პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში ქართველი გოგონა 9 რეკორდის და სამი ევროპული ოქროს მფლობელი გახდა!დღეს, 25 აგვისტოს, კონტინენტის პირველობაზე ქართველი გოგონას ტრიუმფის აღსაღნიშნავად ქართული ჰიმნი აჟღერდა ხონელმა გოგონამ მარიამ მურღვლიანმა 15 წლამდელთა (81 კგ კატეგორია, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა, პირადი მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე) სამი ოქროს მედალი მოიპოვა და 9 რეკორდი დაამყარა. თანაც ატაცში ზედიზედ სამჯერ გააუმჯობესა 15-წლამდელთა ევროპული მიღწევა.
მარიამმა ატაცი 77 კილოთი დაიწყო, მერე შტანგა ხუთი კოლოთი დაამძიმა, მესამე ცდაზე 85 კილო დაძლია. ჩვენებურს ამ მოძრაობაში კილოგრამით ჩამორჩა თურქი ბურსა ქენი, 76 კილოთი მესამე იყო მარტა კოზერა (76 კგ).
მურღვლიანმა მეორე მოძრაობაშიც სამივე ცდა გამოიყენა. მესამე მისვლისას 105 კილო აკრა და ერთბაშად ორი ოქრო გაინაღდა - აკვრასა და ორჭიდში. მეორე-მესამე ადგილები ქენმა (100) და კოზერამ (93 კგ) გაინაწილეს.
გოგონები. 81 კგ
1. მარიამ მურღვლიანი (საქართველო) – 190 (85+105)
2. ბურსა ქენი (თურქეთი) – 184 (84+100)
3. მარტა კოზერა (პოლონეთი) – 169 (76+93)
https://www.facebook.com/sportpano/posts/1022133871661813