კარგი რა ვითომ არ გინახიათ ეხლა 15 წლის გოგოების გინება
მე კლასელები მყავდა ეგეთი 3-4 გოგო გინებაში ბიჭებს ჯობდნენ
ჩემმა კლასელმა გოგოებმა ისეთი გინებები იცოდნენ ჩვენ ბიჭებს გშურდა
ჩემს უბნებში პურის რიგებში უარესებიც ხდებოდა ფილმში ლაითად იყო გადმოცემული ეგ პურის რიგები
დიალოგი რა 1992 წლების ამბებზე აბა რა დიალოგს ელოდებოდით ?
ასევე ქმრის მიერ ცოლის ცემა ძაან ხშირი იყო და ეხლაც ასეა
გოგონები ერთად შეკრება დაქალთან სახლში და პიანინოზე დაკვრა სიმღერა სიგარეტის მოწევა და ტელეფონზე ვიღაც ტიპზე ღადაობა ზუსტადაც გადმოსცა აქ ეგ 90 ანი წლები ამ ეპიზოდშიც რეჟისორმა
90 ანი წლები მაშინ სხვა გასართობი არ იყო გარდა ქალაქის ტელეფონზე 24 საათი ჩამოკიდება და ვიღაც საწყალ ტიპებს რომ ეღადაოებდნენ სვეცკი და ოხერი გოგოები ეგ ახალი ამბავია თქვენთვის ? ეტყობა არ გიცხოვრიათ 90-ან წლებში
მე შნური ჩაჭრილი მქონდა ქალაქის ტელეფონის სად მქონდა ეგეთი ხულიგანი გოგოების ნერვები
ამ გოგოს ტიპაჟი და პროტოტიპი თითქმის ყველა თბილისის სკოლაში იყო და ასევე უნივერსიტეტშიც
მეც მყავდა კლასელი ასეთი '' თესლი '' გოგო
თავისებურად საყვარელი იყო მარტო მე ვუგებდი მას და მქონდა მისი ატანა
ძალიან ''საზიზღარი'' გოგო იყო და ამ ფილმს რომ ვუყურე და ეგ გოგო ვნახე ის გამახსენდა გარეგნობითაც და ქცევებითაც რაღაცით გავს
ამ ფილმის 1 მინუსი იყო ოპერატორი
დანარჩენი 10 ანზე იყო
ასევე 90 ან წლებში მოდად იყო შეყვარებულისთვის იარაღის ჩუქება და ერთი ტრაგედიაც მოხდა საბურთალოზე 17 წლის გოგო დაიღუპა შეყვარებულმა პისტოლეტი გაამარიაჟა აჩუქა და არ ვიცი როგორ მაგრამ იარაღი გავარდა და ის უმშვენიერესი გოგო დაიღუპა იმ სირი ბიჭის გამო სამწუხაროდ ასეთებიც ხდებოდა მაშინ.
ხო კიდე იარაღის გადაგდება სწორი იყო აბა რა უნდა ექნა რეჟისორს ეს პატარა გოგო მკვლელი გამოეყვანა ? არ იყო ეგ გოგო მკვლელი და ფინალიც სწორი იყო იარაღის მოშორება.
This post has been edited by gray*wolf on 7 Mar 2017, 06:49