lanasuch4მე ბოლო კლასების მანძილზე რამდენიმე ოლიმპიადაზე (ეროვნულ, კერძო) გავდიოდი ხოლმე ყოველ წელს, ასევე ვეკუაში ვსწავლობდი და ისედაც ყოველი სემესტრის ბოლოს გამოცდები გვქონდა ხოლმე - ბოლოს ძალიან მივეჩვიე და გამოცდების წინ ნაკლებად ვღელავდი ხოლმე.
იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება გამოცდილება რომ დააგროვო (და მითუმეტეს თუ დადებითი გა,ოცდილებები იქნება, ე.ი. მაღალ ქულებს აიღებ), დიდ გამოცდაზეც დაგეხმაროს. თუმცა კი თქვი რომ უკვე კარგად ართმევ გამოცდებს თავს, ასე რომ შეიძლება ამას უკვე აკეთებ.
რა უნდა იმეცადინო არ ვიცი, ჩემს დროს საშაბათო/საკვირაო სკოლები იყო და შესაბამის პროგრამას იქ გადიოდნენ. შენ თუ მანდ სიარულის სურვილი/საშუალება არ გაქვს, იქნებ ვინმე იპოვო ვინც მათ პროგრამას გაჩვენებს/გეტყვის....
ნებისმიერ შემთხვევაში, ისე ჩანს რომ შედარებით ბევრი თვითკრიტიკა (insight) და შრომის და მოხერხების უნარი (resourcefulness) გაქვს - ამაზე უკეთესი გარანტიის ქონა რომ შემდეგ წელს ჩააბარებ, ალბათ თითქმის შეუძლებელია.
წარმატებას გისურვებ