აღწერა საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია,ფრთა 190-200 მმ.ია კუდი 145-230 მმ,ნისკარტი 16-22 მმ,წონა 600-1100 გ.მამალი ბევრად დიდია დედალზე.შეფერილობაში მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი და ასაკობრივი დიმორფიზმი.სხეულის აგებულება მკვრივია ,დამახასიათებელი საერთოდ ქათმის ნაკრებისთვის.გალო შემოსილია თითებამდე.თითებზე აქვს სავარცხლისებრი გამონაზარდები,ე.წ. ფოჩები.მამალს საჭის გარეთა ბუმბულები შუა ბუმბულებთან შედარებით გრძელი და ქვემოთ მოხრილი აქვს.ორ წლიანი და მეტი ხნის მამალი სრულიად შავია,მხოლოდ იღლიის ბუმბულები აქვს თეთრი,ხოლო თვალს ზემოთ შიშველი კანი წითელია.დედალი ჩალისფერია, მუქი მოყავისფრო წინწკლებით.ერთ წლიანი მამალი ემსგავსება დედალს შეფერილობით ოღონდ ოდნავ მუქია,რადგან მოყავისფღო წინწკლები მუქი და ხშირია.
გავრცელება ენდემური სახეობაა კავკასიისთვის.გავრცელებულია მთავარი და მცირე კავკასიონზე სუბალპურ ზონაში,1500-3000 მ.ის სიმაღლეზე ზ.დ. საქართველოში ყველგანაა იმავე ზონაში.მობინადრე ფრინველია.წლიუს სხვადასხვა სეზონში მხოლოდ მცირე ვერტიკალურ გადანაცვლების ახდენს.
ბიოტოპი ბინადრობს სუბალპურ მდელოებზე მაღალ ბალახოვანი საფარით,როდოდენდრონის ბუჩქნარებში,ტანდაბალი და მეჩხერი არყნალებით.ზამთრობით ჩამოდის ტყის ზემო სარტყელში ,ხოლო ზაფხულში ალპური ზონის ქვემო ნაწილში შეიძლება შეგვხვდეს.
გამრავლება სქესობრივ სიმწიფეს აღწევს მეორე წელსვე,ახალგაზრდა მამლები,რომლებიც ჯერ არ არიან მთლიანად შავი ,სქესმწიფენი არიან და მონაწილეობენ გამრავლება ში,განაყოფიერება პოლიგამიურია.ბუდობს როდოდენდრონის ბუჩქნარში.დედალი აწყობს მიწის პატარა ჩაღრმავებაში,რომელიც უმთავრესად ამოფენილია როდოდენდრონის ფოთლებით.მაისის მეორე ნახევარში დებს 10-12 კვერცხს.კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი .საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.გამოჩენიდან ერთ ორ საათში წიწილებს უკვე შეუძლიათ სირბილი და საკვების კენკვა.აგვისტოს ბოლოის ახალნაჩეკი უკვე ზრდასრული ტოლია.
კვება კავკასიური როჭო საკვებს შეადგენენ: მცენარეებიდან ფრიტას,ცირცელის,დეკას,არყის,ასკილის,ჟოლოის,ღვიას და სხვათა თესლები ნაყოფები და კვირტები.ცხოველური საკვებიდან აღსანიშნავია მწერები,პირველ რიგში ხოჭოები( ცხვირგრძელაები,ბზუალები,ფოთოლჭამიები) აგრეთვე კალიუები,ხერხიაები,ბაღლინჯოები,ჭიჭინობელები და სხვა.კენკავენ ზოგჯერ ობობებს და ლოკოკინებს.
მნიშვნელობა შესანიშნავი სანადირო ობიექტია,მაგრამ მთაში სპეციალურად როჭოზე სანადიროდ იშვიათად დადიან.საერთო რაოდენობით დიდი არაა,ამიტომ სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.კავკასიური როჭოს მბიDვნელობა უფრო დიდია თეორიული თვალსაზრისით,როგორც ენდემური სახეობა.
This post has been edited by Kakha.G on 12 Dec 2016, 18:00
მიმაგრებული სურათი