forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (24) « პირველი ... 22 23 [24]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა., კეთილისა და ბოროტის შეცნობა რატომ არის ცოდვა?
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 15:43  #55262246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86

QUOTE
არ იცნობ ქრისტიანულ მოძღვრებას და აზრი არა აქვს შენთან კამათს. რაც შენ დაწერე ამ თემაში, ერთი სიტყვაც არაა ახლოს ქრისტიანობასთან...


შენზე კარგად ვიცნობ არადა ეგ არის პრობლემა smile.gif დიდი ალბათობით იმ დროით არ გექნება მაგათთან შეხება რაც მე მქონდა.

QUOTE
ვირუსის და ინფექციას თუ აიკიდებ ეგ შენი უყურადღებობის მიზეზია...
ნორმიდან გადაცდენა არის ცოდვის ჩადენა და არ გაციება...გაციება და ავადმყოფობა შედეგია და არა მიზეზი


ხო ეს მოდერნ ქრისტიანები ცდილობთ თქვენც გჯეროდეთ და სხვებსაც დააჯეროთ რო ესე კარგად აზროვნებთ მაგრამ ისტორია აბსოლუტურად სხვანაირი გაქვთ.

QUOTE
3 დღეა ასეთ რაღაცეებს წერ და ერთი კონკრეტული არაფერი დაგიწერია. რამდენი ჩატარდა და როგორ ახსნა მეცნიერებამ ნაკურთხი წყლის უხრწნელობა.


და რა იყო კონკრეტული დასაწერი? შენთვითონ ჩაატარე თუ გინდა ექსპერიმენტი: აიღე წყლის 100 ბოთლი, ვინმე უცნობს ჩაასხმევინე 50-ში ნაკურთხი და 50-ში ჩვეულებრივი წყალი, დანომრე, ერთიდაიგივე ნაირად შეინახე ყველა და 1 წლის მერე ნახე რამდენი იქნება ისევ ისე და რამდენი გაფუჭებული, ჯერ შენ ნახე და მერე ვინც იცის რომელია ნაკურთხი და რომელი ჩვეულებრივი იმას ათქმევინე და შეადარეთ შედეგები. თუ დაამტკიცებთ რომ ნაკურთხი წყალი არ ფუჭდება აიღებთ ნობელის პრემიას (და კარგად რო დაფიქრდე ძალიან ძალიან სერიოზულ წყლის პრობლემას გადაჭრით მსოფლიოში). მაგრამ პრობლემა ის არის რომ მართლა თქვენი ფანტაზიაა ეგ და ამპარტავნებაც არი ისე კარგად თუ დააკვირდები: ხალხი წყურვილით იხოცება მსოფლიოში და შენთან ნაკურთხი წყალი არ ფუჭდება smile.gif ერთ-ერთი სიმახინჯეა ეგ მორწმუნის აზროვნების.

QUOTE
როგორაა, რომ 1 წელი თითქმის ერთი და იგივე ბოთლიდან ვსვამ ერთიდაიგივე წყალს და ჯერ არ გაფუჭებულა, ფერიც არ შეუცვლია


და ხო, ზუსტად, აი აქ ხარ სწორი. კითხვაა მთავარი. როგორ ხდება ეგ? ეგეთი მოვლენები კითხვებს აჩენენ პასუხების მაგივრად. რამდენჯერ შეამოწმე ეგ წყალი ბაქტერიებზე და ერთუჯრედიანებზე? და პ.ს. გული უნდა გატკინო ისე, ჩვეულებრივი წყალი დამილევია 2-3 წლიანი დაძველების და არც ფერი ქონდა სხვა და არც გემო.


--------------------
Does life have some magical essence, or is it, like any chemical reaction carried out in a science class, the product of normal physical and chemical processes? Is there something divine at the heart of a cell that brings it to life? The double helix answered that question with a definitive No
dola86
ქრეიზი ბებიაშენია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4086
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 17:13  #55262662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saturnus
QUOTE
შენზე კარგად ვიცნობ არადა ეგ არის პრობლემა  დიდი ალბათობით იმ დროით არ გექნება მაგათთან შეხება რაც მე მქონდა.

მასე დაგეწყო, გასაგებია უკვე შენ საიდანაც და ვისგანაც გაქ ეგ ინფორმაციები და როგორც იცნობ ქრისტეს. ერთს გირჩევ, ქრისტე გაიცანი და ნუ უყურებ მაგ ფანატიკოსებს. ყველა, ვინც ეკლესიაში დადის არაა ქრისტიანი. WWW რო 3×6ა და მასეთი ხალხი ვერ გაგაცნობს შენ ქრისტეს და მოდერნიზებული ქრისტიანები კი არა, ქრისტე და მისი მოძღვრება უცვლელია და არ განიცდის ცვალებადობას. ქრისტე უნდა გაიცნო მოციქულებიდან, იოანე ოქროპირიდან, მაქსიმე აღმსარებელიდან, გრიგოლ პალამადან, გრიგოლ ხანძთელიდან, იოსებ ისიხასტიდან და ა.შ. და არ უნდა ვწერდე, მაგრამ არა გიორგი ასათიანისთანა ხალხიდან. გიორგი კარგი კაცია, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს როგორც ადამიანის, მაგრამ მასეთებს ბევრი შეჰყავთ შეცდომაში თავისი საქციელით, თავისდაუნებურად...


ქრისტიანობაში მთავარი გულია და არა ჩიპები, პირადობები და ა.შ. ქრისტიანობა (ნამდვილი ქრისტიანობა და არა ფანატიკოსობა ან ხიბლის მდგომარეობა) უკიდეგანო თავისუფლებაა, რომელიც არც მედიცინას კრძალავს, არც ტექნოლოგიებს და არც მთვარეზე გაფრენას...


ნაკურთხ წყალს რაც შეეხება, შენ არ იცი და რაღაც პრიმიტიული მაგალითები მოგყავს, მაგრამ მე გეტყვი. რომ არ ფუჭდება ეს ფაქტია, მაგაზე მეცნიერება აღარ დავობს, ფუჭდება თუ არა. ახლა ცდილობენ გამოიკვლიონ მიზეზები, რატომაც არ ფუჭდება. ჯერ იყო აზრი, რომ ვერცხლის ჯვრის ჩადებით ხდება რაღაცეები წყლის სტრუქტურაში, მაგრამ დიდხანს ვერ იცოცხლა ამ აზრმა, იმიტომ რომ ზოგან ხის ჯვრით აკურთხებენ წყალს. მერე იაპონელმა მეცნიერმა "დაასკვნა", რომ გალობას რო ისმენს წყალი, სტრუქტურა იცვლებაო. ვიცი ეკლესიები სადაც გარეთაა წყლის ავზი და საერთოდ არ "ესმის" გალობის ხმა წყალს...მოკლედ ჯერ მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატო არ იხრწნება ნაკურთხი წყალი, ვერ დადო მეცნიერებამ...

რაც შეეხება წყლის პრობლემების გადაწყვეტას მსოფლიოში, ისევ იქამდე მივდივართ, რომ არ იცნობ ქრისტეს...

ქრისტე არის ცოცხალი ღმერთი. იცი რას ნიშნავს, ღმერთი იყოს ცოცხალი?

This post has been edited by dola86 on 18 Sep 2019, 17:15
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 17:22  #55262704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86

QUOTE
ქრისტე უნდა გაიცნო მოციქულებიდან, იოანე ოქროპირიდან, მაქსიმე აღმსარებელიდან, გრიგოლ პალამადან, გრიგოლ ხანძთელიდან, იოსებ ისიხასტიდან და ა.შ.


კი მაქედან ვიცნობ ზუსტად. მერე?

QUOTE
უკიდეგანო თავისუფლებაა, რომელიც არც მედიცინას კრძალავს, არც ტექნოლოგიებს და არც მთვარეზე გაფრენას...


კი ეგ შენ გინდა ძალიან რომ ეგრე იყოს მაგრამ ისტორია მთლიანად მაგის საწინააღმდეგო აქვს ქრისტიანობას

QUOTE
შენ არ იცი და რაღაც პრიმიტიული მაგალითები მოგყავს


რა პრიმიტიული მაგალითები? გასინჯული მაქვს 2-3 წლის ჩვეულებრივი წყალი და არ ჭირდა არაფერი. რატოა ვითომ ცუდი მაგალითი?

QUOTE
რომ არ ფუჭდება ეს ფაქტია, მაგაზე მეცნიერება აღარ დავობს, ფუჭდება თუ არა. ახლა ცდილობენ გამოიკვლიონ მიზეზები, რატომაც არ ფუჭდება.

QUOTE
მოკლედ ჯერ მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატო არ იხრწნება ნაკურთხი წყალი, ვერ დადო მეცნიერებამ...


რა მეცნიერება? რომელი მეცნიერები? რას არ დაობენ? ვინ ცდილობს გამოიკვლიოს? დადე წყაროები კვლევები ექსპერიმენტები სახელები და გვარები, ყველაფერი!

QUOTE
მერე იაპონელმა მეცნიერმა "დაასკვნა", რომ გალობას რო ისმენს წყალი, სტრუქტურა იცვლებაო.


ეს ექსპერიმენტი არც ყოფილა. თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო რომელიც თავის ჭკუაში სიკეთის საჩვენებლად გაავრცელა შტერმა ავტორმა


QUOTE
ქრისტე არის ცოცხალი ღმერთი.


ქრისტე არის 2000 წლის რომაულ/ებრაული მითოლოგიის შედეგი და არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ არაფრის რისიც მაგასთან დაკავშირებით გჯერათ.

dola86
ქრეიზი ბებიაშენია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4086
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 17:44  #55262814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saturnus
Saturnus
QUOTE
რა მეცნიერება? რომელი მეცნიერები? რას არ დაობენ? ვინ ცდილობს გამოიკვლიოს? დადე წყაროები კვლევები ექსპერიმენტები სახელები და გვარები, ყველაფერი!

რომელი სახელი და გვარი დადე აქამდე და რომელი მეცნიერული კვლევა ან რამე მაგალითი საერთოდ? მაგას გეხვეწები რამდენი ხანი, შენ დადე თუ დაამტკიცე საწინააღმდეგო მეთქი...

QUOTE
რა მეცნიერება? რომელი მეცნიერები? რას არ დაობენ? ვინ ცდილობს გამოიკვლიოს? დადე წყაროები კვლევები ექსპერიმენტები სახელები და გვარები, ყველაფერი!

რაც ფაქტია იმას დამტკიცება აღარ ჭირდება...
QUOTE

ეს ექსპერიმენტი არც ყოფილა. თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო რომელიც თავის ჭკუაში სიკეთის საჩვენებლად გაავრცელა შტერმა ავტორმა

ხოდა,როგორც თქვენ გყავთ ვაი მეცნიერები, ისე გვყავს ჩვენ ვაი ქრისტიანები...
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 17:54  #55262867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86

QUOTE
რომელი სახელი და გვარი დადე აქამდე და რომელი მეცნიერული კვლევა ან რამე მაგალითი საერთოდ? მაგას გეხვეწები რამდენი ხანი, შენ დადე თუ დაამტკიცე საწინააღმდეგო მეთქი...


რა საწინააღმდეგო უნდა დამემტკიცებინა? biggrin.gif წყალი რომ არ ფუჭდება თუ ბაქტერია არ მოხვდება შიგნით? ექსტრაორდინალურ მტკიცებებს ჭირდება ექსტრაორდინალური მტკიცებულებები და შენ გეხება ამ შემთხვევაში ეგ.

QUOTE
რაც ფაქტია იმას დამტკიცება აღარ ჭირდება...


lol.gif lol.gif lol.gif ხედავ სადამდე მიხვედი? ფაქტი არა, შენი და შენნაირი მორწმუნეების ფანტაზია ქვია მაგას. აწი ეცადე გაარჩიო ერთმანეთისგან.

QUOTE
ხოდა,როგორც თქვენ გყავთ ვაი მეცნიერები,


მაგალითად? ვინ ჩვენ?

QUOTE
გვყავს ჩვენ ვაი ქრისტიანები...


ხო ახალი ამბავი
dola86
ქრეიზი ბებიაშენია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4086
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 18:33  #55263037      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saturnus
QUOTE
რა საწინააღმდეგო უნდა დამემტკიცებინა?  წყალი რომ არ ფუჭდება თუ ბაქტერია არ მოხვდება შიგნით? ექსტრაორდინალურ მტკიცებებს ჭირდება ექსტრაორდინალური მტკიცებულებები და შენ გეხება ამ შემთხვევაში ეგ.

მერამდენედ უნდა გითხრა, რომ მე არაფრის დამტკიცება არ მჭირდება...
QUOTE
მაგალითად? ვინ ჩვენ?

მეცნიერება, ზოგადად...



იმდენი შეუსაბამობაა შენს ნაწერს და ქრისტიანობას შორის, რომ მე არაფრისმომცემად მიმაჩნია ჩვენი კამათის გაგრძელება. თუნდაც, ის რად ღირს ,ქრისტიანობა მედიცინას აფერხებსო და სისხლის გამოშვების წინააღმდეგიაო. თან წერ, რომ იცი და იცნობ ქრისტეს და მის მოძღვრებას, მოციქულებს, წმინდანებს და ელემენტარული ის არ იცი, რომ ლუკა მახარებელი ექიმი იყო, კერძოდ კი ქირურგი, ოპერაციებს აკეთებდა. შენ კიდე რეებს გვაბრალებ.
კარგად იყავი, წარმატებებს გისურვებ შენს საქმიანობაში... 2kiss.gif

This post has been edited by dola86 on 18 Sep 2019, 18:50
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 19:30  #55263226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86

QUOTE
მერამდენედ უნდა გითხრა, რომ მე არაფრის დამტკიცება არ მჭირდება...


ხო ვიცი რო რწმენა მაგას ნიშნავს - მტკიცებულების გარეშე რამის დაჯერებას და გეუბნები სიგიჟე ან უტვინობაა მარტო ეგ. მეტი მიზეზი არ არსებობს მაგისთვის. გქონდა უკვე შანსი რომ აგეხსნა თუ ვცდები და ვერ მოახერხე. აწიც შეგიძლია ეგ ქნა მამენტ არასდროს ვარ წინააღმდეგი აზრი შევიცვალო smile.gif შენგან განსხვავებით.

QUOTE
მეცნიერება, ზოგადად...


დაკონკრეტდი თუ გინდა რომ აზრი ქონდეს შენს ნათქვამ რამეებს

QUOTE
წმინდანებს და ელემენტარული ის არ იცი, რომ ლუკა მახარებელი ექიმი იყო, კერძოდ კი ქირურგი, ოპერაციებს აკეთებდა. შენ კიდე რეებს გვაბრალებ.


ბატონო? lol.gif რა ოპერაციებს? ვინ თქვა ეგ? და რა მტკიცებულებები გაქვს მაგის? სასაცილო თუ არ გინდა იყო ისევ გაგიმეორებ შენს ნათქვამ რამეებს მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს.

QUOTE
კარგად იყავი, წარმატებებს გისურვებ შენს საქმიანობაში...


ხო გაიქეცი ფორესტ gigi.gif სხვებს არ დააბრალო უბრალოდ მომავალში რომ ცუდად აზროვნებენ და თავსაც ნუ გამოიდებ რომ ერთადერთი ჭეშმარიტება მარტო შენ იცი (ფაქტია წარმოდგენა არ გაქვს და ილუზიებში ცხოვრობ)
dola86
ქრეიზი ბებიაშენია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4086
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 20:27  #55263424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saturnus
QUOTE
გქონდა უკვე შანსი რომ აგეხსნა თუ ვცდები და ვერ მოახერხე. აწიც შეგიძლია ეგ ქნა მამენტ არასდროს ვარ წინააღმდეგი აზრი შევიცვალო  შენგან განსხვავებით.

ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს, იცხოვროს ცხოველივით, თუ დარჩეს ადამიანად...

QUOTE
დაკონკრეტდი თუ გინდა რომ აზრი ქონდეს შენს ნათქვამ რამეებს

შენ, ყველაფერთან ერთად წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემაც გაქ... რაში მთხოვა კონკრეტიკას, ეს მოგწერე :
QUOTE
ხოდა,როგორც თქვენ გყავთ ვაი მეცნიერები, ისე გვყავს ჩვენ ვაი ქრისტიანები

ამის შესახებ:
QUOTE

QUOTE

ეს ექსპერიმენტი არც ყოფილა. თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო რომელიც თავის ჭკუაში სიკეთის საჩვენებლად გაავრცელა შტერმა ავტორმა

რა არის აქ დასაკონკრეტებელი...
QUOTE
ბატონო?  რა ოპერაციებს? ვინ თქვა ეგ? და რა მტკიცებულებები გაქვს მაგის? სასაცილო თუ არ გინდა იყო ისევ გაგიმეორებ შენს ნათქვამ რამეებს მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს.

რომელი შენი ნათქვამი გაამყარე არგუმენტით ძმურად...
გადმოცემით ლუკა მახარებელი იყო ექიმი, კონკრეტულად კი ქირურგი და რას აკეთებს ქირურგი ეგეც დაგიკონკრეტო?
QUOTE
ხო გაიქეცი ფორესტ

ადამიანების პატივისცემას რო ისწავლი და სხვისი აზრის დაფასებას, მერე დაგელაპარაკები...
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 20:46  #55263503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86

QUOTE
ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს, იცხოვროს ცხოველივით, თუ დარჩეს ადამიანად...


ანუ ქრისტიანები ხართ ადამიანები და სხვა დანარჩენები ცხოველები ვართ ხო? biggrin.gif ეგრე ვინც ფიქრობს ამპარტავანი ავადმყოფია yes.gif

QUOTE
რომელი შენი ნათქვამი გაამყარე არგუმენტით ძმურად...


რომელი იყო არგუმენტით გასამყარებელი და რომელს დავაკელი ეგ? რა ვთქვი ექსტრაორდინალური და უცნაური? შენგან განსხვავებით.

QUOTE
გადმოცემით ლუკა მახარებელი იყო ექიმი, კონკრეტულად კი ქირურგი და რას აკეთებს ქირურგი ეგეც დაგიკონკრეტო?


კი ჯერ ვისი გადმოცემით ეგ უნდა თქვა, მერე რამდენად სანდოა ეგ გადმოცემები, მერე რას ეძახი შენ ქირურგიას და მერე 2000 წლის წინ რას აკეთებდა ეგ შენი თქმით ქირურგი.

dola86
ქრეიზი ბებიაშენია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4086
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 20:54  #55263551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saturnus
QUOTE
ანუ ქრისტიანები ხართ ადამიანები და სხვა დანარჩენები ცხოველები ვართ ხო?  ეგრე ვინც ფიქრობს ამპარტავანი ავადმყოფია

რა განსხვავებაა ადამიანს და ცხოველს შორის, თუ ისევე იცხოვრებ როგორც ცხოველი და მოკვდები და მორჩა?
განა თქვენ, ვინც ამბობთ რომ ღმერთი არ არსებობს, თქვენვე არ ამბობთ რომ ადამიანი ცხოველია?
განა ღმერთის არ არსებობა და ადამიანში უკვდავი სულის არ არსებობა, ცხოველთან არ გვაიგივებს?
თქვენ ამტკიცებთ ამას და მე რატო ვარ ამპარტავანი, თუკი არ მინდა რო ცხოველი ვიყო?
ქრისტიანობა კიდე გვეუბნება, რომ არ არის ადამიანი ცხოველი, ღმერთია და ღმერთობისთვის შექმნილი ...
შენც, მეც, ლენინიც, ნიცშეც, მოციქულებიც, წმინდამებიც და ყველა ადამიანი ამისთვისაა შექმნილი.
თუმცა "მრავალი იქნება წოდებული, ცოტა რჩეული " ...

აღარ დამთაგო გთხოვ, არაკომპეტენტური მოსაუბრე ხარ. ისეთი ელემენტარული რაღაცეები არ იცი, როგორიც მაგალითად ქრისტიანობის და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულებაა...
მეცნიერების და არა ათეიზმის და სწორი და არა ფსევდო ქრისტიანობის...

This post has been edited by dola86 on 18 Sep 2019, 21:10
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1420
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 21:20  #55263679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86

QUOTE
თუ ისევე იცხოვრებ როგორც ცხოველი და მოკვდები და მორჩა?


ცხოველზე უკეთესი აზროვნება გვაქვს ადამიანებს და შეგვიძლია ცხოველისგან განვსხვავდებოდეთ. და შენ თუ დაიჯერებ რომ მოკვდები და არ მორჩება მაშინ არ მორჩება? biggrin.gif მწარე სიმართლეა ეგ, ჯიგარო smile.gif უბრალოდ ზოგს ყოფნის ტვინი და გამბედაობა რომ ეგ აღიაროს და ზოგს არა. მტკიცებულებები რომ არსებობდეს დამიჯერე შენ ვერ დამასწრებდი სამოთხისთვის ბრძოლას.

QUOTE
განა თქვენ, ვინც ამბობთ რომ ღმერთი არ არსებობს, თქვენვე არ ამბობთ რომ ადამიანი ცხოველია?


ჭიპლარიანი ძუძუმწოვრები ვართ კი, კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ცივილიზაციების შექმნის უნარით (რაც ცხოველებს არ აქვთ).

QUOTE
განა ღმერთის არ არსებობა და ადამიანში უკვდავი სულის არ არსებობა, ცხოველთან არ გვაიგივებს?


ადამიანი არის ადამიანი! და მორჩა. არ ვართ ძაღლები და კატები, ვართ ადამიანები. და ეგ ადამიანები არიან როგორც კარგები ისე ცუდები. აი ქრისტიანები მატყუარები ხართ ვთქვათ. როგორც საკუთარი თავის ისე სხვის მიმართ. კითხვა ბოლოს იქამდე მიდის, რა ურჩევნია ადამიანს, მწარე სიმართლე თუ ლამაზი ტყუილი. და თქვენ ლამაზი ტყუილის ხალხი ხართ.

QUOTE
თქვენ ამტკიცებთ ამას და მე რატო ვარ ამპარტავანი, თუკი არ მინდა რო ცხოველი ვიყო?


და რაც უნდა იძახო თეთრზე შავიაო იქნება შავი? gigi.gif ძაან რო გინდა გასაგებია

QUOTE
ქრისტიანობა კიდე გვეუბნება, რომ არ არის ადამიანი ცხოველი, ღმერთია და ღმერთობისთვის შექმნილი ...


ხოდა ძაან მწარედ გატყუბთ ეგ ებრაულ/რომაული მითოლოგია. და გასაგებია აბსოლუტურად რატო გჯერათ.


QUOTE
არაკომპეტენტური მოსაუბრე ხარ. ისეთი ელემენტარული რაღაცეები არ იცი, როგორიც მაგალითად ქრისტიანობის და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულებაა...


ხო ჰელიოცენტრული მოდელი ათეისტური იყო და მეთექვსმეტე საუკუნემდე იმიტო იყო მაგაზე ფიქრი აკრძალული biggrin.gif ღმერთი თუ ხარ და ყველაფერი იცი და წიგნსაც წერ თან, დაწერე რო მრგვალია დედამიწა და მზის გარშემო მოძრაობს, ეგეთი რთულია ბლინ? ან ის დაწერე მონობა რო ცუდია იმის მაგივრად რო გაამართლო. ან კეთროვნები რომ ცუდები არ არიან და ინფექციური დაავადების ბრალია რაც ჭირთ. მაგრამ ვერ დაწერდნენ მაგას ეგ ადამიანები, ვერა! მაგის შეგნება გიჭირს რომ ბრინჯაოს ხანის მწყემსი ვერ გეტყვის მზე ღამე სად მიდის და არც სწავლულ ებრაელებს/რომაელებს ქონდათ საკმარისი ცოდნა და მითუმეტეს არც ჭირდებოდათ იმიტომ რომ სწავლას სიმართლეს და განვითარებას არ ემსახურება შენი რელიგია. ილუზიებია რომლებიც ხალხს ბოჭავს და პოლიტიკოსები იდეალურად იყენებენ. ძალიან ბევრი დანაშაულები გაქვთ კაცობრიობის წინაშე და ეხა ხართ რეალურად სასამართლოზე და კარგად ჩანს როგორ ცოდვილობთ. და როგორც თავიდან გითხარი კომუნიზმს რაც დაემართა ის დაგემართებათ თქვენც. მეცნიერების სეკულარული და რაციონალური აზროვნების არის ეს საუკუნე და ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოგაკლდებათ იმიტო რო ცოდნის მიღება უფრო მარტივია დღეს და უკეთესად აზროვნებაა შესაძლებელი.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) « პირველი ... 22 23 [24]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0362 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]