Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
« პირველი
...
7
8
[9]
10
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თუ შეგვეძლო მონღოლების შეჩერება
, ????
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MR_ABCD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
MR_ABCD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5007
წევრი No.: 117064
რეგისტრ.: 13-June 10
#61128379
· 1 Apr 2024, 03:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმპერიული აზროვნება არასდროს ჰქონია საქარველოს (მეზობლებისგან განსხვავებით)
არადა უნდა ჰქონოდა
ძალიან დიდ ბუფერულ ზონებს შევქმნიდით სულ მცირე
და დაპყრობით ხომ ვერავინ დაგვიპყრობდა, სულ რომ ჩაგრულის როლში ვიყავით
მემგონი ამის მიზეზი მართმადიდებლობაა, რომელიც გმობს მკვლელობას და ძალადობას
ასევე ჩემი დაკვირვებით არასდროს აინტერესებდათ მსოფლიო პოლიტიკა. ყოველთვის ჭურში იჯდნენ და ელოდებოდნენ როდის მოვიდოდა შემდეგი დამპყრობელი.
იმის მაგივრად რომ რამე სახის დიპლომატია ეწარმოებინათ იმ ქვეყნებთან და როგორც ბიძინა ირიდებს ომებს, ისევე ერიდებინათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 11151
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61128783
· 1 Apr 2024, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MR_ABCD
რაც დაწერე არაფერია მართალი, იმპერიული აზროვნებაც ჰქონდათ და მსოფლიო პოლიტიკაც აინტერესებდათ.
სხვა საკითხია რომ ისე ვერ გაფართოვდა როგორც სხვები, მაგის მიზეზი ფეოდალიზმი იყო, ზედმეტად ამუხრუჭებდა და ცალკე სამოქალაქო ომებში იყო გახვეული დავითის მერე საქართველო. დავითის მერე დემეტრეც, გიორგიც, თამარიც სამოქალაქო ომებში არიან ჩაძირულები და ძლივს გამოდიან ამ სიტუაციიდან.
This post has been edited by
ცერცვა.
on 1 Apr 2024, 13:07
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19402
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#61128918
· 1 Apr 2024, 14:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხო, ყველაზე კაი მაგალითია თამარის ეპოქა.
ტრაპიზონი რო შექმნეს და ასე თუ ისე ბუფერულ ზონად რომ აქციეს.
მარაა, უნდა შემოგვეერთებინა უშუალოდ ჩვენს საზღვრებში.
--------------------
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, არც რუსია, არც თურქ-ოსმალ-სელჩუკი, არც ირანელ-სპარსი, არც მონღოლი და სხვანი. არამედ ჯიბეში გამოზრდილი ბოღმითა და სიძულვილით შეპყრობილი ქართველი. რომელიც თავისი ბოღმის და სიძულვილის ამოსაღებად, მტერსაც კი უდგებოდა გვერდით და ხშირ შემთხვევაში მოუძღოდა კიდევაც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
999777
Super Member
ჯგუფი: Registered
999777
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 592
წევრი No.: 267381
რეგისტრ.: 31-July 22
#61129240
· 1 Apr 2024, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MR_ABCD
QUOTE
იმპერიული აზროვნება არასდროს ჰქონია საქარველოს (მეზობლებისგან განსხვავებით)
არადა უნდა ჰქონოდა
ძალიან დიდ ბუფერულ ზონებს შევქმნიდით სულ მცირე
და დაპყრობით ხომ ვერავინ დაგვიპყრობდა, სულ რომ ჩაგრულის როლში ვიყავით
მემგონი ამის მიზეზი მართმადიდებლობაა, რომელიც გმობს მკვლელობას და ძალადობას
ასევე ჩემი დაკვირვებით არასდროს აინტერესებდათ მსოფლიო პოლიტიკა. ყოველთვის ჭურში იჯდნენ და ელოდებოდნენ როდის მოვიდოდა შემდეგი დამპყრობელი.
იმის მაგივრად რომ რამე სახის დიპლომატია ეწარმოებინათ იმ ქვეყნებთან და როგორც ბიძინა ირიდებს ომებს, ისევე ერიდებინათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 15739
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#61129776
· 1 Apr 2024, 20:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
big_V
რაის პარდონი
თემურს ყავდა დროის საუკეთესო ჯარი, მსუბუქი კავალერია, მძიმე კავალერია, მსუბუქი ქვეითები, მძიმე ხორასანელი ქვეითები, სამთო სპეცნაზიც კი ყავდა, მთელი ამ ორკესტრის დირიჟირება შეეძლო მხოლოდ ისეთ გენიოსს როგორიც იყო თემური.
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10570
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61137177
· 4 Apr 2024, 21:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ განყოფილებაში მაინც შემოიღეთ ფილტრი, ისტორიაზე ნულოვანი წარმოდგენის მქონე პუბლიკა შემოდის და ათას სისულელეს აბრეხვებს.
დამპყრობლები არ ვყოფილვართ და ბუფერი არ გვქონდაო სერიოზულად წერენ. ეს იმ დროს, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში მისი არსებობის უკანასკნელ დღემდე შემოდიოდა ყაზახისა და შამშადალის სასულთნოები სრულად, შურაგელი კი ნაწილობრივ. გარდა ამისა განჯისა და ერევნის სახანოები ქართლ-კახეთის ვასალები და მოხარკეები იყვნენ.
სავარაუდოდ ყანწა სუფრის პატრიოტების აზრით ყაზახ-შამშადილელ თათრებს ძალიან სიამოვნებდათ ქართლ-კახეთის მეფის სამსახურში ყოფნა, მის ომებში მონაწილეობა, სისხლის დაღვრა და გადასახადების გამოღება. ალბათ ისიც უხაროდათ ქართველი მეფეები მოურავებს რომ უნიშნავდნენ სამართავად, მათ სულთნებს კი თბილისში გამოკეტავდნენ ხოლმე. მოკლედ, ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით აკეთებდნენ. განჯისა და ერევნის ხანებიც ამავე დაუოკებელი სურვილის გამო იღებდნენ ხანის ტიტულს ქართველი მეფის დასტურით და ყოველწლიურ ხარკს იხდიდნენ ქართლ-კახეთის ხაზინაში, ცხადია საკუთარი კეთილი ნებით. აბა ქართველები ვინმეს რამეს როგორ ვაიძულებდით?
ეს ხდებოდა XVIII საუკუნის II ნახევარში ე.ი. მაშინ, როდესაც ჩვენი ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი გვედგა. ახლა წარმოიდგინეთ XII-XIII საუკუნეები, პირველწყაროების წაკითხვაც არ არის საჭირო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ნეტავ რას გააკეთებდნენ მაშინ ქართველები?
* * *
------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბოროტი~ფუმფულა7
Member
ჯგუფი: Registered
ბოროტი~ფუმფულა7
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 268924
რეგისტრ.: 1-January 23
#61137369
· 4 Apr 2024, 22:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ეგ რუკა უფრო კარგი ხარისხით სად ვნახო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 11670
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#61170892
· 16 Apr 2024, 23:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kakha.G @ 30 Mar 2024, 23:44 )
შენ არ გესმის ისტორიული მატერიალიზმის
მატერიალიზმი საზოგადოდ ძალიან კარგად მესმის რომ არის სიბეცე, გინდ ისტორიული გინდ დიალექტიკური. იმ ერთადერთს რაც ანგარიშგასაწევია ამქვეყნად ნივიჟუს უკეთებს და იმიტომ.
QUOTE
და შეხედულებით ხარ ტროცკისტი
QUOTE
QUOTE
სოციალურმა პროგრესმა გადააშენა ანუ?
იქნებ მაინც უფრო თავისივე დაპყრობილი ბარბაროსები ყელში გაეჩხირენ გადაუარეს და დედა მოუ@#&ეს ჰა?
გერმანელები, რომლებმაც დაიპყრეს რომი არ ყოფილან რომის იმპერიის მიერ დაპყრობილნი და არც რომის განადგურება უნდოდათ, მათ უნდოდათ რომში ცხოვრება, მაგრამ თავისი წესებით, როდესაც ეს გამოუვიდათ ჩვენ მივიღეთ ფეოდალური ევროპა.
გერმანელებსაც, გალებსაც, ბრიტებსაც და სხვებსაც რომი გამუდმებულად სახეს ახევდა, პახოდუ წარმატებულად ითრევდა თავიანთ პონტებში. იმათ კიდევ რომში მარტო თავისი წესებით ცხოვრება კი არ უნდოდათ, უნდოდათ, რომი თავის ყველაფრიანა მათი გამხდარიყო. მაგისთვის არსებობდა ერთადერთი გზა, რო მაგ რომისთვის დედა მოეტ&#ათ. ჰოდა მოუტ*@ეს.
QUOTE
წმინდა რომის გერმანელი ხალხის იმპერია 19ს მდე არსებობდა და საერთოდ ევროპელებმა 19ს ში გაიგეს რომ თურმე რომი დაცემულა, მას მერე რაც მომზენის "რომის იმპერიის ისტორია" წაიკითხეს.
მოუტ*@ეს
QUOTE
რომის იმპერია დღესაც არსებობს კათოლიკური ეკლესიის სახით.
კჱ კჱ აბა რა
ერთი ბღუჯა ბებერი კუანებით წარმოდგენილი უძლეველი იმპერია კჱ
QUOTE
QUOTE
სადაც ძალაუფლების კონცენტრაციის დაუოკებელი ჟინი ზღვარს გადადის მანდ გადის ზღვარი
ძალაუფლებას ზოგადად მისი კონცენტრაციის დაუოკებელი ჟინი ახასიათებს
წყობას გააჩნია - პლატონის მიხედვით კი ყველანაირ წყობას მუდამ თან ახლავს გადაგვარების საშიშროება, მაგრამ ეს გადაგვარება სხვადასხვანაირია. ტირანიად გადაგვარება ყველაზე მეტად მონარქიას ემუქრება, არისტოკრატიას ნაკლებად, ეს უკანასკნელი უფრო ხშირად ოლიგარქიად გადაგვარდება ხოლმეო. ტიმოკრატია როგორც წესი პლუტოკრატიად გადაგვარდება. პლატონისთვის დემოკრატიაც იმთავითვე გადაგვარებული წყობაა, ვინაიდან ის, რაც დემოკრატიად გადაგვარდება ხოლმე, პოლიტეჲა, როგორც წესი ერთ დღესაც ვერ ძლებს გადაუგვარებლად.
QUOTE
QUOTE
ბრიტანეთმა მაგათში შედარებით კიდევ ინამუსა - როცა დაინახეს რო თუ ინდოეთის შენარჩუნება უნდათ საბოლოოდ უარი უნდა თქვან ყველანაირ ადამიანობაზე და გადაწყვიტეს არ თქვან უარი ადამიანობაზე
კი დაკარგეს მაგის შედეგად ნახევარი მსოფლიო მარა ადამიანობა მაინც შეინარჩუნეს
ფეოდალური ინგლისი 100წ ომობდა ნორმანდიის და ლანგედოკის გამო.
ბრიტანეთის იმპერიამ უარი თქვა ამერიკის კოლონიებთან ომზე, მეფე გეორგი ბოლომდე, გამარჯვებამდე აპირებდა ვაშინგტონთან ომს, მაგრამ გეორგს პარლამენტი ყავდა, პარლამენტმა კი განუცხადა: წლებია წაგებაზე მუშაობს, ეხა ჯარისკაცების დახოცვა დაიწყეს, ჰოდა შენ თუ გინდა თავად იომე ბრიტანეთის იმპერიის ღირსებისთვის, ჩვენ არც ჯარს და არც კაპიკს არ დაგიმტკიცებთ ამერიკის კოლონიებთან ომისთვისო.
შენთვის ერთი ჩორტია ფეოდალური და კოლონიური იმპერია, ბრიტანეთის იმპერია შპს ოსტ ინდოეთის კომპანიამ შექმნა, ჯერ ჩადიოდენ ვაჭრები და მერე მიყვებოდა მათ დასაცავად ჯარი, ასე რომ დობრად კი არ წავიდენ, უბრალოდ ზარალში რომ გადავიდენ დაიხურეს ქუდი.
ნამდვილად ერთი ჩორტია და ბრიტანეთიც არაა გამონაკლისი, ისეთივე ახვრები იყვნენ, როგორც ნებისმიერი სხვა იმპერიალისტები, რა მნიშვნელობა აქვს ვის მიჩმორებაზე გაქვს ცხოვრება აწყობილი, შორს გარეთ კოლონიებში, ახლოს მეზობლებში, შიგნით პროვინციებში თუ იქაც და იქაც და იქაც, ერთი ###ა და ერთი ახვრობაა ისეც და ასეც
QUOTE
QUOTE
და მხოლოდ მერე დამპყრობლები? ჩემთვის პირველ რიგში დამპყრობლები იყვნენ და მერე ეგ ყველაფერი დანარჩენი
ძაან გაუკვიდებიდათ ვიკინგებს ეგ რომ გაეგოთ
ვითომ რა უნდა გაკვირვებოდათ, ყველგან მიძვრებოდნენ, ინგლისში, ნორმანდიაში, ბალტიისპირეთში, დნეპრზე, ვოლგაზე, ბიზანტიაში, ირანში, არაბეთში იბიომაწ ამერიკამდეც კი მიაღწიეს
QUOTE
QUOTE
მონღოლები დობრად არ წასულან მარა თავისით წავიდნენ
დაერხათ ყველა მიმართულებით და იმიტომ, და არა იმიტომ რომ ჩვენ გავაგდეთ
რავი, გიორგი ბრწყინვალეს მოუწია ზოგიერთი გაჯიუტებულის ძალით გაგდება.
ზოგადად მაგ.აზერბაიჯანიდან მონღოლები არ წასულან, მუსლიმური მონღოლური სახანოები შექმნეს, მაგ.ჩობანიდების, ან ორლატების შაქში.
ვახ ხო ფაქტია რო რაც თავიდან იგრიმიტეს იმის ლანდიღა დარჩნენ ხო?
QUOTE
QUOTE
თემურლენგი ჩინელებთან ჭიდაობას გადაყვა ჩვენ რა შუაში ვართ საერთოდ?
მართლაცდა 8 შემოსევის შემდეგ დადებული ზავი და რა შუაში ვართ, ბოდიში სამარყანდი ვერ ავიღეთ.
იგივეა მანდაც, სანამ ჩვენთვის ეცალა ბუზსაც ვერ ავუფრენდით, არ იყო მასე?
QUOTE
QUOTE
შაჰ აბასია ალბათ ერთადერთი გამონაკლისი კი ოღონდ უფრო ღალატით და მუხთლობით მოვერიეთ ვიდრე პატიოსან ბრძოლაში
რაიო? სააკაძე? ომში მოსულა ეგეთები
მოსულა თუ არ მოსულა, სააკაძე იქეთ იყოს და თეიმურაზიც და ლუარსაბიც შაჰ აბასის თვალში იყვნენ უკანასკნელი ნამუსგარეცხილი გამყიდველები და მოღალატეები
QUOTE
QUOTE
კიდეც სანაცვლოდ მისი მტრების ქუსლქვეშ ამოვყავით თავი
ვის კონკრეტულად?
რაღა ვის კაცო რუსებს და ოსმალებს საქართველოს დაყოფაც კი არ გვაღირსეს, ვინც რამდენი მოასწრო იმდენი მოგვაგლიჯ-მოგვაფლითა
QUOTE
QUOTE
ხო რა აფერუმ ციციანოვებს, ცერეტლევებს, ბერიებს და ორჯონიკიძეებს, აფერუმ ჩვენს მოსკოვში მოგრიალე შავ-შავ ელიტას აფერუმ
ჩვენ ბიოლოგიური მექანიზმები ვართ და არ მინდა რომ ევოლუციის ჯაჭვში ზედმეტი რგოლი აღმოვჩნდე, როგორც ნეანდრტალელები, ინდიელები, ჩერქეზები.
კიდევ აფერუმ კურლანდიის და ლიფლანდიის გერმანელ არისტოკრატიას, რეჩპოსპოლიტის შლახტას, ეგენიც მსახურობდენ რუსეთის იმპერიის სასახელოდ.
ევოლუციის ჯაჭვში ბევრი უწარმატებულესი რგოლია, ათასნაირი პარაზიტები, ასკარიდები, ნეხვის ჭიები, ლეშის მჭამელები. ეგეთად ევოლუცირება მე რო მკითხო გადაშენებაზე უარესია. ერები ადამიანებზე არა ნაკლებ მოკვდავნი არიან, ის, რომ რაც ადამიანისთვის ათწლეულებით იზომება, ერისთვის ათასწლეულებით იზომება, საქმის არსებით ვითარებას არ ცვლის.
QUOTE
QUOTE
კი, ფაქტია რო შენ რომელიღაც ერები გაინტერესებს და რომელიღაც ერები კიდევ ფეხებზე გკიდია
რა შუაშია ეგ თემასთან?
მაგაზე გიპასუხე ავღანელბზე რომ იყო პოსტში
ვიღაცისთვის ეგრე ჩვენც არავითარ ინტერესს არ წარმოვადგენთ, თემა მაინც ჩვენზეა და არა იმათზე
QUOTE
QUOTE
მაშინ ალბათ წესით ილია ჭავჭავაძესაც გირჩევნია გრიგოლ ორბელიანი
შენა და მაშინ რაღას ვმელოჩნიკობთ, მაგ გრიგოლ ორბელიანს მამენტ კიდევ სტალინი არ ჯობია ათი თავით საერთოდ?
ორბელიანი რომ არა ჭავჭავაზე არ იქნებოდა
ამაზე დიხანს ვიფიქრე რაც შეიძლება გამანადგურებელი რა ვუპასუხო მეთქი
მარა მერე ვიფიქრე ეგეთი რეპლიკა საერთოდ არაა პასუხის ღირსი
QUOTE
სტალინი საერთოდ არაფერ შუაშია საქართველოსთან (მხოლოდ დაბადებით)
QUOTE
აღვადგინოთ მერე რას ველოდებით?
გინდა გითხრა რას ველოდებით?
ვიცი
დარწმუნებული ხარ? იქნებ მაინც გითხრა?
QUOTE
QUOTE
მაიცა კაცო ეგ თემა საქართველოზე არაა?
ამ თემის პირველ პოსტში კითხვა დაისვა
ყველაფრის საქართველოზე პროეცირება და ყურით მოთრევა არაა საჭირო
რა ყურით მოთრევა საქართველოზეა თემა
QUOTE
QUOTE
შენ საით გაქ გადახვეული შენს წარმოდგენაში არ ვიცი და თემა მაგაზეა
მოკლედ თავში გაქვს საბჭოთა სახელმძღვანელოების ხლამი
საერთოდ არ წამიკითხავს არცერთი საბჭოთა სახელმძღვანელო
სკოლაში კი გვყავდა კარგი ისტორიის მასწავლებელი მარა ის რასაც გვიყვებოდა საბჭოთა სახელმძღვანელოებში ნაკლებად ეწერა
QUOTE
და 90იანების ტრავმა
მე ვეცდები რომ ნელა ფონს გაგიყვანო
დავალებული ვარ ესოდენ მოწადინებული ძალისხმევისა გამო
თავად რა ხნის ბრძანდებოდი 90იანებში?
* * *
QUOTE
(big_V @ 1 Apr 2024, 01:37 )
QUOTE
ბრიტანეთმა მაგათში შედარებით კიდევ ინამუსა - როცა დაინახეს რო თუ ინდოეთის შენარჩუნება უნდათ საბოლოოდ უარი უნდა თქვან ყველანაირ ადამიანობაზე და გადაწყვიტეს არ თქვან უარი ადამიანობაზე
პარდონ დისკუსიაში ჩაჭრისთვის, მარა მე როგორც ვიცი ინდოეთიდან გამოსვლისას ბრიტებმა ბეევრი მასალა გადაწვეს, რო რეალურად არავინ მისდევებოდა ინდოელებისადმი არაადამიანურ მოპყრობებზე. თუ ვცდები ბოდიშს მოვიხდი.
თუმცაღა, ისიც მსმენია რო ლეოპოლდ მეორის (ბელგიის მეფე) აფრიკელების მიმართ (უფრო კონგოელების) არადამიანურმა მოპყრობამ, ინგლისელებიც კი გამოა_*_*_&ვა.
პირიქით ვწუხვარ ამდენი ხანი რო არ გიპასუხე, არ მეცალა აქაურობისთვის
რამდენადაც ვიცი რაც შემორჩა მასალები ისიც სავსებით საკმარისია
უბრალოდ ბევრი სხვა ვინმე დიდი წარმატებით უწევდა კონკურენციას ახვრობაში მაგათაც და ბელგიელებსაც
ვინც კოლონიებში ვერ გაქაჩა იმან სამაგიეროდ შინაურებში იყოჩაღა და ასე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 15739
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#61179886
· 18 Apr 2024, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
QUOTE
მატერიალიზმი საზოგადოდ ძალიან კარგად მესმის რომ არის სიბეცე, გინდ ისტორიული გინდ დიალექტიკური. იმ ერთადერთს რაც ანგარიშგასაწევია ამქვეყნად ნივიჟუს უკეთებს და იმიტომ.
ძაან ნაივურ პოსტებს დებ
QUOTE
გერმანელებსაც, გალებსაც, ბრიტებსაც და სხვებსაც რომი გამუდმებულად სახეს ახევდა, პახოდუ წარმატებულად ითრევდა თავიანთ პონტებში. იმათ კიდევ რომში მარტო თავისი წესებით ცხოვრება კი არ უნდოდათ, უნდოდათ, რომი თავის ყველაფრიანა მათი გამხდარიყო. მაგისთვის არსებობდა ერთადერთი გზა, რო მაგ რომისთვის დედა მოეტ&#ათ. ჰოდა მოუტ*@ეს.
და რა დაემართათ ბრიტებს და გაკებს მას შემდეგ რაც რომი წავიდა? შემთხვევით კალთებს ხომ არ ახევდენ რომაელებს როდესაც ისინი მიდიოდენ?
QUOTE
მოუტ*@ეს yes.gif
ვინ და რა?
QUOTE
კჱ კჱ აბა რა
ერთი ბღუჯა ბებერი კუანებით წარმოდგენილი უძლეველი იმპერია კჱ
ასეულობით მილიონი სულის და ასეულობით მილიარდების პატრონები?
QUOTE
წყობას გააჩნია - პლატონის მიხედვით კი ყველანაირ წყობას მუდამ თან ახლავს გადაგვარების საშიშროება, მაგრამ ეს გადაგვარება სხვადასხვანაირია. ტირანიად გადაგვარება ყველაზე მეტად მონარქიას ემუქრება, არისტოკრატიას ნაკლებად, ეს უკანასკნელი უფრო ხშირად ოლიგარქიად გადაგვარდება ხოლმეო. ტიმოკრატია როგორც წესი პლუტოკრატიად გადაგვარდება. პლატონისთვის დემოკრატიაც იმთავითვე გადაგვარებული წყობაა, ვინაიდან ის, რაც დემოკრატიად გადაგვარდება ხოლმე, პოლიტეჲა, როგორც წესი ერთ დღესაც ვერ ძლებს გადაუგვარებლად.
შენ არ შეგიძლია ერთდროულად მაქსიმალიზება მოახდინო თავისუფლების, ეფექტურობის და სამართლიანობის, ვერ დაიჭერ სამ ბურთს ერთ ხელში, როდესაც მოითხოვ თავისუფლებას ესაა მოთხოვნა ლიბერალური სახელმწიფო ინსტიტუტები, როდესაც მოითხოვ სამართლიანობას ესაა მოთხოვნა სოციალური სახელმწიფო ინსტიტუტების, როდესაც მოითხოვ ეფექტურობას ესაა მოთხოვნა განვითარების დიქტატურის, ავტორიტარული სახელმწიფის მოთხოვნა.
QUOTE
ნამდვილად ერთი ჩორტია და ბრიტანეთიც არაა გამონაკლისი, ისეთივე ახვრები იყვნენ, როგორც ნებისმიერი სხვა იმპერიალისტები, რა მნიშვნელობა აქვს ვის მიჩმორებაზე გაქვს ცხოვრება აწყობილი, შორს გარეთ კოლონიებში, ახლოს მეზობლებში, შიგნით პროვინციებში თუ იქაც და იქაც და იქაც, ერთი ###ა და ერთი ახვრობაა ისეც და ასეც
რომის იმპერიამ შექმნა ევროპა, ესპანეთის და ბრიტანეთის იმპერიამ თანამედროვე სამყარო.
ჩაი, შაქარი, წიწაკა, კარტოფილი ეს ყველაფერი ამ იმპერიების დანატოვარია, ასევე თანამედროვე ამერიკების კონტინენტები.
თანამწდროვე ინდოეთიც ბრიტანეთის იმპერიის კრეატურაა, თორემ დიდ წილად პაკისტანი იქნებოდა.
ასე რომ მადლობების მეტი რა გვეთქმის
QUOTE
ვითომ რა უნდა გაკვირვებოდათ, ყველგან მიძვრებოდნენ, ინგლისში, ნორმანდიაში, ბალტიისპირეთში, დნეპრზე, ვოლგაზე, ბიზანტიაში, ირანში, არაბეთში იბიომაწ ამერიკამდეც კი მიაღწიეს
მიძვრებოდენ მაგრამ არა დაპყრობის მიზნით, უბრალიდ მათ არ გააჩნდათ ჯერ ფეოდალური ზედაფენა ვინც ტერიტორიების დაპყრობით იქნებოდა დაინტერესებული, ნორმანდიაც და დანელაგიც მათ ფრანგმა და ინგლისელმა მეფეებმა თავად შეაჩეჩეს იმ მიზნით რომ "მოშინაურებული" ვიკინგები გარე ვიკინგებუსგან დაიცავდენ
QUOTE
ვახ ხო ფაქტია რო რაც თავიდან იგრიმიტეს იმის ლანდიღა დარჩნენ ხო?
მათი ვიზავიც რომ ლანდი დარჩა?
QUOTE
იგივეა მანდაც, სანამ ჩვენთვის ეცალა ბუზსაც ვერ ავუფრენდით, არ იყო მასე?
არ იყო მასე, 8 შემოსევაა მაგის მოწმობა, ძაან ყელზე დავადექით და ძაან ჭირდებოდა ჩვენი სრული მოშთობა
QUOTE
მოსულა თუ არ მოსულა, სააკაძე იქეთ იყოს და თეიმურაზიც და ლუარსაბიც შაჰ აბასის თვალში იყვნენ უკანასკნელი ნამუსგარეცხილი გამყიდველები და მოღალატეები
ანუ ლუარსაბის და კახელი მეფეების მუხანათურად მკლვლელს ნამუსი მოეკითხებიდა?
QUOTE
რაღა ვის კაცო რუსებს და ოსმალებს საქართველოს დაყოფაც კი არ გვაღირსეს, ვინც რამდენი მოასწრო იმდენი მოგვაგლიჯ-მოგვაფლითა
1639წ ზოჰაბის ზავში ოსმალეთმა სპარსეთს გარანტიები დაადებინა ქართლ კახეთის სამეფოების ხელუხლების, ამ ზავით საქართველო სარგებლობდა და აყვავდა, სანამ ვახტან 6 არ დაარღვია ის, ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წაიკეთხავ.
QUOTE
ევოლუციის ჯაჭვში ბევრი უწარმატებულესი რგოლია, ათასნაირი პარაზიტები, ასკარიდები, ნეხვის ჭიები, ლეშის მჭამელები. ეგეთად ევოლუცირება მე რო მკითხო გადაშენებაზე უარესია. ერები ადამიანებზე არა ნაკლებ მოკვდავნი არიან, ის, რომ რაც ადამიანისთვის ათწლეულებით იზომება, ერისთვის ათასწლეულებით იზომება, საქმის არსებით ვითარებას არ ცვლის.
ეს შენი თვალსაზრისია, ასკარიდას შეიძლება სხვა თვალსაზრისი ქონდეს
ზოგადა ჩვენ უმაღლესი მტაცებლები ვართ, ამიტომ ჯობდა ხმალკბილა ვეფხვებს შეგედარებინა
ნუ ეხლა იმედია გუმილიოვის ეთნოგენეზის პასინორალური თეორიის მომხრედა არ მოგვევლინები, აგერ ებრაელები დღესაც ცოცხლები არიან, გოთები კი სულ ახალგაზრდები დაიღუპენ
QUOTE
ამაზე დიხანს ვიფიქრე რაც შეიძლება გამანადგურებელი რა ვუპასუხო მეთქი
მარა მერე ვიფიქრე ეგეთი რეპლიკა საერთოდ არაა პასუხის ღირსი
ვერ გამცემ, იმიტომ რომ ორბელიანი ფეოდალური ეპოქის შვილია, ჭავჭავაძე კი ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ეპოქის, ჩვენთვის კი ეს ბოლო ეპოქაა უფრო მახლობელი, მაგრამ მაგან თვალთხედვა არ უნდა დაგიბრავოს
QUOTE
დარწმუნებული ხარ? იქნებ მაინც გითხრა?
შენც ხომ იცი
QUOTE
საერთოდ არ წამიკითხავს არცერთი საბჭოთა სახელმძღვანელო
სკოლაში კი გვყავდა კარგი ისტორიის მასწავლებელი მარა ის რასაც გვიყვებოდა საბჭოთა სახელმძღვანელოებში ნაკლებად ეწერა
საქმე უფრო მძიმედ ყოფილა
QUOTE
დავალებული ვარ ესოდენ მოწადინებული ძალისხმევისა გამო
თავად რა ხნის ბრძანდებოდი 90იანებში?в самом расцвете сил ავატარს შეხედე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MR_ABCD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
MR_ABCD
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5007
წევრი No.: 117064
რეგისტრ.: 13-June 10
#61182129
· 19 Apr 2024, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
გუბაზას ხმით წავიკითხე.
ხარკს რომ ახდევინებდა რაა მერე ? ჯერეგერთი თვითონ ერთიანი არ იყო საქართველო რაზეა საერთოდ ლაპარაკი. მარტო ისტორიის მცირე მონაკვეთი.
რუსეთი ხარკს ახდევინებდა იმ ერებს რომლებიც დაიპყრო და მიიერთა ?
ხომ ვიმეორებ ჩვენ ქვეყანაც კი არ გვქონდა ერთიანი.
რუსი ხომ არის ბუნებით იმპერიალისტი. სულ რო შიმშილით კვდებოდეს.
ჩვენი ხალხი ბუნებით არაა ეგეთი და მაგიტომ ვამბობ.
მართალია ისტორია თქვენთან შედარებით ზედაპირულად ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
რაც თავი მახსოვს სულ ვიღაც გვჯიჯგნიდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 11670
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#61184587
· 20 Apr 2024, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kakha.G @ 18 Apr 2024, 23:04 )
QUOTE
მატერიალიზმი საზოგადოდ ძალიან კარგად მესმის რომ არის სიბეცე, გინდ ისტორიული გინდ დიალექტიკური. იმ ერთადერთს რაც ანგარიშგასაწევია ამქვეყნად ნივიჟუს უკეთებს და იმიტომ.
ძაან ნაივურ პოსტებს დებ
თუ არ დააზუსტებ რა არ გაწყობს ხო გესმის მაგაზე აბა რა უნდა გიპასუხო?
შენ თუ ჩემი თვალსაზრისი მიამიტურად გეჩვენება და რა ეგ კონტრარგუმენტის მოყვანაში ხელს გიშლის თუ რას გულისხმობ?
QUOTE
QUOTE
გერმანელებსაც, გალებსაც, ბრიტებსაც და სხვებსაც რომი გამუდმებულად სახეს ახევდა, პახოდუ წარმატებულად ითრევდა თავიანთ პონტებში. იმათ კიდევ რომში მარტო თავისი წესებით ცხოვრება კი არ უნდოდათ, უნდოდათ, რომი თავის ყველაფრიანა მათი გამხდარიყო. მაგისთვის არსებობდა ერთადერთი გზა, რო მაგ რომისთვის დედა მოეტ&#ათ. ჰოდა მოუტ*@ეს.
და რა დაემართათ ბრიტებს და გაკებს მას შემდეგ რაც რომი წავიდა? შემთხვევით კალთებს ხომ არ ახევდენ რომაელებს როდესაც ისინი მიდიოდენ?
ან რა კალთებს ახევდნენ ან სად წავიდნენ? კაცი იფიქრებს თავისით წავიდნენ. კი არ წავიდნენ გაიწიხლენ კაკრაზ მაგ გერმანელების მიერ
QUOTE
QUOTE
მოუტ*@ეს yes.gif
ვინ და რა?
ბარბაროსებმა - დედა
QUOTE
QUOTE
კჱ კჱ აბა რა
ერთი ბღუჯა ბებერი კუანებით წარმოდგენილი უძლეველი იმპერია კჱ
ასეულობით მილიონი სულის და ასეულობით მილიარდების პატრონები?
QUOTE
QUOTE
წყობას გააჩნია - პლატონის მიხედვით კი ყველანაირ წყობას მუდამ თან ახლავს გადაგვარების საშიშროება, მაგრამ ეს გადაგვარება სხვადასხვანაირია. ტირანიად გადაგვარება ყველაზე მეტად მონარქიას ემუქრება, არისტოკრატიას ნაკლებად, ეს უკანასკნელი უფრო ხშირად ოლიგარქიად გადაგვარდება ხოლმეო. ტიმოკრატია როგორც წესი პლუტოკრატიად გადაგვარდება. პლატონისთვის დემოკრატიაც იმთავითვე გადაგვარებული წყობაა, ვინაიდან ის, რაც დემოკრატიად გადაგვარდება ხოლმე, პოლიტეჲა, როგორც წესი ერთ დღესაც ვერ ძლებს გადაუგვარებლად.
შენ არ შეგიძლია ერთდროულად მაქსიმალიზება მოახდინო თავისუფლების, ეფექტურობის და სამართლიანობის, ვერ დაიჭერ სამ ბურთს ერთ ხელში, როდესაც მოითხოვ თავისუფლებას ესაა მოთხოვნა ლიბერალური სახელმწიფო ინსტიტუტები, როდესაც მოითხოვ სამართლიანობას ესაა მოთხოვნა სოციალური სახელმწიფო ინსტიტუტების, როდესაც მოითხოვ ეფექტურობას ესაა მოთხოვნა განვითარების დიქტატურის, ავტორიტარული სახელმწიფის მოთხოვნა.
100% გეთანხმები
აქედან გამომდინარე ამ სამიდან ერთი უნდა აირჩიო
მე პირადად ვირჩევ სამართლიანობას და შენი არ ვიცი
ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტებით
ღრმად მწამს რო ამქვეყნად არანაირი სამართლიანობა შესაძლებელი არ არის
მაგრამ შესაძლებელია მკაფიოდ განაცხადო შენს კანონმდებლობაში შენი მიზნების შესახებ და შემდეგ მათ არ გადაუხვიო
ყველას რომ კანონმდებლობაში ის ეწეროს, რის მიღწევასაც რეალურად ცდილობს, საერთაშორისო პოლიტიკა ეგეთ ტრაკში კი არ იქნებოდა ეხლა როა
ამასთან შედარებით ქვეყნის შიდა თავისუფლება ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე პირადად
რაც შეეხება შენს ეფექტურობას ეგ მსოფლიოში შენს გარდა ყველას ცალ ფეხზე კიდია
მე კიდევ მხოლოდ ისეთი რამეები მაინტერესებს რაც ახვრების გარდა არავის არ კიდია ცალ ფეხზე
QUOTE
QUOTE
ნამდვილად ერთი ჩორტია და ბრიტანეთიც არაა გამონაკლისი, ისეთივე ახვრები იყვნენ, როგორც ნებისმიერი სხვა იმპერიალისტები, რა მნიშვნელობა აქვს ვის მიჩმორებაზე გაქვს ცხოვრება აწყობილი, შორს გარეთ კოლონიებში, ახლოს მეზობლებში, შიგნით პროვინციებში თუ იქაც და იქაც და იქაც, ერთი ###ა და ერთი ახვრობაა ისეც და ასეც
რომის იმპერიამ შექმნა ევროპა, ესპანეთის და ბრიტანეთის იმპერიამ თანამედროვე სამყარო.
ჩაი, შაქარი, წიწაკა, კარტოფილი ეს ყველაფერი ამ იმპერიების დანატოვარია, ასევე თანამედროვე ამერიკების კონტინენტები.
თანამწდროვე ინდოეთიც ბრიტანეთის იმპერიის კრეატურაა, თორემ დიდ წილად პაკისტანი იქნებოდა.
ასე რომ მადლობების მეტი რა გვეთქმის
აფსუს ინკები მაია აცტეკები ცოცხლები აღარ არიან ეგენი ეტყოდნენ მხურვალე მადლობებს თუ ეტყოდნენ კარტოფილისა და წიწაკისთვის, თან შენგან განსხვავებით არც პამიდორი და სიმინდი დაავიწყდებოდათ
QUOTE
QUOTE
ვითომ რა უნდა გაკვირვებოდათ, ყველგან მიძვრებოდნენ, ინგლისში, ნორმანდიაში, ბალტიისპირეთში, დნეპრზე, ვოლგაზე, ბიზანტიაში, ირანში, არაბეთში იბიომაწ ამერიკამდეც კი მიაღწიეს
მიძვრებოდენ მაგრამ არა დაპყრობის მიზნით, უბრალიდ მათ არ გააჩნდათ ჯერ ფეოდალური ზედაფენა ვინც ტერიტორიების დაპყრობით იქნებოდა დაინტერესებული, ნორმანდიაც და დანელაგიც მათ ფრანგმა და ინგლისელმა მეფეებმა თავად შეაჩეჩეს იმ მიზნით რომ "მოშინაურებული" ვიკინგები გარე ვიკინგებუსგან დაიცავდენ
ევედრებოდნენ საწყლები მოგვაშორეთ ეს ნორმანდია რა ტრაკში სათხრელად გვინდაო მარა ვინ დაინდო შეტენეს ძალით
QUOTE
QUOTE
ვახ ხო ფაქტია რო რაც თავიდან იგრიმიტეს იმის ლანდიღა დარჩნენ ხო?
მათი ვიზავიც რომ ლანდი დარჩა?
ჩემზე უკეთ მოგეხსენება ისტორიაში საბოლოო ჯამში იმას ერხევა ვისაც უფრო ადრე ერხევა
QUOTE
QUOTE
იგივეა მანდაც, სანამ ჩვენთვის ეცალა ბუზსაც ვერ ავუფრენდით, არ იყო მასე?
არ იყო მასე, 8 შემოსევაა მაგის მოწმობა, ძაან ყელზე დავადექით და ძაან ჭირდებოდა ჩვენი სრული მოშთობა
კაი რა საცა შეჯლიგინებულები იყვნენ იმის რაღაც პაწა ნაგლეჯი ვიყავით ნუ ვფაფხურობდით სხვები ჩვენზე მეტად ფაფხურობდნენ
მათი ტოლძალი მოწინააღმდეგე სულ სხვა იყო და იმ სხვაზე დარდობდნენ პირველ რიგში
QUOTE
QUOTE
მოსულა თუ არ მოსულა, სააკაძე იქეთ იყოს და თეიმურაზიც და ლუარსაბიც შაჰ აბასის თვალში იყვნენ უკანასკნელი ნამუსგარეცხილი გამყიდველები და მოღალატეები
ანუ ლუარსაბის და კახელი მეფეების მუხანათურად მკლვლელს ნამუსი მოეკითხებიდა?
შაჰ აბასი რო ახვარი იყო ეგ ჯერ არ ნიშნავს რომ მისთვის არავის უღალატნია და მით უმეტეს რომ მას ღალატისთვის არავინ დაესაჯა
QUOTE
QUOTE
რაღა ვის კაცო რუსებს და ოსმალებს საქართველოს დაყოფაც კი არ გვაღირსეს, ვინც რამდენი მოასწრო იმდენი მოგვაგლიჯ-მოგვაფლითა
1639წ ზოჰაბის ზავში ოსმალეთმა სპარსეთს გარანტიები დაადებინა ქართლ კახეთის სამეფოების ხელუხლების, ამ ზავით საქართველო სარგებლობდა და აყვავდა, სანამ ვახტან 6 არ დაარღვია ის, ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წაიკეთხავ.
რავი ეგ მართლა საინტერესო რამეს ამბობ, აბა სად წავიკითხო?
ისე ეგრე დღეს რო რუსებს კითხო ბათუმიც მაგათ გვაჩუქეს მარა...
QUOTE
QUOTE
ევოლუციის ჯაჭვში ბევრი უწარმატებულესი რგოლია, ათასნაირი პარაზიტები, ასკარიდები, ნეხვის ჭიები, ლეშის მჭამელები. ეგეთად ევოლუცირება მე რო მკითხო გადაშენებაზე უარესია. ერები ადამიანებზე არა ნაკლებ მოკვდავნი არიან, ის, რომ რაც ადამიანისთვის ათწლეულებით იზომება, ერისთვის ათასწლეულებით იზომება, საქმის არსებით ვითარებას არ ცვლის.
ეს შენი თვალსაზრისია, ასკარიდას შეიძლება სხვა თვალსაზრისი ქონდეს
ზოგადა ჩვენ უმაღლესი მტაცებლები ვართ, ამიტომ ჯობდა ხმალკბილა ვეფხვებს შეგედარებინა
ნუ ეხლა იმედია გუმილიოვის ეთნოგენეზის პასინორალური თეორიის მომხრედა არ მოგვევლინები, აგერ ებრაელები დღესაც ცოცხლები არიან, გოთები კი სულ ახალგაზრდები დაიღუპენ
გუმილჲოვის თეორიების აზზე არ ვარ, ასკარიდების თვალსაზრისები არ მაინტერესებს, და ხმალკბილა ვეფხვებს ქართველები რა პონტში შევადარო მაგათი მიმჩმორებელი არავინ იყო დედამიწის ზურგზე ჩვენ კი ყველა გვაჩმორებდა ვისაც არ ეზარებოდა
QUOTE
QUOTE
ამაზე დიხანს ვიფიქრე რაც შეიძლება გამანადგურებელი რა ვუპასუხო მეთქი
მარა მერე ვიფიქრე ეგეთი რეპლიკა საერთოდ არაა პასუხის ღირსი
ვერ გამცემ, იმიტომ რომ ორბელიანი ფეოდალური ეპოქის შვილია, ჭავჭავაძე კი ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ეპოქის, ჩვენთვის კი ეს ბოლო ეპოქაა უფრო მახლობელი, მაგრამ მაგან თვალთხედვა არ უნდა დაგიბრავოს
ორბელიანი ჭავჭავაძეს უწუნებდა საქართველოს თვითმყოფადი სახელმწიფოებრიობის სურვილს, იმიტომ რომ თავის დროზე თვითონ მაგ მიმართულებით მაგრა ჩაიჯვა და ხო არ გამოაცხადებდა ეჰ მე ჩავიჯვი აგერ და იქნებ ამან მაინც არ ჩაიჯვასო
QUOTE
QUOTE
დარწმუნებული ხარ? იქნებ მაინც გითხრა?
შენც ხომ იცი
მე რაც ვიცი ის ვიცი, მე ის არ ვიცი შენ იცი თუ სხვა რამე გგონია და ის გგონია რო იცი
QUOTE
QUOTE
საერთოდ არ წამიკითხავს არცერთი საბჭოთა სახელმძღვანელო
სკოლაში კი გვყავდა კარგი ისტორიის მასწავლებელი მარა ის რასაც გვიყვებოდა საბჭოთა სახელმძღვანელოებში ნაკლებად ეწერა
საქმე უფრო მძიმედ ყოფილა
ვწუხვარ რთულ მისიას თუ გაკისრებ
QUOTE
QUOTE
დავალებული ვარ ესოდენ მოწადინებული ძალისხმევისა გამო
თავად რა ხნის ბრძანდებოდი 90იანებში?
в самом расцвете сил ავატარს შეხედე
შევხედე მარა ვერ დავადგინე
ანუ დღეს ამ ხნის ხარ?
თუ ამ ხნის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10570
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#61185230
· 20 Apr 2024, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(MR_ABCD @ 19 Apr 2024, 18:59 )
გუბაზას ხმით წავიკითხე.
ხარკს რომ ახდევინებდა რაა მერე ?
ჯერეგერთი თვითონ ერთიანი არ იყო საქართველო
მარტო ისტორიის მცირე მონაკვეთი.
რუსი ხომ არის ბუნებით იმპერიალისტი.
რაც თავი მახსოვს სულ ვიღაც გვჯიჯგნიდა
გაგიმარჯოს მამულიშვილო!
ე.ი. ბუფერიც შეგვიქმნია და დაპყრობითი ომებიც გვიწარმოებია. ამიტომ ის, რაც დაწერე სისულელეა, მეტი რა?
ჰოდა, მითუმეტეს დასაფასებელია, არა? ერთიანიც კი არ იყო იმ დროს საქართველო, მაგრამ ცალკე აღებულმა ქართლ-კახეთის სამეფომ მოახერხა, რომ ყაზახი, შამშადილი და შურაგელი შემოეერთებინა, ხოლო განჯისა და ერევნის სახანოები ვასალებად და მოხარკეებად გადაექცია. ახლა დაძაბე ტვინი და დაფიქრდი - ასეთი მდგომარეობა ადგილობრივი თათარი ხანებისა და სულთნების სურვილით დადგა, თუ ქართველებმა დააყენეს და შეინარჩუნეს სამეფოს არსებობის უკანასკნელ ხანებამდე?
დავიწყოთ იმით, რომ ისტორიის არც ისე მცირე მონაკვეთი იყო საქართველო ერთიანი. მერე კიდევ დავით IV-ის, თამარისა და გიორგი V-ის დროინდელ საქართველოს სამეფოს რუკას რომ დახედავ და დიდია, შენი აზრით ყველა იმ ტერიტორიაზე ქართველები ცხოვრობდნენ? საიდუმლოს გაგიმხელ და გეტყვი, რომ ბევრგან საერთოდ არ ცხოვრობდნენ. შენი „კომპეტენტური“ აზრით, ის რეგიონები და მათი მუსლიმი მმართველები საქართველოს სამეფოს პირდაპირ შემადგენლობაში, თუ მის დაქვემდებარეში საკუთარი ნებით შემოვიდნენ, თუ იძულებით? ე.ი. ისევ დაპყრობა და ბუფერი, ხომ?
ანუ თუ რუსეთის მასშტაბის ომები არ უწარმოებია ერს (ქართველი იქნება ეს თუ სხვა) ე.ი. იმას არც არასოდეს არაფერი დაუპყრია და ბუნებაში არ ჰქონია ეს? ლოგიკასთან ცოტა მწყრალად ხომ არა ხარ, აბა დაფიქრდი.
მოდი კიდევ ერთი საიდუმლოც გავამხილოთ, შენ რაც სკოლაში გასწავლეს ის იცი.
საბჭოთა პერიოდში შეიქმნა მითი, რომ სულ სხვები ცდილობდნენ საქართველოს დაპყრობას, ჩვენ კი მხოლოდ თავს ვიცავდით, ეს მითი დღემდე პოპულარულია. მოკლედ, მსხვერპლის მდგომარეობაში ვიყავით ყოველთვის. ეს მანტია მოარგეს ქართველ ერს, რაც საბჭოთა პროპაგანდას ჭირდებოდა. სიმართლეა, რომ უფრო ხშირად სხვები გვესხმოდნენ თავს და მძიმე დროებაც ბევრჯერ გვედგა, მაგრამ როცა შეგვეძლო ჩვენც ვაწარმოებდით შეტევით ომებს და ვფართოვდებოდით. საქართველოს ისტორიის ყველაზე ცუდ პერიოდებშიც კი მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ თუკი ამის შანსი გაჩნდებოდა თავდასხმაზე ქართველები უარს არასდროს ამბობდნენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 11151
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61185395
· 20 Apr 2024, 23:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
wtf.... რა არის რამხელა ციტირებებს აკეთებ, დედა ეტირა გვერდს.
ნორმალურად დააციტირე ხოლმე, თორე ბანს მოგცემ.
This post has been edited by
ცერცვა.
on 20 Apr 2024, 23:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ
ჯგუფი: Members
წერილები: 11670
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
#61185486
· 21 Apr 2024, 00:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ცერცვა. @ 20 Apr 2024, 23:30 )
wtf.... რა არის რამხელა ციტირებებს აკეთებ, დედა ეტირა გვერდს.
ნორმალურად დააციტირე ხოლმე, თორე ბანს მოგცემ.
რას აფუჭებს დიდი პოსტი რომელ წესს ვარღვევ?
ვტოვებ რაც მიპასუხა რაზეც მიპასუხა იმას მე მგონი პირიქით მკითხველისთვის ეგრე ჯობია ეცოდინება რაზე იყო ლაპარაკი
მინდვრები მართლაც დამახინჯდა მარა ეგ აირია ჩემს პოსტამდე ორი პოსტით ადრე, არ ვიცი რის გამო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 11151
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#61185847
· 21 Apr 2024, 02:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯიბ
არის წესებში ჭარბი ციტირება.
რომ აციტირებ ერთ ციტატაში 2 ციტირება გაქვს, კონკრეტული ტექსტები დააციტირე, ციტირების ციტირებებს ნუ აკეთებ.
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(10)
« პირველი
...
7
8
[9]
10
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0496 ] [ 13 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.