ბოლო სამი დღეა აქტიურად ვკითხულობ ამ თემასთან დაკავშირებით ტქვენს პოსტებს და ყველას გისურვებთ უდიდეს სიხარულს
* * *
გამარჯობათ გოგოებო მოგესალმებით ყველას მე დღეს შემოგიერთდით ბოლო სამი დღეა აქტიურად ვკითხულობ ამ თემასთან დაკავშირებით ტქვენს პოსტებს და ყველას გისურვებთ უდიდეს სიხარულს

Posted by: BaiserVole 23 May 2017, 09:37
გოგოებო გთხოვთ მიპასუხოთ, ადრეც ვიკითხე და ვერ მივიღე პასუხი.

როდესაც ემბრიონის გადატანსთვის ემზადებით, ციკლის მეორე-მესამე დღიდანვე რომელ წამლებს გინიშავთ ქეთი ან სხვა ექიმი


Posted by: takotatuli1989 23 May 2017, 10:56
BaiserVole
Eგ ძალიან ინდივიდუალურია... ყველას აქ დანიშნული დე ვიტამინი და ფოლიუმი ამას ინდივიდუალურად ემატება მეტიპრედი, ასევე თუ ფოლიკის გაზრდის ან ენდომეტრიუმის პრობლემაა ემატება ეტრუზილი და მერე დივიგელი და ფემოსტონი... ანუ ორგანიზმზეა ყველაფერი დამოკიდებული. Mერე იწყებ პროგესტერონის ნემსებს და ლუთეინას ეგეც ინდივიდუალურია მერამდენე დღიდან დაგაწყებინებს და ამ წამლების დაწყებიდან 3 ან 5 დღეში გადაგიტანს გააჩნია რამდენ დღიანი გადააქ. Mე არ მინახავს ქეთის ორი პაციენტი ზუსტად იდენტური სქემით. Yველას ინდივიდუალური ორგანიზმი აქ და მასე არჩევს წამლებსაც

Posted by: oo la la 23 May 2017, 11:15
BaiserVole
ჩემთვის საერთოდ არ დაუნიშნავს წამალი, რომ გადამიტანა მერე დამინიშნა , ოღონდ რა არ მახსოვს sad.gif

Posted by: Tamara1988 23 May 2017, 11:16
BaiserVole
მე დავიწყე გუშინ მომზადება მაგრამ წამლები არანაირი არ გამოუწერია ანუ ნატურალურ ციკლში გადაწყვიტა. ფოლიუმს და ვიტამინს ისედაც უკვე 4თვეა ვსვავ.

Posted by: m.i 23 May 2017, 11:30
Anukia198889
გაიხარე smile.gif ხო რაღაც ძალიან მოვეშვი, ფიქრის უნარიც კი წართმეული მქონდა. ხო შეიძლება რაიმე დაგეგმო ან იმსჯელო მაინც რას აპირებ მომავალში, მით უმეტეს რო ემბრიონები მყავს smile.gif მე არა აი სულ ჩვაკვდი თითქოს... sad.gif ქეთის ვიზიტმა კი გამომაფხიზლა, თითქოს ეხლა გავიღვიძე, მოუთმენლად ველოდები 11 რიცხვს smile.gif ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს ნიშანია... ვაიმე, ღმერთო ასეც ამიხდინე love.gif

Posted by: BaiserVole 23 May 2017, 12:31
oo la la
Tamara1988

მადლობა გოგოებო გამოხმაურებისთვის.

გთხოვთ სხვებმაც მიპასუხეთ, ძალიან მჭირდება.

Posted by: Tamara1988 23 May 2017, 12:50
piko1989
მოგვიყევი შენი ამბები. ვისი პაციენტი ხარ?ინ ვიტროს იკეთბ?

Posted by: piko1989 23 May 2017, 13:01
27 წლისვარ მე მილები ამომიღეს ერთი კვირის წინ ჯერისევ რეაბილიტაციას გავდივარ და შოკიდან ნელნელა გამოვდივა უკვე პარასკებს დამაკვალიანებს ჩემი ექიმი სად გამიშვებს ინვიტროზე და შემოგიერთდით გული გავიხარო თქვენი შედეგებით და წინასწარ შევემზადო ყველაფრისთვის

Posted by: Tamara1988 23 May 2017, 13:13
piko1989
ზუსტად ჩემნაირი ისტორია გქონია ჩემო კარგო.მეც შენსავით შოკი მივიღე ზუსტად შარშან 27წლის ასაკში ამომიღეს ორივე მილი.ვიცი ეხლა რასაც განიცდი. ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ მაგრამ თავს უნდა მოერიო და კარგზე იფიქრო. ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე და არ მისცე თავს უფლება რომ ინერვიულო. ეხლა ვნანობ ნეტა რატო განვიცდიდი ასე ძალიან
როცა ინ ვიტრო არსებობს. წარმატებები და მთელი გულით გგულშემატკივრობ.

Posted by: piko1989 23 May 2017, 13:16
მითხრეს რომ მხოლოდ ხელოვნურით შევზლებდი ბავშვის გაჩენას .
ზოგადად მივედი საკვერცხის ლაპარასკოპია უნდა გამეკეთებინა და ისეთი მგომარეობა აღმოჩნდა მილების ამოღება გახდა საჭირო როგორც ჩემმა ქირურგმა უთხრა ჩემებს ასე რომ საშინელ დღეში ჩავარდი და ერთ დღეში გავუბედურდი ფაქტიურად
* * *
Tamara1988 დიდი მადლობა ჩემო კარგო გამხნევებისთვის
შენ ჩატარებულიგაქვს უკვე ინ ვიტრო? რა შედეგიგაქვს ძალიან ვნერვიულობ ამ საკითხზე
იდევკარგი მეუღლე და მშობლები გვერდში მიდგანან და მამხნევებენ ყველანაირად

Posted by: Tamara1988 23 May 2017, 13:21
piko1989
ვიცი მეც გამოვიარე ეგ დღეები.არავინ და არაფერი მინდოდა
ყველას და ყველაფერს ვადანაშაულებდი.თვეები დამჭირდა გონზე რომ მოვსულიყავი მაგრამ ეხლა ვნანობ რატომ განვიცდიდი ასე ძაან. არ ხარ გაუბედურებული დამიჯერე გაიკეთებ ინ ვიტროს და მალე დედა გახდები. ეხლა მეც ვემზადები ინ ვიტროს ვიკეთებ და მიხარია კიდეც მილები რომ არ მაქვს.რამდენი წელია გათხოვილი ხარ?
* * *
ქეთის ოსიძესთან ვიკეთებ. ჯერ ემბრიონები მყავს გაყინული და მგონი ამ თვეში გადავიტან. ერთი ნაბიჯი დამრჩა.მეც ჩემი მეუღლის და მშობლების წყალობით მოვედი გონს. და მადლობა ღმერთს.ისე სხვა არც არავინ იცის ეს ამბავი. არც ჩემი მეუღლის ოჯახისთვის არ მითქვამს.

Posted by: oo la la 23 May 2017, 13:32
QUOTE
ჩემმა ქირურგმა უთხრა ჩემებს ასე რომ საშინელ დღეში ჩავარდი და ერთ დღეში გავუბედურდი ფაქტიურად


ოჰო კარგად დაუმშვიდებიხართ smile.gif
ორი მილი მაქვს ორივე ჯანსაღი
მაგრამ ჩემი შვილი ინვიტროს შედეგად გაჩნდა, იმიტომ რომ დაუდგენელი მიზეზების გამო ვერ ვხვდებოდით რატომ არ დგებოდა ორსულობა,

smile.gif

Posted by: piko1989 23 May 2017, 13:37
მე 4 ტვის გათხოვილივარ ჯერ მხოლოდ ჩემმა მშობლებმა იციან და მეუგლემ მეუგლის მშობლებსაც დღეს გავაგებინებთ ალბათ სხვას არც ვთვლი საწიროდ

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 13:40
piko1989
Tamara1988
აი ნახავთ გოგოებო თქვენთან ბევრად უფრო მარტივად დადგება ორსულობა. ძალიან მალე გახდებით დედები და არანაირი სირთულე აღარ გექნებათ. მილები როცა არ არის ინვიტროს დროს პირველი დადებითი შედეგი მაგ დროს მოდის. ასე რომ ყურები არ ჩამოყაროთ. მილებიც მაქვს ნორმალური ენდომეტრიუმიც გადასარევი. კვერცხუჯრედები ხარისხიანი. ყველაფერი მაქვს საიმისოდ რომ ინვიტრო არ დამჭირდეს მაგრამ მჭირდება. გაურკვევლობაში ყოფნას მირჩევნია ინვიტრო იყოს გამოსავალი. 27 წლის ვარ მეც თქვენსავით. ღმერთი გფარავდეს გოგოებო

Posted by: SRB100 23 May 2017, 13:40
BaiserVole
მე პუნქციის თვეში მქონდა გადატანა, მესამე დღეს.
დანიშნული მქონდა ანტიბიოტიკი სახელი არ მახსოვს პირველი ორი დღე მხოლოდ 2-2 ცალი და ართროკოლის სანთლები ეგეც ორი დღე.

ლუთეინა, მეთიპრედი, პროგესტერონი, დივიგელი და ფრაქსიპარინი.

ფოლიუმი, დ ვიტამინი გავაგრძელე ჩვეულებრივად smile.gif

Posted by: piko1989 23 May 2017, 13:44
Anukia198889
მადლობა ასეთი გამამხნევებელი სიტყვებისთვის ღმერთმა ქნას და გისმინოს smile.gif
* * *
გოგოებო სადაც თქვენ იკეთებთ ამ ინვიტროს იქ რა ჯდება გამოკვლევებიან ყველაფრიანად დაახლოებით ? და პირველი ემბრიონის გადასმის შემთხვევაში თუ არ გამოვა ხელახლა გადასმა ფასიანია ხო თუ როგორც ხდება ცოტა უცოდინრად ვსაუბრობ ამ საკითხზე ჯერ სანამ გავერკვევი ან ექიმი დამაკვალიანებს smile.gif

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 15:31
piko1989
9 000 უნდა გქონდეს ხელში. ყველა ანალიზიან პროცედურებიანად. შემდეგი გადასკუპება თუკი ემბრიონები გყავს ბევრი და გაყინული გეყოლება მაშინ მიახლოებით 2.500 ლარი დაგიჯდება. თუ არადა ისევ ხელახლა დიდი თანხაა საჭირო. მთავარია იმდენი ემბრიონი გამოვიდეს რო ორი ან სამი ცდა გამოგივიდეს. ღმერთმა დაგიფაროს მაგდენი ცდა შენ არ დაგჭირდება მაგრამ გეყოლება რომ მერე ბევრი შვილი გადაისკუპო.

Posted by: Tamara1988 23 May 2017, 15:33
piko1989
აქ უმრავლესობა ქეთი ოსიძის პაციენტია. რომელიც ეხლა "ინოვაში" მუშაობს. მე პირადად 11000ამდე მიჯდება ზოგს ცოტა ნაკლები დაუჯდა ზოგს მეტი. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 15:38
Tamara1988
ვინც ფუნქციის თვეში გადაიტანა იმას ნაკლები უჯდება ბევრად და ვისაც გაყინვა გამოლღობა დაგვჭირდა მეტი იმიტო გვიჯდება. მე 8 უკვე დამიჯდა. და ეხლა გამოლღობა გადატანიანად 10 ან 11 გახდება.

* * *
გოგო გავცივდი ეხლა ეს მინდოდაა. თავს როგორ ვუფრთხილდებოდი და მაინც ეხლა გავცივდი. ხვალ ალბათ მომივა ციკლი და რა გავაკეთო ეხლა ისე მეშინიაა. ცხვირიდან საშინელი გამონადენი მაქვს ლორწოვანი და სადღაც დაწერა ერთმა რო გაციებამ შემიშალა ხელიო და ვაი თუ ისე დამემართოს sad.gif sad.gif

Posted by: piko1989 23 May 2017, 16:46
გმადლობთ გოგოებო ინფორმაციისთვი წარმატებები უფალი გვფარავდეს ყვლას მეც გაგაგებინებთხოლმე ჩემს ამბებს smile.gif

Posted by: oo la la 23 May 2017, 17:00
lala2

რა ქენი გაიკეთე გამეორებით ხეგე?
დაწერე რა შენი ამბავი როგორ იქნები,

Posted by: Tamara1988 23 May 2017, 18:07
Anukia198889
გოგო მეც 3დღის უკან მაგარ წვიმაში მოვყევი დავსველდი და დღეს მაციებს მაცემინებს მგონი მეც მეწყება.ცხვირის წვეთები ვიყიდე ვიწვეთებ რამისაა გული გამისკდეს უნდა ვეცადო მოვერიო არ გამირთულდეს. მგონი გადატანის დროს არ უნდა იყო გაციებული და იქამდე კიდე რამდენი დღეა და გამოვკეთდებით რა. სითხე სვი ბევრი და ცხვირის წვეთებიც მიახმარეე.
* * *
piko1989
აბა მერე დაწერე ვის გირჩევს შენი ექიმი. გაგვაგებინე შენი ამბები აუცილებლად. და თუ რამე გაინტერესებს გვკითხე ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ ერთმენეთი გავამხნევოთ.მე დიდ ძალას და სტიმულს მაძლევენ ეს გოგოები. და რომ არა ეს ფორუმი მე ქეთის ვერ ვიპოვიდი არც ვიცოდი მის შესახებ. .ღვთის წყალობით ყველაფერი გამოგივა. მათავარია არ დანებდეე.

Posted by: nincka1987 23 May 2017, 19:10
takotatuli1989
დიდი მადლობა ჩემო კარგო,ძლივს მივედი ამ გადაწყვეტილამდე და სხვათაშორის არ ვნანობ.არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიტყოდი.
taka26
ქეთის არაფერს არ ვუწუნებ, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე, შეიძლება ისევ ქეთისთან მივიდე ეგეც არ ვიცი ჯერ,ერთი ის ვიცი რომ კარგა ხანს არავისთან მივალ☺️

Posted by: mariami17 23 May 2017, 21:29
გოგოები ფემოსტონს რომელი კვირიდან წყვეტს ქეთი?

Posted by: Kato81 23 May 2017, 21:39
oo la la
თუ შეიძლება გკითხავ, ზემოთ წერდი გაურკვეველი მიზეზით არ დგებოდა ორსულობაო და მეცნო ჩემი თავი sad.gif ე.ი. ინვიტრო დაგჭირდა და მიიღე შედეგი? რამდენი წლის გათხოვილი იყავი რომ გაიკეთე, თუ შეიძლება მოკლედ მითხრა შენი ისტორია

Posted by: Lemon Curd 23 May 2017, 22:26
გოგოებო, ფემოსტონს ხშირად ახსენებთ და მე საერთოდ არ მქონია დანიშნული, რაიმე წინაპირობა აქვს თუ სტანდარტულად ნიშნავენ ნეტა?

მე პროგესტერონის ინექციას ვეღარ ვიკეთებ, სასწაულს მმართებს. სავარაუდოდ ალერგიულ რეაქციას იწვევს, მისივდება დიდი კოღოს ნაკბენივით კანს ზემოთ და მექავება სასწაულად რამდენიმე დღე, და კანის ქვეშ მიმაგრდება, ეს სიმაგრეები აღარ გადის. ქეთის წინა ჯერზე რომ მივწერე, ორი დღე არ გაიკეთოო და ლუთეინა დაიმატეო. გავიდა ეს ორი დღე და პირველ გაკეთებას თითქოს არაუშავდა, მეორე იყო გუშინ და გუშინ წამალი ფანტანივით ამოასხა ნანემსარიდან, გაშტერებული ვუყურებდი. ნუთუ არ არსებობს შემცვლელი პრეპარატი. დისკომფორტს რამენაირად ავიტანდი, უბრალოდ ალერგია რამდენად უსაფრთხოა ნეტა

ვინმეს გაძლევთ პროგესტერონი ასეთ რეაქციას?

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 22:35
Tamara1988
ვიწვეთებ მეც წვეთებს სხვას არაფერს არ ვსვამ. არ მინდა ეხლა წამლები. თან ამ წამს მომივიდა ციკლი. ეხლა რა უნდა გკითხო. ამ საღამოს მომივიდა და ზეგ რო მივიდე ხომ დაგვიანებული არ იქნება. ხვალ პირველი დღე გამოდის და ზეგ მეორე. იმიტო რო ეხლა ძაან ლაითად მაქვს და ხვალ წამომივა ნორმალურად. შენ მერამდენე დღეს მიხვედი? და კონსულტაციის რამდენი გადაიხადე რომ მიხვედი. ცალკე ეხო დაგჭირდა თუ შევიდა კონსულტაციის თანხაში. ორი თვე აღარ ვყოფილვარ და ეგება შეიცვალა რამე

Posted by: mariami17 23 May 2017, 22:41
Lemon Curd
მე12 კვირაზე ვარ, ადგილი აღარ მაქვს და ჩალირჯებული ვარ, წამალმა მეც ბევრჯერ გამამწარა და მეც ეგრე მექავება და ორივე მხარეს დიდი გამაგრებები მაქვს.
30 ში მივდივარ ქეთისთან იქნებ მომოხსნას.

Posted by: Lemon Curd 23 May 2017, 22:57
mariami17
უფ რა დღეში ყოფილხარ. ისევ ყოველ დღე იკეთებ თუ შემცირებული გაქვს დოზა? და თავიდანვე გიმაგრდებოდა?
წამალი თითქმის სულ უკან გადმოვიდა ნანემსრიდან გუშინ, რა უნდა გავაკეთო ვეღარ ვხვდები.
არც მილურჯდება საქმე ამაშია, კოღოს ნაკბენივით მაქვს ოღონდ ბევრად დიდი. შენც ასე გაქვს?

უტროჟესტანი რომ დაგვინიშნოს ამის ნაცვლად, ნეტა არ შეიძლება? ისიც ხომ პროგესტერონია.

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 23:03
Lemon Curd
mariami17
უკვე ავნერვიულდი მაგ პროგესტერონს იმდენი უარყოფითი აქვს. ჯერ გაკეთება გათბობა და ათასი ამბები. ახლა კიდე ესენი. რომ დამჭირდეს რა უნდა ვქნა არვიცი. გამხნევდით გოგოებო რაა. :*

Posted by: Lemon Curd 23 May 2017, 23:08
Anukia198889

არ ინერვიულო, არაფერი ისეთი, მერიდება კიდეც ამაზე რომ ვწუწუნებ, პრინციპში საწუწუნოც არაფერია რჩევა მინდოდა უბრალოდ და სხვისი გამოცდილების მოსმენა smile.gif

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 23:11
Lemon Curd
ოღონდაც დამჭირდეს და მთელი ცხრა თვე ვიწუწუნებ ისე საყვარლად რომ ამიტანთ ვიცი smile.gif smile.gif იწუწუნეთ აქ მოსაროდებელი არაფერია. ნეტა დამჭირდებოდეს მაგაზე წუწუნი რაა lol.gif

Posted by: Lemon Curd 23 May 2017, 23:18
Anukia198889
დაგჭირდება აბა რა იქნება smile.gif ვკითხულობ ხოლმე თემას, მგონი ამ თვეში გადატანისთვის ემზადები. წარმატებები!!!

Posted by: taka26 23 May 2017, 23:22
პროგესტერონზე მეც ეგრე ვარ მითუმეტეს ერთს ვიკეთებ მე.. იმენნა კორძები მაქ .2 დღე ერთზე ვიკეთებ 2 დღე მწორეზე..

ფემოსტონის ატანა არ მაქ, ისეთი ძვირია გავიყიდეე..

Posted by: Anukia198889 23 May 2017, 23:25
Lemon Curd
მადლობა გენაცვალე. კი სწორად გახსოვს ვემზადები. მადლობა. თქვენ ხართ ჩემი იმედი

Posted by: Lemon Curd 23 May 2017, 23:32
taka26
მეც ვუნაცვლებ, 1 დღე ერთ მხარეს, მეორე - მეორე მხარეს. მაგრამ აშკარად წამალი აღარ შედის ქსოვილში smile.gif)
ავიტან კაცო თუ სხვა გზა არ არის, თან აგერ მარტო მე არ ვყოფილვარ ამ დღეშიანუ ნორმალურია, უბრალოდ შემეშინდა ალერგიას თუ მაძლევს პირიქით რამე არ დავიზიანოთქო.

ყოველ დღე იკეთებ შენ ხომ? მეც ყოველდღე.

ეჰ წავედი, შევათბო smile.gif)))

Anukia198889
2kiss.gif

Posted by: taka26 23 May 2017, 23:44
Lemon Curd
კი გოგოყოცელდღე,1 ს იკეთებ თუბორი დოზა გაქ?
ყველას ეგრე უშვება იოდის კლეტკბი იკეთე ცოტა გიშველის

Posted by: Lemon Curd 23 May 2017, 23:59
taka26
1 ამპულა დღეში, ყოველდღე.
ვიკეთებ კი იოდს მაგრამ დიდად ვერ ვატყობ შედეგს. მოკლედ, აღარ ვინერვიულებ რადგან მარტო მე არ მაქვს ასეთი რეაქცია.

Posted by: taka26 24 May 2017, 00:06
Lemon Curd
გოგო რამდენი კვირის ხაარ? რამესიმპტომები თუ გაქ?

Posted by: Lemon Curd 24 May 2017, 07:46
taka26
5 და სიმპტომები ჯერ არანაირი. შენ?

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 08:07
Anukia198889
არავითარი ვიზიტი და ეხო არ გადაიხადო. ასისტენტს უთხარი გადატანის მზადებას ვიწყებთქო და ისე შეგიშვებს.5წუთში შემიყვანა თამთას უთქვია ეხლავე შემოუშვიო. ეხოს ქეთი გადაგიღებს. სქერჩინგის თანხა წაიღე.სხვა არ ვიცი არამგონია რამე მოგთხოვონ.

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 08:25
Tamara1988
წინასწსრ ხო ჩავეწერო დღეს დავრეკო? თუ აზრი არ აქვს დარეკვას. მადლობა გენაცვალე რომ მეხმარები

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 08:53
Anukia198889
ხვალ არ ვიცი ჩაგწერენ თუ არა. მაინც დარეკე აბა იკითხე. მე 31ში მიწევს მისვლა და თამთამ ჩამწერა. რა მადლობა პირიქით მიხარია თუ რამეში დაგეხმარე. სულით და გულით წარმატებებს გისურვებ ანუკი და მჯერა რომ ბედნიერება ახლოსაააა შენთან. ხვალ მერე შენც მომიყევი რა და როგორ იქნება. :*

Posted by: mariami17 24 May 2017, 08:55
მეც არ ვიცოდი და რამდენი ვიზიტის ფული გადავიხადე ტყუილად sad.gif ჩაწერილი ხაე ესე იგი იხდი ეგ ლოგიკა აქვთ. მერე ვისწავლე ნათიასთან მივდივარ თქო და მიშვებდნენ ისე. ნათიას კიდევ ქეთისთან ავყავდი.

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 09:01
mariami17
მე როგორც ვიცი როცა გადატანისთვის ემზადები ვიზიტებს და ეხოებს არ იხდი ანუ ყველაფერი იმ გადატანის ფასში შედისო. ასე არ არის თუ ვცდები?

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 10:26
Tamara1988
მეც ეგრე ვიცი მერე იხდი ყველაფრისას ერთად. არ ინერვიულოო

Posted by: mariami17 24 May 2017, 10:29
Tamara1988
ხო არ იხდი და მე არ ვიცოდი და ტყუილად გადავიხადე

Posted by: nino84 24 May 2017, 11:06
გოგოებო, ხომ არ იცით კვირის ბოლოს იქნება ქეთი? მე პარასკევს ან შაბათს მიწევს ვიზიტი და აქ წავიკითხე არ იქნებაო

Posted by: oo la la 24 May 2017, 11:06
Kato81
5 წელი არ გვყავდა, რამოდენიმე ექიმთან უაზრო ბოდიალის და მერე ქეთისთან მივედი და პირდაპირ ინვიტრო ვთხოვე. მქონდა მაღალი პროლაქტინი და საშვილოსნოში პატარა კვანძი,
სტიმულაცია რომ გამიკეთა ქეთიმ მითხრა პირველი გადატანა ისე ვცადოთო და თუ არ გამოვა მერე გავიკეთოთ ლაპარასკოპიაო, სტიმულაციის შემდეგ 12 ემბრიონი მივიღეთ, გადამისკუპა 3 smile.gif პირველივე ცდა შედეგიანი იყო და ეხლა ცელქი გოგო მყავს smile.gif


Posted by: pearlgirl 24 May 2017, 11:10
oo la la
QUOTE
მქონდა მაღალი პროლაქტინი

რის გამო იყო? და ეხლა ნორმაში გაქვს?

Posted by: tammmta1 24 May 2017, 11:11
oo la la
დანარჩენები გაყინულები გყავს? ყველას გადასმას აპირებ? smile.gif

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 11:13
nino84
ახლა მომწერა თამთამ. უკრაინაში მივდივართო მე და ქეთიო. კვირას ჩამოვალთო. მეც ხვალე უნდა მივიდე და ვიღაცა ნათია გადაგიღებს და გამომიგზავნისო

Posted by: mashusha 24 May 2017, 11:21
piko1989

ერთი რამე მინდა გითხრა, უბედური არ ხარ და არც უბედურება მომხდარა!
არ ვიცი ამ ფორუმზე ყოფნამ და ამ თემის ხშირმა სტუმრობას , თუ არ ვიცი დღევანდელმა რეალობამ ანუ 21_ ე საუკუნემ, მედიცინის მიღწევებმა, მაგრამ ფაქტია ხელოვნური განაყოფიერებით შვილის გაჩენა ზუსტD ისეთივე ბუნებრივი მგონია, როგორც იმ ცნობილი ბუნებრივი წესით ))))
მე ბუნებრივი წესით მყავს შვილი, მეორეც მინდა და იმის გამო რომ ასაკში ვარ, შარშან საშინელი აბორტი გამიკეთეს და ფაქტიურად დამიმახინჯეს შაშვილოსნო, სიამოვნებით გავაჩენდი ხელოვნური წესით.ვფიქტობ, ამ წესით უფრო მოვამზადებDი საშვილოსნოს, ცოტა არ იყოს დაბერეკულ კვერცხუჯრედის, მაგრამ ახლა არც ფინანსური და არც დროის მხრივ საშუალება არა მაქვს. ფინანსები სხვა მხრივ მაქვს მიმართული და იმის ზემოთ გამიჭირდება.

ასე რომ დამიჯერე, უბედურებაძალიან შორსაა შენგან. სტრესში და შოკში რომ ხარ გასაგებია. ახლა ფათხოვილხარ, ცოტა მოსიყვარულე ქმარი და მდრე დაგდგმეთ თქვენი (!!!!!) შვილი. დამიჯერე, არაერთი გეყოლება.

ხოდა, ჩემი მოკრძალებული,ალებული რჩევა იქნება. სანამ არ დაორსულდება, არ თქვა რომ დაიწყე მზადება ხელოვნურისთბის. როგორც არ იტყვი დღეს სექსი უნდა მქონდეს , რადგან ორსულობა მინდაო, ისე არც ეგ თქვა. ასე უფრო ნაკლებად სტრესული იქნება ეგ პერიოდი.

Posted by: oo la la 24 May 2017, 11:22
pearlgirl
მიზეზი არ ვიცი, დოსტინექსს ვსვამდი და დამირეგულირდა, ეხლა არ ვიცი რა მდგომარეობაში მაქვს

tammmta1
კი გაყიულები მყავს, მე ცუდი სიტუაცია მაქვს, ძალიან მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა მაგრამ სავარაუდოდ ვეღარ გადავისვამ sad.gif

Posted by: tammmta1 24 May 2017, 11:38
oo la la
ძაან მანერვიულებს მეც ეს ემბრიონები, ვაპირებ გადასმას, მაგრამ 5 ემბრიონი მყავს და ყველა რომ მიემაგროს ძაან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდები smile.gif შენს შემთხვევაში ემბრიონების განადგურება როგორ ხდება, როგორ გარწმუნებენ რომ ნამდვილად ნადგურდება და არ გამოიყენება ვინმეს მიერ (ძაან ეჭვიანი ვარ sad.gif )

Posted by: nino84 24 May 2017, 11:41
Anukia198889
სქრეჩინგს ვინ აკეთებს ეგეც ხომ არ უთქვამთ?

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 11:43
nino84
nino84
ვკითხე სქრეჩინგი რომ მიმდა გავიკეთო მეთქი და გაკეთდება ხვალეო ასე მომწერა. მომერიდა კითხვა ვინ გამიკეთებს თქო. ალბათ ენდობა ვინც გააკეთებს არვიცი რაა.

Posted by: taka26 24 May 2017, 11:44
Lemon Curd
წელის ტკივილი ზოგჯერ რავიცი....:/// და ხასიათი შემეცვალ ა ძაან

Posted by: kekuna78 24 May 2017, 11:44
nino84
სქრეჩინგს ნათიაც აკეთებს, რუსოც და თეოც აქ იქნება, რომელიმე გაგიკეთებს

Posted by: nino84 24 May 2017, 11:48
kekuna78
Anukia198889
ისე რომ არ დაგვტოვებენ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მეხუთე გადატანაა და ყველაფერზე ვნერვიულობ, ქეთის უფრო ვენდობი და რა ვქნა.

Posted by: kekuna78 24 May 2017, 11:48
Anukia198889
ისედაც ამ ბოლო დროს თვითონ იშვიათად აკეთებს სქრეჩინგს, რუსოს ან ნათიას ავალებს ხოლმე, ასე რომ მაგაზე არ ინერვიულო, მთავარია გადატანის დროს აქ იქნება

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 11:48
nino84
Anukia198889
თეა რომ არის მეოთხეზე მანაც იცის სქერჩინგის გაკეთებე. მე ცოტა ლოდინი მომიწია ქეთის პაციენტი ყავდა და დაურეკა მე ხომ არ გავუკეთოვო მაშინ მივხვდი რომ თეაც აკეთებს.

Posted by: oo la la 24 May 2017, 11:51
tammmta1

შენს ადგილას მე შევინახავდი, როგორც მახსოვს ასაკით დიდი არ ხარ, smile.gif
ჩემი გადასახედიდან ბევრი შვილი ყველაზე დიდი ბედნიერებაა smile.gif

Posted by: kekuna78 24 May 2017, 11:52
nino84
ხო მესმის მეც ეგრე ვარ, მაგრამ ერთხელ თვითონ გამიკეთა, მეორედ რუსოსთან გამიშვა და ვერც შევეწინააღმდეგე

Posted by: tammmta1 24 May 2017, 12:07
oo la la
კი, ვინახავ, მაგრამ მრავალშვილიანობის პერსპექტივა არასტაბილური ქვეყნის და შემოსავლის პირობებში ცოტა მაშინებს smile.gif დიდი როგორ არ ვარ, 34 წლის ხანდაზმული დედაკაცი ვარ (ვხუმრობ, არ იკივლო smile.gif )
kekuna78
Tamara1988
გოგოებო, სქრეჩინგზე უარი რომ ვთქვა და ისე გადავისვა, ხომ შეიძლება?თუ აუცილოებლობაა?

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 12:12
tammmta1
და რატომ ამბობ უარს? არ ვიცი აუცილებელია თუ არა მაგრამე მე მაინც გირჩევ ქეთის კითხო და მასთან ერთად გადაწყვიტო.

Posted by: tammmta1 24 May 2017, 12:16
Tamara1988
ჯერ ერთი, მტკივნეულია საშინლად და მეორეც მგონია, რომ მაგის გარეშეც მიემაგრება

Posted by: kekuna78 24 May 2017, 12:18
tammmta1
მიმაგრების შანსებს ზრდის, თუმცა აქ არიან გოგოები არ გაუკეთებიათ და კი არიან ორსულად smile.gif

Posted by: tammmta1 24 May 2017, 12:21
kekuna78
ვიცი, პირველ ბავშვზე სქრეჩინგი გავიკეთე

Posted by: oo la la 24 May 2017, 12:21
QUOTE
დიდი როგორ არ ვარ, 34 წლის ხანდაზმული დედაკაცი ვარ (ვხუმრობ, არ იკივლო  )


მეც biggrin.gif
რამდენ ეტაპად გაქვს გაყინული ?

Posted by: kekuna78 24 May 2017, 12:28
tammmta1
მე ორჯერ გავიკეთე და სულ ტყუილად smile.gif გადატანამდე ვეგარ მივედი

Posted by: tatka_tatka 24 May 2017, 12:30
გამარჯობა გოგოებო smile.gif კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ smile.gif ჩემი ისტორიაც არ არის კარგი sad.gif 7 წლის გათხოვილი ვარ, 5 უშედეგო ინსემინაცია, 2 ინვიტრო , 1 ინვიტროს დროს დადასტურდა ორსულობა, თუმცა ხეგეს გადასამოწმებლად რომ მივედი დაკლებული იყო, ანუ მომეშალა sad.gif მეორე ინვიტროზე კიდევ საერთოდ არ დამდგარა შედეგი... ანალიზები თითქმის ყველა ნორმაში მაქვს, ჩიყვი მაქვს და ვსვავ ლ ტიროქსინს, პროლაქტინის წამალსაც ვსვავ და მაქვს ანტისხეულები, თუმცა ანალიზებს როცა ვიღებ ანტისხეულების გარდა კველა ნორმაში მაქვს... პრობლემა არის კიდევ ის რომ ცოტა ემბრიონებს ვღებულობთ , პირველ ცდაზე 8 ფოლეკული იყო და 2 ემბრიონი მივიღეთ არც ისე კარგი ხარისხები მაგრამ ბლასტოცისტამდე მივიდა და ორივე გადამიტანეს და მეორე ცდაზე 1 ემბრიონი მივიღე... ამ ცოტა ფოლეკულების და ემბრიონების მეშინია ყველაზე მეტად.. ნეტა არასდრსო არ მექნება ცოტა ერთით მეტი მაინც რომ გავყინო ? : ((( და კიდევ ეხლა ამოვიჭერი გლანდები, ძალიან დაჩირქებული მქონია... მოკლეს ეს არის ჩემი ისტორია.. ძალიან განვიცდი თუმცა ვცდილობ არ შემეტყოს, ვცდილობ პოზიტიურად ვიყო განწყობილი, მაგრამ ხანდახან ცუდ ფიქრებს ძაან შორს მივყავარ... ნეტა მეშველება რამე ? sad.gif(((

Posted by: tammmta1 24 May 2017, 12:33
oo la la
ორ ეტაპად, ორი ცალი ერთად და სამი ცალი ერთად.
kekuna78
ერთი სქრეჩინგი მეც ეგრე გამემაზა
tatka_tatka
გლანდების ბრალი იქნებოდა, ახლა აუცილებლად სცადე და გაგიმართლებს smile.gif 2kiss.gif

Posted by: tatka_tatka 24 May 2017, 12:36
tammmta1
ნეტა მართლა გლანდების ბრალი იქნებოდა ?: (((( აღარ ვიცი უკვე ისე მეშინია როცა ვფიქრობ ამაზე : ((((
ვინმეს გქონიათ გლანდების ამოჭრის მერე შედეგი ან გაგიგიათ ?

Posted by: იათო 24 May 2017, 12:37
tatka_tatka
კი, კი ძალიან ბევრისგან გამიგია რომ გლანდები უშლისო ხელს...

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 12:38
tatka_tatka
შედეგი არვიცი გენაცვალე მაგრამ ბევრი ვიცი მაგას აბრალებს და სპეციალურად იჭრის გლანდებს. ასე რომ დამშვიდდი და ძალიან მალე გაიხარებ. მთავარია განწყობა ცუდი არ შეიქმნა ეხლა.

Posted by: tatka_tatka 24 May 2017, 12:39
მადლობა გოგონებო გამხნევებისათვის :* ღმერთმა ყველას გადმოგვხედოს და დედობის სიხარული გაგვაზიარებინოს smile.gif

Posted by: nino84 24 May 2017, 12:41
tatka_tatka
tatka_tatka
მეც ამოვიჭერი გლანდები, ოთხი უშედეგო ინვიტრო მქონდა და ოტი იბსემინაცია. ეხლა მეხუთე გადატანისთვის ვემზადები. ინტერნეტში ბევრი სტატიაა გლანდები რომ უშლის ჩირწიანი დაორსულებას და მეც მოვიშორე.

Posted by: kekuna78 24 May 2017, 12:42
tatka_tatka
ვისთან დადიხარ?

Posted by: tatka_tatka 24 May 2017, 12:43
nino84
წარმატებას გისურვებ :* სად იკეთებ? მე რეპროარტში გავიკეთე ორივეჯერ თეა ჩარკვიანთან
* * *
kekuna78
ეხლა აღარავისთან აღარ დავდივარ, ერტი 2, 3 თვე დავიცდი და მერე გადავწყვიტავ სად მივიდე ინვირტოს გასაკეთებლად...

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 12:51
გოგოებოო ნეტა ხვალ დიდხანს მომიწევს ლოდინი? ვეღარ გავიგე როგორ მოვიქცე. დილით ვიყო თბილისში თუ დილით წავიდე და შუა დღეზე მივიდე. შუა დღეზე რომ ჩამოვიდე ექვსამდე მოვასწრებ ისევ მატარებელს რომ მივუსწრო? თუ თავი დავიზღვიო და ღამე ვიმგზავრო დილით კიდე მანდ ვიქნები და დროც მექნება.

Posted by: kekuna78 24 May 2017, 13:02
Anukia198889
არამგონია ბევრი ხალხი იყოს, გუშინ 1 საათში წამოვედი, მითუმეტეს ქეთი და თამთა არ არიან არც ხეცურიანია და უცებ შეხვალ ნათიასთან და ეგაა
* * *
როცა ფუნქცია-გადატანები აქვთ მაშინაა ხოლმე საგიჟეთი

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 13:19
kekuna78
ხეცურიანიც არ არის? და ეხოს ნათია იღებს?

Posted by: taka26 24 May 2017, 13:24
kekuna78
ქეთი რატო არაა? სად დადიან

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 13:26
Anukia198889
ხეცურინი არ გჭირდება შენ. უბრალოდ ფოლიკულის მონიტორინგს გაგიკეთებენ. ცისტა ან ყვითელი სხეულები რომ გამორიცხონ.
ადრე ცისტას რომ ვაკონტროლებდით ერთხელ რუსკამ და ნათიამ გადამიღეს ეხო და ქეთის აჩვენეს. ანუ ენდობა ორივეს.

Posted by: kekuna78 24 May 2017, 13:27
Anukia198889
არ არის შაბათამდე, ხო ნათია თუ გადაგიღებს გადაუგზავნე მერე სურათი თამთას, ან თეოსთან მიდი

taka26
ორშაბათიდან იქნება, მგონი უკრაინაში

Posted by: nino84 24 May 2017, 15:10
tatka_tatka
ეხლა ქეთი ოსიძესთან ვიკეთებ, მანამდე რეპროარტში გავიკეთე მაია ჯანელიძე იყო ჩემი ექიმი და არცერთი მცდელობა არ გამოვიდა.

Posted by: tammmta1 24 May 2017, 15:15
Anukia198889
სად ცხოვრობ? ფოლიკულის მონიტორინგისთვის ამხელა გზის გავლა ღირს? წესით, ყველა საშუალო დონის ეხოსკოპისტი გაგიკეთებს

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 15:47
tammmta1
ბათუმში ვცხოვრობ. კი მაგრამ თუ კარგადაა ყველაფერი სქრეჩინგი მინდა გავიკეთო და იმიტომ. თორე ხშირად აქ ვიკეთებ მონიტორინგს და თამთას ვუგზავნი.

Posted by: rosonera 24 May 2017, 16:01
Anukia198889
იქნებ ჯერ სქრეჩინგი არ გინდა, გადაიღე ეხო გაუგზავნე თამთას და დაგიბარებს ზუსტად, თვითონაც რომ იქნებიან ისე, არ გინდა ეს ნათიები და სხვები რაა, ყველაფერი დაეკითხე თამთას და ქეთის.

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 16:11
rosonera
კი ვიფიქრე მასეც მაგრამ მერე გადავიფიქრე და ეხლა ვნანობ. ბილეთებიც ვიყიდე უკვე იქით აქით გზის. ეს თვეც არ მი და ჩამივარდეს. ლოდინმა დამღალა და მაგიტომ კი დავთანხმდი თამთას.

Posted by: m.i 24 May 2017, 16:34
Anukia198889
ბათუმში თუ ცხოვრობდი კი არ ვიცოდი ამ დრომდე smile.gif ეხლა უფრო მეტად გულშემატკივრობ, წარმატებებს გისურვებ :* პირველივე გამართლებული ცდა ყოფილიყოს შენთვის love.gif

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 16:36
m.i
მადლობა საყვარელო :* :* შენც ძალიან მალე გექნება შედეგი ქეთისთან. უი რამდენჯერ ვთქვი დასავლეთიდან დავდივარ და რამდენს ვწვალობ თქო. smile.gif მე ვიცოდი შენ რო ბათუმელი ხარ

Posted by: m.i 24 May 2017, 16:39

ალბათ გახსოვთ ასაკიანი ქალი რო დაფეხმძიმდა ინ-ვიტროთი, თურქულ კლინიკაში ექიმს მაია ერქვა. ჩემი ახლობელი გოგო მივიდა ეხლა მასთან, დაიწყო ხელოვნურისთვის მზადება. ვკითხე რა პროცედურებს გადიხარ თქო. მითხრა პირველი და უმთავრესი რასაც თითქმის ყველას უნიშნავს ეს არის ლაზერო თერაპიაო.. თუმცა ვერ ამიხსნა რისთვის არის საჭირო. გსმენიათ რაიმე ამის შესახებ? ამ პროცედურებ როგორც კი მორჩება შემდეგ ციკლში იწყებს სტიმულაციის ნემსებს
* * *
Anukia198889
დასავლეთი რო იყო კი ვიცოდი მაგრამ biggrin.gif არც ისე პატარა ზონას მოიცავს რო მივმხდარიყავი biggrin.gif

Posted by: nikolsona 24 May 2017, 16:46
Tamara1988
QUOTE
უსკამ და ნათიამ გადამიღეს ეხო

ups.gif ups.gif ups.gif ups.gif რაააააააააააა???? ნათიამ რომელმაც მედიკამნტების წერა არ იცოდა და რუსკა რომელიც ადმინისტრაციაში ზის ეხოს იღებს უკვე? უკაცრავად, მაგრამ საქმისმწარმოებელმა და დამლაგებელმა კი არა ექთანმაც არ უნდა გადაიღოს ეხო.
მე ნამდვილად არ დავთანხმდებოდი. იმისთVის დავდივარ რომ შედეგი მქონდეს და კვალიფიციურად მნახონ. ბარამ მე მათხოვონ აპარატი და მე გადავიღებ. კლინიკას ისე უჭირს რომ სხვა ექიმები ვერ აყავთ? ))))) გადავირიე ))) ინვიტროში ასეთი რამ არ ხდებოდა და არც ახლა ხდება

Posted by: nino84 24 May 2017, 16:58
nikolsona
მართალი ხარ, რაც ამ მკურნალომ ნერვები და ფინანსები შეიწირა, ექიმი მიბდა რო მივალ ვიზიტზე დამხვდეს და არა პრაქტიკებზე მყოფი მომავალი ექიმი. არ იქცევიან რა სწორად, ისედაც ორი კვირა არ იყვნენ და კიდე სადღაც მიდიან.მე არ მქონია შეხება არც ნათიასთან და არც რუსკასთან, ქეთი მიღებდა ყოველთვის და მხოლოდ მას ვენდობი.

Posted by: Anukia198889 24 May 2017, 17:01
nikolsona
ვაიმეეე ღმერთო უკვე მირჩევნია ცისტა იყოს ისევ და გადამედოს მეორე თვეში. ავნერვიულდიიი. მედიკამენტს რამდენის ხნის წინ ვერ წერდა? facepalm.gif gigi.gif

Posted by: rosonera 24 May 2017, 17:08
მეც მაგ აზრზე ვარ. მივდივარ კონკრეტულ ექიმთან და მინდა მაგან მომხედოს, ამხელა თანხას ვიხდით მომსახურებაში და ასეთი რამე ნამდვილად არ შეიძლება. თამთა დიდი ხანი დამოუკიდებელი ექიმი იყო მანამდე და თან უზომოდ ყურადღებიანი მაგრამ ეხოზე მირჩევნია მაინც ქეთიმ მნახოს მითუმეტეს ინვიტრო თუ დავიწყე აუცილებლად ორივეს აზრს მოვისმენ. და რიგითი დამხმარეები და მითუმეტეს ადმინისტრატორები ნამდვილად არ უნდა იღებდნენ ეხოებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

Posted by: nikolsona 24 May 2017, 17:13
nino84
Anukia198889
ინვიტროში ბოლოს რომ იყვნენ მაშინ მოვიდა მანდ ნათია. თვითონაც აღიარებდნენ რაღაც შტერობებს აკეთებდა ეგ გოგო ლამის გაუშვეს, ასისტენტადადც ვერ გამოდგა ))) ახლა კი შეუძლია ფორმა 100 ის გამოწერა. მასე ჩვენც გამოცდილები ვართ და ბარემ გვათხოვონ ის აპარატი, ხუდას ჩავყრით და შევხედავთ რა სად გაიზარდა ))))))))))))))))))))))))))რუსკა როზას შვილია )) ინვიტროში რომ ექთანი იყო. ადმინისტაციული საკითხები შეუძლია ამ გოგოს. მე რომ შემთავაზონ ნამდვილად გამოვბრუნდები უკან. უბრალოდ სტიმულაციის შუა პერიოდში რომ ხარ და რუსკა დაგხვდება )))))) სად უნდა გაიქცე და ეხო ვის გადააღებინო. ნუ სადაც არ უნდა იყოს გავიქცევი ))))))
rosonera
თამთა ნამდვილად ექიმი იყო თავიდანვე. ნუ ქეთი მესმის რომ ყველას ვერ გაწვდება , ასე რომ კლინიკას ექიმები უნდა ყავდეს და არა საქმისმწარმოებლები და ადმინისტრატორები smile.gif

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 17:13
nikolsona
ეხლავე გეტყვი რაც იყო და როგორც იყო მე მქონდა დიდი ზომის ცისტა,ქეთიმ გამომიწერა წამალი და რამდენიმე დღეში დამიბარა, აინტერესებდა დაპატარავდებოდა თუ არა. ისეთი ზომის იყო რომ მე პირადად არანაირი განათლება ამ სფეროში არ მაქვს მაგრამ კარგად ვხედავდი და ვარჩევდი კიდევაც რაც იყო და სადაც..მგონი საგანგაშო აქ არაფერი იყო. ფოტო ამობეჭდეს და ქეთის აჩვენეს რომელიც უკვე დაპატარავებული დაგვხვდა და თვის ბოლოს კი საერთოდ გამქრალი იყო ქეთიმ რომ ნახა. არანაირი შეცდომა არ დაუშვიათ იმ გოგოებს და ცილს ვერ დავწამებ ტყუილად. ალბათ აქვთ გამოცდილებაც და იციან თორე ქეთი არ ენდობოდა.

Posted by: nikolsona 24 May 2017, 17:17
Tamara1988
ნუ შენ თუ მოლარის და ადმინისტრატორის ექოსკოპია გაკმაყოფილებს შენი გადასაწყვეტია და მხოლოდ შენი საქმეა. მე ჩემი აზრი გამოვთქვი. რომ ექოს გადასაღებად ეიმთან მივალ აუცილებლად და არა დარაჯთან :დ სხვა არაფერი.
ყველა ირჩევს თავისი სურვილისამბერ smile.gif ))

Posted by: mariami17 24 May 2017, 17:17
Tamara1988
ზუსტად ის დაწერე რაც მე მინდოდა დამეწერა.

ენდომეტრიუმის სისქესაც კი ზუსტად ნახულობდა ორივე და რაც არ მოწონებიათ ქეითის დაუდასტურებია.
ნათიამ გამიკეთა მეორედ სქრეჩინგი.
ისე ტყუილად არ მისცემდნენ უფლებებს.


Posted by: sesilia28 24 May 2017, 17:17
გოგოებო კლინიკა ინ ვიტროზე რას იტყვით? როგორი ექიმები არიან? ქეთის მერე ვის მისცემდით რეკომენდაციას? მე რომ თანხას მოვაგროვებ ეს იქნება სიმწრით შეგროვილი რომელსაც კიდევ რამოდენიმე წელი ვერ მოვაგროვებ და არ მინდა რეგისტრატორის იმედად ვიყო მერე

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 17:20
კაი მე გავაგრძელებ დარაჯებთან სიარულს biggrin.gif

Posted by: tammmta1 24 May 2017, 17:21
sesilia28
ძალიან აქებენ ანი მორჩილაძეს, მე შეხება არ მქონია. ნატო ხონელიძის და თეონა ანთიას უკმაყოფილო იყო ერთი ჩემი ნაცნობი ძალიან, უყურადღებოები არიანო.

Posted by: sesilia28 24 May 2017, 17:26
tammmta1
ნიშნიანიძე ხომ ინ ვიტროშია ეხლა და ჩემი მეუღლისთვის უთქვამს აქ ვენდობიო ერთ ექიმსო და მოვიდეს შენი მეუღლეო, არ ახსოვს ვისზე უთხრა. ჩემი ერთი ნაცნობიც დადის და კმაყოფილია. ვის უნდა ვენდო უკვე აღარ ვიცი

Posted by: tammmta1 24 May 2017, 17:42
sesilia28
შენს თავს უნდა ენდო, არ უნდა მოგერიდოს შეკითხვებით ექიმისთვის დისკომფორტის შექმნის. მეუღლის პრობლემა თუ არის, უფრო მარტივად გამოგივა.

Posted by: sesilia28 24 May 2017, 17:45
tammmta1
არა არცერთის პრობლემა არაა, ეხლა ცალი მილით ვარ დარჩენილი და დიდხანს ლოდინი აღარ შემიძლია

Posted by: zikata7 24 May 2017, 17:52
მე გოგოებო მანანა ქოჩიშვილთან დავდივარ.. ქეთისთან ორი უშედეგო ინვიტროს მერე.. ამთვეში ვგეგმავთ გადატანას გაყინული ემბრიონები მაქვს.. ვნახოთ რაიქნებაsmile.gif

Posted by: Kiisull 24 May 2017, 18:00
sesilia28
მე დავდიოდი ინვიტროში, ნატალია ხონელიძესთან, პირველივე მცდელობამ გაამართლა, ხვალ 14 კვირის ვხდები)) ძალიან კმაყოფილი ვარ ნატალიასი და ქეთი ქანთარიასი და ძოგადად კლინიკის. მე პირადად გავუწევ რეკომენდაციას, წარმატებები:*

Posted by: sesilia28 24 May 2017, 18:06
Kiisull
ქეთი ქანთარია თუ ნინო ქანთარია?

Posted by: m.i 24 May 2017, 18:39
მაკა გეგეჭკორზე რას იტყვით როგორი ექიმია? გსმენიათ რამე? ჩემი დაქალი აპირებს მისვლას 9 წელია შვილი არ ყავს

Posted by: piko1989 24 May 2017, 19:01
გამარჯობათ გოგოებო იცით რა მაინტერესებს? ფოლეკულების ამორებას როცა აკეთებნ ეს ფოლეკული დოინანტი უნდა იყოს თუ არ აქვს მნიშვნელობა და მერე ამუშავებენ თვითონ?

Posted by: Kiisull 24 May 2017, 20:10
sesilia28

ქეთი ქანთარია, ხონელიძესთან ერთად მუშაობს

Posted by: Tamara1988 24 May 2017, 22:13
piko1989
ძლიერ სტიმულაციასა აკეთებენ რომლის დროსაც ბევრი ფოლიკულები იზრდბა და მერე ამ ფოლიკულებიდან იღებენ კვერცხუჯრედებს, შემდეგ სპერმასთან ანაყოფიერებენ და გამოდის ემბრიონები. 1 ან 2 გადაგისვავენ და დანარჩენს რაც დაგრჩება ყინავენ. მერე შენ როცა მოგესურვება და რამდენჯერაც მოგინდება კიდევ გადაისვავ. ღვთის წყალობით შეგიძლია მრავალშვილიანი დედიკოც გახდე.

Posted by: Kato81 24 May 2017, 23:47
m.i
მე მქონია შეხება, ძალიან ჭკვიანი ექიმია, გამოცდილი, მაგრამ...მე რეკომენდაციას არ გავუწევდი მითუმეტეს 9 წლიანი უშვილობის შემდეგ

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 08:40
გოგუტუნებოო რა უნდა გკითხოთ ეხლა. კი შევჭამე ტვინი ისეე. ორად მყვანან შენახული ჩემი წერტილები. ორი ერთად და სამი ერთად. ეხლა ორს გამოალღობენ ხოო? რადგან ორი ერთადაა შენახული. და ორივე თუ გამოალღვენ და ყველაფერი ისე იქნა როგორც მე მინდა. ანუ ვაჟკაცურად თუ გამოლღვენ ორივეს ერთად გადამიტანებენ? ერთის გადატანა არ შეიძლება? და მეორესი ისევ გაყინვა?

Posted by: takotatuli1989 25 May 2017, 09:39
Anukia198889
მეე ვიცი რო შეიძლება. შენ გადაწყვიტავ და ექიმი რამდენი გადაგიტანონ. თუ ეტყვი რო ერთზე მეტი არ გინდა არ გადაგიტანს.

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 09:44
takotatuli1989
მადლობა საყვარელო ღიპუცა. გამიხარდა რომ მეშინია ორის გადატანა მაგრამ შანსი თუ დიდი იქნება მიმაგრების ორის გადატანით მირჩევნია ორი იყოს და აღარ შემეშინდება smile.gif

Posted by: annaninio 25 May 2017, 09:49
m.i
Kato81
კატოს დავეთანხმები. ჭკვიანი ქალია ძალიან, დავდიოდით მე და ჩემი მეგობარი მაგასთან მარა ზედმეტად ფრთხილია და სანამ ქეთისთან არ გადმოვედით არ გვეშველა არც ერთს.

Posted by: mariami17 25 May 2017, 09:58
takotatuli1989
როგორ ხარ? ტოქსიკოზმა გაგიარა? წამლებს კიდე იკეთებ ან სვამ?

Posted by: annaninio 25 May 2017, 10:09
nikolsona
როგორ ხარ? გამიხარდა რომ გააქტიურდი.ახალი და კარგი ხომ არ ხდება რამე? მოკლედ გადაგიკითხეთ და ჩემს გამოცდილებასაც დავწერ ასისტენტებთან დაკავშირებით. ჩემი ენდომეტეიუმი აბორტის შემდეგ ვეღარ იყო კარგ ფორმაში, სამშრიანი აღარ ხდებოდა ცოცხალი თავით.ქეთიმ პირდაპირ მითხრა,ეხლა რაღაც წამალს დაგინიშნავ და ციკლის 22 დღეს თუ არ იყო სამშრიანი, ინვიტროც აღარ გიშველის.მხოლოდ სუროგატიო.რათქმაუნდა ძალიან განვიცადე ეს ამბავი, დავიწყე ფემოსტონის სმა, 22 დღეზე ქეთი აღარ დამხდა, სადღაც სხვა ქვეყანაში იყო წასული.მომიწია თეონას ექოზე გადამოწმებამ.რაღაცნაირი პასუხი მივიღე, კი არის გასქელებული და სამშრიანიც,მაგრამ ცოტა მაინც თხელიაო'. გული მაინც ვერ დავიმშვიდე.გამიშვეს სტიმულაციაზე და თან ვფიქრობდი ასე თვეში სამასი ლარის ხარჯვას, იქნება კიდე გადამემოწნებინა ქეთისთან თქო.მაგრამ მეორე ციკლმა გაამართლა .ასე რომ, ქეთი რომ არ ენდობოდეს, არ გადააღებინებდა. და ისედაც, ადრე ხო ქეთიც ვიღაცის ასისტენტი იყო, ეხლა იმას ათი თავით ჯობია და ვიძახოთ მაშინ, ასისტენტი იყო და არ გვინდაო.დამშვიდდით და ენდეთ. წარმატებები ყველას!

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 10:16
annaninio
2kiss.gif bis.gif bis.gif bis.gif love.gif kiss.gif

Posted by: nino84 25 May 2017, 11:06
annaninio
ვერ დაგეთანხმები, ჩემი შემთხვევა საკმაოდ რთულია და მგონია რომ ამდენ თანხასაც თუნდაც იმიტო არ ვიხდი რომ ასისტენტმა მნახოს მითუნეტეს გადატაბის წინ, რონელსაც ერთი წელი ველოდები და ვგეგნავ. შვიდი წელი უშვილობა და ოთხი ინვიტროს შემდეგ ექსოერიმენტების არც დრო მაქ, არც ფული და არ ნერვები.

Posted by: annaninio 25 May 2017, 11:26
nino84
არ გეკემათები. ჩემი გამოცდილება დავწერე , არც ერთ ასისტენტს რომ არ ენდოს არავინ, გაცილებით მეტი ხალხი დაზარალდება. განა ერთ ადამიანს რამდენი შეუძლია. ამიტომ ისინიც არიან ჩართულები.განსაკუთრებულ შემთხვევებს ისედაც არ ანდოდბს ქეთი არავის. ჩემი ურთულესი ორსულობა მარტო პირადად მართა.ოთხივე ინვიტრო ქეთისთან გქონდა?

Posted by: rosonera 25 May 2017, 11:34
გოგოებო ციკლის 9-10 დღეს მცირედი ყავისფერი გამონადები რამ იცის? ადრე არასდროს მქონია, წამალს არაფერს ვიღებ ისეთს და რა შეიძლება იყოს?

Posted by: nino84 25 May 2017, 11:43
annaninio
რეპროარტში, ქეთის იმედი ძალიან მაქ და მაგიტო ვნერვიულობ. ეხლაც რომ არ გამოვიდეს ვიცი რომ სუროგატს შემომთავაზებს sad.gif

Posted by: takotatuli1989 25 May 2017, 12:01
mariami17
აი წინა კვირასაც დამაგდო ტოქსიკოზმა და გადასხმებით გამოვედი. ამ კვირაში დავიწყე ჭამა და მიხარია. ეხლა ანალიზების პასუხებს ველოდები შარიქაძემ ამღვრეული წყლები რო მითხრა. 17 ოჰპ_ც ჩავაბარე და პასუხის მიხედვით გეტყვი მოხსნა თუ არა მეთიპრედიო. ლუთეინაზე 1ზე გადავედი 2 დღეა და დე ვიტამინს, ელევიტს და მაგნე ბე6_ს ვსვავ 2 ცალს. მეტს არაფერს. ბაოზე მითხრეს კუჭი აქ გადავსებულიო ძაანო და იმ კვირის ბოლოს დამიბარა ქეთიმ გადასამოწმებლად. საბედნიეროდ არ მომიწია ლოდინი ამდენ ხანს და დეიდამისმა დროზე ადრე გამიკეთა უფასო ეხო და მშვენიერი ზომის კუჭი აქო და დამამშვიდა.

რაც შეეხება თეოს. ბოლო ეხოს პასუხზე რო შემაშინეს თეოსთან ვერ გადავამოწმებდი ნამდვილად, ნერვიულობისგან სანამ ქეთისთან შევედი მანამდეც წნევამ ისე ამიწია წამოწოლა დამჭირდა კლინიკაში. თან თეო გამბედავიც არაა ქეთისთან რო არ შევსულიყავი მგონი კიდე კაო ხანი ვერ მომიხსნიდა დივიგელს და ფრაქსიოარინს. ძაან ფრთხილია. არ ვიცი სიფრთხილე ცუდს არ ნიშნავს ნამდვილად მარა იცით რა ძნელია ამდენი წამლის დალევა და ნემსების დარჭობა პირველ თვეებში

Posted by: annaninio 25 May 2017, 12:11
nino84
გამოგივა აუცილებლად. 2kiss.gif baby.gif baby.gif

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 13:06
Anukia198889
ანუკი რას შვები იყავი ინოვაში? რა გადაწყდა იწყებ მომზადებას?

Posted by: mariami17 25 May 2017, 13:15
takotatuli1989

ღმერთმა მშვიდობიანად მიგვიყვანოს ყველა ბოლომდე.
ძილიანობის გარდა რომ იტყვიან არ მაწუხებს არაფერი. თუ ჭამა დავაგვიანე მერე მტრისას მაგრამ ვცდილობ დროულად ვიკვებო.
ნემსები და წამლები კი ძალიან ამომივიდა ყელში. მძულს უკვე. 30 ში მივსივარ ხეცურიანთან და ქეთისთან 13 კვირა გამოდის და იქნებ მომიხსნან მაგ იმედით ვარ.

Posted by: piko1989 25 May 2017, 13:20
გოგოებო ამაღლებას გილოცავთ ამაღლებული და ბედნიერები მენახეთ ყველა მისი მადლი გვფარავდეს ყველას

Posted by: SRB100 25 May 2017, 13:21
takotatuli1989
აუ თეონა ძაან ფრთხილია ხოო, მე დეჰა-კომბი ისევ დამიტოვა და ლუთეინაც 3 ცალი (!!!)
არც ერთს ვსამ და არც მეორეს ვიკეთებ. ვერ ვხედავ ამდენი ვიტამინის ყლაპვის საჭიროებას, როცა ტოქსიკოზი არ მქონია საერთოდ და ნორმალურად ვიკვებები.
აღრიცხვის ექიმმაც არ გინდა ვიტამინიო, იოდომარინი დამინიშნა მარტო. ლუთეინა კიდე ძაან დიდი ხანია არ გამიკეთებია, მგონი 14 კვირიდან აღარც მახსოვს როდის შევწყვიტე.

ეხლა ქეთისთან მინდა მისვლა მეც, მომენატრა smile.gif თან იოდომარინზე ვკითხავდი, მაგრამ თეონასთან რომ გადამამისამართა ეხლა მერიდება თავზე გადახტომა და პირდაპირ ქეთისთან დაჯდომა ისევ.
ძაან დებილი და მორიდებული ვარ facepalm.gif vis.gif

Posted by: rosonera 25 May 2017, 13:38
takotatuli1989
SRB100
გოგოები გყავთ ხომ ორივეს თქვენ ? smile.gif

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 13:43
Tamara1988
გოგო ნათია არაა მოსული. ველოდები. მე ბათუმიდან აქ ჩამოვედი და მან არაა ჯერ მოსული. smile.gif ვფიქრობ რუსოს ხო არ ვენახოო. რა მნიშვნელობა აქვს რაა

Posted by: rosonera 25 May 2017, 13:56
Anukia198889
თეოც არაა?

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 13:58
rosonera
კიი მაგრამ თეოს ყავს გოგოები. ვერ შევაწუხებ. მასთან რო არ გამიშვა მერიდება.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 14:00
Anukia198889
ვაბშე მოვაა? ტყუილად არ ელოდო. თეოს უთხარი გნახოს თუ მანდ არის.

Posted by: fleurs 25 May 2017, 14:05
SRB100
ვიტამინებს სანამ არ იმშობიარებ გიწევენ რეკომენდაციას,რომ დალიო.მშობიარობის შემდეგ 3-6 თვე სხვა ვიტამინს გინიშნავენ. თუ ძუძუს აწოვებ სხვა დასახელების ვიტამინს და სანამ ბავშვი ძუძუს წოვს სვამ ამ ყველაფერს.ყველას უნიშნავენ საფრანგეთში

Posted by: SRB100 25 May 2017, 14:16
rosonera
კიი, გოგოშკებიი გვყავს ორივეს.
შენც გელოდებით როდის გადმოიბარგები იქით :***

fleurs
ვიცი, ხოო, მაგრამ როცა ყველაფერი ნორმაშია.
კვებითაც ნორმალურად იკვებება ორსული ვიტამინების მუდმივი სმა ცოტა ზედმეტი მგონია.
1 თვე დავლიე და ვისვენებ ეხლა, მერე ისევ დავლევ, გადაბმულად რა საჭიროა smile.gif

Posted by: Lemon Curd 25 May 2017, 14:18
Anukia198889
რა გერიდება, ამხელა გზაზე ხარ ჩასული ამხელა საქმეზე. მე შენს ადგილზე შევიდოდი და ავუხსნიდი, თეო ყურადღებიანია, გნახავს და დაგაკვალიანებს. ნუ ხარ ასეთი მორიდებული კაცო

Posted by: nino84 25 May 2017, 14:26
annaninio
მადლობა, მეც ძალიან იმედიანად ვარ და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: takotatuli1989 25 May 2017, 14:31
SRB100
გეთანხმები ვიტამინებზე. სადაც კი წავიკითხე ყველგან წერია რო თუ საჭიროება არ არსებობს არც ვიტამინია აუცილებელი ორსულებში. ჯობია საკვებით მიიღო ვიტამინები. მე რო ვერ ვიკვებებოდი ნორმალურად ეგ მამშვიდებდა რო ვიტამინს მაინც ვსვავდი. ეხლა თევზს ვერ ვჭამ და ომეგას დანიშვნა ვთხოვე ქეთის. სხვათაშორის მე არ გადავუმისამართებივარ თეოსთან. ეხლა 22 კვირაზე ვიფიქრე მისვლა და 18-ზე დამიბარა ბაოს კუჭის ამბავში და წყლების ამღვრევაზე. შენ ღმერთის წყალობით უპრობლემოდ მიგდის ყველაფერი და თვლის ალბათ რო თეოც მშვენივრად მოგხედავს. ღმერთმა მშვიდობით მიგიყვანოს ბოლომდე. :*
rosonera
მალე შემოგვიერთდები საყვარელო და მშვიდობით გაივლი 9თვეს. :*

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 14:44
მადლობა გოგოებო. ჩემი ცისტის არაფერი არ იყო დარჩენილი. კარგად მათვალიერეს გოგოებმა. მერე გაუგზავნეს თამთას და დავიწყოთო. დავისქრეჩინგე ჩემი ენდომეტრიუმი და 9 დღეს დამიბარა ისევ. უკვე ისეთი ბედნიერი ვარ.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 14:52
Anukia198889
აუ როგორ გამახერე ანუკიიი რა მაგარიაააა. დღეიდან შენთვისაც ვილოცებ. აი ნახავ ორივეს გამოგვივა.გჯეროდეს საკუთარი თავის.მარტო აღარ ვაარ მიხარიაა smile.gif))))))))

Posted by: nino84 25 May 2017, 15:01
Anukia198889
გილოცავ, ვიცი ეს მოლოდინი რა მძიმეა. სკრეჩინგი ვინ გაგიკეთა?

Posted by: Lemon Curd 25 May 2017, 15:06
Anukia198889
აუ რა მაგარია! გილოცავ. ყველაფერო ადვილად გამოგსვლოდეს!

სქრეჩინგზე რომ წერდით წავიკითხე, ალბათ ინდივიდუალურია მე საერთოდ არ მტკენია, ოდნავ ვგრძნობდი მენსტრუაციის შეგრძნებასავით. თან 10 წამი იყო.
უბრალოდ ვინც აპირებს მომავალში, რომ არ ინერვიულოს ამ პროცედურაზე.

Posted by: rosonera 25 May 2017, 15:37
SRB100
takotatuli1989
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
სექტემბრიდან ვგეგმავ ინვიტროს და ვნახოთ, დიდი იმედით ვარ smile.gif
Anukia198889
აბა შენ იციიიი smile.gif

Posted by: takotatuli1989 25 May 2017, 15:59
rosonera
თუ იქამდე შენით არ მოარტყი უეჭველი დარჩები. ხო ხედავ ასე დაუდგენელი მიზეზით ყველას გამოგვივიდა და თუ გაქ საშუალება რო სესხი მაინც აიღო ბარემ გაიკეთე და დაისვენებ.

Posted by: m.i 25 May 2017, 16:39
Anukia198889
მიხარია ძალიან, დარწმუნებული ვარ რო ყველაფერი იდეალურად იქნება. 2kiss.gif გამოგივააააა, უპრობლემოდ, სადღაც 1 თვეში წამოვა მოლოცვების ფეიერვერკები bis.gif

Posted by: rosonera 25 May 2017, 17:10
takotatuli1989
გოგო ზაფხულში დავისვენებ და სექტემბერში ვიზავ. ქეთიმაც მითხრა ჯერ არ გინდაო, ლაპაროს შემდეგ ჯერ 4 თვეა გასული და სექტემბრამდე მოვიცდი. ვატყობ ფსიქოლოგიურადაც ვერ ვარ დაწყობილი და ცოტა განვიტვირთები ამ ზაფხულს smile.gif დავიმშვიდებ ნერვებს და მშვიდად შევუდგები მერე.

Posted by: takotatuli1989 25 May 2017, 17:15
rosonera
ხო გოფო ბარემ"_ში სექტემბერი ვიგულისხმე... შეირგე კარგად ზაფხული და არ ითვალო დღეები გთხოვ :* ჩათვალე რო კონტრაცეპტივზე ხარ და აზრი არ აქ დღეებს. ისიამოვნე ცხოვრებით

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 17:26
მადლობა ყველას გოგოებო.ყველას ვერ გნიშნავთ. თქვენ იყავით ჩემი იმედი და ეხლა მე ვარ სხვა მომლოდინის იმედი. ჩემი ყველაზე დიდი ძალა თქვენ ხართ. ასე არავინ არ მედგა გვერდში როგორც აქაური გოგოტუნები.
რომ მითხრა დავიწყოთო და სახეზე ღიმილი ამეწება მთელი გზა ვიღიმოდი და ეხლაც სულელივით მარტო გახარებული ვზივარ მატარებელში.დავიწყოთო ამ სიტყვამ როგორ გამაბედნიერა და დადებითი ხეგე ალბათ შემაფრენიებს. სქრეჩინგი არ მტკენია მეთქი ვერ ვიტყვი პატარაზე გაელვება ვიგრძენი. ზუსტად ასე მომიდის ციკლი ყველა თვეში. ცოტა ჩამაწვება მუცელში. ეგ ვიგრძენი მარტო. ციკლის დროს უფრო დიდხანს მტკივა.ეს იყო წამიერი.
* * *
გოგოებო ერთი გოგოა შიგნით კარე თმიანი დაბალი გოგო. მეოთხე სართულზე. ძალიან თბილი და მომღიმარია. სახელი მაინტერესებს და ვერ ვკითხე დღეს. სქრეჩინგი მაგან გამიკეთა. ფუნქციის დღეს თავზე მედგა. ნარკოზამდე და ნარკოზის მერეც. ეგ გოგო ვინაა? თქვენც ასე მოგწონთ როგორც მე? 36 წლის ვარო და მანაც ინვიტროს იკეთებს.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 17:49
Anukia198889
რა მაგარი გოგო ხარ. რაღაცნაირი პოზიტიური და დადებითი.. პირველად რომ დავრეგისტრირდი შენ გამამხნევე და ძალა მომეცი. შენ იყავი ჩემი იმედი თუმცა ისე აეწყო რომ თითქმის ერთად დავიწყეთ მომზადება და ეხლა ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ.. მინდა სულ ბედნიერი იყო. გოგო რომელ რიცხვში გიწევს ჩამოსვლა?
* * *
Tamara1988
თეა ქვია მაგ გოგოს. კი ძალიან თბილი და საყვარელია.ეხლა რომ ვიყავი ჩემი გვარიც ახსოვდა და როდის გავიკეთე ფუნქცია ისიც კი გავგიჟდი. . მეც იმ დღეს მომიყვა თავის ისტორია.

Posted by: iratta_26 25 May 2017, 18:00
Anukia198889
წარმატებები 2kiss.gif გამიხარდა რომ გადაგაქვს. თეაზე ამბობ? ძალიან საყვარელი გოგოა.

Posted by: Lemon Curd 25 May 2017, 18:01

Anukia198889
აუ ეგ არის ძალიან კარგი გოგო, თეა, გადაგყვება ისეთი ყურადღებიანია

Posted by: kekuna78 25 May 2017, 18:07
Anukia198889
წარმატებებიი, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება :*

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 18:08
ხოოო გოგოებო თეა. მართლა მასეთია რაა. გვარი შემახსენეო მითხრა და სახელი თვითონ მითხრა. უი ანი ანი გამახსენდიო. ძალიან ყურადღებიანია. სასწაული გოგოა. ექთანია? ნახე რა მაგრად გაგიკეთეო რომ დამსერა ამოიღო რაღაცა სისხლიანი წვრილი ნემსი გრძელი. smile.gif smile.gifiratta_26მადლობაა :*
2kiss.gif
* * *
Tamara1988

ვაიმეეე მეც ახალი ვიყავი მაშინ შენ რო დარეგისტრირდი. მაგრამ თავს უფლება მივეცი და გაგამხნევე. იმიტო რო მართლა პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს. ალბათ ჯერ კიდე ვარდისფერ ფერებში ვხედავ სამყაროს. რეგულონმა რომ გულისრევა დაგაწყებია და მე კარდიომაგნილი გირჩიე ეგ შენ იყავი ხოო? smile.gif smile.gif მერე მითხარი მე რომ შენ გლოცავ იმის მერეო. მას შემდეგ უფრო თავდაჯერებულად ვიძლეოდი რჩევებს lol.gif
ეხლა პირველში მიწევს მისვლა. მეცხრე დღეს მოდიო. საღამოს თამთას მივწერ და უფრო დავაზუსტებ

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 18:19
Anukia198889
კი ეგ მე ვიყავიიი. :* :* :* :*
მართლაც ძაან დამეხმარე <3 <3 <3

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 18:23
Tamara1988
Tamara1988
შენ რომელ რიცხვში მოგივიდა? გადატანა მიახლოებით მერამდენე დღეს ხდება ნეტა. მე ადრე გვიანი ოვულაცია მქონდა რომ ციკლი ხან 31 დღიანი მქონდა ხან 33 დღიანი. და 16 დღეს სკდებოდა ფოლიკული. მაგრამ ამ თვეში 29 დღიანი ციკლი მქონდა და 12 ან 14 დღეს მექნებოდა ოვულაცია. ახლა ეს მაბნევს. როდის გვექნება გადატანა.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 18:31
გოგო მე 20ში მომივიდა. მეც 30დღიანი ციკლი ვიცი ხოლმე ცოტა გვიან მისკდება ფოლიკული ხან ვაბშე არ სკდება ცისტაში გადადის. მე მგონია რომ 17დღეს გადამიტანენთქო. რახან ამ თვეში კონტრაცეპტივს ვსვავდი დასვენებულია ჩემი საკვერცხეები და იმედია დროულად გასკდება. 31ში მივდივარ და გავოგებ ყველაფერს. ანუ ორივეს ბუნებრივ ციკლში გადაგვიტანს.

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 18:33
Tamara1988
დედაა მე ბევრი რამე არც მცოდნია ქალო. თუ არ გასკდა ფოლიკული ვერ გადავიტან? და ბუნებრივ ციკლში გადატანა რას ნიშნავს. კიდე სხვანაირად ხეება გადატანა თუ? facepalm.gif

Posted by: m.i 25 May 2017, 18:38
Anukia198889
Tamara1988
გოგოებო წარმატებები ორივეს smile.gif love.gif
რა მაინტერესებს იცი... ციკლის მოსვლიდან გადატანის დღემდე არაფერს ღებულობთ? ანუ დანიშნულება თუ გაქვთ რაიმე? კიდე მაინტერესებს ანალიზებს თუ აბარებთ ამ პერიოდში. გთხოვთ თუ არ დაგეზარებათ დეტალები მომწერეთ.. მეც ვფიქრობ ახლო მომავალსი გადატანაზე smile.gif

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 18:41
Anukia198889
შენ მაგაზე არ იდარდო თუ არ გასკდა ნემსი არის მაგისთვის რომელიც ერთ ღამეში ხეთქავს. ბუნებრივი იმას ნიშნავს რომ თავისით გაიზრდება ფოლიკული და გასკდება ანუ წამლების და სტიმულაციის გარეშე ჩვეულებრივად რა როგორც ყოველთვე ხდება ჩვენს ორგანიზმში.

Posted by: m.i 25 May 2017, 18:42
Anukia198889
კი ხდება სხვანაირად გადატანა. მე მქონდა ასეთი შემთხვევა. აი ბუნებრივი ციკლის დროს როგორაა მე ეგ მაინტერესებს რაც არ ვიცი biggrin.gif წინა ციკლის 21 დღეს გამიკეთეს რაღაც ძვირადღირებული ნემსი, მერე ციკლი რო მომივიდა მგონი თან დავიწყე რაღაც წამლების მიღება გადატანა მქონდა მე-19 დღეს. იმ ნემსმა გამაგიჟა, მთელი ორგანიზმი თავდაყირა დამიყენა, ვერ ვხსნიდი რა მჭირდა მაგრამ აშკარად არანორმალურად ვიყავი. biggrin.gif

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 18:43
m.i
7 თვეა ვსვამ დ ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას. ფუნქციის მერე სამი თვე გავიდა და ეს სამი თვე მეთიპრედს ვსვამ კიდე პლიუს. ეხლა სქრეჩინგი გავიკეთეთ და ჯერ ჯერობით არაფერი არ დაუნიშნიათ არც ჩემთვის არც თამარისთვის. და არც ანალიზი მოუთხოვია არაფერი. მე ციკლის 9 დღეს დამიბარა და ვფიქრობ ანალიზს და რამე წამალს მერე დამიმატებს. გეტყვი ყველაფერს ეხლა რომ წავალ ივნისის დასაწყისში.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 18:45
m.i
მადლობა ჩემო კარგო გაიხარეე. ჯერ ანალიზი არ მოუთხოვია იქით კვირას მივდივარ და ალბათ ჩამაბარებინებს რამეს რაც შეეხება წამლებს მე ფოლიუმს, დ ვიტამინს და დოსტინექს ვსვავ რადგან პროლაქტინი მქონდა ცოტა მომატებული და უწყვეტად უნდა ვსვავ კვირაში ერთხელ მეოთხედს.სხვა არაფერი გამოუწერია ჯერჯერობით.

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 18:48
Tamara1988
ჩვენ კიდე სტიმულაცია გვინდაა. smile.gif 3000 ლარის სტიმულაციის ძლიერი წამლებით გავიჭყიპეთ. ეგ მართლა არ ვიცოდი თუ გადატანის თვეშიც კიდე სტიმულაცია ვინმეს ჭირდებოდა. მეგონა ჩვეულებრივად ოვულაციის დროს გადაიტანენ და მორჩა.
m.i
რა წამალი იყო ნეტა ასეთი. არ ხდება ოვულაცია შენთან ბუნებრივად?

Posted by: m.i 25 May 2017, 18:53
Anukia198889
კარგი გოგო ხარ გაიხარე. მეთიპრედი არასოდეს დამილევია, რისთვისაა ისიც არ ვიცი biggrin.gif ეხლვა საერთოდ არაფერს ვსვამ L თიროქსინის გარდა
Tamara1988
საინტერესო პროლაქტინის პრობლემა მეც მაქვს. sad.gif მაგრამ არაფერს არ ვსვამ, მკურნალობის პროცესში 1 თვიან კურს გავდიოდი დოსტინექსის და ამით მთავრდებოდა.. ნუ ფოლიუმს მეც ვსვამდი, დ ვიტამინს არა

მოკლედ ვადარებ ყველა ინფორმაციას ერთმანეთთან smile.gif
გუშინ ჩემს მეგობარს მოვუწყვე დაკითხვა,, სტამბულში იკეთებს გადატანას.. მოსამზადებელი ეტაპი სტიმულაციის ჩათვლით თბილიში გაიკეთა. ვერაფერი განსაკუთრებით განსხვავებული ვერ აღმოვაჩინე smile.gif ვფიქრობ მაინც ყველაფერი გამართლებაზეა. 7000 $ გადაიხადა, 5 კვერცხუჯრედიდან 3 ემბრიონი მიიღო.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 18:55
Anukia198889
როგორ გამაცინე რა საყვარელი ხარ. biggrin.gif ამ დროს სუსტ სტიმულაციას აკეთებენ რაღაც აბებს ნიშნავენ რომელიც ძაან იაფია ფოლიკულს ზრდის და მერე 15დღეს ნემსს იკეთებენ რომ გასკდეს ფოლიკული სულ ეგააა. ადრე დამჭირდა ეს სტიმულაცია ინსემინაცია რომ გავიკეთე.

Posted by: m.i 25 May 2017, 18:58
Anukia198889
კი ხდება როგორ არ ხდება... biggrin.gif რავიცი რა იყო ჯანდაბა მაგენის biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 18:59
m.i
ფარისებრი ჯირყვალის ანტისხეულები მქომდა მომატებული და მაგიტომ დამინიშნა. თან იმუნიტეტს ადაბლებს მეთიპრედი და ძლიერი იმუნიტეტიც ხელს უშლის მიმაგრებასო გამიგია ბევრი წერდა აქ. ქეთის გოგოების 90 პროცენტი სვამს მეთიპრედს. მე ანტისხეულების გამო დამინიშნა. anti tpo და anti tg ასე ქვია მაგ ანტისხეულებს. არ არის ხუთიდან სამი ემბრიონი ცუდი შედეგი. მთავარია კარგი ხარისხები იყოს. :*

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 19:01
m.i
რამდენი ქონდა პროლაქტინი? ანუ რამდენით იუ მომატებული.? მე 10 ით მქონდა მომატებული და ქეთიმ მითხრა ბევრი არ არისო. წამალი გამომიწერა. 1თვეში გადავამოწმეთ და ნორმაში იყო მაგრამ წამალი მაინც არ მომიხსნა.ბევრჯერ გამიმეორა უწყვეტად უნდა დალიო რომ ისევ არ აგივარდესო. უკვე 4თვეა ვსვავ.კვირაში ერთხელ მეოთხედს.

Posted by: nincka1987 25 May 2017, 19:09
sesilia28
Me vapireb ani morchiladzestan gaviketo,am bolo dros sul misi qeba mesmis.qetis pacienti var erti Celia,magram imdeni gadavitane arcert eqimtan ar gadamitania amdeni.madlobeli var misi,magram axlai vtvlu rom sxvac unda vcado,embrionebi inovashi mkavs,tan Maryland agar maqvs sashualeba ukve,invitroshi gamolgoba-gadatana 1300 lari mirxres gushin.inivashi albat 2000ic ar mekofa

Posted by: sesilia28 25 May 2017, 19:46
nincka1987
ხო ფასებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ცუდი არ გამოგია ინ ვიტროზე. მეც ალბათ იქ გადავწყვეტ, ჩემი ექიმიც ჩაერთვება და პრივე ერთად კარგად გამოუვათ. ნინო ქანთარიასთან დავდივარ და გარე რომ მქონდა ეხლა ანისთან გამიშვა ეხოზე შეგყვება და გნახავს თვითონაცო, ძალიან ყურადღებიანი იყო. სხვისი პაციენტი კი არა თავისი პაციენტისთვის ვერ იცლიან

Posted by: Anukia198889 25 May 2017, 20:02
nincka1987
არც მე გამიგია ინვიტროს გოგოებზე ცუდი. მე რამდენიც წამიკითხია ინვიტროს გოგოებს და ქეთის ერთნაირი დანიშნულებები აქვთ. ერთად დადიან კონფერენციებზე და აზრი არ აქვს ანისთან იქნები თუ ქეთისთან ჩემი აზრით. წარმატებები ღმერთით ძალიან მალე გაგახარებს უფალი. ფასები კი აქვთ განსხვავებული და ძალიან გაბერილი აქვს ინოვას. 1850 მითხრეს მე დღეს გამოლღობა გადატანა.

Posted by: Tamara1988 25 May 2017, 20:13
zikata7
როგორ ხარ გაგიარა გამონადენი რომ გქონდა?

Posted by: BA84 25 May 2017, 21:36
Tamara1988
Anukia198889
წარმატებები გოგოებო, მალე თქვენი ჟრიამული გამეგოს ამ თემაში.

Posted by: zikata7 25 May 2017, 22:48
Tamara1988
კი მადლობა.. ეხლა ველოდები ციკლს და მივალ მეეც .. თუ ყველაფერი კარგად მქონდა გადავიტანთ ამ ციკლში...:*

Posted by: m.i 25 May 2017, 23:23
Tamara1988
Prolaqtinis zeda zgvari rogorc vici 400-mdea, me ki ramdebjelac chavabare analizi 500-Dan 650-mde tamashobs. Meore invitros dawyebis win 830 mqonda. 1 tve vsvi dostineqsi, chamovida normaze mere stimulacia gadatana mqonda da wamali agar gamigrdzelenia. Merec agar gamigrdzelebia agarc eqimebtan davdivar da arc arafers vsvam. L tiroqsins mxolod imito vsvam ro opera is maqvs gaketebuli farisebrze

Posted by: lala2 26 May 2017, 13:25
მოგესალმებით ყველას. გულით ვისურვებ, ბოლო იმედგაცრუებული მე ვიყო, ვინც აქ პოსტავს. ჩემი მეორე ინვიტროც უშედეგოდ დასრულდა. ხგ 30, 34, 36 და დაიწყო ქვემოთ 35 ჩამოსვლა. რა იმედიანად ვიყავი, ჩემს ორხაზიან ტესტს წარა-მარა ვნახულობდი და ვეფერებოდიი.ქეთიმ შეწყვიტე წამლები და წამოგივაო. გაყინულებს ველოდებოდი და ისინიც თურმე ვერ გადარჩნენ. (((( შარშან რომ გავიკეთე, 7 ფოლიკულიდან 2 განაყოფიერდა. მაგრამ მიმაგრების მცდელობაც არ ყოფილა, ხგ-0. წელს გაყინულებიც არ მქონდა, ყველაფერი თავიდან დავიწყე. ქეთიმ სპერმის პრობლემააო და მეუღლეს პროფერტილი დაუნიშნა ერთი თვე. მე ვკითხე, ერთი თვე იქნებ არ იყოს საკმარისი-მეთქი. დამამშვიდა, ყველაფერი კარგდ იქნებაო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სპერმის პრობლემა ისევ დარჩა და დონორი შემომთავაზა. არანაირი ანდროლოგთან ვიზიტი, არა და , მეუღლეს არასოდეს არ უმკურნალია. გოგოებო,იქნებ ექვემდებარება მკურნალობას? თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი პრობლემა? დიაგნოზი კარგად ვერ დავიმახსოვრე აღელვებულმა და განადგურებულმა. რაღაც გენეტიკური პრობლემა ახსენა, P-N-ებიო, ფოლეკულები განაყოფიერების დროს იყოფაო თუ რაღაც. ახლა ისე ვარ, ტირილში და უიმედობაში, მაგრამ ვგრძნობ, რომ ისევ გამიჩნდება სურვილი დავიწყო "ბრძოლა" თავიდან.
* * *
ისე, ამხელა თანხებს ვხარჯავთ, ქალი ამდენ ანალიზს და გამოკვლევას იკეთებს და კაცის ანალიზებით და მდგომარეობით რატომ არ ინტერესდებიან? ჩემს შემთხვევაში კი ასე იყო და...

Posted by: sesilia28 26 May 2017, 13:33
lala2
გამხნევდი და გამაგრდი, ეს ბოლო იმედგაცრუების პოსტი იქნება შენგანაც მჯერა. ძალიან ძნელია ეხლა განუგეშო უბრალოდ არ დანებდე. მედიცინა ზუსტი მეცნიერება არაა, ანდროლოგთან მიდით ჯერ სანამ რამეს გადაწყვეტ. ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ ქეთიმ არაფრად ჩააგდო ჩემი მეუღლის მონაცემები არადა ეხლა რომ ვადარებ მონაცემები 2ჯერ მეტი აქვს. ამით ერთი ეტაპი დაასრულე, ახალი უნდა დაიწყო და უფრო შემართებით

Posted by: lala2 26 May 2017, 13:46

sesilia28
დიდი მადლობა, ჩემო კარგო . ვცდილობგავმხნევდე და ვიმეორებ: ესეც გაივლის. ხოდა ამასობაში ცხოვრებაც გადის. ზაფხულის იმედი მაქვს, მზე დამიბრუნებს განწყობას და იმედს და პირველი, რასაც გავაკეთებთ, ანდროლოგთან ვიზიტი იქნება.

Posted by: compte.paris75 26 May 2017, 14:27
Lala2
ჩემ ქმარს რომ ამოუვიდა 7% მარტო ნორმალური სპერმა. დიდი შოკი იყო ჩვენთვის. დაუწერეს "ზომიერი ტერატოსპერმია". რა თქმა უნდა გააგზავნეს გამოკვლევებზე, სასქესო ორგანოს ეხო, სისხლის ანალიზები... და ვერაფერი იპოვეს. ეს ყველაფერი საფრანგეთში. ასე არისო ბუნებრივად ჩემი ქმარი და არ არსებობსო არანაირი წამალი რომელიც გაამრავლებს ნორმალურ სპერმატოზოიდებს.
არ დავუჯერე და საქართველოში გადავამოწმე. იგივე მითხრეს. ბალახბულახები მიმასწავლეს მაგარი ვიღაცა საქართველოში მაგრამ ისიც ტყუილი გამოდგა ძვრა არ ქონდა.
სამაგიეროდ ინვიტრო ზუსტად მაგაზე კარგია. არჩევენ საუკეთესო სპერმატოზოიდებს. Imci მეთოდით.

ანდოლოგთან აუცილებლად უნდა წავიდეს შენი მეუღლე და ყველა გამოკვლევა გაიკეთოს.

Posted by: zikata7 26 May 2017, 18:09
lala2
ეხლა ვერანაირი სიტყვები ვერ განუგეშებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაშიც სპერმის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 5% და აქედან მორფოლოგია 0% ორი სტიმულაციიდან სამი ემბრიონი მივიღეთ.. ერთი არ მიმაგრდა ახლა ორი ბლასტო მყავს ამ თვეში ვგეგმავ გადატანას.. ვნახოთ რა მელის.. მეც დონორი მირჩია sad.gif ზუსტად რა დიაგნოზი დაუსვს?

Posted by: nincka1987 26 May 2017, 18:35
sesilia28
Anukia198889
1300 მითხრეს მე იმ დღეს,პლიუს მინუს 300 ლარი ალბატ კიდევ,ინოვაში კიდე საშინელი ფასებია,ჩემი მეუღლე მაძალებს მეორედაც ვცადოთო,თორემ მე სექტემბრამდე გადაფიქრებული მქონდა,თან იმას ვფიქრობ კიდევ რომ მოიმატოს ფასმა საიდანრა უნდა მოვიტანო ამდენი თანხებითქო.ამ მეორე გადატანისთვისაც ძლივს ვაკოწიწებთ.ანი და ინოვას ხალხი სულ ერთად არიან კონფერენციებია თუ სხვა რამე,ეხლაც ერთად იყვნენ ესპანეთში.მეორე ისაა რომ გუშინ მესენჯერში მივწერე ანის და მაშინვე მიპასუხა,ნომერი მომცა და დამიკავშირდითო მითხრა,რო ვურეკავდი არ აიღო ტელეფონი არ ეცალა ალბათ და დაახლოებით 15 წუთში თვითონვე დამირეკა.ხვალ დამიბარა,მთელი დღე ჩაწერილი მყავს პაციენტები,მაგრამ გავაფრთხილებ რეგისტრატურაში და შემოგიშვებენო.ქეთიც ხონელიძის გამოზრდილია,თან პროტოკოლის ზუსტად ვიცი რომ ერთი აქვთ.ქეთი ამას ხო არასდეს აკეთებს,ბევრჯერ ყოფილა რომ არც უპასუხია მესიჯზე.თან მართლა დავიღალე რიგებში დგომით და ხან რუსო მიღებდა,ხან ნათია და ხან ვინ.ამ გარე ორსულობაზე ხო ოპერაციის მერე სულ გამაგიჟეს,კაციშვილი მომკითხველი არ მყავდა,მერე ნათიამ გადამიღო ეხო და საშვილოსოში სისხლიაო შემაშინა,კარგა ხნის მერე ძლივს ქეთი შემოვიდა და რო გადაიღო ეო რაც მთავარია სისხლი არაა ღრუშიო მითხრა.11000 ზე მეტი დავხარჟეთ და ხო უნდა მივიღო შესაბამისი მომსახურება.გარე ორსულობის მერე ბევრი კითხვა გამიჩნდა და ქეთის არასოდეს ქონია იმის დრო რომ ყველაფერი ნორმალურად აეხსნა

Posted by: sesilia28 26 May 2017, 18:53
nincka1987
უკვე დადებითად ხარ განწყობილი და იმედით სავსე. ეს უკვე ერთი ნაბიჯია წარმატებისკენ. ენდე გულს, შენი დაბნეული და ბედნიერი პოსტი მინდა ვნახო მალე 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mashusha 26 May 2017, 19:12
nincka1987


ისე, მეორე ინვიტრო განახევრებული ფასი უნდა იყოს რა.. ან ტანადაფინანსება მაინც იყოს სახელმწიფოსგან. აი, მეორეზე მაინც რა... ეჰ, სახელმიფო ამას როდის აიღებს ტავზე.. : (

Posted by: nincka1987 26 May 2017, 20:00
sesilia28
დიდი მადლობა ჩემო კარგო,შენც ასევე ბედნიერებას გისურვებ და ყველას აქ ვინც ვართ ნატვრის ახდენას მთელი გულით
* * *
mashusha
უმეტეს ქვეყანაში როგორც ვიცი სამ ინვიტროს აფინანსებს სახელმწიფო,შეიძლება ვცდები,მგარმ მე ასე ვიცი. აქ როგორც კი უშვილობის პრობლემას იგებენ მაშინვე კარს გიხურავს სახელმწიფოც და მასში შემავალი ყველა სტრუქტურა,სადაზღვეოებზე აღარაფერს ვამბობ.გამოდიან და ამბობენ დემგორაფიულ პრობლემაზე ვზრუნავთო,სადაა ან მთავრობა და ბოდიში მაგრამ საპატრიარქო,კი მართალია პატრიარქის ინიციატივით ღვთის წყალობით რამდენი მოევლინა ამქვეყანას და რამდენი გადაურჩა აბორტს.ეს დიდი მადლი გააკეთა პატრიარქმა,ბევრ ბავშვს შეუნარჩუნა სიცოცხლე.მაგრამ ჩვენ რა ვქნათ,რომლებიც ასეთ რთულ გზას გავდივართ და არავინაა ჩვენი დამხმარე? მითუმეტეს სტატისტიკას თუ დავეყრდნობით 40 % ყოფილა უშვილო წყვილი საქართველოში(ადრე ვნახე ინტერნეტში და ეხლა რამდენი ხანია ვეძებ სტატისტიკურ მონაცემებს და ვეღარ ვიპოვე).მეორე საკითხია კიდევ ის რომ თვითონ მთავრობის წევრები არიან ამ დიდ მაფიაში ჩართული როგორიცაა წამლების შემოტანა და რაში აწყობთ იაფი რომ იყოს,ან სახელმწიფომ დააფინანსოს რაღაც ნაწილი მაინც.თუ თურქეთსი ნახევარი ფასები ღირს ეს წამლები იქნებ აქაც დაარეგულირონ ეს ყველაფერი?
მერე კიდე გამოვლენ საპატრიარქოს წარმომადგენლები და ათას სისულელეს ლაპარაკობენ რომ ამ გზით დაბადებული ბავშვები უსიყვარულობისთვის არიან განწირულები და ათასი სისულელე,მე ჩემი მოძღვარი ვერაფრით დავარწმუნე იმაში რომ აქ არაფერი არ ხდება მსგავსი და რა ემრიონების დაღუპვაზეა საუბარი?ერთი კარგი ტრენინგი ჭირდება ჩვენს საპატრიარქოს რომ გაცნობიერდნენ ამ ყველაფერში.ყველა ხელს იბანს და გადავშენდეთ ბარებ და ეგაა,ჩვენს თითოეულ გოჯ მიწას უცხოელები ეპატრონებიან და ჩვენივე სამშობლოში მონებად ვიქეცით,აი ესაა სამწუხარო რეალობა და არავის აღელვებს ის რომ გადაშენების პირას ვართ

Posted by: Kato81 26 May 2017, 20:15
nincka1987
ანი მორჩილაძეს ჩემი ნაცნობიც ძალიან აქებდა მისი პაციენტია, წარმატებებს გისურვებ, მომწონს შენი გადაწყვეტილება :* ქეთის დიდი მინუსი არის ის რომ მუდმივად გადარბენაზეა, თითქმის არ გიხსნის არაფერს სიტყვები უნდა " ამოქაჩო" , მე ვითრგუნებოდი მასთან ვიზიტებისას, არადა განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მდგომარეობაში მით უფრო

Posted by: lala2 26 May 2017, 22:13
compte.paris75
ხო და, ჩემო კარგო, მეც ინ ვიტროს იმედი მქონდა, 2 ემბრიონიც მივიღეთ, როგორც თავიდან ქეთიმ მითხრა, საუკეთესოებიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც სუსტები იყვნენ და ვეღარ განვითარდნენ.სპერმოგრამა 6 წლის წინ გაიკეტა მეუღლემ, ყველანაირი რიცხობრივი მაჩვენებელი ნორმაში იყო, არანაირი ანომალია. ახლა აღმოჩნდა პრობლემური.

zikata7
მადლობა ნუგეშისათვის. ანდროლოგის დიაგნოზი არ გვაქვს, ქეთიმ თქვა, გენეტიკური პრობლემააო. არანაირი ოლიგოსპერმია ან სხვა რამ დაბალი მაჩვენებელი. შარშან მხოლოდ ორი ემბრიონი რომ მიიღეს, მაშინ ვკითხე, ეგაა მიზეზი, 4 წელი რომ უშედეგოდ ვმკურნალობ-მეთქი? და არა, ეგ არაა მიზეზი, ეს 2 ემბრიონი ხომ მივიღეთო. წელსაც 2 მქონდა. ახლა კიდევ დონორი შემომთავაზა. ვერაფერი გავიგე. მაინც ანდროლოგის დიაგნოზი და მკურნალობა მირჩევნია ჯერ-ჯერობით. ქმარს- ანდროლოგი და მე კიდევ კარდიოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი DDDDD

Posted by: mashusha 26 May 2017, 22:32
lala2


მე თქვენნაირად გაცნობიერებული არ ვარ ინ ვიტროში, მაგრამ, 6-7 თვის წინ იუთუბზე ვუყურებდი რუსულ გადაცემას ინ ვიტროზე. მახსოვს ის კაცი იყო, რომლსი სპერმა აბსოუტურად უვარგისი იყო. რაღაც სიმახინჯე სჭირდა თვითონ სპერმას. ზოგს ორი კუდი ჰქონდა, ზოგი მკვდარი იყო, ზოგს რაღაც სხვა სიმახინჯე და ამბობდნენ, ამ სპერმით ჯანმრთელი და ცოცხალი ნაყოფი ვერ დაიბადებაო. სპერმიდან ძლივს ამოარჩიეს რამოდენიმე ნორმალური სპერმატოზოიდი და იმით გაანაყოფიერეს კვერცხუჯრედი. შედეგად, ჯანსაღი გოგონა დაიბადა. ამბობდნენ ერტეული სპერმაც არ იყო ნორმალურიო. ყველას პრობლემა ჰქონდა , გენეტიკური სიმახინჯე ტუ რაღაც მსგავსიასეთივე პრობლემას ეუბნებიან შენს ქმარს? ამორჩევა არ შეიძლება? ამ კაცს სულ რამოდენიმე ცალი ამოურჩიეს...

Posted by: lala2 26 May 2017, 23:44
mashusha
ვაიმე, მსგავსი არაფერი, შარშანაც 2 კარგი ემბრიონი მიიღეს, წელსაც 2 კარგი, 2-ის კი გაყინვა უნდოდათ, მაგრამ ვერ განვითარდნენ.დაველოდები ანდროლოგის დიაგნოზს.

Posted by: georgia1988 27 May 2017, 17:05
კაცის პრობლემა უფრო რთული ყოფილა?! ... ყველას დონორს რატო სთავაზობენ ეგ ვერ გამიგია?
არადა რაც მე მაქვს წაკითხული უცხოური საიტები იქ საუბარია რო კაცის პრობლემა უფრო მარტივად შეიძლება გადაწყდესო...
აქ ვერ აკეთებენ ალბათ კარგად და შედეგს რო ვერ მიაღწევენ მერე დონორს თავაზობენ პაციენტებს...
მაგრები არიან რა smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: rosonera 27 May 2017, 17:19
lala2
ანუ სპერმოგრამაში თუ ყველა მაჩვენებლი რიგზეა, შესაძლოა მასეთი პრობლემა არსებობდეს? და რამე ანალიზით ან გამოკვლევით დგინდება ეგ?
nincka1987
მომწონს შენი გადაწყვეტილება, აბა შენ იცი, მთავარია ენდო და გჯეროდეს ექიმის და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.

Posted by: natia8@ 27 May 2017, 18:07
გოგოებო 2-3 დღეა შეშუპებული ვარ,განსაკუთრებით კი ფეხები.1 კვირა გადამიცდა ციკლიდან და შეიძლება ეგ იწვევდეს? გქონიათ მასეთი შემთხვევა?

Posted by: mashusha 27 May 2017, 18:29
natia8@

ამ დროს სიტხის შეკავება იცის ორგანიზმმა და ცოტა შეიძლება იყო კიდეც დასიებული, მაგრამ, მოდი მაინც ტესტი გაიკეთე.

Posted by: natia8@ 27 May 2017, 18:33
mashusha
ეხ... ნეტავ მაგის გამო მქონდეს გადაცდენა,მაგრამ გამორიცხულია.მილები მაქვს ამოღებული. უნდა მივიდე ქეთისთან მომზადება მინდა დავიწყო შემდეგი ცდისთვის და აღარ დაადგა საშველი რომ წამომივიდეს :-(

Posted by: nincka1987 27 May 2017, 19:37
საღამო მშვიდობის გოგოებო,მოკლედ დღეს ვიყავი ანი მორჩილაძეს თან,ძალიან კმაყოფილი დავრჩი მისი ყურადღებით,ყველაფერი დეტალურად დაათვალიერა და ამიხსნა,ერთი საათი მაინც ვსაუბრობდით და თუ რამე კითხვები მქონდა დაგროვილი ყველაზე პასუხი გასცა,ჯერ არ ვიცი რა იქნება,მაგრამ უკვე დიდი იმედით ვარ განწყობილი.
* * *
არ ვიცი სიმართლე მითხრეს თუ არა რეგისტრატურაში,მაგრამ თქვეს რომ ბევრმა გადმოიტანა ემბრიონების ინოვადან და ბევრიც დაბრუნდაო,არ ვიცი ოღონდ რამდენად მართალია

Posted by: mariami17 27 May 2017, 19:44
nincka1987
წარმატებები საყვარელო :*
ალბათ მართალი იქნება ინოვა უძვირესია

Posted by: nincka1987 27 May 2017, 20:08
mariami17
დიდი მადლობა ჩემო კარგო.მაინტერესებდა შენი ამბები,აბა როგორ გყავს პაწუკები,ხომ კარგადაა ყველაფერი?

Posted by: iratta_26 27 May 2017, 21:10
mariami17
QUOTE
ინოვა უძვირესია

მართალია, მაგრამ ყველაზე კარგი შედეგები მაინც ქეთის აქვს. პირველი ინვიტროს დროს ხუთმა გოგომ გადავიტანეთ ემბრიონები 1 დღეს და აქედან 4 ორსულად იყო. მეორედ რომ გავიკეთე რვამ გადავიტანეთ და 8-დან 7 ვართ ორსულად.

Posted by: LK1 27 May 2017, 21:28
nincka1987
ანია მაგ კლინიკაში ნათელი წერტილი და მართლა ძალიან კარგი გოგოა კარგი შედეგებით. გისურვებ წარმატებას, მითუმეტეს გყავს ემბრიონები და აუცილებლად გამოგივა. რაც შენ დაგემართა ეგ ინვიტროს ერთერთი გართულებაა და დაზღვეული არავინ არაა.

Posted by: lala2 27 May 2017, 22:31

rosonera

მეც ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ამ დღეებში ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციები მამაკაცის უშვილობაზე. ნახეთ ეს საიტი: http://urologi.ge/health/mamakacis-daavadebebi/mamakacis-unaqopoba ბევრი მიზეზია ჩამოთვლილი და ბევრი კვლევაცაა საჭირო, რომ დადგინდეს ზუსტი მიზეზი, მაგრამ ეს მაშინ, როცა ბუნებრივ განაყოფიერებაზეა საუბარი, ყველაზე კარგი გამოსავალი ინ ვიტრო განაყოფიერებააო. ათასობით სპერმატოზოიდში ერთს მაინც მოძებნიან. ასე, რომ დონორი იმ შემთხვევაშია საჭირო, როცა სპერმის მაგივრად წყალი აქვს კაცს.


Posted by: taka26 27 May 2017, 22:33
გოგოებო აქწერდა ვიღაც ნემსებზე მუცელი გამიმაგრდაო და ქეთის მიწერეთ? დღეს მეც ეგრე დამიჯინჯვლდა და მაწუხებს

Posted by: lala2 27 May 2017, 22:48
დღეს ინოვაში 48 წლის ქალი იყო, ქეთის პაციენტი. პირველივე ცდით ტყუპებს ელოდებოდა. ყველას, ყველას გაგვეზიარებინოს მისი ბედიიიი!!!!

Posted by: georgia1988 28 May 2017, 12:55
QUOTE
მართალია, მაგრამ ყველაზე კარგი შედეგები მაინც ქეთის აქვს. პირველი ინვიტროს დროს ხუთმა გოგომ გადავიტანეთ ემბრიონები 1 დღეს და აქედან 4 ორსულად იყო. მეორედ რომ გავიკეთე რვამ გადავიტანეთ და 8-დან 7 ვართ ორსულად.


სხვებს რა პრობლემები ქონდათ? ქალის თუ კაცის პრობლემა იყო?

კარგი შედეგია ძალიან თუ ასეა


Posted by: SRB100 28 May 2017, 15:40
ოთხშაბათს დავრეკე ინოვაში სისხლის საერთო, შარდის საერთო, რკინა, კალციუმი და კოაგულოგრამა მქონდა გასაკეთებელი და 114 ლარი მითხრეს.
შაბათს დილით მივედი და 118 გახდაო და ამ ფასებს რის მიხედვით აძვირებენ?!
მართლა ასტრონომიაში გადადიან უკვე smile.gif

Posted by: iratta_26 28 May 2017, 17:05
SRB100
იმედია ეხო კიდევ არ გააძვირეს და სულ რაღაც 120 ლარს გადავიხდი.

Posted by: mariami17 28 May 2017, 17:49
iratta_26
13 კვირაში ვარ და 30 ში მივდივარ ხეცურიანთან. 120 ლარს ტყუპზე რაში ვიხდით? და ეხლა ყველა მისვლაზე ამხელა თანხა უნდა ვიხადო?

Posted by: SRB100 28 May 2017, 17:57
mariami17
კიი, სამწუხაროდ ყოველთვე 100 ლარს ვიხდი მე..

iratta_26
არამგონია ეხო გაეძვირებინოთ, მაგრამ ანალიზებს, პროცედურებს კატასტროფულად და საოცარი ტემპითრომ აძვირებენ, ფაქტია.

Posted by: iratta_26 28 May 2017, 18:24
mariami17
მეც 30-ში მივდივარ. ძვირია მაგრამ რას ვიზამთ.
SRB100
შენ რამდენის ხარ?

Posted by: mariami17 28 May 2017, 19:26
შარიქაძესთან ან მათითაშვილთანაც ასე ძვირია?

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 11:42
აუ რა ამბავია, თვალები ამივიდა შუბლზე! მე გადატანიდან პირველ ეხოზე 40 ლარი გადავიხადე, დღეს მეორედ მივდივარ გულის ცემა უნდა ვნახოთ და ანუ 100 ლარი უნდა გადავიხადო?
სხვა რადიოლოგებთანაც ასეა გოგოებო?

თაკა შენ როგორ ხარ, ნანემსრები გამიმაგრდაო მუცრლზე, ახლა როგორ გაქვს?

Posted by: iratta_26 29 May 2017, 11:45
georgia1988
ნამდვილად არ ვიცი ვინ რა პრობლემით იყო.

Posted by: mariami17 29 May 2017, 11:47
Lemon Curd
მეორედაც 40 გადავიხადე. ეს 12 კვირის ეხოა ეტყობა ეგეთი ძვირი.

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 11:49
mariami17
ვაიმე გაიხარე შენ, თვის მიწურულია და ასი ლარი ნამდვილად დამაქცევდა დღეს smile.gif)))

Posted by: LTB1948 29 May 2017, 11:52
Lemon Curd
არა, 40 ლარია მე-11 კვირამდე. მერე სამეანოდ ითვლება. მე-13 კვირაზე და მე18 გავიკეთე და 24-ზე დამიბარეს. სამეანო ასე ხშირად არ არის საჭირო. მე რომ პრობლემები მქონდა მე-13 კვირაზე, რამდენიმეჯერ დამჭირდა ექო რომ ყელი და წყლები ენახაღ და მარტო 40 ლარს ვიხდიდი. სრული სამეანო ექო ღირს 120 ტყუპებზე, ნუ დეტალურად დაათვლიერეს პატარები, ძვლები გაზომა, ორგანოები დაათვალიერა ბავშვების და ეგ ღირს 120.

Posted by: taka26 29 May 2017, 11:55
Lemon Curd
40 ლარს იხდი არ ინერვიულო ...
რავი კარგად ვარ, მუცელინრო მეზრდება უკვე მკვრივდება და მტკივა ნემსის გაკეთება და თან მინაგრდება მარცხენა მხარეს

Posted by: LTB1948 29 May 2017, 11:55
mariami17
მე-13 კვირაზე დეტალური კეთდება, ანუ კისრის ნაოჭები გაზომა, ორგანოები დაათვალიერა და მაგიტომ ღირს ძვირი. ეს ექოსკოპია აუცილებელია, რომ დაუნის სინდრომის რისკი შეფასდეს.
მე ქეთიმ სამმაგ ტესტზე არ მირჩია, ძალიან არაზუსტია ტყუპებზეოა და არ გავიკეთე, ერთი ნაყოფისას კი აკეთებინებენ, ექოსკოპიასთან ერთად ადგენს ქრომოსომულ ანომალიას.

ამიტომაც ღირს 120 ლარი.მე თუ მკითხავ მაინც ძალიან ძვირია, მაგრამ რა ვქნათ, საჭიროა.

მათითაშვილთან რა ღირს სამეანო ხომ არ იცით?

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 12:01
LTB1948
taka26

დიდი მადლობა გოგოებო!


taka26
აუ უკვე გეზრდება, რა მაგარია smile.gif შენ რამდენი კვირის ხარ?

Posted by: mariami17 29 May 2017, 12:02
LTB1948
გაიხარე. აბა ხვალ გავიგებ ჩემების ნაოჭებს

Posted by: LTB1948 29 May 2017, 12:04
nincka1987
მე ანი ძალიან მომეწონა. ერთ-ერთ სტიმულაციაზე ქეთი არ იყო და თეოსთან ერთად ეგ მნახულობდა და ძლიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

ერთი რითაც ჯობია ინოვა ინვიტროს არის ლაბორატორია და ემბრიოლოგები. მაია ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ ინოვაში უკეთესი შედეგები აქვთ და ემბრიოლოგიის ხარჯზე. ახალი აპარატურა აქვთ, ესპანეთიდან ჩამოყავთ ემბრიოლოგები და თან გვიანობამდეა ემბრიოლოგი და საათებს ზედმიწევნით იცავენ და ეგეც მოქმედებს. ინვიტროში ხშირად გამოგია, რომ 6ზე მიდიოდნენ და ქეთი იყო ცოტა უკმაყოფილო, რომ იმ რამდენიმე საათსაც მნიშვნელობა აქვს ემბრიონის ხარისხისთვისო. არ ვიცი, ესეც ყურმოკვრით რაც გამიგია. ვიცი რომ ინოვაში თუ საჭიროა გვიან ღამემდე რჩებიან ემბრიოლოგები და სტანდარტებს ზედმიწევნით იცავენ. ეს კი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემ წინა წარუმატებელ ინვიტროებს მაინცადამაინც ემბრიოლოგიას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი.

არა მგონია ინოვადამ ბევრი მიბრუნებულიყო ინვირტოში, რიგებს არაფერი ეტყობა, ისევ საგიჟეთია.

თუმცა ანი მორჩილაძე მე ძალიან მომეწონა. ქეთის ვერ შევადარებ, იმდენი შეხება არ მქონია და რაც არ ვიცი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ყოჩაღი და აზრიანი გოგოა

Posted by: taka26 29 May 2017, 12:05
Lemon Curd
8. Iს
მე გამხდარი ვარ ძაან და ისე მეტყობა უკვე რომ შესამჩნევია wink.gif))

Posted by: LTB1948 29 May 2017, 12:07
mariami17
იმედია კარგი სისქის ექნებათ, ცხვირის ძვალსაც ნახულობენ, ეგეც მნიშვნელოვანია. მაგარია, ხვალ შენს ჯანმრთელ გოჭებს ნახავ ეკრანზეsmile.gif

ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ფოტოების გალარეა მაქვს უკვეsmile.gif ერთი კარგი ალბომი უნდა ავუწყო ჩემს გოჭებს, ექსოკოპიის სურათებიც უნდა ჩავუკრაsmile.gif

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 12:07
taka26
ერთი სული მაქვს როდის გამოჩნდება smile.gif))

Posted by: taka26 29 May 2017, 12:10
Lemon Curd
გამოჩნდება )) ისე სანერვიულო არ გვაკლდება რაა, ვაიის ვაი ეს...

Posted by: mariami17 29 May 2017, 12:11
LTB1948
აქამდე რაც მომცეს სურათები პარკებია და ვერ ვარჩევ ვერაფერს. ხვალ ალბათ ადამიანუკების სურათებს მომცემს

Posted by: tammmta1 29 May 2017, 12:17
კარგი რა, გაგუაში გენრიეტა 50 ლარს იღებს მაგ დეტალური დათვალიერებისთვის და რა ამბავია 120 ლარი. მეეჭვება ხეცურიანი გენრიეტას პროფესიონალიზმში ჯობდეს. რაც შეეხება ქეთის, უმაგრესია და ყველაზე კარგი შედეგები აქვს, მაგრამ მეორე წრეზე როცა წავალ, ინოვას ფასებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ინ ვიტროში გადავისვამ ანი მორჩილაძესთან

Posted by: SRB100 29 May 2017, 12:17
iratta_26
20 კვირის გავხდი კვირას.

Lemon Curd
mariami17
12 კვირამდე ღირს ხეცურიანთან 40 ლარი, 12 კვირის მერე ყოველ ვიზიტზე 100 ლარი უნდა გადაიხადოთ, ტყუპის შემთხვევაში - 120.

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 12:21
SRB100
მადლობა, ანუ ჯერჯერობით დრო მაქვს smile.gif

Posted by: oo la la 29 May 2017, 12:27
LTB1948

სქესი გაიგეე? smile.gif

Posted by: taka26 29 May 2017, 12:29
კისრის ნაოჭს როდია ვნახავ, ეხლა მაგაზე ჩავიციკლე რაა

Posted by: SRB100 29 May 2017, 13:02
taka26
12 კვირაზეე, მე 12 კვირის და 5 დღის ვიყავი რომ მივედი.
სქესიც ჩანს მაგ ვადაზე, ჩემმა დამალა, მაგრამ მაინც 12 კვირას რომ ცოტა გადაცდება მერე მიდი. :*

Posted by: nino84 29 May 2017, 13:03
გოგოებო, დღეს ხომ არ ხართ ვინმე ქეთისთან ინოვაში? ბევრი ხალხია? მისვლა მიწევს და ვფიქრობ 4 კენ გავიდე-თქო.

Posted by: taka26 29 May 2017, 13:04
SRB100
მეშინია ძაან, იმედიმაქ ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: mariami17 29 May 2017, 13:06
გოგოებო იშვიათად მაგრამ რაღაც უცნაურად მტკივა თავი ხოლმე. წნევა არ გამიზომია. დავიძინე და რომ გამოვიძინე გამიარა. სულ მეძინება და ნეტა როდის გამივლის ეს ძილიანობა?

Posted by: taka26 29 May 2017, 13:42
mariami17
მეც სულ მეძინება, ისეთი მიშვებული ვარ სულ

Posted by: mariami17 29 May 2017, 13:46
taka26
მე პროგესტერონის ნემსებს ვაბრალებ ამდენ ჰორმონმა მიმთიშა

Posted by: SRB100 29 May 2017, 14:10
რავიციი, 20 კვირის ვარ და მაინც სულ მეძინება biggrin.gif
მაგრამ 12 კვირამდე მაინც აუტანელი ძილიანობა მქონდა, ეხლა რა შედარებაა..

Posted by: taka26 29 May 2017, 14:16
გოგომ იცისო როგორც მეუბნებიან ესს სიმპტომები..... მოშვება ძილიიანობა

Posted by: rosonera 29 May 2017, 14:21
taka26
SRB100
ორსულად რომ არ ხარ და მაინც სულ გეძინება, ეგ რა სენია? wink.gif

Posted by: taka26 29 May 2017, 14:22
rosonera
აჰაჰაჰა
ეგ სენიც გავლილი მაქ,, როგორ ხარ სხვა?

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 14:35
ჩემთან ერთად ვისაც გადაუტანეს, ის გოგოც ორსულად ყოფილა, დღეს გავიგე smile.gif 44-ის წლის ვარო მითხრა. როგორ გამეხარდა

Posted by: taka26 29 May 2017, 14:49
Lemon Curd
მოისმინე გულის ცემაა? როგორ აა საქმე აბა

Posted by: Lemon Curd 29 May 2017, 14:53
taka26
კიი smile.gif ყველაფერი წესრიგში ნუ რაც ამ ვადაზე ჩანსო. მადლობა smile.gif

Posted by: taka26 29 May 2017, 14:55
Lemon Curd
რამდენი კვირის ხარ ანუ, ? ან რამდენიიყო გულის ცემა?? გილოცავ

Posted by: LTB1948 29 May 2017, 15:33
oo la la
კი ერთი გოგოა და მეორე ბიჭიsmile.gif

Posted by: mariami17 29 May 2017, 15:35
LTB1948
რა მაგარიაააააა, მეც ეგრე მინდაააა, სიზმარშიც კი გოგო ბიჭი მესიზმრება

Posted by: LTB1948 29 May 2017, 15:36
tammmta1
ახალი აპარატურა აქვთ ინოვაში და სანამ არ ამოიღებენ მაგის ღირებულებას, გაგვატყავებენ ალბათsad.gif ერთი ნაყოფი აქ 100 ლარი ღირს.

მეანს რომ ავიყვან, აღარც მე ვივლი ხეცურიანთან. ძალიან ძვირია

Posted by: mariami17 29 May 2017, 15:43
taka26
ეგრე ეტყობა 2 გოგო მიზის და იმიტომ ვარ
მოშვებული biggrin.gif

Posted by: taka26 29 May 2017, 15:45
mariami17
რატომაც არაა, ვაიმეე კუდრაჭებიი...
როდის გავხდები 13 კვირის ღმერთო ჩემი.
ადამიანს აღარ ვგავარ..)))

Posted by: tammmta1 29 May 2017, 15:48
LTB1948
ხოდა სირცხვილია ეგეთი ფასები. ემბრიონის შენახვა რა ღირს? ინ ვიტროში 30 ლარს ვიხდი თვეში და მანდაც იგივეა თუ უფრო ძვირი?

Posted by: LTB1948 29 May 2017, 16:28
tammmta1
არ ვიცი, ერთხელ გადავიხადე გაყინვის. კი დამრჩა 3 ემბრიონი და ჯერ არავის მოუკითხავს დაამატე ფულიო. მგინი 6 თვის შედის თავიდან რასაც იხდი. იმ კვირაში რომ მოვალ მორიგ ვიზიტზე, მოვიკითხავ დანარჩენებს რას უპირებენ

Posted by: oo la la 29 May 2017, 16:41
LTB1948
რა მაგარიაააა
love.gif

Posted by: mariami17 29 May 2017, 17:17
LTB1948
იანვარში 30 ღირდა და აგვისტოში რამდენს იტყვიან არ ვიცი smile.gif)

Posted by: rosonera 29 May 2017, 17:37
ანალიზებს დავაკვირდიინოვაში, ფასები მომატებული აქვთ sad.gif როდემდე გააგრძელებენ ნეტა ასე? კი მესმის კარგი შედეგები აქვთ და პაციენტი მაინც მიდის რომ მასაც დაუდგეს შედეგი, მაგრამ ამხელა ფასები? sad.gif

Posted by: tammmta1 29 May 2017, 17:39
rosonera
დაკარგავენ ასე პაციენტებს. მე პირადად ძალიან მინდოდა ქეთისთან გამეკეთებინა, მაგრამ იძულებული ვარ ინ ვიტროში მივიდე, რადგან თითქმის ორმაგის გადახდა არ მიმაჩნია ნორმალურად, თან ემბრიონებიც იქ მყავს

Posted by: taka26 29 May 2017, 18:26
მაგრად გაღორდნენ ინოვაში რაა, იმენნა წველავენ ხალხს.. ჯერ ე ინვიტროს ფასი 1200 ჯერ შემიცვალეს..
ინსემინაციაში 600 გადავიხადე და 900 გამხდარა +300აალი რაღაცაა დამატებული სპერნის გამწმენდიო

Posted by: Anukia198889 29 May 2017, 19:54
Tamara1988
როგორ ხარ? რას შობი ელოდები გულის ფანცქალით 31 რიცხვს? მე პირველს smile.gif

Posted by: natia8@ 29 May 2017, 22:30
რამდენად არის გაძვირებული? მე დეკემბერში გავიკეთე გადატანა. ფასები დიდად არ მახსოვს. ახლა უნდა გავიკეთო კიდევ. ემბრიონი როცა მაქვს რა ჯდება მაგ დროს გადატანა? ვისაც გაქვთ ბოლო პერიოდში გადატანა გაკეთებული კი გეცოდინებათ.

Posted by: Anukia198889 29 May 2017, 23:30
natia8@
მე მალე გადავიტან და 1850 ლარია გაყინული ემბრიონის გადატანა.

Posted by: Tamara1988 30 May 2017, 07:42
Anukia198889
მადლობა ანუკი კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?
ცოტა გაციებული ვიყავი და მადლობა ღმერთს გამიარა. გოგო ხვალ 10ზე ვარ ჩაწერილი და თან მიხარია თან ისე ვნერვიულობ smile.gif

Posted by: natia8@ 30 May 2017, 08:35
Anukia198889
წამლების გარეშეა ეგ თანხა?

Posted by: Anukia198889 30 May 2017, 09:18
natia8@
კიი წამლების და სქრეჩინგის გარეშე. გამოლღობა გადატანაა ეგ თანხაა. Tamara1988
რა განერვიულებს შე ქალო სული მიკაწკაწებს ტოდის მოვა ნეტავი პირველი. გოგო გადატანამდე ურთიერთობით რამეს ხომ არ დავაშავებთ? ციკლი დაგიმთავრდა კარგად ხოო? მე სქრეჩინგის მერე ყავისფერი სქელი გამონადენი მქონდა ორი დღე ცოტა და დამიმთავრდა.
* * *
natia8@
კიი წამლების და სქრეჩინგის გარეშე. გამოლღობა გადატანაა ეგ თანხაა. Tamara1988
რა განერვიულებს შე ქალო სული მიკაწკაწებს ტოდის მოვა ნეტავი პირველი. გოგო გადატანამდე ურთიერთობით რამეს ხომ არ დავაშავებთ? ციკლი დაგიმთავრდა კარგად ხოო? მე სქრეჩინგის მერე ყავისფერი სქელი გამონადენი მქონდა ორი დღე ცოტა და დამიმთავრდა.

Posted by: Tamara1988 30 May 2017, 09:38
Anukia198889
არ ვიცი ურთიერთობაზე არაფერი უთქვამთ და არც მე მიკითხავს არ გამხსენებია. რა უნდა დაშავდეს მაგით არამგონია ისე ხვალ მაინც ვიკითხავ აბა... კი გოგო დამიმთავრდა ჩვეულებრივ არადა გული მისკდებოდა კიდე არ გამიგრძელდესთქო biggrin.gif
ვაიმე გოგო გადატანის მერე იმ 10დღეს როგორ გადავიტან არ ვიცი. ინსემინაცია რომ გავიკეთე არ მძინებია ხეგემდე. ეხლა რას ვიზავ არ ვიცი. facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Anukia198889 30 May 2017, 10:24
Tamara1988
აბა ეხლა მოეშვიი. თავში ხელის შემორტყმას სჯობს იმაზე ფიქრით დაიძინო რომ ამ თვის ბოლოს რა ბედნიერი ქალი იქნები. აი რომ დავხუჭავ თვალებს და ან რომ ჩავფიქრდები სიხარულის ჟრუანტელი მივლის ივნისის ბოლო რიცხვებს რომ წარმოვიდგენ და დადებით პასუხს. ღმერთო ამიხდინე ისე როგორც ვფიქრობ შენზეც და ჩემზეც. უარყოფითის გულში გავლაც არ გვინდა არც მე და არც ჩემს ქმარს. მან ამომაგდებია თავიდან უარყოფითი. ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენს გულებს უნდაო სულ ამას ჩამჩიჩინებს და მოვეშვი მეც მაგრად yes.gif 2kiss.gif

Posted by: Tamara1988 30 May 2017, 10:52
Anukia198889
ამინ! ღმერთმა გისმინოს ანუკი. დედას გეფიცები შენთვისაც ისე ვლოცულობ როგორც ჩემთვის. მწამს და მჯერა გამოგვივა ორივეს.

Posted by: LTB1948 30 May 2017, 11:49
დედა ძალიან ძვირი გახდა ეს ინოვა. განმეორებითებზე არ აქვთ ფასდაკლება? წესით უნდა ჰქონდეთ, ინვიტროში -15%ია განმეორებითზე. იმენი პაციენტი ყავთ, რომ წევენ ფასებსsad.gif ემბრილოოგებსაც ბევრს უხდიან, რადგან ჩამოჰყავთ. ძაან კატასტროფა ფასებია, ლიმბახში გადავიკონტროლე ანალიზები და უფრო იაფი დამიჯდა, აწი ლიმბახში მივალ ხოლმე, გინდა ექყინოთ და გინდა ეტკინოთ. 2 კვირაში ერთხე კოაგულოგრამას ვაბარებ და კიდევ მიწევს რაღაცეები და ლიმბახი უფრო ახლოსაა + ვენდობი და + ყველაფერს მაილზე მიგზავნიან და არ მიწევს თეოსთან 100-ჯერ დარეკვა, რომ ნახოს პასუხები.

Posted by: taka26 30 May 2017, 11:54
LTB1948
კოაგულოგრამა რა ღირს ინოვაში?

Posted by: LTB1948 30 May 2017, 13:17
taka26
45 გადავიხადე ბოლოს, იმედია ეგეც არ გაძვირდა

Posted by: taka26 30 May 2017, 13:18
LTB1948
მაგარი ახვრები არიან, ყველგან განმეორებითზე ეხოა თუ ანალიზი ნაკლები ფასია

Posted by: LTB1948 30 May 2017, 13:24
taka26
გადავწყვიტე ანალიზები აწი ლიმბახში გავიკეთო, კომფორტულია საკმაოდ და 40 ლარი ღირდა კოაგულოგრამა, რიგი და ყველაფერი მოწესრიგებულია, დილით ადრე თუ მიხვალ, პრობლემა არაა და 3 ის მერე მოგდის მაილზე და პასუხები კიდევ სხვა დროსაც ბევრჯერ გადამიმიწომებია და არ მეპარება ეჭვი. პრონციპში ინოვას და ლიმბახის პასუხები დამეთხვა ყველა ჯერზე, მაგრამ მაინც

Posted by: rosonera 30 May 2017, 13:40
ყველა ანალიზია 5-7 ლარით გაძვირებული და ბევრს რომ იკეთებ კი გამოდის ერთი ეხოს თანხა და მეც ლიმბხში ვიკეთებ და არაფერსაც არ ამბობენ.

Posted by: taka26 30 May 2017, 13:40
LTB1948
კი ვარნამყოფი მაგ კლინიკაში ძაან კარგილაბორატორია აქვთ უდავოდ.. მე კიდე ყველა ანალიზ მინაზღაურდება და ინოვაში ალბათ 3 თვემდე გავიკეთებ და მერე ვივლი პროვაიდერებში.
იმას კი არ ფიქრობენიმის იქეთ რამდენი გეხარჯება, კვირაში 180
ლარის წამლებიინდა მარტო..

Posted by: compte.paris75 30 May 2017, 15:01
სად არის და რა ლაბორატორიაა გოგოებო ეს ლიმბახი? შეიძლება მანდ გაკეთდეს ინვიტროს მოსამზადებელი ანალიზები ან ხეგე?

Posted by: LTB1948 30 May 2017, 15:16
compte.paris75
კი, ყველაფერტს აკეთებენ, ხეგესაც ალბათ. არის პავლოვის დასაწყისში. ლაბორატორია მრჩეველი დაგუგლე

Posted by: mariami17 30 May 2017, 15:25
გოგოებო ვიყავი დღეს ხეცურიანთან და ორივე კარგიაო

Posted by: Anukia198889 30 May 2017, 15:27
mariami17
აბა რააა ♡♡♡ ჩვენი ორი ყოჩაღი კრიო... გილოცავ შენს ყოჩაღებს....გულის ფრიალ ფრიალით ხომ არ წამოხვედიი :* :* <3

Posted by: mariami17 30 May 2017, 16:07
Anukia198889
იმდენი ვიტირე ეკრანზე რომ ვუყურე smile.gif)
ქეთიმ ანალიზები ჩააბარეო და წამლები ხვალიდან ნელ ნელა შევამციროთო და ისეთი გახარებული წამოვედი დამავიწყდა რისი თქმაც მინდოდა იქ

Posted by: gzaabneuli 30 May 2017, 16:29
გამარჯობათ გოგოებო, ცემი შვილის დაჟინებული მოთხოვნით უნდა წავიდე მეორე წრეზე და გავიკეთო ინ-ვიტრო.
სულ მეხვეწება დაიკო მინდაო <3 ძალიან უყვარს პატარები:-) და რა მაინტერესებს რა ჯდება მთელი პროცედურა. ანალიზებით, გადატანით და ყველაფრით, თუ არ შეწუხდებით რომ მომწეროთ.

ძალიან კი მეზარება მაგრამ ისევ ჩემი გოგოსთვის უნდა გავაკეთო და გავიარო ეს გზა მეოთხედ :-)

Posted by: Anukia198889 30 May 2017, 16:39
gzaabneuli
ემბრიონები არ გყავს? თუ ყველაფერს ხელმეორედ იწყებ და ქეთისთან აპირებ ინოვაში 12 000 უნდა გქონდეს ხელთ. 9 დამიჯდა გადატანის გარეშე მთელი პროცედურები, ანალიზები, სტიმულაცია, განაყოფიერება და გაყინვა. ეხლა 1850 ლარია გამოლღობა გადატანა ანალიზების და წამლების გარეშე. თუ ფრეშს გადაიტან და არ გაყინავ ანუ გამოლღობა არ დაგჭირდა შეიძლება 10 000 გეყოს კიდეც. თუ არადა დაზღვეული რომ იყო 12 უნდა გქონდეს. ძალიან გაძვირდა ყველაფერი და იმიტოა ეს თანხა. თორე 5 თვის წინ კი დაუჯდათ გოგოებს 8000 ყველაფრიანად.
ძალიან ძალიან დიდი წარმატებები.

Posted by: natia8@ 30 May 2017, 17:11
gzaabneuli
ყოჩაღ.აბა რაა :-) მეც ჩემი შვილის გამო მივდივარ მეხუთე კრუგზე. კი მეზარება ძალიან კიდევ ერთხელ იმის გადატანა რაც მომიწია,მაგრამ რას ვიზამთ,მსხვერპლი უნდა გავიღოთ რომ ისევ ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები.

Posted by: cash-cash 30 May 2017, 17:18
LTB1948
რა ამბავია? ციტოშიც კი უფრო იაფია და მე ციტო მიყვარს ძააან

Posted by: tammmta1 30 May 2017, 17:22
Anukia198889
ვაიმე, ინ ვიტროში ქეთისთან გავიკეთე ორი წლის წინ და 7000-ზე მეტი არ დამჯდომია, როგორ გაზრდილა ყველაფრის ფასი sad.gif
natia8@
გყავს ემბრიონები?

Posted by: gzaabneuli 30 May 2017, 17:36
Anukia198889
QUOTE
ემბრიონები არ გყავს?

არა არ მყავს. სულ 1 ემბრიონი მყავდა <3
რა ამბავია 12.000 :-( კიევი დამიჯდა ეს ფასი

QUOTE
თუ ყველაფერს ხელმეორედ იწყებ და ქეთისთან აპირებ ინოვაში 12 000 უნდა გქონდეს ხელთ

კი ხელმეორედ უნდა დავიწყო და ისევ ქეთისთან.
natia8@
ამას წინათ პატარა ბავშიანი სტუმარი გვყავდა და წასვლა რომ დააპირეს ჩემს ბავშვს ისტერიკა დაემართა არ უშვებდა პატარას. გული მომიკვდა :-( მეც მინდაო ასეთი ბაიაო :-(



Posted by: rosonera 30 May 2017, 17:39
მივხვდი რომ მეტად უნდა ავმოქმედდეsmile.gif მე რომ ფორუმზე დავრეგისტრირდი იმ პერიოდში ვკითხულობდი თქვენს პოსტებს ,
უკვე მეორე კრუგზე მიდიხართ და წარმატებებს გისურვებთ smile.gif თამთას ბევრი არ უწვალია როგორც ვიცი, პირველივე ცდაზე გამოუვიდა და აი ნათიას და გზააბნეულს რთულად და მიხარია რომ ამ გზას გადიან თავიდან. თქვენ ხართ მაგალითი იმისა რომ ფარ-ხმალი არუნდა დავყარო და ვიბრძოლო ტკბილი შედეგისთვის. smile.gif
cash-cash
შენი ბიჭუნა რამდენ ხანში დაიბადება? ჩემი გამოთვლით ალბათ ივლისში ხო? smile.gif

Posted by: tammmta1 30 May 2017, 17:44
rosonera
ხოდა შენ რას ითრევ ფეხს ერთი მითხარი jump.gif lol.gif

Posted by: cash-cash 30 May 2017, 17:49
გოგოებო, ამ თემის ლიმიტი ამოიწურა, გადმოდით ახალ თემაში
https://forum.ge/?act=ST&f=97&t=34952341

წარმატებები ყველას და კეთილი იყოს ახალ თემაში თქვენი გადმოსვლა :***

Posted by: natia8@ 30 May 2017, 19:24
tammmta1
ინოვაში მყავს კიი. დღეს ვიყავი და 1850 ლარი გამოლღობა-გადატანა.სქრეჩინგი 150 ლარი. არ შედის წამლები ამ ფასში.მგონი 1350 ლარი გადავიხადე დეკემბერში რომ გავიკეთე.

Posted by: katerina28 4 Jun 2017, 16:08
აქაც ვიკითხავ გოგოებო, რადგან ბევრი ორსულები ხართ...გოგოებო ვახსენე სიმპტომებს დავსდევ მეთქი, მაგრამ დღეს მაგრად ვერ ვარ და უნდა გკითხოთ, დღეს წესით ოვულაციიდან მე -12 დღე მაქვს, დილიდან შემოტევითი ტკივილები მაქვს ხან, მარცხენა, ხან მარჯვენა საკვერცხეში და საშვილოსნოში ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მქაჩავს, საკმაოდ შესამჩნევად მაქვს ეს ყველაფერი, ამასთან 2-3 დღეა მკერდზე ხელს ვეღარ ვიკარებ ტკივილისგან.. ვინც ყოფილხართ ორსულად, საშვილოსნოში ქაჩვის შეგრძბება ნაცნობია?


Posted by: piko1989 23 Jun 2017, 21:48
LTB1948
გამარჯობა ჩემო კარგო კრინონის შესახებ წერდი 8-9 ლარი ღირსო და შეგიძლია დამეხმარო სად ვნახო ან სად შევიძინოოო? მადლობა წინასწარ

Posted by: 112211221122 10 Mar 2018, 03:01
ოვომაქსის ნაცვლად ზუსტი შემადგენლობით და უფრო სარწმნო კომპანიის წარმოებული. ყველა აფთიაქშია და არ მალავენ როგორც ოვომაქსს. გაცილებით ადამიანურ ფასად დჰეა- ლაიფი ქვია და ყველა აფთიაქშიიყიდება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)