forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (180) « პირველი ... 158 159 [160] 161 162 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შვიდკაცა რაგბი – თემა N3, წელს ავსტრალია უკანაა, ახლა დუბაის ჯერია, 2012-13
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 28 Jan 2018, 11:21  #52075547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Tom Brady
Old გერეფ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14549
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 3 Feb 2018, 03:03  #52111165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზელანდიაში მიმდინარე შვიდკაცას მსოფლიო სერიის რაიმე ბმული ხომ არ მოგეპოვებათ ხალხო ?

ვერაფერი ვიპოვე , არადა როგორ მინდა ყურება sad.gif



--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია
--------------------
ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013
---------------------
დაილოცოს სეტანტა TV
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 3 Feb 2018, 15:03  #52112603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეხლა გვიანაა შაბათის ძებნა -- ეგრევე აქრობენ ეგ ოღრაშები

კვირის "ზემო პლეი’ოფი" = "თასი" იწყება 03.36 საქ

ითამაშებენ ამ რიგით: ფიჯ - სამ, ზელ - ინგ, კენ - ავს, აფრ - შტლ

"თასის" ნახევარ’ფინალები იწყება 07.49 საქ

ოქროს ფინალი 11.03 საქ

@

ცოცხლად ისთრიმება აქ https://www.worldrugby.org/sevens-series

ხანდახან ჩანს ხოლმე "მათჩ სენთერშიც"
https://www.worldrugby.org/sevens-series/stage/1789/match

მაგრამ შეიძლება ერთიანად გადაგვაგდონ მაგ კრიჟანგებმა

@
Tom Brady
Old გერეფ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14549
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 02:00  #52116202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლუკასა და ნიკოს მამა

დიდი მადლობა.

დღეს უელსი - კანადით იწყება და ეგებ დასტრიმონ.

აწი უნდა დაიწყოს კიდეც, წავალ დავძებნი smile.gif

jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12756
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 02:02  #52116208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2887
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 11:13  #52116966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხმარება აშკარად მსაჯი აფრიკას (((

ეხლა პირველი ტაიმის ბოლოს რატო დააჯარიმა რა უნდოდა? მბოჭავი იყო ის ჩემისა და ბოჭვიდან ბურთში ჩაუჯდა ეგრევე :@



ეგრე რაა

გულს უხარია 1. ფიჯის მოგება და 2. აფრიკის წაგება biggrin.gif

This post has been edited by enorme on 4 Feb 2018, 11:30
paatabug
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 929
წევრი No.: 208562
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 11:35  #52117040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩათვალეთ ეს ტურნირი ფიჯის სახლში გამარჯვება იყო <3333
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 13:05  #52117392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ბოჭვიდან ბურთში ჩაუჯდა ეგრევე :@

ახალი წესები * 2017 შემოდგომა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SHINAC/

*** მეორე, მწვანე ზოლიანი ნაკვეთი:

"დამატებით სიახლეთაგან" სამი ეხება ბოჭვა | რაქს და სამიც შერკინებას:

1. მბოჭავი უნდა წამოდგეს და ბურთისთვის იბრძოლოს მხოლოდ ჭიშკრიდან –
აქამდე წამომდგარს, საიდანაც მოესურვებოდა, იქედან შეეძლო თამაში

@
enorme
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2887
წევრი No.: 127831
რეგისტრ.: 23-February 11

გამოგზავნილია: 4 Feb 2018, 14:54  #52117914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
მაგას ვამბობ მეც .

აფრიკელი მბოჭავი ფეხზე არ ამდგარა პირდაპირ ჩაუჯდა ბურთში , მაგრამ მსაჯმა მაინც ფიჯელი დააჯარიმა ბურთისთვის ხელის არ გაშვების გამო.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 6 Feb 2018, 20:29  #52131922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

სტაბილურად – ფინალში

შვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონი – აფრიკის "ბლიც ბოკე" წინ გაიჭრა
იმის და მიუხედავად, რომ ზედიზედ სამი (!) ფინალი წააგო


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))

სერიის მოსაგებად მთავარია, სტაბილურად იკავო კარგი ადგილი, თორემ ყოველ ეტაპზე თასის შემართვა სულაც არაა აუცილებელი. აფრიკას, რაღა თქმა უნდა, ფინალთა მოგებაც ურჩევნია, მაგრამ თუმც ტრავმები მოუმრავლდა, მაინც სხვაზე მეტი რესურსი აქვს და ამისი წყალობით კიდეც ლიდერობს

ახალი წლის პირველი შეწყვილებული ეტაპი ავსტრალია - ზელანდიაში მოეწყო. მათამდე "ბოკე" 2 ქულით ჩამორჩებოდა ზელანდიას, მაგრამ კივებმა შინ V და IV ადგილებიღა რომ დაიკავეს, ჩემპიონს ჩამორჩნენ

სიდნის ეტაპი ავსტრალიის ორმაგი ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებმა 6-წლიანი და 7-წაგებულ-ფინალიანი ნავსი გატეხეს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალებმა კი ზელანდიას * 31:0 ხომ მოუგეს გადამწყვეტი რკენა და ყველა მეტოქეც დაანგრიეს ქულის გაუშვებლად * ჯამში 213:0

ოჯახებს ჩამოარიგებინეს

"ინტეგრირებული ეტაპის" მოწყობა "მსოფლიო რაგბის" ახალი გეზია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი: ვაჟთა 10 და ქალთა 5 ტურნირს 18 ქვეყანა ეპატიჟება, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ თუ ეტაპზე 7-ქალაც იმართება, მისთვის აქამდე მოუხერხებელი დრო გამოიყოფოდა, რაზეც თურმე სპონსორები ბრაზობენ

ზელანდია სიდნის პულში ფიჯთან * 17:19 დამარცხდა. "ჯადოქრები" მერე იანკებმა დაითხოვეს, კივები კი – ლიმონის’ფრად შემოსილმა ოზებმა. ამათმა უფროსობამ ფანდი იხმარა – ბიჭებს მოედანზე თავი რომ დაედოთ, კვართები ოჯახებს ჩამოარიგებინა

ემოციური მუხტი ავსტრალიას ფინალშიც ეყო – 0:0-ზე ლოქი ანდერსონმა ალამთან სულზე რომ მიუსწრო "ბოკე" როსკო სპეკმანს [ფოტოზე მარცხნივ], უმალ ლუის ჰოლანდმა და ჯეიმზ სთენარდმა იქეთ გაიტანეს ლელოები

საბოლოოდ * 29:0, მაგრამ კავშირს 700 ათასი მაინც დააწვა ზარალად!

სოფლურ გარემოში

7-კაცაზე კივებმაც რომ აიყარეს გული, მამებმა თამამი ნაბიჯი გადადგეს – 18 წლის შემდეგ დედაქალაქ ველინგთონს ჩამოართვეს ტურნირი და პროვინციულ ჰემილთონს – ზე15-ის გუნდის, "ჩიფსის" ქალაქს – უბოძეს

ახალმა მასპინძელმა წარდგენა სოფლურ გარემოში ჩაატარა, ფანებს კი ბილეთი დაუძვირა, რაკი ძალის’ძალად გაუკეთა ბრასლეტები – ურომლისოდაც ტრიბუნაზე ვერაფერს შეიძენდი

შოუ ხალისიანად ჩატარდა. სიდნის გადამკიდე, ავსტრალიასა და აფრიკას სამ-სამი ლიდერი დამტვრეოდათ, ზელანდიამ კი უწესოდ ათამაშა ლიგელი ვუნდერ’კინდი ეტენე ნანაი-სეტურო, რის გამოც ნრლ-ის კლუბი, "ვორიორზ"ი კავშირს სასამართლოში უჩივის

დილითღა ჩააკითხა

პუბლიკა ზელანდიას, ფიჯსა და სამოას ლამის ერთნაირად ქომაგობდა. ფიჯთან ავსტრალია ჯგუფში დამარცხდა * 15:26, ხოლო ზელანდია – ნახევარ’ფინალში

ბრინჯაოს ფინალში, სირენის შემდეგ, ოზმა სთენარდმა ჯარიმა 7-კაცური წესით – არეკნით გაუტანა კივებს, ოქროს ფინალში კი ფრიადი დრამა დატრიალდა

აფრიკამ პირველი ტაიმი * 17:5 მოიგო, მაგრამ მეორეში გაუსინბინეს ვეტერანი ბრანკო დიუ’პრე, ვინაც წინა დილითღა ჩააკითხა ტრავმებით გაცხრილულ გუნდს. ჰოდა, "ჯადოქრებმა" თამაში შემოაბრუნეს და ალოსიო ნანდუვას [ფოტოზე მარჯვნივ] ჰეთ’თრიქით * 24:17 იმარჯვეს

ასე და ამგვარად, სერიის ოთხივე ეტაპი სხვადასხვა გუნდმა მოიგო, მაგრამ "ბოკე" ოთხივე (!) ფინალში რომ გავიდა, 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს – ზელანდიას, გასამართი კი 6 ტურნირია


შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18


III ეტაპი * 26-28/01 სიდნი (ავსტრალია)

<< ჯგუფები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) არგენტინა 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, უელსი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / პაპუასეთი# 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, შტატები 2-1 / შოტლანდია 1-2, კანადა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
https://www.youtube.com/watch?v=-lCGUbegjSU

ფიჯი (ა1) 7:24 შტატები (დ2)
აფრიკა (გ1) 17:0 კენია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 24:12 ზელანდია (ა2)
არგენტინა (ბ1) 10:0 ინგლისი (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

აფრიკა 35:7 შტატები
ავსტრალია 28:0 არგენტინა

<< ფინალი

(XIII) კანადა 14:12 შოტლანდია
ალაფა (IX) საფრანგეთი 29:12 უელსი
(V) ზელანდია 31:7 ფიჯი
ბრინჯაო (III) არგენტინა 31:10 შტატები

ოქრო + თასი (I) ავსტრალია 29:0 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=1517161251

<< ავსტრალია

4 ლუის ჰოლანდ^კაპ, 5 ჯეიმზ სთენარდ, 6 ჯონ პორჩ, 7 თიმ ენსთი, 8 ჯესი პარაჰი, 10 თერენს ო’დონელ, 12 ლოჰლინ ანდერსონ *
1 ჩარლზ თეილორ, 2 თომ ქონორ, 3 სემ მაიერს, 9 ბოიდ ქილინგ’ვორს, 11 მორის ლონგ’ბოთომ, 13 თომ ლუქას * მწ) ენდი ფრენდ

<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
თერენს ო’დონელ (ავს) – 58 ქმედება


IV ეტაპი * 3-4/02 ჰემილთონ (ზელანდია)

<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, ესპანეთი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / პაპუასეთი# 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია 3-0, შოტლანდია (-12) / არგენტინა (-14) საფრანგეთი (-43) 1-2
(დ) კენია 2-0*1, სამოა 2-1 / შტატები 1-1*1, კანადა 0-3

<< მეოთხედ’ფინალი
https://youtu.be/JPAYmAbnL4U

ფიჯი (ა1) 12:10 სამოა (დ2)
ზელანდია (გ1) 19:12 ინგლისი (ბ2)
კენია (დ1) 12:33 ავსტრალია (ა2)
აფრიკა (ბ1) 22:0 შოტლანდია (გ2)

<< ნახევარ’ფინალი

ფიჯი 14:12 ზელანდია
აფრიკა 24:5 ავსტრალია

<< ფინალი

(XIII) საფრანგეთი 19:17 უელსი
ალაფა (IX) შტატები 31:12 არგენტინა
(V) სამოა 19:15 კენია
ბრინჯაო (III) ავსტრალია 8:7 ზელანდია

ოქრო + თასი (I) ფიჯი 24:17 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?...75&d=1517765074

<< ფიჯი

1 კალიონე ნასოკო, 2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 10 ალოსიო ნანდუვა, 11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
3 სევულონი მოთენა’თანგი, 5 ვასიკალი მუნდუ, 6 ჯასა ვერემალუა, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვატემო რავოუვოუ, 13 აპენისა თაკაუ’მბალავუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<< უჩაუქესი: სიბელო სენატლა (აფრ) – 49 ქმედება



ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1

77 აფრიკა (თ: დუბაი); 69 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
62 ფიჯი (თ: ჰემილთონ); 60 ავსტრალია (თ: სიდნი);
48 არგენტინა; 47 ინგლისი; 36 შტატები; 35 კენია-10, სამოა-87;
29 საფრანგეთი; 28 კანადა; 23 შოტლანდია; 17 უელსი;
16 ესპანეთი; 8 რუსეთი (ვარდება) / 6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##


განრიგი

1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)

3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)

5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)

7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)

9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)

მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)


თასის მფლობელი

1999-2018 (160 ეტაპი) 56 ზელანდია; 32 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;
1 კანადა კენია საფრანგეთი შტატები


სერიის ჩემპიონი

ზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010

@
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 9 Feb 2018, 11:11  #52146550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბრისბენის საერთაშორისო 10-კაცა|ქალა = დღეს და ხვალ

http://www.vipbox.st/rugby/548876/1/brisba...eam-online.html
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12756
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 10:30  #52217822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო ახალი სახეებია ჩემმა მზემ:


სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან:



ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), დავით მესხი (არმია), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მიქანაძე (არმია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფ, ფედერალ 1), ლუკა იურინი (ლიონი) გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), ნიკო აფციაური (არმია), გიორგი აბრამიძე (აია).

http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?news...llerModID=17364
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9365
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 11:07  #52217963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

facepalm.gif მაინც რა არის ეს ძმაბიჭობა რა

QUOTE
გიორგი მიქანაძე (არმია)
აზრზე ვერ მოვდივარ რომელია

This post has been edited by dc120mm on 20 Feb 2018, 11:09
GioNage
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 687
წევრი No.: 213798
რეგისტრ.: 5-February 16

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 12:02  #52218247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლუკა იურინი (ლიონი)

ამაზე ბოლოს იძახდნენ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო. იქნებ ერთი კეპი გავუხერხოთ დიდ ნაკრებში, სად გვყავს საფრანგეთში გაზრდილი ბექები დასაკარგი.
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5588
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 12:08  #52218288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (GioNage @ 20 Feb 2018, 12:02 )
QUOTE
ლუკა იურინი (ლიონი)

ამაზე ბოლოს იძახდნენ აღარ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაშიო.

ესეთი რამე ნამდვილად არ მქონდა გაგონილი აქამდე.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (180) « პირველი ... 158 159 [160] 161 162 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0645 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]