forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (8) « პირველი ... 6 7 [8]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მამუკა გორგოძე ნაკრებიდან წავიდა
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13082
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 11 May 2017, 18:33  #50544010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83

ყველა თემა დათარსულია წელს რასაც ვატყობ, ცელკე ჩვენ ვყალთაბანდობთ აქ და ცალკე ბიჭები მოედანზე lol.gif


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23901
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 11 May 2017, 18:35  #50544023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
otia-83
QUOTE
დათარსულია ეს თემა რაა 

შემოვა ნაპსტერა 5-6 გვერდს ამოშლის 1-2 კაცს გაშტრაფავს და გავა. დაიღალა კაცი 

აშკარად დიდი ემოციური ძვრები გამოიძვია მამუკას წასვლამ


ერთხელაც იქნება დავხურავ საერთოდ და ეგ იქნება biggrin.gif


--------------------
სადმე საქართველოს ცაზე დიდმა ”###მზიდმა” ხო არ განიცადა კატასტროფა? © UZUL

2008-ში ხმა რომ გავრცელებულიყო, რუსი სამხედროები ქართველი მამაკაცების დასჯის მიზნით მათ ტრაკში #########ს აპირებენო, ომს არ წავაგებდით © ozzy_ka10

:amayi: © nuca
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5976
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 11 May 2017, 18:38  #50544045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (NAPSTER @ 11 May 2017, 18:35 )
otia-83
QUOTE
დათარსულია ეს თემა რაა 

შემოვა ნაპსტერა 5-6 გვერდს ამოშლის 1-2 კაცს გაშტრაფავს და გავა. დაიღალა კაცი 

აშკარად დიდი ემოციური ძვრები გამოიძვია მამუკას წასვლამ


ერთხელაც იქნება დავხურავ საერთოდ და ეგ იქნება biggrin.gif

მემგონი კია უკვე დრო smile.gif

რაღაა დასაწერი ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუ რამე მამუკა გოგროძის თემა ხომაა ცალკე და იქ დაიწერება.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!

--------------------------

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?“
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23901
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 11 May 2017, 18:57  #50544172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

მამუკა გორგოძე (2012 წელს ჩაწერილი ინტერვიუ)
ლოკომოტივის ტრიბუნები ნელა ივსება. ხალხი უწყვეტ, წვრილ რიგებად მოედინება, სექტორებს შორის დატანებული სქელი თეთრი გისოსებიანი კარის სიღრმიდან. ყველა ცდილობს სხვას დაასწროს, კარგი ადგილი დაიკავოს. ჩვენ დასავლეთის ტრიბუნაზე ვსხედვართ, სპეციალურად წამოვედით ორი საათით ადრე საცობებიც არ იყო ჯერ ახალი გზიდან რომ ავუყევით ვაკე-საბურთალოს აღმართს. როგორც ყოველთვის მაღლა ვსხდებით, მაღლიდან ხომ ყველაფერი ბევრად უკეთ ჩანს, მაგრამ ამჯერად ოც ადგილს თავიდანვე ვიკავებთ, ვიცით ბილეთები მთლიანად გაყიდულია, სტადიონის შემოსასვლელში საქმიანად ფუსუფუსებენ ხალხით ალყაშემრტყმული გადამყიდველები.
_ მოდი, იცი რა ვქანთ, _ ამბობს ვახუნა, _ ორი რიგზე დავჯდეთ, ორი კაცი ჩვენი ადგლიების დასაწყისში, ორი კი ბოლოში და თავისუფალი სკამები შუაში მოვიქციოთ, უფრო იოლად გავაკონტროლებით.
ეგრეც ვიქცევით, ვსხდებით და მაღლიდან დავყურებთ ჩვენს ქვეშ ოდნავ გვერდულად გაწოლილ მომწვანო-მოყვითალო მოედანს. მოედნის ირგვლივ პლასტმასის ლაპლაპა ფარებით შემორტყმულ სპეცნაზელთა ჯაჭვს და ყველაზე სასიამოვნო ლაპარაკი გვაქვს _ წინასამატჩო, იმედიანი, დაძაბული, მოუსვენარი. სტადიონი კი ნელა, იაფარბა, იპოხება ხალხით.
გიფიქრიათ რას გავს ყველაზე მეტად გადაჭედილი სტადიონი? ალბათ, გულს, რითმულად, შეუჩეერბლად რომ პულსირებს და ქაჩავს სისხლს.
_ არა, დინამო უნდა აეღოთ, _ ხელით იჩეჩავს თმას ჩემს ქვემოთ მოკალათებული ბიჭი.
მაგრად მიხარია რომ სტადიონი ივსება, ივსება რაგბის გამო და რაღაცნაირად მწყინს კიდეც, რადგან ვხვდები ეს შევსება უფრო რუსეთია, პოლიტიკაა, ვიდრე სპორტი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია სტადიონი იჭედება, ხალხი უკვე ქვის კიბეებზე ზის, მოედნის თავზე კი სვავებივით კრავენ კამარას ცელოფნის პარკები.
_ ისე რა მაგარია არა? კარგი გუნდი რო გყავს ჰანიკენის (რეგბის ჩემპიონთა ლიგაა) თასს თამაშობ და ყოველ კვირა ესეთი ამბავი გაქვს ქალაქში! _ ამბობს თავბერა.
ძაან მაგარია, ვფიქრობ ჩემთვის და გუნდებიც გამოდიან. ხალხის გუგუნს იწყებს, მაყურებელი იმდენია _ ტრიბუნები არ ჩანს, უყურებ და გგონია ადამიანები ერთანეთზე აკოკოლავებულან, კედელი აუშენებიათ და გეჩვენება სადაცაა უკან გადაიზნიქებიან და გადაიყრებიან როგორც ქარაფიდან.
რუსეთის ჰიმნს სტვენა ფარავს, ქართულს მთელი სტადიონი ერთად მღერის და მსაჯის სასტვენიც ისმის.
მძიმედ ვიწყებთ, ჯარიმას ვაცილებთ და ეგრევე ვჯარიმდებით ჩვენს მოედანზე, რუსები ურტყამენ და ისინიც აცილებენ, ქარია. მერე ჯარიმა გაგვაქ, რუსები ისევ აცილებენ და აქ მამუკა გორგოძეს გააქვს პირველი ლელო, რაქიდან იღებს ბურთს, დაცვის ხაზს არღვევს ლელოში შედის და მერე ლელოები სეტყვასავით იწყებს ცვენას: ბინგო, მაჩხანელი, დათუნაშვილი, მაჩხანელი, მაჩხანელი, ნემსაძე, მაგრამ მთავარი ლელოთა სიმრავლე კი არა მათი ხარისხი, სილამაზეა, რომელთაგანაც ორი გამორჩეულად კარგია _ აბუსერიძის რეიდი და პასი ნემსაძეს და მალაღურაძის გარღვევა და პასი მაჩხანელს და რეკორდული ანგარიშით ვიგებთ: 46 – 0!
ძალიან კარგია აბუსსერიძე, მალაღურაძე, კაჭარავა, ყიასაშვილი. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მამუკა გორგოძე ხდება და სწორედ აქ იწყება ჩვენი ამბავი.
მამუკასთან დალაპარეკებაც არ არის საჭირო, თუ გინდა თამაშსაც ნუ ნახავ, უბრალოდ მიდი და ვარჯიშზე შეხედე როგორ იხარჯება ბოლომდე, როგორ დიდი ბავშვივით უხარია საკუთარი გუნდის კარგად შესრულებული ილეთი, კარგად აგდებული აუტი, კიდიდან კიდეზე ლამაზად ჩატანილი ბურთი და როგორ სწყინს შეცდომა, არგამოსული კომბინაცია ან ძირს დავარდნილი პასი, რომ მიხვდე ეს ადამიანი მოწამლულია გიჟურად, უკანმოუხედავად, უკურნებელად.
ვისაც არასოდეს უთამაშია რაგბი, ის ძნელად თუ მიხვდება რა არის ეს და, მართალია ქვეყანაზე არასოდეს დაილევა შეშინებული თუ უბრალოდ სულელურად წამოსროლილი ფრაზები: `ღმერთო ჩემო, როგორი ვირული სპორტია”, "მე შვილს აქ ვერ ვატარებ”, "რო ვუყურებ გული მისკდება", მაგრამ ასეთი ადამიანები, ვერასოდეს, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გაიგებენ ბოლო წუთზე გატანილი ლელოს გემოს, ვერ შეიგრძნობენ იმ უცნაურ და ძალინ მაგარ გრძნობას, როდესაც მინდროზე სრულიად მარტო, პირისპირ დარჩენილი საკუთარ შიშებთან, დაძლევ, მოერევი, ბოლომდე გაწირავ თავს, შენზე ბევრად უფრო დიდ, ჯანიან მოწინააღმდეგეს შეუვარდები ფეხებში, ააყირავებ, წამოდგები და იმ თუნდაც თითო-ოროლა შენი გულშემატკივრის შეძახილი ყველაზე ხმამაღალ რამედ მოგეჩვენება დედამიწის ზურგზე და არც ერთი ასეთი ადამიანის სხეულს ელექტოდივით არ დაივლის გადაჭედილი ტრიბუნებიდან ქარიშხალივით ამოვარდნილი შეძახილები.
რაგბის თავისი სპეციფიური, განუმეორებელი გემო აქვს და საკმარისია ერთხელ შეიგრძნო, რომ მორჩა, სამუდამოდ ჩარჩები ამ ოფლით, ტალახით, სიხარულით და იმედგაცრუებით სავსე სამყაროში.
მამუკა ამ სამყაროში უცნაური გზით არის მოსული, კალათბურთს თამაშობდა და არც თუ ისე ცუდად. ანუ ის არ ყოფილა, აქ არ ვვარგივარ და აბა სხვაგან ვცდი ბედსო.
_ არა უბრალოდ, მაშინ რეგბი პოპულარული გახდა, ეროვნული ნაკრები თამაშებს იგებდა და რაღაცნაირად უფრო ჩამიჯდა ეს თამაში, ჩემ ხასიათთან ბევრად უფრ ახლოს იყო, _ მეუბნება ყვითელ კედელს თავმიყრდნობილი, ორი დღით ადრე რუსეთის მატჩამდე. შევარდენის სარაგბო ბაზის სასტუმროში ვართ, მეორე სართულზე, ტყავის შავ სავარძლებში ვსხედვართ. _ გია ლაბაძემ (ცნობილი ქართველი მორაგბე და ეროვნული ნაკრების კაპიტანი) მიმიყვანა ლელოში, ლევან მაისაშვილთან და მაქედან დაიწყო, ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებებში მოვხვდი. მერე ეროვნულშიც დამიძახეს, და ბოლოს მამუკა მაგრაქველიძემ, კირვანამ, მონპელიეში გამიკეთა მოწვევა სადაც ორი წელი ვითამაშე ესპუარებში, ჩვენებურად დუბლებში და შემდეგ ორ წლიან პროფესიულ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელიც მერე კიდევ სამი წლით გავაგრძელე.
პროფესიული სპორტი მურტალი რამეა, ნიჭთან ერთად აუცილებელია შრომისმოყვარეობა, რომელსაც ზოგერთი მწვრთნელი უმთავრს ნიჭად თვლის, არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცა ძალიან მაგარმა თქვა: ნიჭი შრომისმოყვარეობის გარეშე ფეერვერკს გავს გაანათებს და ჩაქრებაო.
მამუკამ პირველ წელს სულ შვიდი თამაში ითამაშა, მწვრთნელი არ მენდობოდაო, მერე ტრავმა მიიღო.
_ ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული, წმვრთნელი ან მაღლა აგიყვანს ან დაგახრჩობს.
_ და შენთან რომელმა მწვრთნელმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი? _ ვეკითხები მე.
_ გალწიემ! _ მპასუხობს მაშინვე, _ მაგან მომცა მწვანე შუქი და დღემდე ეგრე აგრძელებს.
და მამუკაც ათამაშდა, მეტსახელი გორგოძილაც დაირტყა, მსოფლიო ვარკსვლავადაც იქცა და წინა წელის საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე რაგბისტებში ჩატარებულ გამოკითხვაში: ყველაზე აგრესიული მოთამაშე, მეორე ადგილი დაიკავა კანადელი კუდმორის შემდეგ.
_ ბინძური კი არა აგრესიული, _ მიხსნის მამუკა და მართალია, რადგან გაბრაზებული და სხვაზე გაწეული ხშირად მინახავს, აი, რაქში რომ ვინმესთვის ჩუმად ჩაერტყას კი არასდროს, _ მე თვითონ არ ვიწყებ პირველი, მაგრამ თუ ის მეუხეშა არ გავუტარებ, ეგეც ხასიათის ბრალია.
ხშირად აგდებდნენ ჩხუბისთვის, ყვითელ ბარათებს იღებდა, დისკვალიფიკაციები ჰქონდა. ეხლა აშკარად ჩანს რომ საკუთარ თავს, თოკავს.
_ ალბათ, ადრე გუნდისთვის ნაკლებად საჭირო მოთამაშე ვიყავი და იმიტომ, ეხლა კი ვხვდები, ჩემი გაგდებით კაცნაკლულს დავტოვებ, თანაც საფრანგეთში უკვე იციან რომ არ დავუთმობ და აღარ მეუხეშებიან, წამოკიდებასაც აღარ ცდილობენ.
ვის თამაშს შეიძლება შეადარო მამუკას თამაში? აგრესიული, ძალისმიერი, ხისტი. ტუილაგები! მახსენდება ეგრევე სამი სამოელი ძმა. უფროსი ჰენრი, ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი რაგბისტია დედამიწის ზურგზე და საფრანგეთის ჩემპინატში თამაშობს, ბასკურ "პერპინანში", უმცოროსი ძმები _ ალესია და მანუ კი ინგლისში. არ მიყვარს ინგლისელი ტუილაგები, გასნაკუთრებით ალესია, საკუთარი არაადამიანური ფიზიკური ძალით რომ ტკბება ხოლმე, დაეჯახება ვინმეს, დააგდებს და სახეზე ნასიამოვნები ღიმილი გადაურბენს, ხანდახან მივა
და ირონიულად გადაუსმამს თავზე ხელს თითქოს ეკითხებია: როგორა ხარ პატარა ბიჭოო?
მამუკაზე იგივე არ შემიმჩნევია.
_ არა, ჰენრიმ ეგეთი რამეები არ იცის, მაგარი დასტოინი კაცია, სხვათაშორის ეგ არც ქართველებს არ გვაქვს, ეხლა ისე არ გამომივიდეს ,არიქა, ჩვენ ვართ რაც
ვართო, არა, ყველგან არის ცუდი და კარგი, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დაცინვა არ იციან და ეგ კარგია, სწორედ უნდა მიუდგე, შენც რეგბისტი ხარ და ხვალ შეიძლება შენ დაგაგდონ.
_ თვითონ თუ გყავს ან გყავდა საყვარელი რეგბისტი? ვინმე ისეთი ვისაც ბაძავდი ან ბაძავ?
ცოტა ხანი ფიქრობს.
_ არა, მგონი არასოდეს, ყოველთვის ისე ვთამაშობდი როგორც გულიდან მომდიოდა და ეგეთი არავინ მყოლია და რომც მყოლოდა ისეთ ბოღმა ვარ მაგ ამბავში, მაინც არ ვიტყოდი.
ორივეს გვეცინება.
_ მაშინ ვისთან გაინტერსებს თამაში, ძლიერ მოწინააღმდეგეს ვგულისხობ, არის ეგეთი მოთამაშე?
ერთი სულელური ფილმია, სახელიც არ მახსოვს, მთელი ჰოლივუდია ჩაყრილი შიგნით: ლეონარდო დიკაპრიო, რასელ ქროუ, ჯიმ ჰეკმანი, შერონ სტოუნი, დუელების ჩემპიონატი ტარდება, სუ დუელები მიდის და ამ უცნაური ჩემპიონატის ფინალში რასელ ქროუ, ყოფილი ყაჩაღი და ახლა კი მღვდელი, მისი ბანდს ძველი მეთაურს ჯიმ ჰეკმანს ხვდება, დგანან ველური დასავლეთის ხის ერთქუჩიანი ქალაქის მტვრიან ცენტრში ერთმანეთის პირისპირ და ჰეკმანი ეუბნება: არასოდეს არავისი შემშინებია, აი შენი კი ცოტა მეშინია და ვგიჟდები ისე მომწონს ეს გრძნობაო.
_ არა არც ეგეთი ვინმეა ამოჩემებული რომ მყავდეს, _ იძახის მამუკა, _ უბრალოდ ყოველთვის ვცდილობ ჩემს წინ მდგომს ვაჯობო, იმაზე კარგად ვითამაშო.
მამუკას ვარჯიშები არ მქონდა ნანახი.
_ სულ ეგრე ხარ?
_ დედას ვფიცავარ, სხვანაირად არ შემიძლია, ყველაფერი გულთან მიმაქვს. სადაც ვარ იქ ვარ და ვარ ბოლომდე, არა აქვს ამას მნიშვნელობა საქართველოა თუ მონპელიე. ამის გამო ხშირად ვფქირობ ზედმეტი არ მომივიდეს, მგონია რო არ მომდის, მაგრამ ბიჭებს მაინც ვუბოდიშებ ხოლმე.
საქართველოში მამუკა გორგოძე ყველამ იცის და ეს მისი თამაშიდან გამომდინარეა, რომელიც ძალიან იოლი გასაგებია რიგითი გულშემატკივრისთვის _ აიღე და წადი წინ, ჯერ მარტო ის მომენტი რად ღირს ესპანელს ბურთთან ერთად შემთხვევით მაისური რომ გადააძრო, ბურთი იმ მაისურში გაეხვია და თამაშიც ამ უცნაური თეთრი დროშით გაგრძელდა ცოტა ხანი. მაგრამ რაგბის მცოდნეები მამუკას თამაშში უამრავ ცვილელბას ხედავენ და ეს ცვლილებები სულ უფრო და უფრო თვალსაჩინოა, პასი, ფიქრი, შებიჭილიდან ბურთის თანაგუნდელისთვის გადაწოდება.
_ კი, ეგრა თუმცა ძაან არასოდეს გავტეხნარდები, ზოგი მოთამაშე ფიქრობს ზევით ავედიო და ზედმეტი მოსდის. მე რითაც მოვიპოვე ჩემი სახელი, აგრესიული თამაშით, იმას ვითამაშებ სულ, რეგბი აგრესიაა! ჯახს თუ დაკარგავ დაგერხევა. დავინახავ რო პასი უნდა მივცე, მივცემ, მაგრამ თუ დასაჯახებელია აუცილებლად დავეჯახები!
თუმცა თამაშის სტილის ცვლა ბუნებრივი პროცესია პროფესიულ სპორტში და ამას მარტივი მიზეზი აქვს, სანამ ახალი ხარ და არავინ გიცნობს არც შენი მინუსების და პლიუსების შესახებ აქვთ წარმოდგენა და ცოტა ზერელედ გეკიდებიან, როგორც ახლადმოსულს, გამოუცდელს, მაგრამ როგორც კი ხვდებიან რომ მაგარი ხარ, თამაში რთულდება და ზუსტად მანდ, როდესაც ორ ან სამ გამოცდილ, შებოჭვებში და რაქებში სახედაჭყლეტილ, ტკივილის გრძნობა გამქრალ დაგვაჯულ ბულდოგს მოგიჩენენ, გამოჩნდება შენი ნამდვილი ფასი.
_ ეგრეა, _ მეთანხმება მამუკა.
ჩვენთან პროფესიული სპორტი უფრო დიდ ხელფასთან, ლამაზ ქალებთან, კარგ მანქანებთან, ძვირადღირებულ წვეულებებთან ასოცირდება, ვირული შრომა კი რომელიც მუდმივად თან ახლავს ამ პროცესს ყველას გვავიწყდება.
არა და ძალიან რთულია _ ორჯერადი და სამჯერადი ვარჯიშები, სპორტული დიეტა და სპორტული დამატებები, რეჟმი, გრძელი და მომქანცველი სეზონი, იშვიათ კადრებად ნანახი ოჯახი. ბევრი ვერ უძლებს ამას. შეიძლება ამიტომაც სვამენ პროფესიონალი სპორცმენები ასე ხშირად.
_ მოსდის ბევრს, _ ამბობს მამუკა, _ აქ რაც არ არის, იქ არის, მაგრამ უნდა იცოდე და გახსოვდეს რომ სპორტში ხარ, ეხლა რობოტი კი არ უნდა იყო, არა ცოტ-ცოტა განმუხტვაც აუცილებელია, მაგრამ გაჩერება უნდა იცოდე. თამაშის წინ ხანდახან მაღაზიაში არ გავდივარ, არასოდეს არ უნდა მოეშვა, სახელის მოპოვება ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი.
თუმცა მარადიული არაფერია.
_ ხო, ეგ არი. იცი, მაგრად ვნერვიულობ მაგაზე სუ, რო, აი, როგორც შემეძლო ისე ვეღარ ვვარჯიშობ, 45 თამაშია სეზონში, ტანი სულ დალურჯებული გაქვს, ხვდები რო სხეულს აღარ შეუძლია, შენ კიდე ზიხარ და საკუთარ თავს აჯერებ, არა შენ არ ხარ დაღლილი, მიდი! მიდი! გინდა რომ იმ დიდ წონებს ეჭიდავო როგორც ადრე, ძნელია, მაგრამ მაგის გარეშე არ გამოდის სანამ თამაშობ უნდა იყო მაგრად!
_ რასი გაუმჯობესება გინდა თამაშში, ანუ რაზე გაქვს სამუშაო?
_ რავი, რაღაც საფეხური გავიარე, თუმცა წინ კიდევ ბევრი დარჩა ადრე უფრო ისე იყო რო ლელოზე ვთამაშობდი, ეხლა ჩემთვის მთავარი გუნდია, ისე კი არა რო თუ ლელოს გატანის შანსი მომეცა პასს მივცემ, არა, მაგრამ პირველი გუნდია!
_ ქართველი ბიჭები ძალიან ხშირად მიგყავს საფრანგეთში. _ ვეუბნები მე.
_ მაგაზე კარგს რას გავაკეთებ, _ ეღიმება მამუკას, _ ხო უნდა გახსოვდეს აქ რო იყავი როგორ გინდოდა წასვლა და თან მაგრად ასწორებს რო მოიხედავ და რაღაც გაქ გაკეთებული.
_ მონპელიე როგორია? ალბათ ძააან სარაგბო ქალაქია, არა?
_ არ არი მაინცდამაინც, მაგრამ ჩვენმა თაობამ: ტრენდუკი, ოვერდრაგო, ტომა, მე, უფრო წამოვიღეთ რეგბი, ბალეშიკებიც გვყავს, ვუყვარვართ, სტადიონი ივსება.
ვუსმენ და ვხვდები რომ ამ სიტყვა "ჩვენში" უამრავი რამეა: ის რომ მამუკა იქ უცხო აღარ არის და მონპელიეს ვარსკვლავები, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები "ეს თაობა" კი არა, უკვე მისი თაობაა, რომ მონპელიე მისი გუნდია, რომელშიც მამუკა დიდი მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ისიც ვიცი რომ ძალიან უყვართ გულშემატკივრებს, რადგან მამუკა იმედია, კაცია რომელიც გუნდს დაიცავს, არ გაჩერდება და არაფერზე დაიხევს უკან.
უცებ მახსენდება რომ მამუკას სახლი, საფრანგეთში მონპელიეს სტადიონის გვერდითაა და პირდაპირ ტრიბუნებს გადაყურებს, ამიტომ ვეკითხები.
_ საფრანგეთში აპირებ დარჩენას?
_ არა, _ მპასუხებს ეგრევე, მაგრამ მერე აყოლებს _ თუ არ მომიწია.
_ მოგიწია ანუ მწვრთნელობის პონტში თუ... _ ვიწყებ მე.
_ არა, ბავშვები, _ მაწყვეტინებს მამუკა.
_ ქართული იციან?
_ კი, მეუღლე ქართველია, სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობთ, მულტფილმები, ეგეთი რამეები ქართული მიმაქვს, მაგრამ დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე სულ ფრანგებში არიან, მე კიდევ ერთი შვიდი-რვა წელი კიდევ ვაპირებ თამაშს და ნაღდად არ ვიცი როგორ და რა იქნება, _ ამბობს მამუკა და გვერდზე იუყრება.
_ სახლში როგორ ხვდებიან ამ ამბავს?
_ მამაჩემი ემოციური კაცია, _ სხვა თემაზე გადააქვს ლაპარაკი მამუკას, _ რო შევდივარ ყველგან ჩემი სურთები უკიდია, გაზეთებიდან ჭრის სტატიებს და წიგნად აწყობს, მე ჯუჯღუნა ვარ, ვეუბნები რას აგროვებ, ბოლოს ეხლა რო ვიყავი იმდენი იყო, ვეღარ მოვითმინე და მეთქი რაღად გინდა შპალიერი, ჩამოხიე და გაუშვი სურათები-თქო. მარა რა უნდა ვუთხრა, ისედაც წელიწადში სულ რამდენიმეჯრე მხედავს და უხარია რასაც აკეთებს.
_ საქართველოს ნარკებზე რას იტყვი? _ ისევ რაგბის ვუბრუნდები მე.
_ ყველფერი ნორმალურადაა, ახალი მწვრთნელები გვყავს და მუშაობენ, ნაკრებს პროგრესი ეტყობა, მთავარი კიდევ მეგობრობა და ერთად ყოფნა გუნდში არის და ვნახოთ.
_ რეგბის მერე რას აპირებ?
_ არა, _ მეუბნება მამუკა და თავა აქენვს, _ რეგბი პირველ ადგილზეა და იქნება სანამ ვითამაშებ, დანარჩენს კი მოვასწრებ!
აი, ეგეთია მამუკა გორგოძე _ პირდაპირი, ფიცხი, გულიანი, რაგბით მოწამლული, ზოგმა შეიძლება ჩათვალოს რომ რთული, მაგრამ რომელი ნიჭიერი კაცია იოლი!
2012
და ამ კაცმა სანაკრებო კარიერა დაასრულა _ მადლობა კაპიტანო!
2017
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9409
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 11 May 2017, 19:51  #50544504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
NAPSTER
wink.gif
ავტორი ქვევითაც მიგეწერა smile.gif
BEERTRANCE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 767
წევრი No.: 207718
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 11 May 2017, 21:50  #50545339      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რო იფიქრებ ღრუზლანდიამ მეტი რითი უნდა გაგაკვირვოს და მაინც არ გაუჭირდება.


--------------------
უყურე სპორტს (პირველ რიგში რაგბს), უსმინე ტრანსს (პირველ რიგში PVD და AVB) და დააგემოვნე ლუდი (პირველ რიგში Weihenstephan & Andechs)
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2388
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 14:24  #52101777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტრავმის გამო ბოლო საშინაო მატჩი (რუმინეთთან) მოგებულად რომ წასულიყო - გადაიდო და...
ბოლო მატჩი რო რამე ფიჯისთან არა? boli.gif


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3636
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 15:30  #52102144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gio_G83
გამოვიდეს იტალიასთან, მაგ თამაშის წამოღება უფრო რეალურია ვიდრე ფიჯის. თან კუდამოძუებულ პარისეს გვანახებდა)) არაა ხშირი ეგეთი სანახაობა))
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6119
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 18:36  #52103175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იტალიასთან დაასრულებს IMHO !!!
ასეა ეს ამბავი !
barcabarcabarca
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1785
წევრი No.: 145791
რეგისტრ.: 31-March 12

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 19:27  #52103374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Q10
იდეაში თბილისური მატჩი არ უნდა იყოს გაცილებისთვის?


--------------------
"ახლა მთავარია, რომ დარჩენილი თამაშები მომდევნო შესარჩევისთვის გამოვიყენოთ"
dendo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1039
წევრი No.: 238165
რეგისტრ.: 18-November 17

გამოგზავნილია: 23 Mar 2018, 14:59  #52404553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
madloba kapitans imedia misi shemcvleli male gamichndeba
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) « პირველი ... 6 7 [8]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0379 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]