forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) 1 2 [3] 4 5   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კარიერის შეცვლა მსურს (პროგრამირებაზე), მირჩიეთ საიდან დავიწყო
kenshin
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 791
წევრი No.: 243248
რეგისტრ.: 31-May 18

გამოგზავნილია: 3 Nov 2019, 21:20  #55441961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეხლა ერთი წელი სერიოზულად რომ ჩავუჯდე ვების მიმართულებას 1500 ლარიან სამსახურსაც ვერ ვნახავ?

შეიძლება რამდენიმე თვე მოგიწიოს ნაკლებად მუშაობა პროსტა იმიტო რო არ გაქვს სხვაგან ნამუშევარი და მერე ნახავ კი
@Schizophrenic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1933
წევრი No.: 230820
რეგისტრ.: 6-April 17

გამოგზავნილია: 3 Nov 2019, 21:23  #55441967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეხლა ერთი წელი სერიოზულად რომ ჩავუჯდე ვების მიმართულებას 1500 ლარიან სამსახურსაც ვერ ვნახავ?

უნდა გაგიმართლოს დამწყებს რომ ეგ ხელფასი მოგცენ, ჩვენთან ძირითადად დამწყებებს ან უფასოდ ატარებენ ან მიზერულ ხელფასს აძლევენ

QUOTE
სწორად გამიგეთ ფული და ხელფასი რა თქმა უნდა არ არის ჩემი მთავარი მოტივაცია რატომაც ვიცვლი კარიერას ისედაც აწყობილი კარიერიდან. მაგრამ სრულიად 500 ლარზეც ვერ წამოვალ ჩემი პროფესიიდან. ჩემი მთავარი მიზანია ისეთი სკილის ოსტატი გავხდე რაც მომავალში საშუალებას მომცემს შემოქმედი ვიყო და საკუთარი ტექნოლოგიური იდეები განვახორციელო. ადამიანებისთვის შევქმნა რაიმე ღირებული... ხატვა მე არ ვიცი და პროგრამირებაა ვფიქრობ ჩემთვის ზედგამოჭრილი ასეთი სკილი

ცოტა მოგიწევს გაიჭირვო, სამსახურის პარალელურად ისწავლე ენები, პითონით ხომ გადაწყვიტე დაწყება, ისწავლე სინტაქსი მერე აუცილებლად ალგორიტმები და მონაცემთა სტრუქტურები და მაგას რომ მორჩები რამოდენიმე თვეში შენით შეატყობ გიღირს თუარა გაგრძელება. ამის შემდეგ დაიწყე ფრონტის სწავლა HTML CSS Javascr1pt ისწავლი ამ უკანასკნელს აქვს რამოდენიმე ფრეიმვორქი რომელიც უნდა ისწავლო აუცილებლად თუ ფრონტენდ დეველოპერობა გინდა, შენით მიხვდები მერე და აირჩევ რომელი ფრეიმვორქი მოგწონს, შემდეგ ააწყობ რამოდენიმე დიზაინს აჩვენებ დამსაქმებელს მოეწონება და სქილებს უკვე სტაჟირებაზე განივითარებ, ამ ყველაფერს რამდენი დრო დაჭირდება არვიცი ინდივიდუალურია, სტაჟირებაზე 500 კიარა არაფერიც რომარ მოგცენ ხელფასი ჩემი აზრით უნდა გაიჭირვო რამოდენიმე თვე(დანაზოგი უნდა გქონდეს რამოდენიმე თვეს რომ გეყოს). ბევრი წვალება კი მოგიწევს მარა სამაგიეროდ შენი საყვარელი საქმით მოგიწევს დაკავება, იმის ფიქრები მაინც აღარ გექნება მთელი ცხოვრება რომ ნეტა მეცადაო


--------------------
Unexpected '}' on line 32
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 3 Nov 2019, 21:53  #55442058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kenshin
@Schizophrenic
რამოდენიმე პროგრამისტმა მირჩია პითონი მაგარი ენაა მაგრამ მაგით დაწყებას არ გირჩევთო თუ ზუსტად არ იცი რომ Machine Learning გინდაო. C++ -ით დაწყება მირჩიეს ან HTML CSS Javascr1pt + რომელიმე framework-იო. თქვენ რომელ Framework-ს მირჩევთ და რატომ?
@Schizophrenic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1933
წევრი No.: 230820
რეგისტრ.: 6-April 17

გამოგზავნილია: 3 Nov 2019, 22:04  #55442091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
C++ -ით დაწყება მირჩიეს

მეც ამას გირჩევ

QUOTE
რამოდენიმე პროგრამისტმა მირჩია პითონი მაგარი ენაა მაგრამ მაგით დაწყებას არ გირჩევთო თუ ზუსტად არ იცი რომ Machine Learning გინდაო.

მარა ეს არაა კარგი რჩევა, პითონითაც ბევრი იწყებს, ამით დაწყება იმას ხომარ ნიშნავს რომ მთელი ცხოვება პითონით იმუშავო? ეს გჭირდება იმისთვის რომ პროგრამირების საწყისებში გაერკვე და ძირითადი მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები ისწავლო, მაშინ C++ რატომ გირჩიეს? მაგ ლოგიკას რომ გავყვეთ 10 წელი შეიძლება ვერ იშოვო ჩვენთან C++-ზე სამსახური
QUOTE
თქვენ რომელ Framework-ს მირჩევთ და რატომ?

ამას იმდენი ფრეიმვორქი აქვს ხელებზე თითები არმაქ იმდენი biggrin.gif ძირითადად სამია პოპულარული(ნუ კიდე ბევრია მარა ესენი ყველაზე პოპულარულია) ანგულარი, რეაქტი და ვიუ, აქ რჩევა არ გჭირდება არავისგან სამივე კარგია და მოთხოვნადი და შენით მიხვდები მერე რომელი ისწავლო რომ მოვა მაგის დრო

This post has been edited by @Schizophrenic on 3 Nov 2019, 23:51
kenshin
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 791
წევრი No.: 243248
რეგისტრ.: 31-May 18

გამოგზავნილია: 3 Nov 2019, 22:06  #55442098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
QUOTE
C++ -ით დაწყება მირჩიეს ან HTML CSS Javascr1pt + რომელიმე framework-იო. თქვენ რომელ Framework-ს მირჩევთ და რატომ?



ზოგადად რაა იცი რაღაც ეტაპზე სხვების აზრიც უნდა დაიკიდო თორე ყველას გენიოსი გონია თავისი თავი და თავისი არჩევანი საუკეთესო, სად c++ სად css, თან პითონს მეშინ ლერნინგის გარდა ვებშიც იყენებენ მშვენივრათ და html/css/js ით მაგარი ფართო პერსპექტივები გაგიხსნა ვიღაც ჯიგარმა )
MRlurch
SKMD


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20625
წევრი No.: 160595
რეგისტრ.: 30-January 13

გამოგზავნილია: 3 Nov 2019, 23:15  #55442378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
პროგრამირებაში ბევრი განხრა არის მეგობარო და უნდა აირჩიო საიდან გინდა დაწყება.
ყველაფრის ოსტატი თავიდანვე ვერ გახდები, რაღაც მიმართულებით უნდა დაიწყო და ამ მიმართულებას რო დაამხეცებ მერე უკვე სხვა მიმართულებაზე შეგიძლია გადახვიდე. ეს ჩემი პირადი რჩევაა თავისთავად და არა აუცილებელი აქსიომა smile.gif. რაღაც გარკვეულ დონეზე რო ისწავლი რომელიმე მიმართულებას თავისთავად პარალერულად შეგიძლია სხვა ენის სწავლას დაიწყო.

მაგალითად ფრონტი კარგია იმ მხრივ რომ ფრილანსერობის რეალური შანსი გაქვს მაგით და ჩვენთანაც ასაკის მიუხედავად დასაქმების შანსი მაინც არის რადგანაც მთავარია ცოდნა და შესაძლებლობები.

ადვილი თავისთავად არ არი, რაღაც ეტაპზე უფასოდაც შეიძლება მოგიწიოს რამოდენიმე საიტის გაკეთება უბრალოდ სვ ში ჩასადებად ასე ვთქვათ, მაგრამ სამაგიეროდ როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკმაოდ მომგებიანია.

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ფრონტს - ესეც ჩემი პირადი მოკრძალებული აზრია, მგონია რო ჯობია HTML CSS ით დაწყება რომლის მშვენიერი კურსებიც დევს უდემიზე აგერ https://www.udemy.com/course/design-and-dev...html5-and-css3/ . შემდეგ უკვე თავისთავად Javascr1pt https://www.udemy.com/course/the-complete-javascr1pt-course/. ამ ყველაფრის კარგად ათვისების მერე აუცილებლად რომელიმე ბიბლიოთეკაც უნდა ისწავლო. ესეც ჩემი პირადი აზრია რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ამავე დროს მოთხოვნადიც არის React. აქ შეგიძლია ნახო განახლებული კურსი: https://www.udemy.com/course/react-the-comp...ide-incl-redux/ . ამ ეტაპზე, პრინციპში აქამდეც თან რაიმე შენს პროექტზე უნდა იმუშაო, მარტივ საიტებს ვგულისხმობ პორტფოლიოს შესაქმნელად.

React საფუძვლიანად სწავლის შემდეგ უკვე თამამად შეგიძლია სვ ის დაგზავნა. რეალურად რომ ვთქვათ მანამდეც შეგიძლია, მაგრამ მე გირჩევდი აქ ან საახლობლოში შესთავაზო საიტების აწყობა და პირველი საცდელი საიტები ისე გააკეთო უაზრო სტაჟირებებზე ხეტიალს. თავისთავად რაიმე შედეგის მომცემი სტაჟირება თუ გამოჩნდება ეგეც არ უნდა გამოტოვო.

დანარჩენს რაც შეეხება შეგიძლია მერე ბექ ენდიც ისწავლო და ფულ სტაკ დეველოპერი გახდე, მაგისთვის იგივედა ჯავასკრიპტის Node ფრეიმვორკი შეგიძლია ისწავლო ან Ruby, ან რაც მე მეზიზღება მაგრამ ჩვენთან მოთხოვნაშია PHP. მოკლედ მაგ ეტაპზე უკვე შენც კარგად გარკვეული იქნები და შენითაც შეძლებ არჩევანის გაკეთებას.

რაც შეეხება სხვა ენებს აუცილებლად ვისწავლიდი Python -ს. თავიდან სწავლა მარტივია, მითუმეტეს სხვა პროგრამირების ენასთან რო გექნება გამოცდილება ამის სწავლა კიდე უფრო გაგიადვილდება. თან Python - ის გამოყენება ყველგან შეიძლება, იგივედა ვებში Flask ითაც შეგიძლია საიტების შექმნა და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო მე პირადად ერთ-ერთ ყველაზე კარგ და პერსპექტიულ ენად მიმაჩნია. https://www.udemy.com/course/complete-python-bootcamp/ ესეც განახლებული კურსი.

თავისთავად იუთუბზე და ნეტში უამრავი მასალა არის უფასოდ მაგრამ ისევ ვაკონკრეტებ მე პირადად ეს კურსები ორგანიზებული და სწორი სტრუქტურის მქონედ მიმაჩნია.

მთავარი დაიმახსოვრე რომ ამ სფეროში მთავარი პრაქტიკა ანუ იგივედა კოდის წერაა რასაც დღეში სულ ცოტა 2 საათი მაინც უნდა დაუთმო.


წარმატებები მეგობარო და Keep Coding!

shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 00:30  #55442700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MRlurch
მადლობა მეგობარო საფუძვლიანი რჩევისთვის. ეგ კურსები მეც ვნახე, გავლილი გაქვს შენ ქონთენთი? აგრეთვე ვნახე ერთი კურსი სადაც გაერთიანებულია ყველაფერი ვებ დეველოპმენტის, მაგრამ მეგობარს რომ ვანახე არ მირჩია რადგან ჯობია ცალკ-ცალკე კურსებად ისწავლოო. https://www.udemy.com/course/the-web-developer-bootcamp/ ამ კურსს ვგულისხმობ.

განხრას რაც შეეხება ვებ დეველოპმენტით მინდა დავიწყო რადგან ვთვლი რომ ყველაზე მოთხოვნადი და შემოსავლიანია ამ ეტაპზე და შედარებით ადვილად ასათვისებელი. მერე ვფიქრობ განვვითარდე სოფტ დეველოპმენტის მიმართულებით და სრულფასოვანი აპლიკაციებიც ვწერო ვებ აპლიკაციებთან ერთად...

This post has been edited by shartik on 4 Nov 2019, 00:32
ac1001
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 355
წევრი No.: 226955
რეგისტრ.: 13-December 16

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 00:32  #55442706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
C#-ით დაიწყე. მარტივია და საქართველოში მოთხოვნადი. დესკტოპ აპლიკაციებსაც გააკეთებ და ვებსაც.
კარგ სამსახურსაც იშოვი მერე გამოცდილებასაც რომ შეიძენ.
თან ყველაფერი მარტივად კეთდება .net-ში
shartik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 114392
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 01:40  #55442885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენებურად შეამოწმეთ რა ეს სილაბუსი რამდენად ღირებულ ცოდნას მომცემს და მე როგორც დამწყებს გამომადგება - https://ge.itstep.org/study-programms/Progr...ogramist_ge.pdf . IT STEP academy თუ გაგიგიათ მაგათია 2,5 წლიანი პროფ. სასწავლებელია. ვფიქრობ ღირს თუ არა მანდ ცდა.
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4474
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 02:25  #55442979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (shartik @ 4 Nov 2019, 01:40 )
თქვენებურად შეამოწმეთ რა ეს სილაბუსი რამდენად ღირებულ ცოდნას მომცემს და მე როგორც დამწყებს გამომადგება - https://ge.itstep.org/study-programms/Progr...ogramist_ge.pdf . IT STEP academy თუ გაგიგიათ მაგათია 2,5 წლიანი პროფ. სასწავლებელია. ვფიქრობ ღირს თუ არა მანდ ცდა.

მაგ სილაბუსის მიხედვით გარკვეულ ზედაპირულ წარმოდგენას შეგიქმნიან ცოტ-ცოტა ყველაფრზე რაც მანდაა ჩამოთვლილი და ეგაა. 2.5 წელიწადში საფუძვლიანად ბევრს ვერაფერს ისწავლი, მითუმეტეს ამდენ ენებს და ტექნოლოგიებს.

This post has been edited by RedShark on 4 Nov 2019, 02:52


--------------------
If the radiance of a thousand suns were to burst into the sky, that would be like
the splendor of the Mighty One - I am become Death, the shatterer of Worlds...

სწორად წაკითხული ბიბლია ათეიზმის ყველაზე მძლავრი იარაღია (c)აიზეკ აზიმოვი
larakroft
unfabulous


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2253
წევრი No.: 22890
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 10:38  #55443401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
პირადში მოგწერე პითონის კურსი 12 ნოემბრიდან იწყება ორთვიანი სულ რაღაც 200 ლარია.. არ ვიცი რამდენად გასცემენ ღირებულ სერთიფიკატს მაგრამ მემგონი ღირს ასე გავლა... და მყავს პროგრამისტი, უნივერსიტეტში არაფერი უსწავლია ვაფშე სულ ასეთი კურსები გაიარა... ჯავახიშვილიდან ფურცელი წამოიღო მარტო მემგონი..
MRlurch
SKMD


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20625
წევრი No.: 160595
რეგისტრ.: 30-January 13

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 11:23  #55443528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
გავლილი მაქვს ეგ კურსები და პირადი გამოცდილებიდან გირჩევ.

It step -ს რაც შეეხება ტყუილად გადაყრილი ფული გამოგივა, მაგ დროში ერთი კონკრეტული განხრა რო აიღო საფუძვლიანად ისწავლი და ეგ ჯობია ჩემი აზრით.

და მთავარი შეცდომა არ დაუშვა კიდე, ყველაფერს ერთიანად ნუ მოედები ეგრევე, ჯობია ერთი კონკრეტული მიმართულება აიღო და ჯერ ის ისწავლო საფუძვლიანად.

წარმატებები.
@Schizophrenic
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1933
წევრი No.: 230820
რეგისტრ.: 6-April 17

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 11:23  #55443529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თქვენებურად შეამოწმეთ რა ეს სილაბუსი რამდენად ღირებულ ცოდნას მომცემს და მე როგორც დამწყებს გამომადგება - https://ge.itstep.org/study-programms/Progr...ogramist_ge.pdf . IT STEP academy თუ გაგიგიათ მაგათია 2,5 წლიანი პროფ. სასწავლებელია. ვფიქრობ ღირს თუ არა მანდ ცდა.

ფულის გადაყრაა ეგ, ეგ სილაბუსი კიდევ სწორი არაა, შენ დროს ეგ არ მოერგება პირველ წელს ფაქტიურად ვერაფერს ისწავლი

This post has been edited by @Schizophrenic on 4 Nov 2019, 11:39
larakroft
unfabulous


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2253
წევრი No.: 22890
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 11:35  #55443562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shartik
ხანის აკადემიას აქვს ძალიან კარგი ვიდეოები ქართულ ენაზე... ისე პითონი ჩვენთან არაა მოთხოვნადი.. აქ უფრო მონაცემთა ბაზებთან მუშაობას გთხოვენ... ჩემ დას ვკითხე და C++ და C# მქონდა გავლილიო და ახლა საკმაოდ კარგ კომპანიაში მუშაობს .. ერთი რომელიმე კომპიუტერული ენა კარგად თუ დაამუღამე მერე ყველას ადვილად გაუგებ...
RedShark
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4474
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 11:57  #55443633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (@Schizophrenic @ 4 Nov 2019, 11:23 )
QUOTE
თქვენებურად შეამოწმეთ რა ეს სილაბუსი რამდენად ღირებულ ცოდნას მომცემს და მე როგორც დამწყებს გამომადგება - https://ge.itstep.org/study-programms/Progr...ogramist_ge.pdf . IT STEP academy თუ გაგიგიათ მაგათია 2,5 წლიანი პროფ. სასწავლებელია. ვფიქრობ ღირს თუ არა მანდ ცდა.

ფულის გადაყრაა ეგ, ეგ სილაბუსი კიდე სწორი არაა

ზოგადად მასეა ხოლმე ეგ პადიეზდის "აიტი აკადემიები", "რობოტიკის სკოლები", სხვადასხვა ტექ. "ლიცეუმები", და ა.შ. "პრესტიჟული" ზავიდენიები, ზოგს რომ კიევში აქვს სათაო ოფისი და ზოგს ჟენევაში biggrin.gif ატყუებენ ხალხს რეალურად, აყრევინებენ ფულს ბლომად და არნაირ ცოდნას/გამოცდილებას/უნარებს არ აძლევენ.

This post has been edited by RedShark on 4 Nov 2019, 12:00
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 2 [3] 4 5  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0306 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]