forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) « პირველი ... 8 9 [10]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გოგოები, "გავთანაბრდით", (?!)
პიანისტი
Unforgiven


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16311
წევრი No.: 136283
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 14:08  #54252112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოგოებო არ ივარჯიშოთ ჰორმონები აირევა facepalm.gif



...................


--------------------
Great Karma
Forza juve!
For Gloriciouses
https://www.youtube.com/watch?v=rVXy1OhaERY

https://youtu.be/9aRlxHtB0pg
უცხო_
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 139
წევრი No.: 232129
რეგისტრ.: 19-May 17

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 14:21  #54252174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Temperance
ჯარში ყოფნა ხომ არ არის უფასო, ან ფასიანი ვარჯიში, პირველ რიგში პატრიოტიზმის გრძნობის გამოვლენაა და სამშობლოს დაცვის სურვილი. ვისაც სურვილი აქვს, ეხლა ვინ უშლის, წავიდნენ.
მაინცდამაინც სახელმწოფომ უნდა დაავალდებულოს-გაუგზავნოს მოწვევა და კაცმა დაბღავლოს:
"ქალი წავიდა ხოხვით"  :lოol:
ისე ვერ ბედავს :// (თუ უნდა და ვერ ბედავს smile.gif )
გარდა ამისა ადამიანი ქალი/კაცი შეიძლება არ იყოს პატრიოტი ,მაინც იძულებულია აკეთოს ის რაც არ იცის რატომ უნდა აკეთოს და არ  უნდა რომ აკეთოს :|


vinchenz@
QUOTE
მე კუხანში ჯდომასა და მინდორ-ველში სირბილს შორის არჩევანი ვიგულისხმე როგორც ცხოვრების სამომავლო პერსპექტივა და დროებითი, თუნდაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ წყვეტს რას გააკეთებ მომავალში. გეთანხმებით რომ ნებაყოფლობითი სჯობს და არა სავალდებულო, ხოლო ზოგადად სამხედრო სამსახურში ორივე სქესის ყოფნა მხოლოდ პლუსია და თქვენს მიერ მოყვანილი სტატია ამის დასტურია.

პლუსია, ოღონდ რეალურად ორივეს ყოფნა გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი მაინც არ არის. ქალებს  ძირითადად ოპერატორებად და ფონად უშვებენ , 'მთავარი საქმეები' მაინც კაცებზეა. იმ სამაგალითო ისრაელშიც მოჩვენებითი გენდერული თანასწორობაა ))

QUOTE
ვისაც რა უნდა ის აირჩიოს- ორივე ფიზიკური დატვირთვაა მარტივად რომ ვთქვათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფიზიკური დატვირთვა ჰორმონალურ დისბალანსს იწვევსო,

თუ ორგანიზმი შეუჩვეველია , შეიძლება ჰორმონალური დისბალანსიც გამოიწვიოს და შვილოსნობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემები. როცა შვილის ტარების და გაჩენის მისია ქალზეა, ბუნებრივია ქალებს უფრო ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ. ამავე დროს ქალი არ არის ვალდებული გახდეს დედა, ქალის უფლებაა საერთოდ არ გააჩინოს შვილი, მაგრამ ზოგადად ეს "ტვირთი" ქალზეა და რადგანაც ასეა, სახელმწოფო ამ ფაქტორს ითვალისწინებს , როცა მაგ. ქალებისთვის არ არის სავალდებულო ჯარი და მხოლოდ ნებაყოფლობითია.  ეს სახელმწიფოს მიდგომაა ზოგადად ქალთა სქესის მიმართ როგორც განსხვავებულის კაცისგან ,ამ კუთხით , და არა კონკრეტული კაცის და კონკრეტული ქალის დატოლების, თუ რომელი მოერევა , ან ვერ მოერევა. 


QUOTE
რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკურ დატვირთვასაც გულისხმობს, რა განსხვავებაა ტყეში ვირბენ 15კმ-ს სავარჯიშოთ და 50 აზიდვის გაკეთებას ვეცდები იმიტომ რომ ხელის და ზურგის კუნთები არ მინდა თონთლო მქონდეს

ძაან მაგარი, მაგრამ ვინც დამწყებია ხომ უნდა დაიწყოს მინიმუმ ამდაგვარი ვარჯიშით:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
biggrin.gif
ეგრევე რომ ეცემი და ამას გააკეთებინებ, ნორმალურია ეხლა ეს?
QUOTE
 
მე არ მგონია  lol.gif
alesandra
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1972
წევრი No.: 145133
რეგისტრ.: 22-March 12

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 14:24  #54252194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქალების ჯარი ჩვენში ძალიან რომანტიზებულია ისრაელის მაგალითის გამო. მინახავს მე ეგ იარაღასხმული გოგოები ისრაელში და სულაც არ აქვთ ბოდიბილდერების შესახედაობა. პირიქით, ძალიანაც ნაზები არიან. და ქალი ისრაელის არმიაში სულაც არ არის კაცთან შეჯიბრი. ჯარს რომ იქ დიდი იდოლოგიურ დატვირთვა აქვს, ეს ისედაც ვიცით ყველამ - ქალებიც იბრძვიან და მასადა აღარასოდეს განმოერდება.

ჩვენ არ ვართ ებრაელები, ჩვენი ულტურა სრულიად სხვაგვარია და მათ მაგალითს ვერ ავიღებთ. თორემ ამორძალების ქვეყანა ჩვენ ვიყავით, თუ ვიყავით. და მეც ვიცნობ გოგოს ერაყში რომ იყო.
ჩვენი თვითგადარჩენაც ქალზე გადის, ოღონდ სრულიად სხვაგვარად.


Asklipiodotaa
QUOTE
იარაღი იშოვე და მე გასწავლი


მე ასკლიპა მასწავლის იარაღის ხმარება. chups.gif
თქვენ კი აკეთეთ აჯიმანიები და გარბენები, თუ გეხალისებათ....


--------------------
Es war ein, verzweifelter Versuch gewesen, das Schicksal zu bestechen.
Temperance
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 668
წევრი No.: 238038
რეგისტრ.: 14-November 17

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 14:47  #54252301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alesandra
გარეგნულად თუ სუსტი ჩანს ეს იმას არ ნიშნავს რო კუნთი და ძალა არ აქ. ქალს არ ეტყობა უბრალოდ შორიდან ესე თორე კუნთი როგორ არ აქვს და როგორ არ ეტყობა როცა ვარჯიშობს.

ჩვენი თვითგადარჩენა ყველა ჩვენთაგანის ხელშია. ამჯერად ქართული ერი არაფრის მაქნისია სხვა ერებთან შედარებით.
აქ საუბარია უკვე ქვეყნის მდგომარეობაზე.


--------------------
Debnam-Carey! ❤

P.S.
vinchenz@
Acid member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4964
წევრი No.: 12240
რეგისტრ.: 17-August 05

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 15:12  #54252437      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უცხო_
QUOTE
პლუსია, ოღონდ რეალურად ორივეს ყოფნა გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი მაინც არ არის. ქალებს  ძირითადად ოპერატორებად და ფონად უშვებენ , 'მთავარი საქმეები' მაინც კაცებზეა. იმ სამაგალითო ისრაელშიც მოჩვენებითი გენდერული თანასწორობაა ))

გენდერული თანასწორობა არის ერთნაირი შესაძლებლობების ფლობა და ერთნაირად წვდომა იმაზე, რაზეც გინდა სქესის მიუხედავად და არა კაცი გაქალდეს და ქალი გაკაცდეს-თავისუფალ არჩევანზეა საუბარი ქალმა აარჩიოს რა საქმიანობაც უნდა ის, გინდა დიასახლისი იყოს, გინდა სერჟანტი და გინდა მოლარე საზოგადოებისგან დატუქსვის, განსჯის, "ეგ ქალის საქმე" არაა, "სხვა ჯობია ქალისთვის" და მსგავსი კედლების ამოშენებით. სცადოს და თუ არ გამოვა- არ გამოვა, ვინმეს რამე დააკლდება ქალის გარდა? რაც შეეხება კომუნკაციის სპეცებად და ოპერატორებად მუშაობას, ეგეც სამხედრო საქმის ნაწილია და ეს "მთავარ საქმედ" და "და არა მთავარ საქმედ" დაყოფა არ მიმაჩნია სწორად იმ სფეროში სადაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია- სადაც გამოდგებიან იქ იმუშაონ და ამას მხოლოდ დრო აჩვენებს და რეალური სტატისტიკა ჯარში ქალი რაში გამოდგება, რაც შესაძლებელია მხოლოდ მის მსახურზე დაკვირვებით.

QUOTE
თუ ორგანიზმი შეუჩვეველია , შეიძლება ჰორმონალური დისბალანსიც გამოიწვიოს და შვილოსნობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემები. როცა შვილის ტარების და გაჩენის მისია ქალზეა, ბუნებრივია ქალებს უფრო ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ. ამავე დროს ქალი არ არის ვალდებული გახდეს დედა, ქალის უფლებაა საერთოდ არ გააჩინოს შვილი, მაგრამ ზოგადად ეს "ტვირთი" ქალზეა და რადგანაც ასეა, სახელმწოფო ამ ფაქტორს ითვალისწინებს , როცა მაგ. ქალებისთვის არ არის სავალდებულო ჯარი და მხოლოდ ნებაყოფლობითია.  ეს სახელმწიფოს მიდგომაა ზოგადად ქალთა სქესის მიმართ როგორც განსხვავებულის კაცისგან ,ამ კუთხით , და არა კონკრეტული კაცის და კონკრეტული ქალის დატოლების, თუ რომელი მოერევა , ან ვერ მოერევა. 

ზრდასრული ადამიანი თავად წყვეტს რა გაუკეთოს თავის ორგანიზმს. ზოგი ვარჯიშობს და ზრდის ჰორმონალური დისბალანსის ალბათობას ცხიმის შემცირებით და კუნთის ზრდით, ზოგიც პირიქით ზრდის ცხიმს და ამცირებს კუნთს და ზრდის დიაბეტის და კიბოს ალბათობას. ეს "ალბათობები" მარტო ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული და ზუსტად გარკვეული კიდევ მესმის ასეთი მსჯელობა, მაგრამ იმდენად დიდია ალბათობები50 %50 ზე, რომ რაღაცის მტკიცება გადაჭრით უადგილოა.
და კიდევ გააჩნია რომელ სახელმწიფოზე საუბრობთ, ჩვენსაზე? biggrin.gif სამაგალითოა ადამიანის უფლებების დაცვაში ვერაფერს იტყვი biggrin.gif
alesandra
რა არის რომანტიზებული? biggrin.gif ჯარი ჯარია. ემსახურები შენს ქვეყანას და ხარ მისთვის პატარა თუნდაც, მაგრამ რესურსი. რა შეჯიბრი? biggrin.gif
QUOTE
ჩვენ არ ვართ ებრაელები, ჩვენი ულტურა სრულიად სხვაგვარია და მათ მაგალითს ვერ ავიღებთ. თორემ ამორძალების ქვეყანა ჩვენ ვიყავით, თუ ვიყავით. და მეც ვიცნობ გოგოს ერაყში რომ იყო.
ჩვენი თვითგადარჩენაც ქალზე გადის, ოღონდ სრულიად სხვაგვარად.

მაგალითის აღება არაა კოპი პეისტი და კონკრეტულ სფეროში თუ აკეთებ ამას, კულტურა და პოეზია საერთოდ არაა საჭირო და არაფერ შუაშია. მაგალითი უნდა აიღო როგორ ახდენენ ორგანიზებას დანაყოფების და სხვა სპეციფიური დეტალებიდან და არა რატომ შექმნეს ჯარი და რა იდეოლოგიის საფუძველზე ჩააბეს ქალები. იარაღის ხმარებას მასწავლისო იუზერიო და არ გეშინიათ საკუთარი კულტურულ იდეოლოგიური შეხედულებები მოგახვიოთ თავზე და დაკარგოთ თქვენი თვითმყოფადობა?
biggrin.gif


--------------------
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle
alesandra
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1972
წევრი No.: 145133
რეგისტრ.: 22-March 12

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 15:24  #54252502      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vinchenz@
QUOTE
მაგალითის აღება არაა კოპი პეისტი და კონკრეტულ სფეროში თუ აკეთებ ამას, კულტურა და პოეზია საერთოდ არაა საჭირო და არაფერ შუაშია. მაგალითი უნდა აიღო როგორ ახდენენ ორგანიზებას დანაყოფების და სხვა სპეციფიური დეტალებიდან და არა რატომ შექმნეს ჯარი და რა იდეოლოგიის საფუძველზე ჩააბეს ქალები.


ჩვენთან ზოგადად გაიდეალებულია ისრაელი. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველო მეორე ისრაელი უნდა იყოს და ოთდღიანი ომები უნდა მოვიგოთ. ეს მისტიკური დამოკიდებულება სრულიად გასაგებია, მაგრამ ...
მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა სხვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი.

QUOTE
იარაღის ხმარებას მასწავლისო იუზერიო და არ გეშინიათ საკუთარი კულტურულ იდეოლოგიური შეხედულებები მოგახვიოთ თავზე და დაკარგოთ თქვენი თვითმყოფადობა?


არა, პირიქით...

This post has been edited by alesandra on 20 Feb 2019, 15:27
Temperance
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 668
წევრი No.: 238038
რეგისტრ.: 14-November 17

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 15:35  #54252561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alesandra
არ არი აუცილებელი მაინცდამაინც ამ ისრაელს მივბაძოთ.
იმდენ ძლიერი ქვეყანაა ჩვენ გარშემო.

This post has been edited by Temperance on 20 Feb 2019, 15:36
t-90
უტანკესი და უტონკესი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 46649
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 20 Feb 2019, 15:59  #54252682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ladylike
QUOTE

ერთი მეორეს გამორიცხავს?

თუ კი, რატომ?

ჯარისკაცი მოუვლელი და გაბრაზებული უნდა იყოს ?

ჯარის წვრთნა არის ომის სიმულაცია. ისე იქცევი როგორც ომის დროს უდა მოიქცე. ხელოვნურად გიქმნიან ამის პირობებს.
სპა სალონს ვინაიდან ომშI არავინ მოგიწყობს.
უცხო_
QUOTE

"ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ჯარში ყოფნაც"
ამაზე მეტი ფემინისტი რა გინდათ biggrin.gif ძალიან კარგი! საკონტრაქტო სამსახურია, მათი პირადი არჩევანია.
თემა საით წავიდა, მაინცდამაინც სავალდებულო ჯარში უნდა წავიდნენ გოგოები, რომ ზოგადად აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, ივარჯიშონ...?!

ჯარი არ არის ვარჯიში.
რადისტად კი ბატონო ქალები მიჰყავს.


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.
უცხო_
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 139
წევრი No.: 232129
რეგისტრ.: 19-May 17

გამოგზავნილია: 24 Feb 2019, 16:41  #54272639      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vinchenz@
QUOTE
გენდერული თანასწორობა არის ერთნაირი შესაძლებლობების ფლობა და ერთნაირად წვდომა იმაზე, რაზეც გინდა სქესის მიუხედავად და არა კაცი გაქალდეს და ქალი გაკაცდეს-თავისუფალ არჩევანზეა საუბარი ქალმა აარჩიოს რა საქმიანობაც უნდა ის, გინდა დიასახლისი იყოს, გინდა სერჟანტი და გინდა მოლარე საზოგადოებისგან დატუქსვის, განსჯის, "ეგ ქალის საქმე" არაა, "სხვა ჯობია ქალისთვის" და მსგავსი კედლების ამოშენებით.

ეს ხომ თავისთავად ცხადია, ყველაფერში გეთანხმებით. უპ! მაგრამ მე კიდევ სხვა რამეს ვწერ და ვფიქრობ ერთ აზრზე ვართ.
QUOTE
ზრდასრული ადამიანი თავად წყვეტს რა გაუკეთოს თავის ორგანიზმს. ზოგი ვარჯიშობს და ზრდის ჰორმონალური დისბალანსის ალბათობას ცხიმის შემცირებით და კუნთის ზრდით, ზოგიც პირიქით ზრდის ცხიმს და ამცირებს კუნთს და ზრდის დიაბეტის და კიბოს ალბათობას.

სქესის თავისებურებების გათვალისწინება სულაც არ არის გენდერული დისკრიმინაცია , რომელიმე სქესის მიმართ . ეს მიდგომაა ზუსტად ასახული გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში.
არის თუ არა ქალების უფლებების შეზღუდვა და დისკრიმინაცია, როცა კანონი "უკრძალავს"(დამსაქმებელს უკრძალავს) ორსულ და მეძუძურ ქალებს დასაქმდნენ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე? +ღამის საათებში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ამ მიდგომის არსებობა მიანიშნებს თუ არა, რომ იმ ქალებისთვის, ვინც დედობისთვის ემზადება მსგავსს საქმიანობებზე დასაქმება, და ეს ნუსხა საკმაოდ ვრცელია, არ არის მიზანშეწონილი ? რადგან დედობისთვის მზადება ცივილიზებულ სამყაროში იწყება უფრო ადრე, ვიდრე ქალი იგებს რომ ორსულადაა და კიდევ უფრო ადრე, ჩასახვამდე. შესაბამისად ქალების მხრიდან მოთხოვნილება დასაქმდნენ ამ ტიპის სამსახურებში ბუნებრივია იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა უსაფრთხო სამსახურებში და თან მაღალი ანაზღაურებით :დ ასეთ  სამსახურებში კი ისევ კაცები დომინირებენ, ქალთა პროცენტულობა არის საკმაოდ მცირე , რაც მეტყველებს ზუსტად იმ "შუშის ჭერის" არსებობაზე.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) « პირველი ... 8 9 [10]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]