#52844222 · 4 Jun 2018, 12:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვეძებ ოჯახში სამედიცინო განათლებით დამხმარე ქალბატონს. რომელსაც აქვს მოხუცის მოვლის გამოცდილება. აუცილებელი მოთხოვნებებია : იცოდეს წნევის აპარატის მოხმარება და წნევის გაზომვა , კუნთში საჭიროების შემთხვევაში ნემსის გაკეთება , მოხუცის დანიშნული წამლების დანიშნულებისამებრ გამოყენება. პაციენტი არის 80 წლის მამაკაცი და აქვს ორი დავადება. ბრონქიალური ასთმა და სკლეროზი. მთავარი პირობაა , იყოს გულისხმიერი და მზრუნველი. შეძლოს ჯანსაღი კომუნიკაცია ჩემს ხანდაზმულ მამასთან.სადილების მომზადება და გამასპინძლება. იყოს მოწესრიგებული და რეგულარულად დალაგოს სახლი. გააჩნდეს ყველა ის საჭირო თვისება , რაც ყველა ნორმალურ დიასახლისს უნდა ახასითებდეს ! სამუშაო განაკვეთი : კვირაში ხუთი სამუშაო დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დილის 10:00 დან 22:00 საათამდე. სახლსი ადრე დაბრუნების შემთხვევაში , დროულად გავანთავისუფლებ , გვიან მოსვლის შემთხვევაში თავად ვუზრუნველყოფ მის ტრანსპორტირებას ტაქსით. თუ არ გაქვს მოხუცთან მუშაობის გამოცდილება , გთხოვ ნუ შემეხმიანებით , რათა თავიდან ავირიდოთ შემდეგი უხერხულობები ! შერჩეულ კანდიდატს , დამატებით უსათუოდ გადავამოწმებ. უნდა ვიცოდე ვის ვანდობ სახლს და ოჯახს. რაც ყველაზე მთავარია ჩემს ხანდაზმულ მამას. სასურველია , გამომეხმაუროს დიდუბის რაიონში, ან მის შემოგარენში მაცხოვრებელი ქალბატონი. ანაზღაურება შეთანხმებით ! T 577 11 01 55
|