1 ნოემბრის რეისი გადაიდო Sandy-ს გამო
გაცნობებთ, რომ აშშ-ში მომხდარ სტიქიურ უბედურებას Express Line Services-ს ამერიკის ოფისისთვის ზიანი არ მიუყენებია და ყველა ოფისში მისული ამანათი დაუზიანებელი და დაცულია, თუმცა უამინდობის გამო შეფერხებით ხორციელდება როგორც შიდა, ისე საჰაერო გადაზიდვები, რის გამოც ტვირთის გამოგზავნა აშშ-დან საქართველოში მომდევნო ხუთშაბათისთვის გადაიდო.
გავრცელებული ინფორმაციით ქარიშხალი ”სენდი” ჩაწყნარდა, საჰაერო ფრენები და შიდა გადაზიდვები მომავალი კვირიდან დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.
ექსპრეს ლაინ სერვისი ბოდიშს გიხდით მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
მიმაგრებული სურათი