ეგეც რომ იყოს კაია, )) სალობიეს რას ერჩით, მშვენიერია,
სხვებზე კანტორა უფრო ითქმის, ვიდრე სალობიე )
ტოპ 15-დან მე-3 ადგილზე მყოფმა კომპანია გზავნილმა, და აგრეთვე შენმა ნაქებმა როგორც მახსოვს- 5 იანვარს მიღებული ამანათი, 23-ში ჩამოიტანა.
მაგას დამატებული, ახლობლის სახელზე მქონდა გამოწერილი, იგივე გვარით, მაგისივე პირადობით მისული, + რეგისტრირებული მეილიდან მივწერე ესა და ეს პიროვნება გაიტანსთქო. მივედი, და ძლივს გამომატანეს ნივთი. ვერ გაგატანთო,სხვა დროს მოვიდეს თვითონ პატრონიო. ან თქვენს სახელზე გამოიწერეთო.
მაგას დამატებული კიდე 3.2 კურსით დამითვალეს, როდესაც ბანკის კომერციული კურსი იყო 3.11, დავურეკე, და 3.14-მდე ძლივს ჩამოვაყვანინე,მაინც არ ჩაასწორეს როგორც საჭიროა.
რა კურსით ითვლიან ღმერთმა იცის, ვერც მცემენ პასუხს. ავტომატურად ითვლისო.
ხოდა ამ ყველაფრრის მერე კანტორა და სალობიეა აბა რა არის?
This post has been edited by temo_777 on 24 Jan 2022, 16:44