forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (32) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 6 ერის ჩემპიონატი 2018
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9365
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 13:02  #52101291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
enorme
QUOTE
მგონია რო მაინც მოუგებს უელსი სკოტებს.

ამ შემადგენლობების გათვალისწინებით მემგონი სკოტები აჯობებენ smile.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 13:45  #52101539      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

რეკორდი გაუმჯობესდებაო

"ექვსი ერის" წარდგენაზე მწვრთნელებმა
ტრადიციულად იქილიკეს და ერთმანეთსაც მოუსინჯეს კბილი


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))

შარშან (2017) >> სჯობს გვიანო
http://ovaluri.comxa.com/2017/R2/01_6N0.htm

შარშან’წინ (2016) >> არავის მივიღებთო!
http://ovaluri.comxa.com/2016/Q2/04_6N0+REC0.htm

შარშან’წინის’წინ (2015) >> ახალი თასი და ბრენდიც
http://ovaluri.comxa.com/2015/P2/04_6N0+REC0.htm

შარშან’წინის’წინის’წინ (2014) >> წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც
http://ovaluri.comxa.com/2014/O1/31_ENC-6N_prv.htm

შარშან’წინის’წინის’წინის’წინ (2013) >> გაღმერთებული და უჩინარი
http://ovaluri.comxa.com/2013/N1/30_ENC-6N.htm

ვიკი’პედიის სათვალავით, წლევანდელი ტურნირი დასაბამიდან (1883) 124-ეა! მისი საათობრივი განრიგი შარშან’ვე, 16 მაისს გამოქვეყნდა
https://en.wikipedia.org/wiki/2018_Six_Nations_Championship

მერე და მერე შეიცვლა მოსახელე სპონსორი: აქამდელმა პატრონმა, "შოტლანდიის სამეფო ბანკმა" (არ’ბი’ეს) ეს "უაღრესად საპატიო მისია" თავისსავე ფილიალს, "ნეთ ვესთ"ს გადააბარა. ჰოდა, ლოგოც ოდნავ გადა’სხვა’ფერდა

წარდგენა პირველ მატჩამდე 10 დღით ადრე, ოთხშაბათს (24/01) მოეწყო ლონდონში, "სიონ პარქ ჰილთონ"ში. ფოტო’სესიაზე კაპიტნებმა სურათი ჩარჩოსთან გადაიღეს – მაგრამ არა გვგონია, ეს "საბჭოურ ქურდულ მენტალიტეტ"თან ზიარების ბრალი იყოს

ტურნირის საითმა მუქთი ფოტო’პაკეტი რომ "დადო", გაირკვა, რომ იტალიის გარდა, ყველა კაპიტანსა და მწვრთნელს წაეკოხტავა თასით, მაგრამ ეგეც ალბათ "ადამიანური შეცდომის" ბრალია და არამც და არამც არაა იმის ნიშანი, რომ "აძურს" გარიცხვას უპირებენ ზვიადი მამები

სტატისტიკას ჩავხედოთ

ამათ აქესა და ადიდეს "პროდუქტი". "6 ერის" თავ’მჯდომარემ – პეთ ვილანმა შენიშნა, რომ შარშან რეკორდი დამყარდა ტელე’სივრცესა და ციფრულ პლატფორმებზე, წლეულს კი ეს შედეგებიც გაუმჯობესდება, რაკი დასი უაღრესად თანაბარია და სეირი უფრო დაძაბული გამოვა

ჩვენმა გულითადმა "მეგობარმა" და "რაგბის უდიადესი შეჯიბრების" სიწმინდის თავ’გამოდებულმა გუშაგმა, ჯონ ფიანმა დაიტრაბახა, რომ შარშანდელმა ექსპერიმენტმა – ბონუსის შემოღებამ გაამართლა

სიახლე ელიტას თურმე სამი წელი უნდა ეცადა, მაგრამ პირველსავე სეზონში ისე მოუხდა შოუს, რომ ახლავე, უყოყმანოდ გაუგრძელეს ვადა. არადა, შარშანაც შევნიშნეთ, რომ "6 ერის" ბონუსური სისტემა ყავლ’გასულია, ხოლო ლელოიანობის დინამიკის გასარკვევად გვიჯობს, უტყუარ სტატისტიკას ჩვენ’ვე ჩავხედოთ:

2012 – 46 ლელო, 2013 – 37 * იკლო,
2014 – 61, 2015 – 62, 2016 – 71 * მატულობდა,
შემოიღეს ბონუსი და 2017 – 66 * ისევ იკლო!

აუტ’საიდერები ვართო

მამებს განრიგს რომ ტელევიზია კარნახობთ, ეგ არ’ახალია! წელსაც ყველაფერი მისხალ-მისხალ რომაა გათვლილი, ბოლო რაუნდში – ირლანდიის მფარველი წმინდანის, პათრიქის დღეს – "სამყურები" თვიქნემში ეახლებიან ბოლო ორი წლის ფალავან ინგლისს

ამისი ავსტრალიელი გურუ, ედი ჯოუნზი [22 მოგება 23 ტესტში] თვალთ’მაქცობს, ერთი "სარასენსი"ღა [ლონდონის კლუბი] გავიდა "ჩემპიონთა თასის" პლეი’ოფში; ტრავმებიც მოგვეძალა და ვეღარც შნოიანად ვრაგბობთ, ანუ აუტ’საიდერები ვართო!

"ცბიერი ედის" ოინებისა, რა თქმა უნდა, არავის სჯერა. "ვარდებს" მართლაც აკლიათ ბილი ვუნიპოლა, ნეითან ჰიუზი, ჯეიმზ ჰასქელი, ელიოთ დეილი, ჯექ ნოული და ჰენრი სლეიდი, მაგრამ იმოტოლა რეზერვი ჰყავთ, რომ დანაკლისზე მათი წუწუნი სასაცილოა

აკი ამხელს კოლეგას ირლანდიის კივი მოძღვარი ჯო შმიდტი, ედი პრემიერ’შიპის 12 გუნდიდან ადგენს "ვარდებს", მე კი 4 ფრანჩაიზით მიწევს შემოფარგვლაო

35 მილიონ ევროდ

მიუხედავად არჩევანის ფარდობითი სიმწირისა, ირლანდია მაინც სასწაულად გაწონასწორებული გუნდია. "სამყურები" მოისაკლისებენ ჯემი ჰიზლიპს, შონ ო’ბრაიენს, დეივ ქილქოინსა და ჯარედ პეინს, მაგრამ სხავაფრივ არაფერი უჭირთ

მათი პირველი მეტოქე აჭრილი და გავერანებული საფრანგეთია. ამისმა პრეზიდენტმა, ბერნარ ლაპორტმა მწვრთნელობიდან ზედ შობაზე (!) გადააყენა 63 წლის ტულუზელი გი ნოვეს’ი და ნაკრები მისსავე კბილას, იტალიის შეფად ნამუშევარ (2011-16) ჟაკ ბრიუნელს გადააბარა

დაწინაურებულმა 9 ნომრად უმალ იხმო ბებერი კლერმონელი მორგან პარა, მაგრამ ეს "ჩემპიონთა თასზე" დაიმტვრა, თავად ლაპორტს კი პოლიციამ გაუჩხრიკა მარკუსის ოფისი, რათა მონპელიეს პატრონ მოედ ალტრად’თან უკანონო ბიზნეს’კავშირების სამხილი ეპოვა

ლაპორტმა ტენდერის ერთადერთ მონაწილეს – ალტრადს 35 მილიონ ევროდ 5 წლით მიჰყიდა ნაკრების კვართზე წარწერის უფლება, თავად კი "წესრიგის კომიტეტს" ალტრადის’ვე კლუბის – მონპელიესთვის შეამცირებინა ფულადი ჯარიმა

ლაზარეთი დაუხვდა

უელსს სრულიად ბრიტანეთის "ლომებიდან" დაუბრუნდა კივი დამრიგებელი ვორენ გეთლენდი და იქადნება, საქმე მომენატრა და გვიფრთხილდითო, მაგრამ ნაკრების ნაცვლად ლაზარეთი დაუხვდა:

დაშავდნენ დენ ბიგარი, რის პრისთლენდი, რის ვები, ჯონათან დევისი, სემ ვორბერთონი, დენ ლიდიეთი და ტაულუპე ფალეტაუ, ლიამ ვილიამსს კი კლუბმა – ლონდონის "სარასენსმა" დროზე არ გაუკეთა ოპერაცია, ათამაშა და ტრავმა გაურთულა

შარშან სრულიად რაგბეთი აალაპარაკა შოტლანდიამ, ვინაც ბოლო – 1999 წლის "ხუთი ერის" ჩემპიონია. ნაკრებს იმ გუნდის მოთამაშე, გრეგორ თაუნსენდი უნარიანად წვრთნის

ბიჭები ამბობენ, ყველა ვარჯიშზე სიახლე გვატყდება თავსო, თავად გურუ კი შეამხანაგებია "მანჩესთერ სითის" კატალან მოძღვარს – პეპ გვარდიოლას, ვისაც თურმე რაგბიც ჰყვარებია და "დიდ თამაშს არ ტოვებს"


user posted image


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2181
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 13:51  #52101582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
უელსი სკოტებს


მე ვუსმენ ცხარე წიწაკებს


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4719
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:56  #52104150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ რაგბი TV-მ დაადასტურა 6 ერის ჩვენება sa.gif
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2181
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 23:51  #52104876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გილოცავთ რაგბი TV-მ დაადასტურა 6 ერის ჩვენება


ხარისხი დაგვაწყეტს ნერებს
Qolga
შეზარხოშებული


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 767
წევრი No.: 62698
რეგისტრ.: 29-May 08

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 00:01  #52104964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი ტურის ლაინაფები სად ვნახო? გადავქექე ნეტი და ყველგან სხვადასხვა ვერსიებია. ოფიციალურ საიტზე არ აქვთ :/

This post has been edited by Qolga on 2 Feb 2018, 00:03
Alex-musi
რაგბი ჩვენი არსობისა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 173
წევრი No.: 232276
რეგისტრ.: 24-May 17

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 00:14  #52105055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა თქვენი პროგნოზები.
უელსი შოტლანდია მაინც უელსი
საფრანგეთი წააგებს ირლანდიასთან
იტალია ინგლისი გასაგებია ისეაც smile.gif
Qolga
შეზარხოშებული


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 767
წევრი No.: 62698
რეგისტრ.: 29-May 08

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 01:42  #52105526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შოტლანდია 5 ქულით
ირლანდია 7-10 ქულით
ინგლისი +15
otia-83
ლევან ოტიაშვილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5588
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 08:57  #52105997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ინგლისი +15

უფრო +18

იტალიელების ოსტატს თუ რამე ახალი ჯადოსნობა არ აქვს გამოგონილი.

თან ინგლისელებს შარშანდელი ბრიყვული წყენაც ახსოვთ smile.gif


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4719
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 09:20  #52106026      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Gio_G83 @ 1 Feb 2018, 23:51 )
QUOTE
გილოცავთ რაგბი TV-მ დაადასტურა 6 ერის ჩვენება


ხარისხი დაგვაწყეტს ნერებს

არამგონია იქედანაც სტრიმინგი აწარმოონ lol.gif

თუ იყიდეს უფლება “ზნაჩიტ” ხარისხიც უნდა იყოს.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 12:05  #52106671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Qolga

კვირის თამაშის ჯერ ადრეა -- დღეს საღამოს შვიდამდეა მამ’ლაინი

წესით, პლანეტმა უნდა გააკეთოს ერთიანი ფაილი --
სამივე წყვილისა http://www.planetrugby.com/news/
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2181
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 13:25  #52107123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაინც უელსი

- არანაირად ასე ერთმნიშვნელოვნად

დანარჩენი ორი უფრო ნათელია
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15444
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 20:12  #52109361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Qolga
მთისა და მუჰამედის ამბავში – ჩვენვე შევაკოწიწოთ პლანეტის მასალებით


*** შაბ 3\02 @ 18.15 საქ

http://www.vipbox.st/rugby/545905/2/wales-...eam-online.html

Wales: 15 Leigh Halfpenny, 14 Josh Adams, 13 Scott Williams, 12 Hadleigh Parkes, 11 Steff Evans, 10 Rhys Patchell, 9 Gareth Davies,
8 Ross Moriarty, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Cory Hill, 3 Samson Lee, 2 Ken Owens, 1 Rob Evans
16 Elliot Dee, 17 Wyn Jones, 18 Tomas Francis, 19 Bradley Davies, 20 Justin Tipuric, 21 Aled Davies, 22 Gareth Anscombe, 23 Owen Watkin

Scotland: 15 Stuart Hogg, 14 Tommy Seymour, 13 Chris Harris, 12 Huw Jones, 11 Byron McGuigan, 10 Finn Russell, 9 Ali Price,
8 Cornell du Preez, 7 Hamish Watson, 6 John Barclay ©, 5 Jonny Gray, 4 Ben Toolis, 3 Jon Welsh, 2 Stuart McInally, 1 Gordon Reid
16 Scott Lawson, 17 Jamie Bhatti, 18 Murray McCallum, 19 Grant Gilchrist, 20 Ryan Wilson, 21 Greig Laidlaw, 22 Pete Horne, 23 Sean Maitland

კარდიფ = Principality Stadium = ჭერქვეშ!

Referee: Pascal Gauzere (France) გაიუზერ
AssRefs: Romain Poite (France), Matthew Carley (England)
TMO: David Grashoff ინგ


*** შაბ 3\02 @ 20.45 საქ

http://www.vipbox.st/rugby/545907/2/france...eam-online.html

France: 15 Geoffrey Palis, 14 Teddy Thomas, 13 Remi Lamerat, 12 Henry Chavancy, 11 Virimi Vakatawa, 10 Matthieu Jalibert, 9 Maxime Machenaud,
8 Kevin Gourdon, 7 Yacouba Camara, 6 Wenceslas Lauret, 5 Sebastien Vahaamahina, 4 Arthur Iturria, 3 Rabah Slimani, 2 Guilhem Guirado ©, 1 Jefferson Poirot
16 Adrien Pelissie, 17 Dany Priso, 18 Cedate Gomes Sa, 19 Paul Gabrillagues, 20 Marco Tauleigne, 21 Antoine Dupont, 22 Anthony Belleau, 23 Benjamin Fall

Ireland: 15 Rob Kearney, 14 Keith Earls, 13 Robbie Henshaw, 12 Bundee Aki, 11 Jacob Stockdale, 10 Johnny Sexton, 9 Conor Murray,
8 CJ Stander, 7 Josh van der Flier, 6 Peter O’Mahony, 5 James Ryan, 4 Iain Henderson, 3 Tadhg Furlong, 2 Rory Best, 1 Cian Healy
16 Sean Cronin, 17 Jack McGrath, 18 John Ryan, 19 Devin Toner, 20 Dan Leavy, 21 Luke McGrath, 22 Joey Carbery, 23 Fergus McFadden

სან დენი = Stade de France, Paris

Referee: Nigel Owens (Wales)
AssRef: Wayne Barnes (England), Paul Williams (New Zealand)
TMO: Rowan Kitt (England)


*** კვი 4\02 @ 19.00 საქ

http://www.vipbox.st/rugby/545908/2/italy-...eam-online.html

Italy: 15 Matteo Minozzi, 14 Tommaso Benvenuti, 13 Tommaso Boni, 12 Tommaso Castello, 11 Mattia Bellini, 10 Tommaso Allan, 9 Marcello Violi,
8 Sergio Parisse ©, 7 Renato Giammarioli, 6 Sebastian Negri, 5 Dean Budd, 4 Alessandro Zanni, 3 Simone Ferrari, 2 Leonardo Ghiraldini გირალდინი, 1 Andrea Lovotti
16 Luca Bigi, 17 Nicola Quaglio, 18 Tiziano Pasquali, 19 George Biagi, 20 Maxime Mbanda’, 21 Edoardo Gori, 22 Carlo Canna, 23 Jayden Hayward

England: 15 Mike Brown, 14 Anthony Watson, 13 Ben Te’o, 12 Owen Farrell, 11 Jonny May, 10 George Ford, 9 Ben Youngs,
8 Sam Simmonds, 7 Chris Robshaw, 6 Courtney Lawes, 5 Maro Itoje, 4 Joe Launchbury, 3 Dan Cole, 2 Dylan Hartley ©, 1 Mako Vunipola
16 Jamie George, 17 Alec Hepburn, 18 Harry Williams, 19 George Kruis, 20 Sam Underhill, 21 Danny Care, 22 Jonathan Joseph, 23 Jack Nowell

რომა = Venue: Stadio Olimpico

Referee: Mathieu Raynal (France)
AssRef: Jérôme Garcès (France), Nic Berry (Australia)
TMO: Glenn Newman (New Zealand)

@
Booom
Cleverly Disguised As A Responsible Adult


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1836
წევრი No.: 107903
რეგისტრ.: 29-December 09

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 21:08  #52109607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
20 წლამდელების თამაშის ლინკები არ მოიპოვება ხო? sad.gif
მოგვცენ ეგეც ავჭალაში ჩავატაროთ biggrin.gif
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1319
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 22:22  #52110004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
20 წლამდელები იტალია - ინგლისი პირდაპირ ეთერში: https://www.facebook.com/Federugby/videos/1846792278665132/
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (32) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0305 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]