სილამაზე&მოდის განყოFილებაში არსებობს თემა ეპილაციაზე, მაგრამ აქ მაინც ხსნიან თმის მოშორებაზე თემებს. მე ადრე შევაგროვე ამაზე რაღაც ინFორმაციები და დავწერე იმ თემაში, მაგრამ აქაც დავწერ, კაი დღეისთვის თმის მოშორების ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ
არცერთი არაა ისეთი, რომ სამუდამოდ მოაშოროს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ელექტრო, ლაზერული და ფოტო ეპილაცია, დიდი ხნით აცილებს თმებს და საკმაოდ ამცირებს მათ რაოდენობას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მილიონობით თმის ფოლიკული გვაქვს, ზოგიერთი ისევ იზრდება. Eს მეთოდები საკმაოდ ძვირადღირებულიცაა. თმის მოშორების უფრო იაფ მეთოდებს მიეკუთვნება გაპარსვა, მექანიკური ეპილატორები, დეპილატორები, აფხრეწვა(ვოქსი). მათი ეფექტი შედარებით მოკლეა.
მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება კანის გაღიზიანების ხარისხით, რისკით, ფასით, პროცედურის ხანგრძლივობის და თმის ამოსვლის დროით, აგრეთვე შედეგით.
ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე, მის სიხშირეზე, ჰორმონალურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. თუმცა ქვემოთ მოყვანილია თითოეული მათგანის მოკლე დახასიათება.
მექანიკური ეპილატორები:ისინი თმას ძირიდან აძრობენ და არ არის რეკომენდირებული ისეთ ადგილებზე, სადაც კანი მგრძნობიარეა, მაგალითად სახეზე, ბიკინის ზონაში, იღლიებში, რადგან პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია. გარდა ამისა, თმას უნდა ჰქონდეს გარკვეული სიგრძე, რომ ეპილატორმა ის ამოაძროს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი მათგანში მაინც გამოტოვოს. მისი ხანგრძლივი გამოყენებისას თმა შედარებით სუსტი ხდება და შეიძლება რაოდენობამაც იკლოს, მაგრამ, ამ პროცედურეს დიდი მინუსი არის ის, რომ თმა შეიძლება ჩაიზარდოს კანში.
დეპილატორები:ისინი შეიძლება ითქვას, ქიმიურად პარსავენ თმას. დეპილატორი კრემები ან ლოსიონები შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებშიც იხსნება თმის ცილები და შედეგად ისინი ცილდება კანს. ზოგიერთმა დეპილატორმა შეიძლება გამოიწვიოს აკნეს მომატება კანზე, ან კანის გაღიზიანება ან დამწვრობა, თუ მისი ფორმულა ზედმეტად ძლიერია ან კანზე დროზე მეტხანს იქნება გაჩერებული. შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც გაპარსვის შემდეგ, რამოდენიმე დღიანი.
ვოქსი:ცვილით ან სპეციალური ასაფხრეწი ლენტებით კანის რაღაც მონაკვეთიდან ხდება თმების მოშორება, მათი ძირებიდან ამოძრობის გზით. ეს მეთოდი საკმაოდ მტკივნეულია. შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ან თმის ფოლიკულიების ანთება. ვოქსი არ შეიძლება დაიდოს კანზე, რომელიც არის დაზიანებული, მზით დამწვარი, აგრეთვე არ შეიძლება მისი გამოყენება სახეზე, რადგან სახის კანი უფრო მგრძნობიარეა და შეიძლება დაზიანდეს კიდეც. უკეთესია თუ პროფესიონალთან ჩაიტარებთ ამ პროცედურას. თმა უნდა იყოს გარკვეული სიგრძის, რომ პროცედურა ეფექტური იყოს. ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-8 კვირა.
ელექტროლიზი:ელექტროლიზი, ანუ ელექტროეპილაცია არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რადგან ხდება თითოეული თმის ინდივიდუალურად მოშორება. ამ დროს ნემსით ჩადიან თითოეული თმის ძირამდე და ელექტრული იმპულსით აზიანებენ მის ფოლიკულს. ამის გამო ელექტროლიზი საკმაოდ მტკივნეულია. კანი რაღაც დროის განმავლობაში შეიძლება იყოს გაღიზიანებული, (შესაძლოა ნაჩხვლეტის ადგილებზე პატარა წერტილები გაჩნდეს, რომლებიც წესით რამდენიმე დღეში ქრება, ამაზე დადებით გავლენას ახდენს მზის სხივები). ერთ ადგილას შეიძლება რამდენიმე პროცედურეს ჩატარება გახდეს საჭირო, თუმცა შედეგი საკმაოდ ეფექტურია. ზოგიერთი თმა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული რაოდენობით და გაცილებით სუსტი და შეუმჩნეველი. პროცედურა აუცილებლად პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს. ფასი ისაზღვრება დროის ხანგრძლივობით და არის საშუალოდ 10 ლარი საათში.
ლაზერი:მისი მოქმედების მექანიზმი არის კანის მცირე მონაკვეთებზე ლაზერის სხივით მოქმედება. სხივი აზიანებს თმის ფოლიკულას და მის შემდგომ ზრდას უშლის ხელს. ტკივილი თითქმის არ არის, შესაძლებელია მცირედი დისკომფორტი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მცირე ხანს გრძელდება პროცედურა. შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიწითლე (როგორც წესი 10-15 წუთში უნდა გაიაროს) და კანის პიგმენტური ცვლილება (კანზე საჭიროა მზისგან დამცავი კრემის წასმა პროცედურიდან 1-2 კვირის განმავლობაში) ლაზერის სხივი მოქმედებს პიგმენტ მელანინზე და ამიტომ მისით მკურნალობა ყველაზე ეფექტურია მუქი თმისა და ღია კანის მქონე ადამიანებისთვის, ქერებისთვის შედარებით არაეფექტურია. ლაზერულმა ეპილაციამ შეიძლება არ იმოქმედოს ისეთ ადგილებზე, სადაც თმის ფოლიკულები შედარებით ღრმად მდებარეობენ, მაგალითად იღლიის, ან ბიკინის ზონებში. შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თხელ და უფერო ბუსუსებზე და მათი ზრდაც კი გამოიწვიოს. პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაატაროს ლიცენზირებულმა პროფესიონალმა. საკმაოდ ძვირი ჯდება(ერთი იმპულსი დაახლოებით 1-2ლარი მგონი და ეს იმპულსი მოქმედებს სადღაც სანტიმეტრნახევარი დიამეტრიც მონაკვეთზე) და რამოდენიმე პროცედურაა საჭირო (2-3 თვის ინტერვალებში) ეფექტი საკმაოდ ხანგღძლივი და კარგია, თუმცა არ ხდება თმის სრულიად მოშორება, ისევ შეიძლება ამოვიდეს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული და შეთხელებული.
ფოტოეპილაცია:ეს მეთოდი ითვალისწინებს ინტენსიური, პულსირებადი სინათლის მოქმედებით თმის ფოლიკულების დაზიანებას. ის მოქმედებს ყველგან, ყველა სახის კანსა და თმაზე. მოქმედებს უფრო დიდ ფართობზე ერთდროულად და შესაბამისად, უფრო ნაკლები დრო ჭირდება პროცედურას. ის უნდა ჩაატაროს ლიცენზირებულმა პროფესიონალმა, რომელიც პაციენტს თმისა და კანის ფერის მიხედვით ინდივიდუალურად შეურჩევს მკურნალობის სახეს. აქვს მინიმალური გვერდითი ეფექტები, თუმცა აქაც რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა საჭირო. შედეგი ხანგრძლივი და კარგია. შეიძლება კვლავ გაიზარდოს თმები, თუმცა გაცილებით ნაკლებრიცხოვანი და თხელი. პროცედურა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა საქართველოში საერთოდ არის თუ არა სადმე ეს აპარატი, არ ვიცი.
თუ ეს ყველაფერი არაკომფორტული ან ძვირია, მაშინ ისევ მამაპაპურ გაპარსვას მიმართეთ
ინფორმაცია შეიძლება სრულყოფილი არ არის, მაგრამ რაღაც ელემენტარულს მაინც გაიგებთ. მე მეტი რაღა გიყოთ
უFრო დეტალურად თქვენ მოიძიეთ და გაერკვიეთ და რაც მთავარია, გამოსცადეთ