2013 წლის 27-28 ივლისს, თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართება საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენცია წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომლის მიზანია ფართო სამეცნიერო ფორუმის შექმნა სოციალურ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევარებისათვის.
კონფერენციის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც აკადემიური კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან და სურთ გააცნონ თავიანთი კვლევის შედეგები სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე თავიანთ კოლეგებს, დაამყარონ მათთან სამეცნიერო კონტაქტები.
კონფერენციის ორგანიზატორი: მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე სპეციალისტებს საქართველოდან, თურქეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციის თემატიკა: მოიცავს აქტუალურ საკითხებს სოციალური მეცნიერებების ისეთი დარგებიდან, როგორიცაა:
• ანთროპოლოგია;
• არქეოლოგია;
• ისტორია;
• ეკონომიკა;
• ფინანსები;
• განათლება;
• ფსიქოლოგია;
• პოლიტიკური მეცნიერებები;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• სამართალი;
• მენეჯმენტი;
• ტურიზმი;
საერთაშორისო საპროგრამო კომიტეტი: კონფერენციისათვის შექმნილია საერთაშორისო საპროგრამო კომიტეტი, რომელიც აერთიანებს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში მომუშავე ცნობილ მეცნიერებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ირლანდიის, ფინეთის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, ავსტრალიის, ბრაზილიის, თურქეთის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების წამყვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, თურქული
მნიშვნელოვანი თარიღები:
განაცხადის (აბსტრაქტის) წარდგენა – 30 აპრილი 2013.
მოხსენების წარდგენა - 20 ივნისი 2013
რეგისტრაცია - 30 ივნისი 2013
მონაწილეობის ფორმა: კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ღონისძიებაზე დასწრებით, ისე ვირტუალური პრეზენტაციის მეშვეობით. მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლებენ კონფერენციაში უშუალოდ მონაწილეობას, შეუძლიათ გააგზავნონ მოხსენება (Conference Paper, PowerPoint Presentation), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილისათვის და გამოქვეყნდება საერთო წესით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდს:
http://www.iacss2013.com ასევე დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს: E-mail: info.iacss@gmail.com
მიმაგრებული სურათი