სალამი მეგობრებო, გადავწყვიტეთ შევქმნათ აგროფორუმი.
ფორუმი იქნება ამ ფორუმის მსგავსი, მხოლოდ ორიენტირებული აგროსფეროზე.
ფეისბუქზე უამრავი აგროსფეროს ჯგუფი არსებობს, რაც გვაფიქრებინებს რომ დაინტერესება ადამიანების ძალიან დიდია. ვგეგმავთ სხვადასხვა მაღაზიებთან თანამშრომლობას, აგრონომებთან, რომლებიც კვირაში ერთხელ წაიკითხავენ ლექციებს ფორუმზე, უპასუხებენ კვითხებს და ა.შ. ასევე ფორუმის წევრებზე გავრცელდება სხვადასხვა ფასდაკლებები აგრომაღაზიებისგან თუ სერვისცენტრებისგან.
აგროფორუმი იქმნება დონაციებით, ამიტომ ვისაც გსურთ მიიღოთ ფორუმის შექმნაში მონაწილეობა შემოგვიერთდით
ასევე გვაინტერესებს რას ფიქრობთ ამ წამოწყებაზე? პროექტი ხორციელდება დონაციებით, ვისაც სურვილი გაქვთ შეუერთდით
10 ლარი დონაცია - ამ პაკეტით თქვენ ხელს უწყობთ აგროფორუმის შექმნას.
100 ლარი დონაცია - ამ პაკეტით თქვენ ხელს უწყობთ ფორუმის შექმნას და ხდებით ფორუმის სუპერ წევრი, მეილის საშუალებით იღებთ ყველა მნიშვენლოვან ინფორმაციას ფორუმის შესახებ. ფორუმი გეგმავს თანამშრომლობას სხვადასხვა მაღაზიებთან, რის შედეგაც თქვენ გექნებათ სპეციალური შეთავაზებები
500 ლარი დონაცია - 500 ლარის დონაციის შემთხვევაში, თქვენ ხდებით ფორმის პარტნიორი და იღებთ სარეკლამო ადგილებს ფორუმის ვებ პლატფორმაზე 6 თვის განმავლობაში, Agroforum.ge - სადაც თქვენი სურვილისამებრ ანთავსებთ რეკლამას.
3500 ლარი დონაცია - ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში თქვენ ხდებით აგროფორუმის 10%-იანი წილის მფლობელი. პაკეტი მოიცავს სარეკლამო ადგილებს 2 წლის განმავლობაში.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები თუ რეკომენდაციები.
დონაციის ლინკი და უფრო მეტი პროექტის შესახებ
https://fundraiser.ge/campaigns/view/143/sh...umi-agroforumge