Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > პატრულის მიერ არასწორედ დაწერილი ჯარიმა


Posted by: bulletstorm28 13 Apr 2018, 17:22
მოკლედ დღეს დამაჯარიმა პატრულმა არასწორედ დგომის გამო
მაგრამ არსად არიყო იმის ნიშანი რომ დგომა გაჩერება აკრძალულია
რომ ვუთხარი აქ არანაირი ნიშანი არ მიკრძალავს დგომასთქო მაინც არ შეიძლებაო
მანქანას გამოსვლა რომ მოუნდეს ხელს უშლიო ხოდა მაინტერესებს რამდენად სწორად
დამიწერეს ჯარიმა გასაჩივრებას ვაპირებ და თუ ვინმე ხართ გარკვეული ამ საკითხში იქნებ დამეხმაროთ
მე ვარ დამნაშავე ამ შემთხვევაში თუ ძაღლებია ძაან გაბლატავებული?
P.S იმ ადგილის სურათებიც მაქვს გადაღებული სადაც მოხდა დაჯარიმება

Posted by: aka 13 Apr 2018, 18:11
დადე მერე ფოტოები, ზეპირად ვინ გეტყვის

Posted by: bulletstorm28 14 Apr 2018, 15:50
user posted imageuser posted image
* * *
user posted image
.............................................................................
* * *
სურათში რომ მაზდა დგას ეგაა ჩემი მაქ დგომის გამო დამაჯარიმეს და ტროტუარზე რომ მანქანები აყენია ეგ არაუშავსო ხალხი ხომ დადისო და რაუჭირსო ასე მითხრა ბოლო სურათში რომ პიტალო დგას ფორმაში

Posted by: wrangler7 14 Apr 2018, 16:16
რომელი ქალაქია? სტუმრად ხო არ იყავი, მაგ დროს იციან ბლატაობა biggrin.gif

Posted by: tutonika 14 Apr 2018, 18:28
bulletstorm28
bulletstorm28


გაასაჩივრე შენი რა მიდის,ბაჟის გადახდა არ გიწევს და არაფერი...

Posted by: bulletstorm28 14 Apr 2018, 21:02
QUOTE
რომელი ქალაქია? სტუმრად ხო არ იყავი, მაგ დროს იციან ბლატაობა

სამტრედიაა.არა სტუმრად არ ვყოფილვარ აქ ვცხოვრობ

QUOTE
გაასაჩივრე შენი რა მიდის,ბაჟის გადახდა არ გიწევს და არაფერი...

კი გავასაჩივრებ მაგრამ უეჭველი მინდა ვიცოდე რომ მართალი ვარ და მოვიგებ პროცესს
რო წავაგო და ის პიტალო გამართლდეს მაგრად გამიტყდება პახოდუ მაგ პროცესს ხო თავისი ხარჯები აქვს
რომ წავაგო და ის ხარჯებიც მე დავფარო ეგ მაგრად ტეხავს biggrin.gif

Posted by: tutonika 14 Apr 2018, 21:14
bulletstorm28


რამდენი ლარით დაგაჯარიმა?

Posted by: bakako93 15 Apr 2018, 19:11
QUOTE (bulletstorm28 @ 14 Apr 2018, 21:02 )
QUOTE
რომელი ქალაქია? სტუმრად ხო არ იყავი, მაგ დროს იციან ბლატაობა

სამტრედიაა.არა სტუმრად არ ვყოფილვარ აქ ვცხოვრობ

QUOTE
გაასაჩივრე შენი რა მიდის,ბაჟის გადახდა არ გიწევს და არაფერი...

კი გავასაჩივრებ მაგრამ უეჭველი მინდა ვიცოდე რომ მართალი ვარ და მოვიგებ პროცესს
რო წავაგო და ის პიტალო გამართლდეს მაგრად გამიტყდება პახოდუ მაგ პროცესს ხო თავისი ხარჯები აქვს
რომ წავაგო და ის ხარჯებიც მე დავფარო ეგ მაგრად ტეხავს biggrin.gif

უეჭველი მოგებული გაქვს თუ არა ამას ვერც ერთი ადვოკატი ვერ გეტყვის, რადგან პირდაპირ გვეკრძალება ადვოკატებს გარანტიების მიცემა.

რაც შეეხება ხარჯებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთნ დაკავშირებით არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გიწევს არაფრის გადახდა და შემდგომში არც სასამართლოში საჩივრის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.

Posted by: samuraisxmali 15 Apr 2018, 19:24
წააგებ. აშკარად შეუშლიდი გამოსვლაში ხელს. დაწერე მუხლი რომლითაც დაგაჯარიმეს.

არამარტო კანონით, ადამიანურადაც არ ხარ მართალი. როგორ შეიძლება ვიღაცას უკან მიუყენო მანქანა ისე რო გამოსასვლელი არ ქონდეს და გეგონოს რომ მართალი ხარ.

Posted by: fordman 15 Apr 2018, 22:24
bulletstorm28
QUOTE
მანქანას გამოსვლა რომ მოუნდეს ხელს უშლიო ხოდა მაინტერესებს რამდენად სწორად
დამიწერეს ჯარიმა გასაჩივრებას ვაპირებ და თუ ვინმე ხართ გარკვეული ამ საკითხში იქნებ დამეხმაროთ

რომ მოუნდეს ხელს უშლი-ასეთი ფორმულირება არ არის კანონში.
მანქანას გამოსვლაში თუ შეუშლი ხელს ჯარიმაა. უშუალოდ იმ მანქანის პატრონმა თუ გამოიძახა 200 ლარიანსაც დაწერდნენ მაგრამ თუ არ შეგიშლია ხელი- ანუ პატრონს თუ არ დაუპირებია მანქანის გაყვანა იმ დროს და ხელი არ შეეშალა მაშინ არ უნდა დაეჯარიმებინეთ მაგ მუხლით.
შეგიძლია თქვა რომ იცნობდი იმ მანქანის პატრონს და იცოდი რომ არ გაჰყავდა მანქანა იმ პერიოდში.
ისე კი
QUOTE
ადამიანურადაც არ ხარ მართალი. როგორ შეიძლება ვიღაცას უკან მიუყენო მანქანა ისე რო გამოსასვლელი არ ქონდეს და გეგონოს რომ მართალი ხარ.

Posted by: bulletstorm28 16 Apr 2018, 00:38
QUOTE
ადამიანურადაც არ ხარ მართალი. როგორ შეიძლება ვიღაცას უკან მიუყენო მანქანა ისე რო გამოსასვლელი არ ქონდეს და გეგონოს რომ მართალი ხარ

რას ბოდიალობ რა ადამიანურადაც არ ვარ მართალი მანქანა გავაჩერე და ვინც მახლდა ის მაღაზიაში შევიდა სიგარეტის საყიდლად სულ 2 წუთიც საქმე იყო და თან მე მანქანაში ვიჯექი არსად არ გადავსულვარ.
შენი ლოგიკით მანქანა თუ გაუჩერე უკან მეორე მანქანას არადამიანურად ხარ დამნაშავე?
რის საფუძველზე დაამყარე ეგ ლოგიკა? facepalm.gif

Posted by: boxua 16 Apr 2018, 10:17
bulletstorm28
QUOTE
მოკლედ დღეს დამაჯარიმა პატრულმა არასწორედ დგომის გამო
მაგრამ არსად არიყო იმის ნიშანი რომ დგომა გაჩერება აკრძალულია
რომ ვუთხარი აქ არანაირი ნიშანი არ მიკრძალავს დგომასთქო მაინც არ შეიძლებაო
მანქანას გამოსვლა რომ მოუნდეს ხელს უშლიო ხოდა მაინტერესებს რამდენად სწორად
დამიწერეს ჯარიმა


რადგან მაქ არ არის არანაირი ნიშანი, რომელიც გიკრძალავს დგომას, სავარაუდო დაგიწერდნენ 10 ლარიან ჯარიმას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მერვე ნაწილით, "დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა" – რა დროსაც იხელმძღვანელებდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის (გაჩერება და დგომა), მე-7 ნაწილის "ე"- პუნქტით, "აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა: ნებისმიერ ადგილას, სადაც სადგომზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება ხელს შეუშლის სხვა სატრანსპორტო საშუალების სადგომზე შესვლას ან სადგომიდან გამოსვლას;"

მაღალი ალბათობით წააგებთ გასაჩივრების შემთხვევაში, ამ ფაქტობრივი მონაცემებით დაარღვიეთ დგომის წესი, გვერდით შენობის გასწვრივ არსებული ტერიტორია, რომ ქვეითათვის განკუთვნილი (ტროტუარი) იყოს ამ შემთხვევაში მართალი იქნებოდით, მაგრამ ფოტოებიდან ჩანს ეგ ადგილი პარკირების ანუ ავტომობილების/სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილადაა ნებადართული.

აი ტროტუარი რომ ტრანსპორტის სადგომად გამოიყენება ეგ სხვა, დამოუკიდებელი დავის საკითხია, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ ვერ დაგეხმარება დავის მოგებაში, თუმცა ტროტუარის სადგომად, პარკირების ადგილად დაკანონებაც დარღვევაა. მე არ გავასაჩივრებდი, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, გისურვებთ წარმატებებს.

Posted by: amandamari 16 Apr 2018, 11:15
ჰეჰ რა გამახსენდა პატრულზე...
მანქანაში ვზივართ 3 კაცი და მივდივართ მოპირდაპირე მხრიდან გამოიაპა პატრულმა დაკრუგა და გაგვაჩერა, მოვიდა და გინდა თუ არა ტელეფონზე ლაპარაკობდა მძღოლიო, მობილურის ჩვენებამ და LOG ების ნახვა რომ მზღოლის კი არა არავის ტელეფონიდან არ იყო ნარეკი არ გაჭრა, მე დაგინახე რომ ლაპარაკობდა მძღოლიო, დაიგინა დედაზე უნდა დაგიწეროო ჯარიმა, გამოწერა და წავიდა, სადაც გინდა იქ გაასაჩივრეთო...........
ადგილი სადაც ეს მოხდა გომბორის ტეკთან ახლოს იყო....



მძღოლმა დაიკიდა და გადაიხადა ის ჯარიმა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რამე ბერკეტი არსებობს?

Posted by: კურტანა 16 Apr 2018, 12:23
amandamari
მობილური ოპერატორის ამონაწერი იმ კონკრეტული დროის შუალედისთვის up.gif

Posted by: maverick16 16 Apr 2018, 14:02
amandamari
მეც შემემთხვა იგივე ოღონდ მე მეუბნებოდა რო მგზავრს ღვედი არ ეკეთაო, მე ვუთხარი პროსტა გენერარულში დავრეკავ და ფაქტს დავაფიქსირებ პროსტამეთქი კაი დარეკეო წავიდა მანქანაში და მერე მეუბნება ეხლა გიშვებ და შემდეგში დარღვევით არ იაროო facepalm.gif კაი მადლობამეთქი და წამოვედი, მე ნაღდად ვერ დავამტკიცებდი ალბათ ვერაფერს მარა შენ ტელეფონის ამონაწერით დაამტკიცებ

Posted by: cuore 16 Apr 2018, 14:16
10 ლარის გამო გასაჩივრება და დროის კარგვა რავიცი smile.gif

Posted by: amandamari 16 Apr 2018, 15:34
kurtanidze
maverick16

არც დაუფუქსირებია რა ნომერი მქონდა ან რა ტელეფონები იყო, კაი ვათქვათ გავაკეთე ჩემი ტელეფონის ამონაწერი, იმას "აპრავდანია" ექნებოდა რომ გვერდზე მჯდომის ტელეფონი მეჭირა ხელში, იმან "დაინახა" რომ ტელეფონიტ ვლაპარაკობდი, მერე იტყვის რომ თავისი არ ეჭირა და მეგობრის ჰქონდაო.... მობილურის ამონაწერი არ მგონია გამოსავალი,.....


ის კამერები რომ უყენია მანქანებზე, ეგ როგორი ხარისხით იღებს? შემხვედრ რეჟიმში არა მგონია დააფიქსიროს მე ტელეფონზე ვლაპარაკობ თუ არა ხომ ასეა?

Posted by: wrangler7 16 Apr 2018, 16:24
მარტო ლაპარაკზე არაა,გეტყვის სმს წერდიო,ტელეფონი ხელში თუ გიჭირავს უკვე დარღვევაა,სამწუხრაოდ ვერ დაუმტკიცებენ

Posted by: amandamari 16 Apr 2018, 17:23
ამ ჩემს მეგობარს არც ხელში ეჭირა ტელეფონი არც სმს-სს წერდა სადღაც 80 კმ/სთ თი მიდიოდა ქალაქგარეთა ტრასაზე, პატრულიც დაახლოებიტ ეგეთი სიჩქარით მოდიოდა პროწივზე, არ ვიცი რა მოელანდა ან ტექნიკურად როგორ უნდა დაენახა, მოატრიალა და დაუწერა ჯარიმა.


P.S. ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ მოხდა, მაშIნ არ იყო შემოსული პატრულის სამხრე კამერები

Posted by: samuraisxmali 17 Apr 2018, 11:24
bulletstorm28
შენ ბოდიალობ, არ იცი წესები. დაგიწერეს ჯარიმა სამართლიანად. გაასაჩივრე და ნახავ.

Posted by: kamechistavi 22 Apr 2018, 14:37
მტკიცების ტვირთი პატრულზეა. პროცესზე შენ არ გიწევს ამტკიცო შენი უდანაშაულობა უნდა გიმტკიცოს იმან.
პრაქტიკაში რამდენიც გინდა იმდენი პატრულის ჯარიმაა აქვს ბათილად ცნობილი სასამართლოს. yes.gif yes.gif

Posted by: PILOTI 27 Apr 2018, 19:07
kamechistavi
kamechistavi
QUOTE
მტკიცების ტვირთი პატრულზეა.

სიტყვაზე ტელეფონზე საუბრის დროს რო გხედავს რო თქვა არ ვსაუბრობდიო არ დაგიწერენ? როდესაც თანამშრომელი ამბობს რო დამნაშავე ხარ სასამართო ითვალისწინებს უფრო მეტად სამართალდამცავის პოზიციას. ასე რომ უფრო მეტად შენ უნდა ამტკიცო smile.gif))

Posted by: MaNoFMaTch 1 May 2018, 22:22
PILOTI
და მაინც მტკიცებულებებს აქვთ თანაბარი ძალა.

Posted by: n-i-c-k 1 May 2018, 23:03
მანქანები სადაც დგანან ეგ ადგილი ტროტუარია თუ პარკინგი ?

თუ ტროტუარია და შენი მანქანა აკრძალულ ნიშნის ზონაში არ დგას (ყოველ შემთხვევაში კადრებში ნიშანი არ ჩანს), მაშინ მართალი ხარ !

მაგრამ სადაც შენი და პატრულის მანქანა დგას , მგონი ტროტუარის ფილებია და რატომღაც ეგ ტერიტორია მთლიანად ტროტუარი მგონია ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)