Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > დღეს გავაკეთე, ნაწილი 53, ერთ-ერთი სუპერ თემა


Posted by: Levan_Lion 18 Apr 2019, 19:06
გილოცავთ ახალ თემას საგაზაფხულო განწყობით და "საგაზაფხულო" კერძებით
user posted image

user posted image

user posted image


წინა თემის ბმულები:
http://forum.ge/?f=82&showtopic=33849279
http://forum.ge/?f=82&showtopic=33889992&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=33912726
http://forum.ge/?f=82&showtopic=33944583
http://forum.ge/?f=82&showtopic=33978306&hl=miau&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34007985
http://forum.ge/?f=82&showtopic=34026647
http://forum.ge/?f=82&showtopic=34040442
http://forum.ge/?f=82&showtopic=34057480
http://forum.ge/?f=82&showtopic=34068562
http://forum.ge/?f=82&showtopic=34081583
http://forum.ge/?f=82&showtopic=34095664&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34108380
http://forum.ge/?f=82&showtopic=34118494
http://forum.ge/?f=82&showtopic=34128964&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34139523
http://forum.ge/?f=82&showtopic=34153984&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34170107
http://forum.ge/?f=82&showtopic=34186864
http://forum.ge/?f=82&showtopic=34200905&st=0
http://forum.ge/?&act=ST&f=82&t=34212488
http://forum.ge/?f=82&showtopic=34225208&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34235009&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34251092&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34268157&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34282859
http://forum.ge/?f=82&showtopic=34298440
http://forum.ge/?f=82&showtopic=34315612
http://forum.ge/?f=82&showtopic=34330612&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34343819&st=0
http://forum.ge/?f=82&showtopic=34364881
http://forum.ge/?f=82&showtopic=34385514&st=0
http://forum.ge/?showtopic=34400036&f=&st=0&#entry31579676
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34430626
http://forum.ge/?f=82&showtopic=34465446
http://forum.ge/?showtopic=34500453&f=&st=0&#entry35283425
http://forum.ge/?act=ST&f=82&t=34524849
http://forum.ge/?f=82&showtopic=34558917
https://forum.ge/?f=82&showtopic=34592531&st=0
https://forum.ge/?showtopic=34623560&f=&st=0&
http://forum.ge/?f=82&showtopic=34661895
http://forum.ge/?f=82&showtopic=34725680
https://forum.ge/?f=82&showtopic=34790736&st=0
https://forum.ge/?f=82&showtopic=34866652&st=0
https://forum.ge/?f=82&showtopic=34907185&st=0
https://forum.ge/?f=82&showtopic=34923673
https://forum.ge/?f=82&showtopic=34954671
https://forum.ge/?f=82&showtopic=34980205&st=1500
http://ht.ge/?showtopic=34999701
https://forum.ge/index.phpact=ST&f=82&t=35008201
https://forum.ge/index.php?act=ST&f=82&t=35023529
https://forum.ge/?f=82&showtopic=35050229

წინა თემის ტოპ ათეული
Levan_Lion 195
sophka 194
la reine 114
კასიოპეა 88
italiashka 74
Master_Nick 68
fermina 56
<<Innamorata>> 54
Keti-Ket 45
MasterJC 35


Posted by: holden kolpildi 18 Apr 2019, 19:56
დავფიქსირდე

ბოლოს გავაკეტე
ატრია

მოშუშული ხავით მაწვნით ნივრით

უზომოდ მეგემრიელა

ფოტოს გადაღება გვინ გამახსენდა :დ

Posted by: nia4u 18 Apr 2019, 21:40
კაი სუპი გავაკეთე დღეს - ბარდის, კურკუმით და ქინძით, ოქროსფერი და სურნელოვანი...

გილოცავთ ახალ თემას და გაზაფხულს!
მიყვარხართ და მეიმედებით!
2kiss.gif love.gif

Posted by: Anabeli111 18 Apr 2019, 22:37
ვფიქსირდები ^_^ ♡ დღეს გავაკეთე კარტოფოლის სოუსი, ტომატით, ქინძით, ოხრახუშით, კამის მარცვლებით და მწვანე წიწაკით <3

Posted by: max-14 18 Apr 2019, 23:03
user posted image
უბრალოდ...სწრაფად...მარტივად...
სახლში დამზადებული მაინც სულ სხვაა smile.gif))

Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 23:06
ვიცი ნერვიულობდით
ვიპოვე პასკის სასურველი რეცეპტი biggrin.gif

https://m.youtube.com/watch?v=vi1etUNZHcI



Posted by: Anabeli111 18 Apr 2019, 23:23
user posted image
ეს გოგო აცხობს გემრიელ პასკებს. პირველად უნდა გამოვაცხო და ვღელავ ცოტა, სასურველ რეცეპტს ვარჩევ biggrin.gif ზაფრანა სად უნდა ვიყიდო თუ იცით? ან ლიმონის ცედრა

Posted by: დაშლიი? 19 Apr 2019, 00:48
გილოცავთ ახალ თემას bis.gif

დღეს გავაკეთე ჩახოხბილი...

ქათამი დავჭერი, დავამარილე და მოვშუშე, მერე 3 თავი ხახვი დავჭერი და ზედ დავაყარე, მერე დავამატე ტომატის პასტა, აჯიკა და სუნელები. მერე დავამატე წითელი ღვინო, მერე დავამატე დაჭრილი პომიდორი...ბოლოს დავამატე მწვანილები... smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MasterJC 19 Apr 2019, 00:49
ოჰოჰო, რა ფოტოებია <3

აბა თქვენ იცით
არ დაინდოთ ერთმანეთი
სულ გემრიელი ფოტოები და რეცეპტები და სიამტკბილობა დაგვებედოს

Posted by: <<Innamorata>> 19 Apr 2019, 02:55
კარქია ახალი თემა: ))))

მე ბევრი რამ გავაკეთე დღეს,სამწუხაროდ ფოტოები დამავიწყდა: ))


სულ გემრიელობები და საინტერესო რეცეპტები მისურვებიაsmile.gif)

user posted image

Posted by: ladybug• 19 Apr 2019, 08:16
QUOTE (დაშლიი? @ 19 Apr 2019, 00:48 )
გილოცავთ ახალ თემას bis.gif

დღეს გავაკეთე ჩახოხბილი...

ქათამი დავჭერი, დავამარილე და მოვშუშე, მერე 3 თავი ხახვი დავჭერი და ზედ დავაყარე, მერე დავამატე ტომატის პასტა, აჯიკა და სუნელები. მერე დავამატე წითელი ღვინო, მერე დავამატე დაჭრილი პომიდორი...ბოლოს დავამატე მწვანილები... smile.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რა გემრიელობა ჩანს chups.gif
ღვინით არასდროს არ მიცდია, დავავალებ დედაჩემს up.gif




თქვენ დადეთ ფოტოები, მე შეგაფასებთ))

Posted by: MySweetAudrina 19 Apr 2019, 10:39
ამ თემაში კერძები ძირითადად ლამაზად გამოიყურება.

ნეტა გემრიელიც არის თუ მხოლოდ ესთეტიურ სილამაზე ზრუნავენ კერძის ავტორები? rolleyes.gif

Posted by: holden kolpildi 19 Apr 2019, 13:48
დაშლიი?
რანაირი ჩახოხობილია spy.gif

Posted by: miravilla 19 Apr 2019, 15:39
სხვა თემებშიც ვიკითხე, მაგრამ ისე ძალიან მინდა აქაც ვიკითხავ რა smile.gif ხომ არ იცის სად შეიძლება ვიყიდო გემრიელი, კარგი და თითებჩასაკვნეტი ხაჭოს პასკა? smile.gif

Posted by: Keti-Ket 19 Apr 2019, 22:28
miravilla
როგორც წესი, წინასწარი შეკვეთით უფრო ამზადებენ, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის შენახვის ვადა არ აქვს. დიეტური ტკბილეული რომ არის ფეისბუქზე გვერდი, იმათ აქვთ ხოლმე ძალიან კარგი ხაჭოს პასკები. შარშან მგონი ლაიმ საკონდიტროსაც ჰქონდა.

Posted by: shilaida 19 Apr 2019, 23:16
წვიმიან საღმოს და ცხელ ჩაის მოუხდაsmile.gif

user posted image

Posted by: SkitterZ 20 Apr 2019, 14:03
გილოცავთ ახალ თემას გემრიელცი bis.gif

user posted image


კიდევ ყვავილოვანი მჭადის ფქვილში და კვერცხში შემწვარი (ზუსტად ასეთი კომბინაციით) და უფრეშესი რუკოლა love.gif

Posted by: <<Innamorata>> 20 Apr 2019, 14:14
user posted image

უგემრიელეს უმარტივესი: )))


შეგერგოთ❤


user posted image და დილის ყავაც. : ))

Posted by: keen 20 Apr 2019, 14:25
კიდევ კარგი, მშიერი არ ვარ user.gif რა სურათებია?.. chups.gif


პ.ს. დიაბეტური პასკა არსად გეგულებათ, ხო? sad.gif

Posted by: xx3xx 21 Apr 2019, 04:22
QUOTE (<<Innamorata>> @ 20 Apr 2019, 14:14 )
user posted image

უგემრიელეს უმარტივესი: )))


შეგერგოთ❤


user posted image  და დილის ყავაც. : ))

გემრიელად გამოიყურება რა აქვს მოყრილი ? მწვანე რა არის?

Posted by: <<Innamorata>> 21 Apr 2019, 04:47
xx3xx
კი,ნამდვილად გემრიელი იყო: )))გმადლობ.

პაპრიკა აქვს მოყრილი და მწვანე ავოკადოა..


keen
2kiss.gif wink.gif

Posted by: thug 21 Apr 2019, 07:17
<<Innamorata>>

მშვენიერი საუზმეა up.gif

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: <<Innamorata>> 21 Apr 2019, 13:25
thug
2kiss.gif 2kiss.gif როგორ ხარ,ძააან დაიკარგე გამოჩნდი ხოლმე:*

Posted by: thug 21 Apr 2019, 18:17
<<Innamorata>>

კარგად შენ როგორ ხარ?


user posted image

Posted by: keen 21 Apr 2019, 18:39
<<Innamorata>>
QUOTE
2kiss.gif wink.gif

იქ რომ უსურათოდ დამეკომენტარებინა, ვორნს ჩამახუტებდნენ და... user.gif

Posted by: <<Innamorata>> 21 Apr 2019, 22:04
keen
სასიამოვნო იყო აქაც: )))) შენც დაგვენახეsmile.gif


thug
კარგად:*

შენც გემრიელი საუზმე გაქვს:*

Posted by: shavi_kheli 21 Apr 2019, 22:23
Sushis masala sad vikido?

..............................

Posted by: ალბატროსი 22 Apr 2019, 16:23
user posted image


გილოცავთ ახალ თემას.
* * *
user posted image ........Yum

Posted by: d_tsabo 22 Apr 2019, 18:49
ესაც ინგლისური საუზმე
[IMG]\JuHjVvESnXA[/IMG]

Posted by: Dr_Zuzumbo 22 Apr 2019, 19:32
სააღდგომოდ დღეს- მოკრძალებული ბიფ ველინგტონი და "ბაროლო"

Posted by: nia4u 22 Apr 2019, 23:14
miravilla
miravilla
საკონდიტრო ლაიმს აქვს, 1.200 კგ. 45 ლარი

Posted by: keen 23 Apr 2019, 09:37
<<Innamorata>>
QUOTE
შენც დაგვენახე

უი, არაა. მე და ფოტოები ვერ ვმეგობრობთ user.gif


Posted by: tavadze 24 Apr 2019, 00:48
nia4u - როგორ ხარ? ისევ იმერეთში ხარ? მეც ლამის გადავსახლდე გურიაში. ახლაც ვიყავი, 14 ლიტრა ჯონჯოლი დავამწნილე. სუ მე დავკრიფე, ჩემსავე ეზოში. მეტი ვერც ვერაფერი მოვასწარი წვიმების გამო.
და ხალხნო, რამდენიმე საკითხი მაინტერესებს:
1). ქათმის ღვიძლის კარგი რეცეპტი მესროლეთ რა!
2). საქონლის ღვიძლი კეცზე შეგიწვავთ ვინმეს, ღირს ცდად? ან შამფურზე თუ გიცდიათ?
3). კარგი კანჭი სად იყიდება? და შებოლილი რომ მოვხარშო-დავაბასტურმო-შევწვა, წავა თუ აუცილებლად ნედლი კანჭი უნდა იყოს?
4). დასაკლავ გოჭს თბილისში ვნახავ სადმე, თვითონ რომ დამიკლან, თუ აზრი არა აქვს ძებნას? დასავლეთში ღორის დაავადებაა გავრცელებული და მეშინია ყიდვა, თუმცა ვერც იშოვი, იხოცება ღორები.
5). კარფურის შებოლილი სულგუნი როგორია? მაგათ ყველის პროდუქტებზე დიდად კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ მაინც...

Posted by: Levan_Lion 24 Apr 2019, 04:53
tavadze
კარგად გიშრომია ყოჩაღ

ქათმის ღვიძლის სალათა ნინოს აქვს ფანჯაკიძეს უგემრიელესი რამე მართალია არ მიჭამია მე მარა სურათიდან ეტყობა რომ დონეა ვიზუალზეც მომწონს თუ გყავს ფბზე ან სადმე მეგობრებში კითხე ან მე ვკითხავ ფბზე თუ გინდა და მომწერს რეცეპტს და მოგწერ პმ ან აქ

ქათმის ღვიძლის სალათა შტოშის ნაზი საწებლით ამის რეცეპტი მინდათქო

საქონლის ღვიძლი და ზოგადად ღვიძლი მაგარია სედარებით და მშრალი შეწვით კი შეიწვება მარა საგემოვნო თვისებებზე რავი აბა რა გითხრა... რამე საწებელ სოუსი ან რამე მოუმზადე მაშინ ცალკე რავი

კანჭი ბაზრებში და ხორცის მაღაზიებშიც არის ოღონდ უნდა უთხრა წინასწარ რა რომ ისე მოგიჭრან ნამდვილ კანჭი რომ იყოს თორე ერთ ბეწოებს დებენ ისე და დილითვე მიხვიდე საყიდლად

შებოლილის კიდე ეგ უნდა მოხარშე და მიირთვი ლორად თბილი ან ცივი... ნედლი უნდ აკი დამარინადებულ მოხარშულ მერე შემწვარი ნუ შემწვარი კანჭი ეგაა ცოცხალი ახალი ხორცი კანჭი რა

ცხოველების რომაა დიღომში მანდ ფირინველებს კლავენ და ასუფთავებენ კიდეც და შეიძლება ეგრე გოჭზეც ნუ თუ ეყოლებათ ჯასნა ქნან ნაკლებად მგონია რა გოჭს ბევრი რამე უნდა და მანდ რავი რა პირობები და ნება ექნებათ რავი შე კაცო ცოცხალ გოჭს თუ ყიდულობ მაგის დაკვლა რაღა გახდა ტკუცე დანა ყელში დაწრიტე სისხლისგან კარგად და ეგაა გაასუფთავე მერე

სად კარფური სად ყველი და რძის ნაწარმი ვერ მეგობრობენ შე კაცო გლეხი გატუტუცდა და კარფური კაის რას დადებს

* * *
ფერმერი მოსე თაბუნიძეა კიდე ერთი ჯიგარი პიროვნება სანდო და მეილზე დაეკონტაქტე და გიპასუხებს თავის გოჭებზე და თუ არ ეყოლება დაგაკვალიანებს თუ ეყოლა დაკვლა გასუფთავებას არ დაგამადლის ესაა მისი მეილი ambebisaintereso@gmail.com

კილოს 10 ლარად ყიდდა დასაკლავ გოჭებს წონები ბევრნაირი ყავდა ეს ასე 7 8 თვის წინანდელი ამბავია და შეეხმიანე აბა და გაარკვიე რა როგორ

Posted by: shilaida 24 Apr 2019, 11:51
დილა მშვიდობისა smile.gif
#თუშურიყველი
user posted image

Posted by: nia4u 24 Apr 2019, 14:20
shilaida
უფ, რა გოგო ხარ?! love.gif love.gif

Levan_Lion
ლევანიკო, როგორ ხარ?
შტოში სად უნდა იშოვოს თავაძემ ხო არ იცი?
wink.gif
სადაა შტოში და კაი ცხოვრება? biggrin.gif

tavadze
მე დავდივარ აქეთ-იქით ჩემი ძაღლებითურთ...
ჯონჯოლს, ისე გავნაგლდი და წავედი ხელიდან, მეორე წელია მეზობელი მიკეთებს
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
რა მენიუ ჩამოთვალე, ცოლი ხო არ მოგყავს?
wink.gif 2kiss.gif
ნ.ჯ-ს ექნება რამე კაი რეცეპტი, დაგიძებნი...
დანარჩენზე არაფერი ვიცი...

დავსევდიანდი, ძველი ფორუმი მომენატრა...
რა სასტიკია დრო...
sad.gif

Posted by: Levan_Lion 24 Apr 2019, 20:44
QUOTE (nia4u @ 24 Apr 2019, 14:20 )
Levan_Lion
ლევანიკო, როგორ ხარ?
შტოში სად უნდა იშოვოს თავაძემ ხო არ იცი?
wink.gif
სადაა შტოში და კაი ცხოვრება? biggrin.gif


nia4u
გმადლობ არამიშავს smile.gif შენ როგორ ხარ? შენ სულ დაიკარგე მოკლედ რა :დ

შტოშიც იქნება და სხვა რამეც მთავარია მოძებნა და ფული :დ :დ :დ

Posted by: BeerLover 24 Apr 2019, 21:05
nia4u

უგემრიელესია რამეა

user posted image

ესეც მაგათი სამეფო პასკა 20-22 ლარი ღირს 800-900გრ

user posted image

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 00:30
BeerLover
მართლა? შეიძინე და მოგეწონა? მიხარია ძალიან 2kiss.gif love.gif

Levan_Lion
ვარ ნელნელა smile.gif

შტოშს ვეძებ რამდენი ხანია, ჩირი ვნახე მარტო რაღაც ინტერნეტ-მაღაზიაში, თირკმელზე ცვლიდნენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თუ წააწყდით სადმე, გამაგებინეთ biggrin.gif

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 00:44
nia4u
ამხელა მეურნე აგრონომი ქალი ხარ ამდენი ხნის ძებნას შტოში გაგეშენებინა და არ მოგიწევდა მაგის გაგება რომ თირკმელზე ცვლიდნენ :დ :დ :დ
* * *
პურებს ვაცხობ და დავრბივარ აქეთ იქეთ :დ :დ

Posted by: italiashka 25 Apr 2019, 11:26
უი ახალ თემაში გადმოსულხართ!
მე 1 კვირიანი დიეტიდან 1 კვირიან ვირუსში და ყელის საშინელ ტკივილში გადავვარდი, ვირუსმა უფრო მეტი წონა დამაკლებინა ვიდრე დიეტამ :დ
შემდეგი კვირიდან შევეცდები ჯანსაღი კერძებით დაგიბრუნდეთ biggrin.gif

ვაპირებ პასკა პურის საცხობში გამოვაცხო. ჯერ პურიც არ გამომიცხვია ამაში და იმედია არ ჩავფლავდები. biggrin.gif
კლასიკური პასკის ცხოვის არც ენერგია და არც დრო არ მაქვს სამწუხაროდ. sad.gif იქნებ შემდეგ წელს მაინც...

არაუშავს, საშობაოდ პანეტონეს გამოვაცხობ, გპირდებით biggrin.gif

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 12:19
nia4u

შენი ხელების დამსახურებაა ეს გემრიელობა? bis.gif

Posted by: sophka 25 Apr 2019, 13:32
Levan_Lion
პურს აცხობ? თონეში? biggrin.gif
:*

nia4u
შტოშის ჩირი ვიყიდე კარფურში დეკემბერს, შტოლენს რომ ვაცხობდი.
ნუ, იაფი არ იყო, მაგრამ არც თირკმლის ფასი ღირდა :დ
წესით ბაზარშიც უნდა იყოს ხოლმე გვიან ზაფხული-შემოდგომისას.
ისე, ნერგები აქვთ დომინოში.



italiashka
პურის საცხობს რაც შეეხება, მანდ აუცილებლად უნდა დაიცვა გრამები და ზომა-წონა.
თანმიმდევრობაც კი, რა როდის უნდა ჩაყარო.
რა მოდელიც გაქვს დაძებნე ინტერნეტში პასკის რეცეპტები იმის მიხედვით და ისე გააკეთე.
თორემ არ გამოვა.
ერთი-ორჯერ 'დავიკიდე' პურის ცხობისას ეს დეტალები და ჩამიზემპა პური, არ იყო კარგი.

ან შეგიძლია ცალკე თუ აქვს ცხობის რეჟიმი და ცომის ზელის რეჟიმი ასე სცადო.
მოზილე ამოაფუე და მერე გამოაცხე...
წარმატებები და გელით პასკებით...


Posted by: italiashka 25 Apr 2019, 13:57
sophka

პანასონიკის მოდელია, ძველი.
მამაჩემს წავართვი თითქმის ერთი წლის წინ და დღემდე არ გამომიყენებია. რომ გაიგოს, მომკლავს biggrin.gif
თვითონ ერთ დროს აქტიურად იყენებდა. ეხლა მარტო ცხოვრობს და აღარ სჭირდება ამდენი პური smile.gif))
კი ვნახე ამ მმოდელზე მორგებული რამდნეიმე რეცეპტი და ვუტრიალებ. biggrin.gif

Posted by: kactus 25 Apr 2019, 14:41
QUOTE
ესეც მაგათი სამეფო პასკა 20-22 ლარი ღირს 800-900გრ

eek.gif eek.gif
პასკაში 20-22ლ როგორ უნდა მისცე ადამიანმა?!
კაშმარ! boli.gif

Posted by: Keti-Ket 25 Apr 2019, 14:57
kactus
ლიკასი საერთოდ 28 თუ 30 ღირს biggrin.gif

Posted by: keen 25 Apr 2019, 15:01
BeerLover
ლაიმის რაღაცები ადრე გავსინჯე და არ აღვფრთოვანებულვარ. პასკა მართლა ეგეთი კარგია?


Posted by: kactus 25 Apr 2019, 16:09
Keti-Ket
QUOTE
ლიკასი საერთოდ 28 თუ 30 ღირს

eek.gif eek.gif

კაშმარ! boli.gif

Posted by: italiashka 25 Apr 2019, 16:21
Keti-Ket
სოც ქსელებში შემხვდა რომელიღაც საკონდიტროს პასკა 45 ლარი ღირდა. არ მახსოვს რომლის biggrin.gif

Posted by: ალბატროსი 25 Apr 2019, 17:12
user posted image
სილამაზით ვამუგამებ ჯერ,მარა გემო სუპერ☺️

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 17:17
nia4u
მოკლედ გავარკვიე შტოშზე და გაყინული აგროჰაბშია და ნაყოფი ცოცხალი შემოდგომითაა სექტემბერ ოქტომბერში და იყიდება სამგორში დახურულ ბაზართან ლუკოილის კალონკის გვერდით ასევე გლდანის ბაზარშიც იყოს შეიძლება

sophka
არა ამჯერად დენის ღუმელში... ისე გვაქვს ოჯახს თონეც საცხობი რა wink.gif :დ

Posted by: ladybug• 25 Apr 2019, 17:21
kactus

ვინც კეთება არ იცის, რა ქნას, უპასკოდ დარჩეს?
* * *
Levan_Lion


თქვენ კი მსუქანი იქნებით, ოჯახით იკვებებით იმინნა ხო?

ჭამას ამდენ დროს უთმობდე და ამდენ საუბრობდეე?
რავი rolleyes.gif

Posted by: etc... 25 Apr 2019, 17:27
ახალი თემა love.gif

ცხოვრებაში პირველად არ ვხვდები აღდგომას საქართველოში და პასკების დაგემოვნების და შედარების ყოველწლიურ რიტუალსაც ვაკლდები...

ჩემთვის "ანტრე" სტაბილურად კარგია, "ლაიმი" არ გამისინჯავს.

დედაჩემის მომზადებული პასკა და ნაზუქები, ყველას მაგათ მირჩევნია smile.gif))

კათოლიკური აღდგომა, მოკრძალებულად

user posted image

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 17:29
QUOTE (ladybug• @ 25 Apr 2019, 17:21 )

Levan_Lion


თქვენ კი მსუქანი იქნებით, ოჯახით იკვებებით იმინნა ხო?

ჭამას ამდენ დროს უთმობდე და ამდენ საუბრობდეე?
რავი rolleyes.gif

ladybug•
დაე ფიქრობდე ეგრე :დ :დ :დ lol.gif lol.gif biggrin.gif givi.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 17:30
keen

ლაიმის არაფერი არ მაქვს სხვა გასინჯული ხაჭოს პასკის გარდა

ჩვეულებრივი პასკაც არ ვიცი მაგათი, ისე დავდე ფოტო

ხაჭოსი სუპერია ნამდვილად, დანარჩენზე ვერაფერს გეტყვი

Posted by: ladybug• 25 Apr 2019, 17:38
Levan_Lion

ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურეთ ხოლმე up.gif

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 17:43
QUOTE (ladybug• @ 25 Apr 2019, 17:38 )
Levan_Lion

ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურეთ ხოლმე up.gif

ladybug•
იმენა ჯემალ გოცირიძე იბაზრე :დ :დ :დ

Posted by: ladybug• 25 Apr 2019, 17:53
QUOTE (Levan_Lion @ 25 Apr 2019, 17:43 )
QUOTE (ladybug• @ 25 Apr 2019, 17:38 )
Levan_Lion

ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურეთ ხოლმე  up.gif

ladybug•
იმენა ჯემალ გოცირიძე იბაზრე :დ :დ :დ

lol.gif ეეეე რა მშვიდი ხალხი ხართ mad.gif

Posted by: masha 25 Apr 2019, 18:00
BeerLover
ხაჭოს პასკა. 45 ლარი!გემრიელია ისე? შიგნეულობა რა აქვს?

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 18:02
QUOTE (ladybug• @ 25 Apr 2019, 17:53 )
QUOTE (Levan_Lion @ 25 Apr 2019, 17:43 )
QUOTE (ladybug• @ 25 Apr 2019, 17:38 )
Levan_Lion

ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურეთ ხოლმე  up.gif

ladybug•
იმენა ჯემალ გოცირიძე იბაზრე :დ :დ :დ

lol.gif ეეეე რა მშვიდი ხალხი ხართ mad.gif

ladybug•
წადი უსათაურო გიხმობს... ვერ ქაჩავ აქ wink.gif gigi.gif

Posted by: ladybug• 25 Apr 2019, 18:04
Levan_Lion

წადი შენ კიდევ ჭამე up.gif
ან გამოაცხვე რამე up.gif



facepalm.gif

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 19:21
Levan_Lion
მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში შტოში არ ხარობს...
sophka
კარგია! ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ქალებისთვის!... wink.gif
* * *
BeerLover
QUOTE
შენი ხელების დამსახურებაა ეს გემრიელობა?

არა, კაცო, რეკლამა ვნახე სადღაც და გამახსენდა ვიღაც რომ კითხულობდა smile.gif

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 20:23
QUOTE (nia4u @ 25 Apr 2019, 19:21 )
Levan_Lion
მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში შტოში არ ხარობს...

nia4u
მე მინახავს სამგორში შტოში და რავი... მოცხარ მოცვ ხურტკმელს არ გავდა და დაჟე ეწერა კიდეც შტოშიო და რავი აბა

რატომ არ ხარობს ვითომ რანაირი ადგილებიც მაგას უნდა არ გვაქვს თუ რა?

Posted by: etc... 25 Apr 2019, 21:36
ფიფლ, შტოში cranberry -ია ?
სალათებშიც ფანტასტიკურია, ცოცხალ საწებლად ხორცისთვის, შვრიის ფაფასთან, აქტიურად ვიყენებ.
ქართული სახელწოდება არ ვიცოდი...


user posted image

user posted image

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 21:46
etc...
კი, ესაა...
ქართულად შტოში,
რუსულად კლუკვა...

Levan_Lion
აუ, არ ვიცი, ყველაფერი ხარობს საქართველოში და ეს შტოში რა გახდა... biggrin.gif
ბალახოვანი დაბალი მცენარეა, ძირს გაწოლილი და ჭაობიან ადგილებში ხარობს,ადრე ვნახე ვიდეო, როგორ აგროვებენ მწიფე შტოშს, თუ ვიპოვე დავდებ, კარგი სანახაობა იყო smile.gif.


აი, ნახე smile.gif
ტბორავენ ნაკვეთს და ატივტუვებულ ნაყოფს აგროვებენ smile.gif

https://youtu.be/zRPRzDJTNeU


Posted by: etc... 25 Apr 2019, 21:53
nia4u
მადლობა smile.gif

ადრე მგონი translate.ge-ს ვათარგმნინე და "მოცვი" დამიწერა smile.gif)
მოცვს კი ვცნობ.

შანსი არაა, არ გაიხაროს საქართველოში. ალბათ, არაპოპულარულია და ამიტომ არ მოჰყავთ.

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 21:53
nia4u

მაგათ სამეფო პასკაზე რას იტყვი? 20-22 ცოტა ძვირია, 1 კილოც არაა, ვაპირებ 1 ცალის ყიდვა

ღირს?

წეღან იტალიური პასკები როა ყუთებში, ეგ ვნახე ფრესკოში და ანტრეს პასკებზე ძვირია, ზომა იგივე, 17.50 ღIრდა

Posted by: etc... 25 Apr 2019, 21:57
BeerLover

პანეტონეებზე ამბობ?
სპეციფიკური გემო აქვს.
საქართველოში მომწონდა და ამერიკაში ძაან ესენციებნარევია.

პ.ს. "ლაიმის" ხაჭოს პასკა ღირსეულად გამოიყურება.
მერე მიმოხილვა არ დაგავიწყდეს smile.gif)
საინტერესოა, როგორი გემო აქვს.

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 22:00
etc...
კი ეგაა შტოში

nia4u
ვა მაგას აქ რას მოახერხებენ რა სასწაულად საშრომ და ლამაზ რამეს აკეთებენ მარა რავი... ცოცხალი მწიფე წითელი შტოში რომ მინახავს ბაზარში კი ვიცი და ერთი რო გამეჩითება შემოდგომით უნდა გამოვკითხო რა სად როგორ ...

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 22:01
etc...
ინგლისურად არ ვიცი და რუსულად ყველა კენკრა ვიცი თითქმის, მოცვი ჩერნიკაა smile.gif
მოცხარი სმაროდინა,
ხურტკმელი კრუჟოვნიკი...
ზოგაფად, საქართველოში კენკრა ისეთი პოპულარული არ არის, როგორც რუსეთში ანდა ევროპაში, ტვ-ში რასაც ვუყურებ, რუსები ზამთარს კენკრით და კომბოსტოთი უძლებენ,
განსაკუთრებით ეს შტოში არის უნიკალური თავის შემადგენლობით და სამკურნალო შესაძლებლობებით, ასე რომ მშვენიერია შენ თუ ხშირად მოიხმარ... smile.gif

არ ვიცი, შეიძლება აქაც ხარობს სადმე, მაგრამ აქამდე არასდროს შემხვედრია ჩვეულებრივ ბაზარში გასაყიდი, კოწახურს მატენიან ხოლმე ძირითადად biggrin.gif
წელს გავალ სამგორშიც საცდელად smile.gif

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 22:04
QUOTE (nia4u @ 25 Apr 2019, 22:01 )


არ ვიცი, შეიძლება აქაც ხარობს სადმე, მაგრამ აქამდე არასდროს შემხვედრია ჩვეულებრივ ბაზარში გასაყიდი, კოწახურს მატენიან ხოლმე ძირითადად biggrin.gif
წელს გავალ სამგორშიც საცდელად smile.gif

nia4u
ნამდვილად კოწახური თუა რა უჭირს მშვენიერია აი მე იმაზე ვღადაობ დ ავმწარდები გუმს რო კოწახურად ასაღებენ

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 22:05
etc...

კი მაგაზე, მომწონს მე ძალიან ეგ პანეტონე, მარა ანტრესი მირჩევნია

დავწერ აუცილებლად

Posted by: etc... 25 Apr 2019, 22:08
nia4u

შენ ყოჩაღ.

სმაროდინას ქართული სახელწოდება არ არ ვიცოდი ////
არადა, ცალკე სიტყვა "მოცხარი" ვიცი, ნეტა რა მეგონა?

კენკრა ხომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ხილია, თან, ესეც დიდი პლუსიაsmile.gif)

ისე, კოწახურიც საკმაოდ კიპანტური რამეა,, მიყვარს მაგის გემოც.

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 22:09
BeerLover
აუ, წარმოდგენა არ მაქვს რომელი პასკა ჯობია, ვერც ფასით ვერ გაიგებ, ახლა ფეუსბუქზე იას პასკების ბუმია, თავაძეს ეცოდინება ეს იაკო მგონი ძველი ფორუმელი უნდა იყოს, ლუტას მეთოდით- ცომის მაცივარში გამოტარებით ამზადებს, 800 გრამიანებს მგონი 18 ლარად ყიდის. გემო არ ვიცი, მაგრამ ისეთი პროდუქტი ჩამოთვალა, რომ ყველა ლოგიკით ძაან მაგარი უნდა იყოს! სხვა არაფერი ვიცი, რაიონში ვარ, ორი ცალი ტკბილი ქვეყნის პასკის იმედად ვარ ამხელა ფილარმონია ქალი...
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: etc... 25 Apr 2019, 22:10
BeerLover

იტალიურებს მანდ ხო არ აცხობენ? საექსპორტოა, შემოდის. დიდხანს უნდა გაძლოს, ამიტომ კონსერვანტები მეტია.

ადგილობრივი "ანტრე" ჯობია, რათქმა უნდა.

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 22:14
etc...
კი დაბალკალორიული, ანტიოქსიდანტური
და სისხლში შაქრის დონეს დაბლა წევს, ანუ დიაბეტიკებისთვის ნებადართული...
მოკლედ, კარგია ძაან.
კოწახური ქაბაბშია კაი... wink.gif

QUOTE
გუმს რო კოწახურად ასაღებენ

Levan_Lion
და გოჯად რო ასაღებენ? biggrin.gif

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 22:15
nia4u

ეგ იას პასკები საერთოდ პირველად მესმის biggrin.gif

ვნახავ აბა რა არის

ეხლა ისეთ ჭკუაზე ვარ თითო თითოს ვიყიდი რამოდენიმეს და შევადარებ biggrin.gif მაგრამ ცოტა მეზარება მაგდენი სიარული და ექსპერიმენტები

etc...

კი გეთანხმები, ანტრესი უფრო ცოცხალ გემოზეა

Posted by: s@likun@ 25 Apr 2019, 22:17
მეგობრებო )) პასკა უნდა გამოვაცხო და მაინტერესებს სუნელები ზელვის დროს რო დავუმატო და მერე გავაჩერო ამოსასვლელად რამე დაშავდება?? user.gif


Posted by: nia4u 25 Apr 2019, 22:18
ენდრო მოხარშეთ ხვალისთვის? ახლა უნდა დავდგა მე და ვადუღო ნახევარი საათი მაინც, რომ ფერი კარგად გამოუშვას...

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 22:18
nia4u

გუშინ მოხარშა მამაჩემმა biggrin.gif

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 22:20
s@likun@
არაფერი არ დაშავდება smile.gif
შეგიძლია მშრალად ჩააყარო, შეგიძლია ცოტა ცხელი რძე დაასხა მოხმარებამდე 15-20 წუთით ადრე smile.gif

Posted by: Levan_Lion 25 Apr 2019, 22:21
nia4u
გოჯად გამსაღებლები არ გამჩითვიან ჯერ :დ :დ :დ მარა რა გუმი რის გუმი კოწახურიაო ოხრადაა ეგეთები :დ

Posted by: s@likun@ 25 Apr 2019, 22:22
nia4u
აჰა დიდი მადლობა ^^ რძეში გავხსნი

ენდროსაც მოვხარშავ თუ წინადღესუკეთესია ^^

და ხვალ სამჯერ უნდა წამოვადუღოთ ??


Posted by: Keti-Ket 25 Apr 2019, 22:27
italiashka
QUOTE
რომელიღაც საკონდიტროს პასკა 45 ლარი ღირდა

ეს მართლა რეკორდია biggrin.gif

nia4u
QUOTE
იას პასკები

არც გამიგია. საკონდიტრო აქვს?

მახსოვს აქ ტოფუს აძაგებდნენ, არადა დღეს შევწვი ძალიან ბევრ სანელებელთან ერთად და ისეთი გემრიელი გამოვიდა, ხორცისმოყვარულმა მჭამელებმაც კი მოითხოვეს დამატება biggrin.gif

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 22:27
s@likun@
ენდროს არ უნდა სამჯერ წამოდუღება, ერთხელაც საკმარისია, დღეს მოადუღე და ხვალამდე კარგად გაცივდება. და კვერცხი გამოიღე მაცივრიდან, რომ ენდრო და კვერცხი ერთ ტემპერატურაზე დადგეს...
* * *
Keti-Ket
არა საკონდიტრო არ აქვს, სახლში აცხობს, დედების სამზარეულოს გვერდია და იქ წერს, ია მინდაძე-ასათიანი...

Posted by: BeerLover 26 Apr 2019, 00:39
==================================================

Posted by: tavadze 26 Apr 2019, 02:40
Levan_Lion
QUOTE
tavadze
კარგად გიშრომია ყოჩაღ

შენც რამდენი გიშრომია ჩემს საპასუხოდ - მადლობა!
ცუდია, რომ ეს დღეები ვერ მოვიცალე აქ შემოსახედად და ის მეილი აქამდე ვერ ვნახე - გადარბენებზე ვარ.
პ.ს. ესე იგი, კარფურის რძის პროდუქტებზე მარტო მე არ შემეცვალა წარმოდგენა!
დიდი მადლობა პასუხებისთვის.
nia4u
QUOTE
შტოში სად უნდა იშოვოს თავაძემ ხო არ იცი?

ბელორუსულ მაღაზიაში ვნახე დღეს შტოშის რაღაცა, მაგრამ ზუსტად არ მაქხსოვს, რა სახის პროდუქტი იყო. ნორმალურ ფასად.
ძველი ფორუმი მეც ბევრჯერ მომნატრებია, მაგრამ რას ვიზამთ - ასეთია ცხოვრება.
QUOTE
თავაძეს ეცოდინება ეს იაკო მგონი ძველი ფორუმელი უნდა იყოს

ნუთუ ის - ექიმი? rolleyes.gif rolleyes.gif ვიკოს ნიკით რომ პოსტავდა? მაგან თევზის მაგარი საწებელი მასწავლა. ახლაც ვაპირებ იმის გაკეთებას.
ლუტას ეგ პასკაც მახსოვს.

Posted by: nia4u 26 Apr 2019, 16:11

tavadze
აუ, ექიმი ვარო ამ გოგომ და ალბათ ეგ არის...
ვიკო თუ ექიმი იყო, არ ვიცოდი,
ძაან მაგარი რეცეპტები ქონდა ყველა...
love.gif love.gif love.gif

Posted by: etc... 26 Apr 2019, 22:15
დღეს ბერძნულ ეკლესიაში ვიყავი და მონასტერში გამომცხვარი Pascha Bread შევიძინე.
ესაა ჩემი პასკა წელს.


user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: QISA 26 Apr 2019, 23:05
პურის საცხობზე მაქვს კითხვა, და იმ თემაში 1 წლის მერე არაფერი დაწერილა...
ვისაც გაქვთ საცხობი, რამე ტკბილს, პასკის მსგავსს თუ აცხობთ?
პირველად ვცადე და დამწვრის სუნი დადგა, და ცოტა ბოლიც, ცხიმი რომ იწვება მსგავსი.
რისი ბრალი იქნება?
თუ გამოცდილი რეცეპტი გაქვთ მადლობელი დაგრჩებით.
P. S. პური სასწაული ცხვება.

Posted by: nia4u 27 Apr 2019, 01:53
QISA
რაღაც სპეც. რეცეპტით აცხობენ, როგორც ვიცი, თან ყველა სხვადასხვა რეცეპტს წერს ფაცეზე, მაგრამ დეტალებზე ვერაფერს გეტყვი...იმედია კარგი პასკა გამოგივა... smile.gif
etc...
სად ხარ? რა კარგად გამოიყურება მონასტრული პასკა .. smile.gif

Posted by: etc... 27 Apr 2019, 02:19
nia4u
ამერიკაში ვარ. ჩემს ქალაქთან ახლოს ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია _ ბერძნულია. 20 კმ-ში.
ბერძენმა მეზობელმა წამიყვანა, მრევლია .
აუ, სიტუაცია როგორ მომეწონა : სიმშვიდე, სისუფთავე...
ქალები თავსაბურავის გარეშე შედიან ტაძარში, სკამები_ როგორც კათოლიკეებს.
უზარმაზარი დარბაზი აქვთ იქვე, აქტივობებისთვის.
შეღებილი კვერცხები შევფუთეთ, ევკალიპტის ტოტებს ფოთლები მოვაცალეთ, ბავშვებისთან არტ-სპეციალისტი მუშაობდა. მოგვიანებით სამარხვო ტრაპეზზე მიგვიწვიეს.


ბერძნული მონასტერი ფილადელფიაშია და პასკებიც იქიდან მოაქვთო.
კვირას გავჭრი.
ძვირფასი პროდუქტებისგან არის დამზადებულიო.
კი, ეტყობა ხარისხი, მაგრამ ჩვენი პასკასავით სურნელოვანი არ არის smile.gif



Posted by: nia4u 27 Apr 2019, 08:43
etc...
თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებენ, მაგრამ ყველაფერი ლამაზად და აკურატულად გამოსდით, მღვდლებიც როგორი აკურატული და მოწესრიგებულები არიან ხოლმე...
ამერიკაში ცხოვრება დიდი გამოცდილებაა, მაგრამ ასე მგონია მერე სხვაგან ვეღარ იცხოვრებს ადამიანი...

შენ გიორგი და ელენე პაპუაშვილებზე გსმენია რამე? დუშელი იყო ეს გიორგი, კობიანთკარელი და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, წიგნი დაწერა „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, ფილმიც არის ძველუ გადაღებული. ფილმი არ ვუცი, მაგრამ მაგარი წიგნია...(სხვა წიგნებიც აქვს)

Posted by: Choncxis mzera 27 Apr 2019, 17:28
კაი რაღაც ჩანს biggrin.gif ;(

"იაპონური ბისკვიტი"

პ.ს.
ვიდეოა:


Posted by: fermina 27 Apr 2019, 18:46
პასკა პასკა გამოდი

user posted image

Posted by: etc... 27 Apr 2019, 20:14
fermina

იf, იf, რა გემრიელობებია და წითელი კვერცხებიც განსხვავებულია, ალბათ შეღებვის ტექნიკაა სხვადასხვა, ჩემი "ჩაინიკური" დასკვნით smile.gif)


nia4u

სამწუხაროდ, და-ძმა პაპუაშვილებზე არაფერი მსმენია, წიგნი კი საინტერესო იქნებოდა smile.gif

ამერიკა უდიდეს გამოცდილებას გაძლევს და მე პირიქით ვიტყოდი, ჩემი კონკრეტული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე _ მანამდე და ახლა, აქ რომ სირთულეებს დაძლევ და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეეჩვევი, მერე ყველგან თავისუფლად იცხოვრებ.
გარემოს რაც შეეხება....
გული მწყდება და მშურს კიდეც სხვა "ქომუნითების", ყველა შეკრული, ერთმანეთს ეხმარებიან ნებისმიერ სფეროში, ერთმანეთი გააქვთ. ქართველები ფიქრობენ მარტო საკუთარ თავზე.
საქართველოშიც იგივეა.
ძირითადად, ხალხი გაუცხოებული და გაბოროტებული.

ერთი კვირის წინ ერთ ადამიანს რეკომენდაცია გავუწიე, სამსახურის დაწყებაში დავეხმარე და მადლობაც არ მითხრა smile.gif)))

აქ თუ ოდნავ წინ წასული გნახა ქართველმა ეგრევე შურს. ნუ, რა უბედურებაა, არ ვიცი...

ქვეყანაც შესაბამისი გვაქვს...

თემას გადავუხვიე.

აღდგომას გილოცავთ, ქრისტიანებო!
ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება მოგცეთ, ულევი love.gif

Posted by: fermina 27 Apr 2019, 20:42
etc...
QUOTE
იf, იf, რა გემრიელობებია და წითელი კვერცხებიც განსხვავებულია, ალბათ შეღებვის ტექნიკაა სხვადასხვა, ჩემი "ჩაინიკური" დასკვნით )

ლუდი "ზედაზენი" აშკარად ამოვარდნილია კომპოზიციიდან tongue.gif

კვერცხები მარტო ენდროთი შევღებე, სოფლის მოყვითალო კვერცხი გამოვიდა ხასხასა წითელი, მაღაზიის თეთრი - უფრო მუქი, მოიისფრო.

Posted by: etc... 27 Apr 2019, 21:07
fermina

ვერც ეგ დავაკავშირე, მაგრამ.. მე ლიმონათი მეგონა smile.gif)

დილიდან "ანტრეს" გვერდს ვათვალიერებ, მილიონი საოცარი პასკა! და ვმაზოხისტობ smile.gif))

ჩემს დას უყიდია რეიხების ( Reichs) , რავიცი ძაან გემრიელიაო. პასკას არ ჰგავს ჩემთვის, ოღონდ.

პ.ს. ფოტოდან ასე ჩანს, რომ ერთ თასში პრიალა ზედაპირიანია, მეორეში - გლუვი, ეგ ვიგულისხმე smile.gif

Posted by: nia4u 27 Apr 2019, 21:20
etc...
და-ძმა არა, ცოლ-ქმარი... smile.gif
ამერიკელი ელენი მოიყვანა ცოლად... smile.gif
იქნება მანდ ეგ წიგნი ალბათ სადმე...
smile.gif
ინგლუსურად წერდა და ქართულად არის თარგმნილი....
კაი გამახსებდა, გადავიკითხავ კიდევ ერთხელ... smile.gif

Posted by: Levan_Lion 27 Apr 2019, 21:24
fermina
ლუდი ზედაზენი არა ლუდთან მაგას საერთოდ არ აქვს კავშირი ლუდის პროვოკაციასთან კი ბატონო smile.gif

etc...
ზეთით არის გაპრიალებული და მაგიტომ არის სხვაობა მაგ კვერცხების

Posted by: fermina 27 Apr 2019, 21:29
Levan_Lion
QUOTE
ლუდი ზედაზენი არა ლუდთან მაგას საერთოდ არ აქვს კავშირი ლუდის პროვოკაციასთან კი ბატონო

ვიცით ბატონო, ლეფი მირჩევნია მე პირადად, მაგრამ ამ ერთხელ გვაპატიეთ, ასე გამოვიდა.
QUOTE
ზეთით არის გაპრიალებული და მაგიტომ არის სხვაობა მაგ კვერცხების


ზეთით არია გაპრიალებული, მაგრამ სხვადასხვა ფერია რეალურად. დავწერე რატომაც.

Posted by: etc... 27 Apr 2019, 21:32
nia4u

საინტერესოა smile.gif ვიწრო წრეებისთვის არის ალბათ უფრო ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი.

შეგიძლია ყდა მაჩვენო?

მადლობა, ინფორმაციისთვის smile.gif

Levan_Lion

ხუმრობ თუ მართლა? smile.gif) ჩაინიკურია-თქო ხო ვთქვი ...
* * *
fermina

უი, არ ვიცოდი გაპრიალების ტექნიკა, არ მომიხარშავს არასოდეს, არც დავინტერესებულვარ ეტყობა...ახლა უკვე ვიცი.
გასაგებია, მადლობა )

Posted by: Levan_Lion 27 Apr 2019, 21:40
fermina
საპატიებელი არაფერია უბრალოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ლუდად რომ მოიხსენიე ლეფი პაულანერ ლაშუფი და ასე სემდეგ არაფერ შუაშია :დ

ნუ სხვადასხვა ფერი რომაა გასაგებია და რატომაც მარა ერთიდაიგივე მეთოდით შეღებილი კვერცხიც რომ გაპრიალდეს ზეთით სხვადასხვა ფერზე იქნება მაინც

etc...
არა არ ვხუმრობ smile.gif როგორ ხარ?

Posted by: <<Innamorata>> 27 Apr 2019, 21:47
ესიგი არც კვერცები შემიღებავს და არც პასკა გამომიცხვია ხოდა შემოვალ აქ და თქვენი ნამოქმედარით დავტკბები❤

Posted by: etc... 27 Apr 2019, 21:51
Levan_Lion

ღმერთის წყალობით, კარგად smile.gif მადლობა :*
უბრალოდ, ამ დღეებში მანდ მინდა და დანაკლისს ასე, ტელეფონით და ინტერნეტით ვინაზღაურებ smile.gif)
შენ როგორ ხარ, აბა?
ამზადებ რამე "საფირმოს" სააღდგომოდ?

Posted by: Levan_Lion 27 Apr 2019, 22:56
etc...
მშვენიერია კარგად იყავი სულ 2kiss.gif

არამიშავს ნელნელა

არა <<Innamorata>> ს არ იყოს არაფერს არ ვამზადებ smile.gif

Posted by: MeBeforeYou 27 Apr 2019, 23:03
user posted image
user posted image

გუშინ გავაკეთე პრინციპში bis.gif

Posted by: vaho 27 Apr 2019, 23:12
QUOTE
დუშელი იყო ეს გიორგი, კობიანთკარელი და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, წიგნი დაწერა „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“


მანდ არის ერთი ისტორია, ქართველი ბიჭი უიმედოდაა შეყვარებული და დეპრესიაშია.

ჰოდა, ეს პაპუაშვილი წაიყვანს მეგობრებთან ერთად სადღაც პლაჟზე, მგონი, რაღაც ნივრიან საჭმელს აკეთებენ, ხაშს ან რაიმე მსგავსს. და სვამენ ღვინოს, ცხადია.
ჰოდა, ეშველება იმ ბიჭს, მოვა ხასიათზე.

ამის მერე ნიორი ანტიდეპრესანტად მიმაჩნდა ყოველთვის...

Posted by: BeerLover 28 Apr 2019, 01:06
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ

მოკლედ დავწერ

ანტრეს პასკები არის საკმაოდ გემრიელი, შეიძლება ოდნავ მშრალი დაუძახო, მაგრამ ძალიან გემრიელია

ლაიმის პასკები, ხაჭოსიც და სამეფოც სუპერ up.gif

Posted by: Schneider 28 Apr 2019, 05:02
მგონი პასკები სულ უფრო ტორტებს ემსგავსება biggrin.gif

Posted by: RastaWoman 28 Apr 2019, 11:59
გამარჯობა.
2 კითხვა მაქვს smile.gif

1-ხაჭოს რა პროპორციებით ამზადებთ თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ გამოცდილება? (ლიმონი/რძე)
2- ჩვეულებრივად ბრინჯი რომ დავფქვა იგივე ბრინჯის ფქვილის ანალოგს მოვიღებ რაც მარკეტებში იყიდება ხოლმე ?

Posted by: Levan_Lion 28 Apr 2019, 12:31
QUOTE (RastaWoman @ 28 Apr 2019, 11:59 )

2- ჩვეულებრივად ბრინჯი რომ დავფქვა იგივე ბრინჯის ფქვილის ანალოგს მოვიღებ რაც მარკეტებში იყიდება ხოლმე ?

დაფქვილ სახით კი მიიღებ მაგრამ უხარისხოს და არანამდვილ ფქვილურს

Posted by: Frankens†ein 28 Apr 2019, 13:00
შეიცვალა დრო...
კაცი კაცს აღარ გაქვს, ქალი - ქალს, ზამთარი - ზამთარს და პასკ პასკას mad.gif

პასკა არის ეს:

user posted image

Posted by: RastaWoman 28 Apr 2019, 13:46
Levan_Lion
sad.gif მადლობა

Posted by: Keti-Ket 28 Apr 2019, 14:14
RastaWoman
QUOTE
1-ხაჭოს რა პროპორციებით ამზადებთ თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ გამოცდილება? (ლიმონი/რძე)

ერთ ლიტრზე ერთი ლიმონის წვენი, ეგრევე იჭრება და არც გემო დაჰყვება

Posted by: RastaWoman 28 Apr 2019, 18:36
QUOTE (Keti-Ket @ 28 Apr 2019, 14:14 )
RastaWoman
QUOTE
1-ხაჭოს რა პროპორციებით ამზადებთ თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ გამოცდილება? (ლიმონი/რძე)

ერთ ლიტრზე ერთი ლიმონის წვენი, ეგრევე იჭრება და არც გემო დაჰყვება

ქეთი რძეს ადუღებთ თუ ოდნავ ათბობთ?
და ცხიმის შემცველობას აქვს მნიშვნელობა?
პს ვცადე და საშინლად გამეწელა და თან 2 ლ რძიდან 100 გრამამდეც არ გამოვიდა sad.gif

Posted by: SkitterZ 28 Apr 2019, 19:47
user posted image

user posted image


გილოცავთ აღდგომცი bis.gif

ძლივს ვაღირსე ხაჭოს პასკა ჩემს თავს, ისეთი გემრიელია მარტო აღდგომას არ გავაკეთებ ამას chups.gif

Posted by: blue15 28 Apr 2019, 20:03
user posted image
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Schneider 28 Apr 2019, 22:57
კვერცხი წითელ ღვინოში შევღებე smile.gif
იტალიური პასკა ვიყიდე, კოლომბა (მტრედი) ეწოდება.

user posted image

Posted by: Keti-Ket 28 Apr 2019, 23:05
RastaWoman
ძალიან დაბალ ცეცხლზე ფაქტობრივად დუღილამდე უნდა მიიყვანოთ, ოღონდ არ აადუღოთ, შემდეგ არ გადმოდგათ ცეცხლიდან და ისე დაუმატეთ ლიმონის წვენი და გადაურიეთ ეგრევე. წესით, ძალიან მალევე უნდა აიჭრას და გამოიყოს ხაჭოს მასა. ბევრი არ გამოდის, მაგრამ 100 გ. ძალიან ცოტაა. მგონია რომ ლიმონის წვენი დააკელით და არ აგეჭრათ ნორმალურად

Posted by: Choncxis mzera 29 Apr 2019, 13:51
რა სილამაზეებია biggrin.gif love.gif

QUOTE
 დღეს გავაკეთე



"ტკბილი ქვეყანას" პასკა ვიყიდე up.gif

Posted by: ალბატროსი 29 Apr 2019, 22:16
user posted image
user posted image
user posted image
ხახვის ფოჩებით შეღებილი კვერცხები.

Posted by: italiashka 30 Apr 2019, 11:34
QISA
QUOTE
პურის საცხობზე მაქვს კითხვა, და იმ თემაში 1 წლის მერე არაფერი დაწერილა...
ვისაც გაქვთ საცხობი, რამე ტკბილს, პასკის მსგავსს თუ აცხობთ?
პირველად ვცადე და დამწვრის სუნი დადგა, და ცოტა ბოლიც, ცხიმი რომ იწვება მსგავსი.
რისი ბრალი იქნება?
თუ გამოცდილი რეცეპტი გაქვთ მადლობელი დაგრჩებით.
P. S. პური სასწაული ცხვება.


მე ზემოთაც ვწერდი, მინდოდა გამომეცხო პასკა.
ჯერ ვიფიქრე პურს გამოვაცხობ თქო, საცდელად (მამაჩემს წავართვი ეს საცხობი, პანასონიკის ძველი მოდელია) ხოდა ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით გავაკეთე ყველაფერი და პური არ ამოვიდა, დავარდნილი იყო, თან თითქოს ძირში კარგად არ მოურია. ანუ ქვემოთ 1-2 სმ-იანი ფქვილის ფენა ჰქონდა. სავარაუდოდ საფუარიც იქ იყო.
მეორე ცდაზეც იგივე sad.gif
რა ვქნა რა ვიღონო, არ ვიცი sad.gif
არადა მამაჩემის ხელში სასწაულ პურს აცხობდა.
ეხლა რო ვკითხო, დამიწყებს შენ გააფუჭეო და არ მაქვს მაგის ნერვები biggrin.gif
ერთი ის ვიფიქრე, ჯერ ცომის მოზელვის რეჟიმი ჩავრთო, მოვზილო და შევხედო კარგად მოურევს თუ არა, მერე ჩავრთო ცხობის რეჟიმი თქო.
მომეშალა ნერვები sad.gif

Posted by: sophka 30 Apr 2019, 12:43
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ!

ძალიან ყოჩაღები და სასწაულო გოგო-ბიჭები ხართ))

italiashka
რეცეპტების წიგნიც მოყვებოდა მაგ საცხობს იხელმძღვანელე იმით.
ინსტრუქციას გადახედე, მე როცა დიდი ხანი არ ვიყენებ, წინასწარ ვრთავ რომელიმე რეჟიმზე ცარიელს და გარკვეული დრო ვამუშავებ, აი მერე რომ გაგრილდება, ვიწყებ უკვე პურის გამოცხობას.
ჩემი პურის საცხობი არის ვიტეკის, ძველია ჩემიც, მაგრამ მშვენიერ პურებს მიცხობდა, უბრალოდ მეზარება ამდენი ზომა-წონა თავისი საზომებით და მერე ლოდინი) თან მე ცოცხალ საფუარზე გადავედი და ))
კექსიც გამომიცხვია. მშვენივრად ამოყავს. ცხობის რეჟიმს ვიყენებ.

უნდა დაუმუღამო, რა... სცადე კიდევ.


Posted by: Anabeli111 1 May 2019, 21:01
user posted image

ლობიანუკები ♡

user posted image

და კექსი ^_^

Posted by: chipooo 2 May 2019, 21:01
გამარჯობათ. მაინტერესებს დათვის ხორცის შეწვა ტაფაზე, ივარგებს?

Posted by: Schneider 2 May 2019, 21:21
chipooo
QUOTE
გამარჯობათ. მაინტერესებს დათვის ხორცის შეწვა ტაფაზე, ივარგებს?

კატლეტად ალბათ

Posted by: tavadze 3 May 2019, 02:37
ძლივს მოვაღწიე თქვენამდე სამზარეულოსთან ომში დაღლილმა და დამარცხებას ბეწვზე გადარჩენილმა. biggrin.gif დაგვიანებით გილოცავთ აღდგომას, მრავალს დაესწარით. ისეთ ამბებში ვიყავი, ერთი მესიჯი, ერთი ზარი არ გამიშვია არავისთან, არათუ აქ მოლოცვა. ჩემს კულინარიულ კარიერაში biggrin.gif პირველად მოხდა, როცა კინაღამ დავმარცხდი სამზარეულოსთან ფიცხელ ომში. biggrin.gif
მოკლედ, აპრილის დასაწყისში ძმა ჩამომივიდა რუსეთიდან - შორეულშია, მთლად გადაკარგულში, ჩინეთის საზღვართან და იშვიათად ჩამოდის. მის საპატივცემულოდ ძაან მოვინდომე სააღდგომოდ. ამას ფერეიდნელი მოგვარეების სტუმრობაც დაემატა, რაც ბოლო დღეს გადაწყდა - საგვარეულო სოფელია და უნდოდათ ნახვა, ცალკე ბიძაშვილ-დეიდაშვილებს ველოდი სამტრედიიდან (საბოლოოდ არ ამოვიდნენ, იმათაც სტუმრები ჰყავდათ) და ბევრ ახალ რამესაც შევეჭიდე. თუმცა მთავარი პრობლემა დროის დეფიციტი იყო - გასაკეთებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა წინ: პარასკევს, ღამის 11 საათზე ჩავედით სახლში (2 საათი მოვუნდით გომის გადასახვევიდან ხაშურში შესვლას) და შაბათს შევუდექი კეთებას (ისიც ვერა მთლად დილიდან მიზეზთა გამო), საბოლოოდ კი რა მოვაკვარახჭინე: ქათამი 3-ნაირად: შემწვარი, მოხარშული დედალი წამოდუღებულ მაიონეზში ჩაწყობილი და მესამეც - ქათმის ჩაშუშული (ოღონდ უტომატოდ და უმწვანილებოდ, სვანური მარილით და მეგრული ხორცის აჯიკით, აგრეთვე - ინდური ქათმის სუნელით); ქათმის შნიცელი (ნუ, ეს შესაწვავი ვიყიდე კარფურში); საქონლის ხორციდან - ოსტრი (ესეც უმწვანილებოდ, სვანური მარილით და მეგრული აჯიკით), კუჭმაჭი (ესეც უმწვანილოდ, იმავე სანელებლებით), ხაშლამა, ღვიძლი ბადე ქონში შემწვარი, თევზი 2-ნაირად - მშრალად შემწვარი სკუმბრია და მოხარშული საზანი "ვიკოს საწებელში" (პიტნა+ნიგოზი+ლიმონი და ამბები); ღორის ხორციდან სუკის მწვადები (შესუნელებული ვიყიდე ვაკის მაღაზიაში, თუმცა ნამდვილად არ აღვფრთოვანდი), მოხარშული კანჭი ლუდში დამარინადებული და მერე ღუმელში შემწვარი, შაშხი და შებოლილი სალა მოხარშული; კრაბის სალათა, რა თქმა უნდა, ჩემს საფირმო კერძად ქცეული კორეული სალათა (ამაზე შეკვეთები მქონდა აჭარიდან - არ გავაკეთებდი და ჩემი აჯობებდა biggrin.gif), სხვა სახის სალათა-ფხალეულზე კი არც გავქაჩულვარ დიდად (მაინც არავინ ჭამენ, როცა ხორცია) - მხოლოდ ისპანახის და ჯონჯოლის მწნილის ფხალი ნიგოზში. ნამცხვარი ფირფიტები ვიყიდე და მეზობელმა დამიკრემა, პასქები კი ვიყიდე, არ ვაწვალე არავინ; პლუს - უამრავი ძეხვეული, შაშხი თუ ლორი: შებოლილი, შესუნელებული, დელისია, ფინური, ნივრიანი, ინდაურის შაშხი, ქათმის შქმერული, კარფური, ვაკე, უნივერსამი - ყველასგან ავიღე რაღაც-რაღაცები... მჟავეს ასორტი - ჯონჯოლი, კიტრი, თუმცა სიჩქარეში წიწაკები დამავიწყდა (ჩემი გაკეთებულიც და ნაყიდიც - პატარები); კიტრი-პომიდორი; აჯიკებიდან მხოლოდ აფხაზური წავიღე და - შარშან პირველად გაკეთებული საწებელი, რომელსაც გაისად უფრო უკეთესს გავაკეთებ და კეტჩუპად ვაქცევ); კამფეტები და ტკბილეულიც ბლომად და ერთმა ბათუმელმა სტუმარმა იხუმრა, ორი კვირის წინ ქორწილში ვიყავი და ამდენი რამე იქ არ იყოო. მინდოდა ქათმის სალათაც, მაგრამ მოხარშული მასალის ნახევარი ჩემმა ძმა პახმელიაზე აითვისა - კიდევ კარგი, შეღავათი მომცა და არც იყო საჭიროება; ასევე უარი ვთქვი ქათმის ღვიძლის შაშუშვაზე - უკვე ვხედავდი, ქორწილის სამყოფი საჭმელი გროვდებოდა და არც ამის საჭიროება ჩანდა; ამავე მიზეზით ბოლოს ხაჭაპურიც ვიუარე, თორემ მეზობელს ვაცხობინებდი... საბოლოოდ, ისე გავსავათდი, სასაფლაოზე ყველისა და სულგუნის წაღება დამავიწყდა (არადა, შებოლილიც მქონდა ნაყიდი და - ჭყინტიც). თუმცა ეს არაფერს დატყობია და მაინც ყველა ჩემს სუფრაზე მოგროვდა (შეარგოთ!). ჩვენთან სოფელში უბნებში ხალხიც გვარების მიხედვით ცხოვრობს და სასაფლაოზეც თავისთავად ასე გვარებადაა დაყოფილი. გვერდით მოგვარე კაცი ასაფლავია - ბიძად მეკუთვნოდა, იმის საფლავზე აჭარიდან იყვნენ სტუმრად ბევრნი - გათხოვილი შვილიშვილები თავისი ოჯახებით. სიძეებმა კი იცოდნენ ჩემი ამბავი, მაგრამ სხვები არ იჯერებდნენ, რომ იმდენი რამე მე მარტომ გავაკეთე. ის სიძეები თავის სუფრასთან მისვლამდე ჯერ ჩემთან მოვიდნენ, არადა, იმათაც ბევრი რამე ჰქონდათ გაკეთებული. ერთმა შვილიშვილმა მითხრა (კორეულის შეკვეთას ვინც მაძლევდა - ის ორი დღით ადრე ამოვიდა ბებიასთან), ამ დილით სახლში ლაითად ვისაუზმე, მე ჩემს "პოვარს" ველოდებიო. biggrin.gif მის დამ აფხაზურ აჯიკას დაავლო ხელი, ეს უნდა წავიღო, ხელი არ მოკიდოთ არავინო. biggrin.gif
მოკლედ, გურიის მერე აჭარაშიც გამივარდა კულინარის სახელი. biggrin.gif იქაურ სტუმრებს ძაან მოეწონათ სოფელი, ხალხი და ურთიერთობა - ყველა ყველასთან რომ მიდის, ილოცება და იმდენი ხალხი ერთი ოჯახივითაა.
ისინი კი დარჩნენ კმაყოფილები, მაგრამ მეც და ის ბიძაჩემის ოჯახის ქალებიც (თუმცა ისინი ოთხი იყვნენ - ორი შვილიშვილი პარასკევს ამოვიდა ბებიასთან დასახმარებლად) კინაღამ გადავყევით ამ ყველაფერს. გუშინ შევეხმიანე და ჩვენც მასე ვართ, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იმ დაღლილობიდანო. biggrin.gif
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე და ჩემი ბიძაშვილი ვამბობდით, რომ გადამეტებული არაფერი ვარგა, აღდგომა სადა უნდა იყოს. არადა, მეც და ისინიც ბევრ სტუმარს ველოდით (იმათ 1 მიკროავტობუსი ხალხი ესტუმრათ და სასაფლაოს მერე სახლში წაიყვანეს პურ-მარილზე). მომავალში ამდენს აღარ ვიზამ, ნამდვილად ვიცი. მეორე დრეს ვერც მე და ვერც ისინი ფეხზე ვერ ვიდექით, ფეხები ხათრითაც აღარ დადიოდნენ. biggrin.gif თან იმდენად გადაღლილი და დაძაბული ვიყავი, ის ხალხი ქუჩაში რომ შემხვდეს, ვერ ვიცნობ.
ფერეიდნელებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ღამეც დარჩნენ და იმ სიმშვიდეზე, სუფთა, გრილ ჰაერზე, ვარსკლავებიანი ცაზე ლამის ხელის გაწვდენაზე რომ დაგყურებს, გაგიჟდნენ, დაძინება არ უნდოდათ. თემის იმ სოფელში ავიყვანე, საიდანაცაა ჩვენი გვარი წარმოშობით (ჩვენ -ერთი შტო თემის ცენტრში ვართ ჩამოსახლებულები) და მთები, ბუნება ძალიან მოეწონათ. ახლა, რაკი ლენტი გაჭრილია, სხვა დროსაც ვისტუმრებ - უფრო მშვიდად, წყნარად, მათაც რომ დაისვენონ და გადარბენაზე არ იყვნენ.
chipooo
QUOTE
გამარჯობათ. მაინტერესებს დათვის ხორცის შეწვა ტაფაზე, ივარგებს?

მაგ თემაზე ასე ღიად ნუ წერ. მწვადად თუ ფიქრობ, არ გირჩევ - ეგაა ერთადერთი, რაშიც დათვის ხორცი არ მომწონს (მამაჩემი მონადირე იყო და ბავშვობაში ბევრჯერ მიჭამია), სხვა ნებისმიერ კერძში (იმავე კატლეტში) მაგარია.

Posted by: etc... 3 May 2019, 03:14
tavadze

გილოცავთ აღდგომას!

მე კითხვით "გავსავათდი" და ამ ყველაფრის გაკეთების წარმოდგენა არც მინდა smile.gif))))

ძაან გემრიელად კი იკითხებოდა ( თან 1 კვირიან განტვირთვას ვაკეთებ და...) მაგრამ სიგიჟეა, ჩვეულებრივი!

ჩემები სააღდგომოდ ქუთაისში იყვნენ წასულები და იქაც იგივე ტრადიციაა, საფლავებზე გადიან აწყობილი სუფრებით. დედაჩემს წამოცდა, ფეხზე ვეღარ ვიდექი დაღლილობისგან, იმდენი რამე გავაკეთეო.
მამაჩემმა კვერცხის შეწვა არ იცის , რაში მიეხმარებოდა ?!
ბაზარი/სუპერმარკეტი ეხება და მაქსიმუმ ხორცი დაეჭრა smile.gif)))

ყოჩაღ, თქვენ!
მაგრამ, მართლა რა საჭიროა ამდენი რამე ?!

1 წელია რაც მარტო ვცხოვრობ და საჭმელების კეთება დავიწყე, მომიწია smile.gif)
უკვე ვაცნობიერებ რამხელა შრომაა...


Posted by: tavadze 3 May 2019, 09:48
etc...
QUOTE
მაგრამ სიგიჟეა, ჩვეულებრივი!

გეთანხმები და დავწერე კიდეც.
QUOTE
მაგრამ, მართლა რა საჭიროა ამდენი რამე ?!

არაფრად. თუმცა ახლა სტუმრები მყავდა, მაგრამ მაინც ზედმეტი მომივიდა.
ეგეც არ იყოს, კიდევ ვიმეორებ - აღდგომას არ უხდება ასეთი რამ!
პ.ს. თან ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სოფელში ჩასულს წყალი არ დამხვდა და დავრჩი ჭის წყალის ამარა. facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Ezekia 3 May 2019, 15:20
ხალხებო, ყველიანი კრეკერების კეთება მასწავლეთ რააა



Posted by: Choncxis mzera 3 May 2019, 15:54
იფ იფ იფ რეები იდება biggrin.gif biggrin.gif


პ.ს.
ასეთი რამე გიჭამიათ? biggrin.gif
ამ მეთოდოლოგიით მომზადებული რამე


Posted by: RastaWoman 3 May 2019, 17:42
QUOTE (Keti-Ket @ 28 Apr 2019, 23:05 )
RastaWoman
ძალიან დაბალ ცეცხლზე ფაქტობრივად დუღილამდე უნდა მიიყვანოთ, ოღონდ არ აადუღოთ, შემდეგ არ გადმოდგათ ცეცხლიდან და ისე დაუმატეთ ლიმონის წვენი და გადაურიეთ ეგრევე. წესით, ძალიან მალევე უნდა აიჭრას და გამოიყოს ხაჭოს მასა. ბევრი არ გამოდის, მაგრამ 100 გ. ძალიან ცოტაა. მგონია რომ ლიმონის წვენი დააკელით და არ აგეჭრათ ნორმალურად

მადლობა
აუცილებლად ვცდი შემდეგ ჯერზე smile.gif

Posted by: Levan_Lion 3 May 2019, 18:32
QUOTE (Ezekia @ 3 May 2019, 15:20 )
ხალხებო, ყველიანი კრეკერების კეთება მასწავლეთ რააა

Ezekia
ყვითელ ფურცელზე უზერ ლა რეინეს რეცეპტითაა და მომწვანო ფურცელზე რომელიღაცა უზერის არ მახსოვს... ყვითელზე რაც წერია დატესტილი მაქვს უგემრიელესია...

user posted image

Posted by: Ezekia 3 May 2019, 18:56
Levan_Lion

love.gif 2kiss.gif 2kiss.gif ❤️


Posted by: s@likun@ 4 May 2019, 22:30
ცოტა ძირი დამეწვა ))

user posted image

Posted by: guruliqali 6 May 2019, 09:58
italiashka
QUOTE
მეორე ცდაზეც იგივე 
რა ვქნა რა ვიღონო, არ ვიცი 

სხვა ფქვილი, სხვა საფუარი... ინგრედიენტებს დიდი გავლენა აქვს, ჩემი გამოცდილებით. აბა სცადე სხვა ინგრედიენტებითაც.
პასკა არა, მაგრამ ბრიოშის რეცეპტი მოყვა ჩემს საცხობს და ძალიან კარგი გამომივიდა, რამდენჯერმე გავაკეთე. თუ გინდა მოგწერ რეცეპტს.

tavadze
ირაკლი, მართლა რამდენი გიშრომია! კი მომიყევი, მაგრამ ასე ლიტერატურულად გადმოცემული მაინც სხვაა. ოქრო რომ ხარ, ცეცხლი და ვისოჯახშიცშენშეხვალ, იცი უკვე smile.gif ვამაყობ. მოგიყვები მერე, როგორ დაიღალო აღდგომას მხოლოდ სეირნობით და არა სამზარეულოში ტრიალით wink.gif
Anabeli111
QUOTE
ლობიანუკები ♡

გემრიელუკები <3

მე დღეს არაფერი გამიკეთებია sad.gif ისეთი არაფერი wink.gif

Posted by: tavadze 6 May 2019, 11:08
guruliqali
QUOTE
ოქრო რომ ხარ, ცეცხლი და ვისოჯახშიცშენშეხვალ, იცი უკვე

ქვაზე დავასახლებ ქალს, არა? biggrin.gif
ეჰ, მე ხომ ბედი არაფერში არა მაქვს - ჩემს შემთხვევაში ეგ ანდაზაც კი შებრუნებით მოქმედებს. biggrin.gif
ისე, მაგ ჩამონათვალში ერთი რაღაც გამომრჩა... თუმცა რაღა გამომრჩა, გუშინ აღმოვაჩინე სახლში - თაფლში და საფერავში გამოყვანილი სულგუნები, აგრეთვე - მეზობლისთვის საგანგებოდ ნაყიდი სისაურების ყავა თბილისში დამრჩენია და გუშინ აღმოვაჩინე. biggrin.gif სულგუნებს ვერ ვიჩემებდი - დაზუსტებით არ მახსოვდა, ვიყიდე თუ არა, მაგრამ ყავაზე კი ვწუხდი, როგორ დამრჩა-მეთქი.
მოკლედ, რძის პროდუქტებში წლეულს სერიოზული გარღვევა მომივიდა. biggrin.gif
QUOTE
მოგიყვები მერე, როგორ დაიღალო აღდგომას მხოლოდ სეირნობით და არა სამზარეულოში ტრიალით

აღდგომას არ გამომადგება ეგ სწავლა - სულ ერთია, საფლავებს ვერ ვუღალატებ, მაგრამ საახალწლოდ კი ვისწავლე უკვე: წლეულს აღარ წავალ ახალ წელს გურიაში, სადმე დავისვენებ.
პ.ს. რა გემრიელობებს, რა კარგ ხალხს, რა კარგ სიტუაციას ასცდი წუხელ, რატომ არ წამოდი. sad.gif
გიორგობას გილოცავთ, თემელებო. მრავალს დაესწარით...

Posted by: shilaida 6 May 2019, 20:58
პასკა და ეკალა <3

user posted image

user posted image

Posted by: ASIA 7 May 2019, 01:03
tavadze

თქვენი პოსტის წაკითხვის მერე შემრცხვა - ძლივს ორიოდე კერძი მოვახლაფორთე და ფეხზე ვეღარ ვდგებოდი . . .


გაგიმარჯოს ღმერთმა - იმერლები ასე "ვაქებთ" ხოლმე ერთმანეთს.



smile.gif

Posted by: tavadze 8 May 2019, 02:01
ASIA
QUOTE
tavadze

თქვენი პოსტის წაკითხვის მერე შემრცხვა - ძლივს ორიოდე კერძი მოვახლაფორთე და ფეხზე ვეღარ ვდგებოდი . . .

biggrin.gif ფეხზე დგომას ნუ მკითხავ - პარასკევს კი დავაფიქსირე, რომ სიცოცხლე აღარ მეზარებოდა და დაღლილობამ გამიარა, თორემ იქამდე ფეხები ჯერ ისევ ხათრით მემსახურებოდნენ. biggrin.gif
ისე კი რაღაცნაირი მუღამი აქვს კულინარიას - ახლა, ღამის 01 საათზე, ლივერპული -ბარსას მატჩის პარალელურად ქათამი ჩავხრაკე. biggrin.gif
ბარემ აქვე ვიკითხავ რამდენიმე საკითხს, გამოცდილ კულინარებთან:
1). რას იტყვით, მე მგონი, აჯობებდა, ღვიძლი ბადექონში შამფურზე შემეწვა, ან - გაცხელებულ კეცზე, არა? ახლა ღუმელში შევაგდე საქმის გასაიოლებლად, მაგრამ ვერ იყო ისეთ გემოზე, რაც მომწონს ღვიძლში. მწვადიც არ იყო ისეთი, მე რომ ვიცი, თუმცა არც სამწვადე მომეწონა და თან ჩემმა ძმამ შეწვა. მე ცოტა სხვანაირად შევწვავდი - ყველა მხრიდან თანაბრად, მაგრამ მწვადებისთვის აღარ მეცალა ნაღდად...
2). თევზი თაფლში თუ მოგიხარშავთ ვინმეს? ჩემი მეორე ძმა (რუსეთში რომელიცაა) მიმტკიცებს, რომ ძალიან გემრიელია, ან - თაფლის ნაცვლად შაქარიც წავაო. არარდა, იმათ იქ ნაირ-ნაირი თევზები აქვთ და დაეჯერება, მგონი. თან იქაური უკრაინელი ჰყავს მეუღლე, ძალიან კარგი დიასახლისი, მაგრამ აქაურების აზრიც მაინტერესებს, გიცდიათ ვინმეს?
ისე კი შაქარმა ერთი იდეა მიკარნახა - თევზი ძმარი+შაქარის ნაზავში რომ მოვხარშო, ან მოხარშული ჩავაწყო მაგ ნაზავში რამდენიმე საათით (თუნდაც მთელი ღამით), მგონი, გაამართლებს. შაქარი+ძმარის კომბინაცია ძაან არომატულ, პიკანტურ და განსხვავებულ გემოს იძლევა და იმიტომ მაინტერესებს. ასევე მაინტერესებს, ეგ ნაზავი ლუდში ჩამარინადებულ კანჭსაც რომ დავასხა, როგორი იქნება... მხოლოდ იმის მეშინია, ხორცი არ გაამაგროს ძმარმა (ახლა საკაიფოდ ნაზი იყო), თორემ გემოს კი აიღებს...

Posted by: Levan_Lion 8 May 2019, 02:54
QUOTE (tavadze @ 8 May 2019, 02:01 )

ბარემ აქვე ვიკითხავ რამდენიმე საკითხს, გამოცდილ კულინარებთან:
1). რას იტყვით, მე მგონი, აჯობებდა, ღვიძლი ბადექონში შამფურზე შემეწვა, ან - გაცხელებულ კეცზე, არა? ახლა ღუმელში შევაგდე საქმის გასაიოლებლად, მაგრამ ვერ იყო ისეთ გემოზე, რაც მომწონს ღვიძლში.

tavadze

გამოცდილი კულინარის რა მოგახსენო მარა ცოტა რამე გამეგება smile.gif :დ

ბადექონში თავისთავად უკეთესი იქნებოდა თან შამფურზე ნაკვერცხალზე
ბადე ქონი გააწვნიანებდა და გააგემრიელებდა ღვიძლს მარა აწი კაი დროსია...ისე თუ საშუალება გექნება ჩემი დაპოსტილი რეცეპტით გააკეთე აფხაზურა უმაგრესია
აგე სქრინიც

user posted image

Posted by: tavadze 8 May 2019, 10:19
Levan_Lion
QUOTE
ბადექონში თავისთავად უკეთესი იქნებოდა თან შამფურზე ნაკვერცხალზე

მეც ასე მგონია.
აი, აფხაზურას რეცეპტი კი საინტერესოა - ნეტავ, ადრე მცოდნოდა... უადვილესი ყოფილა მოსამზადებლად.
დიდი მადლობა. მომავლისთვის გავითვალისწინებ.

Posted by: დაშლიი? 9 May 2019, 05:56
დღეს გავაკეთე პეკინური იხვის იმიტაცია

user posted image
ნეკერჩხლის სიროფის და სოიოს სოუსი წავუსვი იხვს.. დავამარილე, ფოლგა გადავაფარე და შევდგი ღუმელში. კარტოფილებთან ერთად...
შიგნით ჩავდე ხახვი იმისთვის, რომ თანაბრად განაწილებულიყო ტემპერატურა
შეწვის დროს ვასხავდი წვენს იმისათვის, რომ არ გამომშრალიყო...
ამასობაში ზეთი გავაცხელე და როგორც კი გამოვიღე იხვი ღუმელიდან ამ ცხელ ზეთში ვაბანავე. ამიტომ კანი დაებრაწა.
ბოლოს დავამატე ბროკოლი, პომიდორი, მწვანე ხახვი და წიწაკა smile.gif


სამწუხაროდ კანის დასაბერი ხელსაწყო არ მქონდა თორემ უკეთესი გამოვიდოდა

Posted by: Master_Nick 9 May 2019, 07:43
დაშლიი?
ყოჩაღ!!! მაგარი ხარ. იხვი სად იყიდე? შეწვამდე არ დაამარინადე?

Posted by: დაშლიი? 10 May 2019, 07:54
Master_Nick

დიდი მადლობა... გაიხარე მეგობარო! შეწვამდე მარტო ორი საათით დავამარინადე... წესით უფრო მეტი დრო უნდა smile.gif
ყიდვას რაც შეეხება, ნიუ იორკში ვცხოვრობ და ადგილობრივ სუპერმარკეტში ვიყიდე... smile.gif

Posted by: nia4u 10 May 2019, 09:52
guruliqali
2kiss.gif
love.gif
როგორ მიხარია შენი დანახვა, ძველი ბედნიერი დრო გამახსენდა... <3

tavadze
QUOTE
აღდგომას არ გამომადგება ეგ სწავლა - სულ ერთია, საფლავებს ვერ ვუღალატებ

2kiss.gif კარგი ბიჭი ხარ შენ!
ნუ, ყოჩაღი და ცეცხლი და კულინარიის მამა რომ ხარ, მაგაზე აღარაფერს ვამბობ! biggrin.gif
QUOTE
თევზი თაფლში თუ მოგიხარშავთ ვინმეს?

თაფლიან ტკბილ-მწარე სოუსს როდისმე თუ გავსინჯავდი არ მეგონა, მაგრამ ხორცთან მომეწონა ძალიან
და ალბათ თევზთანაც არ იქნება ცუდი, ცდად ღირს... smile.gif


* * *
shilaida
QUOTE
პასკა და ეკალა <3

აუ, პასკა ჩანს ძალიან მაგარი!
რომელი რეცეპტით არის?
wow.gif
შენს სერვირებაზე ვგიჟდები, ფეისბუქზე გიცანი ჭურჭლით biggrin.gif
ოქროსფერი დანა-ჩანგალი love.gif

დაშლიი?
QUOTE
დღეს გავაკეთე პეკინური იხვის იმიტაცია

კარგად გამოიყურება ძაან! up.gif
QUOTE
ამასობაში ზეთი გავაცხელე და როგორც კი გამოვიღე იხვი ღუმელიდან ამ ცხელ ზეთში ვაბანავე. ამიტომ კანი დაებრაწა.

ეს მეთოდი არ ვიცოდი - გამოღების შემდეგ ცხელი ზეთის გადასხმა... საინტერესოა, დავიმახსოვრებ...
rolleyes.gif

რა მაგრები ხართ ყველა! ჩემი მეზობლები მაინც იყოთ! biggrin.gif tongue.gif

Posted by: FANNIE 11 May 2019, 16:08
tavadze
QUOTE
თევზი თაფლში თუ მოგიხარშავთ ვინმეს? ჩემი მეორე ძმა (რუსეთში რომელიცაა) მიმტკიცებს, რომ ძალიან გემრიელია, ან - თაფლის ნაცვლად შაქარიც წავაო. არარდა, იმათ იქ ნაირ-ნაირი თევზები აქვთ და დაეჯერება, მგონი. თან იქაური უკრაინელი ჰყავს მეუღლე, ძალიან კარგი დიასახლისი, მაგრამ აქაურების აზრიც მაინტერესებს, გიცდიათ ვინმეს?
ისე კი შაქარმა ერთი იდეა მიკარნახა - თევზი ძმარი+შაქარის ნაზავში რომ მოვხარშო, ან მოხარშული ჩავაწყო მაგ ნაზავში რამდენიმე საათით (თუნდაც მთელი ღამით), მგონი, გაამართლებს. შაქარი+ძმარის კომბინაცია ძაან არომატულ, პიკანტურ და განსხვავებულ გემოს იძლევა და იმიტომ მაინტერესებს. ასევე მაინტერესებს, ეგ ნაზავი ლუდში ჩამარინადებულ კანჭსაც რომ დავასხა, როგორი იქნება... მხოლოდ იმის მეშინია, ხორცი არ გაამაგროს ძმარმა (ახლა საკაიფოდ ნაზი იყო), თორემ გემოს კი აიღებს...

ვერა და ვერ შევიყვარე თევზი არა და სასარგებლოა. წლების წინ ციმბირში სტუმრად ვიყავით და იქ ბუნწიაღში დაგვპატიჟეს თევზის მწვადებზე ცხოვრებაში ეგეთი გემრიელი თევზი არ გამისინჯავს, არც მანამდე და არც მერე, აი ის თევზი იყოო ბრტყელები რომ არიან, ძვლები არ ქონდათ და პლუს სულ თეთრი ხორცი ქონდა, კვამლის არომატით შეიმჩნეოდა რომელზეც ვგიჟდები და პლუს სოუსი იყო არაჟანი პლუს მგონი ბოლოკი და რაღაცები არ მახსოვს ზუსტად მაგრამ თეთრი კი იყო givi.gif მამენტ რამე კაი უძვლო თევზს დიეტურად კი ვისწავლიდი და გამაუშვით თუ შეიძლებოდეს რჩევები smile.gif წლების წინ კალმახი კომშით გამიკეთა მეგობარმა და მახსოვს მომეწონა, მგონი დაბასტურმებული იყო მანამდე user.gif :სკლეროზი:

Posted by: Levan_Lion 11 May 2019, 17:22
FANNIE
მაგ ბრტყელ თევზს ქვია კამბალა halibut kalkan turbot და ექნება კიდე რამე სახელები რაც მე არ ვიცი :დ :დ :დ

სხვადასხვანაირებია

ციმბირში დაიჭერდნენ კი ბლომად არის იქ

თეთრი ხორცი აქვს დასტურ უფხო უძვლოც ხერხემლის ძვალს თუ არ ჩავთვლით

უგემრიელესია ჩემი ერთერთი ფავორიტი თევზია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ეს კი ლეგენდა გორდონის რეცეპტი კამბალა halibut kalkan turbot თევზის

ფორუმელ ინნამორატას აქვს მომზადებული და გემრიელიაო


Posted by: Taisiaa 12 May 2019, 02:46
ვის ოჯახშიც თქვენ შეხვალთ : )))))))

კარგო გოგო ბიჭებო givi.gif 2kiss.gif

Posted by: Levan_Lion 12 May 2019, 02:58
QUOTE (Taisiaa @ 12 May 2019, 02:46 )
ვის ოჯახშიც თქვენ შეხვალთ : )))))))

კარგო გოგო ბიჭებო givi.gif 2kiss.gif

Taisiaa
ვააააააააახ ხო გადამეკიდე შენ მე ოჯახით და ცოლით ვააახ რა დავაშავე ასეთი :დ ;დ წადი გაიქეცი ამჯერად ქ და მ განყში ვახ tongue.gif lol.gif biggrin.gif

Posted by: Taisiaa 12 May 2019, 11:08
Levan_Lion


biggrin.gif პირველად გთაგავ ახლა, ცილს ნუ მწამებ : ))))))

სადაც მინდა, იქ დავპოსტავ, ეს იცი ხო? givi.gif

Posted by: Levan_Lion 12 May 2019, 11:13
QUOTE (Taisiaa @ 12 May 2019, 11:08 )
Levan_Lion


biggrin.gif პირველად გთაგავ ახლა, ცილს ნუ მწამებ : ))))))

სადაც მინდა, იქ დავპოსტავ, ეს იცი ხო? givi.gif

რათქმაუნდა რათქმაუნდა yes.gif მაგრამ ცილს არ გწამებ რაც დავწერე დასტურ ეგრეა yes.gif gigi.gif

Posted by: holden kolpildi 12 May 2019, 12:27
აქც უდნა დავდო ჩემი
ლიმნის თუნთულიკო
user posted image

Posted by: Levan_Lion 12 May 2019, 12:29
QUOTE (holden kolpildi @ 12 May 2019, 12:27 )
აქც უდნა დავდო ჩემი
ლიმნის თუნთულიკო
user posted image

სანამ შენ აქ დადებდი მე სხვაგან ვნახე ეგ შენი თუნთულიკო gigi.gif

Posted by: holden kolpildi 12 May 2019, 16:03
Levan_Lion
QUOTE
სანამ შენ აქ დადებდი მე სხვაგან ვნახე ეგ შენი თუნთულიკო

biggrin.gif biggrin.gif


Posted by: Taisiaa 12 May 2019, 17:26
Levan_Lion

ნუ მაოფებინებ, ფორუმზე კანონმორჩილი ადამიანი ვარ მე biggrin.gif







QUOTE
თუნთულიკო

: )))

Posted by: Issen 12 May 2019, 21:09
ხილის ნაყინის მომზადება მინდა და იქნებ მასწავლოთ რა და როგორ ვქნა..
რა და რა ხილი მოუხდება ერთმანეთს გემრიელი რო გამოვიდეს და მერე ავაბლენდერო თუ რა ვუყო?

Posted by: Levan_Lion 12 May 2019, 21:29
Issen
ჯერ ნაყინის ინგრედიენტები გინდა რომ ნაყინი მოამზადო ან უკვე მზა ნაყინის სითხე ნედლეული და მერე შეურევ ხილს რომელიც ადვილად იჭყლიტება ქუცმაცდება
თუარადა რამე ნაყინი იყიდე ვანილის შეიურიე ხილი ახლიდან გაყინე და ეგაა





Posted by: ravi_shen 12 May 2019, 22:57
ხალხო, ხის გობებს ხომ არ იცით ვინმე რომ აკეთებდეს ან იზიდებოდეს, დაახლოებით 20 სმ დიამეტრის ხელა. :ს
4-5 ცალი მინდა :დ

Posted by: Levan_Lion 12 May 2019, 23:16
QUOTE (ravi_shen @ 12 May 2019, 22:57 )
ხალხო, ხის გობებს ხომ არ იცით ვინმე რომ აკეთებდეს ან იზიდებოდეს, დაახლოებით 20 სმ დიამეტრის ხელა. :ს
4-5 ცალი მინდა :დ

მაგ ზომის გობი სად გინახავს? პატარაა ძალიან ჯამიც არ გამოდის ჯამუკაა რა :დ :დ :დ

ერთი ადგილია ვაგზალზე დეზერტირების ბაზრის გზაზე რომ ჩადიხარ ბოლომდე აი ნერგები რომ იყიდება და ყვავილები და რამე აი მაგ გზაზე და პირდაპირ შენობასთან არკა გვირაბშია ზის ცოლქმარი უწყვიათ კიდეც მზა ხის ჭურჭელი მისამართი და ტელ ნომერი მქონდა და ვერ ვნახულობ

Posted by: tavadze 13 May 2019, 02:02
ravi_shenb h - მეც იმავე ადგილს გირჩევ, რაც ლევანმა მიგასწავლა დეზერტირებზე. საინტერესო რამეები აქვთ.

Posted by: Universe 14 May 2019, 10:27
Issen
გაყინული ხილისგან შეგიძლია მომზადება, გემოვნების მიხედვით და სამზარეულოს კომბაინის დახმრებით.

მაგ. წინასწარ გაყინული მწიფე ბანანის ნაჭრები, მარწყვი, ცოტაც ნუში (ვანილის დამატებაც შეიძლება) ჩაყარე დანისპირიან კომბაინში. როცა დაიფქვება და კრემისებური გახდება ნაყინიც მზადაა.
შენახვად არ ღირს. ერთიანად იყინება და ჰაეროვან სტრუქტურას კარგავს.

ხელის ბლენდერითაც შეიძლება მომზადდეს, მაგრამ საწვალებელია, ვერ ერევა ყინულს.

Posted by: Levan_Lion 14 May 2019, 10:31
Universe
ცარიელი ხილის გაყინვა დაბლენდერება და ასე შემდეგ რა ნაყინია? ერთი კიდე ხილს წყალში რომ ყრიან ან წვენს მერე ფორმებში ასხამენ და ყინავენ ან ეგ რა ნაყინია? :დ :დ :დ ნუ სიტყვა ნაყინს კი ამართლებს მაგრამ ნაყინი რეალურად სხვა რამეა

Posted by: Universe 14 May 2019, 11:22
Levan_Lion
ცარიელი ხილი არაა თუ ნიგვზეულს დაამატებ, რაც ნოყიერს ხდის.
ჩემთვის გემრიელია და ვისაც გავასინე მათთვისაც.
ხილის სორბეტი ჰქვია ისე და ნაყინს არ ჩამორჩება.
შენ რაც დაწერე მაგას ყინულის კუბიკი ხილით ან ხილის წვენის ყინული.
...

Posted by: Levan_Lion 14 May 2019, 13:54
Universe
ცარიელ წვენ ხილში ვიგულისხმე ანუ ნაყინის ნედლეულს რძესავით რომაა იმას რომ არ იყენებ

გემრიელი შეიძლება არის შეიძლება არც ჩამორჩებოდეს და შეიძლება ბევრს ნაყინზე მეტადაც მოეწონოს მარა რასაც ქვია ნაყინი არაა ეგაა და ეგ smile.gif

Posted by: Universe 14 May 2019, 13:59
Levan_Lion
მგონი, კარგად არ მახსოვს, ძველ ჩინეთში, სადაც ნაყინი გამოიგონეს, მას ამზადებდნენ ყინულისგან და ხილის წვენისგან?
მოვძებნი მერე ჩემთვის.
ისე სულ ერთია.

Posted by: Levan_Lion 14 May 2019, 14:02
Universe
ეგ სხვა თემაა არაა გამორიცხული არ მაქვს ინფო მარა აი ჩვეულებრივი ნაყიდი რაცაა ბაზარზე მაგასთან მიმართებაში ვამბობ რა თორე გემრიელი და კაი რატომ არ იქნება ნატურალური და კარგი მომზადებული თუ იქნება

Posted by: Universe 14 May 2019, 14:09
Levan_Lion
QUOTE
თორე გემრიელი და კაი რატომ არ იქნება ნატურალური და კარგი მომზადებული თუ იქნება
გაგაგრილებს, გაგახარებს smile.gif

Posted by: Issen 15 May 2019, 17:06
Universe
QUOTE
გაყინული ხილისგან შეგიძლია მომზადება, გემოვნების მიხედვით და სამზარეულოს კომბაინის დახმრებით.

მაგ. წინასწარ გაყინული მწიფე ბანანის ნაჭრები, მარწყვი, ცოტაც ნუში (ვანილის დამატებაც შეიძლება) ჩაყარე დანისპირიან კომბაინში. როცა დაიფქვება და კრემისებური გახდება ნაყინიც მზადაა.
შენახვად არ ღირს. ერთიანად იყინება და ჰაეროვან სტრუქტურას კარგავს.

სწორად ჩაწვდი როგორი ნაყინიც მინდოდა up.gif

Posted by: Universe 18 May 2019, 12:46
chups.gif
user posted image
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Keti-Ket 18 May 2019, 14:35
Universe
შეიკია ეგეთი მყარი თუ ნაყინი? კარგ ვიდზე კი არის smile.gif

Posted by: Universe 18 May 2019, 15:21
Keti-Ket
ჩემთვის ნაყინია, ვანილის და მარწყვის არომატით.
დამდნარი უფრო ფაფა იქნება, ვიდრე შეიკი smile.gif

Posted by: ალბატროსი 18 May 2019, 16:06
user posted image

Good morning ♥️

Posted by: Levan_Lion 18 May 2019, 16:11
ალბატროსი

რა დროს დილაა? :დ :დ

უფრო პატარა სურათი დაგედო წელავს ეკრანს :დ :დ

Posted by: ალბატროსი 18 May 2019, 16:44
Levan_Lion
ჩემთან დილააა smile.gif

Posted by: aisi77 18 May 2019, 23:52
Levan_Lion
ჩაქაფული სუფთა ქართული კერძია თუ მეზობელებიდან გადმოსესხებულია?
შემთხვევით გადავაწყდი ამ ვიდეოს და როგორც კავკასიურ კერძს ისე მოიხსენიებს.

Posted by: Levan_Lion 19 May 2019, 00:03
aisi77
რამდენადაც მე ვიცი ჩაქაფული ქართული კახურია მხოლოდ

ეგ ტიპი არ მევასება მტერია საქართველოს და ქართველების+ უჯიშო და გადაგვარებულ პრო ფსევდო ანტი ჩაქაფულს აკეთებს ნამდვილ ჩაქაფულთან არაფერი არ აქვს საერთო

Posted by: aisi77 19 May 2019, 00:26
Levan_Lion
არც მე მომეწონა.
ოსია მგონი,პირველად ვნახე მაგის ვიდეო.

Posted by: Levan_Lion 19 May 2019, 00:32
aisi77
ქართველი მგონია მე... ნუ თუ ქართველია ვაი ეგეთ ქართველობას რავი...

ნამდვილი ჩაქაფულია ცხვრის ბატკნის ხორცი ტარხუნა ქინძი ახალი ტყემალი მწვანე ხახვი მარილი თეთრი მშრალი ღვინო

სხვა დანარჩენი არის გემოვნების ამბები და ვარიაციები

Posted by: ალბატროსი 19 May 2019, 03:54
user posted image

ტყემალი არ მქონდა,მაგრამ ლიმონიც ძალიან უხდება.smile.gif

Posted by: Schneider 19 May 2019, 04:54
aisi77
QUOTE
ოსია მგონი,პირველად ვნახე მაგის ვიდეო.

კი, ოსია აშკარად, უგემოვნო რუსაპეტულ სახლ-კარზეც ეტყობა
როგორ გააფუჭა ჩაქაფული კამით, თან რამხელა ცხვარი ჩადო facepalm.gif

ღლეა მოკლედ givi.gif

Posted by: Levan_Lion 19 May 2019, 06:09
Schneider
მარტო კამით გააფუჭა რო? რად უნდა ჩაქაფულს ნიორი წიწაკა კამა მაგხელაზე დაჭრილი ხორცი და რაც მთავარია წყალი...არადა რასაც აკეთებს სისულელეებს აკეთებს ტენის ყველაფერში შავ პილპილს წაიღო ტვინი... სასწაული მოხდა მაგასაც რომ არ უქნა :დ :დ :დ ერთი ეგაა ჩაქაფული და მეორე მე ვარ რომის პაპი :დ :დ თან რას ხეთქავს ბიჯო რას ხეთქავს იმენა ხელებიანი ღორია რა facepalm.gif

Posted by: Utopian 19 May 2019, 12:23
ხალხო, წითელი ბორში როგორ გავაკეთო?
მარტო ჭარხლით არ წითლდება და სხვა რა ვუქნა?

Posted by: Levan_Lion 19 May 2019, 13:47
Utopian
კარგი ჭარხალი თუა აწითლებს

და უნდა ჩაყარი ბოლოს ცოტა ხანი ადურებ და ეგააა დარჩება წითელი

ასევე დაჭრილ ჭარხალს ძმარს ასხამენ აჩერებენ და მერე აყრიან ბორშს მაგასაც ბოლოს

Posted by: Utopian 19 May 2019, 18:14
Levan_Lion
ა უი მე თავიდანვე ვყრიდი ჭარხალს
ისე მალე იხარშება ჭარხალი? ბოლოს რომ ჩავყრი რამდენ ხანს უნდა ვადუღო?

Posted by: Levan_Lion 19 May 2019, 18:38
Utopian
პატარა კუბიკებად ან თხელ ნაჭრებად დაჭერი ზოგი ახეხავს კიდეც და მალე მოიხარშება დრო არ დამინიშნავს აი კარტოფილს რომ ჩაყრი მაშინ ჩაყარე ეგეც და ერთდროულად მოიხარშება თუ რამე სასწაული მაგარი კარტოფილი და ჭარხალი არაა და სულ ბოლოს უნდა მწვანილები მწვანილების მერე აღარ უნდა დუღილი ანუ

Posted by: love you 19 May 2019, 18:43
ნამცხვარი "შუ" smile.gif სამი ცდის შემდეგ როგორც იქნა გამოვიდა smile.gif

user posted image

user posted image

Posted by: Levan_Lion 19 May 2019, 18:47
love you
შინაგანი სამყაროს ჩვენება დაგავიწყდა :დ გილოცავ ისე up.gif

Posted by: love you 19 May 2019, 18:50
Levan_Lion
შინაგანი სამყაროს ფოტოს ცოტა მოგვიანებით დავდებ smile.gif
დიდი მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

Posted by: ravi_shen 19 May 2019, 20:02
Levan_Lion
QUOTE
პატარაა ძალიან ჯამიც არ გამოდის ჯამუკაა რა

ხიო ნუ :დდდ


Levan_Lion
tavadze
დიდი მადლობა, შევიხედები

Posted by: Utopian 19 May 2019, 22:18
Levan_Lion
მადლობა, შემდეგზე ეგრე გავაკეთებ


Posted by: love you 19 May 2019, 23:49
Levan_Lion
ესეც დაპირებული შიგთავსი smile.gif

user posted image

Posted by: ალბატროსი 20 May 2019, 00:55
user posted image
ცოტა დამებრაწაsmile.gif

Posted by: MR_ABCD 20 May 2019, 20:33
რა გინდოდა თქო რო შემოდიოდი mad.gif mad.gif facepalm.gif


მშიაააააააააააააააა cry.gif

Posted by: Aleqto 20 May 2019, 22:11
აზრზე არ ვარ რატომ და კი ვიყიდე კუსკუსი...დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ ვცდი რამეს...
თუ ვინმემ რამე იცით როგორ და რასთან ერთად უნდა მოვამზადო, გამიზიარეთ პლზ chups.gif

Posted by: Levan_Lion 20 May 2019, 22:37
Aleqto
თუ მოგეწონება აბა http://vinoge.com/samzareulo/fqvileuli/burRuleuli/kuskusis-salaTi-badrijniT-da-pitniT

Posted by: ალბატროსი 20 May 2019, 23:34
Aleqto
ჩაშუშეთ :ქათმის ფილე,ერთი თავი ხახვი,გახეხილი სტაფილო და ნიირი.დაამატეთ კუსკუსი ,ადუღებული წყალ(ერთ ჭიქა კუსკუსზე, ორი ჭიქა წყალი)მარილი გემოვნებით 15 წუთში მზათაა.ქინძიც უხდება დაჭრილი სერვირებისას.

Posted by: Aleqto 20 May 2019, 23:34
Levan_Lion

მადლობა, თან ბევრი რამეც არ სდომებია და მარტივია... წავიღე . ამ დღეებში ვცდი.

Posted by: Levan_Lion 20 May 2019, 23:48
Aleqto
არაფრის smile.gif ხო მარტივია ოდნავ რთული ალბატროსი დაგიპოსტა



Posted by: ალბატროსი 20 May 2019, 23:58
Aleqto
არაფრის.გემრიელათ მიირთვით.

Posted by: Aleqto 21 May 2019, 00:02
ალბატროსი
მადლობა.როგორც ხორცის მოყვარულსთვის ეს ვარიანტიც საინტერესოა და ვცდი. იმდენი მაქვს, მთელ სუფრას დავაპურებ smile.gif

Posted by: Schneider 21 May 2019, 00:58
კულინარებო, მაგარი იდეა smile.gif

დღეს იტალიაში გავსინჯე ძალიან გემრიელი ნამცხვარი, რაღაც ჩვენს ნაპოლეონსა და შუს შორის. მოკლედ ეს არის პატარა ფენოვანი შაქარმოყრილი შუები ვანილის კრემით. და მგონია ასე უნდა კეთდებოდეს - ვაბრტყელებთ ორ სქელ ფურცელ ფენოვან ცომს, ერთზე სქლად ვუსმევთ ვანილიან კრემს, ზემოდან ვადებთ მეორეს და ვაყრით შაქარს. შემდეგ პატარა ყალიბებით ვჭრით 3-4 სმ მრგვალ ფორმებად და ვაცხობთ. უუუგემრიელესია! როგორც ყველაფერი იტალიური up.gif

user posted image
* * *
Aleqto
QUOTE
კუსკუსი

ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ ძალიან არ მიყვარს biggrin.gif

Posted by: °*Tiffany*° 21 May 2019, 22:32
აქ ვიკითხავ.
ხომ ვერ მეტყვით, ლამაზი და გემრიელი
ქაფქეიქების შეკვეთა თბილისში რომელ საკონდიტროში ან კერძო კონდიტერთან შეიძლება?
მადლობა. წინასწარ.

Posted by: FANNIE 22 May 2019, 10:51
ვინმეს ქუნჯრუთის რძე გაგიკეთებიათ? givi.gif

მოკლედ ალერგიული ვარ მაგრამ ცოოტას წავუდეგნერატებ და ვერ გავთვალე რომ შეიძლებოდა ცუდად ემოქმედა, რძეს არ ვსვამ და მეთქი ჰოპ დავტესტო მიკროელემენტები ტრალალა , გემრიელია თაფლით შევატკბე და თავბედს ვიწყევლი ახლა ალერგიის წამლებით ვიჭყიპები, ზოგადად ეგრე მოქმედებს ეს ქუნჯრუთი თუ მე არ ვევასები ნეტავ? facepalm.gif

Posted by: fermina 22 May 2019, 14:12
°*Tiffany*°
QUOTE
აქ ვიკითხავ.
ხომ ვერ მეტყვით, ლამაზი და გემრიელი
ქაფქეიქების შეკვეთა თბილისში რომელ საკონდიტროში ან კერძო კონდიტერთან შეიძლება?
მადლობა. წინასწარ.



აბა ეს ნახეთ

https://www.facebook.com/pg/castadivageorgia/photos/?tab=album&album_id=1378726968935312&__xts__%5B0%5D=68.ARB4t19_M5qGqJtW2EJ5dVzN2r58wZK0pn0LPJCy-bWYvxhSH_RMK36bOm1ZyXwDg-9CHGn3qqj1TO4hgAIwAGy1ibW3U2wpS3pCI0pHN79RXbEJcniOxGM4Orj1p2OMLtukSjgZ2-aubjdjebUTq1_Jl5QiTw4ypoK_hLS3tl0WfxcnsAYB7h0YQW1206lLBmjgQYK__W5M1h1OJh0Vnldv4UsB_y88RT1ccrz0G-n1INBmyuiCaFV0mwg4qiyV1FIqmZuZz9-waoSTIxA6rpRcKSFj0fe-KPrvpDx6PZ-pP6nboI36ljIOIyUGqexzVVRF_arN8b4L1ns1wMSYdU-b7cYfS3qyve_jCkektaf8_CIJQqaU7A&__tn__=-U-R

Posted by: kactus 22 May 2019, 15:30
FANNIE
QUOTE
ვინმეს ქუნჯრუთის რძე გაგიკეთებიათ? 

მოკლედ ალერგიული ვარ მაგრამ ცოოტას წავუდეგნერატებ და ვერ გავთვალე რომ შეიძლებოდა ცუდად ემოქმედა, რძეს არ ვსვამ და მეთქი ჰოპ დავტესტო მიკროელემენტები ტრალალა , გემრიელია თაფლით შევატკბე და თავბედს ვიწყევლი ახლა ალერგიის წამლებით ვიჭყიპები, ზოგადად ეგრე მოქმედებს ეს ქუნჯრუთი თუ მე არ ვევასები ნეტავ? 

lol.gif lol.gif 2kiss.gif
აი,გამაგებინე,ადამიანს რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ქუნჯუთის რძის ჯერ
გაკეთება და მერე დალევა? ან როგორ გააკეთე? lol.gif
ვაიმე,შენ რა გითხარი?! biggrin.gif

პ.ს. ცხოვრებაში რძე არ დამილევია,
რძის სუნს ბავშვობიდან ვერ ვიტან. biggrin.gif

Posted by: fermina 22 May 2019, 16:17
kactus
QUOTE
პ.ს. ცხოვრებაში რძე არ დამილევია,
რძის სუნს ბავშვობიდან ვერ ვიტან.


biggrin.gif

ძაან საყვარელი ხარ და თან მეცინება, იცი რაზეც lol.gif

მზის ელემენტებზე ხარ თუ რით საზრდოობ, უბრალოდ მითხარი რა. tongue.gif

არა, რძეზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ მგონი ერთხელ დაწერე, ხაჭაპური არ გამისინჯავს ცხოვრებაში, ვერ ვიტანო 2kiss.gif

Posted by: °*Tiffany*° 22 May 2019, 16:51
fermina

გადავხედე და ულამაზესებია. გემოც, წესით, შესაბამისი ექნება.

"ბლუბელიც" მირჩიეს, შევადარებ პირობებს და ამ ორიდან ავირჩევ.

დიდი მადლობა smile.gif


Posted by: fermina 22 May 2019, 17:03
°*Tiffany*°
QUOTE
გადავხედე და ულამაზესებია. გემოც, წესით, შესაბამისი ექნება.

"ბლუბელიც" მირჩიეს, შევადარებ პირობებს და ამ ორიდან ავირჩევ.

დიდი მადლობა


გემო მართლა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ კარგი უნდა იყოს. გაგვაგებინე, თუ გადაწყვეტ და თუ მოგეწონება smile.gif

Posted by: FANNIE 22 May 2019, 21:35
kactus
QUOTE
აი,გამაგებინე,ადამიანს რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ქუნჯუთის რძის ჯერ
გაკეთება და მერე დალევა? ან როგორ გააკეთე? 
ვაიმე,შენ რა გითხარი?! 

გავრეცხე, დავტოვე მთელი ღამით წყალში გადავწურე, დავაბლენდერე ცოტა თაფლი და ვუალა რძე givi.gif

QUOTE
პ.ს. ცხოვრებაში რძე არ დამილევია,
რძის სუნს ბავშვობიდან ვერ ვიტან.

მეც ეგრე ვარ, ალბათ ცხოვრებაში ხუთჯერაც არ მექნება დალეული ყველა ''ჯერი'' მახსოვს მწარედ, ბავშვობაში და ავადმყოფობისას წივილ კივილების ფონზე ''დალიე თორემ გაგძვრება სული'' ძაან არ ვიცოდი სულის გაძრობა როგორ ხდებოდა ან სული რა იყო რა lol.gif კიდევ კვერცხის სურნელი თუ მეცა ვსოო, დღე მაქვს დაკარგული :ბლეაჰ:

და ხალხო კითხვა მაქვს, მოკლედ წინა წლის მარაგიდან რაც გავყინე ხილი მოცხარები და ალუბლები ხელუხლებელი დამრჩა, არ მეცალა მაგათ საჭმელად და საპეროგედ ეს წელი და კიდევ ერთი წელი რო რამე ვერ გაძლებენ საყინულეში თუ მოვცხო ტკბილეულის ერთკვირიანი ან ორკვირეული? givi.gif ნუ ჟოლო, მოცვი მარწყვი კი შევსუსნე მარა ესენი დამრჩა givi.gif

Posted by: BeerLover 22 May 2019, 21:49
FANNIE

საშუალოდ 12 თვე ძლებს გაყინული კენკრა და ალუბალი, 12 თვის მერე ნელნელა გემოვნურ თვისებებს კარგავს, მერეც შეგიძლია მიირთვა და არ გაწყენს, მაგრამ გემრიელი აღარ იქნება

Posted by: FANNIE 22 May 2019, 23:36
BeerLover
ეჰჰ, ანუ ჯობია მეზობლებს და მეგობრებს მოვუწყო დღესასწაულები lol.gif

მოეშვი, ბიჭო, აწი ამ ძროხას, სანამ ვაშლის კამპოტს არ მეიწველება, არ დაანებებ თავს? (ქ) ხაზარულა
ვსო დაერხათ!

პ.ს. მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: Levan_Lion 22 May 2019, 23:56
QUOTE (FANNIE @ 22 May 2019, 23:36 )


მოეშვი, ბიჭო, აწი ამ ძროხას, სანამ ვაშლის კამპოტს არ მეიწველება, არ დაანებებ თავს? (ქ) ხაზარულა

ამასწინებზე საზამთრო ჩამიგდო გოფორიძეების საზიარო ჭაში, გასკდა შენ ხარ ჩემი ბატონი და მაგის გამოისობით აგერ ერთი კვირაა კომპოტს ვსვამთ ორი ოჯახი. სისხლი

lol.gif ეგიც მოუხდება კამპოტ პონტს :დ gigi.gif


Posted by: FANNIE 23 May 2019, 00:02
Levan_Lion
QUOTE
ამასწინებზე საზამთრო ჩამიგდო გოფორიძეების საზიარო ჭაში, გასკდა შენ ხარ ჩემი ბატონი და მაგის გამოისობით აგერ ერთი კვირაა კომპოტს ვსვამთ ორი ოჯახი. სისხლი

lol.gif ცუდად ვაარ lol.gif

კი არა და გლახათ lol.gif


Posted by: ალბატროსი 23 May 2019, 00:21
user posted image

მაინც ვერ დავამუღამე , ლამაზი ფერი როგორ გამოვიყვანო.ასევე ღვიძლის გემო რომ არ დაყვებიდეს.იქნებ რამე საიდუმლო იცით?

Posted by: Levan_Lion 23 May 2019, 00:26
ალბატროსი
ღვიძლს ეგეთი გემო აქვს დაჟე კუჭმაჭში იგრძნობა გემო და კუჭმაჭში მოგეხსენებათ იმდენი სანელებლები და გემოს გადატვირთვებია მაინც ვერ ფარავს და არც უნდა დაფაროს

შენ ან არ მოგწონს ღვიძლი ზოგადად ან შეცდომით გგონია რომ სხვა გემოზე უნდა იყოს

Posted by: DeathListFive 23 May 2019, 00:26
QUOTE
დღეს გავაკეთე,

დღეს ნიკორაში მზა საჭმელები ვიყიდე და გავაცხელე (( ერთადერთი გაცხელებაა რაც ამ სფეროში ვიცი

Posted by: ალბატროსი 23 May 2019, 00:51
Levan_Lion
მადლობა.ესეეგი ჩემი ბრალი არ ყოფილა,მასეთი გემო უნდა ჰქონდეს.არადა რანაირად აღარ ვცადეsmile.gif

Posted by: kactus 23 May 2019, 12:07
fermina
biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
არა, რძეზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ მგონი ერთხელ დაწერე, ხაჭაპური არ გამისინჯავს ცხოვრებაში, ვერ ვიტანო

იმდენ რამეზე დამიწერია ვერ ვიტან-მეთქი,ალბათ,აგერია, biggrin.gif
არა,ხაჭაპური ძალიან მიყვარს, მოვიკალი თავი და გაკეთებაც ვისწავლე,
საკმაოდ კარგი გამომდის,უბრალოდ,არ ვჭამ.
აი,არ ვჭამ და მორჩა.
QUOTE
მზის ელემენტებზე ხარ თუ რით საზრდოობ, უბრალოდ მითხარი რა. 

ვერ გეტყვი,ხან როგორ და ხან როგორ.
ყველი (ესეც არჩევით) და ყავა.ეს არის ჩემი ყოველდღიური საზრდო. love.gif
შიგა და შიგ რაღაც-რაღაცებს ვამატებ,ძირითადად,ხილს,ხაჭოს,მაწონს...
თუ კარგ ფორმაში ვარ,ტკბილსაც გავკრავ ხოლმე კბილს,ესაა ჩემი მტერი. biggrin.gif
თუმცა,რკინის ნებისყოფა მაქვს და თუ ვთქვი არ შევჭამ-მეთქი,მორჩა,ვერავითარი ძალა
ვერ მაცდუნებს.

FANNIE
QUOTE
ცხოვრებაში ხუთჯერაც არ მექნება დალეული ყველა ''ჯერი'' მახსოვს მწარედ, ბავშვობაში

ჰო,საკვებთან დაკავშირებული მწარე მოგონებები ბავშვობიდან მეც მაქვს.
QUOTE
კიდევ კვერცხის სურნელი თუ მეცა ვსოო, დღე მაქვს დაკარგული :ბლეაჰ:

ვაჰ,შენ რა ჩემნაირი ყოფილხარ! bis.gif
ნეტავ,განახა როგორ ვრეცხავ კვერცხიან,კვერცხნარჩენებიან თეფშებს.
თუ რამე არსებობს ჭურჭლის ჟელე,სოდა,მარილი,ძმარი,ლიმონი... ყველაფერს
ვასხამ,ვხეხავ,მერე ვსუნავ,მერე ისევ ვხეხავ ... lol.gif
ეს ყველამ იცის ჩემიანმა და ნე დაი ბოგ, კვერცხის სუნიანი თეფში მომიტანონ,
ერთ ამბავს ავტეხ,ამოვაყირავებ ყველაფერს! biggrin.gif

Posted by: °*Tiffany*° 23 May 2019, 14:23
QUOTE (fermina @ 22 May 2019, 17:03 )
გემო მართლა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ კარგი უნდა იყოს. გაგვაგებინე, თუ გადაწყვეტ და თუ მოგეწონება smile.gif

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავიფიქრე ქაფქეიქები ამჯერად და ეს საოცრება ტორტი შევუკვეთე smile.gif



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: fermina 23 May 2019, 15:24
°*Tiffany*°

ძალიან ლამაზია, რომელი საკონდიტროა?

Posted by: °*Tiffany*° 23 May 2019, 15:32
fermina

ასორტი.
შიგთავსი : თეთრი ბისკვიტი, "მოხარშული" კრემი, ჟოლო+მარწყვი, გრილიაჟი _ მართალია, მე ვერ გავსინჯავ, მაგრამ, ეგოუსტურად, როგორი გემოც მიყვარს, ისეთი ვუთხარი smile.gif)


Posted by: fermina 23 May 2019, 16:54
°*Tiffany*°
QUOTE
ასორტი.
შიგთავსი : თეთრი ბისკვიტი, "მოხარშული" კრემი, ჟოლო+მარწყვი, გრილიაჟი _ მართალია, მე ვერ გავსინჯავ, მაგრამ, ეგოუსტურად, როგორი გემოც მიყვარს, ისეთი ვუთხარი )


მშვენიერია up.gif

Posted by: °*Tiffany*° 23 May 2019, 19:11
fermina

მადლობა smile.gif გამიხარდა ჩემი არჩევანის დადებითი შეფასება.



Posted by: MeBeforeYou 23 May 2019, 20:04
გამარჯობა მეგობრებო.
გთხოვთ მირჩიოთ ქაფქეიქებისთვის თეთრი კრემი, რომელიც ძალიან კარგად ,,დაჯდება'' და არ ჩამომედღლიზება :დ
მადლობა წინასწარ.

Posted by: Levan_Lion 23 May 2019, 20:33
MeBeforeYou
ნახე აბა...

http://www.perfectcook.org/index.php/search/search

Posted by: MeBeforeYou 24 May 2019, 13:12
Levan_Lion
მადლობა.
საიტებზე კი ვბახე რაღაცეები, მაგრამ დატესტილი ვერსია მირჩევნია მაინც .

Posted by: Levan_Lion 24 May 2019, 17:46
MeBeforeYou
დატესტილებია პერფექტქუქზე რაც დაგილინკე... მაგალითად Nino Jananashvili ყოფილი ფორუმელია n j და აქაც უდევს სურათები მაგ ქაფქეიქის

Posted by: anamaria77 24 May 2019, 22:10
მარწყვის დესერტი - ტორტის ბისკვიტი , სგუშონკა ,სმეტანა, ვანილი და ბევრი მარწყვი smile.gif)
user posted image



user posted image

Posted by: MeBeforeYou 25 May 2019, 09:52
Levan_Lion
შენ რაც დამილინკე საძიებო ველია საიტის, კონკრეტული რეცეპტი არაა და სერჩით აშკარად ვერ ვიპოვნე ეგ ქაფქეიები რავიცი.
თუ შეძლებ თავიდან დამილინკე აბა.

Posted by: Levan_Lion 25 May 2019, 15:58
MeBeforeYou
ხო ვერაა ეგ საიტი გამარTული კარგად ისე უნდა ნახო უშუალოდ საიტზევე ლინკად არ ხსნის მერე აი ასე ნახე წითელში ჩაწერე ქაფქეიქი
cupcake-თიცააა სხვების ხოდა დააწკაპებ მწვანეს და ამოაგდებს თუ რამეა ყველას რეცეპტს და კონკრეტული მომხმარებლის რეცეპტით მოძებნა თუ გინდა ყვითელს დააწკაპე ჩამოშალე და რამდენიმე ნაცნობი ფორუმელიცაა მათ შორის ნინო ჯანანაშვილი იგივე n j

user posted image

Posted by: beka331 25 May 2019, 17:59
გამარჯობა, სტეიკი ჰარდზე როგორ შევწვა გრილზე? გრადუსები და დრო მაინტრრესებს
ასევე რა წავუსვა

ასევე კარგ სოუსს, ცხარეს თუ მასწავლით როგორ გავაკეთო გამიხარდება.პირველი მცდელობაა და მინდა კარგი გამოვიდეს

ასევე რა ნაჭერი ვიყიდო ეგეც

Posted by: დაშლიი? 25 May 2019, 20:16
anamaria77

რალამაზი გამოგივიდა smile.gif

მე ჩიზქეიქი გავაკეთე და ძირი მიეკრო.. ამიტომ დაიშალა ://
მარწყვის მურაბაც გავაკეთე და ეგ კაი გამოვიდა.
ხოდა ზემოდან დამდნარი შოკოლადი მოვასხი. ://
user posted image

Posted by: MeBeforeYou 26 May 2019, 11:26
Levan_Lion
მადლობა დიდი :*

Posted by: ალბატროსი 27 May 2019, 08:02
beqa331
ეს ნაჭერია კარგი და წვნიანი.
Rib-Eye.

ტემპერატურას გაააჩნია,როგორი მოგწონთ.
MEAT FAHRENHEIT CELSIUS
Medium-Rare 130°F to 135°F 55°C to 60°C
Medium 140°F to 145°F 60°C to 65°C
Medium-Well 150°F to 155°F 65°C to 70°C
Well Done 160°F and above 70°C and

სოუსი შეწვისას,რომ წაუსვათ თუ საწებელივით გინდათ?

Posted by: beka331 27 May 2019, 12:45
ალბატროსი
ორივე მაინტერესებს
ჰარდი მინდა და ანუ 70 გრადუსზე მეტი არ უნდა?
დრო?

Posted by: <<Innamorata>> 27 May 2019, 14:22
user posted image

ოსპის სუპი..



რამდენი ხანია აქ არ შემომიხედავს...

გემრიელები და მადისაღმძვრელები ხართ❤

Posted by: shilaida 27 May 2019, 18:36
დაშლიი?
ძალიან გემრიელად გამოუყურებაsmile.gif
<<Innamorata>>
მიყვარსsmile.gif

დღეს გავაკეთე...
user posted image

Posted by: ალბატროსი 27 May 2019, 18:49
beqa331

გააჩნია ,რა ზომის სტეიკს აარჩევთ. საშუალოს 12-16 წუთი ყოფნის. 5ინჩი თუა 22-30 წუთი უნდა.ბევრნაირად შეგიძლიათ მოამზადოთ,ბევრი რეცეპტებია.პირადათ მე არ ვუკეთებ მარინადს,გემო რომ არ დაეკარგოს ხორცს.აუცილებლად კარგად გაამშალეთ სტეიკი,სველი არ უნდა იყოს.მოაყარეთ პილპილი ,მარილი და შეწვით გრილზე.ძალიან უხდება სოკოს გარნირი (Gravy)კარაქში მოშუშეთ ხახვი ,დაამატეთ ნიორი,სოკო,შავი გვინო,პილპილი,მარილი,ძროხის ხორცის ან ქათმის ბულიონი,ცოტაოდენი ფქვილი.ადუღეთ რამოდენიმე წუთი და მზათაა.ასევე ძალიან უხდება პიურე სერვირებისას.დაჭრილი ქინძიც უხდება გარნირს სერვირებისას.user posted image
* * *
user posted image
გემოვნებაზეა.უფრო წვნიანი თუ გნებავთ.
* * *
საწებელი ,რომელიც ყველანსირ ხორცს უხდება.
ტომატი,ტომატპასტა ,კეტჩუპი,,წითელი ხახვი,წითელი ბულგარული წიწაკა,ქინძი,ნიორი,უცხოსუნელი,დაფქული ქინძი,დაფქული წიწაკა და მარილი.დააბლენდერეთ ერთად ,დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და მზათაა.
* * *
user posted image
.....
* * *
user posted image
........

Posted by: anamaria77 28 May 2019, 23:36
QUOTE (დაშლიი? @ 25 May 2019, 20:16 )
anamaria77

რალამაზი გამოგივიდა smile.gif

მარწყვის მურაბაც გავაკეთე და ეგ კაი გამოვიდა.
ხოდა ზემოდან დამდნარი შოკოლადი მოვასხი. ://


მადლობა 2kiss.gif
მეც ძალიან მიყვარს მარწყვი .
მე კი დღეს მარწყვის ჯემის გაკეთება მინდოდა და კარამელივით გამომივიდა , რომ გაცივდა ხომ საერთოდ gigi.gif

Posted by: <<Innamorata>> 29 May 2019, 02:17
shilaida
მეც: )) ზოგჯერ ბეკონით ,ზოგჯერ ლიმონოთ..
რა გემრიელობა გაქვს მანდ??



კომბოსტოს სალათი..
user posted image

Posted by: fermina 29 May 2019, 16:21
კულიანრებო, მარწყვის ტორტისთვის კარგ კრემს ხომ ვერ მირჩევდით?

ჩვეულებრივი, მოხარშული კრემი ვიცი. რამე უფრო მსუბუქი?

არაჟნის კრემი მოუხდება?

Posted by: ალბატროსი 29 May 2019, 18:59
fermina
ნაღების კრემი უხდება .ძალიან მსუბუქია .მარწყვთან გადასარევია.სულ სამი ინგრედიენტია საჭირო:ნაგები,შაქრის პუდრა და ვანილი.15-20კვერცხიანს ერთი ლიტრი ნაღები სჭირდება.


user posted image
* * *
user posted image
........
* * *
user posted image
.....

Posted by: fermina 29 May 2019, 22:24
ალბატროსი
მადლობა, მეც ვიფიქრე, მსუბუქია, კარგი ნაღებით, მაგ. პრეზიდენტის.

Posted by: thug 30 May 2019, 04:48
<<Innamorata>>

2kiss.gif

დღეს არა მაგრამ სააღდგომოდ გავაკეთე სასწაული ჩაქაფული

user posted image

user posted image

Posted by: nia4u 30 May 2019, 14:01
fermina
კრემ პლომბირი?
https://youtu.be/9CaufXS5zIM

Posted by: <<Innamorata>> 30 May 2019, 19:13
thug
2kiss.gif love.gif



დღეს: ))

user posted image

user posted image

Posted by: ალბატროსი 31 May 2019, 00:01
<<Innamorata>>
სუპერsmile.gif ლამაზი გამოგდის ძალიან.მეც ხინკალს ვაკეთებ დგეს.

Posted by: tavadze 31 May 2019, 00:57
სალამი ხალხნო. ხინკლის ცომის მოზელას რა საიდუმლო აქვს, ვერ მასწავლით? ფერეიდნელ მოგვარეებს მინდა დავეხმარო რჩევით. იქ ქართული რესტორანი აქვთ - სუფრა. ქართულ საჭმელებს კი ამზადებენ, მათ შორის - ხინკალსაც, მაგრამ თავიდან ცომის მოზელაზე ბევრი ვიწვალეთო. ახლა კი მიაღწიეს სასურველ კონდიციას, მაგრამ - სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგონიათ...
პ.ს. დღეს მათთან ვიყავი სტუმრად. ირანული სუფრა დამახვედრეს - უცხოს პონტში, თორემ თანამედროვე ქართულიც კარგად აითვისეს. კარგი რამეები ჰქონდათ, მომეწონა - ხორცეულიც და ბოსტნეულ-ფხალეულიც.
nia4u - როგორ ხარ ფრონტელო მეგობარო?
ადრე ხის ჭურჭლეულს კითხულობდი და ახლა უკვე ბევრგან აქვთ, მაგრამ ვაგზალზე, ციგნების ბაზრობის მიმდებარედ, არკაში იყიდება საინტერესო რამეები (ადრე აქ მე და ლევან-ლიონმა დავუწერეთ ეგ ადგილი რომელიღაც იუზერს). გემოვნებით ნაკეთი რამეებიც აქვთ და - კარგი მასალისგანაც: კაკალი, წიფელი და ამგვარები.
კიდევ იმ ჩვენს სუზალას მაღაზიების რიგში არის პატარა მაღაზია "ლემი" (ეგეც სუზალასია) - იქაც მაგარი რამეები აქვთ. რაც მთავარია, მაგათთან ყველაფერი - ხის ჭურჭლეულის გარდა, სხვა რამეებიც პრაქტიკული და ხარისხიანია. თანაც - საკმაოდ იაფი. ხის მოსარევ-ასაღები კოვზი ვიყიდე მანდ - იმ ფაქიზო ტაფებზე გამოსაყენებლად, რკინის ნაკეთობების მიკარება რომ არ შეიძლება (დასავლეთში ლაფერას რომ ვეძახით, მაგ სტილისა) - მასე გემრიელად არც ერთი მსგავსი რამე არ მომიხმარია. პლასმასები ნაირ-ნაირები მაქვს ნაყიდი, მაგრამ მალევე იწვებოდა ცხელ ტაფაზე მიკარებისას, ამან კი ამომასუნთქა. ბრაზილიური ტრამონტინას დანებიც აქვთ - ახლა მხოლოდ პატარები, ხილ-ბოსტნეულის საჭრელი, თუმცა მე მოვასწარი და ადრე კომპლექტი ვიყიდე - 4 სხვადასხვა დანიშნულების დანა. ახლა სამზარეულოს ნაჯახს ველოდები - როგორც კი შემოიტანენ, ეგრევე უნდა დავაცხრე. biggrin.gif

Posted by: Levan_Lion 31 May 2019, 01:06
tavadze
დიდხანს ზელა არის ხინკლის ცომის მთავარი და ერთერთი საიდუმლო... ფქვილი მარილი ცივი წყალი და დიდხანს ზელვა ეგაა და ეგ

და რესტორნებში რომაა პლასტელინივით ცომები მაგათ ცომსაზელით ზელენ და როგორც ინფო მაქვს სახამებელს უმატებენ რო სლიკინა და მოპლასტელინო მოპლასტმასო ქონდეს ვუზუალი და კონსტიტენცია თუ რაცაა :დ

Posted by: tavadze 31 May 2019, 01:23
Levan_Lion
QUOTE
და რესტორნებში რომაა პლასტელინივით ცომები მაგათ ცომსაზელით ზელენ და როგორც ინფო მაქვს სახამებელს უმატებენ რო სლიკინა და მოპლასტელინო მოპლასტმასო ქონდეს ვუზუალი და კონსტიტენცია თუ რაცაა :დ

სახამებელი არ ვიცი და ცომსაზელით კი ზელენ და ის აძლევს მაგ პრიალა ვიზუალს.

Posted by: soccer28 31 May 2019, 01:41
QUOTE
სასწაული ჩაქაფული

უფ რა მაგარია up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: ალბატროსი 31 May 2019, 05:33
user posted image

ლამაზები არ გამომდისsmile.gifცაციათი რასაც ვახერხებsmile.gif

Posted by: fermina 31 May 2019, 07:05
nia4u
QUOTE
fermina
კრემ პლომბირი?
https://youtu.be/9CaufXS5zIM


მადლობა, ახლა ვნახე და კარგია, მე მგონი საერთიდაც ორი სახეობის კრემის კომბინაცია შეიძლება, გადასარევი გამოვა.

Posted by: <<Innamorata>> 1 Jun 2019, 10:46
ალბატროსი

მადლობა:* ისე მეც ცაცია ვარsmile.gif
და შენიც საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურებაsmile.gif

Posted by: ალბატროსი 1 Jun 2019, 13:38
<<Innamorata>>

მადლობაsmile.gif ესეეგი ცაციობის ბრალი არ ყოფილა,უბრალოდ ვერ ვახვევ ლამაზებსsmile.gif
* * *
user posted image

Pancakes with maple syrup,whip cream and mango smile.gif

Posted by: რუსა_ 2 Jun 2019, 01:40
tavadze
QUOTE
სალამი ხალხნო. ხინკლის ცომის მოზელას რა საიდუმლო აქვს, ვერ მასწავლით

1 კილოგრამ ფქვილზე 10 გრ მარილი და 400 გრამი ცივი წყალი. ფქვილს შეურევ მარილს ან პირდაპირ წყალში გახსნი. წყალს დაამატებ ფქვილს, თანდათან , ანუ ასხამ წყალს , აქუცმაცებ ხელით, ე.წ "კროშკას" გააკეთებ. (მასე სითხე თანაბრად ნაწილდება) და შემდეგ იწყებ მოზელვას, უნდა კარგად მოიზილოს 15 წუთი მინიმუმ, შემდეგ შეფუთავ , დაასვენებ 20-30 წთი, გადაზელ , 15 წუთის მერე მეორედ გადაზელ(მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გადაზილო) და დაასვენებ კარგად გამოყენებამდე(მინიმუმ 15-20 წთ). გაბრტყელების დროს უნდა გამოიყენო ფქვილის მინიმალური რაოდენობა, ოდნავ უნდა მოაყარო მაგიდას. საკმაოდ მაგარი ცომია და ზედმეტი ფქვილის გამოყენება კიდევ უფრო გაამკვრივებს. გაბრტყელებ 5მმ სისქეზე(თითის სისქეზე) , ამოჭრი დაახლოებით 5 სმ დიამეტრის რგოლებს და კარგად გაათხელებ. გაბრტყელება რომ გაგიმარტივდეს, სანამ გაბრტყელებას დაიწყებ, ამოჭრილი ცომებიც ჯობი შეფუთო და დაასვენო.

ხელით მოზელილი ცომია >>

Posted by: tavadze 2 Jun 2019, 09:27
რუსა_ - უდიდესი მადლობა. გაიხარე.

Posted by: beka331 3 Jun 2019, 21:55
ალბატროსი
მადლობა, ვცდი აუცილებლად

Posted by: nia4u 4 Jun 2019, 08:28
tavadze
ხინკლის ცომი ლუტას უწერია პერფექტზე სუ გრამებში, როგორც სჩვევია. smile.gif
აქ ხინკლის თემაშიც დევს კარგი რეცეპტები, მოვძებნი მაგ თემას და ამოვწევ smile.gif

მე გადავცხოვრდი სოფელში, საუკუნეა გლდანში არ გამივლია, ეგ მაღაზია ლემა ახალია? საერთოდ არ ვიცი, არადა დანები კი მჭირდება, რამდენიმე ვიყიდე ადრე მარაგად და ხან ვინ გამომტყუა, ხან ვინ biggrin.gif

მაგ ხის ნაკეთობებსაც ვნახავ, ინედია მეღირსება ჩამოსვლა biggrin.gif

fermina
2kiss.gif love.gif
* * *
ალბატროსი
ძალიანაც ლამაზებია! yes.gif
* * *
აი, რეცეპტი პროფისგან, ახლა ვნახე
რუსა_
შენი მოხვეულია ფოტოზე? რა ლამაზია, ნახატივით არის...
love.gif

Posted by: tavadze 4 Jun 2019, 18:41
nia4u
QUOTE
tavadze
ხინკლის ცომი ლუტას უწერია პერფექტზე სუ გრამებში, როგორც სჩვევია.

მაგასაც ვნახავ, დიდი მადლობა.
QUOTE
ეგ მაღაზია ლემა ახალია?

შედარებით ახალია, მაგრამ სულხანას და ძმათა მისთა მაღაზიაა ეგეც.

Posted by: °*Tiffany*° 4 Jun 2019, 18:59
ხინკალი არ მომენატრება არასდროს, არ მიყვარს...მაგრამ, თქვენ, ხელოვნების ნიმუშებს ქმნით! smile.gif

რამე ქართული სადილი მომენატრა , მოვიმარაგე ლობიოს, აჯაფსანდალის და "ბორშჩის" ინგრედიენტები, რამდენიმე დღეა და მომზადება მეზარება ///
აქაც იმიტომ გატყობინებთ, რომ პასუხისმგებლობა ავიღო საჯაროდ და ბოლოსდაბოლოს მოვამზადო.

ღმერთი ჩემსკენ smile.gif))))


Posted by: tavadze 4 Jun 2019, 19:21
°*Tiffany*°
QUOTE
ღმერთი ჩემსკენ

ამინ!
აბა შენ იცი - ჩაწიხლე სიზარმაცე და იყოჩაღე. biggrin.gif

Posted by: ალბატროსი 4 Jun 2019, 22:22
nia4u
უღრმესი მადლობაsmile.gif

QUOTE
ღმერთი ჩემსკენ ))))

ამინ!ველოდებით ,რას შემოგვთავაზებ smile.gif
* * *
user posted image
მე Butter chicken გავაკეთეsmile.gif

Posted by: Aleqto 5 Jun 2019, 01:11
user posted image
ესეც ჩემი შემთხვევით ნაყიდი კუსკუსი...მწვანილი არ მქონდა და ამიტომ მხოლოდ პილპილოთ და მარილით შევაზავე.მშვენიალური და მარტივი +1 რეცეპტი შეემატა ჩემს მწირ მენიუს smile.gif
ალბატროსი თუ სწორად მახსოვს შენი რეცეპტია და ახლა უკვე საფუძვლიანი მადლობა
chups.gif

Posted by: ალბატროსი 5 Jun 2019, 03:27
Aleqto
ვაუ ,მართლა სუპერ გამოგვსვლიაsmile.gif

Posted by: °*Tiffany*° 5 Jun 2019, 05:05
tavadze
ალბატროსი

მადლობა, გამხნევებისთვის ^^

ლობიო-აჯაფსანდალი არა, მაგრამ ქართული დაფა ამერიკულადsmile.gif))

Baby pork ribs ანუ გოჭის ნეკნები,
გამომცხვარი ბატატი სანელებლებით,
ნიგვზიანი ბადრიჯანი,
გრილი, მაგრამ თან ცხარე სალათი : გახეხილი კიტრი, ბოლოკი და წიწაკა (jalapeno).





» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


პ.ს. არ დავიზარე, მაგრამ მოვკვდი, ძაან დავიღალე smile.gif))

Posted by: ალბატროსი 5 Jun 2019, 18:40
°*Tiffany*°
მომშივდაsmile.gifისე ლამაზად და გემრიელად გამოიყყრება.სუპერsmile.gif

Posted by: max-14 5 Jun 2019, 20:06
QUOTE
Baby pork ribs ანუ გოჭის ნეკნები,
გამომცხვარი ბატატი სანელებლებით,
ნიგვზიანი ბადრიჯანი,
გრილი, მაგრამ თან ცხარე სალათი : გახეხილი კიტრი, ბოლოკი და წიწაკა

up.gif მაგარია

Posted by: sophka 5 Jun 2019, 21:01
ჰეი ჰეი))
როგორ ხართ?

ესეც ჩემი პურუკა.
ჭრილი მერე როცა გაცივდება))

user posted image

user posted image
ვინ აცადა გაციება, უკვე დავჭერი :დ

Posted by: °*Tiffany*° 6 Jun 2019, 00:14
sophka

სოფ, შაქარი და თაფლი არ აქვს ხომ შენს პურუკას? smile.gif))) love.gif
აღარ შემიძლია , უსაშინლესი, ტკბილი პურია აქ , ძირითადად //////


* * *
max-14
ალბატროსი

დიდი მადლობა! მიხარია თქვენი შეფასება ^^

* * *
ფიფლ, ლობიოს მარცვლებს მთელი ღამით აჩერებთ წყალში, ანუ ალბობთ ?

ასე ეწერა ინსტრუქციაში, კიარადა რეცეპტში biggrin.gif

და რამდენი ხანი უნდა ვხარშო, წყალი რამდენჯერ გამოვუცვალო?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: sophka 6 Jun 2019, 01:00
°*Tiffany*°
არაა, ამ პურს არც შაქაარი და არც თაფლი აქვს.
ძიითადად არცერთ პურს არა აქვს სიტკბო.
:*

რავი, მე არ ვალბობ ლობიოს, სამაგიეროდ 2- ჯერ ვუცვლი წყალს.
თუ არ დამეზარა 3-ჯერ:დ
როგორც კი წამოდუღდება მაშინვე.
ხარშვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ლობიოს ნაირგვარობაზე.
გასინჯავ და მიხვდები, როცა იქნება მზად, კანი მოიხარშება და ჩაილაბება ლობიო.
თეთრი ლობიო ძალიან გემრიელია მაგათი.
ლობიანს თუ გააკეთებ კანი ადვილად სძვრება და ისე შეკმაზე.
წარმატებები.
მთელი ღამე ჩაალბე, დილით გამოუცვალე წყალი და მოხარშე მერე.

Posted by: °*Tiffany*° 6 Jun 2019, 01:10
sophka

მადლობა, სოფო :*

აი, ჩავამატე ფოტო, ღია ფერის, ჭრელი ლობიოა...

ლობიანები, ხაჭაპურები და ნებისმიერი პურ-ფუნთუშეული აშკარად არაა ჩემი საქმე smile.gif)) ცომს ვერ დავუმუღამე, არ გამომდის და აღარც ვცდილობ.

Posted by: sophka 6 Jun 2019, 01:20
°*Tiffany*°
თუ დაზიანებული, ნაჭამი ან ფშუტე არაა, მხოლოდ ფერი არაფერს გიშლის.
არ გადაყარო.
დაასხი წყალი რომ დაიფაროს და ადუღებისთანავე გადაუწურე და გამოუცვალე,
მერე საბოლოოდ რომ ჩაადგამ ბევრი წყალი უნდა, ხარშვისას იშრობს და არ დაგეწვას.
წარმატებებიი.
სისქესაც გააჩნია, მე თხელს ვაკეთებ, არადა, ჩემებს სქელი უყვართ :დ


Posted by: °*Tiffany*° 6 Jun 2019, 01:27
sophka

დაუზარელო :*

მივყვები რჩევას და ვნახავ აბა, რა გამომივა.

პ ს. ისე, ფორუმზე, კულინარიის შესაბამისი სმაილები გვაკლია, აშკარად smile.gif))

Posted by: რუსა_ 6 Jun 2019, 10:15
nia4u
QUOTE
შენი მოხვეულია ფოტოზე?

დიახ yes.gif

Posted by: Universe 6 Jun 2019, 18:44
sophka
სახლში მომზადებული საფუარითაა?
ფუმფულა და გემრიელი ჩანს user.gif
* * *
ჭადს ვაცხობ ღუმელში და არაფრით გამოცხვა help.gif cry.gif

Posted by: sophka 6 Jun 2019, 19:27
Universe
არა, ეს ჩვეულებრივი საფუვრითაა.
ვაყენებ ბუნებრივს და პროცესშია მზადების და მახსოვს დანაპირები :*
ვერ მოვაბი თავი აქამდე.

user posted image
კი იყო გემრიელი და ფუმფულაა.

ჭადი შეგიძლია ზემოდან ქურაზეც დააცხო, უცხიმოდ. ცოტა თხელ ცომს მოზელ და ისეთ ტაფაში ან ქვაბში გაიყვანე, რომელიც არ იკრავს. დაბალ ცეცხლზე გამოშუშე მერე აუწიე და მობრაწე ორივე მხრიდან.


Posted by: Universe 6 Jun 2019, 19:39
sophka
QUOTE

ჭადი შეგიძლია ზემოდან ქურაზეც დააცხო, უცხიმოდ. ცოტა თხელ ცომს მოზელ და ისეთ ტაფაში ან ქვაბში გაიყვანე, რომელიც არ იკრავს. დაბალ ცეცხლზე გამოშუშე მერე აუწიე და მობრაწე ორივე მხრიდან.

up.gif თორემ ძლივს გამოცხვა, მე კი დავიწვი biggrin.gif

QUOTE
ვაყენებ ბუნებრივს და პროცესშია მზადების და მახსოვს დანაპირები

არ შეგაწუხებ მაგაზე, მარა მადლობა, რომ გახსოვს 2kiss.gif

Posted by: tavadze 6 Jun 2019, 20:31
°*Tiffany*° - კარგად გიშრომია წინა გვერდზე. up.gif up.gif
ეს ბატატი მახსოვს ბავშვობისდროინდელი წიგნებიდან, მაგრამ დღემდე ვერ გავსინჯე. biggrin.gif biggrin.gif უნდა შევწვა ერთხელ - ვაიდა, მაგანაც მექსიკურივით ამიმაღლოს მზარეულის რენომე. biggrin.gif
და ლობიოს დალბობას რაც შეეხება, მალე კი იხარშება, მაგრამ გაითვალისწინე, რომ გემოსაც კარგავს და უფრო უგემურია.

Posted by: fermina 6 Jun 2019, 21:42
°*Tiffany*°
QUOTE
ლობიანები, ხაჭაპურები და ნებისმიერი პურ-ფუნთუშეული აშკარად არაა ჩემი საქმე )) ცომს ვერ დავუმუღამე, არ გამომდის და აღარც ვცდილობ

მზა ფენოვანი ცომით რომ გააკეთო? აქ რაც იყიდება, სხვათაშორის მშვენიერია, კარგი ხაჭაპური და ღვეზელი გამოდის.

tavadze
QUOTE
ეს ბატატი მახსოვს ბავშვობისდროინდელი წიგნებიდან, მაგრამ დღემდე ვერ გავსინჯე.    უნდა შევწვა ერთხელ - ვაიდა, მაგანაც მექსიკურივით ამიმაღლოს მზარეულის რენომე. 


ადრე მახსოვდა, რომ მომეწონა, ახლა რომ გავსინჯე, ძალიან კვახის გემოზე იყო, ვერ დავამუღამე.

Posted by: Keti-Ket 6 Jun 2019, 22:13
QUOTE
ბატატი

რამდენიმე თვის წინ გავსინჯე პირველად. ვცადე კარაქით, სვანურ მარილიანი, პილპილ მოყრილი და სხვადასხვა სუნელით შეზავებული ვარიანტი და ცალკე ხაჭოთი და არაჟნით. ჩემთვისაც უფრო გოგრა იყო. ოღონდ უფრო ტკბილი. ჯამში მომეწონა, მაგრამ ცალკე საჭმელად ისევ გოგრა მირჩევნია

Posted by: Schneider 6 Jun 2019, 23:05
QUOTE (sophka @ 5 Jun 2019, 21:01 )
ჰეი ჰეი))
როგორ ხართ?

ესეც ჩემი პურუკა.
ჭრილი მერე როცა გაცივდება))

user posted image

user posted image
ვინ აცადა გაციება, უკვე დავჭერი :დ

მშვენიერ ხედზეა up.gif

მაგრამ მე ცოტას კიდევ ვაცლიდი დაბრაწვას gigi.gif

Posted by: max-14 7 Jun 2019, 01:13
QUOTE
ჩემთვისაც უფრო გოგრა იყო. ოღონდ უფრო ტკბილი.

გოგრაა yes.gif

Posted by: °*Tiffany*° 7 Jun 2019, 04:21
tavadze
მთელი ღამით დავტოვე წყალში /// სხვა დროს აღარ ვიზამ , მაგრამ მაინც გემრიელი გამოვიდა smile.gif)

fermina

მზა ცომი კარგი იდეაა ^^
ოღონდ, ეს ცხობა, მაინც მერთულება რა // ტემპერატურის დაჭერა, ხანგრძლივობა...
თან, როგორც ვიცი, რეცეპტის მიხედვითაც რომ გააკეთო, ყველა ღუმელი ინდივიდუალურია...

ბატატს რაც შეეხება, ჯერ ხომ ამ გოგრა-კვახებზე დავითაგე smile.gif))) თან მაგრად მიყვარს ორივე.

ოღონდ , გოგრა უფრო რბილი და ნაზი კონსისტენციის არის,ბატატისგან განსხვავებით, კარტოფილივით ვერ შეწვავ. გემოები კი ჰგავს ერთმანეთს.


ახლა კი, მისი უდიდებულესობა _ლობიო smile.gif)))
დებიუტი.

ყველანაირი სანელებელი აქვს მგონი+შემწვარი ბეკონი.

ბოსტნეულის სალათაც მოვამზადე.

user posted image


user posted image




Posted by: ალბატროსი 7 Jun 2019, 05:16
Tiffany
ჭადთან ერთად შევჭამდი ეხლაsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: °*Tiffany*° 7 Jun 2019, 05:36
ალბატროსი

მობრძანდით, დაბრძანდით, ინებეთ , მიირთვით.. დამეწვიეთ smile.gif love.gif

პ.ს. უმჭადობა ჩემი ტკივილია /// სადაც ახლა ვცხოვრობ, აქ corn flour კი იყიდება, მაგრამ ჩვენებურ ფქვილს ვერ ვშოულობ...

Posted by: sophka 7 Jun 2019, 10:40
Schneider
არადა დაბრაწული იყო biggrin.gif
მადლობაა.


Universe
არ ვწუხდებიი wink.gif


°*Tiffany*°
:*
ყოჩაღ ნიინ, არ თქვა რომ შენ კერძების მომზადება არ იცი :*
რა გიშრომია მართლაც :*


Posted by: °*Tiffany*° 7 Jun 2019, 17:49
sophka

2kiss.gif მადლობა, სოფ.
მგონი ნელ-ნელა ვითვისებ და ვსწავლობ რაღაცეების მომზადებას^^

ოღონდ, მართლა უზარმაზარი დრო მიაქვს, smile.gif)) 20 და მეტ კაციან სუფრებს ერთ დღეში როგორ შლიან, წარმოდგენაც არ მინდა...

აუ, დილიდან ავიჩემე ნაპოლეონი, ხრაშუნა, უგემრიელესი კრემით და ფირფიტებს შორის დამატებებული მარწყვით და ჟოლოთი.

თუ ვინმე გააკეთებთ, ფოტო მაინც დადეთ, პლზ smile.gif)


Posted by: la reine 7 Jun 2019, 19:42
user posted image

user posted image

აქა მშვიდობა)))

Posted by: fermina 7 Jun 2019, 20:12
la reine

იდეალური ფაქტურაა. რა თქმა უნდა, კარაქით გამოტენილი, ხრაშუნა და უგემრიელესი smile.gif

Posted by: any_body 7 Jun 2019, 20:22
la reine
რეცეპტს გაგვანდობთ ?

Posted by: holden kolpildi 7 Jun 2019, 20:26
QUOTE (la reine @ 7 Jun 2019, 19:42 )


user posted image

აქა მშვიდობა)))

ცომის ღმერთი ხარ ჩემ თვალში :დ yes.gif

Posted by: shilaida 7 Jun 2019, 22:57
გამარჯობა smile.gif
ვითომ არაფერი,მაგრამ კარგი კომბინაციააsmile.gif
ხორცი წითელ ღვინოში შევწვი smile.gif
user posted image

Posted by: ალბატროსი 7 Jun 2019, 23:57
°*Tiffany*°
გამოგიგზავნი რომელსაც მე ვყიდულობ. ჩვენსას ჰგავს ძალიან, ჩვენებური არ არის, მაგრამ არ ჩამოუვარდება.

Posted by: °*Tiffany*° 8 Jun 2019, 00:36
ალბატროსი
სიამოვნებით მივიღებ რჩევას ^^
დიდი მადლობა smile.gif


ამ ორის კომბინაციით მომზადებული დავაგემოვნე მეგობართან, არც ის იყო ცუდი...

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ალბატროსი 8 Jun 2019, 07:24
°*Tiffany*°

user posted image
ღერღილიცაა , ღომი თუ გიყვარს. ვერ ვპოულობ ინტერნეტში.ხვალ გადმოგიგზავნი.

Posted by: nia4u 11 Jun 2019, 17:31

°*Tiffany*°
QUOTE
აუ, დილიდან ავიჩემე ნაპოლეონი, ხრაშუნა, უგემრიელესი კრემით და ფირფიტებს შორის დამატებებული მარწყვით და ჟოლოთი.

https://youtu.be/bZ2of1WQ7t4
ეს გააკეთე, უადვილესია და მშვენიერი გამოდის. კრემი, რომელიც გეადვილება, პატისიერი თუ გინდა, ათქვეფაც კი არ უნდა, პირდაპირ ცხელში აგდებ კარაქს smile.gif
shilaida
როგორც ყოველთვის, დახვეწილი და გემოვნებიანი <3

la reine
ვაიმეე, რას შემოვდიოდი?! sad.gif biggrin.gif

Posted by: max-14 11 Jun 2019, 20:54
QUOTE
მთელი ღამით დავტოვე წყალში

ხომ იყიდება მოხარშული ლობიოს კონსერვი,ცუდი ნამდვილად არაა,არც ძვირი ღირს,მშვენიერი გამოდის ყველა ფორმით smile.gif

Posted by: °*Tiffany*° 12 Jun 2019, 02:34
nia4u

მადლობა, რეცეპტისთვის smile.gif
ვნახე ვიდეო. განსაკუთრებით კრემმა დამაინტერესა.

max-14

გამარტივებული კი არის, მაგრამ რავიცი, კონსერვს იმდენი კონსერვანტი აქვს sad.gif
თითქმის არ ვყიდულობ. მითუმეტეს, თუნუქის ქილაში დალუქულს.



Posted by: lilu777 12 Jun 2019, 15:35
QUOTE (ალბატროსი @ 8 Jun 2019, 07:24 )
°*Tiffany*°

user posted image
ღერღილიცაა , ღომი თუ გიყვარს. ვერ ვპოულობ ინტერნეტში.ხვალ გადმოგიგზავნი.

შენ ფენოვანი ცომიც გეცოდინება რომელია კარგი? smile.gif ამას დღეს ვიყიდი
* * *
QUOTE (ალბატროსი @ 4 Jun 2019, 22:22 )
nia4u
უღრმესი მადლობაsmile.gif

QUOTE
ღმერთი ჩემსკენ ))))

ამინ!ველოდებით ,რას შემოგვთავაზებ smile.gif
* * *
user posted image
მე Butter chicken გავაკეთეsmile.gif

ამ ყვითელ ბრინჯიანი რაღაცის რეცეპტი მომე რა smile.gif
* * *
Aleqto

კუსკუს მე ყველს ვურევ , მოცარელას. მანდ სულგუნი შეგიძლია და ელარჯი თუ გიყვარს ფქტიურად ეგ არის როცა მონატრებული ხარ biggrin.gif

Posted by: ალბატროსი 12 Jun 2019, 19:56
lilu777
user posted image
.......
user posted image
.........
user posted image
.......
user posted image

President choice phyllo pastry .ამ ბრენდისას ვხმარობ მარტო ,დანარჩენი რაც გავსინჯე არ მომეწონა.ბერძნული ,წესით საუკეთესო უნდა ყოფილიყო,მაგრამ საშინელი გაფუჭებული კარაქის თუ ზეთის გემო დაყვება.


ხახვი დააბლენდერე,მცენარეულ ზეთში ,ოდნავ მოშუშე ,დაუმატე ბასმათის ბრინჯი,კურკუმა და გააგრძელე მოშუშვა .ერთ ჭიქა ბრინჯზე ორი ჭიქა ადუგებული წყალი.სტაფილო და ბარდა არ მოშუშო ,ბოლოს დაამატე მარილთან და შუაზე გაჭრილ ნიორთან ერთად(მთლიანი თავი) აუცილებლად სახურავი დააფარე ,რამოდენიმე წუთი ადუღე და გამორთე,თვითონ გაფუვდება.სხვადასხვა ბოსტნეულითაც შეგიძლია ,ძალიან უხდება :სიმინდი,მწვანე ლობიო, ბროკოლი .ხახვი თუ არ გიყვარს არაა აუცილებელი.მე გემოსთვის ვუკეთებ.

Posted by: thug 12 Jun 2019, 23:33
ქართული სიმინდის ფქვილი იყიდება ბევრგან ვინც მჭადებზე ფქვილებს არჩევთ ამერიკულებს smile.gif)


Posted by: ალბატროსი 13 Jun 2019, 01:41
thug
ჩემთან ნამდვილად ვიცი,რომ არ იყიდება.რუსული მაღაზიებია,მაგრამ არც მანდ არისsmile.gifთან მართლა არაფრით ჩამოუვარდება.გაცრა ამას არუნდა არაფერიsmile.gif

Posted by: thug 13 Jun 2019, 01:54
ალბატროსი

სად ხარ?

..........................

Posted by: ალბატროსი 13 Jun 2019, 04:36
..............................................

Posted by: lilu777 13 Jun 2019, 06:01
ალბატროსი

ვიყიდე ეგ ფქვილი ხვალ გავაკეთებ ვნახოთ რა გამოვა smile.gif


thug

სად იყიდება აბა? ერთი კონიაილენდზე იყო და სულ გაეყიდათ ტელ დავუტოვე კიდევ გვექნებაო და არ დამირეკეს

Posted by: thug 13 Jun 2019, 08:28
lilu777

ქართულებში არის ყველგან

კონი აილენდზე სად?


მაგარი მკიდია მჭადები
საქართველოდან ჩამოტანილი ფქვილი მედო ერთი 2 წელი მაცივარში მერე გადავაგდე biggrin.gif

ალბატროსი

ვერ მოვასწარი ნახვა biggrin.gif

Posted by: sophka 13 Jun 2019, 11:56
გავაკეთე ბუნებრივი საფუარი, მოვზილე ჭვავის ცომი))
შევაცუნცულე მაცივარში მთელი ღამით და მერე გამოვაცხე))
სურნელია საოცარი, ცხელია, ჯერ არ გაიჭრება.

ჰოდა, დავბრაწე სასწაულად biggrin.gif
user posted image

user posted image
ესეც ცომი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: °*Tiffany*° 13 Jun 2019, 17:27
sophka
იf!
+ ნაღების კარაქი და ყავა უმნიშვნელო რძით.
ახლა უნდა ვისაუზმო და შენს მდიდრულ, მძიმე, პურუკას ვინატრებდი ^^


/////

ქართული მჭადის ფქვილი, NY, NJ -ის მასშტაბით, მარტო ბრუკლინში იყიდება, რამდენიმე ქართულ მაღაზიაში.
უკვე დაფასოებული და შეფუთული ჩამოდის საქართველოდან.
ორშაბათს მივდივარ მარაგის შესავსებად : ტყემალი, აჯიკა, მონასტრის თაფლი, შებოლილი სულგუნი, ბორჯომი, საფერავი, ხვანჭკარა, კაკლის მურაბა smile.gif)))..აღარაფერი მაქვს.

Posted by: sophka 13 Jun 2019, 21:03
°*Tiffany*°
:*
აი, ძაალიან გემრიელიაა
გავჭერი, ამ ღამით მივირთმევ :დ :დ

user posted image


Posted by: Aleqto 13 Jun 2019, 22:00
lilu777

ეგეც საინტერესო იდეაა
up.gif
ჩემში ფშენოს ასოციაციას იწვევს ვიზუალურად და ეხლა მინდა რძეში ვცადო, ქაშის ვარიანტში.

Posted by: lilu777 14 Jun 2019, 00:16
thug

ქართული სამზარეულო რომ არის. ააა ის ბრაიტონია . ბრაიტონ 11 ზე


ალბატროსი

სად იყავი ამდენ ხანს ეს რას მივაგენი თან ვგიჟდები ჭადზე biggrin.gif ჩვენნაირია ფაქტიურად 2kiss.gif

Posted by: ალბატროსი 14 Jun 2019, 01:59
lilu777
2kiss.gif smile.gif
.........

Posted by: lilu777 14 Jun 2019, 06:32
Aleqto

კი მგონია რძესაც მოუხდება. აქ პირდაპირ დაფხვნილ მოცარელასთან და სუნელებთან ერთად იყიდება აწერია 5 წუთი ადუღეთ და მზადააო

Posted by: <<Innamorata>> 16 Jun 2019, 23:30
ამ შუაღამისას რეებს მაკეთებინებენ: ))))

user posted image


user posted image







Posted by: Frankens†ein 16 Jun 2019, 23:38
რა მაინტერესებს, ქართული მასტერ შეფი რო გადის პირველ არხზე, რომელიმე ამ განყოფილების წევრი ხო არის?

ძაან კარგ რაღაცეებს აკეთებენ...

Posted by: <<Innamorata>> 17 Jun 2019, 00:21
Frankens†ein
: )) ჩემი მეგობარია ერთ-ერთიsmile.gif))

Posted by: სნუპ დოგი 17 Jun 2019, 01:01
როგორხართ სასტავ : ))))




........

Posted by: Frankens†ein 17 Jun 2019, 09:24
QUOTE (<<Innamorata>> @ 17 Jun 2019, 00:21 )
Frankens†ein
: )) ჩემი მეგობარია ერთ-ერთიsmile.gif))

რომელი?

მე თინას ვქომაგობ smile.gif

და საერთოდ, თითქმის ყველა კარგი მზარეულია smile.gif

მაგათ ფონზე ვხვდები რო გონზე არ ვარ სამზარეულოსი biggrin.gif

რუსთავზე რო იყო შოუ, ჩემი სამზარეულოს წესები, იმასთან შედარებით ბევრად მაღალი დონეა...

Posted by: <<Innamorata>> 17 Jun 2019, 12:47
Frankens†ein
კი მეც ასე ვფიქრობ,რომ ძალიან მაგრები არიან.. მე შეიძლება გავშეშებულიყავი და ვერაფერი ვერ მომემზადებინა მათ ფონზე..


მე მანჯის ვქომაგობwink.gif

Posted by: kvantanamera 17 Jun 2019, 13:17
sophka
ჭვავის პურის გამოცხობის რეცეპტი (ყველა წვრილმანის გათვალისწინებით) დაწერე თუ შეიძლება

Posted by: sophka 17 Jun 2019, 16:04
kvantanamera
ბუნებრივ საფუარზეა გამომცხვარი. ჩემი ინტერპრეტაციით :დ :დ
ჭვავი 450გრ. 50 გრ. ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილი, წყალი არ დამითვლია, სადღაც 400-500გრ.(ოთახის ტემპერატურის), თხელი ცომი იყო, მარილი 1ჩ/კოვზი, ბუნებრივი საფუარი 200გრ.
მოვზილე ელასტიური ცომი სვენებით, მიქსერით. მერე დავდგი 3-4 საათით, რომ ამოიწია, შევდგი მაცივარში მთელი ღამით. შუალედებში სანამ დავიძინებდი, 2-3ჯერ გადავკეც-გადმოვკეცე.
დილით გამოვიღე, გავაჩერე ცოტა ხანს, მივეცი ფორმა და დავდგი, სადღაც 2-3 საათში რომ ამოფუვდა ისევ, თავი დავუსერე და შევდგი ღუმელში. საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ვაცხე დაახლოებით 50 წუთი.
ჩემი გაზის ღუმელი არის ძველი:დ არც დაორთქლის საშუალება მაქვს და არც ტემპ.. განსაზღვრის.
ხოდა ღუმელში ცარიელი ჯამი შევდგი და მივასხი ცივი წყალი:დ და ცომიც დავნამე.
სულ ესაა))

თუ რამე მკითხე კიდევ, ჯერ ისევ ვსწავლობ პურების ცხობას, ვუმუღამებ.))


Posted by: kvantanamera 17 Jun 2019, 21:26
sophka
მადლობა, ვნახოთ რა გამოვა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 19 Jun 2019, 00:53
user posted image

user posted image

80 ცალი...


ხო ესეცsmile.gif)

user posted image

Posted by: gio_221 19 Jun 2019, 23:50
შემწვარი ღორის ან საქონლის ღვიძლს რო მოუხდეს ,ისეთი სოუზის რეცეფტს ჩავიწერდი ,ვინმემ თუ იცის

Posted by: tavadze 20 Jun 2019, 01:43
გამარჯობა, ხალხნო.
კარგ ჩურჩხელებს სად ვიყიდი, ხომ არ იცით? უცხოელებთანაც რომ არ შე მარცხვინოს და ცალი თირკმელის გაყიდვაც რომ არ დამჭირდეს? (სამი კი მაქვს, მაგრამ მაინც არ მემეტება). biggrin.gif
ან ქართული წარმოების ჩირები ან რამე მაგგვარი რომ იყოს...

Posted by: dito_Metalhead 20 Jun 2019, 13:44
tavadze
ბადაგის ჩურჩხელა საუკეთესოა

Posted by: guruliqali 20 Jun 2019, 14:22
tavadze
"ბადაგის", ირაკლი, მე ბოლოს აპრილში წავიღე საზღვარგარეთ და ისეთი გემრიელი იყო, ლამის თვითონვე შემომეჭამა. ოღონდ ახალამოვლებული (ახლად მიღებული) ჯერ რამდენიმე დღით დაალაგე წაღებამდე, არ დაობდეს ტრანსპორტირების დროს და იქაც ღიად გქონდეს.
ტყლაპი არ ვიცი, არ მიყიდია, ალბათ ეგეც მანდ.

<<Innamorata>>
ვაიმე, ფოტოებიც რა კარგია <3 <3

Posted by: <<Innamorata>> 20 Jun 2019, 15:10
tavadze
ბადაგი მემგონი ყველაზე ნორმ არის.. უფ როგორ მიყვარს ჩურჩხელა..

ჩირები შეფუთული,ჩიკორის მომწონს მე. მაგრამ წასაღებად რამდენად გამოდგება ვერ გეტყვი.




gio_221
ნიგვზის და ნივრის სოუსი,პომიდვრის,ღვინის.
რომელიც შენს გემოვნებაში ჯდება.


guruliqali
მადლობა:*

Posted by: BeerLover 20 Jun 2019, 15:11
ჩურჩხელაზე მეც ბადაგს გავუწევ რეკომენდაციას, სხვა ყველა კონკურენტს ჯობია, მაღაზიაში უკეთესს ვერ იყიდით

Posted by: Universe 20 Jun 2019, 16:09
sophka
გუშინ გამოვაცხე ჭადი ტაფაზე, შენი რჩევით. გემრიელი გამოვიდა smile.gif

პურებსაც შექება. ჯერ საფუარს რომ ზრდი, აჭმევ, უვლი, არ გავიწყდება და მერე ამ სიცხეში ფუმფულა პურის გუნდებს აცხობ up.gif
ძალიან მიყვარს სახლში, განსაკუთრებით საკუთარი ხელით გამომცხვარი :დ

Posted by: max-14 20 Jun 2019, 17:51
როგორც ზემოთ დაწერეს-მაღაზიაში ნაყიდი''ბადაგის'' ფირმის.ახალი ამოვლებული.კარფურში კარგი აქვთ ხოლმე

Posted by: sophka 20 Jun 2019, 18:14
Universe
მოგეწონა ხომ. აი, ასე გამომცხვარი, უზეთო ჭადი და ცივი მაწონი არის საოცრება.
ძაან იმერელი ვარ მე biggrin.gif
მადლობაა:* კი, დღეს დილით გამოვკვებე, თუ თავი მქონდა საღამოს მოვზელ ცომს.
შევასკუპებ მაცივარში და ხვალ ღამე ან შაბათს გამოვაცხობ.
ეს ბოლო პერიოდია, პურის ცხობის დახელოვნების ხასიათზე ვარ:დ თუ არ გადამინდა.



Posted by: <<Innamorata>> 20 Jun 2019, 18:18
სტერილიზაციის გარეშე ვაზის ფოთოლი როგორ შევინახო?

Posted by: elchi 20 Jun 2019, 21:58
QUOTE (<<Innamorata>> @ 20 Jun 2019, 18:18 )
სტერილიზაციის გარეშე ვაზის ფოთოლი როგორ შევინახო?

დაახლოებით 40 ცალი ფოთოლი ისე გაახვიე, როგორც სიგარაა გახვეული.
მანამდე კარგად უნდა გაირეცხოს და გაშრეს.
ყველა ერთად არა, დაახლოებით 5-5 ცალი და ისეთი ქილა უნდა მონახო, რომელიც ჰერმეტულად იხურება.
ქილა აუცილებლად უნდა გაივსოს კარგად.
მოხუფავ და მაცივრის ქვედა თაროზე დაალაგებ.
მომავალ სეზონამდე არაფერი არ მოუვა.
თუ რამე გაუგებრად დავწერე, მკითხე და გიპასუხებ.

Posted by: Universe 20 Jun 2019, 22:19
sophka
QUOTE
მოგეწონა ხომ.

yes.gif
ღუმელში დიდხანს ცხვება და მშრალი გამოდის. ტაფაზე უკეთესია ბევრად.

კარტოფილის მასე უზეთოდ შეწვაც უნდა ვცადო, რა გამოვა.

Posted by: <<Innamorata>> 21 Jun 2019, 16:04
elchi
მადლობა, მასე გავაკეთებ.. მე გაყინვას ვფიქრობდი და ეგ უფრო კარგი ვარიანტია..




ყუძნის და ქლიავის მჟავე რომელც კერძს მოუხდება? მომაწოდეთ იდეები.

user posted image

Posted by: max-14 22 Jun 2019, 20:44
QUOTE
ყუძნის და ქლიავის მჟავე რომელც კერძს მოუხდება?

რეცეპტი თუ შეიძლება smile.gif

Posted by: Utopian 22 Jun 2019, 21:36
გამარჯობა, ჟოლოს მურაბის რეცეპტი გამიზიარეთ რა smile.gif
ინტერნეტში სხვადასხვა ვერსიები ვნახე და თქვენ როგორ აკეთებთ?

1.5 კგ ჟოლო მაქვს. გავრეცხე და 1 კგ შაქარი დავაყარე
უნდა გავაჩერო ცოტა ხანს? ან რამდენ ხანს ვადუღო?


Posted by: tavadze 23 Jun 2019, 01:23
dito_Metalhead
guruliqali
<<Innamorata>>

BeerLover
მადლობა, ხალხნო. მე უკვე წამოვედი და ამჯერად ვერ მოვასწარი, მაგრამ სამომავლოდ მეცოდინება.
გაიხარეთ.

Posted by: sophka 23 Jun 2019, 19:15
user posted image
user posted image

სვანური
ჭიშვდარი ფეტვით ))
ხაჭაპურს ვაპირებდი, მაგრამ სიცხეა და ძალიან დამეზარა ღუმელში ცხობა:დ

Posted by: Master_Nick 23 Jun 2019, 22:08
sophka
ამ ფეტვს შენ ძალიან აუღე ალღო, ფეტვის ჭვიშტარი პირველად მესმისsmile.gif
* * *
<<Innamorata>>
სად გააძრე ეს მჟავეები??? რამე საინტერესო ადგილს მიაგენი? lol.gif

Posted by: sophka 23 Jun 2019, 23:09
Master_Nick
სვანურია.
სვანეთში გავსინჯე პირველად მეც ადრე.
ზურულდზე რომ რესტორანია იქ, ფეტვიანი ხაჭაპური კი ვიცოდი და ეს არა.
აუ, მართლა ძალიან მომწონს ფეტვი. ახლა ვფიქრობ პურები უნდა დავაცხო, ფეტვით:დ

გემრიელია და სასარგებლო თან.

Posted by: nia4u 24 Jun 2019, 02:41

როგორ ხართ, მეგობრებო?
აქ, როგორც ყოველთვის გემრიელობების პარადია!

ინფო მაქვს ასეთი:
30 ივნისის ჩათვლით იმართება ინდური გამოფენა- გაყიდვა ექსპოჯორჯიაში, წერეთელზე.
მე-11 პავილიონში.
10 - 19 საათამდე.
სპორტის სასახლის გამოფენასთან შედარებით მრავალფეროვანი ასორტიმენტია, როგორც ექსპოჯორჯიას ფეისბუქზე ვნახე, უდევთ ფოტოები...

ვიცი, რომ აქაურებს აინტერესებთ ხოლმე, კარგი სუნელები და ჩაი შეგიძლიათ შეიძინოოთ smile.gif

tavadze

Posted by: <<Innamorata>> 24 Jun 2019, 14:25
Master_Nick
მივაგენი ,მივაგენი: ))))) გეტყვი მერე..

კვახის მწნილი გაგისინჯავს?

Posted by: Master_Nick 24 Jun 2019, 22:05
QUOTE (<<Innamorata>> @ 24 Jun 2019, 14:25 )
Master_Nick
მივაგენი ,მივაგენი: ))))) გეტყვი მერე..

კვახის მწნილი გაგისინჯავს?

არა არ გამისინჯავს, კარგი უნდა იყოს lol.gif

Posted by: fermina 25 Jun 2019, 10:06
<<Innamorata>>
QUOTE
კვახის მწნილი გაგისინჯავს?


მე გამისინჯავს, არამარტო კვახის, არამედ ბამბუკისაც tongue.gif

გურიაში ნამეტანი კრეატიული ხალხია biggrin.gif

Posted by: la reine 25 Jun 2019, 23:15
სიმიტი

user posted image

სკონები მოცხარით

user posted image

.......

Posted by: shilaida 26 Jun 2019, 00:21
la reine
ბეიგელის პრინციპუთ ცხვება სიმითიც?
მიყვარს სკვონები,თან რა მარტივი მოსამზადებელიაsmile.gif
შემოვსულვარ და დღევანდელი ვახშმის ფოტოსაც დავდებ ბარემ smile.gif
ქათამი ლიმნით და სვანური ველური ქონდრით,კარტოფილი შემწვარი ასევე ღუმელში და სალათა smile.gif
user posted image

Posted by: la reine 26 Jun 2019, 01:17
shilaida

შემადგენლობა ერთნაირი აქვს უბრალოდ ამას არ უნდა ცხელ წყალში გამოტარება ))

Posted by: mzi 26 Jun 2019, 10:42
la reine

სკონები მოცხარით

რომ მასწავლოთ შეიძლება????

Posted by: holden kolpildi 26 Jun 2019, 11:16
აუ პამიდვრის ჩირი როგორ უნდ აგვაკეთო მასწავლეთ

Posted by: keen 26 Jun 2019, 11:32
აბსოლუტური ჩაინიკი ვარ თევზეულში და შესაწვავად რომელი სჯობს - ნაკლებ ცხიმიანი და ფხებიც იმდენი არ ჰქონდეს, ჭამის სურვილი დაგეკარგოს? rolleyes.gif ნუ, მოივა, კალმახი და მსგავსი კი ვიცი...

Posted by: fermina 26 Jun 2019, 12:28
holden kolpildi
QUOTE
აუ პამიდვრის ჩირი როგორ უნდ აგვაკეთო მასწავლეთ



მოკლედ, საუკეთესოა ე.წ. "სლივკა" (პატარა, მოგრძო) პომიდვრები. შემოდის უფრო სექტემბრისკენ.

მე გავრეცხე, გავაშრე, შუაში სიგრძეზე გავჭერი, გული ამოვაცალე და დავტოვე მარტო რბილობი (ანუ თესლი მოვაშორე), საკმაოდ ხორციანი ჯიშია.

თუ ღუმელში აკეთებ, უბრალოდ დაალაგე დაფაზე, ქვეშ საცხობი ქაღალდი დაუფინე, მოაყარე სუნელები შენი გემოვნებით, მე ორეგანო, როზმარინი ვუქენი როგორც მახსოვს. ძირითადი ფილოსოფია ეგაა, დანარჩენი ტემპერატურის დარეგულირება და დრო ინდივიდუალურია. დაბალ ტემპერატურაზე უნდა გამოშრეს რამდენიმე საათი.

როცა დამზადდა, ანუ კარგად გამოშრა, მერე ჩავაწყვე პატარა ქილებში (სასურველია გასტერილებული იყოს), ჩავაყოლე თხლად დაჭრილი ნივრის ნაჭრები, ცოტა წითელი წიწაკა ხმელი და ზეითუნის ზეთით გავავსე ქილა.

ძალიან გემრიელი გამოვიდა.


Posted by: holden kolpildi 26 Jun 2019, 13:03
fermina
მადლობ ა
ჩემ დაქალთან გავსინჯე რამდენიმე წლის უკან და ძაან მომეწონა

მარილი არ უნდა?

Posted by: fermina 26 Jun 2019, 13:41
holden kolpildi
QUOTE
მარილი არ უნდა?


ალბათ კი და გამომრჩა, სუნელებზე გავაკეთე აქცენტი.

შეიძლება არც მიქნია, აღარ მახსოვს, მაინც ძაან გემრიელი იყო.

სხვამ თუ იცის უკეთესი რეცეპტი, იქნებ დაპოსტოს. წელს მეც მინდა გაკეთება.

Posted by: Master_Nick 26 Jun 2019, 21:18
la reine
ვახ, ვახ რა კარგი რამეები გაგიკეთებია up.gif

Posted by: FANNIE 27 Jun 2019, 13:14
ბავშვებო ოკრას საქართველოში სად ვიყიდი ხომ არ იცით?

Posted by: max-14 28 Jun 2019, 02:14
QUOTE
აუ პამიდვრის ჩირი როგორ უნდ აგვაკეთო მასწავლეთ

https://volshebnaya-eda.ru/kollekcia-receptov/zagotovki/vyalenye-pomidory/

Posted by: Likri 28 Jun 2019, 11:39
la reine
QUOTE
სკონები მოცხარით

აუ,დამიდე რა,როგორ გაააკეთე,გთხოვ ^_^

Posted by: shilaida 30 Jun 2019, 19:42
მიყვარს ეს კომბინაცია <3
user posted image

Posted by: la reine 1 Jul 2019, 19:17
user posted image

user posted image
ყაბაყის მაჭკატებიbiggrin.gif

Posted by: Left/Right 1 Jul 2019, 22:51

la reine


გარგარია?

რაღაც სასწაული ჩანს ///

პ.ს. მოვიმარაგე ყველა საჭირო ინგრედიენტი ნამცხვრისთვის , გაყინული მოცვიც მქონია, რამე შედარებით მარტივი კექსი ან ნამცხვარი მასწავლეთ, ფლზ.



Posted by: Master_Nick 1 Jul 2019, 22:54
la reine
მაგარი ,,გიჟი" ხარ რა, ის პირველი რა არის? მაჭკატებში ყველიც გარეულია? bis.gif

Posted by: Frankens†ein 1 Jul 2019, 23:23
la reine
პოლიტიკაში რომელიმე ძველი იუზერის ალტერნიკი მეგონე biggrin.gif და რა გოგო ყოფილხარ up.gif

Posted by: keen 1 Jul 2019, 23:45
la reine
QUOTE
ყაბაყის მაჭკატები

შეგიძლია, რეცეპტი დადო? rolleyes.gif

Posted by: la reine 2 Jul 2019, 12:54
Left/Right

კი გარგარიაsmile.gif
მარტივია, თან გემრიელი



Master_Nick

2kiss.gif

ყველი აქვს, კი.
დავწერ ახლაsmile.gif

Frankens†ein
biggrin.gif

არავის ალტერი არ ვარ. ლარეინა ვარ რაbiggrin.gif

keen

ოთხი ცალი ყაბაყი მსხვილ სახეხზე გავხეხე, მარილი მოვაყარე და ა15 წუთის მერე გავწურე.
დავამატე 200 გრამამდე გახეხილი ყველი, სამი კვერცხი, კამა, რეჰანი, რამდენიმე კბილი ნიორი, შავი პილპილი, მარილი და 3-4 ს.კ. ფქვილი. უნდა იყოს შეკრული ცომი რომ ტაფაზე არ გაიფლაშოს. შეგიძლია ერთი ჩ.კ. გამაფხვიერებელიც დაამატო. უფრო ფუმფულა ხდება მაგრამ მე არ მიქნია. ასეთი მიყვარს. მერე შეწვი ზეთში და მიირთვი ნივრიან არაჟანთან. გემრიელიაsmile.gif

Posted by: keen 2 Jul 2019, 12:59
la reine
QUOTE
ოთხი ცალი ყაბაყი მსხვილ სახეხზე გავხეხე, მარილი მოვაყარე და ა15 წუთის მერე გავწურე.
დავამატე 200 გრამამდე გახეხილი ყველი, სამი კვერცხი, კამა, რეჰანი, რამდენიმე კბილი ნიორი, შავი პილპილი, მარილი და 3-4 ს.კ. ფქვილი. უნდა იყოს შეკრული ცომი რომ ტაფაზე არ გაიფლაშოს. შეგიძლია ერთი ჩ.კ. გამაფხვიერებელიც დაამატო. უფრო ფუმფულა ხდება მაგრამ მე არ მიქნია. ასეთი მიყვარს. მერე შეწვი ზეთში და მიირთვი ნივრიან არაჟანთან. გემრიელიაsmile.gif

მადლობა! 2kiss.gif

Posted by: la reine 2 Jul 2019, 15:22
keen

არაფრის:*)

ქადა.
რაღაც ფუმფულიკა გამოვიდა, არაქადური, მაგრამ მე მომეწონა.
user posted image
დღეს არა მაგრამ ნამდვილად მე გავაკეთეsmile.gif

Posted by: ნიგერია 2 Jul 2019, 15:36
keen
QUOTE
აბსოლუტური ჩაინიკი ვარ თევზეულში და შესაწვავად რომელი სჯობს - ნაკლებ ცხიმიანი და ფხებიც იმდენი არ ჰქონდეს, ჭამის სურვილი დაგეკარგოს?  ნუ, მოივა, კალმახი და მსგავსი კი ვიცი...


სიონგის ფილე მისწრებაა მსგავს შემთხვევაში up.gif

Posted by: Frankens†ein 2 Jul 2019, 18:00
QUOTE (la reine @ 2 Jul 2019, 12:54 )

Frankens†ein
biggrin.gif

არავის ალტერი არ ვარ. ლარეინა ვარ რაbiggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif up.gif

Posted by: sophka 2 Jul 2019, 23:55
მოკრძალებული გარგრის ნამცხვრით biggrin.gif


user posted image


Posted by: <casablanca> 3 Jul 2019, 13:02
la reine
კულინარიის განხრით პროფესიულად თუ არ მუშაობ, ძალიან ცუდია . გახსენი რა ერთი პატარა კაფე -რესტორანივით .დამღლელი საქმეა კი, მაგრამ დაფასება გექნება მადლიერი სტუმრებისგან war.gif

Posted by: la reine 3 Jul 2019, 14:55
<casablanca>

არა, რა პროფესიულად.
ჰობია უბრალოდ.

კაფეს გახსსნა არა და კონდიტერიის განხრით კურსებზე ვფიქრობ ისე.

user posted image

Posted by: <casablanca> 3 Jul 2019, 15:25
la reine
ძალიან ნიჭიერი კულინარი ხარ .
საკონდიტრო კურსებზე შენ რომ იარო გინდა თუ პირიქით, რომ ასწავლო ? აბა შენ რაღა უნდა ისწავლო, არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Batuka 3 Jul 2019, 16:17
ყაბაყით სამარხო კოტლეტი როგორ გავაკეთო?

Posted by: la reine 3 Jul 2019, 23:51
<casablanca>

მადლობაsmile.gif მაგრამ მეტის სწავლა ყოველთვის შეიძლება მგონიbiggrin.gif

Batuka

ალბათ ისევე როგორც წინნა გვერდზე დავწერე, ოღონდ ყველის და კვერცხის გარეშე. მრავალფეროვნებისთვის შეიძლება სხბადასხვა ფერის ბულგარული და გახეხილი სტაფილოც დაამატო. ოღონდ მარტო ფქვილის იმედად რამდენად შეიკვრება არ ვიცი.

Posted by: Aleqto 4 Jul 2019, 07:44
la reine
მთელი დღე ამ საოცრების ფოტო მექნება თვალწინ... love.gif


რა მინდოდა....რას შემოვდიოდი.... user.gif

Posted by: iren765 4 Jul 2019, 19:26
la reine
10 წელია აქ ვარ, ნამდვილად ეფექტურ გემრიელობებს დებთ!

Posted by: tavadze 5 Jul 2019, 13:12
nia4u
QUOTE
ვიცი, რომ აქაურებს აინტერესებთ ხოლმე, კარგი სუნელები და ჩაი შეგიძლიათ შეიძინოოთ 

tavadze

მადლობა ნია. უკვე მამცნეს მეგობრებმა, მაგრამ არ ვიყავი მაგ დროს საქართველოში, მინსკში იქაურ სამზარეულოს ვაგემოვნებდი (მომეწონა კიდეც) და ვერ დავესწარი. კიდევ ერთხელ მადლობა.
<<Innamorata>>
QUOTE
კვახის მწნილი გაგისინჯავს?

კი და ძალიან მაგარია. კვახის ფაფაც წავა, რო რამე იყოს - ახალი გემოს პონტში.
თუმცა მე მწნილი ყველანაირი მომწონს. მინსკშიც ჰქონდათ სასტუმროს რესტორანში - პიკული კიტრისა. უმაგისოდ დილას არ ვიწყებდი. biggrin.gif
fermina
QUOTE
გურიაში ნამეტანი კრეატიული ხალხია

და ვინ გაბედა საწინააღმდეგოს მტკიცება, ვისა აქვს 9 თავი რო? biggrin.gif biggrin.gif
თუმცა ბამბუკის მწნილი მე არ გამისინჯავს, მაგრამ აქებენ მაგასაც.
Master_Nick -
ერთხელ კი დაგირეკე ლავანდაზე, მაგრამ ეტყობა, არ გეცალა და გამითიშე. მეტად ვერ მოვიცალე. sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Master_Nick 5 Jul 2019, 22:49
QUOTE (tavadze @ 5 Jul 2019, 13:12 )

Master_Nick -
ერთხელ კი დაგირეკე ლავანდაზე, მაგრამ ეტყობა, არ გეცალა და გამითიშე. მეტად ვერ მოვიცალე. sad.gif sad.gif sad.gif

შეხვედრაზე ვიყავი იმ დღეს და ვერ გიპასუხე, მერე გადმორეკვაც დამავიწყდა, ბოდიშს გიხდი უყურადღებობისთვის. ის ლავანდაც აღარ მაქვს თბილისშიsmile.gif სექტემბრისთვის ჩამოვიტან და შემოდგომით შევხმიანდეთ.

გაოფებაც რომ არ გამოვიდეს
user posted image

Posted by: Frankens†ein 6 Jul 2019, 21:31
ჩემი შედევრები 8) tongue.gif biggrin.gif

user posted image

Posted by: la reine 6 Jul 2019, 22:53
Aleqto

ბოლოჯერ და ვსოuser.gif


iren765
მადლობაsmile.gif

user posted image

Posted by: Left/Right 8 Jul 2019, 06:44
გამარჯობა.
დიეტური კითხვით მოვედი და ვინმე მცოდნე დამეხმარეთ, გთხოვთ .

ახალი, გაუყინავი ქათმის ფილე სწორად როგორ მოვხარშო , ცილები/პროტეინები რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ?

რა ტემპერატურაზე და რამდენი ხანი ?
ძალიან დამავალებთ.

user.gif

Posted by: FANNIE 8 Jul 2019, 20:31
ბავშვებო დამეხმრეთ რა, მწუხარებაში მყოფი მაფინები მინდა დავაცხო ანუ შავი ფერის და თან დატესტილად უეეჭველად გემრიელიც რომ იყოს. მეგობრის ბაბუა გარდაიცვალა და ვიცი ჩემგან რამე სისულელეს ელის ჰო და იმედები არ მინდა გავუცრუო, კალათით მინდა შავი მაფინები მივუტანო დასაფლავების დღეს ჰო და არასდროს გამომიყენებია ეს კრასიწელები, მგონი შავი ფერის არის ხომ?იშოვება თბილისში იმედია... რეცეპტი ვინმემ მაიტათ რა კარგი გემრიელი მაფინის თან რომ იღებებოდეს ჯიგრულად შავად givi.gif

Posted by: any_body 8 Jul 2019, 20:51
QUOTE (Frankens†ein @ 6 Jul 2019, 21:31 )
ჩემი შედევრები 8) tongue.gif biggrin.gif

user posted image

ყველი აკლია და იდეალური სუფრა იქნებოდა.

Posted by: SkitterZ 9 Jul 2019, 14:47
user posted image

user posted image

user posted image

ლაფშები აზიურად, ის პირველი სოკოა და სუშიც გავაკეთე კიდე და კარბონარა, მარა მახინჯები გამომივიდა და მეორე ცდაზე უკეთესებს გავაკეთებ და მერე გაჩვენებთ



Posted by: lilu777 10 Jul 2019, 07:57
Master_Nick

ასპარაგუს როგორ აკეთებ ნიორს აყრი და ტაფაზე წვავ? და შრიმპებს როგორ წვავ რამეს აყრი მაგასაც?


Frankens†ein

რამდენიხანია რეჰანი არ მიჭამია, სუნი აქ მომივიდა ისე გამოიყურება კიტრი პამიდორი love.gif


SkitterZ

კარბონარა რაღაც არ გავს თავისთავს და სოკო როგორ გააკეთე ერთი მითხარი რა აქვს. სულ უგემური გამომდის sad.gif

Posted by: Frankens†ein 10 Jul 2019, 14:29
QUOTE (lilu777 @ 10 Jul 2019, 07:57 )

Frankens†ein

რამდენიხანია რეჰანი არ მიჭამია, სუნი აქ მომივიდა ისე გამოიყურება კიტრი პამიდორი love.gif


მანდ არ არის რეჰანი?

აი კახური ზეთი კი არ იქნება ნამდვილად smile.gif

Posted by: SkitterZ 10 Jul 2019, 15:49
lilu777
კარბონარას ფოტო არ მაქვს biggrin.gif აზიური ლაპშებია ესენი, ის გამჭვირვალე ბრინჯის ლაპშაა, კარბონარას მაკარონიც აზიურ კუთხეში ვიყიდე და მაგიტომ არ გამოვიდა, გაიზღლიტა რაღაცნაირად, თორე გემოზე იგივე იყო <3

სოკოს კიდევ ნიორში ხახვში და მწვანილებში ვთუშავ, განსაკუთრებული არაფერი biggrin.gif ხის სოკო უფრო მიყვარს მაგრამ არ ჰქონდათ sad.gif იმას უფრო გემრიელად ვაკეთებ ქათმის ფილესთან და არაჟანთან ერთად

Posted by: italiashka 10 Jul 2019, 22:47
გამარჯობა მეგობრებო, ცოტა გამიგრძელდა აქ შემოუსვლელობა smile.gif
განყოფილების წესები კიდევ ერთხელ გადავიკითხე და მგონიარ ვარღვევ არცერთს.
მოკლედ, მინდა გაჩვენოთ ჩემი პირმშო- ფეისბუქ ჯგუფი, სადაც მხოლოდ (მხოლოდ!) კულინარიით დაინტერესებული ხალხია თავმოყრილი.
ეს არ იქნება სხვა გაპაპსავებული ჯგუფების მსგავსი, მხოლოდ დაინტერესებული პირები დაპოსტავენ smile.gif
ამიტომ თუ გაგიჩნდებათ სურვილი, გთხოვთ, შემომიერთდეთ, გპირდებით საინტერესო რეცეპტებს და დიალოგებს.
წავიკითხე წესები და მგონი არ ვარღვევ, თუ ვარღვევ, გთხოვთ, მომიტევოთ, და წავშლი ამ პოსტს smile.gif
https://www.facebook.com/groups/1826283554184188/

Posted by: max-14 10 Jul 2019, 23:11
QUOTE
გპირდებით საინტერესო რეცეპტებს და დიალოგებს

up.gif

Posted by: Keti-Ket 11 Jul 2019, 12:33
italiashka
კარგი იდეაა. შემოგიერთდებით

Posted by: lilu777 11 Jul 2019, 15:03
Frankens†ein

არააა რეჰანი არც არის და ჩემმა ნათესავმა დათესა და ვერ გაახარა biggrin.gif აუ კახური ზეთი იფ იფ smile.gif

SkitterZ

ხო კარბონარას იტალიური მაკარონი უხდება , ძაან ცოტა ვერმიშელსაც თუ გაურევ კიდევ უფრო კაია
love.gif

Posted by: Sheffield 11 Jul 2019, 15:09
QUOTE (SkitterZ @ 9 Jul 2019, 14:47 )
user posted image


სოკო რითი შეაზავეთ? smile.gif


...................................

Posted by: SkitterZ 11 Jul 2019, 15:37
lilu777
ვერმიშელი არ მიცდიაა, ვცდი აუცილებლად chups.gif

Sheffield
ნიორი, ხახვი, მწვანილები, პილიპლი bis.gif

დღესაც უნდა მოვამზადო და განსხვავებული მინდა ვცადო რაიმე, დავდებ თუ კარგი რამე გამომივიდა




Posted by: Sheffield 11 Jul 2019, 17:39
SkitterZ
QUOTE
ნიორი, ხახვი, მწვანილები, პილიპლი

სწორედ მწვანილი მაინტერესებს, რომელი უხდება smile.gif

Posted by: SkitterZ 11 Jul 2019, 18:27
Sheffield
ოხრახუში up.gif

Posted by: Sheffield 11 Jul 2019, 19:10
SkitterZ
QUOTE
ოხრახუში 

მადლობა bis.gif

Posted by: MaZarda 11 Jul 2019, 19:54
ვინმემ თუ იცით კრუასანის რეცეპტი? ოღონდ ისეთი არ მინდა ბულკი რომ გამოვიდეს. რეალური დერსკი კრუასანი მინდა)

Posted by: QISA 12 Jul 2019, 03:57
lilu777
სად ხარ?
რეჰანი ჩინელებშია, ყველგან არა და home depot ში, თესლიც და ქოთანშიც, ამოსული და გაზრდილი.
მე თესლი გამოვიწერე ამაზონიდან და მე-3-ე წელია ვთესავ, ამოდის კარგად, მეგობრებსაც კი ვაძლევ ხოლმე.

Posted by: keen 12 Jul 2019, 09:15
სოკოსთან ოხრახუში პირადად მე ნაკლებად წარმომიდგენია. პირველ რიგში, ქინძი უხდება rolleyes.gif

Posted by: aschenputell-TARA 14 Jul 2019, 19:16
ხალხო თბილისში დამბალხაჭო სად ვიყიდო? თქვენ ისეთები ხართ ვინმეს გეცოდინებათ და გაკეთებასაც თუ მასწავლით მთლად მადლს მოისხავთ ჩემსას.

Posted by: maiako_mao 14 Jul 2019, 20:30
aschenputell-TARA


იოსებიძეზე ყველის სახლში

QUOTE
ალხო თბილისში დამბალხაჭო სად ვიყიდო? თქვენ ისეთები ხართ ვინმეს გეცოდინებათ და გაკეთებასაც თუ მასწავლით მთლად მადლს მოისხავთ ჩემსას


Posted by: GoldenSky 15 Jul 2019, 11:26
user posted image

უმარტივესი და ნორმალური საჭმელი gigi.gif

ქათმის ფილე კარაქი არაჟანი ყველი love.gif

Posted by: Damnoc 15 Jul 2019, 13:47
სადმე სპეციფიურ დიეტებზე გათვლილი რეცეპტები ხომ არ გეგულებათ ოღონდ ქართულ რეალობაზე რომ იყოს მორგებული?

ეს გუშინდელი ბატკანის ბურგერი ყვავილოვანი კომბოსტოს "პურებით". დაბალ-ნახშირწყლებიანი/კეტოგენური დიეტებისთვის.

user posted image

Posted by: aschenputell-TARA 15 Jul 2019, 18:49
maiako_mao მადლობა დიდი პასუხითვის. ვეცდები მოვხვდე მაინტერესებს ძალიან.

Posted by: shilaida 15 Jul 2019, 23:53
მე მიყვარსsmile.gif

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 18 Jul 2019, 15:05
მე კი ჩემი შვილის პორტრეტი დავამთავრე.
ფონად სუფთა ოქროს ფურცლები. კვერცხის გულის ტემპერათია ნაწერი

Posted by: d_tsabo 19 Jul 2019, 03:50
მორიგი ბუნებაში გასვლის შედეგი
user posted image
user posted image

Posted by: Sheffield 21 Jul 2019, 20:47
GoldenSky
QUOTE
უმარტივესი და ნორმალური საჭმელი 

ქათმის ფილე კარაქი არაჟანი ყველი 


საინტერესო იქნებოდა რეცეპტი smile.gif

Posted by: GoldenSky 21 Jul 2019, 22:02
Sheffield

შემადგენლობა:

4 ქათმის ფილე
1-2 ნაჭერი კარაქი
100 გრ გახეხილი პარმეზანი ( შეგიძლიათ სხვა ყველი გამოიყენოთ)
200 გრ არაჟანი
მარილი,პილპილი
მომზადება:

შეაზავეთ ქათმის ფილე მარილით, პილპილით და დაბრაწეთ კარაქში ყველა მხრიდან 3-5 წთ. ერთმანეთში

აურიეთ გახეხილი პარმეზანი და არაჟანი, წაუსვით ხორცს და გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, 10 წუთის

განმავლობაში.

https://receptebi.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97/

აგერ რეცეპტი

ისე ბევრი ვარიაციებია ფილე + არაჟნის მე ყველაზე მარტივი გავაკეთე თან სახლში რაც მომეპოვებიდა სხვას ვერ გავაკეთებდი


biggrin.gif

ფილეზე რომ წერია 3-5 წთ მე სადღაც 10 წთ ზე მეტი ვწვავდი ბევრ კარაქში ტაფაზე

გამოცხობისასაც მარტო ამოვლება არ ეყოფა რაც მეტი იქნება არჟანი + ყველი ერთმანეთში არეული უკეთესია ჩემი აზრით

Posted by: Sheffield 21 Jul 2019, 22:22
GoldenSky
ვაა დიდი მადლობა up.gif

აჯიკა რომ შევურიო არაჟანს, ვითომ არ მოუხდება? rolleyes.gif

Posted by: GoldenSky 22 Jul 2019, 10:23
Sheffield
QUOTE
აჯიკა რომ შევურიო არაჟანს, ვითომ არ მოუხდება? 

არვიცი biggrin.gif

Posted by: Sheffield 22 Jul 2019, 11:11
GoldenSky
QUOTE
არვიცი

აბა ცადე lol.gif

Posted by: Ermalo 24 Jul 2019, 01:38
პურის ხარჩოს რეცეპტი დამიწერეთ რა, ვერ გიხსენე კვერცხი ისე უნდა მოვასხა თუ მორევის დროს და პური რო ადუღდება წყალი მერე უნდა?? მოკლედ გამახსენეთ რა ❤️

Posted by: sophka 24 Jul 2019, 01:50
Ermalo
აუჰ, დიდი ბებია აკეთებდა ამას სოფელში.
ხახვს თუშავდა კარაქში ან ერბოში, ასხამდა წყალს, რომ ადუღდებოდა წყალი, მარილს ამატებდა,
კვერცხს ახლიდა, მოურევდა და ყრიდა პატარა ნაჭრებად დაჭრილ თონის ძველ პურს.
თავდახურულში იხარშებიდა ცოტა ხანს, წყლის დაშრობამდე და მზად იყო მერე.

რამ გაგახსენა biggrin.gif
ყველის, რძის, შინდის და ტყლაპის შეჭამანდებიც მახსოვს ცოტა biggrin.gif


Posted by: Ermalo 24 Jul 2019, 02:42
sophka
მადლობაა ❤️ 2-3 თვის წინ გავსინჯე შემთხვევით და მომინდა ეხლა ძაან, გავარდები ხვალ გავახმობ თონის პურს

Posted by: kactus 24 Jul 2019, 11:33
მოხარშული მჭადი,
არსებობს ასეთი რამ პატივცემულო საზოგადოებავ?

Posted by: sophka 24 Jul 2019, 19:27
kactus
კიი, რძეში მოხარშული. ბებია გვიკეთებდა ხოლმე ბავშვობაში.
ძაან გემრიელი იყო. დილაობით გვახვედრებდა საუზმედ.

აადუღებ რძეს, ჩაყრი წინა ღამით გამომცხვარ დატეხილ ჭადს და ხარშავ რამდენიმე წუთს,
მარილი გემოვნებით და მზადაა))

Posted by: Master_Nick 24 Jul 2019, 21:48
sophka
სოფკა როგორ ხარ? რაღაც არ ჩანხარ თემაში, ერთი თხოვნა მაქვს შენთან, უსაფუარო პურებს რომ აცხობ, რეცეპტი მომეცი რა პლზ.

Posted by: sophka 24 Jul 2019, 22:43
Master_Nick
ვეღარ მოვიცალე, კარგად, შენ?

ნიკა, უსაფუარო პურებში ბუნებრივ საფუვრიანს თუ გულისხმობ კი))
ბუნებრივი საფუვრის დაყენება იდო აქ, დაგიკოპირებ სპოილერში. ბოლოში რეცეპტიც დევს პურის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

არ მაქვს ახლა გამოკვებლი თორემ მოგაწვდიდი, რომ ცხელა აღარ ვაცხობ.
როცა მექნება შეგახვედრებ.
რეცეპტებს ფბ ჯგუფიდან(ფქვილიანი ხელები) ვიღებ ხოლმე


Posted by: kactus 25 Jul 2019, 08:30
sophka
QUOTE
იი, რძეში მოხარშული. ბებია გვიკეთებდა ხოლმე ბავშვობაში.
ძაან გემრიელი იყო. დილაობით გვახვედრებდა საუზმედ.

აადუღებ რძეს, ჩაყრი წინა ღამით გამომცხვარ დატეხილ ჭადს და ხარშავ რამდენიმე წუთს,
მარილი გემოვნებით და მზადაა))

ეს არ ვიცი,სიმართლე გითხრა,ვერც შევჭამ,რძეში მოხარშულ რაღაცებზე ბავშვობიდან
მწყრალად გახლავარ,
მე მაინტერესებს მჭადი თუ მზადდება მოხარშვის წესით. ხომ ვაცხობთ ღუმელში,
ვწვავთ ტაფაზე, ყური მოვკარი მოხარშული მჭადიო და ნეტავ,როგორ მზადდება.ან
იქნებ მომესმა და არ არსებობს მსგავსი რამ?

Posted by: Master_Nick 25 Jul 2019, 08:52
sophka
მადლობა, საინტერესო რეცეპტი ჩანსsmile.gif

Posted by: sophka 25 Jul 2019, 17:05
kactus
არ გამიგია, ზოგი ზეთიან ჭადს ასეც ეძახის, ზეთში მოხარშულს))
შეიძლება ეგ იგულისხმეს
ისე დამდუღრულ, მოხარშულ სიმინდის ფქვილს კი იყენებენ პურის ცხობაში.


* * *
Master_Nick
კი, რამდენი რეცეპტია, ვფიქრობ უფრო მეტად ჩავუღრმავდე სექტემბრიდან.
აქტიურად ვაცხოbiggrin.gif

* * *
Master_Nick
ნიკაა ნახე, მაჭარი რომ იქნება უნდა ვცადო ესეც აუცილებლად, ძალიან საინტერესოა
მონასტის პური, ბუნებრივი საფუარით.
https://www.facebook.com/2411134605661328/posts/2411924918915630?s=100000347696008&v=e&sfns=mo.

Posted by: nia4u 26 Jul 2019, 20:09
მომენატრა აქაურობა...
love.gif 2kiss.gif

Posted by: shilaida 26 Jul 2019, 20:53
ხრაშუნა ფუნთუშები <3
user posted image

user posted image

Posted by: nadin 27 Jul 2019, 09:54
kactus
ძველი კერძია, ალტამას ეძახიან ხევში, იხარშება ჭადი თუ არ ვცდები, ღორის ხორცთან ერთად. შევეცდები ბებიებთან გავარკვიო რეცეპტი, თუ გაინტერესებთ

Posted by: iren765 27 Jul 2019, 10:06
QUOTE (kactus @ 24 Jul 2019, 11:33 )
მოხარშული მჭადი,
არსებობს ასეთი რამ პატივცემულო საზოგადოებავ?

https://www.youtube.com/watch?v=l2IxG45hGOc&list=PLAMVw-o7P0Cpk_mJxmEDROa8yTZmekr5u

ჩეჩნები,ქისტები,ვაინახები ხარშავენ მჭადის ცომს.ზემოთ ვიდეოში მომზადების წესია.

ორთქლზეც შეგიძლიათ დაამზადოთ,უფრო გემრიელი იქნება.

Posted by: zigmundi32 27 Jul 2019, 10:07
nadin
QUOTE
ძველი კერძია, ალტამას ეძახიან ხევში, იხარშება ჭადი

იციან კი ხევს ჭადი? ))
ადრე დასავლეთიდან მყავდა ხევს სტუმრები ღომი გააკეთეს
მეთქი მოხევეებს გავასინჯებ
რო გასინჯეს ჯიგრებმა შეიშმუშნენ
რაია ესა მარილი ამას არ აქვს და შაქარი
მააშვი აქათითაო :დ

Posted by: SkitterZ 27 Jul 2019, 17:00
user posted image

სოკოს კრემ სუპი

კიდევ ბოსტნეულის რაგუს ვაპირებ, ვდევარ ვისვენებ ჯერ ოღონდ

Posted by: Today 27 Jul 2019, 17:10
ეს რა უბედურებებია. ხორცები სადაა?


Posted by: SkitterZ 27 Jul 2019, 18:08
user posted image

პატისონი ვიყიდე დღეს პირველად და ძააალიან მომეწონა, ყაბაყს და ბადრიჯანს ჩავანაცვლებ ამით კაი ხანი bis.gif
* * *
shilaida
ძალიან ლამაზებია, ზეთში არის შემწვარი ხომ?

რეცეპტიც დადე პლს

Posted by: nadin 27 Jul 2019, 20:41
zigmundi32
მოხარშული კი, ძველი კერძია, იშვიათად რომ ვინმემ გააკეთოს

Posted by: shilaida 28 Jul 2019, 08:46
SkitterZ
სოკოს კრემ-სუპიც და აჯაფსანდალიც ძალიან გემრიელად გამოიყურებაsmile.gif
ეს ფუნთუშების რეცეპტიsmile.gif თავიხან ალადების გამოცხობას ვაპირებდი და ბოლო წამს გადავიფიქრე,ავდექი და ზეთი ქვაბში ჩავასხი smile.gif


ავთქვიფოთ 1 კვერცხი და 80გრ შაქარი მწიკვ მარილთან და ვანილთან ერთად,დავუმატოთ 300-350გრ მშრალი ხაჭო+1 სუფრის კოვზი არაჟანი,0,5ჩ კ სოდა ძმრით და ფქვილი,რომ ფაფუკი,მაგრამ მკვრივი ცომი მივიღოთ(შეგვიძლია დავუმატოთ ლიმონის ცედრაც) ,ქვაბში ჩავასხათ ზეთი,მივიყვანოთ ადუღებამდე ,ნაყინის კოვზით ამოვიღოთ ცომის ბურთები და მვათავსოთ ზეთში, დავბრაწოთ ყველა მხრიდან,მოვათავსოთ სამზარეულოს ხელსახოცზე,ბოლოს კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა ❤️
P s ამ ვარიანტს ლიმნის ცედრის მაგივრად ლაიმის ცედრა აქვს,ნახევარს კაკაო ❤️

Posted by: shilaida 29 Jul 2019, 20:18

ნიყვი ნაღების კარაქში ხახვითა და ველური ქონდრით smile.gif
user posted image

Posted by: Super_Mamiko 1 Aug 2019, 12:40
მეგობრებო, ბადრიჯანს ნამდვილად ჭირდება დამარილება და მერე გაწურვა? წლებია ასე ვამზადებ, შხამები შორდებაო. ხოდა, სიმართლეა ეს? ზოგი მემგონი სულაც არ წურავს. რომელი მხარეა მართალი?

Posted by: max-14 2 Aug 2019, 01:31
QUOTE
მეგობრებო, ბადრიჯანს ნამდვილად ჭირდება დამარილება და მერე გაწურვა?

ზოგი ამარილებს,ზოგი არა.გააჩნია რას აკეთებენ

Posted by: <<Innamorata>> 2 Aug 2019, 01:39
shilaida
მეც ნიყვი მქონდა დღეს: )))
უგემრიელესია!!!

და როგორ გეტყობა შენც ჩემსავით სუპერის ხშირი სტუმარი ხარ.. smile.gif))))

Posted by: shilaida 2 Aug 2019, 14:27
<<Innamorata>>
როცა ახლოს ცზოვრობ ამ მაღაზიასთან, რთულია გულგრილად გვერდის ავლა smile.gif)))

Posted by: iren765 4 Aug 2019, 22:25
QUOTE (Super_Mamiko @ 1 Aug 2019, 12:40 )
მეგობრებო, ბადრიჯანს ნამდვილად ჭირდება დამარილება და მერე გაწურვა? წლებია ასე ვამზადებ, შხამები შორდებაო. ხოდა, სიმართლეა ეს? ზოგი მემგონი სულაც არ წურავს. რომელი მხარეა მართალი?

შხამი არ აქვს.მწარე გემო ბადრიჯანის კანს დაჰყვება,ამიტომ ამარილებენ,ან მარილწყალში ტოვებენ მომზადების წინ.
მე კანს ვაცლი,ვჭრი,წყალს გადავავლებ,ვწურავ,ვწვავ.

Posted by: Super_Mamiko 5 Aug 2019, 00:21
QUOTE (iren765 @ 4 Aug 2019, 22:25 )
QUOTE (Super_Mamiko @ 1 Aug 2019, 12:40 )
მეგობრებო, ბადრიჯანს ნამდვილად ჭირდება დამარილება და მერე გაწურვა? წლებია ასე ვამზადებ, შხამები შორდებაო. ხოდა, სიმართლეა ეს? ზოგი მემგონი სულაც არ წურავს. რომელი მხარეა მართალი?

შხამი არ აქვს.მწარე გემო ბადრიჯანის კანს დაჰყვება,ამიტომ ამარილებენ,ან მარილწყალში ტოვებენ მომზადების წინ.
მე კანს ვაცლი,ვჭრი,წყალს გადავავლებ,ვწურავ,ვწვავ.

მე მომწონს ეგ მომწარო გემო, ნიორთან და მაიონეზთან კომბინაციაში. ანუ ტყუილად ვწურავდი

Posted by: sophka 5 Aug 2019, 19:16

მე არ მომიმზადებია, მაგრამ გემრიელიაsmile.gif
ქისტების ჯიჯიგგალნაშ
პანკისიდან, კერძოდ ხადორიდან.
user posted image
მიირთმევენ ნიორწყალთან ერთად.
დაგემოვნებაც ხომ საქმეაsmile.gif

Posted by: Tahiti 5 Aug 2019, 20:00
sophka

მოგზაურობის შემადგენელი ნაწილი _ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება.
როგორ მიყვარს ეს პროცესი ^^
Enjoy!

მაგრამ შენგან გამიკვირდა სოფsmile.gif)♥️„ხორცები“ რომ დიდად არ გიყვარს.

პ.ს. ულამაზესი, უნაზესი და უგემრიელესი ბაჰამური დესერტი , ქოქოსის ნამცხვარი ნაყინით.
ასევე სხვისი მომზადებული smile.gif))

user posted image

Posted by: sophka 5 Aug 2019, 20:54
Tahiti
:*
❤️
ხოო, მე ვერ ვმეგობრობ ხორცთან, ამიტომ არ გამისინჯავს. სხვა რაღაცები ვჭამე, კარტოფილიანი "ხაჭაპურები" :დ
მათაც აქვთ.
აი, ძალიან მოეწონა ყველას ეს ხორციანი კერძი.
აუ, ეგ ნამცხვარი მინდაა ❤️


Posted by: Tahiti 5 Aug 2019, 22:00
sophka

ნუ, მაშინ, გასაგებია smile.gif)
2kiss.gif

ეს მართლა უგემრიელესია, მაგრამ, ისე, თბილისშიც უმაგრესი ნამცხვრები იყიდება, მე ამერიკულების უმეტესობას მირჩევნია...
ვინც სახლში აცხობს, ხო საერთოდ.

პ.ს. რომ ჩამოვალ, გავიმეოროთ ^^
❣️

Posted by: sophka 5 Aug 2019, 22:23
Tahiti
აუ, კიი ❤️
მომენატრეე❤️

აქ მართლა გემრიელობები ცხვება.
და რა ჯანსაღი გარემო და საკვები იყო ჩვენს მასპინძელთან,
არანაირი სასუქი და სხვა დანამატები, ყველაფერი საკუთარი ბაღ-ბოსტნიდან.

Posted by: Tahiti 5 Aug 2019, 22:42
sophka

:* :*
მაგარია ♥️

პანკისელების სამზარეულოზე წარმოდგენა შემიქმნა „ჩსწ“-მა, საყვარელი ქალები იყვენ მედიკო და ნატო smile.gif)

პ.ს. „მასტერშეფს“ უყურებდი?
მე არ მინახავს, მერე ერთხელ ყველა სერიას ერთად ჩავუჯდები.
გამარჯვებული 19 წლის გოგოა, საინტერესოა smile.gif

Posted by: sophka 6 Aug 2019, 07:53
Tahiti
ჭეფალგიშ გამახსენდა, კარტოფილის, ხაჭოს, ყველის შიგთავსით ცომი.

არაა, არ მინახავს. გადავხედავ მრც მერრ ❤️


Posted by: holden kolpildi 11 Aug 2019, 09:56
მოკკედ მწვანე ლობიო მაქვს და არ მინდა ეს სტანდარტული რეცეპტი რამე განსხვავებულად მომზადება შეიძლება ?

Posted by: Master_Nick 11 Aug 2019, 21:33
holden kolpildi
ნიგვზით და რაჭული ლორით მწვანე ლობიო სასწაული გამოდის, სცადე wink.gif

Posted by: holden kolpildi 12 Aug 2019, 12:07
Master_Nick
ნაღდი და კარგი რაჭული ლორის შოვნა რა ადვილი საქმე

ნიგვზიანი მიჭამია და კარგია

Posted by: Master_Nick 12 Aug 2019, 23:12
holden kolpildi
გეთანხმები, რაჭული ლორი სანთლით საძებნელი გახდა, თბილისიდან ჩატანილ და იქ შებოლილ ღორებს არ ვგულისხმობ ცხადიაsmile.gif

Posted by: Melpomene 13 Aug 2019, 14:51
ფლავი მოვამზადე
user posted image

Posted by: Aleqto 17 Aug 2019, 12:16
რისი მომზადება შეიძლება ფერადი ოსპებით ?
პ.ს. ოღონდ წვნიანის გარდა chups.gif
user posted image

Posted by: Keti-Ket 17 Aug 2019, 15:45
Aleqto


ეს რეცეპტი სცადე, მარტივია, ჯანსაღი ად გემრიელი

https://www.saltandlavender.com/fresh-and-easy-green-lentil-salad-recipe/

Posted by: Aleqto 18 Aug 2019, 13:08
Keti-Ket
მარტივი ჩანს და სეზონურიც...მადლობა 2kiss.gif

Posted by: qaosi 18 Aug 2019, 21:03
მოგესალმებით,

მარტო დავრჩი სახლში და ძლიერ გაჭირდა ცხოვრება, რა შეიძლება გააკეთოს გამოუცდელმა მზარეულმა სახლში რომ 1-2 დღე მაინც ეყოს ? :დ

ხორცს არ ვჭამ გაითვალისწინეთ sad.gif

Posted by: fermina 18 Aug 2019, 21:16
qaosi

ბრინჯი ბოსტნეულით

კარტოფილი ასევე ბოსტნეულით

ყველიანი მაკარონი

აჯაფსანდალი

თუ გინდა, ყველაფრის რეცეპტებს დაგიწერ, არც სხვები დაგზარდებიან smile.gif

Posted by: la reine 19 Aug 2019, 22:38
Melpomene

გამიხარდა შენი ნიკიsmile.gif

როგორც ყოველთვის up.gif ფლავიup.gif

Posted by: Melpomene 19 Aug 2019, 23:36
la reine
love.gif love.gif დიდი მადლობა.

Posted by: Tahiti 21 Aug 2019, 09:34
ჩემი ვითოცოტადიეტური ვახშამი.
ღუმელში გამომცხვარი ქათმის ფილე ბოსტნეულით.

user posted image

Posted by: Keti-Ket 25 Aug 2019, 14:34
sophka
fermina

გოგოებო, როგორც მახსოვს, ერთ-ერთი თგვენგანი წერდა რომ ფეტვიანი ხაჭაპური თუ ჭვიშტარი გააკეთა.
ჰოდა ფეტვი პირდაპირ უმად ემატება? ფქვილს თუ გულს? თუ დაჩუფერება, ფქვილად გადაქცევა არის საჭირო?

Posted by: Tahiti 31 Aug 2019, 19:25
user posted image
.

Posted by: cosmia 1 Sep 2019, 10:34
https://www.amazon.com/gp/product/B001UI37N8/ref=ox_sc_saved_title_1?smid=A2ZSKD9XTAUO8T&psc=1 ეს საფქვავი გაქვთ ვინმეს? პურის ცხობის სწავლა მინდა მაგრამ ნაყიდი ფქვილით არ მინდა დავიწყო და ეს ან ამდაგვარი საფქვავი ვინმეს თუ გაქვთ რომელი ან რომ მირჩიოთ? rolleyes.gif

Tahiti
მუღამებში ხარ ხო ცუნცულ? 2kiss.gif ფერად გემრიელობებს რომ აკეთებ love.gif მშია და მუხუდოს ვხარშავ რომ ფალაფელი გავიკეთო ცოტა ჩემებურად user.gif

Posted by: Tahiti 1 Sep 2019, 17:43
cosmia

2kiss.gif love.gif შენ სულ განსხვავებული რამეები რომ გშივდება ხოლმე.

შარშან ამ დროს, რაღაც უფრო მონდომებული, დამწყები კულინარი ვიყავი smile.gif)
ისევ უნდა მოვუხმო მუზებს, ოღონდ შედარებით ჯანსაღს და დიეტურს ^^


Posted by: cosmia 1 Sep 2019, 21:56
Tahiti
ხო ისე რაღაც ჩაჩუმდისავით აღარ ფუსფუსებ ისე აქტიურად სამზარეულოში? 2kiss.gif

ჰო რა ვიცი ვცდილობ რომ ჩემ ყოველდღიურ რაციონში სასარგებლო ინგრედიენტები შევიტანო, თან ექსპერიმენტები კი მიყვარს, დასვენებული ვარ სამსახურში ჩემ კონტეინერს ვერავინ ეკარება ჯერ ისედაც სიგნალიზაციაზე ვარ ეგრევე რომ გაბედონ მაგრამ თან ისიც იციან რომ ცოტა სტრან რაღაცებს ვჭამ და ფუუჰ ეგრე არიან ხოლმე, ერთი და იგივე კერძი იშვიათად იდენტურად მოვამზადო ხოლმე givi.gif ახლა პურის ცხობა მინდა ვისწავლო მაგრამ ფქვილის პრობლემაა... გუშინწინ გამოვაცხვე პიტა ძირას და კუმინის მიქსით, უცნაური ფერი და გემო ქონდა მარა გაასწორა, სხვა დროს ძირას დავტოვებ ქუმინს ამოვიღებ და კორიანდრით ჩავანაცვლებ lol.gif არ დამცინო facepalm.gif

Posted by: Tahiti 3 Sep 2019, 01:17
cosmia

აჰა, გავიგიჟე დღეს თავი და მივსიკვდილდი კიდეც ამ დასვენების დღეს smile.gif)) (Labor Day გვაქვს) .

კარაქში შემწვარი სტეიკი და ბოსტნეულის რაგუ, აჯაფსანდალის მოტივებზე : ბადრიჯანი, კარტოფილი, green beans, ხახვი, ნიორი, სანელებლები, მათ შორის “უცხო სუნელი“.

მართლა უგემრიელესი გამოვიდა.

user posted image

ესეც ჩემი view

user posted image

პ.ს. იაქტიურე, შენი ორიგინალური კულნარიული ექსპერიმენტებით და იდეებით , თან გაასაჯაროვე, ვითხოვ!
smile.gif) 2kiss.gif

Posted by: thug 3 Sep 2019, 01:33
ეს გავაკეთე


Posted by: Trump 3 Sep 2019, 17:50
სეოზნია და კარგი აჯიკის რეცეპტი დადეთ რა
და შილა ფლავის კიდე.

Posted by: რუსა_ 4 Sep 2019, 14:08
Trump
QUOTE
კარგი აჯიკის რეცეპტი დადეთ რა


ცეცხლივით აჯიკის რეცეპტი biggrin.gif

500 გრ ცხარე შებოლილი წიწაკა ან დაღერღილი წიწაკა.
უცხო სუნელი 250 გრ
ხმელი ქინძი 70 გრ
ქვამარილი (მსხვილი მარილი) 500გრ
ნიორი 1 კგ.

წიწაკას დაასხი მდუღარე წყალი 2 ლ და გააჩერე მთელი დღე ან ღამე, შემდეგ ჩამოატარე გარჩეულ ნიორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში 2 ჯერ . დაუმატე მარილი სუნელები და კარგად აურიე.


Trump
QUOTE
შილა ფლავის


ცხვრის ან ბატკნის ხორცი 500 გრ
დუმა 500 გრ
ხახვი 400 გრ
ზეთი 100გრ
ძირა
პილპილი
მარილი
მრგვალი ბრინჯი 800გრ -1 კგ

ხახვი, დუმა და ხორცი დაჭერი ძალიან წვრილად. სასურველია ხორცი და დუმა არ გარეცხო, მაგრამ თუ გარეცხავ მაშინ კარგად დაწურე. ჩაუშვი ხახვი, დუმა,ხორცი და ზეთი ქვაბში, დადგი დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიე რომ არ მიიწვას, დაახლოებით 25-30 წუთი. ხახვი უნდა თითქმის ჩაიშალოს და გადავიდეს ოქროსფერში. ხორციც ოდნავ მოიბრაწება . ოღონდ აუცილებლად დაბალ ცეცხლზე და ნელნელა უნდა მოამზადო. შემდეგ დაასხამ თუ 800 გრ ბრინჯია 4ლ წყალს თუ 1 კგ 4,5 ლ. დააფარებ სახურავს და ხარშავ დაახლოებით 1 სთ , ნახევარ ლიტრამდე დაიშრობს წყალს. ხორცი მოიხარშება ამასობაში , წყალში ჩაამატე ბლომად ძირა , პილპილი და მარილი, წყალი უნდა გამუქდეს იმდენი ძირა უნდა დაამატო და უნდა იყოს მლაშე! (ბრინჯს რომ დაამატებ მერე ბევრჯერ არევა რომ არ დაგჭირდეს თავიდანვე ჭარბად ამატებ მარილს და ძირას . ) შემდეგ კარგად გარეცხილ ბრიჯს ჩაუშვებ (აუცილებლად მრგვალი ბრინჯი უნდა) სანამ ამოდუღდება ურევ, მერე დადგამ დაბალ ცეცხლზე თავდახურულს, და ხარშავ 15 წუთი. გამორთავ, 5 წუთი გააჩერებ თავდახურულს , ერთს ამოურევ თუ აკლია ძირა ან მარილი დაუმატებ და მორჩა.

Posted by: Trump 4 Sep 2019, 15:15

რუსა_
QUOTE
500 გრ ცხარე შებოლილი წიწაკა ან დაღერღილი წიწაკა.



მადლობა
შებოლილი წიწაკა რას ნიშნავს ვერ გავიგე
წითელი წიწაკა უნდა შეიბოლოს?
დაღერღილი წიწაკა ისეთი ფასი ღირს, 500 გრამი 50 ლარია მგონიsmile.gif

Posted by: რუსა_ 4 Sep 2019, 15:27
Trump
QUOTE
შებოლილი წიწაკა რას ნიშნავს ვერ გავიგე

იყიდება წითელი შებოლილი წიწაკა ბაზარში. თუმცა საკამოდ ძვირია.
QUOTE
დაღერღილი წიწაკა ისეთი ფასი ღირს, 500 გრამი 50 ლარია მგონ

წონის 16 ლარი ღირს 1 კგ.
ეს დიდი პორციაა თითქმის 4 კგ გამოდის ყველაფერი ერთად. შესაბამისად შეგიძლია ნახევარი ან მეოთხედი პორცია აიღო.
ეს პორცია დაღერილი წიწაკით მომზადებული 20 ლარამდე ჯდება.

Posted by: Trump 4 Sep 2019, 15:33
რუსა_
QUOTE
დაღერღილი წიწაკა ისეთი ფასი ღირს, 500 გრამი 50 ლარია მგონ

წონის 16 ლარი ღირს 1 კგ.


სად ეგეც მითხარით და მორჩაsmile.gif)

Posted by: რუსა_ 4 Sep 2019, 16:27
Trump
თურსაში 1 კგ დარერღილი წიწაკა ღირს 18.5
კარფურში 1კგ 20.5 თეთრია

ჩემთვის დისტრიბუციას მოაქვს 16 ლარად. შემიძლია ამ დღეებში გავარკვიო სად ყიდულობენ.

Posted by: la reine 7 Sep 2019, 22:31
user posted image

....................................

user posted image

Posted by: Master_Nick 7 Sep 2019, 22:38
la reine
ხაჭოს შიგთავსით არის ფუნთუშები??? wink.gif როგორც ყოველთვის ძალიან გემრიელად გამოიყურება up.gif up.gif

Posted by: la reine 7 Sep 2019, 22:49
Master_Nick

smile.gif მადლობა

არა, ვაშლით.

....................

Posted by: nutria-113 8 Sep 2019, 00:12
la reine
ეუფ user.gif

Posted by: tavadze 9 Sep 2019, 01:53
რუსა_
QUOTE
შებოლილი წიწაკა

ეს სად იყიდება?
და გამხმარი, ხმელი, შეუბოლავი წიწაკა მე რომ დავღერღო ბლენდერში, ვერა? თუ ეგ ნაყიდი სხვა სტრუქტურაა?
და კიდევ - 1 კგ ნიორს ეგ მასა თავის გემოზე არ მიჰყავს? წიწაკა ცოტაა შედარებით და...
პ.ს. მეც შევუდექი უკვე აჯიკა-საწებლებს. biggrin.gif პომიდვრის ტომატი უკვე გავაკეთე, მაგრამ მხოლოდ 2 ლიტრა, ახლა კი ახალი პარტია მიდგას და ვხარშავ. ასევე გავაკეთე პომიდვრის საწებელი - ჯერ დუღს (ეს გურიაშიც გავამზადე), ამ კვირაში კი ზეთიანი აჯიკაც უნდა გავაკეთო. თუ არ დამეზარა, აფხაზურსაც ახლა გავაკეთებ, ან - ცოტა გვიან, თორემ ახლა წიწაკის დამწნილება და მოთუშვაც მაქვს გეგმაში. ნიგვზიან აჯიკას ვერც წლეულს გავაკეთებ, ვერ მოვიცლი მაგისთვის. sad.gif
ამ დღეებში პამიდორი ჩავშუშე - სოფელშიც და აქაც. ოღონდ სოფელში დავაბლენდერე. ორივეს დავუმატე ინდოელებთან ნაყიდი ქაშმირის წიწაკა - გირჩევთ ყველას, უმაგრესი გემო მისცა ორივეს. კერძებში აქამდე არ გამომიყენებია, სალათებზე ვიყენებდი მხოლოდ, მაგრამ მგონია, კერძებსაც მაგარ გემოს მისცემს. მოტკბოა, მაგრამ არა ბულგარულის გემოსი, ამ დროს წიწაკის გემო კარგად იგრძნობა, მაგრამ არაა მწარე.
Trump
QUOTE
სეოზნია და კარგი აჯიკის რეცეპტი დადეთ რა

თუ დაგაინტერესებს, ზეთიანი აჯიკის რეცეპტს დაგიწერ. ეს პომიდვრის საწებელიც კარგია, მე რაც დავწერე ზემოთ. თან - იოლი გასაკეთებელია; 5 კილო პომიდორი, 2 კილო ბულგარული, 1 კილო მწარე წიწაკა (ესენი უფრო პატარები რომაა, ისინი ჯობია, თორემ იმ დიდებს არა აქვს კარგი გემო), 0.5 კგ ნიორი და 0.5 ლიტრი ძმარი. ეს ყველაფერი გაატარე, დაუმატე ძმარი და მარილი და დადგი დასადუღებლად. წამოდუღება არ უნდა, 3-4 დღეში დადუღდება, ოღონდ დილა-საღამოს უნდა ამოურიო. ჩემები ამბობენ, რომ ემალის ჭურჭელში უნდა ჩაასხა და აუცილებლად ხის კოვზით უნდა ამოურიოო. ეს რამდენად სწორია, არ ვიცი, თუმცა მე პლასტმასის ჭურჭელში მაქვს (პიშევოის რომ ეძახიან), ოღონდ ამოსარევად მართლა ხის ლაფერას ვიყენებ. ნუ, ასპირინსაც ვუშვები...

Posted by: რუსა_ 9 Sep 2019, 12:44
tavadze
QUOTE
ეს სად იყიდება?

კარგს სამეგრელოდან თუ ჩამოგიტანენ. ბაზარშიც იყიდება მაგრამ რამდენად ნაღდია ვერ გეტყვი და ფასი 70 ლარამდე გამოდის კილოგრამის.
QUOTE
და გამხმარი, ხმელი, შეუბოლავი წიწაკა მე რომ დავღერღო ბლენდერში, ვერა?

კი რატომაც არა biggrin.gif
QUOTE
და კიდევ - 1 კგ ნიორს ეგ მასა თავის გემოზე არ მიჰყავს? წიწაკა ცოტაა შედარებით და...


არა თავის გემოზე არ მიჰყავს, თავიდან ძალიან მძაფრად იგრძნობა წიწაკის სიცხარე, მერე ჯდება გემოები 2-3 დღეში და ძალიან კარგი გამოდის. სუნელების გემოც კარგად იგრძნობა და ნიორიც.

წყალისგან მოცულობაში იზრდება წიწაკა, თითქმის მთლიანად ითვისებს. დამბალ წიწაკას დავუმატებ გახეხილ ან დაჭყლეტილ ნიორს, სუნელებს, მარილს აურევ. და ჩამოატარებ ხორცსაკეპში უფრო ერთგვაროვანი რომ გახდეს.

ჰო კიდევ, ჯობია ერთგვაროვნებისთვის 2 ჯერ ან 3ჯერ ხორცსაკეპში ჩამოატარო ვიდრე ბლენდერში. მე გადავწვი ბლენდერი აჯიკის კეთების დროს :დ

Posted by: tavadze 10 Sep 2019, 12:11
რუსა_
QUOTE
ჰო კიდევ, ჯობია ერთგვაროვნებისთვის 2 ჯერ ან 3ჯერ ხორცსაკეპში ჩამოატარო

ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, ერთსაც ჩაგეკითხები, რა! biggrin.gif biggrin.gif აქ ელექტრო ხორცსაკეპი მანქანა იგულისხმება თუ - მექანიკური ანუ ხელისა? ელექტროში რომ გავატარო, უჭირს რამე?

Posted by: რუსა_ 10 Sep 2019, 12:55
tavadze
QUOTE
ელექტროში რომ გავატარო, უჭირს რამე?

პირიქით, ძალიან კარგი. biggrin.gif

Posted by: max-14 12 Sep 2019, 01:20
QUOTE
ცეცხლივით აჯიკის რეცეპტი

up.gif

Posted by: la reine 15 Sep 2019, 22:48
სად წასულა ეს თემა.

ამოვწიოთ

user posted image

კეტჩუპია.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ რეცეპტით.
ვსო. მაიონეზს და კეტჩუპს აღარ ვყიდულობ biggrin.gif

ესეც სახელდახელო რულეტი ვაშლის ჯემით

user posted image

Posted by: WP-Rex 16 Sep 2019, 00:46
la reine
QUOTE
კეტჩუპია.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ რეცეპტით.

რომელი რეცეპტით?

Posted by: la reine 16 Sep 2019, 14:33
WP-Rex

რა ვიცი რომელიაbiggrin.gif

ინტერნეტში ვიპოვე. ინგრედიენტების კომბინაციამ დამაინტერესა და ძაან გაამართლა.
დავწერ თუ გინდა

Posted by: Trump 16 Sep 2019, 15:38
la reine
QUOTE
ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ რეცეპტით.
ვსო. მაიონეზს და კეტჩუპს აღარ ვყიდულობ


ორივე რა სილვუპლეე

Posted by: la reine 16 Sep 2019, 20:44
Trump
ბლენდერის ჭიქაში ჩაასხი 200გ. ზეთი, 1კვერცხი, 1ჩ.კ. მდოგვი, ამდენნივე ძმარი ან ლიმონის წვენი და ნახევარი ჩ.კ. მარილი და შაქარი. ბოლომდე ჩაყავი ბლენდერი და ზემოთ ქვემოთ მოძრაობით თქვიფე. სულ რაღაც ერთ წუთში სქელი გემრიელი მაიონეზი მზად იქნება.


ახლა კეტჩუპი.
ერთი პორცია მზადდება 3 კგ. პომიდორისგან
დაჭერი და მოხარშე. დაახლ. საათი ან საათნახევარი. გააჩნია პომიდორი რამდენად წვნიანია. წვენი უმდა ჩაშრეს მაქსიმალურად რომ სქელი გამოვიდეს კეტჩუპი.
სანამ ეს იხარშება ამზადებ ამ.მასას: 3 დიდი ხახვი დააჩოფერე კარგად, ჩაასხი ჯამში და დაუმატე 1 ს.კ. პაპრიკა, 2ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი, 1ჩ.კ. დარიჩინი, 8 ცალი მიხაკი( დაჩეჩქვე და ისე გამოიყენე) 200გ. შაქარი, 1 ს. კ. მარილი და 25 გ. ძმრის მჟავა(ეს იყიდება პატარა ბოთლებში 70%იანი) ამ ამ ყველაფერს გადაურევ კარგად ჩაუშვებ გაწურულ პომიდვრის მასაში. დაადგი ისევ და წამოდუღებიდან 20 წუთი ხარშე საშუალო ცეცხლზე პერიოდული მორევით. ჩაასხი ცხელივე სტერილურ ბოთლებში.

პ.ს. პომიდორი იცი ხო როგორ გაწურო.
რომ მოგრილდება, დააბლენდერე და გაატარე საცერში ხელით ან დიდი კოვზით

Posted by: sophka 17 Sep 2019, 23:27
რატომ არ ხმაურობთ?! სიმშვიდეა ძაან ))

ჩემსავით ზარმაცობთ ხომ?!
როგორც დღეს, ასე იშვიათად თუ გამოვაცხობ კექსს, სხვა ყველაფერი დავივიწყე biggrin.gif

აი, უნაზესი, ნოტიო, მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა ესმა კუნჭულიას რეცეპტით.
175გრ დარბილებული კარაქი, 175 გრ. შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ სათითაოდ 3ც კვერცხი, მწიკვი მარილი, ვანილი, 175გრ ქიშმიშიც უნდა, ოღონდ მე არიყვარს ცომში ქიშმიში და არ ვუქენი.
ბოლოს დააცერით 250გრ ფქვილი და 1/2ჩ.კ. გამაფხვიერებელი და ჩაასხით ფორმაში.
პატარა ზომის ფორმისთვისაა ეს რაოდენობა.
გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე სადღაც 40-45 წთ.

user posted image


Posted by: Trump 18 Sep 2019, 10:34
la reine
QUOTE
ბლენდერის ჭიქაში ჩაასხი 200გ. ზეთი, 1კვერცხი, 1ჩ.კ. მდოგვი, ამდენნივე ძმარი ან ლიმონის წვენი და ნახევარი ჩ.კ. მარილი და შაქარი. ბოლომდე ჩაყავი ბლენდერი და ზემოთ ქვემოთ მოძრაობით თქვიფე. სულ რაღაც ერთ წუთში სქელი გემრიელი მაიონეზი მზად იქნება.



და გამოვა უგემრიელესი მაიონეზი?smile.gif
ვაა..
შოკირებული ვარ.
უფრო მეტი ინგრედიენტი მეგონა უნდოდა.
მადლობა

Posted by: GoldenSky 18 Sep 2019, 12:29
la reine

მადლობა რეცეპტისტვის მეც მაინტერესებდა :დ

ერთი შეკითხვა

QUOTE
ამ ყველაფერს გადაურევ კარგად ჩაუშვებ გაწურულ პომიდვრის მასაში.


გაწურული პომიდვრის მასა რამდენი უნდა იყოს კონკრეტულად ?

Posted by: la reine 18 Sep 2019, 12:57
Trump

არაფრისsmile.gif'იმედია მოგეწონება


GoldenSky

ზუსტად არ ვიცი არ ამიწონია გამზადებული მასა, მაგრამ სამი კგ პომიდორი უნდა. წვენს კარგად ჩაიშრობს დააბლენდერებ გაწურავ და რაც გამოვა რაა.. საბოლოო მზა პროდუქტი სადღაც ორ ლიტრზე ცოტა მეტი გამოვიდა

sophka


:***
smile.gif

კარგია კი. საერთოდ მაგ თანმიმდევრობით მომზადებული ცომი ყოველთვის უგეემრიელესი გამოდის.

Posted by: GoldenSky 18 Sep 2019, 14:56
la reine
QUOTE
ზუსტად არ ვიცი არ ამიწონია გამზადებული მასა, მაგრამ სამი კგ პომიდორი უნდა. წვენს კარგად ჩაიშრობს დააბლენდერებ გაწურავ და რაც გამოვა რაა.. საბოლოო მზა პროდუქტი სადღაც ორ ლიტრზე ცოტა მეტი გამოვიდა


გასაგებია

ძაან მაინტერესებს როგორი გამოვა biggrin.gif

კიდე შეკითხვა წიწაკა არ უნდა ? ცხარე მირჩევნია

Posted by: la reine 18 Sep 2019, 15:28
GoldenSky

დაწერე რა მერე შენი შეფასება
ძაან მაინტერესებს რას იტყვი. მართლა ეგეთი კარგია თუ მე გადავფსიხდი სუბიექტურადbiggrin.gif

თუ ძაან ცხარე გიყვარს, პომიდორს ხარშვისას დაამატე 2-3 ს.კ. დაღერღილი წითელი წიწაკა

Posted by: sophka 18 Sep 2019, 23:19
la reine
:* :*

კიი, მეც დავაკვირდი ამას და ასე ვაკეთებ უკვე ცომს.

ხალების გამოცხობა მინდა და ვერ მოვაბი თავი.
არადა მიყვარს))

აუ, ყოჩაღ, როგორ არ დაიზარე ამ
საწებლის მოხარშვა :დ

Posted by: WP-Rex 18 Sep 2019, 23:35
la reine
QUOTE
ერთი პორცია მზადდება 3 კგ. პომიდორისგან
დაჭერი და მოხარშე.

წყალი უნდა, თუ თავის წვენში უნდა ითუხთუხოს?
სლივკის ჯიშს მეტი ხორცი და ნაკლები წვენი აქვს და ამიტომ ვკითხულობ.

Posted by: la reine 19 Sep 2019, 00:20
WP-Rex

არა წყალი რად უნდა. თავისიც საკმარისი აქვს.
სხვათა შორის, სლივკა პომიდორი გავაკეთე მეც.. ზუსტად ისეა, როგორც ამბობ. ნაკლები წვენი და უფრო ხორციანია

p.s. საშინელი ავატარი გაქვს

sophka

ვაიმე იცი რა სწრაფად კეთდება?biggrin.gif
სანამ იხარშება, იმ სუნელებს შეაზავებ და ეგაა რაbiggrin.gif

ხალები რა არის? rolleyes.gif

Posted by: GoldenSky 19 Sep 2019, 09:20
la reine
QUOTE
დაწერე რა მერე შენი შეფასება


მაიონეზი გავაკეთეთ მაგრამ 1 პრობლემა ქონდა ზეთის სუნი და გემო იგრძნობოდა ძაან . სხვა მხრივ სისქე ფერი იდეალური იყო biggrin.gif

სხვა ზეთით უნდა ვცადო givi.gif

Posted by: sophka 19 Sep 2019, 10:11
la reine
ხოო, უნდა ვცადო ამ შაბათ-კვირას :დ დრო თუ მოვიხელთე ცოტა.

ხალა-ებრაული პური
user posted image
ფოტო ინტერნეტიდან


GoldenSky
ზეითუნის ზეთით გააკეთე.

Posted by: la reine 19 Sep 2019, 11:27
GoldenSky

სოფკამ სწორრად გითხრა. ზეთი შეცვალე ან მდოგვის და ძმრის რაოდენობა დაარეგულირე. ისე, ჩვენ ძაან დეგრადირებული გვაქვს გემოს აღქმა ამ მზა მაიონეზების და კეტჩუპების წყალობით. და ხშირად ნატურალური გემოები აღარ მოგვწონსsmile.gif

sophka

აა, ხალა ვიცი როგორ არა, მაგრამ არასდროს გამისინჯავსbiggrin.gif არც გამომიცხვია.
პურივითაა თუ რამე განსხვავებული გემო აქვს?

Posted by: WP-Rex 19 Sep 2019, 19:02
la reine
QUOTE
არა წყალი რად უნდა. თავისიც საკმარისი აქვს.
სხვათა შორის, სლივკა პომიდორი გავაკეთე მეც.. ზუსტად ისეა, როგორც ამბობ. ნაკლები წვენი და უფრო ხორციანია

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ძმარის მჟავის მაგივრად მომჟავო ვაშლის დამატება არ გიცდია?
აი, თუნდაც მწვანეები რომ იყიდება ყუთებში. ძვირია, მაგრამ უგემრიელესი.
საერთოდ კეტჩუპის რეცეპტში ვაშლი აუცილებელი ინგრედიენტია.

QUOTE
p.s. საშინელი ავატარი გაქვს

მშვენიერი იყო, მაგრამ ერთმა ქაჯმა მიჩივლა ტიმთან და დამიმახინჯეს.

Posted by: sophka 19 Sep 2019, 22:53
la reine
პური-ფუნთუშა, ნეიტრალურ გემოზეა, სიტკბოსკენ იხრება.


ეს ახლა დავაცხე ხაჭოს ცომის ხვეულები ქლიავის ჯემით))
ჯემიც ჩემი მოხარშულია biggrin.gif
user posted image

Posted by: la reine 20 Sep 2019, 00:18
WP-Rex

არ მომწონს მე ვაშლიანი. კეტჩუპს არ გავს სხვანაირი საწებლისკენ იხრება უფრო.

მოკლედ, თუ გააკეთებ, არაფერი ჩაანაცვლო

sophka

რა კარგებია.
ხაჭოიანი ცომი ძაან მიყვარს.
მოყევი აბა როგორ ხარშავ ქლიავის ჯემს

Posted by: sophka 20 Sep 2019, 09:48
la reine
ოო, ჯემებში ვარ უცოდინარი:დ ვხარშავ მაშინ როცა ხილი მიგროვდება :დ
ესეც აგარაკიდან ჩამოვიტანეთ:დ სადღაც 4 კგ-მდე იყო, გავრეცხე კურკა გავაცალე, 1 ჭიქა წყალი დავასხი და ადუღებიდან მალე გამოვრთე, რომ შეგრილდა დავაბლენდერე და მერე ვხარშე სადღაც 2-3 საათი, აა შაქარი დავაყარე1-2 ჭიქამდე ბოლოს ხარშვის დროს, არ დამითვლია ტკბილი იყო ისედაც და 1ს/კ ძმარი ვუქენი ქილებში ჩასხმამდე.


Posted by: Tahiti 20 Sep 2019, 10:59
QUOTE (sophka @ 19 Sep 2019, 22:53 )
ეს ახლა დავაცხე ხაჭოს ცომის ხვეულები ქლიავის ჯემით))
ჯემიც ჩემი მოხარშულია biggrin.gif

რეებს იძახი , დამანებე თავი biggrin.gif
ყოჩაღ, სოფო! უკვე გააბედნიერე ვინმე ?! smile.gif))❤️

Posted by: lola_keta 20 Sep 2019, 11:02
sophka
ცომის რეცეპტი შეგიძლია დაწერო?

Posted by: sophka 20 Sep 2019, 11:33
Tahiti
❤️❤️❤️
:* პაუზა მქონდა ცხობაში:დ
არაა)
შენ მოინდომე, უკეთესი მზარეული იქნები ჩემზე :*

lola_keta
180 გრ ხაჭო, 1კვერცხი, 4ს/კ. შაქარი ათქვიფე, მერე შეაზილე 50 გრ. გამდნარი ოთახის ტემპერატურის კარაქი, ცალკე ჯამში აურიე200 გრ. ფქვილი(თუ მოითხოვა მერე დაუმატე ცალკეან მოაგუნდავე ფქვილში ბოლოს ცომი) 5გრ.გამაფხვიერებელი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი. და მოზილეგუნდა ხელზე არ უნდა გეკრობოდეს, გააჩერე 20 წუთი, და მერე როგორც კრუასანს ვახვევთ ისე დაახვიე სამკუთხედებად დაჭერი, გულში შოკოლადი, ჯემი, ჩირი, ნებისმიერი რამე შეგიძლია ჩადო.
აა 180 გრადუსზე ცხვება დაახლოებით 20-25 წუთი.

Posted by: vaho 20 Sep 2019, 18:17
user posted image

დღეს კუ შევწვი მიკროტალღურში, მაგრამ ადრე უფრო გემრიელი და ხრაშუნა გამომდიოდა ხოლმე...

Posted by: shilaida 21 Sep 2019, 20:54
დღეს smile.gif
user posted image

Posted by: cvanca 22 Sep 2019, 15:27
shilaida
რეცეპტი შეიძლება? smile.gif

Posted by: shilaida 22 Sep 2019, 22:43
cvanca
რეცეპტი უმარტივესიაsmile.gif
user posted image

ინგრედიენტები
400გრ შვრიის ორცხობილა
100გრ გამდნარი ნაღების კარაქი
300 გრამი არაჟანი(მაღალპროცენტიანი)
300გრ ცხიმიანი ხაჭო
500გრ ნაღები 23% დან
250გრ შაქარი ან შედედებული რძე (სიტკბო განსაზღვრეთ გემოვნებით)
ვანილი
ჟელატინი (ინსტრუქციის მიხედვით)
1 ც ლიმონის წვენი

1.დააქუცმაცეთ წმინდად ორცხობილა,დაუმატეთ გამდნარი კარაქი და დატკეპნეთ ფორმაში,შედგით საყინულეში.მანამ სანამ მთავარ მასას მოამზადებთsmile.gif
2.მოათავსეთ ჟელატინი ცეცხლგამძლე ჭურჭელში ,დაასხით წყალი .(ინსტრუქციის მიხედვით) გაფუებული მასა დაადგით დაბალ ცეცხლზე ,გააცხელეთ (არ მიიყვანოთ ადუღებამდე)
3.მოათავსეთ ჯამში ხაჭო,არაჟანი,ნაღები,შაქრის ფხვნილი ,ვანილი და ათქვიფეთ ჰაეროვან მასამდე,დაუმატეთ ლიმონის წვენი და ოდნავ შეგრილებული ჟელატინიsmile.gif
4. გადაიტანეთ ბისკვიტის ფორმაში და შედგით მაცივარში მთელი ღამითsmile.gif
5. დანარჩენი თქვენი ფანტაზიის მიხედვით იმოქმედეთsmile.gif
6. ვანილიანი მასა შეგიძლიათ რამოდენიმე ნაწილად გაყოთ და სურვილისამებრ გაამდიდროთ ხილით,ყავით,შოკოლადითsmile.gif
7. თითოეული ფენა "გაამაგროთ" და ისე დაასხათ შემდეგი ფენაsmile.gif

Posted by: dadn 22 Sep 2019, 23:47
ის მომენტი როდესაც 4 საათინი ნებისყოფა გიფასდება..

0 საათი
user posted image
მე 2 საათი
user posted image
მე 4 საათი
user posted image




Posted by: Master_Nick 23 Sep 2019, 00:09
dadn
ყოჩაღ! მაგარი გიშრომია up.gif 4 საათი წვავდი?

Posted by: dadn 23 Sep 2019, 00:26
ხო ეგრე გამოდის biggrin.gif

120 გადუსზე შებოლვა 1,5 სათი(არაპირდაპირი წვით),
150 გრად. ფოლგაში 1 საათი
120 გრად. 1,5 საათი(არაპირდაპირი წვით) - 80 გრად.შიგნითა ტემპერეტურა

პირველად გავაკეთე და გემოც პირველად გავსინჯე (ნეკნების ამ ფორმით)... ღირს წვალება smile.gif

Posted by: keen 23 Sep 2019, 12:33
la reine
ღვეზელებისთვის კარგი, რბილი ცომი გეცოდინება... ოღონდ, საფუარიანი - არა user.gif

Posted by: la reine 23 Sep 2019, 15:25
keen

აი ეს
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/207-e183a6e18395e18394e18396e18394e1839ae18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183abe18398e183a0e18398e18397e18390e18393e18398-e183a0e18394e183aae18394e1839ee183a2e18398

Posted by: keen 23 Sep 2019, 15:58
QUOTE (la reine @ 23 Sep 2019, 15:25 )
keen

აი ეს
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/207-e183a6e18395e18394e18396e18394e1839ae18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183abe18398e183a0e18398e18397e18390e18393e18398-e183a0e18394e183aae18394e1839ee183a2e18398

მადლობა smile.gif შენ გაქვს გამოცდილი?

Posted by: la reine 23 Sep 2019, 16:38
keen

კი კარგი გამოდისsmile.gif
საერთოდ, პეპის რთულის და კიდევ რამდენიმეს მაგ საიტზე შეგიძლია ენდო.

Posted by: SkitterZ 23 Sep 2019, 17:15
shilaida
აუ მართლა რა მარტივი ჩანს და ულამაზესია love.gif love.gif love.gif

გავაკეთებ აუცილებლად love.gif

Posted by: la reine 23 Sep 2019, 17:19
dadn

up.gif

სერიოზული ნამუშევარია

Posted by: keen 23 Sep 2019, 18:50
QUOTE (la reine @ 23 Sep 2019, 16:38 )
keen

კი კარგი გამოდისsmile.gif
საერთოდ, პეპის რთულის და კიდევ რამდენიმეს მაგ საიტზე შეგიძლია ენდო.

ეგ საიტიც ვიცი, პეპიც, რთულიც და ა.შ. მაგრამ მე მაინც შენი ცომეულისა და რეცეპტების ზედმიწევნით ახსნის ფანი ვარ... user.gif

Posted by: thug 24 Sep 2019, 07:36
dadn

მაგარ ვიდზეა up.gif

რა წაუსვი ხორცს?

Posted by: dadn 24 Sep 2019, 12:18
thug
ჯერ მთლიანად მდოგვი და მერე უკვე ამაზონზე ნაყიდი მშრალი მარინადი,ბოლოს უკვე BBQ სოუზი(აჯიკაც წავა ოდნავ თაფლთან).
თუ დეტალები ვინმეს დააინტერესებს არ დაგზარდებით.

განსხვავებულ ვიდთან და გემოსთან ერთად ხორცის "კონსტიტენციც" სხვაა.. მეორე დღესაც ცივად მირთმევისას გაღიმებულს რომ დაგტოვებს ისეთი biggrin.gif

Posted by: max-14 24 Sep 2019, 15:31
QUOTE
ხო ეგრე გამოდის

120 გადუსზე შებოლვა 1,5 სათი(არაპირდაპირი წვით),
150 გრად. ფოლგაში 1 საათი
120 გრად. 1,5 საათი(არაპირდაპირი წვით) - 80 გრად.შიგნითა ტემპერეტურა

პირველად გავაკეთე და გემოც პირველად გავსინჯე (ნეკნების ამ ფორმით)... ღირს წვალება

up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: thug 24 Sep 2019, 16:32
dadn
QUOTE
BBQ სოუზი


ხო ეგ აძლევს ზუსტად ეგეთ მადის აღმძვრელ ვიდს smile.gif)

up.gif


Posted by: Schneider 24 Sep 2019, 16:35
თაფლწასმულ ხორცს როგორ ჭამთ?

ვერცერთხელ ვერ ვჭამე, სანამ არ მოვაცალე, ჩემის აზრით ხორცის გაფუჭებაა

ფერს აძლევს მაგრამ გემოს ართმევს...

Posted by: fermina 24 Sep 2019, 17:38
Schneider
QUOTE
თაფლწასმულ ხორცს როგორ ჭამთ?

ვერცერთხელ ვერ ვჭამე, სანამ არ მოვაცალე, ჩემის აზრით ხორცის გაფუჭებაა

ფერს აძლევს მაგრამ გემოს ართმევს...


ზომიერებაა საჭირო. პიკანტურ და საინტერესო გემოს აძლევს. ღორის და ქათმის ხორცს უხდება ჩემი აზრით, საქონლისას - ნაკლებად.

Posted by: thug 24 Sep 2019, 17:43
უხდება ტკბილი ზოგ ხორცს
...............

Posted by: Trump 24 Sep 2019, 17:48
fermina
QUOTE
ზომიერებაა საჭირო. პიკანტურ და საინტერესო გემოს აძლევს. ღორის და ქათმის ხორცს უხდება ჩემი აზრით, საქონლისას - ნაკლებად.



ქათამს უხდება. ქათამს ისეთი სუსტი გემო აქვს სხვა ხორცებთან შედარები, ყველაფერი აკეთილშობილებს
განსაკუთრებულად ქართულ რესტორნებში 100% გაყინული ქათამია..კარდონის გემოsmile.gif


Posted by: max-14 24 Sep 2019, 18:11
QUOTE
განსაკუთრებულად ქართულ რესტორნებში 100% გაყინული ქათამია..

საშინელებაა საქართველოს სარესტორნო კვება,აი საშინელება

Posted by: Schneider 24 Sep 2019, 22:30
fermina
thug
არა რაა, საერთოდ ვერ ვჭამ დატკბილულ ხორცს

Posted by: fermina 24 Sep 2019, 23:28
Schneider
ჩინურ სამზარეულოს ახასიათებს მაგალითად ეს ხორცის და ტკბილის კომბინაცია და მე ძალიან მომწონს. მაგ. ღორის ხორცი ანანასით, ან ქათმის ფრთები თაფლის მარინადით.

Posted by: Master_Nick 24 Sep 2019, 23:34
QUOTE (fermina @ 24 Sep 2019, 23:28 )
Schneider
ჩინურ სამზარეულოს ახასიათებს მაგალითად ეს ხორცის და ტკბილის კომბინაცია და მე ძალიან მომწონს. მაგ. ღორის ხორცი ანანასით, ან ქათმის ფრთები თაფლის მარინადით.

up.gif up.gif ჩინელებს ქათამი ანანასითაც ძალიან კარგი აქვთ, ჩინური სამზარეულო love.gif

Posted by: Schneider 25 Sep 2019, 01:45
fermina
იმიტომ არ მიყვარს ჩინური და ტაილანდური ხორცის მურაბები და ყოველთვის იაპონურში ან კორეულში დავდივარ, როცა შორეულ აღმოსავლური მომინდება smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 27 Sep 2019, 12:28
user posted image


კარგი გასართობია.

Posted by: la reine 1 Oct 2019, 14:58
არ გააკეთეთ ხო ჩემი კეტჩუპი?
სსულ ტყუილად მაწერინეთ ხო ტრაქტატები?

ხოდა მიდღემჩი ვერ ეღირსებით რეცეპტს.
აეგრეbiggrin.gif



Posted by: Crøs 2 Oct 2019, 01:30
user posted image
user posted image
user posted image

რავი აბა...

Posted by: fermina 3 Oct 2019, 10:35
ამ თემაში იმიტომ ვპოსტავ, რომ მეტი შანსია, გამოცდილმა იუზერებმა ნახონ.
მეგობრებო, ლიმონჩელო ვის გაგიკეთებიათ სახლში? და პირადი გამოცდილებიდან რამე რჩევას ხომ არ მომცემდით?
თეორიულად ვიცი, როგორ კეთდება, უბრალოდ მინდა პრაქტიკული ნიუანსები.
მაგ. რომელი სპირტი/არაყი ჯობია, ლიმონის რომელი სახეობა და ა.შ. მოკლედ ყველანაირ რჩევას მივიღებ.
ვიდეო ვნახე ამასწინათ, იტალიაში როგორ მზადდება და რა თქმა უნდა, ამალფის რეგიონში მოყვანილი სპეციალური ვაშლივით ლიმნების შოვნის ამბიცია არ მაქვს smile.gif
ისე საოცარ ფერზე კი იყო ის ლიმონჩელო. love.gif

აი ეს ვიდეოა, ვნახე:


Posted by: mzi 3 Oct 2019, 11:46

fermina

მე მაგალითად სპირტი/არაყი ვერ მიყიდია წესიერი რომ საერთოდ, თუნდაც ლიქიორი გავაკეთო, მეც დაველოდები რჩევებს

Posted by: fermina 3 Oct 2019, 11:48
mzi
QUOTE
მე მაგალითად სპირტი/არაყი ვერ მიყიდია წესიერი რომ საერთოდ, თუნდაც ლიქიორი გავაკეთო, მეც დაველოდები რჩევებს


ზუსტად, ამაშია საქმე. ისე, ცალკე თემა ხომ არ გამეხსნა...

Posted by: <<Innamorata>> 3 Oct 2019, 15:18
fermina
mzi

ადრე გომის ქარხანაში ვყიდულობდი სპირტს ,ნორმ იყო.. სინჯეთ აბა..

Posted by: fermina 3 Oct 2019, 15:44
<<Innamorata>>
QUOTE
ადრე გომის ქარხანაში ვყიდულობდი სპირტს ,ნორმ იყო.. სინჯეთ აბა..


ეგ კარგი რჩევაა, მაგრამ მაგისთვის ხაშურში წასვლაა აუცილებელი? rolleyes.gif

Posted by: <<Innamorata>> 3 Oct 2019, 17:52
fermina
სამწუხაროდ ჰო.



Posted by: fermina 3 Oct 2019, 18:01
<<Innamorata>>
QUOTE
fermina
სამწუხაროდ ჰო.


ეგრეც ვიფიქრე. იქით თუ მოვხვდები გავითვალისწინებ აბა, ისე ლიმონჩელოს არყით გაფუჭება არ ღირს.
თან ამასობაში, რატომ ირთულებ ცხოვრებასო და თავად კარგი ლიმონჩელოს ჩუქება შემომთავაზეს და ამაზეც უარს არ ვიტყვი, ჯერ გავსინჯავ მაინც, რომ ვიცოდე მერე დაახლოებით როგორ გემოზე უნდა დავსვა smile.gif

Posted by: sophka 3 Oct 2019, 18:52
fermina
mzi
გომის სპირტი გამოჩნდება მალე ქსელურ მაღაზიებშიო,დაახლოებით ერთ კვირაშიო, წარმომადგენელს ველაპარამე რამდენიმე დღის წინ. შეჩერებულიაო რეალიზაცია დროებით.
იმედია მართლა გამოიტანენ ბაზარზე.
ხაშურშის საფირმო მაღაზიაშიც არააო.


საერთოდ ასეთი ტიპის სასმელები, ხორბლის სპირტის ან ხორბლის არყისგან ჯობია დამზადდეს..
ნეიტრალურია გემო.
ზოგი სამედიცინო 95% სპირტსაც იყენებს, მაგრამ მე არც ისე მომწონს ეს იდეა.

Posted by: fermina 3 Oct 2019, 19:48
sophka
QUOTE
გომის სპირტი გამოჩნდება მალე ქსელურ მაღაზიებშიო,დაახლოებით ერთ კვირაშიო, წარმომადგენელს ველაპარამე რამდენიმე დღის წინ. შეჩერებულიაო რეალიზაცია დროებით.
იმედია მართლა გამოიტანენ ბაზარზე.
ხაშურშის საფირმო მაღაზიაშიც არააო.


ვაა, მადლობა, დაველოდები აბა.

QUOTE
საერთოდ ასეთი ტიპის სასმელები, ხორბლის სპირტის ან ხორბლის არყისგან ჯობია დამზადდეს..
ნეიტრალურია გემო.
ზოგი სამედიცინო 95% სპირტსაც იყენებს, მაგრამ მე არც ისე მომწონს ეს იდეა.

ხო, სამედიცინო სპირტის გამოყენების შესახებ მეც გაიმგია, მაგრამ რაღაც არ მიმიზიდა მეც ამ იდეამ.

Posted by: Maybach 3 Oct 2019, 23:53
user posted image

ღვინის სპირტით დამზადებული ჯინი არ იგრძნობა სპირტის სუნი და გემო
გამოირჩევა ცხარე ციტრუსის არომატით
ხორბლის არაყი სპირტი down1.gif

Posted by: la reine 4 Oct 2019, 14:42
მარშმელოუjump.gif

user posted image


...............

Posted by: Master_Nick 4 Oct 2019, 22:39
la reine
რა მადისაღმძვრელად გამოიყურებაsmile.gif არის კალორიებით გატენილი ხომ?

Posted by: la reine 5 Oct 2019, 00:07
Master_Nick

კიsad.gif
ცარიელი შაქარია

მაგრამ სათამაშოდ იყო ძაან კარგი. თითებს რომ უჭერ, ნაზი პრუჟინკებივითააbiggrin.gif

Posted by: Master_Nick 5 Oct 2019, 20:36
la reine
გადასარევი სათამაშო გიპოვნია love.gif

Posted by: la reine 7 Oct 2019, 14:33
Master_Nick

აბაა, ძაან მაგარიbiggrin.gif
მაგრამ ამ თამაშ-თამაშში გამირბოდა ხელი პირისკენbiggrin.gif

მოკლედ, გადავედი ზეთიან ცომებზე. უფაფუკესი ფუნთუშები გამოდის
user posted image

Posted by: thug 7 Oct 2019, 17:05
la reine

მაგარი ხარ რა smile.gif

...................

Posted by: la reine 7 Oct 2019, 22:24
thug

მადლობააsmile.gif


user posted image

...

Posted by: thug 7 Oct 2019, 23:10
სკოლაში რომ იყო 20 თეთრიანი ბულკები მაგას შევჭამდი ეხლა biggrin.gif


Posted by: Master_Nick 7 Oct 2019, 23:16
la reine
ჩემი გულის გასახეთქად დებ ამ ფოტოებს??? lol.gif ჯემით არის თუ მის გარეშე? ფორმაში ხარ როგორც ყოველთვის bis.gif
ერთი მეგრული ხაჭაპური გეცოდინება შენ მაგარი და როდის აპირებ დაცხობასსსსს?smile.gif ხაჭაპურის ცხობა აქტუალურია ხომ იცი lol.gif
* * *
thug
მაგარი ბულკები იყოsmile.gif ჩემი შვილის სკოლის ბუფეტში ვიყიდე ამასწინათ - ვერ იყო ისეთი გემრიელი

Posted by: shaqro telavski 7 Oct 2019, 23:57
user posted image


ძაან კარგი გამოვიდა. ნაზი, რბილი და გემრიელი yes.gif

Posted by: tavadze 10 Oct 2019, 21:40
fermina
QUOTE
მეგობრებო, ლიმონჩელო ვის გაგიკეთებიათ სახლში?

თუ არ ვცდები, გურულიქალმა გააკეთა ეგ ადრე იმ ჯადოქარი გოგოს - ლუტას კონსულტაციებით. დაუკავშირდი რომელიმეს ფბ-ზე და გეტყვიან, თუმცა გურულიქალი აქაც იჭყიტება ხოლმე. biggrin.gif

Posted by: fermina 10 Oct 2019, 22:29
tavadze
QUOTE
თუ არ ვცდები, გურულიქალმა გააკეთა ეგ ადრე იმ ჯადოქარი გოგოს - ლუტას კონსულტაციებით. დაუკავშირდი რომელიმეს ფბ-ზე და გეტყვიან, თუმცა გურულიქალი აქაც იჭყიტება ხოლმე.


მადლობა alk.gif

ისე კი მაჩუქეს ამდენ წუწუნში და კითხვაში მშვენიერი ლიტრიანი ლიმონჩელო bis.gif

მაგრამ მე დალევა კი არ მინდა, გაკეთების პროცესი მხიბლავს.

Posted by: sophka 14 Oct 2019, 15:04
user posted image


user posted image

ხალა-ებრაული პური ))

უგემრიელესია <3


Posted by: la reine 14 Oct 2019, 18:55
sophka

up.gif

smile.gif

დღეს ენდორფინები მჭირდებოდა ისე როგორც არასდროს და უცებ უცებ ვქენი ეს.

user posted image

ორი ნაჭერიც შევიზილეbis.gif

Posted by: sophka 14 Oct 2019, 19:09
la reine
აუ, მინდაა მეც <3
რა გემრიელი იქნებოდა წარმომიდგენია.

ჩემი მეგობარი ჩაიციკლა ყარაყუმის ნამცხვარზე, რატომ
ჩაიციკლა არ ვიცი ოღონდ და უნდა გამოვუცხო ერთ დღესbiggrin.gif
თორემ გადამაყოლა უკვე biggrin.gif

Posted by: la reine 14 Oct 2019, 19:17
sophka

ცხელი შემომეჭამა და გემო ცოტათი ვერ გავიგე, მაგრამ მგონი კარგი იყო, კიbiggrin.gif

ყარაყუმი რომელია შემახსენე

Posted by: sophka 14 Oct 2019, 22:01
la reine
biggrin.gif მსუნაგი ხარ ჩემსავით :დ :დ

ძაან ცნობილია ინტერნეტში:დ
აი, ლინკიც რეცეპტის:დ
https://gemrielia.ge/recipe/6122-yarayumis-torti-saukeTeso-recepi/
ტორტი ყოფილა biggrin.gif


Posted by: <<Innamorata>> 15 Oct 2019, 14:47
user posted image


user posted image


ზე გემრიელია.. მადლობა ჩემს ოქროს ხელებს : )))))))

Posted by: Keti-Ket 16 Oct 2019, 11:04
<<Innamorata>>
აუჰ როგორ შეიძლება ამის დადება. კაი ორი თვეა აჩმას ვნატრობ და მიწევს მხოლოდ მადაб აგრჰაბებში ყიდვა biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 16 Oct 2019, 12:20
Keti-Ket
: )))) მეც საუკუნეა არ გამიკეთებია..
ისეთი გემრიელი იყო ხშირად უნდა გავაკეთო ხოლმე..

Posted by: Master_Nick 16 Oct 2019, 13:41
<<Innamorata>>
აუფ, ეს აქ არ უნდა დაგედოოო, დაგვპატიჟე ერთი ლუდისტები აჩმაზე lol.gif ძალიან გემრიელად გამოიყურება!

Posted by: Keti-Ket 16 Oct 2019, 14:18
Master_Nick
აქ ხალხი ისეთ საოცრებებს აკეთებთ, ყველამ თავისი საფირმო კერძი რომ მოამზადოს, ეჭვი მაქვს, ვერც ერთი რესტორნის ანალოგიური კერძი ახლოსაც ვერ მივა.

Posted by: <<Innamorata>> 16 Oct 2019, 14:26
Master_Nick
დაგპატიჟებთsmile.gif)))) რამდენი იქნებით შეთანხმდით და მომწერე..
* * *
ფოტო ვერ არის ისეთი,როგორი გემრიელიც იყოsmile.gif)))

user posted image

Posted by: keen 18 Oct 2019, 17:33
<<Innamorata>>
QUOTE
ფოტო ვერ არის ისეთი,როგორი გემრიელიც იყო

ჯერ წინა გვერდზე დადებული და ახლა - ეს... cry.gif რას შემოვდიოდი? user.gif

QUOTE
აქ ხალხი ისეთ საოცრებებს აკეთებთ

yes.gif

Posted by: Katutu 24 Oct 2019, 01:49
QUOTE (ალბატროსი @ 25 Apr 2019, 17:12 )
user posted image
სილამაზით ვამუგამებ ჯერ,მარა გემო სუპერ☺️

სასუშედ ორაგულს სად ყიდულობ?
კარგად გამოიყურება up.gif

Posted by: <<Innamorata>> 24 Oct 2019, 01:50
keen
აი კიდევ: ))))

user posted image

Posted by: max-14 24 Oct 2019, 12:45
QUOTE
აი კიდევ: ))))


up.gif

Posted by: keen 24 Oct 2019, 13:43
QUOTE (<<Innamorata>> @ 24 Oct 2019, 01:50 )
keen
აი კიდევ: ))))

user posted image

up.gif მაგრამ რას მერჩი? cry.gif მეც, მაინცდამაინც მშიერს რომ მომინდება ხოლმე ამ თემაში შემოხედვა... tom.gif

Posted by: marimari11 24 Oct 2019, 15:03
კარბონარას როგორ აკეთებთ კვერცით? ნაღების გარეშე
პარმეზანი სად ვიყიდო და რომელ ლორს ხმარობთ?
* * *
რამე მარტივად გასაკეთებელი გემრიელი სალათიც მირჩიეთ და ღვინო sad.gif(( შეყვარებულს დაბადების დღე აქვს და მინდ გემრიელი საჭმელი გავუკეთო. რამე იდეები მომაწოდეთ
ტორტი სად ვიყიდო?

Posted by: VAMPIRE_W 25 Oct 2019, 14:48
ისეთი რპფოსეიონალური ვერაა როგორც გამოცდილი გურმანების, სულ მეორედ გავაკეთე ცხოვრებაში, მარა გემრიელი საჭმელი იყო. biggrin.gif
თუ მასწავლით როგორ უნდა გამოვიდეს უფრო წვნიანი მხოლოდ საქონლის ხორცით, დიდად მალდობელი ვიქნები, ღორის ხორცს ვერ ვჭამ. sad.gif

user posted image
user posted image

Posted by: Levan_Lion 25 Oct 2019, 15:38
VAMPIRE_W
ორსულმა ხინკალი მოახვიე? wow.gif ყოჩაღ შენ smile.gif კი გეკუთვნის უდაოდ კარგი ხინკალი
smile.gif
ხინკალში და ზოგადად ხორცეულში ფარშირებულზე განსაკუთრებით წვნიანობა ჩნდება ცხიმის ხარჯზე თუ ცხიმიანი ქონიანი არაა ნაჭრები

ფარშში რაც არუნდა წყალი ასხა და რაც არუნდა იჩალიჩო წვნიანი არ გამოვა მითუმეტეს გემრიელი წვნიანი

ასე რომ შენ ღორის ხორცს ვერ ჭამ შესაბამისად ალბათ ღორის ქონსაც ვერ შეურევ ფარშში გრჩება ერთი ვარიანტი ცხვრის ხორცი + დუმა ცხიმად ან საქონლის ქონიანიანი ხორცი + ცხვრის დუმა

ფარშს დაამატებ წყალს ანუ გაათხელებ ცოტა და იქნება მერე წვნიანი არა წყლის ხარჯზე არამედ ცხიმის ხარჯზე
* * *
ახლა წავიკითხე ხინკლის თემაში შენი პოსტი და ამაზეც გიპასუხებ ღორის ხორცი გემოვნების ამბავია საერთოდაც ნამდვილ ტრადიციულ ხინკალში ღორის ხორცი არ არის შერეული ხინკლის კუთხეებში ღორს არ ჭამენ და იმიტომც

ისე კიდე ღორის ხორცი ცოტა უნდა ძალიან მეტი წილი ქონი უნდა ასე რომ მხოლოდ ხორცი არ გააწევნიანებს გინდ გიქნია გინდ არა ღორის ხორცი შედეგი უწვნო იქნება აი გემო იქნება განსხვავებული შერეულის გამო

ცომზე რაც შეეხება თითქოს რბილია ცომი სურათებში რაც ჩანს რომ გააბრტყელო რბილი ცომი მერე ძალიან ადვილად მოგყვება და იფლაშება იხევა იშლება კიდეც თუ გაათხელებ და თუ რბილია ეტყობა არ გააბრტყელე კარგად შესაბამისად გამოვიდა სქელი

ან მეორე ვარიანტია არ იცი რა სისქეზე უნდა გაბრტყელდეს ან გეშინია არ დაიხეს მერეო ბევრი არ მოუვიდეს გაბრტყელებაო ანუ

რესტორნებში იზილება სპეც საზელით + რამდენჯერმე პრესში ატარებენ და რომ მოჭრიან ზომებზე მერე იმას კიდე ცალკე აბტყელებენ სპეც პრეს მანქანაში და მიიღება სხვა სახის ცომი

ეგრე სახლში ხელით ვერ მიიღებ ეგეთ ცომს მიახლოვებულს კი თუ დააკვდები ზედ :დ :დ მარა ზუსტად ისეთს ვერა

Posted by: VAMPIRE_W 25 Oct 2019, 17:40
Levan_Lion
მადლობა დიდი ასეთი დეტალური ახსნისთვის.
ხო ისე მინდოდა ხინკალი ვეღარ მოვითმინე . biggrin.gif
შემდეგში ყველა რჩევის გათვალისწინებით უკეთესი გამომივა.

ცომი მაქსიმალურად მაგარი იყო, რბილი მართლა არ ეთქმოდა, უბრალოდ მეტად თხლად ფიზიკურად ვერ გავაბრტყელე.
მაქსიმალურად რაც შევძელი თხელი იყო და ხელით უფრო თხელის გაკეთება არ გამოდის მგონი, ეტყობა ის პრესი უნდა.



Posted by: mustafa_ibrahim 25 Oct 2019, 17:48
Katutu
QUOTE
სასუშედ ორაგულს სად ყიდულობ?

მე პირადად ნოვგიულ კალმახს ვყიდულობ გაყინულს მაცაივარში (დიდუბეშია აგლაძეზე. 18-20 ლარი ღირს კილო) დადნობის შემდეგ მშვენიერი წითელი ხორცია აქვს, ოდნავ ვამარილებ და ძალიან გემრიელია.
როგორც იქ მითხრეს ერთხელ რომ იყინება ღრმა გაყინვით, ახალი დაჭერილი, აქამდე სულ გაყინული მოდის. გაადნობ და ახალივით არის...

Posted by: Levan_Lion 25 Oct 2019, 17:48
VAMPIRE_W
არაფრის რისი მადლობა smile.gif

კი უკეთესი გამოგივა დარწმუნებული იყავი

ნუ ფოტო მატყუებს აშკარად მაშინ რახან მაგარი იყო

ცომს რომ მოზელ და მოსაჭრელად გაამზადებ სადღაც 2 3 სმ მდე უნდა გააბრტყელო მერე მოჭრა და მერე უნდა გააბრტყელო თხლად

დასვენებული ცომი უნდა მოჭრა გააბრტყელო მოახვიო

სცადე შემდეგში მერე და ეგაა წარმატება კიდევ ერთხელ smile.gif

Posted by: fermina 25 Oct 2019, 19:11
https://www.facebook.com/tsomichef/

ძალიან კარგი ცომი აქვთ, დაჭრილი, გაბრტყელებული და მოსახვევად გამზადებული smile.gif

Posted by: max-14 25 Oct 2019, 20:06
QUOTE
ძალიან კარგი ცომი აქვთ, დაჭრილი, გაბრტყელებული და მოსახვევად გამზადებული

კი,კარგია.ერთი ეგაა აჭარულის ცომი არ უვარგათ

Posted by: Dybala 26 Oct 2019, 17:54
ქათმის გუმბაო და ბრინჯი .

user posted image



user posted image
user posted image
user posted image


Posted by: myside 26 Oct 2019, 18:26
Dybala

აუ დაწერე რა როგორ<3

Posted by: Bryan 26 Oct 2019, 18:31
Dybala
მერედა კოლა უდევს გვერდზე? biggrin.gif

Posted by: Master_Nick 26 Oct 2019, 21:35
Dybala
გემრიელად გამოიყურება up.gif ყოჩაღ

Posted by: Dybala 26 Oct 2019, 22:27
Master_Nick
QUOTE
გემრიელად გამოიყურება  ყოჩაღ

მადლობა.

კი ძაან მიყვარს და ცუდი არ გამომდის მგონი. ამჯერად ქეშიუ/მიწის თხილი დამაკლდა smile.gif))

myside
QUOTE
აუ დაწერე რა როგორ<3


http://www.sssgipa.com/ma201701/ma_04/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B/



https://helenabelfi.wordpress.com/2014/12/06/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0/


Bryan

ცოტა უარი მითხრა ორგანიზმმა დალევაზე და რამდენიმედღიანი პაუზა მაქვს. შემდეგ ლუდის კლასამდე, აი იქ ნაღდად ვერ შევიკავებ თავს biggrin.gif

Posted by: kactus 27 Oct 2019, 17:30
ერთი ჩაინიკური კითხვა უნდა დაგისვათ,არ დამცინოთ.
ყურძნის წვენი,უფრო სწორად,არც წვენიაო,არც მაჭარიო,გამომიგზავნეს,
ადუღე და შეინახეო.ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გამიკეთებია.
ავდექი,შემოვდგი ცეცხლზე.იმდენი ქაფი ჰქონდა,მაგრამ თანდათან დაიწმინდა,
ვადუღე,ვადუღე და გადმოვდგი ცეცხლიდან.
მაგრამ დრო არ დამინიშნავს, biggrin.gif რამდენი ხანი უნდა მედუღებინა,ან ის მაინც
მითხარით,რანაირი გემო უნდა მივიღო,რომ შევინახო და ახალ წელს ფელამუში
გავაკეთო? იქნებ დუღილი დავაკელი?biggrin.gif
დროზე მითხარით,თორემ შეიძლება ისეთ ხასიათზე დავდგე,გადავღვარო.
ვისაც ვკითხე,რამდენი ხანი უნდა ვადუღო-მეთქი,ყველამ დაიწყო,რა ვიცი,
დიდხანს უნდა დუღილი და ა.შ. boli.gif

Posted by: la reine 27 Oct 2019, 17:38
kactus

არაფერი დიდხანს დუღილი არ უნდა.
აი რომ მოხადე ქაფი, მას მერე ხუთი წუთი ინტენსიური დუღილის მერე ეგრევე უნდა ჩაგესხა და მოგეხუფა.

ისევ წამოადუღე და რომ დაიწყებს დუღილს, მზადაა მოსახუფად

პ.ს. ეგ ჭირდება ბადაგს, როგორც ვიცი.
ფელამუშისთვის წვენს რაც დავწერე ეგ ყოფნის

Posted by: cosmia 27 Oct 2019, 17:45
kactus
მე სამი საათი ვადუღე ბადაგი, ფელამუშისთვის შევინახე smile.gif

Posted by: kactus 27 Oct 2019, 17:51
la reine
უი,ისევ შეენ და ისევ შეეენ... biggrin.gif

გავიგე,გმადლობ,მაგრამ მოხუფვის გარეშე არ გამოვა ეგ საქმე?
მოხუფვის არაფერი ვიცი,ახალ წლამდე ვერ გაძლებს,გაფუჭდება
უბრალოდ,ბოთლებში რომ ჩამოვასხა და "რეზბიანი" თავსახურები
გავუკეთო?

cosmia
QUOTE
მე სამი საათი ვადუღე ბადაგი, ფელამუშისთვის შევინახე

სამი საათი? eek.gif
მაგრამ ის ჩემი წვენი თუ რაც არის,ბადაგი არ იყო.

Posted by: cosmia 27 Oct 2019, 17:56
kactus
QUOTE
სამი საათი?
მაგრამ ის ჩემი წვენი თუ რაც არის,ბადაგი არ იყო.

მაგდენი აღარ ვიცი, ჩემი ბადაგი იყო ეზოს მოსავლის და ეგრე მასწავლეს, არ გამიზავებია მოკლედ ეგრევე დავდგი და ვადუღე smile.gif

Posted by: kactus 27 Oct 2019, 19:17
cosmia
QUOTE
მაგდენი აღარ ვიცი, ჩემი ბადაგი იყო ეზოს მოსავლის და ეგრე მასწავლეს,

lol.gif 2kiss.gif
არც შენ იცი,ხო? biggrin.gif

ეს დედოფალი კი სადღა დაიკარგა,მიმატოვა შუა გზაზე ამ ჩემი
წვენით თუ ბადაგით თუ რაც არის! biggrin.gif boli.gif

Posted by: masha 27 Oct 2019, 19:35
Dybala
შეგიძლია ზუსტად დაწერო, ბრინჯს როგორ აკეთებ ეგრე?

Posted by: thug 27 Oct 2019, 20:01
Dybala
QUOTE
ქათმის გუმბაო და ბრინჯი .


kung pao არ ქვია მაგას? biggrin.gif

user posted image

Posted by: Levan_Lion 27 Oct 2019, 20:37
kactus
მოკლედ ხარისხიანი "ტკბილი" "ბადაგი" რომ მიიღო გჭირდება კარგი გაუფუჭებელი სუფთა ყურძნის წვენი არანაირი განაჩერები მომაჭრო და ასე შემდეგ

რომ ადუღდება ქაფს გაიკეთებდა ბუნებრივია და მოგიხდია კიდეც

რაც შეეხება რამდენ ხანს უნდა იდუღოს უნდა იდუღოს სანამ მუქი ფერის მოსქელო სითხე არ გახდება სანამ არ ჩაიშრობს საკმაოდ და რომ გასინჯავ ყელი უნდა ჩაგწვას ისეთი ტკბილი ხდება არის სიტყვაზე 10 ლიტრა დაახლოებით 5 ლიტრამდე უნდა აორთქლდეს დაშრეს ხოდა მოკლედ რაც დიდხანს ადუღებ მით მეტი ხარისხიანი და კარგი ტკბილ ბადაგი გამოვა

იმიტომაა ხარჯიანი და ჩურეჩხელა ნამდვილი ნატურალური კარგი მაღალი ფასი რომ ღირს

რაც შეეხება მოხუფვას აუცილებელია სხვა შემთხვევაში დაობდება გემოს შეიცვლის მალევე და გაგიხდება გასდასაქცევი

ახალწლამდე მილიონჯერ გაფუჭდება დაობდება და გაფუჭებას სჯობს თუ ვერ ხუფავ ფელამუში ან თათარა მოამზადო და ჭამო წარმოიდგინე ახალი წელია ვითომ smile.gif

Posted by: Dybala 27 Oct 2019, 20:56
thug
კი ქვია.
საქართველოს ჩინურ რესტორნებში გუბაო ეწერა ხოლმე და მივრჩვიე biggrin.gif


Posted by: genadi 27 Oct 2019, 22:25
QUOTE (thug)
kung pao არ ქვია მაგას?

მიდი ძმა, ვოკარუ ჩაგვიწერე რომ არ შეგვეშალოს biggrin.gif


Posted by: la reine 28 Oct 2019, 00:10
kactus

შენ თუ გინდა ბადაგი მიიღო, მაშინ მასე დიდხანს უნდა ადუღო. მაგრამ თუ გინდა უბრალოდ ფელამუშისთვის წვენი შეინახო, აი როგორიც დასავლეთში იციან, მაშინ არანაირი სამი საათი დუღილი არ უნდა. მე რაც სამეგრელოში მინახავს, ინახავენ ისე როგორც დავწერე. ძაან გემრიელი და არომატული ფელამუში გამოდის.

სხვა არ ვიცი...
რაც შეეხება შენახვას...აუცილებლად უნდა მოხუფო. სხვანაირად ვერ გაძლებს

Posted by: Levan_Lion 28 Oct 2019, 01:44
kactus
cosmia
ფელამუში მზადდება სიმინდის ფქვილისგან შესაბამისად la reine როგორც დაწერა ისეა სწორი არ სჭირდება დიდხანს დუღილი ანუ ადუღდა მოხადა ქაფი მოხუფა ან მომზადდა ფელამუში ან ჯანჯუხა და ვსო ასე აკეთებენ დასავლეთში საფელამუშედ საჯანჯუხედ

და რაც შეეხება ბადაგს ეს აღმოსავლეთში იციან ანუ რუხი ფქვილისგან ხორბლის ფქვილით ოღონდ რუხით ამზადებენ თათარას და იყენებენ საჩურჩხელედ აი მაგ ბადაგს ესაჭიროება დიდხანს დუღილი დაშრობა გასქელება ნუ მაგასაც მოხუფვა ან თათარის ან ჩურჩხელის ამოვლება

ისე სიტყვა ბადაგს და ტკბილს ორივე შემთხვევაში ამბობენ

მაგრამ უფრო პროფები და ძველი ხალხი საფელამუშე ანუ დასავლურს ტკბილს ეძახიან და აღმოსავლურს სათათარე ბადაგს

Posted by: kactus 28 Oct 2019, 15:11
დიდი მადლობა ყველას რჩევა-დარიგებისთვის.
მართალია,მაგის მომხუფავი არ ვარ,მაგრამ
რაღაცას ვიზამ.ბოლობოლო,მაცივარში შევინახავ. boli.gif

Posted by: Levan_Lion 28 Oct 2019, 15:31
kactus
მაცივარშიც გაფუჭდება

ასე რომ გირჩევნია მოამზადო ახლავე

Posted by: la reine 28 Oct 2019, 16:10
kactus

კაი მაშინ ჩააციეთ მაცივარში და დალიეთbiggrin.gif

სასარგებლო და ნატურალურია

გაფუჭებას კი ჯობია ნამდვილად:დდ

უი პრიანიკები გავაკეთეე. უგემრიელესი გამოვიდა. დავდებ ბარემ..

user posted image

user posted image

მგონი არ დაიდო ხო?
კაი სხვა დროს ვიზამ:/

Posted by: kactus 28 Oct 2019, 17:33
Levan_Lion
QUOTE
მაცივარშიც გაფუჭდება

user.gif

la reine
QUOTE
კაი მაშინ ჩააციეთ მაცივარში და დალიეთ

biggrin.gif

სულ ასეთ გემრიელობებს რომ აცხობ,ტკბილეული გიყვარს თუ ოჯახის წევრებისთვის
გინდა სიამოვნების მინიჭება? boli.gif

Posted by: la reine 28 Oct 2019, 19:17
kactus

biggrin.gif

ზოგადად ძაან ცოტას, ამ ბოლო დროს კი საერთოდ არ ვეკარები.
ოღონდ გამოვაცხო და იმდენი მუშტარი მყავს, ეგრევე ჰაერში წევენ biggrin.gif

Posted by: Master_Nick 28 Oct 2019, 21:24
la reine
გახსენი ერთი კაფე -,,ლა რეინე" და ლუდისტებიც მივიღებთ ჰაერში აწევის პროცესში მონაწილეობასsmile.gif
პირველად ვნახე ეგეთი ,,ჟარუნის პრიანიკი, მოლოდეც!!!" up.gif

Posted by: Keti-Ket 28 Oct 2019, 22:03
la reine
ასეთ საოცრებებს რომ აკეთებ, როგორ შეგიძლია მოითმინო და გემო არ გაუსინჯო?

Posted by: elchi 29 Oct 2019, 09:36
kactus

ლევანიმ და la rein-მა სწორი რჩევა მოგცეს.
მხოლოდ ერთს დავამატებდი.
როდესაც ქაფს მოხდით და დუღილს გააგრძელებს, ცხელივე ჩაასხით ისეთ შუშის ქილებში, რომლებიც კარგად მოჭერისას თავად იხუფებიან.
დარწმუნებული ვარ იქნება საქართველოში მასეთი ქილები.
ჩადგით ცარიელი ქილა ღრმა თასში და ნელა გადაიტანეთ სითხე, ბოლომდე გაავსეთ, ანუ "გააპიპინეთ"/ქართლში ასე ვეძახით ბოლომდე გავსებულ ჭურჭელს./ და შემდეგ მოხუფეთ, გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე და სადაც გნებავთ იქ შეინახეთ, ამგვარად გაკეთებულ ბადაგს არავითარი სტერილიზაცია აღარ სჭირდება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი რამ. ბადაგი როცა დაიწყებს გაციებას, სითხის დონე დაიწევს ქილებში, დაგრჩებათ ნაკლული ქილა და იქიდან დაამატეთ. მერე მაგრად მოუჭირეთ თავსახურს.

ამ ყველაფერს გირჩევთ საკუთარი გამოცდილებიდან. old.gif

Posted by: la reine 30 Oct 2019, 16:23
Master_Nick

biggrin.gif

სულ კუხნაში გინდა გამოვიკეტო ხო?
ვერ მოგართვითbiggrin.gif

პრიანიკი ქართულად როგორ არის? :/

Keti-Ket

ყველაფერს ეჩვევა ადამიანიbiggrin.gif


ჩემი კუწკუწელა ქადები.
დღევანდელი არ არის მაგრამ ხუთი დღის წინ ხომ მე გამოვაცხვეbiggrin.gif

user posted image

Posted by: Frankens†ein 30 Oct 2019, 16:37
QUOTE (la reine @ 30 Oct 2019, 16:23 )
Master_Nick

biggrin.gif

სულ კუხნაში გინდა გამოვიკეტო ხო?
ვერ მოგართვითbiggrin.gif

პრიანიკი ქართულად როგორ არის? :/

Keti-Ket

ყველაფერს ეჩვევა ადამიანიbiggrin.gif


ჩემი კუწკუწელა ქადები.
დღევანდელი არ არის მაგრამ ხუთი დღის წინ ხომ მე გამოვაცხვეbiggrin.gif

user posted image

ბავშვობის ნოსტალგია <3
სკოლის ექსკურსიისთვის აცხობდა ხოლმე დედა biggrin.gif
რატომღაც აღარსად შემხვედრია სომხური ქადა გამოეცხოს ვინმეს.

უნდა გამოვაცხობინო ეხლა biggrin.gif

Posted by: la reine 30 Oct 2019, 16:48
Frankens†ein

მეცbiggrin.gif

უპრეტენზიო და სადა ნამცხვარია.
ჩაის აკვტება ძაანbiggrin.gif

Posted by: Keti-Ket 30 Oct 2019, 17:11
la reine
QUOTE
პრიანიკი ქართულად როგორ არის?

თაფლკვერი

ეგ ქადები ისე მიყვარს, ზოგჯერ ბევრ ნამცხვარსაც მირჩევნია. თან ისეთი რამეა, საცხობებშიც კი კარგი იყიდება ძირითადად.

Posted by: la reine 1 Nov 2019, 23:21
user posted image

user posted image


ამოვწიოთ ეს უბედური:დ

Posted by: thug 2 Nov 2019, 02:18
la reine

კარგი იქნება ისე გამოიყურება smile.gif)

...................

Posted by: cosmia 2 Nov 2019, 14:36
la reine
შენ გექნება გოგრის რამე ხუნხულობა პეროგი, რეცეპტი დადე რაა jump.gif

პ.ს. ის ზემოთ ფახლავას კლასიკური რეცეპტია?

მე იმენა სომხურად ვაცხობ, დარიჩინით და კლასიკურად, სომეხი ბლოგერშას რეცეპტით და მომწონს ძალიან, ქიშმიშს ვერ ვამუღამებ და კლასიკურ ვარიანტში მოიაზრება ისე ქიშმიში?

Posted by: la reine 2 Nov 2019, 23:40
cosmia

კლასიკური ანუ ძაან ცხიმში რომ ცურავს ფილოს ცომისგან გაკეთებული?
არა ეგ არ არის
ამას ზოგი სომხურს ეძახის, ზოგი ჩეხურსbiggrin.gif რას გაუგებ.


გოგრა არ მიყვარს. შესაბამისად არ ვიყენებ ცხობისას. თუმცა რამდენიმე საინტერესო რეცეპტი მაქვს მონიშნული და თუ გავაკეთე, აუცილებლად გაგიზიარებ

Posted by: ASIA 3 Nov 2019, 00:49
არაააა, რა მინდოდა ახლა აქ . . .

არადა თითქოს არც მშიოდა ....ეჰ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: la reine 3 Nov 2019, 00:58
thug

უი შენ გამომრჩიsmile.gif
კიიი ძაან გემრიელი იყო2kiss.gif


Posted by: thug 3 Nov 2019, 02:01
la reine

up.gif

დამეწვიე

Corned Beef Brisket

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ADUA 3 Nov 2019, 19:07
thug

იიიფფფ

შეგარგოს


Posted by: la reine 4 Nov 2019, 19:02
thug

ვახ ვახ,ვახ

ძაან მაგარიაup.gif

სად იყავი აქამდე. გაალამაზე ხოლმე თემა. არ დაიზაროsmile.gif

Posted by: sophka 6 Nov 2019, 17:52
user posted image

დღეს არა და რამდენიმე დღის წინ გამოვაცხე))
მაჭრის საფუარზე, ცეხვილი წითელი დოლის(ქატოსთან ერთად) და 1 ხარ. დოლის ნაზავიsmile.gif

ქართულია და კარგიაbiggrin.gif


Posted by: dadn 9 Nov 2019, 20:06
QUOTE (thug @ 3 Nov 2019, 02:01 )


Corned Beef Brisket

user posted image

user posted image

user posted image

სერიოზული ნამუშევარი up.gif up.gif

აუცილებლად უნდა ვცადო ..

Posted by: sophka 10 Nov 2019, 15:55
სომხური ქადებიsmile.gif
ჩაკვდა აქაურობაც

user posted image

Posted by: kactus 13 Nov 2019, 18:36
la reine
ეგ ფახლავა შენი ნახელავია?
სულ მინდოდა მისი სწავლა,
შეგიძლია,რეცეპტი დადო?

Posted by: სნუპ დოგი 16 Nov 2019, 22:10
sophka
la reine
როგორ ხართ გოგოებო? თქვენი ლამაზი საჭმელები ალამაზებს თემას. smile.gif

Posted by: sophka 17 Nov 2019, 13:16
სნუპ დოგი
ოო, ვინ გამოჩენილა, კარგად, შენ?

Posted by: სნუპ დოგი 17 Nov 2019, 14:30
sophka
მეც კარგად სოფ. ხომ არ იცი კარგი გემრიელი ძეხვი სად იყიდება? ფასიც რო ნორმალური იყოს. მაღაზიის ძეხვები არვარგა sad.gif

Posted by: sophka 17 Nov 2019, 15:27
სნუპ დოგი

აი, ძეხვეულობა მე რომ არ უნდა მკითხო დაგავიწყდა?
საერთოდ არ ვეკარები და არ ვჭამ, არც ვყიდულობsmile.gif)
წარმიდგენა არ მაქვს, გარდა ბრენდული მაღაზიებისა, რომელთა სახელები ვიცი უბრალოდ.
მაგრამ ეგენი შენ არ გამოგადგება თბილისშია.

ესეც ექსპერიმენტიsmile.gif
წითელი ცეხვილი დოლის(ქატონახევი) ხრაშუნები, ქლიავის ჩირით.
შვრიის ფანტელები ჩავანაცვლეsmile.gif

user posted image

Posted by: სნუპ დოგი 17 Nov 2019, 16:02
sophka
რავიცი გკითხე მაინც გამოცდილი ხარ. smile.gif


არმიყვარს ეგეთი ნამცხვრები ცოტა სირბილე უნდა ქონდეს.


პ.ს. იდეალური ხელი გაქვს ძაან მაგარ რაღაცეებს აკეთებ.

Posted by: SkitterZ 17 Nov 2019, 23:33
user posted image

ეეეს ყვავილოვანი კომბოსტო ამოვლებული მჭადის ფქვილში და კვერცხში

user posted image

ეეეს ყვავილოვანის კატლეტები

user posted image


ეეეეეს მარტივი უკარაქო ფხვიერი პეჩენიები


user posted image

დაა ეს დარიჩინიანი ვაშლის პეროგი




დააა ორშაბათიდან ისევ დიეტა sad.gif

Posted by: merciamercia 21 Nov 2019, 20:53
კულინარებო, კურდღელი როგორ შევწვა ისე რომ არ გამოშრეს და იყოს ცოტა წვნიანი?

Posted by: Levan_Lion 21 Nov 2019, 21:01
QUOTE (merciamercia @ 21 Nov 2019, 20:53 )
კულინარებო კურდღელი როგორ შევწვა ისე რომ არ გამოშრეს და იყოს ცოტა წვნიანი?

merciamercia

elchi გასწავლის

Posted by: elchi 22 Nov 2019, 13:28
merciamercia

ჯერ საგულდაგულოდ გავრეცხოთ, თუ გაყინულია, თავისით გალღვეს, არავითარ შემთხვევაში წყალში არ გაალღოთ.

ბევრნაირად შეიძლება კურდღელის შეწვა, ამჯერად ჩემს ფავორიტ რეცეპტს მოგართმევთ.
გაწმენდილ-გარეცხილ კურდღელს ვუსმევ სვანურ მარილს/ბევრი არ უქნათ, თორემ გემოს თავისკენ წაიღებს/
ვამატებ შავ დაფქვილ პილპილს და კაი აჯიკას, მარილი თქვენი გემოვნებით უქენით, არ დაგავიწყდეთ რომ სვანური მარილი უკვე გამოიყენეთ.
კურდღელს არ ვჭრი, უკვე შეზავებულ მთლიან კურდღელს ვდებ ღრმა თასში და ზემოდან ვასხავ თეთრ მშრალ ღვინოს, ან ლაგერ ლუდს, რათქმა უნდა ბოლომდე არ ვავსებ თასს, ვახურებ ჰერმეტულად და ერთი ღამით მაცივრის ქვედა თაროზე ვდებ. სასურველია ექვს საათში ერთხელ გვერდი შევუცვალოთ.
მეორე დღისთვის ვახურებ ღუმელს 370-400 F-მდე, ცელსიუსებში ვეღარ ვერკვევი. დაახლოებით 180 გრადუსი რომ იყვეს.
მთლიანს გავშლი "ჟარონაზე" და ზემოდან თხლად ვუსმევ არაჟანში ან მაიონეზში არეულ დანაყილ ნიორს.
თვითონ ღუმელის ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთს ვასხავ, თუ კურდღელი გამხდარია, შეგიძლიათ კარაქიც მიაშველოთ.
თავიდან ღუმელი დაყენებული მაქვს BAKE-ის ფუნქციაზე, როცა შევატყობ რომ სანახევროდ მზად არის, მერე ვაყენებ BROIL-ზე, ამავე დროს თუ შემოუწყობთ გარშემო შამპინიონებს და კარტოფილს, მშვენიერი კერძი გამოგივათ, იქნება წვნიანი და არა ფანერასავით.
კურდღელი მალე იწვება, ასე რომ ფრთხილად იყავით, თავიდან რამოდენიმეჯერ შეუცვალეთ ადგილი, რათა არ მიიკროს.
გადმოტრიალება არ არის საჭირო, როცა მზად იქნება მერე დაჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად, მე მაგალითად ხუთ ნაჭრად ვჭრი, უკანა ფეხები თავის ბარკლის ძირებიანად, ასევე წინა ფეხებიც და შუა წელი კიდევ ცალკე ნაჭერი გამოდის.
აუცილებლად ცხელი მიართვით ეს კერძი სტუმრებს, რომ გაცივდება, ის პირვანდელი გემო აღარ ექნება.
მაგალითად გოჭის ხორცს "ცივს" გეახლებით, ამ შემთხვევაში კი პირიქით არის.

Posted by: merciamercia 23 Nov 2019, 14:48
QUOTE (elchi @ 22 Nov 2019, 13:28 )
merciamercia

ჯერ საგულდაგულოდ გავრეცხოთ, თუ გაყინულია, თავისით გალღვეს, არავითარ შემთხვევაში წყალში არ გაალღოთ.

ბევრნაირად შეიძლება კურდღელის შეწვა, ამჯერად ჩემს ფავორიტ რეცეპტს მოგართმევთ.
გაწმენდილ-გარეცხილ კურდღელს ვუსმევ სვანურ მარილს/ბევრი არ უქნათ, თორემ გემოს თავისკენ წაიღებს/
ვამატებ შავ დაფქვილ პილპილს და კაი აჯიკას, მარილი თქვენი გემოვნებით უქენით, არ დაგავიწყდეთ რომ სვანური მარილი უკვე გამოიყენეთ.
კურდღელს არ ვჭრი, უკვე შეზავებულ მთლიან კურდღელს ვდებ ღრმა თასში და ზემოდან ვასხავ თეთრ მშრალ ღვინოს, ან ლაგერ ლუდს, რათქმა უნდა ბოლომდე არ ვავსებ თასს, ვახურებ ჰერმეტულად და ერთი ღამით მაცივრის ქვედა თაროზე ვდებ. სასურველია ექვს საათში ერთხელ გვერდი შევუცვალოთ.
მეორე დღისთვის ვახურებ ღუმელს 370-400 F-მდე, ცელსიუსებში ვეღარ ვერკვევი. დაახლოებით 180 გრადუსი რომ იყვეს.
მთლიანს გავშლი "ჟარონაზე" და ზემოდან თხლად ვუსმევ არაჟანში ან მაიონეზში არეულ დანაყილ ნიორს.
თვითონ ღუმელის ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთს ვასხავ, თუ კურდღელი გამხდარია, შეგიძლიათ კარაქიც მიაშველოთ.
თავიდან ღუმელი დაყენებული მაქვს BAKE-ის ფუნქციაზე, როცა შევატყობ რომ სანახევროდ მზად არის, მერე ვაყენებ BROIL-ზე, ამავე დროს თუ შემოუწყობთ გარშემო შამპინიონებს და კარტოფილს, მშვენიერი კერძი გამოგივათ, იქნება წვნიანი და არა ფანერასავით.
კურდღელი მალე იწვება, ასე რომ ფრთხილად იყავით, თავიდან რამოდენიმეჯერ შეუცვალეთ ადგილი, რათა არ მიიკროს.
გადმოტრიალება არ არის საჭირო, როცა მზად იქნება მერე დაჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად, მე მაგალითად ხუთ ნაჭრად ვჭრი, უკანა ფეხები თავის ბარკლის ძირებიანად, ასევე წინა ფეხებიც და შუა წელი კიდევ ცალკე ნაჭერი გამოდის.
აუცილებლად ცხელი მიართვით ეს კერძი სტუმრებს, რომ გაცივდება, ის პირვანდელი გემო აღარ ექნება.
მაგალითად გოჭის ხორცს "ცივს" გეახლებით, ამ შემთხვევაში კი პირიქით არის.

მადლობა <3 2kiss.gif
.....................................

Posted by: max-14 24 Nov 2019, 15:29
ადრე რა მაგარი თემა იყო........სად გაქრნენ ის იუზერები,მართლა რა მაგარ რაღაცეებს ამზადებდნენ.......

Posted by: SkitterZ 7 Dec 2019, 20:31
user posted image

bis.gif

Posted by: <<Innamorata>> 8 Dec 2019, 15:35
user posted image

user posted image


ხორცის ბურთულები პარმეზანის შიგთავსით,პომიდვრის და ზეთისხილების სოუსით..



ზეგემრიელ❤

Posted by: Besa 8 Dec 2019, 17:25
SkitterZ

love.gif

<<Innamorata>>
QUOTE
პომიდვრის და ზეთისხილების სოუსით


მასწავლე რა არ დამზარდე



Posted by: <<Innamorata>> 8 Dec 2019, 23:53
Besa
მოთუშე ნახევარი თავი ხახვი და ერთი კბილი ნიორი..სასურველია კარაქში და ზეითუნის ზეთში,შემდეგ დაუმატე წინასწარ დამზადებული პომიდვრის ფაფა, (500გრ) ერთი კოვზი შაქარი და ადუღე რომ საკმაოდ სქელი მასა დადგეს,შემდეგ დაუმატე სამივე ფერის ზეთისხილი წვრილად დაჭრილი,ორეგანო,ბაზილიკი,მარიილი და სურვილისამებრ დაღერღილი წითელი წიწაკა. მარტივი და გემრიელია..smile.gif

Posted by: Besa 9 Dec 2019, 12:47
<<Innamorata>>

მადლობა

Posted by: Master_Nick 9 Dec 2019, 22:42
<<Innamorata>>
მამი რა მოსწავლე გყავს, რა მოსწავლე, უნდა იამაყო wink.gif
user posted image
user posted image

Posted by: <<Innamorata>> 10 Dec 2019, 01:29
Master_Nick
ვამაყობ მამი ვამაყობ:*

მეც გამასინჯე და უფრო ვიამაყებsmile.gif)))

Posted by: Ermalo 10 Dec 2019, 16:19
მეგობრებო სუპის რეცეპტები მინდა რა მარტივი და კუჭისთვის სასარგებლო <3

Posted by: elchi 11 Dec 2019, 03:58
Ermalo

უკვე მოზრდილი წიწილა მოხარშეთ ხახვის თავთან ერთად, ხახვი უნდა იყვეს გაფრცქვნილი და თუ დიდია, მაქსიმუმ შუაზე გაჭრილი.
ქაფი გულდასმით მოხადეთ.
მთლიანი წიწილა გადმოიტანეთ ლანგარზე, რათა გაცივდეს, შემდეგ სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრით.
დარჩენილი ბულიონი გადაწურეთ, მოაშორეთ ნალექი, ასევე ხახვიც.
ამ სუფთა ნახარშს დაუმატეთ ბოსტნეული, კერძოდ:კარტოფილი, ბრინჯი, რგოლებად დაჭრილი სტაფილო, შეგიძლიათ მაკარონიც დაამატოთ უკვე წამოდუღებულზე, ასევე დაჭრილი წიწილაც.
ადუღეთ იქამდე, სანამ კარტოფილში, ან სტაფილოში ჩანგალი თავისუფლად არ გაეყრება.
მარილით ბოლოს შეაზავეთ.
წიწილის გარეშეც შეგიძლიათ იგივე ინგრედიენტებით მოამზადოთ.
ორი ვარიანტია, თუ მარხულობთ, ქათმის ბულიონი არ გამოიყენოთ, რომელიც ცალკე იყიდება, შეგიძლიათ მცენარეული ზეთი იხმაროთ, რათა კერძს ცოტა ცხიმიანობა ჰქონდეს.
თქვენზეა დამოკიდებული, თუ მოგწონთ პომიდვრის ტომატიც იხმარეთ, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ბრინჯი როცა იხარშება, ფართოვდება.

Posted by: Arustamyan 16 Dec 2019, 17:05
ვაფშე მაგარი საკაიFო დოლმა გავაკეთე
ვისაც უნდა დავპატიჟებ ცავატანემ
ჰავლაბრის მეტროსთან ვარ ახლოსა
ლიჩკაში მომწერეთ

Posted by: Cinderella88 16 Dec 2019, 20:10
ვინც ხორცში ერკვევით ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ძალიან ვნერვიულობ. sad.gif

მოკლედ უმი გატარებული ხორცი ჩავდე ცომში, ვაცხვე ღუმელში 20 წუთი 200 გრადუსზე.
რო გამოვიღე ცომი კარგად გამომცხვარი იყო, მაგრამ რომ გავჭერი შიგნით ხორცი იყო ვარდისფერი და გამაგრებული, საერთოდ არ გაყავისფრდა.

ფარში გამოვიღე ცომიდან და შევწვი ცალკე ტაფაზე 10-15 წუთი, მაინც არ იცვალა ფერი მოწითალო ვარდისფერი დარჩა.

გქონიათ ასეთ შემთხევვა ? ხორცი უმი იყო თუ უბრალოდ ასეთი ხორცია რომ ფერს არ იცვლის?

მერე პატარა პერაშკებივით გავაკეთე და ტაფაზე ზეთში შევწვი, ამ შემთხევვეაში ხორცი უფრო კარგად დამუშავებული მეჩვენა, ფერი ქონდა შეცვლილი, მაგრამ კარგი ყავსფერი მაინც არ იყო.
თუმცა უმის გემო და ნიშნები რაფერი არ ქონდა.

მაინტერესებს ცომში ასე იწვება ხორცი თუ რისი რბალია? მაგალითად ტოქსოპლაზმა ან რამე ბაქტერია თუ იყო ხორცში მკვდარი იქნებოდა თუ არა?

ფეხმძიემდ ვარ და ამიტომ ძლიან ვენრვიულობ, რომ ვჭამდი არ დავუფიქრდი და ახლა ძალიან განვიცდი : (

გთხოვთ ვინმემ მიპასუხოთ.




Posted by: gokieli 16 Dec 2019, 23:37
, Cinderella88
ჩემი აზრით , ხორცმა უბრალოდ ვერ მოასწრო მომზადება. ხორციან ღვეზელებში ყოველთვის მომზადებული ფარში იდება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი.

Posted by: Tiktak 17 Dec 2019, 00:38
user posted image

გოგრის კრემ-სუპი.
გოგრა
2ც. კარტოფილი
2ც. სტაფილო
1 ც. ხახვი
2 ღერი სელერი არ ვიცი რა ქვია ქართულად, მწვანე ხახვივითაა, სქელი
ჯანჯაფილი
ქოქოსის რძე
ეს ქოქოსის რძითაა.
ყველაფერი დავჭრათ, მოვხარშოთ, დავაბლენდეროთ, მარილი გემოვნებით.
ქოქოსის რძე სულ ბოლოს უნდა
სხვა დროს აღარ ვუზავ, ისე კი ესეც გემრიელია, უბრალოდ მე ტრადიციული გემო უფრო მომწონს.

Posted by: elchi 17 Dec 2019, 14:07
Cinderella88
მართალს ამბობს gokieli, არი იყო თქვენი ხორცი მომზადებული რამოდენიმე მიზეზის გამო.
ამბობთ რომ მოწითალო-ვარდისფერი იყოვო, მერე ტაფაზე შევწვიო.

მე ასე ვფიქრობ, ან ცომი გქონდათ თხელი და ხორცმა ვერ მოასწრო მოხარშვა, ან კიდევ მაცივრიდან გამოიღეთ ფარში და ცივი ფარში გაახვიეთ ცომში, მერეა და ხინკალი ხომ გაქვთ მირთმეული, გინახავთ ოდესმე ფარში რომ მუქი ფერის იყვეს?
ერთია კიდევ, გააჩნია ხორცის რომელი ნაჭერი გამოიყენეთ.

ყველა შემთხვევაში, თუ ხორცი გაფუჭებული არ იყო, სანერვიულო არაფერი გაქვთ.

გისურვებთ მშვიდობიან ფეხმძიმობას.

Posted by: Cinderella88 17 Dec 2019, 16:42
elchi
მადლობა პასუხისთვის,

ისე კუბდარში დაჭრილო ხორცი იდება და ის ასწრებს მომზადებას და ფარში ხო წესით უფრო ადვილად უნდა მომზადებულიყო.

ხორცი ნამდვილად ახალი და კარგი ხარისხის იყო, ორი დღე საყინულეში მქონდა, შეიძლება იქაც მომკვდარიყო თუ რამე ბაქტერიაა.
მოწამვლა ან წყენა არ გამოუწვევია, ყველაფერი კარგადაა,
უბრალოდ თუ ბოლომდე არ არის მოზმადებული ფეხმძიმობისას არის საშიშიო და ამიტომ ცოტა ვინერვიულე.





Posted by: elchi 17 Dec 2019, 17:07
Cinderella88

სვანეთიდან ხართ?
მჭიდრო კავშირი მაქვს მაგ მხარესთან, მაგ ხალხისგან ვისწავლე როგორ კეთდება ნამდვილი კუბდარი, თან ამას დავამატოთ რომ ვარ მონადირე, იმ ცხოველის სახელს აქ ვერ დავწერ, განა იმიტომ რომ ბრაკონიერი ვარ ან რაღაცა ჯანდაბა, ფორუმელებს ვუფრთხილდები, არ მინდა "მკვლელი" დამიძახონ.LOOOL
ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ნებადართულია ცხოველებზე ნადირობა.

ეს ყველაფერი სიტყვა კუბდარს მოჰყვა.

საერთოდ, მაგ პერიოდში, რომელშიც თქვენ ბრძანდებით, მოერიდეთ "მძიმე" საჭმელებს.

Posted by: Cinderella88 17 Dec 2019, 17:24
elchi
არა სვანეთიდან არ ვარ, სამეგრელოდან ვარ.
მაგრამ კუბდარი მიყვარს, თუმცა კაი ხანია აღარ გამისინჯავს. რაღაცნაირად ძალიან მომინდა და გადავწყვიტე რამე მსგავსი მაინც მომეზმდებინა, რადგან ნამდვილი ჯუბდარის გაკეთება ნამდვილად არ ვიცი. user.gif


Posted by: elchi 18 Dec 2019, 01:30
QUOTE (Arustamyan @ 16 Dec 2019, 17:05 )
ვაფშე მაგარი საკაიFო დოლმა გავაკეთე
ვისაც უნდა დავპატიჟებ ცავატანემ
ჰავლაბრის მეტროსთან ვარ ახლოსა
ლიჩკაში მომწერეთ

არი ახპერ.

დაგვიწერე ჯანა საკაიფო ტოლმას როგორ აკეთებ, ვნახოთ რაღა, თუ მოგვეწონა, "ლიჩკაშიც" მოგწერთ და მოგნახავთ კიდევაც, ეგ არ გაგვიჭირდება.

Posted by: Arustamyan 18 Dec 2019, 11:39
elchi
რეცეფთი სემეინი სეკრეტია ცავატანემ, ბაბუა ლოვას თავისმა ბაბუა ტიგრანამ გადასცა დიდ ტიგრანა ბაბუასა კიდე თავისმა ბაბუამ და ასე
ვერ გაგანდობ ასე მუქთადა

Posted by: elchi 18 Dec 2019, 13:15
მაშ ვერა და არა ხომ?

მეც რომ მაქვს ერთი სეკრეტი, გინდა გითხრა?

აბა კარგად შეხედე ჩემი ავათარის ქვეშ რა აწერია.

ჰხედააამ, თუ ვერა და არა?

ნუ აოფებ აქაურობას, თორემ "სეკრეტს" "ლიჩკაში" მოგწერამ.

ეს ხუმრობის და ლაზღანდარობის განყოფილება არ არის.
აბა ჰე.

Posted by: Redial 18 Dec 2019, 14:55
სალამი
თემატურად ლობიანი ბარბარობისთვის ^^
სამსახურში მოვიტანე

Posted by: Riviera 22 Dec 2019, 06:01
მისი სამარხვო უდიდებულესობა წვნიანი ფლავი სოკოსი biggrin.gif

user posted image

Posted by: Frankens†ein 22 Dec 2019, 20:34
QUOTE
მისი სამარხვო უდიდებულესობა

სადღაც 2009-2010 წელი იქნებოდა, ამ განყოფილებაში ნანახი რეცეპტით წიწიბურას კატლეტი რო გავაკეთე.
იმის მერე მარხვა არ შემინახია...

Posted by: Riviera 22 Dec 2019, 20:56
Frankens†ein
საჭმლის მოშიშობით ინახავდით ალბათ biggrin.gif

Posted by: MySweetAudrina 22 Dec 2019, 21:07
გამარჯობა,

გოჭი და ინდაური სად იყიდება ხომ არ იცით?

6-7 კილოგრამიანი გოჭი და ინდაური 1 წლამდე დედალი რა არის საბაზრო ფასი დღეის მდგომარეობით?

140 ლარი მითხრეს გოჭში და ძალიან ძვირი მგონია, ინდაური 80-100 ლარი.

Posted by: Frankens†ein 22 Dec 2019, 21:18
QUOTE (Riviera @ 22 Dec 2019, 20:56 )
Frankens†ein
საჭმლის მოშიშობით ინახავდით ალბათ biggrin.gif

მაგ ავბედითი დღის შემდეგ მარხვა იმ კატლეტთან ასოცირდება : D

Posted by: Redial 24 Dec 2019, 12:30
user posted image

პილმენის სუპი. ეს ფოტო ძველია და ისე კვირას გავაკეთე.
ახლის ფოტო არ მაქვს

Posted by: ADUA 24 Dec 2019, 21:54
Redial

QUOTE
პილმენის სუპი.


ნამეტნავად მიყვარს ეს კერძი

Posted by: thug 25 Dec 2019, 07:10
QUOTE
პილმენის სუპი.


ნაბახუსევზე კარგი იქნება

...........

Posted by: holden kolpildi 25 Dec 2019, 18:47
დღეს გავაკეთე მაიონეზი
გემომ არ აღმაფრთოვანა
მარკეტის უფრო მეგრიელია

თქვენ როგორ ამზადებთ?
მოგწონთ გემო ?

Posted by: elchi 25 Dec 2019, 19:23
QUOTE (holden kolpildi @ 25 Dec 2019, 18:47 )
დღეს გავაკეთე მაიონეზი
გემომ არ აღმაფრთოვანა
მარკეტის უფრო მეგრიელია

თქვენ როგორ ამზადებთ?
მოგწონთ გემო ?

მაიონეზში ალბათ ოლივიე იგულისხმეთ.
მარკეტში უფრო გემრიელია თუ მეგრელია, ეგეც გაგვარკვიე.
ვხუმრობ.
მარტივი გასაკეთებელია, ბევრი ინგრედიენტიც არ სჭირდება.
მოხარშული კვერცხი, კარტოფილი, სტაფილო, კიტრის პიკულები, ეს ყველაფერი პატარა კუბებად დაჭრილი. მაიონეზს თუ ცოტა არაჟანსაც დაამატებთ, უკეთესი იქნება, აურევთ ამ ყველაფერს წითელ ხახვთან ერთად, მარილით და პილპილით თქვენი გამოვნების მიხედვით შეაზავებთ, სუფრაზე მიტანისას წვრილად დაჭრილ ოხრახუშსაც თუ მოაყრით მთლად კარგი.
ცხიმი არ დაგჭირდებათ, რადგან მაიონეზსაც და არაჟანსაც თავისი ცხიმიანობა აქვს.
სულ ეს არის.

Posted by: holden kolpildi 25 Dec 2019, 19:59
elchi
ვაიმე რატო მეკაიფები biggrin.gif

ოლივიე ვიცი როგორც კეთდება
მაიონეზის რეცეპტი მინდა თქო


Posted by: Levan_Lion 25 Dec 2019, 19:59
holden kolpildi
ასე მოამზადე აბა თან შენთვის დაუწერია რეცეპტი მაიონეზის
user posted image


elchi
კონკრეტულად მაიონეზის მომზადებაზე საუბრობს

Posted by: holden kolpildi 25 Dec 2019, 20:05
Levan_Lion
მაიონეზიანი რაღაცეები მიყვარს მაგრამ იმდენი დანამატი აქვს არ ვყიდულობ ხოდა გაკეთებაც რატომღაც მეზარებოდა

კაი ხვალ კიდე ვცდი
მადლობა

Posted by: Levan_Lion 25 Dec 2019, 20:12
holden kolpildi
ჰო სიმსივნის განვითარებას ჩამოყალიბებას უწყობს ხელს მაგრად ქარხნის მაიონეზები

გემო შეუცვალო შეგიძლია კამის დამატები ასევე ნივრის შავი პილპილის სხვა რამეებსაც დამატებ თუ რამე რავი

მარა აი შენ მიჩვეული ხარ ამ ქარხნულ მაიონეზს და გემოს მაგიტომ ვერ ამუღამებ და ეგეთ გემოზე ვერც დასვამ შანსია ნული მაგრამ რა გემოებზეც ჯდება ან მოგწონს ან არა მაგრამ სამაგიეროდ ჯანსაღია ეგაა და ეგ

"სისინა" :დ :დ lol.gif biggrin.gif არაფრის რისი მადლობა

Posted by: elchi 25 Dec 2019, 20:24
holden kolpildi
Levan_Lion

ბოდიში ახალგაზრდებო, იმიტომ ვიფიქრე მასე, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 99% ოლივიეს ვინეგრეტს და მაიონეზს უწოდებს.lol.gif

Posted by: Riviera 25 Dec 2019, 21:08
გილოცავთ შობის დღესასწაულს !!! smile.gif

იტალიური საშობაო ტორტი tuk.gif

user posted image

Posted by: holden kolpildi 25 Dec 2019, 21:22
Levan_Lion
ნუ ხო მე იმ გემოს ვარ მიჩვეული
ახლა ხვალ ოლივიეში გავტესტავ
ისე დიდად არ გავგიჟდი
ცოტა ნივრის ფხვნილი მოუხდება??

ნუ ძაან კალორიულია ისე

QUOTE
"სისინა" :დ :დ 

აყვა ახლა ესეც იმათ vik.gif biggrin.gif

Posted by: UNEEK 25 Dec 2019, 21:33
QUOTE (thug @ 25 Dec 2019, 07:10 )
QUOTE
პილმენის სუპი.


ნაბახუსევზე კარგი იქნება

...........

მეც უსე მომეწონა))
მომინდა ახლა

Posted by: Levan_Lion 25 Dec 2019, 22:15
holden kolpildi
ხო გემოზე სხვანაირებია როგორიც არ უნდა მოამზადო

დაამატე და გასინჯე თუ მოგეწონება ნივრიანი ეგაა

რომ მომზადდება მაიონეზი მერე გაყავი და ნახევარს ნივრის ფხვნილი შეათქვიფე თუ არ მოგეწონა ნახავ და ის ნახევარი უნივრო გექნება რა და მერე ან გადაურიე ან ეგრეა რაცაა

კალორიული კი არის მარა ჩვენ მაინც არ ვსუქდებით :დ :დ :დ

სისინზე :დ :დ :დ

Posted by: sophka 25 Dec 2019, 22:26
Riviera
აუ, რა გემრიელობაა...
თქვენ მოამზადეთ? უფ, ვგიჟდები კარგ ტორტებზე რა.

Levan_Lion
ოჰ, მოწოდების სიმაღლეზე ხარ
;დ


ოლივიეს არა და ვინეგრეტს კი შევჭამდი, დედა აკეთებდა სასწაულად გემრიელს.

Posted by: Levan_Lion 25 Dec 2019, 22:37
sophka
ჰაჰ :დ :დ :დ მოწოდების თუ უპონტობის :დ :დ

უი მე და ტკბილეულობა რომ ვერ ვმეგობრობთ ხო არახალია შენთვის ხოდააა იკაიფე რა ახლა 13 14 ში ბროწეულის ტორტის ცხობაში მივიღე მონაწილეობა :დ

Posted by: Frankens†ein 25 Dec 2019, 23:21
QUOTE (elchi @ 25 Dec 2019, 20:24 )
holden kolpildi
Levan_Lion

ბოდიში ახალგაზრდებო, იმიტომ ვიფიქრე მასე, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 99% ოლივიეს ვინეგრეტს და მაიონეზს უწოდებს.lol.gif

ძველი თაობა ეგ.

XXI საუკუნეში დაბადებულ-გაზრდილმა თაობამ ოლივიე და შუბა საერთოდ აღარ იცის, საბედნიეროდ...

Posted by: Levan_Lion 26 Dec 2019, 00:03
sophka
აი :დ :დ :დ

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: sophka 26 Dec 2019, 00:09
Levan_Lion
რა კარგად გამოიყურება, ძაან გემრიელიც იქნებოდა.. ბრავო ლევან.



Posted by: Levan_Lion 26 Dec 2019, 00:15
QUOTE (sophka @ 26 Dec 2019, 00:09 )
Levan_Lion
რა კარგად გამოიყურება, ძაან გემრიელიც იქნებოდა.. ბრავო ლევან.

sophka
გემო კარგი ქონდა ნატურალური ყველაფერი - დანამვა დააკლდა

ისე ერთი ლუკმა გავსინჯე მხოლოდ ეგეც გასინჯვისთვის

Posted by: Redial 26 Dec 2019, 11:33

thug
QUOTE
ნაბახუსევზე კარგი იქნება

კი კი, ნაბახუსევზე გავუკეთე ქმარს და მის ძმაკაცებს ^^
მე არასდროს არ მაქვს ნაბახუსევი და ერთხელ მაგისთვის უნდა დავთვრე ))))

ADUA
QUOTE
ნამეტნავად მიყვარს ეს კერძი

ნამდვილად გემირელია
ერთხელ მინდა ქოთნებში ვცადო, იქნებ დამატებითი არომატები შეიძინოს ^^

Posted by: holden kolpildi 26 Dec 2019, 12:20
elchi
დღეს გავაკეთე აი ის თქვენ რო გჰონიათ რო მე რო მაიონეზი მგონია biggrin.gif


ხოდა ოლივიეში ბევრად გემრიელი იყო ეს მაიონეზი ვიდრე ისე

მოკლედ აღარ ვიყიდი
ხო ერთი გათხელდა ანუუ ზეთი ერთიანად ჩავასხი და არ გამყარდა
ნელ ნელა უნდა ჩამემატებინა

Posted by: <<Innamorata>> 26 Dec 2019, 14:33
Frankens†ein
საბედნიეროდ რატომ?




user posted image

Posted by: Frankens†ein 26 Dec 2019, 15:03
<<Innamorata>>
QUOTE
საბედნიეროდ რატომ?

რატო უნდა ჭამოს ბავშვმა ყველაზე მავნე პრუდუქტით, მაიონეზით მდიდარი სალათი, რომელიც გემოთიც არ ბრწყინავს დიდად smile.gif
ბავშვობაში კი მიყვარდა, იმდენად ბანძ დროში ვიზრდებოდი biggrin.gif
ეხლა მაიონეზს საერთოდ ვეღარ ვჭამ.

პ.ს. ისე, ამ ქამა სოკოს ვერ დავუმუღამე საერთოდ.
შემწვარი იქნება თუ მოხარშული, კეცზე თუ შამფურზე, გემოს ვერ ვუგებ საერთოდ smile.gif
არც კარგი გემო აქვს და არც ცუდი, არაფრის გემო არ აქვს biggrin.gif

ყაბაყი პელეა smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 26 Dec 2019, 15:19
Frankens†ein
ბოსტნეული როდის აქეთ გახდა უსარგებლო?smile.gif)) არაჟნით უფრო გემრიელია,შუბა განსაკუთრებით.. wink.gif
ასე რომ სულ არ არის მავნებელი და მითუმეტეს უგემური..

ცოცხალს ყველაზე მეტად ვუგებ გემოს და მიყვარს.. ნაღების და ღვინის სოუსით გიჭამია?

Posted by: Frankens†ein 26 Dec 2019, 17:15
<<Innamorata>>
QUOTE
ბოსტნეული როდის აქეთ გახდა უსარგებლო?

მოხარშულ ბოსტნეულს რომ ვჭამ არ მაქვს შეგრძნება რომ ვიტამინებს ვიღებ და რომც ქონდეს, მაიონეზი გადაფარავდა.
არაჟნით ერთხელ მაქვს გასინჯული და არ მომეწონა დიდად.
არადა არაჟანი მიყვარს.
მოხარშულ ბოსტნეულთან ვერ ვმეგობრობ.

QUOTE
ცოცხალს ყველაზე მეტად ვუგებ გემოს და მიყვარს.. ნაღების და ღვინის სოუსით გიჭამია?

ცოცხალი ბოსტნეული მიყვარს.
ნაღების და ღვინის სოუსს რაც შეეხება, ეს სმაილი შემიძლია დავწერო მარტო - user.gif
არ მაქვს გასინჯული...
რესტორნებსა და ფასტ ფუდებში როა, ეგეთი ღვინის სოუსი კი, მაგრამ ღვინის და ნაღების არა.

Posted by: <<Innamorata>> 26 Dec 2019, 22:40
Frankens†ein
ზოგი ბოსტნეული ოდნავ თერმულად დამუშავებული უფრო სასარგებლოაsmile.gif)))
მაგ: ჭარხალი,სტაფილო ,კომბოსტო,პომიდორიsmile.gif)

თუ გექნება სურვილი გასწავლი და სინჯე.. მე ძალიან მეგემრიელებაsmile.gif)

Posted by: Frankens†ein 26 Dec 2019, 22:46
QUOTE (<<Innamorata>> @ 26 Dec 2019, 22:40 )
Frankens†ein
ზოგი ბოსტნეული ოდნავ თერმულად დამუშავებული უფრო სასარგებლოაsmile.gif)))
მაგ: ჭარხალი,სტაფილო ,კომბოსტო,პომიდორიsmile.gif)

თუ გექნება სურვილი გასწავლი და სინჯე.. მე ძალიან მეგემრიელებაsmile.gif)

თერმულად დამუშავებული კომბოსტო არაა ჩემი : )

მარტო მწნილი : )

Posted by: <<Innamorata>> 26 Dec 2019, 23:38
Frankens†ein
სხვათაშორის მწნილი ბევრად სასარგებლოა.. ვიდრე დამუშავებული და ვიდრე ცოცხალი..
სამჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე უმად მირთმევის შემთხვევაში.




ამ შუაღამისას კექსი გამომაცხობინეს facepalm.gif

user posted image

Posted by: Frankens†ein 26 Dec 2019, 23:55
QUOTE (<<Innamorata>> @ 26 Dec 2019, 23:38 )
Frankens†ein
სხვათაშორის მწნილი ბევრად სასარგებლოა.. ვიდრე დამუშავებული და ვიდრე ცოცხალი..
სამჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე უმად მირთმევის შემთხვევაში.

კარგი გამოგონებაა მწნილი yes.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 26 Dec 2019, 23:56
QUOTE (Riviera @ 25 Dec 2019, 21:08 )
გილოცავთ შობის დღესასწაულს !!! smile.gif

იტალიური საშობაო ტორტი tuk.gif

user posted image

რეცეპტი?



...........................

Posted by: holden kolpildi 28 Dec 2019, 09:52
QUOTE
XXI საუკუნეში დაბადებულ-გაზრდილმა თაობამ ოლივიე და შუბა საერთოდ აღარ იცის, საბედნიეროდ...

შუბა არა მაგრამ ახალ წელს ოლივიე მემგონი ყველას ოჯახშია biggrin.gif

ისე რატო შეუკიკინეთ
პიურე და კატლეტიც მომწონს ოლივიეც და ეგ შუბაც ოღონდ მარტო ბოსტნეულით biggrin.gif


Posted by: DEME_GAMOUSHVI 2 Jan 2020, 15:39
ამ საახალწლოდ არავინ არაფერი გააკეთა და გასამარიაჟებელიც არაფერი იყო? biggrin.gif

Posted by: elchi 2 Jan 2020, 16:14
DEME_GAMOUSHVI

ამის მეტი რა უნდა გამეკეთებინა კაცო?
ტყესთან ახლოს ვცხოვრობ, მეკვლეებად "ცოცხალი საცივები" მომადგნენ ეზოზე.LOOOL

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Anabeli111 2 Jan 2020, 16:16
user posted image

ქათმის სალათი ^_^

user posted image

user posted image

შპროტის სალათი ^_^

გილოცავთ ახალ 2020 წელს და ბედობას ♡♡

Posted by: sophka 2 Jan 2020, 19:46
გილოცავთ❤️


DEME_GAMOUSHVI
არა, ძალიან ბევრი დაიდო თავის დროზე და მოწყინდა ხალხს ეს თემა)) ახლები არ აქტიურობენ და ))

სიტკბო შემოვიტანოთsmile.gif
user posted image


Posted by: elchi 3 Jan 2020, 02:58
Anabeli111
გიქებთ ნახელავს.

sophka
მართალი ბრძანდებით, მაგრამ რისთვის ვართ ჩვენ აქ?
დავძრათ ეს თემა და ყველა ის ადამიანი, ვინც აქ გვიზიარებდა თავის გამოცდილებას, ყველა გახალისდება და ისევ ჩვენთან იქნებიან, იმის გარანტიას ვაძლევ ყველას, სანამ ეს განყოფილება მაბარია, წესრიგი და ურთიერთ პატივისცემა იქნება.


დღეს მოვინდომე და კუბდარები დავაცხვე.
ამჯერად არ გახლავთ მონადირებული ცხოველებისაგან გაკეთებული, საქონლის და ბურვაკის დაკეპილი ხორცისგან გავაკეთე.

user posted image

user posted image

Posted by: sophka 3 Jan 2020, 23:14
elchi
კი და ვარ აქ : ))
ამიტომაც მოვედი ტკბილეულით :დ, წელს არაფერი განსაკუთრებული გამიკეთებია, მედოკი მიყვარს და ეს გამოვაცხვე.

კარგად გამოიყურება თქვენი კუბდარი, მხოლოდ სვანეთში ვჭამე მე კუბდარი, იმის მერე არც გამისინჯავს და მიჭამია.

Posted by: DEME_GAMOUSHVI 4 Jan 2020, 18:24
elchi
სასწაული დადებითი ადამიანი ხარ 2kiss.gif

ბედნიერი წელი დაგდგომოდეს...

იმედია, ჩამოსვლას არ გამოგვაპარებ love.gif


სპლიყვზე უკეთესი მასპინძელი მაინც ვიქნები biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 4 Jan 2020, 18:55
elchi
ძალიამ გემრიელად გამოიყურება..❤


დავდებდი რამეს ,მაგრამ მართლა არაფერი მომიმზადებია,ის კიარა სუფრაც ჩემს მაგივრად გააწყვეს..: ))))



იდეები მინდა ,ბიუჯეტური,სასარგებლო და ლამაზად გაფორმებული საუზმის.... (სასტუმროსთვის)


აბა გამოუშვით

Posted by: tavadze 8 Jan 2020, 23:20
holden kolpildi
QUOTE
შუბა არა მაგრამ ახალ წელს ოლივიე მემგონი ყველას ოჯახშია

სულაც არა. წლეულს ჩემმა ძმამ გააკეთა და ნახევარსაც ვერ მოვერიეთ. "ვინეგრეტსაც" აღარ ვაკეთებ, კარგა ხანია - ამდენ საჭმელებში არც მაგას და არც ბადრიჯანს არ ჭამს არავინ და მეც მომბეზრდა გაკეთება. biggrin.gif ეგ კი არა, კორეული სალათაც "ჩამიწვა" წლეულს - მაგის მუშტრები არ იყვნენ საახალწლოდ სოფელში, ხოლო ქათმის სალათის გაკეთება დამეზარა - მიქსერი თბილისში დამრჩა და ისე არ მქონდა მაგის წეწვის ტავი, უმაგისოდაც გავიწეწე ამ ახალ წელს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - არაც ახალი წელი მინდოდა, არც - ჭამა-სმა და არაფერი, ოღონდ ლოგინამდე მივღიღებულიტყავი, ისე ვიყავი გადაღლილი. არც კუჭმაჭი და ყაურმა არ გამიკეთებია - იმხელა ღორი დავკალი და ქვეყანა საჭმელი იყო. პლუს, მეზობლისგან ინდაური ვიყიდე, ქვაბში არ ჩაეტია, სანამ არ დავჭერი. biggrin.gif სამაგიეროდ, გვარიანი ბაჟე დავაბლენდერე.
elchi
QUOTE
ამის მეტი რა უნდა გამეკეთებინა კაცო?
ტყესთან ახლოს ვცხოვრობ, მეკვლეებად "ცოცხალი საცივები" მომადგნენ ეზოზე.LOOOL

არ მითხრა, რომ ესენი დაახურდავე, კაცო! biggrin.gif biggrin.gif ნუთუ ამდენად არ ეშინიათ, ასე თავისუფლად რომ დასეირნობენ ეზოებში?
და ის წითელი რა ხეა მაგ შენს ლამაზ ეზოში?

Posted by: elchi 9 Jan 2020, 12:20
QUOTE (DEME_GAMOUSHVI @ 4 Jan 2020, 18:24 )
elchi
სასწაული დადებითი ადამიანი ხარ 2kiss.gif

ბედნიერი წელი დაგდგომოდეს...

იმედია, ჩამოსვლას არ გამოგვაპარებ love.gif


სპლიყვზე უკეთესი მასპინძელი მაინც ვიქნები biggrin.gif

მადლობის მეტი რა მეთქმის. 2kiss.gif

ეგ არ მეისპოს, სპლიყვსაც ვიცნობ.
ამ ფორუმმა ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო.
ბოლოს 2017-ში ვიყავი ჩამოსული, მინდოდა აქაური ფორუმელები პირადად გამეცნო, მაგრამ ვინ გაცადა.
მთელი ერთი თვე ჭიქა არ გამაშვებინეს ხელიდან. lol.gif
* * *
tavadze
ირაკლის გაუმარჯოს, გილოცავ ძამა ყველა დღესასწაულს, მრავალს დაესწარი კარგო ადამიანო.

რაც შეეხება მაგ სასაცივეებს, ეგეთებზე, მიუხედავად ჩემი ლიცენზიისა, არა ვნადირობ.
ძალიან ძარღვიანი ხორცი აქვთ, ერთხელ მოვიტანე სახლში, ჩემები მკვლელს მეძახიან, ნანადირევს არ ეკარებიან, თევზეულს კი ბატონო.
ათი დღე ინდაურს გეახლებოდი, აბა ხომ არ გადავაგდებდი? lol.gif

ახლა რას აკეთებენ თუ იცი?
ოღონდაც შენ ეგენი არ დახოცო და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო.
გამოვეწყობი წასასვლელად და მაცივარი გამოაღე, ნახე რა დევსო.
ყიდულობენ უკვე გასუფთავებულს.LOOOL

იმ მესამე სურათზე ჩემი ეზო არ არის, გზის იქით რომ გადავიდნენ მერე გადავიღე, ამიტომ არ ვიცი რა ჰქვია იმ წითელ ხეს.

პ.ს. კაი რამეს გამოგიგზავნი PM-ზე, ვიცი გესიამოვნება.

Posted by: <<Innamorata>> 9 Jan 2020, 12:51
user posted image



Posted by: la reine 9 Jan 2020, 14:04
გილოცავთ შობა-ახალ წელს:*

user posted image

user posted image

Posted by: elchi 9 Jan 2020, 20:35
<<Innamorata>>
la reine

ძალიან მაგარი გოგოები ხართ.
yes.gif

Posted by: Master_Nick 9 Jan 2020, 21:15
<<Innamorata>>
ძალიან გემრიელად გამოიყურება შენი გურული ღვეზელი, ძალიან მიყვარს.

la reine
საინტერესო რამე ჩანს, გვითხარი უფრო დეტალურად რა არისsmile.gif

Posted by: la reine 9 Jan 2020, 23:45
Master_Nick

ხაჭოს ცომი ხორცის გულსართითsmile.gif

........
elchi

მადლობაsmile.gif

Posted by: GEOGSM 11 Jan 2020, 03:50
ნუ დღეს არა )) * ბედობას იყო
მაგრამ აბა ვინ გამოიწნობს რა არის ?

Posted by: thug 11 Jan 2020, 03:57
GEOGSM
QUOTE
მაგრამ აბა ვინ გამოიწნობს რა არის ?


გამბო?

,,,,,,

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Jan 2020, 05:01
QUOTE (GEOGSM @ 11 Jan 2020, 03:50 )
ნუ დღეს არა )) * ბედობას იყო
მაგრამ აბა ვინ გამოიწნობს რა არის ?

სბორნაია სალიანკა, არაყი უხდება სასწაულად. love.gif

Posted by: s@likun@ 11 Jan 2020, 23:47
user posted image


პირველი ცდისთვის ძაან კარგია ^^

რამდენიხანია აქ არ დამიპოსტია ))

გილოცავთ ^^

Posted by: thug 12 Jan 2020, 01:25
s@likun@

კარგად გამოიყურება up.gif


Posted by: s@likun@ 12 Jan 2020, 01:40
QUOTE (Riviera @ 25 Dec 2019, 21:08 )
გილოცავთ შობის დღესასწაულს !!! smile.gif

იტალიური საშობაო ტორტი  tuk.gif

user posted image

აუ ეს რა საოცრებაა
რეცეპტი დაწერეთ რა ^^



thug
მადლობა ^^

Posted by: Levan_Lion 12 Jan 2020, 08:41
ამდენი შიდა და გარე მტრების ხელში არ გვეშველება არაფერი facepalm.gif

სულგუნის ომი
ოსები და აფხაზები სულგუნის შექმნას ითვისებენ, ხოლო სომხები დავობენ, რომ ეს ყველი მხოლოდ ქართველებს აღარ ეკუთვნით(!)
(არასუფრული “თამაშები”)

მრავალფეროვანი და ორიგინალური კვებითი კულტურის შემქმნელი ქართული ეთნიკური ერთობა თავის თავში ჩაკეტილი და იზოლირებული არ ყოფილა. ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვათა მიღწევებსაც, შორს რომ არ წავიდეთ, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები (ყაურმა, ჩიხირთმა, ტოლმა, ბასტურმა...) თურქთაგან გვაქვს შეთვისებული. მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი ბევრი «გასტრონომიული მოვლენა», მათ შორის, ყველის ნაირსახეობანი: თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, სამცხური ყველი, ჩეჩილი, ტენილი და სულგუნი/სულუგუნი...
მაგალითად, შავშეთ-იმერხევში ძირითადად ორი სახეობის ყველს ამზადებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთს ფშვნილაი ერქვა. მას ხის ვედროებში (კროჭებში) ინახავდნენ მთელ წელიწადს. ყველის ხანგრძლივად შენახვის ტრადიცია საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში გვხვდება. აჭარის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: «აქ აკეთებენ ყუელს... არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს, შემგბარი კეთილ-სახმარ არს».

სულგუნი, მაღალი კვებითი ღირებულების გამო, 1890-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან უცხოეთში გაჰქონდათ. ეთნოგრაფიული მონაცემებით, მას დასავლეთ საქართველოს მხარეებში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ლეჩხუმი, რაჭაში) ამზადებდნენ. სამეგრელოში სულგუნს სელეგინი, სელეგუნი, სიოგინი ერქვა, ხოლო ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - გვაჯილა/გვაჯილი. საქართველოში სულგუნს ამზადებდნენ აფხაზებიც. მათ სახელწოდება (აშელაგუან) მეგრელთა მეტყველებიდან ჰქონდათ ნასესხები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, «სულუგუნი [არის] გარდაზელილი ბრტყელი ყველი». გადაზელილს უწოდებდნენ სულგუნს გურიაშიც.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სულგუნი არის ჩვეულებრივი «იმერული ყველი», გადახარშულ-გადაზელილი. ამოღების შემდეგ ლანგარზე - ჩურუხზე ხელით ზელდნენ, ორივე ხელით გადაქნავდნენ. როცა დიდხანს შენახვა უნდოდათ, ცალ მხარეს ხვრეტდნენ და თოკზე ასხამდნენ ისე, რომ ერთმანეთს არ შეხებოდნენ. ასხმულ კვერეულებს გასაშრობად ცეცხლთან ახლოს ჭერზე ან მზეზე ჩამოჰკიდებდნენ. შებოლილი და გამხმარი სულგუნი დიდხანს ინახებოდა.
ყველის გადახარშვა იცოდნენ იტალიაში, სადაც მოხარშულ ყველს კაჩოკავალოს უწოდებდნენ. კაჩოკავალო ბაზრებში ხილის, ცხოველებისა და ადამიანის გამოსახულებით იყიდებოდა. იტალიურ ყველს, ქართული სულგუნისგან განსხვავებით, არ ზელდნენ. ქართული კი გადაზელვის შედეგად მიიღება, რაც განაპირობებდა მის ფენოვან-ფურცლოვანებას. სულგუნის კულტურა თავის დროზე ეთნოლოგმა ნინო თოფურიამ შეისწავლა. ის წერდა, რომ «მეგრული სულუგუნი საუკეთესო და გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქტია ყველის იმ უამრავ ნაირსახეობას შორის, რომელიც ცნობილია ჩედარიზებულ-დამწიფებული ყველის სახით (ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება იტალიური კაჩოკავალო). სულუგუნის დამზადება მაღალი ტექნოლოგიით ხასიათდება. მეგრული სულუგუნის თვისებები - ელასტიკურობა, ფენოვნება ქართველი მეურნის მიერ გამომუშავებულია ხანგრძლივი დაკვირვებისა და გამოცდილების გზით».
სამწუხაროდ, ქართული ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან. ოსი და აფხაზი ავტორები საქართველოს ისტორიას ქურდავენ და ახლა ჯერი ქართულ კულტურაზეც მიდგა:
I. 1987 წელს ბათუმში ჩატარებულ ეთნოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე აფხაზმა მკვლევარმა გალინა კოპეშავიძემ (ახლა თარჯიმან-ოღლი) წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ სულგუნის კულტურა აფხაზთა შემონაქმედია და რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ, მეგრელებმა, მისი დამზადება აფხაზთაგან შეითვისეს. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში სულგუნი იყიდება აფხაზური ყველის სახელწოდებით (პროფესორ ავთანდილ ნიკოლაიშვილის ცნობა);
II. ოსი ავტორები (ბორის კალოევი და სხვები) წერენ, რომ სულგუნი ქართველებმა ოსთაგან შეითვისეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოსებმა სულგუნის დამზადება საერთოდ არ იცოდნენ, მიუხედავად ამისა, ბ. კალოევი მკითხველს ატყუებს, რომ მას დასავლეთ ოსეთში (დიგორში) ამზადებდნენ. სხვა ნაშრომში ასევე მითებს ქმნის და გაუთვითცნობიერებელ მკითხველს აუწყებს, რომ დასავლეთ ოსებმა დაივიწყეს სულგუნის დამზადება მონღოლთა შემოსევებისას, როცა ალან-ოსების მეურნეობა დაკნინდა. სხვაგან კი სულგუნის დასავლეთ საქართველოში შემოტანას ძველ ირანელებს მიაწერს, რომლებიც თურმე კოლხეთში დასახლებულან და საბოლოოდ ქართველთა შემადგენლობაში შესულან.

ჰალუცინაციები - არგუმენტებად
კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ძველი ისტორიის ვერც ერთი სპეციალისტი კოლხეთში ირანელთა დასახლებას ვერ დაასაბუთებს. მდიდარი ირანული კულტურისგან ქართველი ხალხი დიდად დავალებულია - მათ ბევრი რამ ისწავლეს ცივილიზებული მეზობლებისგან, მაგრამ სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან არ უსწავლიათ. ირანელებსაც ალან-ოსებსავით დაავიწყდათ მისი დამზადება?
ოს ავტორებს მოჰყავთ მათი თანამემამულის, ვასილ აბაევის ნაშრომი. თუმცა იგი მხოლოდ სიტყვა სულუგუნის ეტიმოლოგიას უკავშირებს ოსური ენის დიგორულ დიალექტს. ვასილ აბაევმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ლექსიკური ერთეულის პირველი შემადგენელი სიტყვა სულუ ოსური ენის დიგორულ დიალექზე შრატია. ამ სიტყვების ავტორს ავიწყდება, რომ სულგუნი/სულუგუნი სალიტერატურო ქართული ენაზე გამოითქმის, ხოლო მეგრულ მეტყველებაში ის გამოითქმის როგორც სელეგინი/სელეგუნი/სიოგინი. ხოლო თუ ლექსიკური ერთეულის მეორე კომპონენტი არის გინი, მაშინ პირველი კომპონენტია არა სულუ, არამედ სიო/სილო/სელე და მას დიგორული დიალექტის სულუსთან კავშირი არ აქვს. მეტიც, სულგუნი არ მზადდება შრატისგან, ეს სითხე მხოლოდ ყველის დამზადების შემდეგ რჩება. სინამდვილეში სიოგინი/სილოგინი/სელეგინი მეგრული მეტყველების წიაღშია წარმოქმნილი - სირსოუა ნიშნავს ჭყლეტას, სრესას, ხოლო გინი/გინო - აქეთ-იქით, გაღმა-გამოღმას. ამდენად, მეგრული სიტყვა სიოგინი/სილოგინი/სელეგინი პირდაპირ ნიშნავს დასრესილ და აქეთ-იქით გადადებულ ჭყინტ მოხარშულ ყველს.
საინტერესოა, სულგუნის რაჭაში, ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში გავრცელებული სახელწოდება - გვაჯილაც ოსთაგან ჰქონდათ ქართველებს შეთვისებული?
რაც მთავარია, ოსებმა საერთოდ არ იცოდნენ ყველის ასეთი სახეობის (მოხარშული და გადაზელილი) დამზადება. გამოდის, ქართველებმა მისი დამზადება ოსებისგან ისწავლეს, ოსებმა კი დაკარგეს... საზოგადოდ, კულტურის ისტორიაში ასეთი უმნიშვნელოვანესი ელემენტების დაკარგვა საერთოდ არ დასტურდება. ეთნიკური კულტურა მხოლოდ ეთნოსის გაქრობასთან ერთად შეიძლება დაიკარგოს.
მაგრამ ახლა ოსმა ავტორებმა უკვე იმის წერაც დაიწყეს, რომ სულგუნის დამზადება არასდროს შეუწყვეტიათ და ქართველთა მიერ ოსთაგან სულგუნის შეთვისების ახალი თარიღიც შემოგვთავაზეს. ახლახან მოსკოვში დაბეჭდილ წიგნში Осетины (გვ.138) პირდაპირ წერია, რომ ეს XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. ასეთი ნაბოდვარი კომენტარის ღირსიც კი არ არის. ტექსტის ამ მონაკვეთის ავტორს სულგუნის დამზადების ტექნოლოგიაზეც არ აქვს წარმოდგენა. თურმე სულგუნი შრატისგან მზადდება. აქ გავიმეორებთ ზემონათქვამს: ლექსიკური ერთეული სულუგუნი შეტანილი აქვს სულხან-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში.

სხვისი ისტორია, სხვისი რძე და სხვისი ყველი
აფხაზები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მკვიდრნი, აქტიურად იყვნენ ჩართული საერთო ქართული კულტურის შექმნაში. აფხაზებსა და მათ მეზობელ ქართველებს (მეგრელებსა და სვანებს) კულტურის ზოგიერთი ელემენტი საერთო გააჩნდათ. ამ გარემოებას არა მხოლოდ მეზობლობა, არამედ მოსახლეობის ურთიერთშეღწევაც განაპირობებდა. აფხაზთა შორის სულგუნი სამეგრელოდან რომ გავრცელდა, ამას მისი სახელწოდებაც ამტკიცებს: აშელაგუან მეგრული სელეგინის ფონეტიკური ვარიანტია. სულგუნი თუ აფხაზთა მიერაა შექმნილი, რატომ არ იცოდნენ მისი დამზადება მათმა ენობრივად და ეთნიკურად მონათესავე ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებმა და უბიხებმა? სულგუნი სცოდნია მხოლოდ აბაზების აშხარელთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროდან ჩრდილოეთ კავკასიაში XVII საუკუნეებში გადასახლდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ აშხარელი აბაზები სულგუნის ტიპის ყველს საკუთრად არ მიიჩნევენ. აშხარელ აბაზებში სულგუნი შეიტანა 1864 წელს ფსხუდან გადასახლებულმა აფხაზთა ჯგუფმა (105 ოჯახი, 736 სული).
ხარისხიანი სულგუნი მხოლოდ ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. აფხაზებში კი მესაქონლეობა მეორეხარისხოვანი იყო. ისინი ძირითადად მეთხეობას მისდევდნენ და თივის დამზადების ტრადიციაც კი არ გააჩნდათ. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს (ეთნოსებს) ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, კლიმატი კარნახობდა კულტურის ამა თუ იმ ფორმის შექმნას. ამ მხრივ სულგუნი ანუ გადახარშულ-გადაზელილი ყველი მხოლოდ კოლხური კულტურაა. კოლხეთში მთელი ისტორიის განმავლობაში ტენიანობის სიჭარბე იყო. სულგუნის დამზადების ტექნოლოგიამდე ადგილობრივი მკვიდრნი სწორედ ტენის სიჭარბემ მიიყვანა. გადახარშული და გადაზელილი ჩვეულებრივი ყველი, ან კვამლში და მზეზე გამოყვანილი და გამომშრალი დიდხანს, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში ძლებდა და კვებით თვისებებს არ კარგავდა. კოლხეთის დაბლობზე ყველის დიდხანს შენახვის განსაკუთრებულმა პრობლემურობამ, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფ ქართველ მეურნეს, მისი დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიისთვის მიაგნებინა.
მეურნეობის რა ყაიდის მიმდევარ ხალხს უნდა შეექმნა სულგუნის კულტურა? - რა თქმა უნდა, მიწათმოქმედ და არა იმ ხალხს, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროს მეცხოველეობა შეადგენდა. ქართველები უძველესი მიწათმოქმედი ხალხია, საქართველოში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა სიმბიოზურად იყო წარმოდგენილი. მაღალი დონის მიწათმოქმედება მესაქონლეობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან გამწევი ძალის გარეშე მიწათმოქმედებას მხოლოდ პრიმიტიული ხასიათი ექნებოდა. ქართველი ხალხის მეურნეობაში მესაქონლეობაც მიწათმოქმედების ინტერესს ექვემდებარებოდა.
უფრო რომ დავაზუსტოთ, მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ხალხებისგან განსხვავებით, პირუტყვი ბარელ ქართველებს შეზღუდული რაოდენობით ჰყავდათ. მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მესაქონლე ხალხებს არ სჭირდებოდათ მეცხოველეობის პროდუქტების დიდი რაოდენობით დამზადება და ხანგრძლივად შენახვა. ხოლო მიწათმოქმედ ხალხებში, რომელებსაც პირუტყვი შეზღუდული რაოდენობით ჰყავდათ, ამგვარი პრობლემა იდგა, მით უმეტეს, ისეთ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში, როგორიც კოლხეთის დაბლობია - აქ სინესტე მეცხოველეობის პროდუქტების ხანგრძლივად შენახვის საშუალებას არ იძლეოდა. შეზღუდული მესაქონლეობის პირობებში კი ხალხს გვიან შემოდგომიდან, ლაქტაციის შეწყვეტის თუ შემცირების გამო, ადრე გაზაფხულამდე, რძისა და რძის პროდუქტების დეფიციტიც ჰქონდა. ამ დეფიციტის შევსების წყარო კი იყო სწორედ რძის პროდუქტების, ამ შემთხვევაში, ყველის დამზადების ახალი ტექნოლოგიების ძებნა, რასაც ქართველმა მეურნემ ხანგრძლივი დაკვირვებისა და შემოქმედებითი ძიების პროცესში მიაგნო კიდევაც და შექმნა ყველის ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა სულგუნი.
ზემოთ აღინიშნა, რომ სამეგრელოში სელეგინს/სიოგინს/სილოგინს ხის ჭურჭელში - ბუყუნში ინახავდნენ. თუმცა სულგუნის სპეციალური შესანახი ქოთანიც შექმნა კოლხეთის დაბლობის მკვიდრმა ქართველმა მეურნემ - ე.წ. სასულგუნე ქოთანი. ხის ჭურჭლით, ბუყუნით უპირატესად მწყემსები სარგებლობდნენ, ხოლო კერამიკულ სასულგუნე ქოთანს ოჯახის პირობებში გამოიყენებდნენ.
აფხაზურ-ადიღური მოდგმის ხალხები და ოსების წინაპარი ალანები ისტორიულად ხელშესახებ პერიოდში ბინადარი ცხოვრებისა და ამასთან ერთად მიწათმოქმედების მიმდევარი არ ყოფილან. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ადიღური ტომები ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის პრიორიტეტული მეცხოველეობა იყო. მეცხოველეობის პროდუქტები კი საკმარისი რაოდენობით ჰქონდათ და მათ წინაშე რძის პროდუქტის - ყველის ხანგრძლივად შენახვის პრობლემა არ იდგა; არც ისეთ ბუნებრივ-გეოგრაფიულ, კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, რომ მისი ხანგრძლივად შენახვის ტექნოლოგიის შემოღებაზე ეფიქრათ.
ასე რომ, სულგუნი მხოლოდ და მხოლოდ დასავლურქართული კულტურაა/პროდუქტია, კოლხეთის დაბლობში შექმნილი და არა აფხაზური და ოსური. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოთ დასახელებული ხალხების «მოსკოვდალეულთა» ერთი ნაწილი არა მხოლოდ ქართველთა ისტორიის მითვისებას, არამედ ქართული კულტურული მიღწევების მისაკუთრებასაც ცდილობს.

საბჭოური ძალადობა - მეზობლური «არგუმენტი»?!
2013 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია აქვთ სომხებს. ისინი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნებას ეჭვქვეშ აყენებენ და საჩივარში აღნიშნავენ, რომ «სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის იწარმოებოდა მთელ საბჭოთა კავშირში»(!). სულგუნის მთელ საბჭოთა კავშირში წარმოების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებენ, რომ «საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. «გოსტ», რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო. შესაბამისად, ვერ გახდება საქართველოსთვის დამატებითი არგუმენტაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის დასადასტურებლად». ამდენად, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს პროდუქციაზე საქართველოს ცალკე «გოსტი» არ ჰქონია, სულგუნი ქართული ეთნიკური კულტურის ნაწილად არ უნდა მიიჩნიონ! სულგუნის მსგავსად, შესაბამისი ევროპული სტრუქტურები ასევე დამატებით ისტორიულ-ეთნოლოგიურ არგუმენტაციას მოითხოვენ აჭარული ჩლეჩილის, მესხური ჩეჩილის, თუშური გუდის ყველისა და ჩურჩხელის შესახებაც. ჩვენ ამჯერად მხოლოდ სულგუნზე შევჩერდებით.
ნებისმიერი, ვინც კავკასიის ეთნოლოგიას კარგად იცნობს, დაადასტურებს, რომ არც მსგავსი სახელწოდებისა და არც მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ყველი სომეხმა ხალხმა არ იცოდა და არ იცის. საბჭოთა პერიოდში თუ ქართველი ხალხის დაუკითხავად სულგუნს სოხეთისა და რუსეთის ყველის ქარხნები აწარმოებდნენ, ამით დასტურდება, რომ ის მხოლოდ ქართული ეთნიკური კულტურის ელემენტს არ წარმოადგენდა? განა ქართველი ხალხისგან ვინმე ნებართვას აიღებდა მაშინ მის წარმოებაზე?! მივმართოთ შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურას: I. Алла Тер-Саркисянц. История и культура армянского народа. С древнейших времен до начала XIX в., 2-е издания, М., 2008. ავტორს ყველის მხოლოდ სამი სომხური სახეობა აქვს დადასტურებული და არც ერთი მათგანი ამ სახელწოდებით (სულგუნი) და არც ტექნოლოგიით ახლოსაც კი არ არის მოხარშულ-გადაზელილ ყველთან, როგორსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა საუკუნეების განმავლობაში ამზადებდა. სომხებმა იცოდნენ: ა) გლუხ პანირ ანუ თავი ყველი, ბ) მოტალი ანუ ფხვიერი ყველი და გ) თელ პანირ. II. Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012. სომხებისა და სომხური კულტურის შესახებ ამ შემაჯამებელ სქელტანიან წიგნშიც სომხური ყველის სახეობებიდან ყველის იგივე სახეობებია დასახელებული (გვ. 239). ოღონდ დასახელებულია კიდევ ერთი სახეობა შორ-ი, რომელიც ყველსა და ხაჭოს შორის რაღაც შუალედურს წარმოადგენდა. III. Народы Кавказа. II, под редакцией Б. А. Гарданова, А. И. Гулиева, С. Т. Еремяна, Л. И. Лаврова, Г. А. Нерсесова, Г. С. Читая. М., 1962. სამხრეთ კავკასიის ხალხებისადმი მიძღვნილ ამ ტომის ექვსი რედაქტორიდან ორი ეთნიკური სომეხია. ისინი საკმაოდ ცნობილი მეცნიერები იყვნენ და მათი უნდობლობა შეუძლებელია. სომხური ყველის სახეობებს შორის დასახელებულია: გლუხ პანირ, თელ პანირ და შორ-ი (გვ. 470). ახლა ვნახოთ, რა წერია აღნიშნულ წიგნში ქართული ყველის ნაირსახეობის - სულგუნის შესახებ: (გვ. 306.): «საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახის ყველი: თუშური (ცხვრის), იმერული, სულგუნი. სულგუნის დასამზადებლად ძროხის ან კამეჩის რძის ახალ, უმარილო ყველს ორ-სამ დღეს ინახავენ «დასამწიფებლად». შემდეგ თხელ ნაჭრებად დაჭრილ ყველს მდუღარე წყალში (ან რძეში. - რ. თ.) ჩაუშვებენ. დარბილებულ მასას, როგორც პურის ცომს, ზელენ და აძლევენ მრგვალ, კვერეულის ფორმას. ასეთი ხერხით დამზადებულ სულგუნს ჭამენ როგორც ახალს, რძის «სოუსთან» პიტნითა და სხვა სანელებლებით, შამფურზე შემწვარს ან მზესა და კერაზე გამხმარს, ანდა წათხში ჩადებულს. სულგუნი გამოირჩევა მძაფრი რძისმჟავური გემოთი და არომატით. სულგუნის დამზადების ცენტრია სამეგრელო (დასავლეთი საქართველო), საიდანაც, არისტოტელეს ცნობით, წარმომავლობს ძველ სამყაროში ცნობილი კოლხური ძროხა».

* * *
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დაცვა გვიხდება. სამართლიან საერთაშორისო არბიტრაჟს უნდა ვურჩიოთ, სულგუნის დამზადებას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი), ქართველ გლეხთა სახლებში დაესწროს. საამისოდ სომხეთის სოფლებიც მოიარონ. აგრეთვე მოინახულონ თბილისისა და ერევნის, ზუგდიდისა და კიროვაკანის, ქუთაისისა და ლენინაკანის ბაზრებიც, სადაც გლეხები, ბუნებრივია, შინ დამზადებულ ყველს ყიდიან. ლექსიკური ერთეული სულუგუნი სულხან-საბას «ქართულ ლექსიკონში» აქვს შეტანილი. ზემოთ ისიც აღინიშნა, რომ 1890-იანი წლებიდან საქართველოში დამზადებული სულგუნი ფოთიდან დასავლეთ ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა გასაყიდად. იქნებ სომეხმა მეცნიერებმა სომხეთიდან ექსპორტად გასული სულგუნის დამადასტურებელი რაიმე საარქივო დოკუმენტიც გვიჩვენონ.
აშკარაა, სომხები ევროკავშირში რუსების მითითებით ჩივიან. დაახლოებით ერთი წლის წინ НТВ-ზე გადაიცა სიუჟეტი მსგავსი ტექსტით, რომელშიც ნაჩვენები იყო სოჭის ბაზარი, რომლის დახლებსაც სულგუნი ამშვენებდა. სიუჟეტის ავტორი კითხვას სვამდა: ნახეთ, რამდენი სულგუნი იყიდება სოჭის ბაზარში, რატომაა ის ქართული პროდუქტი და რატომ უნდა დაარეგისტრიროს ევროკავშირმაო? სამწუხაროდ, ქართული მასმედიისთვის ეს ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩა, თორემ გაირკვეოდა, რომ სოჭის ბაზარზე სულგუნი სამეგრელოდან იყო შეტანილი. არსებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, წლების განმავლობაში და დღესაც სამეგრელოდან აფხაზეთში, ხოლო აფხაზეთიდან სოჭში სულგუნი დიდი რაოდენობით შედის.
საინტერესოა, სულგუნის, ჩურჩხელის, ჩეჩილი ყველისა და გუდის ყველის შემდეგ ქართული კულტურის კიდევ რომელი მიღწევის მითვისებას შეეცდებიან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები?

* * *
«მოკითხვა» ბეირუთიდან
1990 წლიდან აშშ-ის ბაზარზე, კალიფორნიაში მოქმედი ლიბანური ფირმა Karoun Dairies-ი მრავალი დასახელების რძის პროდუქტს უშვებს. ბრენდების საფირმო ჩამონათვალში კომპანიის საიტზე მრავალი დასახელებაა ჩამოთვლილი პროდუქტის ტიპისა და მისი წარმოშობის რეგიონის მიხედვით: ხმელთაშუაზღვისპირული, ლათინურამერიკული, ინდური, სომხური, რუსული და ევროპული. საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო სულგუნი შეტანილია რუსული წარმოშობის პროდუქციაში და ალბათ ამიტომ, ინგლისურ წარწერებთან ერთად, ყველის შეფუთვაზე დასახელება რუსულადაც არის მითითებული.
სათავო კომპანიის სხვა საიტზე განმარტებულია, რომ მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირული ყველის საგანგებო ასორტიმენტი რეალურად არის ტრადიციული სომხური ყველი, რომლებიც ბაღდასარიანების ოჯახის «კარუნის ყველის» მაღალი ხარისხის რეცეპტებით არის დამზადებული. ოჰანეს ბაღდასარიანმა ახლანდელი ფირმის წინამორბედი Laiterie Karoun-ი ბეირუთში 1931 წელს დააფუძნა.
სხვათა შორის, ინტერნეტში არის საიტები ყველის მოყვარულთათვის, სადაც გამოყენებულია «კარუნის» სულგუნის ფოტოები, თუმცა მაინც მითითებულია, რომ ეს ყველი - ქართულია.
(ავტორი: როლანდ თოფჩიშვილი)
ჟურნალი ”ისტორიანი”, 2014 წლის ივლისი, #7/43

Posted by: thug 14 Jan 2020, 03:59
user posted image

............

Posted by: levani169 14 Jan 2020, 12:14
კარტოფილს რატომ აფუჭებთ ხორცით? biggrin.gif

ესეც დღევანდელი ცხელი კოტლეტი კილოგრამი ნივრით.....დიდება ნიორს
user posted imageuser posted image

Posted by: elchi 14 Jan 2020, 14:09
Levan_Lion

ჭკვიანი კაცი ხარ ლევან.
როგორ გგონია, რამდენმა წაიკითხა ეგ სტატია, რაც შენ დადე?

როგორც ამერიკელები იტყვიან: ნოუ ჰოსეე.lol.gif lol.gif

SF-ში ცხოვრებისას შევედი რუსულ მარკეტში.
თაროებზე ელაგათ ქართული ღვინოები.
კარგად მიცნობ შენ, რაც იქ დატრიალდებოდა უკვე ხვდები.
დავინახე და თეთრი ქინძმარაული და თეთრი ახაშენი უდევთ თაროზე.

ჩამოიღეთ თორემ, თავზე დაგამხობთ აქაურობასთქო. vik.gif

მერე აქ ვნახე ორეგონში, შევხეტიალდი ევროპული დელიკატესების მაღაზიაში და ჩურჩხელას აწერია ARMENIAN CHURCHXELA.
სანამ დაგხოცავთ ყველას, ეგ ეტიკეტი მოხსენით, თორემ ჩემს საქციელზე პასუხისმგებელი არა ვართქო.
ეგრევე მოხსნეს.
სისხლიანი თვალები მქონდა და ალბათ იმიტომ დამიჯერეს. lol.gif

Posted by: Levan_Lion 14 Jan 2020, 14:27
elchi
რავიცი აბა ან არავინ ან ცოტამ და ზერელედ ან ბევრმა და ბოლომდე და გააზრებულად მე ვფიქრობ უფრო ცოტამ

ლოლ თეთრი ქინძმარაული ახაშენი ჰაჰ

ჩურჩხელაზეც ჰაჰ

კაროჩე რა გასდით და რატომაც არა

არაფერს არ ვიკანონებთ ვიპატენტებთ არაფერს არ ვუვლით გადასულები ვართ გაფუჭება დაკარგვაზე და სხვისაზე მიჩერებაზე

ეროვნული ხორბალი მოსპეს ძროხა მოსპეს კამეჩი მოსპეს ძაღლი მოსპეს ცხენი მოსპეს ვაზი მოსპეს ყველი მოსპეს ქვევრი მოსპეს სვანური და კახური ღორი მოსპეს რამდენი რამეა კიდე მომსპარი და დაკარგული კომუნისტების ხელში და დროიდან დღემდე გრძელდება

არაფრის ღირსები არ ვართ ჩვენ აი არაფრის

არადა უნიკალური ქვეყანაა ხალხი კიდე ყველამ კარგად ვიცით რაცაა

ამის მერე არაფერი გვეშველება არც ევროპის ხელში არც ამერიკის არც რუსის და არც არაფრის

ბოლომდე აქვს დედა ნატირები ყველაფერს

საზანოში ვანში აბაშაში სამტრედიაში საუკუნოვან ნაქებ ყველს რომ იყიდდი და ჭამდი და წლებია გატუტუცდა ყველა და სასტიკ ყველის პროვოკაციას ყიდიან აკეთებენ ოჯახებშიც კი ამ ხალხის ხელში რა ქვეყანა უნდა განვითარდეს?

+ სახელმწიფოსგან წიხლი წიხლზე მიდის და უნიათობა უსაქმურობა უცოდინრობა

დარხეული გვაქვს მაგარი რა აი დარხეული

Posted by: <<Innamorata>> 14 Jan 2020, 15:46
user posted image


Posted by: holden kolpildi 14 Jan 2020, 20:19
user posted image
user posted image
ეს მანდარინის ლიქიორი
ძაან ტკბილია და რა ვუშველო?

Posted by: la reine 14 Jan 2020, 21:59
holden kolpildi

რა კარგი შუებიაup.gif


მე დღეს ჩემი ბავშვობის ზღაპარი გავიხსენე

user posted image

Posted by: <<Innamorata>> 15 Jan 2020, 00:04
la reine
აუუ როგორ მიყვარს. მომე ცოტა: )))


holden kolpildi
არაყი დაუმატე ან კონიაკის სპირტი.

Posted by: la reine 15 Jan 2020, 00:25
<<Innamorata>>

მგონი ეს ყველას უყვარსsmile.gif
ჟანრის კლასიკააbiggrin.gif

სიამოვნებით მოგაწოდებდი, არ მენანებაbiggrin.gif

Posted by: ninicool 15 Jan 2020, 00:44
QUOTE (levani169 @ 14 Jan 2020, 12:14 )
კარტოფილს რატომ აფუჭებთ ხორცით? biggrin.gif

ესეც დღევანდელი ცხელი კოტლეტი კილოგრამი ნივრით.....დიდება ნიორს
user posted imageuser posted image

თემა 49-ე გვერდზეა ასული, არც ერთი პოსტი არ დამიდია ჯერ, შემოვიხედე და ჩემი ქმარი პოსტავს თემაში. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგის გარდა.

პ.ს. კაი ფოტოების გადაღება უნდა დაგამუღამებინო, რამე შავ თეფშს გიყიდი და იმაზე გადაიღე ხოლმე smile.gif

Posted by: la reine 15 Jan 2020, 00:57
ninicool

მაგ კატლეტს შავი არ მოუხდება, თეთრი უყიდეsmile.gif

ხინკლის ცომში ცილას ამატებ?

Posted by: ninicool 15 Jan 2020, 01:06
la reine
QUOTE
მაგ კატლეტს შავი არ მოუხდება, თეთრი უყიდე

ხინკლის ცომში ცილას ამატებ?


თეთრი თეფშები გვაქვს ნაირ-ნაირი ფორმის )))
შავი არ გვაქვს

ხინკლის ცომს პასტის რეცეპტით ვაკეთებ მთლიანი კვერცხით. კენვუდის მიქსერით ვზელ ცომს და რეცეპტიც იქაა მოცემული. ერთხელ პირველი ხარისხის ფქვილით გავაკეთე და ძალიან ცუდი გამოვიდა. უმაღლესი ხარისხი უნდა იყოს.

Posted by: Levan_Lion 15 Jan 2020, 01:26
ninicool
რად უნდა კვერცხი ან ცილა ან გული? ცილა და კვერცხი არა ეპოქსიდის წებო კიდე :დ :დ

ფქვილი ნებისმიერი გამოდგება გემოვენების ამბავია თორე ნამდვილი ხინაკალი რუხი ფქვილისგან კეთდება

ხოდა მოკლედ ფქვილი მარილი და ცივი წყალი წყალი ცოტა უნდა დაასხა ისე რომ შეიკრას და მერე გადახვიდე უკვე მოზელვაზე გინდ ხელით იყოს გინდ ცომსაზელით მოკლედ წყალი ცოტა უნდ აყველა ვარიანტსი უნდა მოიზილოს მაგარი ცომი და იმიტომ

ერთ კილო ფქვილზე 1 სუფრის კოვზი მარილი უნდა

Posted by: ninicool 15 Jan 2020, 01:44
Levan_Lion
QUOTE
რად უნდა კვერცხი ან ცილა ან გული? ცილა და კვერცხი არა ეპოქსიდის წებო კიდე :დ :დ

ფქვილი ნებისმიერი გამოდგება გემოვენების ამბავია თორე ნამდვილი ხინაკალი რუხი ფქვილისგან კეთდება

ხოდა მოკლედ ფქვილი მარილი და ცივი წყალი წყალი ცოტა უნდა დაასხა ისე რომ შეიკრას და მერე გადახვიდე უკვე მოზელვაზე გინდ ხელით იყოს გინდ ცომსაზელით მოკლედ წყალი ცოტა უნდ აყველა ვარიანტსი უნდა მოიზილოს მაგარი ცომი და იმიტომ

ერთ კილო ფქვილზე 1 სუფრის კოვზი მარილი უნდა

თუ დრო მექნა, გავრისკავ და გავაკეთებ. ძალიან ნაზი მაჯები მაქვს ხინკლის ცომის საბრტყელებლად. მერე ერთი კვირა მტკივა ხოლმე. არადა, ჩემს ქმარს არ უყვარს გარეთ ჭამა. ხინკლის, მითუმეტეს.

Posted by: Levan_Lion 15 Jan 2020, 02:06
ninicool ცომი მოაზელინე ამას-------> levani169 ნუ ცოტა შენც სცადე ;დ მარტივად თუ გინდა მოზილო ხელით უნდა გააკეთო ასე

სიტყვაზე 1 კილოს რომ მოზელ ანუ გობზე დაყრი მარილს დაასხამ ცოტაოდენ წყალს რომ მარილი გაიხსნას და მერე დაყრი 1 კილო ფქვილს და დაამატებ ნელნელა ცოტა ცოტა წყალს და შეზელ შეკრავ ადვილად და მალევე არ უნდა გაერთიანდეს მასე თუ იზამს ესეიგი წყალი გაქვს ბევრი დ აო ოოო ცუდია

ხოდა მოკლედ რომ შეკრავ ამ ცომს და მერე უკვე გადადიხარ აქტიურ მოზელვაზე ეს 1 კილო ცომი ხო დიდია მე მტკივა ხელები მაჯები ხელისგულები და ქალს რა მოუვა :დ ხოდა ეს ერთი კილო ცომი რომ გაყო სამ ან ჯანდაბას ოთხ ნაწილად და მოზილო კარგად ყველა დაასვენო ცოტა ხანი სამზარეულოს ცელოფანში მერე გადაზილო კიდე დააასვენო გადაზილო და დაასვენო მერე გაააბრტყელო უკვე მოსაჭრელად თუ არ შეგეზარება ასე დაფანტულად მოზელა მოჭრა მაშინ ბოლო გადაზელვის წინა გადაზელვა რომ მოუწევს რომ შეაერთო ეს დაყოფილი ცომები დაასვენო და მერე გააბრტყელო მოჭრა უკვე ზომებზე

უბრალოდ მე მეზარება დანაწევრება და პირდაპირ ვებრდღვნები 1 ან 2 კილოს და ერთიანად ვზელ და შრომატევადია უფრო

ნუ ადრე უფრო მიჭირდა წელიწადში ერთხელ ვაკეთებდი ან არც და ახლა უფრო ხშირად მომიწია და მიჩვევაზეცაა მერე რა

მარა მე მაინც ცომსაზელის მომხრე ვარ და პრესის როცა რაოდენობაში ბევრია ეს იმ დროს და თუ ასე არ იქნება ერთმა ადამიანმა არ უნდა აკეთოს ყველაფერი ანუ მოზელაც მოჭრაც გაბრტტყელებაც და მოხვევაც

მთებჩი რომ აკეთებ ხინკალს შესეულია ქალები კაცები ხელიც შეჩვეული აქვთ და არაფერია მაგათთვის მარა ოჯახებში ძირითადად ერთს ან ორს უწევს შრომა და რთულია რა

თორე კაი ხინკალი კაია

Posted by: ninicool 15 Jan 2020, 02:12
Levan_Lion
QUOTE
ninicool ცომი მოაზელინე ამას-------> levani169

ჩვენ მურთაზები ვართ და ქალი ვიცით კუხნაში )))

ისე კი, მოზელის პრობლემა არ მაქვს, ცომსაზელი ზელს 400-400 გრამ ფქვილს, ფირფიტების გაბრტყელებაა საშინელება ნამეტანი. მაგ დროს მტკივდება მაჯები და ხელისგულები.

Posted by: {nevermind} 15 Jan 2020, 15:38
დამბალი ხაჭო სად იყიდება
დამიწერეთ მისამართები რა
chups.gif

Posted by: fermina 15 Jan 2020, 15:49
{nevermind}

https://www.facebook.com/pg/დამბალხაჭოს-ფანკლუბი-834609859904498/posts/

ან ყველის სახლი, ფალიაშვილის 7 (შეიძლება ყოველთვის არ ჰქონდეთ, წინასწარ დარეკვა და კითხვაა საჭირო).
557 49 09 64

smile.gif

Posted by: la reine 15 Jan 2020, 17:14
რასაც ქვია ვეწამე ხინკალზეbiggrin.gif

მაგრამ ღირდა ნამდვილად. გემო, წვნიანობა სუპერbiggrin.gif

ავე მეbiggrin.gif

ცოტა ნაოჭს ყურადღებას არ ვაქცევთ:/

პ.ს. ცომმა შემიკლა. დედა, ეს რა იყო.

user posted image

user posted image

user posted image


პირველი ცდისთვის მგონი ცუდი არ არისbis.gif

Posted by: levani169 15 Jan 2020, 21:29
QUOTE
ninicool

შენი მული აცხობს.........შედეგზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ,თუმცა ფოტოს მაინც დავდებ რომ გამოცხვება!
user posted image
biggrin.gif biggrin.gif
ესეც შედეგი.
user posted imageuser posted imageuser posted image
კარგი რამე ჩანს .......... მარა მაინც,"ჩემი ყავა ქვევრში ასხია"

Posted by: ninicool 15 Jan 2020, 23:14
levani169
QUOTE
შენი მული აცხობს.........შედეგზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ,თუმცა ფოტოს მაინც დავდებ რომ გამოცხვება!

პარასკევი რომ არ არის, არაუშავს? ))))

Posted by: tavadze 16 Jan 2020, 01:25
elchi
QUOTE
ბოლოს 2017-ში ვიყავი ჩამოსული, მინდოდა აქაური ფორუმელები პირადად გამეცნო, მაგრამ ვინ გაცადა.

მაშინ მეც გელოდებოდი. baby.gif baby.gif
QUOTE
რაც შეეხება მაგ სასაცივეებს, ეგეთებზე, მიუხედავად ჩემი ლიცენზიისა, არა ვნადირობ.
ძალიან ძარღვიანი ხორცი აქვთ,

როგორც ნანადირევთა უმეტესობას...
ბავშვობაში როგორ მიყვარდა მთვარიან ღამეში მაგათი გადაფრენის ცქერა, ხმამაღალი ყივილით რომ მიფრინავდნენ! რა მწყობრი სისტემა აქვთ, რა მკაცრი იერარქია - კარგად გავარჯიშებული ორკესტრივით.
QUOTE
იმ მესამე სურათზე ჩემი ეზო არ არის, გზის იქით რომ გადავიდნენ მერე გადავიღე, ამიტომ არ ვიცი რა ჰქვია იმ წითელ ხეს.

მოგიწერია პასუხი, მე კი მხოლოდ ახლა ვნახე! rolleyes.gif rolleyes.gif
ხალხნო და ჯამაათნო, კატლეტის (ნუ, ხორხესნაირი ასოკირკიტებისთვის - კოტლეტი) ფარშის შეზავებისთვის რამე ჯადო-რეცეპტი ხომ არა გაქვთ, არაორდინალურ-პიკანტური გემო რომ მისცეს? მაგალითად, აღმოსავლური სანელებელი ან რამე ამგვარი. დღეს გავაკეთე და კარგია (ოღონდ კიდევ როდის მეღირსება გაკეთება, ეგ არ ვიცი ), მაგრამ იქნებ იცით რამე ახალიც? მაგალითად, გურულიქალი ძმარს უშვება - გემოს ამძაფრებსო და ასეცაა, მე კი სახლში, სოფა-ს (ახ, რა ბუმბერაზ ნიკებს ვწერ მე ბეჩავი კულინარი sad.gif ) რეცეპტით დამზადებული ლიმონის ძმარი თუ ლიმონმჟავა (არ ვიცი, ზუსტად რომელია, მაგრამ კარგი კია biggrin.gif ) ვუყავი და მართლა კარგი გემო მისცა. ასევე დავუმატე კოწახური, მეგრული ხორცეულის აჯიკა (ამასაც მე ვამზადებ სახლში - ამჯერად ცოტა დამზადების ტექნოლოგია დავარღვიე და ადრინდელივით ბომბა ვერაა - ოდნავ მსხვილადაა დაფქვილი, მაგრამ მაინც მაგარი გემო მისცა), "პაპრიკა", ნიორი (ეს ჩემი სახლისა მაქვს და ვაფანატებ ამაზე - სხვანაირ გემოს აძლევს საჭმელს, უფრო ამძაფრებს), წითელი წიწაკა, ინდური კარი და ხორცის ინდური სანელებელი. ვიცი, რომ ასაფუებლად "ნაბეღლავს" ან რომელიმე მინერალურ წყალს ამატებენ, მაგრამ არ მქონდა; ასევე ვიცოდი, რომ დაქუცმაცებულ სტაფილოსაც უშვებიან, მაგრამ არ ვუყავი - სტაფილო არც იმდენად მიყვარს, ხორცის გემო მაგით გავაფუჭო (თუმცა კორეული სალათა მაგრად მიყვარს და საფირმო სალათად მექცა biggrin.gif ). ვინმე რამეს დამატებას ხომ არ მირჩევდით კიდევ?
პ.ს. ხახვი არ ვუქენი და არც ვნანობ...

Posted by: Moor 16 Jan 2020, 01:34
წვნიანები დაყარეთ, გეყოფათ ამდენი დროჟი rolleyes.gif

Posted by: elchi 16 Jan 2020, 01:45
tavadze

ძალიან ადვილ რამეს გეტყვი ძამა.
ერთი დიდი, კარგად მოხარშული კარტოფილი გაურიე ფარშს და გაცხელებულ ღორის ქონში დაძირე კოტლეტი და ისე შეწვი.
ვნახოთ აბა რა გამოვა?! old.gif

Posted by: tavadze 16 Jan 2020, 02:02
elchi
QUOTE
გაცხელებულ ღორის ქონში დაძირე კოტლეტი და ისე შეწვი.
ვნახოთ აბა რა გამოვა?!

რა გამოვა და ცხიმში შეტივტივებული ხორცის მასა. wink.gif wink.gif
პასუხისთვის კი მადლობა.

Posted by: <<Innamorata>> 16 Jan 2020, 02:04
მინი კრუასანებიsmile.gif))

user posted image

უხარისხო ფოტოსთვის სორი,ვერ მოვასწარი გადაღებაsmile.gif)

Posted by: Master_Nick 16 Jan 2020, 02:06
levani169
მაგარი რამე ჩანს up.gif სად იყავი კაცო შენ, ამისთანა კულინარი კაცი რომ არ ჩანდი თემაში? ნახევრადტკბილი ქინძმარაულის ყავა მოუხდება მაგ დესერტს
wink.gif
* * *
<<Innamorata>>
ამ შუაღამეს რა დროს კრუასანებია ინა? რაღაც ზომები მეპატარავება lol.gif

Posted by: <<Innamorata>> 16 Jan 2020, 02:10
Master_Nick
მინი ტყუილად კი არ დავწერე: ))))
რეჟიმი აგვერია ნიკwink.gif

Posted by: {nevermind} 16 Jan 2020, 13:29
QUOTE (fermina @ 15 Jan 2020, 15:49 )
{nevermind}

https://www.facebook.com/pg/დამბალხაჭოს-ფანკლუბი-834609859904498/posts/

ან ყველის სახლი, ფალიაშვილის 7 (შეიძლება ყოველთვის არ ჰქონდეთ, წინასწარ დარეკვა და კითხვაა საჭირო).
557 49 09 64

smile.gif

მადლობა.

–-----------------------------------

Posted by: ninicool 16 Jan 2020, 15:26
Master_Nick
QUOTE
მაგარი რამე ჩანს  სად იყავი კაცო შენ, ამისთანა კულინარი კაცი რომ არ ჩანდი თემაში? ნახევრადტკბილი ქინძმარაულის ყავა მოუხდება მაგ დესერტს

კულინარი არა ისა კიდე ))))

მაგისი კულინარია ჭამით და მწვადის შეწვით შემოიფარგლება.

Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 15:45
სულ რო 3.14დარასტი მეძახონ, სიამოვნებით ვიქნებოდი "სუდია" ამ თემის კულინარიულ ჩემპიონატზე biggrin.gif

Posted by: elchi 16 Jan 2020, 16:24
Frankens†ein

წითელი ბარათი არ მაჩვენო ფრენკი, ყვითელს როგორმე ავიტან.
ტორტებს და ეგეთ რამეებს არ ვაკეთებ, სალათები, წვნიანები, თევზეული, ხორცეული, აი მაგათთან არ მიმიშვათ, უშანსოდ დავტოვებ კონკურსანტებს.lol.gif lol.gif

Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 16:29
elchi
QUOTE
წითელი ბარათი არ მაჩვენო ფრენკი, ყვითელს როგორმე ავიტან.

ამ თემაშა არავინ მეგულება გასაძევებელი smile.gif
აი გამეორება ხშირად მომიწევს, საუკეთესოს ამოსარჩევად smile.gif

არადა მომშივდა sad.gif დილას შვრიის ფაფა მაქვს ნაჭამი და შუადღეს წიწიბურა facepalm.gif
და ვზივარ და ლარეინეს ხინკალზე ვყლაპავ ნერწყვებს biggrin.gif

Posted by: elchi 16 Jan 2020, 16:37
მერე გადმოირბინე ბიჯო ჩემთან, საცივს მოგართმევ, თანაც კახურად გაკეთებულს ამერიკული ინდაურით, სვანური წესით კუბდარს გამოგიცხობ, ფარში და ცომი მზად მაქვს, მერე ხინკალს მოვაყრი, სავსე მაქვს საყინულე, დალევით კიდევ, შენ თვითონ აირჩიე ნებისმიერი სასმელი. lol.gif

Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 17:00
elchi
up.gif

მაგრამ სადიზმს აქვს ადგილი biggrin.gif
QUOTE
მომშივდა sad.gif დილას შვრიის ფაფა მაქვს ნაჭამი და შუადღეს წიწიბურა
და ვზივარ და ლარეინეს ხინკალზე ვყლაპავ ნერწყვებს


Posted by: Keti-Ket 16 Jan 2020, 17:31
გვერდითა მსაჯი ან ვარ მაინც ვიქნები რა smile.gif)

ვიმსახურებ ეს გურმანი ადამიანი

Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 19:17
Keti-Ket
QUOTE
ვარ

ვარ-ი დამჭირდება, კი : )

Posted by: levani169 16 Jan 2020, 19:32
QUOTE


მაგისი კულინარია ჭამით და მწვადის შეწვით შემოიფარგლება.

ეგრეა......... yes.gif yes.gif yes.gif (არც მრცხვენია თან) მაგიერში ნახელავის შეფასება არ მეშლება..........სომელიეებიც ხომ ასე არიან?!

Posted by: <<Innamorata>> 16 Jan 2020, 21:47
user posted image

user posted image

user posted image


ფოტოებს ვახარისხებდი და აღმოვჩინე ძველი რაღაცეები: ))

user posted image

user posted image

Posted by: Frankens†ein 16 Jan 2020, 21:50
QUOTE (<<Innamorata>> @ 16 Jan 2020, 21:47 )


user posted image


chups.gif

Posted by: Master_Nick 16 Jan 2020, 21:51
ჩემი ფავორიტი გებჟალია, უნიკალური მეგრული აპეტაიზერი
user posted image
user posted image

Posted by: <<Innamorata>> 17 Jan 2020, 00:04
Frankens†ein
ეს პირველად დავამარინადე,შემდეგი უფრო თხელი და ლამაზი ნაჭრები იყო და არისsmile.gif))))

Master_Nick
ეს ძველია ხო,?როგორ მომინდა:/ სად ვნახო ღამის 12 საათზე ახლა გებჟალია.

Posted by: thug 17 Jan 2020, 03:20
<<Innamorata>>

მაგარ რაღაცებს ჩითავ smile.gif

შებოლილი სალმონი ქრიმ ჩიზიან პურთან ერთად ცადე გემრიელია up.gif


Posted by: Frankens†ein 17 Jan 2020, 10:23
QUOTE (<<Innamorata>> @ 17 Jan 2020, 00:04 )
Frankens†ein
ეს პირველად დავამარინადე,შემდეგი უფრო თხელი და ლამაზი ნაჭრები იყო და არისsmile.gif))))

chups.gif

Posted by: <<Innamorata>> 17 Jan 2020, 12:12
thug
მიცდია კი არა ძაან მიყვარს: ))))

მადლობა:*

Frankens†ein
: )

Posted by: BeerLover 18 Jan 2020, 00:47
Master_Nick

გებჟალია ჩემს ტოპ კერძებში შედის biggrin.gif

საოცარი რამეა, კაი ხანია არ მიჭამია

თბილისში სადმე აკეთებენ ძალიან მაგარს?

Posted by: Master_Nick 18 Jan 2020, 10:18
QUOTE (BeerLover @ 18 Jan 2020, 00:47 )
Master_Nick

თბილისში სადმე აკეთებენ ძალიან მაგარს?

ვინოტელში აკეთებენ ძალიან მაგარს. ღირს გასინჯვად.

Posted by: la reine 22 Jan 2020, 21:49
ძანაც ბევრი საყვარლობა გავაკეთე მაგრამ არაფერსაც არ დავდებ.


ჰოდა პკთ

Posted by: Master_Nick 22 Jan 2020, 22:35
la reine
რას გვაინტრიგებ ერთი aba.gif ამ ძილის წინ ხორცეულს ვუტრიალებ სამზარეულოში, რას ვაკეთებ ნეტა იცოდე facepalm.gif

Posted by: la reine 22 Jan 2020, 22:41
Master_Nick

gigi.gif


რაღა დროს ხორცეულია. ძილის დროაbiggrin.gif

რას აკეთებ?

Posted by: Moor 22 Jan 2020, 22:53
QUOTE (Master_Nick @ 16 Jan 2020, 22:51 )
ჩემი ფავორიტი გებჟალია, უნიკალური მეგრული აპეტაიზერი
user posted image
user posted image

აუ ეს უნდა დავამუღამო


გადაწყდა

Posted by: Master_Nick 22 Jan 2020, 23:21
la reine
უზბეკურ ფლავს biggrin.gif ქათმის ხორცით.


Moor
up.gif არ ინანებ, მაგარი აპეტაიზერია.

Posted by: max-14 26 Jan 2020, 19:14
აუ გებჟალია მართლა მაგარი რამეა.....

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 10:27
წითელი ქორჭილა როგორ მოვამზადო,რამე კარგი და განსხვავებულო რეცეპტი მირჩიეთ : ))

Posted by: elchi 29 Jan 2020, 11:12
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 29 Jan 2020, 10:27 )
წითელი ქორჭილა როგორ მოვამზადო,რამე კარგი და განსხვავებულო რეცეპტი მირჩიეთ : ))

პირველად გავიგე ეგ დასახელება, ვერა ვგებულობ, მაგ თევზის სურათი მაჩვენე, თორემ მანდ ისეთ სახელებს არქმევენ, გადარევა შეიძლება.
ახლავე იცოდე, განა შეწვა, ღუმელში უნდა "გამოაცხო", ეგ თუ მართლა ქორჭილაა, ეგენი ფხებით არიან სავსე.
მიმანიშნე რა თევზია და უმაგრეს რეცეპტს მოგცემ, საერთოდ გაუქრება ის წვრილი ფხები.
"იგეთ რამეი გაგაკეთებინებ, დააშტერებ" სტუმრებსა. lol.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 11:21
elchi
რედ ფიში რაც არის იგივეა.. რომ დავსერჩე ქართულად ეგ დასახელება მაჩვენა..

კი კი ვიცი,რომ ღუმელი უნდა..გამიკეთებია როზმარინით ,ნივრით და ლაიმით..



აი ეს არის
https://m.alibaba.com/product/62004692677/Quality-White-Snapper-Fish-Red-Snapper.html

Posted by: Levan_Lion 29 Jan 2020, 11:27
QUOTE (elchi @ 29 Jan 2020, 11:12 )
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 29 Jan 2020, 10:27 )
წითელი ქორჭილა როგორ მოვამზადო,რამე კარგი და განსხვავებულო რეცეპტი მირჩიეთ : ))

პირველად გავიგე ეგ დასახელება, ვერა ვგებულობ, მაგ თევზის სურათი მაჩვენე, თორემ მანდ ისეთ სახელებს არქმევენ, გადარევა შეიძლება.

elchi
ჯორჯ მაგ ამბავი არ გეკადრებოდა ახლა შენ ამხელა სტაჟიანი მეთევზე მონადირე კაცი ხარ და ქორჭილა არ იცი რომელია ან წითელი ქორჭილა? ღრუსების ენაზე ოკუნი და ინგლისურად პერჩ მეტი ინფოსთვის აჰა შენა ბონუსად :დ https://www.google.com/search?q=red+perch&sxsrf=ACYBGNTOvWUyVHkp1YAKwV740En2FNCKaQ:1580282457760&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwiglKj0oqjnAhUc4OAKHa3tAQ0Q_AUoAXoECA0QAw&biw=1600&bih=789

ოკეანის წითელი ქორჭილაა რა

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 11:35
ესაა ჩემიsmile.gif

user posted image

Posted by: Levan_Lion 29 Jan 2020, 11:39
<<ეგოისტკა>>
ეგ არაა ქორჭილა ეგაა რედ სნაპერი

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 11:40
Levan_Lion
ხოდა ესეიგი მე ამერია: )))))



ადრე მქონდა ზუსტად ასეთი და ქორჭილააოsmile.gif) მომიტევეთ.

Posted by: Levan_Lion 29 Jan 2020, 11:42
<<ეგოისტკა>>
ხო შეცდომით გცოდნია ქორჭილები სხვა მასტებია საერთოდ

და იმათმაც შეცდომით გითხრეს ქორჭილააო

არაფერია მოსატევებელი ანიტა :დ smile.gif :*

Posted by: elchi 29 Jan 2020, 11:43
ახლა დამაცადეთ ცოტა ხანი.
ქორჭილების სახეობები რამდენია იცით?

იმიტომ ვკითხე ინნას სურათი ეჩვენებინა.
გიგანტი "გოლიათ გრუპერიც" ქორჭილაა.
აბა რა გავიგო მე, რა თევზზე მეკითხებით, ტვინი ამირიეთ. lol.gif
იმიტომ ვთქვი სურათი მაჩვენეთქო.
ბჯოოოს. lol.gif lol.gif

Posted by: Levan_Lion 29 Jan 2020, 11:45
elchi
მე კი ვიცი ბევრი სახეობა რომაა ქორჭილების მარა ანიტამ რაც დადო სულაც არაა ქორჭილის სახეობა რამდენადაც მე ვიცი ვიზუალურადაც სხვა მასტია საერთოდ :დ :დ :დ

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 11:47
ისე განსხვავებას მე ვერ ვატყობ))

ესაა ქორჭილაა ხომ? და სუსტად ასეთია ჩემიც..


user posted image

კარგად ამიხსენით ეხლა რას ვჭამsmile.gif)))



Posted by: Levan_Lion 29 Jan 2020, 11:48
<<ეგოისტკა>>
არაა ეგ ქორჭილა შენ ჭამ წითელ სნაპერს

ქორჭილის სურათები დავდე წინა გვერდზე ელჩს რომ დავუპოსტე და ნახე გუგლი ლინკი

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 11:48
elchiხელთათმანით ჩემი თევზის ფოტოაsmile.gif)))))
* * *
Levan_Lion
მადლობა ლევან აწი მეცოდინებაsmile.gif))) :**

მაგრამ ფიშ მარკეტში ამაზე წერია ქორჭილაsmile.gif))
აი ნახე..

user posted image

Posted by: elchi 29 Jan 2020, 12:15
ლევან და ინნა, ქაშაყის სახეობაა ეგ თევზი.

/ინნა, შემოდი თევზეულის თემაში და უბომბეს რეცეპტს დაგიწერ./

ისე თევზეულის თემაში დაგვეწერა ამდენი, უკეთესი იქნებოდა.
მე ამ პოსტების იქ გადამტანი არა ვარ, ცოტაც და დამეძინება.

ფორუმელი გვყავს, ყველა იცნობს, FB-ზე თავისი ბიზნესის ერთერთი სექციის ლოგო და გასაყიდის ჩამონათვალი დადო, თევზეულზე იყო.
ვნახე თუ არა, მაშინვე დავუკავშირდი./დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს./

რეები გიწერია მანდ, ეგეთი თევზები არ არსებობენ, მაიტა დამანახვე რა გაქვს და ქართულ დასახელებებს მოგწერთქო.

-აზრი არა აქვსო, მეც ვიცი, მაგრამ რომ დავაწერო ქართულად, ვერ გაიგებენ რა არის, არ გაიყიდება და ამიყროლდებაო. lol.gif lol.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 13:13
elchi
რომ გაიღვიძებ მერე გადაიტანე და დამიწერე კიდეც..:*

ხოდა ანუ რა გადაწყდა ამ თევზს რა ჰქვია?))) ქაშაყად აქ ვერ ვიყიდი ამას.
* * *
ახლა ასე გავაკეთებ, თორემ დამრჩნენ ბავშვები მშივრებიwink.gif)))

შემდეგს შენი რეცეპტით:*


user posted image

Posted by: Frankens†ein 29 Jan 2020, 14:17
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 29 Jan 2020, 13:13 )

ახლა ასე გავაკეთებ


user posted image

მშურს ბავშვების biggrin.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 29 Jan 2020, 21:20
Frankens†ein
jump.gif chups.gif


user posted image

user posted image

შვრიის ორცხობილები და ფორთოხლის მაფინები.

user posted image

user posted image



Posted by: Aquarius_A888 31 Jan 2020, 15:00
biggrin.gif



Posted by: Master_Nick 31 Jan 2020, 22:03
<<ეგოისტკა>>
დაგვპატიჟე ერთხელ მაფინებზე, რომ ამზეურებ ან ნაირ ნაირ ორცხობილებს. შვრიის ორცხობილა ძალიან მიყვარსsmile.gif

Posted by: sophka 4 Feb 2020, 21:32
ჰაი ჰაი,

როგორ ხართ?

user posted image

თოვლივით დაფიფქული შოკოლადის მაფინები bis.gif

Posted by: max-14 4 Feb 2020, 21:34
კარგი,ნორმალური ერბოს ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: <<ეგოისტკა>> 4 Feb 2020, 21:53
Aquarius_A888
: ))))))) ძაან საყვარელია ეგ ბიჭი..



Master_Nick
საჯაროდ გეპატიჟები ნიკ: ))))))

დღესაც გვქონდა ლამაზი ორცხოვილები.. თუ გადაიღეს ონავრებმა განახებთsmile.gif)))

Posted by: elchi 7 Feb 2020, 02:03
სტუდენტი ბიჭი გვყავს, ქართველი ახალგაზრდაა, ძალიან კარგად აღზრდილი, ვექცევით როგორც შვილს.
საშობაოდ წამოსული იყო საქართველოში, უკან ჩამოვიდა მშობლებთან ერთად.
ჩვენი დახატული სამარგალოდან ჰყავს დედა.
სულგუნი წამოუღია ჩვენთვის.
გუშინ იყვნენ ჩვენთან.
ღერღილი მქონდა, ნაცნობი ფერმერისგან ე.წ. სოფლის დედალი ვიყიდე, ყველანაირი სუნელები მაქვს.
მეთქი მეგრელები გაკვირვებული უნდა დავტოვო.
ავიღე და ღომი და ხარჩო მოვამზადე ჩემებურად.
მიირთვეს და ხმას არ იღებენ.
-არ მოგეწონათ?
რა უნდა ვთქვათ, ასეთი გემრიელი ღომი და ხარჩო სამეგრელოში არ გვიჭამია, ტაში უნდა დაგიკრათო. lol.gif

პ.ს. "სადისტი" ვარ. lol.gif

user posted image

Posted by: BeerLover 7 Feb 2020, 02:09
elchi

აუფ

აითვისებდა კაცი სიამოვნებით biggrin.gif

მომნატრებია თურმე, სტამბაში უნდა შევიარო ხვალ ხარჩოზე და ელარჯზე biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 7 Feb 2020, 12:33
elchi
მართლა სადიზმია ამ სურათების დადება : ))

რა ვქნათ იმათმა ვისაც გვიწევს დავჯერდეთ რესტორნის ღომებსა და ხარჩოებს ))

Posted by: Levan_Lion 7 Feb 2020, 13:10
Keti-Ket
კულინარიის სამზარეულოს ანი ბანი თუ გესმი(თ)ს რა ქნათ და იშოვეთ კარგი ქათამი არაფერმის არა ჰიბრიდი არა წამლებიანი ასევე იშოვეთ ვანის ან აბაშის სიმინდის ფქვილი +ღერღილი ნამდვილი სუნელები და ნიგოზი იმერულ შავ ხარჩოს თუ გააკეთებთ კვაწარახიც დაგჭირდებათ და მოამზადეთ ელემენტარულებია

იმდენად ვერ ვიტან ღომს ელარჯს და ხარჩოს რო რავი აღარც ვჭამ რა ხანია მარა ვაკეთებ გემრიელს კარგს

1 თვე იმერული ხარჩო+ღომი მაკეთებინეს ოჯახის წევრებმა ისე უყვართ და მოსწონთ ხოდა ამომივიდა ყელში დამანებეთ თქავითქო რამ გადაგრიათ ყოველდღე ღომი და ხარჩო გაგონილათქო?


lol.gif biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 7 Feb 2020, 14:40
Levan_Lion
QUOTE
იშოვეთ კარგი ქათამი არაფერმის არა ჰიბრიდი არა წამლებიანი ასევე იშოვეთ ვანის ან აბაშის სიმინდის ფქვილი

ჰმმ... აი, ყველაზე რთული ამოცანაა. ბაზარში თუ აწერია აბაშისო თვითონ თუ იციან საერთოდ საიდან მოაქვთ. რამდენჯერ შევსწრებივარ, ვიღაც ტიპები მივლენ გამყიდველთან შესთავაზებენ თავიანთ პროდუქციას, ესენიც ფასს ჰკითხავენ და კარგი დატოვეო. მერე დააწერენ - აბაშის ფქვილი, ხეთის მანდარინი, რაჭის ნიგოზი და ა.შ.

ნამდვილი ხაჭო და რძე ვერ მიშოვია და უწამლო ქათამი ლამის შეუსრულებელი მისიაა ))

ღომის მობეზრება მესმის, იდეაში ღომს ძალიან ბევრი ყველისა და ამ დამატებების გარეშე ვერც ვჭამ, მაგრამ ხარჩოს მობეზრება ვერ მესმის ))

Posted by: Levan_Lion 7 Feb 2020, 14:58
Keti-Ket
მე ვანის რაიონში მაქვს სოფელი და მაგის პრობლემა არაა

საუკეთესო რომ არის მაგიტომ გირჩიე ვანის და აბაშის

თან აუცილებლად წყლის წისკვილზე დაფქული უნდა იყოს ელექტრო წისქვილზე ფქვილი იწვება და კარგავს ყველაფერს და სხვა გემოზეა მერე

ხაჭო არ ვიცი და რძესაც სოფლებში ნახავ წყალგაურეველს და ცხიმ მოუხდელს

რძეს არ ხდიან ჩვენსკენ კარაქის კეთება არ აქვთ ჩვევაში ხოდა გამოდის სუფთა რძე შესაბამისად პროდუქტები და ტუტუცები მანდაცაა აი წყალს ურევენ და ეგაა რა უნდა გაარჩიო და ნახო კარგად

მომზადება მომბერდა თორე ჭამა არც არასოდეს მიყვარდა ღომის ელარჯის და ხარჩოსი ისეთ პონტში ვჭამდი რა და ახლა აღარ გემოვნების ამბავია არასოდეს მომბეზრებია ყველი ჭადი პომიდორი მარა ხოა ხალხი არ მოსწონთ არც ჩამენ ბეზრდებათ ეგრეა ზოგი რაზეა ასე ზოგი რაზეა ისე

Posted by: keen 7 Feb 2020, 19:47
Levan_Lion
QUOTE
იშოვეთ ვანის ან აბაშის სიმინდის ფქვილი

QUOTE
თან აუცილებლად წყლის წისკვილზე დაფქული უნდა იყოს

იშოვე, ადვილი სათქმელია... მჭადი მენატრება, რა უბედურებაა? user.gif

QUOTE
მე ვანის რაიონში მაქვს სოფელი

ვისაც სოფელი საერთოდ არ გვაქვს, რა უნდა ვქნათ? sad.gif

Posted by: Levan_Lion 7 Feb 2020, 19:56
keen
ადვილია თუ მარტივია მონდომება თუა შეუძლებელი არაფერია

უნდა ჩაბრძანდეთ სოფლებში დაიაროთ გლეხობა და ახლა ყველა ყიდის ყველაფერს ოღონდ ფული დაანახე და

ხოდა რას ვამბობდი :დ :დ გატენი მანქანას ნატურალური პროდუქტებით და ჩამოხვალ დედაქალაქში

ამისთვის არაა აუცილებელი სოფელი გქონდეს

ნუ ახლა ნახევარ კილო კარტიფილისტებისთვის დ ა1 კილო ფქვილისტებისთვის არაა ეს გამართლებული მარა რეგულარული მომხმარებელი თუა უღირს იყიდოს ბევრი და ხარისხიანი

აი გურჯაანში საუკეთესო ხორცია ასევე გაჩიანში ხლა 1 კილოს ხორცისთვის მანდ არავინ წავა არცაა გამართლებული და ლამის ნახევარ საქონელს არ იყიდის უმრავლესობა


Posted by: keen 7 Feb 2020, 20:02
Levan_Lion
QUOTE
უნდა ჩაბრძანდეთ სოფლებში დაიაროთ გლეხობა და ახლა ყველა ყიდის ყველაფერს ოღონდ ფული დაანახე და

კი, ნამდვილად, ყველა ყველაფერს ყიდის, მაგრამ - როგორს? საკითხავი აი ეგაა rolleyes.gif

QUOTE
ხოდა რას ვამბობდი :დ :დ გატენი მანქანას ნატურალური პროდუქტებით და ჩამოხვალ დედაქალაქში

რადგან სოფელშია, უეჭველი ნატურალურია? სად შენი საკუთარი ან ახლობლების მოყვანილი/გაზრდილი და სად - უცხოების? ეგრე ბრმად ნამდვილად ვერავის ვენდობი, თორემ სოფლებში ჩასვლა კიდევ არაა პრობლემა smile.gif

Posted by: sophka 7 Feb 2020, 20:04
keen
სოფლიდან.ჯი, ელკანა, ნალია კლუბი და ბევრი სხვა.
შემიკვეთავს, მიყიდია და მომწონებია.
ბიო პროდუქტების ონლაინ მაღაზია კიდევ.
ფასი კი შედარებით ძვირია ბაზრისაზე, მაგრამ ნდობა მეტი მაქვს.
არ ვიცი, შეიძლება ვცდები კიდეც.


Levan_Lion
წყლის წისქვილი, სადღაა... სოფელში ჩემთან წისქვილი აღარაა.
1 წყალდიდობამ მოშალა და მეორე უყურადღებობით კიდევ.

კაი რა, გლეხობაც კარგად იტყუება.
ეგეთი წერტია, მშვენიერი ხორც-პროდუქტი, რძის ნაწარმი და ნახევარფაბრიკატები აქვთ.


Posted by: keen 7 Feb 2020, 20:16
sophka
რაც დავტესტე, არაფერი მომეწონა და ხელი ჩავიქნიე... ვითომ, ვცადო კიდევ ერთხელ?

QUOTE
კაი რა, გლეხობაც კარგად იტყუება.

+++

QUOTE
ეგეთი წერტია, მშვენიერი ხორც-პროდუქტი, რძის ნაწარმი და ნახევარფაბრიკატები აქვთ.

რაღაცების შეძენა მსურდა, მაგრამ ზოგიერთი გამოხმაურება რომ წავიკითხე, გადავიფიქრე user.gif

Posted by: Levan_Lion 7 Feb 2020, 20:27
keen
sophka
ანგელოზებად არ გამომიყვანია მე გლეხობა ეგენიც ტუტუცობენთქო დავწერე ზემოთ ცუდი კაი ყველგანაა

მარა რას ტუტუცობენ ხო გააჩნია არა? სად წონაში რომ მოგატყუებს ან რამე ისეთს და სად ცხიმ მოხდილს ან ნიტრატებით გაჟღენთილს და ასე შემდეგ

და ახლა ევროპა და ევრო სტანდარტები და დონე რასაც ქვია ეგრე არც იმ ახლობელ ბებია ბაბუა ბიძა ბიცოლა მამიდებ დეიდებს აქვთ ყიდიან იმ პროდუქციას თუ არა ანუ საოჯახოდ უნდა მაინც

ხოდა ეგ ასი წელი არ მოხდება ჩვენს სოფლებში ისედაც იცლება სოფლები

აი უცხოეთის ფერმერობა ზღვის დონიდან ლამის 5000 მეტრზე აქვთ სტანდარტები და ყველანაირი პირობები აბა ახლა მაგათ ვედრებუით ჩვენ?

მაგრამ სიტყვაზე ცუდში და ნაკლებად ცუდში ნაკლებად ცუდს აირჩევს კაცი თუ სხვა გზა არაა და თუ არადა კარგს აირჩევს

ბიცოლაჩემი ბებიაჩემი სანამ ცოცხლები იყვნენ დონე იმერულ ყველს და აკეთებდნენ გასაყიდადაც და საოჯახოდაც მამიდაჩემი ბიძაჩემი დღემდე საუკეთესო ყველს აკეთებს გასაყიდადაც და საოჯახოდაც

მარა არის ხალხი სულერთია რისთვის უნდა ტუტუცობს და ეს სიტუტუცეა ყველის ამბავში სიტყვაზე წყალი გაურიოს ცოტა სუფთად არ გააკეთოს და წონაში მოგატყუოს სხვა მხრივ ჩვენს რაიონში მაგალითად ცხიმს არ ხდიან რძეს არ სჭირდებათ არაფერში და იმიტომ

სოფ შენსკენ არ ვიცი წისქვილების ამბავი მარა ჩვენს სოფელში და გევრდზე სოფლებში დღემდე ფუნქციონირებს კაი კოხტა წისქვილები წყალზე არაა მაგის პრობლემა ვანში მდინარე ოხრადაა და წისქვილი არანაირი პრობლემა არაა

ხოდა რავიცი ახლა ქალაქში მაღაზიაში ნაყიდი ყველი ხო ვიცით რა არის რა სად რა დამზადდა რა მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ და მაგ ნამაიმუნარს კი მაინც სოფლის ნამაიმუნარი მარა ნატურალური სჯობს მასე თუ წავიყვანთ საქმეს

მოკლედ საშუალება თუ არის შესაძლებელია ნატურალურად კვება ან შედარებით ნატურალურად ამას წყალი არ გაუვა რა

ხო გემოვნების ამბავია კიდე ბევრი რამე მე პეპსინიანი არაბუნებრივ კვეთზე დამზადებული ყველი არ მომწონს ზოგი პირიქითაა

ასევე ოდნავ თუ იგრძნობა კვეთის გემო შანსი არაა ვჭამო ზოგია ჭამს არ აქვს პრობლემა და ეს გემოვნების ამბებია

ვიღაცას ამ გემოთი წერტი მოეწონება ვიღაცას არა და ეგრე რა

Posted by: sophka 7 Feb 2020, 21:47
keen
ნალიაც სცადე?

წერტი? რატომ? ცუდი პროდუქტი ნამდვილად არაქვთ.


Levan_Lion
კი სოფლის სჯობს, მაგრამ სოფელშიც არის პეპსინიანი, მოზდილი ყველი, წყალგარეული რძეც და კორმანაჭამი ქათამი თუ გოჭი.
ჯანსაღი კვება ძვირია, მაგრამ შესაძლებელია ნამდვილად. იპოვი ადგილებს და გლეხსაც კი ბატონო, არ ვდაობთ მაგაზე ასე კატეგორიულად. უბრალოდ, მუდმივად ძიებასა და გადამოწმებაში უნდა იყო.

აი, გამოიყვანა მეზობლის ქალმა ამ ზაფხულს დედლები და წაიღო ბაზარში გასაყიდად, 3 ცალი.
კი იყო სიმინდზე გაზრდილი, მაგრამ სინდიოფალამ დაუჭამა და...
ის ივარგებდა?
მოდი და გაიგე რას ყიდის გლეხი.

მაჭიკით აკეთებს ბიძაშვილი ყველს, რა თქმა უნდა ის გემო სჯობს, მაგრამ თუ პეპსინსაც დპზით მოიხმარ არც ეგაა ცუდი.

მე ჯანსაღი იყოს და სუფთა, მაგაზე მაქვს გართულება და უსასუქო, უშხამ-ქიმიკატო პროდუქტი ვაჭამო ბავშვებს და ჩვენც.

Posted by: Levan_Lion 7 Feb 2020, 22:12
sophka
ხოდა ხომ გეუბნები ეგ გლეხზე და სოფელზე და ქალაქზე კი არაა ეგაა ადამიანობაზე დამოკიდებული თუა ტუტუცი მატყუარა უსინდისო ახლობელი იქნება თუ ნათესავი თუ ვიღაც უცხო უსინდისო უსინდისოა

ჩვენთან ჩადი და ვერცერთ მოსახლეს ვერ უნახავ ცხიმ მოხდილ რძეს აი ვერავის არც აპარატი აქვთ არც არაფერი მაწონი კარაქი დო და ეგეთები არ იციან არ ამზადებენ და იმიტომ მხოლოდ რძე მერე ყველი და შრატიდან ნადუღი და ვსო ეგაა მაგათი რძის ნაწარმი

პეპსინითაც ამზადებენ წყალგარეულსაც ტუტუცები კი ბატონო მარა ყველა ტუტუცი არაა

ეგრე ჩემი წინა მეზობელი ყველში ქვებს დებდა წონა რომ ქონოდა მარა ეგეთი განა ყველაა და ბევრია

მე არ მომწონს პეპსინიანი მითუმეტეს ამომიყვანია დოზებით და აი გემოზე მაინც ვერაა ის რაც მაჭიკით ამოყვანილი ხოდა არ ვჭამ ვერ ვჭამ არ მომწონს არც სუნი არც გემო პეპსინიანი და არც ყრილი მაჭიკიანი მაჭიკით დოზას დაიცავ და ეგაა არის სუპერი

მერე რახან მეზობელმა ზიმინდზე ნაზარდი ქათამი სინდიოფალას დააჭმევინა ხო არ ვიზარალებ ჩემი ტუტუცი უსინდისო თავის დედაც ვატირე მთავარია ფული ავიღოვო ეგ ხო არაა მტელი სოფელი არა? ჩახვალ ბაზარში შეხვალ იყიდი ცოცხალს სულო გულო ქათამი გინდა ბატი იხვი ინდაური დაკალი გაასუფთავე დ აგაიგებ რა იქნება ესაა გამოსავალი მასე თუ მივუდგებით ბაზარში არ წახვალ და იკითხავ ვინ ყიდის ფრინველებსო მაყვალაო მიგასწავლიან ან ანზორიო მიხვალ დ აიმისგან იყიდი ახლა მზარმზარეულიც გინდა ხელის განძრევაც არ გინდა გასუფთავებას ვგულისხმობ მასინ ეგაა სხვა გზა არაა უნდა ჭამო ეგ წამში რომ იწვება იხარშება წამლიანი ქათმები გაყინულები და მამაძაღლობები ან მაღალი ფასი მისცე დ აკომპანიებისგან იყიდო თუა ნამდვილად ნატურალური

და ამდენ ამბებს გახვიდე გამოხვიდე იაფად და სასარგებლოდაა ვიდრე ისე

ასეთი ცხოვრება დააყენეს ამ ხალხმა და სხვა გზა არაა ან არანატურალური ადვილად ან წვალებით და ნატურალური ასეა ეს არჩევანი მათია რასაც უნდა იმას იზამენ

აი ბორჯომის ვაგზალზე ბაქნის გვერდითაა ახლა და ასევე ეგერ აგერ ჩამოდის სოფლებიდან ხალხი და ყიდიან იაფადაც შედარებით და ნატურალურს მარა არ უნდათ ეს დახრანჯული ნატურალური პომიდორი რომელსაც გემო აქვს და სუნი არც ვაშლი უნდათ და არც არაფერი ყიდულობს მხოლოდ გემო ვისაც აქვს პირში და ნატურალური ვისაც უნდა

სხვები მიდიან და მარკეტებში ფეშენ ბაზარში ყიდულობს შხამ ქიმიკატს არც გემო არც სუნი თან მარალი ფასიც "ზატო" გადაპრიალებული დიდები და ლამაზებია

Posted by: tavadze 8 Feb 2020, 01:56
მე მგონი, ტყუილად იშლით ნერვებს ამ ნატურალურის ძებნით. ბუნებრივია, შხამ-ქიმიკატები არაა სასურველი, მაგრამ გლეხმა ბევრიც რომ მოინდომოს, თვითონ ბუნება, ჰაერია მოწამლული და შეცვლილი. ვერ ხედავთ, ყვითელი წვიმა რომ მოვიდა საქართველოში? გული გადამიქანდა, იმ დღეებში სოფელში ჩასულმა ბალახს რომ დავხედე - ვიფიქრე, ამას რომ ძროხა მოძოვს, იმის რძის ნაწარმი თუ იჭმება-მეთქი. კიტრი, პომიდორი - შენივე თესლით, შენსავე ბოსტანში რომ მოიყვანო, მაინც არა აქვს ის გემო. ბავშვობაში ბოსტანს რომ მივუახლოვდებოდი, ჰაერში იდგა პომიდვრის სურნელი, ახლა აღარც ის სუნი აქვს და არც - ის გემო.
sophka
QUOTE
კორმანაჭამი ქათამი თუ გოჭი.

მე ძროხასაც დავამატებდი - მაგასაც ხომ აჭმევენ მაგ ნაყიდ საკვებს, მაგრამ ეგ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ საწამლავი არ იყიდებოდეს მაღაზია-ბაზრობებში, თორემ გლეხი ვერ დაიწყებს ანალიზების აღებას. არადა, მასაც ურჩევნია, საქონელი ნატურალურით გამოკვებოს, რომ ნატურალური პროდუქცია მიიღოს და შვილსა თუ შვილიშვილს ნატურალური აჭამოს, მაგრამ ვერ გამოდის.
და პეპსინის შემთხვევაში ერთი ის პრობლემაცაა, რომ ეგ მაჭიკიც ძნელი მოსაპოვებელი გახდა. ადრე მაგას ძირიტადად ღორისგან იღებდნენ, ღორები კი ჭირის და დაავადებების გამო იშვიათობა გახდა სოფელში. შარშან ნოემბერში კლავდა ხალხი სასწრაფოდ, რადგან ავადმყოფობა ფეხდაფეხ მოიწევდა უბნიდან უბანში. რამდენს მოუკვდა 100-კილოიანი ღორები! წლეულს შედარებით გადარჩა, რაღაც არ ყოფილა ისეთი ჭირიანობა. აბა, საქონელს არავინ დაკლავს ერთი მაჭიკის გამო.
Levan_Lion
QUOTE
ვერცერთ მოსახლეს ვერ უნახავ ცხიმ მოხდილ რძეს

არადა, რა მაგარი არაჟანი გამოდის მაგ სახლში მოხდილი რძისგან! up.gif up.gif ახლა მთლად ვალიო-პრეზიდენტზე ვერ გეტყვი, მაგრამ ნებისმიერი ქართული ფირმის არაჟანი დაუყენე გვერდით! down1.gif
ჩვენსკენ მართლაც არ ხდიან ნაღებს, მაგრამ იმ გაჭირვების წლებში დაიწყო ხალხმა, რამდენიმე წელიწადი იყო მოდაში, მერე ისევ მიივიწყეს. თუმცა კოვზით ბოლომდე ვერც მოაცილებ რძეს ნაღებს - ეგ სპეციალური აპარატებია, ბოლომდე რომ აცალკევებს რძეს და ცხიმს. ის ცხიმგამოცლილი რძე და ყველა მართლა ჩალასავითაა, უგემური. დიდად არც სახლში მომზადებული კარაქი მომწონდა. აი, დო კი მართლა კარგია.
ისე, ზოგადად, ვერ ვხედავ პრობლემას, ცხიმს თუ მოაცილებენ - იმისგან რამდენი პროდუქტის მიღება შეიძლება, რასაც კარგად აკეთებენ მთაში, დასავლეთში კი ეგ არ ვიცით. თუმცა მთაშიც მხოლოდ ერთ ნაწველს აცლიან ცხიმს - ზუსტად აღარ მახსოვს, დილისას თუ საღამოსას. იმ წლებში ჩვენც მასე ვაკეთებდით სახლში - საღამოს ნაწველს ვაცლიდით, დილისას - არა და რძეს მაინც რჩებოდა საკმარისი ცხიმი.
ჰოდა, წყალგარეულ რძეს რაც შეეხება, ბუნებრივია, ეგ არაა გამართლებული მოვლენა, მაგრამ დედაჩემი იძულების წესით ერთ მოზრდილ ჭიქას მაინც უმატებდა biggrin.gif - ჩვენს ძროხას იმდენად ცხიმიანი რძე ჰქონდა, აბა, კარგი ბიჭი იყავი და ჩაგეკვეთა წყალგაურევლად! biggrin.gif რძე არ დედდებოდა, იმდენად ცხიმიანი იყო. ყველს რომ ამოიყვანდა დედაჩემი, მერე ხელებს საპნით იბანდა, ისე ჰქონდა გაცხიმიანებული. სამაგიეროდ, ყველიც, ნადუღიც, არაჟანიც უგემრიელესი გამოდიოდა. ზაფხულში დამსვენებლები რომ ჩამოდიოდნენ, ყველს სხვაგან არ ყიდულობდნენ.
და საერთოდაც, რაღას დავწერე ახლა ეს ყველაფერი - ის დრო მომინდა, ბუხარში კელამიდებზე ცხელ მჭადს რომ ავიღებდი, დერგში შედარებით ხმელ ყველს ავარჩევდი და ტყემალთან ერთად გეახლებოდი. biggrin.gif ჭყინტი ყველა უფრო ღუნღულა პურთან და ზაფხულში პომიდორთან მიყვარდა - ზაფხულში სხვა მეტი არც მინდოდა არაფერი. biggrin.gif

Posted by: neo> 8 Feb 2020, 03:17
Keti-Ket
QUOTE
ნამდვილი ხაჭო და რძე ვერ მიშოვია და უწამლო ქათამი ლამის შეუსრულებელი მისიაა ))

ტეხამს
არადა სოფელში არაა ძნელად საშოვნელი
გამოვიყოლებ , კიდევ ვერ იშოვე :

Posted by: elchi 8 Feb 2020, 05:58
წავიკითხე წინა გვერდზე დაწერილი თქვენი წერილები.
ძალიან დამწყდა გული.
როგორღაც უნდა დავაჯერო ჩემი თავი, რომ მართლა სამოთხეში ვარ.
რასაც ვიტყვი და დავწერ, მერე სურათებს და ვიდეოებს ვდებ, მეუბნებიან ცოცხალი უკვე სამოთხეში ხარო.

არადა, ჩემი ადგილი ჯოჯოხეთშია. lol.gif lol.gif

Posted by: keen 8 Feb 2020, 10:48
ზუსტად აღნიშნეს. თავად გლეხებსაც აქვთ კი ნატრალური, ჯანსაღი და კარგი? შესაძლოა ამის მიზეზი სუბიექტური იყოს, შესაძლოა - ობიექტური... აი სიმინდის ფქვილიც კი, ადრე ნათესავმა ჩამოგვიტანა და ფანტასტიური იყო, მეორეჯერ - ცუდი. ორივე საკუთარი ოჯახისთვის ჰქონდა smile.gif

აი ყველს რა შეეხება. იცით, რომ რძე არ დუღდება და შესაძლოა, პატრონმაც გვიან გაიგოს, რომ ძროხა დაავადებულია. ამიტომ, მხოლოდ ქარხნისას ვჯერდები user.gif

sophka
QUOTE
ნალიაც სცადე?

ზუსტად არ მახსოვს... დაფასოებული რაც ვიყიდე, არაფერი მომეწონა smile.gif შენი რჩევით, ორივეს ვციდი, აბა... 2kiss.gif

elchi
QUOTE
მართლა სამოთხეში ვარ.

ისეთებს წერ და დებ ხოლმე, ნამდვილად ეგრეა yes.gif

Posted by: Levan_Lion 8 Feb 2020, 14:06
tavadze
ცდები ბატონო ირაკლი თან ძალინ ცდები რომ ნატუარლურად სუფთად მოყვანილს მაინც არ აქვს ის სუნი და გემო აი ძალიან ცდები მინდა გითხრა რა ჩვენთან სოფელში არის ხალხი კიდია ბევრი მოვიდეს დიდები და მალე ბიძაჩემი მამიდაჩემი მაგალითად ხოდა კიტრსაც სუნი აქვს პომიდორსაც ხილსაც და ყველაფერსაც რაც მოყავთ მიწაზე

სასუქად ძველებურად ნაკელი და შაბიამანი შესაწამლად

ადრე ამინდები იყო კაი და მიწაც უკეთესი იყო და უკეთესი და ბევრი მოდიოდა უკეთესში გემო არ იგულისხმება იგულისხმება მხოლოდ ფორმა ზომა სიმრავლე და გადარჩენა მოსავლის

რაღა სოფელი აგერ ვარკეთილში კორპუსის წინ ნაკვეთი გვაქვს პომიდორიც მოვიყვანეთ მწვანილიც ბოლოკ ხახვ ნიორით და შენ ხარ ჩემი ბატონი ცერცვიც კი კარტ6ოფილიც ხოდა მინდა გითხრა რო

წყლის მეტი ნაკელის და შაბიამნის მეტი არაფერი არ ქონია ეს შაბიამანი ეგეც პომიდორს

ხოდა მე ბავშვობიდან მაქვს ნატურალური ნაჭამი და ვიცი გემო სურნელი ვიზუალი

ვერ მოვიდა მარნეულის და თურქულის ნაირი დასანსალებულები მარა გემრიელი იყო მილიონჯერ გვქონდა ნაყიდი აზერების პომიდორიც და რომ ამოვიტანე ეგ ბაღის სხვა სუნი დატრიალდა გემოც საუკეთესო აი იმ აზერისას გაუჭრეალდ არ აქვს სუნი ჭრი და ოდნავ აქვს და თან ვერ აქვს და გემოზე ხო საუბარი ზედმეტია

ამიტომ აზერებისას არ ვყიდულობ არაფერს მივდივარ დილით ბორჯომის ვაგზალზე და ჩამოსული გლეხებისგან ვყიდულობ კაი სურნელოვან მწვანილსაც და ბოსტნეულსაც

ან მოხუცი ბებოები რომ არიან ძირითადად დასავლეთიდან კილოზეც რომ ეტყობათ მაგათგან ვყიდულობ ვიცი რო თავისი ეზოსია და კარგია და ვნახულობ კიდეც და კარგია

ახლა საბოლოოდ რისი თქმა მინდა რომც იყოს ჰაერისგან და მიწიდან ცუდი იმ შხამქიმიკატებით მოწეულს მაინც ჟობს ეს ცუდი მიწა ჰაერიდან მოწეული უშხამ ქიმიკატო

ესაა და ეს

მოკლედ ვინც ეძებს ის პოულობს და ძველი დრო რომ დამთავრდა ფაქტია რა ხანია

Posted by: Keti-Ket 8 Feb 2020, 15:22
neo>
სამწუხაროდ, მე თვითონ სოფელი არ მაქვს. შესაბამისად, არც სანდო ვინმე ზემოცამოთვლილი პროდუქტების მომწოდებელი.

მარტივი სათქმელია, ჩადი სოფელში და იქ იშოვიო, მაგრამ კარდაკარ ხომ არ დავიწყებ სიარულს და თხოვნას - თქვენთვის რომ გაქვთ ხაჭო მომზადებული ის მომყიდეთ-თქო ან რძეც რომ მინიმუმ წყალგარეული არ იყოს, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ წყალში გახსნილი გხვნილი არ იყოს, მაშინ ჩემ თვალწინ უნდა მოწველონ ის ძროხა იქნება თუ თხა ))

ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა მომიტანა ხაჭო და მაწონი მაღაზიიდან, რომელსაც სოფლელი მომწოდებლი ჰყავს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რძის გარდა ყველაფრისგან შეიძლებოდა ყოფილიყო დამზადებული.

აედან გამომდინარე, ხშირად მსხვილი ქარხნული წარმოების პროდუქცია უფრო სანდოა თუნდაც იმიტომ რომ უწევთ გარკვეული სტანდარტების დაცვა და პერიოდულად სახელმწიფოს მხრიდანაც მოწმდებიან.

Posted by: neo> 8 Feb 2020, 16:00
Keti-Ket
კი,რთულია ეგეთი პროდუქტის მიგნება
ნუ ჩვენ სოფელში ოჯახში გვყავს 2 ფუჩინა და რომ ჩავდივარ , მომაქვს ხოლმე
ეხლა ძალიან ცხიმიანია რძე, ზედმეტად კალორიული..

აქ მაღაზიაში ყველის ყიდვა არ ვიცი რამდენად ღირს
ირანულ ფხვნილის შემოტანა დაიწყეს ეხლა, რომელსაც ურევენ დანამატებს და ყველი ხდება
ჰორმონებს და ათასი ქიმიკატს შეიცავს.

Posted by: tavadze 8 Feb 2020, 16:17
Levan_Lion
QUOTE
tavadze
ცდები ბატონო ირაკლი თან ძალინ ცდები რომ ნატუარლურად სუფთად მოყვანილს მაინც არ აქვს ის სუნი და გემო აი ძალიან ცდები მინდა გითხრა რა ჩვენთან სოფელში არის ხალხი კიდია ბევრი მოვიდეს დიდები და მალე ბიძაჩემი მამიდაჩემი მაგალითად ხოდა კიტრსაც სუნი აქვს პომიდორსაც ხილსაც და ყველაფერსაც რაც მოყავთ მიწაზე

სასუქად ძველებურად ნაკელი და შაბიამანი შესაწამლად

ადრე ამინდები იყო კაი და მიწაც უკეთესი იყო და უკეთესი და ბევრი მოდიოდა უკეთესში გემო არ იგულისხმება იგულისხმება მხოლოდ ფორმა ზომა სიმრავლე და გადარჩენა მოსავლის

რაღა სოფელი აგერ ვარკეთილში კორპუსის წინ ნაკვეთი გვაქვს პომიდორიც მოვიყვანეთ მწვანილიც ბოლოკ ხახვ ნიორით და შენ ხარ ჩემი ბატონი ცერცვიც კი კარტ6ოფილიც ხოდა მინდა გითხრა რო

კაცო, მასე ნატურალური გემოს ძებნაში მამიდაჩემი მერვე სართულზე თესავდა პლასმასის ჯამში ქინძს და სახლში რომ შემოჰქონდა, მთელ სახლი ივსებოდა მისი სურნელით.
ჩვენც ნაკელს და შაბიამანს ვიყენებთ სასუქად - აბა, სადაა მაგდენი ფული, თანამედროვე შესაწამლი საშუალებები იყიდოს ისედაც გაღარიბებულმა ხალხმა, მაგრამ აღარაა ის ძველი გემო, აღარ! მახსოვს, ჩემი ბებია-ბაბუების თაობა წუწუნებდა, არაფერს აღარ აქვს ის ძველი გემო, რაც ჩვენ გვახსოვსო. ჩვენც იმ დღეში ვართ ახლა. შენით მოყვანილს რომ ცოტა სხვა გემო ექნება, მაგაზე არ ვკამათობ. აქ იმაზეა საუბარი, რომ ბუნებაც იმდენადაა მოწამლული და შეცვლილი, ნატურალური უტოპია გახდა უკვე - იმ სოფლებშიც კი.
და ეგ შაბიამანიც ძალიან ხშირად ისეთია... არ გახსოვს ის დრო, კახეთში ხალხს ვენახი რომ დაეწვა მაგ შაბიამანისგან? ნუ ისინი ასე ამბობდნენ, რომ შაბიამანით შეწამლეს...

Posted by: la reine 8 Feb 2020, 17:52
თემას ნუ აოფებთ თუ შეიძლებაuser.gif


...............

Posted by: sophka 8 Feb 2020, 23:02
tavadze
მწვანილს მეც ვთესავ აივანზე biggrin.gif
თესვა ძაან მომწონს, აი, რომ ელოდები და ამოდის:დ
აგერ წიწაკებიც მივთესე და ამოვიდნენ biggrin.gif
დეკორატიულია მართალია, მაგრამ მწარეა სასწაულად smile.gif


თემა არ გავაოფოთ))
ჩავიციკლე შოკოლადილზეsmile.gif
user posted image

Posted by: la reine 8 Feb 2020, 23:35
sophka

ასე მგონია შოკოლადი ზამთარს განსაკუთრებულად უხდება


ეს არის შოკოლადის ბისკვიტი, სუფლესმაგვარი მსუბუქი კრემით და ბევრი ბანანით, კივით და ჟოლოთი.

ჭრილის გადაღება არ გამახსენდა:/

user posted image

Posted by: sophka 9 Feb 2020, 00:22
la reine
კიი, თოვლიც უხდება, მაგრამ
სადაა :დ

რად უნდა ჭრილი, შენი ნამცხვრები ისედაც იდეალურია <3


Posted by: la reine 9 Feb 2020, 00:30
sophka

ოჰ, გავწითლდიbiggrin.gif

შენი კექსებიც და ხრაშუნებიც:*

.....

Posted by: gurabe 9 Feb 2020, 20:31
დახმარება მჭირდება
ფუნთუშის და პურის კარგი და გამოცდილი რეცეპტით დამეხმარეთ jump.gif
პ.ს. მე არა, დედამ გააკეთაuser posted image

Posted by: la reine 9 Feb 2020, 21:09
ვაიმეე ბავშვებოო საოცრებაა


უნდა გამოაცხოთ აუცილებლადbiggrin.gif


user posted imageuser posted image


ფორთოხალი შოკოლადით. ძაან გემრიელია user.gif

Posted by: Master_Nick 9 Feb 2020, 21:19
la reine
გადასარევად გამოიყურება, smile.gif შოკოლადის გლაზური (აი ჩიტის რძეში რასაც ხმარობ) რომ გადაგესხა ზემოდან არა? სად არის შოკოლადი? smile.gif
ამ ფოტომ დედაჩემის გამომცხვარი ტარტალეტკები გამახსენა love.gif

Posted by: la reine 9 Feb 2020, 21:26
la reine
აი შავ წერტილებს ცომში ხო ხედავ. ეგაა შოკოლადის ნაფხვენებიsmile.gif
ამ ყველაფერზე კიდევ ზემოდან შოკოლადი? ვაიმეე. ძაან კალორიული იქნება. ისე მოუხდება, მაგრამ ხრაშუნაა რა, არ ღირს ამდენ უწიპუწიდbiggrin.gif


Posted by: sophka 9 Feb 2020, 22:40
gurabe
არის აქ პურის თემა და გადახედეთsmile.gif


la reine
რა მზისფერიაა, უხდება ზამთარს ასეთი ხრაშუნები.
<3


Posted by: mzi 10 Feb 2020, 10:13

la reine

ამ ლამაზობის რეცეპტიარშეიძლება???

Posted by: almond 12 Feb 2020, 12:52
გამარჯობა

კეცზე ჭადი როგორ ცხვება, რომ არ მიეკროს?

Posted by: sophka 12 Feb 2020, 13:35
almond
კარგად გახურებულ კეცზე უნდა დაასკუპო და შედო ღუმელში ან თონეში ჩაუძახო biggrin.gif


ესეც ჩემი ცეხვილი პური, მაჭრის საფუარზე smile.gif

user posted image

user posted image
თბილი გავჭერი, მაგრამ მაინც ძალიან კარგია :დ

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2020, 13:49
კეტო დეიტა რომ შემოვიდა "მოდაში", სამაგისო გემრიელობების რისი რჩევა შეიძლება.
ცხიმებით მდიდარი საჭმელები, ოღონდ ნახშირწყლები, გლუკოზა და ფრუქტოზა არ უნდა იყოს საერთოდ.

70% - Fat
25% - Protein
5% - Carbs

30 დღიანია და მეორე კვირაზე ვარ და ასწორებს მაგრად.
პირველად ვარ დიეტაზე, როცა არ მშია biggrin.gif
უბრალოდ სულ სტანდარტულ რაღაცეებს ვჭამ.

დილას ავოკადო, კვერცხი, ყველი, არაჟანი.
შუადღეს თევზი, ხორცი, ბოსტნეული.
საღამოს ნადუღი, არაჟანი, თხილი.

+ მშრალი ღვინო ნახევარი ბოთლი ან 100-150 გრამი კონიაკი.

ყველაფერი რო გაერთიანდეს, რამე ისეთი გემრიელი და მარტივი კერძის რეცეპტი იქნებოდა კარგი smile.gif

Posted by: almond 12 Feb 2020, 14:20
sophka
გმადლობთ

up.gif

Posted by: Levan_Lion 12 Feb 2020, 15:59
almond
კეცზე ჭადი ცხვება და აღიარებულია და მთავარი კოზირია შეშის ცეცხლზე გაწითლებამდე გახურებული კეცები

შემდეგ ცოტა დანავლება გამონელება გაცივება რომ გაუვლის სიწითლე რა მაგრამ არ უნდა განელდეს ძალიან თორე ვერ გამოაცხობს შემდეგ იზილება კარგად სიმინდის ფქვილი თბილ წყალში აფენ კეცის ძირზე მთლიანად ფარავ რა შქერის ფოთლები სიმინდის ახალი ფოთლები ვაზის ბოთოლი ეგეც ნედლი კაკლის ფოთოლი წაბლის ფოთოლი

ხოდა ცომს ამოაგუნდავებ გააბრტყელებ ხელზე მაქსიმალურად მერე დააგდებ ფრთხილად ამ ფოთლებზე თხელი თუ გიყვარს ცოტა ცომს ამოიღებ საშუალო თუ გიყვარს საშუალოს და სქელი ბევრ ცომს გადაასწორებ ზემოდანაც დააფენ ისევ ფოთლებს ამ ცომზე მოფარავ და დაადებ ძირით მეორე კეცზე თუ ბევრს აცხობ ასე სართულებად თუ ერთს ერთზე დაამთავრებ ცეცხლთან ახლოს გენება მიდგმული და ბოლო ზედა კეცზე ნაკვერცხლებს დააყრი და გამოცვხვება

მაშინ არის გამომცხვარი როცა ფოთლები გამოშრება დაიწვებასავით და ჭადიც ცომი არაა

ქალაქის პირობებში გაზზე და ღუმელზე დაივიწყე კეცზე გამოცხობა ჯერ საუკუნე უნდ აგაზზე დენზე გახურება და მერე კიდე არანაირი გემო არ აქვს ცარიელ უგემოვნო ჩვეულებრივ ჭადს ჭამ

user posted image

user posted image

Posted by: sophka 12 Feb 2020, 16:24
Levan_Lion
რად უნდა ამდენი ფილოსოფია ერთ უბრალო ჭადსbiggrin.gif
ისე ძირზე არასდროს არაფერი დაუფენია ბებიას, ძირითადად თავზე ადებდა ფოთლებს.
მეც ასე ვაცხობ ხოლმე სოფელში, შეშის ღუმელში კეცზე.



Posted by: Levan_Lion 12 Feb 2020, 16:46
sophka
უნდა უნდა დამიჯერე უნდა

სცადე როგორც მე დავწერე ისე და შეადარე მერე გემოები

მწვადის არ იყოს ბოლის სუნი გემო უნდ აგქონდეს ეგეც ეგრეა ის სპეციფიური სუნი გემო თუ არ ექნა რაღა კეცზე გამოგიცხვია და რაღა ღუმელში ან ტაფაზე

ძალიან დიდი განსხვავებაა გამომიცდია გამიკეთებია და ვიცი რასაც ვამბობ

თან ბავშვობიდან რომ ვიცი პრაქტიკულად

კეცის ჭადი არის დიდ ცეცხლზე რომ მიახვავებ კეცებს და ააკოკოლავებ ჭად კეცებს გამოცხვება და "არეკავ" რაის ღუმელი რის ღუმელი ან რაის გაზი და რამე განა ცუდია მარა არაა ის რასაც კეცის ჭადი და გემო ქვია

ერთი გურულების ქვის კეცის და დიდი კეცები რომ აქვთ კელამიდის მაგაზე მაგით არ გამომიცვხვია თორე დანარჩენი ბევრნაირად ვიცი ცხობა

გურულების სქელ ტორტივით ჭადებსაც სხვა გემო აქვს იმერულ სტილზე გამომცხვარს სხვა გემო და ამ გემოს აძლევს ფოთლები განასკუთრებით შქერი და ცეცხლის ბოლი

ხოდა უბრალო სულაც არაა მაიმუნურ პურებს სჯობს ასი წელი ერთი 2 კეცის ჭადი მირჩევნია მთელი საცხობების პურს ეს ჭადი ნატურალურია კი მაინც wink.gif

მოზელასაც უნდა დიდხანს ზელა ზოგს რომ გონია საფუარი არ აქვს არ უნდა ამოვიდეს და რად უნდაო მიუსვ მოუსმევს და ვსო მაგაზეც რადიკალური სხვაობაა კარგად მოზელილსა და მისმულ მოსმულზეც

Posted by: sophka 12 Feb 2020, 17:03
Levan_Lion
დიდხანს ზელა კი ბატონო, მაგრამ სად მაქვს ახლა მე თუნდაც სოფელში ზაფხულში რომ ჩავდივარ, ღია დიდი ცეცხლის სივრცე ან ბუხრისმაგვარი რაღაც, სადაც მივალაგებ კეცებს ცომით.
ამიტომ არ გამოვაცხო შეშის "ფეჩ"-ში კეცზე ჭადი და არ ვჭამო?
ასე გართულება ყველაფრის და იდეალამდე დასვლა რა საჭიროა, თორემ გემოებში სხვაობას ყველა ვარჩევთ.
tongue.gif

ცოტას გაგაბრაზებ biggrin.gif
გავამარტივოთ:დ
უჰ, ტაფაშიც მშვენიერ ჭადს ვაცხობ აგერ თბილისში გაზზე biggrin.gif

და პურებს რას ერჩი?

Posted by: Levan_Lion 12 Feb 2020, 17:33
sophka
მე ვთქვი ჭეშმარიტი კეცის ჭადის თაობაზე და არა იმაზე ვინ როგორ რას ვახერხებთ

და რახან ჭეშმარიტ კეცის ჭადზე ვსაუბრობ არ ნიშნავს იმას რომ ღუმელში "ფეჩში" არ გამოაცხო ან სხვაგვარად და არ ჭამოთქო

მერე კიდედა მე ხომ არ მითქვამს სოფლად გაქვს მაგის საშუალება ან უნდა გქონდესთქო იკითხა ადამიანმა და რაცაა რეალობაში ის დავუწერე ეგაა და ეგ მეტი არაფერი თორე ნაცნობმა ვაფელნიცას საცხობზე გამოაცხო მარა ახლა ვაფელნიცაზე გამომცხვარი ეგეთი ფორმით არ მოიხსენიება ჭადი ჭადად ხო ეგაა რა

მეც გაგაბრაზებ და სულაც მოზელილი ცომი გიჭამია თუ გინდა :დ ;დ :დ

ტაფაზე ზეთში ან უზეთოდ გამომცხვარი ჭადი ცალკე სახეობაა ღუმელზე გამომცხვარი ცალკე ტარტის ფორმის ცალკე და კეცის ცალკე კელამიდის ცალკე ესაა და ეს მეტი არაფერი სრულიად განსხვავებული რადიკალური გემოებია

პურებს იმას ვერჩი ქიმია და ათასი უბედურება დანამატებითაა მაგ კუთხით თქვი

თორე შენი პურები კაია მაგერ რომ გამოგიცხვია თუნდაც

და რა იყო გადამეჩვიე თუ რაღაც ვეღარ აღარ მიგებ? :დ :დ

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2020, 17:59
Levan_Lion
ერთი შეხედვით არ წერ ცუდ რაღაცეებს, მაგრამ სასვენი ნიშნები რომ გეხმარა, აზრსაც გამოვიტანდით user.gif

Posted by: ninicool 12 Feb 2020, 18:43
QUOTE (Frankens†ein @ 12 Feb 2020, 13:49 )
კეტო დეიტა რომ შემოვიდა "მოდაში", სამაგისო გემრიელობების რისი რჩევა შეიძლება.
ცხიმებით მდიდარი საჭმელები, ოღონდ ნახშირწყლები, გლუკოზა და ფრუქტოზა არ უნდა იყოს საერთოდ.

70% - Fat
25% - Protein
5% - Carbs

30 დღიანია და მეორე კვირაზე ვარ და ასწორებს მაგრად.
პირველად ვარ დიეტაზე, როცა არ მშია biggrin.gif
უბრალოდ სულ სტანდარტულ რაღაცეებს ვჭამ.

დილას ავოკადო, კვერცხი, ყველი, არაჟანი.
შუადღეს თევზი, ხორცი, ბოსტნეული.
საღამოს ნადუღი, არაჟანი, თხილი.

+ მშრალი ღვინო ნახევარი ბოთლი ან 100-150 გრამი კონიაკი.

ყველაფერი რო გაერთიანდეს, რამე ისეთი გემრიელი და მარტივი კერძის რეცეპტი იქნებოდა კარგი smile.gif

იკლებ მერე?

ატკინსის თუ ატკინსონის დიეტასაც ეგ პრინციპი ჰქონდა.

ხორცის/თევზის გარეშე არ გამოვა?

Posted by: sophka 12 Feb 2020, 18:54
Levan_Lion
biggrin.gif
რაც არ უნდა წერო, ხომ იცი მესმის biggrin.gif
tongue.gif
გიგებ, ცოტას გაბრაზებ.
მაგრამ სად ვნახო მართლა ახლა ასეთი ცეცხლი, ფეჩის კეცის ჭადიც ხო ძალიან გემრიელად წავა, ან თონეში ჩადებული:დ


ოჰ, ჩემი პურები, კი. თან ქართული ჯიშის ხორბალია,
ცეხვილი წითელი დოლის(ქატოიანად), პურსაცხობი, 1 ხარისხის დოლი.
და მაჭრის საფუარი(მაჭარი+სიმინდის ფქვილი-კვერი)
დაიხვეწა ჩემი ხელი და გაიზარდა ცოდნა:დ
პურები ხომ საერთოდ.
ნამცხვრებსაც და კექსებსაც კი 1 ხარისხის დოლით ვაცხობ.
ლომთაგორა უნდა ვცადო ახლა და დიკა.
ვერ მოვიცალე, შევუკვეთო უნდა.


Posted by: Levan_Lion 12 Feb 2020, 19:07
sophka
:დ :დ :დ მეთქი ხო არ დააგდა ზოგ ფორუმელების გზააააას :დ :დ

არ ვბრაზდები მეპურევ :დ smile.gif

თუ ვერ ნახავ ხომ ვთქვი ზემოთ განა რამე სულაც ნაკვერცხალზე ღადარში დადებ და გამოაცხობ და შეჭამ ეგეც გემრიელი იქნება მარა ჭეშმარიტი კეცის ჭადის პონტი არანაირად არ იქნება და მაგათ შორისაა გემოვნური არომატული სხვაობები wink.gif

პურის ამბები მომწონს შენი

მაჭარი სად ნახე ამ ზამთარში?

Posted by: sophka 12 Feb 2020, 19:34
Levan_Lion
biggrin.gif არაა, უბრალოდ გალაპარაკე ცოტა :დ :*
სექტემბერში დავჭყლიტე რქაწითელი, დავამაჭრე, მერე ამით მოვზილე ცომი სიმინდის ფქვილით.
გავაშრე და მაცივარში შევინახე კვერები.
გამოვიღე, გამოვკვებე, გავააქტიურე და კი გამოცხვა პური ჩვენი არსობისა:დ

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2020, 19:37
QUOTE (ninicool @ 12 Feb 2020, 18:43 )
QUOTE (Frankens†ein @ 12 Feb 2020, 13:49 )
კეტო დეიტა რომ შემოვიდა "მოდაში", სამაგისო გემრიელობების რისი რჩევა შეიძლება.
ცხიმებით მდიდარი საჭმელები, ოღონდ ნახშირწყლები, გლუკოზა და ფრუქტოზა არ უნდა იყოს საერთოდ.

70% - Fat
25% - Protein
5% - Carbs

30 დღიანია და მეორე კვირაზე ვარ და ასწორებს მაგრად.
პირველად ვარ დიეტაზე, როცა არ მშია biggrin.gif
უბრალოდ სულ სტანდარტულ რაღაცეებს ვჭამ.

დილას ავოკადო, კვერცხი, ყველი, არაჟანი.
შუადღეს თევზი, ხორცი, ბოსტნეული.
საღამოს ნადუღი, არაჟანი, თხილი.

+  მშრალი ღვინო ნახევარი ბოთლი ან 100-150 გრამი კონიაკი.

ყველაფერი რო გაერთიანდეს, რამე ისეთი გემრიელი და მარტივი კერძის რეცეპტი იქნებოდა კარგი smile.gif

იკლებ მერე?

ატკინსის თუ ატკინსონის დიეტასაც ეგ პრინციპი ჰქონდა.

ხორცის/თევზის გარეშე არ გამოვა?

ერთი კილო დავიკელი პირველ კვირაში,მაგრამ იმდენს ვჭამ, სხვა ჩვეულებრივ ვითარებაში 3-4 კილოს მოვიმატებდი smile.gif
თან ღიპის მიდამოში მომაკლდა ეგ 1 კილო...
შეგრძნებითაც მსუბუქად ვგრძნობ თავს.
მეორე კვირა უფრო აქტიურია წესით.
ზედმეტი წონაც სულ 3-4 კილო მექნება, ძირითადად ცხიმი მუცლის მიდამოში და ამ ერთ თვეში ეგ ცხიმი თუ დაიწვა ბოლომდე კაი იქნება, წესით უნდა დაიწვას.
ამ კეტო დიეტის პრინციპი ხო ისაა, რომ ნახშირწყლებს და გლუკოზას არ იღებ საერთოდ და ღვიძლი იძულებულია ცხიმების წვაზე გადავიდეს ენერგიის გამოსამუშავებლად.
დიეტა იმითაა კარგი, რომ არ მშია საერთოდ.
ცხიმიანი საჭმელია ძირითადი რაციონი - შემწვარი ხორცი, თევზი, არაჟანი, კარაქი...
ავოკადოა ძაან კარგი, ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ამ დიეტის, დღეში ერთ ცალს თუ მიირთმევ, იდეალურია, ნახევარიც შეიძლება.
ერთი თვითაა ამ დიეტის დაცვა რეკომენდირებული, დაწვავს ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს და მერე უნდა გადახვიდე დაბალანსებულ კვებაზე.
სამი კვირა დამრჩა.

დილას ერბოკვერცხი, ავოკადო, შემწვარი სოსისი, ნადუღი და არაჟანი.
შუადღეს ღორის ან ქაღმის მწვადი ბოსტნეულის გარნირით.
საღამოსაც შემწვარი ღორის ან ქათმის ხორცი, ნადუღი...
სასუსნავად თხილი.
საერთოდ არ მაქვს შეგრძნება რომ დიეტაზე ვარ და დარღვევის რისკი ძაან დაბალია, ჩემს შემთხვევაში 0.
მშრალი ღვინო და კონიაკი/ტეკილაც შეიძლება ზომიერად.
ხო, სხვა დიეტებისგან განსხვავებით ერთ დარღვევასაც სავალალო შედეგი მოყვება smile.gif
ერთი შოკოლადის ან ცომეულის ჭამა და ორგანიზმი ისევ ნახშირწყლებზე და გლუკოზაზე გადადის და ახლიდან უნდა შეემზადოს მერე ღვიძლი ცხიმზე გადასასვლელად.

ძირითადი პრინციპია ცხიმი 70%, ცილა 25%, ნახშირწყლები შეიზლება შეგყვეს 5%, მაგრამ ჯიბს არ შეგყვეს.
ხორცის ჩანაცვლება შეიძლება მაგალითად ცხიმიანი რძის ნაწარმით.

ერთი თვის ბოლოს დავწერ შედეგს, თუ დაგაინტერესა smile.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 12 Feb 2020, 19:41
Frankens†einსაკმაოდ ძვირი დიეტა გამოდის.. ვარჯიში რატომ არ არჩიე?

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2020, 19:50
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 12 Feb 2020, 19:41 )
Frankens†einსაკმაოდ ძვირი დიეტა გამოდის..  ვარჯიში რატომ არ არჩიე?

კი, ცოტა ძვირია.
ვარჯიშით ვვარჯიშობ რეგულარულად და ფიზიკურად კარგ ფორმაშიც ვარ, კუნთების მასაც კარგი მაქვს, მეტი რო არ მინდა და ფიზიკური გამძლეობა/ამტანობაც, მაგრამ ღიპს ვერ ვიგდებ ბოლომდე.
ხო და ამ დიეტით ისეთი ცხიმების წვა ხდება, რომელიც მყარად არის ჩამჯდარი უჯრედებში.
ტრადიციული "საწვავი" რო აღარ აქვს, ღვიძლი ცხიმების გადამუშავებას იწყებს ენერგიის გამოსამუშავებლად.
კი, ძვირი დიეტაა, მაგრამ ერთთვიანი და ერთი თვით შეიძლება ტრადიციულზე მეტის გადახდა კვებაში.
ახალ წლის სუფრაზე რაც იხარჯება რამდენიმე დღისთვის, იმაზე მეტი ხარჯი არ იქნება და ჩავთვალოთ მეორე ახალი წელია, ამჯერად სხეულისთვის smile.gif

ხო, კიდე რაც აქვს კარგი ამ დიეტას, ისაა, რომ კუნთის მასა არ მცირდება, მხოლოდ ცხიმი.
და რადგან ცხიმი კუნთზე ბევრად მსუბუქია, პარალელურად რომ ვარჯიშობ, შეიძლება კილოგრამობით არ დაიკლო, მაგრამ ვიზუალურად საკმაოდ თვალშისაცემი შედეგი გქონდეს.

ღიპზე უკვე ვხედავ სარკეში შედეგს, პლუს მსუბუქად ვგრძნობ თავს, მიუხედავად ამდენი ცხიმიანი საკვების მიღებისა.
მეორე-მესამე კვირა ყველაზე აქტიურია ცხიმების წვაში და ვნახოთ smile.gif

Posted by: Levan_Lion 12 Feb 2020, 19:53
sophka
საყვარელო გოგონავ smile.gif

უი ხედავ რაში ყოფილა საქმე?

ეგ რქაწითელის ამბები ხო ვიცი მარა მეთქი იმენა მაჭარი გაჩითე ახლათქო და თურმე რა გიჩალიჩია ჰაჰ :დ არადა ახლა რანაირად ჩითავს მაჭარსთქო რავი :დ

დაწერე რა მაგ საფუარის ზუსტი რეცეპტი :*

Posted by: sophka 12 Feb 2020, 23:33
Levan_Lion
ეს მაჭრის საფუარი
მამაოს ვიდეო იყო და იქიდან ვისწავლეთ.
ზუსტი რეცეპტი არაა, მოზელ მაჭრით ცომს, როგორც ჭადს ისე.
აიღებ 50-60 გრამიან გუნდებს დააბრტყელებ და დააწყობ, ჩრდილში უნდა გამოაშრო კარგად, ჰაერმა რომ უაროს. შემდეგ მაცივარში შეინახო, ჯერ თავღიად, მერე შუშაში ან პლასტმასის კონტეინერში ჰერმეტულად.
გამომშრალი გუნდა სადღაც 30-40 გრამია. აიღებ ამ გუნდას, დაფშვნი, მე 50-50 გრ. წყალსა და ფქვილში ვხსნი(ზოგი შაქარს ან თაფლს უმატებს, სიტკბო მეტად ააქტიურებს საფუარს) ვაჩერებ სითბოში თავდახურულს და ველოდები როცა აფუვდება, მერე ისევ ვკვებავ ასე 50-50 გრამობით და უკვე მზადაა გამოსაყენებლად.
პურს როცა ვაცხობ, ამ 100 გრ. ფქვილს ვაკლებ საერთო მასას, წონა რომ არ დამერღვას და ეგააsmile.gif

Posted by: tavadze 13 Feb 2020, 02:16
sophka
QUOTE
ისე ძირზე არასდროს არაფერი დაუფენია ბებიას, ძირითადად თავზე ადებდა ფოთლებს.

ჩვენსკენაც ორივე მხარეს ვუფენთ ფოთლებს.
და ზაფხულში სოფელში ბუხარი რათ გინდა? ჩვენსკენ ძირიტადად ეზოებში აცხობენ - სპეციალურ ადგილას (კერიაზე) დაანთებენ ცეცხლს, მიაყრიან კელამიდებს გასახურებლად და ეგაა. ბუხარი სულაც არაა საჭირო.
Levan_Lion
QUOTE
გურულების სქელ ტორტივით ჭადებსაც

ეს ძაან პირობითია და უფრო დიასახლისზეა დამოკიდებული. შედარებით სქელ მჭადებს იმიტომ აცხობენ, რომ თხელი უცებ თავდება, მაგრამ არის ხალხი, სიფრიფანა მჭადებს აცხობს. სამაგიეროდ, ის უფრო ხრატუნა გამოდის, ქერქი ორივე მხარეს კარგად იბრაწება. მე პირადად არ მიყვარს სქელი მჭადი. თუმცა როცა ვაცხობ, ვცდილობ, სულ შევავსო კელამიდა და მაინც სქელი გამომდის. biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ბოლო ზედა კეცზე ნაკვერცხლებს დააყრი და გამოცვხვება

ამას ჩვენსკენ უფრო ქელეხებში ან ამგვარ შემთხვევებში აკეთებენ, ოჯახურ პირობებში კი სპეციალური მრგვალი ფორმის თუნუქი ("ჟეშტი") გვაქვს. იმას ავდებთ და ზედ ვაყრით ნაკვერჩხალს.
თუმცა ზემო იმერეთში არც ერთი არ იციან - მიაფიცხებენ მჭადებს და ისე აცხობენ. ამბობენ, რომ ის უფრო ფაფუკი გამოდისო.
პ.ს. რა კარგი ფოტოები დადე! vis.gif vis.gif მაგ მჭადებს რას მოუხდება ჩემი კუპატი ან ზაფხულის ხმელი ყველი - თავმოკრულ დერგს რომ მოხდი და ამოიღებ! jump.gif jump.gif

Posted by: Levan_Lion 13 Feb 2020, 02:34
tavadze
გეთანხმები ყოლიფერში yes.gif ნუ ზემო იმერეთის ჭადომანიები არ ვიცი მარა ვანი სამტრედია ქუთაისის მიდამოებში რავარც დავწერე ისეა ქვემოდან ზემოდან შქერი აკოკოლავება ზემო კეცი ღია და ნაკვერცნლით სავსე

კი ნამდვილად ღია ცის ქვეშაც ვანთებდით ცეცხლს ოღონდ ეგ სეზონური იყო ზაფხული გაზაფხული შემოდგომა ზამთარში კი ბუხარი და პრინციპში ზაფხულში არც აგვინთია ბუხარი არასოდეს

ვნახე შენი კუპატები მომეწონა მეც ეგეთ კუპატებს ვაღიარებ და ვაბოდებ სერიოზული რამეა რა

კი გემრიელი დაწყვილება შეხამებაა კაი გემრიელი კეცის ჭადები + კუპატი და ყველი აუჰ დაგვხატავდა ახლა მაგრად

ხო რავი თხელი ჭადი ან საშუალო არ მინახავს მიჭამია გურულებისას ვერ ვიტან სქელ ტორტი ჭადებს არ გამიმართლა ეტყობა დიასახლისებში :დ :დ

ისე ცივიც მევასება ეგ კუპატი არ ვწვავ ხოლმე :დ :დ

ფოტოები ინტერნეტისაა ჩემი სამწუხაროდ არ მაქვს თუ მოვახერხე ახლო მომავალში გადავიღებ და ეგაა არადა რაც მე პურები ჭადები და ხაჭაპურები მაქვს ნაცხობი კეცებზე ეუუუფ :დ :დ ;დ

Posted by: Frankens†ein 13 Feb 2020, 08:17
<<ეგოისტკა>>
კეტოდიეტური საუზმე smile.gif
თან დიეტაა და თან შიმშილთან არაფერი აქვს საერთო smile.gif

user posted image


ასე ჩვეულებრივ რეჟიმში რო მეჭამა, 2-3 კილოს მოვიმატებდი კვირაში smile.gif
ეხლა კიდე ვიკლებ smile.gif

Posted by: sophka 13 Feb 2020, 11:22
tavadze
ხო, ეგ კერია ცეცხლიც არ იციან ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში სოფელში ირგვლივ და სხვაგან არ ვიცი.
თონე კი ბატონოsmile.gif


Frankens†ein
ამის ჭამა არ გიჭირს ყოველდღე?

ჩემთვის ძალიან არაჯანსაღი საუზმეა:დ
კეტოდიეტას რომ შევხედე, ძირითადი ისეთი პროდუქტია რაც ძალიან არ მიყვარსsmile.gif
და არ ვჭამ საერთოდsmile.gif


Posted by: Frankens†ein 13 Feb 2020, 11:29
sophka
QUOTE
ამის ჭამა არ გიჭირს ყოველდღე?

მეც იგივე მოლოდინი მქონდა, მაგრამ არა.
ამდენ ცხიმს რა შემაჭმევდა ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ ნახშირწყლები და გლუკოზა რომ ამოღებული მაქვს სრულად, ძაან მსუბუქად მიდის.
კი, არაჯანსაღია დაბალანსებული კვების პირობებში, მაგრამ კეტო დიეტაზე პირიქით, რაციონის 70% მაღალცხიმიანი საკვები უნდა იყოს.

QUOTE
ძირითადი ისეთი პროდუქტია რაც ძალიან არ მიყვარს

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ნათქვამია smile.gif

ისე, ავოკადოზე სასარგებლო პროდუქტი არ მეგულება მე.
უბრალოდ უნამუსოდ ძვირია საქართველოში.
ძნელია ყოველდღიურ რაციონში რომ გქონდეს მუდმივად.


Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Feb 2020, 11:45
Frankens†ein
ძაან ბევრია მართლა smile.gif))) ამდენს ვერც შევჭამდი...

მაინტერესებს და წერე რა შედეგები..

ორ კვირაში ვაპირებ დიეტაზე დაჯდომას.. ძაან ბევრი მაქვს დასაკლები .. ნუ დიეტაში შიმშილს არ ვგულისხმობ რათქმა უნდაsmile.gif)))))

თუ ექიმი ნებას დამრთავს შეიძლება ვარჯიშიც დავიწყო.. და ეს შენი დიეტა და ვარჯიში ერთად როგორც ვატყობ ძალიან კარგ შედეგს დადებს..


ავოკადოს რაც შეეხება მართლა ძალიან სასაგებლოა.. ჩემებსაც ძალიან უყვართ,მაგრამ ეგ რომ ყოველ დღე ვიყიდო 450 ლ (თვეში)მხოლოდ ავოკადოში ძააან უნამუსობააsmile.gif)))))))))

Posted by: sophka 13 Feb 2020, 12:04
Frankens†ein
ავოკადო ჯანსაღია კი და უძვირესი.
შემწვარი კვერცხი, სოსისი და ძეხვეულობა ჩემი რაციონიდან ამოღებულია.
არ მიყვარს. წლებია არ გავკარებივარ.

ამიტომაა წარმოუდგენელი და ძნელი.
უპურობა ასატანია, აი ტკბილეულობას ვერაფერს ვუხერხებbiggrin.gif
მადლობა გენს არ ვარ ჭარბწონიანი biggrin.gif


Posted by: PANTALONE 13 Feb 2020, 12:52
დედაჩემმა ქაშაყის შაურმა მოხოდა. თითებს ჩაიკნატუნებ.

Posted by: elchi 13 Feb 2020, 13:21
QUOTE (PANTALONE @ 13 Feb 2020, 12:52 )
დედაჩემმა ქაშაყის შაურმა მოხოდა. თითებს ჩაიკნატუნებ.

დამაინტერესა, რეცეპტი დაწერეთ რა.
თევზის ჭერას ვერავინ მასწავლის.
წარმოვიდგინე და რაღაც განსხვავებული უნდა იყვეს, რაც აქამდე არ გამისინჯია, მერე მეც გავაკეთებ.


პ.ს. ფორუმელებო, ავოკადოზე დაწერეთ და ძვირიაო.
თუ არ შეწუხდებით, იქნებ საშუალო ზომის ავოკადოს ფასი რომ დაწეროთ.

Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Feb 2020, 13:49
elchi
ზომას არ აქვს მნიშვნელობა.smile.gif))) 5ლ ერთი ცალი.


Posted by: elchi 13 Feb 2020, 13:53
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 13 Feb 2020, 13:49 )
elchi
ზომას არ აქვს მნიშვნელობა.smile.gif))) 5ლ ერთი ცალი.

უი, მართლა ძვირი გამოდის, სადღაც 1.80$-ია ხომ?

Posted by: Мiami 13 Feb 2020, 14:05
elchi
ხო სადღაც ეგრე 1.75-1.8 ……………………………………………...

Posted by: <<ეგოისტკა>> 13 Feb 2020, 14:12
elchi
კი ძვირია საკმაოდ,თან ძირითადად დაუმწიფებელი იყიდება..ან ხარისხი არ ვარგა..

მანდ რა ღირს?

Posted by: Frankens†ein 13 Feb 2020, 14:27
<<ეგოისტკა>>
QUOTE
ძაან ბევრია მართლა ))) ამდენს ვერც შევჭამდი...

იდეაში, მაგდენის ჭამის მოთხოვნილება არ მაქვს, უბრალოდ მასეა საჭირო, ორგანიზმს რომ მიეწოდოს.
თუმცა არც ისე წვიმს როგორც ქუხსო, გამოთქმა რომაა, მასეა.
ნახშირწყლების მთლიანად ამოღების პირობებში ამდენი ცხიმიანი საკვები მსუბუქად მიდის ძალიან, არანაირი ზედმეტი საკვების მიღების შეგრძნება.
QUOTE
ორ კვირაში ვაპირებ დიეტაზე დაჯდომას.. ძაან ბევრი მაქვს დასაკლები .. ნუ დიეტაში შიმშილს არ ვგულისხმობ რათქმა უნდა)))))

ორ კვირაში გამოკვეთილი მექნება შედეგები და თუ მოგეწონება, ერთი დიეტით მეტი ალტერნატივა გექნება smile.gif
QUOTE
თუ ექიმი ნებას დამრთავს შეიძლება ვარჯიშიც დავიწყო.. და ეს შენი დიეტა და ვარჯიში ერთად როგორც ვატყობ ძალიან კარგ შედეგს დადებს..

ზოგადად, კეტო-დიეტაზე წერია, რომ ფიტნეს რეჟიმში არ არის რეკომენდირებული, მაგრამ მე არ ვეპუები, მიქაჩავს ორგანიზმი.
სავარაუდოდ ტვინის მუშაობისთვისაც რომ გამოიმუშავოს ენერგია ღვიძლმა მარტო ცხიმებისგან და ვარჯიშისთვისაც, დიდი დატვირთვა უწევს,
მაგის გამო მართალია არ შემიწყვეტია ვარჯიში, რეჟიმიდან რომ არ ამოვვარდე, მაგრამ დატვირთვები შევამცირე - 20-30 წუთი კარდიო და ცოტ-ცოტა სიმძიმეები, ძაან არ ვიღლი თავს smile.gif
QUOTE
ავოკადოს რაც შეეხება მართლა ძალიან სასაგებლოა.. ჩემებსაც ძალიან უყვართ,მაგრამ ეგ რომ ყოველ დღე ვიყიდო 450 ლ (თვეში)მხოლოდ ავოკადოში ძააან უნამუსობაა)))))))))

ხო, საშინელი ფასი აქვს ჩვენთან.
არადა ათჯერ ძვირ აშშ-ში კაპიკები ღირდა და ყოველდღიურ რაციონში მქონდე, რამდენიმეს ვჭამდი დღეში.
შედეგად ზედმეტი წონაც დავიკელი, დაახლოებით 3 კგ სამ კვირაში, თან ისე, რომ დღეში მინ. 2-3 ბოთლ ლუდს ვსვამდი + პიცა და მასეთები.
უბრალოდ ერთი თვე გავიჭირვებ ღიპის გაქრობის ხათრით smile.gif

sophka
QUOTE
შემწვარი კვერცხი, სოსისი და ძეხვეულობა ჩემი რაციონიდან ამოღებულია.

სოსისს და ძეხვს მეც არ ვჭამ ჩვეულებრივ რეჟიმში, აი კვერცხი კი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია და თითქმის ყოველდღიურ რაციონში მაქვს smile.gif
საუზმისთვის ერბოკვერცხი და ყიყლიყო იდეალურია, თან მიყვარს, თან სასარგებლოა და თან უცბად მზადდება.
თუ არ გიყვარს, ძნელია, გეთანხმები.
აი ცხიმიანი ძეხვეული დიეტის ფარგლებში ჩავსვი რაციონში, საექიმო ძეხვი მაღალცხიმიანია და კარგია ამ დიეტაში.
მაიონეზიც კი კარგია 30 დღიანი კეტოდიეტის დროს, უბრალოდ ძალიან არ მიყვარს და მაგას ვერ smile.gif
QUOTE
უპურობა ასატანია, აი ტკბილეულობას ვერაფერს ვუხერხებ

ხო, რაღაც რო გიყვარს ძნელია.
QUOTE
მადლობა გენს არ ვარ ჭარბწონიანი

ეგ კარგია, მაგრამ მარტო ჭარბი წონის დასაკლებადაც არაა ეს კეტო-დიეტა.
შეიძლება გარეგნულად არ გეტყობოდეს, მაგრამ უჯრედებში არის დალექილი ძველი ცხიმი და ისინი იწვება.
გონებრივ მუშაობასაც აუმჯობესებს, გლუკოზის მაგივრად ღვიძლის გამომუშავებული კეტონური სხეულები რომ მიეწოდება ტვინს.

ხო, მარტო სტატიების მიხედვით არ დამიწყია, რამდენიმე ახლობელი იყო ამ 30 დღიან რეჟიმზე და შედეგით ყველა კმაყოფილი იყო.
ვისაც შედარებით ზედმეტი წონა აქვს, ერთ კვირაში 5 კილოც კი დაიკლეს.
მე 5 კილო სულ არ მაქვს დასაკლები და ამ ერთ თვეში 2-3 კილო ცხიმი რო დამეწვას, იდეალური ვარიანტი იქნება,

აგერ ჩაცმულზე სულ არ მეტყობა ჭარბი წონა smile.gif

user posted image




elchi
QUOTE
ფორუმელებო, ავოკადოზე დაწერეთ და ძვირიაო.
თუ არ შეწუხდებით, იქნებ საშუალო ზომის ავოკადოს ფასი რომ დაწეროთ.

ერთი კილოგრამი ღირს დაახლოებით 20 ლარი.
ზოგან მაქსიმუმ 1 ლარით ნაკლები და ზოგან უფრო ძვირიც.
ბოლოს ნიკორაში რო ვიყიდე, 18.5 ლ ეწერა კილოგრამს.
ოთხი ცალი გამოვიდა 17 ლარის.
თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ უმეტესობა მკვახეებია და რამდენიმეს თუ ამოარჩევ შედარებით მწიფეს.
და რასაც ამოარჩევ, იმის დამწიფებასაც უნდა ელოდო კიდე

Posted by: sophka 13 Feb 2020, 15:18
Frankens†ein
რატომ აკეთებ? მითუმეტეს ვარჯიშობ, აქტიური ხარ...
შეუმჩნეველი ცხიმების წვის გამო?
მართლა არ ხარ სადიეტო.
მახსოვს ეგ ფოტო, კი.
მიკვირს ისე.
თუმცა ძალიან სანტერესოა შედეგი რაიქნება.
და შემდგომ როგორ იქნება შეგრძნებები. აი ეგ არის მთავარი.
გრძნობ სიმსუბუქეს?გონებრივ მუშაობისმხრივად, საერთო, ზოგადი ფონი თუ გაუმჯობესდება და ა.შ.
წარმატებებიი.

Posted by: Frankens†ein 13 Feb 2020, 15:28
sophka
QUOTE
რატომ აკეთებ? მითუმეტეს ვარჯიშობ, აქტიური ხარ...
შეუმჩნეველი ცხიმების წვის გამო?

არამარტო შეუმჩნეველის, შესამჩნევიც მაქვს, პატარა, მაგრამ მაინც ღიპის სახით.
და მაგ ღიპს ვერ მოვუხერხე ვერაფერი.

QUOTE
მახსოვს ეგ ფოტო, კი.

2 თებერვალსაა გადაღებული, კვირას.
ორშაბათიდან ეს კეტო დიეტაც დავიწყე smile.gif
ლაშქრობის უკანა გზაზე გადავწყვიტე.
საჭმელად რო გავჩერდით უკანა გზაზე, ეს ჩემი ახლობელი დიეტაზე იყო და მწვადიც მიირთვა, ქაბაბიც, ყველიც, წითელი მშრალი ღვინოც დააყოლა და მომეწონა ეგეთი დიეტა smile.gif

QUOTE
თუმცა ძალიან სანტერესოა შედეგი რაიქნება.
და შემდგომ როგორ იქნება შეგრძნებები. აი ეგ არის მთავარი

ხო, მეც მაინტერესებს.
როგორც ვთქვი ბრმად არ დამიწყია, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები იყნენ მაგ რეჟიმში და კმაყოფილები არიან, ხვალ გასდით 30 დღე smile.gif
ზედმეტი წონა არც ერთს არ ჰქონია, მაქს. 2-3 კილო იმათაც.

QUOTE
გრძნობ სიმსუბუქეს?გონებრივ მუშაობისმხრივად, საერთო, ზოგადი ფონი თუ გაუმჯობესდება და ა.შ.

კი, ფიზიკურად სიმსუბუქეს ვგრძნობ.
გონებრივად გაუმჯობესებაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგას არც აქამდე ვუჩიოდი და ვერც ეხლა ვგრძნობ რაიმე განსხვავებას.
საერთოდ, დაღლის შეგრძნება არ მაქვს, არც ფიზიკურად და არც გონებრივად.

Posted by: sophka 13 Feb 2020, 16:13
Frankens†ein
აჰა, ისე ამომწურავად პასუხობ კითხვებს, დავფიქრდი:დ
ცხიმების წვა მუცელზე განსაკუთრებით, მიმზიდველიაsmile.gif
ყველას თუ არა, უმეტესობას აწუხებს:დ


Posted by: Frankens†ein 13 Feb 2020, 16:58
sophka
QUOTE
ისე ამომწურავად პასუხობ კითხვებს, დავფიქრდი

ზერელედ არაფერი არ მიყვარს smile.gif

Posted by: PANTALONE 13 Feb 2020, 23:44
elchi
QUOTE
დედაჩემმა ქაშაყის შაურმა მოხოდა. თითებს ჩაიკნატუნებ.

დამაინტერესა, რეცეპტი დაწერეთ რა.
თევზის ჭერას ვერავინ მასწავლის.
წარმოვიდგინე და რაღაც განსხვავებული უნდა იყვეს, რაც აქამდე არ გამისინჯია, მერე მეც გავაკეთებ.

ქაშაყი, სალათის ფურცელი, კარაქი ლავაშზე ოდნავ, კიტრი ძალიან თხლად, მოხარშული კვერცხი.

მარტივია და ძალიან გემრიელი. მეგონა ხიზილალას ვჭამდი

Posted by: elchi 14 Feb 2020, 01:35
QUOTE (PANTALONE @ 13 Feb 2020, 23:44 )
elchi
QUOTE
დედაჩემმა ქაშაყის შაურმა მოხოდა. თითებს ჩაიკნატუნებ.

დამაინტერესა, რეცეპტი დაწერეთ რა.
თევზის ჭერას ვერავინ მასწავლის.
წარმოვიდგინე და რაღაც განსხვავებული უნდა იყვეს, რაც აქამდე არ გამისინჯია, მერე მეც გავაკეთებ.

ქაშაყი, სალათის ფურცელი, კარაქი ლავაშზე ოდნავ, კიტრი ძალიან თხლად, მოხარშული კვერცხი.

მარტივია და ძალიან გემრიელი. მეგონა ხიზილალას ვჭამდი

უნდა ვსინჯო, კაი რამე უნდა გამოვიდეს.
მადლობა პასუხისთვის.

Posted by: thug 14 Feb 2020, 03:22
შაურმა არის ვერტიკალურ შამფურზე შემწვარი ხორცი.


თქვენ რაზეც საუბრობთ მაგას Wrap ქვია

ანუ ლავაშში გახვეული ნებისმიერი რამე...




Posted by: diliskaptenachunchxa 14 Feb 2020, 12:27
QUOTE (PANTALONE @ 13 Feb 2020, 23:44 )
elchi
QUOTE
დედაჩემმა ქაშაყის შაურმა მოხოდა. თითებს ჩაიკნატუნებ.

დამაინტერესა, რეცეპტი დაწერეთ რა.
თევზის ჭერას ვერავინ მასწავლის.
წარმოვიდგინე და რაღაც განსხვავებული უნდა იყვეს, რაც აქამდე არ გამისინჯია, მერე მეც გავაკეთებ.

ქაშაყი, სალათის ფურცელი, კარაქი ლავაშზე ოდნავ, კიტრი ძალიან თხლად, მოხარშული კვერცხი.

მარტივია და ძალიან გემრიელი. მეგონა ხიზილალას ვჭამდი

პროპორციებს ხომ ვერ დაწერ? ქაშაყი რამდენი და კვერცხი რამდენი? ქაშაყი რამხელა ნაჭრებად უნდა იყოს დაჭრილი?ლავაშში რომ გაახვევ მერე გაცხელება უნდა ტოსტერში?

Posted by: PANTALONE 14 Feb 2020, 13:56
diliskaptenachunchxa
არ ვიცი ესე, თვალით ცოტ ცოტა იყო ყველაფერი, ბევრი ქაშაყი გადაამლაშებს, წვრილ ნაჭრებად და თანაბრად./

Posted by: max-14 14 Feb 2020, 18:20
QUOTE
თუ არ შეწუხდებით, იქნებ საშუალო ზომის ავოკადოს ფასი რომ დაწეროთ.

საშუალოზე არაა,ერთი ცალი 5-6 ლარი ღირს.ისიც კარგად უნდა აარჩიო,უმეტესობა არ ვარგა. თან მარტო დიდ მარკეტებშია. ძვირი გამოდის ძალიან

Posted by: thug 14 Feb 2020, 18:31
ავოკადო ყველგან ძვირია

1-2 დოლარი ღირს ცალი აქაც...
თუ იშვიათად რამე სეილზე არაა..

საქართველოში არ მგონია ისეთო მოხმარება იყოს ავოკადოზე რომ მისი ფასის დაწევა მოხერხდეს...


Posted by: max-14 14 Feb 2020, 22:38
QUOTE
საქართველოში არ მგონია ისეთო მოხმარება იყოს ავოკადოზე რომ მისი ფასის დაწევა მოხერხდეს...

უცხოელები ყიდულობენ,ქართველი ძალიან ცოტა.

Posted by: almond 15 Feb 2020, 00:19
Levan_Lion

გმადლობთ

up.gif

Posted by: ninicool 15 Feb 2020, 02:45

QUOTE
საშუალოზე არაა,ერთი ცალი 5-6 ლარი ღირს.ისიც კარგად უნდა აარჩიო,უმეტესობა არ ვარგა. თან მარტო დიდ მარკეტებშია. ძვირი გამოდის ძალიან

კარფურში 4 ლარად ვიყიდე ამ წინეებზე.

Posted by: la reine 22 Feb 2020, 13:06
ამოვწიოთ თემააა


იტალიური კროსტატა პატისიერით

user posted image

მომეწონა.
ფხვიერი თან მსუბუქი ცომი და რბილი კრემი.
კარგი იყო.

სოკოს ღვეზელები
user posted image

Posted by: Master_Nick 22 Feb 2020, 18:14
უგემრიელესი გამოვიდა, ხბოს ხორცი, სოკო, ხახვი, პომიდვრის სოუსი, ბლომად მწვანილი, სულგუნი და ა.შ. ღუმელში გამოცხობამდე.
user posted image
user posted image

Posted by: max-14 22 Feb 2020, 21:55
QUOTE
უგემრიელესი გამოვიდა, ხბოს ხორცი, სოკო, ხახვი, პომიდვრის სოუსი, ბლომად მწვანილი, სულგუნი და ა.შ. ღუმელში გამოცხობამდე

up.gif

Posted by: Keti-Ket 22 Feb 2020, 23:25
QUOTE (Master_Nick @ 22 Feb 2020, 18:14 )
უგემრიელესი გამოვიდა, ხბოს ხორცი, სოკო, ხახვი, პომიდვრის სოუსი, ბლომად მწვანილი, სულგუნი და ა.შ. ღუმელში გამოცხობამდე.
user posted image
user posted image

კარგი კომბინაცია ჩანს. ისე ამდენმა ყველმა ხორცის გემო არ გადაფარა?

Posted by: Master_Nick 23 Feb 2020, 07:26
Keti-Ket
ხორციც იგივე ნაჭრებია რაც ყველი, ყველი სულგუნია და მაინც მსუბუქია.

Posted by: la reine 23 Feb 2020, 15:17
Master_Nick
მაგარი ხარ ნიკოლოზup.gif

:*

სტაფილოს ნამცხვარი. კრემ ყველით და ჩემი მომზადებული კარამელითtan.gif

user posted image

Posted by: Master_Nick 23 Feb 2020, 17:43
la reine
bis.gif გუშინ ისეთი ხორცისტები მყავდნენ სტუმრად ლამის მე შემჭამეს lol.gif

სტაფილოს ნამცხვარი პირველად გავიგე, გემრიელად გამოიყურება ძალიანsmile.gif მოკლედ სტილს არ ღალატობ და ტრენდშიც ზიხარ რა wink.gif

Posted by: SkitterZ 26 Feb 2020, 15:00
la reine
ააააუ რა სასწაული იქნება love.gif :დორბლი:

Posted by: elchi 26 Feb 2020, 16:01
Master_Nick

ყოჩაღ ნიკა, დარწმუნებული ვარ მაგარი ბომბა რამე გამოვიდოდა.

la reine

შენზე რა უნდა ვთქვა, უკვე აღარ ვიცი.
მართლა დედოფალა და მაგარი გოგო ხარ.

Posted by: klubnika 28 Feb 2020, 03:47
user posted image
user posted image

აუ ძალიან მიხარია
ძალიან კარგი და გემრიელი გამოვიდა


Posted by: max-14 1 Mar 2020, 18:13
QUOTE
ძალიან კარგი და გემრიელი გამოვიდა

ქათმის ფილეა?

Posted by: klubnika 3 Mar 2020, 05:13
QUOTE (max-14 @ 1 Mar 2020, 18:13 )
QUOTE
ძალიან კარგი და გემრიელი გამოვიდა

ქათმის ფილეა?

ჰო ფილეა gigi.gif
ანუ არ გამოიყურება შესაბამისად

ესეც ლობიო
user posted image
user.gif

Posted by: SkitterZ 16 Mar 2020, 20:45
user posted image
user posted image
user posted image

რატომ ჩაკვდა აქაურობა?

ჩემით მომზადებული კაპუჩინო და დარიჩინიანი ვაშლის პეროგი

Posted by: sophka 17 Mar 2020, 13:22
SkitterZ
რა კარგი პეროგიაა...

ხო, ჩაკვდა :დ მაგრამ ხან გამოანათებს ხოლმე.


სახლში ვარ 2 კვირით, დაიხურა ჩემი სამსახურიც კორონას გამო და ვაგრძელებ არტიზანული პურების ცხობას :დ

ცეხვილი და დოლის ნარევის პური, მაჭრის საფუარზე.
ცხელია ვერ გავჭრი )))

user posted image


დამწვარი არაა, უბრალოდ მიყვარს მე ასე დაბრაწული პურები თავზე :დ

user posted image

Posted by: la reine 18 Mar 2020, 19:54
SkitterZ
sophka

კარგები ხართ, კარგებიიიbiggrin.gif

user posted imageuser posted image

Posted by: max-14 18 Mar 2020, 21:31
QUOTE
ცეხვილი და დოლის ნარევის პური, მაჭრის საფუარზე.

კარგი რამე ჩანს chups.gif

Posted by: sophka 18 Mar 2020, 21:58
la reine
შენ უკეთესიი...
რა გემრიელი იქნება.

აღარ ვაცხობ ნამცხვრებს, არ ვიცი რატომ...


max-14
კი, ძალიან გემრიელი გამოვიდა... მძიმე და მსუბუქიც ერთდროულად.
ფქვილიც ქართულია, ლატიბაშვილის.
ჭრილში უკეთ ჩანს
user posted image

* * *
ძალიან ადვილი ნამცხვარი, ხრაშუნა, თან ფაფუკი :დ

user posted image

user posted image


1კვერცხი,
200გრ შაქარი(მე დავაკელი)
100გრ დარბილებული კარაქი,
200გრამი არაჟანი,
მწიკვი მარილი, სოდა+ძმარი, ვანილი.
2 ჭიქა ფქვილი(ცოტა შეიძლება დაიმატოს)
ნაზი ცომი უნდა იყოს, ხელზე არ გეკვრებოდეთ, მიეცით ფორმა და აცხეთ 180-200ზე.
ნაწილს დავუმატე კაკაო.

Posted by: max-14 21 Mar 2020, 14:51
ყველანი სახლში ვართ და რატოა ეს თემა ჩამკვდარი ? smile.gif

Posted by: sophka 21 Mar 2020, 15:31
აღარავის უნდა, ალბათ ))


მე კი ვაცხობ და ვაცხობ smile.gif

ფრანგული ფუნთუშები. ძალიან გემრიელია, უბრალოდ ჩემთვის ცოტა მძიმე ცომია.
უფრო ფაფუკი მინდოდა ყოფილიყო.

user posted image

Posted by: la reine 21 Mar 2020, 23:47
sophka

უუჰ მართლა ძაან ხრაშუნებიაsmile.gif



max-14

დადე მერე. შევათვალიერებთ სიამოვენებითsmile.gif


Posted by: Dybala 22 Mar 2020, 14:23
user posted image

სახლში ჯდომამ იცის.
stir fry chicken and broccoli

და სტაფილოს კექსი.
user posted image

Posted by: miracle_of_love 23 Mar 2020, 04:40
გლუტენი სად ვიყიდო და ფასი, მადლობა წინასწარ wink.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 23 Mar 2020, 13:07
user posted image
-------------------------------------------

Posted by: klubnika 24 Mar 2020, 10:16
მახინჯუკა პიცა გავაკეთე ტაფაზე
givi.gif facepalm.gif
მთავარია უმი არ აღმოჩნდეს
user posted image

Posted by: max-14 24 Mar 2020, 20:33
user posted image
სალათი გავაკეთე სახელდახელოდ........

Posted by: fermina 25 Mar 2020, 22:25
la reine

ადრე შენ დაწერე ფუნთუშების რეცეპტი:

"300მლ. თბილ რძეში ჩავყაროთ 100გ. შაქარი, 2/3 ჩ. კ. მარილი, ვანილი, 1 კვერცხი, 1ს.კ.ზეთი და კარგად მოვურიოთ. ჩავამატოთ 600 გ. ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ბოლოს შევაზილოთ 50გ. გამდნარი კარაქი. სითბოში დავდგათ. როცა აფუვდება, ოდნავ ზეთიან ზედაპირზე გავყოთ 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული მოვაგუნდაოთ და ვაცალოთ აფუება. მერე ვაძლევთ, სასურველ ფორმას, ისევ აფუშფუშდეს და გამოვაცხოთ. ზემოდან მე კვერცხი წავუსვი და შევდგი ელექტრო ღუმელში 250°. ზე 25 წუთი.
დღესაც ისეთივე ფუმფულა და გემრიელია, როგორც გუშინ.
ყველაფერი ზუსტად აწონეთ და აუცილებლად გამოგივათ. ხო, დამავიწყდა...საცხობი ქაღალდი დაუფინეთ".

ხოდა საფუარი არ უნდა ამ ცომს? biggrin.gif და რამდენი?

Posted by: la reine 25 Mar 2020, 23:24
fermina

ჯერ რამდენი ხანი ვიხსენებდი რომელი ფუნთუშების იყო, მერე ვეძებე ის რეცეპტიfacepalm.gif მოკლედ, გავიხსენე. 2 ჩ.კ. უნდა მშრალი და თუ ნედლი გაქვს 25გ user posted image
ეს იყო. კი კარგი გამოდის ნამდვილად.

დღეს პური გამოვაცხვე. სოფკას სენი შემეყარა მგონიsmile.gif



user posted image

ცხელი დავჭერი და ცოტა აიბურკლა. რომ გაცივდა სასწაული ტექსტურა ჰქონდა
user posted image


Posted by: fermina 26 Mar 2020, 01:28
la reine

მადლობა 2kiss.gif
ჩვეულებრივი, კლასიკური ფუნთუშების რეცეპტი მინდა და მგონი ეგაა smile.gif

Posted by: elchi 26 Mar 2020, 03:06
la reine
fermina

არ ვიცი გოგოებო. ასევე სოფკა, ვაკეთებ ცომეულისგან ხინკალს, ხაჭაპურს, კუბდარს, ღვეზელებს, მაგრამ ეგეთი რამეები არ მიცდია, რასაც თქვენ აკეთებთ.
ტორტები და ნამცხვრები გამორიცხეთ, მე მაგათი გამკეთებელი არა ვარ.

ჩვენი მეგობარია ლევანი /Levan-Lion/, ძალიან კარგი ახალგაზრდაა.
მასწავლა როგორ უნდა გაკეთდეს თონე.
შენება არ მეშლება, სახლებს ვაშენებ.
ჰოდა დათბება თუ არა, თონე უნდა ავაშენო ეზოზე.
ვერ გეახლებით ამათ პურს, რანაირი აღარ ვცადე, მაგრამ ვერა რა.
ყველაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენებური თონის პური მენატრება.


Posted by: Levan_Lion 26 Mar 2020, 04:32
QUOTE (elchi @ 26 Mar 2020, 03:06 )
.

ჩვენი მეგობარია ლევანი /Levan-Lion/, ძალიან კარგი ახალგაზრდაა.
მასწავლა როგორ უნდა გაკეთდეს თონე.
შენება არ მეშლება, სახლებს ვაშენებ.
ჰოდა დათბება თუ არა, თონე უნდა ავაშენო ეზოზე.
ვერ გეახლებით ამათ პურს, რანაირი აღარ ვცადე, მაგრამ ვერა რა.
ყველაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენებური თონის პური მენატრება.

elchi
გაიხარე smile.gif მალე აგეშენებინოს საოცნებო თონე თორე დავიტანჯე შენი საცოდაობით sad.gif user.gif smile.gif

დიდი სიამოვნებით გავჭრიდი ლენტს ახალ გახსნილ თონეზე და ჩავაკრავდი პირველ პურს თონეში :დ smile.gif

წარმატება დ ამშვიდობა გქონოდეს

Posted by: thug 26 Mar 2020, 04:51
Levan_Lion

ჯიგარი ხარ შენ

შემოდი მთელი ძალით ამ განოფილებაში

მე გრთავ ნებას lol.gif

Posted by: Levan_Lion 26 Mar 2020, 05:45
QUOTE (thug @ 26 Mar 2020, 04:51 )
Levan_Lion

ჯიგარი ხარ შენ

შემოდი მთელი ძალით ამ განოფილებაში

მე გრთავ ნებას lol.gif

thug
შენც გაიხარე ქართველო ამერიკელო smile.gif რა ქენი სულ გამოწრუპე ნაჩუქარ ფასად ახალი დათრეული იპა? :დ :დ :დ

კაი ლუდი კაია დავლევდი დიდი სიამოვნებით

ჰაჰ რა კაცი ხარ :დ

არადა "რუხი კარდინალი" და რამე პონტებში ვარ :დ ;დ :დ

შენც მშვიდობა გქონოდეს და წარმატება smile.gif ახლა ლუდს და სიგარას რომ არ მოიკლებ ეგ კი ვიცი ისედაც

Posted by: thug 26 Mar 2020, 05:59
QUOTE (Levan_Lion @ 25 Mar 2020, 21:45 )
QUOTE (thug @ 26 Mar 2020, 04:51 )
Levan_Lion

ჯიგარი ხარ შენ

შემოდი მთელი ძალით ამ განოფილებაში

მე გრთავ ნებას lol.gif

thug
შენც გაიხარე ქართველო ამერიკელო smile.gif რა ქენი სულ გამოწრუპე ნაჩუქარ ფასად ახალი დათრეული იპა? :დ :დ :დ

კაი ლუდი კაია დავლევდი დიდი სიამოვნებით

ჰაჰ რა კაცი ხარ :დ

არადა "რუხი კარდინალი" და რამე პონტებში ვარ :დ ;დ :დ

შენც მშვიდობა გქონოდეს და წარმატება smile.gif ახლა ლუდს და სიგარას რომ არ მოიკლებ ეგ კი ვიცი ისედაც

შენ უნდა დაგაბრუნო გემრიელ დვიჟენიებში biggrin.gif biggrin.gif



Posted by: sophka 26 Mar 2020, 08:34
la reine
აუ, რა კარგი პურიაა, მშვენივრად გამოიყურება და გემრიელიც იქნება.

მეც უნდა ვცადო ეგ ფუნთუშები, არაადროს ასეთი ფუმფულა და მსუბუქი არაა ჩემი ფუნთუშები. ჩავინიშნე შევინახე რეცეპტი biggrin.gif



elchi
ოჰ, პური არც ისე რთული გამოსაცხობია,, თუ გულით მოინდომებ.
შენ გამომცხვარს არაფერი აჯობებს.
ჯგუფში დადეს ფოგო გრამაჟების და ჩაგიგდებ, შეგიძლია სცადო.
მარტივია, რა პროპორციით აიღო ინგრედიენტები.
user posted image
ამით იხელმძღვანელე. ფქვილები შეგიძლია აურიო, ჭვავი, ცეხვილი, 1 ან უმაღლესი ხარისხის და ა.შ.

* * *
Levan_Lion
ჰეი, ლევაან...

რა ჰქენი შენ პურზე, არ გამოაცხე?


რუხი კარდინალი biggrin.gif


Posted by: fermina 26 Mar 2020, 11:57
la reine
კიდევ ერთი შეკითხვა - ცომი დაახლოებით როგორი კონსისტენციის უნდა იყოს, ალბათ ხელზე არ უნდა ეკრობოდეს?

Posted by: la reine 26 Mar 2020, 12:51
fermina

ცომი გამოდის ფაფუკი და ხელზე არ ეკრობა. ძალიან ელასტიურია და უპრობლემო

sophka

ეს ფუნთუშა მოეწონება იმას, ვისაც ძალიან ფუმფულა ფუნთუშები მოსწონს. ზოგს უფრო მკვრივი უყვარს. მაგისთვის სხვა რეცეპტია კიდევsmile.gif

Posted by: sophka 26 Mar 2020, 13:30
la reine
ხო აი მკვირივი ფუნთუშები არ მოომწონს მივხვდი, მაქვს ეგეთი მკვრივის რეცეპტები, ზუსტად ეგ ფუმფულა ფუნთუშა მინდა wink.gif
წავედი მოვზილო biggrin.gif


Posted by: fermina 26 Mar 2020, 14:17
la reine
QUOTE
ზოგს უფრო მკვრივი უყვარს. მაგისთვის სხვა რეცეპტია კიდევ


თუ არ დაიზარებ, დადე რა ამის რეცეპტიც smile.gif

ახლა ამ ფუმფულებს ვაცხობ და თუ გამომივა, მერე მივხვდები როგორი უფრო მომწონს. მგონი უფრო მძიმე და მკვრივები...

Posted by: sophka 26 Mar 2020, 19:25
la reine

დავაცხე შენი ფუნთუშები და ძაან კარგია, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა.

fermina
მადლობა, რომ ამოწიე ფუნთუშების თემა:დ


რამდენიმე ცალს ჩემი მომზადებული ფორთოხლის ცუკატები ვუქენი და ძალიან მოუხდა.
თავზე მაწონი გადავუსვი კვერცის მაგივრად. არ მიყვარს კვერციანი :დ

user posted image

user posted image

Posted by: la reine 26 Mar 2020, 21:47
sophka

მართლა მოგეწონა? რა კარგიაsmile.gif

fermina

შენ რა ქენი? გამოაცხვე? smile.gif

კი, დავწერ მაგასაც აუცილებლად.

Posted by: sophka 26 Mar 2020, 22:25
la reine
კიი, მართლა ფუმფულაა და მსუბუქი, თან გემრიელიაა.
ცუკატები ძაან მოუხდა. ბავშვებმაც ისე გემრიელად ჭამეს
< 3

Posted by: fermina 27 Mar 2020, 00:35
la reine
QUOTE
fermina

შენ რა ქენი? გამოაცხვე?


კი biggrin.gif

რაღაც შეცდომები დავუშვი, რომლებიც უკვე გავაანალიზე და შემდეგ ცდაზე აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif ფოტოებსა მერე დავდებ.

ყველა სიკეთესთან ერთად ძირები დამეწვა, არ ვიცი რატომ, მაგრამ აწი ორმაგ საცხობ ქაღალდს დავუფენ და ზემოთ ავწევ ფირფიტას.

საფუვრიანი ცომი არასოდეს გამიკეთებია, კექსები ძალიან კარგი გამომდის და ესეც მინდა დავამუღამო.

აი თუ მეტყვი, საფუარი ჯერ თბილ რძეში უნდა გავხსნა? და რძე რა ტემპერატურის, თითზე ოდნავ რომ "იკბინებოდეს" თუ უფრო გრილი?

და კიდევ, 600 გრამი ფქვილით მოზელილი ცომი ცოტა თხელი მომეჩვენა, ხელებზე ეწებებოდა და დავამატე ფქვილი, შეიძლება 100 გრამამდე ან ცოტა მეტი sad.gif

Posted by: elchi 27 Mar 2020, 00:59
sophka

გეტყვი სოფკა.
ეგ თონე, რომელსაც გავაკეთებ, ბიზნესისთვის არ მინდა, მაგრამ ისე ავაშენებ, სხვადასხვა დანიშნულებაც რომ ჰქონდეს, პურის გამოცხობის გარდა, მაგალითად ხორცი რომ შევბოლო, შამფურებით ჩაკიდული მწვადები, თუნდაც ლობიანები გავაკრა და ა.შ.
იმ რაოდენობის პურს გამოვაცხობ, რაც 4-5დღე გვეყოფა მე და მეუღლეს, შვილები წავიდნენ, დიდები არიან და ცალკე ცხოვრობენ.
რაც შეეხება ცომს, იყიდება როგორც ახალი მოზელილი, ასევე გაყინული, ამიტომ ცომის მოზელვაში დროს არ დავხარჯავ, ვიცი რომლებიც უნდა ვიყიდო.

პ.ს. მადლობა რჩევისათვის. 2kiss.gif

Posted by: sophka 27 Mar 2020, 08:18
fermina
გაზის ღუმელში თუ აცხობ სადღაც 220-200 გრადუსზე ჰქენი.

elchi
კი, ბიზნესი არც მიფიქრია. უბრალოდ, სანამ თონეს აამუშავებ აცხე ღუმელშიც, ადვილია.
ბებია და ბაბუა ბოლავდნენ ხორცს თონეში,ბავშვობა გამახსენდა.

წარმატებებიი აბა და ველით ჩამოკიდებულ ნეკნებს თონის თავზე wink.gif


Posted by: fermina 27 Mar 2020, 08:27
sophka
QUOTE
fermina
გაზის ღუმელში თუ აცხობ სადღაც 220-200 გრადუსზე ჰქენი.


ელექტროა, და მგონი 200-იც მაღალია, კექსს 170-ზე ვაცხობ.

Posted by: sophka 27 Mar 2020, 09:30
fermina
170 დაბალია, სცადე 200-ზე თავიდან და მერე დაუწიე სჯობს.

მე გაზის მაქვს და ჩემს გაზზე ვიცი როგორ ვაცხო ეს თუ ის.

თბილ რძეში(თითზე არ მკბენდა) გავხსენი საფუარი და მერე
შაქარი და სხვა ინგრედიენტები დავამატე, ფქვილიც შევურიე და ბოლოს კარაქი, როგორც ეწერა, ცომს შევაზილე.
კარგი, ელასტიური ცომი იყო, თხელი არა.




* * *
frankeschtein

უი, ფრანკე, გვითხარი კეტო დიეტის შედეგი.
კმაყოფილი ხარ?



Posted by: la reine 27 Mar 2020, 09:55
fermina

რძე უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი. არც ძაან გრილი და არც ცხელისკენ.
ფქვილის დამატებაც ნორმალურია. ის დოზა არის მიახლოებითი. მთავარია ცომის სისქე ისე დააყენო რომ ხელზე არ გეკრობოდეს, თან რბილი იყოს

ღუმელს რაც შეეხება...ესეც ინდივიდუალურია . ყველა ღუმელი თავისებურად აცხობს. ხშირად მეც ელექროს ვიყენებ. 170-180° არის იდეალური. ცომმა ჯერ გადიდება უნდა მოასწროს და მერე უკვე გამოცხობა. ეგრევე მაღალ ტემპერატურაზე, ზომაშიც ვერ იზრდება და სქელი მუქი ქერქით იფარება.
გაზის ღუმელზეც იგივეა პრინციპში. აი სოფკას ღუმელი 200° ზე კარგად აცხობს თურმე. ჩემი კიდე უფრო დაბალზე. მოკლედ, შენ უკეთ იცი რა ტემპერატურაზე გამოაცხო. უბრალოდ ძაან მაღალი არ უხდება არც ძაან მბჟუტავი. საშუალოზე იდეალურად ცხვება.

sophka

რა კარგია ბავშვებს რომ მოეწონათsmile.gif ყველფრის დამატრბა შეიძლება მაგ ცომში....შიგნით ჩადებაც და კრუასანივით მოხვევაც

Posted by: sophka 27 Mar 2020, 10:00
la reine
კი, შესანსლეს ცხელ-ცხელი biggrin.gif

დღეს შოკოლადის კექსი გვაქვს გეგმაში, მერე გავამეორებთ ისევ ფუნთუშებს.

მაისამდე დიეტა დამჭირდება ვგრძნობ, გარეთ გასვლამდე biggrin.gif


Posted by: fermina 27 Mar 2020, 15:19
la reine
sophka

მადლობა, ხვალ უნდა შევეჭიდო კიდევ ერთხელ, შანსი არაა, სანამ ისეთი არ გამომივა, როგორიც მინდა, არ მოვისვენებ smile.gif

Posted by: sophka 28 Mar 2020, 16:20
fermina
აბა, გამოაცხე?
გამოგივა ზუსტად ისეთი, როგორიც გინდა.



ესეც შოკოლადის კექსი
user posted image

ცხელ-ცხელი, გუშინ ვეღარ და დღეს გავაკეთე biggrin.gif


Posted by: fermina 28 Mar 2020, 16:42
sophka
QUOTE
fermina
აბა, გამოაცხე?
გამოგივა ზუსტად ისეთი, როგორიც გინდა.


ღუმელშია biggrin.gif

ლა რეინს არ ეწყინოს, მაგრამ ოკუპანტების ვიდეორეცეპტი გამოვიყენე ამჟამად. 12 საათიდან ფქვილში ვარ ამოსვრილი smile.gif

აი ეს: https://www.youtube.com/watch?v=7kiAXI-7aXU&feature=emb_logo

ცომი გამოვიდა ძალიან კარგი და იმედია ნორმალურები გამოცხვება.

Posted by: sophka 28 Mar 2020, 16:58
[b]fermina[b]
კარგი რეცეპტი ჩანს, თუ მოგეწონა მეც ვცდი მერე.

ფორმა მომეწონა, ჩავდებ სხვა დროს ასე biggrin.gif




Posted by: fermina 28 Mar 2020, 17:04
sophka
QUOTE
კარგი რეცეპტი ჩანს, თუ მოგეწონა მეც ვცდი მერე.

ფორმა მომეწონა, ჩავდებ სხვა დროს ასე


აი ცოტა ხანში გეტყვი smile.gif

ამასობაში კექსი კინაღამ გამომრჩა, არაჩვეულებრივად გამოიყურება up.gif
* * *
გამოცხვა bis.gif

ვიზუალურად მშვენიერია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. შიგთავსი და გემო ჯერ არ ვიცი, გაგრილდეს და ვნახავ smile.gif

user posted image

ესეც ჭრილი:



user posted image
* * *
ესეც ჭრილი:

user posted image

user posted image

მოკლედ იდეალური რეცეპტია, გირჩევთ.

Posted by: sophka 28 Mar 2020, 18:22
fermina

მადლობაა.
აუ, რა ძალიან კარგიაა...
<3
ვცდი ამ დღეებში, ჩავინიშნე ეს რეცეპტიც...

Posted by: fermina 28 Mar 2020, 18:48
sophka

მითითებულზე ოდნავ მეტი ფქვილი დაჭირდა. ფქვილი აუცილებლად გაცრილი. დანარჩენი ზუსტად დავიცავი რეცეპტი, რძის ფხვნილიც კი ვუქენი, მაგრამ ამის გარეშეც მშვენიერი გამოვა დარწმუნებული ვარ. შენ ცხობა იცი და არ გაგიჭირდება, მე ვიჩალიჩე პირველ ჯერზე ბევრი, სამაგიეროდ ზუსტად ვიცი უკვე, რა კონსისტენიის ცომი უნდა იყოს.

Posted by: la reine 28 Mar 2020, 18:50
fermina

უი რას ამბობ. რა უნდა მეწყინოსsmile.gif
მთავარია ერთხელ გამოგივიდა, არ აქვს მნიშნელობა რომელი რეცეპტით. მერე უკვე ალღოსაც აუღებ და ეგაა
მე ერთსა და იმავეს არასდროს ვაცხობ. სულ ახალ რეცეპტებს ვტესტავ. ზოგი უფრო მომწონს, ზოგი ნაკლებადsmile.gif ასე რომ ეს ძიების და ცდის მომენტია უსტად საინტერესო.

ის ფუნთუშა ჩემი პირველი მცდელობა იყო. ერთხელ გამოვაცხვე და მახსოვს ძალიან მომეწონა. ამ დღეებში კიდევ უნდა მივუბრუნდეsmile.gif
ეს გოგო ვიცი. კარგი რეცეპტები აქვს.

Posted by: sophka 28 Mar 2020, 19:40
fermina

ფქვილს სულ ასე ვაცრი ხოლმე ჯამში, საერთოდ თხელ ცომთან მუშაობაც დავამუღამე პურის ცხობის დროს, ცოტა კია რთული.
კარანტინის დროს დავრჩი უფქვილოდ, ახლა ვფიქრობ შევუკვეთო თუ გავიდე მე თვითონ სადმე და ვიყიდო ბევრი. 1 კვირაში 5კგ-ზე მეტი ავითვისე biggrin.gif

ამ დღეებში ვცდი მაგ რეცეპტსაც, ოღონდ რძის ფხვნილს არ ვუზამ.



Posted by: fermina 28 Mar 2020, 19:47
sophka
QUOTE
კარანტინის დროს დავრჩი უფქვილოდ, ახლა ვფიქრობ შევუკვეთო თუ გავიდე მე თვითონ სადმე და ვიყიდო ბევრი. 1 კვირაში 5კგ-ზე მეტი ავითვისე


მეც ბევრი ფქვილი გამოვიყენე ამ დღეებში smile.gif თან ეზოში ორი მაღაზია მაქვს, შორს წასვლა არ მჭირდება. ხან ბლინები, ხან ფუნთუშების წარუმატებელი მცდელობები... smile.gif

ხვალ კიდევ გავაკეთებ ამ რეცეპტით, ამას უკვე დაიტაცებენ გული მიგრძნობს smile.gif

Posted by: sophka 29 Mar 2020, 21:01
fermina
ხო, სხვა რა ვაკეთოთ, აბა smile.gif)

მოსაწყენია ძალიან.

რა მაინტერესებს 1 ჩ/კ მარილი უქენი? მებევრება აშკარად.

მე დავაკლებ.

Posted by: fermina 30 Mar 2020, 01:14
sophka
QUOTE
რა მაინტერესებს 1 ჩ/კ მარილი უქენი? მებევრება აშკარად.

მე დავაკლებ.


სავსე არა, ცოტა მეც დავაკელი.

დადე რა როგორი გამოგივა, მაინტერესებს.

მე დღესაც გავაკეთე, ერთ ცალში გადახვევისას გატარებული ნიგოზი, შაქარი და დარიჩინი ჩავაყოლე ექსპერიმენტის სახით და მშვენიერი იყო, მაგრამ მე მაინც უყველაფრო მირჩევნია, ქიშმიშსაც არ ვუკეთებ.

Posted by: sophka 30 Mar 2020, 13:50
fermina
არ მიყვარს ნიგოზი და ქიშმიში ცომში.
არადა, ქიშმიში ცალკე ცოცხლად შემიძლია უზომოდ ვჭამო biggrin.gif

დარიჩინი საერთოდ არ მიყვარს

ფორთოხლის ცუკატები მაქვს, მაგას დავამატებ ცოტას ან ჩირებს.
მეც უყველაფრო ფუნთუშები მირჩევნია ზოგადად biggrin.gif


კი, როცა გავაკეთებ, დავდებ აუცილელად.






Posted by: kekluci 31 Mar 2020, 04:01
ამ თვის თავხედობები))

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ეს დაბრეცილი ტორტი ცოტა ძველია

Posted by: Levan_Lion 31 Mar 2020, 04:07
kekluci
შენსავით ცელქურ კეკლუცურები კია ისე ტკბილეულობა smile.gif

Posted by: elchi 31 Mar 2020, 09:22
kekluci

სად იყავით აქამდე?

მართალია ტკბილი არ მომწონს, მაგრამ იმ ტორტს, რომელიც მაყვალისგან, ჟოლოსგან და მოცვისგან გაქვთ გაკეთებული ნახევარ საათში ბოლოს მოვუღებდი.
აჭარულმა მომსპო, ორი კვერცხით ვიცი მაგის გაკეთება.

პ.ს. ღუმელი გამიფუჭდა და ვერანაირ საცხობს ვეღარ ვაკეთებ.

გარეთ არ მიშვებენ.

Posted by: tavadze 1 Apr 2020, 00:10
kekluci - კეკლუცი კი არა, კილერი ყოფილხართ! biggrin.gif აი, ამას ჰქვია შემოსვლა - კანტროლკა! biggrin.gif
პ.ს. ის დაბრეცილი ტორტი მე მომეცი და თუ გინდა, ის ხილის ტორტიც მოაყოლე - მოცვიან-მაყვლიან-ჟოლოიანი.
პ.ს. დღეს ჯონჯოლი დავამწნილე. jump.gif jump.gif ცოტა კიდევ დამრჩა დასაკრეფი.

Posted by: kekluci 1 Apr 2020, 03:40
Levan_Lion

QUOTE
შენსავით ცელქურ კეკლუცურები კია ისე ტკბილეულობა 


ოჰჰჰ:დ
გმადლობთ)))


elchi
QUOTE
სად იყავით აქამდე?

ვაცხობდი :დ

QUOTE
აჭარულმა მომსპო, ორი კვერცხით ვიცი მაგის გაკეთება.

ორი რატო? გემოვნების ამბავია? )) ჩემთვის ერთიც ზედმეტია ხოლმეsmile.gif)
სამწუხაროდ ქართული ყველი არ მქონდა და მოცარელა/ფეტა გამოვიყენე
საკმაოდ ნორმალური გამოვიდა

QUOTE

პ.ს. ღუმელი გამიფუჭდა და ვერანაირ საცხობს ვეღარ ვაკეთებ.

გარეთ არ მიშვებენ.

სამაგიეროდ სხვა პლიუსიც აქვს, ზედმეტ კილოგრამებს აიცილებთ თავიდან))))
ჩემგან განსხვავებით




tavadze
გამაცინეთ :დდ
კეკლუცი კილერი წარმოვიდგინე :დდდ


QUOTE
.ს. ის დაბრეცილი ტორტი მე მომეცი და თუ გინდა, ის ხილის ტორტიც მოაყოლე - მოცვიან-მაყვლიან-ჟოლოიანი.
პ.ს. დღეს ჯონჯოლი დავამწნილე.    ცოტა კიდევ დამრჩა დასაკრეფი.


უფფ ჯონჯოლი!
რამდენი წელია არ მიჭამია, სიამოვნებით გაგიცვლიდით ტორტებში ))))





პ.ს
გმადლობთ ბიჭებო chups.gif

Posted by: elchi 1 Apr 2020, 05:36
kekluci

ორი კვერცხით იმიტომ რომ "ცოტა" მოზრდილი ვარ, თან ბევრ კარაქს ვამატებ, კატერის ხელა გამომდის. LOOOL
tavadze

არ ვიცოდი ძამა მაგ მცენარის ცნობა ადრე, თურმე ეზოზე მირგია და მეზობლებსაც აქვთ.
ყველა ნებას მრთავს მოვკრიფო.
ჯონჯოლი სხვადასხვანაირებია.
ადრე დედა მიგზავნიდა, მერე NY-იდან ჩამოჰქონდათ მეგობრებს, ესენი ვიპოვე აქ და ჩემით ვაკეთებ ახლა.


Posted by: klubnika 1 Apr 2020, 17:31
user posted image

user posted image

user.gif ხალჩო

Posted by: cosmia 1 Apr 2020, 18:22
ხაალხნოო, დატესტილი გემრიელი 90იანური სიგუას რეცეპტი მასწავლეთ რაა, ლამფა გადმოვიღე ნავთის და ფართის ვგეგმავთ პლედებში მოვაწყოთ დაქალებმა lol.gif

Posted by: fermina 1 Apr 2020, 18:56
cosmia
QUOTE
ხაალხნოო, დატესტილი გემრიელი 90იანური სიგუას რეცეპტი მასწავლეთ რაა, ლამფა გადმოვიღე ნავთის და ფართის ვგეგმავთ პლედებში მოვაწყოთ დაქალებმა


თუ მეხსიერება არ მღალატობს, გახეხილი ვაშლი, ზეთი, შაქარი და ფქვილი იყო ძირითადი ინგრედიენტები biggrin.gif

სიგუას ნამცხვარი და გემრიელი რა ვიცი... გემრიელი თუ გინდა, ტირამისუ გააკეთეთ smile.gif

Posted by: elchi 1 Apr 2020, 19:36
ასე იცის სახლიდან გაუსვლელობამ.
აკრძალული არ მაქვს, მაგრამ მაინც ვერიდები.
ისიც ვიცი ვირუსი ვირუსზე რომ არ გადადის, ჩემზე უარესი ვირუსი რაღა უნდა იყვეს?
ავიღე და ტოლმა გავაკეთე, არაჟანთან ერთად ძალიან მომწონს.
სურათში პილპილის დადება დამავიწყდა.
გავაშავებ შავი პილპილით და ისე გეახლებით. lol.gif

user posted image

Posted by: cosmia 1 Apr 2020, 22:04
fermina
QUOTE
თუ მეხსიერება არ მღალატობს, გახეხილი ვაშლი, ზეთი, შაქარი და ფქვილი იყო ძირითადი ინგრედიენტები

ანუ დაპრანჭული სიგუა არ მინდა იმენა ავთენტური ნამდვილზე ნამდვილი, ქოთნის ლობიოს მოუხდება დესერტად პაწუკა ქოთნები მაქვს თიხის უკვე გადმოვალაგე წლებია არ გამომიყენებია, მერე მოვჯოკრავთ და ეგაა lol.gif


QUOTE
სიგუას ნამცხვარი და გემრიელი რა ვიცი... გემრიელი თუ გინდა, ტირამისუ გააკეთეთ

არ მევასება ტირამისუ, ბანალურია რაღაცნაირად, სადა გემრიელობები მირჩევნია givi.gif

Posted by: fermina 1 Apr 2020, 22:13
cosmia
QUOTE
ანუ დაპრანჭული სიგუა არ მინდა იმენა ავთენტური ნამდვილზე ნამდვილი


სიგუა ეგაა, რაც დაგიწერე და ტირამისუც ფიგურალურად ვახსენე, შეგიძლია შეცვალო ტორტით ან ზახერით ან რა ვიცი, ბრაუნი ნაყინით და აშ.

Posted by: ASIA 1 Apr 2020, 22:21
kekluci
QUOTE
ამ თვის თავხედობები))


მალადეც! smile.gif


ეუჰ! გევედი!

რა მინდოდა ამ მარხვაში ახლა აქ!

Posted by: Master_Nick 1 Apr 2020, 22:26
QUOTE (kekluci @ 31 Mar 2020, 04:01 )
ამ თვის თავხედობები))

user posted image


ძალიან გემრიელად გამოიყურება up.gif

Posted by: JS-Ninja 2 Apr 2020, 09:31
user posted image

user posted image

უგემრიელესი გამოვიდა yes.gif

Posted by: dongabo 3 Apr 2020, 03:16
user posted image
უფრო ჯანსაღი ვიდრე გემრიელი)
თუმცაღა გემოც ნორმალური ჰქონდა.

Posted by: Dybala 3 Apr 2020, 21:36
user posted image
user posted image


პირველი ცდისთვის არ იყო ცუდი .

Posted by: SkitterZ 4 Apr 2020, 18:07
user posted image

user posted image

გუშინდელი შარლოტკა და დღევანდელი ფელამუში bis.gif

კიდევ მოვიფიქრებ გასუქების გზებს სანამ სახლში ვარ weep.gif

Posted by: elchi 4 Apr 2020, 18:34
JS-Ninja
გიქებთ ნახელავს.
დღეს მოვხარშავ ხინკალს.
Dybala
ძალიან მომწონს ბურგერები, მაგრამ ამჟამად ყველა საზ-კვების ობიექტი დაკეტილია, გუშინ გააღო მაკდონალდსმა, მხოლოდ "ფანჯრიდან" რომ მოემსახურონ კლიენტს, ანუ მანქანით მიდიხარ და გაწვდიან სასურველ შეკვეთას.
მე მაგათთან არაფრის მჭამელი არა ვარ.
მეგობრის შვილი იყო მენეჯერი და არავითარ შემთხვევაში არ გაეკაროთ მაგ რესტორანსო.

SkitterZ
ამდენი კერძის მომზადება შემიძლია, მაგრამ ცხობაში ვარ სრული "ტორმუზი".lol.gif

Posted by: fermina 4 Apr 2020, 19:55
elchi
QUOTE
გუშინ გააღო მაკდონალდსმა, მხოლოდ "ფანჯრიდან" რომ მოემსახურონ კლიენტს, ანუ მანქანით მიდიხარ და გაწვდიან სასურველ შეკვეთას.


მაკდრაივი რომ დაგეწერა მოკლედ, მივხვდებოდით, ჩვენთანაც არის smile.gif

მე ფუნთუშამანია დამემართა და დღეს კიდევ გავაკეთე, რახან ერთხელ გამომივიდა რაღა გამაჩერებს smile.gif



Posted by: SkitterZ 4 Apr 2020, 20:36
elchi
მე კიდევ პირიქით biggrin.gif
თან ამ სახლში ჯდომით ხომ ყველაფერი დავაცხვე რაც მინდოდა, ახლა ტორტი პავლოვა მინდა გავაკეთო, სულ მინდოდა და მაგასაც დავდებ <3


fermina
უფ უფ უფ რა სიფუმფულეებია love.gif

Posted by: fermina 4 Apr 2020, 20:39
SkitterZ
QUOTE
fermina
უფ უფ უფ რა სიფუმფულეებია


ერთ ცალს ყაყაჩოს მარცვლები მოვაყარე საცდელად biggrin.gif

აქ არ იყიდება, აკრძალულია და კარადაში აღმოვაჩინე, ავსტრიიდან ჩამომიტანეს ადრე და აღარც მახსოვდა.

ფელამუშზე ვგიჟდები, მჭადის ფქვილისაა?

Posted by: SkitterZ 4 Apr 2020, 20:44
fermina
კი 160 გრ მჭადის და 40 გრ პურის ფქვილი ვუქენი 1 ლიტრ ადესის წვენს love.gif

ფუნთუშებამდეც მივალ ალბათ ასე თუ გავაგრძელე ცხოვრება, ეგეც მაინტერესებს როგორი გამომივა და რეცეპტზე მოგაკითხავ <3

Posted by: CoronaGO 4 Apr 2020, 20:47
fermina
QUOTE
მაკდრაივი რომ დაგეწერა მოკლედ, მივხვდებოდით, ჩვენთანაც არის


ამერიკაში მაკდრაივს არ ეძახიან

Drive Trough ქვია smile.gif)


Posted by: fermina 4 Apr 2020, 20:51
SkitterZ

ადესის ფელამუშია ჩემთვის იდეალური, ოდნავ მომჟავო გემო რომ დაკრავს, სპეციფიური და სურნელი love.gif

ფუნთუშების ეს რეცეპტია: https://www.youtube.com/watch?v=7kiAXI-7aXU&feature=emb_logo

ძალიან კარგი გამოდის.
* * *
CoronaGO

QUOTE
ამერიკაში მაკდრაივს არ ეძახიან
Drive Trough ქვია )


მეცოდინება smile.gif

ისე "კორონა გოუ" ნიშნავს "მიდი, კორონა, აბა შენ იცი" -ს rolleyes.gif

Posted by: sophka 4 Apr 2020, 21:59
fermina

დღეს მოვაბი თავი და გავაკეთე, მართლა ძალიან კარგი გამოვიდა.
ორივე რეცეპტი იდეალურია ჩემთვის.
რძის ფხვნილი არ მიქნია და არც მიქსერით მომიზელია.
ამდენიც არ მიბრტყელებიაbiggrin.gif ხელით ვამუშავე ცომი ძირითადად.

user posted image

user posted image
ცხელ-ცხელივე გადავტეხე და მშვენიერია :დ



Posted by: fermina 4 Apr 2020, 22:09
sophka

ძალიან კარგი გამოგსვლია love.gif

დღეს მეც ხელით მოვზილე ძირითადად, ძალიან სასიამოვნოდ სამუშაო ცომია, რბილი და ელასტიური.

რძის ფხვნილის გარეშეც მშვენიერი გამოვიდოდა, ოდნავ სპეციფიურ გემოს აძლევს, რძის გემოს გამოკვეთს.

Posted by: CoronaGO 4 Apr 2020, 22:16
fermina
QUOTE
ისე "კორონა გოუ" ნიშნავს "მიდი, კორონა, აბა შენ იცი" -ს





Posted by: sophka 4 Apr 2020, 22:21
fermina
კი, და ქაღალდი არც დამიფენია. უბრალოდ დავუწიე ტემპერატურას, სადღაც 170-ზე ვქენი მეც.
და კი გამოცხვა 25-30 წუთში.

ძალიან სასიამოვნო ცომია, ერთი რაც გავაკეთე ბოლოს შევაზილე კარაქი და მერე ვამუშავე ხელით.

მოკლედ, ამ სახლში ჯდომით, ფუნთუშების მცხობელი გავხდები biggrin.gif




Posted by: fermina 4 Apr 2020, 22:22
CoronaGO

ვიცი ეგ ვიდეო და მაგ ინდოელებსაც იგივეს ვეტყოდი smile.gif

კაი, რა მნიშვნელობა აქვს. ვისაც რა უნდა, ის დაირქვას smile.gif

Posted by: kactus 4 Apr 2020, 22:22
fermina
sophka
ახლა,თქვენ მაგ ფუნთუშებს აცხობთ და მიირთმევთ?

Posted by: sophka 4 Apr 2020, 22:26
kactus

მე დიეტაზე ვარ ვითომ და 1 ცალი შემომეჭამა biggrin.gif
ძირითადად ბავშვებს ვუცხობ და ოჯახის წევრებს, მაგრამ მეც ვჭამ ხან biggrin.gif

fermina
ახლა ვნახე შენი ფუნთუშები. რა კარგებია. ემ დიშვილებს არც პუდრი უყვართ და არც მარცვლები თავზე, სეზამი კი მქონდა. ჯემიანი მომთხოვეს და ჩავუდე ზოგს, ცოტა გამიჭირდა ფორმირება, მაგრამ მოუხდა.
სანამ ეს მეორე პარტია შევდე, ის გადასანსლეს biggrin.gif



Posted by: CoronaGO 4 Apr 2020, 22:28
fermina

მადლობა ინგლისურის გაკვეთილისთვის smile.gif)


Posted by: fermina 4 Apr 2020, 22:29
kactus
QUOTE
fermina
sophka
ახლა,თქვენ მაგ ფუნთუშებს აცხობთ და მიირთმევთ?


სამწუხაროდ, კი, ასეთი სევდიანი ამბავია smile.gif

წონა მინუსებში მქონდა და ფორა მაქვს ჯერ-ჯერობით, ვაძლევ თავს უფლებას.

ახლა არ თქვა, ფუნთუშებსაც არ ვჭამო biggrin.gif

sophka

ახლა გადავხედე ლა რეინის რეცეპტს და იგივეა ფაქტობრივად, მე დავუშვი პირველ ჯერზე უბრალოდ შეცდომა, ვიდეო რეცეპტი რადგან არ მქონდა, ცომის კონსისტენცია ვერ დავამუღამე კარგად. ცომის სტრუქტურა რომ მახსენდება, სულ სხვა იყო პირველი მოზელილი.

Posted by: sophka 4 Apr 2020, 22:30
kekluci
რა გემრიელობებია.


SkitterZ
ჰეი, დაკარგულოო.

შარლოტკა და ვაშლის პეროგები შენი სავიზიტო ბარათია <3
ადვილია სცადე, გამოვივაა.


არა, ყველანი ძალიან კარგები ხართ, მაგრამ მე უბრალოდ ხორციან კერძებთან ვერ ვმეგობრობ biggrin.gif



Posted by: fermina 4 Apr 2020, 22:31
sophka
QUOTE
ჯემიანი მომთხოვეს და ჩავუდე ზოგს, ცოტა გამიჭირდა ფორმირება, მაგრამ მოუხდა.


ნეტა ნუტელათი თუ იქნება კარგი?

Posted by: sophka 4 Apr 2020, 22:34
fermina
ხო, მთავარია უკვე აუღე ალღო და აწი, სხვა რეცეპტებსაც ნახავ.

მაგრამ მე ეს მსუბუქი და ფუმფულა ფუნთუშები ბევრად მომწონს, ვიდრე ის მძიმე ცომი.

მადლობა ამ რეცეპტისთვისაც, რომ არა ეგ, არ ჩავასკუპებდი ამ ფუნთუშებს გვერდებმოსახსნელ
ფორმაში და არ გამომივიდოდა ასეთი გვირილა bis.gif

რავი, მე ნუტელა არ მიყვარს. თუ გიყვარს, შეგიძლია სცადო, რატომაც არა. გადაახვევ ეგრე და გამოაცხობ.

Posted by: fermina 4 Apr 2020, 22:43
sophka
QUOTE
რავი, მე ნუტელა არ მიყვარს. თუ გიყვარს, შეგიძლია სცადო, რატომაც არა. გადაახვევ ეგრე და გამოაცხობ.


ხო, არც მე ვგიჟდები, ჯემის ალტერნატივად განვიხილე.

QUOTE
მაგრამ მე ეს მსუბუქი და ფუმფულა ფუნთუშები ბევრად მომწონს, ვიდრე ის მძიმე ცომი


მეორე რეცეპტიც მაინტერესებს. თუმცა, ჩემთვის ეს რასაც ვაკეთებ იდეალურია და ამაზე მსუბუქი და დიდნასვრეტებიანი არ მინდოდა.

Posted by: sophka 4 Apr 2020, 23:57
fermina
ხო, მაშინ სჯობს ისევ უყველაფროდ გამოაცხო.

მართლა ძალიან კარგი რეცეპტია, თუ გინდა ლა რეინის რეეპტიც სცადე მერე.
ისიც ძალიან კარგია.
მე ორივე მომეწონა, ფუმფულებია და გემრიელი.



Posted by: SkitterZ 5 Apr 2020, 02:16
sophka
bis.gif ჰეი სილამასევ love.gif

biggrin.gif მართლა უამრავი ვაშლის პეროგები და პეჩენიები ვაცხვე რაც ეს კარანტინის დღეები დაიწყო, სტრესის გამოვლინების ერთ-ერთი სახეა მე თუ მკითხავ user.gif


QUOTE
ხორციან კერძებთან ვერ ვმეგობრობ

გამარჯობა chups.gif

მეც უარი ვთქვი ხორცზე მეხუთე თვეა, აგერ ა bis.gif

Posted by: dongabo 5 Apr 2020, 02:32
user posted image



30 ასპარაგუსი

Posted by: CoronaGO 5 Apr 2020, 03:34
dongabo

მაგისგან კაი რამის გაკეთება შეიძლება
ესე ვაკეთებ ხოლმე მე

https://samzareulo.ucoz.com/news/k'vertskhiani_sat'atsuri/2011-08-25-590

Posted by: sophka 5 Apr 2020, 10:43
SkitterZ
:*
სტრესის და უსაქმოდ ყოფნის. მთელი დღე სახლში კოშმარია.

შეგნებულად უარის თქმა უფრო დასაფასებელია, ვიდრე როცა არ გიყვარს.
არასდროს მყვარებია ხორცი, მაგრამ მაინც რომ გაჭმევენ :დ
ახლა ისიც მეზარება, ოჯახის წევრებს რომ ვუკეთებ სადილსbiggrin.gif
ბავშვებს უყვართ და.
არ მინდება, რა უნდა მოხდეს რომ ვინატრო biggrin.gif
არც საქონელი, არც თევზი, არც ქათამი.

Posted by: Lamorac 5 Apr 2020, 11:16
ეს რა თემა ყოფილა.


კაი ოჯახის ქალს მოვძებნი აქ? rolleyes.gif

Posted by: sophka 5 Apr 2020, 12:57
QUOTE
კაი ოჯახის ქალს მოვძებნი აქ?


Lamorac


lol.gif lol.gif lol.gif

კარანტინია

Posted by: Lamorac 5 Apr 2020, 14:39
sophka
QUOTE
კარანტინია

კაი, ჯანმრთელ ოჯახის ქალს მოვძებნი აქ? biggrin.gif

Posted by: SkitterZ 5 Apr 2020, 14:54
sophka
ხო, მეც არ ვგიჟდებოდი, თევზს საერთოდ ვერ ვჭამდი ისე არ მიყვარს და რა მიდგას წინ, ბარემ ბოლომდე უარს ვიტყვითქო და გამომდის მშვენივრად ჯერ-ჯერობით bis.gif

user posted image

ესეც სახლში ყოფნის რომელიღაც დღეს

Lamorac
შენ უყურე ვეინსს??? mad.gif

Posted by: Lamorac 5 Apr 2020, 17:00
SkitterZ
კი, ვნახე.
გასართობად წავა რა. მე რომ დავდე ის გაცილებით ჯობია. საუნდტრეკები აქვს ძალიან კარგი.

პ.ს. სერიალები და კულინარია აშკარად შენი ძლიერი მხარეებია biggrin.gif

პ.ს.2. ესე კარგად გაკეთებულ საჭმელს რომ ვუყურებ ვერ წარმომიდგენია რომ ადამიანს შეუძლია ეს შექმნას. ესე მგონია მაღაზიაში იყიდება ყველაფერი. facepalm.gif

Posted by: sophka 5 Apr 2020, 20:03
Lamorac
არ ვიცი, ალბათ იპოვი თავისუფალ, ჯანმრთელ, კაი ოჯახის ქალს biggrin.gif


SkitterZ
უჰ, კიი... რაც არ გინდება, ადვილად ამბობ უარს.
და არც უნდა ჭამო, თუ
მოგინდება შეჭამ და ეგააwink.gif


მეც ხან ბლინები, ხან ალადები, ხან ფენქეიქები და ვარsmile.gif
წინა დღეების))


user posted image

Posted by: dongabo 5 Apr 2020, 20:44
user posted image

CoronaGO
ასე გამოდის ძალიან გემრიელი. სულ რაღაც15-20 წუთი და. ..

Posted by: Lamorac 5 Apr 2020, 20:48
dongabo
ეს მწვანეები რა არის?
აშკარად ჩანს რომ გემრიელი ვერ იქნება ეგ მწვანეები givi.gif

Posted by: holden kolpildi 5 Apr 2020, 20:53
Lamorac
სატაცური
უგემრიელესი რამეა biggrin.gif

Posted by: dongabo 5 Apr 2020, 20:54
ასპარაგუსი. მგონი სატაცურიც ჰქვია. Lamorac მანდ ჯერ არ არის მზად' ბოსტნეული თუ გიყვარს, ეგ უეჭველი დაგევასება

Posted by: Lamorac 5 Apr 2020, 20:57
holden kolpildi
dongabo
აჰა, გასაგებია.
გამიგია, არ გამისინჯავს.

უბრალოდ, მგონია რომ ბეკონი თუ რამეს უნდა შემოეხვიოს და შეიწვას, ისევ ბეკონს. biggrin.gif love.gif

Posted by: elchi 5 Apr 2020, 21:09
QUOTE (dongabo @ 5 Apr 2020, 20:44 )
user posted image

CoronaGO
ასე გამოდის ძალიან გემრიელი. სულ რაღაც15-20 წუთი და. ..

სატაცური ძალიან მომწონს, რაც მათ მოსაპოვებლად მაყვლის ბუჩქებში მიძრომიალია?!

პირველად ვნახე მსგავსი კერძის მომზადების რეცეპტი.
აუცილებლად ვცდი.

მადლობა თქვენ ახალი იდეისთვის.

Posted by: BeerLover 5 Apr 2020, 21:27
elchi

მაგრად უხდება ბეკონი და სატაცური

მეც ეგრე ვაკეთებ ხოლმე

კაი გარნირია, პარმეზანსაც ვახეხავ ხოლმე ცოტას

Posted by: Levan_Lion 5 Apr 2020, 21:44
თეთრი სატაცურია სასწაულიო ამბობენ yes.gif

BeerLover
ჩამოსასხმელი მაქსიმალურად უგაზო ლუდები ან სრულად უგაზო რა ლუდებია ჩვენს ბაზარზე?

Posted by: CoronaGO 5 Apr 2020, 21:47
სატაცური ისე უმეტესად მოზრდილები იყიდება მაღაზიაში
ეგეთიდან ნახევარს ნაგავში ვყრი. გახევებული აქვს ძირი.
სანამ ადვილად იმტვრევა იქამდე ვამტვრევ ქვედა ნაწილს ვაგდებ.

ელჩს ეცოდინება კვერცხით გაკეთების მეთოდი რაც დავდე წინა გვერდზე

ზეთის მაგივრად ბლომად კარაქში ვაკეთებ ძაან გემრიელი გამოდის


user posted image

user posted image



ისე სუნი გასდევს შარდს მერე ამას რომ შეჭამ biggrin.gif


Posted by: JS-Ninja 6 Apr 2020, 01:28
QUOTE (SkitterZ @ 5 Apr 2020, 14:54 )
sophka
ხო, მეც არ ვგიჟდებოდი, თევზს საერთოდ ვერ ვჭამდი ისე არ მიყვარს და რა მიდგას წინ, ბარემ ბოლომდე უარს ვიტყვითქო და გამომდის მშვენივრად ჯერ-ჯერობით bis.gif

user posted image

ესეც სახლში ყოფნის რომელიღაც დღეს

Lamorac
შენ უყურე ვეინსს??? mad.gif

ძალიან მადია აღმძვრელი ბლინებია

ყველანაირი კერძი შენიძლია გავაკეთო რასაც მოქსერი არ უნდა.

პს: არ მაქვს, არც არასდროს მკონია და მგონი არც მექნება lol.gif

Posted by: Keti-Ket 6 Apr 2020, 15:29
ჰუმუსი გავაკეთე დღეს პირველად, თუმცა რესტორნულ გემომდე და კონსისტენციამდე ვერ მივიყვანე, თან დიდად ვერც მივხვდი რა მიზეზით biggrin.gif

Posted by: la reine 6 Apr 2020, 16:02
ვახ ვახ რა ლამასობები გამოგიფენიათsmile.gif

ყოჩაღ თქვენ...

დონატები ვქენიbiggrin.gif

მარწყვის ჯემში ამოვაწე და ვშთანთქე:დდ

user posted image

ესეც ჩაკბეჩილი..ანუ შინაგანი სამყაროbiggrin.gif
user posted image

Posted by: Lamorac 6 Apr 2020, 16:57
პურის საცხობში 5 საათიანი ცხობის შემდგომ:

user posted image
user posted image


la reine

ძალიან გემრიელია, მაგრამ სიტკბო დააკლდა საგრძნობლად. რაც ეწერა რეცეპტების წიგნში ზუსტად ისე გავაკეთე, მაგრამ სიტკბო მაინც აკლია. სხვაგვარად მშვენიერია. სააღდგომოდაც წავა

Posted by: fermina 6 Apr 2020, 17:43
Lamorac
ანუ სააღდგომო კულიჩია? მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ამდენი ხნის ცხობამ ხომ არ გამოაშრო? ცხიმიანი სტრუქტურაა?

Posted by: Lamorac 6 Apr 2020, 18:11
fermina
კექსად დავაცხვე მაგრამ უფრო კულიჩია.

მშრალი არ არის ნამდვილად.

კაი კარაქის გემო იგრძნობა რომ ჭამ. ძალიან მიყვარს კარაქის გემო

Posted by: sophka 6 Apr 2020, 18:37
Lamorac
საფუვრიანი ცომია?

სააღდგომო კულიჩს ჰგავს მართლაც, გემრიელი იქნება.
მოაყარე შაქრის პუდრი და ეგააsmile.gif


la reine
უჰ, მშვენიერია.



Posted by: Lamorac 6 Apr 2020, 19:30
sophka
საფუარი აქვს კი.
რაც ეწერა რეცეპტში იმდენი მივეცი
ძვირიც არ დაჯდა რა ჯამში

Posted by: zigmundi32 6 Apr 2020, 20:02
la reine
დონატებს შეწვის დროს ზეთში ფარავ?

Posted by: elchi 6 Apr 2020, 20:44
CoronaGO

სატაცურზე რამოდენიმე კვირის წინ დავწერე რომელიღაც თემაში.
არ ვიმახსოვრებ სად რას ვწერ.
თქვენ რა სურათიც დადეთ, მასე ვაკეთებდით ბიჭები ხახვთან და კვერცხთან ერთად.
ბევრნაირად შეიძლება მისი მომზადება.
მაგალითად ორაგულს როცა ვწვავ გრილზე/გადაკეთებული მაქვს შეშაზე/, სატაცურს ჯერ მოვხარშავ მარილიან წყალში, ასევეე მწვანე ლობიოს და შემდეგ როცა თევზი თითქმის მზად არის, მაგათ ვბრაწავ ნაკვერცხალზე, ცხელ პურთან ერთად მისწრებაა, ლუდი ან თეთრი ღვინო თავისთავად.

Posted by: SkitterZ 7 Apr 2020, 13:45
JS-Ninja
ოხ მადლობა biggrin.gif <3

უმიქსეროდაც შეიძლება ნამცხვრების კეთება

Lamorac
QUOTE
გასართობად წავა რა. მე რომ დავდე ის გაცილებით ჯობია. საუნდტრეკები აქვს ძალიან კარგი.

ვსო აღარ დამელაპარაკო mad.gif

user posted image

user posted image

ესეც შეპირებული პავლოვას ტორტი, რომელსაც მეორედ აღარ გავაკეთებ biggrin.gif 2 სთ ბეზეს ვაცხობდი მარტო, მერე ნაღების კრემი, რომელიც თურმე 33%იანი უნდა მეყიდა და მე 20%იანს ვთქვეფდი ნახევარი საათი mad.gif და რომ არ გასქელდა მერე მოხარშულ კრემად ვაქციე და მოკლედ ისევ პეროგებს მივაწვები

Posted by: sophka 7 Apr 2020, 13:59
Lamorac
შენი გაკეთებული ძვირიც რომ დაჯდეს ღირს, გემრიელი იქნება და ჯანსაღი.
უფრო სწორად, შენი საცხობის biggrin.gif


SkitterZ
ვიზუალი მშვენიერია რას ერჩი...

მე ბეზე არ მიყვარს, ამიტომ ერთხელაც არ გავაკეთებ biggrin.gif
თან ლოლიავი უნდა.
პეროგები ბევრად გემრიელია და ადვილი.

Posted by: stay.safe 7 Apr 2020, 14:23
QUOTE (SkitterZ @ 7 Apr 2020, 13:45 )


user posted image


აუ, მინდა!

პ.ს. არ გამისინჯავს არასოდეს, გუშინ შემხვდა ზუსტად ჟურნალში და დავიმახსოვრე, აი, ფოტოც გადავუღე smile.gif)
პ.ს. თუ დაინტერესდებით, მერე გადმოვაქართულებ ბარემ რეცეპტს და ისე დავწერ. მეც უნდა გავაკეთო ერთხელ.

user posted image

Posted by: Lamorac 7 Apr 2020, 15:03
sophka
QUOTE
შენი გაკეთებული ძვირიც რომ დაჯდეს ღირს, გემრიელი იქნება და ჯანსაღი.
უფრო სწორად, შენი საცხობის

მაინც წვალებაა ჩემთვის რა
მირჩევნია სხვამ გამიკეთოს boli.gif

Posted by: JS-Ninja 7 Apr 2020, 15:26
აუ ეს ბოლო ბანანებიანი ტორტი როგორ მინდა help.gif

წავედი რამეს მოვამზადებ და დავდებ user.gif

Posted by: SkitterZ 7 Apr 2020, 16:00
sophka
კი მარა მართლა არ ღირს ამდენ წვალებად მე თუ მკითხავ, სნიკერსი რომ არის ნამცხვარი აი მაგაზე ვგიჟდები და მაგის ბეზეს არ დავზარდები და ეს რა იყო კაცო biggrin.gif


stay.safe
იუთუბზეც უამრავი რეცეპტი დევს, რთული გასაკეთებელი არ არის უბრალოდ ძაააააააააალიან დიდი დრო უნდა ჩემი აზრით biggrin.gif თან გაითვალისწინე რომ კრემს 33%იანი ნაღები უნდა, დაბალ პროცენტიანი არა და კენკრა უფრო მოუხდება, ბანანი ისედაც ტკბილია და ძაან დიაბეტის შეტევაა ახლა თითო ნაჭერი biggrin.gif

Posted by: sophka 7 Apr 2020, 17:50
SkitterZ
მართალია, არ ღირს. კენკროვანი ხილი უხდება კი, ცოტა მომჟავო მოტკბო გემო.

ნაღები როგორ შეგეშალა biggrin.gif დაბალოროცენტიანი რამ გაყიდინა biggrin.gif

Posted by: SkitterZ 7 Apr 2020, 19:34
sophka
არასდროს გამიკეთებია ნაღების კრემი და ვიდეოში არ დვაკვირვებულვარ პროცენტს და რომ ჩავედი მაღაზიაში ბოლო 20%იანი იყო დარჩენილი და დავავლე ხელი biggrin.gif ამას როგორ ვიფიქრებდი biggrin.gif

Posted by: sophka 8 Apr 2020, 00:10
SkitterZ
არაუშავს, მთავარი შედეგია და კიგამოგივიდა გემრიელი პავლოვა.

მე კიდევ ვფიქრობ, პასკა ვიყიდო თუ გამოვაცხო სახლში...
რამდენი წელია სააღდგომოდ ასე თავისუფალი დრო არ მქონია და ხომ არ გამომეყენებინა შანსი-თქო.


Posted by: ShinjinoUta 8 Apr 2020, 00:15
მშია

ზემოთა ტორტი, უბანანოდ რეა

Posted by: la reine 8 Apr 2020, 00:46
Lamorac

ხო ვიცი ეგ გემო. გამისინჯავს.
ჩემთვის ძაან პურივითაა იმდენად აკლია სიტკბო. სხვა მხრივ კარგია

zigmundi32

კი ზეთში ტივტივებს წელამდეsmile.gif

SkitterZ

კარგი რამეა ეს პავლოვა და ვერცერთხელ ვერ მოვაბი თავი. არადა ბეზე მიყვარს ძაანsmile.gif

Posted by: any_body 8 Apr 2020, 14:35
სომხური ლავაშის ჩიფსები არ დაგიწყიათ ? :დ ახალი ტრენდი

Posted by: fermina 10 Apr 2020, 14:34
ესეც დღევანდელი პური, პირველი ცდისთვის მგონი მშვენიერია. ჯერ არ გამიჭრია smile.gif

ხელით მოზელილი, არანაირი პურის საცხობი მანქანა.

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 10 Apr 2020, 14:48
fermina
ძალიან კარგად გამოიყურება, დენის გაზქურაშია გამომცხვარი?

Posted by: fermina 10 Apr 2020, 15:14
Master_Nick
მადლობა, კი დენის, ახლა გავჭერი და გულიც მშვენიერია

Posted by: sophka 10 Apr 2020, 15:42
fermina
ვაუ, ძალიან კარგია...

ყოჩაღ, აღარ ხუმრობ.


მე რატომღაც არ ვაცხობ პურებს.
ნუ, სამაგიეროდ დღეს შოკოლადის კექსით დავიწყე და ლობიან-ხაჭაპურებიც მივაყოლე biggrin.gif


Posted by: fermina 10 Apr 2020, 16:20
sophka
QUOTE
fermina
ვაუ, ძალიან კარგია...
ყოჩაღ, აღარ ხუმრობ.


ვერასოდეს ვიფიქრებდი, მე თუ პურ-ფუნთუშეულს გამოვაცხობდი smile.gif

კექსი, ტორტი კი ბატონო და აი საფუვრიანი ცომი რატომღაც მეგონა აუღებელი ციხე-სიმაგრე.

პური ისეთი საშინელი იყიდება ყველგან, რომ მართლა კარგი აზრია სახლში ცხობა, დრო როცა გაქვს.

Posted by: sophka 10 Apr 2020, 16:28
fermina


არ ვჭამ პურს ბევრს. მაქს. 3 ნაჭერი მთელი დღის განმავლობაში.

და სახლში პურის ცხობა ცოტა მეზარება ყოველდღიურ რეჟიმში.

თან საფუარს თუ ვიყენებ და უმაღლესი ხარისხის ფქვილს ისევ, განსხვავება დიდი არაა.


მაგრამ სახლში გამომცხვარი პური ბევრად გემრიელია რა თქმა უნდა.. ორი აზრი არაა...



Posted by: Master_Nick 10 Apr 2020, 17:03
QUOTE (fermina @ 10 Apr 2020, 15:14 )
Master_Nick
მადლობა, კი დენის, ახლა გავჭერი და გულიც მშვენიერია

ძალიან გემრიელად გამოიყურება. მეც უნდა ვცადო პურის დაცხობა. უსაფუაროდ რომ აცხობენ ეგ როგორ არის ნეტა?
* * *
sophka
შენ გეცოდინება უსაფუარო პურის ამბავი.

Posted by: sophka 10 Apr 2020, 18:34
Master_Nick

კი, ჩემი პურები სულ უსუაფუაროა, რასაც აქ ვდებ ანუ ბუნებრივი საფუარით.

ჯგუფის ლინკს ჩაგიგდებ და იქ ძალიან ბევრი ინფორმაციაა...

ყველაზე მარტივი მაჭრის საფუარია, გახსოვს შემოდგომას გავაკეთე, არ ვიცი ნახე თუ არა...
აიღებ მაჭარს მოზელ სიმინდის ფქვილით ცომს. დააგუნდავებ და გააშრობ კარგად ჩრდილში.
სადღაც 50-60 გრ. კვერები საკმარისია და ის უნდა შეინახო მერე მაცივარში.

Posted by: glamo 11 Apr 2020, 16:14
fermina
ძალიან კარგად გამოიყურება თქვენი პური, რეცეპტი გამიზიარეთ თუ შეიძლება. მადლობა smile.gif

Posted by: Master_Nick 11 Apr 2020, 16:20
ჩემი პურები. ერთი უფრო დავბრაწე. გემრიელი გამოვიდა, პირველ ჯერზე არ ველოდი ასეთ შედეგს.
user posted image

Posted by: fermina 11 Apr 2020, 16:40
glamo
QUOTE
fermina
ძალიან კარგად გამოიყურება თქვენი პური, რეცეპტი გამიზიარეთ თუ შეიძლება. მადლობა


ფბ-დან არის ლელა ბაგაევას რეცეპტით:

ხაში:
450 გრ ფქვილი
250 გრ წყალი
10 გრ სველი( ნედლი) საფუარი ან 5 გრამი მშრალი

ავურიოთ ერთგვაროვნებამდე და თბილ ადგილას ( 28-30 С) გავაჩეროთ 2-2,5 სთ.

ცომი:
700 გრ ხაში
550 გრ ფქვილი
260-280 წყალი
15 გრ მარილი
40 გრ შაქარი
35 გრ კარაქი

ეს ყველაფერი ერთად ავურიოთ და ვზილოთ სანამ გლუვ ზედაპირს არ მივიღებთ
დავაყოვნოთ საათნახევარი; მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს;
ამ საათნახევარში ერთხელ უნდა ჩავზილოთ; ( მე 45 წუთის შემდეგ ჩავზილე);
გავყავი ოთხ თანაბარ ნაწილად (400 გრამი თითო) და ამოვაგუნდავე;
30 წუთის შემდეგ ბატონის ფორმა მივეცი და 40 წუთი კიდევ დავასვენე;
შევდე 220 გრადუსზე დავნამე
15 წუთის შემდეგ 180 გრადუსამდე ჩამოვიყვანე ტემოერატურა და ვაცხვე კიდე 20-30 წუთი;

უფრო მბზინვარე და ლამაზი რომ გამოვიდეს პური, ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ვუსვამ 1 ჩაის კოვზი სახამებლის და 1 ჩაის ჭიქა წყლის ნახარშს.
* * *
Master_Nick

მშვენიერია, ისე ცხობის პროცესიც ძალიან სასიამოვნოა, ცომთან მუშაობა.

Posted by: sophka 11 Apr 2020, 17:21
Master_Nick

ვაუ, ნიკა... რა ძალიან კარგია. ჭრილი განსაკუთრებით, მშვენიერი ნასვრეტებია.


fermina
უფ, ქალბატონ ლეილას რეცეპტით გავაკეთე ადრე ხალები, ძალიან კარგი იყო.



Posted by: Master_Nick 11 Apr 2020, 20:47
fermina
sophka
თიხის კეცებში გამოვაცხვე ეს პური, ზევიდან და ქვევიდან კეცებში მოვაქციე, თქვენ წარმოიდგინეთ და გემოც გადასარევი დაჯდა bis.gif პურში მზესუმზირის, მოხალული გოგრის თესლის და სხვა გარევა ხომ არ გიცდიათ?

Posted by: fermina 11 Apr 2020, 20:59
Master_Nick
QUOTE
პურში მზესუმზირის, მოხალული გოგრის თესლის და სხვა გარევა ხომ არ გიცდიათ?


ვაპირებ, ამ ეტაპზე სახლში მარტო სეზამის მარცვლები მაქვს და შემდეგში ვიფიქრე, რომ მოვაყრი.

Posted by: sophka 11 Apr 2020, 20:59
Master_Nick

უჰ, ძაან გემრიელად ცხვება კეცებზე...
მე ადრე ვურევდი, თავზეც ვაყრიდი, მარცვლებიც შემირევია, ქინძის, კამის და სხვა, ნიორი, ორეგანო...
მაგრამ ეს უფრო სადესერტო პურებია ჩემთვის.

დანამატების გარეშე უფრო მომწონს.



Posted by: Master_Nick 11 Apr 2020, 21:08
fermina
სეზამი კარგი იქნება
up.gif

sophka
კი კეცი თავისებურ სუნს და გემოსაც აძლევს, მომეჩვენა თუ ასეა არ ვიცი.
მე მიყვარს ექსპერიმენტები, გაურევ რაღაც რაღაცეებს wink.gif

Posted by: sophka 11 Apr 2020, 21:25
Master_Nick

კიი, საინტერესო იქნება.
გაგვიზიარე მერე.


შენც ისვენებ კორონას გამო? თუ მუშაობთ დისტანციურად?


Posted by: Master_Nick 11 Apr 2020, 21:38
sophka
გაგიზიარებთ აუცილებლად. კი 1 თვეა ჩვენ ვმუშაობთ დისტანციურად.

Posted by: SkitterZ 12 Apr 2020, 20:16
la reine
მარტო კარანტინის უსაქმურობისას თუ დახარჯავ მაგაზე ადამიანი ამდენ დროს, სხვა დროს ძალიან დამეზარებოდა biggrin.gif ძალიან მაინტერესებს როგორი გამოგივა <3

დღეს ეს ქადები ვისვით სახეზე სახლში love.gif
user posted image


Posted by: tavadze 12 Apr 2020, 23:16
Master_Nick
QUOTE
თიხის კეცებში გამოვაცხვე ეს პური, ზევიდან და ქვევიდან კეცებში მოვაქციე, თქვენ წარმოიდგინეთ და გემოც გადასარევი დაჯდა

თიხის კეცები მაგარია, მართლაც სხვა გემოს აძლევს ცომეულს. კეცებზე ოჯახურიც მაგარი გამოდის.
და გემოებს რაც შეეხება, ნივრიანი პურიც იყიდება - მგონი, ლიტვურისაა; გარდა ამისა, ლიტვურს ქინძის ხმელი მარცვლებითაც აქვს და - აჯიკიანიც, ხოლო სეზამის მარცვლები, როგორც fermina-მ გირჩია, უკვე კლასიკად იქცა. biggrin.gif
ისე, პურში არა, მაგრამ მჭადებში ვიცით (ისიც მასეთივე თიხის კეცებში (გურია-იმერეთსი კელამიდებს ვეძახით) ცხვება) გადამდნარი ქონის (ანუ ქნის დადნობის შედეგად რაც რჩება, იმ მასის) გარევა. აღმოსავლეთში, მგონი ხაწიწს ეძახიან მაგ დნობის შემდეგ დარჩენილ ნაჭრებს. ცოტა მარილი და უგემრიელესი მჭადი გამოდის.

Posted by: la reine 12 Apr 2020, 23:23
Master_Nick

ნიკა, სელიც შეგიძლია ცომში გამოიყენო. ძაან გემრიელია


SkitterZ

არ უნდა იყოს წესით ძაან რთულიც.
მთავარია შრობის რეჟიმი დაიცვა. ძაან არ უნდა გამოშრეს. მერე ნაღები უნდა იყოს მაღალპროცენტიანი და. ვსო. სულ ესააsmile.gif

მე დღეს კულიჩის რაღაც ახალი რეცეპტი გავტესტე. ერთი სული მაქვს ხვალ გავჭრა და შევაფასო. უსაქმური რომ დაიბადებიfacepalm.gif

Posted by: Master_Nick 12 Apr 2020, 23:42
tavadze
ოოო ეგ ხაწიწა რაჭაშიც იციან, ჭადში არ გამისინჯია. მაგრამ ლობიოს უხდება ძალიან. ასევე ფხლოვანებში ურევენ და უგემრიელესია. ეგ ხაწიწა ლუდზეც მაგრად მიდის.
ხვალ მაქვს პურის ცხობის დღე. კლასიკასთან ერთად ექსპერიმენტებსაც გავაკეთებ.

la reine
ვაპირებ სხვადასხვა ვარიანტებს. ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: sandro_vere 13 Apr 2020, 01:33
ხალხნო, თემას რომ ვხსნი არავინ მპასუხობს და აქ დავწერ, ლონდონში ვცხოვრობ და მჭადის ფქვილი მინდა ვიშოვო ან რამე შემცვლელი, სიმინდის ფქვილით არ კეთდება. დამეხმარეთ რომ თემატური კომენტარიც მქონდეს აქ smile.gif)))

Posted by: WP-Rex 13 Apr 2020, 02:04
sandro_vere
QUOTE
მჭადის ფქვილი მინდა ვიშოვო ან რამე შემცვლელი, სიმინდის ფქვილით არ კეთდება

მჭადის ფქვილი იგივე სიმინდის ფქვილია.

Posted by: sandro_vere 13 Apr 2020, 05:47
QUOTE (WP-Rex @ 13 Apr 2020, 02:04 )
sandro_vere
QUOTE
მჭადის ფქვილი მინდა ვიშოვო ან რამე შემცვლელი, სიმინდის ფქვილით არ კეთდება

მჭადის ფქვილი იგივე სიმინდის ფქვილია.

ვიცი, უბრალოდ აქ ვიყიდე Cornflour და წყალი რო დავასხი პლასტელინივით გახდა, მოკლედ არ გამოდგა. სხვანაირი ფქვილი სჭირდება აშკარად. Cornmeal მირჩიეს, თქვენ ხომ არ იცით რამე?

Posted by: elchi 13 Apr 2020, 06:16
sandro_vere

კეთილი იყვეს თქვენი ჩვენს საზოგადოებაში მობრძანება.

რისთვის ვართ ჩვენ აქ?


მჭადი ძალიან მიყვარს, ამიტომ მიწევს მისი გაკეთება იმის მიუხედავად, წარმოშობით ქართლელი რომ ვარ.

გეტყობათ ინგლისური იცით, აირჩიეთ სიმინდის მსხვილად დაფქვილი ფქვილი, ფქვილი აუცილებლად ყვითელი იყვეს და სიმინდის ზეთში შეწვით./მარილის დამატება არ დაგავიწყდეთ და ზეთი ძალიან ცხელი უნდა იყვეს./
სხვანაირით, როგორც თქვენ თქვით, მართლა ცომი გამოგივათ.

სცადეთ რაც გირჩიეთ და კმაყოფილი დარჩებით.

Posted by: Evo_PoWeR 13 Apr 2020, 16:06
სალამი მეგობრებო.

რამოდენიმე კითხვა მაქვს:

1. ნორმალურ პარმეზანს სად ყიდულობთ ხოლმე ?

2. ტკბილი კარტოფილი სად შეიძლება ვიყიდო, ერთი ორჯერ კარფურში მოვკარი თვალი მაგრამ 2-3 ცალი იყო, ისიც შეურაცხყოფილ მდგომარეობაში givi.gif


Posted by: fermina 13 Apr 2020, 17:07
Evo_PoWeR
QUOTE
2. ტკბილი კარტოფილი სად შეიძლება ვიყიდო, ერთი ორჯერ კარფურში მოვკარი თვალი მაგრამ 2-3 ცალი იყო, ისიც შეურაცხყოფილ მდგომარეობაში


https://www.facebook.com/biobarbale/

ამათ აქვთ სულ, როგორც თავად ამბობენ, ორგანული. რამდენიმე ადგილას მართავენ ხოლმე მინი ბაზრობებს, უწერიათ გვერდზე.

პარმეზანს რაც შეეხება, თუ ჩვეულებრივი მარკეტების არ მოგწონს, ამათ საუკეთესო ხარისხის უნდა ჰქონდეთ. ფასებიც შესაბამისი smile.gif

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/

Posted by: Mint_ 13 Apr 2020, 17:41
sophka
შეგიძლიათ მეც გამომიგზავნოთ ჯგუფის ლინქი
მადლობა

Posted by: Evo_PoWeR 13 Apr 2020, 19:23
fermina
QUOTE
პარმეზანს რაც შეეხება, თუ ჩვეულებრივი მარკეტების არ მოგწონს, ამათ საუკეთესო ხარისხის უნდა ჰქონდეთ. ფასებიც შესაბამისი

სიმართლე გითხრა ხშირად არც არის ხოლმე დახლებზე. ჩემი უბნის სპარში და ნიკორაში თითქმის არასოდეს არ არის no.gif

QUOTE
https://www.facebook.com/biobarbale/

ესენი არ ვიცოდი, მადლობა rolleyes.gif

ისე კარგი მოიფიქრეს ამის მოყვანა, უბრალოდ საქართველოში ჯერ არ არის პოპულარული დიდად.

Posted by: fermina 13 Apr 2020, 20:55
Evo_PoWeR
QUOTE
ისე კარგი მოიფიქრეს ამის მოყვანა, უბრალოდ საქართველოში ჯერ არ არის პოპულარული დიდად.


ბავშვობიდან მაინტერესებდა სულ "ბატატი" რომ მხვდებოდა წიგნებში, სადღაც კარტოფილსა და გოგრას შორისაა, ორივე თავისთავად მიყვარს და ამის მუღამი დიდად ვერ გავიგე.

Posted by: masha 13 Apr 2020, 20:59
თურმე წლებია არ გამიკეთებია, ჩვეულებრივი საქონლის ხორცის კატლეტი
ფილეს კატლეტს უფრო ვაკეთებდი
ჩემს შვილს მოეწონა

Posted by: Levan_Lion 13 Apr 2020, 21:18
QUOTE (masha @ 13 Apr 2020, 20:59 )

ფილეს კატლეტს

masha
ფილე ბევრ რამეს აქვს დააკონკრეტე რისი ფილე... ქალი და მამაკაცის განყის მშვენებავ smile.gif :დ

Posted by: masha 13 Apr 2020, 21:44
Levan_Lion
უფ, ქათმის ფილე, რა თქმა უნდა
ვუკეთბდი მწვანილს, სტაფილოს, და ჩემებს მაგრად არ მოსწონდათ.
დღეს მინიმალური რაოდენობის მწვანილი (ქინძი) გავუკეთე კოტლეტს (საქონლის ხორცი)

ჩემმა შვილმა, წიწიბურაც კი მიატანა.
ამტკიცებს, რომ წიწიბურა გარნირია (მისადევნებელი) და ისე ცალკე არ იჭმევა

Posted by: Levan_Lion 13 Apr 2020, 21:59
masha
მე თუ მკითხავ არანაირადაც არ იჭმება წიწიბურა უაზრო რაღაც საუკუნეა აღარ მიჭამია :დ

ისე მართალია შენი შვილი გარნირში გადის რეალურად როგორც ბრინჯი ტალიატელე პიურე კარტოფილის თუ წაბლის და მისთანანი რა

მე მწვანილებიან კარტოფილიან დამბალ პურიან კატლეტი არ მომწონს

გორულ კატლეტს ვაღიარებ მარტო იგრძნობა ხორცის გემო და გემრიელია

საქონლის ხორცი კვერცხი ხახვი მარილი შავი პილპილი ნიორი ზეთი ესაა გორული კატლეტის ფარში

Posted by: masha 13 Apr 2020, 22:06
Levan_Lion
QUOTE
საქონლის ხორცი კვერცხი ხახვი მარილი შავი პილპილი ნიორი ზეთი ესაა გორული კატლეტის ფარში

პირველად მესმის გორული კატლეტის შესახებ.
ყველაფერი მიყვარს მწვანილით (ქინძი), ჰოდა რა ვიცი, ცოტა მაინც გავუკეთე დღეს, ოღონდ თითქმის არ იგრძნობა

წიწიბურა, კარგია დიეტაზე ვინც არის იმისთვის
და ისედაც, შეიძლება განვიხილოთ როგორც გარნირი და ასევე, როგოროც ფაფა

Posted by: Levan_Lion 13 Apr 2020, 22:25
QUOTE (masha @ 13 Apr 2020, 22:06 )
Levan_Lion
QUOTE
საქონლის ხორცი კვერცხი ხახვი მარილი შავი პილპილი ნიორი ზეთი ესაა გორული კატლეტის ფარში

პირველად მესმის გორული კატლეტის შესახებ.
ყველაფერი მიყვარს მწვანილით (ქინძი), ჰოდა რა ვიცი, ცოტა მაინც გავუკეთე დღეს, ოღონდ თითქმის არ იგრძნობა

წიწიბურა, კარგია დიეტაზე ვინც არის იმისთვის
და ისედაც, შეიძლება განვიხილოთ როგორც გარნირი და ასევე, როგოროც ფაფა

masha
ხო ეგრეა გორული განთქმული კატლეტი აჰა ვიდეოც



ხო მე კლასიკურ სამზარეულოზე ვაბოდებ ეს ვარიაციები და რამე მომწონს მარა ნაკლებად რა ახლა სიტყვაზე ცუდი დ ავაი ვერშევჭამ არაა მწვანილიანი კატლეტი და მითუმეტეს კარტოფილ და პურ დამატებულს ვჭამდი შევჭამ მარა უფრო კლასიკა მომწონს ნატურალზე დატოვებული მაქსიმალურად

ხო ან გარნირია ან ფაფა გააჩნია რად გამოიყენებ

აქ წიწიბურას ფაფად არ სწყალობენ ძირითადად ან ეგრე დიეტურად და რო გონიათ რომ რაღაც სიჯანსაღე და ფრთების სიფართხუნეა :დ ეგრე ჭამენ ან კიდე ჩვეულებრივად გარნირად და ისეც რა


Posted by: masha 13 Apr 2020, 23:10
Levan_Lion
მომეწონა როგორ აკეთებენ
მაგრამ შერეული ფარში არ მიყვარს.
ღორის ხორცს არ ვჭამ

Posted by: Master_Nick 13 Apr 2020, 23:18
პასკებზე ვინ რას აპირებთ? კარგი რეცეპტი იქნებ დადოთ, წელს გამოცხობის მუღამზე ვარ.

Posted by: tavadze 13 Apr 2020, 23:31
Master_Nick
QUOTE
ოოო ეგ ხაწიწა რაჭაშიც იციან, ჭადში არ გამისინჯია. მაგრამ ლობიოს უხდება ძალიან.

ლობიოშიც კარგია, კი. მჭადში ძალიან მიყვარს.
fermina
QUOTE

https://www.facebook.com/biobarbale/

ამათ აქვთ სულ, როგორც თავად ამბობენ, ორგანული.

მე რაც ვიცი, მართლა ორგანული აქვთ ყველაფერი. მაგათ შეფს ვიცნობ დიდი ხანია - კარავიდან. ახალციხეში, სოფელ აწყურში იყიდა სახლ-კარი და იქ მოჰყავს ყველაფერი.
QUOTE
ბავშვობიდან მაინტერესებდა სულ "ბატატი" რომ მხვდებოდა წიგნებში,

მეც ბავშვობიდან მახსოვს ბატატი, მაგრამ დღემდე ვერ გავსინჯე. biggrin.gif
Master_Nick
QUOTE
პასკებზე ვინ რას აპირებთ? კარგი რეცეპტი იქნებ დადოთ, წელს გამოცხობის მუღამზე ვარ.

სააღდგომო სუფრის ტემას გადახედე, ბევრი რეცეპტი დევს.
თუმცა ზოგი ტორტი/ნამცხვარი უფროა, ვიდრე - პასქა. biggrin.gif
პ.ს. elchi- შენ წერდი იმ დღეს, თვითიზოლაციამ ტოლმის გაკეტება დამაწყებინაო, მე ხაჭაპურის ცხობა დავიწყე. gigi.gif gigi.gif (ასე იცის უქალო ოჯახმა sad.gif sad.gif ).
პ.ს.პ.ს. თემის ჯადოქრებო - ძაანაც ნუ ჩამწიხლავთ. გაითვალისწინეთ ორი რამ: 1). პირველი მცდელობა იყო (მეორე ბევრად უკეთესი გამომივიდა); 2). ნაჯახივით კაცი ვარ, უცხოებს ქალი არ გეგონოთ. biggrin.gif სააღდგომოდ კიდევ მომიწევს და უკეთესი იქნება.
user posted image

Posted by: Levan_Lion 13 Apr 2020, 23:32
QUOTE (masha @ 13 Apr 2020, 23:10 )
Levan_Lion
მომეწონა როგორ აკეთებენ
მაგრამ შერეული ფარში არ მიყვარს.
ღორის ხორცს არ ვჭამ

masha
საქონლის შეგიძლია გააკეთო და ცხიმად სხვა რამ საქონლისვე ქონი ან დუმა მაგალითად ან კარაქი ზეთი ცოტა მეტი რაოდენობით გამოიყენო

ცხვრის ან თხის ხორცს თუ მიირთმევ ის გამოიყენო

ნუ ცხიმი იმიტომ უნდა წვნიანი რომ გამოვიდეს და არა მშრალი და თუ წვნიანობა გკიდია მაშინ იყოს მხოლოდ საქონლის უცხიმოდ და გამოვა მშრალი თავისთავად

მე ეგრე გავაკეთე რაც ვიდეოშია და მომეწონა სხვებთანაც გავაკეთე და სხვებსაც მოეწონათ ოჯახშიც

ცხვარს და თხას თიკანს ბატკანს ვერ ვეკარები დ არ ვიცი მაგათი გემოები მაგრამ მეგობარს ვასწავლე და ბატკნის ხორცით გააკეთა და გემრიელი იყოვო

Posted by: masha 13 Apr 2020, 23:55
Levan_Lion
კი, მართალი ხარ ჩემი კატლეტი ყოველთვის ძალიან მშრალი გამოდის
ვაკეთებ აბსოლუტურად მჭლე ხორცისგან
ვჭამ მხოლოდ საქონლის ქორცს.
არც ბატკნები თხები და გოჭები

Posted by: Levan_Lion 13 Apr 2020, 23:59
masha
საქონლის ხორცისვე ქონი მაინც შეურიე რავი გაანეიტრალებს ცოტას სიმშრალეს ანდა ზეთ კარაქი დაუმატე ფარშში და ეგაა

Posted by: masha 14 Apr 2020, 10:42
Levan_Lion
QUOTE
საქონლის ხორცისვე ქონი მაინც შეურიე რავი გაანეიტრალებს ცოტას სიმშრალეს ანდა ზეთ კარაქი დაუმატე ფარშში და ეგაა

ახლა რაც ფარში დამრჩა, იმას ცოტა კარაქს შევურევ და ისე შევწვამ

Posted by: chipmunck* 14 Apr 2020, 17:44

ესეც ჩემი გამომცხვარი პურები, სოფიოს დამსახურებაა რომ ვისწავლე, აქამდე ჩინური მეგონა და ვერასოდეს წარმომედგინა პურს თუ გამოვაცხობდი lol.gif

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: sophka 14 Apr 2020, 19:03
ჩიპო ისე მომწონს შენი პურები, მიხარია ცხობა რომ დაიწყე...
ძალიან გემრიელად გამოიყურებიან bis.gif bis.gif kiss.gif

chipmunck*
მე რა, შენ იყოჩაღე...

Posted by: ninicool 14 Apr 2020, 22:26
masha
QUOTE
პირველად მესმის გორული კატლეტის შესახებ.

როცა ადამიანი ძაან სვეწკია, იმან საიდან უნდა იცოდეს გორული კატლეტი ))))
chipmunck*
კაი კოხტა პურებია.

მე პატარებს ვაცხობ, 120 გრამიანებს. დაჭრა აღარ ჭირდება. დღესაც გამოვაცხვე. ტომრით ფქვილი ვიყიდე და ვგულაობ biggrin.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 14 Apr 2020, 23:30
ზეგემრიელი იყოოოო

user posted image


user posted image

შიგნით ვაშლი ჰქონდა და საოცრად მოუხდა. შემდეგში ანანასით გავაკეთებ.❤

Posted by: masha 15 Apr 2020, 01:27
ninicool
QUOTE
როცა ადამიანი ძაან სვეწკია, იმან საიდან უნდა იცოდეს გორული კატლეტი ))))

პირიქით, ახლა დიდი სვეცკობაა რეგიონებში გასვლა და ადგილობრივი კერძები მირთმევა

Posted by: ხიხო 15 Apr 2020, 01:28
ღამემშვიდობის

სახლშიჯდომისას

user posted image


Posted by: elchi 15 Apr 2020, 02:13
tavadze

იმ მუთაქის ხელა ტოლმის შემდეგ, მეორე დღეს ლობიოს წვნიანი კირკაჟი გავაკეთე, გუშინ კიდევ ბოსტნეულის ბორში უკრაინული წესით, დღეს ალბათ რამე "ხათაბალას" მოვიგონებ.
ძვირია კალიფორნიის კულინართა აკადემიის კურსები, თორემ პირღიებს დავტოვებდი იმათ.lol.gif

Posted by: stay.safe 15 Apr 2020, 02:51
ბატატს ვწვავ, ან ვხარშავ და ვამზადებ პიურეს, ან ვაცხობ ღუმელში...
მოკლედ, აქტიურად ვიყენებ.

ეს შემწვარი კარტოფილივით smile.gif)

user posted image


user posted image

Posted by: Evo_PoWeR 15 Apr 2020, 11:30
stay.safe
QUOTE
ბატატს ვწვავ, ან ვხარშავ და ვამზადებ პიურეს, ან ვაცხობ ღუმელში...

+1 ღუმელში გამოცხობას. მარილი, წიწაკა და ცოტა ზეითუნის ზეთი.
გემოვნებისამებრ ცოტა ორეგანოც შესაძლებელია.

ქათმის ფილესთან ერთად, მშვენიერი გარნირი გამოდის.

Posted by: Master_Nick 15 Apr 2020, 12:32
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 14 Apr 2020, 23:30 )
ზეგემრიელი იყოოოო

user posted image


user posted image

შიგნით ვაშლი ჰქონდა და საოცრად მოუხდა. შემდეგში ანანასით გავაკეთებ.❤

ყოჩაღ შენ! ანანასი ძალიან უხდება მოტკბო სოუსით. გარედან რა სოუსი გაქვს წასმული?

Posted by: fermina 15 Apr 2020, 13:50
მოკლედ მარკეტებს ვერ მიეკარები, კილომეტრიანი რიგები დგას დღეს. აგროჰაბში მივედი და ეგრევე გამოვბრუნდი. პასკის გამოცხობას ვაპირებ და რაღაცეების ყიდვა მინდოდა.

პასკაზე აღდგომის სუფრის თემაში დიდად არ აქტიურობენ და აქ ვიკითხავ - არაჟანი დავამატო თუ არა ვფიქრობ, ზოგმა თქვა უფრო არჟანი უფრო აფხვიერებს ცომს და მოკექსო სტრუქტურისკენ მიყავსო, ზოგმა პირიქით, ნოტიო და სველიაო.

ვიფიქრე რძის ნახევარ პორციად ნაღები ხომ არ დავუმატო და არაჟანი საერთოდ ამოვიღო.

მინდა მძიმე და ნოტიო პასკა.

Posted by: MeBeforeYou 15 Apr 2020, 14:12
sophka
მილიონი დღეა აქ არ შემომიხედავს და chipmunck*ჩიპომ ისეთი პურები დამახვედრა, გავგიჟდი love.gif
ეხლა მართალია პასკა მოვცომე , მაგრამ რეცეპტი გამიმხილეთ და ხვალ გამოვაცხობ yes.gif

fermina
არაჟნით ძალიან არ მომწონს მე , ზუსტად კექსთან ასოცირდება ვემთვის(( დასამძიმებლად სოფლის რძით მოვცომე მე პირადად. კვერცხი ნახევარი სტანდარტული, ნახევარი ,,სოფლის'' გავუკეთე პლიუს. წლებია უარაჟნოდ ვაკეთებ და და შარშან სასინჯად გავაკეთე ნახევარი პორცია არაჟნით და არა რა, არ მომეწონა, სხვანაირი სტრუქტურაა.

Posted by: zigmundi32 15 Apr 2020, 14:18
fermina
მძიმე და ნოტიო თუ გინდა გამოგივიდეს თამრიკო კიკაბიძის რეცეპთით გააკეთე

Posted by: Master_Nick 15 Apr 2020, 14:40
fermina
აგროჰაბში დილით სანამ გაიხსნებოდა, ადრიანად მივედი, გამიმართლა და უკანა მხრიდან ასასვლელი გზიდან, ლიფტის მეშვეობით პირველივე ნაკადს შევყევი, რომ გამოვედი ბრიკორამადან იდგა უკვე რიგი facepalm.gif
მძიმე და ნოტიო პასკის რეცეპტი მეც მაინტერესებს, წელს სახლში უნდა გამოვაცხო, ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა.

Posted by: sophka 15 Apr 2020, 15:11
fermina

აუ, ნინი მათურელის პასკა ნახე აქვს ნაღებით, ზუსტად ეგეთია მძმე და ნოტიო და მსუბუქი...
მე ნაღები არ მაქვს და ძალიან მეზარება ახლა კარფურში გასვლა და აქ ახლოს ჩემთან მარკეტებში არაა...

ისეთი რიგებია მართლა ყველგან, არც მინდა დიდ მარკეტებისკენ გახედვაც.


MeBeforeYou
აუ, კი. ძალიან გემრიელ პურებს აცხობს.
არაფერი განსაკუთრებული, დავდე აქაც ადრე გრამაჟები
1კგ ფქვილზე, 650 გრ. წყალი, 20გრ. მარილი, 15გრ. საფუარი მშრალი.
მოზილე, გადაკეც-გადმოკეცე, ააფუე და გამოაცხვე : ) დაორთქლე.


Posted by: Strangelove 15 Apr 2020, 16:12
sophka
QUOTE
ნინი მათურელის


სად ვნახო? რეცეპტია თუ იყიდება კიდეც?

Posted by: MeBeforeYou 15 Apr 2020, 16:29
sophka
უნდა გავაკეთო აუცილებლად. მადლობა რეცეპტისთვის bis.gif

პ.ს ჩემი პასკის ცომი მზადდება boli.gif

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: stay.safe 15 Apr 2020, 16:35
QUOTE (Evo_PoWeR @ 15 Apr 2020, 11:30 )

+1 ღუმელში გამოცხობას. მარილი, წიწაკა და ცოტა ზეითუნის ზეთი.
გემოვნებისამებრ ცოტა ორეგანოც შესაძლებელია.

ასეც ვაცხობ და მუნდირშიც.

მარილით კი და ცოტა ყავისფერი შაქრით და ნაღების კარაქით არის უგემრიელესი.

ქათამთან არ მიცდია...ორაგულის გარნირად ბატატის პიურე, მანგოს სალსასთან ერთად, ოკეანეთის კლასიკაა. კარიბულ რესტორანში მასწავლეს smile.gif)

Posted by: sophka 15 Apr 2020, 16:42
არ იდება პოსტი, ვერ ვაკოპირებ დიდია მოცულობით.
პირადში თუ გამოიგზანა, მოგწერთ

Posted by: stay.safe 15 Apr 2020, 16:44
აუ, პასკები love.gif

ვერ ვიტან შოკოლადიან და სხვა მინანქრებიან პასკებს, ან რაღაც საშინლად ქიმიური ფერის ცუკატებს რომ უმატებენ ხოლმე...

კლასიკური, სურნელოვანი...

ნეტა წელს "ანტრე"როგორი იქნება ?!
user.gif

Posted by: sophka 15 Apr 2020, 16:53
Strangelove
მოგწერეთ და თუ სრულყოფილს მიიღებთ, დამიდასტურეთ.

MeBeforeYou
წარმატებებიი, რა კარგი ცომია. გაგვიზიარე შენი რეცეპტი რა? მძIმე და ნოტიოა ხო?


stay.safe
შენსავით დამემართა, იმხელა ტექსტი დავწერე და ნაწილი გამოაჩინა, აურია..
უჰ, კაია, რა გემრიელობები მოგიმზადებია.
ისევ ფორმაში ხარ bis.gif bis.gif

მე ქიშმიშიც არ მიყვარს ცომში, მაგრამ პასკაში ვიტან.
ცუკატებით და შოკოლადითაც მიყვარს.
ოღონდ ქიშმიშის გარეშე.

Posted by: fermina 15 Apr 2020, 16:53
MeBeforeYou
QUOTE
fermina
არაჟნით ძალიან არ მომწონს მე , ზუსტად კექსთან ასოცირდება ვემთვის(( დასამძიმებლად სოფლის რძით მოვცომე მე პირადად. კვერცხი ნახევარი სტანდარტული, ნახევარი ,,სოფლის'' გავუკეთე პლიუს. წლებია უარაჟნოდ ვაკეთებ და და შარშან სასინჯად გავაკეთე ნახევარი პორცია არაჟნით და არა რა, არ მომეწონა, სხვანაირი სტრუქტურაა.


აი ეს მაინტერესებდა ზუსტად. მადლობა.
სოფლის კვერცხიც მაქვს და მეც შევურევ აბა. მთლიანად სოფლისაც შემიძლია გამოვიყენო, არ ვიცი როგორ აჯობებს.

sophka

QUOTE
fermina აუ, ნინი მათურელის პასკა ნახე აქვს ნაღებით, ზუსტად ეგეთია მძმე და ნოტიო და მსუბუქი...
მე ნაღები არ მაქვს და ძალიან მეზარება ახლა კარფურში გასვლა და აქ ახლოს ჩემთან მარკეტებში არაა...
ისეთი რიგებია მართლა ყველგან, არც მინდა დიდ მარკეტებისკენ გახედვაც.


კი კი ვიცი ეგ რეცეპტი და კარგად გამოვკითხავ კიდევ. ნაღები უბნის ნიკორაში ვიყიდე ურიგოდ, თბილისში ერთადერთი მაღაზიაა მგონი, სადაც ყველაფერი აქვთ და რიგი არასდროს არ არის smile.gif

Posted by: sophka 15 Apr 2020, 16:58
fermina

ნიკორა შორსაა ჩემგან და გუშინ ვიყავი გასული საქმეზე ბანკში, ნიკორაში ისეთი რიგირ იყო ვერ დაველოდე, არ შევსულვარ.
ფრესკოს ვერ ვიტან, საზიზღარი მარკეტია, მაგრამ იქაც დავაპირე შესვლა, თუმცა იგივე იყო. აუარება ხალხი, რიგი 100 მეტრიანი.





Posted by: fermina 15 Apr 2020, 17:06
sophka
QUOTE
ნიკორა შორსაა ჩემგან და გუშინ ვიყავი გასული საქმეზე ბანკში, ნიკორაში ისეთი რიგირ იყო ვერ დაველოდე, არ შევსულვარ.


კი ყველა ნიკორაში რიგია, მე ფაქტობრივად ეზოში მაქვს, ეტყობა მარტო მეზობლები დადიან და არასოდეს რიგი არ არის.

მაინც ვერ ჩამოვყალიბდი პასკაზე, არაჟანი გამოვრიცხე, ნაღები მაქვს 20 %-იანი, ნინი მათურელს 35 %-იანი უწერია, მაგრამ მე მგონი ესეც წავა. არანაირი მარგარინი, მარტო კარაქი და ზოგი ზეთსაც უშვება 100 გრამამდე და ამდენმა ცხიმმა არ ჩააგდოს, მეშინია.

ვფიქრობ რძის დოზის განახევრებას და მეორე ნახევრად ნაღების შერევას.

Posted by: stay.safe 15 Apr 2020, 17:09
sophka

:*
უჰ, მეზარება ძაან, მე ის ენთუზიაზმით სავსე დამწყები კულინარი აღარ ვარ smile.gif))

ქართული სამზარეულოდან მინდა ვისწავლო რამდენიმე საკვანძო კერძი...
დედაჩემს აქვს იშვიათად უმაგრესი ხელი, მაგრამ რად გინდა, არც ბავშვობაში მასწავლა და არც ახლა მასწავლის smile.gif))

პ.ს. აქაც სასტიკი რიგებია ჰიპერმარკეტებთან.

გუშინ ვერც გამოვიწერე პროდუქტები, ყველა shopper დაკავებულიაო.
ახლაც ვცადე და იგივეს მიჩვენებს...

Posted by: sophka 15 Apr 2020, 17:16
fermina
ხო, მეც ვკითხე და 35% თორემ ის არ გამოვაო, რაც უნდა იყოსო, ან ჩაანაჩვლეთ არაჟNითო, მაღალპროცენტიანით, მაგრამ სხვა იქნება.
ამიტომ სხვა რეცეპტებს ავიღბ ალბათ. მარგარინს არ ვუზამ ცოცხალი თავით. საერთოდ არ ვეკარები მაგ ცხიმებს.
კარაქი და ზეთი შეიძლება.
ჩემსავით აბნეულ-დაბნეული ხარ ხომ?


stay.safe
უი, გამოიწერე იქნებ შეძლო.
ან ადრიანად გადი და ცოტა ხანს მოგიწევს ლოდინი, სანამ გამოვა ხალხი. გახსნის დროს.

რატომ არ გასწავლის? არ ინდომებ ეტყობა.
ისე, დედასაც ძალიან კარგი ხელი ჰქონდა, საუცხოოდ ამზადებდა ყველაფერს.
და რამდენი რამე არ ვისწავლე. თავადაც არ გვთხოვდა, გვანებივრებდა ისეც და რამეს გამაკეთებინებდა?

ოოჰ, შენც ძაილან კარგი და გემრიელი საჭმელი გამოგდის, მთავარია განწყობა. მაგ კერძებსაც ისწავლი.
2kiss.gif

Posted by: Evo_PoWeR 15 Apr 2020, 17:20
stay.safe
QUOTE
ორაგულის გარნირად ბატატის პიურე, მანგოს სალსასთან ერთად, ოკეანეთის კლასიკაა. კარიბულ რესტორანში მასწავლეს


მაგრად მევასება ტროპიკული ხილის თავისებური გამოყენების გზები jump.gif

რამდენჯერმე ვყოფილვარ კარიბის ზღვაზე და სულ უგემრიელესად ვჭამდი ხოლმე უცხო რაღაცეებს chups.gif

Posted by: fermina 15 Apr 2020, 17:29
sophka
QUOTE
ჩემსავით აბნეულ-დაბნეული ხარ ხომ?


ხო და რამე კარგ და საბოოლოო ვარიანტზე თუ შეჯერდები, გამიზიარე რა smile.gif 2kiss.gif

ეს ნაღები შეიძლება ხაჭოს პასკაში გავუშვა და ისევ ჩავიდე ნიკორაში და 35 %-იანი ვიყიდო, დამენანა დღეს 25 ლარის მითხლეშვა ნაღებში და როგორც რუსები ამბობენ, "სკუპოი პლაწიტ დვაჟდი" გამომივიდა smile.gif

Posted by: stay.safe 15 Apr 2020, 18:01
sophka

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნელ-ნელა ვისწავლი ჩემს სამყოფს 2kiss.gif

Evo_PoWeR

კარიბებზე ჯერ ვერ მოვხვდი smile.gif)
ამერიკაში მდებარე რესტორნით ვმსჯელობ, ამ ეტაპზე ^^

ეგზოტიკური , უცხო გემოები მიყვარს მაგრამ მუდმივად ქართული სამზარეულოს შედევრები მენატრება
user.gif

Posted by: sophka 15 Apr 2020, 18:03
fermina

რამე მოიმზადე ხო. უჰ, ჩადი და აიღე 35% და გააკეთე ის პასქა ან აი, მე თამრიკო კიკაბიძისას ვფიქრობ.(ნაღების არქონის გამო)

გავაკეთებ ნახევარ პორციას და მარგარინს საერთოდ ამოვიღებ და კარაქი და ნახევარი ჭიქა ზეთი დარჩება.
სხვა დანარჩენი ნორმალურია. ერთი ვერ მივხვდი, სანელებლებიც ბოლოს ქიშმიშთან ერთად ემატება და მე ვფიქრობ დავაყენებ კონიაკში წინა დღით და ან დილით გამოცხობამდე ვუზამ ან ცომშივე.

აქებენ მაგ პასკასაც ძალიან და არ ვიციsmile.gif)



Posted by: MeBeforeYou 15 Apr 2020, 18:08
sophka
მადლობა საყვარელო:*
გამოვაცხობ და ფოტოსთან ერთად დავდებ სრულად რეცეპტს.
უამრავი ექსპერიმენტი მაქვს პასკის ჩატარებული და ეს საუკეთესო ვარიანტია ჩემი ოჯახისთვის.
მძიმე და ნოტიოა, თუმცა ამ სიმძიმის გამო თითქმის ყოველთვის უსკდება თავი. რაღაცნაირად მეთანაღრებოდა გული ამიტომ. დავიწყე გამსუბუქება ცომის და უკვე სტრუქტურა დაიკარგა.
საბოლოოდ მირჩევნია ცოტა მძიმე , ნოტიო იყოს და დაუსკდეს თავი, ვიდრე იდეალური ზედაპირით და მობულკო.

fermina
მთლიანად სოფლის არ მიცდია არასდროს. 15 კვერცხით ვაკეთებ მე და 7-ს სოფლისას ვუკეთებ ხოლმე.
უფრო ინტენსიური ყვითელი გული აქვს თან და შაფრანს რომ ურევენ ხოლმე, მე აღარასდროს ვუკეთებ. ისედაც საკმარისად ყვითელი გამომდის.

Posted by: sophka 15 Apr 2020, 18:09
stay.safe
დედაჩემი მახსენდება.
ფეხებში არც მე მიყვარს ვინმე თუ მედება, მირჩევნია მარტომ ვაკეთო, ჩემ გემოზე.
სტუდენტსაც კი, დილით საუზმე მზად მხვდებოდა.
მაგრამ ხომ ხედავ? ვისწავლე ყველაფერი ჩემით.
ასე, რომ... არაა ცუდი განებივრება. 2kiss.gif

* * *
MeBeforeYou
თავი რომ არ დაუსკდეს დიდხანს უნდა ზილო კარგად, ისე ხელით ზელ თუ საზელით ან მიქსერით.
მე მიქსერით მოვზელ და ეგაა...
:* ფაფუკი და ფხვიერი არც მე მიყვარს რა...


Posted by: fermina 15 Apr 2020, 18:15
MeBeforeYou
QUOTE
მთლიანად სოფლის არ მიცდია არასდროს. 15 კვერცხით ვაკეთებ მე და 7-ს სოფლისას ვუკეთებ ხოლმე.
უფრო ინტენსიური ყვითელი გული აქვს თან და შაფრანს რომ ურევენ ხოლმე, მე აღარასდროს ვუკეთებ. ისედაც საკმარისად ყვითელი გამომდის.


შაფრანი წელს არ მაქვს და მაშინ მეც სოფლის კვერცხებს შევურევ, მთლიანად სოფლისათი არ გავრისკავ.

sophka
QUOTE
მე თამრიკო კიკაბიძისას ვფიქრობ.(ნაღების არქონის გამო)

გავაკეთებ ნახევარ პორციას და მარგარინს საერთოდ ამოვიღებ და კარაქი და ნახევარი ჭიქა ზეთი დარჩება.


ხო, კიკაბიძის რეცეპტში რაც არ მომეწონა, მარგარინია.

სუნელები დავაყენე უკვე კონიაკში და ფანტასტიური სურნელი აქვს.
* * *
MeBeforeYou

შენი პასკის რეცეპტი დადე რა smile.gif

Posted by: MeBeforeYou 15 Apr 2020, 18:24
ბარემ დავწერ რეცეპტს და ფოტოს მერე დავურთავ, არ დამავიწყდეს.
ეს პასკა მოეწონება მხოლოდ მათ, ვისაც მძიმე და ნოტიო უყვარს.

მასალა:
15 კვერცხი
1,5 ლ რძე
700 გრ ტექსუნი
1,5 კგ შაქარი
3კგ ფქვილი
60 გრ დროჟი
8ც ვანილი
700 გრ მუქი ქიშმიში
სუნელები: ილი>მუსკატი>მიხაკი>ჯანჯაფილი>დარიჩინი

გავააქტიურებთ საფუარს თავდაპირველად. 2სკ შაქართან და 0,5 ლ თბილ რძესთან ერთად, კარგად მოვურევთ რომ გაიხსნას და თბილად დავაფარებთ თავზე .
გავადნობთ ტექსუნს.
15 კვერცხის ცილას ამოვიყვანთ, დავამატებთ შაქარს ეტაპობრივად, შემდეგ კვერცხის გულებს.
შემდგომ ამ ამოყვანილ მასაში შევურევთ დანარჩრნ თბილ რძეს, გააქტივებულ საფუარს და თბილ გამდნარ ცხიმს. ხელის სარევით მოვურევთ ძალიან კარგად, რომ შაქრის გრანულები თუ სადმე რამე გაუხსნელია გაიხსნას.
საბოლოოდ დავაცრით ფქვილს და კარგად მოვზელთ ცომს ხელით. შევფუთავთ თბილად და 4 სთ დავივიწყებთ.
ამ დროის გასვლის შემდეგ, გავამზადებთ ქიშმიშს, სუნელებს , ვანილს და ზეთს ჩასაზელად.
ძალიან კარგად დავისველებთ ცხიმით ხელებს და გადავზელთ.
პარალელურად გავხსნით სუნელებს ცომში კარგად .
შემდგომ შევფუთავთ ისევ და 4 სთ დავივიწყებთ.
გადავზილავთ მეორედ უკვე მხოლოდ ზეთიანი ხელებით.
რაც უფრო მეტი ზეთით გადავზილავთ, მით უფრო მძიმე გამოდის რეალურად.
მე დაახლოებით ამ ორ გადაზელაზე 0.5 ლ ზეთს მაინც ვიყენებ.
მეორედ გადაზელვის შემდგომ პარარელურად ვაგუნდავებ გუნდებს ზეთიანი ხელებით და ფორმის ნახევარ გუნდას ვაკეთებ.
შემდგომ სითბოში 1საათის მანძილზე ვაცდი რომ ფორმაშივე დაიწყოს ამოსვლა. როგორც კი მოინატება ცოტათი, 170 გრადუსზე ჯერ 15 წუთი ქვედა წვას ვურთავ და შემდგომ 45 წუთი ზედა-ქვედას. (დაახლოებით 850-900გრ გუნდებზე მაქვს გათვლილი ეს დრო). შემდგომ ჩხირით გავსინჯავთ.
ჯამსი 45-50 წუთი სჭირდება, თუმცა ვჩხირით აუცილებლად შეამოწმეთ.
გამომდის 8ცალი 850-900 გრანიანი და 3-4 300 გრამიანი.
თუ ვინმე დატესტავთ, იმედია მოგეწონებათ! love.gif

p.s კვერცხს 15 ცალიდან 7-ს სოფლისას ვუკეთებ ხოლმე და რძესაც მთლიანად სოფლისას. ცხიმიანობა მეტი აქვს და უფრო მძიმე და ყვითელი გამოდის.

* * *
sophka
თითქოს ძაან დიდ ხანს და კარგად ვზელ ხოლმე , მაგრამ მაინც უსკდება. მაინტერესებს აბა შენ თუ გააკეთებ, რას იზამს. მე უფრო სიმძიმეს ვაბრალებ. რეალურად საკმაოდ მძიმე და არაამოსული გამოდის.
მე ეხლა რომ გავაკეთებ, შაბათ-კვირას იდეალურია ხოლმე, რომ ვჭრი გემოებიც უჯდება კარგად .
ძაააან კუჭის მონა ვარ :დდდ

fermina
კი, კი, დავწერე რეცეპტიც და თუ რამე გაურკვევლად მიწერია, მკითხე აუცილებლად.
იმედია ძააან კარგი პასკა გამოგივა წელს love.gif
ფოტოებს გადავხედავ იქნება ვიპოვო შარშანდელი .
ძაააან გაპრანჭული პსკები მქონდა შარშან, წელს შედარებით მოკრძალებულს ვაპირებ:დ

Posted by: stay.safe 15 Apr 2020, 18:43
QUOTE (sophka @ 15 Apr 2020, 18:09 )
stay.safe
დედაჩემი მახსენდება.
სტუდენტსაც კი, დილით საუზმე მზად მხვდებოდა.

love.gif love.gif

დედასავით ვერასოდეს ვერავინ გაგანებივრებს smile.gif

ბედნიერი აღდგომა, მშვიდი და პოზიტიური ცვლილებების...

მე მომიტანს ქართველი მეგობარი პასკას, კიდე ტყემალს, სვანურ მარილს, ყველს, ნიგოზს, წითელ ღვინოს ...
ბროკოლით და სტეიკით არ მინდა აღდგომას შევხვდე smile.gif))

Posted by: fermina 15 Apr 2020, 18:48
MeBeforeYou
QUOTE
700 გრ ტექსუნი


ამის შოვნის იმედი არ მაქვს, კარაქით ჩავანაცვლებ.

სოფლის რძე კიდევ არის შანსი.

საფუარის ამ რაოდენობაში სველი საფუარი იგულისხმება?

QUOTE
იმედია ძააან კარგი პასკა გამოგივა წელს


იმედია, წელს პირველად ვაკეთებ მარტო, კომპანიონის გარეშე და ამიტომ ვღელავ smile.gif

მადლობა love.gif

Posted by: chipmunck* 15 Apr 2020, 19:11
sophka

biggrin.gif მადლობა სოფ კიდევ ერთხელ 2kiss.gif



ninicool

მერე მეც ვცდი კიდევ ერთხელ პატარებს, ტომრით ისევ იყიდება ფქვილი? ბოლო პერიოდში აღარ იყო და

მეც მოვიმარაგე დღეს ფქვილი და აწი რაღა მიჭირს lol.gif მაღაზიაში პურის მყიდველი აღარ ვარ, კიდევ კარგი პურის საცხობის ყიდვა გადამაფიქრებინა სოფიამ თორე ხო ტყუილად გადავყრიდი ფულს და თან იმდენი დრო მიაქვს, მაგ დროში ღუმელში ბევრ პურს გამოვაცხობ


MeBeforeYou

აუ როგორ გამეხარდა შენი პოსტი 2kiss.gif
რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ

მოკლედ მე ცოტა მარილი მოვამატე ზღვის მარილს ვხმარობ და დეტალურად დაგიწერ

ინგრედიენტები:

1კგ ფქვილი
700 გრ წყალი
30 გრ მარილი
15 გრ საფუარი

ნუ საფუარის გააქტიურება გეცოდინება, მოკლედ დაახლოებით 10 წთ ვზელ ხოლმე ცომს და მერე ვაცდი ამოფუებას 40-50 წთ ში გადმომაქვს და ზეთს ვუსვამ ზედაპირს სადაც ვამუშავებ ცომს და ზეთიანივე ხელებით კარგად გადავკეცავ გადმოვკეცავ რამოდენიმეჯერ 2 წთ საკმარისია და ისევ ჩავდებ თასში და ვაცდი 30 წთ მერე ისევ ამოვიღებ, ისევ ზეთით ვისველებ ხელს და ისე ვამუშავებ ცომს, ორ ნაწილად ვყოფ, გადავკეცავ თითოეულს რამოდენიმეჯერ და ვაძლევ ფორმას და გადამაქვს ჟარონაზე, გამოსაცხობ ქაღალდს ყიველთვის ვუფენ, ბასრი დანით ვსერავ პურის ზედაპირს და ვაფარებ ტილოს და ვტოვებ თბილ ადგილზე კიდევ 20 წთ
სანამ ეს 20 წთ გავა ვახურებ ღუმელს 230 გრადუსზე და თან ვადუღებ ცალკე ჩაიდანში წყალს, პატარა რკინის ჯამში ვასხამ ადუღებულ წყალს და უკვე გახურებულ ღუმელში სულ დაბლა ღუმელის ძირზე ვდებ, 20 წთ გასვლის შემდეგ პურებს ზემოთან ვნამავ წყლით და შევაგდებ გახურებულ ღუმელში, თავიდან ვაცხობ 230 გრადუსზე ქვედა ცხობაზე 15 წთ და შემდეგ ზედა ქვედა ცხობაზე 180 გრადუსზე 30 წთ
გამოდის ასეთი გემრიელი და დაბრაწული პურები bis.gif

პასკების ფოტოებს ველოდები love.gif

Posted by: fermina 15 Apr 2020, 21:23
ტვინი წაგიღეთ ამ პასკებით, მაგრამ ლოჯისტიკურ ამბავში როდის ჯობს პასკის მომზადების დაწყება? დილით თუ საღამოს? ანუ გვიან ღამე რომ მოვზილო და დილამდე დავტოვო, დიდხანს ხო არ მოუწევს აფუება?

Posted by: sophka 15 Apr 2020, 21:35
stay.safe

2kiss.gif კარგია, ქართლად შეხვდები :*

მადლობაა.
ასევე, მშვიდობიანი, ღიმილიანი და ბედნიერიაღდგომა და დღეები...

love.gif love.gif

fermina
ამბობენ საღამოს სჯობსო, სიმშვიდეში და მთელი ღამით დატოვოო, მერე დილით უკვე ჩაზელ, ჩადებ ფორმებში და ამოფუვდება, გამოაცხობ.
მე ზუსტად არ ვიცი რაა სიმართლე, მაგრამ ეგრე ვიზამ. საღამოს გამოვაცხობ ხვალ.
დღეს დავაყენებ სუნელებს.

MeBeforeYou
უფფ, მეც სმუსნია ვარ, რა ვქნა ერთი :დდდ



* * *
chipmunck*
შენ ბრავო, მალე უკვე პროფესიონალი იქნები biggrin.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: fermina 15 Apr 2020, 21:40
sophka
კიდევ ერთი კითხვა და შეგეშვებით biggrin.gif

ფქვილი მაქვს ორნაირი - პროგრესი (ქართული) და მაკფა (რუსული მგონი).

ვარგა რომელიმე? თუ სხვა ვიყიდო.

Posted by: sophka 15 Apr 2020, 23:12
fermina
პროგრესი კარგია, თავს ვდებ:დ
მაკფა არ ვიცი.

უმაღლესი ხარისხია მთავარი

Posted by: fermina 15 Apr 2020, 23:42
sophka
QUOTE
fermina
პროგრესი კარგია, თავს ვდებ:დ
მაკფა არ ვიცი.

უმაღლესი ხარისხია მთავარი


მწვანე ლა ფამილიასაც აქებენ rolleyes.gif

Posted by: MeBeforeYou 15 Apr 2020, 23:47
fermina
60 გრ მშრალი საფუარი არის არასრული ერთი პაკმაია. 1სუფრის კოვზს ვაკლებ მთლიანას და ეგ გამოდის ხოლმე , სულ 3 სუფრის კოვზი ჯამში და კი სჭირდება 3 კგ ფქვილზე.

უეჭველი კარგი გამოგივა. რის მადლობა, თუ რამე , აქ ვარ :*

chipmunck*
ძააან ოქრო გოგო ხარ შენ:* მადლობა დეტალური რეცეპტისთვის:*
ხო გოგო საუკუნეა აღარ გამოვჩენილვარ.
ძააან მომენატრა ძველი დრო((
გოგო რომ მოიცლი წაგეჭორავები :*

sophka
ვაი რომ ვერაფერს ვშვებით სტანდარტულად

Posted by: sophka 16 Apr 2020, 00:21
fermina
კიი, მაგასაც ვხმარობ მე...
ახლა ეგ მაქვს სხვათაშორის, მაგის წითელსაც ვიყენებ, პურსაცხობია, მარა კექსებშც მშვენივრად მიდის.


MeBeforeYou
უჰ, რაც კარანტინში ვარ, ვერ მოვვლი რამდენი კგ. ფქვილი გავხარჯე, მხოლოდ ტკბილეულობასა და ხაჭაპურ-ლობიან-ღვეზელებზე.
პური არ მიცხვია.
biggrin.gif

1 ტომარა უნდა მეყიდა, ან მეტიც... lol.gif lol.gif

Posted by: MeBeforeYou 16 Apr 2020, 00:30
სოპჰკა
როგორ მესმის შენი yes.gif lol.gif
ერთი ტონარა ფქვილი თუ ოჯახია 3+წევრი და პური სახლში ცხვება , მართლა არაფერი არაა:დდ

ეხლა დავიფიცე რომ კვირამდე პასკას არ შევჭამ, მართლაძაან ვიდად ვარ, რომ ჭამ და ვერ მოძრაობ, ცუდი მდგომარეობა ყოფილა ნამეტანი lol.gif
* * *
user posted image
უკეთესი და გაპრანჭული ფოტოები ხვალ :დდდ

Posted by: <<ეგოისტკა>> 16 Apr 2020, 12:24
QUOTE (Master_Nick @ 15 Apr 2020, 12:32 )
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 14 Apr 2020, 23:30 )
ზეგემრიელი იყოოოო

user posted image


user posted image

შიგნით ვაშლი ჰქონდა და საოცრად მოუხდა. შემდეგში ანანასით გავაკეთებ.❤

ყოჩაღ შენ! ანანასი ძალიან უხდება მოტკბო სოუსით. გარედან რა სოუსი გაქვს წასმული?

გ გარედან მხოლოდ სუნელები. კანსა და ხორცს შორის აქვს წასმული ცხიმი და მშვანილები.



ნიკ პაელიას აღარ აკეთებ? ნამდვილი შაფრანი მიიღეს ბონასერაში.

Posted by: ninicool 16 Apr 2020, 14:00
masha
QUOTE
პირიქით, ახლა დიდი სვეცკობაა რეგიონებში გასვლა და ადგილობრივი კერძები მირთმევა

ახლა კი, მაგრამ იყო დრო, სოფლელიც და სოფელიც ზიზღის და ამრეზით ყურების საგანი იყო, იმ დროში დაედო გორულ კატლეტს დასაბამი

Posted by: masha 16 Apr 2020, 15:38
ninicool
QUOTE
ახლა კი, მაგრამ იყო დრო, სოფლელიც და სოფელიც ზიზღის და ამრეზით ყურების საგანი იყო, იმ დროში დაედო გორულ კატლეტს დასაბამი

მართლა არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ სოფელში ნაჭამი საჭმელი ბევრად უფრო გემრიელია.
ძალიან მიყვარს ქალაქიდან გასვლა და ჭამა
ეჰ, რა კარგი ფესტივალები იყო წელს გურჯაანში, ყველის და ღვინის!

Posted by: Master_Nick 16 Apr 2020, 15:45
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 16 Apr 2020, 12:24 )

ნიკ პაელიას აღარ აკეთებ? ნამდვილი შაფრანი მიიღეს ბონასერაში.

როგორ არ ვაკეთებ, პაელია ზღვის პროდუქტებით ერთ ერთი ფავორიტი კერძია, თუმცა რაც წინსაფარი გაცვდა, მას მერე ფოტოებს აღარ ვაქვეყნებ ფორუმზეsmile.gif
ეს ფოტო კი გეცოდინება
user posted image
user posted image

კორონას გადამკიდე აღარც ბონასერა მინდა და აღარც შაფრანი, გადავაგოროთ ეს პერიოდი და მოვა მაგის დროც
2kiss.gif

Posted by: sophka 16 Apr 2020, 15:53
MeBeforeYou
აჰაა სხვა ფოტოებს ველოდები, მშვენიერია გარედან bis.gif 2kiss.gif


Master_Nick
ვაა ნიკაა, ბრავო... bis.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 16 Apr 2020, 15:58
Master_Nick
ახალი წინსაფარი იქნება:*** უფრო კრეატიულიცsmile.gif))
კი მახსოვს ეს ფოტოც და ეს დროც: ))))))

Posted by: Master_Nick 16 Apr 2020, 20:28
sophka
bis.gif მაგარი კერძია პაელია, ჯანსაღი და სასარგებლო.

<<ეგოისტკა>>
ვახ მაგ წინსაფარზე რაც მე ამბები მაქვს გადამხდარი lol.gif ახალი საინტერესო რეცეპტი მინდა სააღდგომოდ ხორცეულის, მირჩიე რამე, ეს ჩაქაფული აღარ მინდა.

Posted by: tavadze 16 Apr 2020, 22:46
masha
QUOTE
მართლა არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ სოფელში ნაჭამი საჭმელი ბევრად უფრო გემრიელია.

აი, ზუსტად! მახსოვს, ბავშვობაში, მეგობრის დედა (ისინი ბათუმში ცხოვრობდნენ, მაგრამ სოფელი ჩემს მეზობლად ჰქონდათ) სულ ამბობდა, ცეცხლზე გაკეთებული საჭმელი უფრო გემრიელია, ბათუმში ასეთი არ გამომდისო. თუმცა ბევრ ისეთსაც უთქვამს იგივე, ვინც გაზზე ამზადებდა.
მეც ხშირად მიფიქრია, რომ სოფელში უფრო გემრიელი გამომდის საჭმელები, ვიდრე - თბილისში.

Posted by: elchi 17 Apr 2020, 00:02
tavadze

ეგრეა ძამა.
ორი გრილი გადავაკეთე და შეშაზეა, ანუ ნაკვერცხალზე.
ცეცხლზე და გაზზე მომზადებულს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.
ბოლო 15 წელია უმეტეს კერძებს ცეცხლზე ვამზადებ.
მეუღლემ სამზარეულოში, თვითონ რაც უნდა, ის გააკეთოს თავისთვის.

* * *
<<ეგოისტკა>>

ინნა, შემოდი ფოტოგამოცანების თემაში, სურათი მაქვს დადებული, რატომღაც მგონია, შენ გამოიცნობ.

Posted by: tavadze 17 Apr 2020, 00:27
elchi
QUOTE
მეუღლემ სამზარეულოში, თვითონ რაც უნდა, ის გააკეთოს თავისთვის.

ის ცალკე მაფიაა, ხომ? biggrin.gif
QUOTE
ცეცხლზე და გაზზე მომზადებულს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

ეგ კი, მაგრამ ბევრჯერ გაზზეც გამიკეთებია. თანაც - თბილისიდან ჩატანილი პროდუქტ-სანელებლებითაც, მაგრამ მაინც სხვა გემო იყო, უფრო ჰაი-კლასი. იქაური მწვანილი რომ ყოფილიყო, მაგას დავაბრალებდი, მაგრამ არა - თბილისიდან წაღებული მქონდა.
ადრე, ღრმა ბავშვობაში ჩვენს ახლობელს ზაფხულში დასასვენებლად თავისი თანამშრომელი ჰყავდა ჩამოყვანილი ქმარ-შვილით. ერთხელ მეუბნებოდა ეს ახლობელი, ისინი დღესაც მეუბნებიან, რა კარგი ხელი გქონია, იმ საჭმელების გემო ახლაც გვახსოვსო, მე კი ვუმტკიცებ, ხელი კი არა, იქ სხვანაირად გემრიელი გამოდის საჭმელიო. biggrin.gif
პ.ს. წინა კომენტარი კი ვნახე, მაგრამ ვერ გიპასუხე. მოკლედ, კარგად გიფრიალია ქუხნაში. biggrin.gif
რა მაგის პასუხია და აღდგომას სასაფლაოზე მოკრძალებულად გავალ (თუ გაგვიშვეს საერთოდ) - მხოლოდ პასქა, კვერცხი და სანთელი, არავითარი სუფრა და ღრეობა. სახლშიც არ ვაკეთებ ბევრს არაფერს, მაგრამ ორი რაღაც მაქვს ახალწლებიდან შემონახული ამ დღისთვის და ერთი სული მაქვს, როდის ვიგემებ - ნედლად ანუ თავისივე წვენში შენახული ღორის ხორცი, რომელიც მშრალად მინდა მოვხარშო, და კუპატი კელამიდების ცხელ-ცხელ ჭადებთან ერთად! biggrin.gif

Posted by: fermina 17 Apr 2020, 00:34
რა ტყუილა დავაკვდი ამდენ პასკას, ვერც ვერავის მივუტან, ვერც სტუმრები მოვლენ sad.gif

ხვალ 12 საათამდე სავარაუდოდ ვერ მოესწრება გამოცხობა, რომ დავარიგო.

Posted by: MeBeforeYou 17 Apr 2020, 10:35
fermina
შეინახე, შეფუთე და 2 კვირა ძააან კარგად ძლებს, არ ინერვიულო მაგაზე .
ჩემთან ძააან უყვართ და ნაცადი ხერხია ეგ, სათითაოდ ვფუთავ და ინახება ჩვეულებრივ.

პ. ს ჩემი გოგოები მზად არიან bis.gif bis.gif
user posted image
user posted image

Posted by: sophka 17 Apr 2020, 11:07
MeBeforeYou
აუ, რა კარგებიაა, ბრავო.

რითი ფუთავ? ან როგორ?


fermina
კი შეინახება დიდხანს, არ ინერვიულო, და შეიჭმევა. კიდეც ოჯახში.


Posted by: tavadze 17 Apr 2020, 11:32
fermina
QUOTE
რა ტყუილა დავაკვდი ამდენ პასკას, ვერც ვერავის მივუტან, ვერც სტუმრები მოვლენ

მეც შენახვას გირჩევ - ამ ერთხელ ყველა გვაპატიებს: ცოცხალიც და მიცვალებულიც.
MeBeforeYou
QUOTE
პ. ს ჩემი გოგოები მზად არიან

up.gif up.gif

Posted by: MeBeforeYou 17 Apr 2020, 12:09
user posted imagesophka
მადლობა საყვარელო.
ესეიგი რას დავაკვირდი იცი, ყველა ცუკატიანი რაც იყო, დასკდა და მარტო ქიშმიშით რაც იყო, არცერთი დამსკდარა.
თუ რამე იდეა გექნება , როგორ გადავარჩინო უფრო დამძიმებული მასა დასკდომას, გამიზიარე რა.
ზელვოთ ერთნაირად მოვზილე, საბოლოოდ გავყავი და ნაწილი ცუკატით გავაკეთე და ნაწილი უცუკატოდ.

გოგო აი ასეთი შეკვრა მიყიდეს შესაფუთად 100 ცალიანი, შარშანაც იგივე მეთოდით მოვუკარი თავი და შეინახა მშვენივრად.


Posted by: fermina 17 Apr 2020, 12:37
მადლობა რჩევებისთვის, ალბათ შევინახავ, იმედია გამოვა, ჯერ ფორმებშია და ძალიან მძიმე და ცხიმიანი ცომია და ნელა ამოდის. 6 საათია უკვე ფორმაშია (როგორც თამრიკო კიკაბიძის რეცეპტში) და დიდად არც ამოსულა. დაველოდო ალბათ კიდევ თუ ღუმელში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შევდგა ჯერ ამოსასვლელად...

Posted by: sophka 17 Apr 2020, 12:50
fermina

კიკაბიძის რეცეპტით გააკეთე? სულ არ ამოვიდა? ზოგმა ბევრია 6 საათიცო. იკითხე აბა გამოცდილებთნ, ისე, ისედაც ხო დაბალ ტემპერატურაზე ცხვება.


* * *
MeBeforeYou

უი, არ ვიცი. პასკებში მე ვარ უცოდინარი, წელს ვაკეთებ პირველად.
ხო, ასეთი პაკეტები კარგია, მოუკრავ თავს და ჰერმეტულად ინახება მშვენივრად.

Posted by: fermina 17 Apr 2020, 13:00
sophka
ღამე რომ დავტოვე, ამოვიდა დილისთვის, მაგრამ ფორმებში აღარ ამოდის თითქოს.

Posted by: la reine 17 Apr 2020, 13:41
fermina

სითბო არ ყოფნის.
გააცხელე კარგად ღუმელი, გამორთე და შედგი ფორმები. კარი არ გამოაღო ორი საათი. შველის ეგ მეთოდი ძაან.

Posted by: fermina 17 Apr 2020, 13:47
la reine

მადლობა, არადა თბილ ოთახში დგას და თბილი პლედიც გადავაფარე. მძიმე და ცხიმიანი ცომია ძალიან.

ორი ცალი შევდე უკვე ღუმელში და ამოვიდა საკმარისად ცხობის დროს, უბრალოდ დიდი ხანი ჭირდება უფრო ცხობა როგორც მივხვდი, რომ ეს ცხიმიანი მასა კარგად გამოცხვეს.

თუ არ მომეწონა პირველი პარტია, შენ როგორც მითხარი, ისე გავაკეთებ დანარჩენებს აუცილებლად.

Posted by: chipmunck* 17 Apr 2020, 14:03
MeBeforeYou

აუ რა კარგი პასკები გამოგსვლია, მთელ თემას გადავავლე თვალი და შენ წინა წელსაც ლამაზი პასკები გაგიკეთებია, ყოჩაღ, ტორტებზე აღარაფერს ვამბობ მაგაში სპეცი ხარ love.gif

შოკოლადის ტორტის რეცეპტი ხომ არ გაქვს? აი კარანტინი რომ მორჩება ვიყიდი ყველაფერს რაც მჭირდება ცხობისთვის, სამზარეულოს რემონტი კარანტინამდე მოვასწარით და მერე უნდა მეყიდა ნივთები რაც არ მაქვს და დავრჩი ასე biggrin.gif

Master_Nick

რა გემრიელად გამოიყურება შენი კერძი love.gif ვიზუალურად როგორ დახვეწილად არის განაწილებული

ეგ წითელი ტაფა-ქვაბი გრანიტის არის? სად შეიძინეთ?

Posted by: iren765 17 Apr 2020, 15:06
user posted image

ბისკვიტის ტორტი ,,ანტიკოვიდი,,
მოხარშული კრემით და ვაშინგტონით. biggrin.gif

Posted by: la reine 17 Apr 2020, 15:09
fermina

ახლა ვნახე შენი კითხვა არაჟანზე.
მე ვთვლი რომ არაჟანი არ განაპირობებს პასკა კექსს დაემსგავსება თუ თავის თავსbiggrin.gif
ეგ არის იმაზე რითი ააფუებ ცომს. ზოგი გამაფხიერებელს იყენებს საფუარის ნაცვლად. აი ეგ გავს მერე კექსს. იქ სადაც საფუარია, გამოდის იმ ტექსტურის როგორიც ჭირდება პასკას. არაჟანი პირიქით, სინოტივეს და სიმძიმეს აძლევს ცომს. ანუ მოკლედ რომ ვთქვა, მე მომწონს არაჟანი პასკის ცომშიsmile.gif)

Posted by: fermina 17 Apr 2020, 16:08
la reine
QUOTE
ახლა ვნახე შენი კითხვა არაჟანზე.
მე ვთვლი რომ არაჟანი არ განაპირობებს პასკა კექსს დაემსგავსება თუ თავის თავს
ეგ არის იმაზე რითი ააფუებ ცომს. ზოგი გამაფხიერებელს იყენებს საფუარის ნაცვლად. აი ეგ გავს მერე კექსს. იქ სადაც საფუარია, გამოდის იმ ტექსტურის როგორიც ჭირდება პასკას. არაჟანი პირიქით, სინოტივეს და სიმძიმეს აძლევს ცომს. ანუ მოკლედ რომ ვთქვა, მე მომწონს არაჟანი პასკის ცომში)


მოკლედ ამ საკითხზე იყოფა აზრი... გამაფხვიერებელი რა თქმა უნდა არ უნდა გამოიყენო პასკაში.
აი არაჟანზე არ ვიცი რა. ჯერ ეს გამოვიდეს, რასაც ვაკეთებ smile.gif

Posted by: sophka 17 Apr 2020, 16:30
ჯერ ისევ ღუმელში biggrin.gif

სურნელი სასწაული, გემო არ ვიცი ჯერ.
კიკაბიძის რეცეპტით გავაკეთე. ნახევარი პორცია, ნაღები ვერ ვნახე და ამიტომ მომავალ წელს ვცდი მათურელის რეცეპტს ან ზაფხულში.

ძალიან შრომატევადია, არავინ თქვას ადვილიაო, დამელია სული, ჯერ სან მოიზილა, მერე სანამ ამოვიდა და ბოლოს გამოცხობისას.

user posted image

ერთი რაშიც შევცდი, ფორმებში ცომი ნახევარზე ნაკლები ჩავდე, მესამედი სადღაც და ამიტომ არ შეივსო. შემეშინდა დიდი პასკების გამოცხობის gigi.gif


* * *
iren765
როგორ მიყვარს ასეთი თითქოს უბრალო, მაგრამ ძალიან გემრიელი ტორტები.
<3


Posted by: fermina 17 Apr 2020, 16:47
sophka

როგორი კარგებია, თავებიც გლუვი და ლამაზი. თუმცა მე დამსკდარებიც მომწონს.

რამდენი ხანი ზილე დაახლოებით? და საღამოს დატოვე და დილით ამოსული იყო კარგად?

მე ზეთი მებევრა, აშკარად არ უნდა მექნა საერთოდ. ბევრი არ გამომიყენებია არადა, ერთი არასავსე ჭიქა. მაგრამ ამას პლუს 500 გრ. კარაქი რა ვიცი...

Posted by: Master_Nick 17 Apr 2020, 17:11
QUOTE (chipmunck* @ 17 Apr 2020, 14:03 )
Master_Nick

რა გემრიელად გამოიყურება შენი კერძი love.gif ვიზუალურად როგორ დახვეწილად არის განაწილებული

ეგ წითელი ტაფა-ქვაბი გრანიტის არის? სად შეიძინეთ?

bis.gif მადლობა

ტაფა კი გრანიტის არის. აერეპორტისკენ არის საწყობი ,,დიკა" თუ არ მეშლება დასახელება. აი მანდ არის ნაყიდიsmile.gif
* * *
sophka
ვა მაგარია up.gif მეც დაგეწევით მალე, პურის ცხობიდან პასკების ცხობამდე ერთი ნაბიჯიაsmile.gif

Posted by: sophka 17 Apr 2020, 17:26
fermina
მადლობაა. არ დასკდა ხო და გამიხარდა :დ
აუ, კიი... მე 5 კვერცხზე, 500მლ. რძე, 250გრ. კარაქი და ნახ. ჭიქაზეთი ვუქენი და დანარჩენი რაც დამუშავებას დაჭირდა ხელზე დასხმისას ის.
ხან ხელით, ხან მიქსერით ვზილე, 10-ზე დავიწყე და 12-ისთვის მოვრჩი ცომის დასრულებას.
შერეული მასა სადღაც დაახლოებით 30 წთ. უკვე მზა და ზეთიანი ხელით მივზილე ბოლოს, მოვათავსე თასში და დილით კარგად ამოფუებული დამხვდა. გადავაზილე ქიშმიში, კარგად შევურიე და ეგრევე გადავანაწილე ფორმებში, სადღაც 6 საათამდე კი იყო ფორმაში.
ამოვიდა კარგად. აი, ცოტა ცომი ჩავდე ფორმაში, შემეშინდა სიმძიმის გამო მაინც, ან მერე არ ამოვიდეს ძალიან-თქო და ამიტომ აკლია ავსება.

ცხელი გამაჭრევინეს ბავშვებმა და კარგია, მე მომეწონა სტრუქტურა. რომ გაცივდება უკეთესი იქნება.
ცოტა მსუბუქი, ცოტა ნოტიო და მძიმეა.

user posted image
* * *
Master_Nick

მადლობაა.
აი, პირველი ცდისთვის ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ.

მართლა კარგი გამოვიდა bis.gif

დაიხვეწება მერე და მერე.

Posted by: fermina 17 Apr 2020, 17:33
sophka
QUOTE
ხან ხელით, ხან მიქსერით ვზილე, 10-ზე დავიწყე და 12-ისთვის მოვრჩი ცომის დასრულებას


აი მიქსერით უნდა მომეზილა მეც, ამაში შევცდი. ვიზუალურად კარგებია, თავები კი დაუსკდა, მაგრამ ანტრეს პასკებს გავს smile.gif ამოვიდა კიდეც ცხობისას ფორმაში.

უბრალოდ ცომს მოზელა დააკლდა აშკარად, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ცხვება და მაინც ოდნავ სველია შიგნით, ოღონდ ცხიმის სისველე კი არ არის, უფრო ცომის. მოკლედ შემდეგში ფუნთუშის არ იყოს, გავითვალისწინებ შეცდომებს და იმედია კარგი გამომივა. smile.gif არადა შარშან და შარშანწინ არ იყო ცუდები.

Posted by: sophka 17 Apr 2020, 17:42
fermina
ხოო, მეც 1 საათამდე ვაცხვე, თან პატარებია ჩემი პასქები.

არაუშავს, მთავარია გამოვიდა და გემრიელია.
მეც დავხვეწავ სამომავლოდ და სხვა რეცეპტს ვცდი კიდევ.
აი, კონიაკში დაყენებული სანელებლები გავწურე და ისე ვუყავი.
და ასე უფრო მომწონს, იგრძნობა გემო და არ ყვირის თან.
აწიც ასე ვიზამsmile.gif
მთლიან მასას არ ჩავასხამ.
ფერიც ღიაა, შაფრანს ვერ დავუწყებდი ძებნას და ყიდვას, ამ გაგანია კარანტინში.


Posted by: fermina 17 Apr 2020, 17:46
sophka
QUOTE
არაუშავს, მთავარია გამოვიდა და გემრიელია.
მეც დავხვეწავ სამომავლოდ და სხვა რეცეპტს ვცდი კიდევ.
აი, კონიაკში დაყენებული სანელებლები გავწურე და ისე ვუყავი.
და ასე უფრო მომწონს, იგრძნობა გემო და არ ყვირის თან.
აწიც ასე ვიზამ
მთლიან მასას არ ჩავასხამ.
ფერიც ღიაა, შაფრანს ვერ დავუწყებდი ძებნას და ყიდვას, ამ გაგანია კარანტინში.


მე თითქმის საათნახევარი ან მეტი, დიდი ფორმები მქონდა და ძლივს გამოცხვა.
სანელებლები მეც გადავწურე.
ფერი ვიმაიმუნე და რაღაც ყვითელი საკვები საღებავი იყიდებოდა ერთი ციცქნა პაკეტში, გამოვიყოლე, თბილ წყალში გავხსენი, დავამატე და იდეალური ფერი მისცა. შეიძლება ქიმიაა, მაგრამ ისეთი ცოტა იყო, ვერაფერს დააშავებს. smile.gif ზაფრანის შოვნის შანსი არ იყო.

ფქვილი რამდენი უქენი მაგ პორციას?

Posted by: sophka 17 Apr 2020, 18:09
fermina
ხოო, ზოგი ყვითელ ყვავილს უშვრება, ეგ ისედაც გემოს მისცემს.
1,5 კგ იყო რეცეპტით და ცოტა დავაკელი სადღაც 100გრ-მდე და იმაში ქიშმიში ამოვავლე და კი აიყოლა ის ფქვლიც ქიშმიშმა.
არ დამიმატებია მეტი. ზეთით ვიმუშავე.


Posted by: chipmunck* 17 Apr 2020, 21:57
Master_Nick

მადლობა ვიცი დიკა

.................

პასკები წელს ვერა და მე ბულკები გამოვაცხვე lol.gif

fermina

შენც ჩემსავით ახლა იწყებ ხო ცხობის სწავლას?

user posted image

user posted image

შემდეგ ჯერზე გავაუმჯობესებ სტრუქტურას და ისე გემრიელი გამოვიდა love.gif
sophka

bis.gif გემრიელი პასკები love.gif

Posted by: fermina 17 Apr 2020, 22:01
chipmunck*
QUOTE
fermina

შენც ჩემსავით ახლა იწყებ ხო ცხობის სწავლას?


საფუარიანი ცომით კი smile.gif.

კექსი, ტორტი (ეს უკანასკნელი საუკუნეა აღარ გამიკეთებია) და ნამცხვრები კი გამომდის კარგად.

ფუნთუშები დავამუღამე მეც, შენიც ძალიან გემრიელად გამოიყურება, ცომის სტრუქტურაც მშვენიერია up.gif

ეს რომელი რეცეპტია, მოაყოლე ბარემ.

Posted by: chipmunck* 17 Apr 2020, 22:11
fermina

მადლობაა 2kiss.gif

შენი პურიც მშვენიერია როგორც ჩანს ელექტრო ღუმელი გაქვს შენც, კარგად არის დაბრაწული

მე ტორტები მიყვარს და არასოდეს გამომიცხვია, ისე არც ნამცხვრები, კექსი კი შორეულ წარსულში ერთხელ biggrin.gif ანუ გამოცდილება საერთოდ არ მაქვს და ახლა ვსწავლობ ნელნელა

ისე რაღაც კარგი კი მოიტანა ამ პერიოდმა love.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 17 Apr 2020, 22:24
Master_Nick
მოყევი მერეsmile.gif))))))
თევზი გააკეთე,სატაცურით.: )

Posted by: Master_Nick 17 Apr 2020, 23:34
<<ეგოისტკა>>
მე და ჩემი შვილი უკვე შევთანხმდით, რომ ლაზანიას გავაკეთებ ბუშამელის სოუსით.
wink.gif

Posted by: marimari11 18 Apr 2020, 00:52
გამარჯობა ხალხო

რამე აზიური კერზი მირჩოეთ ბრინჯით და ქათმის ხორცით.კარფურში რომ იშოვებოდეს ინგრედიენტები

მადლობა

Posted by: lilu777 18 Apr 2020, 04:25
marimari11

მე ვაკეთებ ხოლმე მარტივად . ხახვს მოვხრაკავ თუ მოვთუშავ ტაფაზე ნიორთან და გახეხილ ან წვრილად დაჭრილ სტაფილოსთან ერთად, მერე ბრინჯს დავუმატებ
20 წამი ცოტა მოიხალება, მერე წყალს დავასხამ 10 წუთი თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე იქნება. მერე მარილს და პილპილს ვუმატებ, შემდეგ თითქმის მოხარშულ ქათამს ნაჭრებად დაჭრილს. 20 წუთი თავდახურულ ტაფაში იქნება , წყალს შეიშრობს ბრინჯი ქათამთან ერთად.
ბოლოს შეგიძლია კვერცხიც აურიო და გამორთო 10 წუთი იყოს ისევ თავდახურული. შეგიძლია ბოგჩოიც დაამატო თუ არის საქართველოში.

Posted by: MeBeforeYou 18 Apr 2020, 08:20
სოპჰკა
პირველად გაკეთებული არ ვიცი, მშვენივრად გამოიყურება შენი პასკები მართლა bis.gif


* * *
chipmunck*
უი გოგო სპეცი ცოტა გადამეტებული ნათქვამია , მაგრამ ჩაგიგდებ რამდენიმე დატესტილ რეცეპტს და გადახედე:*
პასკები წელს ძაააან არ გავპრანჭე შარშანდელივით, განწყობაც უფრო ზომიერი მაქვს ალბათ, რაღაცნაირად ისეთი პერიოდი დაგვიდგა, ხალისიც ნაკლები გაქვს ადამიანს.

ბულკები კარგია, მაგრამ პასკებსაც თუ ცდი აქ ვართ, მოგეხმარებით და გამოგივა უეჭველი, ისეთი ხელი გაქვს შენ yes.gif

* * *
marimari11
დაახლოებით ისაა რაც lilu777-მ დაგიწერა და აგიღწერა
user posted image
yes.gif

Posted by: Ika39 18 Apr 2020, 08:56
ყველაზე კარგი პელმენი რომელია მეგობრებო?

Posted by: SkitterZ 18 Apr 2020, 16:38
user posted image

user posted image

ხაჭოს პასკა bis.gif ორნაირი გავაკეთე წელს, ეს ნაღებით და კვერცხით და მეორე არაჟნის, რომელმაც არ გაამართლა და გაასხა literally mo.gif

და დანკინ დონათსის ლობიანი biggrin.gif რომელიც სულ არ მინდოდა ასეთი რომ გამოსულიყო მარა რაც მოხთა მოხთა
user posted image

Posted by: fermina 18 Apr 2020, 16:51
მოკლედ ჩემები ასე დასკდა:

user posted image

user posted image

user posted image

ესეც შინაგანი სამყარო (მომიტევეთ არაესთეტიური ჭრილი smile.gif )

user posted image

გუშინ თბილი ძალიან არ მომეწონა და დღეს უკვე ასე თუ ისე ნორმალურია, უბრალოდ ცოტა ზედმეტად მძიმე დამჯდარია თითქოს, მაგრამ იდეაში ასეთიც მინდოდა.

მოკლედ, მომავალში ვიცი უკვე რა და როგორ smile.gif

Posted by: sophka 18 Apr 2020, 17:01
SkitterZ
გიყვარს ხაჭოს პასქა?
მე არასდროს გამიმეთებია, მგონია რომ არ მომეწონება.
კარგებია ძალიან.


fermina
მშვენივრად გამოიყურებიან.
ჭრილიც კარგია, გემომ არ დაგაკმაყოფილა? ძალიან ცხიმიანია თუ?



მე პურები დავაცხვე, ჩვეულებრივი საფუვრით.

user posted image
* * *
MeBeforeYou
მადლობაა :*


Posted by: fermina 18 Apr 2020, 17:14
sophka
QUOTE
fermina
მშვენივრად გამოიყურებიან.
ჭრილიც კარგია, გემომ არ დაგაკმაყოფილა? ძალიან ცხიმიანია თუ?


დღეს უკვე მომეწონა smile.gif მე ასეთი უფრო მიყვარს. უბრალოდ ცომს დააკლდა დამუშავება და შესაბამისად ამოსვლაც, პრიალა და ელასტიური არ იყო მთლად. შემდეგში გავითვალისწინებ.

ხაჭოს პასკა ძალიან გემრიელია, ოღონდ მართლა ჯობს, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები გამოიყენო, ნაღები და ბელორუსული 9 %-იანი ხაჭო. გასაკეთებლად უმარტივესია.

Posted by: SkitterZ 18 Apr 2020, 18:01
sophka
აუ კი <3 აი "სიროკის" გაუმჯობესებული ვარიანტია და ბეეეეეეეეეეეევრი love.gif

ყოჩაღ შენ პურების ამბავში user.gif თეთრი პური არ მიჭამია 1 წელია მგონი

Posted by: fermina 18 Apr 2020, 18:12
SkitterZ
QUOTE
sophka
აუ კი <3 აი "სიროკის" გაუმჯობესებული ვარიანტია და ბეეეეეეეეეეეევრი


ბევრად გაუმჯობესებული თან smile.gif მე შოკოლადი დიდად არ მიყვარს და არ ვუკეთებ მინანქარს.

ნაღები, ხაჭო, ციტრუსების ცედრა, ცოტა კონიაკში დასველებული შავი ქიშმმიში, ნუში... ალუბალი ან სხვა კენკრა თუ გაქვთ შენახული საყინულეში, საოცრად უხდება.

Posted by: SkitterZ 18 Apr 2020, 22:18
fermina
QUOTE
ბევრად გაუმჯობესებული თან  მე შოკოლადი დიდად არ მიყვარს და არ ვუკეთებ მინანქარს.

კიი, ბევრად <3 მე პირიქით შოკოლადი მიყვარს და ქიშმიშს არ ვაღიარებთ ოჯახში, ნიგოზი აქვს შიგნით.

ცალკე მოვხარშე კვერცხი+შაქარი+ნაღები და ხაჭოს, კარაქთან ერთად შევაზილე და ეს გამოვიდა <3

მეორე მე მგონი ზედმეტად გადავთქვიფე, საცერშიც გავატარე და მერე ხელის მიქსერით ძაან ფაფად ვაქციე და ვერ შეიკრა sad.gif

მაინც გასაღდა biggrin.gif კოვზით ვჭამეთ როგორც ფაფა

Posted by: fermina 18 Apr 2020, 22:50
SkitterZ

ნიგოზი მეც ვუქენი მგონი შარშან, თუ მოხალული თხილი, აღარც მახსოვს. ერთ წელს ნუშის ფანტელები გავუკეთე და ძალიან მოუხდა.

საინტერესოა რატომ არ შეიკრა, მე მაინც ხაჭოს დავაბრალებდი. ისე ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი იქნებოდა, ფაფის ფორმითაც smile.gif
* * *
user posted image

აი ხუთი წლის წინ რა სხვანაირი და კარგი პასკები გამომსვლია rolleyes.gif

Posted by: sophka 18 Apr 2020, 23:22
fermina
უჰ, რა კარგებია, რატომ არ გააკეთე იგივე რეცეპტით?

SkitterZ
კი გემრიელი იქნებოდაა, რაც გიყვარს ის უნდა გააკეთო ადამიანმა.

ვცდი ერთხელ, აღდგომა აუცილებელი ხომ არაა...
ქიშმიშის და ნიგვზის გარეშე. კენკრის ჩირებით და შოკოლადით.



Posted by: fermina 18 Apr 2020, 23:26
sophka
QUOTE
fermina
უჰ, რა კარგებია, რატომ არ გააკეთე იგივე რეცეპტით?


ეს მგონი ნჯ-ს რეცეპტია, არაჟნიანი. ასე მახსოვს. ასეთი მძიმე და ცხიმიანი არ იყო, როგორც წელს.

Posted by: lilu777 19 Apr 2020, 07:19
MeBeforeYou

კი მაგ სტილისაა ჩემი აღწერილიც smile.gif
გემრიელად გამოიყურება ისე დაგიწყვია up.gif

Posted by: MeBeforeYou 19 Apr 2020, 07:55
fermina
ეხლა ეს პარტია კიკაბიძის რეცეპტით გააკეთე?
თუ მე რომ დავწერე იმით?

გემო რომ გაუჯდა ეხლ როგორია?

Posted by: sophka 19 Apr 2020, 10:39
ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ყველას, მშვიდობა გვქონდეს, ბედნიერი დღეები მუდამ!
<3


MeBeforeYou
მე გავაკეთე კიკაბიძის რეცეპტით, ოღონდ მარგარინი კარაქით ჩავანაცვლე და კონიაკში ჩავალბე სანელებლები წინა დღეს და ის ვუქენი ცომში მოზელისას ეგრევე, მეორე დილით მხოლოდ ოონიაკაი ჩამბალი გარეცხილი ქიშმიში შევაზილე.

Posted by: fermina 19 Apr 2020, 11:33
MeBeforeYou
QUOTE
fermina
ეხლა ეს პარტია კიკაბიძის რეცეპტით გააკეთე?
თუ მე რომ დავწერე იმით?

გემო რომ გაუჯდა ეხლ როგორია?


ფაქტობრივად გავს შენი და კიკაბიძის რეცეპტი, ოღონდ მე 10 კვერცით გავაკეთე და 500 გრამი კარაქით, 3 კილო ფქვილი გიწერია, კიკაბიძესაც 10 კვერცხზე 3 კილო, მე მგონი ფქვილი უნდა დამეკლო ცოტა. ორივე რეცეპტის მიხედვით გავაკეთე და თან აპოლინეს ვიდეოს ვიყურებდი biggrin.gif

სხვათა შორის, პირველ დღეს თბილი არ ვარგოდა, თორემ ახლა მშვენიერია, მე რომ მიყვარს ისეთი, დატკეპნილი და ცხიმიანი, გემო კარგი აქვს, არ დამიკლია არაფერი - კონიაკი, სუნელები, ვანილი, სიტკბო, ყველაფერი ზომიერად აქვს.

Posted by: la reine 19 Apr 2020, 11:34
sophka

ჭეშმარიტად აღდგა! smile.gif

გილოცავთ ყველას! :***

იდოს ჩემი პასკებიცsmile.gif)

მოკლედ, ორ პარტიად გამოვაცხვე და ცოტა წავუექსპერიმენტეbiggrin.gif
პირველი პარტია დიდხანს ვაფუე ფორმებში და ნაკლები ცომი ჩავდე.
გამოვიდა ასეთი..
user posted image

არასწორი ზედაპირით...შიგნით ზომიერად დიდი ნასვრეტებითbiggrin.gif თან ნოტიო, არომატული და არამახრჩობელაsmile.gif

მერე მეტი ცომი ჩავდე ფორმებში, ცოტა ხანი ავაფუე ყალიბში და გამოვაცხვე.
გამოვიდა ასეთი
user posted image
გლუვი და მრგვალი თავით...მჭიდრო ტექსტურით.
გემო ისეთივე....ნოტიო, მძიმე და ა.შ.

ანუ ორივე ვარიანტმა გაამართლა. უბრალოდ ვის როგორი უყვარს...მთავარია არც საფუარის გემო აქვს და ნოტიოა....

პ.ს. ფერისთვის კურკუმა გამოვიყენე. ძაან მომეწონა. შაფრანი არა ისbiggrin.gif

პ.პ.ს. დამავიწყდა....კვერცხებიც მე შევღებეbiggrin.gif ხახვი და ენდრო. სასწაულად კარგი ფერი მივიღეsmile.gif

Posted by: sophka 19 Apr 2020, 11:49
la reine
რა კარგებიაა! :**
მეც ენდროთი და ხახვით ვღებავ. ჩემი და არაა საქართველოში და მხოლოდ ხახვით ღებავს ხოლმე, ისეთი წითელი გამოდის იმითაც.

მე დიდხანს არ გადავაფუე ფორმებში, ჩავარდნა იცისო, ასეო, ისეო.
შემეშინდა :დ
აუუ, ყოჩაღ, რა მოგიფიქრებია კურკუმაა, მშვენიერი იდეაა, გემო არ მისცა?


Posted by: fermina 19 Apr 2020, 12:01
აი კვერცხები რატომ არ გამოსდით ხოლმე კარგი ფერის, ეგ ჩემთვის გამოცანაა.

პირველი შეღებვიდანვე იდეალური გამომივიდა და ყოველ წელს ძალიან კარგებია.

თუ რა თქმა უნდა ენდროთი ღებავ. ამაზე მარტივი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ორი კონა ენდრო 10-20 კვერცზე. მეტი არასოდეს შემიღებავს. გარეცხე, დაჩეჩქვე, აადუღე, მერე მარილი, ძმარი და ეგაა.
* * *
la reine
პასკის ჭრილი იდეალურია.

Posted by: Lamorac 19 Apr 2020, 13:17
QUOTE
აი კვერცხები რატომ არ გამოსდით ხოლმე კარგი ფერის, ეგ ჩემთვის გამოცანაა.

მშვენიერი ფერი გამომივიდა უბრალოდ თითქმის ყველა დაიბზარა :დ

Posted by: la reine 19 Apr 2020, 13:30
sophka

ჩავარდა? არ ვიცი მართალი გითხრა.
თითქმის ოთხი საათი ფუვდებოდი. არ ჩავარდნილა, უბრალოდ უფრო ფუშფუშა გამოვიდა შიგნით.
არა, კურკუმას გრმო საერთოდ არ აქვს. ფერი კი მისცა მზისbiggrin.gif

fermina

აი ხო თავის ქება ზოგადად არაა ჩემი სტილი, მაგრამ მართლა ვერ მოვუძებნე ნაკლიbiggrin.gif
როგორც იქნა მაკმაყოფილებს ყველა სტანდარტითsmile.gif

Lamorac

კვერცხები მაცივრიდან ხო არ იყო? ან მაღალ ცეცხლე ხო არ ადუღე

Posted by: fermina 19 Apr 2020, 13:31
Lamorac
QUOTE
მშვენიერი ფერი გამომივიდა უბრალოდ თითქმის ყველა დაიბზარა :დ


მაგის პრევენციას ახდენს თითქოს მარილი, მაგრამ რამდენიმე მეც დამებზარა.

ახლა ამ მოვლენის დადებით მხარეს შეხედე - ეგ დაბზარული კვერცხები უფრო გემრიელია, ენდროს არომატი და გემო შიგნით აღწევს, უჯდება უფრო და იმიტომ biggrin.gif

* * *
la reine
QUOTE
fermina

აი ხო თავის ქება ზოგადად არაა ჩემი სტილი, მაგრამ მართლა ვერ მოვუძებნე ნაკლი
როგორც იქნა მაკმაყოფილებს ყველა სტანდარტით


დეტალური რეცეპტი გიწერია სადმე? თუ ახლა არ დაიზარებ და დაწერ? rolleyes.gif

Posted by: sophka 19 Apr 2020, 13:39
la reine
არაა, ჩემი არ ჩავარდა. ძალიან კარგი გამოვიდა, ამოიწია მშვენივრად და გამოცხვა.
ჯგუფებში ეწერა დიდხანს არ ააფუოთ, ამოფუებულმა ჩავარდნა იცისო და ამიტომ შემეშინდა-თქო


მე არ ჩავყარე მარილი და მხოლოდ 1 გაიბზარა biggrin.gif
ძმარი კი ჩავასხი:დ


Posted by: la reine 19 Apr 2020, 13:50
fermina

არა,არ დამიწერია აქ.
წელს შევცვალე ჩემს რეცეპტში დეტალები. ანუ ჩემთვისაც ახალია.
მოგწერ ცოტა ხანში

sophka

ვნახე შენები. ძაან ლამაზი თავები აქვსsmile.gif
პრინციპში მე დაბზარულებიც მომწონს. ანკი რა დიდი მნიშნ. აქვს მაგას. მთავარია გემო და სინოტივე. აი ეს ბოლო აუცილებელია ჩემი აზრით. მშრალი პასკა არ მიყვარსsmile.gif

მე მარილიც დამავიწყდა და ძმარიც. ახლა გამახსენდა თქვენ რომ ახსენეთlol.gif მაინც არ დაბზარულა არცერთი....

Posted by: tavadze 19 Apr 2020, 14:03
ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით, მშვიდობა, ჯანმრთელობა, თავისი წყალობა, წინსვლა, სიხარული და წარმატებები არ მოგაკლოთ უფალმა.
la reine ჯერჯერობით აი, მაგ კურკუმას ვერ მოვუძებნე გამოყენება, თორემ ისე სრულად ავითვისე ინდური სანელებლები.
biggrin.gif ეგ არაფერში არ მომეწონა, რაშიც გამოვიყენე. თუმცა იქნებ, მიჩვევაც უნდა, როგორც ჰიმალაის მარილს მივეჩვიე.
არადა, ინდოელები ამბობენ, მაგ კურკუმას კიბოს პრევენციაც კი შეულია, იმდენად სასარგებლოაო.
Lamorac - კვერცხი რომ არ დასკდეს, დაბალი ცეცხლი და მარილიც პრევენციაა, მაგრამ ქვაბში ფსკერზე პირქვე ჩამხობილ თეფშსაც უდებენ. თუმცა მერე თეფშზე იმ საღებავის მოშორება ცოტა საჩალიჩოა.


Posted by: Keti-Ket 19 Apr 2020, 14:17
კვერცხის დასკდომის პრევენციისთვის მაცივრიდან რამდენიმე საათის გამოღებული უნდა იყოს, მაგრამ თან მიკრო ბზარიც კი არ უნდა ჰქონდეს, რომელსაც თვალით იოლად ვერც შეამჩნევ. მარილის დამატებით კი მივხვდი, რომ დამსკდარ კვერცხს ცილის გადმონთხევის საშუალებას არ აძლებს. იბზარება, მაგრამ ნაჭუჭშივე რჩება ცილა.

tavadze
კურკუმა მეც არ მომწონს გემოთი და დიდად ვერაფერს შევუხამე, მაგრამ მაინც ჯიუტად ვამატებ ზემოხსენებული სასარგებლო თვისებების გამო.

Posted by: kekluci 19 Apr 2020, 14:56
ქრისტე აღსდგა
ვგიჟდები აღდგომის დღესასწაულზე
love.gif

გემრიელად გამოიყურება თქვენი პასკები


user posted image

Posted by: Lamorac 19 Apr 2020, 14:56
tavadze
fermina
la reine
აქ უნდა მეკითხა ჯერ ესე იგი რა
ეხლა კაი დროსია


მაღალ ცეცხლზე ვადუღე, მეთქი სწრაფად მოვრჩე საქმეს
და მგონი პატარა ქვაბი იყო 20 ცალი კვერცხისთვისdrug.gif

Posted by: gurabe 19 Apr 2020, 20:47
ქრისტე აღდგა!
პასკის სურათი არ მაქვს,ეს კი დედას გამომცხვარია, მხოლოდ დღეს არა.
user posted image

Posted by: sweetAppletree 19 Apr 2020, 21:56
gurabe
ეგ ვინაა, მსუნაგი ყურცქვიტა? biggrin.gif


გადაგათვალიერეთ და გემრიელი ნახელავი გაქვთ chups.gif

Posted by: gurabe 19 Apr 2020, 22:16
sweetAppletree
ეს ოჯახის მტავარი წევრია. უფროსობა მოინდომა და გამოუვიდა

Posted by: fermina 19 Apr 2020, 22:44
gurabe
QUOTE
weetAppletree
ეს ოჯახის მტავარი წევრია. უფროსობა მოინდომა და გამოუვიდა


მაგათ ყოველთვის გამოსდით biggrin.gif ჩვეულებრივი მონა ყავს ჩემი სახით.

Posted by: tavadze 20 Apr 2020, 00:21
კაცს სახლი ეწვოდა და ხელებს ითბობდაო - ეტყობა, ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებლის ნახვა ადამიანის თვისებაა. biggrin.gif ერთი კარგი ამ კორონამაც მოგვიტანა - ამ 14 წლის განმავლობაში, რაც დედაჩემი აღარაა, ასეთი მშვიდი აღდგომა არ მქონია. რაღაცები კი გავაკეთე, მაგრამ - ძალიან ცოტა. სასაფლაოზეც გავედით, მხოლოდ კვერცხი, პასქა, სანთელი და სულ ცოტა ღვინო, რომელიც არც კი დაგვილევია. მე თუ მკითხავ, აღდგომა სწორედ ასეთი უნდა იყოს - არანაირი ღრეობა და ქეიფი, ნამეტანი უმსგავსობაში გადაგვეზარდა თანდათან. ეს ჯერ კიდევ შარშანვე ვაღიარე, როცა ლამის გადავაკვდი, იმდენი რამე გავაკეთე და გავიტანე სასაფლაოზე. კი, ძალიან ბევრი სტუმარიც მყავდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ აღდგომა მოკრძალებული დღე უნდა იყოს.
თუმცა მაინც ჭირი და გადაშენება კორონას, მაგას მადლობა არ გადავუხადო. biggrin.gif
Keti-Ket
QUOTE
კვერცხის დასკდომის პრევენციისთვის მაცივრიდან რამდენიმე საათის გამოღებული უნდა იყოს,

აი, ეს კი არ ვიცოდი! rolleyes.gif დიდი მადლობა, გავითვალისწინებ.
QUOTE
tavadze
კურკუმა მეც არ მომწონს გემოთი და დიდად ვერაფერს შევუხამე, მაგრამ მაინც ჯიუტად ვამატებ ზემოხსენებული სასარგებლო თვისებების გამო.

მეც ვაპირებ, თანდათან ჩავუშვა სერიულ მოხმარებაში. მაგრამ ვნახოთ, დაგვაცლის თუ არა კორონა - ინდური სანელებლები კი არა, საქართველოში მოყვანილი მჭადი არ გაგვიხდეს სანატრელი. sad.gif
Lamorac
QUOTE
მაღალ ცეცხლზე ვადუღე, მეთქი სწრაფად მოვრჩე საქმეს

მაღალი ცეცხლი არ უხდება არაფერს - დაბალ ცეცხლზე საჭმელი ბევრად გემრიელი და უფრო კარგად მომზადებული გამოდის.
კვერცხზე დღეს კარგი ამბავი დამემართა, ახლაც მეცინება ჩემს თავზე.
მოკლედ, მაიონეზის სალათისთვის ("ვინეგრეტი") 4 ცალი კვერცხი გუშინ საღამოს მოსახარშად ჩემს ძმას დავუტოვე, მე კი მეზობელმა ნამცხვარი გამომიცხო და იმის მოსატანად წავედი. რომ დავბრუნდი, ეს 4-ვე კვერცხი ზუსტად იმავე ადგილას დამხვდა მაგიდაზე. ვიფიქრე, დაავიწყდა მოხარშვა-მეთქი, ეგრევე ჩამოვკიდე ბუხარში ქვაბი, ავადუღე წყალი და ჩავყარე შიგ. ოღონდ ერთი გაბზარული იყო. ვიფიქრე, ალბათ, მოტანისას გამიტყდა-მეთქი და შევცვალე სხვა კვერცხით. მოვხარშე ესენი, მერე სხვა ინგრედიენტებიც გავარჩიე და ჩავაჭერი შიგ.
ამ დილით ხაჭაპურს ვეხლაფორთებოდი და ის გატეხილი კვერცხი გავტეხე - გულის გამოღება მონდოდა წასასმელად. ვხედავ - მოხარშულია კვერცხი! ჯერ დავყურებ თვალებდაჭყეტილი, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. რომ დავრწმუნდი ამაში, მერე მთელ ტანში დამიარა დენმა - ვიფიქრე, ჰალუცინაციები დამეწყო-მეთქი. თან იმის გამოცნობას ვცდილობდი, მაგიდაზე დადებული კვერცხი სადდა როგორ შეიძლებოდა, მოხარშულიყო. biggrin.gif ვიდექი და რეტიანივით ვიმეორებდი, ეს კვერცხი რამ მოხარშა-მეთქი. biggrin.gif
თურმე ჩემს ძმას ის კვერცხები მოუხარშავს და რაკი ის ქვაბი სჭირდებოდა, ამოუღია და მაგიდაზე დაულაგებია - ზუსტად იმავე ადგილას. ის ერთიც მოხარშვაში გაბზარულა. მე ეს რა ვიცოდი და ხელახლა მოვხარშე. biggrin.gif მაგრამ ეგ არაფერი, იმაზე კი სერიოზულად შევშინდი - ეს რა ჯადოქრობაა, მაგიდაზე კვერცხი რამ მოხარშა-მეთქი. biggrin.gif

Posted by: ninicool 20 Apr 2020, 03:19
chipmunck*
QUOTE
მერე მეც ვცდი კიდევ ერთხელ პატარებს, ტომრით ისევ იყიდება ფქვილი? ბოლო პერიოდში აღარ იყო და

მეც მოვიმარაგე დღეს ფქვილი და აწი რაღა მიჭირს  მაღაზიაში პურის მყიდველი აღარ ვარ, კიდევ კარგი პურის საცხობის ყიდვა გადამაფიქრებინა სოფიამ თორე ხო ტყუილად გადავყრიდი ფულს და თან იმდენი დრო მიაქვს, მაგ დროში ღუმელში ბევრ პურს გამოვაცხობ

მე ჯიბეში ვიყიდე, თუ თბილისში ხარ, მოწოდება ექსტრა.ჯი-დან მგონი უფასოა. მე გორში ვარ და მაღაზიიდან ვიყიდე.

არც მე მიყვარს პურის საცხობი. ესეთი პურები უფრო მომწონს.

masha
QUOTE
მართლა არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ სოფელში ნაჭამი საჭმელი ბევრად უფრო გემრიელია.
ძალიან მიყვარს ქალაქიდან გასვლა და ჭამა
ეჰ, რა კარგი ფესტივალები იყო წელს გურჯაანში, ყველის და ღვინის!

ნუ, საჭმელი თავისთავად, სოფელში ყველაფერი კარგია, თავად სოფლელების გარდა.

Posted by: sweetAppletree 20 Apr 2020, 15:28
QUOTE
ეს ოჯახის მტავარი წევრია. უფროსობა მოინდომა და გამოუვიდა

biggrin.gif


ninicool
ჯერ გორი რომელი სოფელია და მერე კიდე არაა მასე, ერთი ორი ადამიანის აზრი თავს არ უნდა დააჯერო.


პანეტონეს გამოცხობას ვგეგმავ

Posted by: lilu777 20 Apr 2020, 18:51
gurabe

აუ ხაჭაპურს რომ ვაცხობ ყველი სულ სადღაც იპარება და რისი ბრალია? smile.gif

Posted by: MeBeforeYou 20 Apr 2020, 22:27
sophka
fermina
კიკაბიძის რეცეპტი მაინტერესებდა გოგოებო ზუსტად ამ მარგარინის გამო.
კარგ რეცეპტში რა უნდა მარგარინს ცოტა ვერ გავიგე და მაინტერესებს როგორი გამოდის.

პ. ს ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!


Posted by: fermina 20 Apr 2020, 22:35
MeBeforeYou
QUOTE
კიკაბიძის რეცეპტი მაინტერესებდა გოგოებო ზუსტად ამ მარგარინის გამო.
კარგ რეცეპტში რა უნდა მარგარინს ცოტა ვერ გავიგე და მაინტერესებს როგორი გამოდის.


ამიტომ შევცვალე მარგარინი კარაქით. ვერ გავარკვიე, ეკონომიის მიზნითაა თუ რამე დანიშნულება აქვს მარგარინს.

ნუ მე რეცეპტს ვერ დავაბრალებ ჩემი პასკის ხარვეზებს იმდენად. შემდეგში ვიცი უკვე, რა და როგორ უნდა გავაკეთო.

QUOTE
პ. ს ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!


ასევე, მრავალს დაესწარი smile.gif

Posted by: ninicool 20 Apr 2020, 22:36
sweetAppletree
QUOTE
ჯერ გორი რომელი სოფელია და მერე კიდე არაა მასე, ერთი ორი ადამიანის აზრი თავს არ უნდა დააჯერო.

არ ვაჯერებ, ჩემთვის სასირცხვილო სულ სხვა რაღაცაა.
ადამიანმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც თავს კარგად იგრძნობს. მეე ლიჩნათა ბევრი თბილისელისგან განსხვავებითა არა მააქ სოფელი, მამა-პაპით შიგ გორელი ვაარ, მაგრამა ეგა არალი მთავარი ცხოვრებაში. ძირითადად სეპარატიზმი გოიმების, ქაჯების და უინტელექტო ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ძმაო, სტალინიცა და ნინაცა შიგ გორში დაიბადნენ, აბა ვინა გყავთ თბილისში ეგეთი კაი, დამისახელე biggrin.gif
პ.ს. დღესაც პური გამოვაცხვე, ძალიან მარტივი, ჯამიდან პირდაპირ ტაფაზე გადასატანი.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: MeBeforeYou 20 Apr 2020, 22:46
fermina
მეც აუცილებლად შევცვლიდი. ცოტა გაუგებარია , წელიწადში ერთხელ ვაკეთებდე პასკას და იქაც მარგარინი გამოვიყენო ეკონომიისთვის რა.
სახლში გაკეთებული მაინც ეკონომიაა, ანტრეში ან ცოტა ნორმალურ საცხობში რომ იყიდო ადამიანმა სამმაგი უნდა გადაიხადო სავარაუდოდ.
ისე მაგავსი ხარვეზები სასარგებლო ხარვეზებია მაინც და არ დაგწყდეს გული, რამდენიმე გაკეთებაში დაამუღამებ უკვე შენ როგორც მოგწონს ისეთს.

გაიხარე, ასევე შენც :*

Posted by: elchi 20 Apr 2020, 22:50
ninicool

ჩემიანი ყოფილხარ, ძირძველი რუისელი ვარ, მაგრამ გორელებივით შუა გზაზე სიარული არ ვიცი.LOOOL
მეხუთე თაობის თბილისელი გახლავარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ რუისელი.

* * *
QUOTE (lilu777 @ 20 Apr 2020, 18:51 )
gurabe

აუ ხაჭაპურს რომ ვაცხობ ყველი სულ სადღაც იპარება და რისი ბრალია? smile.gif

ცომია თხელი, ან კიდევ ყველი საკმაოდ არ არის "მოზელილი".

ხაჭაპურების თემაში მაქვს დაწერილი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთონ მოცარელას და ფეტასგან ხაჭაპური.
თუ გინდა მოგიძებნი იმ ლინკს.


რანაირია ქართულია ახლა ეს, რაც მე დავწერე? lol.gif

Posted by: ninicool 20 Apr 2020, 23:05
elchi
QUOTE
ჩემიანი ყოფილხარ, ძირძველი რუისელი ვარ, მაგრამ გორელებივით შუა გზაზე სიარული არ ვიცი.LOOOL
მეხუთე თაობის თბილისელი გახლავარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ რუისელი.

თან ქმარი მყავს კახელი

ეხლა დადგა გორელებისთვის ჭეშმარიტების მომენტი, შუა გზაზე სიარულზე შეუზღუდავი წვდომა გვაქვს, თუმცა მე სახლში დარჩენას ვამჯობინებ.

Posted by: elchi 20 Apr 2020, 23:20
ninicool

მე კიდევ მეუღლე მყავს წარმოშობით კახელი.lol.gif lol.gif lol.gif

იშვიათი "ნაჯვარია" დედა ჰყავს თელავიდან, მამა გურჯაანიდან.

იმ ორსა ერთმანეთის ატანა არა აქვთ. lol.gif

ჩემს შუათანა ძმამ უარესი ჰქნა, ქიზიყელი მოიყვანა ცოლად.

მესამემ გვიყურა და არ მოვიყვან კახელსო, აიღო და ქართლელი მოგვიყვანა. lol.gif lol.gif

პ.ს. თემას ვაოფებთ, მაგრამ ცოტა გავერთოთ, თორემ მომკლა ამ სახლში ჯდომამ. lol.gif

Posted by: ხიხო 21 Apr 2020, 01:45
gurabe
QUOTE
ეს კი დედას გამომცხვარია, მხოლოდ დღეს არა.


გემუდარები, აი ეგეთი რომ გამომივიდეს ხაჭაპური რეცეპტი თავის დეტალებით დაწერე რა
ცომს ვგულისხმობ უფრო

თერჯოლაში ვჭამე ცოტა ხნის წინ
ნენა, ნენა, ნენა

Posted by: N°• 21 Apr 2020, 02:47
გილოცავთ !


user posted image

Posted by: kactus 21 Apr 2020, 07:51
MeBeforeYou
fermina
QUOTE
sophka

გამაგებინეთ ერთი,ვინ არის ეს კიკაბიძე? biggrin.gif 2kiss.gif

რამდენი გიშრომიათ,გიღვაწიათ,რამდენი პასკა გამოგიცხვიათ!

ორი კინკილა პასკა ვიყიდე და ისევ ისე მიდევს,არ ვიცი რა დაემართათ,არავინ ჭამს. biggrin.gif

lilu777
QUOTE
აუ ხაჭაპურს რომ ვაცხობ ყველი სულ სადღაც იპარება და რისი ბრალია?

ჩემი აზრით,ყველის ბრალი უნდა იყოს,თან,ალბათ,ცოტას დებ.
რომელ ყველს იყენებ?
gurabe
ხაჭაპურის რეცეპტს ხომ ვერ დაგვიწერდი,სთხოვე დედას რა!

Posted by: fermina 21 Apr 2020, 09:06
kactus
QUOTE
გამაგებინეთ ერთი,ვინ არის ეს კიკაბიძე?


აზრზე არ ვარ biggrin.gif უბრალოდ ვიცი, რომ პასკის გამოცხობის დილეტანტ მსურველებში ყოველწლიურად დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი რეცეპტი smile.gif

Posted by: MeBeforeYou 21 Apr 2020, 10:44
kactus
მეც ზუსტად ამდენი ვიცი კიკაბიძეზე, რაც fermina-მ, ხშირად ურჩევდნ ხოლმე ერთმანეთს და მაინტერესებს მის რეცეპტში არსებულ მარგარინს რა დანიშნულება აქვს, თუმცა ჯერ ვერ გავარკვიე
biggrin.gif

Posted by: gurabe 21 Apr 2020, 13:25
fermina
რატომ არ მიკვირს biggrin.gif თავს გვამადლის მუდმივად
lilu777
დედა არის მაგის სპეციალისტი და ვკიტხე და ალბათ უმარილოა ძალიან, ცოტა მარილი დაამატოსო
ხიხო
დედას გამომცხვარია, ცოტა ხანში დაგიწერთ სრულად აუცილებლად. თავისი ცხობის გრადუსებით და ყველაფრით biggrin.gif
kactus
აუცილებლად დაგიწერთ. ეს დედამ გამატანა სამსახურში(რადგან ხაჭაპურზეა თემა)
user posted image

Posted by: Darkstalker 21 Apr 2020, 15:28
user posted image
....................

Posted by: gurabe 21 Apr 2020, 20:57
kactus
ხიხო
ცომი:
1 ლიტრი ნელ-თბილი რძე(შეგიძლიათ შეცვალოთ წყლით, სამარხვო ლობიანისთვის)
2 ჩაის კოვზი დროჟი
1 სუფრის კოვზი მარილი
1.5 კგ ან ცოტა მეტი ფქვილი, რასაც შეიძელს.
მოვზილოთ ცომი, როდესაც შესქელდება, ბოლოსკენ გვერდებში მოვასხათ ჩვეულებრივი ზეთი და გავაგრძელოთ ზელა. ზეთით მოვულამაზოთ თავი, გადავაფაროთ თბილი ადიალა. დაახლლოებით 1-2 საათში ცომი ამოვა. ავიღოთ 300 გრამიანი გუნდები. ფქვილით დავამუშავოთ, დავამგრგვალოთ, ასევე მოვაყაროთ ფქვილი მაგიდაზე და დავაწყოთ. გადავაფაროთ თავზე პასკი, რომ არ მოახმეს თავები. ასე გავაჩეროთ დაახლოებით ნახევარი საათი.
შიგთავსი:
ავიღოთ 1.5 კგ იმერული ყველი
ნახევარი კგ სულუგუნი(თუ არ გექნებათ იყოს სულ იმერული)
2 კვერცხი
ყველი გავხეხოთ და დავუმატოთ ყველი, მოვზილოთ კარგად, გავაკეთოთ 300 გრამიანი გუნდები(რამდენიც იქნება ცომი, ყველიც ის მასა უნდა ავიღოთ). მიღებული გუნდები შევდოთ მაცივარში(არა საყინულეში). უნდა გაცივდეს ყველი, რომ ადვილად გაბრყელდეს და ფორმა არ იცვალოს(თხელი ყველის გაბტყელება ძნელია). ჩავდებთ ყველს ცომში და გავაბრტყელებთ.
თავზე მოსასმელად ვამზადებთ:
გავხეხოთ სულუგუნი (ერთ ხაჭაპურზე 100 გრ სულუგუნი და 1ც კვერცხი),ავურიოთ ერთმანეთში და გადავუსვათ ხაჭაპურს თავზე.
გამოვაცხოთ 300 გრადუსზე. როდესაც თავი გადაებრაწება ხაჭაპური მზადაა.
გემრიელად მიირთვით.
პ.ს. ანალოგიურად მზადდება იმერული ხაჭაპურიც, მხოლოდ თავზე გადასმის გარეშე.

Posted by: holden kolpildi 21 Apr 2020, 22:19
gurabe
დორბლი წამომივიდა




ტვინი წავიღე biggrin.gif ყველგან დავდე სადაც შეიძლება რო დამედო biggrin.gif
აქაც იყოს
user posted image

Posted by: Levan_Lion 21 Apr 2020, 22:22
holden kolpildi
სადისტო მე რად არ გამომიგზავნე პმ-ში განა არ იცი რომ აჩმაზე მაბოდებს? mad.gif :დ

სადღაც წავიკითხე აჩმის გაკეთებას რომ აპირებდი და ნეტა რა ქნათქო ვფიქრობდი rolleyes.gif

Posted by: holden kolpildi 21 Apr 2020, 22:32
Levan_Lion
ლევან საიდან უნდა ვიცოდე შენ რაზე გაბოდებს biggrin.gif

QUOTE

სადღაც წავიკითხე აჩმის გაკეთებას რომ აპირებდი და ნეტა რა ქნათქო ვფიქრობდი

მე,არებოდასავით მარა გასაოცრად ადვილად გავაკეთე

Posted by: lilu777 21 Apr 2020, 22:46
kactus
gurabe

ამერიკაში ვარ მოცარელათი ვაკეთებ და ალბათ მართლა მარილის ბრალია, თითქმის უმარილოა ეს მოცარელა.
რაღაც ყველის კომბინაციებს იყენებენ ხოლმე და რომელი ყველი უნდა შევარჩიე ვერ გავარკვიე sad.gif

Posted by: thug 21 Apr 2020, 22:49
lilu777

მოცარელა და ფეტა

...........

ვორნი 60% ზეა ისევ

Posted by: ხიხო 21 Apr 2020, 22:59
gurabe
გახარე, მადლობა .

Posted by: gurabe 21 Apr 2020, 23:30
holden kolpildi
ვაიმე, როგორ მომინდა და საერთოდ შენი გაკეთებული სალათა,ეგეთს ვერავინ ამზადებს.
lilu777
ვერ ვერკვევი სხვა ყველში, მხოლოდ ქართული. მარილი რომ გაუკეთოთ, არ შეიძლება?

Posted by: -zeppelin- 22 Apr 2020, 02:07
ცომი არ ვიცი რომელი ცომი ვიხმარო თორე ადვილია გაკეთება.

ისე ხაჭაპურს ქართული რესტორნებიდან ვუკვეთავ

lilu777
რისთვის მაქ ვორნი თუ იცი?

ჯობია პმ ნახო. არ გეკადრება

Posted by: Evo_PoWeR 22 Apr 2020, 16:18
სპაგეტი სოკოთი, ისპანახით, პარმეზანითა და პესტოს სოუსით chups.gif

user posted image


ჩაშუშული სოკო სუნელებში, ტარხუნისა და არაჟნის სოუსით chups.gif

user posted image

Posted by: fermina 22 Apr 2020, 19:37
ნივრიანი პურები

user posted image

user posted image

Posted by: N°• 22 Apr 2020, 22:03

user posted image


user posted image

Posted by: lilu777 23 Apr 2020, 03:56
gurabe
კი მარილიც შეიძლება თუმცა ფეტას დამატებაც კაი აზრია smile.gif

ძაან ადრე 90 იანებში მაკარონს და ყველსაც ხომ წარმატებით დებდნენ ხაჭაპურებში smile.gif))))))))
* * *
N°•
Evo_PoWeR


იფ იფ როგორ მიყვარს ორივე love.gif

N°•
თუმცა შენ რაც დადე მაიონეზითაა თუ რაიმე სხვა სოუსით?

Posted by: N°• 23 Apr 2020, 04:34
lilu777

mayo+greek yogurt+ სვანური მარილი_
ესაა დრესინგი

აისბერგი, პომიდორი, მწვანე ხახვი, წიწიბურაsmile.gif))ნიგოზი და ბეკონი.

///
დღეს ძაან მოვინდომე

user posted image

Posted by: პაპა 23 Apr 2020, 04:48
QUOTE (holden kolpildi @ 21 Apr 2020, 22:19 )
gurabe
დორბლი წამომივიდა




ტვინი წავიღე biggrin.gif ყველგან დავდე სადაც შეიძლება რო დამედო biggrin.gif
აქაც იყოს
user posted image

აჩმა ასეთი მადისაღმძვრელი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ვერც წარმომედგინა :/

cry.gif cry.gif cry.gif

დიდებულია old.gif

Posted by: elchi 23 Apr 2020, 05:38
lilu777
N°•

GREEK YOGURT ჩვენებურად მაწონია, ვერაფრით გაარჩევთ ჩვენი მაწონისგან.

პაპა

რამდენი წელია აჩმა არ მიჭამია.
იცი რამდენი?
19-ში 20 წელი გახდა, რაც წამოსული ვარ.
ისეთი სურათი დაიდო, შანსი არაა, უნდა გავაკეთო აჩმა, არადა ადვილი არ არის.

Posted by: N°• 23 Apr 2020, 05:45
elchi


b]elchi[/b]

შინაარი ვითომ იგივეა, მაგრამ greek yogurt სქელია უფრო და არც მაწონივით სიმჟავე აქვს.
ერთი ერთში მაწონს რაც ჰგავს, არის ეს.
უგემრიელესია.

user posted image

Posted by: thug 23 Apr 2020, 06:43
N°•

რა საჭიროა მიმგვანება მაწონიც იყიდება


გადმოდით ბიძია NY ში biggrin.gif


user posted image



Posted by: N°• 23 Apr 2020, 07:52
thug

რომ მოვხვდები NY _ში, დავაკვირდები.

შენ სულგუნი სად იყიდება, ეგეც გეცოდინება smile.gif) ნაღდი ოღონდ .

Posted by: thug 23 Apr 2020, 17:47
N°•

ქართულებში იყიდება ყველგან.
რუსულებში და სხვა მაღაზიებშიც არის.

სულგუნია უბრალოდ მარილიანი, ალბათ რომ გაძლოს დიდ ხანს მაგიტომ ამარილებენ ზედმეტად.
საქართველოდანაც რამდენჯერმე ჩამოიტანეს ეგეთი სულგუნი.
მე არ მომწონს მარილიანი სულგუნი რავი...



Posted by: <<ეგოისტკა>> 23 Apr 2020, 22:52
user posted image


: )))

Posted by: Evo_PoWeR 23 Apr 2020, 22:54
lilu777
QUOTE
იფ იფ როგორ მიყვარს ორივე

მეც ძააან მიყვარს ორივე chups.gif

სპაგეტის ზოგჯერ ავოკადოსაც ვუშვები და უხდება ძააან, ნუ ვისაც ავოკადო მოსწონს რა თქმა უნდა givi.gif
საშუალო სირბილის უნდა იყოს ავოკადო ოღონდ, თუ ზედმეტად რბილი იქნება მაშინ უბრალოდ აიზილება და გაქრება.

მაგრამ ისე თბილისში ძააანაც რომ მოინდომოს კაცმა, ვერ იშოვი დამწიფებულ ავოკადოს givi.gif


Posted by: lilu777 24 Apr 2020, 06:40
thug

სად ნახე ეგ მაწონი? ნეტ კოსტში არ იქნება?
* * *
Evo_PoWeR

ისეთი კაი რამეები გაქვთ აქ დიდი ხნით გავჩერდები ამ განყოფილებაში კორონას პირობებში მითუმეტეს smile.gif
* * *
fermina

ეს პურები შენ გამოაცხვე? როგორ აცხობ ასე ლამაზად? და საფუარს იყენებ?

Posted by: thug 24 Apr 2020, 07:08
lilu777

კონი აილენდზე და Z ზე არის მაღაზია



Posted by: -zeppelin- 24 Apr 2020, 07:17
user posted image

ეს გავაკეთე არ ვიცი რა ქვია. ბრინჯი და ქათამი თაფლში. ჩინურის მსგავსი მინდოდა


Posted by: fermina 24 Apr 2020, 09:14
lilu777

QUOTE
fermina
ეს პურები შენ გამოაცხვე? როგორ აცხობ ასე ლამაზად? და საფუარს იყენებ?


კი ჯერ-ჯერობით ვიყენებ საფუარს, მერე დავამუღამებ საფუარის გარეშეც, უფრო სწორად ბუნებრივ საფუარზე.

მეორე მცდელობაა პურის გამოცხობის smile.gif რა ვიცი, ლამაზები გამოდის მართლა და გემოც კარგი აქვს. ზემოდან უნდა გადაუსვა ან კრახმალიანი წყლის ნახარში ან ამ შემთხვევაში გამდნარი კარაქი, ნიორი და მწვანილები აქვს და ასეთ ლამაზ ფერს იღებს.

ახლა ვსწავლობ ცომთან მუშაობას.

Posted by: holden kolpildi 24 Apr 2020, 12:48
პაპა
QUOTE
აჩმა ასეთი მადისაღმძვრელი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ვერც წარმომედგინა :/

 

დიდებულია

მადლობთ
ამ განყში რო შეგაქებენ მაინც სულ სხვაა რა biggrin.gif

elchi
QUOTE
არადა ადვილი არ არის

უმარტივესად გავაკეთე
გამიკვირდა კიდეც biggrin.gif

Posted by: elchi 24 Apr 2020, 12:54
holden kolpildi

აჩმა არასოდეს არ გამიკეთებია.
ვიდეოები ვნახე ინეტში და ეს ცომის მოზელვა "მკლაამს".
მაინც მოვახერხებ.
lol.gif

Posted by: holden kolpildi 24 Apr 2020, 14:47
elchi
ცომთან ურთიერთობა დიდად არც მე გამომდის
biggrin.gif
მარა აჩმის ცომი მარტივი მოსაზელია
ცოტა მაგარი მოზილე და ასე 1 საათი დაასვენე
თუ ვინმე დაგეხმარება მთლად უკეთესიbiggrin.gif
მე დედა დამეხმარა
ცომს ის აბრტყელებდა მე ვხარშავდო და ვაფენდი

მოსახარში ცომები მაქსიმალურად გააბრტყელე
.ერთიანად არ მოხარშო დაგეხევა უეჭველი
მე ოთხად ვჭრიდი თითოეულ ფენას და ისე ვხარშავ ერთმანეზე ეფინება და ფაქტივრივად ნახევი არ აქვს
კარაქს მე იმის ნახევარს ვუშვები რამდენიც რეცეპტშია
მაინც ძალიან ცხიმიანია

Posted by: LIVE-76 24 Apr 2020, 18:07
user posted image

user posted image

ჩემი რუსული ხაჭაპურები... biggrin.gif ყველი ბრინზა მოცარელას ნაზავი, ფენოვანი ცომი მზად ნაყიდი... მაგრამ იტოგში მაინც ჩემი გაკეთებულია... smile.gif

Posted by: lilu777 24 Apr 2020, 18:07
fermina

მეც ვცდი აბა და დავდებ smile.gif

elchi

აუ ცომი მეც მკლავს და ვერ ვიგებ რას ვაკეთებ ხოლმე ხან კარგი გამომდის ხან არა. მგონი ფქვილის რაოდენობაც ზუსტად უნდა გათვალო

Posted by: fermina 24 Apr 2020, 19:39
შოკოლადის ლავა

user posted image

user posted image

ესეც შინაგანი სამყარო

user posted image

Posted by: ninicool 24 Apr 2020, 23:08
elchi
QUOTE
რამდენი წელია აჩმა არ მიჭამია.
იცი რამდენი?
19-ში 20 წელი გახდა, რაც წამოსული ვარ.
ისეთი სურათი დაიდო, შანსი არაა, უნდა გავაკეთო აჩმა, არადა ადვილი არ არის.

ლაზანიას ფირფიტებით გააკეთე.
ისე, რა გიყვართ აჩმის, იმდენი ცხიმი აქვს, ვერასოდეს ვერ ვჭამ.

Posted by: fermina 25 Apr 2020, 17:39
lilu777
QUOTE
fermina
მეც ვცდი აბა და დავდებ


თუ პატარა პურებს გადაწყვეტ, ძალიან კარგი რეცეპტია (მე როგორც გავაკეთე, იმას ბევრად ჯობს)
დღეს გამოვაცხვე ამ რეცეპტით, ზოგადად მეშინოდა ცომის მაცივარში გამოტარების რატომღაც, არადა არაჩვეულებრივი სტრუქტურის გამოვიდა, ცომიც და პურებიც:

ფრანგული პური ელენე ჯანაშიას რეცეპტით
✅ინგრედიენტები:
300-გრ ფქვილი
80-გრ წყალი
120-გრ რძე
15-გრ შაქარი
4-გრ მარილი
4-გრ მშრალი საფუარი
25-გრ კარაქი
30 -გრ კარაქი ზემოდან დასადებად.
მომზადების წესი:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი.დაველოდოთ ამოსვლას.
ფქვილი ჩავყაროთ საზელ ჯამში,დავუმატოთ მარილი,საფუარი,რძე (ოთახის ტემპერატურის) და შევუდგეთ ზელვას.დაახლოებით 10 წუთი.ბოლოს ვუმატებთ 25 გრ კარაქს და ისევ ვაგრძელებთ ზელვას სანამ ელასტიური არ იქნრბა ცომი.
ვაჩერებთ 1 საათი.შემდეგ გადავზილავთ და მაცივაში ვდებთ 3-4 საათი. გამოვიღებთ და გავყოფთ პატარა გუნდებად(ამ დოზით 10 ცალი გამოდის)გადავაფაროთ ცელოფანი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. შემდეგ ამოსულ გუნდებს გავაბრტყელებთ და გადავკეცავთ,მრგვალ ფორმას მუვცემთ და დავდებთ საცხობ ფორმაზე.დაველოდოთ 40 წუთი ამოსვლას.შემდეგ საცერით ფქვილი მოვაყაროთ და ბრიტვით გავსეროთ,გასერილ ადგილებში 2-2 გრ.კარაქი დაადეთ და შედგით გამოსაცხობად. წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთი.


Posted by: sophka 25 Apr 2020, 23:27
fermina
ყოჩაღ, მშვენიერი პურებია.


მეც გამოვაცხვე დღეს იაპონური რძის პურიsmile.gif

user posted image

user posted image


user posted image

მომეწონა, ფუნთუშა პურია biggrin.gif


Posted by: fermina 25 Apr 2020, 23:38
sophka

მაგარია, მეც დავადგი მაგ პურებს თვალი იმ ჯგუფში smile.gif

"'ყურშა გაყოყოჩდა"' რომ არის მულტფილმი, ისე დამემართა biggrin.gif

Posted by: sophka 25 Apr 2020, 23:42
fermina
ხო არა?
კარგია სცადე, მე შაქარი დავაკელი, გავანახევრე და მაინც მოტკბოა ჩემთვის.

Posted by: fermina 25 Apr 2020, 23:43
sophka
QUOTE
fermina
ხო არა?
კარგია სცადე, მე შაქარი დავაკელი, გავანახევრე და მაინც მოტკბოა ჩემთვის.


მეც, იმ ფრანგულ პურებს, და მარილი დავამატე ცოტა.
მაცივარში გამოტარებული ცომი ძალიან მომეწონა. ადრე პასკის რეცეპტი იდო აქ ლუტასი მაცივარში ფერმენტირებით, და ვერ გავრისკე, რატომღაც ვერ წარმოვიდგინე მაცივარში ცომი რომ ამოვიდოდა, მე პლედებში ვფუთავდი და ძლივს ამოდიოდა smile.gif

Posted by: sophka 25 Apr 2020, 23:49
fermina
უი, არაა...
მე ბუნებრივ საფუარზე რომ ვაცხობდი პურებს ნინის რეცეპტით, ყველას ეგრე მაცივარში ვატარებდი და ისე ვაცხობდი.
ვერ მოვედი ხასიათზე დავაყენო ისევ საფუარი biggrin.gif
რაღაცნაირი ჟინი მქონდა და გადამიარა. ახლა ჩვეულებრივი, მშრალი საფუვრით ვაცხობ ყველაფერს,
უბრალოდ დოზებს ვამცირებ და ეგაა.



Posted by: Dybala 26 Apr 2020, 00:07
user posted image

ორივე პირველად გავაკეთე.

.

Posted by: fermina 26 Apr 2020, 00:19
sophka
QUOTE
fermina
უი, არაა...
მე ბუნებრივ საფუარზე რომ ვაცხობდი პურებს ნინის რეცეპტით, ყველას ეგრე მაცივარში ვატარებდი და ისე ვაცხობდი.


ხოდა მე მეგონა, ცომი მარტო სითბოში ფუვდებოდა smile.gif

Posted by: sophka 26 Apr 2020, 10:47
fermina
ხო სასიამოვნო პროცესია ცხობა. ძალიან იცის შეყოლა biggrin.gif
ამ კარანტინში მითუმეტეს :დ

ეს ხრაშუნები დილით დავუცხვე ბავშვებს, მარტივი, სწრაფი და გემრიელი:დ

user posted image

Posted by: fermina 26 Apr 2020, 13:14
sophka
QUOTE
ეს ხრაშუნები დილით დავუცხვე ბავშვებს, მარტივი, სწრაფი და გემრიელი:დ


მოაყოლე ბარემ რეცეპტი, კარგად გამოიყურება smile.gif

Posted by: sophka 26 Apr 2020, 14:07
fermina

1 კვერცხი, 100 გრ. შაქარი, 120 მლ. ზეთი, 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებლი, ვანილი, 200 გრ. ფქვილი.
კვერცხი, ზეთი, შაქარი ათქვიფე ერთად 1წუთის განმავლობაში, დაუმატე დარჩენილი ინგრედიენტები და მოზილე, ნაზი კარგი ცომი გამოდის.
მე მოვწიწკნე ხელით ცოტ-ცოტა გუნდებად და ისე დავამრგვალე, დაახლოებით 200 გრ. 8-10 წუთში მზადაა. ზოგი შაქარში ამოვავლე მზა ბურთები.



Posted by: fermina 26 Apr 2020, 14:20
sophka

მადლობა, მიყვარს ეგეთი მარტივი და ხრაშუნა ორცხობილები.

Posted by: Levan_Lion 26 Apr 2020, 14:42
გამიჩნდა დიაბეტი თქვენი შემხედვარე კექსი ხრაშუნა პასკა ნამცვხარი ტორტი ფუნთუშა კექსი ხრაშუნა პასკა ნამცვხარი ტორტი ფუნთუშა mad.gif sad.gif help.gif user.gif facepalm.gif

Dybala და რამდენიმე უზერმა გაანეიტრალა ამდენი სიტკბო თორე ჩივილს ვაპირებდი მოდერთან საკონდიტროში გადაიტანე ეს პოსტებითქო :დ :დ :დ

დაყარეთ მარილიანები ცხარეები გემრიელები ხორცეულობა თევზეულობა რძის ნაწარმეულობა ბოსტნეულობა მარცვლეულობა mad.gif mad.gif mad.gif

რა არის ამდენი ტკბილი ცხობა ტკბილი ცხობა ყავა ყავა დილით ტკბილი ყავა მერე ტკბილი ყავა შუადღით ტკბილი ყავა საღამოს ტკბილი ყავა

თეთრ ბაირაღებში ნუნუ ექიმი ყველაფერზე ლუმინალს რო ასმევს ისეა თქვენი საქმე :დ :დ :დ

ნუ მაშიმშილებთ დაყარეთ :დ

Posted by: Levan_Lion 26 Apr 2020, 15:51
QUOTE (ninicool @ 26 Apr 2020, 15:40 )
shaqro telavski
QUOTE
ნახე რა დელიკატესი მოგიმზადე

ვიცი რომ გიყვარს

აუ, კარგი, რაა, არ გეწყინოს, უნდა დავარეპორტო პოსტი. ცუდად ვარ sad.gif

ninicool
რატომ უნდა დაარეპორტო კუს წვნიანი სუპი კერძი არსებობს მსოფლიო კულინარიაა რას ერჩი რა გინდა? rolleyes.gif

მასე sophka აგერ ხორცეულ ფრინველეულ თევზეულს არ ჭამს მარა რო ნახოს აქ უნდა არეპორტოს?

Posted by: sophka 26 Apr 2020, 16:00
QUOTE
მასე sophka აგერ ხორცეულ ფრინველეულ თევზეულს არ ჭამს მარა რო ნახოს აქ უნდა არეპორტოს?


lol.gif lol.gif

Levan_Lion

იმ დღეს ბავშვებს გავუკეთე ხბოს ხორცისგან კატლეტები და საკუთარი თავი დავარეპორტე ისევ საკუთარ თავთან biggrin.gif ბოლოს უკვე ჩემს დას მივაჩეჩე, გააგრძელე შენ-თქო:დ

ჩემი კერძები არაა თქვენთვის საინტერესო, ძალიან მარტივად ვიკვებები biggrin.gif
ბოსტნეული და მარცვლეული:დ

Posted by: Levan_Lion 26 Apr 2020, 16:04
QUOTE (sophka @ 26 Apr 2020, 16:00 )
QUOTE
მასე sophka აგერ ხორცეულ ფრინველეულ თევზეულს არ ჭამს მარა რო ნახოს აქ უნდა არეპორტოს?


lol.gif lol.gif

Levan_Lion

იმ დღეს ბავშვებს გავუკეთე ხბოს ხორცისგან კატლეტები და საკუთარი თავი დავარეპორტე ისევ საკუთარ თავთან biggrin.gif ბოლოს უკვე ჩემს დას მივაჩეჩე, გააგრძელე შენ-თქო:დ

ჩემი კერძები არაა თქვენთვის საინტერესო, ძალიან მარტივად ვიკვებები biggrin.gif
ბოსტნეული და მარცვლეული:დ

sophka
რაის მარტივი არ გამაგიჟო :დ :დ

ბოსტნეული მარცვლეულო მიყვარს დაყარე

ოღონდ დაყარე ტკბილეულობის გარდა და ნუ იქნება ხორცეული :დ

ეეე მათეს ხელი ნუ ლიზასაც... კარგად გამოკვებეთ გამობესკვნეთ გემრიელად love.gif kiss.gif

Posted by: sophka 26 Apr 2020, 16:16
Levan_Lion
biggrin.gif
ტარხუნის წვნიანი გინდა თუ ყაბაყი შემწვარი biggrin.gif
თუ წიწიბურა biggrin.gif

დილით რუსულის გაკვეთილი ჰქონდა:დ მათემ რატოა რაკეტა ისევ რაკეტა რუსულადო.
მანქანა თუ მაშინაა და თვითმფრინავი სამალიოტი, რაკეტა რატოა რაკეტაო:დ
შეგვაღონა, გვათარგმნინა ტექსტები, თან კი იმახსოვრა ცოტა.

Posted by: glamo 26 Apr 2020, 16:25
შემწვარ-მოხრაკულებიო და აგერ, მიირთვით ❤
საქონლის ღვიძლი

Posted by: Levan_Lion 26 Apr 2020, 16:48
sophka
ყველაფერი გადმომილაგე წიწიბურის გარდა იფ იფ იფ

აუუუ მათე რა კაცია

იმენა მიყვარს იმენა ჩემი ბიჭია 2kiss.gif love.gif kiss.gif

glamo
ოღჩ ოოო ჰოიიიიიიი მომეშვა ცოტა დედააა ეს რა იყოამდენ ტკბილებში ამის გამოჩენა სასწაულია

მადლობა დიდი <3

Posted by: LIVE-76 26 Apr 2020, 21:28
Levan_Lion

რადგან ამდენი ტკბილები არ გიყვარს, აი ჩემი მეგობრის ნახელავია... love.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

აი ეს უგემრიელესი ბლინები კი ჩემი მეუღლის რეცეპტით აქაურმა ძალიან საყვარელმა გოგომ ასე ლამაზად გამოაცხო და თან ნუთელათი გააფორმა... love.gif აბა გამოიცანით ვისი დამზადებულია? biggrin.gif

user posted image

Posted by: la reine 28 Apr 2020, 11:08
LIVE-76

ჰე ჰეე მე ვიცი ვისია ეს ბლინებიbiggrin.gif

ის ნიგვზიანი ბადრიჯანი მომინდაlove.gif


შოკოლადის მაფინები გავაკეთე, მაგრამ მგონი ჩაკარტიჩკება დამავიწყდა..

უფუმფულესი და უგემრიელესი გამოვიდაuser.gif

Posted by: elchi 28 Apr 2020, 12:20
LIVE-76

გემრიელ კაცს გაუმარჯოს.
ვნახოთ აბა, თუ გამოვიცნობ შენს დადებულ კერძებს.

1."ჟარკოე" კარტოფილთან და ბოსტნეულთან ერთად.
2.მეორე არის შქმერული.
3.უეჭველი ჩაქაფულია.
4."ოსტრი", ან უფრო ხორციანი "ბორშია".
5.ქამა სოკო ყველთან ერთად.
6. ამაზე ვჭედავ, არ მიყვარს ტკბილი.
იმდენი ტკბილი მაჭამეს ბავშვობაში, ატანა აღარა მაქვს. lol.gif lol.gif
ახლაც შოკოლადის ტორტი დევს მაცივარში, მეუღლემ გააკეთა და კარების გამოღება არ მინდა. lol.gif lol.gif

Posted by: gurabe 28 Apr 2020, 13:16
elchi
QUOTE
6. ამაზე ვჭედავ, არ მიყვარს ტკბილი.

ამაზე მე დაგეხმარებით, გემრიელზე გემრიელი ბლინები იქნება ნუთელათი(შეიძლება შიგნით ბანანიცაა და არ ჩანს)
ესეც ჩმი ტკბილეული(მხოლოდ დღეს არ გამიკეთებია)
user posted image
user posted image

Posted by: გიმე 28 Apr 2020, 15:08
რა დაუნდობლობააა.....

თქვენ ხომ დაარღვევინებთ ადამაინს დიეტას რაა.....


sad.gif

მომშივდა..

Posted by: elchi 28 Apr 2020, 18:49
gurabe

ხილი მიყვარს.

რაიო, ბანანიოოო.
ეგ მთლად "უარესი".
შარშან ხელები მიკანკალებდა, თურმე კალიუმის შემცველობა საერთოდ არ მქონია სისხლში.
კალიუმის ნაკლებობას ჰქონია ეგ სიმპტომები.
ექიმმა მითხრა დღეში სამჯერ უნდა ჭამო ბანანი და ისიც სამ-სამი თითოჯერზეო.
აუ, მოიტა რამე ტაბლეტები გამომიწერე.
არა, ბანანი უნდა ჭამო ხოლმე, ამაზე უკეთესი "წამალი" არ არსებობსო.
ჯერ ხომ მანამდე ვერ ვიტანდი მაგ ხილს, ახლა კიდევ ბანანის დანახვაზე ცუდად ვხდები. lol.gif lol.gif

პ.ს. იგივე მემართება ბროკოლის და ზღვის კომბოსტოზე. lol.gif

Posted by: gurabe 28 Apr 2020, 20:31
elchi
ზღვის პროდუქტებზე და ხორცზე მეც ეგრე მემართება, ბანანიც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ნუთელიან ბლინში საოცრებაა biggrin.gif
მგონი ყველანაირი ტკბილეული და ხილი მიყვარს რაც გამისინჯავს biggrin.gif

Posted by: elchi 28 Apr 2020, 21:36
ამ სურათების დადება გამომრჩა.
მეუღლე მხოლოდ ამ განყოფილებაში შემოდის და კითხულობს თქვენს რეცეპტებს, არაფერს არ წერს.
სააღდგომოდ გააკეთა.
კვერცხი მე "გავანადგურე", ხოლო პასკა/ქართულად ღვთის პური/ თავის მშობლებს წაუღო, იმიტომ რომ ზემოთაც მოგახსენეთ, ტკბილი არ მომწონს.

user posted image

user posted image

Posted by: holden kolpildi 28 Apr 2020, 22:14
ნუ რაღაც ისეთი უნდა ვიკითხო და ქვის სროლას არ ვართ biggrin.gif
გაგაფრთხილეთ წინასწარ biggrin.gif

ჩაქაფულში ეს სმხვილად დაჭრილი მწვანილი რომ მხვდება პირში ძალიან არ მსიამოვნებს

არად წვენი მიყვარს ყველაზე მეტად და ეს დაჭრილი მოხარშული მწვანილი ძაან მთრგუნავს
სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს?
ანუ თვითონ საჭმლის არსი რო არ დაიკარგის და ეს მოხარშული მწვანილები არ მონედოს პირში

Posted by: Levan_Lion 28 Apr 2020, 23:19
QUOTE (holden kolpildi @ 28 Apr 2020, 22:14 )
ნუ რაღაც ისეთი  უნდა ვიკითხო და ქვის სროლას არ ვართ biggrin.gif
გაგაფრთხილეთ წინასწარ biggrin.gif

ჩაქაფულში ეს სმხვილად დაჭრილი მწვანილი რომ მხვდება პირში ძალიან არ მსიამოვნებს

არად წვენი მიყვარს ყველაზე მეტად და ეს  დაჭრილი მოხარშული მწვანილი ძაან მთრგუნავს
სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს?
ანუ თვითონ საჭმლის არსი რო არ დაიკარგის და ეს მოხარშული მწვანილები არ მონედოს პირში

holden kolpildi
სად აქვს ჭეშმარიტ ჩაქაფულს წვენი არ გადამრიო ჰოლდ

ჭეშმარიტი ჩაქაფული არის ბატკნის ხორცი ან ცხვრის

ქინძი ტარხუნა მწვანე ხახვი მარილი ცოცხალი ნაყოფი ახალი ტყემალი ღვინო

დანარჩენი დამატებები წყალი წიწმატი ქონდარი ნიორი წიწაკა პირშუშხა და ასე შემდეგ და სხვა ხორცი არის ჩაქაფულის ვარიაცია

ჭეშმარიტ ჩაქაფულს რო გადმოწურავ ლამის ერთი ჭიქა წვენი უნდა ქონდეს

ასე რომ შენ აშკარად ვარიაციაზე საუბრობ ხოდა მაგაზე ასეთ რჩევას მოგცემ ეგოისტური კია მარა ჰა იყოს მაინც აიღე წვრილი ბადეკოვზი საცერივით რომაა შეუშვირე ქვაბს გადაწურე წვენი სრულად უყველაფროდ ხომ დარჩება ეს წვენი ხოდა დახვრიპე ეგ წვენი და ეგაა არც მწვანილი მოგედება პირში არც ხორცი

მერე შემოვლენ და დაგიწერენ ბიჭები მაგარ ჩაქაფულის წვენზე დგახარო mad.gif lol.gif biggrin.gif

Posted by: tavadze 28 Apr 2020, 23:25
holden kolpildi
QUOTE
სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს?
ანუ თვითონ საჭმლის არსი რო არ დაიკარგის და ეს მოხარშული მწვანილები არ მონედოს პირში

შეგიძლია, ეგ ყველაფერი მარლაში ან რამე ამგვარში შეკრა და ისე ჩაახარშო ხორცს - გემოს გამოუშვებს, მაგრამ მწვანილის მასა საჭმელში ფიზიკურად არ იქნება.

Posted by: ViPeR 28 Apr 2020, 23:27
ეხლა გაჩვენებთ როგორ კეთდება პაპაია ლათინო ამერიკულად.პაპაიას ვჭრით კუბიკებად,ვფარავთ რძით.ერთი დიდი კოვზი და მიქსერში ვუშვებთuser posted image
დავდებ რი მივრჩები სურათს

Posted by: elchi 28 Apr 2020, 23:29
holden kolpildi
Levan_Lion

ახლა "გამიძელით" ორივემ, როცა ამ ვიდეოს ნახავთ.lol.gif lol.gif

ინებეთ ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=0wB2aCrXIZg


Posted by: ხიხო 29 Apr 2020, 21:07
ViPeR
QUOTE
დავდებ რი მივრჩები სურათს


რით ვერ მორჩი?

Posted by: holden kolpildi 30 Apr 2020, 13:14
Levan_Lion
QUOTE
სად აქვს ჭეშმარიტ ჩაქაფულს წვენი არ გადამრიო ჰოლდ

მე არაჭეშმარიტებს ვჭამ :დ

QUOTE
ჭეშმარიტი ჩაქაფული არის ბატკნის ხორცი ან ცხვრის

ცხვრის ხორც არ ვჭამ საერტოდ
ხბოს ხორცის მირჩევნია
QUOTE
ასე რომ შენ აშკარად ვარიაციაზე საუბრობ ხოდა მაგაზე ასეთ რჩევას მოგცემ ეგოისტური კია მარა ჰა იყოს მაინც აიღე წვრილი ბადეკოვზი საცერივით რომაა შეუშვირე ქვაბს გადაწურე წვენი სრულად უყველაფროდ ხომ დარჩება ეს წვენი ხოდა დახვრიპე ეგ წვენი და ეგაა არც მწვანილი მოგედება პირში არც ხორცი

მერე შემოვლენ და დაგიწერენ ბიჭები მაგარ ჩაქაფულის წვენზე დგახარო     

მე ვარიაციები მაინტერსსებდა თორე მაგას მწვანილი როგორ არ შემყვეს მეც ვიცი :დ

tavadze
QUOTE
შეგიძლია, ეგ ყველაფერი მარლაში ან რამე ამგვარში შეკრა და ისე ჩაახარშო ხორცს - გემოს გამოუშვებს, მაგრამ მწვანილის მასა საჭმელში ფიზიკურად არ იქნება.

არა ეგრე წყალწყალა იქნება :დ
მწვანილიც მინდა უბრალოდ მსხვიალდ არა და ცახარშული არა ხვდებიტ
ჩაქაფულის ვარიაციები მიანტერსებდა უფრო

Posted by: Levan_Lion 30 Apr 2020, 14:56
holden kolpildi
ვარიაცია არის უკვე ცხვარ ბატკან ტარხუნა მჭვანე ხახვ ქინძ ტყემალ მარილ ღვინოს რომ დაუმატებ რამეს ან მოაკლებ

დაფიქრდი კარგად ჩაქაფული არის უნდა ჩაიხარშოს ჩაითუთქოს ჩაიქაფოს ხორცს ქაფს არ ხსნიან ხარშვის დროს იმიტომ რომ შეუძლებელია და სიტყვა ჩაქაფულიც მაქედან მოდის ხოდა რახან იხარშება და ითუთქება სხვანაირად ვერ მიიღებ ჩაქაფულის გემოს იმიტომ რომ ფენა ფენა ლაგდება ხორცი მწვანილი და ტყემალი და უჯდება ხარშვისას გემოები ყველაფერს ასე რომ რასაც შენ ითხოვ ვერ მიიღებ ვერ მოამზადებ ისე რომ თან გემრიელი იყოს და თან მწვანილი არ შეგხვდეს მოხარშული აგერ თავადაც ამბობ წყალწყალა იქნებაო დასტურ ეგრე იქნება ვერ გაუჯდება გემოები ერთმანეთს და იმიტომ

მწვანილის ზომას დაარეგულირებ წვრილად დაჭრი ანუ მარა მოხარშვა არ აცდება თუ ჩაქაფული გინდა გნებავს ჭეშმარიტი კლასიკური გნებავს ვარიაციული

და გრჩება ეგ ვარიანტი რომ მომზადდება რაც წვენი აქვს ჩაქაფულს ჩემია დაგასწარით დაიძახო :დ :დ გადაწურო მერე და ჭამო :დ

სხვა გზა არ გაქვს ფიზიკურად ვერ მოახერხებ ვერანაირად

ასე რომ ახლიდან და ახალი ბორბლის გამოგონებას შეეშვი :დ :დ :დ

Posted by: tavadze 30 Apr 2020, 23:20
holden kolpildi
QUOTE
მწვანილიც მინდა უბრალოდ მსხვიალდ არა და ცახარშული არა ხვდებიტ

სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი. biggrin.gif biggrin.gif "აღარც სიკვდილი, აღარც - სიცოცხლე/, არა, მე უფრო რაღაც სხვა მინდა". biggrin.gif
მაშინ ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი ბოლოს დააყარე, ნუ ჩაახარშავ, მაგრამ მაგაზე აგერ, ლევანმა გადაგიწურა წყალი. gigi.gif

Posted by: ninicool 2 May 2020, 12:49
holden kolpildi
შენ როგორც გისწორდება და რაც გისწორდება, ის ჭამე, რა მნიშვნელობა აქვს რა არის ჭეშმარიტი და ნამდვილი. აი, მაგალითად, საქართველოში პიცა მაიონეზიანია დამკვიდრებული და ხალხს მოსწონს და ჭამენ, რა მნიშვნელობა აქვს, რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება?

აქვე ვიკითხავ, 3 კილო ნადუღ მაქვს და რა გავაკეთო ისეთი, რომ წონაში არ მოვიმატო, მირჩიეთ დეიდებო და ბიძიებო.

Posted by: Keti-Ket 2 May 2020, 14:55
ninicool
სხვას უწილადე biggrin.gif

ხუმრობა იქით იყოს და სამ კილოს ასე უბრალოდ არ შეჭამ. შენახვით კიდევ ძალიან ცოტა ხნით ინახება.

ქართულად მობრაწულას რომ ეძახიან, ე.წ. ზაპეკანკა გამოდის ძალიან გემრიელი, ოღონდ უნდა გაცრა ან დააბლენდერო მაინც. ხაჭოთი რაც კეთდება, ფაქტობრივად ყველა კექსი შეგიძლია გამოაცხო ნადუღის გამოყენებით.

Posted by: ninicool 2 May 2020, 16:23
Keti-Ket
QUOTE
სხვას უწილადე

ჩემი ფისოები ერთი არ ჭამს და ორი ჭამენ მაწონში არეულს, კალციუმია. დედაჩემს დაქალი ჰყავს ერთი, თუ მოახერხა, აწვდის ხოლმე იმას არ დგას ჟმოტობის საკითხი ჩვენს ოჯახში არანაირად, მაგრამ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, გადაყრა მირჩევნია, ვიდრე ისევ იმათ მივცე,, ვისაც ვაძლევდი ხოლმე.

მადლობა რჩევისთვის

Posted by: la reine 2 May 2020, 16:59
ninicool

ვაიმეე რა ჩამოთვლის იმდენ რამეში შეიძლება გამოიყენო.

ისე გაყინვაც შეგიძლია
ჩადე კონტეინერებში და მერე ნაწილ-ნაწილ გამოიყენე.

Posted by: ninicool 2 May 2020, 17:34
la reine
QUOTE
აიმეე რა ჩამოთვლის იმდენ რამეში შეიძლება გამოიყენო.

ისე გაყინვაც შეგიძლია
ჩადე კონტეინერებში და მერე ნაწილ-ნაწილ გამოიყენე.

ჰო, ეხლა ვფიქრობ, რამე შაქრის შემცვლელით ბოდიში და სიროკი ხო არ გავაკეთო მეთქი ))))

Posted by: elchi 3 May 2020, 06:51
თემას ნუ აოფებთ!!!
მომიწია რამოდენიმე ბოლო პოსტების წაშლა.
დავიცვათ წესრიგი.

Posted by: ninicool 3 May 2020, 13:02
elchi
QUOTE
თემას ნუ აოფებთ!!!
მომიწია რამოდენიმე ბოლო პოსტების წაშლა.
დავიცვათ წესრიგი.

აუ, რატო წაშალე, რაა! sad.gif

კვეთებულებზე სიარული უნდა მერჩია და ჩამიყარე წყალში ყველაფერი biggrin.gif

კაი, ჰოო, დღეს ხაჭაპურები უნდა გავაკეთო, შუ/ეკლერი, სიროკი და ხაჭოს ნაყინისებური დესერტი.

ყველაფერი უშაქროდ.

Posted by: elchi 3 May 2020, 13:50
ninicool

არა ნინი, პირადულზე იყო უკვე პოსტები გადასული და იმიტომ წავშალე.

Posted by: Keti-Ket 3 May 2020, 14:28
ninicool
QUOTE
სიროკი და ხაჭოს ნაყინისებური დესერტი

ესენი დამატკბობლით თუ კენკრის ბუნებრივი სიტკბოთი? თუ საერთოდ სიტკბოს გარეშე?

გაგვიზიარე მერე შთაბეჭდილებები

Posted by: SkitterZ 3 May 2020, 14:40
გუშინ დეზერტირებთან ხის სოკო 5 ლარად იყო კგ, კინაღამ გაყიდველიც მოვაყოლე იმდენი ვიყიდე

love.gif

სულ სახეზე ვისვი ისე მენატრებოდა

user posted image

Posted by: anamaria77 5 May 2020, 12:22
LIVE-76
ხაჭაპური რუსული როდიდან გახდა ?! smile.gif

Posted by: LIVE-76 5 May 2020, 21:24
la reine
QUOTE
ჰე ჰეე მე ვიცი ვისია ეს ბლინები


გამარჯობა... იცანი საკუთარი ნაწარმი? love.gif up.gif

QUOTE
შოკოლადის მაფინები გავაკეთე, მაგრამ მგონი ჩაკარტიჩკება დამავიწყდა..

უფუმფულესი და უგემრიელესი გამოვიდა


რა მადისაღმძვრელად ჟღერს... jump.gif love.gif რეცეპტს ხომ არ გვიწილადებ? chups.gif

ხო მართლა, იქნებ ვინმემ იცოდეთ, დიდი თხოვნა მაქვს, ჩემ გოგოს ძალიან მოსწონს მადას ტორტი - "სინაზე", ხო და აი ამის რეცეპტი იქნებ იცოდეთ... ნუ აი კრემის მაინც, ეხლა ბისკვიტი არაა პრობლემა, მშვენიერს აკეთებს ისედაც, მაგრამ აი მე მადასნაირი ვერ გამომდისო))

elchi
QUOTE
გემრიელ კაცს გაუმარჯოს.
ვნახოთ აბა, თუ გამოვიცნობ შენს დადებულ კერძებს.

1."ჟარკოე" კარტოფილთან და ბოსტნეულთან ერთად.
2.მეორე არის შქმერული.
3.უეჭველი ჩაქაფულია.
4."ოსტრი", ან უფრო ხორციანი "ბორშია".
5.ქამა სოკო ყველთან ერთად.
6. ამაზე ვჭედავ, არ მიყვარს ტკბილი.
იმდენი ტკბილი მაჭამეს ბავშვობაში, ატანა აღარა მაქვს. 
ახლაც შოკოლადის ტორტი დევს მაცივარში, მეუღლემ გააკეთა და კარების გამოღება არ მინდა. 


ბატონ გიორგის გაუმარჯოს!!! alk.gif როგორ ხართ, რა ხდება პლანეტის მეორე მხარეს? smile.gif

პირველ კერძს ოჯახურს ეძახიან, იგივე ჟარკოეა რათქმაუნდა))... ნუ ჩქმერული და ჩაქაფული თავისთავად...(კსტაწი თქვენი ვიდეო ვნახე და ოხრახუშიც გამოგიყენებია ჩაქაფულში, არა და რავიცი ჩემ ოჯახში და სანაცნობოში რატომღაც მარტო ქინძი-ტარხუნა-მწვანე ხახვს ვხმარობთ) აი მეოთხე კერძი კი ვერ გამოიცანი, ხარჩოა... ძალიან გემრიელად აკეთებენ, თბილისის რესტორნებში ყველაზე გემრიელი ხარჩოა მანდ და კიდევ ბორჯომში სანამ შევალთ ახალდაბაშია რესტორანი ფორია და მანდ არის კიდევ ძალიან გემრიელი ხარჩო... ადრე არ ვჭამდი და რუსმა ტურისტებმა მიმაჩვიეს, ეხლა ძალიან მიყვარს)))...

მე ტკბილეულიც მიყვარს, მაგრამ წონაში მოვიმატე საგრძნობლად და ეხლა ვცდილობ ნაკლებად ვჭამო, არა და ჩემი გოგო აცხობს გემრიელად, ხან ეკლერებს, ხან ტორტებს, ბლინებს, კექსებს... ძალიან ძნელია ცდუნებას გაუძლო biggrin.gif

anamaria77
QUOTE
ხაჭაპური რუსული როდიდან გახდა ?!


უკაცრავად, ცოტა გაუგებრად გამომივიდა... რუსეთში ცხოვრების პერიოდში მოვამზადე, თან ბრინზა-მოცარელას ნაზავით და მაგიტომ ვუწოდე რუსული... smile.gif

Posted by: luxus35 6 May 2020, 12:59
პეროგის რეცეპტს ადვილს და გამოცდილს ვინ მასწავლის

Posted by: la reine 6 May 2020, 15:18
luxus35

5 კვერცხის გული+100გ. შაქარი+100გ. თაფლი, 1 ლიმონის ცედრა+ 150გ. გამდნარი კარაქი+ 1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა ლიმონის წვენში + 250 გ. ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ 5 კვერცხის ცილა+1ჩ.კ. ლიმონის წვენი. მყარ ბეზეა რომ მიიღებ, კოვზით გადაურიე ცომში
გადაიტანე საცხობ ფორმაში და მოალაგე ზემოდან ნებისმიერი ხილი(დაჭრილი) ან კენკრა.

მეორესაც დაგიწერ ძაან ფაფუკი და გემრრიელია
2კვერცხი+200გ. შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე+200გ. რძე+100გ. ზეთი, ვანილი, 2ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან ერთი ჩ.კ. სოდა ლიმონის წვენში +300გ. ფქვილი. სქელი არაჟნის სისქის ცომი უნდა მიიღო. გადაიტან საცხობ ფორმაში და ამაშიც ჩაარჭობ ბევრ ხილს ან კენკრასsmile.gif
ორივე ცომს უხდება დაჭრილი ვაშლუ, ატამი, ქლიავი, გარგარი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, მოცხარი, ალუბალი..მოკლედ, რაც გაგიხარდება.

ცხობის პრინციპზეც დავწერ... საშუალო ტემპერატურაზე, ჯერ ქვედა წვა...ცომი რომ ფუვდება და მოშრობას დაიწყება, მერე ზედა წვაც ჩაურთე... ჩხირით გასინჯე. თუ სველი ამოვიდა ე.ი. კიდევ უნდა გამოცხობა ა.შ. მოკლედ...
თუ რამე გაუგებარია, მკითხეsmile.gif

Posted by: luxus35 6 May 2020, 18:49
la reine
გაიხარეთ, ძალიან დამეხმარეთ, დიდი მადლობა

Posted by: la reine 6 May 2020, 20:27
luxus35

არაფრისsmile.gif

აი ახლა გამოვაცხვე მეორე რეცეპტით. მაფინის ფორმებში ოღონდ...და ალუბალი ჩავდე ცენტრშიsmile.gif

მგონი ჩანს როგორი ნაზი გამოვიდა



user posted image

Posted by: <<ეგოისტკა>> 6 May 2020, 23:12
user posted image


user posted image


user posted image


user posted image

Posted by: thug 6 May 2020, 23:20
<<ეგოისტკა>>

user posted image

........

Posted by: Master_Nick 6 May 2020, 23:41
<<ეგოისტკა>>
ვახ, ეს რა მაგარი რამე გაგიკეთებია 2kiss.gif ეხლანდელი, კარანტინისდროინდელია?
როდინდელიც არ უნდა იყოს - ქედს ვიხრი მამი.

Posted by: la reine 7 May 2020, 00:23
<<ეგოისტკა>>

up.gif

ძალიან ლამაზებია.
ბოლო ტორტის ვიზუალს თუ გავიხსენებთ, პროგრესი აშკარად სახეზეაsmile.gif


Posted by: ხიხო 7 May 2020, 00:26
<<ეგოისტკა>>

ვავა

ნახელავიც და სურათებიც მაგარია
ეუ დამერხა ამ თემაში 700 ჯერ შემომეხედება ამაღამ

Posted by: <<ეგოისტკა>> 7 May 2020, 02:49
thug


Master_Nickკი ნიკ, ახალია: ))) მადლობაა:** ვაპირებ კიდევ ახლო მომავალში გამეორებას და გაგასინჯებ:**


ხიხო
^^ მადლობა.


la reine
მადლობაsmile.gif)
ბოლო ეს იყო,სხვაში ხომ არ გეშლება? : ))
user posted image

Posted by: Master_Nick 7 May 2020, 16:25
<<ეგოისტკა>>
ზემოთ, ლუდისტების კლასტერშიც გააზიარე ეგ ფოტო, სტაუტებს უხდება ტორტები wink.gif

Posted by: SkitterZ 8 May 2020, 12:25
<<ეგოისტკა>>
wow.gif

ყოჩაღ love.gif

სტაფილოს ნამცხვრის გაკეთებას ვაპირებ, ოღონდ 2 დღეა ვაპირებ, მგონი ხვალ გამოვაცხობ

Posted by: kactus 8 May 2020, 17:12
<<ეგოისტკა>>
ძალიან ლამაზია,ყოჩაღ!
გარედან ეკლერის ფორმები აქვს შემორტყმელი?
მარწყვისა და კრემის ქვეშ რა იმალება,ბისკვიტი?

ტარტალეტკებიც, თუ რაც არის,ძალიან ლამაზად გამოიყურება.
ეტყობა,კარგი გემოვნება გაქვს.
რეცეპტს ხომ ვერ გაგვიზიარებდი? boli.gif

Posted by: fermina 8 May 2020, 18:07
kactus
QUOTE
გარედან ეკლერის ფორმები აქვს შემორტყმელი?


ეკლერის ფორმები კი არა, მგონი ეკლერებია smile.gif

ისე მანდ სავოიარდის ორცხობილებიც მშვენივრად წავა.

Posted by: sweetAppletree 9 May 2020, 01:24
<<ეგოისტკა>>
ერთი შოკოლადიანი ტარტალეტკა, ერთიც ორეკლერიანი ტორტის ნაჭრი გადმომაწოდე, გეთაყვა chups.gif

რა გემრიელი ჩანს და მე როგორ მშია უმ cry.gif

Posted by: Voila 9 May 2020, 22:21
<<ეგოისტკა>>
აუ... ჯერ მარტო როგორ "ვიდზეა", და წარმომიდგენია რა გემო ექნება love.gif

თუ შეიძლება, მაგ კრემის რეცეპტი რომ დაწეროთ, თუ კულინარიულ საიდუმლოს არ წარმოადგენს smile.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 10 May 2020, 00:03
kactus
კი ეკლერებია და ბისკვიტიც მაგ ცომის აქვს.. ინსპირაცის წყარო "კარპატკა" იყო,უბრალოდ ცოტა დიზაინი შევუცვალე და ეკლრერების ფორმა გამოვიყენე.

რეცპტსაც დავწერ აუცილებლად..
Master_Nick
ნახეს ნიკ ლუდისტებმაცsmile.gif)))


sweetAppletree

ინებეთ გეთაყვა: )))

* * *
Voila
დავწერ ახლავე...




1 ლიტრი რძე,
300 გრამი შაქარი,
2 კვერცხი,
8 სადილის კოვზი ფქვილი
ორი სადილის კოვზი ალკოჰოლი.
მწიკვი მარილი და ვანილი.
რძეს ვაცხელებ ქვაბში ქურაზე სადაც უკვე წინასწარ მომზადებულ ათქვეფილ კვერცხს შაქარს და ფქვილს ვასხამ. ვანილი და მარილიც შეგიძლია ამ მასას დაუმატო. ალკოჰოლი ცოტა ბოლოსკენ..

შემდეგ 200 გრამ კარაქს საკმაოდ დიდხანს ვთქვეფ და მასა რომ გაორმაგდება შემდეგ ვუმატებ გაცებულ მოხარშულ კრემს..

შემდეგში რომ გავაკეთებ აუცილებლად შიგნითაც დავუმატებ ხილს ან ლიმონის ცედრას..


ესეც გაჭრილს ფოტოsmile.gif)


user posted image

Posted by: fermina 10 May 2020, 14:07
წვიმიანი უჟმური ამინდის შესაფერისად მაწვნის სუპი ახალი საინტერესო დეტალით, მაწვნის სუპის რეცეპტი ყველამ იცით, უმარტივესია, მე არაჟანსაც ვუმატებ, ამ შემთხვევაში ხაჭო, ერთი კვერცხი, ხმელი პიტნა და ფქვილი ავურიე ისე, რომ პატარა ბურთულები გაკეთებულიყო და ბოლოსკენ ჩავყარე, ძალიან მოუხდა. სასურათედ დიდი ვერაფერია, ამიტომ არ გადამიღია. ხო, ამ ბურთულებს თუ უზამთ, ბრინჯი აღარ სჭირდება.

Posted by: Frankens†ein 10 May 2020, 14:41
user posted image ............

Posted by: SkitterZ 10 May 2020, 16:21
user posted image
ბრინჯი ბოსტნეულით, სოკოთი და სოიოს სოუსით
და სტაფილოს ნამცხვარი არაესთეტიურად დადებული ნაყინით
user posted image

Posted by: <<ეგოისტკა>> 10 May 2020, 16:50
Frankens†ein
ყოჩაღ ფრენკ.: ))

SkitterZ
გემრიელად გამოიყურებაsmile.gif) სიამოვნებით მივირთმევდი..smile.gif


user posted image
ქათამი გრილზე: ))

Posted by: Frankens†ein 10 May 2020, 17:33
<<ეგოისტკა>>
QUOTE
ყოჩაღ ფრენკ.: ))

ძაან უგემური გამოვიდა biggrin.gif
შეიძლება ძაანაც არა, მაგრამ სახლის ხინკლის კვალობაზე ძაან უგემური smile.gif
გასინჯამდე დავდე, თორე არც გადავიღებდი biggrin.gif
ახალი ხორცია კარგი ხინკლის გასაღები.
ეს ხორცი კვირაზე მეტხანს იდო საყინულეში და ძაან უგემურად მომეჩვენა smile.gif

წარმოვიდგინე ამ უგემური ხინკლის შემდეგ შენი გემრიელობები რამდენად უფრო გემრიელი იქნებოდა დესერტად და ამოვიოხრე biggrin.gif
დესერტებიდან ერთი ბრაუნის გაკეთება ვიცი smile.gif
ან მაგას რა გაკეთება უნდა, ათქვეფ ყველაფერს, შედებ ღუმელში, დროს დაინიშნავ და ეგაა smile.gif



Posted by: misho1985 10 May 2020, 23:29
user posted image ქათმის ფრთები

Posted by: Voila 11 May 2020, 00:21
<<ეგოისტკა>>
მადლობა <3

Posted by: girvan_88 11 May 2020, 07:45
QUOTE
ქათმის ფრთები

იფიფ კაი ლუდთან რას გაასწორებს... დილის მადლმა

Posted by: Strangelove 12 May 2020, 03:11
QUOTE (la reine @ 6 May 2020, 20:27 )
luxus35

არაფრისsmile.gif

აი ახლა გამოვაცხვე მეორე რეცეპტით. მაფინის ფორმებში ოღონდ...და ალუბალი ჩავდე ცენტრშიsmile.gif

მგონი ჩანს როგორი ნაზი გამოვიდა



user posted image

ამას როგორ აკეთებ? რეცეპტი დაიდოს






----------

Posted by: SkitterZ 12 May 2020, 13:52
<<ეგოისტკა>>
love.gif love.gif love.gif

Posted by: fermina 12 May 2020, 14:48
სატაცური პარმეზანით, ჯერ მოვწალე მარილიან მდუღარეში ზუსტად ერთი წუთი, მერე ტაფაზე კარაქი, ერთი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, შავი წიწაკა, სულ ცოტა ძმარი დავაპკურე და შევწვი ღერები, ბოლოში პარმეზანი მოვახეხე. უხდება ლიმონიც




Posted by: Strangelove 12 May 2020, 15:36
QUOTE
სატაცური პარმეზანით, ჯერ მოვწალე მარილიან მდუღარეში ზუსტად ერთი წუთი, მერე ტაფაზე კარაქი, ერთი კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, შავი წიწაკა, სულ ცოტა ძმარი დავაპკურე და შევწვი ღერები, ბოლოში პარმეზანი მოვახეხე. უხდება ლიმონიც


აუაუაუ, ამას ვინიშნავ

პს. ლარეინამ მიგვყარა უპატრონოდ?

Posted by: fermina 12 May 2020, 17:26
Strangelove
QUOTE
აუაუაუ, ამას ვინიშნავ


ეს ღუმელშიც მშვენიერი იქნებოდა, ზეითუნის ზეთმოსხმული და ბოლოში პარმეზანი ისე, რომ ჩამდნარიყო კარგად. მე დამეზარა და ტაფაზე გავაკეთე მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო.

Posted by: <<ეგოისტკა>> 12 May 2020, 19:37
Frankens†ein
აუ ხოო ძააან გემრიელი იყო..ჯერ კიდევ მახსოვს გემო: )) ყველა მეხვეწება კიდევ გააკეთეოsmile.gif)))

შენი ხინკალი მაინც გემრიელად გამოიყურებაsmile.gif


ქათამი გრილზე სატაცურით და დესერტად შუsmile.gif)

user posted image


user posted image


Posted by: Frankens†ein 12 May 2020, 21:38
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 12 May 2020, 19:37 )
Frankens†ein
აუ ხოო ძააან გემრიელი იყო..ჯერ კიდევ მახსოვს გემო: )) ყველა მეხვეწება კიდევ გააკეთეოsmile.gif)))

შენი ხინკალი მაინც გემრიელად გამოიყურებაsmile.gif


ქათამი გრილზე სატაცურით და დესერტად შუsmile.gif)

user posted image


user posted image

ბედნიერი შენი ოჯახი chups.gif biggrin.gif

Posted by: SkitterZ 13 May 2020, 00:54
<<ეგოისტკა>>
უფ უფ love.gif

user posted image

პანაკოტა, ნაღებით რძით და შოკოლადით, შემდეგზე რძით და ხაჭოთი ვცდი, ნაღები ნამეტანი ცხიმიანობაა

Posted by: N°• 13 May 2020, 02:49
მმმ...

ორაგული ნიგვზის ტოპინგით, სატაცური ნივრით და პარმეზანით + გამომცხვარი კარტოფილი.

user posted image

Posted by: thug 13 May 2020, 03:10
<<ეგოისტკა>>

სასწაულებს ახდენ biggrin.gif


N°•

ყოჩაღ!

.......

Posted by: N°• 13 May 2020, 03:19
thug

მადლობა, მოვინდომე smile.gif) :*
.

Posted by: Strangelove 13 May 2020, 20:49
QUOTE (N°• @ 13 May 2020, 02:49 )
მმმ...

ორაგული ნიგვზის ტოპინგით, სატაცური ნივრით და პარმეზანით + გამომცხვარი კარტოფილი.

user posted image

ნ, მაგარია up.gif



fermina
QUOTE
ეს ღუმელშიც მშვენიერი იქნებოდა, ზეითუნის ზეთმოსხმული და ბოლოში პარმეზანი ისე, რომ ჩამდნარიყო კარგად. მე დამეზარა და ტაფაზე გავაკეთე მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო.

2kiss.gif

მადლობა. სატაცური ისე მიყვარს, ყველანაირ ექსპერიმენტებს ვატარებ


პს, სატაცურებზე დამთაგეთ ხოლმე user.gif

Posted by: N°• 13 May 2020, 23:08
Strangelove
მადლობა ^^

homemade გუაკამოლე.

user posted image

user posted image

* * *
გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო.

user posted image

Posted by: GunsN 14 May 2020, 07:58
<<ეგოისტკა>>
სატაცური მოხარშულია თუ უბრალოდ ტაფაზეა შემწვარი?

Posted by: SkitterZ 14 May 2020, 17:06
N°•
აუ რა სიჯანსაღეებია love.gif

ხვალიდან მეც გადავდივარ კარგ კვებაზე, დღეს ბოლო გაფართხალება მოვუწყვე თავს და პირველად გავაკეთე ლაზანია სოკოთი და ააააააი სახეზე ვისვი ისეთი გემრიელი გამოვიდა და ძაან რთული მეგონა და არყოფილა მასეთი

user posted image
user posted image
user posted image

და ასეთ გემრიელ ნოტაზე ვემშვიდობები ნახშირწყლებს cry.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 14 May 2020, 17:20
Frankens†ein
ფრენკ ❤


thug
არც შენ აკლებ ხოლმე:***


GunsN
ორი წუთი ტაფაზე და შემდეგ 5 წუთი გრილზე smile.gif)

Posted by: GunsN 14 May 2020, 17:44
<<ეგოისტკა>>
აჰა, გასაგებია, მადლობა. უზომოდ მიყვარს სატაცური jump.gif

Posted by: sweetAppletree 14 May 2020, 17:55
SkitterZ
ჭიქით ნაყინია თუ ნაყინივითაა? როგორ გააკეთე?

Posted by: SkitterZ 14 May 2020, 18:29
sweetAppletree
იტალიური დესერტია პანნა კოტა

აი ასე გავაკეთე ზუსტად, ძაან გემრიელია და მომავალში დაბალპროცენტიანი რძით და ხაჭოთი მინდა ვცადო ხილთან ერთად
თორემ ნაღები და შოკოლადი user.gif

Posted by: sweetAppletree 14 May 2020, 18:36
SkitterZ
მადლობა smile.gif
მსუბუქი და გრილი ჩანდა
QUOTE
ხაჭოთი მინდა ვცადო ხილთან ერთად

მეც მასე ვცდი, უფრო მომწონს biggrin.gif

Posted by: SkitterZ 14 May 2020, 18:46
sweetAppletree
"200მლ. რძე (რძე და ხაჭო თუ გინდათ უცხიმო ქენით) დადგით გაზზე, ჩაყარეთ 7 გრამი ჟელატინი. რძე უნდა გაცხელდეს, თან ურიეთ რომ ჯელატინი გაიხსნას ბოლომდე. ბლენდერში (ან მიქსერით) ყრით 400 გრამ ხაჭოს, 6-7 გრამ ვანილს და ტამატკბობელს (მაგალითად, სტევიას. შეგიძლიათ იხმაროთ შაქარიც თუ გინდათ). როდესაც რძეში კარგად გახსნით ჟელატინს, ამატებთ ბლენდერში და იქამდე აბლენდერებთ, სანამ ერთიანი კონსისტენცია არ გაუხდება (სიტკბო არეგულირეთ გემოვნებისამებრ). სურვილისამებრ ამატებთ კაკაოს, ხილს (მარწყვი, კენკრა, ბანანი, სულო, გულო), გადაგაქვთ ჭიქებში და დებთ საყინულეში, სადღაც 20-25 წუთი და მერე ან ჭამეთ, ან მაცივარში გადადეთ, არ უნდა გაიყინოს. ჩემი აზრით, ამას ასევე შეიძლება მოუხდეს დარიჩინი, ან შეიძლება გაკეთდეს ციტრუსოვანი, თაფლით, ნეკერჩხლის სიროფით და ა.შ. შემდეგ ვარიანტში რძის და ჟელატინის რაოდენობას გავზრდი და ვცდი როგორი გამოვა, ეს იყო სქელი, ოდნავ ჟელატინისებრი კრემივით."

აი ეს არის ხაჭოიანის რეცეპტი, თუ გააკეთებ Pics or didn't happen bis.gif

Posted by: sweetAppletree 14 May 2020, 19:13
SkitterZ
დღეს ვერა
ცოტა შეცვლა მომიწევს და იმედია გამოვა biggrin.gif

გაიხარე bis.gif

Posted by: Katutu 14 May 2020, 20:04
QUOTE
სად აქვს ჭეშმარიტ ჩაქაფულს წვენი არ გადამრიო ჰოლდ

ჭეშმარიტი ჩაქაფული არის ბატკნის ხორცი ან ცხვრის

ქინძი ტარხუნა მწვანე ხახვი მარილი ცოცხალი ნაყოფი ახალი ტყემალი ღვინო

დანარჩენი დამატებები წყალი წიწმატი ქონდარი ნიორი წიწაკა პირშუშხა და ასე შემდეგ და სხვა ხორცი არის ჩაქაფულის ვარიაცია

QUOTE
ჭეშმარიტი ჩაქაფული არის ბატკნის ხორცი ან ცხვრის

ქინძი ტარხუნა მწვანე ხახვი მარილი ცოცხალი ნაყოფი ახალი ტყემალი ღვინო

მართალია
პაპაჩემი ასე აკეთებდა, არანაირი წყალი და ზედმეტი ინგრედიენტი
ეეეჰ სასწააუუულ ჩაქაფულს აკეთებდა sad.gif

Posted by: Levan_Lion 14 May 2020, 20:23
QUOTE (Katutu @ 14 May 2020, 20:04 )
QUOTE
სად აქვს ჭეშმარიტ ჩაქაფულს წვენი არ გადამრიო ჰოლდ

ჭეშმარიტი ჩაქაფული არის ბატკნის ხორცი ან ცხვრის

ქინძი ტარხუნა მწვანე ხახვი მარილი ცოცხალი ნაყოფი ახალი ტყემალი ღვინო

დანარჩენი დამატებები წყალი წიწმატი ქონდარი ნიორი წიწაკა პირშუშხა და ასე შემდეგ და სხვა ხორცი არის ჩაქაფულის ვარიაცია

QUOTE
ჭეშმარიტი ჩაქაფული არის ბატკნის ხორცი ან ცხვრის

ქინძი ტარხუნა მწვანე ხახვი მარილი ცოცხალი ნაყოფი ახალი ტყემალი ღვინო

მართალია
პაპაჩემი ასე აკეთებდა, არანაირი წყალი და ზედმეტი ინგრედიენტი
ეეეჰ სასწააუუულ ჩაქაფულს აკეთებდა sad.gif

Katutu
ყოჩაღ პაპასა სცოდნია საქმე love.gif

უცებ კი ვერ დავიჯერე ნამდვილად შენ თუ დაპოსტე აქ :დ :დ :დ

Posted by: Katutu 14 May 2020, 21:08
Levan_Lion
გავლითა ვარ biggrin.gif დავხედავ გემრიელობებს, გავძღები და წავალ ხოლმე biggrin.gif

Posted by: Katana_ 14 May 2020, 21:17
SkitterZ
დიეტას იწყებ თმაგაჯენჯილო ? rolleyes.gif

Posted by: SkitterZ 14 May 2020, 21:26
Katana_
არა, ნორმალურ-ბალანსირებულ კვებას ვუბრუნდები

Posted by: Katana_ 14 May 2020, 21:32
SkitterZ
mo.gif
მე ვიწყებ sad.gif

ისე არაფერი არ არის ეს ჭამა დღეს აჩმა გავაკეთე და მოვკვდი ნაჭამი mad.gif

სწორი კვება და ზოგჯერ შიმშილი ასწორებს up.gif

Posted by: DORO 14 May 2020, 22:06
თეთრ მშრალ ღვინოში მოხარშეთ მწვანე ტყემალი ნიახურის ბოლქვთან (ზედმეტი არ მოგივიდეთ) და მთლიან წითელ ხახვებთან ერთად (ზედმეტი არ მოგივიდეთ). ამოიღეთ ბოლქვიც და ხახვებიც, სითხე დატოვეთ და ტყემალი გახეხეთ. მიღებული მასა შეაზავეთ: ომბალო, ცერეცო, ქინძი, კაკალი ქინძი, ნედლი ნიორი (არა ახალი, ანუ მწვანე, არამედ ნედლი ანუ ახალი შემოსული), მწვანე წიწაკა, წითელი წიწაკის ფანტელი, მარილი, შაქარი, პიტნა (ცოტა) და ტარხუნა (ბევრი).

პროპროციები თვითონ გამოიყვანეთ, არაა რთული.

ნებისმიერი სტუმრის კულინარიულ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდებით, როგორც მწვანე ტყემლისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი.

ps სინამდვილეში, ტყემლის ჭრიანტელია, მაგრამ რას დაეძებთ smile.gif

---------

მაგარი პერო რაღაცა დაიდო და დავაკოპირე გავაკეთებცი. )))


Posted by: <<ეგოისტკა>> 15 May 2020, 02:48
GunsN
მეც ძალიან მიყვარს ყველანაირი სახითsmile.gif)


SkitterZ
გემრიელი იყო ძაან ხო?smile.gif)))მინდა..



მე არაფერ8ც არ გმიკეთები ამის გარდა.. აბა ვინ მიხვდება რა არის..


user posted image

ააა კექსი გამოვაცხვე კიდევsmile.gif)


user posted image


მგონი ამ ფოტოზე უკეთ ჩანს..

user posted image

თუ აქაც არ ჩანს მენდეთ ლამაზი და გემრიელი იყო..ნიგოზი,ქიშმიში,შოკოლადი,და ციტრუსის ცედრა ერთად იყო ზე საოცრება^^^

Posted by: Strangelove 15 May 2020, 03:08
QUOTE (<<ეგოისტკა>> @ 15 May 2020, 02:48 )


მე არაფერ8ც არ გმიკეთები ამის გარდა.. აბა ვინ მიხვდება რა არის..


user posted image



ეს რა არის?






-----------------------

Posted by: dongabo 15 May 2020, 04:19
user posted image
დღეს გააკეთეს ჩემთვის))
ცხვარი და საქონელის ფარში 50/50-ზე

Posted by: N°• 15 May 2020, 08:54
SkitterZ

წარმატებები და მოთმინება , ჯანსაღ კვებასთან დაბრუნებაში bis.gif
შენ, ზოგადად, საკმაოდ "რთულ" და შრომატევად კერძებს აკეთებ ხოლმე.
Respect ^^

მე ხან ისე ვარ, ხან ასე smile.gif))
ე.ი. რა ხდება ამ თეფშზე,
დღეს გავაკეთე :

ბროკოლი , ბულგარული წიწაკები, ღუმელში გამომცხვარი,
ქინოა და ყავისფერი ბრინჯის მიქსი,
ჭვიშტარი,
შემწვარი კარამელიზებული ბეკონი,
სერვირებისას გამოვიყენე : Fეტა, ნიგოზი და ბროწეული მარცვლები.

user posted image

user posted image

Posted by: GunsN 15 May 2020, 08:59
<<ეგოისტკა>>
რამე განსხვავებულ რეცეპტს ხო არ გამიზიარებდი სატაცურის? smile.gif

Posted by: SkitterZ 15 May 2020, 10:09
<<ეგოისტკა>>
ძალიან cry.gif მაგრამ ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ რომ უნდა ჭამო ისეთი კალორიების ბუმია
ბრუსკეტა და რატომღაც ნიორი მგონია ზემოდან, ვცდები?

N°•
ძალიან დიდი მადლობა love.gif და პირიქით რისფექთ შენ ლამაზ და ფერად კერძებში love.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 15 May 2020, 17:29
Strangelove
მწვანე ზეთი და ავოკადო: ))

SkitterZ
არა ნიორი არ არის: ))


GunsN
ძირითადად ხორცთან ერთად ვაკეთებ,ან ბეკონთან ერთად ვწვავ.სავარაუდოდ შენც გეცოდინება ეს რეცეპტები..



მიქსერი გაფუჭდა და ხელით გავაკეთე კრემი ცოტა სახეცვლილი..


ძალიან გემრიელი გამოვიდა .

user posted image


user posted image

Posted by: Malena_ 16 May 2020, 09:58
Katutu
QUOTE
Levan_Lion
გავლითა ვარ  დავხედავ გემრიელობებს, გავძღები და წავალ ხოლმე

მეც ზუსტად ასე lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: N°• 16 May 2020, 18:08
Green beans ( მწვანე ლობიოა, თითქმის), კარაქში მომზადებული, სვანური მარილით, დაღერღილი წიწაკით, ნივრის ფხვნილით, ბეევრი მწვანილით, უფრო წვრილადაც შეიძლებოდა დამეჭრა smile.gif) (ქინძი და ოხრახუში), მწვანე ხახვით... ცოტა ლიმონის წვენით.
ჯანსაღი, მსუბუქი და მონატრებული ქართული გემო...

დღეს თუ არ დამეზარა, ან ხვალ, უნდა გავაკეთო გამომცხვარი ჭარხალი ( 2 საათი უნდა ცხობას, მინიმუმ) თხის ყველით.

user posted image

Posted by: thug 16 May 2020, 19:27
N°•

ჯანმრთელ კვებაზე გადასულხარ


Posted by: Master_Nick 16 May 2020, 20:06
<<ეგოისტკა>>
კარანტინში რა მუზა გეწვია ეგეთი? ვიზუალურად ძალიან მაგრად გამოიყურება, ტკბილეულს არ ვეკარები მაგრამ ამის შემხედვარე არ ვიტყოდი უარს. bis.gif მაგარი ხარ!

Posted by: N°• 17 May 2020, 03:57
thug

ხან კი, ხან არა smile.gif))
უბრალოდ, ტკბილეულს აღარ ვჭამ, ნაყინს, შოკოლადს...


დღეს გავაკეთე :

user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image

Posted by: sweetAppletree 17 May 2020, 05:35
N°•
რა გემრიელობებია! up.gif

ჭარხალს ყველი აქვს?

Posted by: N°• 17 May 2020, 06:16
sweetAppletree

მართლა გემრიელობები გამოვიდა smile.gif)
დიდი მადლობა :*

ჭარხალი გამომცხვარია ღუმელში, მერე მოვაცილე კანი, დავჭერი და 5 წუთი ვწვავდი კარაქში...სანელებლები მარილი, ცოტა მწვანილი, მწვანე ხახვი და Fეტა.
ჭარხლის მოტკბო გემო და თხის ყველის სიმჟავე აბალანსებს ერთმანეთს და პიკანტურ მიქსს ქმნის smile.gif

Posted by: thug 17 May 2020, 06:31
აღარ ხუმრობთ თქვენ biggrin.gif

.............

Posted by: Frankens†ein 17 May 2020, 07:05
QUOTE (N°• @ 17 May 2020, 03:57 )
thug

ხან კი, ხან არა smile.gif))
უბრალოდ, ტკბილეულს აღარ ვჭამ, ნაყინს, შოკოლადს...


დღეს გავაკეთე :

user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image

chups.gif up.gif

Posted by: SkitterZ 17 May 2020, 11:23
N°•
user posted image

Posted by: N°• 17 May 2020, 17:54
Frankens†ein

SkitterZ

მადლობა, მადლობა smile.gif)

user posted image

Posted by: ROLSER 17 May 2020, 20:34
N°•
ორაგულის რეცეპტს ვერ გვეტყვით? smile.gif

Posted by: N°• 17 May 2020, 23:30
ROLSER

სიამოვნებით გაგიზიარებთ, შევეცდები გასაგებად ავხსნა smile.gif)

გამომცხვარი ორაგული მწვანილის და ნიგვზის სატენით

სატენს ვამზადებთ წინასწარ :
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, თანაბარი რაოდენობით, დაახლოებით ნახევარი კონა თითოეული, 3 კბილი დაკეპილი ნიორი, 1 ჭიქა ნიგოზი, არაგატარებული, დაქუცმაცებული მაგალითად, ხორცის საჩეჩქვით/საბეგვით , თუ რაც ჰქვია smile.gif)) ანუ ნიგვზის გრანულები უნდა იგრძნობოდეს, უფრო გემრიელია, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, სანელებლები ....შევურიოთ და მიღებული მასა დროებით დავასვენოთ, რომ ინგრედიენტები კარგად გაუჯდეს ერთმანეთს.

ორაგულის ფილეს ვრეცხავთ , ოდნავ ვამშრალებთ ქაღალდის პირსახოცით, გადაგვაქვს ფოლგადაფენილ მეტალის საცხობ ფორმაზე , ვსერავთ დანით , ღრმად, 3 ადგილზე და წინასწარმომზადებული სატენით კარგად ვავსებთ ნაპრალებს, შემდეგ ვაყრით პილპილს, მარილს ( მე სვანულ მარილს ვუკეთებ ყველაფერს smile.gif) და ვასხამთ ზეითუნის ზეთის დრესინგს, ბევრს არა.

ღუმელს ვახურებთ 400 °F_მდე ( 205 °C) , ორაგულს ვათავსებთ შუა პოზიციაზე და ვაცხობთ ღია მდგომარეობაში, 20-30 წუთის მანძილზე, არც ძაან რომ გამოშრეს და უმიც რომ არ დარჩეს.

გემრიელად მიირთვით smile.gif)

Posted by: ROLSER 18 May 2020, 01:17
N°•
უღრმესი მადლობა smile.gif

შებოლილი ორაგულის დიდი მოყვარული ვარ, შეწვა მაინცდამაინც არასდროს გამომდიოდა გემოზე
ძალიან მადიანად გამოიყურება და აუცილებლად ვცდი ამ დღეებში smile.gif


პს. ეგ მასალა დაახლოებით რა წონის თევზზე ვიანგარიშო?

Posted by: N°• 18 May 2020, 04:37
ROLSER

მადლობა, მიხარია smile.gif

ორაგული არის ჩემი საყვარელი თევზი და კვირაში ორჯერ მაინც ვამზადებ, თან მოგეხსენებათ, როგორი სასარგებლოა.
უმეტესად ,უბრალოდ ვაცხობ, მარილით და პილპილით შეზავებულს , გარნირად კარტოფილის ნაირსახეობები, იშვიათად ბრიჯი და ძირითადად მწვანე ბოსტნეული : სატაცური, ბროკოლი, ახალი ბარდა..

გამოგივათ, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკა გჭირდებათ ცოტა... მეც სულ 1 წელია რაც სამზარეულოში შევედი, ვიჭყიტებოდი მანამდე smile.gif)

პ.ს. ეს მასალა საკმარისია ორაგულის მოზრდილი, დაახლოებით 400 გრ-იანი , ნაჭრისთვის.

წარმატებები ^^

Posted by: thug 18 May 2020, 04:55
N°•

ქინძმარში ჩადე სალმონი მაგარი გამოდის up.gif


Posted by: N°• 18 May 2020, 05:16
thug

ორაგულს უხდება ეგ სოუსი?!
არ გამისინჯავს...
ლოქო ვიცი ქინძ-ძმარში მარტო და ზოგადად, მოხარშული თევზი არ მომწონს მაინცდამაინც...მარტო კალმახი და მტკვრის "ცოცხალი" თევზი მიყვარს smile.gif)

მაგრამ რა კაია, რომ ძმარი ახსენე, რეცეპტში დამავიწყდა დამეწერა smile.gif))


ROLSER

ცოტა ბალზამიკოც დავუმატე მწვანილების და ნიგვზის ნარევს, ასევე გამოცხობამდე ორაგული ლიმონის წვენით დავნამე.
მგონი სხვა არაფერი გამომრჩა smile.gif)

Posted by: thug 18 May 2020, 05:42
N°•

რავი მე გავაკეთე ადრე ლოქო ვერ ვნახე და სალმონით გავაკეთე კარგი გამოვიდა

მოხარშული ცოცხალი ძალიან მაგარია up.gif


კალმახი შემწვარია კარგი კაკლის ფოთოლში ნაკვერჩხალზე

Posted by: N°• 18 May 2020, 06:28
thug

ნაკვერჩხალზე შემწვარი კალმახი ..იF smile.gif)

შავი ზღვის თევზებიდან: კეფალი და "ბარაბულკა"...

ოკეანის მსუყე თევზებს სხვა მუღამი აქვს, მდინარის თევზი უფრო მსუბუქი საჭმელია...

Posted by: FANNIE 18 May 2020, 15:17
ბარდის მწვანე ნაყინი გიჭამიათ ოდესმე?

ხვალ დაქალების დატროლვას ვაპირებ. დაბლენდერებული მწვანე ბარდის კრემ სუპი შევდგი საყინულეში, შეუკმაზავი ოდნავ შაქრით ფავატკბე და ჩავასხი ფორმებში, ვაშლის ნაყინია ვითომ ავოკადოსთან ერთად, უნდა გავუტანო დესერტად და მაინტერესებს რომელი მიხვდება პირველი რომ ვეკაიფები ტიპებს lol.gif


ჰაიმეეე


ვხარხარეეებ lol.gif

Posted by: elchi 19 May 2020, 14:28
N°•

ვნახე თქვენი მომზადებული კერძები და მინდა შეგიქოთ ნახელავი.

ასეთ რამეს გთავაზობთ, შემეძლო მე თვითონ გამეკეთებინა, მაგრამ უთქვენოდ არ გავაკეთე.

თუ შეგიძლიათ ზღვის პროდუქტების, თევზეულის თამაშიც დადოთ ორაგულის სურათი და ასევე რეცეპტიც.
აგერ გახლავთ იმ თემის ლინკი:

https://forum.ge/?f=82&showtopic=35123009

Posted by: Blackmatter 19 May 2020, 20:12
QUOTE (FANNIE @ 18 May 2020, 15:17 )
ბარდის მწვანე ნაყინი გიჭამიათ ოდესმე?

ხვალ დაქალების დატროლვას ვაპირებ. დაბლენდერებული მწვანე ბარდის კრემ სუპი შევდგი საყინულეში, შეუკმაზავი ოდნავ შაქრით ფავატკბე და ჩავასხი ფორმებში, ვაშლის ნაყინია ვითომ ავოკადოსთან ერთად, უნდა გავუტანო დესერტად და მაინტერესებს რომელი მიხვდება პირველი რომ ვეკაიფები ტიპებს lol.gif


ჰაიმეეე


ვხარხარეეებ lol.gif



იქნებ ალერგია აქვს რომელიმეს ბარდაზე? user.gif

Posted by: italiashka 19 May 2020, 20:50
როგორ მომნატრებია ფორუმზე შემოსვლა, გკითხულობთ და ვერ დაგეწიეთ smile.gif
რატომღაც ვერ ვიცლიდი ხოლმე აქ შემოსასვლელად და იმედია გამოვსწორდები smile.gif)))
დღეს არა მაგრამ, რამოდენიმე დღის წინ მოვამზადე ნიოკი ბოლონეზეს სოუსით, ნიოკი ბევრი გამოვიდა და ამიტომ ნაწილი გავყინე და მერე უბრალოდ პომიდვრის სოუსით მოვამზადე (მე პომიდვრის სოუსით მირჩევნია)

user posted image

ეს ბოლონეზე
user posted image

ესეც პომიდვრის სოუსით

user posted image

მანამდე რავიოლი მოვამზადე, ფორმა ძალიან არ გააკრიტიკოთ, პირველი ცდა იყო smile.gif)

user posted image

Posted by: Blackmatter 19 May 2020, 21:39
italiashka

ეს ნიოკი რა არის? კარტოფილი და ცომი?

Posted by: italiashka 19 May 2020, 21:44
Blackmatter
ნიოკი არის პასტის ერთგვარი სახეობა, რომელშიც ხორბლის ფქვილის გარდა გარეულია მოხარშული კარტოფილი.
1 კგ კარტოფილი,
300 გრ ფქვილი,
1 კვერცხი,
მარილი.

მოხარშეთ კარტოფილი და სანამ ცხელია მანამ დაჭყლიტეთ, შეურიეთ ფქვილს და შემდეგ ამ მასას შეაზილეთ კვერცხი მარილთან ერთად.

რბილ ცომს მიიღებთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩანგლით დააბრტყელეთ ამ ფორმის მისაღებად.

იხარშება როგორც პილმენი smile.gif ადუღებულ მარილ-წყალში ჩაყრით და რომ ამოტივტივდება - მზადაა.
* * *
ესეც კარანტინის პირველი მერცხალი - პიცა smile.gif))


user posted image

Posted by: Blackmatter 19 May 2020, 22:03
italiashka
ვიცი. ჩვენსკენ გნოჩის ეძახიან და უფრო პატარებს აკეთებენ.

Posted by: SkitterZ 19 May 2020, 22:18
QUOTE (SkitterZ @ 17 May 2020, 11:23 )

user posted image

ასე შემოგირბინეთ და გავედი




Posted by: FANNIE 19 May 2020, 22:22
Blackmatter
QUOTE
იქნებ ალერგია აქვს რომელიმეს ბარდაზე?


შენ გაქვს ალერგია ბარდაზე? შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია პარკოსნებმა?

გამიკეთებია არა ერთხელ ბარდის კრემ სუპი და არავის გაძრობია სული. დღეს დავინდე გოგოები ისედაც უხვად გვქონდა სხვა დესერტები ამიტომ რამდენიმე დღეში აუცილებლად დააგემოვნებენ ბარდის ნაყინს lol.gif

პ.ს. წინდახედული ვარ და სახლში ოფისში და ყველა მეგობრის მანქანაში მიყრია დექსამეტაზონის ამპულები. ვადებსაც ვაკონტროლებ 2021 ში მიწევს დაცვლა lol.gif

Posted by: sweetAppletree 19 May 2020, 22:25
SkitterZ
პანა კოტას მოტივებზე პუდინგი გამომივიდა
givi.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გამასქელებელი ვერ ვიშოვე

Posted by: Blackmatter 19 May 2020, 22:32
FANNIE

არ ვარ ალერგიული.
უბრალოდ ეგეთ მაკვარანცხობებს ვერ ვიტან.
rolleyes.gif

Posted by: FANNIE 19 May 2020, 22:53
Blackmatter
QUOTE
უბრალოდ ეგეთ მაკვარანცხობებს ვერ ვიტან.

გაგიმართლა ჩემნაირი მეგობრები თუ არ გყავს. ტაკ ძერჟაწ! lol.gif


Posted by: italiashka 20 May 2020, 00:22
QUOTE (Blackmatter @ 19 May 2020, 22:03 )
italiashka
ვიცი. ჩვენსკენ გნოჩის ეძახიან და უფრო პატარებს აკეთებენ.

სად ეძახიან გნოჩის? Gnocchi ასე იწერება ნამდვილად, მაგრამ იტალიურად იკითხება როგორც ნიოკი.

პატარებია საკმაოდ, ფოტოში ჩანს დიდი. პენეზე პატარაა ზომაში რეალურად.

Posted by: SkitterZ 20 May 2020, 00:29
sweetAppletree
ეეეეეეეეეეეეეეეეეეე <3 რა ლამაზიააა და რამდენიიი, მე 3 ჭიქა ძლივს გამოვიყვანე მაშინ.

ყოჩაღ love.gif love.gif

გამასქელებელი, ჟელატინი??? როგორ შეადედე აბა ერთმანეთში რომ არ აირია ისე

Posted by: sweetAppletree 20 May 2020, 01:47
QUOTE (SkitterZ)
ყოჩაღ

jump.gif
ორი პორციაა და ბევრია biggrin.gif + თეთრი, შავი შოკოლადი. სახამელბელი დავუმატე...
ჟელეთი ვცდი შემდეგში აუცილებლად

Posted by: italiashka 20 May 2020, 10:32
QUOTE (sweetAppletree @ 19 May 2020, 22:25 )
SkitterZ
პანა კოტას მოტივებზე პუდინგი გამომივიდა
givi.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გამასქელებელი ვერ ვიშოვე

ახლა მივხვდი, რატომ ვერ შემოვდიოდი ამ თემაში smile.gif)))
დიეტას მარღვევინებდა ასეთი პოსტები biggrin.gif
eek.gif eek.gif eek.gif

Posted by: kactus 20 May 2020, 10:40
Blackmatter
QUOTE
ვიცი. ჩვენსკენ გნოჩის ეძახიან

თქვენსკენ ეს სად? boli.gif


* * *
ჟელატინები,მელატინები,პანეკოტები... არ ვიცი მე,
მაგის გამკეთებელი არ ვარ.
ჩვეულებრივი კრემი რომ გავაკეთო, ავიღო ჭიქა,ჩავყარო
დამტვრეული ბისკვიტი/პეჩენია,ჩავდო კრემი,
ან,შეიძლება კრემის ნაწილს კაკაოს ფხვნილი შევურიო
და ისიც დავადო,ზემოდან მარწყვითა და გახეხილი
შოკოლადით მოვრთო,გამოვა რამე,წავა დესერტად?

Posted by: italiashka 20 May 2020, 10:57
kactus
QUOTE
გამოვა რამე,წავა დესერტად?

ჩემს ბავშვობაში ჩინურ ტორტად მოიხსენიებდნენ მსგავს დესერტს biggrin.gif
კი, წავა, მიყვარდა ძალიან biggrin.gif

Posted by: Blackmatter 20 May 2020, 12:49
italiashka
kactus
საიდანაც იტალიელებმა წაიღეს.


Posted by: Redial 20 May 2020, 15:38
user posted image

ფუნთუშ-ფუნჩულ-პონჩიკი ^^

Posted by: N°• 20 May 2020, 16:22
italiashka

ცომი , მოხარშული სახით, არანაირად არ მიყვარს და ნიოკი- რავიოლიზე თვალი არ გამექცა, მაგრამ საკარანტინო მერცხალი გამოიყურება სულისშემხუთველად smile.gif))
სოკო, ჩამდნარი მოცარელა და ხორცის ნაჭრები პროშუტოა ?

მახსოვს შენი გემრიელი პოსტები smile.gif

sweetAppletree
OMG
ასეთი მადისაღმძვრელობა სპოილერში რატოა ?! love.gif


Redial

ლე პონჩიკის პონჩიკები გამახსენა და მომინდა ///
უმაგრესად გამოუყურება, იდეალური ზომა, გლუვი ზედაპირი...მმმ
* * *
elchi

უღრმესი მადლობა, შექებისთვის.

საინტერესო შემოთავაზებაა, მაგრამ რეცეპტის სახით, შეიძლება არ იყოს პროფესიონალურად დაწერილი და იყოს, ამ თემაში დავტოვებ.

Posted by: italiashka 20 May 2020, 17:58
Blackmatter
საიდან წაიღეს? smile.gif


N°•
კი პროშუტოა, მაგ დღეს პეპერონიც გავაკეთე, მაგრამ ფოტოს ვერ ვპოულობ. sad.gif
ცომი პურის საცხობს მოვაზელინე პიცის რეჟიმზე და საკმაოდ კარგი და მიმსგავსებული იყო ნამდვილ პიცასთან, უბრალოდ ისე თხლად ვერ გავაბრტყელე, როგორც მინდოდა.
საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა biggrin.gif
შემდეგ ჯერზე მინდა ხელით ვცადო მოზელვა, ვნახოთ რა გამოვა biggrin.gif

Posted by: N°• 20 May 2020, 18:29
italiashka

მეც სიფრიფანა მიყვარსsmile.gif) მაგრამ იმდენად იდეალურია, მაგ მცირე ხარვეზს იტანს!

ცომთან ვმარცხდები, ჯერჯერობით //

არანჩინებს არ აკეთებ?!
ჩემი საყვარელი იტალიური კერძია
love.gif

Posted by: sweetAppletree 20 May 2020, 18:39
QUOTE (italiashka)
მოხარშეთ კარტოფილი და სანამ ცხელია მანამ დაჭყლიტეთ, შეურიეთ ფქვილს და შემდეგ ამ მასას შეაზილეთ კვერცხი მარილთან ერთად.

ნიოკი წინა დღით მოხარშული კარტოფილით უკეთესი გამომდის ხოლმე თითქოს, არადა რეცეპტებში ცხელივე წერია ყველგან

მშვენივრად გამოიყურება, რავიოლიც up.gif


N°•
ღუმელში გამომცხვარ ჭარხალზე უნდა მეთქვა რომ ჰო, მასე მომზადებული (გამომცხვარი) ბოსტნეული მეც მიყვარს, უფრო გემრიელი ხდება.
ყველთან ერთად არ გამისინჯავს. ვნახავ როცა იქნება smile.gif

Redial
up.gif

Posted by: italiashka 21 May 2020, 11:14
N°•
QUOTE
მაგრამ იმდენად იდეალურია, მაგ მცირე ხარვეზს იტანს!


დიდი მადლობა jump.gif

love.gif love.gif love.gif

QUOTE
არანჩინებს არ აკეთებ?!
ჩემი საყვარელი იტალიური კერძია


ადრე უფრო ხშირად ვაკეთებდი ხოლმე, ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია, ცოტა ცხიმში შემწვარ რაღაცეებს ვერიდები ბოლო 2-3 წელია.

კაი გამახსენე, ჩემს ქმარს არ გაუსინჯავს და გავაკეთებ აუცილებლად biggrin.gif

sweetAppletree

ცხელი ალბათ იმიტომ წერია რომ უფრო ადვილად ისრისება და უკეთ ერევა ცომში? არ ვიცი მართლა, ადრე სულ ცივით აკეთებდა ხოლმე დედაჩემი, ამჯერად ცხელით ვცადე და ესეც კარგია, მგონი არც აქვს არსებითად დიდი მნიშვნელობა biggrin.gif

QUOTE
მშვენივრად გამოიყურება, რავიოლიც


მადლობა <3 მეც მხოლოდ ვიზუალით ვტკბები biggrin.gif არ დამიჯერებთ, მაგრამ არც ერთი არ მიჭამია, დიეტაზე ვიყავი biggrin.gif

რომ მოვრჩები დიეტას, კიდევ უნდა გავაკეთო რავიოლი და ახალ ლეველზე მინდა ავიდე და კვერცხის გულის რავიოლიც ვცადო biggrin.gif


Posted by: Blackmatter 21 May 2020, 11:22
italiashka
ბალკანეთის ქვეყნებიდან და იქ კი არაბებმა შეიტანეს, არაბეთამდე კი სავარაუდოდ ჩინელებმა.

Posted by: <<ეგოისტკა>> 21 May 2020, 14:39
QUOTE (Master_Nick @ 16 May 2020, 20:06 )
<<ეგოისტკა>>
კარანტინში რა მუზა გეწვია ეგეთი? ვიზუალურად ძალიან მაგრად გამოიყურება, ტკბილეულს არ ვეკარები მაგრამ ამის შემხედვარე არ ვიტყოდი უარს. bis.gif მაგარი ხარ!

ბევრმა თავისუფალმა დრო ჰქმნა ეს ამბავი ნიკ: ))))))


დღეს არა მაგრამ ორი დღის წინ ვქენი..smile.gif)))

user posted image

თევზი ღუმელში გამოვაცხვე ჩერისთან ერთად.. კარტოფილს მწვანე ზეთის დრესინგი აქვს..


Posted by: Why_Not 21 May 2020, 15:00
სუპერ თემაა მართლაც, ყოჩაღ თქვენ smile.gif

თუ არ დაიზარებთ, ტორტის კრემის ვარიანტები შეგიძლიათ დამიწეროთ? უფრო მარწყვის ტორტის. ჩვეულებრივი მოხარშული კრემი ვიცი ასე თუ ისე. ვფიქრობ ორნაირი კრემის გამოყენებას - მოხარშული და ათქვეფილი ნაღების. რამე კარგი ვარიანტები თუ იცით ან რეკომენდაციები ამ ორი ტიპის კრემზე, მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: sweetAppletree 21 May 2020, 15:36
QUOTE (italiashka)
მეც მხოლოდ ვიზუალით ვტკბები  არ დამიჯერებთ, მაგრამ არც ერთი არ მიჭამია

user.gif ვიზიარებ

biggrin.gif

QUOTE
რომ მოვრჩები დიეტას, კიდევ უნდა გავაკეთო რავიოლი და ახალ ლეველზე მინდა ავიდე და კვერცხის გულის რავიოლიც ვცადო

up.gif

Posted by: italiashka 21 May 2020, 16:04
Why_Not
QUOTE
ტორტის კრემის ვარიანტები შეგიძლიათ დამიწეროთ?

იმდენად მიყვარს მოხარშული კრემი ტორტში რომ სხვას არც განვიხილავ ხოლმე biggrin.gif

Posted by: Why_Not 21 May 2020, 18:13
italiashka
QUOTE
იმდენად მიყვარს მოხარშული კრემი ტორტში რომ სხვას არც განვიხილავ ხოლმე


მეც, ანუ ჩვეულებრივ, კლასიკურ მოხარშულ კრემს გულისხმობთ? ფქვილი, შაქარი, რძე, კარაქი (ზოგი კვერცსაც უმატებს).

მაშინ ძალიან გემრიელი მოხარშული კრემის რეცეპტი დამიწერეთ smile.gif

Posted by: ხიხო 21 May 2020, 22:48
<<ეგოისტკა>>

ხაჭაპურის თემაში გიდევს ხაჭაპურის სურათები
გეხვეწები ცომის რეცეპტი მასწავლე და გამოცხობის ამბებიც გრადუსი ტაფა ღუმელი თონე
გაიხარე მადლობა


Posted by: italiashka 22 May 2020, 17:13
ისევ იტალიური სამზარეულო პასტა რიზონი პომიდვრის სოუსით. ბაზილიკი არ მქონდა და ჩვენებური რეჰანით ჩავანაცვლე. user posted image

Posted by: sweetAppletree 23 May 2020, 18:56
italiashka
რიზოტო მოგიმზადებია? რომელიღაც ერთი სოკო უნდა ხო მგონი, ქვის სოკო... მაგრამ ქართულად არ ქვია ასე, ვერ მოვძებნე.

ან სხვა რომელი მოუხდება?

Posted by: Blackmatter 24 May 2020, 01:01
Why_Not
QUOTE
რამე კარგი ვარიანტები თუ იცით ან რეკომენდაციები ამ ორი ტიპის კრემზე, მადლობელი დაგრჩებით.

სავსეა ეს თემები მოხარშული კრემით.
მიხარია, მადლობელი რომ მრჩები.

Posted by: sopo_sopooo 24 May 2020, 22:00
პირველი ცდა. წარმატებული შედეგით ))))


სახლური მარწყვის ტორტი

user posted image

user posted image

Posted by: thug 25 May 2020, 05:34
user posted image

....

Posted by: გუგო 25 May 2020, 13:38
QUOTE
დღეს გავაკეთე

იდეაში რავიოლი ))
ნოთ ბედ ნოთ ბედ biggrin.gif
user posted image

Posted by: <<ეგოისტკა>> 25 May 2020, 13:42
ხიხო
ცოტა გვიან ვნახე კითხვა, მაგრამ იმედია გამოგადგებაsmile.gif)

ფქვილი - რასაც შეიზელს
მარილი - 1/4 ჩკ
სოდა - 1 ჩ/კ
მაწონი - 1 ქილა
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი ან მარგარინი - 250 გრ.


მოვათავსოთ ჯამში 2 კვერცხი, 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით და შემდეგ გამოვიყენოთsmile.gif





Posted by: Master_Nick 25 May 2020, 13:55
sopo_sopooo
მაგარი ტორტია, ბრავო up.gif ეგეთი სახლში გაკეთებული მარწყვის ტორტი სულ სხვაა, ბევრი მარწყვით. აბა საკონდიტროებში ნაყიდ ტორტში მარწყვი მხოლოდ ზემოდან არის და გაჭრილ ნაჭერში საძებნელია wink.gif

Posted by: <<ეგოისტკა>> 25 May 2020, 15:10
Master_Nick
ლიკას ტორტი იყიდე ნიკ სულ მარწყვი და კენკრააsmile.gif)


sopo_sopooo
ჩემს ყავას როგორ მოუხდებოდა ეხლა ეგ ტორტი ❤

ყოჩაღ..!



გუგო
მშვენიერიაsmile.gif)

Posted by: გუგო 25 May 2020, 20:20
<<ეგოისტკა>>
მადლობა bis.gif bis.gif

Posted by: sopo_sopooo 25 May 2020, 23:41
Master_Nick

მადლობა შექებისთვის rolleyes.gif

მართალია ცოტა დახვეწა უნდა, მაგრამ შემდეგისთვის დავხვეწავ ))))

<<ეგოისტკა>>

არც ეს გაქყენდა ყავასთან ერთად chups.gif

user posted image

Posted by: Master_Nick 25 May 2020, 23:48
sopo_sopooo
არაფერი სჭირს დასახვეწი ისე გემრიელად გამოიყურება, ეს ბოლო ნამუშევარიც ალუბლებით ძალიან გემრიელი უნდა იყოს.

<<ეგოისტკა>>
გამიგია ლიკას ტორტები, გავითვალისწინებ აუცილებლად 2kiss.gif

Posted by: SkitterZ 26 May 2020, 18:43
user posted image

პასტა ტომატის და ბაზილიკის სოუსით chups.gif

Posted by: italiashka 27 May 2020, 11:00
QUOTE (SkitterZ @ 26 May 2020, 18:43 )
user posted image

პასტა ტომატის და ბაზილიკის სოუსით chups.gif

არა-ნაღებიან პასტებში ჩემი ფავორიტია, 15 წუთში მზადაა თავიან-ბოლოიანად და თან უგემრიელესი cry.gif cry.gif cry.gif

გუშინ ქმარიკოს იუბილე იყო და აი, ჩემი გუშინდელი შემოქმედება- ამჯერად მეც ვჭამე (კალორიულობაც კი დავთვალე gigi.gif gigi.gif gigi.gif )

user posted image


ვინმეს ოდესმე თუ გამოადგება, ტირამისუს ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე:

ტირამისუ:
კალორია 245
ცილა 4.8
ცხიმი 13.6
ნახშირწყალი 27.3

Posted by: SkitterZ 27 May 2020, 11:38
italiashka
აუ კი cry.gif

და მართლა სულ იტალიურებს აკეთეეეეეეეეებ რა მაგარია help.gif

Posted by: italiashka 27 May 2020, 11:44
SkitterZ

ახლა რაც სახლიდან ვმუშაობ, ხშირად ვაკეთებ, მანამდე ცოტა ვზარმაცობდი biggrin.gif

ხვალ ლაზანიას გაკეთებას ვაპირებ biggrin.gif

Posted by: SkitterZ 27 May 2020, 15:02
italiashka
მეც მასე, სახლში ჯდომამ მაჩვენა რომ შემძლებია თურმე ყველაფერი.
QUOTE
ხვალ ლაზანიას გაკეთებას ვაპირებ

უფ love.gif გვაჩვენე აუცილებლად

ყაბაყი, ბადრიჯანი და პამიდორი ჩაწყობილი გვერდი-გვერდ და ზემოდან არაჟნის და ბაზილიკის (ყველაფერში ვტენი უკვე, ისე აპატიოსნებს გემოს biggrin.gif ) სოუსი და ყველი bis.gif
user posted image
user posted image

Posted by: italiashka 27 May 2020, 15:23
SkitterZ
QUOTE
ყაბაყი, ბადრიჯანი და პამიდორი ჩაწყობილი გვერდი-გვერდ და ზემოდან არაჟნის და ბაზილიკის (ყველაფერში ვტენი უკვე, ისე აპატიოსნებს გემოს  ) სოუსი და ყველი


ბაზილიკი ჩემი შეყვარებულია, ისე მიყვარს მართლა ყველაფერს ვატან biggrin.gif ეხლა დათესილი მაქვს ქოთანში და ველოდები, როდის ამოვა.

ესეთი რაღაცეები თუ გიყვარს, რატატუი გაგიკეთებია როდისმე? მე ძალიან მომწონს, უბრალოდ იმას ყველი არ უნდა, თუმცა რომც დაუმატო, ძალიანაც მოუხდება. biggrin.gif

უი, არაჟანიცო, ვერ დავაფიქსირე თავიდან biggrin.gif

Posted by: SkitterZ 27 May 2020, 15:44
italiashka
მე ხმელი ბაზილიკი მაქვს და მეც მიყვარდება ნელ-ნელა biggrin.gif
QUOTE
ეხლა დათესილი მაქვს ქოთანში და ველოდები, როდის ამოვა.

მწვანილეულობა მეც უნდა დავთესო ეზოში, დავადგამ იმედი მაქვს თავს ოდესმე biggrin.gif
რატატუის რეცეპტებს ვუყურებდი გუშინ სხვათაშორის და არ მქონდა ყველა პროდუქტი და მერე გავაკეთე ეს, ვითომ მსგავსი biggrin.gif არ გამიკეთებია რატატუი და უნდა ვცადო აუცილებლად <3

Posted by: italiashka 27 May 2020, 15:50
SkitterZ
რატატუი არის ძალიან კარგი! აი სანამ პირველად გავაკეთებდი, მეგონა, რა უნდა იყოს, აჯაფსანდალის დავარცხნილი ვარიანტია თქო. მაგრამ არა, სულ სხვაა, აი არომატები აქვს ისეთი, ისეთი! მმმ...

ზოგ რეცეპტში არაა გათვალისწინებული და ბულგარული წიწაკა (რომელიც ტომატის სოუსში უნდა) აუცილებლად გამოაცხე წინასწარ ღუმელში და მერე რამდენიმე წუთით რამე ჯამში ჩადე და საკვები ცელოფანი გადააფარე, მერე გააცალე კანი, შებოლილის არომატს აძლევს და სულ სხვაა.


QUOTE
ხმელი ბაზილიკი მაქვს


ხმელსაც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ცოცხალს მაინც ბევრად უკეთესი არომატი აქვს, თან ძალიან ადვილი მოსაყვანია და ფაქტიურად მთელი წელი შეგიძლია გქონდეს ხასხასა ბაზილიკი <3

Posted by: SkitterZ 27 May 2020, 16:58
italiashka
აუ ლამის გავვარდე ახლა პროდუქტებზე biggrin.gif კი კი ბულგარული მეც ვნახე რეცეპტში ღუმელში გამომცხვარი და უფ ნეტა რა განსხვავებაათქო ვიფიქრე და აწი მასე ვიზამ მეც.

QUOTE
აი სანამ პირველად გავაკეთებდი, მეგონა, რა უნდა იყოს, აჯაფსანდალის დავარცხნილი ვარიანტია თქო

lol.gif მეც მასე ვფიქრობ user.gif
ისე ვმოტივირდი, რომ აუცილებლად გავაკეთებ ამ დღეებში love.gif

Posted by: Master_Nick 27 May 2020, 20:46
QUOTE (SkitterZ @ 27 May 2020, 15:02 )
italiashka
მეც მასე, სახლში ჯდომამ მაჩვენა რომ შემძლებია თურმე ყველაფერი.
QUOTE
ხვალ ლაზანიას გაკეთებას ვაპირებ

უფ love.gif გვაჩვენე აუცილებლად

ყაბაყი, ბადრიჯანი და პამიდორი ჩაწყობილი გვერდი-გვერდ და ზემოდან არაჟნის და ბაზილიკის (ყველაფერში ვტენი უკვე, ისე აპატიოსნებს გემოს biggrin.gif ) სოუსი და ყველი bis.gif
user posted image
user posted image

ძალიან გემრიელად გამოიყურება up.gif

Posted by: გუგო 27 May 2020, 21:15
QUOTE
დღეს გავაკეთე

ოსპის წვნიანი popcorn.gif
user posted image

Posted by: tavadze 27 May 2020, 23:54
italiashka
QUOTE
ტირამისუ:

ამის რეცეპტი შეიძლება?
პ.ს. რატატუი მართლაც კარგი რამეა.
QUOTE
ეხლა დათესილი მაქვს ქოთანში და ველოდები, როდის ამოვა.

მეც დავთესე სოფელში, მაგრამ არ ამოვიდა. sad.gif არც სხვა რამეები არ ამოვიდა, თუმცა რეჰან-საშკვლამ-ქონდარი ნაყიდი ნერგებით ჩავანაცვლე, ბაზილიკს კი დასავლეთში ვერ ვიშოვი, გამორიცხულია.
QUOTE
ბულგარული წიწაკა (რომელიც ტომატის სოუსში უნდა) აუცილებლად გამოაცხე წინასწარ ღუმელში და მერე რამდენიმე წუთით რამე ჯამში ჩადე და საკვები ცელოფანი გადააფარე, მერე გააცალე კანი, შებოლილის არომატს აძლევს და სულ სხვაა.

იუზერი "რთული" გემახსოვრებათ და იმან ერთხელ აგარაკზე სამეგობროს გაგვიკეთა "ცხელი სალათა": ბულგარული, ბადრიჯანი და პომიდორი მართლაც შეწვა ცეცხლზე. ანუ დააყარა გახურებულ ნაკვერჩხლებზე და მაგრად შეწვა - კანი რომ შეეტრუსა, იმ დონეზე. მერე ყველაფერს გააცალ კანი და დაჭრა წვრილ ნაჭრებად. რა ინგრედიენტებით შეაზავა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ძმარი, ნიორი, ქინძი რომ უქნა, ეგ ნაღდია. უგემრიელესი რამე იყო!
ახლა კი რის დასაწერად შემოვედი... ამ კორონამ გურიაში ჩამკეტა და აქეთ ჩარჩა ჩემი ძმაც, რომელიც 20 წელზე მეტია, რუსეთში ცხოვრობს, პრიმორსკიში, ჩინეთის საზღვარზე. ამ დღეებში ერთ საინტერესო რამეს აკეთებს.
მოკლედ, ნიორთან ვისაც ჰქონია შეხება, ეცოდინება, რომ ის იკეთებს ყვავილს, რომელშიც თესლი მწიფდება. ამ ყვავილს ატეხავენ, რათა ნივრის თავი (საკვებად რასაც ვიყენებთ), დამსხვილდეს ანუ კარგი მოსავალი რომ მიიღონ. არ ვიცი, იმ წატეხილ თავებს საქართველოს სხვა კუთხეებში თუ იყენებენ, მაგრამ ეს ჭკვიანი და კორონას დამმარცხებელი გურულები ვყრიდით. რა ვიცოდი, თურმე რამხელა სიაბდლეს ვაკეთებდი! biggrin.gif ჩემმა ძმამ გააკეთა, როგორც იქ აკეტებენ თურმე - ეს ღეროები დაჭრა მოკლე-მოკლედ და მოშუშა ზეთში, ნიორში, ხახვსა და სტაფილოში. ცხადია, მარილი და წიწაკა - თავისთავად, და რას ჭამ უკეთესს! up.gif
მოკლედ, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ამიერიდამ ამფერ სიაბდლეს აღარ გავაკეთებ და იმ ტავებს არ გადავყრი არასოდეს. biggrin.gif იქ თურმე ამწნილებენ კიდეც.
ისე კი იქ გვიმრასაც ამწნილებენ და ფხალადაც აკეთებენო და მწნილი ძალიან ძვირიც ღირს და მოთხოვნადიც არისო.

Posted by: SkitterZ 28 May 2020, 09:56
Master_Nick
user posted image

მადლობა love.gif

Posted by: italiashka 28 May 2020, 12:56
tavadze
QUOTE
ამის რეცეპტი შეიძლება?

კი აუცილებლად,ოღონდ საღამოს დაგიწერ, ახლა სტომატოლოგთან გავრბივარ sleep.gif

QUOTE
ნიორთან ვისაც ჰქონია შეხება, ეცოდინება, რომ ის იკეთებს ყვავილს, რომელშიც თესლი მწიფდება. ამ ყვავილს ატეხავენ, რათა ნივრის თავი (საკვებად რასაც ვიყენებთ), დამსხვილდეს ანუ კარგი მოსავალი რომ მიიღონ. არ ვიცი, იმ წატეხილ თავებს საქართველოს სხვა კუთხეებში თუ იყენებენ, მაგრამ ეს ჭკვიანი და კორონას დამმარცხებელი გურულები ვყრიდით. რა ვიცოდი, თურმე რამხელა სიაბდლეს ვაკეთებდი!  ჩემმა ძმამ გააკეთა, როგორც იქ აკეტებენ თურმე - ეს ღეროები დაჭრა მოკლე-მოკლედ და მოშუშა ზეთში, ნიორში, ხახვსა და სტაფილოში. ცხადია, მარილი და წიწაკა - თავისთავად, და რას ჭამ უკეთესს!
მოკლედ, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ამიერიდამ ამფერ სიაბდლეს აღარ გავაკეთებ და იმ ტავებს არ გადავყრი არასოდეს.  იქ თურმე ამწნილებენ კიდეც.
ისე კი იქ გვიმრასაც ამწნილებენ და ფხალადაც აკეთებენო და მწნილი ძალიან ძვირიც ღირს და მოთხოვნადიც არისო.



ვაა რა საინტერესოა, არასდროს მიცდია, გემო როგორი აქვს? წაუნივრებს? მე ზოგადად მიყვარს ნიორი და ნივრიანი კერძები smile.gif გურია და გურულებიც (იტალიელობას კი ვიბრალებ, მაგრამ მწარე (უმწარესი) გურული ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )

Posted by: lilu777 28 May 2020, 22:22
მოკლედ სულ მინდა აქ რამე დავდო რასაც ვაკეთებ. გემრიელი კი გამომდის მაგრამ ისეთი ვიზუალი აქვს ხოლმე მრცხვენია smile.gif

Posted by: holden kolpildi 29 May 2020, 20:53
QUOTE (italiashka @ 19 May 2020, 21:44 )
Blackmatter
ნიოკი არის პასტის ერთგვარი სახეობა, რომელშიც ხორბლის ფქვილის გარდა გარეულია მოხარშული კარტოფილი.
1 კგ კარტოფილი,
300 გრ ფქვილი,
1 კვერცხი,
მარილი.

მოხარშეთ კარტოფილი და სანამ ცხელია მანამ დაჭყლიტეთ, შეურიეთ ფქვილს და შემდეგ ამ მასას შეაზილეთ კვერცხი მარილთან ერთად.

რბილ ცომს მიიღებთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩანგლით დააბრტყელეთ ამ ფორმის მისაღებად.

იხარშება როგორც პილმენი smile.gif ადუღებულ მარილ-წყალში ჩაყრით და რომ ამოტივტივდება - მზადაა.
* * *
ესეც კარანტინის პირველი მერცხალი - პიცა smile.gif))


user posted image

cry.gif
აუუ რა გემრიალდა გამოიყუება ნერწყმა დამახრჩო user.gif

Posted by: tavadze 30 May 2020, 01:18
italiashka
QUOTE
ვაა რა საინტერესოა, არასდროს მიცდია, გემო როგორი აქვს? წაუნივრებს?

საქმეც ეგაა, რომ არავითარი სიმწარე და ნიორის გემო! ეტყობა, მაგ დროს ის ახალამოსული ყლორტია ნაზი და სხვა გემოსი - ძაან კარგი გემო აქვს.
არადა, მე სხვა ჯიშის ნიორი მაქვს - ხახვივით მრგვალი, უკბილო, ქართულზე ბევრად მწარე და ცხარე. მართალია, ამ ბოლოს კი დაიწყო კბილების გაკეთება (ეტყობა, დამტვერვამ, გარემომ იქონია გავლენა), თუმცა ჩვეულებრივზე 2-3-ჯერ დიდი კბილები აქვს. ნიორი მეც ძალიან მიყვარს საჭმელებში, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს გემოს - ბევრს უთქვამს (მათ შორის - გურულიქალსაც), სხვანაირად აცოცხლებს საჭმელსო. ამის მიუხედავად, ისე ნედლად მოთუშულში არ იგრძნობა სიცხარე.
QUOTE
გურია და გურულებიც (იტალიელობას კი ვიბრალებ, მაგრამ მწარე (უმწარესი) გურული ვარ

ფრიად სასიამოვნოა! up.gif up.gif

Posted by: sophka 30 May 2020, 17:40
ჰეი-ჰეი, როგორ ხართ?
შოკოლადის დღე მაქვს.
ეს დღეს, შოკოლადის კექსი

user posted image

და ეს ცოტა ადრე, ნამცხვარი სპარტაკი))
user posted image

Posted by: DORO 30 May 2020, 18:11
sophka
QUOTE
შოკოლადის დღე მაქვს.
ეს დღეს, შოკოლადის კექსი

ჩაიზე სამი ნაჭრის ერთად ჭამის ვიდზე დგას

QUOTE
და ეს ცოტა ადრე, ნამცხვარი სპარტაკი))

ეგეც

lol.gif

Posted by: sophka 30 May 2020, 18:39
DORO
ტკბილს აღარ ჭამდი და მოგინდა უცებ?
lol.gif
ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, ნოტიო და მსუბუქი.


Posted by: DORO 30 May 2020, 18:48
sophka
QUOTE
ტკბილს აღარ ჭამდი და მოგინდა უცებ?

ხო. გაიარა მაგ პერიოდმა და ისევ დავიწყე
რომც არ დამეწყო ახლა მოვინდომებდი biggrin.gif biggrin.gif



Posted by: sophka 30 May 2020, 18:57
DORO
rolleyes.gif ჰოო

2kiss.gif

Posted by: tavadze 31 May 2020, 10:33
sophka - ამას ჰქვია კანტროლკა! biggrin.gif up.gif

Posted by: sophka 31 May 2020, 14:43
tavadze
rolleyes.gif

მადლობაა.

Posted by: soccer28 31 May 2020, 15:48
QUOTE
ესეც კარანტინის პირველი მერცხალი - პიცა

up.gif up.gif up.gif

Posted by: Windmühle 31 May 2020, 16:31
user posted image

user posted image

გებჟალია-სოუსის მოსხმამდე
და ჩემი ბავშვობის რეცეპტით-სნიკერსი.
სადაც ბეზეა გარეული, მიყვარს ყველაფერი .

Posted by: Master_Nick 2 Jun 2020, 14:08
Windmühle
გებჟალია ძალიან კარგად გამოიყურება up.gif დიდი ხანია არ მომიმზადებია, არადა საზაფხულოდ იდეალურია.

Posted by: italiashka 2 Jun 2020, 17:46
tavadze
QUOTE
რეცეპტი შეიძლება?

ძალიან დაგიგვიანე რეცეპტი, მაპატიე user.gif

ბავშვის და ქმრის დაბ დღეები მქონდა წინა კვირაში და ყურებზე ვიდექი ფაქტიურად biggrin.gif

ბარემ ისე დავწერე რომ ცოტას შევალამაზებ და ბლოგზე გავუშვებ biggrin.gif ამიტომ თქვენობითი ფორმა არ შეიმჩნიო biggrin.gif

Tiramisu help.gif

ყველი მარსკარპონე - 500 გრ, 

სავოიარდის ორცხობილა - 400 გრ (48 ცალი, ანუ 2 შეფუთვა)

კვერცხი - 6 (აუცილებლად ახალი)

შაქარი - 200 გრ. 

კაკაო 1 კოლოფი,

ყავა ესპრესო  - 300 გრ




წინასწარ მოამზადეთ ყავა, გემოვნებისამებრ დაატკბეთ და დიდ ჯამში ჩაასხით, გაითვალისწინეთ, რომ სავოიარდები უნდა დაასველოთ ამ ყავაში. 

გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან და კვერცხის გულები ცალკე გათქვიფეთ შაქრის ნახევართან ერთად. თქვიფეთ გათეთრებამდე. 

შეურიეთ მასკარპონე აღნიშნულ მასას და მოურიეთ (სასურველია ხის კოვზით), ძალიან ფრთხილად და ნელა მოურიეთ რომ სტრუქტურა არ გაუფუჭდეს. 

კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ ღრუბლის მაგვარი მასის მიღებამდე (ჭურჭლის გადმობრუნებისას არ უნდა გადმოვიდეს);

მიღებული მასა შეურიეთ მასკარპონეს მასას და ისევ ფრთხილად ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. 

ფორმაზე ცოტა კრემი წაუსვით, შემდეგ დაალაგეთ სათითაოდ ყავაში ამოვლებული სავოიარდის ორცხობილების ნახევარი. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ
უნდა დაასველოთ, რომ არ დაიშალოს. (ზუსტად 2 წამი ყავაში გაჩერება, საკმარისია)

პირველ ფენა სავოიარდის რომ დაალაგებთ, დაასხით კრემის ნახევარი და მოასწორეთ ზედაპირი, დააყარეთ კაკაო თხელ ფენად. 

გაიმეორეთ 6 და 7 საფეხურები და ისევ მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. 

შედგით მაცივარში 8-12 საათით.

Posted by: Blackmatter 3 Jun 2020, 02:09
ლობიოს სპაგეტი მოვხარშე. ღორის სოსისი ჩავჭერი მოთუშულ ხახვში, მერე ტომატი, ქონდარი, მარილი, მწვანე ხახვიც მივამატე და ეგ იყო ჩემი სადილი. დესერტად საზამთრო.

Posted by: °•:-° 3 Jun 2020, 05:05
user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
საკუთარი ხელით, სახლში დამზადებული მაწონი მეგობარმა მომართვა, "მაწვნის დედა" საქართველოდან გამოუგზავნეს smile.gif)) კეცი არ მქონდა და მჭადს ერთი საათი ვწვავდი ტაფაზე, უცხიმოდ.
კნატუნა გამოვიდა smile.gif))

იტალიური სოსისი, კუპატივით და სწრაფი აჯაფსანდალ-რაგუ : ცუკინი, სტაფილო, მწვანე ლობიო...

Posted by: tavadze 4 Jun 2020, 00:20
italiashka
QUOTE
ძალიან დაგიგვიანე რეცეპტი, მაპატიე

ბავშვის და ქმრის დაბ დღეები მქონდა წინა კვირაში

რისი ბოდიში - საპატიო მიზეზი გქონია. biggrin.gif up.gif
ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოს ორივე და ირგვლივ ყველა.
რეცეპტისთვის დიდი მადლობა. თითქოს ძნელი არ ჩანს, მაგრამ მაინც მეეჭვება, მაგას შევეჭიდო. biggrin.gif
არადა, საჩემო ჩანს - ნაკლები შაქარით.
°•:-°
QUOTE
იტალიური სოსისი, კუპატივით

იფ - გემრიელობა ჩანს.
მე ჩვენებური კუპატი მაქვს მაცივარში - ჩემმა ძმამ გადადო რუსეთში წასაღებად, მაგრამ ვერ გაასწრო კორონას, ახლა კი როდის წავა, მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის. ახლა ვეღარც წავიღებ, გზაში გაფუჭდებაო და მართალიცაა. უნდა შევაბოლინო და ჰაიდა - ცხელ მჭადთან ერთად ავითვისებთ ადგილზე. biggrin.gif

Posted by: °•:-° 5 Jun 2020, 06:00
tavadze
კუპატის გაფუჭება როგორ შეიძლება, მითუმეტეს ჩვენებურის, უნდა აითვისოთ სასწრაფოდ smile.gif)

მე მიყვარს მეგრული კიდევ, კეცზე რომ ამზადებენ, გაშლილი, ელარჯთან ერთად...

არ არსებობს ქართულ სამზარეულოზე უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი...ასეა ეს! smile.gif)

დღეს მეგობარი მყავდა სტუმრად და იტალიური რესტორნიდან
მოვიტანე, მე არ მომიმზადებია smile.gif)
ჩემი ორი საყვარელი იტალიური კერძი : არანჩინი (rice balls) და eggplant tower + სანგრია გამოვცალეთ . ცხოვრება მშვენიერია smile.gif))

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: italiashka 5 Jun 2020, 10:56
tavadze
QUOTE
თითქოს ძნელი არ ჩანს, მაგრამ მაინც მეეჭვება, მაგას შევეჭიდო.

საერთოდ არ არის ძნელი, მთავარია ცილა კარგად ამოიყვანო და მართლა ფრთხილად გადაურიო რომ სტრუქტურა არ დაკარგოს.

შეგიძლია ნახევარი პორცია გააკეთო, 250 გრამიანი მასკარპონეებიც არის, თან მოსინჯავ ძალებს და თან ბევრიც არ იქნება.

ჩვენ სტუმრებს ველოდებოდით და იმიტომ გავაკეთეთ ამდენი. 12 მოზრდილი ან 16 საშუალო ნაჭერი გამოდის ამ რეცეპტით biggrin.gif

QUOTE
ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოს ორივე და ირგვლივ ყველა.

დიდი მადლობა love.gif



მეგობრებო, შვრიის ორცხობილის რეცეპტი ხომ არ გაქვთ ვინმეს გამოცდილი? კრაწუნა მინდა უფრო, დიდი ბუთხუზა ორცხობილები არა, უფრო თხელი ვარიანტი მინდა.
* * *
QUOTE (°•:-° @ 5 Jun 2020, 06:00 )

ჩემი ორი საყვარელი იტალიური კერძი : არანჩინი (rice balls) და eggplant tower + სანგრია გამოვცალეთ . ცხოვრება მშვენიერია smile.gif))

user posted image

user posted image

user posted image

შემდეგ Cheat day-ზე არანჩინი უნდა გავაკეთო აუცილებლად, ისე მომინდა user.gif

Posted by: Blackmatter 5 Jun 2020, 17:36
დაილოცოს იუთუბი. ლობიანს ვაცხობ.

Posted by: °•:-° 5 Jun 2020, 19:11
italiashka
მე ვერ ვრისკავ არანჩინების მომზადებას, მგონია, რომ არ გამომივა იდეალური ბურთები და ჩამეშლება///
ატვირთე, ფლზ, ფოტოც და შენებური რეცეპტიც, მერე :*

პ.ს. ზედმიწევნით კარგად იცნობ იტალიურ სამზარეულოს^^ სტეიკისმაგვარი არაფერი აქვთ?! Beef რომ იყოს, სიამოვნებით დავაგემონებდი smile.gif)

Posted by: masai11 7 Jun 2020, 22:54
ჩანახი თუ გაგიკეთებით ვინმეს?
როგორი გამოგივიდათ?
რას იტყვით, ღირს მაგ კერძე დროის, თანხის და ენერგიის დახარჯვა?

Posted by: °•:-° 7 Jun 2020, 23:13
ჩემი ლანჩი : ომლეტი და სახლური, უგაზო ლიმონათი _ცივი წყალი, ყინულები, ლიმონის ნაჭრები და ცოტაოდენი თაფლიsmile.gif)


user posted image


user posted image

Posted by: Master_Nick 7 Jun 2020, 23:18
QUOTE (masai11 @ 7 Jun 2020, 22:54 )
ჩანახი თუ გაგიკეთებით ვინმეს?
როგორი გამოგივიდათ?
რას იტყვით, ღირს მაგ კერძე დროის, თანხის და ენერგიის დახარჯვა?

ჩანახზე ნამდვილად ღირს დროის, თანხის და ენერგიის ხარჯვა. ცხვრის ხორცით მოამზადე აუცილებლად თიხის ქოთნებში wink.gif

Posted by: sweetAppletree 7 Jun 2020, 23:22
QUOTE (°•:-° @ 3 Jun 2020, 05:05 )

user posted image

ასეთი მობრაწული ჭადი მინდა

Posted by: °•:-° 7 Jun 2020, 23:26
sweetAppletree

კაი გამომშრალი და დაჯღანულებია, მე მიყვარს თორემ...აი, შენც გყვარებია biggrin.gif ^^


Posted by: sweetAppletree 7 Jun 2020, 23:35
°•:-°
QUOTE
აი, შენც გყვარებია

მასეთი ჭადი მეგემრიელება, სიმინდის სასიამოვნო მოტკბო გემო კარგად იგრძნობა ხოლმე და გარედან კნატუნა როა კიდე user.gif

Posted by: °•:-° 7 Jun 2020, 23:44
sweetAppletree
ისე აღწერე, ჩემივე გაკეთებული მომანდომეsmile.gif))
Fეტა გამითავდა, თორემ გამოვაცხობდი დღეს, ფქვილი კი მაქვს, აქაური ( ჩვენსას ვერ ჯობს, მაგრამ გაჭირვებისას წავა).

და რამე ფხალი, ოღონდ ცხლად, ჭინჭარი მაგალითად, ცოტა პიტნით და ნიგვზით
user.gif

Posted by: sweetAppletree 7 Jun 2020, 23:49
QUOTE (°•:-°)
Fეტა გამითავდა, თორემ გამოვაცხობდი დღეს, ფქვილი კი მაქვს, აქაური ( ჩვენსას ვერ ჯობს, მაგრამ გაჭირვებისას წავა).

და რამე ფხალი, ოღონდ ცხლად, ჭინჭარი მაგალითად, ცოტა პიტნით და ნიგვზით

რას შემოვდიოდი help.gif მეძინა თითქმის. ახლა კიდე მოშიებული დავრჩი
დილაობით დაგათვალიერებთ ხოლმე biggrin.gif

Posted by: °•:-° 7 Jun 2020, 23:52
sweetAppletree
მაგ ლოგიკით, მე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული უნდა მქონდეს აქ შემოსვლა rolleyes.gif user.gif
ტკბილი ძილი და გემრიელი სიზმრები :*

Posted by: sweetAppletree 7 Jun 2020, 23:56
°•:-°
QUOTE
ტკბილი ძილი და გემრიელი სიზმრები :*

QUOTE
გემრიელი სიზმრები

user.gif

ასევე 2kiss.gif

Posted by: Edity 8 Jun 2020, 10:50
ხალხი რეებს აკეთებთ)) მართლა ყოჩაღ ზოგიერთებს <3
ეხლა რომ სადღაც 15-16 წლის ვიყო და ეს აზროვნება მქონდეს, აუცილებლად დიდი კულინარი გავხდებოდი))
საოცარი, საინტერესო და გემრიელი პროფესიაა 3

user posted image

#ფოტოგანწყობისთვის

Posted by: Windmühle 8 Jun 2020, 15:08
ძააააან მიყვარს ალუჩის ტყემალი jump.gif
შარშან ვერ გავაკეთე, წელს გამოვასწორე :დდდ

user posted image

Posted by: ROLSER 8 Jun 2020, 19:39
°•:-°
QUOTE
იტალიური სოსისი, კუპატივით

წელებითაა ეგაც?

Posted by: Windmühle 11 Jun 2020, 00:55
გადასარევად გემრიელი გამოვიდა jump.gif
გუშინ გავაკეთე უბრალოდ
ალუბლის ვარენიკები კრემ-ყველით love.gif

user posted image

Posted by: Redial 11 Jun 2020, 11:01
Windmühle
მასტერშეფის ინსპირაციაა? ძალიან მომწონს, უნდა ვცადო მეც.
ვარენიკის ცომს ვამატებთ ალუბლის წვენს ხომ? რამე განსხვავებული რეცეპტი ხომ არ სჭირდება?

user posted image

სპაგეტი სოკოთი, ნაღების და პარმეზანის სოუსით.

Posted by: Windmühle 11 Jun 2020, 13:39
Redial
კი, კი, სეზონურად სულ ვაკეთებ, მაგრამ ეხლა ცომის გაფერადება მასტერშეფის მერე ვცადე.

არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი, წყლის მაგივრად წვენით მოვზილე და ვსო.

სოკო სადაცააა ყველაფერი მიყვარს love.gif

Posted by: Malena_ 11 Jun 2020, 17:54
Redial
QUOTE
სპაგეტი სოკოთი, ნაღების და პარმეზანის სოუსით.

დაგვიწერე რეცეპტი გთხოვ user.gif

Posted by: ხიხო 11 Jun 2020, 19:37
QUOTE
ალუჩის ტყემალი



jump.gif

Posted by: Blackmatter 11 Jun 2020, 20:35
Windmühle
ეგ რა კაი იდეაა. ცომის გაფერადება ალუბლის წვენით პირველად გავიგე და ალუბალი მიყვარს ძალიან.

Posted by: Windmühle 12 Jun 2020, 16:15
Blackmatter
შავი ბალიც გავურიე ოღონდ, მარტო ალუბალი არაა.
ისე ჭარხლით ყველაზე კარგი ფერი გამოდის როგორც მიხვდი, უბრალოდ მე ჭარხალი არ მიყვარს .

Posted by: •N°• 13 Jun 2020, 03:10
user posted image


user posted image

Posted by: ხიხო 13 Jun 2020, 13:45
•N°•

up.gif

Posted by: •N°• 13 Jun 2020, 18:37
ხიხო

მადლობა smile.gif

საუზმე:
მოხალული მიუსლი_ ბერძნული იოგურტით, მარწყვით და ნიგვზის გრანულებით.

user posted image


user posted image

Posted by: italiashka 15 Jun 2020, 12:11
როგორ ხართ, მეგობრებო? smile.gif

ცოტა ვიზარმაცე ეს დღეები, პარასკევს საღამოს აკროშკა გავაკეთე და 2 დღე ვჭამეთ, სიცხეში ცხონებაა biggrin.gif გუშინ საღამოს ისევ გავაკეთე, მგონი შევჯექი lol.gif

ესეთი საზაფხულო წვნიანები რა გიყვართ კიდევ? ცივი, გრილი და გემრიელი biggrin.gif

Posted by: kurt. 15 Jun 2020, 12:16
italiashka
QUOTE
აკროშკა

ეს რა არის? rolleyes.gif
რამე დიეტური კერძები გააძრეთ რა , აი ჭამის შემდეგ ფრეშად და ლაითად რო ვიგრძნო თავი jump.gif

თან ადვილად მოსამზადებელი რო იყოს biggrin.gif


აკროშკა დავგუგლე,
არამგონია მომეწონოს gigi.gif

Posted by: italiashka 15 Jun 2020, 12:48
kurt.
აკროშკა არის ცივი სუპი, ხარშვის გარეშე, მე ვაკეთებ მაწვნით და არაჟნით,
2 ქილა მაწონი (400 გრამიანები), 250 გრ არაჟანი + მორხარშული კარტოფილი 3 ცალი, 3 კიტრი, კამა ძალიან წვრილად დაჭრილი და მწვანე ხახვი.
ეს ყველაფერი აურიეთ და 1 ჭიქა წყალი დაამატეთ, ზოგჯერ 2ს ვამატებ, თვალის ზომით, რომ თხელი არაჟნის კონსისტენცია მივიღოთ.

უი ხო, კვერცხი დამავიწყდა მოხარშული, 3 ცალი წვრილად დაჭრილი

მთელი ღამით მაცივარსი და იდეალურად გრილი და ფრეშ არის, თან 100 გრ-ზე 68 კკალ არის.

biggrin.gif

ზოგი კუბებად დაჭრილ ფილეს ურევს, რუსები ძეხვსაც (ვერ წარმომიდგენია)
* * *
kurt.

QUOTE
რამე დიეტური კერძები გააძრეთ რა , აი ჭამის შემდეგ ფრეშად და ლაითად რო ვიგრძნო თავი


ეხლა ძაან რეკლამასავით არ გამომივიდეს, მაგრამ ინსტაგრამზე ვდებ ხშირად დიეტურ კერძებს და თუ გინდა დააფოლოვე ჩემი გვერდი და საკმაოდ ბევრი ვარიანტი მიდევს smile.gif)))

(10 კგ დავიკელი 2 თვეში)


Posted by: ბურზო 15 Jun 2020, 12:55
italiashka
QUOTE
ეხლა ძაან რეკლამასავით არ გამომივიდეს, მაგრამ ინსტაგრამზე ვდებ ხშირად დიეტურ კერძებს და თუ გინდა დააფოლოვე ჩემი გვერდი და საკმაოდ ბევრი ვარიანტი მიდევს )))

გვინდა :|

Posted by: italiashka 15 Jun 2020, 13:03
ბურზო

https://www.instagram.com/desperatecook/

old.gif old.gif old.gif gigi.gif

სთორებშიც მიდევს რეცეპტები, ფოტოებშიც არის და მინიმუმ 3-4 რეცეპტს ამ კვირაში დავამატებ biggrin.gif

Posted by: ბურზო 15 Jun 2020, 13:27
italiashka
QUOTE
სთორებშიც მიდევს რეცეპტები, ფოტოებშიც არის

ვნახე
ეხლა სამსახურში ვარ და სახლში რომ მივალ უკეთესად ვნახავ biggrin.gif

Posted by: kurt. 15 Jun 2020, 13:53
italiashka
up.gif

popcorn.gif

Posted by: ElChico 16 Jun 2020, 20:16
QUOTE (•N°• @ 13 Jun 2020, 18:37 )


საუზმე:
მოხალული მიუსლი_ ბერძნული იოგურტით, მარწყვით და ნიგვზის გრანულებით.

user posted image


user posted image

ეს ძალიან მაგარი რამეა.
მეც ვაკეტებ ხოლმე ასეთ რარაცეებს ხოლოთ ასე ფოე ფოეებს არა biggrin.gif
* * *
QUOTE (N°• @ 17 May 2020, 03:57 )
thug

ხან კი, ხან არა smile.gif))
უბრალოდ, ტკბილეულს აღარ ვჭამ, ნაყინს, შოკოლადს...


დღეს გავაკეთე :

user posted image


user posted image


user posted image


user posted image


user posted image

შენ გოგო ხარ თუ ბიჭი რა გემრიელ საჭმელებს აკეთებ.

შემთხვევით გასათხოვარიც ხომ არ ხარ? lol.gif

Posted by: •N°• 16 Jun 2020, 23:24
ElChico

მადლობა ^^
დიახ, female ვარ და ბოლო კითხვაზე პასუხი, ამ განყოფილებაში, არაა საინტერესო smile.gif)

Posted by: italiashka 17 Jun 2020, 11:44
სალამი მეგობრებო smile.gif

გრანოლას მომზადებას ვფიქრობ სახლში, რამე რჩევები ხომ არ გაქვთ განსაკუთრებული? ?

როგორც ვიცი ჯობია მსხვილი შვრიით გავაკეთო, ხომ?
გაგიკეთებიათ ვინმეს? ყველა ბლოგერს და ვლოგერს თავისებური რეცეპტი უდევს და რამე ნაცადი ვარიანტი მინდა smile.gif

Posted by: SkitterZ 17 Jun 2020, 20:54
user posted image

მოგესალმებით კულინარცი bis.gif
კაი ხანია არაფერი გამომიმზეურებია (რანაირად იწერება drug.gif )

Posted by: SkitterZ 18 Jun 2020, 02:22
kurt.
დიდად გმადლობ კურტ love.gif


ტარხუნის სუნი უნდა მოდიოდეს ფოტოდან

Posted by: Tiktak 18 Jun 2020, 14:02
user posted image

ბარდის და სტაფილოს კრემსუპი.

Posted by: Tiktak 21 Jun 2020, 15:36
კრემ სუპების კვირეული მაქვს: დღევანდელი ჭარხალის კრემ სუპი: 1 სტაფილო, 2 კარტოფილი, ხახვი ნიორი ზეთი 1 დიდი ჭარხალი. ნიახური ქინძი მარილი, ბოლოს მოსართავად: მუსკატნუსი და არაჟანიuser posted image

Posted by: •N°• 21 Jun 2020, 15:57
Tiktak
რა ლამაზი წითელია smile.gif
მწვანე კრემ-სუპის ფოტო არ გაქვთ ?!ბროკოლის, ვთქვათ smile.gif)




Posted by: Tiktak 21 Jun 2020, 18:15
ბროკოლის დღე ხვალ მაქვს და დავდებ სურათსაც

Posted by: Uzumaki 21 Jun 2020, 19:58
Tiktak
რა მაგარ კრემ-სუპებს დებთ, წინა პოსტიც ვნახე.

Posted by: italiashka 22 Jun 2020, 13:23
QUOTE (Tiktak @ 18 Jun 2020, 14:02 )
user posted image

ბარდის და სტაფილოს კრემსუპი.

რა მაგარია, ამის რეცეპტი შეიძლება?
ბარდას გოგრასთან ერთად ვაკეთებ ხოლმე სეზონზე და სტაფილოთი კარგია? ცოტა მოტკბო გემოსკენ მიყავს?

Posted by: Tiktak 22 Jun 2020, 14:45
•N°•
ესეც ბროკოლი
* * *
user posted image
...........ბროკოლის კრემსუპი
* * *
italiashka
მადლობა
* * *
ვწერ რეცეპტებსაც მაგრამ რატომღაც არ იდება

Posted by: •N°• 22 Jun 2020, 16:30
Tiktak

მომწონს, ცოტა ბაჟეს ჰგავს, ისეთი კონსისტენცია აქვს. რომელი ზეთით არის სერვირებული?


ესეც ჩემი ბროკოლის კრემ-სუპი, ჩედარით და ბეკონით.
ოღონდ დღეს არა, მგონი 2 წლის წინ მოვამზადე smile.gif)

user posted image

Posted by: Frankens†ein 22 Jun 2020, 16:44
თემის კულინარებო, მასტერშეფს უყურებთ ალბათ და თვალს რო იზიდავს ისეთ კერძებს რო აკეთებენ, გიცდიათ სახლში გაკეთება?

Posted by: •N°• 22 Jun 2020, 16:57
Frankens†ein

მასტერშეფს არ ვუყურებ, თუმცა თვალს ვადევნებ ამერიკულ და ბრიტანულ კულინარიულ შოუებს, თერაპიასავით არის ჩემთვის...

ქეთი ბაქრაძე, თეკუნა გაჩეჩილაძე, მერიკო გუბელაძე...კიდე სხვებიც არიან, იუთუბზე უცებ მომიძებნია ხოლმე მომზადების პროცესში მათი ვიდეოები და დამხმარებია.

სურვილი, ინტერესი, მუდმივი განვითარება და პრაქტიკა_ სულ რომ კვერცხს ვერ წვავდე, მოყვარული კულინარი მაინც გამოხვალ smile.gif)

Posted by: thug 22 Jun 2020, 17:14
user posted image

.............

Posted by: Frankens†ein 22 Jun 2020, 17:56
QUOTE (•N°• @ 22 Jun 2020, 16:57 )
Frankens†ein

მასტერშეფს არ ვუყურებ, თუმცა თვალს ვადევნებ ამერიკულ და ბრიტანულ კულინარიულ შოუებს, თერაპიასავით არის ჩემთვის...

რატო არ უყურებთ smile.gif
კულინარიით ვინც არის დაინტერესებული (მაგალითად მე) ძაან საინტერესოა და ვინც კარგი კულინარია (თქვენ - ამ თემის მაცოცხლებლები) მითუმეტეს საინტერესო უნდა იყოს smile.gif

უცხოური კულინარიული გადაცემების ყურება კი კარგია, მაგრამ ქართული იმით ჯობს, რომ აქ ქართული გემოების წინ წამოწევა ხდება.
შეგიძლია გააკეთო რაიმე საერთაშორისო კერძი ქართული გემოს ელემენტებით და უფრო საინტერესო გახადო.

თან უცხოური გადაცემებიდანაც კი მასტერშეფი #1 კულინარიული შოუა.
აქ კი გვყავს თეკუნა, მაგრამ იქ გორდონ რემზი ყავთ biggrin.gif

Posted by: •N°• 22 Jun 2020, 18:29
Frankens†ein

ქართული მასტერშეფი ვიგულისხმე smile.gif

სხვა ქართული კულინარიული შოუები მერჩივნა, სტუმარ-მასპინძლობის ელემენტების თანხლებით, რადგან, ჩვენთვის კულინარია მაინც თავის მოწონება და გაზიარებაა, ვიდრე მხოლოდ საკვების მომზადების ტექნიკური ნიუანსები.

გორდონი მე სხვა ფორმატში უფრო მომწონს...უშუალოდ მის რესტორანშიც მაქვს დაგემოვნებული საფირმო ველინგტონი smile.gif)

ქართული გემოების ერთობლიობა არის სიმფონია, ვერაფერი შეედრება, ვერცერთი კულტურის და ქვეყნის სამზარეულო ♥️

Posted by: Tiktak 22 Jun 2020, 21:12
•N°•
ხო სქელია, მთლად ბაჟესავი არაა, მაგრამ მაინც. ზოგადად ეგეთი კონსისტენციის მომწონს. ..ზეითუნის ზეთითაა.
ძალიან ლამაზია შენი ბროკოლი, მიყვარს თვალს რომ უხარია ეგეთი კერძები.

Posted by: •N°• 23 Jun 2020, 02:55
Tiktak

მადლობა , მეც მიხარია , თუ კარგად გამოიყურება ჩემი ნახელავი smile.gif)

დღეს გავაკეთე:
ბერძნულ იოგურტსა და სანელებლებში დამარინადებული კანგაცლილი ქათმის ხორცი, შემწვარი გრილზე + მწვანე ბოსტნეული_ ცუკინი, ბროკოლი, სატაცური და ბულგარული წიწაკა.

user posted image




* * *
thug

ყვითელი ხორცი ქათამია თუ თევზია? რა შიშხინებს, ვერ მივხვდი smile.gif)

Posted by: thug 23 Jun 2020, 04:20
•N°•

ქათამია
მარინადში იდო და ეგეთ ფერზეა

Posted by: Frankens†ein 23 Jun 2020, 10:04
•N°•
QUOTE
ქართული გემოების ერთობლიობა არის სიმფონია, ვერაფერი შეედრება, ვერცერთი კულტურის და ქვეყნის სამზარეულო ♥️

ზუსტად ამაშია საქმე.
ქართული გემოებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით სასწაულების შექმნა შეიძლება smile.gif



Posted by: Tiktak 23 Jun 2020, 14:44
user posted image
დღეს მაქვს Gnocchi...კეთდება ასე: მოხარშული კარტოფილი, მანი, კვერცხი მარილი. მისცემთ ფორმას და მობრაწავთ. მე ძალიან მიყვარს, ახალი კარტოფილის გემო აქვს კამით თუ მორთავთ.

Posted by: sweetAppletree 23 Jun 2020, 15:26
Tiktak
QUOTE
კრემ სუპების კვირეული მაქვს: დღევანდელი ჭარხალის კრემ სუპი: 1 სტაფილო, 2 კარტოფილი, ხახვი ნიორი ზეთი 1 დიდი ჭარხალი. ნიახური ქინძი მარილი, ბოლოს მოსართავად: მუსკატნუსი და არაჟანი

ტკბილი გამოდის?

გოგრის სუპი მიყვარს, მაგრამ არავინ ჭამს სახლში, ტკბილიაო. არადა არაა

•N°•
Tiktak
ბროკოლის სუპს როგორ ამზადებთ?

QUOTE
დღეს მაქვს Gnocchi...კეთდება ასე: მოხარშული კარტოფილი, მანი, კვერცხი მარილი. მისცემთ ფორმას და მობრაწავთ. მე ძალიან მიყვარს, ახალი კარტოფილის გემო აქვს კამით თუ მორთავთ.

up.gif

Posted by: Strangelove 23 Jun 2020, 16:30
QUOTE (•N°• @ 23 Jun 2020, 02:55 )


დღეს გავაკეთე:
ბერძნულ იოგურტსა და სანელებლებში დამარინადებული კანგაცლილი ქათმის ხორცი, შემწვარი გრილზე + მწვანე ბოსტნეული_ ცუკინი, ბროკოლი, სატაცური და ბულგარული წიწაკა.

user posted image





awwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwwww კაი რა ნინ user.gif

Posted by: Tiktak 23 Jun 2020, 18:24
sweetAppletree
არა სხვათაშორის არაა ტკბილი, არც ბარდასტაფილო და არც ჭარხალი. მე ბევრ სუნელებს ვახმარ ( curry cayenne muskatnuss) და ანეიტრალებს. არაჟანიც თავისას შვება.
ტკბილი არც მე მიყვარს

Posted by: max-14 23 Jun 2020, 19:13
QUOTE
დღეს გავაკეთე:
ბერძნულ იოგურტსა და სანელებლებში დამარინადებული კანგაცლილი ქათმის ხორცი, შემწვარი გრილზე + მწვანე ბოსტნეული_ ცუკინი, ბროკოლი, სატაცური და ბულგარული წიწაკა.

up.gif

Posted by: •N°• 24 Jun 2020, 03:07
sweetAppletree

აუ, ბროკოლის კრემ-სუპის რეცეპტი დამავიწყდა, დიდი ხნის წინ გავაკეთე user.gif :*

Strangelove

ალბათ, სატაცურმა აღგაფრთოვანა, Strange smile.gif)) მახსოვს, რომ ახსენე, მიყვარსო.
დამწყებისთვის არამიშავს, მადლობა ^^


max-14

მადლობა smile.gif


დღეს გავაკეთე, ბრინჯის ფლოვი, ცოტა დიეტურად.

user posted image


Frankens†ein

დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე, ქართული კულინარიული შედევრებიც ისეთივე მოთხოვნადი და პოპულარული გახდება მსოფლიოში, როგორც, ვთქვათ, იტალიური სამზარეულო smile.gif

Posted by: elchi 24 Jun 2020, 06:46
გახსენით რომელიმემ ახალი თემა, დაურთეთ სურათები და რეცეპტები.
ასევე კარგი იქნება გამოკითხვას/პოლსაც თუ გააკეთებთ.

Posted by: italiashka 24 Jun 2020, 11:12
მეგობრებო, ადრე კი დავპოსტე პროდუქტების ძებნაში, მაგრამ დიდად არავინ გამომეხმაურა, იქნებ თქვენ იცოდეთ smile.gif)))

ვისაც მოგიმზადებიათ ალკოჰოლური სასმელები სახლში, ხორბლის კარგი ხარისხის სპირტი სად ვიყიდო? 96 გრადუსიანი.

პანდემიის დროს რეკლამები მხვდებოდა გომის ხორბლის სპირტის და თუ გამოგიყენებიათ ეს სპირტი სასმლის მომზადებისას? ან თუ არა- რომელს მირჩევთ? smile.gif

Posted by: ElChico 25 Jun 2020, 00:50
QUOTE (italiashka @ 24 Jun 2020, 11:12 )
მეგობრებო, ადრე კი დავპოსტე პროდუქტების ძებნაში, მაგრამ დიდად არავინ გამომეხმაურა, იქნებ თქვენ იცოდეთ smile.gif)))

ვისაც მოგიმზადებიათ ალკოჰოლური სასმელები სახლში, ხორბლის კარგი ხარისხის სპირტი სად ვიყიდო? 96 გრადუსიანი.

პანდემიის დროს რეკლამები მხვდებოდა გომის ხორბლის სპირტის და თუ გამოგიყენებიათ ეს სპირტი სასმლის მომზადებისას? ან თუ არა- რომელს მირჩევთ? smile.gif

96 გრადუსი სპირტი დალიე შენ და შეიძლება სპირტზე ჩქარა აორთქლდე.

ნიშადურის სპირტი იკითხე აფთიაქსი შეიძლება იმას ქონდეს 96 გრადუსი.


Posted by: masai11 27 Jun 2020, 16:56
ბადრიჯანს და მისგან მომზადებულ კერძებს ვერ ვიტან სიყმაწვილიდან. აჯაფსანდალი ერთ-ერთი კულინარიული საშინელებაა ჩემთვის.
მაგრამ, პიროვნული განვითარების პონტში გადავწყვიტე, რომ არ შეიძლება საკვებისადმი ასეთი მოძულეობრივ-რასისტული დამოკიდებულება მეთქი.
თანაც ხომ შეიძლება, რომ იმიტომ არ მიყვარს ეს ბადრიაჯნიანი კერძები, რომ მე არ მომიზადებია არასდროს?!
ჰო და ავდექი და მოვამზადე - აი მაეებისაგან

user posted image

აი ეს

user posted image

რავიცირავიცი rolleyes.gif
ალბათ ვერ შევიყვარებ, მაინც.

Posted by: sweetAppletree 27 Jun 2020, 22:05
masai11
ბადრიჯანი უფრო პატარებად დაჭერი და ცალზე შებრაწე ცოტა ზეთში...
კარტოფილი წინასწარ მოხარშე

მეც არ მიყვარს აჯეფსანდალი, მარტო დედაჩემის მომზადებული მომწონს

Posted by: anamaria77 28 Jun 2020, 15:12
დედაჩემის დაბადების დღეა , არის მარხვაზე და გამოვუცხვე სამარხვო ნამცხვარი - კრემია მოხარშული , ქოქოსის რძით .user posted image

Posted by: sophka 28 Jun 2020, 15:15
anamaria77
ვულოცავ დედას smile.gif ჯანმრთელობა და დღეგრძელობა <3


არ ხსნით ახალ თემას?


rolleyes.gif



Posted by: anamaria77 28 Jun 2020, 15:16
sophka მადლობა <3

Posted by: Tiktak 29 Jun 2020, 13:16
დღეს მაქვს კარტოფილის ბურთები იგივე Gnocchi ბაღებში ადნობთ ყველს გრანო პადანო და მოცარელა, იგივე სულგუნი და სულ ეგაა
user posted image

Posted by: gordas 30 Jun 2020, 21:00
anamaria77
სეთინგებში შედი და watermak გაუთიშე ფოტოებს, რათ გინდა მაგ წარწერებს რომ აწერს კუთხეში

Posted by: anamaria77 30 Jun 2020, 23:03
....................... ......................................
* * *
gordas
მადლობა smile.gif))) ვნახავ
* * *
დღეს გამოვაცხვე პიცა -სულგუნით smile.gif)) user posted image

Posted by: italiashka 1 Jul 2020, 17:27
QUOTE (ElChico @ 25 Jun 2020, 00:50 )
QUOTE (italiashka @ 24 Jun 2020, 11:12 )
მეგობრებო, ადრე კი დავპოსტე პროდუქტების ძებნაში, მაგრამ დიდად არავინ გამომეხმაურა, იქნებ თქვენ იცოდეთ smile.gif)))

ვისაც მოგიმზადებიათ ალკოჰოლური სასმელები სახლში, ხორბლის კარგი ხარისხის სპირტი სად ვიყიდო? 96 გრადუსიანი.

პანდემიის დროს რეკლამები მხვდებოდა გომის ხორბლის სპირტის და თუ გამოგიყენებიათ ეს სპირტი სასმლის მომზადებისას? ან თუ არა- რომელს მირჩევთ? smile.gif

96 გრადუსი სპირტი დალიე შენ და შეიძლება სპირტზე ჩქარა აორთქლდე.

ნიშადურის სპირტი იკითხე აფთიაქსი შეიძლება იმას ქონდეს 96 გრადუსი.

ბატონო? givi.gif givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Tiktak 1 Jul 2020, 19:23
დღეს მაქვს პიცა, კორონამდე თუ დავუჯერებთ კართოფილის შეწვაც კი მეზარებოდა, მერჩივნა მშიერს დამეძინა, ვიდრე რაიმე მომემზადებინა. არადა მიყვარს გემრიელად ჭამა, მერე მოვიდა კორონა და ინდური ჩინური გერმანული ქართული იტალიური კერძების კეთება მასწავლა. smile.gif
დღეს მაქვს პიცა კლასიკური იტალიური. ერთი ნახევარი ვეგეტარიანელი (ჩემთვის) მეორე ძეხვით მეგობრისთვის.
სოუსად ვხმარობ არაჟანს შეზავებულს შავი პილპილი, იტალიური სუნელებიანი მარილი და ხმელი ორეგანო.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: anamaria77 2 Jul 2020, 14:33
user posted image ჩემი დღევანდელი დესერტი ♥️

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)