რთული სიტუაციაა თავისუფალში. გუნდური მეორე (რეალური მესამე) კი ავიღეთ
გივი მაჭარაშვილის ამბავი მადარდებს და მგონია, რომ მისი ვარსკვლავი ნელ-ნელა ესვენება. რაღაც მომენტში მეგონა რომ ასულია იმ ტოპ ტიერის დონეზე, სადაც არიან 97-ში ძირითადი მოჭიდავეები, მაგრამ არაა ასე. ის ძირითადი 5-6 მოჭიდავე, ვინც არის, მაგათთან ძაან დაბალი შანსი აქვს. ესენი არიან რუსეთი სახელით ვინც იქნება (სადულაევი ან მისი შემცვლელი, ეგეც მაგარია ძაან), სნაიდერი, ტაჟუდინოვი, იოშიდა, აზარპირა. ამათთან ჯამურად წაგებული აქვს სადღაც 10 და მოგებული 0. და კიდევ რამდენიმე მოჭიდავეა სადღაც გივის დონის. ამას დამატებული ტრავმები, წონის პრობლემა (გადამეტებულია როგორც ამბობენ, 97 კილოსთვის და 125-სთვის პირიქით მსუბუქია).