#52401682 · 22 Mar 2018, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღრმა თემაა და სჭირდება ანალიზი, ფიქრი, სხვების გამოცდილების გაზიარება, განვლილი წლების კიდევ ერთხელ გადაფასება...
რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, რას ნიშნავს ეს და როგორ ვლინდება ეს ყოველდღიურ წვრილმანებში... თუ არ ექნა სახელმწიფოს ეს იდეოლოგია - ის სახელმწიფო ძალიან მყიფეა და ვერ განვითარდება სახელმწიფოებრივი აზროვნება ნიშნავს, როცა სახელმწიფოს საკუთრებას გაითავისებ როცა იგრძნობ რომ შენ ხარ სახელმწიფო და მისი ნაწილი. და დაყრილი ნაგავი ქუჩაში - ეს ფაქტიურად შენს სახლში დაყრილი ნაგავია.
ადამიანები თუ არ განვითარდნენ სულიერად - ისინი ვერ შექმნიან სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ვერ შექმნიან სახელმწიფოს ხომ გვინდა ყველას განვითარებული საქართველო? რომ მოგვწონს განვითარებული გერმანია - გვავიწყდება, რომ ის "განვითარებული" გერმანია გერმანელებმა შექმნეს და ციდან არ ჩამოვარდნილა
ჯერ ეს - განსჯისათვის
--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
"რევოლუციას ჯობია ევოლუცია, მაგრამ როცა არაა ევოლუცია, სწორედ მაშინ ხდება რევოლუცია."
"კარი გაუღე ცვლილებებს, მაგრამ მათ ნაცვლად ღირებულებებს ნუ დათმობთ." (დალაი ლამა)
|