forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (19) « პირველი ... 17 18 [19]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რეჩ 2018 პირველი მატჩი: საქართველო-ბელგია!, ქუთაისი,აია არენა! 10 თებერვალი 14:00
ferrari1000
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 329
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 14:11  #52168170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მათიაშვილი, მოდებაძე და კოშაძე რომ ვერ არიან ძალიან საწყენია, ბევრს მიიღებდნენ ამ ვარჯიშიდან (აბჟანდაძესაც წაიყვანდა კაცი smile.gif) )
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2396
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 14:27  #52168290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ბევრს მიიღებდნენ ამ ვარჯიშიდან


ფოტოებზე თუ დააკვირდი(თ)
სპანდერაშვილის გარდა ისევ იყო ლიპარტელიანი და აფციაური და ახალი სახეც - თუ არ მეშლება ცხადაძე (U20 2017)


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
otokarcobra
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6762
წევრი No.: 84489
რეგისტრ.: 12-February 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 17:25  #52169381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S
QUOTE
ანუ ბელგიასთან 23 კაციდან არ წაიყვანეს: ჭყოი, მატარაძე და შენგელია

ჭყოიძე ისე დიდი არაფერი თითქოს, რამე განსაკუთრებული მე ვერ დავინახე. ჩვეულებრივი საშუალო დონეა, დიდი 10-ის წარმოება.


--------------------
”ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან” (c) ილია

როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა (c) Qnet-ელი Woman777
ferrari1000
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 329
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 20:33  #52170606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Gio_G83 @ 12 Feb 2018, 14:27 )
QUOTE
ბევრს მიიღებდნენ ამ ვარჯიშიდან


ფოტოებზე თუ დააკვირდი(თ)
სპანდერაშვილის გარდა ისევ იყო ლიპარტელიანი და აფციაური და ახალი სახეც - თუ არ მეშლება ცხადაძე (U20 2017)

ცხადაძე არ ვიცი მაგრამ სპანდერაშვილი, ლიპარტელიანი, ხუროშვილი (3ივე არმაზი), ხაჭაპურა შევნიშნე თბილისის შეკრებაზე.
LAZY@2016
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 229379
რეგისტრ.: 20-February 17

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 20:58  #52170789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრუიძე არ დამევასა....კარგი რაგბისტია....მაგრამ ქუთაიში თამაშობ ნაკრებში შე ჩემის გადანგრეულო....მტელი სტადიონი აპლოდისმენტებს ურტყავს შებს შეცვლაზე და ამან პროსტა თმები გაისწორა......ეტყობა რანაირი როჟაც იქნება.....ჭვანია და ჭეიშვილი მაგარი პოზიტივი ტიპები არიან....პატივი მიაგეს ქომაგებს......


.........
KOKOITIDZE
merkava4


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1136
წევრი No.: 28046
რეგისტრ.: 9-January 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 22:18  #52171370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრუიძის თამაში არც მე მომეწონა. სამსოფლიო ჩემპიონატო მოთამაშედ ვერ აღვიქვამ. მასეთი გარემარბის იმედად მსოფლიოზე არ ვიცი. ფინტი და სისწრაფე ნოლი, თან რაღაცნაირი მანერა აქვს სირბილის, ძაან უცნაური. გეგონება ეს-ესაა უნდა დაეცესო.

This post has been edited by KOKOITIDZE on 12 Feb 2018, 22:22
GIORGI112
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1487
წევრი No.: 184001
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 23:49  #52172074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kvangel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3960
წევრი No.: 50511
რეგისტრ.: 2-January 08

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 09:17  #52173552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საკვირველია. სხვადასხვა თამაშს ხომ არ ვუყურეთ
ფრუიძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სწრაფად და ჭკვიანურად თამაშობდა. ყველა მისვლაზე გვარიან უპირატესობას აკეთებდა. ცენტრიდან რამდენჯერმე გაამწვავა.
ჩვენი გარემარბების სიმწირის ფონზე, ფრუიძის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება. თან ჯანში მომატებული აქვს. დაცვაში უფრო ენერგიულად თუ ათამაშდება, ძალიან კარგი ფრთა გვეყოლება

გელას და რეზის შეთამაშება და თამაშის მართვა მომეწონა. უფრო დიდ გუნდებთანაც თუ მოახერხეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი შემდგომი პროგრესისა, ეს იქნება. გელაში რაც მომეწონა, პასები დახვეწილი აქვს, აღარ ცდილობს ზედმეტ გამომგონებლობას, სწრაფად და საიმედოთ თამაშობს. ჩემი აზრით ვასკასთან უკვე ძალიან ახლოსაა.
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2396
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 13:27  #52174741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავწონე და დავწონე
რა სჯობია

ბელგიას მოუგო 0 ზე 50 ქულამდე გუნდით სადაც 5 ზე მეტი ძირითადის მოთამაშე არაა თუ
მოუგო ბელგიელებზე ან მათსავით მოყვარულ ფრიცებს 100 ქულამდე სრული საბრძოლო შემადგენლობით და ამავე დროს 10 ქულამდე მიიღო კიდეც...

ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15597
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 13:57  #52174950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მატიანეში შესატანად’ღა დაწერილი -- თავ’შეკავებული მიმოხილვა


user posted image

ზეიმი რიონის პირად

"ბორჯღალოსნებმა" სეზონის პირველ ევროპულ რკენაში, რიონის პირად, კი გააბურთავეს ბელგია,
მაგრამ რუმინეთმაც უსასტიკესად მოსრა უმწეო გერმანია და გალიდერდა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

ჩემპიონობა და "ანთიმოზის თასიც" შარშან, ფინიშზე, კარპატეთში დავტოვეთ. >> http://ovaluri.comxa.com/2017/R3/20_RE5-ROM.htm

რუმინეთს ორივე ჯილდო ფრიად უღირს, მაგრამ მსოფლიო თასის საგზური ჯერაც მოსაპოვებელი აქვს, ჩვენ კი იაპონიაში რაგბობა ჯერ კიდევ 2015 წელს, ინგლისში დავიბევეთ და დინჯად ვა’ახალგაზრდა’ვებთ გუნდს

ნაკრებს ქუთაისში 2005 წლის აქეთ აღარ ეთამაშა. >> http://ovaluri.comxa.com/GANZI/KA_Borjhalosnebi.htm#2005

კავშირი ბევრჯერ ეცადა რიონის პირად სტუმრის ჩაყვანას, მაგრამ ყველა შარზე იყო და თავსაც მარჯვედ იძვრენდა. ამასობაში დასავლეთშიც გაიმართა ინფრა’ სტრუქტურა, საერთაშორისო აეროპორტიც დაიტვირთა და პირველი მერცხალიც მოფრინდა – "ერთა თას"ყოფილის მაჩანჩალა ბელგია

30-ე კაპიტანი

ზეიმი შედგა: დარში, სავსე სტადიონზე, გავიტანეთ 7 ლელო, "შავი ეშმაკები" კი, 4 წლის წინდელისა არ იყოს, კავკასიიდან შინ ამჯერადაც ნულით მიბრუნდნენ. >> http://ovaluri.comxa.com/2014/O2/03_ENC1-BEL.htm

ჩვენ იმ რაზმიდან რვა’ღა ვათამაშეთ, ვეტერანი გიო ნემსაძე კი "ბორჯღალოსანთა" 30-ე კაპიტანი შეიქნა
>> http://ovaluri.comxa.com/GANZI/KA_Borjhalosnebi.htm#Captains

ახალ სტილში რაგბობის მდომებმა, დავიწყეთ კოხტად, კადნიერად და სულ ხელ’და’ხელ. 4’ წუთზე ავაცილეთ გასატანი ჯარიმა. მერე მამა’პაპურად – ძალით შევიტანეთ ორი ლელო. ამასობაში მეტოქეც დაიღალა. ჰოდა, ბურთაობამაც მოიტანა შედეგი, თუმც ეგეც ცხადი იყო, რომ დაზეპირებულ, ზედ’მეტად რთულ მოტივებს ვაფლავებდით

იქეთა ფრთაზე

საწყისი სამი ლელო შერკინების პირველმა ხაზმა დადო: ჩილაჩავამ და მამუკაშვილმა "აიღე და მიეძალე"თი, ხოლო ჟვანიამ – ფრთაზე, მეტობაზე, კაჭარავას ოფლოუდით * 21:0 @ 26’ (ჯ 5-0)

აქ ბელგასაც გაახსენდა ბურთაობა და სამ წუთში 23 ფაზა აკინძა, მაგრამ იოლად მოვიგერიეთ შტურმი, ხოლო იმათ გასატანი ჯარიმა დაა"ხაი"ეს
მეოთხე ლელო ტაიმის ბოლო შეტევაში გავიდა – ბელგიამ სამჯერ რომ იდედლა თავის ლელოსთან გამართულ შერკინებაში, ბურთიც დაკარგა და ჯინჭველაშვილმა იქეთა ფრთაზე გადაუკიდა წიკლაურს * 28:0

უნარი, ალღო, ზომიერება

მეორე ნახევარი იმით დაიწყო, რომ მამუკაშვილი სინბინში გაამწესეს მეტოქის ამოყირავებისთვის. ჯარიმათა ბალანსიც 5-4 გახდა, მაგრამ რომ დაგვიბრუნდა გაგდებული, უმალ გაიჯეჯილა კვესელაძემ და წიკლაურმა ფრუიძე დაგეზა * 33:0 @ 55’

საათის თავზე 9 ნომრად შემოვიდა ლობჟანიძე და რაქიდან ბურთის გამოტანა დააჩქარა. ამ დროს იყო, ხაზმა ზე’რაგბულად რომ სცადა თამაში, მაგრამ ბევრჯერ უღალატა უნარმა, ალღომ და ზომიერებამ

ორი ლელო მაინც გავიდა: მოლის შემდეგ ჯინჭველაშვილმა, კვესელაძემ და წიკლაურმა მარჯვნივ ახეირეს თოდუა * 40:0 @ 68’, მალაღურაძემ კი მოკლე ფრთაზე, მარცხნივ – სიჭინავა * 47:0 @ 79’

ფრანგული კლასი

რაუნდის მთავარი ჯახი ყუბანში იყო – რუსეთს იაპონიაში წასვლის "შემოვლითი შანსი" რომ შეენარჩუნებინა, უსიკვდილოდ უნდა ეძლია ფრანგებით გაძლიერებული ესპანეთი

"დათვებმა" კარგად დაიწყეს – შჩერბანის ქიქ’პასი აიღო გერასიმოვმა *7:0, მაგრამ თანდათან თავი იჩინა ფრანგთა უპირატესმა კლასმა და 9 ნომერმა, გიომ რუემ ორი ლელო გაიტანა: ერთი – მოლის კუდში ჩადგომით, მეორე კი – ლიუკა გიომის ოფლოუდიდან, გადაგორებით

15:10-ზე "ლომების" ქიქერმა ლინქ’ლეითერმა იოლი ჯარიმა ააცილა. ფრთაზე გადაკიდებით * 20:13 @ 68’ რომ გახდა ანგარიში, რუსებმა მაგრად შეუტიეს, მაგრამ აქ ესპანეთს მხსნელად მოევლინა თემიდა

უფლებაც არ ჰქონდა

78’ წუთზე გარბუზოვს ლელოში ჩაუწვნენ და დამიწება სათუო იყო, მაგრამ შემდეგსავე ეპიზოდში თაღირ ჰაჯიევი ბურთით ნაღდად მისწვდა ხაზს, ხოლო ირლანდიელი მსაჯები დაბრმავდნენ >> https://www.youtube.com/watch?v=FJfZj-SMq4A

ლათინთა ბედად, ჩამორჩენილი "რაგბი ევროპა" ტელე’რეფს არა ნიშნავს, ანუ რაც მთელმა რაგბეთმა დაინახა, მსაჯს იმისი ვიდეოზე გადამოწმების უფლებაც კი არა ჰქონდა!

ამით ესპანეთს ზონაში პირველობისა და მსოფლიოზე პირდაპირ გასვლის ჩინებული შანსი რჩება – რუმინეთი შინ სულ რაღაც 8 ქულით უნდა ძლიოს, რაც გეო’პოლიტიკის გათვალისწინებით, რეალურია

რაც შეეხებათ "მუხებს", მათ შარშანდელი, სენსაციური წაგებისთვის >> http://ovaluri.comxa.com/2017/R2/13_RE1-BEL.htm
ჯავრი იყარეს – ოღონდაც "სულ სხვა" გერმანიასთან * 85:6, რაკი ფულიანი ჰაიდელბერგი კავშირთან გაბუტულია და ნაკრები მეორე შემადგენლობით’ღა თამაშობს


რაგბი ევროპა * 2018

პირველი რაუნდი


საქართველო$ 47:0 ბელგია

წარსული >> http://site.rugby.ge/ka-GE/2018-H2H/#BEL
23 მოთამაშე >> http://site.rugby.ge/ka-GE/2018-SQD/#BEL
ცოცხალი >> http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2018_0210_REC_01_GEO-BEL.htm

საქ: წიკლაური თოდუა კაჭარავა (მალაღურაძე 61) კვესელაძე ფრუიძე (სიჭინავა 66)
<10-9> ჯინჭველაშვილი აფრასიძე (ლობჟანიძე 61) /
ჟვანია (მატარაძე 52) მამუკაშვილი სბ 41-51 (ჭყოიძე 61) ჩილაჩავა (მელიქიძე 52)
ნემსაძე^კაპ ჭეიშვილი (შენგელია 71) ო.გიორგაძე (ჭყოიძე 44-51) თხილაიშვილი (გაჩეჩილაძე 41) ლომიძე –
7ლ: ჩილაჩავა მამუკაშვილი ჟვანია წიკლაური ფრუიძე თოდუა სიჭინავა; 6გ: წიკლაური

ბელ: კორნეს (ბ.კოკიუ 41) ვალრაფ პირონ ბონტამ მურიჩ
<10-9> არ ტ.კოკიუ (მონტუაზი 44) /
სოტო (გალერ 52) დინსტ^კაპ (დიუბუა 45) მულუმბა (პენტ 41)
ჰერენხერ დე’ჰუხე; ბილი ჰამზავი (დებატი 71) კორადი (ტოზია 20)

რეფ მიტრეა (იტა) 10/02_2018 @ ქუთაისი, აია არენა (4 900)

7:0(10) 14:0(16) 21:0(26) 28:0(40) / 33:0(55) 40:0(68) 47:0(79)


რუსეთი$ 13:20 ესპანეთი

ლ: გერასიმოვ; გ 2ჯ: კუშნარიოვ –

3ლ: გ.რუე (1 2) ბარტერ; გ ჯ: ლინქ’ლეითერ

რეფ მერფი (ირლ) 10/02 @ კრასნოდარ, ყუბან’ (11 500)

7:0(10) 7:5(26) 10:5(31) 10:12(34) 10:15(40+) / 13:15(65) 13:20(68)


რუმინეთი$ 85:6 გერმანია

13ლ: ფაკაოსილეა (1 9) ლაზერ ფონოვაი (3 4) მაკოვეი (5 11) ბურჩა კინიკინილაუ (7 10) დუმიტრუ კოსტე შენან; 10გ: ვლაიკუ 8, კალაფეტეანუ 2 –

2ჯ: მენცელ

რეფ ბიურლე (ბელ) 10/02 @ კლუჟ (1 500)

7:0(6) 14:0(17) 14:3(19) 19:3(27) 19:6(32) 26:6(34) 31:6(37) შეს(40-2) /
38:6(46) 45:6(48) 52:6(53) 59:6(60) 66:6(64) 71:6(69) 78:6(73) 85:6(80+)


რაგბი ევროპა 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

10/02 საქართველო $ 47:00 ბელგია ქუთაისი, აია
10/02 რუსეთი $ 13:20 ესპანეთი კრასნოდარ
10/02 რუმინეთი $ 85:06 გერმანია კლუჟ

1 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $

რუმინეთი 5 +79 13/00 85:06 1-0 1
საქართველო 5 +47 07/00 47:00 1-0 1
ესპანეთი 4 +7 03/01 20:13 1-0 0
რუსეთი 1 -7 01/03 13:20 0-1 1
ბელგია 0 -47 00/07 00:47 0-1 0
გერმანია 0 -79 00/13 06:85 0-1 0


ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) |
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+2 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)

ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა

ოფიციოზი_EN >> http://www.rugbyeurope.eu/competitions/201...l-championships

17/02 გერმანია 17.30 საქართველო @ ფრანკფურტ, ოფენბახ
17/02 რუსეთი 16.00 ბელგია @ კრასნოდარ
18/02 ესპანეთი 15.45 რუმინეთი @ მადრიდ


03/03 საქართველო 18.00 ესპანეთი თბილისი, მესხი
03/03 რუმინეთი 18.00 რუსეთი კლუჟ
03/03 ბელგია 18.00 გერმანია ბრიუსელ

10/03 რუსეთი 16.00 საქართველო კრასნოდარ
10/03 რუმინეთი 15.00 ბელგია ბუზეუ
11/03 ესპანეთი 15.30 გერმანია მადრიდ

18/03 საქართველო 16.00 რუმინეთი თბილისი, დინამო
18/03 გერმანია 16.00 რუსეთი კიოლნ
18/03 ბელგია 16.00 ესპანეთი ბრიუსელ


მსოფლიო თასი * 2019 | ევროპის შესარჩევი

6 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $

რუმინეთი 20 +122 28/08 199:077 4-1 4
ესპანეთი 17 +54 11/04 101:047 4-1 1
რუსეთი 10 -3 13/13 106:109 2-3 2
გერმანია 8 -115 14/33 121:236 2-3 0
ბელგია 2 -58 07/15 064:122 0-4 2

2019 წლის მსოფლიო თასისთვის შერჩევა წარმოებს "რაგბი ევროპის" 2017 და 2018 წლების ჯამით
>> http://ovaluri.comxa.com/2017/R3/20_RE5-ROM.htm#RE
ოღონდაც ცხრილში არ ითვლება საქართველოს შედეგები

(+( 2017 რუმ 13:3 ესპ (ლ 1/0) )=)

>> http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/ >> http://a.pix.ge:81/r/lp42u.jpg
გამარჯვებული პირდაპირ გადის მსოფლიოზე – "ა" ჯგუფში "ევრ’1"-ად ჯდება
მეორე’ადგილოსანი უმასპინძლებს ქვედა დონეთა გამარჯვებულს – პორტუგალიას
ამ წყვილში მოგებული ორჯერ ეთამაშება სამოას – 2/06 შინ, 16/06 გარეთ
ამისი გამარჯვებული ჯდება ასევე "ა" ჯგუფში – "ევრ’2 | სამ"-ად.
წაგებული კი მიდის 4-გუნდა "მსოფლიო რეპეშაჟში" (2018 შემოდგომა)


30 წლის (1989-2018) მონაგარი

207 თამაში (84 შინ, 83 გარეთ, 40 ნეიტრ)
127 მოგება - 73 წაგება * 7 ფრე
ქულა 4815:3731 (+1084)
ლელო 574/382 (+192)

>> 19 ერთა თასზე (2000-2018)
91თ (45შ 43გ 3ნ) 74-13*4
ქ 2791:1084 (+1707) ლ 367/86 (+281)

>> ბელგიასთან (2013-2018)
4თ (2შ 2გ) 4-0 ქ 130:19 ლ 19/1

>> 254 ბორჯღალოსანი [#253 მიხეილ გაჩეჩილაძე, #254 გურამ შენგელია]

101 ბექი, 143 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 278, ხოლო ფორვარდებმა 296 ლელო

>> ბორჯღალი (კეპი)

108 კვირიკაშვილი; 105 კაჭარავა; 100 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
80 მალაღურაძე; 77 ზიბზიბაძე, ნემსაძე; 75 დათუნაშვილი;
73 მაჩხანელი; 71 გორგოძე; 70 ურჯუკაშვილი; 68 თოდუა;
67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე; 64 ა.გიორგაძე, შველიძე;
63 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე; 60 ბეგაძე; 58 ხმალაძე;
57 ჯიმშელაძე, შარიქაძე; 54 მიქაუტაძე; 53 ზირაქაშვილი

>> ქულა (მარტო დამრტყმელები)

833 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 110 წიკლაური, 105 ნ.ძაგნიძე

>> ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 22 კაჭარავა; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი; 16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 13 ნემსაძე; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე, შარიქაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი;
9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი, ჟვანია

1989 – 2017

206 ტესტი >> http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/
252 ბორჯღალოსანი >> http://site.rugby.ge/ka-GE/Vin-Meramdenea/
სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/
2018 წლის რაზმი >> http://site.rugby.ge/ka-GE/national-team/

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
ratomac aRa
Sigara içilmez


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42254
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 13:57  #52174951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ბელგიას მოუგო 0 ზე 50 ქულამდე გუნდით სადაც 5 ზე მეტი ძირითადის მოთამაშე არაა თუ
მოუგო ბელგიელებზე ან მათსავით მოყვარულ ფრიცებს 100 ქულამდე სრული საბრძოლო შემადგენლობით და ამავე დროს 10 ქულამდე მიიღო კიდეც...


მაგასაც სკამით მოუგო

იდეაში რუმინეთს უნდა დავადოთ ბოლო ტურში და რა მნიშვნელობა გერმანიას რამდენით მოვუგებთ?





--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2396
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 14:08  #52175024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იდეაში რუმინეთს უნდა დავადოთ ბოლო ტურში და რა მნიშვნელობა გერმანიას რამდენით მოვუგებთ?


არანაირი
ვერთობი ამ უძრაობისას

ვაა, вот человек
ferrari1000
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 329
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 14:29  #52175160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Gio_G83 @ 13 Feb 2018, 13:27 )
ავწონე და დავწონე
რა სჯობია

ბელგიას მოუგო 0 ზე 50 ქულამდე გუნდით სადაც 5 ზე მეტი ძირითადის მოთამაშე არაა თუ
მოუგო ბელგიელებზე ან მათსავით მოყვარულ ფრიცებს 100 ქულამდე სრული საბრძოლო შემადგენლობით და ამავე დროს 10 ქულამდე მიიღო კიდეც...

რაც მე გერმანიის თამაში ვნახე დაახლოებით რეგიონალური ლიგის დონეა givi.gif facepalm.gif

This post has been edited by ferrari1000 on 13 Feb 2018, 14:29
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2396
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 14:32  #52175190      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რაც მე გერმანიის თამაში ვნახე დაახლოებით რეგიონალური ლიგის დონეა   


დღემდე ის შავი_კაცი ჰუკერი მახსენდება, რამდენი რუმინელებს ბურთი გაუვარდათ იმდენი თავში წაიშინა ხელები - ეგეთი უპირატესობის დედაც სადაც მისაწოლიაო

)))
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (19) « პირველი ... 17 18 [19]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0325 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]