მოკლედ, მეორე სტადიის კერატოკონუსი დამიდგინეს ექიმებმა მარცხენა თვალზე და ოპერაცია გჭირდებაო. ჯერ რკალების ჩასმა და მერე ლაზერით დასხივება.
მაინტერესებს ამ პროცედურების შესახებ ყველაფერი, ვისაც გაგიკეთებიათ გამოცდილება გამიზიარეთ და რამდენად აუმჯობესებს მხედველობას.