Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > ყავა და ლუდი


Posted by: ozzy_ka10 22 Feb 2011, 05:16
მეოთხე სეზონის მესამე სერია მინდა :/ გადავანგრიე ინტერნეტი და ვერ ვნახე. მაივიდეოზე ხმა არის გაფუჭებული. ბაბადულიზე კიდევ ვერ გავიგე მეოთხე სეზონი საერთოდ დევს თუ არა. რაღაც არეულად უწერია. სეზონი I ფილმი მეცხრე პირველი სერია და ა.შ.

იქნებ იცოდეთ ვინმემ ა?? user.gif

Posted by: zukita 1 Jul 2011, 18:27
http://www.myvideo.ge/?video_id=621741

მგონი ესააა

Posted by: Parabola 3 Jul 2011, 10:48
საერთოდ მომცონდა ეს სერიალი. არ გააგრძელებენ ნეტა? ოღონდ ძველი სასტავი: ბურდული-გომიაშვილი-მახარობლიშვილი...

Posted by: m a r i a m 30 Sep 2011, 17:20
ეს სერიალი დისკებზე არ იყიდება? იქნებ იცოდეთ ვინმემ smile.gif

Posted by: tatia777 30 Sep 2011, 19:23
აუ ეს სერიალი უამგრესია მარიკა რომ არის მაშინ მერე აღარ ვუყურებ ხოლმე

Posted by: kobebryant 29 Feb 2012, 11:56
ძველი თემა კი ამოვქექე, მაგრამ იქნებ იცოდეთ ვინმემ: ეს სერიალი სადმე მოიპოვება?

Posted by: kobebryant 8 Mar 2012, 22:11
QUOTE
ეს სერიალი სადმე მოიპოვება?


Posted by: CampO Larssen 8 Mar 2012, 22:43
zukita
შეგიძლია ის სერია დადო? აი ტყუპები რომ არიან ქილერები

Posted by: kobebryant 16 Mar 2012, 15:25
QUOTE
ეს სერიალი სადმე მოიპოვება?


Posted by: buka79 18 Mar 2012, 18:14
ძალიან კარგი სერიალია.მეც მაინტერესებს სად შეიძლება მისი პოვნა???????????????

Posted by: Nnino 14 Aug 2012, 16:36
არსად არ არის ის სერია, ნიკო გომელაური რომ თამაშობს? საახალწლო სერიაა.

Posted by: _Lali_ 15 Oct 2012, 21:51
kobebryant
არა მგონია, არ დევს არსად

QUOTE
არსად არ არის ის სერია, ნიკო გომელაური რომ თამაშობს? საახალწლო სერიაა

ეგ ერთადერთი სერიაა, რომელიც არ მინახავს. იქნებ იუთუბზე იყოს, რომელი სერიაა, ხომ არ იცით?

Posted by: Nnino 16 Oct 2012, 12:17
_Lali_
არა, არც იუთუბზეა... sad.gif

Posted by: gigi_555 1 Nov 2012, 17:39
QUOTE
არსად არ არის ის სერია, ნიკო გომელაური რომ თამაშობს? საახალწლო სერიაა

http://ww.gogaggg.com/index.php?newsid=64697

Posted by: zukita 1 Nov 2012, 17:56
მაგარი სერიებია ათჯერ მაქ ნაყურები და მაინც მევასება ყურება

Posted by: მაგლი 8 Mar 2013, 01:48
სად ვნახო გამოსაწერი ლინკები> პირველი სეზონიდან მინდა.
იუთუბზე არ დევს მეორე სერია.

Posted by: Darker Side 8 Mar 2013, 12:53
ძალიან მაგარი სერიალი <3
მიშა გომიაშვილი სუპერია biggrin.gif

Posted by: მაგლი 9 Mar 2013, 21:26
QUOTE
სად ვნახო გამოსაწერი ლინკები> პირველი სეზონიდან მინდა. იუთუბზე არ დევს მეორე სერია.

? sad.gif

Posted by: meh 3 Jun 2014, 14:55
მარიკას პერსონაჟი სანამ არის, ის სერიები მინდა :ს ალბათ პირველი სეზონია მხოლოდ ხო? დამეხმარეთ რა, თუ იცით სად ვნახო :ს

Posted by: მაგლი 31 Jul 2014, 22:18
არსად არ დევს? "D რამდენი წელია მინდა და ვერ მივაგენი

Posted by: kobebryant 23 Apr 2015, 15:28
ტელეკომპანია იმედიდან არავინ შემოდის ნეტა აქ? იქნებ გაგვცეს ვინმემ პასუხი, დასამწნილებლად გადაიღეს ეს სერიალი, თუ როგორაა საქმე?! aba.gif aba.gif aba.gif

Posted by: kobebryant 26 Apr 2015, 13:37
ავწიოთ აბა, იქნებ შემიბოდიალდეს იმედიდან ვინმე...
თან პასუხსაც რომ არ მცემენ მეილზე

Posted by: ტანკე 28 Apr 2015, 00:36
უმაგრესი ქართული სერიალი. ეს და "ცხელი ძაღლი" <3
სხვები არ ვარგა

Posted by: aimo 28 Apr 2015, 14:59
QUOTE
სხვები არ ვარგა

ნწ. წვრილვარსკვლავთა ღამე სულ სხვა იყო..... boli.gif

Posted by: akkai 28 Apr 2015, 15:12
QUOTE (kobebryant @ 23 Apr 2015, 15:28 )
ტელეკომპანია იმედიდან არავინ შემოდის ნეტა აქ? იქნებ გაგვცეს ვინმემ პასუხი, დასამწნილებლად გადაიღეს ეს სერიალი, თუ როგორაა საქმე?! aba.gif aba.gif aba.gif

იმდენჯერ შეიცვალა მანდ ხელმძღვანელობა და არხის მენეჯმენტი რომ გაჭირდება იმის გაგება ვის აქვს ამ სერიალის ორიგინალი და მისი ინტერნეტში დადების უფლება

Posted by: Forrest 13 28 Apr 2015, 17:18
ყველაზე მეტად ,,ტყუპების სერია" მიყვარდა.


Posted by: kobebryant 1 May 2015, 15:55
akkai
QUOTE
იმდენჯერ შეიცვალა მანდ ხელმძღვანელობა და არხის მენეჯმენტი რომ გაჭირდება იმის გაგება ვის აქვს ამ სერიალის ორიგინალი და მისი ინტერნეტში დადების უფლება

აღარ მინდა ეს ონლაინი, დისკზე იყოს სადმე რომ ვიყიდო smile.gif
რაც უნდა მოხდეს, სადღაც ორიგინალი თუ არა, ასლები ხომ უნდა იყოს მაინც, ასე როგორ უნდა გააქრონ უკვალოდ...
aimo
QUOTE
ნწ. წვრილვარსკვლავთა ღამე სულ სხვა იყო..... boli.gif

ბიჯო, უბანნში შენ აღარ ჩანხარ და აქ რომ შემობოდიალდები, არ მაინც მომესალმე aba.gif aba.gif aba.gif
biggrin.gif
როგორ ხარ?
გამახსენე აბა ერთი, რომელი იყო ეგ, სახელი კი მახსოვს, მაგრამ რაზე იყო, იმას ვეღარ ვიხსენებ biggrin.gif
ტანკე
QUOTE
უმაგრესი ქართული სერიალი. ეს და "ცხელი ძაღლი" <3
სხვები არ ვარგა

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: aimo 2 May 2015, 02:14
kobebryant
QUOTE
როგორ ხარ?

ნიჩიო, შენ როგორ ხარ? smile.gif
* * *
http://forum.ge/?f=30&showtopic=34522868

Posted by: kobebryant 3 May 2015, 17:46
aimo
რავი, ვარ რა, ძველებურად smile.gif
QUOTE
წვრილვარსკვლავთა ღამე

აჰ, გამახსენდა smile.gif yes.gif


მარა ამას მაინც ვერ ჯობია biggrin.gif

Posted by: kobebryant 13 Aug 2015, 17:42
ავწიეთ თემა, იქნებ არის რამე ახალი...

Posted by: ზურატი96 30 Sep 2017, 00:09
არსად დევს მესამე და მეოთხე სეზონი სრულად? cry.gif

Posted by: eldiablo 9 Jun 2018, 12:31
QUOTE
არსად დევს მესამე და მეოთხე სეზონი სრულად? 

QUOTE
არსად დევს მესამე და მეოთხე სეზონი სრულად? 


Posted by: Romeru_Lukaku 9 Jun 2018, 19:20
მესამე და მეოთხე სეზონი სად ვნახო

Posted by: Hey Berry 25 Jun 2018, 15:36
QUOTE
მესამე და მეოთხე სეზონი სად ვნახო

პირველი და მეორე იცით სადმე რო იდოს?

Posted by: arsenal1429 18 Oct 2018, 14:27
სად შეილება რო იყოს ეს სერიალი რო ვიყიდო იმედი მომყიდის ამ სერიალს ? რო გადამიწერონ ეგეთი რამე მოსულა ?

Posted by: HugoChavez 20 Oct 2018, 23:36
უმაგრესი სერიალია ცუდია რომ არ არის ხელმისაწვდომი

Posted by: arsenal1429 14 Jan 2019, 20:58
user posted image
ხალხო სილკმა დაიწყო ცხელი ძაღლის გაშვება და ვკითხე ყავა და ლუდს გაუშვებთო და არც ვიცით ჯერო და ვისაც გინდათ რო გავიდეს მიწერეთ ცოტა შევაწუხოთ და ალბათ გაუშვებენ.

Posted by: kobebryant 20 Jan 2019, 11:23
arsenal1429
QUOTE
ვისაც გინდათ რო გავიდეს მიწერეთ ცოტა შევაწუხოთ და ალბათ გაუშვებენ.

რაც მე "იმედი" ვაწუხე მაგაზე smile.gif...

არაფერი არ გამოვიდა sad.gif

Posted by: Altuve27 21 Jan 2019, 16:05
მაქვს მეორე სეზონის ყველა სერიააა კომპში ამ დღეებში ავტვირთავ სადმე

Posted by: arsenal1429 2 Feb 2019, 02:09
Altuve27
როდის ატვირთავ ?

Posted by: _Lali_ 2 Feb 2019, 17:05
QUOTE
ამ დღეებში ავტვირთავ სადმე

ჩვენც გვითხარი რა, სად ვნახოთ

Posted by: PROLETARIATI 2 Jul 2019, 18:24
Altuve27
ხომ არ აგიტვირთავთ შემთხვევით?

Posted by: ketuketos-fani 2 Jul 2019, 22:22
ცხელ ძაღლს მაინც არაფერი ჯობია ყველა დროის უმაგრესი სერიალი იყო

Posted by: kobebryant 6 Jul 2019, 00:56
QUOTE
ცხელ ძაღლს მაინც არაფერი ჯობია ყველა დროის უმაგრესი სერიალი იყო

კარგი...
Altuve27
QUOTE
მაქვს მეორე სეზონის ყველა სერიააა კომპში ამ დღეებში ავტვირთავ სადმე

???

Posted by: kobebryant 7 Jul 2019, 18:22
მესამე სეზონის, სავარაუდოს, პირველი
https://www.myvideo.ge/v/621650
მეორე
https://www.myvideo.ge/v/621653
მესამე სერია.
https://www.youtube.com/watch?v=Q7F0zShdQHQ
იქაურ სათაურებს ყურადღება არ მიაქციოთ smile.gif
1 სრული ფილმია "ტატუ"

Posted by: ilia132 7 Jul 2019, 19:50
ხალხო, ყავა და ლუდის საახალწლო სერია ხო არ გაქვთ ვინმეს ან სადმე ხო არ დევს? მოკლედ რომ ავღწერო ბაკურიანში ვითარდება მოვლენები მარიკა ახალი დაბრუნებულია და იქ ხვდებიან შემტხვევით კოკა და ეგ, თან ისე როო კოკამ არც იცის აქ რომაა ჩამოსული. ჭიაურელი სოფიკოც თამაშობს, ჯინორიაც და თუ მოგეპოვებათ იქნება დამივიტრანსფეროდ ან დამილინკოთ

Posted by: kobebryant 7 Jul 2019, 20:27
ilia132
QUOTE
ყავა და ლუდის საახალწლო სერია ხო არ გაქვთ ვინმეს ან სადმე ხო არ დევს? მოკლედ რომ ავღწერო ბაკურიანში ვითარდება მოვლენები მარიკა ახალი დაბრუნებულია და იქ ხვდებიან შემტხვევით კოკა და ეგ, თან ისე როო კოკამ არც იცის აქ რომაა ჩამოსული. ჭიაურელი სოფიკოც თამაშობს, ჯინორიაც

ამ თამაში ვინც ვართ, არა მგონია, ვინმემ არ იცოდეს მაგ სერიის შესახებ, ასე რომ, მასეთი კონკრეტიკაც არაა საჭირო smile.gif ...

ახლა ვუყურებ ნაწილ-ნაწილ რეებსაც ვპოულობ და თუ გადავაწყდი სადმე, დავდებ yes.gif

Posted by: ilia132 8 Jul 2019, 09:35
kobebryant
QUOTE
ამ თამაში ვინც ვართ, არა მგონია, ვინმემ არ იცოდეს მაგ სერიის შესახებ, ასე რომ, მასეთი კონკრეტიკაც არაა საჭირო

ხო რავიცი ყოველი შემთხვევისთვის დავკონკრეტდი თორე არცოდნა არც მიფიქრია smile.gif
QUOTE
ახლა ვუყურებ ნაწილ-ნაწილ რეებსაც ვპოულობ და თუ გადავაწყდი სადმე, დავდებ

ველოდებით შენ პოსტს smile.gif

Posted by: kobebryant 11 Jul 2019, 17:25
ilia132
არაფერი გამოვიდა სამწუხაროდ sad.gif
ცოტა სერიების ყურება მომიწია, მეც ნიხვატკაში დავრჩი smile.gif...


ქუჩაში რომ ყიდიან ხოლმე დისკებს, იმათ უნდა დავუარო აბა ერთხელ biggrin.gif

Posted by: arsenal1429 11 Jul 2019, 22:57
user posted image
იმედმა youtub-ზე დაიწყო ცხელი ძაღლის დადება რომელიც უკვე კარგა ხანია ისედაც დევს ყველა სერია და ამ ყავა და ლუდს რას ერჩის ვინმემ რო გადავრეკოთ ან ფულით ან თხოვნის ან მოგვცენ ან მოგყვიდონ ან დადონ ბოლო ბოლო.

Posted by: arsenal1429 15 Jul 2019, 15:22
სექტემბერში იწყებს სილკ უნივერსალი ყავა და ლუდის გაშვებას დადასტურებული ინფორმაციაა.

Posted by: ilia132 16 Jul 2019, 16:00
kobebryant
QUOTE
არაფერი გამოვიდა სამწუხაროდ

ეგ არაფერი smile.gif

arsenal1429
QUOTE
სექტემბერში იწყებს სილკ უნივერსალი ყავა და ლუდის გაშვებას დადასტურებული ინფორმაციაა.

სრულად გაუშვებს ყველა სეზონს თუ იცი?

Posted by: arsenal1429 16 Jul 2019, 17:38
ilia132
კი

Posted by: CampO Larssen 16 Jul 2019, 20:16
arsenal1429
საიდან გაქვს ეგ ინფო ?

Posted by: ketuketos-fani 16 Jul 2019, 21:01
QUOTE (CampO Larssen @ 16 Jul 2019, 20:16 )
arsenal1429
საიდან გაქვს ეგ ინფო ?

მაგ არხზე მუშაობს ალბათ facepalm.gif

Posted by: CampO Larssen 16 Jul 2019, 21:16
ketuketos-fani
და facepalm რატომ?)))

Posted by: ketuketos-fani 16 Jul 2019, 21:19
QUOTE (CampO Larssen @ 16 Jul 2019, 21:16 )
ketuketos-fani
და facepalm რატომ?)))

მევასება ეს ემოჯი პრობლემ? facepalm.gif

Posted by: CampO Larssen 16 Jul 2019, 21:21
ketuketos-fani
რა აგრესიული ხარ biggrin.gif

Posted by: ketuketos-fani 18 Jul 2019, 00:25
QUOTE (arsenal1429 @ 11 Jul 2019, 22:57 )
user posted image
იმედმა youtub-ზე დაიწყო ცხელი ძაღლის დადება რომელიც უკვე კარგა ხანია ისედაც დევს ყველა სერია და ამ ყავა და ლუდს რას ერჩის ვინმემ რო გადავრეკოთ ან ფულით ან თხოვნის ან მოგვცენ ან მოგყვიდონ ან დადონ ბოლო ბოლო.

მეც ეგ მიკვირს კაი დროსია facepalm.gif დაღეჭილი მაქ უკვე ეგ სერიალი

Posted by: _Lali_ 24 Jul 2019, 09:15
მიშა გომიაშვილმა დაწერა ფეისბუქზე:
"...სილქ უნივერსალზე!!! 14:00
სექტემბრიდან დაიწყება ჩვენება სერიალისა "ყავა და ლუდი"...სამწუხაროდ ის სერიები რაც გადაურჩა განადგურებას ტელეკომპანია "იმედი"-ს დარბევისას...”

Posted by: Kristinaaa 26 Jul 2019, 19:53
QUOTE (ilia132 @ 7 Jul 2019, 19:50 )
ხალხო, ყავა და ლუდის საახალწლო სერია ხო არ გაქვთ ვინმეს ან სადმე ხო არ დევს? მოკლედ რომ ავღწერო ბაკურიანში ვითარდება მოვლენები მარიკა ახალი დაბრუნებულია და იქ ხვდებიან შემტხვევით კოკა და ეგ, თან ისე როო კოკამ არც იცის აქ რომაა ჩამოსული. ჭიაურელი სოფიკოც თამაშობს, ჯინორიაც და თუ მოგეპოვებათ იქნება დამივიტრანსფეროდ ან დამილინკოთ

შემიძლია ვიტრანსფერზე აგიტვირთოთ. თუ დაგივიტრანსფერათ უკვე ვინმემ?
"მთვარიანი ველის სერენადა" ქვია

Posted by: arsenal1429 27 Jul 2019, 00:36
Kristinaaa
კი ატვირთე რა

Posted by: Jean-Valjean 27 Jul 2019, 01:59
QUOTE (_Lali_ @ 24 Jul 2019, 09:15 )
მიშა გომიაშვილმა დაწერა ფეისბუქზე:
"...სილქ უნივერსალზე!!! 14:00
სექტემბრიდან დაიწყება ჩვენება სერიალისა "ყავა და ლუდი"...სამწუხაროდ ის სერიები რაც გადაურჩა განადგურებას ტელეკომპანია "იმედი"-ს დარბევისას...”

ვაა, რა ცუდია არ ვიცოდი თუ დაზიანდა sad.gif

გადავატრიალე ინტერნეტი არსად იდო, გამიკვირდა/

Posted by: Kristinaaa 27 Jul 2019, 18:09
ყავა და ლუდის საახალწლო სერია ბაკურიანში - "მთვარიანი ველის სერენადა"

https://we.tl/t-birT89xqN1

Posted by: kobebryant 27 Jul 2019, 21:17
QUOTE (Kristinaaa @ 27 Jul 2019, 18:09 )
ყავა და ლუდის საახალწლო სერია ბაკურიანში - "მთვარიანი ველის სერენადა"

https://we.tl/t-birT89xqN1

კარგი გოგო ხარ 2kiss.gif


მადლობა smile.gif






QUOTE
სამწუხაროდ ის სერიები რაც გადაურჩა განადგურებას ტელეკომპანია "იმედი"-ს დარბევისას...”

ეს ამბავი კი ვიცოდი, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ ერთ ეგზემპლარად არ ქონდათ "შენახული" და აღმოაჩენდნენ სადმე facepalm.gif

Posted by: _Lali_ 29 Jul 2019, 15:35
kobebryant
QUOTE
ერთ ეგზემპლარად არ ქონდათ "შენახული"

მეც ეგ გამიკვირდა.

გომიაშვილმა თქვა, ფილმსაც აჩვენებენო, "მთვარიანი ველის სერენადას"

Posted by: TikitaLomos 6 Aug 2019, 22:21
რა დარბევის განადგურებას. მაგის მერეც გადიოდა იმედზე. რაზრაცას იტყუებიან

Posted by: ilia132 6 Aug 2019, 23:36
TikitaLomos
მეც მასე მახსოვს რომ დილაობით გადიოდა. მემგონი გომიაშვილს ეშლება

Posted by: Kristinaaa 7 Aug 2019, 20:14
QUOTE (TikitaLomos @ 6 Aug 2019, 22:21 )
რა დარბევის განადგურებას. მაგის მერეც გადიოდა იმედზე. რაზრაცას იტყუებიან

მე ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ბოლოს ყველა ჩვენებისას გამოტოვეს პირველი სეზონის 5 ფილმი (მე-5-დან მე-9-ს ჩათვლით). ძალიან ველოდებოდი ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ტოვებდნენ. გაგახსენებთ ამ ფილმებს, იქნებ ვინმეს აქვს ძველი ჩანაწერი, თუნდაც VHS-ზე:

5: შექსპირთან იყო ასოციაციები, მხატვარი ბიჭი და გოგონა ჯული. პარალელურად კი ჟურიკას და ბელას სასიყვარულო ისტორია. სერიის სათაური არ მახსოვს.

6: "ძაღლები". გავლენიანი ტიპი იყო, მეტსახელად "პრინცი", რესტორნის ვერანდიდან ვიღაც გადმოაგდო და ამას იძიებდნენ. კიდევ ერთის მეტსახელი მახსოვს - "ბულდოგა".

7. "მარიკა და სულები". მარიკას მეგობარ ახალგაზრდა ქალს ჩამომხრჩვალს იპოვიან (როგორც მახსოვს, თვითონ მარიკა იპოვის), ყველა თვლის, რომ თვითმკვლელობაა. ამ საქმეს მარიკა გამოიძიებს, ფაქტიურად ხილვებით. თურმე ამ მეგობარს მოულოდნელად მანამდე უცნობი ნახევარდა ეწვია, დაუახლოვდა, მერე კი ჯერ შეყვარებული წაართვა, მერე ბალიშით გაგუდა და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო (მე მგონი, საყვარელთან ერთად). ბოლო სცენა იყო ძალიან სასაცილო - ამ ყველაფრის შემდეგ მარიკას სარკეში ვიღაც კაცი გამოეცხადება და მისი სიკვდილის გამომჟღავნებაში დახმარებას სთხოვს.

8. "საქართველოო, ლამაზო". ბიზნესთან დაკავშირებულ დანაშაულზეა. მთავარი დამნაშავეა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უცხოეთში აქვს განათლება მითებული და რამდენიმე ენა იცის.

9. "შესანიშნავი შვიდეული". ორსერიანია. 5 პენსიონერ მეგობარზეა, რომლებსაც ცნობილი მსახიობები თამაშობენ. ერთ-ერთის შვილიშვილის დასახმარებლად რაღაც დანაშაულს ჩაიფიქრებენ. რას, აღარ მახსოვს.

ძალიან საწყენია, ეს სერიები თუ მართლა დაკარგულია.

Posted by: dato141 19 Aug 2019, 13:11
ვინმემ დამილინკეთ ის სერია კოკა და ჟურიკა რო ჩხუბობენ ერთმანეთში რა

Posted by: Kristinaaa 27 Aug 2019, 23:32
QUOTE (dato141 @ 19 Aug 2019, 13:11 )
ვინმემ დამილინკეთ ის სერია კოკა და ჟურიკა რო ჩხუბობენ ერთმანეთში რა

https://wetransfer.com/downloads/61a74dc8230150ff1a224f6645f1e00120190827191502/cda920463d7b78b65a62d400e01eeb3720190827191502/addc88

იმედია ამას გულისხმობთ. 4 სერიანია. "ცენტურიონები" ქვია.

Posted by: narmonana 29 Aug 2019, 15:49
Kristinaaa
არ გინდა რომ ააიუთუბო?...........პადლობლები დაგრჩებოდით ყველანი

Posted by: Kristinaaa 29 Aug 2019, 16:58
QUOTE (narmonana @ 29 Aug 2019, 15:49 )
Kristinaaa
არ გინდა რომ ააიუთუბო?...........პადლობლები დაგრჩებოდით ყველანი

narmonana
მე პირდაპირი სტრიმიდან ვიწერდი ხოლმე, ამიტომ რეკლამებიც ჩაწერილია. ასე ხომ ვერ ავტვირთავ. დაჭრის დრო ნამდვილად არ მაქვს, სამწუხაროდ smile.gif იქნებ ვინმემ გადმოწეროს, დაჭრას და ატვირთოს.

Posted by: arsenal1429 30 Aug 2019, 03:14
Kristinaaa
1 და 2 სეზონის სერიები გაქვს ?

Posted by: Kristinaaa 30 Aug 2019, 18:53
QUOTE (arsenal1429 @ 30 Aug 2019, 03:14 )
Kristinaaa
1 და 2 სეზონის სერიები გაქვს ?

ერთ-ერთმა ფორუმელმა მთხოვა, youtube -ზე რაც არ დევს, wetransfer -ზე ამეტვირთა. ზუსტად არ ვიცი, რა დევს youtube -ზე. ავტვირთე 12 ეპიზოდი.

https://wetransfer.com/downloads/f64bb13ddd...29104843/3672ab
აქ 4 ეპიზოდია (9 ფაილია)

https://wetransfer.com/downloads/2d24bec1fc...29105747/376955
აქ 3 ეპიზოდია (11 ფაილია)

https://wetransfer.com/downloads/e1ebf1bb88...29112250/e0b842
აქ 3 ეპიზოდია (9 ფილია)

https://wetransfer.com/downloads/63d7fb2f51...29110705/0d34e2
აქ 2 ეპიზოდია (8 ფაილია)

Posted by: arsenal1429 30 Aug 2019, 20:06
Kristinaaa
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა
* * *
Kristinaaa
ლინკი არ იხსნება არცერთის user posted image

Posted by: Kristinaaa 30 Aug 2019, 20:41
QUOTE (arsenal1429 @ 30 Aug 2019, 20:06 )
Kristinaaa
ლინკი არ იხსნება არცერთის

https://wetransfer.com/downloads/e1ebf1bb881c18631585e451940413fe20190829112250/ca0fa0b53054317ddfa1d0166b97241e20190829112250/e0b842

https://wetransfer.com/downloads/63d7fb2f5167e5cc1f7170bc2dc71b9720190829110705/e09424578931d96a28f5ea70f3b154fd20190829110705/0d34e2

https://wetransfer.com/downloads/2d24bec1fc094d811026168d5f5855d820190829105747/e08d8d602ab85333b1fa5853300e84cc20190829105747/376955

https://wetransfer.com/downloads/f64bb13ddd7144593010150585d73e6920190829104843/c879f9a11010506bd52840bf572c09c920190829104843/3672ab


Posted by: kobebryant 30 Aug 2019, 20:56
Kristinaaa
ესენი კარგია, მადლობა smile.gif

Posted by: Kristinaaa 30 Aug 2019, 21:28
იქნებ ვინმემ რეკლამები ამოჭრას და ააიუთუბოს

Posted by: arsenal1429 31 Aug 2019, 22:20
Kristinaaa
სხვები არ გაქ კიდე 1 სეზონის სერიები ?

Posted by: Kristinaaa 31 Aug 2019, 22:51
QUOTE (arsenal1429 @ 31 Aug 2019, 22:20 )
Kristinaaa
სხვები არ გაქ კიდე 1 სეზონის სერიები ?

https://www.youtube.com/playlist?list=PLlXKdFa1VlPCQFYT53_7vIYPk0YFwylhj
აქ დევს დანარჩენი, რაც მაქვს ციფრულ ვარიანტში.

VHS -ზე მაქვს 1 სეზონის ეპიზოდი "გმირი" და ორსერიანი ეპიზოდის "შესანიშნავი ხუთეული" მხოლოდ 1 სერია.
თუ სწორად მახსოვს, "გმირი" -ც აღარ უჩვენებიათ ბოლო გამეორებებისას, შეიძლება ესეც დაკარგულია.
VHS -ზე ასევე მაქვს სერიალის სულ ბოლო ეპიზოდი "ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა".
ხომ არ გაციფრავს ვინმე?

Posted by: arsenal1429 1 Sep 2019, 00:33
Kristinaaa
წესით სექტემბერში უნდა დაიწყოს ყავა და ლუდი სილკ უნივერსალზე 2 სექტემბერს იწყება 27 დრაკონი ეგ სულ 6 სერიაა და იქით კვირიდან უნდა დაიწყოს და ჩავიწერ და დავდებ იუთუბზე.
და ეგ სერია "გმირი" 1 სეზონიდანაა ?

Posted by: Kristinaaa 1 Sep 2019, 00:43
QUOTE (arsenal1429 @ 1 Sep 2019, 00:33 )
Kristinaaa
წესით სექტემბერში უნდა დაიწყოს ყავა და ლუდი სილკ უნივერსალზე 2 სექტემბერს იწყება 27 დრაკონი ეგ სულ 6 სერიაა და იქით კვირიდან უნდა დაიწყოს და ჩავიწერ და დავდებ იუთუბზე.
და ეგ სერია "გმირი" 1 სეზონიდანაა ?

კი, "გმირი" პირველი სეზონიდანაა.
წინა პოსტში ჩავამატე კიდევ რა მაქვს VHS -ზე.

Posted by: arsenal1429 1 Sep 2019, 00:53
Kristinaaa
თუ არ გაუშვა სილკმა მე გავციფრავ რაც გაქ vhs-ზე
ეს დაკარგული სერიები მარტო 1 სეზონიდანაა ხო რასაც აღარ უშვებდნენ ბოლოს ?

Posted by: Inanna_ni 1 Sep 2019, 02:26
lol.gif lol.gif lol.gif
რამ გაგახსენათ

Posted by: Kristinaaa 1 Sep 2019, 07:38
QUOTE (arsenal1429 @ 1 Sep 2019, 00:53 )
Kristinaaa
ეს დაკარგული სერიები მარტო 1 სეზონიდანაა ხო რასაც აღარ უშვებდნენ ბოლოს ?

"გმირი" და "შესანიშნავი ხუთეული" 1 სეზონიდანაა.

"ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა" ფაქტიურად მეხუთე სეზონის ერთადერთი ეპიზოდია, რომელიც გვიჩვენეს. ამბობდნენ, რომ რამდენიმე ქონდათ გადაღებული.

Posted by: arsenal1429 1 Sep 2019, 20:11
Kristinaaa
სულ 4 სეზონი არაა ?

Posted by: kobebryant 3 Sep 2019, 02:31
Kristinaaa
ამერიკულ ღამეში 2 ნაწილია სულ?

Posted by: Kristinaaa 3 Sep 2019, 11:05
QUOTE (arsenal1429 @ 1 Sep 2019, 20:11 )
Kristinaaa
სულ 4 სეზონი არაა ?

კი, მეხუთე კი არა, მეოთხე უნდა დამეწერა.
მოკლედ, მესამე სეზონის დასრულების შემდეგ კარგა ხანი რომ გავიდა, აანონსებდნენ რამდენიმე ახალი ეპიზოდი გადავიღეთო, მაგრამ ჩვენებით მხოლოდ 2 გვიჩვენეს სხვადასხვა დროს: "ჩამავალი მზის ბულვარი" და "ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა".
* * *
QUOTE (kobebryant @ 3 Sep 2019, 02:31 )
Kristinaaa
ამერიკულ ღამეში 2 ნაწილია სულ?

kobebryant
კი. სახლში დაბრუნებულები პოლკოვნიკისგან გამოგზავნილ კასეტას რომ აღმოაჩენენ და ყველაფერი გაირკვევა, ამით მთავრდება.
* * *
QUOTE (kobebryant @ 3 Sep 2019, 02:31 )
Kristinaaa
ამერიკულ ღამეში 2 ნაწილია სულ?

2 სერიანია, მე მარტო პირველი ამიტვირთავს, უკაცრავად smile.gif ხვალ ავტვირთავ მეორე სერიას.

Posted by: kobebryant 4 Sep 2019, 01:03
Kristinaaa
ხოო, მეც არ გამიკვირდა smile.gif... მახსოვდა, რომ სხვანაირად მთავრდებოდა smile.gif
QUOTE
ხვალ ავტვირთავ მეორე სერიას.

ოკ, მადლობა.

Posted by: Kristinaaa 4 Sep 2019, 22:41
https://wetransfer.com/downloads/e028c320bda89386dda8649de53fba5820190904183014/ee1e8d0ac7b73e445e93f2fa0f5f4a4120190904183014/fa17e0

ამერიკული ღამე მე-2 სერია

Posted by: froxx 5 Sep 2019, 01:02
ამ თემას არ ეხება მარა,მოკლედ გეცნოთ ამ მცირე მინიშნებით რაღაც სერიალი იყო ადრე თუ არ ვცდები იმედზე გადიოდა,ბიბლიოთეკარი ქალი იყო მაგის როლში ჩემი ცოლის დაქალებში რო აჩკებიანი ქალია სხვა შუადღეშიც რო იყო ეგ გამოდიოდა,სერიალის სახელი რატომღაც მახსოვს რო წიგნთან ასოცირდებოდა,მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ

Posted by: arsenal1429 5 Sep 2019, 03:56
froxx
https://www.youtube.com/channel/UC8hhHQiXDxqIyHLIXhUB4hg?view_as=subscriber
ატაგენუსი ეს ჩავიწერე და დავდე youtub-ზე მარა ყავა და ლუდის გაშვებას არ აპირებს მგონი საერთოდ სილკი

Posted by: Kristinaaa 5 Sep 2019, 10:07
QUOTE (arsenal1429 @ 5 Sep 2019, 03:56 )
მარა ყავა და ლუდის გაშვებას არ აპირებს მგონი საერთოდ სილკი

გამოაცხადეს რამე? თუ რატომ გაგიჩნდათ ეჭვი რო არ აპირებს?

Posted by: arsenal1429 5 Sep 2019, 16:21
Kristinaaa
რატომ და 27 დრაკონი დამთავრდა და იქითა კვირის პროგრამაში არ არი და არც სხვა ქართული სერიალია.

Posted by: vOn3Cic4 9 Sep 2019, 02:27
QUOTE (Kristinaaa @ 4 Sep 2019, 22:41 )
https://wetransfer.com/downloads/e028c320bda89386dda8649de53fba5820190904183014/ee1e8d0ac7b73e445e93f2fa0f5f4a4120190904183014/fa17e0

ამერიკული ღამე მე-2 სერია

წინა გვერდებზე რომ ვიტრანსფერის ლინკები იყო, განახლება შესაძლებელია?

Posted by: Kristinaaa 9 Sep 2019, 14:02
QUOTE (vOn3Cic4 @ 9 Sep 2019, 02:27 )
წინა გვერდებზე რომ ვიტრანსფერის ლინკები იყო, განახლება შესაძლებელია?


arsenal1429
kobebryant

მე რამდენიმე დღე ვერ შევძლებ, ხომ არ შეგიძლიათ აუტვირთოთ?

Posted by: arsenal1429 9 Sep 2019, 17:08
vOn3Cic4
Kristinaaa
youtub-ზე დავდებ ბარემ ჯობია მაინც არ უშვებენ სილკზე მგონი გომიაშვილს მივწერე და მე მითხრეს რო სექტემბერის დასაწყისში გავაო და მგონი გადაიფიქრეს.
* * *
https://www.youtube.com/channel/UCOqKFen6qrysoXfv2ejytOA?view_as=subscriber
აქ დავდებ ყველა სერიას რაც ატვირთა Kristinaaa

Posted by: vOn3Cic4 9 Sep 2019, 19:25
Kristinaaa
arsenal1429
დიდი მადლობა

Posted by: narmonana 9 Sep 2019, 21:16
QUOTE (arsenal1429 @ 9 Sep 2019, 17:08 )
vOn3Cic4
Kristinaaa
youtub-ზე დავდებ ბარემ ჯობია მაინც არ უშვებენ სილკზე მგონი გომიაშვილს მივწერე და მე მითხრეს რო სექტემბერის დასაწყისში გავაო და მგონი გადაიფიქრეს.
* * *
https://www.youtube.com/channel/UCOqKFen6qrysoXfv2ejytOA?view_as=subscriber
აქ დავდებ ყველა სერიას რაც ატვირთა Kristinaaa

გმადლობთ გმადლობთ,მომწოდებელსაც ამტვირთავსაც........


ამ ფლეილისტში საახალწლო სერია არის?

საახალწლო სერიის მუღამი მაქვს ძალიან,

Posted by: arsenal1429 19 Sep 2019, 00:02
23 სექტემბრიდან 21 საათზე იწყება სილკ უნივერსალზე, ძლივს გაუშვეს მაინც biggrin.gif

Posted by: Kristinaaa 19 Sep 2019, 00:20
QUOTE (arsenal1429 @ 19 Sep 2019, 00:02 )
23 სექტემბრიდან 21 საათზე იწყება სილკ უნივერსალზე, ძლივს გაუშვეს მაინც biggrin.gif

რა კარგია! მე MYVIDEO-ზე ვუყურებ, სილკნეტი არ მაქვს. ყოველდღეა? რომელ საათზე? პროგრამა სად ნახეთ?

Posted by: arsenal1429 19 Sep 2019, 01:01
Kristinaaa
23 სექტემბრიდან 9 საათზე რეკლამა გავიდა.
ჩავიწერ ყველა სერიას თორე არავინ იცის კიდე როდის გაუშვებენ.

Posted by: arsenal1429 23 Sep 2019, 22:58
Kristinaaa
ეს რომელი სერია იყო არც ეწერა ? ხო არ იცი ?

Posted by: Kristinaaa 24 Sep 2019, 12:09
QUOTE (arsenal1429 @ 23 Sep 2019, 22:58 )
Kristinaaa
ეს რომელი სერია იყო არც ეწერა ? ხო არ იცი ?

ეს პირველი სეზონის მე-5 ფილმი იყო "შექსპირული ვნებანი".
შექსპირთან ასოციაციები, მხატვარი ბიჭი და გოგონა ჯული. პარალელურად კი ჟურიკას და ბელას სასიყვარულო ისტორია - ეს ერთ-ერთი ის სერიაა, რომლებიც ბოლო ჩვენებებისას არ ყოფილა. რა უცნაურია, რატომ დაიწყეს ამით.
მე სილკნეტი არ მაქვს, MyVideo -ზე ვნახე გუშინ, 20:30 დაიწყო რატომღაც. აქ ცალ-ცალკე არ არის სილკნეტუნივერსალი და სილკნეტსპორტი, მაგრამ იმედია იგივე სერიებს გვიჩვენებენ.
სათაურის ზემოთ უნდა ეწეროს "ფილმი მეხუთე" - მოჭრილი იყო smile.gif. საინტერესოა, ასე არეულად აპირებენ ჩვენებას?

Posted by: arsenal1429 30 Sep 2019, 22:58
შეგიძლია 1 სეზონის სერიების თანმიმდევრობა და სახელები დაწერო ?Kristinaaa

Posted by: Kristinaaa 1 Oct 2019, 10:22
QUOTE (arsenal1429 @ 30 Sep 2019, 22:58 )
შეგიძლია 1 სეზონის სერიების თანმიმდევრობა და სახელები დაწერო ?Kristinaaa

1. ყვითელი პიჯაკი
2. კაზინო
3. ტელევარსკვლავთა დუმილი
4. პოლკოვნიკი
5. შექსპირული ვნებანი
6. ძაღლები
7. მარიკა და სულები
8. საქართველოო, ლამაზო
9. შესანიშნავი ხუთეული (2 სერია)
10. ბედობის ირონია ანუ სტუმარი აივნიდან
11. ვინ იცის, მტკვარო
12. Vita Nova
13. გმირი
14. Gemini (ტყუპები)
15. Gemini 2 (ტყუპები 2)
16. ადამის ნეკნი
17. პანდორას ყუთი
18. მოხუცი და ცა
19. მდიდრებიც ტირიან
20. დროებით, ალიგატორო
21. შავი ორქიდეა
22. სამნი ქალაქში
23. ანგელოზების ქალაქი (2 სერია)
24. მშვიდობით, იარაღო!

Posted by: arsenal1429 1 Oct 2019, 12:11
Kristinaaa
მადლობა

Posted by: arsenal1429 9 Oct 2019, 23:20
Kristinaaa
მეორე სეზონის სერიებიც ხო არ გახსოვს შემთხვევით ?

Posted by: Kristinaaa 10 Oct 2019, 13:41
QUOTE (arsenal1429 @ 9 Oct 2019, 23:20 )
Kristinaaa
მეორე სეზონის სერიებიც ხო არ გახსოვს შემთხვევით ?

მეორე სეზონი:

1. შივას ცეკვა (3 სერია)
2. დანაშაული და სასჯელი (2 სერია)
3. ამერიკული ღამე (2 სერია)

ამის მერე იყო ფილმი - მთვარიანი ველის სერენადა.
ეს იყო ბოლო ფილმი ნინო ბურდულით.

4. მეფეები და კომბოსტო (2 სერია)
5. სიყვარულის მონა (2 სერია)
6. ქვრივთა კლუბი (2 სერია)
7. ცუდი კინო (3 სერია)
8. პრესბიტერ იოანეს უსტარი (2 სერია)
9. გაიქეცი, ბაჭია, გაიქეცი (2 სერია)
10. ნათლიდედა (2 სერია)
11. მამები და შვილები (2 სერია)
12. ოჯახური პორტრეტი ინტერიერში (2 სერია)

მესამე სეზონში იყო 4 ფილმი:

• ცენტურიონები (4 სერია)
• ბესამე მუჩო (4 სერია)
• იდეალური სამყარო (3 სერია)
• ტატუ (3 სერია)

ამის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და დაანონსეს ახალი სერიები, მაგრამ გვიჩვენეს სულ 2 ფილმი (სხვადასხვა დროს, დიდი ინტერვალით):

• ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა
• ჩამავალი მზის ბულვარი

შეიძლება ბოლოს გადაღებულებიდანაც განადგურდა ზოგიერთი.

Posted by: arsenal1429 11 Oct 2019, 00:46
Kristinaaa
საღოლ რა biggrin.gif ასე დეტალურად როგორ გახსოვს ?

Posted by: Kristinaaa 11 Oct 2019, 08:26
QUOTE (arsenal1429 @ 11 Oct 2019, 00:46 )
Kristinaaa
საღოლ რა biggrin.gif ასე დეტალურად როგორ გახსოვს ?

ყველა ფილმს აწერია ნომერი, youtube -ზე ადრე დადებულ სერიებში ეს კარგად ჩანს, სილკუნივერსალმა კი რატომღაც ჩამოაჭრა

Posted by: arsenal1429 11 Oct 2019, 10:30
Kristinaaa
მე მეგონა ბევრი სერია იყო კიდე ისეთი რომელიც არსად იდო და არ მახსოვდა

Posted by: giorgi-02 17 Oct 2019, 00:19
ეს ბანდერასი კაი ტიპი იყო და ქართველი მსახიობისთვის უცხო გარეგნობითაც, მიკვირს რატო არ გამოიყენეს სხვა სერიალ ფილმებშიც თუ მსახიობია.

Posted by: giorgi-02 18 Oct 2019, 18:02
arsenal1429
ამერიკული ღამე არ დაგიდია იუთუბზე და იქნებ როდესაც მოახერხებ დადო, ლინკი წაშლილია და ვეღარ ვიწერ sad.gif არადა შენი წყალობით ყველა სერიას ვიწერ და ვინახავ თანმიმდევრობით

მადლობა Kristinaaa - ს ქრონოლოგიურად ჩამოწერისთვის

აუცილებლად გაციფრეთ ბოლო ფილმიც რაა, ველოდები

Posted by: arsenal1429 20 Oct 2019, 17:13
giorgi-02
2 სეზონი რო დაიწყება სილკიდან ჩავიწერ და დავდებ უკეთესი ხარისხით კიდე არ ამიტვირთავს რაღაცეეები ცუდი ხარისხითაა და სილკიდან ჩაწერილს დავდებ იუთუბზე

Posted by: BigBoss 20 Oct 2019, 20:16
რაღა დროს ყავა და ლუდია მარა მაინც ასწორებს როგორც ცხელი ძაღლი

Posted by: CampO Larssen 20 Oct 2019, 22:27
Kristinaaa

QUOTE
მთვარიანი ველის სერენადა.


QUOTE
ეს იყო ბოლო ფილმი ნინო ბურდულით


??

ამის შემდეგ საერთოდ არცერთ სერიაში აღარ უთამაშია?

Posted by: Kristinaaa 20 Oct 2019, 23:40
QUOTE (CampO Larssen @ 20 Oct 2019, 22:27 )
QUOTE
ეს იყო ბოლო ფილმი ნინო ბურდულით


??

ამის შემდეგ საერთოდ არცერთ სერიაში აღარ უთამაშია?

არა, სამწუხაროდ.
შემდეგი ფილმიდან ("მეფეები და კომბოსტო") მის ნაცვლად ახალი პერსონაჟი შემოვიდა - ქეთი ჩხეიძე რომ თამაშობს.
ბოლო ფილმში ("ჩამავალი მზის ბულვარი") კი მარიკა ჟღენტის სეხნია გამოჩნდა. ძალიან კარგი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ ამ ერთი ფილმის მეტი არ უჩვენებიათ ამ პერსონაჟით. არ ვიცი, მეტი არ გადაუღიათ, თუ განადგურდა.

Posted by: arsenal1429 21 Oct 2019, 11:30
ჩამავალი მზის ბულვარი 2008 შია გადაღებული ტიტრებში ეგრე აწერია და რანაირად განადგურდებოდა 2007 ში მოხდა დარბევა . Kristinaaa

Posted by: Kristinaaa 21 Oct 2019, 18:27
QUOTE (arsenal1429 @ 21 Oct 2019, 11:30 )
ჩამავალი მზის ბულვარი 2008 შია გადაღებული ტიტრებში ეგრე აწერია და რანაირად განადგურდებოდა 2007 ში მოხდა დარბევა . Kristinaaa

მართალი ხართ. მახსოვს რომ აანონსებდნენ, რამდენიმე ახალი სერია გადავიღეთო და მარტო ეს გვიჩვენეს. თუმცა, ეს რომელ წელს იყო, სამწუხაროდ, არ მახსოვს smile.gif

Posted by: gorgosha 6 Nov 2019, 18:36
1 სეზონი გავიდა სილკზე? კაი ხანია მეც ვაპირებ ჩავიწერო და დავდო youtube - ზე popcorn.gif გამასწრო მატარებელმა? fig.gif

Posted by: Kristinaaa 7 Nov 2019, 13:40
QUOTE (gorgosha @ 6 Nov 2019, 18:36 )
1 სეზონი გავიდა სილკზე? კაი ხანია მეც ვაპირებ ჩავიწერო და დავდო youtube - ზე popcorn.gif გამასწრო მატარებელმა? fig.gif

ჯერ-ჯერობით გვიჩვენეს I სეზონის 5-21 ფილმები.
ყველა ატვირთულია:
https://www.youtube.com/channel/UCOqKFen6qrysoXfv2ejytOA

დიდი მადლობა arsenal1429 -ს!

Posted by: gorgosha 7 Nov 2019, 17:54
Kristinaaa

მადლობა ინფორმაციისათვის მაქედან გადავიწერ რაც უკვე დევს.

CODE
დიდი მადლობა arsenal1429 -ს!

Posted by: CampO Larssen 26 Nov 2019, 00:23
ვინც ნახა დღევანდელი სერია შეგიძლიათ მითხრათ კოკა რატო აღარ იყო? ბოლო სერია ხუთშაბათს გავიდა ჟურიკა რო გამოიყვანა ციხიდან და ბრახ ასე ლოგიკის გარეშე სად გააქრეს?

Posted by: giorgi-02 26 Nov 2019, 03:31
CampO Larssen
სავარაუდოდ, იმ პერიოდში მსახიობს არ ეცალა და პროსტა მაგის გარეშე გადაიღეს სერია(ერთი იყო პირველ სეზონში და მერეც არის მგონი ორი სერია ეგეთი, ერთი არის ,,ბესამე მუჩო" და მეორე ,,ტატუ", სადაც მარტო ჟურიკაა.) თორე ქრონოლოგიურად ჯერჯერობით სწორად მიყვებიან 5-21 სერია აჩვენეს, ის წინა 5-იც არის იუთუბზე. და ეხლაც მეორე სეზონის პირველი ფილმის 3 სერია აჩვენეს, შივას ცეკვა და ამას მეორე ფილმი აწერია, მე უფრო მარიკას ვდრუგ გამოჩენამ გამაკვირვა და მერე ისევ ქრება biggrin.gif ეხლა მომავალ სერიას, შემდეგ ორშაბათს უნდა ველოდოთ ლიგის და ევროპა ლიგის პერიოდებში არ უშვებენ facepalm.gif ეჩვენებინათ ისეთ დროს, ორივე რო მომესწრო, ყავაც, ლუდიც და ლიგაც biggrin.gif

Posted by: CampO Larssen 26 Nov 2019, 10:43
giorgi-02
აჰაა
მადლობა დიდი ❤️ ერთ მომენტში კითხეს შემ როდის ჩამოხვედი ამერიკიდანო, ამანაც ცოტა ხნის წინო

Posted by: CampO Larssen 27 Nov 2019, 21:58
ეს რა ცუდი სერია იყო დღეს

ასეთი ცუდი არაფერი გადაუღიათ

Posted by: gorgosha 27 Nov 2019, 22:39
CampO Larssen

არ არის ცუდი სერია, "პოლკოვნიკი"-ს გაგრძელებაა და ჯერ პირველ სერიაში მახე დაუგეს. popcorn.gif

Posted by: CampO Larssen 28 Nov 2019, 18:50
gorgosha
რეავიცი ვნახოთ აბა......

Posted by: LOLZ 28 Nov 2019, 18:56
ძალიან საზიზღარი და დაკომპლექსებული ტიპია კოკას პერსონაჟი.

Posted by: CampO Larssen 16 Dec 2019, 20:03
"ცუდი კინოს" მეორე სერია არ გავიდა ხო? პირდაპირ მესამე გავიდა

Posted by: arsenal1429 16 Dec 2019, 20:14
CampO Larssen
ხო 3 გაუშვეს ეგრევე არადა არ დევს არსად 2 სერია
Kristinaaa
შენ ხო არ გაქ შემთხვევით ?

Posted by: Kristinaaa 17 Dec 2019, 12:48
QUOTE (arsenal1429 @ 16 Dec 2019, 20:14 )
CampO Larssen
ხო 3 გაუშვეს ეგრევე არადა არ დევს არსად 2 სერია
Kristinaaa
შენ ხო არ გაქ შემთხვევით ?

2-ჯერ მაქვს ჩაწერილი სხვადასხვა დროს, არ ვიცი რომელი ჯობია. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთს ეპიზოდებიც კი აკლდეს - ხანდახან ასეც გვიჩვენებდნენ ხოლმე სერიებს smile.gif სამწუხაროდ, გადამოწმების დრო არ მქონდა, პირდაპირ ავტვირთე, ორივეგან სამივე სერიაა.

ეს პირველი ჩანაწერი
https://wetransfer.com/downloads/069ce84cb1df4f24aafa6478300d407e20191217080643/08a0ac53dee4b34e1aed94e6d945c66020191217080643/70a078

ეს მეორე
https://wetransfer.com/downloads/c7bf6016eda8bd650bab112e4ac37e7820191217075759/5501674f33ffac952cfd8c2d33314b1320191217075800/7f674c

P.S. სხვათა შორის, პირველი სეზონის პირველ და მე-2 ფილმებს ("ყვითელი პიჯაკი" და "კაზინო") აკლია ეპიზოდები, სრული ვერსიები არსად არ დევს და მეც არა მაქვს, სამწუხაროდ. ეს ფილმები ამ ჯერზე არ გვიჩვენეს smile.gif იქნებ ვინმეს ჰქონდეს ჩაწერილი. მე ამ ეპიზოდების აუდიოვარიანტები მაქვს, არ ვიცი, რა მოხდა, რატომღაც მხოლოდ აუდიო ჩაიწერა.

Posted by: gorgosha 17 Dec 2019, 14:04
Kristinaaa

ვაა თახთახის სერია გაგიცოცხლებია, ჯიგარი ხარ რა კრისტინა! love.gif
* * *
ამ სერიას რომ ავტვირთავ უნდა დაუწერო კომენტარებში "დიდი მადლობა Kristinaaa"-ს 2kiss.gif
მაგარი მეწყინა ეს სერია რო არ გაუშვეს user.gif

Posted by: arsenal1429 17 Dec 2019, 20:07
Kristinaaa
აუ საღოლ რა შენ რო არა დაიკარგებოდა ეს სერიალი თან ზუსტად რა სერიებიც არ გაუშვეს ისინი გქონდა ჩაწერილი biggrin.gif

Posted by: Kristinaaa 19 Dec 2019, 18:38
შაბათ-კვირას დილის საათებშიც ხომ გვიჩვენებენ უკვე გასულ სერიებს და საინტერესოა, მეორე სერიას გაუშვებენ თუ მაშინაც მესამეს გაუშვებენ ორჯერ smile.gif

Posted by: arsenal1429 19 Dec 2019, 23:47
Kristinaaa
შეიძლება 1-3 აჩვენონ მარა მაინც ვერ მივხვდი მე თუ აქვთ 1 სეზონის 1-2-3-4 სერია და ამ ცუდი კინოს 2 სერია რატო არ გაუშვეს კიდე სიყვარულის მონა არ აჩვენეს ეგ მგონი მართლა დაკარგულია, დანარჩენი ყველაფერი აჩვენეს

Posted by: arsenal1429 21 Dec 2019, 19:16

Kristinaaa
ამ სილკნეტში მგონი დებილები მუშაობენ ან აქ არიან ჩასატკავებული და შენ გელოდებიან გაქ თუ არა ის სერიები რასაც არ უშვებენ biggrin.gif დღეს გაუშვეს 2 სერია

Posted by: littlebee 22 Dec 2019, 17:29
Kristinaaa
გამარჯობა.

სარჩელი შეგვაქვს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში, საავტორო უფლებების დაღვევისთვის და სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი მომწერეთ პირადში თუ შეიძლება.
მადლობა

Posted by: Kristinaaa 22 Dec 2019, 18:29
QUOTE (littlebee @ 22 Dec 2019, 17:29 )
Kristinaaa
გამარჯობა.

სარჩელი შეგვაქვს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში, საავტორო უფლებების დაღვევისთვის და სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი მომწერეთ პირადში თუ შეიძლება.
მადლობა

ხუმრობთ? იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ smile.gif

Posted by: littlebee 22 Dec 2019, 19:10
QUOTE (Kristinaaa @ 22 Dec 2019, 18:29 )
QUOTE (littlebee @ 22 Dec 2019, 17:29 )
Kristinaaa
გამარჯობა.

სარჩელი შეგვაქვს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში, საავტორო უფლებების დაღვევისთვის და სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი მომწერეთ პირადში თუ შეიძლება.
მადლობა

ხუმრობთ? იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ smile.gif

უფრო დაწვრილებით ჩემი თანაშემწე, LenaFlower აგიხსნით.


Posted by: arsenal1429 22 Dec 2019, 22:15

ეს ვინ გაიჩითა ?
Kristinaaa
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Kristinaaa 22 Dec 2019, 23:14
მარტო არ არის, თანაშემწეც ახლავს smile.gif

Posted by: LenaFlower 23 Dec 2019, 00:08
რა ხდება აბა აქ? რა ხმაურია? რაზე მიხმეთ? ვინ დააშავა? რა დააშავა? littlebee


ვაბშე, სად ვარ? givi.gif

Posted by: littlebee 23 Dec 2019, 00:14
LenaFlower
ქალბატონი Kristinaaa უხეშად არღვევს საავტორო უფლებებს და ნებართვის გარეშე აზიარებს ფორუმზე ფილმის ლინკებს.


ეს ის იუზერია რომლის წინააღმდეგ შესატან სარჩელზეც შენ მუშაობდი. ზიანის თანხა რამდენია? 500 ათასი ხო ?

სასამართლო უწყება რომ ჩაბარდეს მისი სახელი და გვარია გამოსარკვევი და არ გვეუბნება rolleyes.gif


Posted by: LenaFlower 23 Dec 2019, 00:33
littlebee
ოო
აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების უნებართვოდ გავრცელება სერიოზული ბრალდებაა.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აღნიშნული ნაწარმოების თანაავტორები არიან დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისთვის.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი თანაავტორთა მიერ ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გადაეცემა დამამზადებელს. საინტერესოა, პატივცემულს თუ აქვს დამამზადებლის ნებართვა ნაწარმოების გავრცელებაზე? ჰმ?

არ გვეუბნება?
დავაყენოთ შუამდგომლობა და უცებ გამოქექავენ ვინც არის

Posted by: arsenal1429 23 Dec 2019, 00:37
littlebee
LenaFlower
აქ რო არ იტროლაოთ სხვა თემა ვერ იპოვეთ ?

Posted by: littlebee 23 Dec 2019, 00:40
QUOTE (arsenal1429 @ 23 Dec 2019, 00:37 )
littlebee
LenaFlower
აქ რო არ იტროლაოთ სხვა თემა ვერ იპოვეთ ?

უწყება რომ მოგივათ მერე ნახავთ თქვენს სეირს.

თქვენი თანამონაწილეობაც იკვეთება საქმეში, მოკლედ, გველოდეთ!!!


Posted by: barcafanme 23 Dec 2019, 23:03
დღეს რომ სერია დაიდო გაიქეცი, ბაჭია, გაიქეცი
მაგის გაგრძელება ხომ არ დევს სადმე?

Posted by: arsenal1429 24 Dec 2019, 00:47
barcafanme
ხვალ დაიდება

Posted by: gorgosha 25 Dec 2019, 00:43
უწყებებს რომ აგზავნით აქ თქვენ в основном კაპუჩინოს ხომ არ აწვებით? alk.gif

Posted by: CampO Larssen 8 Jan 2020, 15:35
ბოლო სერია ის იყო ხო ვიღაც ბარიგა რო დაბრიდეს ოქროს პონტში ?

მაგის მეორე სერია უნდა გავიდეს ხო დღეს?

Posted by: Kristinaaa 8 Jan 2020, 16:15
QUOTE (CampO Larssen @ 8 Jan 2020, 15:35 )
ბოლო სერია ის იყო ხო ვიღაც ბარიგა რო დაბრიდეს ოქროს პონტში ?

მაგის მეორე სერია უნდა გავიდეს ხო დღეს?

წესით კი, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი smile.gif
აკა მორჩილაძის "უცნობი საქართველო" ჯერ-ჯერობით ასეთი თანამიმდევრობით გაუშვეს 1-8, 30, 33, 34, 35, 9 მერე 34 და 34 გაიმეორეს smile.gif

Posted by: arsenal1429 15 Jan 2020, 21:10
Kristinaaa
იდეალურ სამყაროს და ტატუს შორის ნამდვილად გახსოვს რომ არ არი არცერთი სერია ?

Posted by: Kristinaaa 16 Jan 2020, 00:37
QUOTE (arsenal1429 @ 15 Jan 2020, 21:10 )
Kristinaaa
იდეალურ სამყაროს და ტატუს შორის ნამდვილად გახსოვს რომ არ არი არცერთი სერია ?

ორივე მე-3 სეზონის ფილმია, იდეალურ სამყაროს ფილმი მესამე აწერია, ტატუს ფილმი მეოთხე.
https://www.youtube.com/watch?v=xNVwvSten2M
https://www.youtube.com/watch?v=BR85bo6WzEo

Posted by: arsenal1429 16 Jan 2020, 02:00

და კოკა რატო არაა ტატუში ? ვაფშე პოლიციიდან რანაირად ან რატო მიდის ვერ გავიგე biggrin.gif
Kristinaaa

Posted by: CampO Larssen 16 Jan 2020, 16:15
arsenal1429
არც ბესამე მუჩოშია

მანდ იმით აიხსნება , რომ ჩეხეთში მკურნალობს ცენტურიონებში მიღებულ ჭრილობას და პახოდუ შვებულება აქვს

Posted by: arsenal1429 16 Jan 2020, 18:06
CampO Larssen
ბესამე მუჩოს მერე ბრუნდება იდეალურ სამყაროში და მერე ტატუში აღარაა

Posted by: gorgosha 20 Jan 2020, 21:09
ქარხანის პერესტრელკა ცოტა წესიერი ხარისხით არ გვაქვს ოჯახში?

Posted by: arsenal1429 20 Jan 2020, 21:16
gorgosha
რატო არ გაუშვეს ნეტა არადა აქვთ მგონი ეგ სერიაც მარა არ გაუშვეს და 3 სერიიდან დაიწყეს ბესამე მუჩო

Posted by: gorgosha 20 Jan 2020, 21:24
ვიღაცა გამოქლიავებულის დანომრილია რომელსაც არ უნახავს ყავა და ლუდი smile.gif

ვის ხელშია სერიები აფსუს sad.gif

კრისტინა გვიშველე ერთი შენ გახარებას smile.gif

Posted by: arsenal1429 20 Jan 2020, 23:55
შაბათ კვირას გაუშვიათ ის სერიები რაცაა გამოტოვებული :დ

Posted by: gorgosha 21 Jan 2020, 00:39
ჰო კვირას გასული მუჩოს მეორე სერია მოვასწარი და შაბათს გავიდა პერესტრელკები და მუჩოს 1 სერია ალბათ.

სერიები არასწორად დანომრილი რას როდის უშვებენ ვერ გაუგიათ, უნივერსალი ვარსკვლავებს ეთამაშება რა.

Posted by: arsenal1429 21 Jan 2020, 00:47
gorgosha
ეე არადა ცენტურიონები ერთერთი საუკეთესო სერიაა არადა ვერ გადაახვევ რო ჩაიწერო კვირას ჩაგეწერა მერე მე არ ვიცოდი რო ეს დებილები შაბათს გაუშვებდნენ შაბათს სულ გამეორებები გადიოდა და არც ვაქცევდი ყურადღებას

Posted by: Kristinaaa 21 Jan 2020, 02:42
მე ჩავიწერე შაბათსაც და კვირასაც, ყოველი შემთხვევისთვის. აქაა ცენტურიონების მე-4 სერია და ბესამე მუჩოს პირველი სერია, კიდევ რომელიმე ავტვირთო?
https://we.tl/t-ChQ7ncRKgK

Posted by: arsenal1429 21 Jan 2020, 02:47
Kristinaaa
biggrin.gif ვააა მადლობა ამ სერიალის ნახევარი შენ გადაარჩინე :დ სულ იწერდი ამას რაც გადიოდა სექტემბრიდან ? :დ

Posted by: gorgosha 21 Jan 2020, 03:00
arsenal1429

კვირას რო ჩამეწერა მაგას გავმაზავდი smile.gif))

ვა კრისტინა ძმახარ დახარ ვინახარ 2kiss.gif

Posted by: Kristinaaa 21 Jan 2020, 03:16
QUOTE (arsenal1429 @ 16 Jan 2020, 02:00 )
და კოკა რატო არაა ტატუში ? ვაფშე პოლიციიდან რანაირად ან რატო მიდის ვერ გავიგე biggrin.gif
Kristinaaa

კოკა სხვა რამდენიმე ფილმშიც არაა, "დროებით ალიგატორო", "დანაშაული და სასჯელი", "ამერიკული ღამე", "პრესბიტერ იოანეს უსტარი". მე მგონი, მიზეზი ის იყო, რომ გომიაშვილს არ ეცალა და რაღაც მიზეზს იგონებდნენ ხოლმე.

პროკურატურიდან წასული ბოლო ფილმშია - "ჩამავალი მზის ბულვარი" - მშვიდ და კარგ სამსახურში, მაგრამ ფილმში არის, წყნეთის აგარაკზე რომ ნებივრობს ჰამაკში და ჰოლივუდზე კითხულობს წიგნს smile.gif


Posted by: arsenal1429 21 Jan 2020, 03:19
Kristinaaa
კი მაგრამ როდის წავიდა და რატო წავიდა ეგ არ ჩანს არცერთ სერიაში

Posted by: Kristinaaa 21 Jan 2020, 03:22
QUOTE (arsenal1429 @ 21 Jan 2020, 02:47 )
Kristinaaa
სულ იწერდი ამას რაც გადიოდა სექტემბრიდან ? :დ

კი, სულ ვიწერდი smile.gif
ამასაც და აკა მორჩილაძის "უცნობ საქართველოსაც". თქვენ უნდა ნახოთ იმას რა თანამიმდევრობით აჩვენებენ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Egyptian 21 Jan 2020, 10:40
სილქზე ვუყურებ ხოლმე
უკვე მალე დამთავრდება მგონი sad.gif

Posted by: CampO Larssen 21 Jan 2020, 16:33
ბესამე მუჩოში ეს რიჟა ბიჭი რა პრინციპით აარჩიეს როლზე? sad.gif სამწუხარო საყურებელია ტიპი

Posted by: Sean 21 Jan 2020, 20:13
QUOTE
ბესამე მუჩოში ეს რიჟა ბიჭი რა პრინციპით აარჩიეს როლზე? sad.gif სამწუხარო საყურებელია ტიპი

მუსიკოსია, არაა მსახიობი, რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა

მაგის შეყვარებულიც კატასტროფა იყო

ეს რომ მორჩება ნეტა წვრილვარსკვლავთა ღამე გაუშვან, ბუნდოვნად მახსოვს და სიამოვნებით ჩავუჯდებოდი

Posted by: gorgosha 21 Jan 2020, 20:15
ეგ ტიპი ჯეობარში მონაწილეობდა სადღაც მაგ პერიოდში, მუსიკა გირარა რამე. გარდაიცვალა მგონი 2016-ში sad.gif

Posted by: arsenal1429 21 Jan 2020, 22:25
Sean
წვრილვარსკვლავთა ღამე არამგონია გაუშვან ესენი იმედის სერიალებს უშვებენ და ერთადერთი სერიალი რაც დარჩა და არ გაუშვიათ არი საპონი თუ გახსოვთ ვინმეს შონზო ზვიო და ეგ სასტავი თამაშობდა, კაი იქნება თუ გაუშვებენ მუსკულების პონტი იყო.

Posted by: arsenal1429 27 Jan 2020, 20:42
აუ ეს სილკ უნივერსალი ვერაა რანაირად უშვებს ამ სერიებს

Posted by: arsenal1429 10 Feb 2020, 17:22
მგონი გაწყვიტეს ყავა და ლუდი მგლების ხორუმი დაიწყო 2 სერია იყო ხო დარჩენილი ?Kristinaaa

Posted by: Kristinaaa 11 Feb 2020, 13:44
QUOTE (arsenal1429 @ 10 Feb 2020, 17:22 )
მგონი გაწყვიტეს ყავა და ლუდი მგლების ხორუმი დაიწყო 2 სერია იყო ხო დარჩენილი ?Kristinaaa

„ტატუ“-ს მესამე სერია არ უჩვენებიათ. გარდა ამისა 2 ფილმი დარჩა "ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა" და „ჩამავალი მზის ბულვარი“. იმედია გვიჩვენებენ, ახლა მაგ დროს ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციაა, იმედია ჩემპიონატის დამთავრების მერე „ყავა და ლუდს“ გააგრძელებენ smile.gif იმის პატარა იმედიც კი მაქვს, რომ ჯერ ეთერში არგაშვებულ სერიებსაც ვნახავთ smile.gif
„მგლების ხორუმი" 3 საათზეა, ამ დროს „უცნობი საქართველო“ გადიოდა.

Posted by: _Lali_ 14 Feb 2020, 14:12
მეგობრებო, მე ვერ ვიპოვე და ხომ არ იცით, სადმე დევს "ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა", რომ ვუყურო?

Posted by: arsenal1429 15 Feb 2020, 21:14
_Lali_
არ დევს არსად

Posted by: arsenal1429 18 Feb 2020, 22:52
ეს ახალი წლის პირველი დილა რა დებილობა იყო მთვარიანი ველის სერენადასთან ერთად ეს 2 სერია ვაფშე რატო გადაიღეს

Posted by: CL55AMG 18 Feb 2020, 23:11
arsenal1429
QUOTE
ეს ახალი წლის პირველი დილა

გაუშვეს ეს ბოლო ბოლო?
QUOTE
მთვარიანი ველის სერენადასთან

ეს ღადაობაა, თან ჭიაურელი და ჯინორიას პონტში ასწორებს. მე უფრო ის არ მევასება ის ახალი მარიკა ჟღენტი რო იჩითება facepalm.gif

Posted by: arsenal1429 18 Feb 2020, 23:12
CL55AMG
გაუშვეს და ისეთი სიბანძე იყო რო მეტი არ შეილება
* * *
ადამიანმა პირველი ამ სერიას რო უყუროს აღარც მოუნდება ყურების გაგრძელება

Posted by: gorgosha 18 Feb 2020, 23:26
ბედობის ირონიას გავს რას ერჩით საკაიფო სერიაა alk.gif

Posted by: arsenal1429 18 Feb 2020, 23:51
Kristinaaa
რომელი სეზონია და რომელი ფილმი რატო არ აწერია ახალი წლის პირველ დილას და ჩამავალი მზის ბულვარს ?

Posted by: CL55AMG 19 Feb 2020, 23:05
ეს ბოლო სერია სანგიონგის რეკლამა იყო თავიდან ბოლომდე, მახსოვს მაგ პერიოდში გაიხსნა მაგ მანქანის ცენტრი lol.gif

ეს ახალგაზრდა მარიკა, ძალიან გამაღიზიანებელი და ცუდი მსახიობია smile.gif

Posted by: Kristinaaa 3 Mar 2020, 10:43
QUOTE (arsenal1429 @ 18 Feb 2020, 23:51 )
Kristinaaa
რომელი სეზონია და რომელი ფილმი რატო არ აწერია ახალი წლის პირველ დილას და ჩამავალი მზის ბულვარს ?

მე მგონი, ადრეც დავწერე - აანონსებდნენ ახალი სერიები გადავიღეთო, მაგრამ ამ ორის მეტი არ უჩვენებიათ. ან იმედის დარბევის დროს განადგურდა, ან სხვები დასრულებული არ იყო. ეს ორი სერია ალბათ 2008 -ში დაასრულეს - მონტაჟი, პოსტპროდაქშენი და გაუშვეს. სხვები კი აღარ გააგრძელეს, ან, თუ არსებობდა, განადგურდა.

„ყავა, ლუდი და ახალი წლის პირველი დილა" საახალწლო ფილმის სახით გვიჩვენეს, როგორც „მთვარიანი ველის სერენადა" - ამასაც არ აწერია სეზონი, თუმცა სილკნეტმა "მეფეები და კომბოსტო" -ს ტიტრები მიაბა smile.gif https://www.youtube.com/watch?v=kHWUbW1MBA8 - მსახიობების ჩამონათვალზე ჩანს smile.gif რა თქმა უნდა, სილკნეტის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - პრაქტიკულად მთელი სერიალი გვიჩვენა, მათ შორის ისეთი ფილმებიც, არსად რომ არ იდო.

ერთ ფილმს კი ახალი სეზონს ხომ ვერ დააწერდნენ და „ჩამავალი მზის ბულვარი“ -ც დამოუკიდებელ ფილმად გაუშვეს. ძალიან საწყენია რომ ვეღარ გაგრძელდა, მივიღებდით ახალ სეზონს ახალი მარიკა ჟღენტით.
CL55AMG -გან განსხვავებით მე ეს მსახიობი ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვნახავდი ახალ სერიებში.

Posted by: arsenal1429 9 Mar 2020, 19:19
Kristinaaa
შემთხვევით ჩიფსების თაობა ხო არ გაქ ჩაწერილი ? biggrin.gif

Posted by: Kristinaaa 10 Mar 2020, 00:30
QUOTE (arsenal1429 @ 9 Mar 2020, 19:19 )
Kristinaaa
შემთხვევით ჩიფსების თაობა ხო არ გაქ ჩაწერილი ? biggrin.gif

არა არ მაქვს smile.gif
განსაკუთრებით სულ პირველი სეზონი მომწონდა, „გოგოები და ბიჭები“ რომ ერქვა

Posted by: arsenal1429 10 Mar 2020, 02:37
Kristinaaa
ეგ მზეზე გადიოდა ხო ? აღარც მახსოვს კარგად რუსთავზე რაც გადიოდა იმას ვეძებ და ვერ ვნახე ვერსად

Posted by: Kristinaaa 10 Mar 2020, 09:05
QUOTE (arsenal1429 @ 10 Mar 2020, 02:37 )
Kristinaaa
ეგ მზეზე გადიოდა ხო ? აღარც მახსოვს კარგად რუსთავზე რაც გადიოდა იმას ვეძებ და ვერ ვნახე ვერსად

მეც ასე მახსოვს, რომ "გოგოები და ბიჭები" მზეზე გადიოდა. ამის გაგრძელება იყო "ჩიფსების თაობა".
მე მგონი, ეს ყველაფერი "ფორმულა კრეტივის" პროდუქტია. ახლა საკუთარი არხი აქვთ და იქნებ გაუშვან smile.gif

Posted by: arsenal1429 29 Jun 2020, 19:33
კიდე დაიწყო სილკმა გამეორება და ისევ 5 სერიიდან

Posted by: Rizado 25 Jul 2022, 19:13
საინტერესო სერიები იყო უმეტესად, არ იყო უბრალოდ დეტექტივი, იქ ჰიპნოზის თემები, მკვდრის გაცოცხლება და მსგავსი.

Posted by: Andro_forza_Napoli 18 Oct 2022, 19:04
ალექსეევიჩის სიკვდილი მაგრად მეწყინა sad.gif

Posted by: johnsonanduncle 24 Oct 2022, 19:31
ეჰ როგორ უყურებდა ცხონებული ამ სერიალს

Posted by: Kristinaaa 5 Nov 2022, 01:43
QUOTE (arsenal1429 @ 9 Mar 2020, 19:19 )
შემთხვევით ჩიფსების თაობა ხო არ გაქ ჩაწერილი ? biggrin.gif

https://www.youtube.com/playlist?list=PLpJcToUROfLqNKBrUiYPqiZW0Nd46_7ZV

https://www.youtube.com/playlist?list=PLpJcToUROfLokb_dZt4M7a9XQTotmQKd4

Posted by: arsenal1429 17 Feb 2023, 08:09
არეულად რატო უშვებს იმედი ყავა და ლუდს ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)