წინა თემები:
თბილისის ავტობუსებითბილისის ავტობუსები - II ნაწილითბილისის ავტობუსები - III ნაწილი,თბილისის ავტობუსები - IV ნაწილითბილისის ავტობუსები - V ნაწილითბილისის ავტობუსები - VI ნაწილითბილისის ავტობუსები - VII ნაწილითბილისის ავტობუსები - VIII ნაწილიინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/სასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=scheduleსამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40ცნობები:
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ავტობუსი დაემატა 1933 წელს, რომელიც საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და მისი სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო. ავტობუსების რაოდენობა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა თავის პიკს მიაღწია 80 წლებში.
90 წლებში იწყება ავტობუსების ქსელის დეგრადაცია, და ფაქტიურად მისი მთლიანად გაუქმება, რამდენიმე ხაზის გამოკლებით.
თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.
2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.
2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.
2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. პირველ ეტაპზე თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდა.
ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=11062012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.
ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.
ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).
2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.
2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144.
2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი. თავდაპირველად მოძრაობდნენ ღამის 137 მაშრუტზე, შემდეგ გადავიდნენ 85 მაშრუტზე. ამჟამად აღშნული ავტობუსები არ მუშაობენ
2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე:
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=30972018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შედგა ტენდერი 90 ცალი, 10 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. გაიმარჯვა შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", რომელიც წარმოადგენს MAN Truck & Bus AG ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ავტობუსის მოდელი MAN Lion city A47. ამჟამად ჩამოვიდა მხოლოდ 50 ავტობუსი და დადიან ჯერ მხოლოდ N85 და N95 მაშრუტებზე. 27 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, ძველი ავტობუსები. N50-ზე - რვა ერთეული, N55-ზე - ათი ერთეული და N71-ზე - ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დანარჩენი 40 ავტობუსის ჩამოსვლის შემდეგ 10 მეტრიანი მანის ავტობუსები გადანაწილდება შემდეგ მაშრუტებზე: N3, N15, N33, N54 და N79
ავტობუსების მიწოდება დაიწყება თებერვალში და ამჟამინდელი მონაცემებით დასრულდება 2019 წლის ნოემბერში.
2018 წლის ნოემბერში გამცხადდა ტენდერი 220 8 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. 2019 წლის მაისის მდგომარეობით გაიმარჯვა შპს "ჯითი მოტორსმა", რომელმაც უნდა შემოიყვანოს Isuzu Novo city life. ხელშეკრულება გაფორმებულია 24 აპრილს, მიწოდება უნდა მოხდეს 8 თვის განმავლობაში ეტაპობრივად
დამატებითი მონაცემები თბილისის ავტობუსის შესახებ:
ავტობუსების მაშრუტები 1986 წლის მდგომარეობით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ პოსტში:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი (post #54687066)სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულმა სააგენტოს" მაშრუტების ისტორიის ბაზის საწყისი ეტაპი:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი (post #54687793)სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულმა სააგენტოს" მოანცემები ავტობუსები მაშრუტების მიხედვით:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი (post #54671144) This post has been edited by vatman on 26 May 2019, 00:10
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги