Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > The United States of America (USA)


Posted by: KobSak 19 Dec 2021, 20:14
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 327 მილიონი ადამიანი (2018 წლის შეფასებით).

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან.
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

პრეზიდენტი: ჯო ბაიდენი
ვიცე პრეზიდენტი: კამალა ჰარისი
ჰოუს სპიკერი: ნენსი პელოსი

პოლიტიკური პარტიები: დემოკრატიული პარტია (დაარსებულია 1828 წელს), რესპუბლიკური პარტია (დაარსებულია 1854 წელს).

ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 73.1%% თეთრია, 12.7% აფროამერიკელი, 5.4% აზიელი, 1,5 % აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.

სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არ აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 230 მლნ ადამიანი, ესპანურად — 12%, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 2,5, გერმანულად - 1,1.
რელიგია: პროტესტანტები (46.5 %), კათოლიკები (20.8 %),მართლმადიდებლობა 0.5 %, მუსლიმები (0.9 %), იუდაისტები (1.9 %), ბუდისტები(0.7 %) და სხვა.

უდიდესი ქალაქებია

1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942

God Bless America!

გისურვებთ სასიამოვნო პოსტებს და ოცნებების ასრულებას!

Vol 19: https://forum.ge/?f=69&showtopic=35163216

user posted image

Posted by: Desmond Miles 20 Dec 2021, 01:30
ფიქსირ პირველ პოსტში...

ამ თემაში აგვსრულებოდეს წამსვლელთ სურვილები. :დ

Posted by: gio3870X2 20 Dec 2021, 01:44
ფიქსირ უკვე ფიზიკურადაც აქ ვარ ❤️❤️❤️❤️


ღმერთმა დალოცოს ამერიკა.

Posted by: Harley Davidson 20 Dec 2021, 07:38
დავფიქსირდეთ ახალ თემაში bis.gif
user posted image

Posted by: godblessamerica 21 Dec 2021, 01:23
ამერიკის ეკონომიკა წინ მიდის, ადრე მუშა და მძღოლი ეძებდა სამსახურს ,ახლა პირიქითაა კომპანიები ეძებენ მუშებს და მძღოლებს.მგონი დედამიწაზე ეგეთი არსად არ ხდება

Posted by: lume 21 Dec 2021, 01:41
QUOTE
კომპანიები ეძებენ მუშებს და მძღოლებს.


ებრაელები

პისატი ებრაელები არიან გულუხვი და ხელგაშლილები up.gif

Posted by: dongabo 21 Dec 2021, 03:17
QUOTE

ამერიკის ეკონომიკა წინ მიდის, ადრე მუშა და მძღოლი ეძებდა სამსახურს ,ახლა პირიქითაა კომპანიები ეძებენ მუშებს და მძღოლებს.

ასეა ეს. სადაც გაიხედავ სამსახურები ჰყრია განსხვავებით ათიოდე წლის წინ.

Posted by: utonega 21 Dec 2021, 08:52
აბა გილოცავთ ახალ თემას. დავფიქსირდები პირველ გვერდზე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა.
20 დეკემბერი, კოლუმბია 80-85 გრადუსი
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: მამაო თამაზი 21 Dec 2021, 09:19
lume
პისატი ხარ თუ ხასიდი?


.......................

Posted by: tatikom 21 Dec 2021, 21:58
რა ბედნიერები ხართ ვინც უკვე მანდ ხართ, გილოცავთ ყველას. ღმერთმა დალოცოს ამერიკა.
10 უშედეგო მცდელობა გრინქარდის, სრული უიმედობა. ტურისტულს არ იძლევიან.
რა გზა ასებობს მამდ მოსახვედრად?შედარებად მარტივი გზა, საშუალო ასაკის, ინგლისურად ინტერმედიეით დონეზე მოსაუბრისთვის?
მექსიკის გავლით არ მინდა ოღონდ?

Posted by: Miralem Pjanić 21 Dec 2021, 22:30
ფიქსირ, პირველი და ბოლო პოსტი ჩამოსვლამდე mad.gif

Posted by: ikandro 21 Dec 2021, 22:45
ჰაით

ვაჰ ეს საკონსულო ხო ვერ გაიხსნა დაგვტანჯა

Posted by: paranoidis_dzma 22 Dec 2021, 06:07
utonega
ნინო და ზურას მეგობარი ხომ არ ხარ შემთხვევით? smile.gif

___

კოლორადოს მთებში სასრიალოდ ხომ არ მოდიხართ ვინმე?

Posted by: lume 22 Dec 2021, 07:11
მამაო თამაზი
გაგსიებია ცხვირი ადიგენის კარტოფილივით

ხომ არ იცი ვინ მღერის?


* * *
user posted image

მართალია 800$ სასმელი არაა და არც ბრუკლინის ქართულ რესტორანში არა ვარ სადაც საჭმელს რომ გადაიღებ არ უნდა ჭამო რომ ტეხავს facepalm.gif


მაგარი ბუხოი ვარ იმენა

მდოგვი დამავიწყდა ამეღო კალბასის პონტში biggrin.gif

Posted by: utonega 22 Dec 2021, 21:52
paranoidis_dzma
ცოლისდაა ნინო ჩემი, ეხლა ერთად ვართ წამოსული კოლუმბიაში.
ვისგან გადავცე მოკითხვა?

Posted by: paranoidis_dzma 23 Dec 2021, 10:39
utonega
მივხვდი სურათებიდან ფბ-ზე smile.gif

გივისგან მოიკითხე smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 27 Dec 2021, 04:08
lume
QUOTE
გაგსიებია ცხვირი ადიგენის კარტოფილივით

მეგიტარე ხიდის ქვეშ მღერის მაგას


Posted by: CanadianMan 27 Dec 2021, 21:55
............................................................../.................

Posted by: MoSalah 28 Dec 2021, 10:51
--------------------------------------------------------------------------------

Posted by: მამაო თამაზი 29 Dec 2021, 08:44
რა ხდება ნიუ იორკში? კალიფორნია სხვა ქვეყანაა. ამერიკა არაა

Posted by: lume 29 Dec 2021, 16:47
QUOTE
კალიფორნია


მე ძაან კმაყოფილი დავრჩი კალიფორნიაში მოგზაურობით,

მას შემდეგ სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება

drug.gif

Posted by: Aunties 29 Dec 2021, 23:13
კალიფორნიაში მოგზაურობა არის ჩემივე ოცნება განა იმიტომ, რომ რამე უბრალოდ ზამთარი თბილია რა თან დაკარგული ანგელოზების ქალაქში სიტუაციით ვარ დაინტერესებული, უბრალოდ მოგზაურობა მინდა.

Posted by: მამაო თამაზი 30 Dec 2021, 08:10
lume
QUOTE
მე ძაან კმაყოფილი დავრჩი კალიფორნიაში მოგზაურობით,

facepalm.gif

Aunties
QUOTE
ანგელოზების ქალაქში სიტუაციით ვარ დაინტერესებული, უბრალოდ მოგზაურობა მინდა.

ხოო

ლოს ანჯელესი შეგიყვარდება

თავიდან ვერც მე გავუგე მუღამი მაგრამ ნიუ იორკის მერე მივხვდი რო იშვიათი ქალაქია.


Posted by: centurion89 30 Dec 2021, 12:34
Dear ქართველებო, იმიგრანტებო, და ზოგადად მოქალაქენო მცხოვრებნო უცხოეთში:
I’m working on a dissertation regarding the topic of remittances, i.e. sending money from abroad to the Republic of Georgia.
One of the stages of writing a dissertation is to complete a survey. If this topic is relevant to you, please consider reading this post.
This survey takes only 2.5 minutes and has <20 questions.
My work on this dissertation can benefit a lot from your participation, and most importantly, I might shed some additional light on this topic that can benefit Georgian immigrants and its family at home.
Please consider spending <3 minutes on completing the survey.

https://s.surveyplanet.com/dsvxlztq

Posted by: მამაო თამაზი 31 Dec 2021, 12:58
centurion89
გავაკეთე


.......................

Posted by: lume 31 Dec 2021, 16:31
კაროჩე ეხლა რა ბაზარია

კაცი მირეკავს თავის გაფუჭებული საქმის შესწორებას მთხოვს რომელიც არის გზად, იქ მისულს გამთხარეს ნო სტენდიგის ტიკეტი

კაცს ვეუბნები შენი საქმე მოვაგვარე მაგრამ მე ტიკეტი დამიწერეს,

კაცი მპასუხობს: აუ ბოდიში რა


ეხლა ბიჭებო თქვით კაცურში როგორ ხდება ამ საქმის მოგვარება

up.gif

Posted by: Harley Davidson 31 Dec 2021, 18:58
lume
თუ მეგობრულად დაეხმარე, ჩათვალე რომ მაგ $65 თუ $110-ად მოიშორე ეგეთი "მეგობარი" yes.gif
მარტივია

Posted by: lume 31 Dec 2021, 19:27
Harley Davidson


ისიც კი არ მკითხა რამდენი დაგიწერეს ან რანაირად ან რამე, ზრდილობის პონტში ის მაინც თქვი ნახევარს მე მოგცემ ან მსგავსი რაღაც

biggrin.gif კაცმა ბოდიშიო,

რა ბოდიში 95$ ჩავიტანე yes.gif

ყ. და ნაბო...., ზუსტად ვიცი დამირეკავს კიდე და იმენა აბობოქრებული უნდა გავუგზავნო ახალი წლიდან biggrin.gif

Posted by: Aunties 31 Dec 2021, 21:07
ამერიკაში წასვლაც გადავიფიქრე და საერთოდ სადაც არ მელიან არსად აღარ და არ მინდა რა,

Posted by: ME 1 Jan 2022, 01:09
რა საყვარლად აგროვებენ ტროლიკოები პოსტებს ამ თემაში <3

Posted by: Hyperzet 1 Jan 2022, 16:16
ikandro
QUOTE
ჰაით
ვაჰ ეს საკონსულო ხო ვერ გაიხსნა დაგვტანჯა

საკონსულო გახნილია.
უბრალოდ B1/B2 კატეგორიის ვიზებზეა შეზღუდვები და ადგილები აღარაა 2023 წლამდე.
ჩემმა ძმაკაცმა მიიღო P (ხელოვნების დარგის წარმომადგენლები) კატეგორიის ვიზა.
მეც მივდივარ აპრილში.
სასწავლო ვიზებზე განაცხადებიც გახნილია კარგა ხანია.
ნატო, სამედიცინო და საერთაშორისო მისიები ისედაც არ დაკეტილა შუა კორონავირუსის დროსაც.

Posted by: მამაო თამაზი 2 Jan 2022, 03:34
lume
QUOTE
ყ. და ნაბო...., ზუსტად ვიცი დამირეკავს კიდე და იმენა აბობოქრებული უნდა გავუგზავნო ახალი წლიდან

თუ ღლე და ნაბოზარი იყო ან რას დაეხმარე. ან მერე აქ რას წუწუნებ. facepalm.gif lol.gif

Posted by: lume 2 Jan 2022, 04:16
მამაო თამაზი

QUOTE
თუ ღლე და ნაბოზარი იყო ან რას დაეხმარე. ან მერე აქ რას წუწუნებ


გამოცდა ჩავუტარე და ვერ ჩააბარა drug.gif
კაცობაში და ადამიანობაში ვერ გაქაჩა facepalm.gif



შენ აქეთ აღარ იჩითები და რამე?

ბრუკლინში ახალი რესტორანი გაიხსნა

ერთხელ შევედი პური არ ქონდათ მეორედ შევედი ხინკალი არ ქონდათ up.gif


Posted by: Fed 2 Jan 2022, 12:51
Happy new year 2kiss.gif


საქართველოდან nba ბილეთები რომელი საიტიდან ვიყიდო რას მირჩევთ ?
და ატლანტაში რამე კონკრეტულის ნახვას თუ მირჩევდით კიდე მადლობელი ვიქნები love.gif

Posted by: მამაო თამაზი 3 Jan 2022, 01:01
centurion89
Survey Already Completed
Looks like you've already completed this survey. We’re sorry, but it can only be taken once.

გავაკეთე მე უკვე
* * *
Fed
https://www.ticketmaster.com

Posted by: -Alex- 5 Jan 2022, 02:08
QUOTE (Fed @ 2 Jan 2022, 12:51 )
Happy new year 2kiss.gif


საქართველოდან nba ბილეთები რომელი საიტიდან ვიყიდო რას მირჩევთ ?
და ატლანტაში რამე კონკრეტულის ნახვას თუ მირჩევდით კიდე მადლობელი ვიქნები love.gif

ატლანტაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვარიუმი.
არის დელტას ფრენის მუზეუმი თუ გაინტერესებს ავიაცია. მე არ ვარ ნამყოფი მაგრამ ვიცი რომ არის ფრენის ნამდვილი სიმულატორი(Boeing 737) რომელიც საკმაოდ ძვირია($425)

Posted by: ნიკუშ-ა 5 Jan 2022, 06:49
Fed
ატლანტაში ძაან მაგარი აკვარიუმია ეგ ნახე, კოკა კოლის მუზეუმიც ნახე ძაან საკაიფო, მეტს ჯსეთს ვერ ვიხსენებ კიდე ვერაფერს. ეგ ორი რაც გითხარი ნანახი მაქვს და ასწორებს ძაან, კოკა კოლის მუზეუმში კაი სურათებსაც გადაიღებ.

ნბა ბილეთებს რაც შეეხება Ticketmaster ან Stubhub. ორივეგან მიყიდია და სანდოა

Posted by: sandrikia 6 Jan 2022, 03:00
მეგობრებო კითხვა მაქ ეგეთი. მოკლედ აი პანდემია რო დაიწყო მაშინ ჩავრჩი თბილისში 8 თვით. უკრაინის ავიახაზებმა დამიქენსელა ფრენა და საერთოდ ფრენებიც არ იყო. პლიუს ამას ფეხში ნამსხვრევი მომხვდა ბარგალკის და დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. და ეხლა მინდა უკვე მოქალაქეობაზე გაგზავნა. და რამდენად იმოქმედებს 6 თვეზე მეტხანს რომ ვიყავი ამერიკიდან გასული. რო დავბრუნდი საზღვარზე მკითხეს რატომ იყავი გასული 8 თვეო. უბრალოდ ვუპასუხე ფრენა დამიქენსელდათქო. ოკ მითხრა და გამიშვა ) უბრალოდ მაინტერესებს ინტერვიუზე მოქალაქეობის რამდენად იმოქმედებს ეს. ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: meu 7 Jan 2022, 00:11
გამარჯობა მეგობრებო, საქართველოდან ამერიკაში ძაღლის ტრანსპორტირებაზე ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო? ან იქნებ ვინმეს გაქვთ გამოცდილება და გამიზიაროთ, მადლობა..

Posted by: babsi 7 Jan 2022, 00:38
centurion89
ასეთი კითხვაა თუ არ ვცდები
რამდენს იხდით ყოველი $100 გაგზავნაში და ციფრებია ჩამოწერილი 1,2,3.....10,11
ბანკით გადარიცხვაზე იხდი $45 გაგზავნილი თანხის 0,6%. $100 დოლარიც რომ გააგზავნო $45 = 0,6%
ხოლო მანიგრამით
$100 $8 მაგრამ თუ აგზავნი
$1000 $16
ისე რომ ვფიქრობ არაზუსტი მონაცემები იქნება, სხვანაირადაა მოსაფიქრებელი კითხვის (ციფრების) დასმა

Posted by: Hyperzet 7 Jan 2022, 02:37
sandrikia
QUOTE
მეგობრებო კითხვა მაქ ეგეთი. მოკლედ აი პანდემია რო დაიწყო მაშინ ჩავრჩი თბილისში 8 თვით. უკრაინის ავიახაზებმა დამიქენსელა ფრენა და საერთოდ ფრენებიც არ იყო. პლიუს ამას ფეხში ნამსხვრევი მომხვდა ბარგალკის და დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. და ეხლა მინდა უკვე მოქალაქეობაზე გაგზავნა. და რამდენად იმოქმედებს 6 თვეზე მეტხანს რომ ვიყავი ამერიკიდან გასული. რო დავბრუნდი საზღვარზე მკითხეს რატომ იყავი გასული 8 თვეო. უბრალოდ ვუპასუხე ფრენა დამიქენსელდათქო. ოკ მითხრა და გამიშვა ) უბრალოდ მაინტერესებს ინტერვიუზე მოქალაქეობის რამდენად იმოქმედებს ეს. ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?


სამედიცინო ფორმა 100 აიღე, ფეხში რომ ნამსხვრევი მოგხვდა მაგის მკურნალობის და ა.შ.
სადაც მკურნალობას გადიოდი, ვალდებულები არიან მოგცენ.
ასევე რენტგენი/რენტგენები დაურთე, ეს ყველაფერი ათარგმნინე ნოტარიუსით და წარადგინე შესაბამის ადგილებზე.
არანაირი პრობლემა არ შეგექმნება არსად.



Posted by: paranoidis_dzma 7 Jan 2022, 04:27
meu
ძაან საჩალიჩოა ამ ეტაპზე, საქართველო ცოფის მაღალი რისკის შემცველ ქვეყანაში შედის და დროებით აკრძალულია.

თუ მოქალაქე ხარ და გრინ-კარტიანი მაშინ შეგიძლია გამონაკლისის მოთხოვნა, თუმცა მანამდე ძაღლის სისხლია გასაგზავნი ჩამოთვლილი ლაბორატორიებში, იქიდან მიღებული პასუხით უკვე გამონაკლისის მოთხოვნა და ა.შ.

https://www.cdc.gov/importation/bringing-an-animal-into-the-united-states/high-risk-dog-ban-frn.html

Posted by: KobSak 7 Jan 2022, 13:37
ხალხო მანდ მართლა ასეთი ძვირია ჯანდაცვის ხარჯები? სადღაც წავიკითხე ექიმთან ვიზიტი 100 დოლარზე მეტი გიჯდებაო.

სასწრაფოს გამᲝძახებაც ძვირიაო.

აბა ხალხი როგორ ცხოვრობს მანდ?

Posted by: Harley Davidson 7 Jan 2022, 13:54
KobSak
QUOTE
აბა ხალხი როგორ ცხოვრობს მანდ?

დაზღვევა.

Posted by: meu 8 Jan 2022, 00:39
paranoidis_dzma

მადლობა დიდი <3

Posted by: Aunties 8 Jan 2022, 01:09
კრედით სქორი როგორ მოვაგროვო ანგარიშზე, რომელიც აიტიენით არის რეგისტრირებული რა თან გილოცავთ

Posted by: sandrikia 8 Jan 2022, 01:30
QUOTE (Hyperzet @ 7 Jan 2022, 02:37 )
sandrikia
QUOTE
მეგობრებო კითხვა მაქ ეგეთი. მოკლედ აი პანდემია რო დაიწყო მაშინ ჩავრჩი თბილისში 8 თვით. უკრაინის ავიახაზებმა დამიქენსელა ფრენა და საერთოდ ფრენებიც არ იყო. პლიუს ამას ფეხში ნამსხვრევი მომხვდა ბარგალკის და დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. და ეხლა მინდა უკვე მოქალაქეობაზე გაგზავნა. და რამდენად იმოქმედებს 6 თვეზე მეტხანს რომ ვიყავი ამერიკიდან გასული. რო დავბრუნდი საზღვარზე მკითხეს რატომ იყავი გასული 8 თვეო. უბრალოდ ვუპასუხე ფრენა დამიქენსელდათქო. ოკ მითხრა და გამიშვა ) უბრალოდ მაინტერესებს ინტერვიუზე მოქალაქეობის რამდენად იმოქმედებს ეს. ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?


სამედიცინო ფორმა 100 აიღე, ფეხში რომ ნამსხვრევი მოგხვდა მაგის მკურნალობის და ა.შ.
სადაც მკურნალობას გადიოდი, ვალდებულები არიან მოგცენ.
ასევე რენტგენი/რენტგენები დაურთე, ეს ყველაფერი ათარგმნინე ნოტარიუსით და წარადგინე შესაბამის ადგილებზე.
არანაირი პრობლემა არ შეგექმნება არსად.

რენტგენს ვერ ავიღებ და ფორმა ასს კი ავიღებ. რენტგენი არც გადაუღიათ. ანუ ჩანდა შერჭობილი და ამოიღო ეგრევე. 10 წუთში მოამთავრა.

Posted by: ME 8 Jan 2022, 01:54
QUOTE (KobSak @ 7 Jan 2022, 13:37 )
ხალხო მანდ მართლა ასეთი ძვირია ჯანდაცვის ხარჯები? სადღაც წავიკითხე ექიმთან ვიზიტი 100 დოლარზე მეტი გიჯდებაო.

სასწრაფოს გამᲝძახებაც ძვირიაო.

აბა ხალხი როგორ ცხოვრობს მანდ?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არის,

გააჩნია,

გააჩნია ბევრ რამეს, რა შემოსავალი გაქვს, როგორი დაზღვევა გაქვს,
სახელმწიფო დახმარებაზე თუ ხარ, მედიკალზე ან შტატის, როგორც წესი ის ფარავს ყველაფერს

კერძო დაზღვევა თუ გაქვს გააჩნია როგორი დაზღვევაა,

მე 1.4კ ვიხდი ოჯახზე თვეში, და მაინც, უბრალო ვიზიტი $70 ჯდება, სერიოზულ ოპერაციებზე და რაღაცეებზე არ ვლაპარაკობ,
მარა მშობიარობა მაგალითად (ჩვეულებრივი დაზღვევით) ჯიბიდან სადღაც 5-6კ გიჯდება და დაზღვევა სადღაც 15-20 ფარავს (ისევ, სახელმწიფო დახმარებაზე თუ არ ზიხარ)

სასწრაფოს გამოძახება შარია, შეიძლება ათასები დაგიჯდეს

იტოგში ავად არ უნდა გახდე

ზოგადად ამერიკაში, სამედიცინო ბილების გამო ბანკროტობა პირველ ადგილზეა

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2022, 04:19
ჩემი დაზღვევა თვეში 160 დოლარამდეა (medical, vision, dental) და ექიმთან ვიზიტის ქო-ფეი 30 დოლარია, სპეციალისტი 50, წამლები 15 ჯენერიკებზე.
გააჩნია რაა დაზღვევას და საამსახური რა პაკეტებს გთავაზოვს, ჩემი ბევრ რამეს კარგად ფარავს.

Posted by: ME 8 Jan 2022, 04:33
QUOTE (paranoidis_dzma @ 8 Jan 2022, 04:19 )
ჩემი დაზღვევა თვეში 160 დოლარამდეა (medical, vision, dental) და ექიმთან ვიზიტის ქო-ფეი 30 დოლარია, სპეციალისტი 50, წამლები 15 ჯენერიკებზე.
გააჩნია რაა დაზღვევას და საამსახური რა პაკეტებს გთავაზოვს, ჩემი ბევრ რამეს კარგად ფარავს.

ეჰჰჰჰჰჰჰჰჰ
სამსახური და კაი ცხოვრება კაია )))

Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2022, 05:32
ME
QUOTE
სამსახური და კაი ცხოვრება კაია )))

აბა მომინდომე აქ ბიზნესმენობა და? smile.gif))

Posted by: მამაო თამაზი 9 Jan 2022, 03:46
Tricare 44 დოლარი თვეში. ყველაფერს ფარავს მგონი. ჯერ არ გამომიყენებია არაფერში კბილების გარდა

Posted by: Hunter2 12 Jan 2022, 00:08
QUOTE (ME @ 8 Jan 2022, 01:54 )
QUOTE (KobSak @ 7 Jan 2022, 13:37 )
ხალხო მანდ მართლა ასეთი ძვირია ჯანდაცვის ხარჯები? სადღაც წავიკითხე ექიმთან ვიზიტი 100 დოლარზე მეტი გიჯდებაო.

სასწრაფოს გამᲝძახებაც ძვირიაო.

აბა ხალხი როგორ ცხოვრობს მანდ?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არის,

გააჩნია,

გააჩნია ბევრ რამეს, რა შემოსავალი გაქვს, როგორი დაზღვევა გაქვს,
სახელმწიფო დახმარებაზე თუ ხარ, მედიკალზე ან შტატის, როგორც წესი ის ფარავს ყველაფერს

კერძო დაზღვევა თუ გაქვს გააჩნია როგორი დაზღვევაა,

მე 1.4კ ვიხდი ოჯახზე თვეში, და მაინც, უბრალო ვიზიტი $70 ჯდება, სერიოზულ ოპერაციებზე და რაღაცეებზე არ ვლაპარაკობ,
მარა მშობიარობა მაგალითად (ჩვეულებრივი დაზღვევით) ჯიბიდან სადღაც 5-6კ გიჯდება და დაზღვევა სადღაც 15-20 ფარავს (ისევ, სახელმწიფო დახმარებაზე თუ არ ზიხარ)

სასწრაფოს გამოძახება შარია, შეიძლება ათასები დაგიჯდეს

იტოგში ავად არ უნდა გახდე

ზოგადად ამერიკაში, სამედიცინო ბილების გამო ბანკროტობა პირველ ადგილზეა

$1400 თვეში? wow.gif
რამდენ სულზე ეს? რა პაკეტიც გაქ ძვირიანად ითვლება?

Posted by: lovelock 12 Jan 2022, 01:21
Hunter2

რატომ გაგიკვირდა? ბევრი არაა ეგ. ოჯახზე ეს.

750 ფუნტზე მეტს ვიხდი მე მარტო თვეში რომ მქონდეს უფასო ჯანდაცვა. ეს გადასახადები არაა. გადასახადები კიდე ცალკეა. ყველაფერი შედის უფასო მკურნალობაში გარდა პროფილაქტიკური რამეებისა რომელიც სახელმწიფომ არ დააწესა. მაგალითად რაღაც სკრინინგი უფასოდ მაქვს. კბილის ექიმიც შედის, უბრალოდ საუკეთესო ფერის პლომბი არ იქნება. ასევე შედის საუკეთესო და უახლესი ტექნიკა კომპლექსური დაავადებების. და წამლებიც სუბსიდირებულია, ანუ გაცილებით ნაკლებს ვიხდი როცა ექიმი გამომიწერს.

განსხვავება ამერიკასთან ისაა რომ ჩემსკენ ყველას შემოსავლის შესაბამისად ექვითება. ანუ ცოტას თუ გამოიმუშავებ ცოტა გექვითება და იგივე სერვისი გაქვს. მე მომწონს ეს სისტემა თუმცა საუკეთესო არაა. მოკლედ ამერიკულს მირჩევნია რა biggrin.gif

Posted by: Fed 12 Jan 2022, 01:39
-Alex-
ნიკუშ-ა
დიდი მადლობა გაიხარეთ , ეხლა ვნახე პოსტი.
აუცილებლად აკვარიუმსაც და კოკა კოლის მუზეუმს ჩავსვამ სიაში 5 დღე მაქვს სულ.

Posted by: ME 12 Jan 2022, 01:51
QUOTE (Hunter2 @ 12 Jan 2022, 00:08 )
QUOTE (ME @ 8 Jan 2022, 01:54 )
QUOTE (KobSak @ 7 Jan 2022, 13:37 )
ხალხო მანდ მართლა ასეთი ძვირია ჯანდაცვის ხარჯები? სადღაც წავიკითხე ექიმთან ვიზიტი 100 დოლარზე მეტი გიჯდებაო.

სასწრაფოს გამᲝძახებაც ძვირიაო.

აბა ხალხი როგორ ცხოვრობს მანდ?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არის,

გააჩნია,

გააჩნია ბევრ რამეს, რა შემოსავალი გაქვს, როგორი დაზღვევა გაქვს,
სახელმწიფო დახმარებაზე თუ ხარ, მედიკალზე ან შტატის, როგორც წესი ის ფარავს ყველაფერს

კერძო დაზღვევა თუ გაქვს გააჩნია როგორი დაზღვევაა,

მე 1.4კ ვიხდი ოჯახზე თვეში, და მაინც, უბრალო ვიზიტი $70 ჯდება, სერიოზულ ოპერაციებზე და რაღაცეებზე არ ვლაპარაკობ,
მარა მშობიარობა მაგალითად (ჩვეულებრივი დაზღვევით) ჯიბიდან სადღაც 5-6კ გიჯდება და დაზღვევა სადღაც 15-20 ფარავს (ისევ, სახელმწიფო დახმარებაზე თუ არ ზიხარ)

სასწრაფოს გამოძახება შარია, შეიძლება ათასები დაგიჯდეს

იტოგში ავად არ უნდა გახდე

ზოგადად ამერიკაში, სამედიცინო ბილების გამო ბანკროტობა პირველ ადგილზეა

$1400 თვეში? wow.gif
რამდენ სულზე ეს? რა პაკეტიც გაქ ძვირიანად ითვლება?

ორი ზრდასრული და ორი ბავშვი
სტომატოლოგია ამაში არ შედის,
ამ დაზღვევას კერძოდ ვყიდულობ, ნორმალური დონის დაზღვევაა
სამწუხაროდ ზემოდან კიდევ ბევრი ხარჯი ემატება, ეს დაზღვევა ყველაფერს არ ფარავს, ანუ ამ დაზღვევით ჯანდაცვა უფასო არ მაქვს
სპეციალისტთან ერთი ვიზიტი $70, წამლებიც არაა იაფი

ვისაც სამსახური აქვს იმათ ხშირად დიდ ნაწილს სამსახური უხდის და თავისი გადასახადი ცოტა გამოსდით

Posted by: lume 12 Jan 2022, 07:22
მამაო თამაზი
სანტა მონიკაში ვარ

სად გნახო?


facepalm.gif

Posted by: შარი10 12 Jan 2022, 11:30
კაროჩე, ამერიკაში ჯობია ავად არ გახდე, თორე გაღატაკდები და გაბანკროტდები

Posted by: Frankens†ein 12 Jan 2022, 16:41
რავიცი, სადაზღვევოში ვმუშაობ აქ და უკმაყოფილოა სასტავი.
ბაზარი არაა, მოგებას ნახულობენ სადაზღვევოები და ყველას დდშვც, ვინც მოგებას ნახულობს biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ აქ ხეირი მაინცაა რაღაც...
ჯანმრთელობის დაზღვევაზე კი წერია წინა გვერდზე რა სიტუაციაცაა და მანქანის დაზღვევაზე ცალკე...
ხალხს ავარია რო მოსდის, მალავენ, თუ რაღაც სასწაული ავარია არაა smile.gif
მოკლედ, დააფასეთ ქართული დაზღვევა, სანამ სადაზღვევოები გეხვეწებიან ჩემთან დაეზღვიეო...
იქით რო დავუწყებთ ხვეწნას, მაშინ დაგვერხევა smile.gif

Posted by: low flyer 12 Jan 2022, 19:29
ME
QUOTE
მე 1.4კ ვიხდი ოჯახზე თვეში


ახერხებ ხარჯებშI გატარებას თუ ჯიბიდან გიწევს?

სერიოზულად ვფიქრობ სამსახურიდან წამოსვლას, ცორპორატე ამერიცა სუცკს.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 12 Jan 2022, 20:30
low flyer
QUOTE
სერიოზულად ვფიქრობ სამსახურიდან წამოსვლას, ცორპორატე ამერიცა სუცკს.


რას ერჩი? smile.gif

მამენტ სიტიში თუ მუშაობ მაშინ ვიცი რასაც ერჩი smile.gif

რაც გავშორდი სიტის ნერვები დამიმშვიდდა smile.gif


Posted by: ME 12 Jan 2022, 23:53
low flyer
არა ხარჯებში როგორ აბა
ერთი ეგაა LLC-დან თუ ვუყიდი საკუთარ თავს მერე შემეძლება
დალშე ეხლა როგორც მაქ ჯიბიდან


-----------

ახლა დავაზუსტე და შემძლებია ჩამოწერა

Posted by: low flyer 13 Jan 2022, 01:45
ME
QUOTE
ახლა დავაზუსტე და შემძლებია ჩამოწერა

მშვენიერალური

DaNGeR_DaNGeR
QUOTE
მამენტ სიტიში თუ მუშაობ მაშინ ვიცი რასაც ერჩი


2 წელია უკვე სახლიდან ვმუშაობ და არც მთხოვენ ოფისში დაბრუნებას, უბრალოდ სხვაზე მუშაობა მომბეზრდა.


Posted by: DaNGeR_DaNGeR 13 Jan 2022, 01:57
low flyer
QUOTE
2 წელია უკვე სახლიდან ვმუშაობ და არც მთხოვენ ოფისში დაბრუნებას



კარგია

QUOTE
უბრალოდ სხვაზე მუშაობა მომბეზრდა



თუ გაქვს შნო ბიზნესის მაშინ შეუბერე, ამერიკაზე უკეთესი ქვეყანა მაგ საქმისთვის არ არის.

თუმცა კაი ბლომად ნერვები უნდა, პირადი გამოცდილებით ვიცი

Posted by: paranoidis_dzma 13 Jan 2022, 05:01
low flyer
QUOTE
2 წელია უკვე სახლიდან ვმუშაობ და არც მთხოვენ ოფისში დაბრუნებას


ჩვენც დავხურეთ ოფისები სრულიად რიმოუთზე გადავედით + ოფშენალ WeWork-ს მემბერშიფები გვავქს ყველას სახლში თუ მოგვწყინდა მივდივართ.

კვირაში 2-3 ჯერ ასწორებს ვივორქიდან.

Posted by: ME 13 Jan 2022, 09:29
low flyer
QUOTE
უბრალოდ სხვაზე მუშაობა მომბეზრდა.

მიმი დადის ამ ბოლო პერიოდში ინსტაზე თუ ტიკოტიკზე,

9 დან 5 მდე მუშაობა არ მინდოდა და ამიტომ ჩემი ბიზნესი დავიწყე.. ახლა უკვე 24/7 ზე ვმუშაობო

დაახლოებით ასეა smile.gif

Posted by: gordas 13 Jan 2022, 13:15
ბოდიშით ოფტოპიკისთვის, მაგრამ ქართული პასპორტით სად რამდენი ხანი შემიძლია გაჩერება როგორ ვნახო?

Posted by: lume 14 Jan 2022, 03:48
კომპანია ობიექტიდან იმის გამო გამოაგდეს ჩათლახობას რომ არ აკეთებდა
კინაღამ ხალხი უმუშევარი დატოვეს
biggrin.gif biggrin.gif




ამერიკელები მაგარი ძმები არიან facepalm.gif

Posted by: Harley Davidson 14 Jan 2022, 04:30
ME
QUOTE
9 დან 5 მდე მუშაობა არ მინდოდა და ამიტომ ჩემი ბიზნესი დავიწყე.. ახლა უკვე 24/7 ზე ვმუშაობო

დაახლოებით ასეა

დაახლოებით არა, ასეა smile.gif
და ბევრი რამე ეწირება.
ბევრი ვინმეც smile.gif

Posted by: wrangler7 14 Jan 2022, 05:27
gordas
https://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian.aspx

მგონი გამოგადგება ეს ლინკი, ნახე აბა

Posted by: low flyer 14 Jan 2022, 06:21
paranoidis_dzma
QUOTE
WeWork


ესენი კიდე არსებობენ?


ME
QUOTE
9 დან 5 მდე მუშაობა არ მინდოდა და ამიტომ ჩემი ბიზნესი დავიწყე.. ახლა უკვე 24/7 ზე ვმუშაობო

QUOTE
დაახლოებით არა, ასეა

+1

მაგრამ სხვაზე მუშაობას მაინც მირჩევნია.

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2022, 14:40
ვაფშე მუშაობის დდშვც, იმაზე მეტი არ უნდა იმუშაო, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო თანხას გამოგამუშავებინებს smile.gif
დაგროვების დდშვც, თუ შესწირე ჯანმრთელობა, ნერვები და ახალგაზრდობა...
შვილებისთვის ვაგროვებ კაპიტალსო, ეგეც ტრუხაა.
ელემენტარული უნდა მისცე შვილს, გაიზრდება და ისიც იცხოვრებს თავის გემოზე და თუ უნდა კაპიტალს დააგროვებს, თუ უნდა გართობას გადაყვება...

Posted by: Hyperzet 14 Jan 2022, 18:03
ME
QUOTE
9 დან 5 მდე მუშაობა არ მინდოდა და ამიტომ ჩემი ბიზნესი დავიწყე.. ახლა უკვე 24/7 ზე ვმუშაობო

დაახლოებით ასეა


დაახლოებით კი არა, ზუსტად ეგრეა.

biggrin.gif

Posted by: lume 14 Jan 2022, 20:17

QUOTE
იმაზე მეტი არ უნდა იმუშაო, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო თანხას გამოგამუშავებინებს

ცოლი რომ პადსტავკას გაგიკეთებს და მოგაწვება დახრი თავს და იმუშავებ,

ქალები/ცოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვისი ქმარი უფრო დიდხანს იმუშავებს ტრაილერზე

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: პეტრუჩი 14 Jan 2022, 20:45
lume
ესეა? biggrin.gif

https://babylonbee.com/news/wife-encourages-husband-to-buy-thing-so-she-can-justify-buying-other-thing
არ ვიცი მე ცოლი არ მყავს biggrin.gif

Posted by: paranoidis_dzma 15 Jan 2022, 02:58
low flyer
QUOTE
ესენი კიდე არსებობენ?

გამოძვრა მგონი, 2022 ში პროფიტზე გასვლასაც ფიქრობენ.

Frankens†ein
QUOTE
შვილებისთვის ვაგროვებ კაპიტალსო, ეგეც ტრუხაა.

შვილების რა გითხრა მაგრამ, იმისთვის ვაგროვებ რომ პენსიაში პლიაჟზე ვიყო გაჯგიმული და არავის ვუყურო რო შემინახოს. smile.gif

Posted by: Frankens†ein 15 Jan 2022, 05:08
QUOTE (paranoidis_dzma @ 15 Jan 2022, 02:58 )

Frankens†ein
QUOTE
შვილებისთვის ვაგროვებ კაპიტალსო, ეგეც ტრუხაა.

შვილების რა გითხრა მაგრამ, იმისთვის ვაგროვებ რომ პენსიაში პლიაჟზე ვიყო გაჯგიმული და არავის ვუყურო რო შემინახოს. smile.gif

კაია ტკბილი სიბერე, მაგრამ ახალგაზრდობის გამწარებად არ ღირს მგონი...
ზუსტად არ ვიცი biggrin.gif

Posted by: ViPeR 15 Jan 2022, 10:35
გაუმარჯოს კაი ხალხს.შარშან უნდა ჩავსულვიყავი ნიორკში და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე.მარტის 15 ისთვის ვიღებ ბილეთს.ოთახი წინასწარ როგორ მოვძებნო?ფეისბუქზე რამდენჯერაც ვეძებე ყველა სასწრაფოდ აქირავებს ან თუ გაიგეს ეხლა ჩამოდიხარ პასუხსაც არ გაძლევენ.ბრუკლინში ვაპირებ დასაწყისისთვის და მოვძებნო სამსახური.არავის ვიცნობ,რამდენად გამიჭირდება?

არის მეორე ვარიანტიც რაც არ მინდა .რუსები მხვდებიან,მაბინავებენ და საათში 15 დოლარს მიხდიან მიმტანად მუშაობაში ან ფაბრიკაში .არვიცი რამდენად რეალურია.


Posted by: centurion89 15 Jan 2022, 22:02
ემიგრანტებო გამარჯობა - კველვას ვაკეთებ ფულად გზავნილებთან დაკავშირებით და 3 წუთიანი კითხვარი მინდა გთხოვოთ რომ შემოვსოთ.

კითხვარი სრულად ანონიმურია:

თუ 30 წუთი გაქვთ, გამიხარდება ინტერვიუზე მოგიწვიოთ. თუ არა და კითხვარის შევსებითაც ძალიან დამეხმარებით.

https://s.surveyplanet.com/dsvxlztq

user posted image

Posted by: lilu777 16 Jan 2022, 05:52
centurion89

შენს გამოკითხვებს back ღილაკი აკლია . რომ შეეშალოთ ვეღარ შეასწორებენ smile.gif

Posted by: ნიკუშ-ა 16 Jan 2022, 07:19
ViPeR
ბრუკლინის და ზოგადად ნიუ იორკის დედას ######, მაგრამ დასაწყისისთვის მანდ ჯობია, სახლსაც ადვილად ნახავ და სამსახურსაც. რუსული ჯგუფები ნახე ფბ-ზე ეგენი აქირავებენ ოთახებს ძირითადად) 15 დოლარი არაფერია მაგრამ რაღაცით უნდა დასტარტო მერე ნელ-ნელა სხვა რამეებს მოქოქავ, რა საბუთებით ჩამოდიხარ გააჩნია. უი ხო მართვის მოწმობა აიღე რაც შეიძლება სწრაფად რო ჩამოხვალ, თუ გრინით მოდიხარ თრაქზე დაჯექი, შემეხმიანე და აგიხსნი ყველაფერს, სიდიელის აღებაშიც მოგეხმარები)

Posted by: ViPeR 16 Jan 2022, 13:16
ნიკუშ-ა
ევროპული პასპორტით.სამთვიანი უვიზო მაქვს.გეგმა მაქვს თრაქზე უნდა დავჯდე.აი საბუთებს როგორ გავაკეთებ არ ვიცი.ყველაფერს ალბათ ადგილზე გავარკვევ.

ჩაბარების შემდეგ 6 თვეში იღებო სამუშაო უფლებას ადრე იძახდნენ.ეხლა არ ვიცი რა ხდება მაგაზე

ბ პრავის თეორიას სანამ ჩამოვალ ვისწავლი

Posted by: ნიკუშ-ა 16 Jan 2022, 19:22
ViPeR
ბ არა ჩვეულებრივი პრავა არის აქ D და მაგის თეორიას ნიუ იორკში თუ ჩამოდიხარ ონლაინ ჩააბარებ. ძაან მარტივის მაგის თეორია. პოლიტიკური ქეისების ამბავი არ ვიცი ნაღდად, გრინით ვარ მე და რავი რაც ვიცი დაგეხმარები. თრაქზე ყველანაირად გაგარკვევ ყველაფერში

Posted by: მამაო თამაზი 17 Jan 2022, 10:53
აუ ეს კიდე აქააა. გავედი აქედან lol.gif

Posted by: ViPeR 17 Jan 2022, 14:54
ნიკუშ-ა
მადლობა.გაიხარე.შეგეხმიანები

ეხლა ავიღე ბილეთი.ბარსა ნიუ-იორკი 172 ევროში
16 მარტს მანდ ვარ bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: lume 17 Jan 2022, 17:23
მამაო თამაზი
QUOTE
აუ ეს კიდე აქააა. გავედი აქედან


შე კაცო ერაყში და ვიეტნამში იბრძოდი და აქ რისი გეშინია?


up.gif

Posted by: N-K 18 Jan 2022, 11:32
გამარჯობა, ამერიკის საელჩოში ევროპის წვეყნიდან შესვლა ტურისტულად შესაძლებელია? თუ ევროპაში ტურისტულად ვარ. თუ რამე სტატუსი უნდა გქოდნეს საიდანაც შედიხარ

Posted by: ViPeR 18 Jan 2022, 11:46
ნიორკის აეროპორტებს შორის თუ დადის რაიმე ტრანსპორტი და მობილურის ნომერი დამჭირდება.რომელი ოპერატორი ჯობია

Posted by: Frankens†ein 18 Jan 2022, 11:53
ViPeR
QUOTE
მობილურის ნომერი დამჭირდება.რომელი ოპერატორი ჯობია

მე Simple Mobile მაქვს ამერიკისთვის.
სიმ-ბარათი იაფია, 1$ ღირს, ყველა ტელეფონზე მიდის და ულიმიტო პაკეტი - ზარები, სმს-ები და ინტერნეტი - 50$ თვეში.
ლინკის დადება მინდოდა, მაგრამ არ ხსნის აქედან, თქვენი ქვეყნისთვის არაო მიწერს - https://www.simplemobile.com/


სანამ მაგას იყიდი, ბილაინის ბარათით წადი და როუმინგული ინტერნეტი გაიაქტიურე, 50 ლარი ღირს 2 GB, სანამ იქაურ ბარათს იყიდი ინტერნეტი რო გქონდეს...

Posted by: ViPeR 18 Jan 2022, 14:26
QUOTE
მე Simple Mobile მაქვს ამერიკისთვის.
სიმ-ბარათი იაფია, 1$ ღირს, ყველა ტელეფონზე მიდის და ულიმიტო პაკეტი - ზარები, სმს-ები და ინტერნეტი - 50$

Frankens†ein
მშვენიერი.მადლობა


* * *
რუს დამსაქმებლებს ველაპარაკები აქედან ხოდა ერთმა თავი დადო დეტროიტში ჯობიაო.შენდებაო და წყნარად ხარო.დეტროიდი როგორც ვიცი მკვდარი ქალაქია თან ზანგებით სავსე.თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: შარი10 18 Jan 2022, 17:12
ViPeR
QUOTE
რუს დამსაქმებლებს

რაზე გასაქმებს დეტროიტში? rolleyes.gif

Posted by: ViPeR 18 Jan 2022, 17:41
QUOTE
რაზე გასაქმებს დეტროიტში

შარი10
Sastumroshi

Posted by: low flyer 18 Jan 2022, 19:13
ViPeR
QUOTE
რუს დამსაქმებლებს ველაპარაკები


თუ გამოუვალი სიტუაციაა არაა, მაქსიმალურად თავი შორს დაიჭირე. ან თუ ვინმე ახლობელმა გაუწია რეკომენდაცია.

QUOTE
დეტროიდი როგორც ვიცი მკვდარი ქალაქია თან ზანგებით სავსე

არ ვარ ნამყოფი, მაგრამ რაც გამიგია არ გიჩევ მანდ დამკვიდრებას.

სერვისში ყველგან ჭირს კადრები, ყველა ეძებს. ნორმალურ/გამოცდილ ქალაში გირჩევ წასვლას სამსახურს ყოველთვის იშოვი.

Posted by: N-K 18 Jan 2022, 19:45
QUOTE (N-K @ 18 Jan 2022, 11:32 )
გამარჯობა, ამერიკის საელჩოში ევროპის წვეყნიდან შესვლა ტურისტულად შესაძლებელია? თუ ევროპაში ტურისტულად ვარ. თუ რამე სტატუსი უნდა გქოდნეს საიდანაც შედიხარ

ვინმემ იცის ამ კითხვაზე პასუხი?

Posted by: ViPeR 18 Jan 2022, 21:18
low flyer
QUOTE
თუ გამოუვალი სიტუაციაა არაა, მაქსიმალურად თავი შორს დაიჭირე. ან თუ ვინმე ახლობელმა გაუწია რეკომენდაცია.

არავის ვიცნობ.ამიტომ აქედანვე ვეძებ სამსახურს.
ოთახსაც კი ვერ ვქირაობ აქედან.

მთავარია სადმე არ გავიჭედო

რომელ ქალაქს მირჩევდით

Posted by: DaNGeR_DaNGeR 18 Jan 2022, 23:35
ViPeR

ფეისბუქზე ჯგუფია სახელად "ქართველები ამერიკაში"დარეგისტირდი და იქ იკითხე, დაგეხმარებიან, ოთაებიც დევს იქ გასაქირავებელი და სამუშაოზეც დაგაკვალიანებენ

Posted by: Harley Davidson 19 Jan 2022, 00:18
ViPeR
QUOTE
რომელ ქალაქს მირჩევდით

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ნიუ იორკს. მით უფრო, როცა ახლიდან ყველაფრის დაწყება გიწევს და გამზადებულს არავინ გახვედრებს.
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
"ქართველები ამერიკაში"დარეგისტირდი და იქ იკითხე

მანდაც კაი ბალაგანი ჩითავს :დ

Posted by: vita. 19 Jan 2022, 01:22
ViPeR

მადლ-IA-ნი საქმე ამერიკაში!


მე ამ ჯგუფში დადებული განცხადებით ვიქირავე უკარგესი ოთახი, უკარგეს ხალხთან.

ბევრი აქტუალური ინფორმაცია ქვეყნდება, დაემატეთ ამ ჯგუფს ,იქნებ გამოგადგეთ.

წარმატებები!

Posted by: Hyperzet 19 Jan 2022, 01:50
N-K
QUOTE
გამარჯობა, ამერიკის საელჩოში ევროპის წვეყნიდან შესვლა ტურისტულად შესაძლებელია?

კი, შესაძლებელია.
თუმცა, ზოგიერთ ქვეყანას ( მაგ საბერძნნეთს) კოვიდის პირობებში აქვს მოთხოვნა, რომ იმ ქვეყნის რეზიდენტი( და არა მოქალაქე!) იყო, საიდანაც აშშ-ს საელჩოში შედიხარ.
ზოგს არ აქვს ეს მოთხოვნა და შენ ზუსტად ეგრეთი ქვეყანა უნდა შეარჩიო.
გაითვალისწინე, რომ მონაცემები ხშირად ახლდება და თვალყური ადევნე.


დანარჩენი საბუთები ჩვეულებრივად , რაც საქართველოში დაგჭირდებოდა.

Posted by: მამაო თამაზი 19 Jan 2022, 03:46
lume
QUOTE
შე კაცო ერაყში და ვიეტნამში იბრძოდი და აქ რისი გეშინია?


კი. მეორე მსოფლიო ომში მე და პაპაჩემიც ერთად ვიყავით ბერლინის მისადგომებთან. ეგ რატო გამოგრჩა?

Posted by: lume 19 Jan 2022, 04:13
მამაო თამაზი
ის გაშინებს? up.gif up.gif

Posted by: ViPeR 19 Jan 2022, 10:04
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
ფეისბუქზე ჯგუფია სახელად "ქართველები ამერიკაში"დარეგისტირდი და იქ იკითხე, დაგეხმარებიან, ოთაებიც დევს იქ გასაქირავებელი და სამუშაოზეც დაგაკვალიანებენ

ვარ მანდ.მანდ უკვე აღარ ეხმარებიან 2kiss.gif

Harley Davidson
QUOTE
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ნიუ იორკს. მით უფრო, როცა ახლიდან ყველაფრის დაწყება გიწევს და გამზადებულს არავინ გახვედრებს

სექტემბერში გწერდი მუვინგზე.თუ რამე იქნება შეგიძლია გამაგებინე?17 მარტს იქ ვარ.ყველა ვარიანტში ნიუ-იორკში.
vita.
QUOTE
მადლ-IA-ნი საქმე ამერიკაში!


მე ამ ჯგუფში დადებული განცხადებით ვიქირავე უკარგესი ოთახი, უკარგეს ხალხთან.

ბევრი აქტუალური ინფორმაცია ქვეყნდება, დაემატეთ ამ ჯგუფს ,იქნებ გამოგადგეთ.

მადლობა
შევალ ეხლავე


ნებისმიერი სამსახური მჭირდება ჩასვლისთანავე,მერე ვიპოვი რამეს

Posted by: Harley Davidson 19 Jan 2022, 18:25
ViPeR
QUOTE
17 მარტს იქ ვარ

17 მარტამდე, იმედი მაქვს, შეიცვლება სიტუაცია.
ახლა არის სრული სიმკვდარე. offseason არის და გაჩერებულია ყველაფერი.
რომ ჩამოხვალ, ეგრევე დაიწყე აქაურ მართვის მოწმობაზე ფიქრი. უფრო მეტი სამუშაოა მაგ მხრივ.

Posted by: ViPeR 20 Jan 2022, 13:39
QUOTE
რომ ჩამოხვალ, ეგრევე დაიწყე აქაურ მართვის მოწმობაზე ფიქრი. უფრო მეტი სამუშაოა მაგ მხრივ.

აუცილებლად.

თუ ვინმემ იცით რა საბუთები მჭირდება მართვის მოწმობის ასაღებად ზუსტად რომ მითხრათ.

კი არის ათასი ინფორმაცია გუგლში მარა მაინც

მადლობა

Posted by: theodous 20 Jan 2022, 16:48
Harley Davidson
წამიყვანე რა მაქეტ,აქ აღარ შემიძლია


Posted by: ViPeR 22 Jan 2022, 10:33
ჰოსტელებში რა სიტუაციაა?ბრუკლინში ვნახე. 40 დოლარად.
რჩევები მომეცით დასაწყისისთვის რა როგორ მოვიქცე

Posted by: Kvirila 23 Jan 2022, 06:03
QUOTE (ViPeR @ 22 Jan 2022, 10:33 )
ჰოსტელებში რა სიტუაციაა?ბრუკლინში ვნახე. 40 დოლარად.
რჩევები მომეცით დასაწყისისთვის რა როგორ მოვიქცე


არის შანსი რომ ბაღლინჯოებით დაგასაჩუქრონ.,

როგორც კი სტაბილურ მისამართს მოხოდავ, პოლიტიკურ თავშესაფარზე შეიტანე https://www.uscis.gov/i-589

Posted by: dimentius 23 Jan 2022, 11:05
როგორ ხართ ფორუმელებო?

ViPeR
QUOTE
რჩევები მომეცით დასაწყისისთვის რა როგორ მოვიქცე

ვხედავ აქ ყველაფერი გირჩიეს დაავიწყდათ ყველაზე მთავარი.
არსებული რეალობა დღეს. ჩვენი გამოცდილება ანუ წინა წლების ვგულისხმობ რადიკალურად სხვაა.
მინდა გაგაფრთხილო უბრალოდ როგრც ვატყობ არ იცი ან არ გაეცანი არესებულ რეალობას.
აქაური საემიგრაციო სერვისი არის ფაქტიურად მოშლილი.

როგორც მივხვდი აპირებ პოლიტიკურზე შეტანას. ეს ადვილი არ გეგონოს. პირველ რიგში ნახე ვინმე ადვოკატი, ან პარალიგალი ვინბც შეგივსებს ფორმა 589-ს. იმის ალბათობა რომ შენ შეცდომა დაუშვა შევსების დროს არის ძალიან დიდი ვინაიდან მოცულობითი დოკუმენტია და არც ოფიციალირი ინსტრუქციაა მთლად დეტალური.

ალბათ პარალიგალი/ადვოკატი გირჩევს რომ ქეისი გააგზავნო ტურისტული ვიზის ამოწურვამდე 1-2 თვით ადრე. როგორც წესი პირველად შემოსულს 6 თვეს აძლევენ.

ფორმა 589 წარმოებაში რომ მიიღEებენ მოგივა დასტურის ლურჯი ფურცელი სადაც ეწერება წარმოებაში მიღების ვადა. ამ ვადიდან 180 დღის ვადაში თუ არ მოხდა შენი ინტერვიუზე გამოძახება და უარის თქმა სტატუსზე გაქვს უფლება რომ მოითხოვო EAD ბარათი(მუშაობის უფლება) და SSN ნომერი.

როგორც უკვე გითხარი აქაურ საემიგრაციოს პირდაპირი მნიშვნელობით დედა არ ყავს. ეხლა არის სასწაული რიგები მაგ ბარათის გაცემაზე.10 თვის უკან მაგალითად 4-6 თვე ელოდებოდა ხალხი. დღეს საშუალო ლოდინის ვადა 11-14 თვეა. ეს ბარათი გაიცემა 2 წლის ვადით ცნობისთვის და ეს რიგები სულ იზრდება.

ვადებს დაგითვლი. ვთქვათ 3 თვის მერე შეიტანე ფორმა 589. მერე 1 თვეში მოგივა დასტური წარმოებაში მიღებაზე. 180 DFრე უნდა ელოდო. მერე შეიტან მუშაობის უფლებაზე. ვთქვა სასწაული მოხდა და ეს რიგრბი რაც ეხლა არის შენარჩუნდა და მოგიწია 12 თვე ლოდინი სანამ ბარათს დაგიბეჭდავენ. 21-22 თვე შენ არ გექნება მუშაობის უფლება.

მარტვის მოწმობა შეგიძლია ჩამოსვლის თანავე აიღო სანამ ტურისტული სტატუსი გაქვს, მაგრამ იმ მართვის მოწმობას ვადა ექნება რამოდენიმე თვე, განახლებით არ გაგიახლებენ, სანამ ლეგალური სტატუსის რამე ცნობას არ ანახებ.
ჩამოსვლისთანავე გახსენი ანგარიშები ბანკში, ლეგალური სტატუსიდან თუ ამოვარდი ზოგ ბანკში ამასაც ვერ გააკეთებ.

შენ რა შეგიძლია. პირველ რიგში ფინანსები რაც შეიძლება მეტი. ვინაიდან არალეგალად ალბათ ნიუ ორკში მოგიწევს ჩასვლა ან ისეთ დიდ ქალაქში სადაც პოსტ საბჭოთა ქვეყნების დიასპორაა. ესენი როგორც წესი ბევრს არ იხდიან. ხოლო ეს დიდი ქალაქები ძალიან ძვირია. ასევე შემცირებულია სამუშაოს ოდენობაც სხვა სფეროებში ვინაიდან ეხლა ამერიკაში ყველა დიდ ქალაქს აქვს გადინება შეზღუდვების გამო. სან ფრანცისკოში მაგალითისთვის გეტყვი 40% რესტორნების სამუდამოდ დაიხურა. დაიხურა ძალიან ბევრი დიდი სუპერმარკეტი და სავაჭრო ქსელი ქურდობის გამო.

არ იფიქრო რომ ამით დაშინება მინდა. უბრალოდ დღევანდელი რეალობა ასეთია. ჩემი მეგობარი ოჯახია აქ პოლიტიკაზე ქონდათ შეტანი 8 წლის უკან. საკმაოდ შეძლებული ოჯახია. ცოლმა და ქმარმა დაკარგა სამსახური ამ ბარათის დროზე განუახლებლობის გამო. ეხლა ითმენენ თუ ასე გაგრძელდება ალბათ წავლენ აქედან. ქმარი ეფლის დეველოპერი იყო ცოლი ფეისბუკში თიმ ლიდი. ასეთი ადამიანი ამერიკაში არის 13-15 მილიონამდე დღეს ვინც პოლიტიკაზე ელოდება გადაწყვეტილებას და ამ მუშაობის უფლების ბარათების დაგვიანების გამო დაკარგეს სამსახური და კარიერა.

დღეს არის ასე, მეწ პირადად გაუმჯობესების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს მუშაობის ბარათების კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი. ამით ცდილობენ ემიგრანტების ნაკადის შეჩერებას. ვინაიდან უმეტესობას თავშესაფრის გზა ქონდა არჩეული და ეხლა ბევრი უარს იტყვის ამის გამო რაღაც ნაწილი კი საერთოდ წავა. ამ ოჯახზე რომ ვიძახი მათი ქონება დარწმუნებული ვარ რამოდენიმე მილიონია, ესენი აქ ლაფატკაზე და მუვინგზე არ იმუშავებენ, უბრალოდ გადასახლდებიან საქართველოში უკან ტკბილი პენსიისთვის.


Posted by: juzaria 25 Jan 2022, 15:42
dimentius
შენი დაწერილი ოპტიმისტური პოსტი მანახა ამ განყოფილებაში და რა უნდა ღმერთს. Ამერიკაში ხარ თუ გვატემალაში. Საქართველოში ტკბილი პენსია კი უნდა იცოდე რამდენია, წადით ხალხი ამ ვირთხა ქვეყნიდან დარწმუნებული იყავით სამსახურსაც იშოვით და იმ სტრესსაც მოიშორებთ რაც აქ ჭაობმა გაგიჩინათ.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 25 Jan 2022, 18:35
QUOTE
შენი დაწერილი ოპტიმისტური პოსტი მანახა ამ განყოფილებაში და რა უნდა ღმერთს. Ამერიკაში ხარ თუ გვატემალაში. Საქართველოში ტკბილი პენსია კი უნდა იცოდე რამდენია, წადით ხალხი ამ ვირთხა ქვეყნიდან დარწმუნებული იყავით სამსახურსაც იშოვით და იმ სტრესსაც მოიშორებთ რაც აქ ჭაობმა გაგიჩინათ.



საემიგრაცვიო სისტემაზე მართალს ლაპარაკობს სრულიად მოშლილია. ადამიანები ისე იქცევიან როგორც უხარიათ, საზღვარს სადაც უნდათ იქ ლახავენ და ყველა პოლიტიკური დევნილი გახდა, გვატემალელიდან დაწყებული ვაკელი ქართველით დამთავრებული.

როდესაც საემიგრაციო სისტემის მოშლაზეა საუბარი ეს იმას არ ნიშნავს რომ ემიგრანტები ჩამოდიან და ამის გამო ამბობენ რომ მოშლილია, არამედ ის რომ სისტემ აღარ არის არსებულ რეალობასთან მორგებული.

ქვეყანას ოფიციალურად კანონში უწერია რომ უკანონო კვეთა საზღვრის დასჯადია, რეალურად რა ხდება? არავინ ისჯება, პირიქით, სამუშაო ვიზის მიღება ათასჯერ უფრო რთულია ვიდრე საზღვრის გადმოკვეთა. პოლიტიკურზე განცხადების შეტანა და დაკმაყოფილება უფრო დიდ ალბათობით ხდება ვიდრე ექიმისთვის ან ინჟინრისთვის სამუშაო უფლების მიცემა და ა.შ.

ქვეყანამ დაკარგა საემიგრაციო კანონმდებლობის მიმართ პატივისცემა, შესაბამისად ეს იწვევ გაურვევლობას.

კანადის საემიგრაციო არის ჩემის აზრით ბევრადდ უკეთ მოწყობილი და მორგებული რეალობასთან, იღებენ იმათ ვინც კანადას სჭირდება და არა იმათ ვისაც კანადაში ჩასვლა უნდა. ამერიკაში ესაჭიროებათ ექიმები, ბევრი ბევრი ექიმი, მაგრამ არსებული საემიგრაციო ისსტემა იმდენ დაბრკოლებას უქმნის ამ პროფესიის ადამიანს რომ ბევრი უბრალოდ სხვა ქვეყანას ირჩევს.

Posted by: StoPolice 25 Jan 2022, 18:55
შტატიდან შტატში როგორ მირჩევთ თანხის გადარიცხვას?
ახლობელს მინდა ვასესხო და რამე სწრაფი ვარიანტი მირჩევნია უფასო )

Posted by: DaNGeR_DaNGeR 25 Jan 2022, 18:58
StoPolice
QUOTE
შტატიდან შტატში როგორ მირჩევთ თანხის გადარიცხვას?
ახლობელს მინდა ვასესხო და რამე სწრაფი ვარიანტი მირჩევნია უფასო )


Zelle ალბათ

Posted by: StoPolice 26 Jan 2022, 01:33
DaNGeR_DaNGeR
აღარ გადავუგზავნე, მივხვდი არ იყო უკან $ დამრუნებელი ))
გაიხარე

Posted by: Frankens†ein 26 Jan 2022, 11:54
QUOTE (DaNGeR_DaNGeR @ 25 Jan 2022, 18:58 )
StoPolice
QUOTE
შტატიდან შტატში როგორ მირჩევთ თანხის გადარიცხვას?
ახლობელს მინდა ვასესხო და რამე სწრაფი ვარიანტი მირჩევნია უფასო )


Zelle ალბათ

მაგ ზელეზე ქართული ბარათის მიბმა შეიძლება?

Posted by: DaNGeR_DaNGeR 26 Jan 2022, 20:26
Frankens†ein
QUOTE
მაგ ზელეზე ქართული ბარათის მიბმა შეიძლება?


ვერა, თავად შენი ბანკი უნდა იყოს მაგათი პარტნიორი და ავტომატურად დაემატება ონლაინ ბანკინგის აპლიკაციაში. არამგონია რომელიმე ქართული ბანკი თანამშრომლობდეს მაგათთან.

Posted by: dimentius 26 Jan 2022, 21:13
Frankens†ein
QUOTE
აგ ზელეზე ქართული ბარათის მიბმა შეიძლება?


არა მხოლოდ ამერიკული ბანკებს შორის გადარცხვის სისტემაა.

juzaria
QUOTE
შენი დაწერილი ოპტიმისტური პოსტი მანახა ამ განყოფილებაში და რა უნდა ღმერთს. Ამერიკაში ხარ თუ გვატემალაში.


ოპტიმიზმი ან პესიმიზმი რა შუაშია. იმის მაგივრად რომ კონკრეტულ ინფორმაციაზე რეაგირება მოგეხდინა უფრო დაეხმარებოდა იმ ადამიანს.
რაც შეეხება კონკჯრეტულ სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის ურთიერთობას, ნებართვების გაცემას, საბუთების გაცემას და ელემენტარულ სერვისებს. ამერიკა იგივე საქართველოსთან შედარებით არის ძალიან უკან.
სამწუხაროდ ემიგრაცია ამერიკაში არის მიბმული ჩინოვნიკის გადაწყვეტილებას. ასევე შენ არ გაქვს ინფორმაცია და შეხება იმიგრანტების პრობლემებთან თორემ მეტი გეცოდინებოდა.

ეხლა აგიხსნი რასთან უწევთ აქ ქართველ ემიგრანტებს ჭიდილი ბოლო წელია. ძალიან ბევრ ქართველს აქვს შეტანილი პოლიტიკურ თავშესაფარზე იმის გათვალისწინებით რომ გადაწყვეტილების მირებას ხშირ შემთხვევაში უნდებიან 5-15 წელიწადს და ამ დროის განმავლობაში მუშაობის უფლება აქვთ. EAD ბარათი(მუშაობის უფლება) გაიცემა 2 წლის ვადით. ამ ბარათს მიბმულია SSN ნომერი. ცნობისთვის პოლიტიკაზე ვისაც აქვს შეტანილი მათ SSN შავი დიდი შრიფტით აწერია ვარგისია EAD ბარათის ვადასთან შესაბამისად. ასევე მართვის მოწმობის გაცემა ხდება EAD ბარათის მოქმედების ვადის შესაბამისად. ანუ მართვის მოწმობას ანახლებენ ყოველ 2 წელიწადში.

ეხლა შევიდეთ მაგალითად კალიფორნიის საემიგრაციო ოფისის საიტზე და ვნახოთ EAD ბარათის განახლების ვადა. საემიგრაციოს მიხედვით 7-14 თვემდეა.
user posted image
ანუ წარმოიდგინე მუშაობ 2 წელი კარიერას აწყობ და უცებ, კარგავ სამსახურს და მართვის მოწმობას. ე;ლოდები 12 თვე მოგდის ბარათი. იმის ალბათობა 1 წელი გელ;ოდოს დამსამებელი და უკან მიგიღოს არის ძალიან პატარა. ამუ უნდა იპოვო სამსახური ამ ცუდ ეკონომიკაში და კარიერის მშენებლობა იმ კომპანიაში დაიწყო პრაქტიკულად ახლიდან. იმაზე არაფერს ვამბობ რომ 1 წლიანი გაცდენა მხოლოდ უარყოფითად ისახება შენს უნარებზე და პროფესიონალურ ცოდნაზე.

ანუ შენი ლიგიკით რომ არსებული ვითარება უნდა დაუმალო და არ უთხრა ახალბედა ემიგრანტებს? ეს მხოლოდ დამატებით პრობლემას შეუქმნის.

ეხლა რაც შეეხება ჩემს ოჯახის გამოცდილებას. ჩემი მეუღლე ფლობს H4 ვიზას. ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა ვისი მეუღლეც ფრლობს ამერიკის სამუშაო ვიზას. 4 წლის წინ დაიწყო თავის კარიერა ტექ კომპანიებში. მუშაობდა ფეისბუკში, იახუში და ამ ბოლოს ფეისბუკში ისევ. ძალიან ბევრი შრომა და დრო ჩადო ამ ცოდნის შეძენასა და გაუმჯობესებაში. ამ ვისის კატეგორიაც დამოკიდებულია ამ EAD ბარათზე. შარშან მოვიდა დრო განახლების. გაუშვით საბუთები და ჰოი საოცრებავ თურმე 2 ოფისიად რომელიც ამათზე პასუხისმგებელია ნებრასკა და ტეხასი ერთს 11-26 თვე აქვს გაცემის ვადა, ნებრასკას 11-15თვე.
user posted image

არადა ფეისბუკში მუშაობის დროს ინტერვიუებს გადიოდა და ხელზე უკვე ეჭირა კრიპტო კომპანიის პლათფორმის ოფერი რომლითაც მისი ხელფასი 40% იზრდებოდა დ ავინაიდან ვერ წარმოადგინა დროულად ვარგისიანი ბარათი რა თქმა უნდა დაკარგა ეს ადგილი.

იმედია ეხლა მაინც დაინახავ რა რეალობაზე ვლაპარაკობ და რასთან უწევთ ემიგრანტებს ბრძოლა. საქართველოდან რა თქმა უნდა მხოლოდ მწვანე დოლარები ჩანს და ჰოლივუდის მოკრიალებული ფილმებით დახატული ამერიკა. ემიგრანტების დიდი ნაწილი უბრალოდ ოჯახში არ იძახის ამას ვინაიდან არ უნდათ რომ ეს პრობლემები გააგონონ მოხუც მშობლებს საქართველოში და ამით დამატებით პრობლემები გამოიწვიონ.

QUOTE
Საქართველოში ტკბილი პენსია კი უნდა იცოდე რამდენია

რაც შეეხება დამსახურებულ პენსიას. ლაპარაკი მქონდა ნაცნობ ოჯახზე, რომელმაც მოახერხა ეფექტური შრომით და ჭკვიანური ინვესტიციებით ქონება დააგროვეს რამოდენიმე მილიონის სახით. ამ ტიპის ადამიანებს რა თქმა უნდა ეკუთვნით დამსახურებული პენსია. რაც შემეხება მე და ჩემს მეუღლეს ჩვენც დამსახურებული პენსია გვექნება და ნამდვილად არა ამერიკაში. მე ფინანსურად ასეთ შეცდომას არ დუაშვებ. ამერიკაში პენსიაზე ყოფნა არის უდიდესი ფინანსური შეცდომა. მე ნამდვილად საქრთველოში უნდა გადმოვიტანო ფინანსები და სანამ ჯამრთელობა შეგვიწყობს ხელს მე და ჩემი მეუღლე ვივლით ასე მსოფლიოს გარშემო სანამ არ მოგვეზღდება. ასევე იქცევა სხვათაშორის ამერიკულიც. ათასობით პენსიონერია და უამრავი პლათფორმა ვინც ორგანიზებას უწევს ამერიკელ პენსიონერებს რომ რეზიდენტობა და უძრავი ქონება შეუძინონ ევროპაში. სადაც მათი ფილით უკეთესი მედიცინა, უკეთესი ქონება და უკეთესი სიბერე ექნებათ. ამერიკელს ბევრს ნახავ ევროპაში პენსიაზე წასულს, ევროპელს კი ვინც აქეთ მოდის პენსიაზე ვერასოდეს. ეს რამეზე უნდა გეუბნებოდეს.

QUOTE
ამ ვირთხა ქვეყნიდან დარწმუნებული იყავით სამსახურსაც იშოვით და იმ სტრესსაც მოიშორებთ რაც აქ ჭაობმა გაგიჩინათ.

რატომ არის საქართველო ვირების ქვეყენა? მე არ ვარ დარწმუნებული ვარ შენც არ მიიჩნევ თავს. მე პირიქით მივესალმები რომ არეალი გახნან ყველამ და ცხოვრება გლობალურად შეხედონ თუ ვერ აკმაყოფილებს საქართველო მოთხოვნებს შეიცვალონ ადგილი და გადავიდნენ სხვაგან. მაგრამ ვირები ეძახო ყველას და შენი წარუმატებლობა ქვეყანას აბრალო ეს არ არის სწორი. საქარტველო არის პატარა ქვეყანა შეზღუდული რესურსებით და ცუდი გეოგრაფიული მდგომარეობით. ამ ფაქტორებს ვერ გაექცევი და შესაბამის ფასს ვიხდით. მაგრამ შენ ვინ გაგიკავა ხელი რომ ისეთი ბიზმესი შექმნა რომ მსოფლიოს სხვა ქვეყანაში იშოვო ფული? კონკრეტულად დაწერე რა ბიზნეს იდეა ვერ განახორციელე იმის გამო რომ საქართველოს სახელმწიფომ შეგიშალა ხელი. გამოდით ამ საბჭოთა აზროვნებიდან რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას და იზრუნოს ყველაფერზე. გაახილეთ თვალი და გაზსენით გონება და მიხვდებით რომ ყველა ინსტრუმენტი და ტექნოლოგია გაქვთ რათა ბიზმესი მანდედან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აწარმოო. აქაც უამრავია ასეთი ხალხი ამერიკაში ტელევიზორს მიჩერებული და პოლიტიკით გატაცებული ელოდება რომელი დურაკი პოლიტიკოსი მარჯვნიდან თუ მარცხნიდან დაახეთქებს სისულელეს და შეპირდება უღრუბლო ზეცას. ამ დროს ჭკვიანი ხალხი ფულს შოულობს და სულ კიდია სულელი პოლიტიკოსი ერთ ადგილას თავისი პარტიანად.

საქართველო რაში გიშლის ხელს კონკრეტულად ეხლა. მაგალითად გეტყვი ეხლა ომობანას თამაში მიდის ამერიკას და რუსეთ შორის. როგორც რუსული ისევე ამერიკული ეკონომიკა ტრაკისკენ წავიდა. ჯერ თვე არ არის მორჩენილი და ეკონომიკის ინდექსი S&P500 ლამის 10% დაკარგა. ვინ გიშლის შენ ეხლა რომ იყიდო იდ დაბალ ნიშნულზე და რამოდენიმე თვეში რომ დაბრუნდაბა უკან მოგება გამოიტანო? საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა ვინც მსგავს ტრანზაქციებს მგონი ვერც აკონტროლებს და გადასახადსაც არ გადაიხდი მოგებულ თანხაზე ამერიკისგან განსხვავებით.

ამერიკაში ეხლა შენნაირი ხალხი გინებაზე და ამერიკის ლანძღვაზეა გადასული, სულ ვირებს ეძახიან. ხოლო ჭკვიანი ხალხი ამ დროს იყენებს. აგერ გუშინ ჩემი ტრანზაქცია ვანგარდის ანგარიშზე რომ დამატებით 50.000 დოლარის აქციები ვიყიდო. რამოდენიმე თვეში ტრაკის გაუნძრევლად სავარაუდოდ რამოდენიმე ათასს მოვიგებ. იგივე შეგიძლია გააკეთო და აკეთებს ხალხი საქართველოდან სანამ შენ ქვეყანას ვირებს ეძახი. შენ ვინ დაგიშალა რომ იგივე ქნა?

Posted by: Frankens†ein 26 Jan 2022, 21:42
dimentius
თუ იცი განსხვავება, Bank of America ჯობია თუ Chase, მარტივი მობაილბანკი და ნაკლები საკომისიოები რომელს აქვს.
თანხის შეტანა ბანკომატითვე ხდება მარტივად ხო?
და გადარიცხვებზე როგორაა...
და ssn არ არის საჭირო?
შარშან Charles Schwab Bank-ში მინდოდა, მაგრამ მანდ ssn უნდა გქონდეს.
ეგ ბანკი იმიტომ რომ ჩემს მეგობარს აქვს და მთელ მსოფლიოში 0-ია ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო, რომელიმე ქვეყნის ბანკი რო გაჭრის, შვაბი უკან გიბრუნებს...

Posted by: lovelock 26 Jan 2022, 21:59
dimentius
QUOTE
შენ ვინ დაგიშალა რომ იგივე ქნა?

$50კ დოლარი სად ნახოს ჯერ ერთი რომ ვანგარდში შეიტანოს. ეკაიფები? biggrin.gif თუ მაგის გაკეთება შეგეძლო ასე ადვილად შენ რატომ არ დარჩი საქართველოში? შენ რატომ ხარ მაშინ ამერიკაში? რატომ საქართველოში არ პახაობთ შენ და შენი ცოლი? შენ ზუსტად ხარ კანდიდატურა რომ საქართველში იმუშაო, დღეს სავარაუდოდ შენს ამერიკულ სახლში იჯექი და კომპზე მუშაობდი. და რატომ ამას არ აკეთებ შენი ქვეყნიდან თუ თურმე ვირების ქვეყანა არაა? biggrin.gif

და რომც ჰქონდეს 50კ სად არის აბა შესაბამისი ფონდები საქართველოში. კარგ ფინანსურ პროდუქტზე წვდომაც კი პრივილეგიაა ამერიკის და ევროპის ქვეყნების რეზიდენტებზე, მიდი დააბანდე ეგ საქართველოში, დააგროვებენ და დატყდებიან მთელი თავისი ფონდიანა და შენ სდიე სასამართლოებში. ან იპოთეკური სესხები ნახე საქართველოში. მსოფლიოს ბანკები ატენიან ხალხს ფულს იაფად. უდაბლესი პროცენტია ოღონდ აიღეო და საქართველოში კიდე ორმაგი ციფრის პროდუქტია იპოთეკური სესხი! რატომ? იმიტომ რომ ჭ ქვეყანაა, დიდი რისკია და შესამისად "კარგი" ფინანსური პროდუქტი არაა ხელმისაწვდომი რომც უნდოდეს თავისი 200 ლარის დაბანდება.

საკმაოდ დემაგოგიური პოსტი გამოგივიდა. თუ ასეთი კარგი ქვეყანაა შენ რატომ წახვედი? lol.gif

ხალხს ფული უჭირს. ძააან ძაააან ძააან... წამალს რომ ვერ ყიდულობ 50 ლარიანს აი ეგრე უჭირთ. ჰოდა მაგ პირობებში დაპოსტა juzaria-მ რომ წადითო თუნდაც არალეგალად. იქ ურჩევნიათ ხალხს არალეგალურად ჩავიდნენ, სადმე მშენებლობაზე იმუშაონ შავ მუშად ან სახლები დაალაგონ ასე 2-3 წელი რომ რაიმე დააგროვონ. მანამ სანამ დააპაშოლებდნენ, მანამ სანამ ლეგალური სისტემა გაარკვევს ვინ მართალი და ვინ მტყუანია შავად იმუშავებენ და ეგაა. იცხოვრებენ სადმე იაფად რუმმეითებთან და დააგროვებენ რაც შეიძლება მეტს. ხალხს უნდათ რომ იმუშაონ, ორი კაპიკი იშოვონ, ვალები გაუსტუმრონ და რამე 1 ოთახიანი ბინა იყიდონ გლანში რომ მერე გააქირაონ 400 ლარად რომ 200 ლარიან პენსიას შემატონ. ჩემი აზრით ახლა კარგი დროა დაჟე რომ წავიდნენ არალეგალურად იმიტომ რომ პროცესი ახლა იმდენად გაწელიალია რომ, 2-3 წელი მაინც დაჭირდებათ გაარკვიონ რა ხდება და ცრუც რომ იყოს პოლიტიკური თავშესაფარი ამასობაში იმუშავენენ შავად. მანამ სანამ სისტემა დაგარეპორტებს კაი ხანი დაჭირდება ახლა. სულ რომ არაფერი იშოვონ 2-3 წელი იქ მაინც თავს ირჩენენ, ინგლისურს ისწავლიან და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებენ. ეგ შენ გიფუჭებს საქმეს იმიტომ რომ ლეგალურად მუშაობ თორე ბევრ ადამიანს კარიერა კი არა ჯერ პურის ფული აქვს საშოვარი.

ცოტა ჩამოფრინდი რა შენი ვანგარდის ღრუბლებიდან და რეალურად შეხედე რა ხდება ქვეყანაში.

და რატომ ხდება. დიახ იმიტომ რომ ვირების ქვეყანაა საქართველო დაჩოჩებული მსოფლმხედველობით სამსახურების სფეროში. იქ სადაც ნაცნობობაა ერთადერთი კრიტერიუმი კარგი სამსახურის შოვნის მეტი აბა რა ეთქმის? შენ ზუსტად მაგის მაგალითი ხარ.



p.s. იმას დავამატებდი კიდე რომ ბევრი მერე იქ ქორწინდება და ისეც რჩებიან. იქნებ "ბედი გაეხსნათ" და ნახონ იქ ვინმე. სად ის რომ ვიღაც 200 კილოანი ბებერი შეაბა ვირტუალურად და სად ის რომ ვინმე ნორმალური გაიცნო, მართლა მოგეწონოს და ოჯახი შექმნა.

წასვლა ყველა ვარიანტში ღირს. ფაქტიურად downside არაა როცა არაფერი გაქვს დასაკარგი ამ წასვლით და მოსახლეობის უმეტესობა ეგრეა. არანაირი მომავალი არ ააქვთ საქართველოში. და დიახ პოლიტიკა არის ამის მიზეზი და ნო.1 უკან დამხევი ფაქტორი.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 26 Jan 2022, 22:29
Frankens†ein
QUOTE
თუ იცი განსხვავება, Bank of America ჯობია თუ Chase, მარტივი მობაილბანკი და ნაკლები საკომისიოები რომელს აქვს.
თანხის შეტანა ბანკომატითვე ხდება მარტივად ხო?
და გადარიცხვებზე როგორაა...
და ssn არ არის საჭირო?
შარშან Charles Schwab Bank-ში მინდოდა, მაგრამ მანდ ssn უნდა გქონდეს.
ეგ ბანკი იმიტომ რომ ჩემს მეგობარს აქვს და მთელ მსოფლიოში 0-ია ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო, რომელიმე ქვეყნის ბანკი რო გაჭრის, შვაბი უკან გიბრუნებს...



როგორც გამიგია ყველა ემიგრანტი რომლებსაც SSN არ აქვთ Bank of America-ში ხსნიან ანგარიშებს, მემგონი შერბილებული მოთხოვნები აქვთ და ლეგალური სტატუსით არ ინტერესდებიან.

Posted by: Frankens†ein 26 Jan 2022, 22:34
QUOTE (DaNGeR_DaNGeR @ 26 Jan 2022, 22:29 )
Frankens†ein
QUOTE
თუ იცი განსხვავება, Bank of America ჯობია თუ Chase, მარტივი მობაილბანკი და ნაკლები საკომისიოები რომელს აქვს.
თანხის შეტანა ბანკომატითვე ხდება მარტივად ხო?
და გადარიცხვებზე როგორაა...
და ssn არ არის საჭირო?
შარშან Charles Schwab Bank-ში მინდოდა, მაგრამ მანდ ssn უნდა გქონდეს.
ეგ ბანკი იმიტომ რომ ჩემს მეგობარს აქვს და მთელ მსოფლიოში 0-ია ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო, რომელიმე ქვეყნის ბანკი რო გაჭრის, შვაბი უკან გიბრუნებს...



როგორც გამიგია ყველა ემიგრანტი რომლებსაც SSN არ აქვთ Bank of America-ში ხსნიან ანგარიშებს, მემგონი შერბილებული მოთხოვნები აქვთ და ლეგალური სტატუსით არ ინტერესდებიან.

ლეგალური სტატუსით ჩავდივარ, ოღონდ ტურუსტული ვიზით...

რაღაც ისეთი ასოციაცია მიჩნდება რომ Bank of America ჩვენი სახალხო, აწ უკვე ლიბერთი ბანკივითაა biggrin.gif
ყველგან აქვს ფილიალები და ბანძია

Chase მგონია კარგი...

და Wells Fargo კია ძერსკი, პირველი კალიფორნიული ბანკია, ისტორიული და სახლის გვერდზეც მაქვს, მაგრამ ყური მოვკარი მაღალი საკომისიოები აქვსო...

ჩემითაც კი შემიძლია ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, მაგრამ ვინც იცის პრაქტიკაში, რჩევა უფრო ფასეული იქნებოდა.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 26 Jan 2022, 22:35
Frankens†ein
QUOTE
ლეგალური სტატუსით ჩავდივარ, ოღონდ ტურუსტული ვიზით..


ლეგალურ სტატუში რეზიდენტობა ვიგულისხმე, ორ ნაწილად იყოფიან ლეგალები, რეზიდენტის და სტუმრის სტატუსი. რეზიდენს ეკუთვნის სოციალური ნომერი, "სტუმარს"მათ შროსი B1/B2 ვიზის მქონეს არა.

Posted by: dongabo 26 Jan 2022, 22:59
თითქმის ყველა ბანკს აქვს ე.წ. საკომისიო $7დან $10 თვეში.
მაგრამ თუ დეპოზიტზე გაქვს 1500 და ზოგ ბანკს 3000 აქვს მოთხოვნა, ამ შემთხვევაში უფასოა ჩეკინგ ექაუნთი. ძველ მომხმარებლებს ზოგი ბანკი მხოლოდ 500 სთხოვს დეპოზიტზე

QUOTE
Zelle ალბათ


up.gif
საქართველოში არის შესაძლებელი Zelle-თ თანხის გადარიცხვა ვესტერნებით რომ აღარ ვირბინო?
* * *
QUOTE
dimentius

არის ბოროტი მონტიორი. აი ის წვიმაში ბავშვებს სტოლბა რომ მოუჭრა biggrin.gif

თუმცაღა ბევრ საკითხში გარკვეულია და არც ეზარება როცა ხასიათზეა. არ არის აუცილებელი ყველაფრის დაჯერება მაგრამ რაღაცის ამოკრეფა შეიძლება.
ზოგადად ცხოვრებაც ასეთია. რჩევას უნდა მოუსმინო და მხოლოდ ის მიიღო რასაც ჩათვლი საჭიროდ.

(მგონი ებრაელებს აქვთ ასეთი წყევლა არც შენი იცოდე და არც სხვას უსმინო))

Posted by: Frankens†ein 26 Jan 2022, 23:07
lovelock
ხო, ეგ მაგარი იციან, რო ხელს თუ გაანძრევ საქართველოშიც იშოვი ფულს smile.gif))


dongabo
ssn რო არ გაქვს, ჩვეულებრივად ხსნი ხო?
და ქეშსაც მარტივად შეიტან ბანკომატიდან.
და გადარიცხვებზე როგორაა, მაგალითად მანიგრამს უწერია რო სიტყვაზე ქეში რო გაგზავნო 1000$, 35$-ია საკომისიო და დებიტ ბარათიდან რო გაგზავნო - 2$...
ანუ მაგ ბანკის ანგატიშიდანაც შეგიძლია გაგზავნო მანიგრამით?
თუ იცის ვინმემ...

Posted by: dongabo 26 Jan 2022, 23:14
Frankens†ein
QUOTE
dongabo
ssn რო არ გაქვს, ჩვეულებრივად ხსნი ხო?
და ქეშსაც მარტივად შეიტან ბანკომატიდან.
და გადარიცხვებზე როგორაა, მაგალითად მანიგრამს უწერია რო სიტყვაზე ქეში რო გაგზავნო 1000$, 35$-ია საკომისიო და დებიტ ბარათიდან რო გაგზავნო - 2$...
ანუ მაგ ბანკის ანგატიშიდანაც შეგიძლია გაგზავნო მანიგრამით?
თუ იცის ვინმემ...

შეიძლება ყველგან და ყოველთვის ვერ გახსნა. გააჩნია ვინ შეგხვდება თუმცაღა შესაძლებელია.
როცა ანგარიში გაქვს ბანკომატიდან ქეშს და ჩეკსაც უპრობლემოდ შეიტან. მე სულ ასე ვაკეთებს.
გადარიცხვებში რას გულისხმობ? აშშ-დან საქართველოში მანიგრამით თუ ვესტერნით 1000 და ქვემოთ მგონი 10 თუ 20 მიჯდებოდა.
როგორც ვიცი 35 ან 40 ჯდება როცა შენი ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე გადარიცხავ. მოკლედ თანხას გააჩნია. მე პირადად 2000-მდე ვესტერნს ვამჯობინებდი.
Zelle საუკეთესო ვარიანტია უფასო და მაქსიმუმ 5 წუთი წაიღოს.
* * *
Frankens†ein
ჰო კიდევ . თუ ანგარიშის გახსნაზე რაიმე დაბრკოლება შეგექმნა,ვინმე ძალიან ახლობელი ნახე ssn-თ. ვისაც ენდობი და ვინც გენდობა. მიდით ერთად ბანკში და ე.წ. შეერინგ ექაუნთი გახსენით.

Posted by: dimentius 27 Jan 2022, 00:38
Frankens†ein
QUOTE
თუ იცი განსხვავება, Bank of America ჯობია თუ Chase, მარტივი მობაილბანკი და ნაკლები საკომისიოები რომელს აქვს.
თანხის შეტანა ბანკომატითვე ხდება მარტივად ხო?


აქ ძირითადად ყველა ბანკი ერთია თუ გაქვს პატარა ან საშუალო ოდენობის თანხა. ჩეისი უფრო დიდი ბანკია და თავის კლიენტებს ცოტა მეტ ბანკის გარეთ ფასდაკლებას და სერვისს თავაზობს. მაგალითად მუზეუმების უფასო ბილეთები და ა.შ. რაც შეეხება ფულის მოძრაობას ერთი და იგივეა. სააბონენტოს რაც შეეხება უნდა გქონდეს ფიქსირებული თანხა ანგარიშზე სიტყვაზე 1500$ რომ საკომისიო არ წაიღონ. ნახე წებსაიტზე ეწერებათ ოდენობა.

QUOTE
და ssn არ არის საჭირო?

არა. უბრალოდ პასპორტი და ლეგალური სტატუსი.

QUOTE
ეგ ბანკი იმიტომ რომ ჩემს მეგობარს აქვს და მთელ მსოფლიოში 0-ია ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო, რომელიმე ქვეყნის ბანკი რო გაჭრის, შვაბი უკან გიბრუნებს...

ეს ერთერთი ოფციაა. მე ჩეისის კლიენტი ვარ. ჩეიში როცა გაქვს საბროკერო/შემნახველ ანგარიშზე 250,000 მეტი გენიჭება private client სტატუსი. მერე გაქვს წვდომა 0% განაღდებაზე და უფასო ფულის ტრანსფერზე შიდა თუ საერთაშორისო.
* * *
lovelock
QUOTE
$50კ დოლარი სად ნახოს ჯერ ერთი რომ ვანგარდში შეიტანოს. ეკაიფები?  თუ მაგის გაკეთება შეგეძლო ასე ადვილად შენ რატომ არ დარჩი საქართველოში? შენ რატომ ხარ მაშინ ამერიკაში? რატომ საქართველოში არ პახაობთ შენ და შენი ცოლი? შენ ზუსტად ხარ კანდიდატურა რომ საქართველში იმუშაო, დღეს სავარაუდოდ შენს ამერიკულ სახლში იჯექი და კომპზე მუშაობდი. და რატომ ამას არ აკეთებ შენი ქვეყნიდან თუ თურმე ვირების ქვეყანა არაა?


რატომ გგონია რომ ამერიკაში ფულის გამო წამოვედი? ფული არც მანდ არ მიჭირდა )))
რაც შეეხება სავალუტო ფონდებთან წვდომას არ გჭირდება არანაირად ამერიკის მოქალაქეობა. თუ არ ენდობი ფონდს საქართველოში გახდი ამერიკული ფონდის კლიენტი. თუ ფონდს არ ენდობი საერთოდ პირადად განახორციელე ტრანზაქციები. მე ვარ საქართველოს მოქალაქე,არც ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს. არც ამერიკის მუდმივი რეზიდენტი/გრინ კარტა არ მაქვს.
კითხვა მე თუ შემიძლია სხვას რატომ არა?

QUOTE
ხალხს ფული უჭირს. ძააან ძაააან ძააან... წამალს რომ ვერ ყიდულობ 50 ლარიანს აი ეგრე უჭირთ.

სავსეა მასეთი ხალხით აქ სან ფრანცისკოს ქუჩები. ჩამოდი და ნახე შენით. სან ფრანცისკოს რამოდენიმე ქუჩა აფრიკის უღარიბეს ქალაქებს გავს. ყველას პასპოტი აქვს. უმაქნისი აქაც უმაქნისია და საქართველოშიც.

QUOTE
და რატომ ხდება. დიახ იმიტომ რომ ვირების ქვეყანაა საქართველო დაჩოჩებული მსოფლმხედველობით სამსახურების სფეროში.

ვერ ვხვდები რატომ არის საკუთარ თავს რომ აყენებთ შეურაცხოფას? მე არ მივესალმები იმ ფაქტს მაგრამ ეს ჩემი აზრია. სხვას შეიძლება შეუსწორო ან შევეკამათო მაგრამ აზრის შეცვლა ეს უკვე თქვენზეა.

QUOTE
წასვლა ყველა ვარიანტში ღირს. ფაქტიურად downside არაა როცა არაფერი გაქვს დასაკარგი ამ წასვლით და მოსახლეობის უმეტესობა ეგრეა.

1 პოსტი მანაზე ჩემი სადაც ვინმეს ვეუბნები რომ ჩამოსვლა არ ღირს? უბრალოდ რომ უნდა გაითვალისწინონ რეალობა და შესაბამიზი ზომები მიიღონ ან ცოდნა გაირღმაონ ამაზეა საუბარი.

Posted by: Dato-Tolordava 27 Jan 2022, 01:11
QUOTE
dimentius
ძალიან ბევრ ქართველს აქვს შეტანილი პოლიტიკურ თავშესაფარზე იმის გათვალისწინებით რომ გადაწყვეტილების მირებას ხშირ შემთხვევაში უნდებიან 5-15 წელიწადს და ამ დროის განმავლობაში მუშაობის უფლება აქვთ


ანუ პოლიტ. თავშესაფარზე განაცხადს რო შეიტან, მინიმუმ 5 წელი უნდა ელოდო პირველ ინტერვიუს?? მსგავსი არაფერი გამიგია.

შეიძლება პირველ ინტერვიუზე რო ვერ დაამტკიცო რო გდევნიან შენს ქვეყანაში, ამის მერე სასამართლოში გადაიტან საქმეს და ეს განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხანი, მაგრამ პირველ ინტერვიუსაც 5 წელი ელოდებიან??

Posted by: dimentius 27 Jan 2022, 01:46
Dato-Tolordava
QUOTE
ანუ პოლიტ. თავშესაფარზე განაცხადს რო შეიტან, მინიმუმ 5 წელი უნდა ელოდო პირველ ინტერვიუს?? მსგავსი არაფერი გამიგია.

შეიძლება პირველ ინტერვიუზე რო ვერ დაამტკიცო რო გდევნიან შენს ქვეყანაში, ამის მერე სასამართლოში გადაიტან საქმეს და ეს განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხანი, მაგრამ პირველ ინტერვიუსაც 5 წელი ელოდებიან??


კარგად წაიკითხე მიწერია გადაწყვეტილების მიღება. წარმოებაში მიღებიდან 2-3 წელი უნდათ სანამ ინტერვიუზე გამოგიძახებენ. ტრამპმა ერთ პერიოდში შეცვალა და საქმის მიღებიდან 1 თვეში ეძახდნენ ინტერვიუზე. მაგრამ ეს მოხდა იმის ხარჯზე რომ მხოლოდ ახალ ქეისებზე მუშაობდნენ რომ სწრაფად გაეშვათ უკან ხალხი საიდანაც მოვიდნენ, ხოლო უკვე წარმოებაში მიღებული საქმეები მოიროლეს ბნელ ოთახში და დაივიწყეს. ეხლა ეს სისულელე გაუქმებულია და რიგის მიხედვით იხილავენ. ინტევიუს მერე დამოკიდებულია ქეისზე. თუ ძალიან მარტივი ქეისია და შესაბამისი ქვეყნიდან მაშინვე აძლევენ თანხმობას. მაგალითად პოლიტიკური აზრის დევნა რუსეთის მოქალაქეებზე. რუსეთში ეს ფაქტები ხდება რაც სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებშიც ჩანს და ხშირ შემთხვევაში ოფიცერი ენდობა ქეისში მოყვანილ ფაქტებს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს. ვინც სექსუალური უმცირესობით გადის მათი საქმეები სწრაფად იხილება ვინაიდან დევნის ფაქტები კიდევ სიმართლეს შეესაბამება.
ხოლო ვისაც პოლიტიკური ან რელიგიური მოტივით აქვს ქეისი აქ ძალიან რთულად დასაჯერებელია ოფიცრისზთვის. სახელმწიფო დასკვნებში ბოლო წლებია აღარ არის სახელმწიფოს ძალადობის ფაქტები არც პოლიტიკური და არც ლელიგიური კუთხით. ამიტომც მასეთ ქეისებს შემოწმებაზე უშვებენ და ეს შემოწმება მსმენია 1 წელი გრძელდება, ერთი ადამიანისგან ვიცი 7 წელია ელოდება FBI Check. მოკლედ ვერ გაიგებ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს საქმეები სადღაც საწყობში ყრია და ასე შებორიალდება ოფიცერი და მოკიდებს რომელიმნეს ხელს და იხილავს. სულელურად ჟღერს ვიცი ))

მაგრამ უაზროდ გაწელვა შეიძლება ვისაც სუსტი ქეისი აქვს. ინტერვიუ 2-3 წელი. გადწყვეტილების მიღება 1-2 წელი. საემიგრაციო სასამართლოში საქმის გაგზავნა და სხდომის ჩანიშვნა 3-5 წელი. გსაჩივრება სააპელაციო საემიგრაციო სასამართლოში 3-5 წელი. როგორც ხედავ კაი ხანი შეიძლება გაწელვა.

შეიძლება ეხლა შეიცვალა რამე. ამ ბოლოს მე მხოლოდ ცოლის მუშაობის უფლებასტან მქონდა დურაკ საემიგრაციოსთან შეხება. რა არ გავაქეთეთ. ჩვენ კოგრეს წარმომადგენელს შევხვდით და წერილი გაუგზავნეთ დაჩქარებაზე, საემიგრაციო ომბუცმენს მივმართედ წერილობით, მერე სამედიცინო ცნობები გაუგზავნეთ თითიდან გამოწოვილი მიზეზით რომ ჯამრთელობის გაუარესები მიზეზების გამო დაეჩქარებინათ. შენც არ მომიკვდე. დაიჯერე კოლექტიურ საემიგრაციო სასამართლოს სარჩელსაც შეუერთდით ერთი იურისტთა ჯგუფმა აიღო თავისთავზე ათიათასობით ჩვენნაირის სარჩელი რომ ამით უფლებები ირღვევა ჩვენი )). საიტზე რაც უწერიათ ლამის ვადის ამოწურვისთვის ინებეს მხოლოდ ბარათის გამოგზავნა.

სიმართლე გითხრა ბოლო წელიწად ნახევარია მხოლოდ ამაზე მომიწია საემიგრაციოსთან შეხება. ამ კორონის გადამკიდე აღარც წვეულებებზე მინახია ქართველები რომ საუბარში რამე გამეგო ახალი. ფორუმზეც არ ვიყავი აქტიური თორემ ბევრი კითხვებს მიგზავნიდა ხოლმე და რესერჩის დროს რომ ვკითხულობდი ახალ ახალ რამეს ვიგებდი.

მაინც ნუ ენდობი ჩემ ცოდნას. თუ რამე სერიოზულად გინდა ყოველთვის სპეციალისტთან გაიარე კონსულტაცია, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს ამასთან. მე რაც ვიცი ან ინეტში წაკითხულია ან კიდევ სხვა რუსისგან/ქართველისგან მოსმენილი ისტორია.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 27 Jan 2022, 01:58
dimentius
QUOTE
მე ვარ საქართველოს მოქალაქე,არც ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს. არც ამერიკის მუდმივი რეზიდენტი/გრინ კარტა არ მაქვს.


რატო? როგორც მახსოვს შენ ჩემზე ადრე ჩამოხვედი ბევრად. არ გაგჩენია სურვილი სამუშაო ვიზიდან გადასულიყავი პრემანენტზე?

Posted by: lovelock 27 Jan 2022, 02:06
dimentius
QUOTE
რატომ გგონია რომ ამერიკაში ფულის გამო წამოვედი? ფული არც მანდ არ მიჭირდა )))

თვალში ნაცარს ნუ მაყრი თუ შეიძლება wink.gif
შეიძლება არ გიჭირდა ფინანსურად მაგრამ $50K ბონუსი კვარტალში არ გექნებოდა.
ნუ მასწავლი რა შენნაირ TC-ზე მორბენალ სასტავს რა givi.gif
ცუდი არაა ეგ. უბრალოდ არ მჯერა რომ ამერიკაში ვინმე გადავიდეს მხოლოდ იმიტომ რომ "კარგი" ქვეყანაა და ფულის გაკეთების სურვილი მეორე მხარეზე იყოს.
QUOTE
კითხვა მე თუ შემიძლია სხვას რატომ არა?

აუცილებელი არაა გრინ კარტა გქონდეს. მუშაობის უფლება რომ გაქვს ბანკი მაგას ამოწმებს და მერე ანგარიში როცა გაქვს სისტემაში ხარ. სოც ნომრებია საჭირო გადასახადების ამბებში. აბა ეგრე ტურისტები რატო ვერ ხსნიან ვანგარდის ანგარიშს? biggrin.gif ელემენტარულ ბინას ვერ იქირავებ ლეგალურად მაგის გარეშე. ეგრე ყველა ჩამსვლელი გახსნიდა მაშინ ანგარიშს როგორც მოესურვებოდა. დიდი ფული თუ გაქვს ეგეც შესაძლებელია კი მაგრამ ჩვენ აქ საშუალო ხალხზე ვსაუბრობთ. როცა მუშაობის უფლება გაქვს რეზიდენტი ხარ და თითქმის ყველაფერზე მიგიწვდება ხელი. ზოგ ქვეყანაში სამუდამო დარჩენის უფლებაც კი უნდა გქონდეს მანამ სანამ იპოთეკურს მოგცემს ბანკი. სადაა ვანგარდი და კაი ცხოვრება საქართველოში givi.gif
QUOTE
თუ ფონდს არ ენდობი საერთოდ პირადად განახორციელე ტრანზაქციები

პორტფოლიოს დივერსიფიკაციის აზრს კარგავ და რისკი გეზრდება კატასტროფულად ეგრე რომ განახორციელო პირადად. თუნდაც ახლა ჩავუჯდე, დრო დავხარჯო, ცოდნა შევიძინო ჩემით რომ დავთვალო და გამოვთვალო ყველაფერი, ელემენტარული S&P აწყობა ბროკერთან ძალიან ძვირი დამიჯდება ტრანზაქციული გადასახადებით. მერე დივიდენდები და მაგის გადასახადების ჩალიჩი რამხელა რამეა, როცა შენ უკვე შეგიძლია კუმულაციური ფონდი აიღო აგერ. JCB დებილი კი არ იყო ვანგარდი რომ დაარსა. იაფი და ადვილია ფონდი. მერე ეს ბროკერი სად უნდა იყოს რომც ავაწყოთ? თუ ვამბობთ რომ საქართველოში, ბროკერის რისკია ესეიგი ამიტომ მე გავიდე უნდა ისევ ამერიკულ ბაზარზე და იმათი ტრანზაქციის ფასები ვიხადო. ვალოუტის რისკი ემატება ამ ყველაფერს. ძალიან საწვალებელი რამეა. აი საწვალებელი და ძვირი რამე რომაა ზუსტად მაგიტომ მიდიხარ ახლა და შენს $50K სავარაუდო VTI-ში რიცხავ თორე შენც ააწყობდი "შენით". გთხოვ ასეთი რამ მეტი არსად დაწერო რომ პირადად განახორციელეო ტრანზაქციები. ძალიან ცუდი ფინანსური რჩევაა ეგ. შეიძლება ფული დაკარგოს ვინმემ და ასეთი რაიმე არ უნდა დაწერო უბრალოდ თუ ბოროტი არ ხარ.
QUOTE
1 პოსტი მანაზე ჩემი სადაც ვინმეს ვეუბნები რომ ჩამოსვლა არ ღირს?

არსად დაგიწერია რომ არ წავიდნენო, შენ დაწერე რომ ძალიან რთულია და არ ღირსო. იმ იუზერმა მოგწერა და გითხრა რომ ღირსო. შენ ადექი და აგერ თავადაც შეგიძლია დააბანდო $50K -იო რას წუწუნებო biggrin.gif ცოტა ისე გამოვიდა biggrin.gif. არ არის ადვილი სამწუხაროდ დამყარებული რეჟიმის გადაგდება. შეიძლება ისიცაა რომ ქართული ხასიათიც უწყობს ხელს ამ სისტემას და კრონიზმისკენ მიდრეკილებას. მაგრამ ერთი რამ მართალია ასევე - ბევრი კარგი და ალალი ადამიანია საქართველოში ვინც უბრალოდ პოლიტიკურმა სისტემამ დააფეილა. უნდათ მუშაობა და ვერ მუშაობენ. ყველა ვერ იქნება პროგრამისტი, ყველა ვერ იმუშავებს ტექნოლოგიებში. თუნდაც ამ თემას შეხედე აბა. ამერიკაში ტრაილერის მძღოლებად მომუშავე ბევრი ადამიანი პოსტავს აქ. საქართველოში ვერ ატარებენ ტრაილერს? კი მაგრამ კაპიკებს გადაუხდიან და ოჯახს ვერ არჩენენ. ამერიკაში კიდე საკუთარ თავს არჩენენ და ცოტ-ცოტას აქეთაც ეხმარებიან. საშუალო ადამიანი არ ერევა პოლიტიკაში. საშუალო ადამიანს უბრალოდ უნდა ნორმალური სისტემა, სამსახურში გასვლა და საღამოს ტელევიზორის ყურება. სამწუხაროდ სამსახურები არაა და შესაბამისად ბევრი რამ აკლიათ. და ამ საშუალო ადამიანებითაა უმეტესად სავსე ქვეყანა.

სან-ფანცისკოზე რაც თქვი - ვიყავი სან-ფრანცისკოში და მაქაური ბომჟემი უმეტესად ფსიქიურად შეშლილი ამერიკელებია და არა ჩამოსულები. მანდ ხალხი ჩამოდის სპეციალურად ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან იმიტომ რომ კარგი ამინდია ქუჩაში დასაძინებლად და კარგად "უხდიან" დახმარების სახით. არ არის სწორი სან-ფრანცისკოს მაგალითის მოყვანა. არალეგალების უმეტესობა არ არიან ბომჟები. უმეტესობა შავად მუშაობს. მცირე ნაწილი ქურდობს მაგრამ ბომჟობა ნაკლებადაა.

ძალიან ცუდადაა ხალხი sad.gif. არ ვიცი როგორ აგიხსნა. ფსიქოლოგიურ პრობლემებშიც არის ბევრი ამ სიტუაციის გამო. ტიპები მზად არიან რომ მექსიკიდან გადაიპარონ, მინიმალური ხელფასზე იმუშაონ, ცუდ პირობებში იცხოვრონ რომ პური ჭამონ. მაგ ტიპის გაჭირვება სულ სხვა რამეა. ჰოდა ცოტა ემპათიის გრძნობა უნდა გამოიჩინო შენი ხალხის მიმართ თორე მეტი რაიმე შენ ცუდი არაფერი გითქვამს როგორც ასეთი.





Frankens†ein
საერთოდ ყველა ვინც ტექნოლოგიების სფეროში არიან ცოტა დილუზიურად ფიქრობენ ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ხელფასის გამომუშავების მხვრივ. გამართლების ფაქტორია ყველაზე დიდ როლს თამაშობს. არავინ აღიარებს რომ გაუმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო. აგერ ბუმერებსაც რომ კითხო მილიონები თავისით დააგროვეს და არა ის რომ უძრავი ქონების ინფლაციას მოაჯდნენ. ტიპებმა სახლი $10K იყიდეს როცა ეგ 1.5X იყო ხელფასის და ახლა ეგ სახლი $5M ღირს და საოჯახო შემოსავლის 25X გახდა biggrin.gif შანსი არაა უბრალოდ ახლა მაგ სახლის ყიდვის. მაგრამ ოოოო... შენ ავოკადოს და ტოუსტს როგორ ჭამ? დააგროვე და შენც გახდიო მილიონერ აქეთ გასწავლიან ჭკუას lol.gif

კონსუმერული ტექნოლოგიები აღმავლობის ხანაა და ისე მოხდა რომ საკმარისი "მუშახელი" არ ყავთ რის გამოც ძალიან ბევრს უხდიან ხალხს მაგ სფეროში. მერე კონსოლიდაციებიც მოხდა სფერიში და იმდენად გადიდდა ზოგი კომპანია რომ პროდუქციული გამომუშავება გაეზრდათ თითო მუშახელზე და იხდიან კიდევაც. გუგლის ინჟინერს რომ 200კ აქვს წელიწადში იქ გუგულს იმხელა scale აქვს რომ მაგაზე 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებს ამ ინჟინრის საქმიანობისგან. ჰოდა რეშეფშენისტიც რომ იყო ფეისბუკში ან სხვა დიდ ტექში სხვა კომპანიებთან შედარებით მეტია ხელფასი. პროგრამისტი საერთოდ 10X რომ იღებს სხვა პროფესიებთან შედარებით სავარაუდოდ. ფინანსები და დაზღვევა იყო ადრე ეგეთი რომ ხალხი ძაან ბევრს შოულობდა ბონუსების სახით მაგრამ ახლა ეგრე აღარაა მასიურად რადგანაც განვითარდა სფერო. შეიძლება ხელფასი მაინც ცოტა მეტია ვიდრე სხვაგან მაგრამ ძალიან ბევრი არაა. სხვაობა საერთო ჯამში ეგ სფეროები მოსახლეობის მცირე ნაწილზეა მაინც გათვლილი და უმეტესობა მაგ ორ სფეროში უბრალოდ ვერ იქნება.






Posted by: Harley Davidson 27 Jan 2022, 03:12
ისევ დატოლებები მიდის თემაში კაცო? :დ

Posted by: godblessamerica 27 Jan 2022, 04:51
გეიხაროს იმ კონსულის მარჯვენამ ვინცხამ მე ვიზა ჩამირტყა, მის მერე Გამევიხედე თვალებში, ჩავფულიანდი,ვეღირსე თბილისში ბინებს, მანქანებს და კაი ცხოვრებას

Posted by: ME 27 Jan 2022, 06:08
QUOTE (Harley Davidson @ 27 Jan 2022, 03:12 )
ისევ დატოლებები მიდის თემაში კაცო? :დ

აუ აბაა.. როგორი დამღლელია


----------------------------------

ისე, არც მე ჩამოვსულვარ ამერიკაში ფულის გამო

Posted by: paranoidis_dzma 27 Jan 2022, 06:44
ეგაა ახლად გამდიდრებული ემიგრანტების ამბავი, ვატოლებთ და გვიხარია, ვინ რამდენს მივაღწიეთ. smile.gif

ძირითადად ისინი, ვინც 3 დან 5 წლამდე არიან აქ, თორე ჩვენ ვინც 15+ წელს ვითვლით კი ვართ ასე წყნარად, მივუყვებით კორპორატიულ ცხოვრებას და მივირთმევთ კორპორატიულ ჯავას 9 დან 5 მდე, ვაგროვებთ 401K -ს და ველოდებით როდის გავალთ პენსიაში. givi.gif


Posted by: lume 27 Jan 2022, 07:06
ქართველებო იქნებ იცოდეთ იუნა შაფათავა რომელ ბარში იჩითება ?

როგორც გავიგე სადღაც ბარში მუშაობსო

facepalm.gif

Posted by: Harley Davidson 27 Jan 2022, 08:20
paranoidis_dzma
QUOTE
ძირითადად ისინი, ვინც 3 დან 5 წლამდე არიან აქ, თორე ჩვენ ვინც 15+ წელს ვითვლით კი ვართ ასე წყნარად, მივუყვებით კორპორატიულ ცხოვრებას და მივირთმევთ კორპორატიულ ჯავას 9 დან 5 მდე, ვაგროვებთ 401K -ს და ველოდებით როდის გავალთ პენსიაში.

მერე არ გეუბნებიან, Rich dad poor dad წაიკითხე და ინვესტირება დაიწყეო??

Posted by: godblessamerica 27 Jan 2022, 08:50
QUOTE (paranoidis_dzma @ 27 Jan 2022, 06:44 )
ეგაა ახლად გამდიდრებული ემიგრანტების ამბავი, ვატოლებთ და გვიხარია, ვინ რამდენს მივაღწიეთ. smile.gif

ძირითადად ისინი, ვინც 3 დან 5 წლამდე არიან აქ, თორე ჩვენ ვინც 15+ წელს ვითვლით კი ვართ ასე წყნარად, მივუყვებით კორპორატიულ ცხოვრებას და მივირთმევთ კორპორატიულ ჯავას 9 დან 5 მდე, ვაგროვებთ 401K -ს და ველოდებით როდის გავალთ პენსიაში. givi.gif

9დან 5 მდე თუ ვიმუშავე ხო მოვკვდები მშიერი, თვეში 740 საათია და მე წინა თვეში 610 საათი ვიმუშავე

Posted by: Frankens†ein 27 Jan 2022, 10:38
lovelock
QUOTE
საერთოდ ყველა ვინც ტექნოლოგიების სფეროში არიან ცოტა დილუზიურად ფიქრობენ ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ხელფასის გამომუშავების მხვრივ.

მასეა ნამდვილად...
ჩემი ახლობლებიც მასე არიან შტატებში, ახალი ფულის საშოვარი თემები რო გამოჩნდება, აქციები თუ კრიპტოები, ეგრევე ერთვებიან და შოულობენ ფულს და უკვირთ სხვაც რატო ვერ შოულობს, სხვასაც ხო შეუძლია, ინფორმაცია ყველასთვისაა...
ის არ ესმით რომ მილიონი რო გაქვს, ძაან თამამად შეგიძლია გარისკო და 50,000-ით რაღაც აქციები იყიდო, თუ წააგე, ცუდია, მაგრამ გააგრძელებ ჩვეულებრივად და პირიქით თუ მოხდა, კაი მოგებას ნახავ...
ან პანდემიაზე ჯერ აქციების შესყიდვით იშოვეს ფული, მერე კრიპტოებით, ეხლა კიდე ახალი ტრენდია ფულის შოვნის, რაღაცა ყიდულობენ რო რაღაც კომპანიის აქციებს შეიძენენ გაიაფების შემთხვევაში თუ რაღაც...
აქედან ვერ მივყვები და ან როგორ უნდა გაყვე...
50,000$ კი არა 10,000$-იც სადაა რო მასე გარისკო, მთელი წლის ხელფასია ხალხის, ეგეც თუ ნორმალური სამსახური გაქვს...
100$-იც არაა საარსებო მინიმუმი facepalm.gif
10 ან 20 ათასს რო რაღაცაში აბანდებ, უკან 5 ან 10 მაგდენი კიდე უნდა გიმაგრებდეს ზურგს რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არ გაკოტრდე, არ ესმით ეგ...
ყველას შეეძლო თურმე პანდემია რო დაიწყო ამაზონის აქციების ყიდვა ან ტესლასი და ფულის შოვნა, მაგრამ ვერ ვიშოვეთ smile.gif

Posted by: webdesigner93 27 Jan 2022, 13:55
QUOTE
საერთოდ ყველა ვინც ტექნოლოგიების სფეროში არიან ცოტა დილუზიურად ფიქრობენ ადამიანის შესაძლებლობების შესახებ ხელფასის გამომუშავების მხვრივ. გამართლების ფაქტორია ყველაზე დიდ როლს თამაშობს. არავინ აღიარებს რომ გაუმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო. აგერ ბუმერებსაც რომ კითხო მილიონები თავისით დააგროვეს და არა ის რომ უძრავი ქონების ინფლაციას მოაჯდნენ.

lovelock
ზუსტად ასეა. მე ვარ ტექნოლოგიების სფეროში , .net დეველოპერი ვარ და ამჟამად ვმუშაობ საქართველოში , მიმუშავია ნიდერლანდებში , პოლონეთში , ამერიკულ პროექტზეც მიმუშავია , მაგრამ მთლად ამერიკული პირობებით არა biggrin.gif ხოდა მინდა არ მინდა , საზღვრები მაინც მაქვს smile.gif ხშირად მსმენია და აი ამ კრიპტოში ამდენი $ გაშვება რა პრობლემაა , ისა ესა , მესმის ამერიკაში მცხოვრები დეველოპერისთვის შეიძლება არაა პრობლემა , მაგრამ ჩემთვის მაინც არაა ეგრე smile.gif საკმაოდ კარგი ანაზღაურება მაქვს ქართულ პირობებში , მაგრამ სადაა "გასარისკი" 50კ დოლარი .... გინდ ევროპა რო აიღო , დიდი არაფერი სხვაობა არაა საქართველოსთან მიმართებაში ჩემ სფეროში , პოლონეთში მაქვს ზუსტად ახლა შემოთავაზება 3500 ევრო ხელფასით და ნიდერლანდებში ვმუშაობდი ადრე 5000 ევროზე, წელიწადში გამოდის 40-60 კ ევრო ხომ ? აქედან ხარჯი იმდენია , 10კ თუ დაზოგე კარგია და 20კ თუ დაზოგე ხო ძაან მაგარი ხარ , და ახლა მთელი ფულის ინვესტირება smile.gif მე ვარ შეიძლება მშიშარა მსგავს საკითხში , მაგრამ სხვა კუთხიდან უყურებს ბევრი. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც , რომ ჩვენ აქ არ გვაქვს ინფორმაციაზე საკმარისი წვდომა , ანუ კი მოიძიებ ყველაფერს რა პრობლემაა , მაგრამ თბილისში რო გძინავს შენთვის ინდექსი იმ დროს შეიძლება ჩამოიშალოს და დილას დაგხვდება ეს ყველაფერი .... აქაურ ამბებში რო ხარ ჩართული , ვერ აკონტროლებ ეგრე კარგად რა ხდება ტექნოლოგიებში სხვა კონტინენტზე , იქ რაღაც კარგი საინვესტიციო გარემო შეიქმნა , მაგრამ შენ იმდენი ინფორმაცია გაქვს ჯერ ადგილზე გადასახარში , მერე იქაური კიდე მოსაძიებელი .... მოკლედ რავიცი , შეიძლება "ლუზერული პოსტია" , მაგრამ ასე ვხედავ მე ამ ყველაფერს smile.gif

Posted by: theodous 27 Jan 2022, 14:57
webdesigner93
მე ჯავა მირჩია ერტმა უცხოლმა,აზრად მომივიდა რომ ვისწავლო ჯავა


Posted by: webdesigner93 27 Jan 2022, 14:59
theodous
ჯავაზეც ვწერდი ადრე , ახლა რაც კოტლინი გახდა გამოყენებადი ანდროიდის მიმართულებით , დიდად აღარ მქონია შეხება. რო არ დაგიმალო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი იყო როცა ჯავაში ანდროიდისთვის ვწერდი , ეგეთი უფანტაზიო საქმე მეორე არ ვიცი. მაგრამ შემოსავლის მხრივ ძალიან კარგი იყო.

Posted by: theodous 27 Jan 2022, 15:07
webdesigner93
მე ტუ ჯავა დავამოგამე.,მერე კოტლინასც ვიზამ

და მემგონი გამომივა


Posted by: webdesigner93 27 Jan 2022, 15:18
theodous
ანდროიდის მიმართულებით თუ გინდა განვითარება გაითვალისწინე რომ დაგჭირდება ტელეფონი რომელზეც გატესტავ შენ დაწერილ კოდს , ემულატორიც არსებობს , მაგრამ არაა სრულყოფილი რა .... და ასევე კომპიუტერს საკმაოდ კარგი მომაცემები უნდა ჰქონდეს , სასურველია 16გბ რამ და ასე. ისე კი კადრების სერიოზული დეფიციტია მაგ დარგში smile.gif აბა წარმატებები wink.gif

გავუოფეთ აშშ-ს თემა , ბოდიში იუზერებთან smile.gif

Posted by: theodous 27 Jan 2022, 15:19
webdesigner93
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

აპირებ წასვლას?

მე ძაან მინდ აამგრამა რ ვიცი როგორ ვქნა

Posted by: Lekso-Dav 27 Jan 2022, 19:51
ფული, ფული, ფული, ფული, ფული...............................................

Posted by: Frankens†ein 27 Jan 2022, 20:28
QUOTE
ფული, ფული, ფული, ფული, ფული

ამერიკას და განვითარებულ სამყაროს ერთ რამეში ვერ ვეწევი - ტკბილი სიბერისთვის ახალგაზრდობის შეწირვაში...


შარქ თენქ საქართველო რო გადის გადაცემა, მანდაა ერთ-ერთი ტიპი, პავლე, ამაზონში მუშაობდა საკმაოდ კარგ თანამდებობაზე, რაღაცის ავტომატიზაციისთვის ხელოვნური ინტელექტის ჯგუფის უფროსი იყო თუ რაღაც მასეთი.
მოკლედ საკმაოდ წარმატებული ტიპი...
და დემაგოგობდა, ყველა პროფესია ნაგავიაო, არაფერს არ აქვს მომავალიო, მარტო პროგრამირებასო...
ტყუილად აბარებენ ამ უნივერსიტეტებში, მაგას ჯობია კოდის წერა ისწავლონ და ფული იშოვონო...
რაღაც პროექტს იწყებს საქართველოში, იმედი აქვს რო ნახევარი მილიონი ადამიანი კოდს დაწერს საქართველოში, მოტხოვნა არის მსოფლიოშიო.
ხელფასი კაიო...
1-2 წელი იმაზე უნდა დააკლა თავი კომპიუტერს რო ჯუნიორ პროგრამისტი გახდე, მერე სადღაც 3-4 წელი რო მაღალი დონის პროგრამისტი გაიჩითო და მერე უკვე სერიოზულ საქმეებს იღებ და სერიოზულ ფულს შოულობ...
ხო და ეგეთი ფულის დედა######, წლები თუ კლავიატურას ვუყურე მარტო.
ვიღაცას აქვს მიდრეკილება და კი ბატონო.
და იქნებ ვაფშე არაა ჩემი მოწოდება ეგ კოდის წერა და ხელოვნების რომელიმე მიმდინარეობაში მაქვს ნიჭი...
იქნებ კარგად ვუკრავ, ვწერ...
ან სპორტში მაქვს ნიჭი, ვცურავ, დავრბივარ...
მაინცდამაინც პროგრამისტი უნდა გახდე და ფული იშოვო და ეგაა ბედნიერება?
გავარტყი ეგეთ ცხოვრებას...
და ის ხალხიც მეცოდება მარტო ფულის შოვნა რო აქვს თვითმიზნად...
მაგრამ თავის პონტში შეიძლება ბედნიერებიც არიან და აქეთ მე ვეცოდები, მაგათზე ცოტას რო ვშოულობ biggrin.gif
პირველ რიგში იცხოვრო უნდა.
და ფულიც იშოვო იმისთვის, რაც კარგად ცხოვრებაში წაგეხმარება...
ხო, ზემოთ რო წერია, ეგეთი 500,000 პროგრამისტობის დდშვც კიდე...

ბლექ მირორის ერთ-ერთი ეპიზოდია - https://www.adjaranet.com/movies/1000137/Black-Mirror?lang=GEO&quality=SD&season=1&episode=2
ამას უყურეთ და სხვა თვალით შეგახედებთ ბევრ რამეზე...

ხო, მარტო ამ ფორუმიდან არ ვიცი ამერიკა smile.gif
და არც ტურისტული ვიზიტებიდან...
შვილი მყავს ბოლო ბოლო, იქ დაბადებული, იქ იზრდება და სწავლობს...
და ასე ვთქვათ "ძვირიან" სკოლაში, სადაც შეძლებული ტიპების შვილები სწავლობენ...
და საქართველოსგან განსხვავებით არავინ აკვლევინებს თავს ბავშვს ბავშვობიდანვე რაღაც ტექნიკური საგნების სწავლაზე.
გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს საით წავიდეს...
ჩვენთან როა, არაერთი ნაცნობი მყავს, პატარა კლასებიდანვე დამატებით რო ამზადებენ საგნებში, 10 წლიდან კოდის წერას და პროგრამირებას რო ასწავლიან ბავშვებს, რო გაიზრდება ფულს იშოვისო...
პროფესიასაც იმის მიხედვით ირჩევს უმრავლესობა, ფულის შოვნის პერსპექტივა სადაცაა და არა იმის მიხედვით, რისი ნიჭი და რისკენ მიდრეკილება აქვს...
ტეხავს,,,
მაგრამ გამართლებაც გვაქვს ჩვენ, დაქცეული ქვეყანაა, გაჭირვებული და მთავარია ფულს შოულობდე, განიჭებს თი არა ბედნიერებას შენი ცხოვრება, მეორეხარისხოვანია...

Posted by: dimentius 27 Jan 2022, 21:18
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
რატო? როგორც მახსოვს შენ ჩემზე ადრე ჩამოხვედი ბევრად. არ გაგჩენია სურვილი სამუშაო ვიზიდან გადასულიყავი პრემანენტზე?


2014 ჩამოვედი მე ოჯახით. რაში მჭირდება? სამთავრობო სტრუქტურებში მე აქ მუშაობას არ ვაპირებ. და რაც მთავარია აქედან წავალ 10 წელიწადში უკან ისევ საქართველოში.

lovelock
QUOTE
თვალში ნაცარს ნუ მაყრი თუ შეიძლება
შეიძლება არ გიჭირდა ფინანსურად მაგრამ $50K ბონუსი კვარტალში არ გექნებოდა.
ნუ მასწავლი რა შენნაირ TC-ზე მორბენალ სასტავს რა
ცუდი არაა ეგ. უბრალოდ არ მჯერა რომ ამერიკაში ვინმე გადავიდეს მხოლოდ იმიტომ რომ "კარგი" ქვეყანაა და ფულის გაკეთების სურვილი მეორე მხარეზე იყოს.
QUOTE


ეტყობა არ ადევნებ თვალს ამ ტემას მე ჩემი ისტორია ბევრჯერ მიწერია.
საქრთველოში მე 14 წელიწადი ვიმსახურე შინაგან ჯარებში, გდდ ბოლოს. ისე მოხდა რომ ვარ ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი. მამაჩემს ყავს 2 შვილი. ისე მოხდა რომ არც მე და არც ჩემი ძმა კაპიკს არ ვართმევდით და ეს იწვევდა დიდ პრობლემას. თბილისში და მოსკოვში ბევრი უძრეავი კონება აქვს გაფორმებული ჩემზე და ჩემს ძმაზე ისე რომ ჩვენ მისამართები არ ვიციტ სადაა და მე არც მაინტერესებს.
ეხლა საყოფაცხოვრებო მაგალითს მოგიყვან 2007 წელია მამაჩემი მირეკავს და მთხოვს რომ მის მეგობარს რაღაც ობიექტის შეძენა უნდა საქასრთველოში და უბრალოდ უნდა დავხვედრილიყავი და გამეცნო საჭირო ხალხისთვის, დავსწრებოდი შეხვედრებს და თუ ეს წარმატებით დასრულდებოდა, მე ვიკნებოდი იმ პროექტის მეწილე/ზედამხედველი დირექტორი. ამ დროს მე კიდევ კოდორის ხეობაში ახალი საგუშაგო მემატებოდა და საფორტიპიკაციო სამუშაოები მქონდა გასაკეთებელი. გაგიკვირდება და ყოველ ასეთ შემთხვევაზე მე ვირჩევდი აკოფის თხრას და ჩემს 1200 ლარიან ხელფასს. ალბათ ხვდები ეს საუბარი ჩემსა და მამაჩემს შორის როგორ განვითარდებოდა ))))
ავიღოთ საშუალო ემიგრანტი. ემიგრაცია იმისთვის უნდა რომ ფული იშოვოს, მერე ჩამოვიდეს ბინა იყიდოს, პატარა ბიზნესი, შვილების განათლება დააფინანსოს და მოიწყოს ტკბილი სიბერე. მე ეს ყველაფერი უკვე მქოპნდა. თბილისში უძრავი ქონება, სამეწარმეო ფართები, ფულტან წვდომა, მოსკოვის ბინები და ა.შ. ეხლა ვარ ამერიკაში ოჯახით. აქ არ ვფლობ არც ერთ უძრავ ქონებას. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში სულ ქირით უნდა ვიყო. ისე მოხდა რომ დაგეგმილად ჩამოვედი და სწავლა არ მეზარება, რისკის არ მეშინია და ამან შედეგად ფინანსური წარმატებულობა მომიტანა. არც ბონუსებს არ ვიღებ და არც ტექ სფეროში არ ვარ. აქ უყვართ ჩემი ირონიული მოხსენიება "ბოროტი მანტიორი" ვარ. ძვირიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხელოსანი ვარ. ის ფული რასაც ინვესტიციაში მიდის ჩემი ხელების და ოფლის შედეგად ნაშოვნია და არა ბონუსების )))

QUOTE
აუცილებელი არაა გრინ კარტა გქონდეს. მუშაობის უფლება რომ გაქვს ბანკი მაგას ამოწმებს და მერე ანგარიში როცა გაქვს სისტემაში ხარ. სოც ნომრებია საჭირო გადასახადების ამბებში. აბა ეგრე ტურისტები რატო ვერ ხსნიან ვანგარდის ანგარიშს?  ელემენტარულ ბინას ვერ იქირავებ ლეგალურად მაგის გარეშე. ეგრე ყველა ჩამსვლელი გახსნიდა მაშინ ანგარიშს როგორც მოესურვებოდა. დიდი ფული თუ გაქვს ეგეც შესაძლებელია კი მაგრამ ჩვენ აქ საშუალო ხალხზე ვსაუბრობთ. როცა მუშაობის უფლება გაქვს რეზიდენტი ხარ და თითქმის ყველაფერზე მიგიწვდება ხელი. ზოგ ქვეყანაში სამუდამო დარჩენის უფლებაც კი უნდა გქონდეს მანამ სანამ იპოთეკურს მოგცემს ბანკი. სადაა ვანგარდი და კაი ცხოვრება საქართველოში


ანუ მეთანხმები რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის მუდმივი რეზიდენტი აქვს წვდომა შესაბამის რესურსებზე. ნუ უშრომველად არა, მაგრამ თუ სათანადო ენერგია ჩადე და შესაბამისი სტატუსი მოიპოვე ეს შესაძლებელია.

QUOTE
პორტფოლიოს დივერსიფიკაციის აზრს კარგავ და რისკი გეზრდება კატასტროფულად ეგრე რომ განახორციელო პირადად. თუნდაც ახლა ჩავუჯდე, დრო დავხარჯო, ცოდნა შევიძინო ჩემით რომ დავთვალო და გამოვთვალო ყველაფერი, ელემენტარული S&P აწყობა ბროკერთან ძალიან ძვირი დამიჯდება ტრანზაქციული გადასახადებით. მერე დივიდენდები და მაგის გადასახადების ჩალიჩი რამხელა რამეა, როცა შენ უკვე შეგიძლია კუმულაციური ფონდი აიღო აგერ. JCB დებილი კი არ იყო ვანგარდი რომ დაარსა. იაფი და ადვილია ფონდი. მერე ეს ბროკერი სად უნდა იყოს რომც ავაწყოთ? თუ ვამბობთ რომ საქართველოში, ბროკერის რისკია ესეიგი ამიტომ მე გავიდე უნდა ისევ ამერიკულ ბაზარზე და იმათი ტრანზაქციის ფასები ვიხადო. ვალოუტის რისკი ემატება ამ ყველაფერს. ძალიან საწვალებელი რამეა. აი საწვალებელი და ძვირი რამე რომაა ზუსტად მაგიტომ მიდიხარ ახლა და შენს $50K სავარაუდო VTI-ში რიცხავ თორე შენც ააწყობდი "შენით". გთხოვ ასეთი რამ მეტი არსად დაწერო რომ პირადად განახორციელეო ტრანზაქციები. ძალიან ცუდი ფინანსური რჩევაა ეგ. შეიძლება ფული დაკარგოს ვინმემ და ასეთი რაიმე არ უნდა დაწერო უბრალოდ თუ ბოროტი არ ხარ.


ეხლა გეტყვი მე ინვესტირებას როგორ ვახდენ. კომპზე მაქვს ვიჯიტი დაყენებული, გრაფიკია ხან მაღლა ადის ხან დაბლა ჩადის. თუ ძალიან დაბლა ჩავიდა ვყიდულობ. მორჩა ))) რის ფორთფოლიო, რის ბროკერი. ნაწილი ფული ჩეისში მაქვს და იქიდან მომაწერეს პირადი ბანკირი. 1-2 წელი უყურე მათ შექმნილ პორთფოლიოს და ვერაფრით ვერ ჯობდნენ S&P 500. ამიტომ წავიღე რაღაც ნაწილი ფულის ვანგარდში ვინაიდან პატარა საკომისიო აქვთ და იქ ვყიდულობ 2 რამეს S&P 500 ვანგარდის ფონდს და მეორეს კიდევ total us market ვანგარდის ფონდს. მორჩა. რის შექმნა რის განხილვა, რის გრაფიკების დევნა და ა.შ. საშუალო ადამიანზე ცოტა მეტი ვიცი, მაგრამ საკმარისია პროფესიონალთან მოვხდე ხმას ვერ ვიღებ ))) ეს ინვესტიცია ფულის საშოვნელად არ დამიწყია, ეს უფრო ფულის არ დაკარგვის მიზნით არის რომ ინფლაციამ არ შეჭამოს წლების განმავლობაში. ჩემი შემოსავალი არის ჩემი სამსახური. მთელი ენერგია და დრო მიდის სამსახურში მხოლოდ. ეკრანზე რომ გაწითლდება ძალიან გრაფიკი მხოლოდ მაშინ 5 წუთით შევდივარ და ვყიდულობ თუ რამე მექნება დანაზოგი იმ მომენტისთვის.

QUOTE
არსად დაგიწერია რომ არ წავიდნენო, შენ დაწერე რომ ძალიან რთულია და არ ღირსო.

კარგად წაიკითხე აბა სად მიწერია არ ღირსო? ზოგადი დასკვნა იმ პოსტიდან შეიძლება გამოიტანოს ადამიანმა რომ ეხლა უფრო რთულია ლეგალიზაცია, ამაში გეთანხმები. მაგრამ არ ღირსო, არ წამოვიდნენ სად ნახე? მომინიშნე გთხოვ და ბოდიშს მოვიხდი.

QUOTE
ძალიან ცუდადაა ხალხი . არ ვიცი როგორ აგიხსნა. ფსიქოლოგიურ პრობლემებშიც არის ბევრი ამ სიტუაციის გამო. ტიპები მზად არიან რომ მექსიკიდან გადაიპარონ, მინიმალური ხელფასზე იმუშაონ, ცუდ პირობებში იცხოვრონ რომ პური ჭამონ. მაგ ტიპის გაჭირვება სულ სხვა რამეა. ჰოდა ცოტა ემპათიის გრძნობა უნდა გამოიჩინო შენი ხალხის მიმართ თორე მეტი რაიმე შენ ცუდი არაფერი გითქვამს როგორც ასეთი.

ეს ჩემი ხასიათის თვისებაა. როგორც გითხარი მე ჯარში ვიყავი მთელი ცხოვრება. თანაც ამ საქმეში საქართველოში ერთერთი საუკეთესო. როგორც პრაქტიკული გამოცდილებით ისე თეორიული ცოდნის მხრივ. ჯარში კი სიტყვა არ შემიძლია და ძნელია არ არსებობს )) არის ასეთი გამონათქვამი ომში კვდება მხოლოდ ზარმაცი. რაღაც დონეზე ეს სიმართლეს შეესაბამება. მე ნანახი მყავს ჩემი ჯარისკაცები ერთის მხრივ ამპუტირებული კიდურის მიუხედავად ცალი ხელით რომ აგრძელებდნენ მუშაობას და საქმის კეთებას და მსახურს.ასევე ნანახი მყავს სრულიათ ჯამრთელი ხალხი რომლებიც აბსოლიტურად უარს იძახდნენ ტავისი ბედის ხელში აღება და ცხოვრების შეცვლას სასიკეთოდ. აი მეორე კატეგორიის მიმართ რატომ უნდა მქონდეს პატივისცემა? ისინი ტავისთავს არ სცემენ პატივს. 1999 წელი იყო მამაჩემი მინისტრის მოადგილე იყო თავდაცვაში. დაიჭირეს ციხეში. მე სტუდენტი ვიყავი მაშინ, ჩემი ძმა სკოლაში, დედა უმუშევარი. მაგ პოსტზე მუშაობის არანაირი დანაზოგი არ გვქონდა ოჯახში, ვინაიდან არ იყო კორუმპირებული მამაჩემი. მოხდა ისე რომ საკვებიც კი არ გვქონდა. ფორუმზე ტირილი კი არ დამიწყია. გენერლის შვილი კვირას პოლიციის აკადემიაში დავდიოდი სასწავლებლად. შაბათკვირას კი სოფელში მიწაზე ვმუშაობდი, ვთოხნიდი, ვბარავდი, ვრწყავდი, ვენახს ვწამლიდი, ვფურჩქნიდი, ვსლავდი. ჩემი ძმაც შრომობდა იმ დონეზე ვმუშაობდით რომ ჩემმა ძმამ ხერხემალიც კი დაიზიანა18 წლის ასაკში და ოპერაცია დაჭირდა. ბოდიში მომითხოვია რომ ვიღაცის გრძნობებს თუ შევეხები აქ პოსტით ))))


Harley Davidson
QUOTE
ისევ დატოლებები მიდის თემაში კაცო? :დ

როგორ ხარ?
რა გინდა ჭიას ვახარებთ ))
იქნებ წაიკითხოს ვინმემ და ცოტა რამე თავისთვისაც გაიგოს და გამოიყენოს რამეში ))
იგივე ინვესტირებას რაც შეეხება. მიკვირს ვისაც მოქალაქეობა და გრინი აქვს და ხელი მიუწვდებათ ადვილად ამ ყველაფერზე. დიდი ნაწილი წართველების არ იყენებს. არ ხარ დაკვირვებული?


* * *
Frankens†ein
QUOTE
50,000$ კი არა 10,000$-იც სადაა რო მასე გარისკო

Кто не рискует, тот не пьёт шампанское


* * *
QUOTE
1-2 წელი იმაზე უნდა დააკლა თავი კომპიუტერს რო ჯუნიორ პროგრამისტი გახდე, მერე სადღაც 3-4 წელი რო მაღალი დონის პროგრამისტი გაიჩითო და მერე უკვე სერიოზულ საქმეებს იღებ და სერიოზულ ფულს შოულობ...
ხო და ეგეთი ფულის დედა######, წლები თუ კლავიატურას ვუყურე მარტო.
ვიღაცას აქვს მიდრეკილება და კი ბატონო.


საიდან დაასკვენი ფული რომ იშოვო პროგრამისტი რომ უნდა იყო?
დღეს უბრალოდ ინტერნეტ ტექნოლოგიები არის ძალიან მოთხოვნადი და ამიტომ არის რომ პროგრამისტებს დიდი ხელფასები აქვთ.
დიდი ფული თუ გინდა პროგრამისტი კი არ უნდა იყო. უნდა პროგრამისტების მეპატრონე იყო )))
უხეშად რომ ვთქვათ ბიზნესის მეპატრონე. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში, სერვისი იქნება, პატარა/დიდი ბიზნესი, მშენებლობა, თუ სტარტაპი, თუ რაიმე პროდუქტს ქმნი.
დიდი ფული ვისაც გინდათ საკუთარი შექმენით აქ ძიაზე მუშაობა ფეხზე დაგაყენებთ ნამდვილად, მაგრამ რასაც ქვია დიდ ფულს ნურას უკაცრავად )))
საიდუმლოს გეტყვი ოღონ ჩუუუ არავის არ უთხრა. კაი მაცივრის ხელოსანი ვიცი საკუთარ თავზე მუშაობს. პროგრამისტებზე მეტი აქვს ))) მეტსაც გეტყვი იმდენად დაიღალა ამ გუგლის რეკლამასთან მუშაობაში რომ ეხლა რუს პროგრამისტს რომელიც NVIDIA მუშაობს 170,000 ხელფასზე იმას ქირაობს რომ იმან მიხედოს ყოველდღიურ ბილდებს და ცვლილებებს )))

Posted by: webdesigner93 27 Jan 2022, 21:48
Frankens†ein
QUOTE
1-2 წელი იმაზე უნდა დააკლა თავი კომპიუტერს რო ჯუნიორ პროგრამისტი გახდე, მერე სადღაც 3-4 წელი რო მაღალი დონის პროგრამისტი გაიჩითო და მერე უკვე სერიოზულ საქმეებს იღებ და სერიოზულ ფულს შოულობ...
ხო და ეგეთი ფულის დედა######, წლები თუ კლავიატურას ვუყურე მარტო.
ვიღაცას აქვს მიდრეკილება და კი ბატონო.
და იქნებ ვაფშე არაა ჩემი მოწოდება ეგ კოდის წერა და ხელოვნების რომელიმე მიმდინარეობაში მაქვს ნიჭი...
იქნებ კარგად ვუკრავ, ვწერ...
ან სპორტში მაქვს ნიჭი, ვცურავ, დავრბივარ...
მაინცდამაინც პროგრამისტი უნდა გახდე და ფული იშოვო და ეგაა ბედნიერება?
გავარტყი ეგეთ ცხოვრებას...

თან რო იცოდე რა მურტალი რუტინაა smile.gif რამდენჯერ მქონია რომ მუშაობას რომ მოვრჩები , ბოდიში ყველასთან და გული მერევა ხოლმე , ოღონდ რეალურად და არა გადატანითი მნიშვნელობით. ანუ ამდენი ხანს მონიტორთან ( თან 2 დიდ მონიტორთან ) რო ვატარებ ფიზიკურად ცუდად გხდის. გაქცეული ვიყავი ამ საქმეს და ბიზნესში ვიყავი წასული, მეტ საათს ვმუშაობდი ფიზიკურად , მაგრამ ისეთი დინამიური საქმე იყო , ბევრად მერჩივნა და კოდს ხანდახან ჩემივე საქმისთვის ვწერდი , ან ახლობელი თუ მთხოვდა დახმარებას, ჩემივე კომპანიის ვებ გვერდზე ვმუშაობდი პერიოდულად და ასე რა. პანდემიამ მომიკლა ბიზნესი და ისევ პროგრამირებას დავუბრუნდი , მაგრამ შანსი მომეცემა თუ არა , ისევ სხვა საქმეს მივუბრუნდები smile.gif

theodous
QUOTE
აპირებ წასვლას?

სად , აშშ-ში ? როგორც ტურისტი ვარ რამდენჯერმე ნამყოფი და საცხოვრელად არამგონია წავიდე , თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი , შეიძლება მომინდეს ოდესღაც smile.gif

dimentius
QUOTE
დიდი ფული თუ გინდა პროგრამისტი კი არ უნდა იყო. უნდა პროგრამისტების მეპატრონე იყო )))

100%

Posted by: Frankens†ein 27 Jan 2022, 21:57
dimentius
QUOTE
Кто не рискует, тот не пьёт шампанское

გააჩნია რას რისკავ smile.gif

QUOTE
საიდან დაასკვენი ფული რომ იშოვო პროგრამისტი რომ უნდა იყო?

ზემოთ დავწერე, ტიპი ამბობს და დაიწყო პროექტი, ძაან ბევრი პროგრამისტი უნდა გაყიდოს საქართველოდან...
კარგი პროგრამისტი თუ იქნებით, 6-7 წელში მილიონს გადაგიხდიანო წელიწადში...
მომუშავე ტიპისთვის არაა ცოტა, ბევრია...

QUOTE
დიდი ფული თუ გინდა პროგრამისტი კი არ უნდა იყო. უნდა პროგრამისტების მეპატრონე იყო

ყველას ხო არ შეუძლია ეგ...
ყ ელამ რო შეძლოს, არ დაიზაროს, იმუშაოს, გარისკოს... ყველა ბიზნესის მფლობელი თუ გახდა, პროგრამისტი ვინღა იქნება smile.gif

QUOTE
კაი მაცივრის ხელოსანი ვიცი საკუთარ თავზე მუშაობს. პროგრამისტებზე მეტი აქვს

ვაა, დამიჯდა ჭკუაში.
შემიძლია მე გავხდე ეგ ხელოსანი?
შტეფსელში შესაერთებრლიც კი არ გამომიცვლია ცხოვრებაში, ძაან შორსაა ეგეთები ჩემგან...
და რო ადგნენ და მაგის შესასწავლად შემაგდონ სადმე, ფული იშოვებაო facepalm.gif

Posted by: dimentius 27 Jan 2022, 22:18
Frankens†ein
QUOTE
გააჩნია რას რისკავ


ამიტომ არის სამხედრო გამიცდილება კარგი რომ ვეუბნები აქ ზოგიერთს მაგრამ ვერ დავაჯერე რომ დიდი უპირატესობა გვაქვს ამ მხრივ.
მე ჩემს საკუთარ ციცოცხლეს ვრისკავდი, ჩემი ოჯახის მომავალს, ჩემი შვილების მომავალს, ჩემი ცოლის მომავალს.
როგორ გგონია ადამიანი რომ ამ რისკებს უმკლავდები და მაინც ახარხებ დავალევის შესრულებას და მიზნის მიღწევას მსგავ სტრესულ სიტუაციებში, ეხლა მე აქ ამერიკაში გამიჭირდება რამოდენიმე დოლარის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადასროლა ))

QUOTE
ყველას ხო არ შეუძლია ეგ...
ყ ელამ რო შეძლოს, არ დაიზაროს, იმუშაოს, გარისკოს... ყველა ბიზნესის მფლობელი თუ გახდა, პროგრამისტი ვინღა იქნება

ვისაც არ შეუძლია კია აქვს ფორუმი რომ ცრემლი ღვაროს აქეთ იქით.

QUOTE
ვაა, დამიჯდა ჭკუაში.
შემიძლია მე გავხდე ეგ ხელოსანი?
შტეფსელში შესაერთებრლიც კი არ გამომიცვლია ცხოვრებაში, ძაან შორსაა ეგეთები ჩემგან...
და რო ადგნენ და მაგის შესასწავლად შემაგდონ სადმე, ფული იშოვებაო


თუ არ სცადე ვერ გაიგებ )))
კურიოზს მოგიყვები.
ერთხელ შევედი სახლში. საბ ზიროს 15,000 მაცივარი აქვს დაშლილი ტიპს ლამის სრულად, რისი მოხსნაც შეიძლებოდა მოხსნილია. ცოლი მელაპარაკება ქმარი ეზოში რაღაცას ჩალიჩობს. მივედი შევხედე და პირველი რაც არის ასეთ შემთხვევაში უნდა ნახო დენი არის თუ არა შტეპსელში. შევარჭე ტესტერი, დენი არაა. ცოლს ვეუბნები დენი არაა არბათ დამცველია გათიშული. ცოლი მეუბნება მეღადავებიო. მე უთხარი არა და ვანახე ტესტერით რომ დენი არაა. ცოლი შოკის მერე მაძლევს 400$ და მეუბნება, ეხლა გთხოვ ინვოისზე რამე სისულელე ჩაწერე ვითომ რამე გამოუცვალეო. ჩემი ქმარი ასე თავისთ ცდილობს რამეეს სახლში რაც იშვიათობაა დღევანდელ კაცებშიო და არ მინდა რომ ამ სისულელით გული აუცრუვდესო და მომავალში არ ეცადოს თავისით შეკეთებასო. რა მექნა გამოვართვი, რაღაც ბლეფი ჩავწერე ინვოისში, დამცველი ჩავრთე და წამოვედი ))))

Posted by: Frankens†ein 27 Jan 2022, 22:35
dimentius
QUOTE
ეხლა მე აქ ამერიკაში გამიჭირდება რამოდენიმე დოლარის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადასროლა ))

ათი მილიონი რო გაქვს, გარისკავ მილიონს და მილიონი რო გაქვს, ოლინის გაკეთება ძნელია...
წარმატებების ბევრი მაგალითია გარისკვის შემდეგ, მაგრამ რო დაიღუპნენ და დედა მოე##ნათ, უფრო მეტი biggrin.gif

QUOTE
ვისაც არ შეუძლია კია აქვს ფორუმი რომ ცრემლი ღვაროს აქეთ იქით

ანუ მაინცდამაინც შენ თუ არ ხარ ბიზნესის მეპატრონე და შენზე თუ არ მუშაობს სხვა, სატირლადაა საქმე?
არადა ცხოვრება ბევრად მეტია, ვიდრე სამსახური, ბიზნესი და ფულის შოვნა...

QUOTE
თუ არ სცადე ვერ გაიგებ )))

არც განათლება მაქვს სამაგისო, არც უნარ-ჩვევები და არც სურვილი.
არაა საჩემო საქმე, ერთ ადგილას ჯდომა და რაღაცის კირკიტი...
ის ზემოთნახსენები პროგრამისტობაც წარმოუდგენელია ჩემთვის...
ყველა ერთი ინტერესების თუ შესაძლებლობების ვერ იქნება...

QUOTE
ასეთ შემთხვევაში უნდა ნახო დენი არის თუ არა შტეპსელში.

მე არ მომაფიქრდებოდა მაგის შემოწმება biggrin.gif

Posted by: sandrikia 28 Jan 2022, 00:15
ამერიკოსებო კითხვა მაქ. უბერის და ტრაილერის გარდა მაქანაზე რა სამსახური შეიძლება ვნახო კიდე? უბერმა დამბლოკა 7 თვის წინ. რამე ვარიანტები თუ გაქვთ? გაიხარეთ.

Posted by: Harley Davidson 28 Jan 2022, 01:00
sandrikia
QUOTE
უბერის და ტრაილერის გარდა მაქანაზე რა სამსახური შეიძლება ვნახო კიდე?

Lyft, მანქანების გადაზიდვა ე.წ car carrier, box truck-ზე ტვირთების გადაზიდვა, ვენით გადაზიდვა.
dimentius
QUOTE
როგორ ხარ?
რა გინდა ჭიას ვახარებთ ))
იქნებ წაიკითხოს ვინმემ და ცოტა რამე თავისთვისაც გაიგოს და გამოიყენოს რამეში ))
იგივე ინვესტირებას რაც შეეხება. მიკვირს ვისაც მოქალაქეობა და გრინი აქვს და ხელი მიუწვდებათ ადვილად ამ ყველაფერზე. დიდი ნაწილი წართველების არ იყენებს. არ ხარ დაკვირვებული?

არამიშავს, შენ ხომ ხარ ბიზი? smile.gif
ვარ დაკვირვებული და I don't blame them.
ცოტა მეც ვიშოვე შორთ თემ თრეიდინგზე, მაგრამ მივხვდი, რომ ზოგადად ჩემი სფერო არ არის. ახლო მომავალში ინვესტმენტ სტოკებს ალბათ მივაკითხავ, როგორც კი ყოველკვირეულ სტაბილურ შემოსავალს ჩავიბეტონებ smile.gif
ყველასთვის ბევრი ფული კომფორტის მომტანი როდია.

Posted by: dimentius 28 Jan 2022, 01:30
Frankens†ein
QUOTE
ათი მილიონი რო გაქვს, გარისკავ მილიონს და მილიონი რო გაქვს, ოლინის გაკეთება ძნელია...
წარმატებების ბევრი მაგალითია გარისკვის შემდეგ, მაგრამ რო დაიღუპნენ და დედა მოე##ნათ, უფრო მეტი


სანამ აქ ჩამოვიდოდი მე არ დავიზარე და 1,5 წელი საემიგრაციო კანონმდებლობა შევისწავლე, ავარჩიე საცხოვრებელი შტატი, ქალაქი, რამოდენიმე განვითარების სფერო და ა.შ.
შანსი იმისა რომ ტურისტულ ვიზით ჩამოსულისთვის ბინა მიექირავებინათ 2 პატარა ბავშვით, არანაირი ლეგალური სტატუსით თანაც ამერიკის ყველაზე მოთხოვნად საბინაო მარკეტზე, სადაც 2014 ბინაზე 3-5 აპლიკანტი მოდიოდა ნულის ტოლი იყო.
შანსი იმისა რომ სტატუსიდან ამოვარდნის გარეშე სამუშაო ან სხვა რაიმე ტიპის ვიზა მიმეღო ნულის ტოლი იყო, იცინოდა ხალხი.

თორემ განა არ ვიცი რომ იგივე ამერიკაშიც ბიზნესების 90% დაარსებიდან 5 წელიწადში იხურება.
მაგრამ კი ვწრუპავ აგერ შამპანურს )))) გადატანითი მნიშვნელობით თორემ ალკოჰოლს არ ვადებ პირს )))

QUOTE
ანუ მაინცდამაინც შენ თუ არ ხარ ბიზნესის მეპატრონე და შენზე თუ არ მუშაობს სხვა, სატირლადაა საქმე?
არადა ცხოვრება ბევრად მეტია, ვიდრე სამსახური, ბიზნესი და ფულის შოვნა...


სატირალი რატო. მოსახლეობის 90% ზუსტად ასე ცხოვრობს. ლაპარაკი იყო დიდ შემოსავალზე და დავწერე რაც დავწერე.
ვხვდები საითაც მიგყავს საუბარი და გეტყვი ჩემსას.მე ვარ 40 წლის. ეხლა ჩემთვის მთავარია ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარ ოჯახზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად დღეს მომინდა სრიალი თხილამურით ხვალ დავჯდები მანქანაზე და წავალ. მე და ცოლი კინოში ვნახავთ ეგზოტიკურ კუნძულს, ხვალ ვიყიდი ბილეთებს და წავალ. ღამე სიზმარში ტესლა ვნახე დილით წავალ და ვიყიდი. შვილი ერთ დრეს მოვა და მეტყვის სტენფორდში ჩაირიცხა, საღამოთი სრული თანხა დაფარული მექნება ისე რომ შვილმა 30 წელი არ იხადოს ვალი. ეხლა წარმოიდგინე სხვაზე ვმუშაობ და მომინდა თხილამური შუა კვირაში, უნდა გაუშვა ასი ემაილი და დაელოდო დასტურს ხელმძრღვანელობისგან. ან რელიზის თვეა და ოვერთაიმი გაქ და იმის მაგივრად რომ ბავშვებთან იყო საღამოს ზიხარ აკაკუნებ, ვინაიდან კარიერას ეგრე ჭირდება. რამდენისთვის დამირეკია აქ ქართველებისთვის და შემომითავაზებია ვიკენდზე ან თევზაობა, ან თხილამურები ან სხვა რამ და ლამის ყოველთვის უარია სხვადასხვა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

ფინანსურად დამოკიდებულება სხვაზე მეზიზღება, თუნდაც საკუთარი ოჯახი იყოს. მე არ ვიძახი რომ ასე უნდა იყოს ყველა მე უფრო ექსტრიმი ვარ ვიდრე ნორმა. თბილისში ცოლი რომ მოვიყვანე ჩემ სახელზე 2 ბინა იყო და აგარაკი. აბა გამოიცანი მე და ჩემი ცოლი სად ვცხოვრობდით? მე გეტყვი. წერეტელზე 1 ოთახიანი $150 ვიქირავეთ ჩემი ბინის მახლობლად. კარფანჯარა ძველი ხის იყო და ქარი მთელი ღამე წივილკივილით დაქროდა. ელიავაზე შპაკლი ვიყიდე ამოვლესე ღარები რომ სითბო არ გასულიყო ვინაიდან ელექტრო პლიტა ვერ ათბობდა ოთახს. აი სახლში მერჩივნა მე ყოფნა ვიდრე გვერდზე მყოფ კორპუსში 5 ოთახიან ოჯახის ბინაში, რომელიც ჩემს დაუკითხავად ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. კაცი ვერ გამიბედავდა მოსვლას და იმის თქმას რომ ვინმეს კისერზე ვარ ჩამოკიდებული ან პურს მაჭმევს ტყუილად ))))


QUOTE
არც განათლება მაქვს სამაგისო, არც უნარ-ჩვევები და არც სურვილი.
არაა საჩემო საქმე, ერთ ადგილას ჯდომა და რაღაცის კირკიტი...
ის ზემოთნახსენები პროგრამისტობაც წარმოუდგენელია ჩემთვის...
ყველა ერთი ინტერესების თუ შესაძლებლობების ვერ იქნება...


მე პოლიციის აკადემია დავამთავრე. მერე თავდაცვის სამინისტროს აკადემია, საფრანგეთის ჟანდარმერიაში პატარა კურსები. 14 ავტომატის და ლაფატკის გარდა ხელშიარაფერი მჭერია.
აქ რომ ჩამოვედი სოფტის ტესტერი ვიყავი, ეხლა ტექნიკას ვარემონტებ. ხვალ დამჭირდება ბალეტის ცეკვა, სურათი უნდა გამოგიგზავნო ჩემი თავის ტრიკოში სან ფრანცისცოკს საბალეტო თეატრის სცენიდან ))))
ესაა სხვაობა ადამინს შორის ვინც ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი მიზნების მისაღწევად და იმ ხალხს შორის ვისაც ცდაც არ უნდა რომ რამე შეცვალო.

sandrikia
QUOTE
ამერიკოსებო კითხვა მაქ. უბერის და ტრაილერის გარდა მაქანაზე რა სამსახური შეიძლება ვნახო კიდე? უბერმა დამბლოკა 7 თვის წინ. რამე ვარიანტები თუ გაქვთ? გაიხარეთ.

სხვა რამე არ გიცდია?
ეგ ორი სფერო ამ პანდემიამ ანახა რომ ძალიან არასტაბილურია. თან ტექნოლოგიები მიდის საერთოდ მძღოლის მართვაში მონაწილეობაზე მინიმუმამდე დაყვანისკენ. უბერი და ლიფტი კი იცი რა დღეში არიან ეხლა. ტრაილერის მძღოლების დეფიციტიც სასწაულია ეხლა. დასკვნა ისაა რომ უბრალოდ არ მიდის ხალხი ამ სფეროში გრძელვადიანი პერსპექტივის არ არსებობის გამო.

სცადე ელექტრიკი, სოლარ პანელების ინსტალი, გათბობა კონდეცირება, შედუღება, სანტექნიკა სასწაულად მოთხოვნადი პროფესიებია და ანაზღაურებაც კარგი აქვთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ საკუთარი ბიზნესი თუ შექმენი ფინანსურად სხვა საფეხურზე გადახვალ.

მე მაგალითად ამ ბოლო დროს მიზიდავს მექანიკური საათები. ეხლა უდიდესი მოთხოვნაა მათ შეკეთებასა, შექმნაში თუ მომსახურებაში. იმდენად დიდია მოთხოვნა რომ როლექსმა 2 წლიანი ფულ ტაიმ უნივერსიტეტი გახსნა სადაც შერჩევის მერე 2 წელი გასწავლიან უფასოდ ხოლო დამთავრების მერე გარანტირებული სამსახური გაქვს ან აქ, ან შვეიცარიაში. დამწყებებს მგონი 60-70K აქვთ, ხოლო გამოცდილებასთან ერთად სრულიად ადვილად გადახვალ 100K+

მე პირადად სერიოზულად ვფიქრობ.

Posted by: sandrikia 28 Jan 2022, 02:14
dimentius

მადლობა გაიხარე. მე არ ვჩერდები ხოლმე შტატებში მაქსიმუმ 7/8 თვე ვარ ხოლმე დანარჩენი საქართელოში. თორე როგორ არა ბევრ სხვა რამეზე ვფიქრობ. უბრალოდ მაგავსი სამსახური უფრო მარტივი საშოვნელია. აი საათებზე მართლაც რომ საინტერესოა. გაიახარე დიმენტიუს. ყოველთვის საინტერესოდ პოსტავ!

Posted by: dimentius 28 Jan 2022, 02:18
Harley Davidson
QUOTE
არამიშავს, შენ ხომ ხარ ბიზი?


ამ ბიზნესში ბზი ხარ როცა გუგლს ატენი მეტ ფულს. მთელი ხელოვნებაა ბალანსის დაცვა რეკლამის დანახარჯებს და მოგებას შორის. მაგრამ გუგლი უკვე კარგი ხანია ახალ მომგებიან პროდუქტს ვერ ქმნის, ხოდა ამ ინვესტორების დაკმაყოფილების არსებულ სერვისზე ფასების მომატებით ეკთებს. ბოლო 3 წელია 30% მეტს ვიხდი რეკლამაში. მაგრამ არიან გაღორებულები, ეს ალგორითმი მაგრად ყავთ დაგეშილი )))) ყოვედღე თუ არ აკონტროლე სიტყვები და მათი ჯამი და კლიენტების საძიებო სიტყვათა კრებული ისეთი კლიკები მოაქვს რომ გული გაგისკდება. ხოლო ფასი იცოცხლე თითო კლიკში 25-40$ ვიხდი. ყველა კლიკი ხომ კლიენტი არაა. კლიკების 25-30% მხოლოდ კლიენტი დანარჩენი მარკეტინგული ნაგავია, არადა მე ფულს ვიხდი. მე რა ჩემი კლიენტები.

QUOTE
I don't blame them.

არადა რამდენად გაიუმჯობესებს ზოგი ფინანსურ სტაბილურობას მაგრამ 1 დღე არ უნდათ რომ დაუთმონ და პატარა რისკი აიღონ თავზე.

QUOTE
ცოტა მეც ვიშოვე შორთ თემ თრეიდინგზე, მაგრამ მივხვდი, რომ ზოგადად ჩემი სფერო არ არის.

მე არ მაქვს საერთოდ არცერთი ინდივიდუალური სტოკი. ან s&p500 ვყიდულობ ან ტოტალ მარკეტს. ისტორიულად მაინც ვერცერთი ფონდი ვერ ჯობნის s&p500. თავიდან ჩეისში რომ გავხსენი იქ მომამგრეს ბანკირი. ისე აღმოჩნდა რომ ყაზახი ბიჭია და კაი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ჩეის საკომისიო აქვს უბრალოდ 1%. ეხლა თუკი რამე მომრჩება რაც ვერ დავხარჯეთ იმას გადაუძახებ სეივინგზე და თუ 10% დავარდება მარკეტი შევაგდებ ხოლმე. გაწი გამოწიე წელიწადში დამეხარჯოს 2-3 საათი უშუალოდ გადარიცხვებისთვის. ხალხს გონია უნდა თავი საისიო და ამას წლები დაუთმო და სადოქტორო დაიცვა და ეს აშინებთ.

ფინანსურ დამოუკიდებლობაში რაც მთავარია არის დისციპლინა. უშუალოდ ფული იმდენად არაა მნიშვნელოვანი. თუ დისციპლინა გაქვს რომ იცხოვრო იმაზე ნაკლებზე რასაც შოულობ, არ ხარჯო ფული უაზრო საგნებზე რაც არაფერში არ გჭირდება და ცხოვრების სტილი/კომფორტი შეუსაბამო შენს შემოსავალ და არა პიკიქით.

თუ დისციპლინა გამოიმუშავე მხოლოდ დროის ამბავია როდის მიაღწევ ფინანსურ დამოუკიდებლობას.

Posted by: ME 28 Jan 2022, 03:51
ოხ გუგლის დედეამოტა
merchant -ზე ვერაფრით ვერ დავამატე პროდუქტი აი, გადავყევი რასაც ქვია

dimentius
ხომ არ შეგიძლია რამე რესურსი მირჩიო წასაკითხად, როგორ ჯობია მცირე ფულის დაბანდება რომ at least ინფლაციამ არ შეჭამოს


Posted by: dimentius 28 Jan 2022, 05:07
ME
QUOTE
ხომ არ შეგიძლია რამე რესურსი მირჩიო წასაკითხად, როგორ ჯობია მცირე ფულის დაბანდება რომ at least ინფლაციამ არ შეჭამოს


მე ესენი მაქვს ვანგარდის VFIAX ეს ამერიკის უდიდესი 500 კომპანიის კრებულია და VTSAX ეს ყველა ამერიკული კომპანიის კრებულია. ისტორიულად ამათ დაახლოებით 8% ზრდა აქვთ, წელს გააჩნია ზოგი მინუსია საერთოდ ზოგი კარგი პლიუსი. მაგრამ ბოლო საუკუნის საშუალო არის 8%. ათასი ფონდია ვინც ცდილობს პროგნოზირებას და სხვადასხვა კომპანიების დაჯამებას მაგრამ მათი 95% მაინც მათ ვერ ჯობნის.

მაგრამ ეს არის ლონგ თერმი, ანუ ზედმეტი ფული რაც გაქვს ის უნდა გაისროლო და დაივიწყო კაი ხანი. იყიდე-გაყიდე ეს არ გამოგადგება გადასახადია დიდი და რისკი კი მხოლოდ შენია.
ცალკეულ აქციებში მე არ ვდებ დიდი რისკია თანაც დიდი დრო უნდა რომ შეისწავლო მათი რეპორტები და გამოიცნო პროგნოზი. თრეიდერებში ყველაზე პოპურალური ტესლაა. ყველაზე დიდი რყევები მას აქვს ძალიან ადის და ჩადის. სანამ მასკს ტვიტერი აქვს ეგრეა ყოველ შემტხვევაში, თუ მიბლოკეს მერე ეგეც დასტაბილურდება ))

ME
QUOTE
merchant -ზე ვერაფრით ვერ დავამატე პროდუქტი აი, გადავყევი რასაც ქვია

ეს რა არის რაიმე გუგლის ფუნქციაა? ესწ ის არის პროდუქტს რომ გუგლავ და გიგდებს ვარიანტებს?

Posted by: ME 28 Jan 2022, 05:43
dimentius
მადლობა


QUOTE
ეს რა არის რაიმე გუგლის ფუნქციაა? ესწ ის არის პროდუქტს რომ გუგლავ და გიგდებს ვარიანტებს?

ჰო,
რაღაც მაქ დასამატებელი და აი შემჭამეს,
ხან ის არ მოწონთ ხან ეს, ვერც გაასაჩივრებ, არც გარკვევით წერია რა არ მოწონთ რო გაასწორო, 1 თვეა ვებრძვი

Posted by: godblessamerica 28 Jan 2022, 06:39
ყველაზე მეტად იცით რა მიკვირს ამერიკაში: ვისაც საბუთები აქვს და დაბალი ხელფასი აქვს( 5000 და ქვემოთ) ტრაილერზე სამუშაოდ რატომ არ მიდიან?. ტრაილერზე ხომ 15000 მდე გამოდის ხელფასი.ტყუილა მუშაობას, არ სჯობს ბარემ კარგი შემოსავალი გქონდეს?

Posted by: paranoidis_dzma 28 Jan 2022, 06:57
godblessamerica
QUOTE
ყველაზე მეტად იცით რა მიკვირს ამერიკაში: ვისაც საბუთები აქვს და დაბალი ხელფასი აქვს( 5000 და ქვემოთ) ტრაილერზე სამუშაოდ რატომ არ მიდიან?. ტრაილერზე ხომ 15000 მდე გამოდის ხელფასი.ტყუილა მუშაობას, არ სჯობს ბარემ კარგი შემოსავალი გქონდეს?

ტრაილერს არ აქვს ის ბენეფიტები რაც ზოგადად 9-5 სამსახურს. გრძელი სააათები, 1099, არა-დაზღვევა, ბენეფიტები და ა.შ.
მარტო ფული არაა ხოლმე სამახურის მამოტივერებელი.

Posted by: fermina 28 Jan 2022, 09:28
dimentius
QUOTE
საიდუმლოს გეტყვი ოღონ ჩუუუ არავის არ უთხრა. კაი მაცივრის ხელოსანი ვიცი საკუთარ თავზე მუშაობს. პროგრამისტებზე მეტი აქვს )))


ამერიკაში გულისხმობ? საქართველოშიც მაცივრის ხელოსნებს დღეში 500-600 ლარი აქვს შემოსავალი საშულოდ smile.gif მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს 400 ლარი თვეში.
* * *
godblessamerica
QUOTE
ყველაზე მეტად იცით რა მიკვირს ამერიკაში: ვისაც საბუთები აქვს და დაბალი ხელფასი აქვს( 5000 და ქვემოთ) ტრაილერზე სამუშაოდ რატომ არ მიდიან?. ტრაილერზე ხომ 15000 მდე გამოდის ხელფასი.ტყუილა მუშაობას, არ სჯობს ბარემ კარგი შემოსავალი გქონდეს?


ალბათ ეზარებათ - მძიმე სამუშაოა, კომერციული მძღოლის ლიცენზიის ასაღები გამოცდები უნდა ჩააბარო, ფაქტობრივად სახლი არ გაქვს, მანქანაში ცხოვრობ.

Posted by: Frankens†ein 28 Jan 2022, 10:14
QUOTE
ყველაზე მეტად იცით რა მიკვირს ამერიკაში: ვისაც საბუთები აქვს და დაბალი ხელფასი აქვს( 5000 და ქვემოთ) ტრაილერზე სამუშაოდ რატომ არ მიდიან?. ტრაილერზე ხომ 15000 მდე გამოდის ხელფასი.ტყუილა მუშაობას, არ სჯობს ბარემ კარგი შემოსავალი გქონდეს?

ეხლა ვალებში თუ ხარ და კონკრეტული ვადით ხარ წასული ფულის შესაგროვებლად, ხო, შეიძლება ეცადო მაქსიმალურად მცირე დროში შეაგროვო თანხა.
მაგრამ იქ რო ცხოვრობ, მითუმეტეს ლეგალურად, რატო უნდა მოიკლა თავი და ტრაილერში რატო უნდა გაატარო დღეები და თვეები ან წლები...

Posted by: ME 28 Jan 2022, 10:29
QUOTE
ტრაილერში რატო უნდა გაატარო დღეები და თვეები ან წლები

+1
ოჯახისგან შორს
პლიუს რამხელა რისკია

Posted by: dimentius 28 Jan 2022, 10:48
ME
QUOTE
რაღაც მაქ დასამატებელი და აი შემჭამეს,
ხან ის არ მოწონთ ხან ეს, ვერც გაასაჩივრებ, არც გარკვევით წერია რა არ მოწონთ რო გაასწორო, 1 თვეა ვებრძვი


შენი სპეციფიკა არ ვიცი, არც კლიენტის ბაზას ვცნობ. მე რასაც ვატყობ გუგლს მათთან კამათი სიულელეა. მონოპოლიაა და იძულებული ხარ მათ დაკრულზე იცეკვო. რამე რომ არის ხოლმე გუგლთან სირთულე მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს, მეტი ფული მიათხლიშო. ადრე ფულს ვხარჯავდი ვებგვერდის განახლებაში,CEO, ბლოგს ვწერდი, რჩევებს ვაძლევდი როგორ კეთდება სხვადასხვა რემონტი და მწარმოებლის ნაკლოვანებების გამოსწორება როგორ შეიძლება. სულ ბლეფია. ჩემს კლიენტს სულ ბაბასირზე კიდია. აკეთებს გუგლ სეარჩს პირველი რაც ამოხტება რეკლამა იმას აწვება და რეკავს. ხოლო პირველი რომ იყო რეკლამაში ამისთვის არის მხოლოდ ერთი რამ საჭირო, შენ კონკურენტებზე მეტს უნდა უხდიდე გუგლს. ნუ ეს ჩემი კლიენტია ასეთი. ჩემი კლიენტი 80% არის 50 წელს გადაცილებული ხალხი. მეტი არაა ჩემი მტერი ამათმა რესერჩი გააკეთონ და ტექ დოკუმენტაცია ეძიონ. ვინც მალე შეპირდება მოსვლას იმას უხდიან.

fermina
QUOTE
ამერიკაში გულისხმობ? საქართველოშიც მაცივრის ხელოსნებს დღეში 500-600 ლარი აქვს შემოსავალი საშულოდ  მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს 400 ლარი თვეში.


კი აქ ვიძახი. პრინციპში კარგ ხელოსანს ყველგან კაი შემოსავალი აქვს აქაც და იქაც. მაგალითს გეტყვი. თბილისში ახალ ბინაში გადავწყვიტეთ პოლონური მუხის პარკეტის დაგება. სასწაული გრძელი ფიცრები იყო 1-3 მეტრამდე. თვითონ ეს მაღაზია მხოლოდ ერთ ადამიანს უწევდა რეკომენდაცია. გუჯა ქვია. იმერელი კაცია. ამ გუჯას ველოდე 3 თვე სანამ მორჩებოდა, რიგში ვიდექი ))) 4 დღეში მივეცი ჩემი 5 თვის ხელფასის ოდენობა )))) არადა პატარა თანამდებობა არ მქონდა ჯარებში ))

კარგი ხელოსანი ყველგან სანთლით საძებარია და ყველგან საკმაოდ უზრუნველყოფილი.
საქართველოდან ზოგი მექსიკიდან იპარება ზოგი ანტარქტიკიდან ამერიკაში. ოღონდ ძალა არ დაიტანონ და რამე პროფესია არ აითვისონ.
ნუ ამერიკის საემიგრაციო ჩამოშლილია. მაგრამ აგერ ავსტრალიის პროფესიების სიას დაგიდებ. პირველ ათეულში პროგრამისტებთან ერთად. ელექტრიკოსი, მშენებელი, დურგალი, შემდუღებელი, სანტექნიკი, მექანიკოსი. თან მექსიკიდან რომ იპარებიან ესენი ლეგალურ სტატუსს ვერ ეღირსებიან კაი ხანი და უსაბუთოდ უნდა იყვნენ დაბალ შემოსავლზე. როცა ავსტრალიაში პირდაპირ რეზიდენტობას გთავაზობენ ამ პროფესიებს.
user posted image

Posted by: sandrikia 28 Jan 2022, 14:00
QUOTE (ME @ 28 Jan 2022, 10:29 )
QUOTE
ტრაილერში რატო უნდა გაატარო დღეები და თვეები ან წლები

+1
ოჯახისგან შორს
პლიუს რამხელა რისკია

ადრე ვფიქრობდი ტრაილერზე მარა რო დავფიქრდები ხოლმე სულ გზაში ხარ აი პირადი ცხოვრება არ გაქ! მეგობრები ზიან. ერთს ვაბშე ბინაც არ აქ ტრაილერში ცხოვრობს! პლიუს რისკია. რავი 1 წელია კიდე ძმაკაცი დაჯდა ერთი და კაროჩე ხან საბურავი უსკდება ხან ტურბო უფიჭდება. 2 თვე ელოდა სანამ გაუკეთეს. მერე კიდე ბარდიურზე ავარდა და კაროჩე ტრაილერის თოუ თრაქი გამოიძახა. და რავი კიდე რეები მარტო ამ ერთი წლის განმავლობაში! იმ დღეს მეუბნებოდა ნერვოზი ამკიდაო თრაქმაო!

Posted by: lume 28 Jan 2022, 23:04
3 ტრაილერს ვამუშავებ

1-ზე მე ვარ თვითონ

2-ზე სხვა ზის


კვირაში 12-15 თუ მრჩება მუშაობას არ ვეძახი

ერთი მოთხოვნა მაქვს ტრაილერი არ უნდა ჩაქვრეს

Posted by: Harley Davidson 28 Jan 2022, 23:57
ძალიან გთხოვთ, ნუ მოახდენთ ტრაილერის მძღოლების (და ზოგადად მძღოლების) ვიქტიმიზაციას. ვაიმე ცოდოები და ა.შ
კვირაში $3500 აქვთ შემოსავალი (მინიმუმი "სტავკაა დღესდღეობით) და თუ ვინმე ირჩევს ტრაილერში ცხოვრებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანია და არც არავინ აძალებს.
ზოგს ურჩევნია გადადოს თავი 5-6 თვე და შეაგროვოს საკმაოდ მსუყე კაპიტალი და შემდეგ იფიქროს, რა ქნას.
ვიღაცას ფეხები რომ უსივდება და ვაიმე დიდხანს ვერ ზის, შეუძლია ადგეს და ნორმალურ კომპანიაში გადავიდეს და არა უზბეკ-უკრაინელებთან (დედა#####ულის ერთებთან, ანუ).
როგორი გრაფიკიც გინდა, იმ გრაფიკით იტვირთები. იმ გრაფიკით ხარ სახლში.
თუ ოჯახი ისე გენატრება, რომ ორ კვირაში კრუნჩხვები გეწყება, იმუშავე ლოკალზე და ყოველ საღამოს სახლში იქნები.

dimentius
QUOTE
ამ ბიზნესში ბზი ხარ როცა გუგლს ატენი მეტ ფულს

ეგრეა..
ჩემს სფეროშიც $40-მდე ადის კლიკი.
იელპი $16-მდე.
Home Advisor-ში სადღაც $22-ს ვიხდი ერთ ლიდში..
მაგრამ გუგულ ედსი ნაცადია რა და მოაქვს შედეგი..

sandrikia
QUOTE
იმ დღეს მეუბნებოდა ნერვოზი ამკიდაო თრაქმაო!

იცი რატომ აკიდა ნევროზი?
დიდი ალბათობით დაშვებულზე მეტხანს დადის, აბა "სხვანაირად მანდ ფული არ კეთდება", მიდის ლოგბუქების გადაკეთება და ექნება ნევროზი, აბა რა ექნება.
ან ცუდ კომპანიაში მუშაობს და ბანძი თრაქი ჰყავს.

Posted by: sandrikia 29 Jan 2022, 18:01
QUOTE
იცი რატომ აკიდა ნევროზი?
დიდი ალბათობით დაშვებულზე მეტხანს დადის, აბა "სხვანაირად მანდ ფული არ კეთდება", მიდის ლოგბუქების გადაკეთება და ექნება ნევროზი, აბა რა ექნება.
ან ცუდ კომპანიაში მუშაობს და ბანძი თრაქი ჰყავს.


არა უბრალოდ ტიკეტები გაფუჭება მაქანის და ა.შ ბევრი ნიუანსია. მეც ვიცი რაა ეგ გაყოლილი ვარ და კაროჩე კაი ნერვები უნდა მაგ საქმეს. ანუ რაც მე შევხედე. და ჩემი თვალით მაქ ნანახი. მარა ანაზღაურება კაია. 3500 მეტს აკეთებენ კვირაში. მეგობარი აკეთებს ჩვეულებრივად 4/5კ პროსტო სარისკოა. მე რისკის არ მეშინია უფრო აი დრო. არ შემიძლია დღეში 700 მილი ვიარო. ანუ სურვილიც არ მაქ მაგის. უბრალოდ ცხოვრებაა. გართობა გინდა. თუ ოჯახი გყავს ადამიანს ხო საერთოდ. მყავს ახლობელი 10 წელია ტრაილერზეა მეტი. თავისი ყავს. კაი ფულს აკეთებს მარა რავი ისეა რო დანარჩენი ცხოვრება კიდია! არა და უყვარდა თევზაობა ნადირობა დავდიოდით ერთად ჯერ კიდე საქართველოში. ეხლა აღარც ეგ არ აინტერესებს! აქ იყიდა 4 ბინა აქირავებს. პახოდუ აღმაშენებელზე აქ ფართი და რესტორანია მანდ! დიღომში აი ვილები როა მანდაც ააშენებინა დიდი სახლი და 2800$ აქირავებს. ამდენი რამე მქონდეს ამერიკაში ერთი საათიც არ გავჩერდებოდი! ტრაილერზე ხო ვაბშე ლაპარაკიც ზედმეტია!

Posted by: ViPeR 29 Jan 2022, 19:52
dimentius
QUOTE
მარტვის მოწმობა შეგიძლია ჩამოსვლის თანავე აიღო სანამ ტურისტული სტატუსი გაქვს, მაგრამ იმ მართვის მოწმობას ვადა ექნება რამოდენიმე თვე, განახლებით არ გაგიახლებენ, სანამ ლეგალური სტატუსის რამე ცნობას არ ანახებ.
ჩამოსვლისთანავე გახსენი ანგარიშები ბანკში, ლეგალური სტატუსიდან თუ ამოვარდი ზოგ ბანკში ამასაც ვერ გააკეთებ.

არ გამომადგება გამოდის მართვის მოწმობა.


არის მეორე ვარიანტი.მაქვს ორი პასპორტი .ერთით შემოვდივარ და მეორეთი რომ ჩავბარდე?რა ხდება მაგ შემთხვევაში

Posted by: Dato-Tolordava 30 Jan 2022, 00:31
ხალხო, მეგობარი მყავს ა.შ.შ-ში. მუშაობს თრაქ დრაივერად, ოღონდ მისი საკუთრებაა ეს სატვირთო მანქანა. ანუ მძღოლად კი არ მუშაობს კომპანიის სატვირთოზე, არამედ საკუთარი სატვირთო ჰყავს.

მოკლედ რას მეუბნება, $25 000 გამომდის სუფთა შემოსავალიო თვეში. იმენა იფიცება ყველას და ყველაფერს, მართლა ამდენი გამომდისო. ხოდა მაინტერესებს, მაბოლებს, თუ მართლა ასეთი შემოსავალი აქვთ იქ სატვირთოების მძღოლებს?? biggrin.gif

ვიმეორებ, სუფთა შემოსავალი მაქვსო $25 000-მდე თვეში. გროსი სადღაც $40 000-მდე არისო, მაგრამ ამ თანხას აკლდებაო საწვავის ფული, დაზღვევის ფული და კიდევ სხვადასხვა ხარჯები და საბოლოოდ $25 000-მდე გამოდისო.

QUOTE
lume
3 ტრაილერს ვამუშავებ

1-ზე მე ვარ თვითონ

2-ზე სხვა ზის

კვირაში 12-15 თუ მრჩება მუშაობას არ ვეძახი


ეს ეხლა წავიკითხე. biggrin.gif

$12 000 გრჩება კვირაში სუფთა თუ გროსი?? ანუ მართალი ყოფილა ჩემი მეგობარი?? biggrin.gif

Posted by: sandrikia 30 Jan 2022, 00:46
QUOTE
სუფთა შემოსავალი მაქვსო $25 000-მდე თვეში


შანსი არაა სუფთა რო რჩებოდეს და გინდ გროსი! თუ 9 მაქანიანზე არ ზისე და არ გადააქ მაქანები! ნუ მაგათ მეტიც რჩებათ ხოლმე გროსი!

Posted by: Dato-Tolordava 30 Jan 2022, 01:44
sandrikia

ანუ იტყუება ესეიგი. biggrin.gif რავი ამოიწყვიტა ყველაფერი, რაში უნდა სჭირდებოდეს ჩემი მოტყუება.

მანქანები არ გადააქვს, საკუთარი თრაქი ჰყავს Volvo და დიდი ტრაილერით გადააქვს რაღაც ტვირთები.

Posted by: Thug L1fe 30 Jan 2022, 03:52
QUOTE (Dato-Tolordava @ 30 Jan 2022, 01:44 )
sandrikia

ანუ იტყუება ესეიგი. biggrin.gif რავი ამოიწყვიტა ყველაფერი, რაში უნდა სჭირდებოდეს ჩემი მოტყუება.

მანქანები არ გადააქვს, საკუთარი თრაქი ჰყავს Volvo და დიდი ტრაილერით გადააქვს რაღაც ტვირთები.

შეიძლება არ არის გამორიცხული, იმდღეს ბლოგერს ვუყურებდი (რუსია) მაგასაც თავისი ტრაილერი ყავს და სურათებიც დადო 26K გააკეთა ერთ თვეში..... როგორც მივხდი (ვიდეობიდან) დისპეჩერს გააჩნია ანუ როგორი დისპეჩერი გეყოლება და როგორ ზაკაზებს შემოგიგდებს yes.gif yes.gif

Posted by: dimentius 30 Jan 2022, 05:31
ViPeR
QUOTE
არ გამომადგება გამოდის მართვის მოწმობა.


რას ქვია არ გამოგადგება? სანამ ტურისტულ სტატუსში იქნები მაგ დროს გამოიყენებ. თუ პოლიტიკაზე აპირებ შეტანას მუშაობის უფლების მოსვლის შემდეგ მიხვალ და გაგიახლებენ.

QUOTE
არის მეორე ვარიანტი.მაქვს ორი პასპორტი .ერთით შემოვდივარ და მეორეთი რომ ჩავბარდე?რა ხდება მაგ შემთხვევაში

ეს სისულელე საიდან მოიტანე? პასპორტის შეცვლით რას გინდა მიაღწიო ან რა უპირატესებას განიჭებს?
თუ ეს შენით მოიფიქრე კიდევ გეპატიება ვინაიდან გეტყვბა რომ იზარმაცე და არ მოგიძიებია არანაირი წყარო. თუ ეს ვინმემ გითხრა და გარწმუნებს მაშინ შეეშვი მაგ უაზრო ადამიანს ვინც მოდებაში არაა რას გირჩევს.

პოლიტიკა არის დროში გაწერილი იურიდიული პროცესი. სადაც ჩართულია საემიგრაციო დეპარტამენტი, United States Department of Homeland Security და ბოლო შემოწმების ეტაპზე FBI.
ინტერვიუს წინ დებ პიცს რომ ყველა ის ინფორმაცია რასაც აწვდი ოფიცერს არის სიმართლე, ასევე გაფრთხილებენ რომ თუ რაიმე დოკუმენტი, საბუთი ან ნივთმტკიცება არის გაყალბებული, ან მცდარი ეს მათ უფლებას აძლევთ რომ უარი გითხრან საქმეზე. შენ მზად უნდა იყო წარადგინო ფოტო/ვიდეო მასალა, სამედიცინო ცნობა, ან სხვა ტიპის ხელწერილები სადაც ნაჩვენები იქნება შენი წამების, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, უკანონო თავისუფლების აღკვეთის და ა.შ.
ნუ რა თქმა უნდა თუ პილოტიკის საბოლოო მიზანი სტატუსის მიღებაა და რეზიდენტობა.

თუ უბრალოდ ეს გფინდა რომ მუშაობის უფლება აიღო და დაიკიდო ლეგალიზაცია, მაშინ რაც ზევით დავწერე დაიკიდე. ყველა ინსტანციას წააგებ. უბრასლოდ იმდენად დიდია ინტერვალი პროცედურებს შორის რომ აქ შეიძლება 10-15 წელი წელო.
მაგრამ ყველა ინსტანციას რომ გაივლი და ყველა სასამართლოს წააგებ მერე სოშიალსაც და მუშაობის უფლებას არ გაგიგრძელებენ და ამ ყველა ბენეფიტს დაკარგავ.

რაც შეეხება პროცედურას და ამ პასპორტებით მაიმუნობას ))
ამერიკაში რომ შემოხვალ უნდა ანახო ვიზიანი პასპორტი. იქვე აგიღებენ ანაბეჭდებს.
პოლიტიკაზე რომ შეიტან ქეისს 2-4 კვირაში გამოგიძახებენ ბიომეტრიული მონაცემების ასაღაბად. ამ ცენტრში უნდა მიიტანო ზუსტად იგივე პასპორტი რითაც შემოხვედი, სხვას რომ მიიტან კარებში არ შეგიშვებენ ))) შიგნით ხელახლა აგიღებენ ყველა თითის ანაბეჭდს, გადაგიღებენ ბიომეტრიულ სურათს, აგწონიან, თმის ფერს ჩაიწერენ, თვალის ფერს, სიმაღლეს და ა.შ. ანუ ყველა შენს ბიომეტრიულ მონაცემს რითაც შენი ვიანობის დადგენა შეიძლება.
ეს შენი მეორე პასპორტი გირჩევ დატოვე მანდ არ შეცდომით არ მიიტანო საემიგრქაციოში.
გითხარი რომ ყველა პროცედურის წინ გაფრთხილებენ რომ ყალბი საბუთი არ უნდა წარუდგინო, და ამ დროს შენი ხელით მიგავს 2 პასპორტი )))) ეს რა მაფიაა საერთოდ ))) და მერე შენ გინდა რომ ოფიცერი ენდოს შენ მოყოლილ ისტორიას? მე გეტყვი რაც მოხდება კულტურულად მოგისმენენ რუტინას ჩაამთავრებენ და იმხელა უარს მოგარჭობენ ტან ისე სცრაფად შეიძლება შენც გაგიკვირდეს.


Dato-Tolordava
QUOTE
ანუ იტყუება ესეიგი.


ერთ რამეს გეტყვი. ვინმე რამეს რომ გეუბნება არ აქვს ეს ვინ იქნება ყოველთვის გადაამოწმე რამოდენიმე წყაროში. ამ შენ მეგობარს ვატყობ არ აქვს პრობლემა შემოსავლის ოდენობა რომ გითხრას, როგორც იძახი საკუთარი მანქანით მუშაობს. დიდი ალბათობით ჯამაგირის მიღების ოდენობა ფორმა 1099 აქვს. წლის ბოლოს ვინც 1099 მუშაობს ავსებს დეკლარაციას. იმ დეკლარაციაში თხოვე შევიდეს თავი "Profit or loss from business", იმ თავის "Part 1- income", ნახოს პუნქტი 7.
აი იმ პუნქტ 7-ში მოცემული თანხა თუ არის 25,000X12=300,000. თან სურათი რომ გადაიღოს. აი მაშინ შეგიძლია დაუჯერო. სხვა შემთხვევაში ეს ციფრებით ბრახაბრუხი ჩემის თამადობით თუ ვინც არ უნდა იყოს ეს მინჰაუზენის ბაქიბუქია.

რაც ზევით დაგიწერე ეს თუ გაიკვირვა )))
იცოდე რომ აქ ქართველების უმეტესობას ჩახედული არ აქვთ საგადასახადო დეკლარაციაში იმაზე ზედმეტია ლაპარაკი რომ წაკითხული ქონდეთ და გარკვეული თუ რა და რატომ იწერება )))

Posted by: sandrikia 30 Jan 2022, 12:11
QUOTE (Thug L1fe @ 30 Jan 2022, 03:52 )
QUOTE (Dato-Tolordava @ 30 Jan 2022, 01:44 )
sandrikia

ანუ იტყუება ესეიგი.  biggrin.gif რავი ამოიწყვიტა ყველაფერი, რაში უნდა სჭირდებოდეს ჩემი მოტყუება.

მანქანები არ გადააქვს, საკუთარი თრაქი ჰყავს Volvo და დიდი ტრაილერით გადააქვს რაღაც ტვირთები.

შეიძლება არ არის გამორიცხული, იმდღეს ბლოგერს ვუყურებდი (რუსია) მაგასაც თავისი ტრაილერი ყავს და სურათებიც დადო 26K გააკეთა ერთ თვეში..... როგორც მივხდი (ვიდეობიდან) დისპეჩერს გააჩნია ანუ როგორი დისპეჩერი გეყოლება და როგორ ზაკაზებს შემოგიგდებს yes.gif yes.gif

ნუ არ ვიცი ძმაკაცს ყავს თავისი თრაქი რეფი. და ნანახი მაქ მაგის გროსები. 25 სუფთა რავი შანსი არაა ))) 20 მინახია 21 იც მარა 25 არა. როგორ უნდა დარჩეს სუფთა როდესაც უამრავი ხარჯი აქ თრაქს.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 30 Jan 2022, 16:00
dimentius
გდდ-ში მაქსიმუმ 5 წელი ზედა ზღვარიო.
არაერთს უთქვამს smile.gif)
მერე გადაიწვები, როგორი კრუტოი და რკინის მასტიც არ უნდა იყო.
ისე კი არ გაზრდილა შენს მერე ხელფასები თუ გაინტერესებს ;დდ

Posted by: dimentius 30 Jan 2022, 21:10
c.h.I.g.u.r.h.
QUOTE
გდდ-ში მაქსიმუმ 5 წელი ზედა ზღვარიო.
არაერთს უთქვამს )

ვინც მაგას გეუბნება მათი ადგილი ნამდვილად არაა შეიარაღებულ ძალებში. რაც ნაკლები იქნება მსგავსი ხალხი მით უკეთესი ქართული შეიარაღებული ძალებისთვის.
მე 14 წელი ვიმსახურე. იმის მიუხედავად რომ ფინანსყრად აბსოლიტურად გაუმართლებელი იყო ჩემი პრაიმის, საუკეთესო წლების დახარჯვა. მაგრამ 1 წუთს არ ვნანობ, ვინაიდან იქ მქონდა უდიდესი პატივი მემსახურა ნამდვილ ალალ და ვაჟკაც ხალხთან. რა თქმა უნდა საომარი ნებისმიერი მოქმედება ცუდია. მაგრამ რას ვიზამთ ხდეხოლმე. ია ამკრიზისულ სიტუაციებში როცა ბრძოლას თავს ვერ ააირიდებ ამ დროს ამოდის ზედაპირზე ხალხის ნამდვილი სახე და ხასიათი. იქ ირკვევა ვინ არის ნამდვილი ლიდერი და ვინ უბრალოდ მშვიდობიანობის დროს მოლაყბე "ვაჟკაცი". უდიდესი პატი იყო ჩემთვის ამ ხალხთან მსახური. იყო რა ტქმან უნდ ბევრი ნაგავი, აი ზევით რომ გიწერია მაგ რჩევების მიმცემები, მაგრამ ცხოვრება იდეალურიაო და მხოლოდ საუკეთესო ხალხთან მექნებოდა პატივი მემუშავა ამის ილუზია არ მქონია.

QUOTE
მერე გადაიწვები, როგორი კრუტოი და რკინის მასტიც არ უნდა იყო.

ესეიგი მე ტერმინატორი ვარ )))

QUOTE
ისე კი არ გაზრდილა შენს მერე ხელფასები თუ გაინტერესებს ;დდ

როგორ გგონია 14 წლის მერე ჩემზე მეტ ხალხს ცნობ იქ? ძალიან კარგად ვიცი რა ხელფასებიც აქვთ და რა პრობლემებთან უწევთ გამკვლავება.
მაგრამ ზევით რომ ახსენე ისინი ვერ გაიგებენ ამას სხვა ცოტა სხვა მენტალობის ადამიანი უნდა იყო.
ცნობისთვის ჩემი პირველი ხელფასი შინაგან ჯარში 92 ლარი იყო კაი ხანი )))

Posted by: Harley Davidson 30 Jan 2022, 23:28
sandrikia
არის შანსი, გააჩნია მისაბმელს.
გროსზე მაქვს საუბარი smile.gif
რაც უფრო "ტვინისტყნვა" მისაბმელია, მით უფრო დიდია შემოსავალი.
კანესტოგა, სტეპდეკი, ოვერსაიზი და ა.შ
მაცივარი ტოვებს თვეში 50-60კ გროსს (წინასაახალწლოდ და დღევანდელი ფასების პირობებში, ლოგბუქთან მანიპულაციებით და ა.შ).
ზოგადად 40-ზე ადიხარ, გააჩნია კომპანიას, დისპეჩერს, დატვირთვას, მუშაობას სიპატიოსნეს და ა.შ smile.gif)

Posted by: UNEEK 31 Jan 2022, 01:47
dimentius
QUOTE
ერთ რამეს გეტყვი. ვინმე რამეს რომ გეუბნება არ აქვს ეს ვინ იქნება ყოველთვის გადაამოწმე რამოდენიმე წყაროში. ამ შენ მეგობარს ვატყობ არ აქვს პრობლემა შემოსავლის ოდენობა რომ გითხრას, როგორც იძახი საკუთარი მანქანით მუშაობს.

შენ პოსტებზე ერთი ბრძნული გამოთქმა მახსენდება სულ.
მოატყუო ადამიანი გაცილებით ადვილია, ვიდრე დააჯერო ადამიანი, რომ მას ატყუებენ.
ქე მაინც გისმენდნენbiggrin.gif

მე რაზე ვყლებდები იცით, აი ჭკუას რო გასწავლიან, მაგ კატორღაში რა გამუშავებს,
ტრაილერს უნდა დაანებო ძმაო თავი, მაცივარზე მაინც გადმოდი, პატარა ბუტკა რომ გეცადა,
გადაიწვები და მსგავსი ღლე "რჩევები"
თავისთავად რომ ბლოკავ ასეთ ტოქსიკურ ამხანაგებს, შენ ცხოვრებას მიხედე..

ამ ფორუმის კითხვას რომ ვერ შევეშვი თორე.
არც აზრი აღარ აქვს ვინმე მოთაგო, პოსტი გაუსწორო.

ჩემი.
user posted image

სხვათაშორის ამერიკულ ფორუმებზე ვარესები ხდება.
როცა ვოლვოს მივუწერე most reliable truck.
დაჰაჰავდა კომენტარი.
მაგრამ არსებობს ფაქტები.
მესამე ვოლვოა, ჯერ სერვისში არ ვყოფილვარ.
პირველ მეორეს 400 ათასები გავატარე.
უდაჩები.




Posted by: Harley Davidson 31 Jan 2022, 02:14
UNEEK
QUOTE
სხვათაშორის ამერიკულ ფორუმებზე ვარესები ხდება.
როცა ვოლვოს მივუწერე most reliable truck.
დაჰაჰავდა კომენტარი.

მანდ მექანიკას თუ არ ატარებ, საერთოდ არ ითვლები თრაქერად და რა გიკვირს :დ

Posted by: gio3870X2 31 Jan 2022, 02:35
QUOTE (UNEEK @ 31 Jan 2022, 01:47 )
dimentius
QUOTE
ერთ რამეს გეტყვი. ვინმე რამეს რომ გეუბნება არ აქვს ეს ვინ იქნება ყოველთვის გადაამოწმე რამოდენიმე წყაროში. ამ შენ მეგობარს ვატყობ არ აქვს პრობლემა შემოსავლის ოდენობა რომ გითხრას, როგორც იძახი საკუთარი მანქანით მუშაობს.

შენ პოსტებზე ერთი ბრძნული გამოთქმა მახსენდება სულ.
მოატყუო ადამიანი გაცილებით ადვილია, ვიდრე დააჯერო ადამიანი, რომ მას ატყუებენ.
ქე მაინც გისმენდნენbiggrin.gif

მე რაზე ვყლებდები იცით, აი ჭკუას რო გასწავლიან, მაგ კატორღაში რა გამუშავებს,
ტრაილერს უნდა დაანებო ძმაო თავი, მაცივარზე მაინც გადმოდი, პატარა ბუტკა რომ გეცადა,
გადაიწვები და მსგავსი ღლე "რჩევები"
თავისთავად რომ ბლოკავ ასეთ ტოქსიკურ ამხანაგებს, შენ ცხოვრებას მიხედე..

ამ ფორუმის კითხვას რომ ვერ შევეშვი თორე.
არც აზრი აღარ აქვს ვინმე მოთაგო, პოსტი გაუსწორო.

ჩემი.
user posted image

სხვათაშორის ამერიკულ ფორუმებზე ვარესები ხდება.
როცა ვოლვოს მივუწერე most reliable truck.
დაჰაჰავდა კომენტარი.
მაგრამ არსებობს ფაქტები.
მესამე ვოლვოა, ჯერ სერვისში არ ვყოფილვარ.
პირველ მეორეს 400 ათასები გავატარე.
უდაჩები.

როდის ავიღებ რა სოუსელს და სიდიელს რო მმოვაჯდე მასეტს 2kiss.gif

Posted by: paranoidis_dzma 31 Jan 2022, 06:36
UNEEK
ეს ვან დამი რო დგას ეგ არაა? biggrin.gif

Posted by: dimentius 1 Feb 2022, 04:03
UNEEK
QUOTE
შენ პოსტებზე ერთი ბრძნული გამოთქმა მახსენდება სულ.
მოატყუო ადამიანი გაცილებით ადვილია, ვიდრე დააჯერო ადამიანი, რომ მას ატყუებენ.
ქე მაინც გისმენდნენ


როგორ ხარ?
ეს ლოგისტიკური კრიზისი ხომ არ შეგეხო შენ ცუდი კუთხიდან?
სხვადასხვა წყაროებშირომ უყურებ აქეთ დასაცლეთ სანაპიროს პორტებში რრეობით უწევთ ლოდინი რომ დაიტვირთნონ.
მაგრამ ტელევიზიაა და უქჭველი ან გატყუებენ ან ფაქტს ისეთი პრიზმიდან გაჩვენებენ რომ შავი თეთრად ჩანს ))) და მარცხენა მარჯვენად )))

QUOTE
ამ ფორუმის კითხვას რომ ვერ შევეშვი თორე.
არც აზრი აღარ აქვს ვინმე მოთაგო, პოსტი გაუსწორო.

მე იცი რას ვატყობ. სხვა არ ვიცი მე ძალიან თვალში მცემს 30 წელი და მის ქვემოთ თაობაში კრიტიკული აზროვნების მცირე დონით არსებობამ. რაღაცნაირად შინაგანი ინტუიციის და ეჭვის თვალით ფაქტის დანახვის ნაკლებობასავიტ არის. გონიათ რომ ინეტში რამეს რომ წაიკითხავენ ან ვინმე რამეს ეტყვის ეს 100% სიმართლეა.
ავიღოთ წინა გვერდის მაგალითი. ვიღაცამ უთხარა რომ 25 შოულობს არ აქვს სფეროს და პროფესიას მნიშვნელობა. ავტომატურად გონიათ რომ მათაც მსგავსი შემოსავალი ექნებათ რომ ჩამოვიდნენ. იმაზე არ ვიცი უფიქრიათ ან აზრად მოსდის რატო აქვს ვიღაცას დიდი შემოსავალი ამერიკაში და იგივე სფეროში სხვას ბევრად ნაკლები. არავინ რატომღაც არც შენ და არც მე არ მისმევს კითხვას. მაგალითად
- რამდენი წელი გაქვს გამოცდილება ამ სფეროში.
- დამწყების საშუალო ანაზღაურება რა არის.
- რამდენი წელი ჭირდება საშუალოდ რომ ჩამოყალიბდე კარგ პროფესიონალად სფეროში, რომ დიდ შემოსავალზე გასვლა შეძლო.
- რა რესურსების, სასწავლებლი თუ წყაროების გამოყენება შეიძლება რომ შენს სფეროში უკეთესი პროფესიონალი გავხდე რაცხ შეიძლება ნაკლებ დროში.
- რა ტექნიკური თუ სხვა უნარების სწავლა მჭირდება რომ დამეხმაროს პროფესიის ათვისებაში.
- რა ტექნოლოგიებს თუ ხელსაწყოებს ვიყენებთ რომ ჩვენი პროფესია უფრო ეფექტურად შევასროლოდ და ა.შ.

აი გაიხსენე მსგავსი კითხვები გსმენია აქ.
ერთი კითხვაა რამდენი მექნება და მორჩა ))))
ყველამ გაიგეთ ვინმეს რომ აქვს დიდი ჯამაგირი ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ თვენც მაგდენივე გექნებათ, ან თუნდაც იმის ნახევარი. პროფესიონალს ვინც საქმე იცის და აქვს უკვე მონიჭებული საკმიანი რეპუტაცია ნუ ადრიტ თქვენ თავს. თავი შეადარეთ ახლბედას ვინც მხოლოდ ეხლა დგავს ნაბუჯებს და ასრულებს ყველაზე დაუფასებელ საკმეს კომპანიაში. აი 5-10 წელი რომ გავა და ისევ იმ სფეროში იქნებით და ჩამოყალიბდებით პროფესიონალად, საქმიან რეპუტაციას შეიქმნით კომპანიაში თუ კერძო პირებთან. მხოლოდ ამის მერე გექნებათ შანში რომ რაიმე ღირსეულ ხელფასზე გახვიდეთ. ელემენტარული ხო უნდა იფიქროთ რომ კომპანიაში რომ შემოდის კარგი ტვირთი თუ კარგი საქმე რომელიც კარგ ფულს ტოვებს იქ რომ ახლმისულს არავინ მიასუნინებს და მას ყოველტვის ყველაზე გამოცდილ თანამშრომელს რომ მისცემენ ეს ხომ დღესავით ნათელია.

არ ავინ გაშინებთ კიდევ ვიმეორებ ამერიკაში პერსპექტივა უდიდესია ყველასთვის, მაგრამ პირდაპირ რომ კოშკებს აიშენეთ ეს არ არის სწორი. ყოველთვის იცოდეთ ვინც აქ დიდ ხელფასზეა, იმას ეს ციდან არ დაცემია. წლები დაუღალავი შრომის და პროფესიისადმი თავდადების შედეგია. ამიტომ მთავარი კითხვა დაუსვით თქვენ თავს ვისაც რამის მიღწევა გინდათ მზად ხართ თქვენ 10 წელი აკეთოთ რაიმე საქმე დღიდან დღემდე, ქარში, წვიმაში, დაეხმაროთ ხალხს თუ კლიენტრებს. თუ ამას შეძლებთ ფინანსები წლებთან ერთად ისე წამოგეწევათ რომ ვერც გაიგებთ )))

Posted by: ikandro 1 Feb 2022, 10:04
Dato-Tolordava

სავარაუდოდ დიდი ხანია მუშაობს და დისპეჩერი ყავს კარგი.
25კ შეიძლება რამოდენიმე თვე გაარტყა მაგრამ ყოველ თვე 25კ ჯერ თვითონ გადაიწვება ადამიანი ლოლ

მარა დაუჯერე შენი რა მიდის biggrin.gif


sandrikia

მაგდენის საშუალება თუ აქვს შენმეგობარს მაგას აწი ფსიქოლოგი თუ უშელის თორე სიბერემდე ვერ ჩმოვა მანქანიდან..

მეც ვერ ვხდები ამდენი შემოსავალი გაქვს ადექი ჩამოდი ჯორჯიაში გააკეთე ბიზნესი აქ კი იცი ისეთი თანხა გინდა მანდ ეგ თანხა თეთრებია შედარებით ბიზნესისთვის...

რას გაუგებ smile.gif

dimentius

პრივეტ როგორ ხარ?

ყველა ვერ იქნება მოზგი მასტი რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ smile.gif

როგორ მიდის სტოკის ამბავი გახვედი - ? biggrin.gif

Posted by: dimentius 1 Feb 2022, 11:23
ikandro
QUOTE
პრივეტ როგორ ხარ?

კარგად. შენ იმედია კარგად ხარ.

QUOTE
ყველა ვერ იქნება მოზგი მასტი რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ

ძირითადად ვიძახი, შეიძლება მე ვცდები მაგრამ ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რაც ზევით დავწერე.

QUOTE
როგორ მიდის სტოკის ამბავი გახვედი - ?

15 წელში მკითხე როცა გამოტანას დავიწყებ ))))

Posted by: ikandro 2 Feb 2022, 08:52
QUOTE (dimentius @ 1 Feb 2022, 11:23 )
ikandro
QUOTE
პრივეტ როგორ ხარ?

კარგად. შენ იმედია კარგად ხარ.

QUOTE
ყველა ვერ იქნება მოზგი მასტი რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ

ძირითადად ვიძახი, შეიძლება მე ვცდები მაგრამ ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რაც ზევით დავწერე.

QUOTE
როგორ მიდის სტოკის ამბავი გახვედი - ?

15 წელში მკითხე როცა გამოტანას დავიწყებ ))))

კარგად ვარ მადლობა.

15 წელიწადში ალბათ 60 იქნები? biggrin.gif მანამდე რკინის ნერვებს გისურვებ.

მე 2-3 წელი ველოდები მაქსიმუმ მეტი არა smile.gif

Posted by: UNEEK 2 Feb 2022, 12:58
Harley Davidson
ხო, მაგრამ როცა ნიკელები ბრწყინავენ და სუფთად გყავს თრაქი, მათაც უბრუნდებათ კისრები.
gio3870X2
წარმატებები და მიზნების მალე მიღწევები.
paranoidis_dzma
ლინკოლნ ჰოუკიup.gif ვან დამი პრიმიტივია
dimentius
მადლობა კარგად, მივიკაკუნებ მალე 1 მილიონ მაილს.
თავად როგორ, ტესლა როგორ მუშაობს?
ნახე სემაი ტესლა? კალიში შემხვდა.
user posted image

ნასა-ბოინგის ტვირთები მიგვაქვს მოგვაქვს 48 შტატში. ყოველთვის ბიზი.
ტვირთზე ლოდინი და შემდეგ დანიშნულ დროზე ადგილზე მირბენა ჩვენთან არაა.
მთავარია უსაფრთხოდ და დაუზიანებლად გადატანა.
მე კატორღას რეფერზე ჯდომას ვეძახი. თვეში 16 ათასი მილი შეუსვენებლად.
მითუმეტეს თიმზე.. თავებს იხოცავენ.

/// არკანზასი.
user posted image
.
user posted image
.
user posted image
.
user posted image
.
user posted image
.
user posted image
.
user posted image

Posted by: Fed 2 Feb 2022, 19:40
QUOTE (ნიკუშ-ა @ 5 Jan 2022, 06:49 )
Fed
ატლანტაში ძაან მაგარი აკვარიუმია ეგ ნახე, კოკა კოლის მუზეუმიც ნახე ძაან საკაიფო, მეტს ჯსეთს ვერ ვიხსენებ კიდე ვერაფერს. ეგ ორი რაც გითხარი ნანახი მაქვს და ასწორებს ძაან, კოკა კოლის მუზეუმში კაი სურათებსაც გადაიღებ.

ნბა ბილეთებს რაც შეეხება Ticketmaster ან Stubhub. ორივეგან მიყიდია და სანდოა


ვაახ რა საოცრება იყო კიდე ერთხელ მადლობა სამივე ლოკაციაზე ვიყავი
ვიდეოს ჩასმა არვიცი სურათებით რთული აღიქვა ეს სილამაზე.

ძან გაასწორა ატლანტამ მზე და სითბო სრული ბედნიერებისთვის ყველაფერია givi.gif
რა რთულია აქედან თბილისში დაბრუნება sad.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



Posted by: Harley Davidson 2 Feb 2022, 20:04
UNEEK
QUOTE
ხო, მაგრამ როცა ნიკელები ბრწყინავენ და სუფთად გყავს თრაქი, მათაც უბრუნდებათ კისრები.

კი, ეგრე იქნება.
მოგეხსენება, თრაქინგი აქ ცალკე სუბკულტურაა, როგორც ბაიკერები, RV კამანდა და ა.შ. + შოუებზეც გადიან smile.gif
ჯანმრთელობას რა ვუთხარი, ვინ დამასწრებდა დაჯდომას..:დ


ჯერ სკრომნად ვართ smile.gif)
user posted image

Posted by: paranoidis_dzma 2 Feb 2022, 21:48
UNEEK
მოაკაკუნე თუ მოხვდი დენვერში, კარგი ლუდები გვაქვს აქ smile.gif

Posted by: Lilith 3 Feb 2022, 07:25
dimentius
QUOTE
ავიღოთ წინა გვერდის მაგალითი. ვიღაცამ უთხარა რომ 25 შოულობს არ აქვს სფეროს და პროფესიას მნიშვნელობა. ავტომატურად გონიათ რომ მათაც მსგავსი შემოსავალი ექნებათ რომ ჩამოვიდნენ. იმაზე არ ვიცი უფიქრიათ ან აზრად მოსდის რატო აქვს ვიღაცას დიდი შემოსავალი ამერიკაში და იგივე სფეროში სხვას ბევრად ნაკლები. არავინ რატომღაც არც შენ და არც მე არ მისმევს კითხვას. მაგალითად
- რამდენი წელი გაქვს გამოცდილება ამ სფეროში.
- დამწყების საშუალო ანაზღაურება რა არის.
- რამდენი წელი ჭირდება საშუალოდ რომ ჩამოყალიბდე კარგ პროფესიონალად სფეროში, რომ დიდ შემოსავალზე გასვლა შეძლო.
- რა რესურსების, სასწავლებლი თუ წყაროების გამოყენება შეიძლება რომ შენს სფეროში უკეთესი პროფესიონალი გავხდე რაცხ შეიძლება ნაკლებ დროში.
- რა ტექნიკური თუ სხვა უნარების სწავლა მჭირდება რომ დამეხმაროს პროფესიის ათვისებაში.
- რა ტექნოლოგიებს თუ ხელსაწყოებს ვიყენებთ რომ ჩვენი პროფესია უფრო ეფექტურად შევასროლოდ და ა.შ.

ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ ვიგრუზები ხოლმე და მიჩნდება სურვილი ავიღო CDL და დავჟდე Fურაზე biggrin.gif
20 წელი გამოცდილება, მე-7 წელია აქ ვმუშაობ, ერთერთი მოწინავე კომპანიაში, საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ, შემიძლია თამამად ვთქვა რომ FAANG კომპანიების გარდა თუნდაც მსგავსი ანაზღაურებით სხვაგან სამსახურის შოვნა გამიჭირდება.

ხოდა ხელზე 6კ არ გამომდის თვეში დაა... რა გავაკეთო... biggrin.gif biggrin.gif

ეჰჰ, მარტო ხელფასი რომ იყოს ასახსნელად ალბათ მარტივია, მაგრამ მე რომ ეხლა კონტრაქტზე ვიჯდე და ყველა დანარჩენი ბენეფიტი ჩემი თავის სატკივარი იყოს ალბათ გავრეკავდი. არაა რა მარტო ხელფასი, თან გროსი, აქ იმის განმსაზღვრელი კარგად იცხოვრებ თუ არა. გროსი ჩათვალე 6კ მაქვს თვეში, მაგრამ annual overall package-ი (არ ვიცი რამდენად სწორად გავიხსენე ტერმინი) 180-200კ ფარგლებშია. ამას არ ემატება უამრავი ბენეფიტი რომელსაც უბრალოდ არ ვიყენებ, მაგ. თითო სემესტრზე 12კ-მდე ჩემი შვილის კოლეჯსაც დამიფინანსებენ რომ მოვაბა თავი და ჩავერთო პროგრამაში.

მაგრამ თვეში 25კ დაწერეს ვიღაცა და მანდ ვხვდები რომ პროფესია არასწორედ ავირჩიე smile.gif

Posted by: paranoidis_dzma 3 Feb 2022, 07:51
Lilith
QUOTE
180-200კ ფარგლებშია

გროსმა 6K ზე მეტი უნდა მოგცეს ნეტი, თუ რა თქმა უნდა 401K -ს კონტრიბუცია მაღალი პროცენტი არ გაქვს და დაზღვევაშიც მთელი ოჯახი არ გიზის. smile.gif

კვლევებმა აჩვენეს, რომ 75K -ს მერე ბედნიერების ინდექსი აღარ იცლვება. ასე, რომ ბედნიერება მარტივად მისაღწევია

https://news.gallup.com/businessjournal/150671/happiness-is-love-and-75k.aspx

Posted by: dimentius 3 Feb 2022, 12:03
ikandro
QUOTE
15 წელიწადში ალბათ 60 იქნები?  მანამდე რკინის ნერვებს გისურვებ.

40 წლის ახალგაზრდა კაცი ვარ ჯერ )))) გეგმა ეგეთია რომ 2 შვილი უნდა დავაფინანსო უნიში და მერე საქართველოში წავალთ დამსახურებულ პენსიაზე. მეცოდებიან შვილები ამ იდიოტურ სტუდენტურ სესხს ვერ ავკიდებ რომლებიც უნდა ცხოვრების ნახევარი იხადონ და ამით საკუთარი მომავალი ფინანსური დამოუკიდებლობა მოისპონ.

UNEEK
QUOTE
მადლობა კარგად, მივიკაკუნებ მალე 1 მილიონ მაილს.
თავად როგორ, ტესლა როგორ მუშაობს?
ნახე სემაი ტესლა? კალიში შემხვდა

კაია რომ არ შეგეხო.

ტესლასი სხვათაშორის კმაყოფილია ცოლი. მე ნაკლებად დავდივარ. ძალიან იოლი მანქანაა. სამონის ხარისხი ევროპულს ბევრად უკეთესი აქვს, მაგრამ ამის სოფტი და ტელეფონთან ინტეგრაცია არის ბევრად წინ.
მაგალითად ყოველდღე ვხმარობთ სალონის და სკამების გათბობას დილით სკოლაში რო მიყავს ბავშვები აპლიკავიაზე. ასევე აპიდან განახებს მანქანა სად მოძრაობს ან სად არის. ცოლს რომ არ ურეკო სად ხარო ))) თუ მწვანე აინატო და შენ გამოგრჩა განიშნებს რომ დაიძრა. სახლის გარდა სადაც ვართ ავტომატურად ვიდეოს იწერს თუ ვინმე მიუახლოვდა და მერე გაჩვენებს ან აპზე გიგზავნის შეტყობინებას. ღამე რომ მივიდეს ახლო შიგნით ეკრანს ანთებს და ეკრანზე წერია რომ გიღებს მანქანა. ნუ გასაღების არ ქონა ეს ხომ ძალიან კომფორტია. მიხვალ ახლოს იღება. გადახვალ იკეტება. რაც მე მანქანის გასაღებები დამრჩენია სახლში და უკან ატრიალება მომიწია. თანაც ჩვენ ქუჩის მეორე მხარეს კინოთეატრი დიდი პარკინგიყ გვაქვს სადაც დატენვა უფასოა. წელია რაც გავიდა და მგონი 17$ გვაქვს გადახდილი ისეც რომ გვეცადა სწრაფი დატენვა.

ტესლას ეგ სემაი აქ 2 წელზე მეტია დადიან. აქ აწყობენ ჩვენთან ახლოს. სულ მხვდებიან. დიდ მისაბმელებს დაარბენინებენ პატარა მანქანის აჩქარებით )))

რამხელა შეღავათი იქნება ეს ელექტრო და წყალბადის თრაქები. როგორც კვლევებიდან ჩანს ბევრ მძღოლს ხერხემლის პრობლემა ქონია დიზელის ძრავის ვიბრაციიდან. კი ცდილობენ შემცირებას სკამის ამორტიზატორებით ან ჰაერის ბალიშებით მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ სრულად განულებას. ამ ელექტროს კი ეს საერთოდ არ აქვს რაც დიდი პლიუსია.


Lilith
QUOTE
ხოდა ხელზე 6კ არ გამომდის თვეში დაა... რა გავაკეთო...

უნდა მონახო გზა თუ როგორ შეიძლება შენი გამოცდილება გამოიყენო რომ შენ თავზე იმუშაო. ეგაა და ეგ.

ამერიკაში რატომღაც გონია ყვეკას რომ ოფისში ჯდომით ხალხი უკეთეს ჯამაგირს იღებს. ეს შორსაა სიმართლისგან. ამ სტუდენტური სესხის გაცემამ სრულად მოსპო ამერიკელების სურვილი წავიდნენ ტრადიციოული თრეიდებისკენ. ამან შექმნა დეფიციტი ბაზარზე. ხოლო რაღაც რომ ცოტაა ფასი იმატებს. ეხლა მაგალითად კაი ელექტრიკს თავისუფლად შეუძლია ავიდეს 130-150 თუ საკუთარ თავზე იმუშავებს. ამდენი აქ პროგრამისტების უმეტესობას არ აქვს.

იმაზე ხომ არაფერს ვამბობ რომ რამდენად სტრესს მოკლებულია საკუთარ თავზე რომ მუშაობ და საკუთარ გრაფიკს რომ ადგენ და არავის გადაწყვეტილებაზე არ ხარ დამოკიდებული

Posted by: Lilith 3 Feb 2022, 19:48
paranoidis_dzma
401k-ში 10% ვრიცხავ და ასევე HSA-ს ვმაქსავ ყოველწლიურად (7k თუ არ ვცდები წელიწადში), დაზღვევაში რათქმაუნდა მთელი ოჯახი მიზის, მაგრამ ვიხდი თვეში 200$ smile.gif მაგ მთლიან თანხაში ასევე ითვლება წლიური 20% ბონუსი და პლიუს დაახლოებით 10k აქციების სახით გვერიცხება.
ხოდა მაგას ვამბობ მეც რომ მარტო გროსს რომ უყურებენ არასწორია, შეიძლება გროსი არ გქონდეს მაღალი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ პატარა შემოსავალი გაქვს.

dimentius
QUOTE
იმაზე ხომ არაფერს ვამბობ რომ რამდენად სტრესს მოკლებულია საკუთარ თავზე რომ მუშაობ და საკუთარ გრაფიკს რომ ადგენ და არავის გადაწყვეტილებაზე არ ხარ დამოკიდებული

ამის პრობლემა საერთოდ არ მაქვს. არავინ მაკონტროლებს იმიტომ რომ იციან რომ ვირულად ვმუშაობ და ძაანაც რომ მოინდომონ არავინაა ვისაც ოდნავ მაინც ესმოდეს მე რასაც ვაკეთებ. და რაზეც დღესდღეობით მიწევს მუშაობა 7 წლის წინ რომ დავიწყე ამ კოპანიაში მუშაობა მანამდე საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია და სულ ჩემით ვისწავლე. ვხედავდი რომ იყო ამის საჭიროება და რეალურად არავინ იყო ხელი რომ მოეკიდა ამ საქმისთვის. თან ჩემთვის საინტერესოა და სულ ვცდილობ რაღაცა ახალი ვისწავლო. ტიპები არიან ჩვენთან senior პოზიციებზე ვისაც რეალურად ვიღაცამ დაღეჭილი და დეტალურად გაწერილი დავალება თუ არ დაუდო ისე თითს თითს არ დააკარებენ. სულ მაგაზე ვღადაობ ამას რათ უნდა senior-ი თქო, აიყვანე სტაჟიორი და ესე დაწვრილებით თუ დაუწერ ისიც გააკეთებს თუ მთლად შტერი არაა biggrin.gif

QUOTE
უნდა მონახო გზა თუ როგორ შეიძლება შენი გამოცდილება გამოიყენო რომ შენ თავზე იმუშაო. ეგაა და ეგ.

აქციებითა და ოფციონებით ვვაჭრობ ცოტა-ცოტა, არ მაქვს იმის შნო და უნარი რომ ბიზნესი წამოვიწყო და კლიენტი მოვიძიო ან მითუმეტეს სხვა რომ დავასაქმო.

Posted by: Harley Davidson 3 Feb 2022, 19:51
Lilith
QUOTE
აქციებითა და ოფციონებით ვვაჭრობ ცოტა-ცოტა,

ახლაა კაი დრო კაკრაზ. კია ვოლატილური მარკეტი, მაგრამ შეიძლება რაღაცეების დაჭერა.

Posted by: ikandro 3 Feb 2022, 21:10
dimentius

კარგი მამა ხარ <3



----------------------------

Posted by: UNEEK 3 Feb 2022, 23:16
Harley Davidson
ჯანმრთელობა შენ პირველ რიგში და სულ წარმატებები მშრომელო კაცო!
paranoidis_dzma
ბიჭო შენ ჩამოდი. მე წასული მგონიხარ, მას მერე დენვერში ხარ?
ბათუმში არ ხარ?
თუ მოვხვდი შეგეხმიანები ბრო.
ვაიომინგით დავდივარ მოსთლი.
dimentius
რა დაუზარელი და გულკეთილი კაცი ხარ,
უანგაროდ ამდენ რჩევებს არიგებ,
მიუხედავად მილიონი საქმისა, პლუს ოჯახი.

ამ ვისკის ჭიქით გაგიმარჯოს!
user posted image

პს. 98ში როცა ჩამოვედი, ხმის გამცემი არ გვყავდა, ერთი ბეწო რჩევა მიგვეღო.
პოლონელებს ვუცდიდით, როდის ტრაკს აწევდნენ და საქართველოში დასარეკ კარტას გვაყიდინებდნენ, დაგვარეკინებდნენ ქუჩის ფეიფონიდან.
მერე მანქანა მოვპარეთ რომ ეძინათ, ვესტ ვირჯინიაში ქართველებთან წავედით,
აბა არ გვთხოულობდნენ.


Posted by: paranoidis_dzma 4 Feb 2022, 06:39
Lilith
QUOTE
401k-ში 10% ვრიცხავ

დაგაფასებს ეს სიბერეში, თუ მითუმეტეს მეჩინგიც გაქვს სამსახურიდან. smile.gif

რატომღაც HSA -ს არ ვიყენებ, არ მაქვს დიდი ხარჯი ჯანმრთელობის გარდა დაზღვევისა.

UNEEK
QUOTE
ბიჭო შენ ჩამოდი. მე წასული მგონიხარ, მას მერე დენვერში ხარ?
ბათუმში არ ხარ?
თუ მოვხვდი შეგეხმიანები ბრო.
ვაიომინგით დავდივარ მოსთლი.


მაისში ჩამოვედი და დავრჩი დენვერში, ისტისკენ უნდა გადავსულიყვი, მაგრამ რეგიონიები შევიცვალე და ახლა მიდ-ამერიკის 9 შტატი მაქვს ჯამში ჩემ პორტფოლიოში: კოლორადო, იუტა, ვაიამონგი, მონტანა, ჩრდილო/სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, ოკლაჰომა და კენტაკი.

თუმცა არ ვიცი, აქაურ სიცივეებს რამდენი ხანი გავუძლებ biggrin.gif

Posted by: Lilith 4 Feb 2022, 18:49
paranoidis_dzma
QUOTE
რატომღაც HSA -ს არ ვიყენებ, არ მაქვს დიდი ხარჯი ჯანმრთელობის გარდა დაზღვევისა.

არც მე ვიყენებ, მაგრამ HSA-ს სულ სხვა დანიშნულებით იყენებს ხალხი. ესეც pre-tax ფულით ივსება და ამ ფულს მხოლოდ სამედიცინო ხარჯისთვის გამოიყენებ სრულად, შეგიძლია სხვა ნებისმიერ რამეზე გამოიყენო, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივ income-ად ჩაგეთვლება და დაიბეგრები.

ეხლა რა ხდება, რეალურად ხალხი აგროვებს სანამ დიდი შემოსავალი აქვთ და დაბალი სამედიცინო ხარჯი. ამ ფულს ჩვეულებრივად შეგიძლია ინვესტირება გაუკეთო, ანუ მაგალითად იყიდო იგივე S&P 500 და დაივიწყო სიბერემდე, ან სანამ (ღმერთმა დაგიფაროს) და რაიმე დიდი სამედიცინო ხარჯი არ გექნება. ანუ ისევე როგორც 401k ეს ფული პასიურად იზრდება წლების განმავლობაში. ეს ერთი დიდი პლიუსი, რასაც მე პირადად მივყვები ნელნელა.

მაგრამ ზოგი საერთოდ ხელს არ ახლებს ამ ფულს და მიმდინარე ხარჯებსაც post-tax ფულიდან იხდის. შესაბამის ჩეკებს ინახავს და პენსიაზე რომ გავა და მისი HSA სერიოზულ ზომას მიაღწევს იმის ხარჯზე რომ ამდენი წელი ინვესტირებას და დივიდენდების რეინვესტირებას ახდენდა, ამ ჩეკებს წარადგენს IRS-ში და Tax Credit-ში ჩაეთვლება.

მოკლედ კაი რამეა, თუ გაქვს საშუალება უნდა გახსნა და წლიური მაქსიმუმი რაცაა ყოველ წელს შეიტანო, არავინ იცის როდის დასჭირდება აქაურ ექიმთან მისვლა შედარებით სერიოზულ რამეზე და რამხელა ხარჯთან იქნება ეს დაკავშირებული.

Posted by: Lekso-Dav 4 Feb 2022, 22:31
გამარჯობათ ამერიკელებო

ამერიკაში ერთ კომპანიას აქვს ჩემი ვალი , სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ვმუშაობდი ონლაინ და 2კ მდე არ იხდის
რაიმე ვალის ამკრებ სააგენტოს ხომ ვერ მირჩევთ ვინც დააშინებს და გადაახდევინებს?

Posted by: Harley Davidson 4 Feb 2022, 22:43
UNEEK
გაიხარე, ბატონოჩემო.
სულ მწვანეზე და სულ კაი რეიტებით!

Lekso-Dav
QUOTE
რაიმე ვალის ამკრებ სააგენტოს ხომ ვერ მირჩევთ ვინც დააშინებს და გადაახდევინებს?

Small Claims Court.
მაგრამ სიტყვიერ შეთანხმებაზე რამდენად მოახდენენ რეაგირებას, ვერ გეტყვი.


Posted by: ME 5 Feb 2022, 01:47
2კ -ს ამოსაღებად ალბათ უფრო მეტის დახარჯვა მოგიწევს, მითუმეტეს აქ თუ არ ხარ

Posted by: paranoidis_dzma 5 Feb 2022, 01:48
Lilith
QUOTE
არც მე ვიყენებ, მაგრამ HSA-ს სულ სხვა დანიშნულებით იყენებს ხალხი. ესეც pre-tax ფულით ივსება და ამ ფულს მხოლოდ სამედიცინო ხარჯისთვის გამოიყენებ სრულად, შეგიძლია სხვა ნებისმიერ რამეზე გამოიყენო, მაგრამ მაშინ ჩვეულებრივ income-ად ჩაგეთვლება და დაიბეგრები.

მაგისთვის FSA მირჩევნია, მაგრამ tax complication -ების თავი არ მაქვს smile.gif
HSA-ს ისევ მედიკალის პრემიუმები ვიხადო მირჩევნია. HSA თუ ავირჩიე, მაშნ HDHP უნდა აიღო და მუდმივ წამალზე ვარ, რომელიც 900 დოლარი ღირს. რას გაიგებ, ყველას თავისი მიდგომა აქვს ტაქსების მიმართ.

მაისიდან ახალ პლანზე გადავალთ და მერე ჩავუჯდები.

Posted by: lume 6 Feb 2022, 17:34
QUOTE
ამერიკაში ერთ კომპანიას აქვს ჩემი ვალი , სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ვმუშაობდი ონლაინ და 2კ მდე არ იხდის
რაიმე ვალის ამკრებ სააგენტოს ხომ ვერ მირჩევთ ვინც დააშინებს და გადაახდევინებს?


იგივე სიტუაცია მქონდა,
8000$ ქონდათ მოსაცემი და ბოლოს ვუთხარი უბრალოდ მინდა გაცნობოთ რომ ქართველი ვარ

4 დღის შემდეგ ისეთი ახალი 100$-იანები ჩამითვალეს ერთმანეთზე ეკრობოდა biggrin.gif

Posted by: zabzu 10 Feb 2022, 03:21
2017 წელი იქნებოდა აქ ვეკონტაქტებოდი ერთ პიროვნებას
ამერიკაში მსახურობდა ჯარში

მეც მაინტერესებდა ეს საქმიანობა და მაკვალიანებდა რაღაცრაღაცებში
თუ აქ ხარ და კითხულობ ამ პოსტს გამომეხმაურე რა იქნება givi.gif

Posted by: Hermyon 10 Feb 2022, 13:57
გამარჯობა ესეთი რაღაც თუ ხდება რომ ქართველმა ტიპმა დისტანციურად დაიწყოს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობა და მერე ამ კომპანიამ მოიწვიოს ადგილზე სამუშაოდ?? შეუშვებენ ამ ტიპს ქვეყანაში ამ შემთხვევაში?

Posted by: UNEEK 10 Feb 2022, 19:35
კალიფორნიაში 1 გალონი ბენზინის ფასი.
user posted image

Posted by: Harley Davidson 10 Feb 2022, 21:30
Hermyon
QUOTE
გამარჯობა ესეთი რაღაც თუ ხდება რომ ქართველმა ტიპმა დისტანციურად დაიწყოს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობა და მერე ამ კომპანიამ მოიწვიოს ადგილზე სამუშაოდ?? შეუშვებენ ამ ტიპს ქვეყანაში ამ შემთხვევაში?

ძალიან მაგარი სპეციალისტი უნდა იყოს.
არსებობს პრეცედენტები.

Posted by: SunsetLover 11 Feb 2022, 10:58
სალომე უროტაძე მუშაობს ეგრე ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: WOWMember 11 Feb 2022, 22:12
გამარჯობათ.
დისპეჩერად თუ მუშაობთ საქართველოდან ამერიკაში ვინმე?
პირობები მაინტერესებს; თუ ხართ კმაყოფილი, სად შეიძლება სწავლა, ინგლისური რა დონეზეა საჭირო და ზოგადად რა პირობებია? გრაფიკი/ანაზღაურება და ა.შ.

Posted by: TRUCKER 14 Feb 2022, 04:53
QUOTE (sandrikia @ 30 Jan 2022, 00:46 )
QUOTE
სუფთა შემოსავალი მაქვსო $25 000-მდე თვეში


შანსი არაა სუფთა რო რჩებოდეს და გინდ გროსი! თუ 9 მაქანიანზე არ ზისე და არ გადააქ მაქანები! ნუ მაგათ მეტიც რჩებათ ხოლმე გროსი!

გადავარჩენ ,,ამოწყვეტას” იმ პატიოსან კაცს...
* * *
მალავენ შემოსავალს - პროჭია რატომ მალავსო, არ მალავენ და იტყუებაო... )))) პს. პრინციპში მეც ანალოგიურად არ მეჯერა... )))

Posted by: godblessamerica 14 Feb 2022, 09:07
ჩემი მეგობარი ზის ტრაილერზე , არაფერი არ გააჩნდა რომ დაიწყო, 3 ბინა იყიდა თბილისში( ერთი თავისთვის და 2 შვილებისთვის), 40 ათასამდე ხელმოწერა დაუჯდა ადვოკატიანა, შვილები სტუდენტები ყავს და ბლომად ფულს ახარჯავს, სწავლის ფულებიო, მანქანებიო და რავი. ახლა კიდე მიწას ეძებს თბილისთან აგარაკი ავიშენოო

Posted by: TRUCKER 14 Feb 2022, 10:34
QUOTE (godblessamerica @ 14 Feb 2022, 09:07 )
ჩემი მეგობარი ზის ტრაილერზე , არაფერი არ გააჩნდა რომ დაიწყო, 3 ბინა იყიდა თბილისში( ერთი თავისთვის და 2 შვილებისთვის),    40 ათასამდე ხელმოწერა დაუჯდა ადვოკატიანა, შვილები სტუდენტები ყავს და ბლომად ფულს ახარჯავს, სწავლის ფულებიო, მანქანებიო და რავი.  ახლა კიდე  მიწას ეძებს თბილისთან აგარაკი ავიშენოო

ჰალალ იყოს....!! pop.gif

Posted by: ladusha2 15 Feb 2022, 18:05
godblessamerica

ეხა დაფიქრდი გიღირს შენ თუ არა, ოჯახის დატოვება, მარტო ცხოვრება ტრაილერში მინიმუმ 1 თვით ზოგჯერ მეტი. დღეში 1000 კმ გავლა. ფინანსურად რომ გაძლიერდე დაგჭირდება წლები, ჯერ საქმეში რომ გაერკვე და მერე რაღაცა მოაგროვო. როგორ არი იცი აქ თუ იმენა მაგარ შარში არხარ , ჯობია აქ იჩალიჩო რამე. თუ შარში ხარ უნდა ცადო რა ტრაილერი იქნება თუ სხვრამე ამერიკაში მოერგები რა , არმოგეწონება და წამოხვალ უკან.

Posted by: godblessamerica 15 Feb 2022, 20:16
QUOTE (ladusha2 @ 15 Feb 2022, 18:05 )
godblessamerica

ეხა დაფიქრდი გიღირს შენ თუ არა, ოჯახის დატოვება, მარტო ცხოვრება ტრაილერში მინიმუმ 1 თვით ზოგჯერ მეტი. დღეში 1000 კმ გავლა. ფინანსურად რომ გაძლიერდე დაგჭირდება წლები, ჯერ საქმეში რომ გაერკვე და მერე რაღაცა მოაგროვო. როგორ არი იცი აქ თუ იმენა მაგარ შარში არხარ , ჯობია აქ იჩალიჩო რამე. თუ შარში ხარ უნდა ცადო რა ტრაილერი იქნება თუ სხვრამე ამერიკაში მოერგები რა , არმოგეწონება და წამოხვალ უკან.

1 თვით კი არა 3 წელია ტრაილერიდან არ ჩამოსულა. ზამთარში ისვენებს ხოლმე 2-3 კვირა

Posted by: ladusha2 15 Feb 2022, 21:09
godblessamerica

კაი ნერვები ქონია smile.gif ასაკი? ანუ ვისაც ოჯახი ყავს პატარა ბავშვები მე რაც მინახია 1 თვე მუშაობენ და 10 დღე ისევნებენ.
ეტყობა თავის გეგმა აქვს ან მაგრად უსწორდება , სხვა თავს ეგრე დააძალო რო ტრაილერიდან არ ჩამოხვიდე რავი ძმაო რაგითხრაsmile.gif

Posted by: lume 15 Feb 2022, 22:44
ტრაილერის შოფრებზე კაი ამბავი მახსენდება


2 ჯერ მოვხვდი სუფრაზე და ბოლომდე ისენი დავრჩით ვინებიც ტრაილერზე არ ვმუშაობდით


biggrin.gif




Posted by: akkai 16 Feb 2022, 16:29
თბილისში ამერიკის საკონსულო როდიდან განაახლებს ტურისტული ვიზის მიღების მსურველბის რეგისტრაციას ?

რამე ხო არ ვიცით

Posted by: DaNGeR_DaNGeR 16 Feb 2022, 18:39
akkai
QUOTE
თბილისში ამერიკის საკონსულო როდიდან განაახლებს ტურისტული ვიზის მიღების მსურველბის რეგისტრაციას ?


რეგისტრაცია არც შეუწყვეტია, უბრალოდ ისეთი რიგია რომ უახლოესი თავისუფალი გასაუბრება მემგონი 2023 წლის გაზაფხულისთვის არის

Posted by: godblessamerica 17 Feb 2022, 11:13
ერთი ჩემი მეგობარი სულ სპორტდარბაზებში დადის და მაგარი დაკუნთულია.წამოვიდა ამერიკაში და შემოუშვეს, მირეკავს გახარებული შემომიშვესო, მეთქი შენ კუნთებს რომ დაინახავდა მესაზღვრე, გაიხარებდა, ამისგან მაგარი ვირი მუშა დადგებაოsmile.gif) შენნაირ მუშას ვინ დაკარგავსთქოsmile.gif

Posted by: ნიკუშ-ა 18 Feb 2022, 04:12
თრაქერებს რას გვეღადავებით ვერ გავიგე ჰა?)) თვეობით არ ჩამოდიხარ თრაქიდან და რაღაც ზღაპრებს ვინ გიყვებათ? როცა გინდა დასვენება გააჩერებ თრაქს და დაისვენებ თუ გინდა 1 კვირა თუ გინდა მეტი, პლუს მთელ ამერიკას ვნახულობთ, ფულს ვშოულობთ და რავი აბა ))

Posted by: lume 18 Feb 2022, 17:15
წინაზე ღამე გამოვცდი შუა ზოლში გაფუჭებულ დატვირთულ ტრაილერს წინ ტოვინგი ედგა უბამდა ალბათ, ძაან ცუდ ადგილას თან ტრასაზე

ისე ეს საქმე რამდენის ბაზარია? ტოვინგი რომ გჭირდება ღამე ან დღე?


Posted by: Elizbari1995 20 Feb 2022, 00:14
QUOTE (lume @ 18 Feb 2022, 17:15 )
წინაზე ღამე გამოვცდი შუა ზოლში გაფუჭებულ დატვირთულ ტრაილერს წინ ტოვინგი ედგა უბამდა ალბათ, ძაან ცუდ ადგილას თან ტრასაზე

ისე ეს საქმე რამდენის ბაზარია? ტოვინგი რომ გჭირდება ღამე ან დღე?

ორ ხიდიანი სატვირთო ერთ მილზე ხუთAსად გაიყვანენ, დატვირთული მისამბმელიანი სატვირთო ხუთიათAსამდე დაჯდა დაახლოებით ხუთი მილი.
ღმერთმა ბუქსირზე ჩამბმა ნურავის დააჭირვოს, მომაკვდავ ადამიანს რო წამალი ჭირდება ისეა ბუქსირის საქმეც.



ტრაილერებზე სულ ასე ია ვარდით მოფენილი არ ყოფილა საქმე, 2019მდე 30 ცენტს იხდიდნენ მილზე, პატარა კომპანიებში 40 50 და ხოლმე 60 იყო, მარა იშვიათად. კოვიდის ფულის ბEჭდვის მერე აიწია შემოსავლები, დიდხანს არ გაგრძელდება.

ორი წელია მანქანიდან არ ჩამოვსულვარ, სკამის ფორმა მივიღე. მეგობრები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უმფრო მეტს იშოვიდა. მგონი მალე ეკონომიკა მაგრად შენელდება და დავისვენებ lol.gif

უბერზე შარშან ზაფხულში საათში 60 გამომივიდა საშუალო, ეხლა ორი თვეა 35ზე ვარ, 2019ში 25ზე , 2016ში 20ზე მადლობელი ვიყავი. თუმცა ინფლაცია 7%ია (რალური 15%).


* * *
QUOTE (UNEEK @ 31 Jan 2022, 01:47 )
ჩემი.
user posted image

სხვათაშორის ამერიკულ ფორუმებზე ვარესები ხდება.
როცა ვოლვოს მივუწერე most reliable truck.
დაჰაჰავდა კომენტარი.
მაგრამ არსებობს ფაქტები.
მესამე ვოლვოა, ჯერ სერვისში არ ვყოფილვარ.
პირველ მეორეს 400 ათასები გავატარე.
უდაჩები.

პოსტ საბჭოეთის ხალხი ვოლვოს თვლის საუკეთესოდ, ამერიკელები პაკარს.
ყველა აგინებს ინტერნაციონალს.
მოყვარული მექანიკი ვარ და ყველაზე მეტად ინტერნაციონალზე მიმარტივდება მუშაობა. თითქმის ყველაფერზე დევს ინფორმაცია.

ყველასი ძრავა, ტრანსმისია, ხიდები თითქმის ერთნაირი ტექნოლოგიით მზადდება. გნსხვავებას მაშინ გრძნობ, აი რამის მოხსნა რომ გინდა და პარამეტრებზე ინფორმაციის წვდომა. ვოლვოს საერთოდ არ ვეკარები, მაგაზე ინფორმაციას ვერ ვნახულობ.
ყველაზე მარტივი ჩემი გამოცდილებიდან კამინსის ძრავიანი ინტერნაციონალია.

ვოლვოს სერვისით კმაყოფილი ხარ? ახალი სატვირთოსი ეს მაშინებს, რო იყიდი რამე გაუფუჭდეს და უცდი გარანტია როდის გაგიკეთებს. ჩემ მეგობრებს სულ ვურჩევ გარანტია გასული იყიდოს მარა ვინ მიჯერებს, აგერ ერთმა 150000ად იყიდა 300000მილიანი ვოლვო facepalm.gif
* * *
dimentius
როგორ გაქ საქმეები? თქვენ მანდ კალიფორნიაში კიდევ ლოჯისტიკის კრიზისს აბრალებთ ყველაფერს? :დ

ბევრი ფულის ბეჭდვის ბრალია ეგა. :დ

Posted by: UNEEK 20 Feb 2022, 07:45
Elizbari1995
QUOTE
ვოლვოს სერვისით კმაყოფილი ხარ? ახალი სატვირთოსი ეს მაშინებს, რო იყიდი რამე გაუფუჭდეს და უცდი გარანტია როდის გაგიკეთებს.


მესამე ახალია, ზამთარ-ზაფხულ არ გაფუჭებულა, არც სერვისში ვყოფილვარ.
სხვები ამბობენ, შეიძლება ახალს ჩაეშალოს ტრანი,
ან ძრავმა უღალატოს.
მაინც მგონია დიშლა ყაზახების ან ავღანების უდიერი მოპყრობის ბრალი.

ვოლვოს ძრავზეა. ქამინსაც აქებენ.
100 ათასი გროსი უპრობლემოდ ამოდის არიზონას ფლაგსტაფში. მეტი რა ქნას.
ძრავში ზეთი ყოველ 40 ათასზე, ხუნდები 250 ათასზე.

user posted image


Posted by: KobSak 20 Feb 2022, 15:37
ისე ვინც ამერიკაში ცხოვრობთ,ენის ცოდნის მხრივ როგორ ხართ?

ანუ სანამ წახვიდოდით მანამდე ისწავლეთ თუ რო ჩახვედით მერე?

და მირჩიეთ რა როგორ ვისწავლო თორე დამაწყდა ნერვები biggrin.gif

ანუ კი ვიცი და მოსმენითაც ვგებულობ რაღაცეებს მარა გაუმჯობესება მჭირდება აშკარად და რამე ეფექტურ გზას ხო ვერ მეტყოდით.

Posted by: UNEEK 20 Feb 2022, 18:17
QUOTE (KobSak @ 20 Feb 2022, 15:37 )
ისე ვინც ამერიკაში ცხოვრობთ,ენის ცოდნის მხრივ როგორ ხართ?

ანუ სანამ წახვიდოდით მანამდე ისწავლეთ თუ რო ჩახვედით მერე?

და მირჩიეთ რა როგორ ვისწავლო თორე დამაწყდა ნერვები biggrin.gif

ანუ კი ვიცი და მოსმენითაც ვგებულობ რაღაცეებს მარა გაუმჯობესება მჭირდება აშკარად და რამე ეფექტურ გზას ხო ვერ მეტყოდით.

ფილმებს ვუყურებთ ტიტრებით,
პასტა და ბლოკნოტი გვაქვს, ვიწერთ ახალ სიტყვებს.
სიმღერებს ვმღერით კარაოკეზე.
ტრანსლეიტ.ჯი და ჯიბის 10 ათას სიტყვიანი ლექსიკონი კარგია.

ვინც სკოლაში ინგლისურს სწავლობდა, მათთვის მეტი იოლია.
თუმცა აქცენტს ვერაფერს უხერხებ))


Posted by: Elizbari1995 20 Feb 2022, 21:59
QUOTE (UNEEK @ 20 Feb 2022, 07:45 )
Elizbari1995
QUOTE
ვოლვოს სერვისით კმაყოფილი ხარ? ახალი სატვირთოსი ეს მაშინებს, რო იყიდი რამე გაუფუჭდეს და უცდი გარანტია როდის გაგიკეთებს.


მესამე ახალია, ზამთარ-ზაფხულ არ გაფუჭებულა, არც სერვისში ვყოფილვარ.
სხვები ამბობენ, შეიძლება ახალს ჩაეშალოს ტრანი,
ან ძრავმა უღალატოს.
მაინც მგონია დიშლა ყაზახების ან ავღანების უდიერი მოპყრობის ბრალი.

ვოლვოს ძრავზეა. ქამინსაც აქებენ.
100 ათასი გროსი უპრობლემოდ ამოდის არიზონას ფლაგსტაფში. მეტი რა ქნას.
ძრავში ზეთი ყოველ 40 ათასზე, ხუნდები 250 ათასზე.

user posted image

რა ლამაზია ეგ დალოცვილი. დისპეჩEრიც კაი გყავს გეტყობა ტვირთებზე.

რამდენ MPG გამოგდის საშუალოდ?
* * *
QUOTE (KobSak @ 20 Feb 2022, 15:37 )
ისე ვინც ამერიკაში ცხოვრობთ,ენის ცოდნის მხრივ როგორ ხართ?

ანუ სანამ წახვიდოდით მანამდე ისწავლეთ თუ რო ჩახვედით მერე?

და მირჩიეთ რა როგორ ვისწავლო თორე დამაწყდა ნერვები biggrin.gif

ანუ კი ვიცი და მოსმენითაც ვგებულობ რაღაცეებს მარა გაუმჯობესება მჭირდება აშკარად და რამე ეფექტურ გზას ხო ვერ მეტყოდით.

ჩემ სამეგრობოში მე და კიდე ორმა ვიცით ენა, სამივე ახალგაზრდები ვართ, ასაკიანებს უჭირთ, რო დაიკარგონ გზას იპოვიან უკან მარა, თუ სადმეა დასარეკი ან წასაკითხი სულ ჩვენ ვურეკავთ ან ვუკითხავთ.

ჩემ შემთხვევაში გრამატიკა კარგად ვიცოდი საქართველოში, რო ჩამოვედი მეგონა ასე თუ ისე ინგლისური ვიცითქო და რო ვერაფერი გავიგე და რო ვერც ჩEმი გაიგეს ვერაფერი, შემრცხვა, დავჯექი სახში და 6 თვე ინგლისურის სწავლის მეტი არაფერი მიკეთებია lol.gif


Posted by: UNEEK 20 Feb 2022, 22:33
Elizbari1995
ორივე ბაკით 1200 მილი რეინჯი. თუ მძიმე ხარ.
საშუალო სიმძიმით 1500-1600 მილი.
Load sensor აქვს.


QUOTE
დისპეჩEრიც კაი გყავს გეტყობა ტვირთებზე.

კი, მაგაშია ფულის შოვნის ტეხნიკა. რაც მეტ ფარშალებს დაუდებ.

თვეში ორი ხოდკა ელეი-ნიუიორკი თავისუფლად ესწრება, დასვენებებით.

Posted by: Elizbari1995 20 Feb 2022, 23:18
7.8 MPG გქონია ჩანსა ვიდეოში :დ

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მე კალიფორნიაში ცხვირსა არა ვყოფ

Posted by: ME 20 Feb 2022, 23:31
KobSak
QUOTE
ანუ კი ვიცი და მოსმენითაც ვგებულობ რაღაცეებს მარა გაუმჯობესება მჭირდება აშკარად და რამე ეფექტურ გზას ხო ვერ მეტყოდით.


ESL კურსები კარგია, ოღონდ მართლა უნდა ჩაუჯდე და იმეცადინო, ისწავლო, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი თემა წერო / მოყვე
მაგ დროს ხდება ძირითადად სწავლა.
წაკითხვა/მოსმენა კარგია მაგრამ მაგ დროს სიტყვების პასიური ათვისება ხდება (რო იცი რას ნიშნავს, და ვერ ამბობ)
და არა აქტიური (როცა შეგიძლია გამოიყენო)

ასევე საკუთარი ლაპარკაის ჩაწერა და მერე აქცენტის გასწორება,
youtube ზე არის ასევე ბევრი ვიდეო ტექნიკაზე აქცენტის გასასწორებლად

მაგრამ ისევ, ESL სადაც ყურადღებით, კარგად ჩაუჯდები ყველაზე კარგია

Posted by: Harley Davidson 21 Feb 2022, 06:48
UNEEK
ბატონოჩემო, რამე ცალკე ენდორსმენტი გჭირდება სტეპდეკზე?
თუ მხოლოდ როცა ოვერსაიზი გაქვს?

Posted by: UNEEK 21 Feb 2022, 09:58
Harley Davidson
ოვერსაიზი როცა მიგაქვს.
პერმიტს ყიდულობ ონლაინ.
ყველა შტატს ცალცალკე.
მარტო ვაიომინგის weight-station-ზე უნდა 1 დღით წინასწარ შეთანხმება.

Newark, NJ
user posted image

Posted by: Tiperson 21 Feb 2022, 23:25
QUOTE (Elizbari1995 @ 20 Feb 2022, 21:59 )


ჩემ შემთხვევაში გრამატიკა კარგად ვიცოდი საქართველოში, რო ჩამოვედი მეგონა ასე თუ ისე ინგლისური ვიცითქო და რო ვერაფერი გავიგე და რო ვერც ჩEმი გაიგეს ვერაფერი, შემრცხვა, დავჯექი სახში და 6 თვე ინგლისურის სწავლის მეტი არაფერი მიკეთებია lol.gif

რა პროგრამებით სწავლობდი ? აპლიკაციებს იყენებდი , იუთუბზე ვიდეოებს თუ წიგნებით

Posted by: Elizbari1995 22 Feb 2022, 12:20
QUOTE (Tiperson @ 21 Feb 2022, 23:25 )
QUOTE (Elizbari1995 @ 20 Feb 2022, 21:59 )


ჩემ შემთხვევაში გრამატიკა კარგად ვიცოდი საქართველოში, რო ჩამოვედი მეგონა ასე თუ ისე ინგლისური ვიცითქო და რო ვერაფერი გავიგე და რო ვერც ჩEმი გაიგეს ვერაფერი, შემრცხვა, დავჯექი სახში და 6 თვე ინგლისურის სწავლის მეტი არაფერი მიკეთებია  lol.gif

რა პროგრამებით სწავლობდი ? აპლიკაციებს იყენებდი , იუთუბზე ვიდეოებს თუ წიგნებით

დღეში ათ ან ოც სიტყვას ვიზეპირებდი, სკოლის ლიტერატურას ვკითხულობდი, აი ბავშვებისთვის გამარტივებული წიგნები როა, ტომ სოიერი და ეგეთები.
ვინც არ დაიზარებს ყველა ისწავლის. ვინც დაიზარებს და იქნება თავმოჭრილი ქათამივით lol.gif

Posted by: sandricha 22 Feb 2022, 15:15
dimentius

ამ ბოლო დროს ბევრი კომპანიაა, რომელიც სხვა ქვეყანაში ქირაობს აიტი სტაფს, რომ მეტი მოგება ნახოს და უფრო იაფი დაუჯდეს. შენ თუ გაწვს წარმოდგენა რომელ სფეროში სჯობს დასაწყისისთვის პატარა კომპანიის გაკეთება ამერიკაში რომ სერვისი შესთავაზო და სხვაგან სტაფი გყავდეს? უფრო მარტივი და მომგებიანი რა იქნება როგორ ფიქრობ?

Posted by: Aunties 23 Feb 2022, 19:23
ამერიკაში საბანკო ანგარიშის გახსნა ვისაც უნდა ჩაუსვლელად და ვიზის მიღებაში ეხმარება მომწერეთ პირადში რა თან გაკეთებული მაქვს მე.

Posted by: Frankens†ein 23 Feb 2022, 20:06
Aunties
ჩაუსვლელად არა და რო ჩავალ ტურისტულად, მინდა რო გავხსნა.
Bank of America და Chase ხსნიან ხო ანგარიშებს არარეზიდენტებისთვის...

Posted by: Aunties 23 Feb 2022, 20:38
Chase არ გახსნა უმიზეზოდ ბლოკავენ, ისე სხვათაშორის საგადასახადოს ნომერი რაც მოდის ვიზა აპლიკაციაში იწერება ნუ თუ არ გაქვს არ მონიშნავ ხოლო ტურისტურილი ვიზის მისაღება წელი უნდა ელოდო მინიმუმ საკუნსულოს და მე სხვა მეთოდი ვიცი ანუ დაჩქარებული რა

Posted by: Frankens†ein 24 Feb 2022, 00:23
Aunties
QUOTE
ტურისტურილი ვიზის მისაღება წელი უნდა ელოდო მინიმუმ საკუნსულოს და მე სხვა მეთოდი ვიცი ანუ დაჩქარებული რა

მაქვს უკვე ვიზა და თავისუფლად დავდივარ.
იქაურ ბანკში ანგარიშის გახსნაზე მაინტერესებდა.
როგორც ვიცი ტურისტებისთვისაც ხსნიან...

Posted by: Aunties 24 Feb 2022, 00:59
Frankens†ein
ეხლა ჩემი ვარიანტი ბიზნეს ტურიზმია და ისე სოციალური ბარათს, რომ ეძახიან ეგ გინდა ბანკის ანგარიშისთვის, ალბათ გეცოდინება ხოლო ეს რასაც მე ვიძახი იგივე ნომერი ოღონთ სხვა კომბინაციით და ეხლა ვარკვევ თუ შეიძლება სოციალურის აღება და როგორც გავარკვიე საბერძნეთშია შესაძლებელი უბრალოდ დაშტამპულ პასუხებს მიგზავნიან და ვერ გავიგე როგორ გამოვაგზავნინო

Posted by: -Alex- 1 Mar 2022, 08:49
Frankens†ein
wels fargo გაგიხსნის ყველა ვარიანტში. ერთი ბანკი თუ გაგიზსნის მერე სხვას კარტას აჩვენებ რომელსაც პირველ დღესვე მოგცემენ და სხვა ბანკიც გაგიხსნის.

Posted by: ikandro 2 Mar 2022, 17:53
QUOTE (Frankens†ein @ 24 Feb 2022, 00:23 )
Aunties
QUOTE
ტურისტურილი ვიზის მისაღება წელი უნდა ელოდო მინიმუმ საკუნსულოს და მე სხვა მეთოდი ვიცი ანუ დაჩქარებული რა

მაქვს უკვე ვიზა და თავისუფლად დავდივარ.
იქაურ ბანკში ანგარიშის გახსნაზე მაინტერესებდა.
როგორც ვიცი ტურისტებისთვისაც ხსნიან...

ჩვეულებრივად ხსნი ტდ ბანკში ანგარიშს როუტ ნამბერ და აქ ნამბერ გექნება + ბარათი
100$ დეპოზიტს დებ და არ იხდი თვიურად არაფერს.

Posted by: dato-gvr 4 Mar 2022, 12:58
სალამი მეგობრებო. დაახლოებით თვენახევრის წინ ვიყავი ამერიკის საელჩოს საკონსულოში, იმიგრანტის ვიზასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე. იქ მივიტანე მეილზე მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, ადგილზევე შევავსე რაღაც ფორმები და ინტერვიუერმა გამომატანა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ უნდა გამეგზავნა I-94(აშშ-ში მოგზაურობის ჩანაწერი) ფორმა ფოსტის მეშვეობით საკონსულოში, მარტო ეს დოკუმენტი მომთხოვეს, სხვა არაფერი. ამის შემდეგ შევედი საიტზე და მიწერს, რომ არაა ჩანაწერი ამ პასპორტის ნომერზეო, რაც ლოგიკურია, რადგან არასდროს არ ვყოფილვარ აშშ-ში. ეს no record ამოვბეჭდე და გავაგზავნე საკონსულოში. გავიდა უკვე 2-3 კვირა და პასუხი საერთოდ არსაიდან არ ჩანს. ვრეკავ საკონსულოში და ოპერატორი მეუბნება ამ თემაზე ვერ გიპასუხებთ არაა ჩემი კომპეტენცია და მიწერეთ მეილზე საკონსულოსო. საკონსულოს მეილზე იმხელა რიგებია, ძალიან გვიან მპასუხობენ და რასაც მპასუხობენ, იმდენად ზოგადი ტექსტებია, არაფერი კონკრეტული არ ისმის. მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო ამ დროს, ვის მივმართო. ნანა ჯაფარაშვილს დავურეკე და მითხრა, გასაუბრებამდე უნდა მოსულიყავი, გასაუბრების შემდეგ მე აღარ ვიღებ პირებსო.
ძალიან გთხოვთ, იქნებ რამე მირჩიოთ რა უნდა გავაკეთო. მადლობა წინასწარsmile.gif)

Posted by: edding345 4 Mar 2022, 14:08

dato-gvr
QUOTE
სალამი მეგობრებო. დაახლოებით თვენახევრის წინ ვიყავი ამერიკის საელჩოს საკონსულოში, იმიგრანტის ვიზასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე. იქ მივიტანე მეილზე მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, ადგილზევე შევავსე რაღაც ფორმები და ინტერვიუერმა გამომატანა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ უნდა გამეგზავნა I-94(აშშ-ში მოგზაურობის ჩანაწერი) ფორმა ფოსტის მეშვეობით საკონსულოში, მარტო ეს დოკუმენტი მომთხოვეს, სხვა არაფერი. ამის შემდეგ შევედი საიტზე და მიწერს, რომ არაა ჩანაწერი ამ პასპორტის ნომერზეო, რაც ლოგიკურია, რადგან არასდროს არ ვყოფილვარ აშშ-ში. ეს no record ამოვბეჭდე და გავაგზავნე საკონსულოში. გავიდა უკვე 2-3 კვირა და პასუხი საერთოდ არსაიდან არ ჩანს. ვრეკავ საკონსულოში და ოპერატორი მეუბნება ამ თემაზე ვერ გიპასუხებთ არაა ჩემი კომპეტენცია და მიწერეთ მეილზე საკონსულოსო. საკონსულოს მეილზე იმხელა რიგებია, ძალიან გვიან მპასუხობენ და რასაც მპასუხობენ, იმდენად ზოგადი ტექსტებია, არაფერი კონკრეტული არ ისმის. მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო ამ დროს, ვის მივმართო. ნანა ჯაფარაშვილს დავურეკე და მითხრა, გასაუბრებამდე უნდა მოსულიყავი, გასაუბრების შემდეგ მე აღარ ვიღებ პირებსო.
ძალიან გთხოვთ, იქნებ რამე მირჩიოთ რა უნდა გავაკეთო. მადლობა წინასწარ)

ეგ ნანა ცოტა უცნაური ქალია, ვლად გურაბანიძეს დაუკავშირდით იქნებ ის დაგეხმაროთ

Posted by: dato-gvr 4 Mar 2022, 17:23
QUOTE (edding345 @ 4 Mar 2022, 14:08 )
dato-gvr
QUOTE
სალამი მეგობრებო. დაახლოებით თვენახევრის წინ ვიყავი ამერიკის საელჩოს საკონსულოში, იმიგრანტის ვიზასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე. იქ მივიტანე მეილზე მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, ადგილზევე შევავსე რაღაც ფორმები და ინტერვიუერმა გამომატანა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ უნდა გამეგზავნა I-94(აშშ-ში მოგზაურობის ჩანაწერი) ფორმა ფოსტის მეშვეობით საკონსულოში, მარტო ეს დოკუმენტი მომთხოვეს, სხვა არაფერი. ამის შემდეგ შევედი საიტზე და მიწერს, რომ არაა ჩანაწერი ამ პასპორტის ნომერზეო, რაც ლოგიკურია, რადგან არასდროს არ ვყოფილვარ აშშ-ში. ეს no record ამოვბეჭდე და გავაგზავნე საკონსულოში. გავიდა უკვე 2-3 კვირა და პასუხი საერთოდ არსაიდან არ ჩანს. ვრეკავ საკონსულოში და ოპერატორი მეუბნება ამ თემაზე ვერ გიპასუხებთ არაა ჩემი კომპეტენცია და მიწერეთ მეილზე საკონსულოსო. საკონსულოს მეილზე იმხელა რიგებია, ძალიან გვიან მპასუხობენ და რასაც მპასუხობენ, იმდენად ზოგადი ტექსტებია, არაფერი კონკრეტული არ ისმის. მაინტერესებს რა უნდა გავაკეთო ამ დროს, ვის მივმართო. ნანა ჯაფარაშვილს დავურეკე და მითხრა, გასაუბრებამდე უნდა მოსულიყავი, გასაუბრების შემდეგ მე აღარ ვიღებ პირებსო.
ძალიან გთხოვთ, იქნებ რამე მირჩიოთ რა უნდა გავაკეთო. მადლობა წინასწარ)

ეგ ნანა ცოტა უცნაური ქალია, ვლად გურაბანიძეს დაუკავშირდით იქნებ ის დაგეხმაროთ

საკონტაქტო ნომერს ან სხვა ინფორმაციას თუ მომწერთ კარგი იქნება

Posted by: edding345 4 Mar 2022, 22:38
dato-gvr
პირადი ნახეთ
..........,,,,,,,,,

Posted by: centurion89 7 Mar 2022, 04:35
ძვირფასო ქართველებო, იმიგრანტებო, და ზოგადად მოქალაქენო მცხოვრებნო უცხოეთში,
თუ ოდესმე საქართველოში გადარიცხვა გაგიკეთებიათ, გთხოვთ დამითმეთ 3 წუთი ჩემი კვლევის შესავსებათ.

წინასწარ დიდი მადლობა!

https://s.surveyplanet.com/dsvxlztq
QUOTE
https://s.surveyplanet.com/dsvxlztq


Posted by: mattew13 11 Mar 2022, 21:04
გამარჯობა , პოლონეთში ვარ და ჩვენი ერთერთი უფროსი თანხის სანაცვლოდ ამერიკაში წასვლას გვპირდება თუმცა ამბობს რომ საელჩოში გასაუბრებაზე შესვლა არ მოგვიწებს და არსებობს მსგავსი პრეცენდენტი ? აქ რა კომპანიაშიც ვართ იმის ქსელია ამერიკაში და მივლინებით გაშვებაზე საუბრობს , 3 თვეში გავაკეთებ საბუთებსო , ფულს დაჟე გვინაწილებს და გვაცდის დაჟე გვეუბნება თუარ გამოვიდა დავაბრუნებო თუმცა არ გამოსვლის შანსი არ არსებობსო და რამდენად რეალურად ჟღერს ვინმემ რაიმე ინფორმაცია თუ იცით რომ დამიწეროთ


სერიოზული პიროვნებაა და კარგი კონტაქტები აქვს უბრალოდ დაჯერება მიჭირს მაგ თემაზე ისე მარტივად საუბრობს

Posted by: Aunties 11 Mar 2022, 21:13
არსებობს ონლაინ ვიზა თუ არ ვცდები ესტა ქვია უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებზე არ კეთდება და მანდ თუ რამე საბუთს გიკეთებს როგორც რეზიდენტი არ ვიცი

Posted by: mattew13 11 Mar 2022, 21:24
Aunties
რეზიდენტი რა არის ?

Posted by: giogio132 11 Mar 2022, 22:13
ვეძებ აშშ-ს მოქალაქე გოგონას საქმიანი ურთიერთობისთვის.
თუ დამაკავშირდებთ ან ძებნის ეფექტურ მეთოდებს გამიზიარებთ მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: mGeLo777 11 Mar 2022, 23:59
საბერძნეთში რომ შევიდე ამერიკის საელჩოში ტურისტული ვიზისთვის არის შანსი?

Posted by: Vixen 13 Mar 2022, 14:07
ივნისში მაქვს გასაუბრება ტურისტული ვიზისთვის, რას მირჩევთ, რომ გავითვალისწინო გასაუბრების დროს? მადლობა. მარტო მინდა წასვლა და ეგ პრობლემაა? მითხრეს, რომ ვინმესთან ერთად სჯობსო, მაგრამ არ არის არავინ, ვისთან ერთადაც შეიძლება ვთქვა, რომ მივდივარ. ვინმეს თუ აქვს ამ მხრივ გამოცდილება? მადლობა

Posted by: ViPeR 13 Mar 2022, 16:08
Harley Davidson
ორ დღეში ჩამოვდივარ.რამე ხო არ ჩანს მუვინგის მხრივ?



ნიორკში თუ ვინმე აქირავებს ოთახს ან ოთახში ადგილს მომწერეთ

არ მინდა ჰოსტელი mad.gif sad.gif

Posted by: KobSak 13 Mar 2022, 20:42
ისე ამერიკაში ურთიერთობების მხრივ როგორი სიტუაციაა? მეგობრობა რამე არი? ვიღაცა მეკამათებოდა ამას წინათ,დეპრესია აქვსო მანდო ბევრსო და დიდად კომუნიკაბელურები არ არიანო და მართლა ეგრეა თუ ტყუილია?

Posted by: tomhardy 13 Mar 2022, 21:08
გამარჯობა
გერმანიაში ამერიკის საელჩოში ვფიქრობ შესვლაზე ვიზაზე და როგორ ხდება ხომ არ იცით ? რომ დამაკვალიანოთ ამბობენ შედარებით მარტივად გაძლევენ ვიზასო

Posted by: Haidi 15 Mar 2022, 21:58
ჰი გაის, თუ შეგიძლიათ რჩევა რო მომცეთ))
მინდა ამერიკაში წამოსვლა და ვფიქრობ ტურისტულ ვიზაზე გავაკეთო ტერმინი თუ ენის ვიზაზე დავიწყო ზრუნვა.შემიძლია 6 თვე რო დავრჩე და მერე გადავიგრძელო ენის კურსებით ვიზა მანდ თუ ჯობია პირდაპირ მაგით წამოვიდე?

Posted by: Aunties 15 Mar 2022, 22:49
ამ თემაში რო შემოვდივარ თავი იმ ფილმში მგონია ქვევრში რო გამოემწყვდევა და ბოლოს ბაბილონი დაინგრევა მარა ყველა თავს უშველის ჯერ ერთი გერმანიაში უფრო ადვილად აიღებ ვიზას მაგას რა თქმა უნდა და მეორე ტურისტულ ვიზას მინიმუმ ერთი წელი უნდა ელოდო რიგს და ისაც ორივე შემთხვევაში ან მოგცემენ ან არა მაგალითად ჩემი მეგობარი რამოდენიმეჯერ იყო ვიზაზე და ბოლოს მექსიკიდან გადავიდა უბრალოდ მე არ მიღირს ბოლოს რულის ტრიალის გამო კოლუსალური თანხები ვყარო და ნერვებს თავი დავანებოთ რა თან დრო ფასობს

Posted by: Breukelen 18 Mar 2022, 07:16
მოგესალმებით თანაფორუმელებო!

მინდა გაგიზიაროთ ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ახალგაზრდა, საინტერესო, ლაღი, მხიარული გოგოს თვალით დანახული ნიუ-იორკი, დღიურების/ვლოგების სახით.

მადლობა, ყველას, ვინც გვიყურებს ^^











Posted by: ilushh 21 Mar 2022, 18:35
გამარჯობა, მაინტერესებს მექსიკიდან გადასვლა როგორ ხდება და ამერიკაში ჩაბარება? სადმე რამე ინფო წერია ? როგორც გავიგე პოლონეთის ვიზა უნდა და რა ვიზა უნდა ხომ არ იცით ?

Posted by: კიტი 22 Mar 2022, 00:38
ilushh
https://forum.ge/index.php?act=ST&f=69&t=34797171

Posted by: qarsaoti 22 Mar 2022, 02:56
გამარჯობათ, ხომ არავის გაქვთ გამოცდილება ნახმარი წყლის მოტოციკლის ყიდვისა?

რომელი საიტიდან/კომპანიიდან ყიდვას მირჩევდით?

sea doo ს ყიდვა მინდა დაახლლოებით 2015 წლის და კრაიგსლისტზე არის კარგი ვარიანტები, მაგრამ ჩემს გარშემო ძირითადად კერძო გამყიდველები არიან

Posted by: Aunties 22 Mar 2022, 13:00
ilushh
ამ თვის ბოლოდან 41 შესწორება შედის და სავარაუდოთ დეპორტი, უკან დაბრუნება ან გირაოს გადახდა მოგიწევთ მექსიკიდან ვინც გადადის და კიდე 6-2 წლამდე ციხე რა

Posted by: Desmond Miles 24 Mar 2022, 00:58
QUOTE (Aunties @ 22 Mar 2022, 13:00 )
ilushh
ამ თვის ბოლოდან 41 შესწორება შედის და სავარაუდოთ დეპორტი, უკან დაბრუნება ან გირაოს გადახდა მოგიწევთ მექსიკიდან ვინც გადადის და კიდე 6-2 წლამდე ციხე რა

სად წერია შეგიძლია დადო?
.........

Posted by: babsi 24 Mar 2022, 04:49
QUOTE
ამ თვის ბოლოდან 41 შესწორება შედის და სავარაუდოთ დეპორტი, უკან დაბრუნება ან გირაოს გადახდა მოგიწევთ მექსიკიდან ვინც გადადის და კიდე 6-2 წლამდე ციხე რა

გირაოს გადახდა ისედაც ყველას უწევს ვინც მექსიკიდან შედის, ბარდება და მერე ამერიკის ტერიტორიაზე უშვებენ

Posted by: Aunties 24 Mar 2022, 05:53
Desmond Miles
ფეისბუგ ჯგუფი რო არის მექსიკიდან ამერიკაში იქ დაიდო მთლიანი კანონპროექტი ოღონთ ინგლისურად და შინაარსი ეგრე გამოვიტანე რა

Posted by: Vixen 27 Mar 2022, 01:36
გამარჯობა. მაინტერესებს სასტუმროს დაჯავშნა როგორ ხდება. სექტემბრისთვის მინდა დაჯავშნა booking.com-ზე და 10 დღისთვის გამოდის 1100€ და ბარათის მონაცემებს ითხოვს შემდეგ. თან აწერია Free cancellation until 8 september. ანუ ეს ნიშბავს, რომ ახლა თუ დავჯავშნი, მთლიან თანხას ჩამომაჭრის და თუ დავაქენსელე, შემდეგ დამიბრუნებს? დავეჭვდი, რადგან მითხრეს, რომ დაჯავშნაზე თანხის მხოლოდ რაღაც ნაწილი მიაქვსო. თუ მთლიანი თანხა მიაქვს? ამ საკითხში ვერ ვერკვევი და ამიტომ, იქნებ, ვინმემ მირჩიოთ. მადლობა

Posted by: .DG. 6 Apr 2022, 22:58
tomhardy
QUOTE
გამარჯობა
გერმანიაში ამერიკის საელჩოში ვფიქრობ შესვლაზე ვიზაზე და როგორ ხდება ხომ არ იცით ? რომ დამაკვალიანოთ ამბობენ შედარებით მარტივად გაძლევენ ვიზასო


მარტივი არ ჰქვია ამას:

user posted image

ისე სავარაუდოდ იქაც შეჩერებულია ტურისტული ვიზები. იმიტომაა 170 დღე მოლოდინის დრო.

Posted by: ME 6 Apr 2022, 23:27
Vixen
როგორც წესი სასტუმროს შიდა პოლიტიკას გააჩნია
ჩემი გამოცდილებით როგორც წესი ნაწილზე აკეთებენ ბლოკს

Posted by: Frankens†ein 8 Apr 2022, 15:14
მოკლედ, მაისის დასაწყისში მივდივარ შტატებში და ბილეთი რო ვიყიდე ლუფტჰანზათი, ისეთი რაღაცეები შემხვდა, აქამდე რო არ შემხვედრია ან არ მიმიქცევია ყურადღება.

პირველი ეს:

user posted image

რა უნდა შევავსო წინასწარ, აეროპორტში რო წარვადგინო უარყოფითი ტესტის პასუხი და სრული ვაქცინაციის საბუთი, არაა საკმარისი?

და მეორე ეს:

user posted image

ამის გარეშე პრობლემას შექმნიან?


ამას გარდა რამე ახალი რეგულაციები ხო არ არის.
შარშან ორკერ ვიყავი, ერთხელ იანვარში, გაგანია პანდემიისას და მეორედ მაისში და არაფერს არ ითხოვდნენ უარყოფითი ტესტის პასუხის გარდა.

სამი ფაიზერის აცრა მაქვს გაკეთებული, მაქედან პირველი ორი შტატებში, მაქაური ვაქცინაციის ბარათი და QR-იც მაქვს, მესამე ბუსტერი აქ და სამივე ერთად გენერირებულია EU-ის ბაზაში და QR-იც მაქვს და მაინც მომეთხოვება ამ რაღაცეების შევსება?

ეს ის ჯადო დოკუმენტი:

Posted by: ME 8 Apr 2022, 21:16
ეს რაღაცეები ფორმალობაა
სახელს და გვარს წერ და ხელს აწერ

და ეგაა რა

Posted by: TerenceStamp 9 Apr 2022, 00:04
გამარჯობა,
რაიმე ფორუმს ან ფეისბუკ ჯგუფს ხომ ვერ მირჩევთ სადაც ამერიკაში დარჩენის გზები განიხილება?
აქ ბევრი როგორც ვხედავ მექსიკიდან გადასვლის და ჩაბარების ვარიანტებს განიხილავს,
- მე კი უკვე მაქვს ტურისტული ვიზა, მაგრამ აზრზე არა ვარ რო ჩავალ ან დარჩენა როგორ ვიჩალიჩო ან სამსახური.

Posted by: theodous 24 Apr 2022, 13:19
აქ რა ხდება???

..................................................................................

Posted by: ViPeR 25 Apr 2022, 21:26
იაფი კოლეჯი ხო არ იცით ნიორკის მასშტაბით ვიზა რო გავაგრძელო.


26 ფიტიანამდე მანქანაზე რამე სამსახური თუ იცით შემეხმიანეთ.მაქ ევროპის გამოცდილება.


Posted by: wajenski 9 May 2022, 09:39
სალამი ფორუმელებო
ჩემი ძმა არის ბრუკლინში და ბინას ვერ ქირაობს თუ შეგიძლიათ რო დამეხმაროთ, ვინმეს საკონტაქტო რო მომცეთ ვინც ბინებს აქირავებს

Posted by: ikaika_11 9 May 2022, 19:21
მოგესალმებით,
მსურს ამერიკაში წასვლა ტურისტული ვიზით, დარჩენას არ ვაპირებ. მაინტერესებს რა ვარიანტი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე ავიღო ვიზა. გერმანიაში წავიდე თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში?
მადლობა

Posted by: Frankens†ein 10 May 2022, 16:14
შარშანდელისგან განსხვავებით ძაან მარტივად ჩამოვედი შტატებში.
არც მესაზღვრეს დაუსვამს ზედმეტი კითხვები, არც კოვიდზე მოუთხოვია ვინმეს რამე საბუთი, არც ბარგი შეუმოწმებიათ გამოსვლისას..

Posted by: axel69 10 May 2022, 19:23
ნეტა აქ მოვხვდებოდე ერთი თვით მაინც

....................................................................

Posted by: ME 10 May 2022, 21:40
Frankens†ein
QUOTE
არც კოვიდზე მოუთხოვია ვინმეს რამე საბუთი

კატარით წამოხვედი?

პცრ არ მოგთხოვეს თბილისის აეროპორტში?

Posted by: Frankens†ein 12 May 2022, 02:56
QUOTE (ME @ 10 May 2022, 21:40 )
Frankens†ein
QUOTE
არც კოვიდზე მოუთხოვია ვინმეს რამე საბუთი

კატარით წამოხვედი?

პცრ არ მოგთხოვეს თბილისის აეროპორტში?

ლუფტჰანზათი.
ჩვენთან აეროპორტში კი მკითხა მესაზღვრემ პისიარი თუ გაქვსო, მაგრამ ოფიციალურ საიტებზე წინასწარ მქონდა გადამოწმებული, რომ ლუფტჰნზასთვის/გერმანიისთვის და აშშ-ისთვის ანტიგენის სწრაფი ტესტიც მისაღებია(იმ შემთხვევაში სრულად თუ ხარ ვაქცინირებული) და სწრაფი ტესტი მაქვს(მქონდა), ამ ფრენაზე მისაღებია მეთქი და არაა პრობლემაო, გამიშვეს ეგრევე.

მიუნხენშიც, აშშ-ის ფრენაზე რო შედიხარ გეითში, მანდაც შეამოწმეს უარყოფითი ტესტის პასუხი თუ მქონდა...
შეამოწმეს რა, ფარატინა ქაღალდით დაკმაყოფილდნენ, ყველა რო ამობეჭდავს და დაარტყამს რამე ბეჭედს...

და SFO-ში საერთოდ არაფერი...

Posted by: მონაвь 12 May 2022, 15:38
TAX ID ავიღე და ვაპირებ შესვლას ეხლა ევროკავშირის სამიტი რო ჩაინიშნება მერე

Posted by: Frankens†ein 13 May 2022, 07:25
user posted image .

Posted by: მონაвь 13 May 2022, 07:45
user posted image
ჯერ დილაა და ვცდილობთ ჯამრთელები დავრჩეთ რა

Posted by: paranoidis_dzma 13 May 2022, 08:06
Frankens†ein
უფ, კაია ვუდუ რეინჯერი ..

რაღაცა IPA ებს ვეღარ ვსვამ. მთიშავს და მაგდებს ეგრევე. biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 13 May 2022, 09:02
QUOTE (paranoidis_dzma @ 13 May 2022, 08:06 )
Frankens†ein
უფ, კაია ვუდუ რეინჯერი ..

რაღაცა IPA ებს ვეღარ ვსვამ. მთიშავს და მაგდებს ეგრევე. biggrin.gif

ერთმა ქილამ მიმთიშა მეც biggrin.gif
9% ბევრია smile.gif

Posted by: lume 13 May 2022, 17:26
მონაвь

ხელზე რა გახატია?

Posted by: მონაвь 13 May 2022, 21:14

სლენგზე მკვლელობა და ისე წმინდა ნიკოლოზის მწუხარების მაწერია რა

.

Posted by: Harley Davidson 14 May 2022, 02:00
Frankens†ein
წითელი მარლბორო გამომიყოლე რა დუტიფრიდან biggrin.gif ვერ მივდივარ ჯერ.
ლომკა მაქვს :დდდდ
ჩაგიზელევებ :დდ

Posted by: Frankens†ein 14 May 2022, 02:30
QUOTE (Harley Davidson @ 14 May 2022, 02:00 )
Frankens†ein
წითელი მარლბორო გამომიყოლე რა დუტიფრიდან biggrin.gif ვერ მივდივარ ჯერ.
ლომკა მაქვს :დდდდ
ჩაგიზელევებ :დდ

ოქტომბრამდე არ ვაპირებ წესით წამოსვლას...
მანამდე თუ ვერ მოხვდები აქეთ, არაა პრობლემა.
100 მმ-იანი ალბათ...

დუტიფრიში ნაყიდზე პრობლემა არაა რაოდენობაზე ხო?
თითო ბლოკ American Spirit-ს და მარლბორო გოლდს მეც გამოვიყოლებ smile.gif
საქართველოში სიგარეტზე თავდანებებულმა აქ დავიწყე რაც ჩამოვედი biggrin.gif

ქართული სიგარეტი მაქსიმუმ პლანზე რო დააყარო თუთუნი, მაგ შემთხვევაში უნდა მოწიო biggrin.gif

Posted by: Harley Davidson 14 May 2022, 12:38
Frankens†ein
რაოდენობაზე პრობლემა მხოლოდ აირ ფრანსით შემექმნა, "იმენა" მაგათ აქვთო მაქსიმუმ 4 ბლოკიო..
ჯფკ-ში სამს რო ყიდულობ მეოთხეს გჩუქნიან :დდდ

Posted by: paranoidis_dzma 15 May 2022, 08:10
ამერიკაში მოწევის დაწყება იქნებოდა? smile.gif)

ლუდის ფასი აქვს სიგარეტს მგონი.

Posted by: kaki96_ 18 May 2022, 02:30
მოკლედ მეგობრებო იქნებ მირჩიოთ

ახლო მომავალში სამშობლოს მოსანახულებლად ჩამოდის კარგი ნაცნობი ამერიკის მოქალაქეობის მქონე ქართველი მანდილოსანი,რომელთანაც შეთანხმებული ვარ ხელის მოწერაზე

მაგრამ რადგან საელჩოში ვიზიტის პერსპექტივა 2024 მდე არ არი,რა უნდა ქნას კაცმა
სხვა ქვეყანაში შესაძლებელია თუ არა ამ პროცედურის გავლა.

გმადლობთ

Posted by: babsi 18 May 2022, 04:51
kaki96_
QUOTE
მაგრამ რადგან საელჩოში ვიზიტის პერსპექტივა 2024 მდე არ არი,რა უნდა ქნას კაცმა
სხვა ქვეყანაში შესაძლებელია თუ არა ამ პროცედურის გავლა.

და რა პროცედურების გავლას აპირებ საელჩოში? საელჩოში ხელს არავინ აწერს

Posted by: kaki96_ 18 May 2022, 15:46
babsi
QUOTE
და რა პროცედურების გავლას აპირებ საელჩოში? საელჩოში ხელს არავინ აწერს


ეგ კი ვიცი მეგობარო რომ საელჩოში არ ხდება

ეგ მაინტერესებს ზუსტად საქართველოში ხელის მოწერის შემდეგ სხვა ქვეყნის საელჩოსჰი თუ შეიძლება პროცესის გაგრძელება

ან სხვა ქვეყანასი ხელმოწერა და იმავე ქვეყნის ამერიკის საელჩოში გაგრძელება

Posted by: theodous 18 May 2022, 15:48
kaki96_
მეგობარო პმ ნახე პლზ

........................................................................

Posted by: babsi 19 May 2022, 18:01
kaki96_
QUOTE
ეგ მაინტერესებს ზუსტად საქართველოში ხელის მოწერის შემდეგ სხვა ქვეყნის საელჩოსჰი თუ შეიძლება პროცესის გაგრძელება

ან სხვა ქვეყანასი ხელმოწერა და იმავე ქვეყნის ამერიკის საელჩოში გაგრძელება

შეგიძლია სხვა ქვეყანაშიც მოაწერო. თუ ხარ საქართველოს მოქალაქე საბუთები გადმოიგზავნება საქართველოში. (მე მგონი შეგიძლია სხვა ქვეყანაშიც მიუთითო, რაღაც დასაბუთებები ჭირდება)
ეს ისეთი საქმეა (ხელის მოწერა) ჯობია კარგი ადვოკატი აიყვანო ან პარალეგალი გაიაროთ კონსულტაცია და აწარმოოს ხელის მოწერის მერე თქვეენი საქმე.
ათასი წვრილმანი და ნიუანსია და ერთი არასწორი წინადადება და შეიძლება წლობით გაგეწელოს საქმე.





Posted by: მონაвь 19 May 2022, 19:02
არანაირის ადვოკატი არ უნდა ჩამოვიდეს ხელი მოაწერეთ იუსტიციის სახლში თავისი ორი მოწმეთი და მერე ოჯახის გაეთიანებაზე შეიტანეთ განაცხადი და თუ მოგინდებათ რო ჩახვალ იქაც განამეორეთ ხელ-მოწერა რა თან მე ეგრე გავაკეთე ვიზა-ლიბერალიზაციის დღეს ზუსტად

Posted by: m-kasper 20 May 2022, 17:53
თუ იცით 2024 წლის 1 მაისამდე მარტო ჩვენთანაა შეზღუდვა საკონსულოში შესვლაზე თუ სხვა ქვეყნებში (მაგ ევროპა) იგივე შეზღუდვაა?

Posted by: Frankens†ein 21 May 2022, 01:51
დღეს პალო ალტოში ვიყავი და პატივისცემა უნდოდათ და ქართულ რესტორანში წაგიყვანთო, მაგარი აჭარული ხაჭაპური აქვთო ))
ბოლოს აქ გადავაყენებინე მანქანა, მექსიკელები იყვნენ, უგემრიელესი ტაკოებით, ამაზე გემრიელად არ მიჭამია არასდროს მგონი...


user posted image

Posted by: კიტი 21 May 2022, 05:08
Frankens†ein
QUOTE
მექსიკელები იყვნენ, უგემრიელესი ტაკოებით, ამაზე გემრიელად არ მიჭამია არასდროს მგონი...

ვიცი რაც იგულისხმე მაგრამ მაინც გამეცინა biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 21 May 2022, 07:13
QUOTE (კიტი @ 21 May 2022, 05:08 )
Frankens†ein
QUOTE
მექსიკელები იყვნენ, უგემრიელესი ტაკოებით, ამაზე გემრიელად არ მიჭამია არასდროს მგონი...

ვიცი რაც იგულისხმე მაგრამ მაინც გამეცინა biggrin.gif

იდეაში, მასეც იყო ჩაფიქრებული, ღიმილი wink.gif biggrin.gif

Posted by: კიტი 21 May 2022, 13:09
Frankens†ein
აჰ, მადლობა მაშინ. კარგი ხარ ასე მცირე ღიმილებს რომ თესავ ^_^

Posted by: bochum 22 May 2022, 04:41
Frankens†ein
გერმანია მაინც ითხოვს ტესტს თუ ვაქცინა გაკეთებული გაქ?
შტატებიდან მივფრინავ მიუნხენის გავლით და ვეღარ გავიგე ტესტიც თუ უნდა.

Posted by: Frankens†ein 22 May 2022, 08:21
QUOTE (bochum @ 22 May 2022, 04:41 )
Frankens†ein
გერმანია მაინც ითხოვს ტესტს თუ ვაქცინა გაკეთებული გაქ?
შტატებიდან მივფრინავ მიუნხენის გავლით და ვეღარ გავიგე ტესტიც თუ უნდა.

კი, ითხოვს.
ლუფტჰანზა ითხოვდა ერთი თვის წინ, დღეს არ ვიცი თუ შეიცვალა რამე.
სწრაფი (ანტიგენი) ტესტიც საკმარისია, მაინცდამაინც პისიარი არაა საჭირო...

Posted by: bochum 22 May 2022, 22:53
Frankens†ein
მადლობა გაიხარე.

Posted by: ViPeR 27 May 2022, 00:44
ბრაიტონიდან გადავედი სხვა შტატში და ეხლა მივხვდი რომ ამერიკაში ვარ vis.gif

Posted by: Frankens†ein 29 May 2022, 04:58
შტატებში მცხოვრებებო, რა მაინტერესებს:
დღეას Bank of America-ში ანგარიში გავხსენი და სადებეტო ბარათი ავიღე და 20,000$-იან საკრედიტო ბარათსაც მოგცემთო...
თავიდან კაი მეთქი და ბოლოსკენ რო გავიდა, უარი ვუთხარი biggrin.gif
მიხსნიდა არაფერი გაკლდებაო, კაია შენთვისო, მაგრამ ქართული ბანკების გადამკიდე, არ ვენდე ბოლომდე smile.gif
რაღაც 300$- იო, არ უნდა შეეხო მაგ თანხასო თუ ვერ გავიგე, კი მიხსნიდა, მაგრამ ინგლისური არ მეყო smile.gif)
ჩვენთან სხვანაირადაა მეთქი და ვიციო და გაარკვიე და ნებისმიერ დროს მოდი და აიღებ საკრედიტოსაცო, სავიზიტო ბარათიც მომცა თავისი და რას მირჩევთ, ავიღო?
რამე საკომისიოები ხო არაა დიდი...

სანამ საკრედიტოს შემომთავაზებდა, სად მუშაობ შენ ქვეყანაშიო და სადაზღვევო კომპანიაშო მეთქი და კაიაო და ხელფასი რამდენი გაქვსო და გამიტყდა ცოტა მეთქვა და რაც ლარი მაქვს იმდენი დოლარი ვუთხარი ))

Posted by: ტანკე 29 May 2022, 05:46
Frankens†ein
პრივეტ.
საკრედიტოზე გეშლება. არანაირი 20000$ არაა ეგ. არასწორად გაიგე. ან ბონუსი იქნება 200 დოლარი, ან 20000 ბონუს ქულა (და არა დოლარი).
შენ გთავაზობდნენ დაზღვეულ (secured) კრედიტ კარტას 300 დოლარიანი ლიმიტით,ანუ შენვე უნდა დაგედო ეგ 300 დოლარი ანგარიშზე და მაქსიმუმ მაგდენი მოგეხსნა (ანუ ის 300 დოლარი ზალოგში ჩაგედო და გადაუხდელობის შემთხვევაში დაკარგავდი). social security number თუ არ გაქვს,ეგ გადასარევი შეთავაზებაა მაინც კრედიტის დაგროვების კუთხით. მე დაჟე სტუდენტური ვიზაზე ვიყავი და მეც კი არ მომცეს ეგ წელიწადნახევრის წინ. ასე რომ, ტყუილად იუარე. საკრედიტო ბარათის გარეშე ამერიკაში კუდს ვერ მოიქნევ. 6 თვე სჭირდება fico score-ის გამოჩენას ბარათის აღების მერე და რაც მალე აიღებ საკრედიტო ბარათს, მით უკეთესი შენთვის. აქ თუ არ აპირებ ცხოვრებას,მაშინ არაფერში დაგჭირდება და დაიკიდე.

პ.ს. შენ განაცხადის შევსებას გთავაზობდნენ,სავარაუდოდ. მერე ან დაგიმტკიცებდნენ, ან არა. უფრო არა,მაგრამ ცდად ღირს. არაფერს კარგავ.

Posted by: Frankens†ein 29 May 2022, 14:28
ტანკე
QUOTE
საკრედიტოზე გეშლება. არანაირი 20000$ არაა ეგ. არასწორად გაიგე. ან ბონუსი იქნება 200 დოლარი, ან 20000 ბონუს ქულა (და არა დოლარი).
შენ გთავაზობდნენ დაზღვეულ (secured) კრედიტ კარტას 300 დოლარიანი ლიმიტით,ანუ შენვე უნდა დაგედო ეგ 300 დოლარი ანგარიშზე და მაქსიმუმ მაგდენი მოგეხსნა (ანუ ის 300 დოლარი ზალოგში ჩაგედო და გადაუხდელობის შემთხვევაში დაკარგავდი).

ხო, ალბათ ეგ იყო და ვერ გავიგე მე...
მაგიტო გამიკვირდა, რა 20000 მეთქი ))
ყოველგვარი ისტორიის გარეშე
QUOTE
social security number თუ არ გაქვს,ეგ გადასარევი შეთავაზებაა მაინც კრედიტის დაგროვების კუთხით. მე დაჟე სტუდენტური ვიზაზე ვიყავი და მეც კი არ მომცეს ეგ წელიწადნახევრის წინ. ასე რომ, ტყუილად იუარე. საკრედიტო ბარათის გარეშე ამერიკაში კუდს ვერ მოიქნევ.

მაგას მეუბნებოდა, საჭიროაო ესო აქო...
QUOTE
6 თვე სჭირდება fico score-ის გამოჩენას ბარათის აღების მერე და რაც მალე აიღებ საკრედიტო ბარათს, მით უკეთესი შენთვის. აქ თუ არ აპირებ ცხოვრებას,მაშინ არაფერში დაგჭირდება და დაიკიდე.

ჯერ არ ვაპირებ დარჩენას, მაგრამ თუ არაფერს მავნებს, იყოს...
300$-ის დედა ვატირე smile.gif
მივალ და გავაკეთებ მაგასაც...

Posted by: ტანკე 29 May 2022, 14:57
Frankens†ein
სან ფრანცისკოში ხარ?

მე აქეთ გადმოვცხოვრდი სამუშაოს გამო ( და არა მარტო). ამ ქალაქზე ვაფრენ

Posted by: Frankens†ein 29 May 2022, 20:36
ტანკე
QUOTE
სან ფრანცისკოში ხარ?

კი
QUOTE
მე აქეთ გადმოვცხოვრდი სამუშაოს გამო ( და არა მარტო). ამ ქალაქზე ვაფრენ

ბეი არეა საუკეთესო ადგილია სამყაროში მგონი smile.gif
სან ფრანცისკო ხოა ულამაზესი ქალაქი და გარშემო სასწაული დასახლებებია...

Posted by: fermina 29 May 2022, 20:54
Frankens†ein
საქართველოში ხო მუშაობ და ასე წელიწადში რამდენჯერმე თვეებით როგორ ახერხებ ამერიკაში ყოფნას? ანუ სამსახურიდან როგორ გიშვებენ?

Posted by: CanadianMan 29 May 2022, 21:31
QUOTE (fermina @ 29 May 2022, 20:54 )
Frankens†ein
საქართველოში ხო მუშაობ და ასე წელიწადში რამდენჯერმე თვეებით როგორ ახერხებ ამერიკაში ყოფნას? ანუ სამსახურიდან როგორ გიშვებენ?

გეტყვის რომ ონლაინ ვმუშაობო სინამდვილეში მილიონერი მამიკოს ფულები smile.gif

Posted by: Frankens†ein 29 May 2022, 22:26
fermina
QUOTE
საქართველოში ხო მუშაობ და ასე წელიწადში რამდენჯერმე თვეებით როგორ ახერხებ ამერიკაში ყოფნას? ანუ სამსახურიდან როგორ გიშვებენ?

მეთექვსმეტე წელია ვმუშაობ, პირველი და მიმდინარე სამსახურია, ამაგი მაქვს და ხელს მიწყობენ smile.gif
მაგიტომაცაა მთელი ახალგაზრდობა ერთ კომპანიაში რო ვმუშაობ smile.gif


Posted by: fermina 29 May 2022, 22:56
Frankens†ein
QUOTE
მეთექვსმეტე წელია ვმუშაობ, პირველი და მიმდინარე სამსახურია, ამაგი მაქვს და ხელს მიწყობენ


შენთვის უსროლია ავრორას biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 29 May 2022, 23:53
QUOTE (fermina @ 29 May 2022, 22:56 )
Frankens†ein
QUOTE
მეთექვსმეტე წელია ვმუშაობ, პირველი და მიმდინარე სამსახურია, ამაგი მაქვს და ხელს მიწყობენ


შენთვის უსროლია ავრორას biggrin.gif

ბექგრაუნდითაც დავიმსახურე biggrin.gif

Posted by: meurneoba 30 May 2022, 01:17
გამარჯობა, იქნებ დამაკვალიანოთ

გავიარე რაღაც სამსახურზე ინტერვიუები და ამიყვანეს, ვცხოვრობ თბილისში და 1 წელში შევძლებ ამერიკაში სამსახურის დაწყებას, ასევე მექნება ყველა ცნობა სამსახურიდან რომ ამიყვანეს და მოწვევა და ხელფასი და ა.შ.

მჭირდება სამუშაო ვიზა ხომ? რა პროცედურებია და რა უნდა ვქნა ამ 1 წელში რომ ეს სამუშაო ვიზა ავიღო? ვიზისთვის სამსახურიდან რაც იქნება საჭირო ყველა საბუთს მომცემენ

საელჩოში 2024 წლამდე არ არის ადგილი ტურისტულზე და სამუშაო ვიზაზე როგორ არის იქნებ განიზიაროთ გამოცდილება.
მადლობა

Posted by: RAW187 2 Jun 2022, 11:18
ამერიკული ტაქს აიდი მაქვს, ვარ დაბადებული უკრაინაში, მყავს ევროპელი პარტნიორი ხელმოწერით თან მსახურობდი ჯარში კონტრაქტზე და როგორ მოვახერხო ისე რო მალე მოვხვდე ამერიკაში, ვიცი რო აცრა მჭირდება რა

Posted by: Gianni 11 Jun 2022, 13:57
მეგობრებო,
თბილისიდან ფლორიდაში რომელი ავიახაზებით მირჩევთ მგზავრობას?

თურქიში და კატარია ყველაზე ოპტიმალური, მარა კატარი გზას აგრძელებს პროსტა,.

ენი აიდიას?

მადლობა


Posted by: theodous 11 Jun 2022, 14:47
მეგობრებო ცისკოს სპეცებზე არის მოთხოვნა ამერკაშI?

Posted by: Ambitious_Person 11 Jun 2022, 15:04
ტანკე
ამერიკაში წასვლა თავის დროზე ( ახალგაზრდობაში ) სან ფრანცისკოს გამო მქონდა აკვიატებული


გრინის მოგება არ მეღირსა და გული ამიცრუვდა

/
ისე ძალიან ბევრისგან მოვისმინე რომ სან ფრანცისკოში ქუჩებში სიბინძურეა და ბევრი homeless ხალხია , ასევე შარდის სუნად ყარს მიწიქვეშა გადასასვლელები და ა.შ
ამას დაბოღმილის პოზიციიდანა რ ვწერ მაგრამ რამდენად სუფთაა ამერიკა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ?
სავარაუდოდ მომავალ წელს ავიღებ ტურისტულ ვიზას და თვითონვე ვნახავ

Posted by: Harley Davidson 11 Jun 2022, 19:45
Gianni
ნიუ იორკამდე თურქიში და მერე ადგილობრივით? ამერიკანით, მაგალითად?

Posted by: ტანკე 12 Jun 2022, 09:41
Ambitious_Person
მეტყვიან ახლა გშურსო,მაგრამ გრინ კარტას ძირითადად ის ხალხი იგებს, რომელებიც მერე ვერ იყენებენ სათანადოდ (ასეთია ცხოვრება), მაგრამ არა ყველა, გამონაკლისებიც არიან. ძაან მოუმზადებლები ჩადიან ამერიკაში იღბლის გამოისობით და ქვემოთ უმიზნებენ ხოლმე ცხოვრებისეულ მიზნებს. გრინს ნურავინ დაელოდება, მოგების შანსი 1%-ია მხოლოდ და უმჯობესია, სხვა გზებით წახვიდეთ და გული არ აიცრუოთ. გრინ კარტის ლატარიით არ იწყება ცხოვრება და არც მთავრდება. ვაბშე ჩათვალეთ, რომ არ არსებობს ეგ ლატარია.

QUOTE
ისე ძალიან ბევრისგან მოვისმინე რომ სან ფრანცისკოში ქუჩებში სიბინძურეა და ბევრი homeless ხალხია , ასევე შარდის სუნად ყარს მიწიქვეშა გადასასვლელები და ა.შ
ამას დაბოღმილის პოზიციიდანა რ ვწერ მაგრამ რამდენად სუფთაა ამერიკა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ?

მინიმუმ რამდენიმე თვე მიცხოვრია ჰიუსტონში, ლოს ანჯელესში, დენვერში და სან ფრანცისკოში. თამამად ვიტყვი, რომ სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე არაბომჟურია იმის მიუხედავად, რომ ბევრი ბომჟია მაგ ქალაქში. ბევრი უსახლკაროა "კვადრატულ მეტრზე", კი,მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი თავმოყრილია ორ უბანში - ტენდერლოინსა და სომაში. ამ ორ უბანში (განსაკუთრებით, ტენდერლოინში) არ გირჩევთ ბინის აღებას. ყველაზე კრიმინალური და ბომჟური უბბანია და სან ფრანცისკო ბევრად მეტია, ვიდრე ტენდერლოინი. ევროპის ქალაქებიც არაა მთლად სუფთა. ესპანეთშიც მიცხოვრია რამდენიმე თვე, ლა კორუნიაში და იქ სუფთაა,რადგან პატარა ქალაქია,მაგრამ დიდი და ტურისტული ქალაქები არანაკლებ ბინძურია.
შარდის სუნად არ ყარს სან ფრანცისკო გარდა ტენდერლოინისა. ტენდერლოინი არის ცენტრალურ ნაწილში,სადაც ყველაზე მეტი იაფიანი სასტუმროა. ბევრი ტურისტი მანდ ჩერდება და მერე წუწუნებენ სიბინძურეზე, მარკეტის ან მიშენის ქუჩებზე რომ სეირნობენ ბომჟების ხეივანში.
რაღაცის ხარვეზების მიუხედავად, სან ფრანცისკო საუკეთესო ქალაქია ჩემთვის (მსოფლიოში).
ესეც სან ფრანცისკოს მეტრო, რამდენიმე დღის წინ გადავიღე



Posted by: theodous 12 Jun 2022, 14:51
Frankens†ein
როგორ მოხვდი მანდა?

ტურისტულით?


Posted by: Ambitious_Person 12 Jun 2022, 15:06
ტანკე
კი გრინ კარტაზე გეთანხმები
თან პირადად მე დიდ სასწაულად ჩავთვლი რომ მოვიგო , არასდროს მიმართლებდა ეგრე მარტივად

სხვა გზებით წასვლა უმეეტსად ტურისტულით ხდება და მერე რჩებიან
ეს კარგია იმისთვის ვისი კარიერაც საოფისე საქმე არაა
მეკი მაგ მხრივ გამიჭირდება გადაბარგება
თორემ ტურისტულ ვიზას მომცემენ ალბათ , 5 წელია უკვე უწყვეტი სტაჟი მაქვს დუბაიში ნორმლური ხელფასით
/

ჩემი აზრით გრინის ლატარია აკრგი იქნება თუ დახვეწავენ და ფილტრებს შემოიღებენ , მინიმუმ იმათთვის ვინც ენა იცის

Posted by: Gianni 13 Jun 2022, 14:28
QUOTE (Harley Davidson @ 11 Jun 2022, 19:45 )
Gianni
ნიუ იორკამდე თურქიში და მერე ადგილობრივით? ამერიკანით, მაგალითად?

მადლობა დიდი,
მაგ აზრზე ვარ მეც ხოო...სხვა ვერაფერი დავსვი ნორმალური sad.gif

Posted by: DORO 18 Jun 2022, 21:28
ამერიკელი ჯერ უნდა გააფრთხილო რომ რაღაც უნდა უთხრა .'
მერე უნდა უთხრა .
და მერე გაუმეორო იგივე .

ასეა ამერიკანცი ? ვისაც კონტაქტი გაქვთ ხოლმე ..

Posted by: RAW187 19 Jun 2022, 02:13
კოსტუმარ სერვისთან მაქვს ხოლმე ამერიკულთან კავშირი და ნახევარს ვერ იგებენ რა მინდა არადა ინგლისური ისე ვიცი რო იამაიკელებს ვაგებინებ უკვე უბრალოდ პროტოკოლში არ ვჯდები ადამიანურად რო დავწერო სტანდარტებში

Posted by: All*eyes*on*me 21 Jun 2022, 03:39
Gianni
თურქიში კაია, დოჰაც მარა ძაან დიდი ხანია ფრენა

Posted by: kucha 22 Jun 2022, 02:14
უფ რამდენი ხანია არ შემოვსულვარ აქ, ხომ ხართ კარგად? ისევ ხოცავთ ერთმანეთს თუ გაიყო მპოსტავთა გზები? smile.gif

ეხლა საქმეზე

დისპეჩერად ნამუშევარი ყმაწვილი (სქესს და ასაკს არ აქვს მნიშვნელობა) ხომ არ იცით ვინმე? მჭირდება და თუ აქვს გამოცდილება და სურვილი PM


Posted by: -Alex- 23 Jun 2022, 11:24
QUOTE (DORO @ 18 Jun 2022, 21:28 )
ამერიკელი ჯერ უნდა გააფრთხილო რომ რაღაც უნდა უთხრა .'
მერე უნდა უთხრა .
და მერე გაუმეორო იგივე .

ასეა ამერიკანცი ? ვისაც კონტაქტი გაქვთ ხოლმე ..

ეგ როცა სახელმძღვანელოს წერ smile.gif
მარტო ამერიკელებს არ ეხება ეგ იური შვეცის სიტყვები.

Posted by: DORO 23 Jun 2022, 19:57
-Alex-
QUOTE
მარტო ამერიკელებს არ ეხება ეგ იური შვეცის სიტყვები.

მეგონა აქ არავის ექნებოდა ნანახი ეგ ეპიზოდი
givi.gif

Posted by: Freestyle 26 Jun 2022, 01:20
ოჯახით წასვლას საით მირჩევთ ვეღარ ვიგებ, კალიფორნია ან ფლორიდა მინდა მე. ნუ ტეხასიც ამ ორის მერე, ჩრდილოეთი ოღონდ. ბავშვი სკოლაშია და ეგაა პრიორიტეტი. ნიუ იორკი არ მინდა არ გამაგონოთ

Posted by: lume 26 Jun 2022, 21:08
ქართველებო ცოტა ნარკომანობისგან თავი შეიკავეთ

დავიღალე ტესტებზე სიარულით

რომ გაიგებენ ჯორჯია ეგრევე ტესტზე მიშვებენ


Posted by: tomhardy 29 Jun 2022, 06:29
გამარჯობა
ნიუ იორკში მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ეტაპი რას მოიცავს და რამდენად რთულია? ასევე მაინტერესებს ჩაჭრის შემთხვევაში რამდენი ცდის უფლება გაქვს ? (თუ გაქვს საერთოდ). თავიდანვე შეიძლება არ ავიღო მართვის მოწმობა ვინაიდან ტარებას უკეთ დავამუღამებ მანამდე (ამასაც თუ დაწერთ კარგი იქნება რა ჯდება ინსტრუქტორის აყვანა ტარება, რომ დაგამუღამებინოს). კიდე მაინტერესებს რამდენად არის აუცილებელი ეგრევე ავიღო მართვის მოწმობა? არ აღების შემთხვევაში შეიძლება რაიმე პრობლემები შემექმნას? აქ წავიკითხე რომ იდენთიფიკაციისთვისაც იყენებო. .. (იდეაში არც მჭირდება მართვის მოწმობა თავიდან, რადგან მანქანაზე მუშაობას არ ვაპირებ) გამიგია ფულს უხდიან ვიღაცას და ის უბარებს გამოცდასო ეს ალბათ თეორიული გამოცდის შემთხვევაში. მოწმობა აუცილებელია და აუცილებლად ავიღებ, უბრალოდ მაინტერესებს ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისთვის.

Posted by: .DG. 29 Jun 2022, 06:55
tomhardy
თუ მანქანა არ გჭირდება და აიდი გინდა non-driving ID აიღე 14$ ღირს 8 წლიანი.
მერე როცა მოიცლი თეორია ჩააბარე და Learner permit აიღე. აიდის მაგივრობას ესაც ასრულებს, ოღონდ 4 წლიანია.
ამ პერმიტით მანქანაზე დაჯდომა შეგიძლია თუ გვერდზე მართვის მოწმობიანი გიზის. თუ ახლობელი გყავს ვინმე ის დაგამუღამებინებს მანქანის ტარებას, თუ არა და ინსტრუქტორთან ძვირი ჯდება- 50$ გაკვეთილი (1 საათი) და პლიუს გამოცდაზე გამოყოლა- აქ უკვე ადგილს გააჩნია, სად უნდა გამოგყვეს. საშუალოდ 150-200$
თვითონ ტარების გადაბარება (თუ ვერ ჩააბარე) ამ ხარჯებთან შედარებით ხურდაა- მგონი 10$ ორჯერ გასვლა, შეიძლება მეშლება მაგრამ უმნიშვნელო თანხაა.
პრაქტიკული გამოცდა იოლია (თუ მანქანის ტარება იცი) მაგრამ თავისი ნიუანსები აქვს. შეგიძლია იუთუბზე უყურო რა ნიუანსებია. არაფერი რთული.
თუ მაინცდამაინც - 1 გაკვეთილი შეგიძლია აიღო ინსტრუქტორთან გამოცდის წინ და ის გეტყვის რას ითხოვენ გამოცდაზე.


Posted by: tomhardy 29 Jun 2022, 13:09
QUOTE (.DG. @ 29 Jun 2022, 06:55 )
tomhardy
თუ მანქანა არ გჭირდება და აიდი გინდა non-driving ID აიღე 14$ ღირს 8 წლიანი.
მერე როცა მოიცლი თეორია ჩააბარე და Learner permit აიღე. აიდის მაგივრობას ესაც ასრულებს, ოღონდ 4 წლიანია.
ამ პერმიტით მანქანაზე დაჯდომა შეგიძლია თუ გვერდზე მართვის მოწმობიანი გიზის. თუ ახლობელი გყავს ვინმე ის დაგამუღამებინებს მანქანის ტარებას, თუ არა და ინსტრუქტორთან ძვირი ჯდება- 50$ გაკვეთილი (1 საათი) და პლიუს გამოცდაზე გამოყოლა- აქ უკვე ადგილს გააჩნია, სად უნდა გამოგყვეს. საშუალოდ 150-200$
თვითონ ტარების გადაბარება (თუ ვერ ჩააბარე) ამ ხარჯებთან შედარებით ხურდაა- მგონი 10$ ორჯერ გასვლა, შეიძლება მეშლება მაგრამ უმნიშვნელო თანხაა.
პრაქტიკული გამოცდა იოლია (თუ მანქანის ტარება იცი) მაგრამ თავისი ნიუანსები აქვს. შეგიძლია იუთუბზე უყურო რა ნიუანსებია. არაფერი რთული.
თუ მაინცდამაინც - 1 გაკვეთილი შეგიძლია აიღო ინსტრუქტორთან გამოცდის წინ და ის გეტყვის რას ითხოვენ გამოცდაზე.

მადლობა
____________________________________

Posted by: Shesha 30 Jun 2022, 09:20
ტანკე
QUOTE
პრივეტ.

ამერიკაში ხართ და "პრივეტ"-ო )))
ამ სავოკობას როდის მოეშვებით wink.gif

Posted by: კიტი 30 Jun 2022, 22:58
Shesha

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

user posted image

Posted by: Gianni 4 Jul 2022, 00:07
ფიფეელ,
გამარკვიეთ რა, თბილისიდან შტატებში წამფრინავებს smile.gif აცრების სიყვარულში რა დოკუმენტი უნდა გვქონდეს ხელთ? გასაგებია რომ პსრ აღარ არის საჭირო, მარა აცრის დამადასტურებელი რამე სპეციალური დოკუმენტი რსებობს?

Posted by: Melanie_Pain 4 Jul 2022, 00:14
ნოემბერში მიუნხენში გავდივარ ვიზაზე მოგზაურობის მიზნით.

ძაან უცნაური კითხვაა, მაგრამ რა შანსები მაქვს ხომ არ იცით? ))

Posted by: Composure 4 Jul 2022, 00:21
Melanie_Pain
ნასამართლევი თუ არ ხარ და დარღვევა არ გაქვს წადი ვინ გიშლის

Posted by: Shesha 5 Jul 2022, 09:21
Gianni
QUOTE
თბილისიდან შტატებში წამფრინავებს  აცრების სიყვარულში რა დოკუმენტი უნდა გვქონდეს ხელთ?

ელჩ დეგნანთან გადაღებული ფოტო up.gif

Posted by: KobSak 11 Jul 2022, 14:55


biggrin.gif love.gif

Posted by: theodous 29 Jul 2022, 17:33
გრინ კარდის გამრჯვებულები ვინ ხარტ აქ?

Posted by: Conservator 29 Jul 2022, 20:26
theodous
QUOTE
გრინ კარდის გამრჯვებულები ვინ ხარტ აქ?

საქართველოში არაფრის მაქნისი არ ხარ და ამერიკაში რა უნდა აკეთო

Posted by: theodous 29 Jul 2022, 20:36
Conservator
ტრლოლოლოოოოოოოოო

Posted by: ladusha2 29 Jul 2022, 21:01
theodous

გისმენ რა გაინტერსებს?

Posted by: theodous 29 Jul 2022, 21:08
ladusha2
ბვერჯერ შიტანე განაცხადი სანამდე მოიგებდი?

Posted by: RAW187 29 Jul 2022, 22:01
ისეთი პროფესია მაქვს რო მარტო ამერიკაში თუა შესაძლებელი დავსაქმდე ანუ დისკ ჯოკეი ეგრეთ წოდებული დიჯეი ვარ და რასაც ვნახოლობ დასაქმების გვერდებზე ძაან მოთხოვნადია შტატებში რა

Posted by: Conservator 29 Jul 2022, 23:35
theodous
QUOTE
ბვერჯერ შიტანე განაცხადი სანამდე მოიგებდი?

ქართულად წერა არ იცი და ინგლისურს შენ რას ისწავლი, შეეშვი დროზე ამერიკას შე გარყვნილო ბისექსუალო

Posted by: ladusha2 2 Aug 2022, 13:39
RAW187

მერე დაგეგმე და წადი ტურისტულით ერთი 6 თვე მოსინჯე , მოგეწონება ხო კაი, არიქნება ის მოლოდნიბი მოიფიქრებ რაგინდა.

Posted by: ირაკლა 22 Aug 2022, 13:47
---------------------------------------------

Posted by: RAW187 23 Aug 2022, 21:54
შოუ-ბიზნესში რომელი ხართ აქ რა
..................................................................

Posted by: dongabo 26 Aug 2022, 05:03
ბოლო პერიოდში ვინმე თუ არის ტურისტად წასული ამერიკადან ევროპაში და უკან?

Posted by: Mateo Falcone 29 Aug 2022, 12:59
theodous
QUOTE
გრინ კარდის გამრჯვებულები ვინ ხარტ აქ?

დამარცხებულები ვერ დაგეხმარებით?

Posted by: axel69 29 Aug 2022, 13:41
Mateo Falcone
რამდენი ხანია რაც ირებ მონაწილეობას?

Posted by: Mateo Falcone 29 Aug 2022, 14:10
axel69
12 biggrin.gif





.....

Posted by: RAW187 4 Sep 2022, 14:15
სავიზო აპლიკაციას ვინ ავსებს ცოტა შეღავათიან ფასებში ვერადავერ დავრეგისტრირდი საიტზე რა

Posted by: dansnM 5 Sep 2022, 23:41
გამარჯობათ გასაუბრებაზე საელჩოში დიდი რიგებიაო და მართალია ?

Posted by: zipo-zipo 12 Sep 2022, 22:27


ამერიკაში ვარ. საიმიგრაციო სამსახურმა პასპორტი ჩამომართვა და დოკუმენტები მომცა, სადაც ჩემი აიდი ნომერია. მაინტერესებს, ახალი პასპორტი დავამზადებინო საქართველოში და გადმოვაგზავნინო? თუ არაფერში მჭირდება ახალი პასპორტი



Posted by: ROW187 15 Sep 2022, 21:52
ბილეთი ავიღე ოქტომბერში და როგორ იცით კოვიდს ითხოვენ მე ევროპული დაზღვევა მაქვს და უკრაინული მართვის მოწმობა აგრეთვე ამერიკაში მაქვს საბანკო ანგარიში რა თქმა უნდა ვიცი ენაც რა

Posted by: ROW187 22 Sep 2022, 22:58
zipo-zipo
თუ ჩამოსვლას არ აპირებ არ მგონია რამეში დაგჭირდეს

Posted by: ანა-ანა89 24 Sep 2022, 15:13
გამარჯობა, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ ძმა და ახლო ნათესავი გყოლიათ ამერიკაში და მიგიღიათ ვიზა? მაქვს მოგზაურობის კარგი ისტორია, მათ შორის ამერიკა, ასევე კარგი შემოსავალი. შანსები მაინტერესებს ვიზაზე. (ამ შემთხვევაში რომ მივუთითო რომ არავინ არ მყავს ხომარ სჯობს? )

Posted by: ROW187 7 Oct 2022, 21:15
დღეს ვიზიტი დაუნიშნე ბერლინში ჩემ ორ პარტნიორს და შემთხვევით რას კითხულობენ ანუ მოწვევა აქვთ და ბიზნესი ამერიკაშიც

Posted by: .DG. 9 Oct 2022, 16:48
ამერიკელებო, პორტლენდში (ორეგონი) ჩავრჩი 1 ან 2 დღით. რისი ნახვა ან სად წასვლა შეიძლება ამ ორ დღეში ვერ მიკარნახებთ?

Posted by: დილა 16 Oct 2022, 12:26
ვმუშაობ ამერიკაში remote საქართველოდან, 1 თვით ვაპირებ ჩასვლას და იქ დარჩენას, სამსახურს შეუძლია დახმარება ნებისმიერი საჭირო დოკუმენტის მომზადებაში,.
როგორ არის ყველაზე მარტივი ამ შემთხვევაში ვიზის აღება ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება?

Posted by: fel 18 Oct 2022, 15:25
ვიზაზე რომ შევიტანო განცხადება სიტყვაზე ესეთი შემთხვევა ახალგაზრდა ჭაბუკი შევიდა საელჩოში და კარგი განათლებული ინგლისური კარგად იცის მაგრამ ოფიციალურ სამსახური არ აქვს შემოსავალი არ უფიქსირდება და უბრალოდ ვიზა ჭირდება რომ იქ ნათესავები ახლობლები მოინახულოს და ფულით უზრუნველყოფას მშობლები მოახდენენ. რა შანსია რომ ვიზა მოგცენ?
* * *
ვიზაზე რომ შევიტანო განცხადება სიტყვაზე ესეთი შემთხვევა ახალგაზრდა ჭაბუკი შევიდა საელჩოში და კარგი განათლებული ინგლისური კარგად იცის მაგრამ ოფიციალურ სამსახური არ აქვს შემოსავალი არ უფიქსირდება და უბრალოდ ვიზა ჭირდება რომ იქ ნათესავები წხლობლრბი მოინახულოს და ფულით უზრუნველყოფას მშობლები მოახდენენ. რა შანსია რომ ვიზა მოგცენ?

Posted by: Frankens†ein 18 Oct 2022, 16:07
fel
QUOTE
ვიზაზე რომ შევიტანო განცხადება სიტყვაზე ესეთი შემთხვევა ახალგაზრდა ჭაბუკი შევიდა საელჩოში და კარგი განათლებული ინგლისური კარგად იცის მაგრამ ოფიციალურ სამსახური არ აქვს შემოსავალი არ უფიქსირდება და უბრალოდ ვიზა ჭირდება რომ იქ ნათესავები წხლობლრბი მოინახულოს და ფულით უზრუნველყოფას მშობლები მოახდენენ. რა შანსია რომ ვიზა მოგცენ?

ან მოგცემენ, ან არა smile.gif
უფრო ზუსტად ვერავინ გეტყვის smile.gif

Posted by: .DG. 18 Oct 2022, 20:35
fel
QUOTE
ვიზაზე რომ შევიტანო განცხადება სიტყვაზე ესეთი შემთხვევა ახალგაზრდა ჭაბუკი შევიდა საელჩოში და კარგი განათლებული ინგლისური კარგად იცის მაგრამ ოფიციალურ სამსახური არ აქვს შემოსავალი არ უფიქსირდება და უბრალოდ ვიზა ჭირდება რომ იქ ნათესავები წხლობლრბი მოინახულოს და ფულით უზრუნველყოფას მშობლები მოახდენენ. რა შანსია რომ ვიზა მოგცენ?

შენ რომ იყო კონსული მიცემდი?
მასეთი კატეგორიიდან ასიდან 99 არ დაბრუნდება უკან. შესაბამისად ვიზის გაცემის შანსიც მაგ 1 % ფარგლებშა. გრინის მოგების შანსი უფრო მაღალია ვიდრე ვიზის მიღების
თან ეს მაშინ როცა საკონსულო ტურისტული ვიზების გაცემას განაახლებს. ახლა შეჩერებულია ვიზების გაცემა როგორც ვიცი.


Posted by: fel 18 Oct 2022, 21:14
.DG.
თუ კარგად გამოიყურება კარგი მანერები აქვს და ინგლისური კარგად იცის , და ჯიბის ფული აქვს დაიქ ნათესავების მონახულება და რაღაც ადგილის დათვალიერება უნდა , რა ათი პროცენტიც არ არის შანსი?

ანუ შენ იძახი რომ ესეთებს საერთოდ არ აძლევენ? შენ იძახი რომ ვისაც ვიზას აძლევენ ყველა ორი ათასი დოლარიანი ხელფასის ამონაწერს აძლევს

აბა ისტორიები ხო გაგიგია ჩემი ელექტრიკი ნაცნობი შევიდა და 10 წლიანი ვიზა მისცეს და ესა და ისა.

Posted by: Conservator 18 Oct 2022, 23:39
ამერიკა bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: .DG. 19 Oct 2022, 00:09
fel
QUOTE
თუ კარგად გამოიყურება კარგი მანერები აქვს და ინგლისური კარგად იცის , და ჯიბის ფული აქვს დაიქ ნათესავების მონახულება და რაღაც ადგილის დათვალიერება უნდა , რა ათი პროცენტიც არ არის შანსი?

ვიზა რომ მოგცენ კონსული უნდა დარწმუნდეს რომ იქ დამრჩენი არ ხარ. კარგი მანერები და ინგლისური არაფერ შუაში არაა. ტურისტულად თუ მოდიხარ ინგლისური იცი თუ არა საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონსულისთვის.



Posted by: Frankens†ein 19 Oct 2022, 10:13
QUOTE
აბა ისტორიები ხო გაგიგია ჩემი ელექტრიკი ნაცნობი შევიდა და 10 წლიანი ვიზა მისცეს და ესა და ისა.

ჯერ ერთი ელექტრიკს ვიზის მიღების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მშობლების კმაყოფაზე მყოფს...
თუ დარჩენაა, ეგეთი ურჩევნიათ დარჩეს...
მეორე - მე რო ვიზა მომცეს, ელექტრიკზე ნაკლები ხელფასი მქონდა.
უბრალოდ ვიდზე დავევასე საკონსულოს ოფიცერს biggrin.gif
და სანამ გასაუბრებაზე გავიდოდი, ხო გადამამოწმეს და წესიერი მოქალაქე ვიყავი smile.gif

ხო, არც ინგლისური ვიცოდი წესიერად, არც რუსული.
მე და ჩემი ძმაკაცი გავედით ერთად და რო გვკითხა ინგლისურად გირჩევნიათ თუ რუსულადო, იმან სულ ერთიაო და მე არც ერთი არ ვიცი წესიერად და რო არ გაწვალო ორივე ერთ პონტში ვართ და ეს გიპასუხებთ მეთქი...
და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმაკაცი თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად, ოფიცერმა რუსულად დაუსვა შეკითხვები...
და ეს რო პასუხობდა, მე თავს ვუქნევდი მარტო biggrin.gif

ხო, ერთი რაღაც მკითხა მეც რუსულად და "იეს" მეთქი ვუპასუხე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: San7a* 19 Oct 2022, 12:20
რა სიტუაციაა ამერიკაში? გერმანიის მოქალაქისთვის ღიირს ჩამოსვლა ცოტახნით სამუშაოდ?

დაახლოებით საშუალო ხელფასი რა არის.

Posted by: fel 19 Oct 2022, 14:05
.DG.
Frankens†ein
რა იქ დამრჩენი განათლებული ახალგაღდა არ უნდათ

ესეგეც სიმართლეა ელექტრიკისთვის მიუციათ და პროფესორისთვის არა ან პირიქით. დამრჩენისთვისაც და არ დამრჩეისთვისაც , ვერ გაიგებ რა.

როდიდან იწყება ვიზების გაცემა?

Posted by: TerenceStamp 19 Oct 2022, 14:37
ამერიკაში ტურისტული ვიზით ჩასული და დარჩენილი არის აქ ვინმე?
სამსახურს ჩასვლის შემდეგ ჩალიჩობდით თუ წასვლამდე უკვე იცოდით ვისთან და რა?
მე უკვე მაქვს ტურისტული ვიზა , მაგრამ აზრზე არა ვარ რო ჩავალ ან დარჩენა როგორ ვიჩალიჩო ან სამსახური.

Posted by: Frankens†ein 19 Oct 2022, 14:42
San7a*
QUOTE
რა სიტუაციაა ამერიკაში? გერმანიის მოქალაქისთვის ღიირს ჩამოსვლა ცოტახნით სამუშაოდ?

დაახლოებით საშუალო ხელფასი რა არის.

გააჩნია გერმანიაში რას აკეთებს...
ხელფასი 5000$-დან, გააჩნია რაზე იმუშავებ...

პ.ს. ცნება საშუალო ხელფასის დდშვც.
მინიმალური იკითხე.
მინიმალური საათში 18$.

თორე ერთ კაცს რო მილიონი ქონდეს წლიური ხელფასი და ცხრას ათი ათასი, საშუალო წლიური ხელფასი ასი ათასი გამოდის...



TerenceStamp
QUOTE
ამერიკაში ტურისტული ვიზით ჩასული და დარჩენილი არის აქ ვინმე?
სამსახურს ჩასვლის შემდეგ ჩალიჩობდით თუ წასვლამდე უკვე იცოდით ვისთან და რა?
მე უკვე მაქვს ტურისტული ვიზა , მაგრამ აზრზე არა ვარ რო ჩავალ ან დარჩენა როგორ ვიჩალიჩო ან სამსახური.

ხო გაქვს ტურისტული ვიზა, 6 თვე გაქვს ყოფნის უფლება.
ჩადი, მიდექი-მოდექი, ნახე რა პერსპექტივებია, როგორი ცხოვრებაა და თუ გინდა დარჩები, თუ გინდა წამოხვალ უკან და არ გაიფუჭებ ვიზას...
ბილეთების და იქ ცხოვრების ხარჯი რო გამოიმუშავო, მაგდენს კი გაქაჩავ წესით.
გადაწყვეტილების მისაღებად იმდენი დრო გაქვს, რამდენი წელიც დარჩენილი აქვს ვიზის მოქმედებას...

Posted by: Kakha.G 19 Oct 2022, 22:31
fel
ფრენკის მიბაძე, გამოწკეპილი და და გადაჯგიმული კი არ უნდა შეხვიდე, შედი ევრიდეი ტანსაცმლით და გაუპარსავი, უთხარი ძმაკაცს გამოვყევი რა, მომცემ არ მომცემ მკიდია, ვაფშე ჩემ მაგივრად ძმაკაცი იბაზრებს.
რომ გკითხავს რა გინდა ამერიკაში, უთხარი ინსტოგრამზე მინდა წავიმარიაჟო ფოტოებით.
თუ გკითხა არალეგალურად ხომ არ აპირებ მუშაობას, უთხარი აუ ლეგალურად ხომ ვმუშაობ რა საქართველოში, ეხა კალატოზობას დაგიწყებ არალეგალურად რა, მე ინსტოგრამი მარჩენს ბრაატ, ვაფშე ჩაარტყი რა ძმა ბეჭედი, გინდ მწვანე გინდ წითელი, გლდანის საშაურმე იკეტება, მშია.

Posted by: .DG. 20 Oct 2022, 13:34
San7a*
QUOTE

რა სიტუაციაა ამერიკაში? გერმანიის მოქალაქისთვის ღიირს ჩამოსვლა ცოტახნით სამუშაოდ?

გააჩნია, ვისთვის როგორ.
აქ რადგან კითხულობ ესე იგი შენთვის არ ღირს.
გერმანიის მოქალაქე უვიზოდ კი შემოხვალ მაგრამ მუშაობის უფლება არ გექნება, ანუ სადაც უსაბუთოები მუშაობენ იქ უნდა იმუშაო. საშინელი კონკურენციაა მაგ ფრონტზე. რა თქმა უნდა თუ რამე განსაკუთრებულ უნარებს არ ფლობ ( უნარებში მაინცდამაინც გენიოსობას არ ვგულისხმობ, მაგალითად კარგი ხელოსანი თუ ხარ) და აქაც ვინმე ახლობელი თუ გყავს ვინც ბინის დაქირავ3ბაში დაგეხმარება და პირველ ეტაპზე დაგაკვალიანებს.




* * *
Frankens†ein
QUOTE
ხელფასი 5000$-დან, გააჩნია რაზე იმუშავებ..

5000$-დან? ახალჩამოსულების 90% მაგის ნახევარს ნატრულობს.
QUOTE
პ.ს. ცნება საშუალო ხელფასის დდშვც.
მინიმალური იკითხე.
მინიმალური საათში 18$.

შტატს გააჩნია. მინიმალური უმეტეს შტატებში საათში 7.5$.


Posted by: Fredo_Corleone 20 Oct 2022, 14:24
გერმანიის მოქალაქე ვიყო ამერიკისკენ რა გამახედებს

ფული არაა ყველაფერი ბრატცი, როგროც ქვეყანა გერმანია>უსა (კრიმინალი, ცხოვრების დონე, ფასები, ჯანდაცვა, დაზღვევა, ტრანსპორტი, ჰაერი, ნაკლები ბომჟი, ყველაფერში იხევს გერმანია)

Posted by: Kakha.G 20 Oct 2022, 16:23
Fredo_Corleone
მახინჯი ენა, მახინჯი ბუნება და საზიზღარი ხალხი
პროსტა ისეთი რაღაცეები აქვთ ბერძენ, რუს და დაჟე ფოლკსდოიჩე ემიგრანტებს გერმანელებზე თმები ყალყზე აგიდგება, ბავშვის კალიასკაში ჩაფურთხება, ზურგს უკან გინება, პროსტა გამარჯობას რომ არ გეუბნებიან.
ყველაზე მაგარი ქვეყანაა ახალი ზელანდია, საუკეთესო სათევზაო და სანადირო ადგილებია+ზღაპრული ბუნება და ოკეანე.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 20 Oct 2022, 16:24
Fredo_Corleone
QUOTE
ფული არაა ყველაფერი ბრატცი, როგროც ქვეყანა გერმანია>უსა (კრიმინალი, ცხოვრების დონე, ფასები, ჯანდაცვა, დაზღვევა, ტრანსპორტი, ჰაერი, ნაკლები ბომჟი, ყველაფერში იხევს გერმანია)


ძალიან განზოგადებულია, ეკონომიკურად ფეხზე თუ ხარ ამერიკა იხევს მაგ ყველაფერში. ვცხოვრობ ისეთ ადგილას სადაც კრიმინალი უბრალოდ არ არსებობს, მანქანებს ღია ვტოვებთ, ჰაერი ისეთი სუფთაა და ბუნება გერმანიას არც დაესიზმრება, ტრანსპორტი ზეკომფორტული (პირადი ავტომობილი) ისეთი როგორიც მე გამეხარდება და არა მთავრობა როგომელსაც მიბრძანებს. ფასები შედარებითია, ბევრი რამე უფრო იაფია ვიდრე გერმანიაში, ჯანდაცვას სამახური მიხდის და დონე უფრო მაღალია რადგან ექიმების ანაზღაურება და დაფასება აქ უფრო მეტია. ბომჟი მხოლოდ ნიუ იორკში, სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესიში და ოსტინშია ძირითადად, ამ ქალაქების გარდა კიდევ ათასობით ქალაქია სადაც ამერიკელების უმეტესობა ცხოვრობს და ბომჟი არ არსებობს.

მოკლედ ეფლს თუ ეფლს რომ ადარებ ამერიკა ყველაფერში იხევს როცა ფეხზე დგახარ მყარდ, თუ მთავრობამ გინდა მოგხედოს მაშინ კი გერმანია ჯობია smile.gif
* * *
Kakha.G
QUOTE
ყველაზე მაგარი ქვეყანაა ახალი ზელანდია, საუკეთესო სათევზაო და სანადირო ადგილებია+ზღაპრული ბუნება და ოკეანე.


მეც გამიგია რომ ზელანდია საოცრად ლამაზიაო და ხალხიც მეგობრული, არ არის იმდენად გავრცელებული მიგრაცია, ბევრად კონტროლირებადი აქვთ და შესაბამისად უფრო მიგრანტის გამოცდილებაც სასიამოვნოა. აბა ამერიკას რომ აგინებენ, თვეში 200კ არალეგალი რომ შემოგდის ბოდიში ახლა ყველას რომ გამზადებულ 5კ სამსახურებს ვერ ვახვედრებთ და გაწყობილ ბინებს lol.gif

Posted by: Kakha.G 20 Oct 2022, 16:29
DaNGeR_DaNGeR
რატომაა ახალ ზელანდიაში ნაკლები ემიგრანტი? შორს რომ არის თავი გაანებე, შედარებით ღარიბია ინგლისურ ენოვან ქვეყნებში, იტოგში 90% ფულია

Posted by: Fredo_Corleone 20 Oct 2022, 16:48
DaNGeR_DaNGeR
ეხლა საღაცა მიყრუებულ ქალაქში თუ ცხოვრობ მანდ არაა კრიმინალი ალბათ 1-2 სერიული მკვლელი თუ არ გამოჩნდა.
ან მილიონერი თუ ხარ კი ყველგან კარგად იქნები უსაშიც, გერმანიაშიც და კამერუნშიც.

მე ვადარებ საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის დიდ ქალაქს დიდი ქალაქს და რაც დავწერე ეგრეა: კრიმინალი, ცხოვრების დონე, ფასები, ჯანდაცვა, დაზღვევა, ტრანსპორტი, ჰაერი, ნაკლები ბომჟი იხევს გერმანია.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 20 Oct 2022, 17:07
Fredo_Corleone
QUOTE
ეხლა საღაცა მიყრუებულ ქალაქში თუ ცხოვრობ მანდ არაა კრიმინალი


არ ვარ მიყრუებულში, მანჰეტენიდან ერთი საათის სავალზე ვარ smile.gif

QUOTE
ალბათ 1-2 სერიული მკვლელი თუ არ გამოჩნდა.



ოხ ეს ჰოლივუდი რაა lol.gif

QUOTE
ან მილიონერი თუ ხარ კი ყველგან კარგად იქნები უსაშიც, გერმანიაშიც და კამერუნშიც.



არ მითქვამს მილიონერი არსად, საშუალო კლას მივეკუთვნები, დაჟე ზემო საშუალოს არა, საშუალო საშუალოს smile.gif

QUOTE
მე ვადარებ საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის დიდ ქალაქს დიდი ქალაქს და რაც დავწერე ეგრეა: კრიმინალი, ცხოვრების დონე, ფასები, ჯანდაცვა, დაზღვევა, ტრანსპორტი, ჰაერი, ნაკლები ბომჟი იხევს გერმანია.



მეც smile.gif
* * *
Kakha.G
QUOTE
რატომაა ახალ ზელანდიაში ნაკლები ემიგრანტი? შორს რომ არის თავი გაანებე, შედარებით ღარიბია ინგლისურ ენოვან ქვეყნებში, იტოგში 90% ფულია


ცნობადობაც, უამრავმა არ იცი ახალი ზელანდია რომ არსებობს, არამცთუ რომ კარგია იქ smile.gif

ფული თავისთავად, სადაც მეტს იშოვი იქ გინდა smile.gif

Posted by: Fredo_Corleone 20 Oct 2022, 17:24
DaNGeR_DaNGeR
კარგი კარგი არ გეკამათები შენ მანდ ცხოვრობ და იცი უფრო

QUOTE
ოხ ეს ჰოლივუდი რაა

Countries with the Most Serial Killers:

United States — 3,204.
England — 166.
South Africa — 117.
Canada — 106.
Italy — 97.
Japan — 96.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 20 Oct 2022, 18:01
Fredo_Corleone

Devil is in details wink.gif
The United States has caught more serial killers. But, wait there’s a trick… The FBI defines Serial Murder as: The unlawful killing of two or more victims by the same offender(s), in separate events. (In the rest of world, its three or more.)


QUOTE
კარგი კარგი არ გეკამათები შენ მანდ ცხოვრობ და იცი უფრო


არ ვამბობ რომ ყველასთვის კარგია ამერიკა, ეგ კი არა უმეტესი ქართველისთვის ვინც ახლა ჩამოდის პირიქით ვურჩევ გერმანიას და ევროპას მიაწვენ, ძალიან არაამერიკული მოლოდინები აქვთ ჩმოვლენ თყ არა, სოციალური დახმარებების მთელი პაკეტი უნდათ, ამერიკა კიდევ სხვა სტილის ქვეყანაა, კარგი ცხოვრებისთვის პირიქით მთავრობის ძუძუს რაც შეიძ₾ება უნდა მოშორდე რომ ბედნიერი იყო.

Posted by: Conservator 20 Oct 2022, 21:00
გამარჯობათ ამერიკელებო, სამოგზაუროდ რომელ ქალაქებს მირჩევდით?

Posted by: DaNGeR_DaNGeR 20 Oct 2022, 21:09
Conservator
QUOTE
გამარჯობათ ამერიკელებო, სამოგზაუროდ რომელ ქალაქებს მირჩევდით?


გააჩნია რა გიზიდავს, რა ტიპის გართობა და ტურიზმი. ასევე რამდენი ხნით და რა ბიუჯეტით. თუ იქნება საშუალება როუდ თრიფი გააკეთე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, კალიფორნიას ნახავ შუა შტატებს და ნიუ იორკსაც

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 20 Oct 2022, 21:54
გერმანუ სივრცეს ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პაკეტები აქვს და ცხოვრების დონეცე (ავსტრია გერმანია შვეიცარია).
მაგრამ დიდ მაყუთს არ გაშოვნინებს ეგ ქვეყნები, სტრუქტურაა ეგეთი. ნუ შვეიცარია კიდე შეიძლება
იქნები ძაან საკაიფოდ შენთვის.
ხალხიც არაერთგვაროვანია.
ავსტრიელები ვაბშე სხვა კამანდაა, ბევრად ჯიგრები და საძმაკაცო მასტები, გერმანელები კი ცოტა სტრესული ხალხია, მაგრამ აქ როგორ მონსტრებადაც დახატეს ეგრე ნაღდად არაა.
სამხრეთ გერმანელებს შეიძლება დაუმუღამო კაცმა.

ხო ბუნება ძაანც რო საკაიფოა გინდა გერმანიაში, გინდა ავსტრიაში, გინდა შვეიცარიაში.
ევროპაში გერმანულ სივრცეს სილამაზით ალბათ მარტო იტალია სჯობს

Posted by: turist 23 Oct 2022, 01:46
c.h.I.g.u.r.h.
გეთანხმები.
ნახევარი ცხოვრება გერმანიაში გავატარე (მთლიანად ევროპასაც კარგად ვიცნობ).
უარყოფითი ბევრია, როგორც ყველგან, მაგრამ ჯამში ნამდვილად მშვენიერი ქვეყანაა.
ძალიან ბევრი პარამეტრით ამერიკასაც რომ ჯობია, არც ეგ არის საიდუმლო, მაგრამ ამაზე კამათი უაზრობაა.
ვინც სადაც არის მიჩვეული, ის ურჩევნია და სუბიექტური იქნება 10-დან 9 შემთხვევაში.

ამერიკა რომ მეგა ქვეყანაა და ემიგრანტებისთვის მეტ გასაქანს იძლევა, ვიდრე ევროპული ქვეყნები,
ეგეც აღიარებულია, უამრავი დამადასტურებელი ფაქტების და სტატისტიკის მიხედვით.

პ.ს. ვინმე კარგმა მწერალ-ფსიქოლოგმა ), ცალკე წიგნი უნდა დაწეროს, ქართველ ემიგრანტებზე, ქვეყნების მიხედვით, საინტერესო მომენტებზე, როცა ემიგრანტები თავიანთ ახალ (ფსევდო)) სამშობლოებს (ჭუჭულიკებივით)) ატოლებენ ერთმანეთს biggrin.gif
არ მიწყინოთ, ვინმე კონკრეტული (ფორუმელი ) არ მიგულისხმია smile.gif
ზოგადად ამ ფენომენზე ვხალისობ (და საკუთარ თავზეც ))

Posted by: BeRa_ChoX 28 Oct 2022, 18:10
მეგობრებო ამ ბოლო დროს ვინმე იყავით ტურისტულ ვიზაზე შესული? ჩვენთან, თბილისში?

Posted by: Raven 29 Oct 2022, 02:23
QUOTE
მეგობრებო ამ ბოლო დროს ვინმე იყავით ტურისტულ ვიზაზე შესული? ჩვენთან, თბილისში?

გავიგე, რომ 2024-მდე ჩკა ტურისტული

Posted by: MuenchenerKindl7 30 Oct 2022, 01:39




.....................................................................

Posted by: christafarian 16 Nov 2022, 11:11
ჯორჯიის შტატში ქალაქი ათენში მინდა მოხვედრა და ხო არავინა ნამყოფი

Posted by: bunkeri 1 Dec 2022, 11:19
გამარჯობა, ამერიკაში მაქვს კომპანია, მიიღო დაფინანსება ამერიკელი ინვესტორებისგან, კომპანია არის ფუნქციური, ამ შემთხვევაში რომელი ვიზის აღება შემიძლია? E-2? EB-5? საელჩოს საიტზე ინფორმაცია ვერ ვიპოვე

Posted by: The DoctoR 16 Dec 2022, 00:25
ბრატცი, ვიზაზე მინდა შევიტანო განაცხადი, წავალ, რაშმორს ვნახავ))
მაგრამ რა ხდება ბავშვებთან მიმართებაში? ცალკე ივსება მათზე ანკეტა თუ ჩემს ანკეტაშივე ვუთითებ ოჯახის სხვა წევრებსაც? (როგორც გრინ ქარდზეა)

Posted by: christafarian 16 Dec 2022, 02:38
არა ცალკე ივსება იმიტომ რო უპასპორტოდ ვერ წახვალ ანუ ბავშვებსაც უნდა დოკუმენტი ხოლო პროცედური შენზეა ანუ უფროსებზეა დამოკიდებული ხოლო ტურისტულს ვიზებს 99% არავის აძლევენ მე მაგალითან საგადასახადო კოდს ველი რო სხვა კატეგორიაში გავიდე და აქ მომიწიოს ვიზიტი მარა ძაან რიგია მაგაზეც

Posted by: The DoctoR 17 Dec 2022, 19:31
christafarian
მე რა ვიკითხე იცი, მე რომ დავიწყებ შევსებას, იქ უნდა მივუთითო შვილების შესახებ ინფო თუ ცალკე უნდა გავხსნა აპლიკაცია თქო.
ისე არ მინდა ცალცალკე განაცხადი გამოვიდეს და სხვადასხვა დროს ჩავეწეროთ. თანხა თანხის საკითხიც მაინტერსებს - არასრულწლოვანებზეც 160 დოლარია?

Posted by: christafarian 17 Dec 2022, 22:10
The DoctoR
როგორც მახსოვს ოჯახის წევრებს არ უთითებ დიეს 160 ფორმაში და თანხა ყველა ვარიანტში იხდება და არის ორჯერ სხვადასხვა ფორმა შესავსები

Posted by: The DoctoR 17 Dec 2022, 23:35
christafarian
და თანხას როდის და როგორ ვიხდი?

შევავსე ჩემზე ანკეტა, ვიფიქრე ბოლოში სადმე გადახდის საშუალება მექნებოდა, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე და უშუალოდ ინტერვიუს წინ უნდა გადავიხადო?

Posted by: christafarian 18 Dec 2022, 03:31
The DoctoR
თუ საქართველოში კერძოდ თბილისში შედიხარ ბანკს უნდა მიაკითხო ჩეკზე ხოლო ევროპაში კარტით იხდი პირდაპირ

Posted by: WalterWhite7 19 Dec 2022, 03:44
christafarian
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Pannialny 21 Dec 2022, 19:50
რუსული ან თურქული ჭრის США-ში?

Posted by: Frankens†ein 24 Dec 2022, 18:21
QUOTE (Pannialny @ 21 Dec 2022, 19:50 )
რუსული                  ან თურქული ჭრის США-ში?

no.gif


Posted by: ალი 25 Dec 2022, 13:42
QUOTE (Fredo_Corleone @ 20 Oct 2022, 17:24 )
DaNGeR_DaNGeR
კარგი კარგი არ გეკამათები შენ მანდ ცხოვრობ და იცი უფრო

QUOTE
ოხ ეს ჰოლივუდი რაა

Countries with the Most Serial Killers:

United States — 3,204.
England — 166.
South Africa — 117.
Canada — 106.
Italy — 97.
Japan — 96.

ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი რატოამც არის ეს მაღალი სერიული მკვლელობები მანდ

პირველ რიგში გამომდინარეობს ამერიკის კულტურული ცხოვრების წესიდან და მისი ინდივიდუალიზმიდან
იქიდან გამომდინარე რომ მანდ ტიპი 18 წლის ზემოთ უკვე დამოუკიდევბლად სწავლობს ცხოვრებას და პრაქტიკულად ოჯახის გარეშე ატარებს დარჩენი ცხოვრებას
რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს მენტალურ პრობლემებს ბევრში, სრულიად მარტო როცას აწყდება გარკვეულ პრობლემებს .
ბერი რათქმაუნდა ვერ უძლებს წნეხს და ეწყება პრობლემები + ამერიკა არის ძალიან დიდი ქვეყანა და ისე დასახლებული ალაგ ალაგ რომ
ეს უკანასკენი რომ ადგება ერთ შტატი უკაცრიელ ადგილას მცხოვრებს დაბრიდავს და სანამ ამ მკვდარს მიაგნებენ ეს მენტალურად დაავადებული სხვას ბრიდავს იგივე პრინციპით თუნდაც სხვა შტატში სხხვა ადგილას

აქ აბა გენაცვალე 40 წლამდე ტიპს მშობლები ზრდიან და რა სერიული მკვლელი უნდა გახდეს , მაგრამ ორივე მხარეს აქვს თავისი დადებითი მხარეები

მაინც ეგ ციფრი არ მიმაჩნია დიდად ამერიკის კვალობაზე როცა ამ წესით 330 მილიონი ადამინი ცხოვრობს

ჩემთვის საუკეთესო ქვეყანაა თავისი ყველაფრით კარგით და ცუდითაც თითქოს ამერიკა ქმის ცხოვრების წესებს ყველა დანარჩენისთვის
ძალიან მაგარია დამოუკიდებლობა და თავისუფლების სრულად შეგრძნება როცა გაქვს ქვეყანაში რა რათქმაუნდა უთვალავი შესაძლებლობებით




Posted by: Frankens†ein 25 Dec 2022, 16:35
QUOTE
Countries with the Most Serial Killers:

United States — 3,204.
England — 166.
South Africa — 117.
Canada — 106.
Italy — 97.
Japan — 96.

აღრიცხვის და სერიული მკვლელის სტატუსის მინიჭებაშია აქ საქმე ალბათ smile.gif
თორემ მეეჭვება რუსეთში 100 ისეთი სერიული მკვლელი არ ყოფილიყო, როგორიც კანადაში ან იტალიაში smile.gif

ისე, სერიული მკვლელის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც საინტერესოა smile.gif

მაგალითად საქართველოში ვინმე თესლ კრიმინალ ტიპს ხუთი "ტრუპი" რო ყავდეს "აკიდებული", სერიულ მკვლელად არ ითვლება smile.gif

თუ მაინცდამაინც სამედიცინო ჩვენებით დადასტურებული ფსიქიურად შეშლილი მანიაკი უნდა იყო...

ან ეს ქალი თუ ითვლება სერიულ მკვლელად smile.gif


Posted by: marimari11 26 Dec 2022, 11:34
Frankens†ein
მე როგორც ვიცი 3 კაცის მკვლელობა უკვე სერიული მკვლელია

Posted by: Pannialny 27 Dec 2022, 01:49
QUOTE (Frankens†ein @ 24 Dec 2022, 18:21 )
QUOTE (Pannialny @ 21 Dec 2022, 19:50 )
რუსული                  ან თურქული ჭრის США-ში?

no.gif

ბერძნული ან იტალიურიც არა? მაინცდამაინც ამერიკული უნა?

Posted by: .DG. 27 Dec 2022, 06:34
Pannialny
რუსული ჭრის ბრაიტონზე (100%-ით, ანუ რუსულად თუ ვერ გიპასუხეს სადმე მაღაზიაში ან რესტორანში შეგიძლია ხმამაღლა გამოხატო უკმაყოფილება smile.gif ), მეტნაკლებად ბრაიტონთან ახლო მდებარე ბრუკლინის უბნებში (90%-50%), ნიუ-ჯერსიში (ყველგან არა, მაგრამ თავს გაიტან) და დიდი ქალაქების რუსულ უბნებში.
ამერიკაში მესამე ენაა რუსული.

Posted by: Frankens†ein 27 Dec 2022, 11:42
QUOTE (.DG. @ 27 Dec 2022, 06:34 )
Pannialny
რუსული ჭრის ბრაიტონზე (100%-ით, ანუ რუსულად თუ ვერ გიპასუხეს სადმე მაღაზიაში ან რესტორანში შეგიძლია ხმამაღლა გამოხატო უკმაყოფილება smile.gif ), მეტნაკლებად ბრაიტონთან ახლო მდებარე ბრუკლინის უბნებში  (90%-50%), ნიუ-ჯერსიში (ყველგან არა, მაგრამ თავს გაიტან) და დიდი ქალაქების რუსულ უბნებში.
ამერიკაში მესამე ენაა რუსული.

"რუსული ჭრის"-ში ალბათ იგულისხმება აშშ-ის მაცხოვრებლების/მოქალქეების მნიშვნელოვან ნაწილთან მაინც თუ შეძლებ კომუნიკაციას...
მაგალითად საქართველოში რუსული ჭრის, ქართველების დიდ ნაწილთან მოახერხებ კომუნიკაციას...
რუსებით დატვირთულ უბნებში გაჭრის რუსული, მაგ ბრაიტონზე დაჟე შეიძლება ქართულმაც გაჭრას, დიდი შანსია ქართველი შეგხვდეს smile.gif
მაგრამ აშშ ბევრად დიდია, ვიდრე ბრაიტონი smile.gif
როგორც რუსული ჭრის ბრაიტონზე, ისე გაჭრის იგივე იტალიურიც სხვადასხვა ქალაქების იტალიურ უბნებში.
ან ჩინური ჩინურ უბნებში.
მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩინური აშშ-ში ჭრის.
ან რუსული...
თუ რომელიმე ენა ჭრის, ესპანურია აშშ-ში, მაგრამ ესპანურით თავს თუ გაიტან კალიფორნიაში, ნიუ მექსიკოში ან ფლორიდაში, არ ნიშნავს რომ მასაჩუსეტსში ან აიოვაშიც ანალოგიურად გამოგადგება...

Posted by: Pannialny 27 Dec 2022, 15:25
.DG.
ანუ დავიწყო ხო რუსულის სწავლა? ინგლისურს რუსული ისწავლე გირჩევნიაო ყველგან გამოგადგება თან უფრო მარტივიაო, ერთ თვეში უნდა დავადგე მექსიკის გზას, მანამდე ორ ღერ რუსულს მაინც დავამუღამებ.

Posted by: sandrikia 27 Dec 2022, 16:04
QUOTE (Pannialny @ 27 Dec 2022, 15:25 )
.DG.
ანუ დავიწყო ხო რუსულის სწავლა? ინგლისურს რუსული ისწავლე გირჩევნიაო ყველგან გამოგადგება თან უფრო მარტივიაო, ერთ თვეში უნდა დავადგე მექსიკის გზას, მანამდე ორ ღერ რუსულს მაინც დავამუღამებ.

რა ინგლისურს რუსული ისწავლეო. პირველ რიგში უნდა ისწავლო ინგლისური. მარა რუსული თუ იცი ეგ კარგია ბრუკლინში. არ გაშინებ არაფერი მარა ბევრი ბიჭი ვნქხე რომლებმქც ენა არ იცოდნენ მექსიკით ჩამოსულებმა. და უსამსახუროდ იჯდნენ რამოდნიმე თვე. ამიტომ სანამ
არ ისწავლი ენას არ წამოხვიდე. მე გირჩევ მეგობრულად.

Posted by: .DG. 27 Dec 2022, 21:48
Frankens†ein
QUOTE
"რუსული ჭრის"-ში ალბათ იგულისხმება აშშ-ის მაცხოვრებლების/მოქალქეების მნიშვნელოვან ნაწილთან მაინც თუ შეძლებ კომუნიკაციას...
მაგალითად საქართველოში რუსული ჭრის, ქართველების დიდ ნაწილთან მოახერხებ კომუნიკაციას...
რუსებით დატვირთულ უბნებში გაჭრის რუსული, მაგ ბრაიტონზე დაჟე შეიძლება ქართულმაც გაჭრას, დიდი შანსია ქართველი შეგხვდეს smile.gif
მაგრამ აშშ ბევრად დიდია, ვიდრე ბრაიტონი smile.gif
როგორც რუსული ჭრის ბრაიტონზე, ისე გაჭრის იგივე იტალიურიც სხვადასხვა ქალაქების იტალიურ უბნებში.
ან ჩინური ჩინურ უბნებში.
მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩინური აშშ-ში ჭრის.
ან რუსული...

ბევრი შემხვედრია მარტო ცუდი რუსულითაც რომ გააქვთ თავი. ბრაიტონზე კი არა, მთელი ამერიკის მასშტაბითაც. გააჩნია რაზე მოახერხებ სამსახურის დაწყებას.
ბრაიტონზე ისეთი ხალხი ცხოვრობს ბევრი წლებია სხვა უბანში არ გასულა. ჭაობივითაა. არც ენა გინდა, არც არაფერი. ვითომ სახლში ხარ
ვინც მანდ ჩარჩა მშვენივრად გრძნობენ თავს, ის კი არა და სადმე რომ რუსულად ვერ უპასუხო შეიძლება წიკვინი აგიტეხონ.
საზიზღარი ადგილია. 80-იანების ბოლოს საბჭოთა კავშირის ცუდი ვარიანტი.
მაგრამ ერთხელ უნდა ნახოს კაცმა smile.gif
Pannialny
QUOTE
ანუ დავიწყო ხო რუსულის სწავლა? ინგლისურს რუსული ისწავლე გირჩევნიაო ყველგან გამოგადგება თან უფრო მარტივიაო, ერთ თვეში უნდა დავადგე მექსიკის გზას, მანამდე ორ ღერ რუსულს მაინც დავამუღამებ.

თუ არც რუსული იცი და არც ინგლისური ბარემ ინგლისური ისწავლე, რა ძალა გადგია.
ის კი არა და რუსული რომც იცოდე ინგლისური მაინც გჭირდება თუ არ გინდა რომ ბრაიტონისნაირ ჭაობში ჩარჩე.
უსაბუთოდ მექსიკიდან გადმოსული ენის არმცოდნე ადამიანებისთვის ნიუ-იორკში სამსახურები აღარ არის.


Posted by: GukaGuka1 27 Dec 2022, 22:55
გამარჯობა ყველას, 4 წლის წინ რაღაც ნივთი გამოვიწერე ამერიკიდან რომელიც ერთ-ერთ ქართულ გადამზიდ კომპანიას ჩამოქონდა. ამ ნივთის საფასური 6000$ იყო და ჩამოვიდა დაზიანებული რის გამოც თანხის ანაზღაურება მოვითხოვე და რომელ საიტზეც ვიყიდე იმ საიტმა ამინაზღაურა. ანუ დაზიანებული ნივთიც შემრჩა და თანხაც.
ამის გამო მიჩივლა იმ ადამიანმა ვინც ამ ნივთსს ყიდდა. არ შემინახია მაგრამ სურათები გამომიგზავნა რო საჩივარი დაწერა ჩემზე და გამომძიებელი ამ ქართულ გადამზიდ კომპანიაშიც იყო მისული როგორც ვიცი.

ხოდა მაინტერესებს ამ ყველაფრის გამო ამერიკაში ჩასვლა უნდა დავივიწყო ? არ მინდა პირველი ადამიანი ვიყო რომელსაც ამერიკის საზღვარზე დაიჭერენ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 28 Dec 2022, 02:17
.DG.
QUOTE
თუ არც რუსული იცი და არც ინგლისური ბარემ ინგლისური ისწავლე, რა ძალა გადგია

მასონების ენაა, მაგათი @#₾#&#+)-#@ yes.gif

Posted by: Harley Davidson 28 Dec 2022, 02:28
GukaGuka1
QUOTE
ხოდა მაინტერესებს ამ ყველაფრის გამო ამერიკაში ჩასვლა უნდა დავივიწყო ? არ მინდა პირველი ადამიანი ვიყო რომელსაც ამერიკის საზღვარზე დაიჭერენ

არანაირი პრობლემა არ იქნება smile.gif
არამგონია საგამოძიებო სამსახურს + აეროპორტის უსაფრთხოებას + ათას სხვა ბიუროკრატიულ ელემენტს ჰქონდეს იმის რესურსი და სურვილი ამ ქეისზე დახარჯონ დრო, ენერგია და ფული :დ
მშვიდად საპასპორტო კონტროლისკენ

Posted by: Pannialny 29 Dec 2022, 17:16
დეიდებო ბიძიებო წამიყვანეთ ვინმემ ჰაშუშუში
კაი მოსაწევები ჩითავს მააეთ?

Posted by: WalterWhite7 29 Dec 2022, 22:01
QUOTE
კაი მოსაწევები ჩითავს მააეთ?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Pannialny 30 Dec 2022, 00:01
WalterWhite7
არ დაიხრჩო.. drug.gif

Posted by: WalterWhite7 30 Dec 2022, 00:56
Pannialny
mgun.gif mgun.gif mgun.gif mgun.gif

Posted by: CanadianMan 23 Jan 2023, 20:17
რატომ გაიყინა ეს თემა ასე? კარგი ხალხი წერდა წლები,მიდოდა რამსები,ჩხუბები და საინტერესო ინფორმაციებიც ეძრობოდა.ნუთუ ყველამ დაივიწყა ფორუმი?

Posted by: 20071987 24 Jan 2023, 12:02
CanadianMan
QUOTE
რატომ გაიყინა ეს თემა ასე

სასტავი აქეთ გადავიდა - https://forum.ge/?f=69&showtopic=34797171 smile.gif
ეხლა აღადგინა ტურისტული ვიზების გაცემა აშშ-ის საკონსულომ, თუმცა მექსიკიდან შესვლა უფრო აინტერესებს ხალხს...

user posted image



Posted by: primeministerofdoom 24 Jan 2023, 14:52
მოკლედ 2020 ში ვიყავი ამერიკაში და ეს ვიზა რომ ჩამირტყეს 10 წელი აწერია და მაშინ კომპანიისგან ივენთზე მოწვევა და რაღაცეები მქონდა და ახლა რომ მომინდეს წასვლა ისევ მჭირდება რამე მსგავსი მიზეზი?


Posted by: Harley Davidson 24 Jan 2023, 19:58
primeministerofdoom
multi entry ვიზა თუ გაქვს 10-იანი, არანაირი მიზეზი არ გჭირდება no.gif

Posted by: CassiusAli 24 Jan 2023, 20:22
მეგობრებო სალამი,

პირველად შევავსე ონლაინ ბ2 ვიზაზე განაცხადი,
დააგენერირა ჩემი ინფორმაცია ბარკოდით,

ახლა როგორ ხდება გასაუბრების ჩანიშვნა, ან როდის ვიხდი სავიზოს,

მადლობა,
* * *
QUOTE (20071987 @ 24 Jan 2023, 12:02 )
CanadianMan
QUOTE
რატომ გაიყინა ეს თემა ასე

სასტავი აქეთ გადავიდა - https://forum.ge/?f=69&showtopic=34797171 smile.gif
ეხლა აღადგინა ტურისტული ვიზების გაცემა აშშ-ის საკონსულომ, თუმცა მექსიკიდან შესვლა უფრო აინტერესებს ხალხს...

user posted image

მინ. 105 დღე ვერ ჩავნიშნავ ? smile.gif
ეს საიტია ხომ: evisaforms.state.gov/acs/make_calendar

Posted by: 20071987 24 Jan 2023, 21:09
CassiusAli
QUOTE
ახლა როგორ ხდება გასაუბრების ჩანიშვნა, ან როდის ვიხდი სავიზოს,

მე როცა ავიღე, ჯერ 160$-ს იხდიდი და მერე ქვითრის ნომრით გადადიოდი გასაუბრების დანიშვნაზე...
QUOTE
მინ. 105 დღე ვერ ჩავნიშნავ ?

მასე გამოდის...

ესაა ოფიციალური საიტი:
https://ceac.state.gov/genniv/

* * *
Harley Davidson
QUOTE
multi entry ვიზა თუ გაქვს 10-იანი, არანაირი მიზეზი არ გჭირდება

ხო, მაგრამ გეკითხებიან მაინც ჩასვლის მიზეზს.
2021-ში იანვარში ჩავედი, გაგანია ლოქდაუნის დროს და ჩამოსვლის მიზეზიო და შვებულების გასატარებლად მეთქი და 2-3 საათი საემიგრაციოში მაყურყუტეს, რა შვებულება, გაგანია პანდემიააო biggrin.gif
ბოლოს შვილი მყავს მეთქი და ჩემი შვილის დედას დაურეკეს და რო დაუდასტურა, გეთქვა აქამდეო და შემიშვეს ეგრევე biggrin.gif
მერე მაისში ჩავედი იმავე წელს და მესაზღვრემ ისევ საემიგრაციო ოთახში გამიშვა და იქ ეგრევე ბავშვის პასპორტი გავაძრე და დაბადების დღეზე ჩამოვედი მეთქი, 10 დღეში ქონდა დაბადების დღე smile.gif
შარშან რო ჩავედი და მკითხა ჩასვლის მიზეზი, ბავშვის დაბადების დღე მეთქი, ეგ მიზეზი ვუთხარი მესაზღვრეს და შემიშვა ეგრევე smile.gif აღარ გამიშვა საემიგრაციოში smile.gif
ეხლაც აპრილის ბოლოს მივდივარ, მაისშია ბავშვის დაბადების დღე და ტვინი რო არ მიბურღონ smile.gif

Posted by: CassiusAli 24 Jan 2023, 21:29
20071987

კი მანდ შევავსე მონაცემები და დააგენერირა ბარკოდი,
უბრალოდ ის ვერ გავიგე სად უნდა ჩავნიშნო/გადავიხადო.

მემგონი აქედან ხდება რეზერვაცია:
https://evisaforms.state.gov/Instructions/ACSSchedulingSystem.asp

Posted by: edding345 1 Feb 2023, 15:33
CassiusAli
https://www.ustraveldocs.com/ge/
აქ უნდა შექმნა ექაუნთი და ჩანიშვნამდეც მიხვალ

Posted by: Vixen 2 Feb 2023, 06:19
გამარჯობა. აშშ-ში ყოფნის 6-თვიან უფლებას მაისში გასდის ვადა, მინდა გაგრძელებაზე გავაგზავნო მოთხოვნა. შემიძლია, ეს ადვოკატის გარეშე გავაკეთო? როგორია პროცედურა? I-539 ფორმა ივსება, როგორც ვნახე ინტერნეტში. ალბათ, მიზეზი იწერება, თუ რატომ მსურს აქ ყოფნის გაგრძელება და მანდ რა შეიძლება ჩაიწეროს? (არ მაქვს რეალური მიზეზი, უბრალოდ, მინდა ეს მოთხოვნა გაგზავნილი მქონდეს). გმადლობთ

Posted by: ikandro 3 Feb 2023, 21:39
QUOTE (Vixen @ 2 Feb 2023, 06:19 )
გამარჯობა. აშშ-ში ყოფნის 6-თვიან უფლებას მაისში გასდის ვადა, მინდა გაგრძელებაზე გავაგზავნო მოთხოვნა. შემიძლია, ეს ადვოკატის გარეშე გავაკეთო? როგორია პროცედურა? I-539 ფორმა ივსება, როგორც ვნახე ინტერნეტში. ალბათ, მიზეზი იწერება, თუ რატომ მსურს აქ ყოფნის გაგრძელება და მანდ რა შეიძლება ჩაიწეროს? (არ მაქვს რეალური მიზეზი, უბრალოდ, მინდა ეს მოთხოვნა გაგზავნილი მქონდეს). გმადლობთ

აზრი? თუ დარღვევას აპირებ აზრი არა აქვს მაგის შევსებას და პასუხი შეიძლება არც მოგივიდეს 1-2 წლის განმავკიბაში თ დატოვებ ქვეყანას 1 წლის განმავლიბაში ვიზას გაგიუქმებენ ან არ შემოგიშვებენ. მაგას ჯობია სასწავლო ვიზით შეცვალო, სასწავლო ვიზარ რომ გაუვა ვადათუ დაბრუნდი საქართველოსი ის ვიზა ისევ ძალაში იქნება ბ კატეგორია ანუ.

Posted by: USER001 4 Feb 2023, 01:04
გამარჯობა, კორონას პერიოდში მახსოვს ტურისტული ვიზის მსურველები ვერ შედიოდნენ საელჩოში და გასაუბრება ენიშნებოდათ რამდენიმე თვის შემდეგ და იყო აუარება რიგები, ახლა რა მდგომარეობაა გამოსწორდა? პირობითად ამ თვეში შევძლებ შესვლას?

Posted by: Tinker Bell 4 Feb 2023, 03:22
QUOTE (c.h.I.g.u.r.h. @ 20 Oct 2022, 21:54 )
გერმანუ სივრცეს ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პაკეტები აქვს და ცხოვრების დონეცე (ავსტრია გერმანია შვეიცარია).
მაგრამ დიდ მაყუთს არ გაშოვნინებს ეგ ქვეყნები, სტრუქტურაა ეგეთი. ნუ შვეიცარია კიდე შეიძლება
იქნები ძაან საკაიფოდ შენთვის.
ხალხიც არაერთგვაროვანია.
ავსტრიელები ვაბშე სხვა კამანდაა, ბევრად ჯიგრები და საძმაკაცო მასტები, გერმანელები კი ცოტა სტრესული ხალხია, მაგრამ აქ როგორ მონსტრებადაც დახატეს ეგრე ნაღდად არაა.
სამხრეთ გერმანელებს შეიძლება დაუმუღამო კაცმა.

ხო ბუნება ძაანც რო საკაიფოა გინდა გერმანიაში, გინდა ავსტრიაში, გინდა შვეიცარიაში.
ევროპაში გერმანულ სივრცეს სილამაზით ალბათ მარტო იტალია სჯობს

სოციალური პაკეტები რომ აქვს ეგ ცუდია პირიქით, ვინც მუშაობს იმათ ხარჯზე აქვთ მოთბობილი დანარჩენ უამრავ ადამიანს ხელი, ამიტომ ვისაც არაფრის კეთება უნდა იმათთის არის იდეალური ეს "სოციალურ პაკეტიანი" ქვეყნები, თორემ ჩვენ რაში გვარგია? სახელმწიფო რომ 40-50 პროცენტს გაჭრის ხელფასიდან და მერე სისხლის ანალიზი რომ დაგჭირდება და უფასოდ გიკეთებს მაგ დროს უნდა გაგვიხარდეს ხო? biggrin.gif ამათ მართლა უხარიათ, იმას კი ვერ ხვდებიან რომ ამ ყველაფერს და მაგაზე მეტსაც იხდიან თვითონ ყოველ თვე რეალურად.

ბუნებაზე გეთანხმებით, ფულიანებისთვის საუკეთესო მხარეა გერმანული, მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ხელფასზე ვინც მუშაობს არა.

Posted by: Muziq 5 Feb 2023, 00:54
ჯორჯიის შტატი ქალაქ ათენში არის ვნიმე მოხვედრილი რა სიტუაცია ანუ გეტო ხო არაა

Posted by: godblessamerica 5 Feb 2023, 08:32
ამერიკა მაგარი მოიხოდა,მაგარი სამუშაოები დაიყარა უსაბუთოებისთვისაც კი,ტაქსისტები დღეში 300$-იანები არიან,ტრაილერზე აღარაფერს ვიძახი,სანამ დროა და მექსიკა ღიაა წადით ხალხო,გამდიდრთით,3-4 ბინა იყიდეთ აქეთ და ჩამოდით მერე უკან

Posted by: CassiusAli 6 Feb 2023, 15:47
მეგობრებო,

თვითმფრინავის ბილეთი კონსულთან შესვლამდე ნაყიდი უნდა მქონდეს?
ხო არ იცით რაიმე კომპანია რო დავჯავშნო და ვაჩვენო თუ აზრი არ აქვს?

#ტუსისტულივიზა

Posted by: Vixen 6 Feb 2023, 17:15
QUOTE (ikandro @ 3 Feb 2023, 21:39 )
QUOTE (Vixen @ 2 Feb 2023, 06:19 )
გამარჯობა. აშშ-ში ყოფნის 6-თვიან უფლებას მაისში გასდის ვადა, მინდა გაგრძელებაზე გავაგზავნო მოთხოვნა. შემიძლია, ეს ადვოკატის გარეშე გავაკეთო? როგორია პროცედურა?  I-539 ფორმა ივსება, როგორც ვნახე ინტერნეტში.  ალბათ, მიზეზი იწერება, თუ რატომ მსურს აქ ყოფნის გაგრძელება და მანდ რა შეიძლება ჩაიწეროს? (არ მაქვს რეალური მიზეზი, უბრალოდ, მინდა ეს მოთხოვნა გაგზავნილი მქონდეს). გმადლობთ

აზრი? თუ დარღვევას აპირებ აზრი არა აქვს მაგის შევსებას და პასუხი შეიძლება არც მოგივიდეს 1-2 წლის განმავკიბაში თ დატოვებ ქვეყანას 1 წლის განმავლიბაში ვიზას გაგიუქმებენ ან არ შემოგიშვებენ. მაგას ჯობია სასწავლო ვიზით შეცვალო, სასწავლო ვიზარ რომ გაუვა ვადათუ დაბრუნდი საქართველოსი ის ვიზა ისევ ძალაში იქნება ბ კატეგორია ანუ.

აზრი ისაა, რომ შემდგომ დადებით მომენტად აისახებაო მაინც, ადვოკატმა მითხრა (დოკუმენტების გაკეთებას რომ დავიწყებ რანენაირი გზით).
გავაგზავნი თუ არ გავაგზავნი, გადავწყვეტ, მე იმ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს, მიზეზი რა შეიძლება ჩავწერო, თუ რატომ მსურს აქ ყოფნის გაგრძელება და ადვოკატის დახმარების გარეშე თუ შემიძლია (თუ ადვოკატი რამეს განსხვავებულად აკეთებს?)

Posted by: Muziq 6 Feb 2023, 17:22
CassiusAli
აზრი არ აქვს ბილეთის დაჯავშნას ეგ უფრო უკუგზაზე, მთავარია ფრომა 160 სწორედ იყოს შევსებული თორე ეხლაც შევიდნენ და უარი უთხრა ფეისბუქი არ ჩამაწერინეს და ზუსტად მაგი გახდა უარის მიზეზი

Posted by: Harley Davidson 7 Feb 2023, 02:45
Vixen
ადვოკატის გარეშე, ცხადია, შეგიძლია.
ადვოკატი არ სჭირდება მაგ საქმეს, პარალეგალი მიხედავს.
თავის დროზე მეც მასე გავაკეთე და დიახ, დადებითად აისახა (არალეგალი არ ვყოფილვარ დე იურე მაგის წყალობით).
პირადად მე გირჩევ, გადაიხადო ის $550, სამაგიეროდ გეცოდინება, რომ უშეცდომოთ მოხდა ყველაფრის შევსება.

Posted by: Muziq 7 Feb 2023, 03:27
Harley Davidson
ფული იმისთვისაა რო გაიხადო და ზოგს თუნდაც აქ გახდაზე სპეკულირებენ, არაუშავს კონსულმა ერთ ტყუილში თუ დაგიჭირა გეცოდენიბა დრო შეზღუდულია უბრალოდ ამერიკაში ტვინის იმპლანტებს იწებენ და მე მინდა რაღაც პრობლემების გამო ჯამრთელობას ვგულისხმონ ანუ ამერიკაა ერთ-ერთი ადგილი სადაც სამუდამოთ მოვგაზავდი და თან ყველაფერში ფულის გადახდა არ მხიბლავს რადგან მივეჩვიე საბანი სადამდეც გაგწვდება და დოლარის სუნი მევასა კიდო

Posted by: akkai 7 Feb 2023, 15:39
ვიზისთვის ჯერ საიტზე პირად პროფილს ვარეგისტრირებ.

მერე აპლიკაციას ვავსებ თავის ფოტოთი და ამბებით და შემდეგ ამ პროფილში გამოჩნდება კონსულთან გასაუბრების ვადა ხო ?

თუ ამ პროფაილს რა დანიშნულება აქ ?


Posted by: Muziq 7 Feb 2023, 17:11
akkai
პროფილის სურათ დასაწყისში ვდებს და 160 მერე არის საკუნსულოს ქვითარზე საქ-ბანკის რიგირ

Posted by: Vixen 7 Feb 2023, 23:21
QUOTE (Harley Davidson @ 7 Feb 2023, 02:45 )
Vixen
ადვოკატის გარეშე, ცხადია, შეგიძლია.
ადვოკატი არ სჭირდება მაგ საქმეს, პარალეგალი მიხედავს.
თავის დროზე მეც მასე გავაკეთე და დიახ, დადებითად აისახა (არალეგალი არ ვყოფილვარ დე იურე მაგის წყალობით).
პირადად მე გირჩევ, გადაიხადო ის $550, სამაგიეროდ გეცოდინება, რომ უშეცდომოთ მოხდა ყველაფრის შევსება.

გმადლობ. ხო, მეც ეგ მაინტერესებდა. პარალეგალის დახმარებით გავაკეთებ. ანუ, თუ მაგ მოთხოვნაა გავაგზავნი, პასუხის მიღებამდე არალეგალად არ ჩავითვლები?

Posted by: Harley Davidson 8 Feb 2023, 00:40
Vixen
QUOTE
პასუხის მიღებამდე არალეგალად არ ჩავითვლები?

ბოდიშს გიხდი, არ მახსოვს ზუსტად რამდენ ხანს ველოდი, მაგრამ ვგონებ 1 თვე რომ მრჩებოდა ვადის გასვლამდე, გავაგზავნე და მოვიდა.
ამჟამად საპროცედურო ვადები როგორ არის, არ ვიცი..
თუმცა პარალეგალი შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.

Posted by: Vixen 8 Feb 2023, 04:03
QUOTE (Harley Davidson @ 8 Feb 2023, 00:40 )
Vixen
QUOTE
პასუხის მიღებამდე არალეგალად არ ჩავითვლები?

ბოდიშს გიხდი, არ მახსოვს ზუსტად რამდენ ხანს ველოდი, მაგრამ ვგონებ 1 თვე რომ მრჩებოდა ვადის გასვლამდე, გავაგზავნე და მოვიდა.
ამჟამად საპროცედურო ვადები როგორ არის, არ ვიცი..
თუმცა პარალეგალი შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.

რამდენიმე თვე სჭირდებაო, - მითხრა, მთავარია, ვიზის ვადის გასვლამდე გავაგზავნო. გმადლობ

Posted by: bach_ka 8 Feb 2023, 06:35
QUOTE (godblessamerica @ 5 Feb 2023, 08:32 )
ამერიკა მაგარი მოიხოდა,მაგარი სამუშაოები დაიყარა უსაბუთოებისთვისაც კი,ტაქსისტები დღეში 300$-იანები არიან,ტრაილერზე აღარაფერს ვიძახი,სანამ დროა და მექსიკა ღიაა წადით ხალხო,გამდიდრთით,3-4 ბინა იყიდეთ აქეთ და ჩამოდით მერე უკან

რა ადვილია დასაწერად, არაა ეგრე მითუმეტეს უსაბუთოებისთვის. (ვგულისხმობ მიტანის სერვისებს და ტაქს)
დეკემბერი იანვარი მაგარი მკვდარია, მინ 12 საათიანი მუშაობით 200 თუ გააკეთე მაგარია.

ჯერ ჯერობით ესაა რეალობა

Posted by: Harley Davidson 8 Feb 2023, 14:24
Vixen
წარმატებები, ბატონოჩემო.
bach_ka
რეალობა გაცილებით რთულია.
უსაბუთოებისთვის ძირითადი საქმიანობა რაც იყო "მოხოდილი", მკვდარია. საუბარი მაქვს მუვინგზე, მშენებლობაზე და ა.შ
ტაქსებზე უსაბუთოდ მოეწყობი მხოლოდ ებრაელებთან, ისიც თუ გაგიმართლა და ისიც კაპიკებზე.
ავტოგადაზიდვებზე და ტვირთგადაზიდვებზე ისეთი ცუდი სიტუაციაა, მეტი რომ არ შეიძლება.
ძალიან ბევრი ტრაილერის მძღოლი უბერზე ბრუნდება, აზრი არ აქვსო ასე სახლში მაინც დავიძინებო.
დორდაში რჩება, ნაქირავები ექაუნთით.
ე.წ ფიშკებზე კაპიკებს იხდიან.

მოკლედ, აი დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.

Posted by: bach_ka 9 Feb 2023, 08:16
Harley Davidson

გეთანხმები ყველაფერში, ყველანაირი საბუთი მაქ, გრინით ვარ და მე მიჭირს ნორმალური სამსახურის პოვნა და უსაბუთოები წარმომიდგენია როგორ წვალობენ

Posted by: Muziq 9 Feb 2023, 13:20
გეფიცებით ნახევარ საუკუნეს მიუკაკუნე და დღე არ მიმუშავია არადა ყველგან ევროპაში, ზოგან ნაცხოვრები

Posted by: ikandro 12 Feb 2023, 01:23
Vixen

აა მე მეგონა 1 წლის მერე დაბრუნებას აპირებდი საქართველოში, დარჩენას თუ აპირებ რა თქმა უნდა დადებითად აისახება მაგრამ ზოგჯერ არ მოდის ეგ დათქმულ დროში, ადვოკათი ის მასტია რომელმაც იცის რა და როგორ სად შეავსოს შენს მაგივრად, პარალეგალიც იგივეა. თუ ინგისური/რუსული იცი ბევრი ინფო დევს ნეტში უბრალოდ ჩაწერე გუგლში რაც გაინტერესებს და ეგაა. მიზეზიც ნეტში წაიკითხე რის საფუძველზე ავადებენ. თავშესაფარი თუ მოითხოვო ეგ არი ყველაზე ნორმალური ჩემი აზრით ამ შემთხვევაში.

ჩემ ნაცნობმა გადაავადა ეგრე და არ მოუვიდა საბუთდათქმულ დროშ, დაბრუნდა საქართველოში 11-ტე თვეს, საქართველოში საელჩოდან დაურეკეს და ვიზა გაუუქმეს, თუმცა ყველა კეისი ინდივიდუალურია.

Posted by: Fredo_Corleone 12 Feb 2023, 10:43
QUOTE (Muziq @ 9 Feb 2023, 13:20 )
გეფიცებით ნახევარ საუკუნეს მიუკაკუნე და დღე არ მიმუშავია არადა ყველგან ევროპაში, ზოგან ნაცხოვრები

როგორ აბა გვასწავლე ჩვენც......................

Posted by: magidismtvrianitilo 13 Feb 2023, 20:19
გამარჯობა
რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ.
1) წარსულში (ეჭვი მაქვს ახლაც) კუბიდან გადადიოდა ხალხი. არის თუ არა შანსი რომ სრულიად მარტო, ქართველების და ჩეჩნების დახმარების გარეშე, მარტო ჩახვიდე კუბაში, იპოვო ადამიანი რომელსაც გადაყავს ხალხი, გადაუხადო გარკვეული თანხა და შეიპარო ამერიკაში
2) კუბაზე ახლოს ბაჰამის კუნძულები მდებარეობს აშშ-თან, თან უპირატესობა ისაა, რომ კუბისგან განსხვავებით თან ხომ ახლოსაა და თან უვიზო რეჟიმი გვაქვს ბაჰამის კუნძულებთან. არაფერი მსმენია ქართველებისგან ბაჰამებიდან ამერიკაში შესვლაზე, თუმცა ინტერნეტში არის ინფორმაციები რომ სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტები ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე ბაჰამებიდან შეპარვას.
3) თუ ჩავედი კუბაზე ან ბაჰამის კუნძულებზე და ვთქვათ და ვიპოვე გადამყვანი გადავუხადე და აშშ-ს საზღვაო პოლიციამ დაგვაკავა ამის შემდეგ რა ხდება? ანუ განსხვავება მაინტერესებს მექსიკით რომ შედიხარ და გაკავებენ და ბაჰამებიდან ან კუბიდან რომ შედიხარ და გაკავებენ? იგივე ხდება რაც მექსიკიდან შესულებზე? საბოლოოდ გიშვებენ ქვეყანაში თუ გადეპორტებენ?

პირადად მე ვაპირებ სრულიად მარტო ბაჰამებიდან წასვლას ვრისკავ თუ არა ნუ სხვა გზა არაა. მექსიკის ფული და 15000 დოლარები არ მაქვს. მაქსიმუმ 3000 დოლარს შევკრავ ბილეთს ვიყიდი და ვიპოვი ვინმე კუბელს ან ბაჰამელს მივცემ გარკვეულ თანხას და გადამიყვანს. ნუ ასეთი გეგმა მაქვს

Posted by: Muziq 13 Feb 2023, 20:27
კუბაში რო ჩახვიდე ვიზა უნდა მე მაქვს აღებული თან რამე უნდა იქირაო რო მიახწიო მაიამის რაც დამატებით მართვის მოწმობას მოითხოვს ეგრე რო იყოს მთელი კუბა წავიდო ჩვენზე უარესად არიან დაჯე ინტერნეტი არაქვთ წესიერი

Posted by: magidismtvrianitilo 13 Feb 2023, 20:31
ესე მექსიკელებიც უარეს დღეში არიან მაგრამ ყველა ხომ არ იპარება. იგივეა კუბაც.
ესე ჩვენზეც ამბობდნენ ევროპის ვიზები გაიხსნება და კაცი შვილი ქართველი არ დარჩება საქართველოშიო მაგრამ ხომ ვცხოვრობთ smile.gif))) და არამგონია კუბელს წასვლა უნდოდეს ამერიკაში და ვერ მიდიოდეს ან მექსიკელს.

Posted by: Muziq 13 Feb 2023, 21:49
რა გონია სხვაა და რაც სინამდვილეს ვაბშემ ამცდარხარ, მექსიკელებს და კუბელებს ეგრევე უკან აბრუნებენ აი როგორც ახალი პროექტი ჩაეშვა ყველასთვის მაქსიმუმ ორივე საზღვრის მესაზღვრეს აცდე და ეგაა კილომეტრები იარო კომპასით ვწერ იმიტომ რო ვიცი

Posted by: WarriorX 28 Feb 2023, 18:16
20071987
CassiusAli
გაუმარჯოს. ვიზაზე განაცხადს თქვენ თვითონ ავსებთ? რაიმე რთული პროცედურაა თუ რამე დეტალებია ისეთი რო კომპანიები და ფულის გადახდებია მაინც საჭირო რო შეგივსონ?

Posted by: Muziq 1 Mar 2023, 15:39
მწვანე კარტას რო გაცემენ განსაკუთრებულად დაჯილდოებულ პროფესიონალიზმზე რა ტიპის განაცხადია შესავსები იცით

Posted by: akkai 1 Mar 2023, 17:27
WarriorX
b1/b2 ტიპის ვიზას თუ გულისხმობ არაა რთული.

თუ ყველა საბუთი ( პირადობები და ასე შემდეგ ) თან გაქ და რომელიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე ინფოს გადამოწმება არ დაგჭირდა მაქსიმუმ 2 საათის ამბავია.

Posted by: WarriorX 2 Mar 2023, 09:46
akkai
კი მაგას ვგულისხმობ. რავიცი, გარშემო ყველა ვიღაცას ავსებინებს, ზოგი კერძო ტიპს, ზოგი კომპანიას და კაი კუშებსაც იხდიან შევსებაში. მეთქი რამე ისეთია რო შენით ვერ შეავსებ კაცი. მაგ. სურათის პარამეტრები ან რამე ახვა დეტალებიათქო იქნებ

Posted by: akkai 2 Mar 2023, 11:18
WarriorX
ნებისმიერ ფპტოსალონში რო ეტყვი აშშ ვიზისთვის გინდა ფოტო იციან როგორი პარამეტრების უნდა იყოს ფოტო.
ანკეტის შევსებისას თავიდანვე შეგილია ფოტოს შემოწმება ანკეტაშივე პარამეტრებზე

დანარჩენი ელემენტარულკ ინგლისურია საჭირო.
დანარჩენზე თუ კითხვა გაგიჩნდა ამ ჯგუფში გაწევრიანდი და გიპასუხებენ
უფასოა ყველაფერი სხვებისგან განსხვავებით.
რამე თუ დაგჭირდა პმ მოიწერე

წარმატებებო
user posted image

Posted by: WarriorX 2 Mar 2023, 15:13
akkai
გასაგებია, მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: Nketia1983 3 Mar 2023, 20:56
ამერიკაში თუ ჩავა კაცი და ნორმალურ საზოგადოებაში იქნება მისასალმებელია და თუ ჩახვალ და ტრაილერის შოფერი უნდა იყო, მე პირადად არ მოვიხიბლებოდი მსგავსი ცხოვრებით.

Posted by: .DG. 5 Mar 2023, 07:53
Nketia1983
QUOTE
თუ ჩახვალ და ტრაილერის შოფერი უნდა იყო, მე პირადად არ მოვიხიბლებოდი მსგავსი ცხოვრებით

ბევრი ჩამოსულის აუხდენელი ოცნებაა ეგ smile.gif
იმედია მალე აუხდებათ ვისაც უნდა
პ.ს. ტრაილერის შოფერი ვარ smile.gif
საქართველოშიც არ ვგრძნობდი თავს ცუდად მაგრამ შვილების მომავლისთვის ვარჩიე წამოსვლა. მაღალხელფასიანი სამსახური დავტოვე და წამოვედი. რასაც ვუყურებ და ვუსმენ- სწორადაც მოვქცეულვარ.
ვის როგორ....

Posted by: Nketia1983 5 Mar 2023, 15:53
.DG.
წარმატებებს გისურვებ.

Posted by: .DG. 6 Mar 2023, 08:35
Nketia1983
QUOTE
წარმატებებს გისურვებ.

გაიხარე. მეც იგივეს გისურვებ.

Posted by: ladusha2 6 Mar 2023, 11:04
.DG.

მოგვიყევი შენი ამბავი ყოველთვის საინტერესოა ინფორმაციის მოსმენა თუ როგორ იყო შენი გზა ტრაილერის მძოლობამდე და ამჟამად, ვისაც ოცნებ აქვს რაუნდა გაითვალისწინოს და ასე შემდეგ. თუ რათქმაუნდა გაქ სურვილი რომ გაუზიარო ხალხს.

Posted by: Muziq 6 Mar 2023, 15:12
ამერიკაში ოცნებები ხდება და ვინ რაზე ოცნებობს ზოგისთვის მინიმუმია ზოგჯერ მაქსიმუმიცაა

Posted by: Vixen 11 Mar 2023, 05:00
ikandro
ხო, ეგ ვიცი, რომ პასუხი დროულად შეიძლება არ მოვიდეს, მაგრამ, გაგზავნილი რომ მქონდეს, ეგაა მთავარი ჩემს შემთხვევაში, ველაპარაკე პარალეგალს, რაღაც დოკუმენტაციაც ყოფილა საჭირო და მაინტერესებს, მაგალითად, ამ დოკუმენტაციის თარგმნა და დამოწმება როგორ ხდება ? მე იტალიურიდან ინგლისურად მჭირდება, არსებობენ სპეციალურად გამოყოფილი სერტიფიცირებული თარჯიმნები თუ მეც შემიძლია ვთარგმნო და მხოლოდ ნოტარიუსს დავამოწმებინო? გმადლობთ

Posted by: Caucasusoul 11 Mar 2023, 17:09
იქაური ატესტატი აქ სად დავამოწმებინო ალბათ იუსტიციაშია ხომ ისე ახალი ელჩი ინიშნებაო

Posted by: ნიკუშ-ა 12 Mar 2023, 17:39
ladusha2
მეც ტრაილერის "შოფერი" ვარ და რა თქმა უნდა არ ყოფილა ჩემო საოცნებო სამსახური ეს, დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი კარგ უნივერსიტეტში ჩემ საყვარელ პროფესიას კარგად დავეუფლებოდი, მაგრამ როდესაც ოჯახი კი არა, ოჯახები გყავს სარჩენი მაგის დრო არაა სამწუხაროდ. გრინი მოვიგე ფა ისე ვარ წასული, ნუ უკვე მოქალაქე ვარ ეხლა მაგრამ იმას ვამბობ რომ საბუთებით ჩამოვედი და მაინც წვალებაა პირველი წლები რა. ჩემი რჩევა იქნება თუ ჩამოსვლას აპირებთ და საშუალებაც გაქვთ ისწავლეთ აქაურ უნივერსიტეტში, მაგაზე მაგარ რამეს ვერ გააკეთებთ, თავიდან წვალებაა, მაგრამ თუ მართლა გულით ისწავლი იმას რაც გინდა რო აკეთო და აქაური განათლება გექნება ოცნებებს აიხდენ)

Posted by: Caucasusoul 16 Mar 2023, 08:37
-ა
სწავლა თუ გინდოდა ევროში უფასო რა სემესტრის არის 1000 ნახევარის დაჯე ნახევარი ან მძღოლობას რაც ეხება ცდლ მანდაც ხო გჭირდება როგორც ჩემდა მოყვანილ მაგალითში ისე ფაქტიურად მანდ ვარ ოღონთ ვიზები რო მოიხსენაბ თორე შნირაობა პროფესია არ არის არა

Posted by: ნიკუშ-ა 16 Mar 2023, 13:33
Caucasusoul
ევროპა არ ვიცი, ამერიკაში ვარ და ფინანსების გამო არა, დროის უქონლობის გამო ვერ ვსწავლობ) ცდლ აქაც კი არა აქ გჭირდება თუ გჭირდება

Posted by: boone11 17 Mar 2023, 23:27
სენთ ფატრიკს გილოცავთ და კითხვა მაქვს კონკრეტულად ნიუ-იორკის თემა რა უყავით?
ჯენერალშიც იყო , მაქამდე მოგზაურთა კლუბში( 60მდე იყი ასული) მერე კიდევ უსათაუროში.
ნამდვილად იმსახურებს ეს ქალაქი ცალკე თემას.

Posted by: ladusha2 19 Mar 2023, 22:57
ნიკუშ-ა

გეთანხმები რომ საოცნებო სამსახური არარი ტრაილერის მძღოლობა , არც ადვილი იქნება თვეობით რომ გზაში გიწევს ყოფნა, მაგრამ დგება ადმიანის ცხოვრებაში მომენტი როცა არჩევანის წინაშე დგები, ჯიბეში ხურდები გიჩხრიალებდეს თუ შენსავით გზას დაადგე და ოჯახები არჩინო. ამაშია საქმეsmile.gif
ცოტა მეტი დეტალებს თუ გაგვიზიარებ როგორი იყო თავიდან რომ ჩახვედი რა სირთულეებს შეჩეხე, რა გავითვალისწინოთ და ეხა როგორი მდგომარეობა მაგ ბიზნესში (ბოლო დროს რაღაც სულ წუწუნებენ არარი ტვირთებიო, ან ცოტას იხდიან შედარებითო)

Posted by: .DG. 27 Mar 2023, 02:10
ladusha2
QUOTE
მოგვიყევი შენი ამბავი ყოველთვის საინტერესოა ინფორმაციის მოსმენა თუ როგორ იყო შენი გზა ტრაილერის მძოლობამდე და ამჟამად, ვისაც ოცნებ აქვს რაუნდა გაითვალისწინოს და ასე შემდეგ. თუ რათქმაუნდა გაქ სურვილი რომ გაუზიარო ხალხს.

ისეთი მოსაყოლად რომ ღირდეს არაფერია. გრინით ჩამოვედი, ვისწავლე და ისე ჩავაბარე სიდიელზე. მალევე დავიწყე მუშაობა. სულ ეგაა. ვინმეს კონკრეტული რამე თუ აინტერესებს მკითხოს და აქ ვარ. ყოველდღე ვერ შემოვდივარ მაგრამ შევეცდები მალე ვუპასუხო.

Posted by: ladusha2 27 Mar 2023, 10:15
.DG.
წარმატებები შენ საქმიანობაში....

Posted by: dongabo 27 Mar 2023, 10:32
ბრაიტონზე არის ქართული კაფე ბავშვებთან ერთად შესვლა რომ არ გაგიტყდეს?

Posted by: Miralem Pjanić 28 Mar 2023, 06:40
dongabo
პირველზეა ნორმალური ადგილია ჯორჯიან ჰაუსი, მეტი არც არის მგონი დასაჯდომი რო ქონდეს

Posted by: Harley Davidson 28 Mar 2023, 07:17
dongabo
ბეი რიჯისკენ აიწიეთ ბარემ, კარგი ადგილია "უბანი"

Posted by: dongabo 28 Mar 2023, 09:25
Miralem Pjanić
ვნახე ჯორჯიან ჰაუზი და ჭკუაში დამიჯდა.

Harley Davidson
მაგ უბანსაც მოვძებნი შორს თუ არ არის სადაც მივდივარ.

მადლობა.

Posted by: Sighhh 10 Apr 2023, 21:29
ერთი დადროფებაა რთული და თუ დადროფდი საკაიფოდ აეწყობი biggrin.gif

Posted by: ნიკუშ-ა 11 Apr 2023, 04:33
Harley Davidson
უბანი სადაა ბეი რიჯზე? ვესტ ვილიჯშია და საკაიფოა მართლა ნუ ფასები ძვირია მაგრამ ღირს) ბეი რიჯზეც თუ გახსნეს არ ვიცი

Posted by: Harley Davidson 11 Apr 2023, 10:42
ნიკუშ-ა
მესამეს და 84-ს კვეთაზეა. ადრე იყო Georgian Cuisine, მის ადგილას არის ახლა უბანი.

Posted by: ნიკუშ-ა 11 Apr 2023, 17:21
Harley Davidson
ვა Georgian Cuisine კი ვიცოდი მაგრამ არ დავკვირვებივარ თუ გადაკეთდა)) ვნახავ აბა მერე. ისე არაგვია ძაან მაგარი რესტორანი, ალბათ ყველაზე კარგი ქართული რესტორანია აქ

Posted by: Frnknstein 11 Apr 2023, 21:57
მოგესალმებით კაი ხალხს.
ერთი შეკითხვა მაქვს, 14 წლის ბავშვთან ერთად რო აპირებს მშობელი შტატებში წასვლას, შესაბამისად ვიზის აღებას, 14 წლის შვილისთვის ცალკე უნდა შეავსოს აპლიკაცია?

Posted by: godblessamerica 11 Apr 2023, 22:57
user posted image

ოთხშაბათობით ბრონქსის ზოოპარკშიშსესვლა უფასოა,ვისაც ჟირაფები არ გინხავთ,მოგეწონებათ,ასევე სხვა კაი ცხოველებიცაა

Posted by: ikandro 15 Apr 2023, 00:04
QUOTE (Frnknstein @ 11 Apr 2023, 21:57 )
მოგესალმებით კაი ხალხს.
ერთი შეკითხვა მაქვს, 14 წლის ბავშვთან ერთად რო აპირებს მშობელი შტატებში წასვლას, შესაბამისად ვიზის აღებას, 14 წლის შვილისთვის ცალკე უნდა შეავსოს აპლიკაცია?

ჰოლა

კი ცალკცე უნდა ბავშვს აპლიკაციის შევსება, როგორც მახსოვს არი მანდ არასლუწლოვნის გრაფები

Posted by: Caucasusoul 15 Apr 2023, 00:32
თუ ადამიანს პასპორტი აქვს ცალკე ივსება მე არ შემივსია არასრულწლოვანზე მარა ვიცი უნდა, ისე ძაან გართულებულია ბოლოს ორს შეუვსე ბერლინში თან კომპანია ჰქონდათ და უარი სტკიცეს

Posted by: თვალებმაყვალა 24 Apr 2023, 19:55
კარგი პარალეგალი ხომ არ იცით ამერიკაში სოუშელის და მუშაობის უფლების
მისაღებად მოთხოვნა რომ გაგვიგზავნოს?

გმადლობთ ყურადღებისთვის.


Posted by: bigmaster 25 Apr 2023, 05:25
QUOTE (თვალებმაყვალა @ 24 Apr 2023, 19:55 )
კარგი პარალეგალი ხომ არ იცით ამერიკაში სოუშელის და მუშაობის უფლების
მისაღებად მოთხოვნა რომ გაგვიგზავნოს?

გმადლობთ ყურადღებისთვის.

ეგ რაღსც პარალეგალი რაშია საჭირო? უმარტივესი ფოტმაა შესავსები რსც ვნსხე ხოდა ეგ რას ამეთებს კიდე?

საყლევეთია რა სუფთა რაც შეიძლება მალე უნდა დააღწიო თავი ადამიანმა ბრუკლინს და ქართველებს biggrin.gif

ფლორიდაში ქართველები არიან ბევრი ჯექსონვილი ორლანდო და მანდეთ?

Posted by: Caucasusoul 25 Apr 2023, 11:17
მაგის გულისთვის არ მივდივარ არსად რო ქართველები დამხვდებიან იქაც და შეუჩვევლ ჭირს შეჩვული მირჩვენია, თორე აქ რა გამაჩერებდა

Posted by: bigmaster 25 Apr 2023, 23:51
ან რას დაწანწალებენ გაუგებარია :დ
ორი ღერი ინგლისური არ იციან ასაკში არიან და მერე მოსთქვავდნ ფეისბუქზე ერთი წელია სამსახური ვერ მიშოვია დამეხმარეთო

იმენა ყველას მართლა ეგრე გონია რო ლიჟბი ამერიკაში ჩავიდეს და გამდიდრდება, ას დოლარიან სამსახურებს იხვეწებიან თვეები და ეგ ასი დოლარი რაში უნდა ეყოთ თვითონ არ იციან

Posted by: Mr-Raptor 26 Apr 2023, 15:57
bigmaster
QUOTE
იმენა ყველას მართლა ეგრე გონია რო ლიჟბი ამერიკაში ჩავიდეს და გამდიდრდება


ვისაც ეგრე გონია მეზღაპრეა, მაგრამ ვინც მანდ ჩამოდის, ჩამოდის იმედის გამო რო ადრე თუ გვიან, მაგრამ აეწყობა, როცა აქ თავს-ტრაკს იტYნავენ მაგრამ არც ადრე და არც გვიან, იციან რო ვერ აეწყობიან

Posted by: bigmaster 26 Apr 2023, 16:38
Mr-Raptor
აწყობას რას ეძახი წლები და ათწლეულები რო ოჯახს შვილებს ვერ ნახულობენ და სამაგიეროდ ბინას იყიდიან თბილიში ?

Posted by: WalterWhite7 26 Apr 2023, 21:50
QUOTE
სამაგიეროდ ბინას იყიდიან თბილიში

ამერიკაში თუ ცხოვრობს და მუშაობს ვინმე ამერიკაშივე უნდა შეეძლოს ბინის ყიდვა, თბილისი ბინა რა დიდი ამბავია

Posted by: Grows 26 Apr 2023, 22:00
ყველა წავიდა ჩემ გარშემო
ისედაც ძალიან ბევრი იყო წასული, მაგრამ ბოლო თვეების მანძილზე ისეთების წასვლაზე ვიგებ, აქაც რომ ბევრს არაფერს აკეთებდნენ და ზოგადად არ იყვნენ აქტიური ადამიანები

რა ხდება სამუშაო ადგილები ცვივა ამერიკაში თუ რისი იმედით მიდის ეს ხალხი?

Posted by: WalterWhite7 26 Apr 2023, 22:25
QUOTE
რა ხდება სამუშაო ადგილები ცვივა ამერიკაში თუ რისი იმედით მიდის ეს ხალხი?

საქართველოს GDP რამდენია დახედე, მაგდენი ბრუნვა რაიმე საშუალო ამერიკული fortune 500 კომპანია რომ აიღო მაგას აქვს
რა თქმა უნდა სამუშაო ადგილები ცვივა საქართველოსთან შედარებით

Posted by: Vixen 27 Apr 2023, 06:24
QUOTE (Grows @ 26 Apr 2023, 22:00 )
ბოლო თვეების მანძილზე ისეთების წასვლაზე ვიგებ, აქაც რომ ბევრს არაფერს აკეთებდნენ და ზოგადად არ იყვნენ აქტიური ადამიანები

რა ხდება სამუშაო ადგილები ცვივა ამერიკაში თუ რისი იმედით მიდის ეს ხალხი?

მგონი, მაგათგან ბევრი უკან წამოვიდა ისევ, ჯგუფებში ბევრი წერს, რომ უკან ბრუნდებიან, რადგან ვერაფერი მოახერხეს. ეგ ის კატეგორიაა, ერთი სიტყვა ინგლისურიც რომ არ იციან, საქართველოშიც უსაქმურად იყვნენ და აქ ილუზიებით ჩამოვიდნენ, აქაო და ფული ხეზე იკრიფებაო

Posted by: Caucasusoul 27 Apr 2023, 09:43
ჯერ ინგლისური უნდა ისწავლო ერთი წელი მაინც გინდა საშუალოდ და მერე მოგაზო, ისეთი კატეგორია წავიდა რო ის საქართველოში უკეთ იყო

Posted by: ladusha2 27 Apr 2023, 16:15
წავიდნენ და წამოვიდნენ. ვისაც უსწორდება დარჩეს, ვისაც არ მოწონს წამოვიდეს რამე დაძალება?? smile.gif) ადამიანია და ბუნება მისი , ზოგს უნდა მუშაობა , ზოგსაც არუნდა და ცოტაზეც კმაყიფილდება.

Posted by: ნიკოქავთარა 27 Apr 2023, 23:28
QUOTE (WalterWhite7 @ 26 Apr 2023, 21:50 )
QUOTE
სამაგიეროდ ბინას იყიდიან თბილიში

ამერიკაში თუ ცხოვრობს და მუშაობს ვინმე ამერიკაშივე უნდა შეეძლოს ბინის ყიდვა, თბილისი ბინა რა დიდი ამბავია

ეგრეა ფორუმელებო თბილისში ბინის ყიდვა მაგარი სისულელა მაგას ჯობია გიარაო აი ამერიკა სხვა თემაა ალბაც იქაც გააჩნია შტატას თორე უდაბნოში მიწები იაფას ვნახა რამდენად ძაან არ ვიცი ადრე იყო

Posted by: Miralem Pjanić 29 Apr 2023, 06:21
თვალებმაყვალა
ლაშა სენაშვილი

ბრუკლინის ვაგზალი დედას###### მართლა, ერთი სული მაქვს მოვშორდე

Posted by: Jorik 29 Apr 2023, 09:17
ჩემთან ubanSi, ბირჟას რომ არ gაცდენიან და პივის ბოთლი არ გაუგდიათ ხელიდან, ეგეთი ხალხი ემზადება ამერიკის დასალაშქრად

Posted by: ნიკუშ-ა 29 Apr 2023, 10:17
ამერიკაში ბინის ყიდვა ეგეთი მარტივი არაა, მაგარი კრედიტ ისტორია გინდა, მსუყე დაუნფეიმენთი და კარგი შემოსავალი, მერე ისიც უნდა აწონ-დაწონო იმ სახლის მორგიჯს და მოვლის და ბილების თანხას რამდენად გაწვდები, საქართველოში რო სახლს იყიდი და ვსიო აქ ეგრე არაა, უამრავი ხარჯი გაქვს სესხის გარდა კიდე)წლებია აქ ვარ, მოქალაქე ვარ და შემლსავალიც კარგი მაქვს მაგრამ სახლი არ მიყიდია)

Posted by: cleareyes 30 Apr 2023, 21:55
Miralem Pjanić
QUOTE
ბრუკლინის ვაგზალი დედას###### მართლა, ერთი სული მაქვს მოვშორდე

ბრუკლინი კოშმარია. კიდე კაი გავცდი მაქაურობას. გავერიდე

ამერიკის სხვა ქალაქები ჯობია ბევრად. ეხლა დავბრუნდი უკან მაგრამ კიდევ ჩამოვალ

Posted by: cleareyes 1 May 2023, 08:44
feisburgi
რისი დაწერა გინდოდა????????????????????

Posted by: Miralem Pjanić 2 May 2023, 03:47
cleareyes
სად გადახვედი და რას საქმიანობ თუ საიდუმლო არაა? smile.gif


Posted by: cleareyes 2 May 2023, 07:24
Miralem Pjanić
QUOTE
სად გადახვედი და რას საქმიანობ თუ საიდუმლო არაა?

ამ ჯერად საბერძნეთში ვარ მაგრამ ამერიკაში დაბრუნებას ვაპირებ. ნიუ იორკი გამორიცხულია. კალიფორნია მომეწონა
* * *
Miralem Pjanić
შენ სად ხარ ნიუ იორკში?


რომელ რესტორანს გაუწევდი რეკომენდაციას?

Posted by: RexxaR 7 May 2023, 11:38
მექსიკით რო ჩახვიდე რამდენ ხანში იღებ მუშაობის უფლებას?

ვიუნმემ თუ იცით. სსნ და უფლება რამდენ ხანში მოგდის.
1 წელი 2 წელი თუ

Posted by: theodous 7 May 2023, 18:07
როორ მოვხვე ამერიკაში???
.....................................................................

Posted by: janosslaitrer 7 May 2023, 23:28
QUOTE (theodous @ 7 May 2023, 18:07 )
როორ მოვხვე ამერიკაში???
.....................................................................

აქ რას მიკეთებ და მანდ რა უნდა გამიკეთო მერე აჰაჰაჰ კაი ვღადაობ მეც მინდა და ერთად დავაფიქაფოთ ნაშობა მერე მანჰეტენზე

Posted by: Nketia1983 7 May 2023, 23:32
ისე ეგ მეც მაინტერესებს ამერიკაში როგორ მოვხვდე?

Posted by: მამაო თამაზი 8 May 2023, 07:03
theodous
Nketia1983
QUOTE
ამერიკაში როგორ მოვხვდე

QUOTE
როორ მოვხვე ამერიკაში???

user posted image

Posted by: BeRa_ChoX 12 May 2023, 22:11
გამარჯობათ მეგობრებო!

პირველ რიგში ყველა ღირსეულ და ვაჟკაც ქართველს ვუსურვებ განურჩევლად სქესისა ამერიკაში წასვლას და უდიდეს წარმატებებს!

ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ, უფრო სწორედ დაკვირვებას:

ვინც წავიდა ამერიკაში და იქ ცოტა მაინც გაიქაჩა და ნორმალური ცხოვრება აიწყო, აი ისეთი ცხოვრება საქართველოში სიზმრადაც რომ არ ესიზმრებოდა პრიმიტიული ინტელექტის და მისწრაფებების გამო და უცბად ბააახ, ამერიკაში გაიქაჩა (უფრო სწორად დალაგებულმა ამერიკულმა პალაჟენიამ გაქაჩა) და დაიწყო ზემოდან ყურება ყველაზე.

განსაკუთრებით ზემოდან ყურება და ირონიული ცქერა თავის სამშობლოზე, თავის მოძმეებზე.

რატო?! რატო გვახასიათებს ესეთი დედა აფეთქებული მანკიერება?!

დაურეკავ, მოიკითხავ და პასუხი "აუ აქ იმენნა რთულია დსმაო, ძალიან ჭირს" და მსგავსი ღლე ბაზარი.

ამ დროს გინდა კითხო "თუ ესეთი რთულია და გიჭირს, ჩამოდი შე დალოცვილო უკან", მაგრამ ვინ ჩამოვა? biggrin.gif თქვე ფარჩაკებო.

ყველას არ ეხება.

ხოლო მათ ვინც საქართველოშია და ცდილობს წავიდეს და დალაგდეს:

ბიჭებო და გოგონებო ბოლომდე მიაწექით! ყველაფერი გამოვა! ფარჩაკებს ნუ მოუსმენთ!

Posted by: მამაო თამაზი 12 May 2023, 22:46
BeRa_ChoX
QUOTE
დაურეკავ, მოიკითხავ და პასუხი "აუ აქ იმენნა რთულია დსმაო, ძალიან ჭირს" და მსგავსი ღლე ბაზარი.

ზემოდან ბევრი იყურება მარა ისიც გასათვალისწინებელია რო ზოგს ეშინია უკვე როცა თბილისიდან წერენ. უმეტესად მოკითხვის გამო არავინ ურეკავთ. ყველას აინტერესებს ფულს გაუგზავნი თუ არა. ამიტომ ამბობენ რომ აქ რთულია ყოფნა და ა.შ რომ ფულზე არ დაუწყონ ლაპარაკი. ასეა ეს.

Posted by: Grows 13 May 2023, 00:35
მამაო თამაზი

40 წლამდე კაცმა რა შეიძლება გააკეთოს ამერიკაში ფული რომ ჰქონდეს და ნორმალურად იცხოვროს?
სამუშაოს ვარიანტი

Posted by: ნიკოქავთარა 13 May 2023, 01:04
Grows
რული ატრიალოს მარა ამასაც უნდა ელემენტარული ინგლისური ანუ რისი თქმა მინდა უამრავი ჩემი ნაცნობია წასული და თითქმის ყველა მძღოლია და მაგიტომ ვიკავებ თავს ცოტა თვალების პრობლემა მაქვს ისე ყველაფერს სერთიფიკატი უნდა უბრალოდ ელემენტარულად დრო უნდა დაუთმო, ახლობლებისგან ვიცი

Posted by: მამაო თამაზი 13 May 2023, 07:01
Grows
Grows
უბერის და ლიფტის გარდა
cybersecurity
coding
40 წლამდე არც ისე გვიანი არაა მაგის სწავლა 6 თვეში ისწავლი ჯუნიორი იყო. სამსახურები ძალიან მოთხოვნადია. ძირითადად სახლიდან მუშაობ. ხელფასი ძალიან მაღალი და რაც დრო გადის უფრო გემატება.

სახელმწიფო სტრუქტურებშიც შეიძლება მუშაობა, ფოსტაში. ვცდილობ პაპსა რამეები არ ჩამოვწერო. მარა ბევრი რამეა
* * *
ნიკოქავთარა
QUOTE
რული ატრიალოს

მაინც და მაინც რული რატო? თუ მაგ განწყობით ჩამოხვალ რო რული უნდა ატრიალო ძალიან უღიმღამო ცხოვრება გექნება. არ დავცინი მძღოლებს. ვისაც რას უნდა იმას აკეთებ მარა ნუ განაწყობ შენ თავს ეგრე რო აი მაინც და მაინც უნდა იყო მძღოლი.მეტი ამბიცია მეტი. ქართველებს ვისაც აქვს ამბიცია მართლა კარგ ადგილებზე მუშაობენ. ბევრია ძალიან წარმატებული. ზოგი ადვოკატია, ზოგი მეწარმე, ზოგს ბიზნესები აქვს, ზოგიც რა ზოგიც რა. ემიგრანტები ძირითადად ნიუ იორკში ჩადიან. იქ კიდე ყველა წუწუნებს. ჩამოდი აბა კალიფორნიაში ? biggrin.gif საახალწლოდ კონცერტი იყო აქ. ბილეთის ფასი 80 დოლარი ღირდა მარა სუფრაზე ეყარა ყველაფერი. ღვინო უფასო იყო. ვინ დააფინანსეს? ქართველმა ბიზნესმენებმა. ბევრია აქ ქართველი ვისაც მაგალითად ვენახები აქვს. ერთს რაღაც თავადური გვარი აქვს დამავიწყდა. ხოდა ნუ იფიქრებ ისე რო რული ატრიალო და ვსიო.


ისე კალიფორნიაში ძალიან ცოტა ქართველები ვართ. 200 კაცი ძლივს მოგროვდა biggrin.gif. ქართული რესტორანია 1, ერთიც სილამაზის სალონი. სილიკონ ველისკენ კიდე ვინც არიან იქ სულ პროგრამისტი და ეგეთი ხალხია. აქ ერთი ფორუმელი პოსტავს Dimentius ტიპი მილიონერია მგონი დღემდე არ აქვს მოქალაქეობა biggrin.gif. ხოდა ასეა. ნუ ფიქრობ რომ მხოლოდ მძღოლი უნდა იყო. არაა მასე
* * *

Grows
ამერიკაში ხარ თუ ჩამოსვლას აპირებ?

Posted by: შარი10 13 May 2023, 10:37
QUOTE
Dimentius ტიპი მილიონერია მგონი დღემდე არ აქვს მოქალაქეობა

ამას ხო თავისი ზაიობები აქვს biggrin.gif


Posted by: მამაო თამაზი 13 May 2023, 11:01
შარი10
QUOTE
ამას ხო თავისი ზაიობები აქვს

ქონდეს მერე? biggrin.gif. ეგ რას ცვლის?

Posted by: Grows 13 May 2023, 14:27
მამაო თამაზი

დაიცალა საქართველო. ჰოდა რავი ცოტა გავერკვიო მეც. იქნებ მართლა წამოსვლის დროა.
პროსტა რეალური ვერავინ ვნახე ვისაც ინფორმაცია აქვს რომ გავცნობიერდე. ყველა ჩუმად არის და სიტყვას ვერავის დააცდევინებ. აი ძმაკაცებთან წავიდა აი იმან ჩაუწყო
და რეალურად არავინ არაფერს ამბობს ან სად იმუშაო ან რა ისწავლო

პროსტა ასე ადექი ჩადი მეშტერება

კალიფორნია ყველაზე კარგი ამერიკაა. გავარტყი აღმოსავლეთს user.gif ტეხასის აღმოსავლეთით არც უნდა გაიხედო user.gif

Posted by: Caucasusoul 13 May 2023, 14:40
ამერიკაში თუ ჩავედი და ვგეგმავ ჯერ მოხუცები მყავს მისახედი უეჭველი ჯორჯიის შტატში დავიდებ ბინას და ვიცი ქალაქიც ისე რა რჩევა გინდათ აქაობას აი ნებისმიერ საკითხში ჯობია უბრალოდ ეს წასვლის ამბავი ვიღაცისთვის რო ბილეთის ყიდვა და ჩვენთვის ტვინის ტყვნა მთრგუნავს და დამცირებულად ვგრძნობ თავს როგორია ჯერ ქვეყანაში არ ჩავსულვარ და უკვე კანონს ვარღვევ იყო ეგ დროც ძებნაზე რო ვიყავი უბრალოს მაშინ სხვა გამოსავალი აქ მქონდა ისე ცოტა წავიმუსიკებ და მერე ტალანტებისთვის ცალკე კატეგორია და ვცდი ვნახოთ დიდი იმედები არ მაქვს მარა აქაობას რო საბოოლოოდ დავტოვებ ეგ უეჭველი ვიცი როდესღაც ისე მეც მაგარი ტუ ვარ რამ ჩამომიყვანა იმის იმედათ რო ვიზას მომცემდნენ

Posted by: მამაო თამაზი 13 May 2023, 23:03
Grows
QUOTE
კალიფორნია ყველაზე კარგი ამერიკაა. გავარტყი აღმოსავლეთს

კალიფორნია ყველანაირად სამოთხეა. ემიგრანტებისთვის უვკე კალიფორნიაა კარგი ვიდრე ნიუ იორკი. კალიფორნიაში ცხოვრების ახლიდან დაწყება ცოტა ჭირს მაგრამ მაინც შესაძლებელია. ნიუ იორკში იმდენი ხალხია უკვე სახლებიც ვეღარ ქირავდება. ზოგ სამსახურში 2 კაცი მორიგეობით მუშაობს რომ უბრალოდ გადასახადები გადაიხადონ და ჭამონ. ეგრეც ხდება. კალიფორნიაში ბევრად უკეთსი სიტუაციაა ამჯერად. ნაცნობი თუ გყავს მითუმეტეს ლიფტის და უბერის ანგარიშს გაგიკეთებს და იმუშავებ

Posted by: Grows 13 May 2023, 23:15
მამაო თამაზი

ტურისტული ვიზით ოფიციალურად დასაქმდები სადმე კალიში?
მაგალითად სადმე ოფისში ადმინად ან ქსთომერ სერვისში ან ეგეთში
ან სულაც მაღაზიაში

მანქანის ტარება საერთოდ არ მხიბლავს.

Posted by: WalterWhite7 14 May 2023, 00:17
Grows
გირჩევ ლეგალური გზები ეძებო
რა უნდა გადაგიხადონ არალეგალურად მუშაობაში , მინიმალური ანაზღაურება რომელიც ერთი პატარა ოთახის საქირაებლადაც არ გეყოფა ან დაშეარებული საცხოვრებლში მოგიწევ ქირაობა
მაგას ჯობს საქართველოში დარჩე

Posted by: Grows 14 May 2023, 01:03
WalterWhite7

QUOTE
გირჩევ ლეგალური გზები ეძებო
რა უნდა გადაგიხადონ არალეგალურად მუშაობაში , მინიმალური ანაზღაურება რომელიც ერთი პატარა ოთახის საქირაებლადაც არ გეყოფა ან დაშეარებული საცხოვრებლში მოგიწევ ქირაობა
მაგას ჯობს საქართველოში დარჩე


გეთანხმები. მეც ასე ვფიქრობ.

ის ვერ გამიგია, როგორ შოულობს იქ ხალხი ფულს, ვინც არალეგალურადაა. რა ხელფასები აქვთ ასეთი, რომ 1500+ ბინაში იხდიან, პლუს ხარჯები და მერე თბილისში ბინებს ყიდულობენ ზემოდან.

Posted by: მამაო თამაზი 14 May 2023, 02:44
Grows
ვერა. ტურისტული ტურისტულია. მუშაობას უნდა social security ან work authorization როცა უცხოელი ხარ. მარა თუ ხელს მოაწერ ამერიკელთან social security მოგცემენ და იმუშავებ ლეგალურად

ამ ეტაპზე არ ღირს აქ არალეგალურად ყოფნა. აღარ ღირს.


ძაან რთულ გზას გაივლი ამ ეპატზე არალეგალად და სანამ საბუთებს მოაგვარებ კი გახდები 50 წლის. ადრე უკეთესი იყო

Posted by: WalterWhite7 14 May 2023, 02:44
QUOTE
რა ხელფასები აქვთ ასეთი, რომ 1500+ ბინაში იხდიან, პლუს ხარჯები და მერე თბილისში ბინებს ყიდულობენ ზემოდან.

ძირითადად ეგ ხალხი არის მოხუცების მომვლელად ვინც მუშაობს რადგან არ ეხარჯებათ ფული ბინის ქირაობაში და საჭმელში
* * *
ან გრინ კარტა ვინც მოიგო და ლეგალურად მუშაობს

Posted by: მამაო თამაზი 14 May 2023, 12:17
WalterWhite7
QUOTE
ძირითადად ეგ ხალხი არის მოხუცების მომვლელად ვინც მუშაობს რადგან არ ეხარჯებათ ფული ბინის ქირაობაში და საჭმელში

შეცდომაში შეგყავს ხალხი. მე არ ვიცი შენ რა ხალხთან გაქ საქმე მაგრამ მე ვისთანაც მაქ იქიდან არც ერთი არ უვლის მოხუცს და არც რულს ატრიალებს.

საკმაოდ ბევრს აქვს ბიზნესები, ძალიან ბევრი მუშაობს კარგ ადგილას, ზოგი ადვოკატია, ზოგი პარალეგალი, ზოგს რესტორანი აქვს. მეც მაქ სახლი თბილისში, ერთი კოჯორში და ერთსაც ეხლა ვიშენებ ბათუმში. არც ტრაილერის პრავა მაქვს და არც მოხუცთან მიმუშავია 1 დღეც. ქართველები საკმაოდ წარმატებული ხალხია უკვე. მაგრად გაიქაჩნენ.

მოხუცთან ძირითადად არალეგალები მუშაობენ.

გადმოდი კალიფორნიაში და ვერც ერთ ღარიბ ქართველს ვერ ნახავ. ყველას 2 ან 3 მანქანა სახლები და მთელი ამბები.

Posted by: Grows 14 May 2023, 12:42
მამაო თამაზი

ფულიანი არალეგალები იგულისხმა ვალტერმა. ბიზნესიანებს არ აკნინებს biggrin.gif

შენ ამბობ რომ ახლა აღარ ღირსო, მაგრამ ჩემი სანაცნობოდან 20-მდე ადამიანი წამოვიდა გასული სექტემბრიდან დღემდე მექსიკის გავლით არალეგალურად. აი მაგათმა რა უნდა გააკეთონ? ტყუილად წამოვიდნენ? ბიზნესის გამკეთებელი არცერთი არაა ამ ეტაპზე. სესხი აიღეს და ისე წამმოვიდნენ. 10კ ჯდება ეს გზა - ჯერ ევროპაში ჩადიხარ, მერე ცენტრალურ ამერიკაში, იქიდან მექსიკაში და ბოლოს ამერიკაში.

შენ ბიზნესს ეწევი თუ დასაქმებული ხარ?

Posted by: WalterWhite7 14 May 2023, 13:08
QUOTE
საკმაოდ ბევრს აქვს ბიზნესები, ძალიან ბევრი მუშაობს კარგ ადგილას, ზოგი ადვოკატია, ზოგი პარალეგალი, ზოგს რესტორანი აქვს. მეც მაქ სახლი თბილისში, ერთი კოჯორში და ერთსაც ეხლა ვიშენებ ბათუმში.

კარგია ყოჩაღ
და ამერიკაშიც გაქვს? თუ იქ ქირით ამჯობინებ?

Posted by: შარი10 14 May 2023, 19:15
Grows
QUOTE
შენ ამბობ რომ ახლა აღარ ღირსო, მაგრამ ჩემი სანაცნობოდან 20-მდე ადამიანი წამოვიდა გასული სექტემბრიდან დღემდე მექსიკის გავლით არალეგალურად. აი მაგათმა რა უნდა გააკეთონ?

არ არიან ეგენი არალეგალები
ნახევარ წელიწადში მუშაობის უფლება აქვთ ვინც ჩაბარდა საზღვარზე

Posted by: Grows 14 May 2023, 20:28
შარი10
QUOTE
არ არიან ეგენი არალეგალები
ნახევარ წელიწადში მუშაობის უფლება აქვთ ვინც ჩაბარდა საზღვარზე


გასაგებია


Posted by: მამაო თამაზი 14 May 2023, 21:10
Grows
QUOTE
შენ ამბობ რომ ახლა აღარ ღირსო, მაგრამ ჩემი სანაცნობოდან 20-მდე ადამიანი წამოვიდა გასული სექტემბრიდან დღემდე მექსიკის გავლით არალეგალურად. აი მაგათმა რა უნდა გააკეთონ?

სოუშელს უნდა დაელოდონ. მანამდე კიდე იპახაონ. მარა არც სოუშელის მერე მოდის დალხენილი ცხოვრება და მერე გიწევს რულის ტრიალი. სოუშელი ეგაა ნომერი რითიც იხდი გადასახადს და გაქვს მუშაობის უფლება. კარგ სამსახურებში მწვანე ბარათი უნდა. რა უნდა ქნან და რული ატრიალონ თუ სოუშელი აქვთ უკვე. მერე კიდე კანკალში უნდა იყო როდის მოგიწევს სასამართლო და ან გაგიშვებენ ან კიდე გაიწელება კეისი. საქმე იმაშია რომ ყველა ნიუ იორკში ჩადის და გადაივსო იქაურობა. მარტლა გადაივსო ნახე ამერიკული ჯგუფები. ყველა სახლს ეძებს, ზოგან ერთ ოთახში 7 კაციც კი ცხოვრობს

დასაქმებული ვარ. ბიზნესის ნიჭი დიდად არ აღმომაჩნდა down1.gif

WalterWhite7
QUOTE
და ამერიკაშიც გაქვს? თუ იქ ქირით ამჯობინებ?

არა ქირის დედაც. ეხლა ვაპირებ კრედიტით ვიყიდო. ერთ შტატში მუდმივად არ მიწევდა ცხოვრება ამიტომ ვერ ვყიდულობდი ვერსად. მარა მილიონერიც არა ვარ მაგარ უბანში ვიყიდო ბინა.

მარა ტეხასში 200 000 ად ორ სართულიან სასახლეს იყიდი თავისი დიდი მიწით კარგ ადგილზე.
ტეხასი კიდე ნელ ნელა ვითარდება. რაც ილონ მასკი წავიდა იქით ბევრი გადაყვა.


Posted by: Harley Davidson 14 May 2023, 21:22
მამაო თამაზი
QUOTE
მარა ტეხასში 200 000 ად ორ სართულიან სასახლეს იყიდი თავისი დიდი მიწით კარგ ადგილზე.

სად?
სერიოზულად ვკითხულობ, რადგან გექნება რაღაც რისერჩი გაკეთებული ამ თემაზე :დ

ვირჯინიაში გადმოვსახლდი და მივხვდი, რომ ისტ კოსტი ყველგან ერთი .!.-ა.

Posted by: Grows 14 May 2023, 21:22
მამაო თამაზი
QUOTE
სოუშელს უნდა დაელოდონ. მანამდე კიდე იპახაონ. მარა არც სოუშელის მერე მოდის დალხენილი ცხოვრება და მერე გიწევს რულის ტრიალი. სოუშელი ეგაა ნომერი რითიც იხდი გადასახადს და გაქვს მუშაობის უფლება. კარგ სამსახურებში მწვანე ბარათი უნდა. რა უნდა ქნან და რული ატრიალონ თუ სოუშელი აქვთ უკვე. მერე კიდე კანკალში უნდა იყო როდის მოგიწევს სასამართლო და ან გაგიშვებენ ან კიდე გაიწელება კეისი. საქმე იმაშია რომ ყველა ნიუ იორკში ჩადის და გადაივსო იქაურობა. მარტლა გადაივსო ნახე ამერიკული ჯგუფები. ყველა სახლს ეძებს, ზოგან ერთ ოთახში 7 კაციც კი ცხოვრობს


გასაგებია <3


Posted by: neocyberman 21 May 2023, 09:21
იძახიან რომ აქ მაგარია
.......................................................

Posted by: lume 22 May 2023, 13:08
ისე რა ეშველება ტრაილერის ხალხს? უფრო იმათ სახლები ვისაც აქვს ვალით აღებული

ჯერ უბერი იყო

მერე ტრაილერი

ეხლა მანქანაზე ტაჭკის ჩაბმა და მანქანების გადატანა

Posted by: white 23 May 2023, 11:43
Harley Davidson
QUOTE
სად?
სერიოზულად ვკითხულობ, რადგან გექნება რაღაც რისერჩი გაკეთებული ამ თემაზე :დ

მე მეინის შტატში ვაპირებ, მიწის ფასებს რო გადავხედე ყველაზე კარგი მაქ მეჩვენა, რისთვისაც მე მინდა
მაგ ფასში რამოდენიმეცვ ვნახე უკვე

Posted by: Harley Davidson 23 May 2023, 22:01
lume
QUOTE
ისე რა ეშველება ტრაილერის ხალხს?

რეცესიის დასრულება.
არც პირველია, არც უკანასკნელი.
გადატანა უნდა ისწავლონ. კორონასდროინდელი რეიტები მუდმივი რომ არ იქნებოდა, განსწავლულ ხალხს უნდა სცოდნოდა წესით.
white
მეინი კაია, მარა მაინც ისტია რა smile.gif)

Posted by: lume 23 May 2023, 22:21
Harley Davidson

ისე რამდენ ხანში ერთხელ ხდება ტრაილერის თემის ჩავარდნა?

9-10 წელში ერთხელ?


Posted by: Frankens†ein 24 May 2023, 01:05
Harley Davidson
QUOTE
მეინი კაია, მარა მაინც ისტია რა

ვესთსაც დარხეული აქვს smile.gif
კალიფორნია/სან ფრანცისკო ადრე სამოთხე რო იყო, წელს აღარაა მასე.
მოქალაქეებზე არ ვამბობ, ეგენი ცხოვრობენ ბედნიერად smile.gif
მუშაობის უფლების გარეშე ადრე რო ეყარა სამსახურები და იქით გეხვეწებოდნენ, ეხლა ერთ ვაკანსიაზე ათი მსურველი მოდის smile.gif
რუსები/უკრაინელები არიან ძაან ბევრნი შემოსულები.
ქართველებისგან განსხვავებით ჭკვიანები არიან, უკეთესი გემოვნება აქვთ და ნიუ იორკს კალიფორნია და ბეი არეა არჩიეს smile.gif
მაგრამ ეგ სოუშელი ვისაც აქვს, იმათთვისაც ჭირს უკვე სამსახურის მოძებნა, როცა მოთხოვნადი პროფესია არ გაქვს.
რაღავ ბანძი ვაკანსიები კი არის, მინიმალურ ანაზღაურებაზე, 20$/სთ, მაგრამ მანდაც სოუშელს ითხოვს ყველა.
ვინც არ ითხოვდა, შევსებულები არიან, იმდენი მასეთი სამსახურის მაძიებელი იყო...

აქ კონსულთან ვმეგობრობ და ვინც მექსიკიდან ქართველი შემოვიდა, ყველა ვესთის საკონსულოს გავლით გამოუშვეს და ყველა ნიუ იორკში მიდიოდა, აქ არავინ რჩებოდაო smile.gif

ბინები სან ფრანცისკოშიც ჭირს, როგორც ამბობენ.
ბევრი სახლი კი არის გასაქირავებელი მაგრამ აქაური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ურჩევნიათ არ გააქირაონ, ვიდრე საეჭვო ტიპები შეუშვან, რომლებიც არ გადაიხდიან ქირას და სანამ გამოასახლებ თვეები ან წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეთ...

მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის და მექსიკის საზღვრის შემდეგ ამერიკა აღარაა ის ამერიკა ბედის მაძიებლებისთვის smile.gif

მექსიკაზე ესენიც(დემოკრატები) მიხვდნენ რო რაღაც მთლად სწორად ვერ გააკეთეს და დაიკეტა ეგ პონტი და ტრამპი თუ მოვიდა, უმეტესობას გააბრუნებენ უკან, თავშესაფრის მაძიებლებსო, ეგეთი პროგნოზებია...

Posted by: Harley Davidson 24 May 2023, 01:59
lume
QUOTE
ისე რამდენ ხანში ერთხელ ხდება ტრაილერის თემის ჩავარდნა?

ასეთი მასიური იშვიათად.
მასიურში ვგულისხმობ რამდენიმე კომპონენტს, რომელიც ერთდროულად გაეძრო: consumer spending-ის და, შესაბამისად, ტვირთების რაოდენობის კლება. ამას დამატებული საწვავზე ფასების კატასტროფული ზრდა + რეცესია. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ :/
ბოლოს კრიზისი იყო 2016 წელს. ბლოგერების იმდროინდელ ვიდეოებს რომ უყურო, ნახავ რა რეიტებიც იყო და ნელ-ნელა იმ რეიტებისკენ ვბრუნდებით. Frankens†ein
დიდ ქალაქებს არც კი განვიხილავ. ვესტს განვიხილავ მხოლოდ ორეგონის სახით. კალიფორნიისკენ არც კი გავიხედები არასდროს და იმედია გამოეყოფა საერთოდ შტატებს :დ no offence, უბრალოდ მეზიზღება იქაურობა.
ნიუ იორკს, როგორც იქნა, მოვშორდი და იქ დამბრუნებელი არ ვარ.
წელს რამდენიმე შტატი მაქვს სანახავი და მივიღებ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, თუ სად ჩავაგდებ ღუზას.

Posted by: Frankens†ein 24 May 2023, 06:17
Harley Davidson
QUOTE
კალიფორნიისკენ არც კი გავიხედები

დიდი ქალაქები საშინელებაა, მაგრამ სან-ფრანცისკოს შემოგარენის, ბეი არეას პატარა ქალაქები იდეალური ადგილია საცხოვრებლად, მთელ სამყაროში - ქვემოთ მაუნთინ ვიუ - პალო ალტო, კუპერტინო - სანივეილ - სარატოგა, რედვუდ სიტი...
ზემოთ - საუსალიტო - ტიბურონი, კორტე მადერა - სან ანსელმო...
ერთი ისაა, რომ ჩვენნაირი მოკვდავებისთვის არაა sad.gif biggrin.gif
მინიმუმ ჩემნაირი, ჩემი შესაძლებლობების ადამიანისთვის ოცნებას ვერ გაცდება მანდ ცხოვრება smile.gif

QUOTE
თუ სად ჩავაგდებ ღუზას.

ღუზის ჩასაგდებად წყნარი ამერიკული ქალაქი ჯობია რა თქმა უნდა, კარგი ჰავა იყოს და სოციალური მდგომარეობა კარგი და კრიმინალი დაბალი...

Posted by: Jorik 24 May 2023, 11:08
აქ პოსტავდა ორეგონელი იუზერი, მაგრად აქებდა

Posted by: Popper 24 May 2023, 13:12
QUOTE (მამაო თამაზი @ 14 May 2023, 12:17 )
WalterWhite7
QUOTE
ძირითადად ეგ ხალხი არის მოხუცების მომვლელად ვინც მუშაობს რადგან არ ეხარჯებათ ფული ბინის ქირაობაში და საჭმელში

შეცდომაში შეგყავს ხალხი. მე არ ვიცი შენ რა ხალხთან გაქ საქმე მაგრამ მე ვისთანაც მაქ იქიდან არც ერთი არ უვლის მოხუცს და არც რულს ატრიალებს.

საკმაოდ ბევრს აქვს ბიზნესები, ძალიან ბევრი მუშაობს კარგ ადგილას, ზოგი ადვოკატია, ზოგი პარალეგალი, ზოგს რესტორანი აქვს. მეც მაქ სახლი თბილისში, ერთი კოჯორში და ერთსაც ეხლა ვიშენებ ბათუმში. არც ტრაილერის პრავა მაქვს და არც მოხუცთან მიმუშავია 1 დღეც. ქართველები საკმაოდ წარმატებული ხალხია უკვე. მაგრად გაიქაჩნენ.

მოხუცთან ძირითადად არალეგალები მუშაობენ.

გადმოდი კალიფორნიაში და ვერც ერთ ღარიბ ქართველს ვერ ნახავ. ყველას 2 ან 3 მანქანა სახლები და მთელი ამბები.

ამერიკაში თუ ხარ და ფული იშოვე, კოჯორი, შმოჯორი და ბათუმის სახლები რაღად გინდა. :დ
პროსტა მგონი ის მომენტია, რომ ასეთი ხალხი, მართალია ცოტა ფული იშოვა ამერიკაში, მაგრამ იქ მაინც არავინ არ არის ადგილობრივ საზოგადოებაში და ისევ აქ იშენებენ სახლებს და მარიაჟობენ ამერიკაში ნაშოვნი ფულით.
აბა ამერიკაში რეალიზებული ადამიანი იყო და მაინც კოჯორში და წავკისში მოიწევდე საცხოვრებლად აქაურ კორუმპირებულ ბობოლებთან ერთად, ცოტა არ მესმის. :დ

Posted by: Frankens†ein 24 May 2023, 20:52
Popper
რას ნიშნავს სიტყვა რეალიზებული smile.gif
ვინც ეგ სიტყვა მოიფიქრა პირველად და ხალხს თავში ჩაუბეჭდა დასაზომბირებლად, იმის სუყველაფერი #######...
რეალიზება რა არის, ბოლომდე გამოიწუროს ადამიანი, დედა მოი###ას, რომ მუშაობით - საკუთარი თავის ექსპლუატაციით რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაოს? facepalm.gif
თუ არ გდევნიან, გჩაგრავენ ან გავიწროებენ, თუ ყველა პირობა გაქვს შექმნილი ღირსეულად ცხოვრებისთვის, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი არ ჯობია, სახლში ხარ, შენიანები გყავს გარშემო...
წავიდა ადამიანი ამერიკაში, აეწყო, დააგროვა კაპიტალი და პენსიაზე რო გავა, სადმე მოხუცთა გასისინებულ სახლში წავიდეს თუ მარტომ იცხოვროს და პარკში ისეირნოს მარტომ.
საკუთარ ქვეყანას არაფერი ჯობია, სადაც სულიერი კავშირი გაქვს ხალხთან, ქვეყანასთან...
რამდენი ძალიან მდიდარი ადამიანია, სამყაროს ნებისმიერ წერტილში ცხოვრება რო შეუძლიათ, ბიძინადან დაწყებული, ხაზარაძე-ჭყონიებით გაგრძელებული...
მაგრამ უზრუნველყოფილი თუ ხარ და არანაირი სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვება არ გაქვს, საკუთარ ქვეყანას არაფერი ჯობია...
გაბოროტებული თუ არის ადამიანი და საკუთარი გაჭირვების და/ან არსებული უსამართლობის გამო ყველაფერი ეზიზღება, ეგ სხვა ამბავია...
მაგრამ ეგეთი ვერც იმ ამერიკაში იქნება ბოლომდე ბედნიერი, რაც არ უნდა "რეალიზდეს"...
რაღაც კონკრეტული მიზნის დასახვა-მიღწევა ბედნიერება არ არის, მოჩვენებითი ბედნიერებაა...
ჩვენ Y ქვეყანაში რო ცხოვრობ, ცოტა ძნელია იმის გაგება, რატომ მოუწევს სხვა ქვეყანაში "ცხოვრებააწყობილ" ხალხს გული ისევ სამშობლოსკენ...

Posted by: დრიდინა 28 May 2023, 07:40
მესამე წელია აფტეიტ ნყ-ში ვარ, პატარა ქალაქში და ძაან კაი აქ , არ ვიცი რატო აჯვამთ ისტს :დ ნუ რავი ფლორიდაც ისტია და ბაზარი არაა, მაგის წუმპე დდშვც, თავისი ###ობა დესანტისიანად :დ მარა ნორს-ისტი კაია, რავი :დ
* * *
ჰოდა, აქ ვიღაც წერდა, აუო, ძმაო რთულიაო-ს რო ამბობე რა გაწუწუნებთო :დ

რთულია ძალიან და მაგარი ###ობაცაა თან. "რატო არ მოდიხააააარ" კაია smile.gif)) ბევრი ფაქტორია რისგამოც ვერ მოდიან ან მიდიან ადამიანები აქედან.

აი, რო ჩამოხვალ ჯიგარსონ, მამაო თამაზას წყალი გადმოგსხმოდეს, მარა თვითონაც ნახავ :დ

Posted by: Mr_Crowley 28 May 2023, 10:55
მამაო თამაზი
QUOTE
მარა ტეხასში 200 000 ად ორ სართულიან სასახლეს იყიდი თავისი დიდი მიწით კარგ ადგილზე.

რანაირად? მაგ ფასში დიღომი 7-ში ვერ იყიდი ცარიელა მიწას....

აგერ აა დასტური, 850კ$ გჭირდება მხოლოდ მიწაში (ისიც ნუ ძალიან დიდი არაა 800კვ.მ, სოფელში 1ჰა მაქვს ეზო)

სახლს ავაშენებთო კი წერია ისე მარა რიავიცი აბა...
user posted image

Posted by: დრიდინა 28 May 2023, 20:36
ტეხასია რ ვიცი და მე 49კ-დ ვიყიდე ჩემი სახლი :დ ძველია, ორ სართულიანი 4 ბედრუმი და აბაზანა მაქვს ზემოთ და სამი ოთახი ქვემოთ. 2,5კ სქ.ფტ. არის ფართობი.

60კ-ში გაიყიდა ჩემს მეზობლად 2 ოჯახიანი სახლი. ერთში იცხოვრებ მეორეს აქირავებ :პ

ახლა გაძვრიებულია უფრო, წესით. არ ვიცი ზელლ.კომს ჩემი სახლი 118კ-ში აქვს შეფასებული, ანუ ასე 80-ში გავყიდი რამე რო იყოს :პ

პ.ს. სახლი მაქვს აგერ, მარა მაინც ###ობაა ეს ქვეყანა და ძაან რთულია smile.gif

Posted by: Краянин 29 May 2023, 00:38
დრიდინა
QUOTE
პ.ს. სახლი მაქვს აგერ, მარა მაინც ###ობაა ეს ქვეყანა და ძაან რთულია

საქართველოში ყოფნაზე რთული არა მგონია იყოს

Posted by: kolopolo 29 May 2023, 17:46
QUOTE
მეც მაქ სახლი თბილისში, ერთი კოჯორში

მამაო თამაზი
მოკითხვა კოჯრიდან ბარათაშვილის ქუჩიდან smile.gif))))))))))

Posted by: მამაო თამაზი 6 Jun 2023, 09:29
kolopolo
QUOTE
მოკითხვა კოჯრიდან ბარათაშვილის ქუჩიდან

wow.gif

ვაა რომელი ხარ? მოკითხვა მოკითხვა. უეჭველი გიცნობ.

Posted by: დრიდინა 6 Jun 2023, 14:26
მამაო თამაზი
შენ ფინურებში იჩითებოდი ხო? რაღაც ეგრე მახსოვს :დ

Posted by: მამაო თამაზი 6 Jun 2023, 19:42
დრიდინა
QUOTE
შენ ფინურებში იჩითებოდი ხო? რაღაც ეგრე მახსოვს :დ

კი ფინურებშიც, ცენტრშიც. ფინურებში უფრო ფეხბურთის სათამაშოდ. აზეულას მაღაზიასთანაც.

ვახ კიდევ ერთი ადამიანი ვისაც კოჯორთან აქვს კავშირი lol.gif love.gif ძაან მაგარია. სახლი მაქვს იქ. თუმცა დიდი ხანია არ ვყოფილვარ იქით.

Posted by: Frankens†ein 6 Jun 2023, 22:03
QUOTE (Mr_Crowley @ 28 May 2023, 10:55 )
მამაო თამაზი
QUOTE
მარა ტეხასში 200 000 ად ორ სართულიან სასახლეს იყიდი თავისი დიდი მიწით კარგ ადგილზე.

რანაირად? მაგ ფასში დიღომი 7-ში ვერ იყიდი ცარიელა მიწას....

აგერ აა დასტური, 850კ$ გჭირდება მხოლოდ მიწაში (ისიც ნუ ძალიან დიდი არაა 800კვ.მ, სოფელში 1ჰა მაქვს ეზო)

დიღომი 7-ში ვერა, მაგრამ დედოფლისწყაროში იყიდი smile.gif
ტეხასის საპირწონედ თბილისის ყველაზე პრესტიჟული ადგილის მოყვანა არამართებულია smile.gif

Posted by: Mr_Crowley 6 Jun 2023, 22:29
Frankens†ein
QUOTE
ტეხასის საპირწონედ თბილისის ყველაზე პრესტიჟული ადგილის მოყვანა არამართებულია

მე არ მითქვამს წყნეთი და ვაკე-ვერა.
დიღომი 7 მთლად ყველაზე პრესტიჟული არაა თბილისში. თუმცა პოლო დროს გაპიარდა უაზროდ.

ტეხასში კი არა საერთოდ არსად არ ვიცხოვრებ საქართველოს გარდა (ბევრი ვარიანტი მქონია ყოველთვის უარს ვამბობდი), მარგამ ისე ვისაც შეუძლია იყიდოს 100 000$-ად სახლში თბილისში და ამავდროულად უნდა აშშ-ში ცხოვრება რატომ არ/ვერ აკეთებს გაუგებარია მაშინ.

მოკლედ ცოტა მეცოტავება 200კ სახლ-კარი დიდი მიწით აშშ-ში.

რავი შეიძლევა ვცდები დიდი ხანია არ ვყოფილვარ აშშ-ში.


Posted by: Frankens†ein 6 Jun 2023, 23:33
Mr_Crowley
QUOTE
მე არ მითქვამს წყნეთი და ვაკე-ვერა.
დიღომი 7 მთლად ყველაზე პრესტიჟული არაა თბილისში. თუმცა პოლო დროს გაპიარდა უაზროდ.

ვაკე-ვერის დდშვც.
ისევ ბანძი ქვეყანა ვართ, დაუნთაუნში ცხოვრება პრესტიჟულად რომ ითვლება.
საცობები, გამონაბოლქვი, ხალხმრავლობა.
დიღომი 7 უაზროდ კი არა აზრიანად გაპიარდა, მანდ ცხოვრებაა ყველაზე კარგი, თბილისში.
ერთი ეგ და მეორე ივერთუბანი, თბილისის ზღვაზე.

QUOTE
მოკლედ ცოტა მეცოტავება 200კ სახლ-კარი დიდი მიწით აშშ-ში.

აშშ დიდია, ტეხასიც.
რეალურია იყიდო სახლი და მიწა მაგ ფასად, მაგრამ გააჩნია სად smile.gif სადმე მიყრუებულ ადგილას შესაძლებელია.
თორემ მეგაპოლისებში ოროთახიანს ვერ იყიდი მაგ ფასად smile.gif

Posted by: მამაო თამაზი 7 Jun 2023, 07:09
გლდანულა რო გაალამაზონ მაგას უბანი არ ჯობია. ტყე იქვეა, სოფელი იქვეა სადაც სოფლის ნობათს იყიდი და ა.შ


მაგრამ არ ყავს პატრონი

Posted by: Harley Davidson 8 Jun 2023, 00:38
მამაო თამაზი
ბატონოჩემო, SC-ზე რას იტყვი?

Posted by: დრიდინა 10 Jun 2023, 01:07
მამაო თამაზი
QUOTE
ფინურებში უფრო ფეხბურთის სათამაშოდ

98-99-ში ვისვენებდი ფინურებში და სულ ფეხბურთს ვუბერავდით :დ მახსოვს მგონი ადრე ვიბაზრეტ მაგაზე, მარა რომელი ხარ ეგ არ მახსოვს :დ თუმცა ის სხვა ნიკით ვიყავი და :დდდდდ

Posted by: დრიდინა 11 Jun 2023, 07:23
Harley Davidson
ისე შენ შემეხმიანე და ვიმოგობროთ თუ გინდა :დდდდ კატოსაც კარგად ვიცნობ, ბტწ :დ

Posted by: white 16 Jun 2023, 17:18
Harley Davidson
QUOTE
მეინი კაია, მარა მაინც ისტია რა )

ვიცი მაგრამ მაგ შტატში ვაპირებ ბიზნესის დაწყებას, სოფლის მმეურნეობის ამბავში, სხვა შტატიდან ხო არ ვივლი biggrin.gif

Posted by: YourFinancialAdviser 19 Jun 2023, 20:25
დორდაშზე რას ჩალიჩობს ეს ხალხი სუფ ფეისბუქში რომ ახსენებნ?

Posted by: Harley Davidson 19 Jun 2023, 22:20
white
QUOTE
სხვა შტატიდან ხო არ ვივლი

lol.gif lol.gif
ეგეც მართალია :დ

Posted by: Miralem Pjanić 20 Jun 2023, 07:44
YourFinancialAdviser
დილივერია, გლოვო ვოლტის პონტში

ლონგ აილენდი ასწორებს, პორტ ვაშინგტონში, გლენ ქოუ ან ბეივილში ვიცხოვრებდი სიამოვნებით mo.gif


Posted by: დიაბლო 27 Jun 2023, 13:00
სამოგაზურო ვიზაზე რეგისტრაციისას მისამართს მთხოვს სადაც ვაპირებ დარჩენას, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტავს კონკრეტული ლოკაცია დასაბინავებლად და რა უნდა მივუთითო? aba.gif

Posted by: ladusha2 28 Jun 2023, 16:18
დიაბლო

უნდა დაბრონო სასტუმრო ისეთი რომლის დაქენსელებაც შეგიძლია, რომ დაბრონავ მიუთითე მაგ სასტუმროს მისამართი.

Posted by: ტანკე 4 Jul 2023, 13:43
აქ ისევ კალიფორნიის ჰეითი მიდის, ხომ? :დ
სან ფრანცისკოზე რაც გინდათ, მკითხეთ smile.gif

Posted by: Frankens†ein 4 Jul 2023, 19:08
QUOTE (ტანკე @ 4 Jul 2023, 13:43 )
აქ ისევ კალიფორნიის ჰეითი მიდის, ხომ? :დ
სან ფრანცისკოზე რაც გინდათ, მკითხეთ smile.gif

შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული ბომჟების რაოდენობა და რისი ბრალია, დაიხოცნენ? biggrin.gif

Posted by: neocyberman 4 Jul 2023, 22:23
ხალხო მექსიკაში ჩახწევის რა გზა არსებობს?

Posted by: ტანკე 6 Jul 2023, 08:23
QUOTE (Frankens†ein @ 4 Jul 2023, 19:08 )
QUOTE (ტანკე @ 4 Jul 2023, 13:43 )
აქ ისევ კალიფორნიის ჰეითი მიდის, ხომ? :დ
სან ფრანცისკოზე რაც გინდათ, მკითხეთ smile.gif

შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული ბომჟების რაოდენობა და რისი ბრალია, დაიხოცნენ? biggrin.gif

ხუმრობ? პირიქით. წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია sad.gif

Posted by: შარი10 6 Jul 2023, 11:05
სად უნდა გააქრო ბომჟი, როცა შესანიიშნავ გარემოს უქმნიან?

ისე ყველაზე მეტი ბომჟი ჰონოლულუში ყოფილა biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 6 Jul 2023, 17:21
QUOTE (ტანკე @ 6 Jul 2023, 08:23 )
QUOTE (Frankens†ein @ 4 Jul 2023, 19:08 )
QUOTE (ტანკე @ 4 Jul 2023, 13:43 )
აქ ისევ კალიფორნიის ჰეითი მიდის, ხომ? :დ
სან ფრანცისკოზე რაც გინდათ, მკითხეთ smile.gif

შარშანდელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული ბომჟების რაოდენობა და რისი ბრალია, დაიხოცნენ? biggrin.gif

ხუმრობ? პირიქით. წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია sad.gif

რავიცი, თვალით რასაც ვხედავ წელს ნაკლები ბომჟები ყრიან, ვიდრე შარშან...
თვლით არ დამითვლია, მაგრამ ჩემს სახლთან, დაუნთაუნიდან ცოტა ზემოთ, ჯაპან თაუნში ქუჩაზე სულ ეყარნენ ბომჟები, წელს აღარ...
დაჟე ტენდერლოინშიც აღარ არიან იმდენნი, რამდენიც შარშან...

2016-ში,პირველად რო ჩამოვედი SF-ში, ბომჟი არ მახსოვს საერთოდ...
2019-დან დაიწყო დედის###ა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე რო დაარბიეს მთელი ქალაქი...

Posted by: Harley Davidson 6 Jul 2023, 19:00
ნიუ იორკის დერმები წარმატებით ბაძავენ თავის სან ფრანცისკოელ კოლეგებს.
დედის პუდელი აღარ ჰყავს ქალაქს.
ძალიანაც კარგი <3

Posted by: Frankens†ein 6 Jul 2023, 19:12
მეგაპოლისებში მასეა.
ვერაფერს იზამ...

ნიუ იორკი მაინც უკანასკნელი ქალაქი მგონია, სადაც ვიცხოვრებდი smile.gif
არსებული სიტუაციიდან და არა ქალაქიდან გამომდინარე...

Posted by: WalterWhite7 6 Jul 2023, 23:52
ამერიკის საგადასახადო კოდის TIN ვინმეს აგიღიათ საქართველოდან? სოციალ სეკურიტის გარეშე?
200 დოლარს აფასებენ და მაინტერესებს ისე თუ შეიძლება უფასოდაც

Posted by: ტანკე 7 Jul 2023, 08:32
Frankens†ein
თვალი აშკარად გატყუებს. პაუელისა და ბუშის კვეთაზე ვცხოვრობ (ცენტრზე ცენტრი) და ბომჟებზე უფრო მეტნი მხოლოდ მოსაქმებულებია ქუჩებში sad.gif ადრე აქა იქ თუ მხვდებოდა, ახლა ყველგანაა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ზოგადად, სან ფრანცისკო დაიცალა ხალხისგან, რადგან კოვიდმა ონლაინ სამსახურები წინ წამოწია და ხალხი ისთ ბეიში გადავიდა საცხოვრებლად (სან რამონი, მარტინეზი და ა.შ.), მაგრამ ბომჟებს ეგ არ ეხებათ. პირიქით, მთელი ამერიკიდან ჩამოდიან აქ, რადგან სასათბურე პირობები აქვთ. ბომჟების თემაზე ბევრი ბობოლა ენჯეოშნიკი მილიონებს შოულობს sad.gif
მეც პირველად 2016-ში ჩამოვედი სან ფრსნცისკოში და ადგილობრივები ამბობენ, რომ ოქროს ხანა იყო. ეგ ხანა ასე 2006-2008 წელს დაიწყო და სადღაც 10 წელი გაგრძელდა. ახლა სან ფრანცისკო საშინელ მდგომარეობაშია.
WalterWhite7
რად გინდა ItIN?

Posted by: Frankens†ein 8 Jul 2023, 07:25
ტანკე
QUOTE
პაუელისა და ბუშის კვეთაზე

მე ცოტა ზემოთ, ჯაპან თაუნში.
ჩამოიწიეს ალბათ ქვემოთ ))
არადა სეიფვეის გვერდზეა ჩემი შენობა და მინიმუმ 10 ბომჟი მაინც ეყარა ხოლმე ))
წელს სუფთაა იქაურობა...

ზოგადად გეთანხმები, დედა ეტირა სან ფრანცისკოს...
ყველა გარბის, ძველი სან ფრანცისკოელების გარდა - აი, სოლოლაკში რო ცხოვრობენ ავარიულ ბინებში, მაგრამ სოლოლაკელობას არ თმობენ, მაგ პონტში )))

ჩემები კუპერტინოში გადავიდნენ, იდეალური ადგილია საცხოვრებლად...

პრინციპში, მაგათ სან ფრანცისკოში ბომჟები არ არიან smile.gif
სუპერმარკეტები არაა, მეტრო და ავტობუსი არ დადის და რა უნდათ მანდ ბომჯებს smile.gif

Posted by: DORO 8 Jul 2023, 11:05
დეურბანიზაცია დაწყებულა კიარადა გრძელდება ამერიქებში.

სადღაც 3 -5 წელიწადში საქართველო -თბილისამდეც მოაღწევს . old.gif

Posted by: blablablaaa 10 Jul 2023, 18:31
ვინმე თუ საქმის კურშია ამერიკულ ტურისტულ ვიზას როცა ართმევენ საელჩოში უხაზავენ ვიზაზე რამეს თუ როგორ ხდება ? ვერ მივხდი ვალიდურია თუ არაა

Posted by: დრიდინა 10 Jul 2023, 23:59
QUOTE
ვერაფერს იზამ...


გამართული სოციალური პროგრამები უნდა მაგას და იზამ.

3.4 მილიარდით რო გაუზარდა პოლიციას ნიუსომმა ბიუჯეტი და მხოლოდ 400 მილიონიტ გაზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება და რაღაცნაირად მაინც დეფანტ პოლისზე რო უტრაკებთ მაგის ბრალია :დ

8 მილიარდი რო აქვს ნიუ-იორკის პოლიციას, მხოლოდ სითის, ბიუჯეტი და ამ დროს ბიბლიოთეკების ბიუჯეტებს ქათავენ რო დეფიციტი შეავსონ, ე, მანდაა პრობლემა.

ანუ მართლა რამდენი ფული უნდა ჩაიყაროს ძალოვან სტრუქტურებში, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ მაგ ფილოსოფიის ხალხი, რომ it's not working და "ნუ რასიზმ"-ის ძახილს იქნება, გვეცადა სოციალურად სამართლიანი და გამართული სისტემის შექმნა, მარა ნუ რას იზამ :დდდდდდდ

:ატლასმა_მხრები_აიჩეჩა: :დ

Posted by: .DG. 12 Jul 2023, 06:50
blablablaaa
QUOTE
ტურისტულ ვიზას როცა ართმევენ საელჩოში უხაზავენ ვიზაზე რამეს თუ როგორ ხდება ? ვერ მივხდი ვალიდურია თუ არაა

შტამპავენ - Cancelled smile.gif


Posted by: blablablaaa 12 Jul 2023, 14:58
ანუ თუ არაა დაშტამპული ესეიგი ვალიდურია ? ვაააა რა მაგარია

Posted by: WarriorX 12 Jul 2023, 17:45
QUOTE (ტანკე @ 4 Jul 2023, 13:43 )
აქ ისევ კალიფორნიის ჰეითი მიდის, ხომ? :დ
სან ფრანცისკოზე რაც გინდათ, მკითხეთ smile.gif

ჰეითი არ ვიცი მარა ერთი ესეთი ესეთი კითხვა მაქვს. სამუშაოების ამბავში რა სიტუაციაა? ახალჩასული ტიპისთვის რამდენად სწორი ვარიანტია სფ, რადგან ნიუ იორკზე ძვირია ფაქტობრივად. სამუშაოში ვგულისხმობ ზოგადად სიტუაციას, როგორც საბუთიანი, ისე უსაბუთო ტიპისთვის, ანუ სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით ზოგადად რამდენად უკეთესი ვარიანტია სფ?
2004-05 ში ვსწავლობდი მანდ და რასაც ვუყურებ და ვიგებ იმისგან ბევრი აღარაფერია დარჩენილი.
ხოდა ეგ მაინტერესებდა, წასვლის პონტში all things considered რა სიტუაციაა სხვა დიდ ქალაქებთან (ნიუ იორკი, ელეი, ჩიკაგო, რავი რომელთან შედარებაც შეგიძლია თუ გაქვს ინფო) შედარებით?
ან პლიუსები რა აქვს და მინუსები? (კაცმა რო ახალი სტარტი აიღოს მაგ გადმოსახედიდან)

Posted by: Frankens†ein 12 Jul 2023, 20:15
WarriorX
გუგლს თუ დავუჯერებთ, ნიუ იორკი სან ფრანცისკოზე ძვირი ქალაქია smile.gif

Posted by: WalterWhite7 13 Jul 2023, 01:21
EB ით ვინმე ხართ ამერიკაში? რამდენად რეალურია ამ კატეგორიით მოხვედრა უბრალო პრფესიონალითვის?
12 k მთხოვს ადვოკატი და რაიმე სკამია?
თუ იცით იაფიანი ადვოკატები?

Posted by: WarriorX 13 Jul 2023, 10:06
Frankens†ein
გუგლის და ინტერნეტ ინფოს იქით მაინტერესებს, პრაქტიკაში რა ხდება და როგორ თორე search-ით მეც ვნახე რაღაც რაღაცეები smile.gif

Posted by: Frankens†ein 13 Jul 2023, 11:13
QUOTE (WarriorX @ 13 Jul 2023, 10:06 )
Frankens†ein
გუგლის და ინტერნეტ ინფოს იქით მაინტერესებს, პრაქტიკაში რა ხდება და როგორ თორე search-ით მეც ვნახე რაღაც რაღაცეები smile.gif

სან ფრანცისკოში ჩამოვდივარ ხოლმე ზაფხულობით, ტურისტულად და ვიცნობ აქაურებს - დასაქმების კუთხით ბოლო ორ წელში გაუარესდა ვითარება როგორც ამბობენ, ძაან ბევრი ადამიანი შემოვიდა რუსეთ-უკრაინიდან და უფრო მეტი დასაქმების მსურველია, ვიდრე მოთხოვნა...

ნიუ იორკშიც მყავს მეგობრები და იქაც მასეა, ნიუ იორკი ათჯერ დიდია სან ფრანცისკოზე და სამუშაოც მეტია, მაგრამ ძაან ბევრი ხალხი ჩავიდა მანდაც და ხალხი უფრო ბევრია, ვიდრე სამსახური...
აქ კონსულია ჩემი მეგობარი და მექსიკიდან რო შემოდიან ქართველები, საკონსულოს უკავშირდებიან და 99% ნიუ იორკში მიდის...

როცა კონკრეტული მოთხოვნადი პროფესია არ გაქვს, ინგლისური არ იცი კარგად, აქ არავინ გხვდება ახლობელი კონკრეტული სამსახურის შემოთავაზებით და ესე ალალბედზე ჩამოდიხარ, არაფერი კარგი პერსპექტივა არ გექნება...

თან კრიზისია შტატებში ეხლა, ცუდი დროა ემიგრაციისთვის...
* * *

ფასებს რაც შეეხება, როგორც ამბობენ ბინის ქირა ძვირია, სხვა შტატებთან შედარებით...

Posted by: WarriorX 13 Jul 2023, 20:21
Frankens†ein
გასაგებია, მადლობა ინფორმაციისთვის boli.gif

Posted by: misha_ 13 Jul 2023, 21:50
WalterWhite7
EB რომელ კატეგორიას უმიზნებ? ქვეკატეგორიები აქვს და თუ სწორად მახსოვს, დამსაქმებელი გჭირდება ორ კატეგორიაში მაინც.

Posted by: WalterWhite7 14 Jul 2023, 00:16
QUOTE
EB რომელ კატეგორიას უმიზნებ? ქვეკატეგორიები აქვს და თუ სწორად მახსოვს, დამსაქმებელი გჭირდება ორ კატეგორიაში მაინც.

NIW დამსაქმებელი რომ არ ჭირდება იმას

Posted by: .DG. 14 Jul 2023, 04:37
blablablaaa
QUOTE
ანუ თუ არაა დაშტამპული ესეიგი ვალიდურია ? ვაააა რა მაგარია

თუ საკონსულომ დაგიბარა და არ მიხვედი შტამპი არ ექნება მაგრამ ქვეყანაში მაინც ვერ შეხვალ.
საიდან გაგიჩნდა ეჭვი რომ გაუქმებულია?

Posted by: Jorik 15 Jul 2023, 09:15
ჩიკაგოზე რას იტყვით?
რატომ არავინ არ მიდის მანდ?
არადა სიდიდით მესამე ქალაქია

Posted by: ტანკე 16 Jul 2023, 19:00
WarriorX
კალიფორნიაში ფეხის ადგმა უფრო რთულია, ვიდრე ნიუ იორკში, რადგან ნიუ იორკში ქართველ-რუსთა კომიუნიტი უფრო ძლიერია და დაბალანაზღაურებადი ან/და ფიზიკური სამუშაოს ნახვა უფრო ადვილია, თან თუ ენა კარგად არ იცი. ჩემი დკავირვებით, სან ფრანცისკოში ბევრად მეტი სამუშაო ადგილია პერ 100კ მოსახლე, ვიდრე ნიუ იორკში. ძაან მარტივია ამის გადამოწმება - გახსენი ინდიიდის აპლიკაცია/ვებსაიტი და ჩაწერე რამე სამუშაო და მიუთითე ნიუ იორკი; მერე იგივე სამუშაო ჩაწერე და მიუთითე სან ფრანცისკო. მერე პროცენტულად შეადარე ამ ქალაქების მოსახლეობა და ნახავ, რომ სან ფრანცისკოში ბევრად მეტი ვაკანსიაა ადგილობრივებისთვის. ცუდი ისაა, რომ აპლიკანტების რაოდენობა ძაან მაღალია, რადგან სხვა შტატებიდანაც აგზავნიან აპლიკაციებს და 1 ადგილზე 200, 5000 და 1000 აპლიკანტი მოდის. სან ფრანცისკო მაინც ყველას იზიდავს, თუნდაც მარტო მაღალი ხელფასების გამო, რაც არ უნდა ილაპარაკონ.
ზოგადად, ამერიკაში სამუშაოს შოვნა ადვილი არაა,მაგრამ კანადასთან, ავსტრალიასთან და ბრიტანეთთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყრია სამუშაოები. ზოგადად, ამერიკაში კაი ფულის შოვნაც შეიძლება განსხვავებით იგივე კანადისგან. სამუშაოს შოვნაზე საშუალოდ მინიმუმ 2-3თვე გინდა (ნუ, მე მინდა,სხვებს 4-6 თვე სჭირდებათ), ისიც მაშინ, თუ არ დაიზარებ და ასე 100-200 კარგ და სწორ აპლიკაციას გააგზავნი.
პირადად მე სამ ადგილას ვმუშაობ - დღის ცვლაში სრულ განაკვეთზე და ღამის ცვლაში ნახევარ განაკვეთებზე. კვირაში 72-80 საათს ვმუშაობ, კვირაში 7 დღე. თუ მოინდომებ, სამსახურს სან ფრანცისკოში ნამდვილად იშოვი, ოღონდ ზუსტად უდნა იცოდე, რას აკეთებ, და ენა უნდა იცოდე კარგად (ინგლისური თუ არა,ესპანური მაინც...ან ე.წ. მანდარინი).
სან ფრანცისკო ძაან ძვირი ქალაქია,მაგრამ მინიმალური ხელფასებიც კი საკამოდ მაღალია. რავი, ერთ სამუშაოზე აქ ვერ იცხოვრებ. მხოლოდ იცოცხლებ (ჰოუმლესად :დ). ხალხს აქ 2 და 3 სამსახური აქვს. და პირადად მე კარგად ვიცი,რატომაც

ბინების შოვნა არაა პრობლემა, თუ კარგი საკრედიტო ისტორია და კარგი შემოსავალი გაქვს.
მე პატარა სტუდიოში 1700 დოლარს ვიხდი თვეში (ადგილი კარგია).

მოკლედ, რთულია,მაგრამ შესაძლებელი. მთავარია, რომ რქებით მიაწვე და არ დაზადნო, განსაკუთრებით - კალიფორნიაში, ველურ დასავლეთში smile.gif


Posted by: GEORGIA007 16 Jul 2023, 20:12
ტანკე
QUOTE
კალიფორნიაში ფეხის ადგმა უფრო რთულია, ვიდრე ნიუ იორკში, რადგან ნიუ იორკში ქართველ-რუსთა კომიუნიტი უფრო ძლიერია და დაბალანაზღაურებადი ან/და ფიზიკური სამუშაოს ნახვა უფრო ადვილია, თან თუ ენა კარგად არ იცი. ჩემი დკავირვებით, სან ფრანცისკოში ბევრად მეტი სამუშაო ადგილია პერ 100კ მოსახლე, ვიდრე ნიუ იორკში. ძაან მარტივია ამის გადამოწმება - გახსენი ინდიიდის აპლიკაცია/ვებსაიტი და ჩაწერე რამე სამუშაო და მიუთითე ნიუ იორკი; მერე იგივე სამუშაო ჩაწერე და მიუთითე სან ფრანცისკო. მერე პროცენტულად შეადარე ამ ქალაქების მოსახლეობა და ნახავ, რომ სან ფრანცისკოში ბევრად მეტი ვაკანსიაა ადგილობრივებისთვის. ცუდი ისაა, რომ აპლიკანტების რაოდენობა ძაან მაღალია, რადგან სხვა შტატებიდანაც აგზავნიან აპლიკაციებს და 1 ადგილზე 200, 5000 და 1000 აპლიკანტი მოდის. სან ფრანცისკო მაინც ყველას იზიდავს, თუნდაც მარტო მაღალი ხელფასების გამო, რაც არ უნდა ილაპარაკონ.
ზოგადად, ამერიკაში სამუშაოს შოვნა ადვილი არაა,მაგრამ კანადასთან, ავსტრალიასთან და ბრიტანეთთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყრია სამუშაოები. ზოგადად, ამერიკაში კაი ფულის შოვნაც შეიძლება განსხვავებით იგივე კანადისგან. სამუშაოს შოვნაზე საშუალოდ მინიმუმ 2-3თვე გინდა (ნუ, მე მინდა,სხვებს 4-6 თვე სჭირდებათ), ისიც მაშინ, თუ არ დაიზარებ და ასე 100-200 კარგ და სწორ აპლიკაციას გააგზავნი.
პირადად მე სამ ადგილას ვმუშაობ - დღის ცვლაში სრულ განაკვეთზე და ღამის ცვლაში ნახევარ განაკვეთებზე. კვირაში 72-80 საათს ვმუშაობ, კვირაში 7 დღე. თუ მოინდომებ, სამსახურს სან ფრანცისკოში ნამდვილად იშოვი, ოღონდ ზუსტად უდნა იცოდე, რას აკეთებ, და ენა უნდა იცოდე კარგად (ინგლისური თუ არა,ესპანური მაინც...ან ე.წ. მანდარინი).
სან ფრანცისკო ძაან ძვირი ქალაქია,მაგრამ მინიმალური ხელფასებიც კი საკამოდ მაღალია. რავი, ერთ სამუშაოზე აქ ვერ იცხოვრებ. მხოლოდ იცოცხლებ (ჰოუმლესად :დ). ხალხს აქ 2 და 3 სამსახური აქვს. და პირადად მე კარგად ვიცი,რატომაც

ბინების შოვნა არაა პრობლემა, თუ კარგი საკრედიტო ისტორია და კარგი შემოსავალი გაქვს.
მე პატარა სტუდიოში 1700 დოლარს ვიხდი თვეში (ადგილი კარგია).

მოკლედ, რთულია,მაგრამ შესაძლებელი. მთავარია, რომ რქებით მიაწვე და არ დაზადნო, განსაკუთრებით - კალიფორნიაში, ველურ დასავლეთში

Meksikidan amerikashi kidev xdeba gadasvla? Ianvarshi axlobeli gogo daacva meksikidan da axla amerikashi 7000$ makvs xelfasio

Posted by: ტანკე 16 Jul 2023, 20:34
GEORGIA007
მექსიკაზე ვერაფერს ვიტყვი. ეგ შენი ახლობელი გოგო დიდი ალბათობით იტყუება.
ჟანრის კლასიკაა.

პროგრამისტის ხელფასი ნაღდად არ აქვთ მექსიკიდან გადასულ (სავარაუდოდ) დამლაგებლებს ან მომვლელებს

Posted by: GEORGIA007 16 Jul 2023, 21:28
ტანკე
QUOTE
მექსიკაზე ვერაფერს ვიტყვი. ეგ შენი ახლობელი გოგო დიდი ალბათობით იტყუება.
ჟანრის კლასიკაა.

პროგრამისტის ხელფასი ნაღდად არ აქვთ მექსიკიდან გადასულ (სავარაუდოდ) დამლაგებლებს ან მომვლელებს

Raze ityueba Tbilishia ar chasula amerikashi da fotoshopit gaketebul fotoebs debs tu tanxas? Ki momvlelad mushaobs new Yorkshi

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2023, 05:13
ტანკე
QUOTE
სან ფრანცისკო ძაან ძვირი ქალაქია

ალბათ ბინის ფასების მხრივ, თორემ პროდუქტები არ ღირს ძვირი, ზოგიერთი თბილისზე იაფიც.
მაგალითად 1 გალონი ფორთოხლის წვენი 6$ ღირს, ანუ 15 ლარამდე, თბილიში ორმაგის გადახდა მოგიწევს, 4 ლიტრიანი ფორთოხლის წვენი რომ იყიდო...
ხარისხის შედარება ცალკე თემაა კიდე...
სეიფვეიში ვყიდულობ პროდუქტებს და ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და უგემრიელესია.
იმ პროპაგანდისტების დდშვც, ბავშვობაში ვინც გვაჯერებდნენ, ამერიკაში ხორცს, ხილს თუ ბოსტნეულს გემო არ აქვსო biggrin.gif
საქართველოში რო ვბრუნდები, მაგრან მიჭირს ხოლმე ქართულ უგემურ პროდუქტებზე გადმოწყობა...

ბინის შოვნა ჭირს მაგრად, ბევრი ეძებს ბინას, არადა უამრავი ცარიელი ბინაა ქალაქში, უბრალოდ როგორც ამბობ, დაბალრისკიანი უნდა იყო გამქირავებლისთვის, უარს რო არ იტყვი გადახდაზე და თვეობით უფასოდ არ იცხოვრებ.
საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს საიდან გექნება ბინის ქირაობის საშუალება, ვინმე თუ არ ჩაგიდგა თავდებში.
სიამოვნებით გადაიხდიან 2000$-ს შენნაირ ბინაში, მექსიკიდან გადმოსული ტიპები, გარაჟებს ქირაობენ 1200$-ად და მეტად და იქ ცხოვრობენ, ბინის ქირაობის საშუალება რო აქვთ.




მე თუ მკითხავდა კაცი, სან ფრანცისკოს ბეი არეა საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად
ოღონდ ბეი არეა და არა თვითონ სან ფრანცისკო.
ოჯახი თუ გყავს, მაშინ ძაან დიდი შემოსავლები უნდა გქონდეს. სან ფრანცისკოში თვეში 10 ათასი არ გეყოფა მაგალითად,
კარგი ბაღი და სკოლა სასწაული ფასები ღირს, დაუჯერებელი.
პლუს მაგას ქუჩაშიც ვერ გამოიყვან გასასეირნებლად, დედა აქვს მო###ული აქაურობას.
სან ფრანცისკო უფრო მარტოკაცისთვისაა იდეალური ან წყვილისთვის.
აქ შეგიძლია იმაზე მეტი გამოიმუშაო, ვიდრე სხვაგან.

ხო, კლუბების დდშვც კიდე smile.gif
ერთი ნორმალური კლუბი ვერ ვნახე.
ლათინო დესპასიტოებია სულ...
სომა როა უბანი, იქაა ვითომ ანდერგრაუნდ კლუბები და იქაც ვიყავი და იქაც Y-ეობა.
ჯერ ამათი დდშვც, სადღაც 12-ისკენ მივედი, ექსტაზი ვხიე და ახალი გახსნილი რო ქონდა, 2 საათზე აინთო შუქები და წავიდა დიჯეი და დამთავრდა ყველაფერი biggrin.gif
რა უნდა მექნა, წამოვედი და ყურსასმენებით ვცეკვავდი სახლში, რა დამაძინებდა biggrin.gif

ემიგრანტებისთვის ცუდი დროა ზოგადად.
იუთუბზეც არაერთი ვიდეო დევს, დედა აქვთ ნატირები ვინც ეხლა ჩამოვიდა არალეგალურად.
მუშახელი იმაზე მეტია, ვიდრე მოთხოვნა, პლუს მაგას კრიზისია შტატებში, ფულის დეფიციტია.
ბევრი გადადის კალიფორნიიდან სხვა შტატებში, ვეღარ ქაჩავენ აქ...


პ.ს. წელს ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ისიც ტურისტული ვიზით.
უბრალოდ ჩემგან განსხვავებით დარღვევას და დარჩენას აპირებდა.
მაგრამ რო ნახა რა სიტუაციაა, ბრუნდება უკან smile.gif
მეც ამ ჩემი ძმაკაცის გამო გავიგე ძაან ბევრი რამე, რაც შორიდან სხვანაირად ჩანდა.
ადრე შეიძლება კარგი იყო აქაურობა ემიგრანტებისთვის, მაგრამ ბოლო ორი წელია დედა ეტირა სიტუაციას, რუსეთ-უკრაინის ომის და მექსიკიდან გადმოსული დიდი მასის გამო.
საქართველოდან ადვილი ჩანს, ყველაზე მაგარი მაინც ტრაილერზე დაჯექი და ფული იშოვეა biggrin.gif
ტიპები მინიმუმ 1000 კილომეტრს გადიან ყოველდღე, საჭესთან გარდაცვლილი იპოვეს არაერთი ქართველი.
და ეგ ტრაილერზე დაჯდომაც ეგრე არაა.
საბუთები უნდა გქონდეს, ლეგალურად თუ არ ხარ და შესაბამისი მართვის მოწმობა არ გაქვს, ვინ დაგსვამს...
ხო და ეს ჩემი ძმაკაცი ბრუნდება უკან, პრინციპში ბევრსაც არაფერს კარგავს, 3-4 ათასი დაუჯდა სულ აქ ჩამოსვლა, ბილეთი და ჯიბის ფული... და რაც აქ დახვდა, მაგას უსევ საქართველოში 2 ათას ლარზე მუშაობა ურჩევნია... ურჩევნია რა, ჯობია ბევრად...
მექსიკიდან რო გადმოდიან და რამდენიმე ათეული ათასი ადევთ კისერზე, იმათი საქმეა ცუდად, ვერ დაბრუნდებიან უკან და უწევთ საშინელ პირობებში ყოფნა.
სან ფრანცისკოში კიდე არ არიან გადმოსული ქართველები, ყველა ნიუ იორკში მიდის, ვიღაცა ნაცნობი ყავს ყველას მანდ, მაგრამ ნაცნობი რას გიშველის, ყველას თავისი გასჭირვებია smile.gif
ამ ჩემ ძმაკაცსაც ვინ აღარ პირდებოდა შენ პროსტა ჩამოდი და დანარჩენი ჩვენზეაო smile.gif
ბიძა, მეორე ბიძა, ბიძაშვილი, მეგობრები... ვერავინ ვერაფერი ვერ შესთავაზა კონკრეტული...
მე რო არ ვყოფილიყავი და ბინა და სხვა ყველაფერი არ მომეგვარებინა, მოუწევდა მაგასაც 6-7 კაცთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრება, თუ გაუმართლებდა და ქუჩაში არ გაათევდა ღამეებს ბომჟების მსგავსად smile.gif
მოკლედ, ემიგრაციის მსურველის თვალით შევხედე წელს აქაურობას და არც ისე საამურია აქ ყოფნა, როგორც ტურისტული თვალით ან სულაც საქართველოდან დანახული...

აქაურები ამბობენ, დაბრუნდება ტრამპი და გვეშველებაო smile.gif
უბრალოდ უმაქნისი ხალხი ბაიდენის მხარდამჭერია ყველა.
ვნახოთ, ვინ არჩევს აშშ-ის პრეზიდენტს, რომელი სეგმენტის ხელდასმულია აშშ-ის პრეზიდენტი - ვინც დოვლათს ქმნის თუ ვინც მუქთამჭამელია...

Posted by: ტანკე 17 Jul 2023, 09:14
Frankens†ein
კალიფორნიაში კანონია, რომლიდ მიხედვითაც ღამის 2 საათის მერე ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია. ამიტომ იკეტებიან ბარები 2-ზე.
სფ ბარების ქალაქია. კარგად მოძებნე პოლკზე და ფოლსომზე.
პრუდუქტები აქ ძვირია. ლოს ანჯელესში უფრო იაფია შედარებისთვის.
რაც შეეხება შენს ძმაკაცს - ის ამერიკისთვის მზად არაა. გამზადებულს აქ არავინ არაფერს დაახვედრებს. აქ ეკლიანი გზაა გასავლელი და სუსტი ნებისყოფის ადამიანებისთვის არაა. ამერიკა და კალიფორნია, ახლანდელიც კი, შესაძლებლობების ადგილია. მთავარია, რა მსხვერპლზე ხარ წამსვლელი. ვარდისფერი სათვალეები კი არაა საჭირო.

Posted by: cosаnostra 17 Jul 2023, 13:21
QUOTE (GEORGIA007 @ 16 Jul 2023, 21:28 )
ტანკე
QUOTE
მექსიკაზე ვერაფერს ვიტყვი. ეგ შენი ახლობელი გოგო დიდი ალბათობით იტყუება.
ჟანრის კლასიკაა.

პროგრამისტის ხელფასი ნაღდად არ აქვთ მექსიკიდან გადასულ (სავარაუდოდ) დამლაგებლებს ან მომვლელებს

Raze ityueba Tbilishia ar chasula amerikashi da fotoshopit gaketebul fotoebs debs tu tanxas? Ki momvlelad mushaobs new Yorkshi

7000$ არ აქვთ მომვლელებს
ჰაჰა 4 მაქს

Posted by: blablablaaa 17 Jul 2023, 17:01
QUOTE (.DG. @ 14 Jul 2023, 04:37 )
blablablaaa
QUOTE
ანუ თუ არაა დაშტამპული ესეიგი ვალიდურია ? ვაააა რა მაგარია

თუ საკონსულომ დაგიბარა და არ მიხვედი შტამპი არ ექნება მაგრამ ქვეყანაში მაინც ვერ შეხვალ.
საიდან გაგიჩნდა ეჭვი რომ გაუქმებულია?

კი დამიბარეს საელჩოში და მითხრეს ვეღარ წახვალო ამ ვიზითო ეჭვი იმიტო გამიჩდა რო არ დაშტამპეს არაფერი . აირპორტშო რო ვანახე ვიზა მითხრეს გაგიშვებთო ამერიკამდე ჩახვალ იქ შწგიშვებენ თუ არა ეგ არ ვიციო ხო და ვეღარ მივდი ამ პასუხის მერე

Posted by: GEORGIA007 17 Jul 2023, 20:26
cosаnostra
QUOTE

7000$ არ აქვთ მომვლელებს
ჰაჰა 4 მაქს

Gasagebia mec magrad gamikvirda )))

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2023, 21:16
ტანკე
QUOTE
კალიფორნიაში კანონია, რომლიდ მიხედვითაც ღამის 2 საათის მერე ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია. ამიტომ იკეტებიან ბარები 2-ზე.

ra.co-ზე ვეძებდი და ზოგი არის უფრო გვიანობამდე - 3-მდე, 4-მდე...
https://ra.co/events/1697567
https://ra.co/events/1728987
QUOTE
სფ ბარების ქალაქია. კარგად მოძებნე პოლკზე და ფოლსომზე.

დივისადეროზეც არის და ბევრგან კიდე... კი, ბარების ქალაქია, კლუბები არაა.
ფოლსომზე ვიყავი ღამის 2-ზე რო დაიკეტა, მანდ იყო კლუბები ვითომ და ღამის 2 საათზე რო იკეტება, ეგეთი კლუბების დდშვც biggrin.gif
QUOTE
რაც შეეხება შენს ძმაკაცს - ის ამერიკისთვის მზად არაა.

ეგ ხო.
არც ენა იცის, არც რამე საერთოდ smile.gif
ჰაერზე პირდებოდნენ, ვიზა გაქვს და შენ პროსტა ჩამოდი და დანარჩენი ჩვენ ვიცითო smile.gif
და მე წამოვიყვანე, მარტო ვერ წამოვიდოდა.
და რო ჩამოვედით, მეორე დღიდან დაიწყო დარეკვები და ყველამ გადაატრიალა პლასტინკა.
ის გინდაო, ის გჭირდებაო, ის უნდა იჩალიჩოო... დედა გვაქვს ჩვენც მო###ულიო biggrin.gif
საქართველოში რო კონტაქტობენ, ტრაბახობენ რომ ვითომ კარგად არიან smile.gif რეალურად ჩემი ფეხები smile.gif
მაგიტომ იქმნება მცდარი წარმოდგენები smile.gif
რამდენი და###ვებული მეგობარი მყავს, მექსიკიდან გადმოსვლაზე რო ფიქრობენ და 100% ვიცი ვერაფერს იზამენ...
არ ვინმე ყავთ ვინც დაასაქმებს, არც ენა იციან, არც არაფერი...
იტყუება ბევრი ემიგრანტი რომ კარგადაა და მაგის ბრალია.
ეს ჩემი ძმაკაცი უბრალოდ ძმაკაცი არაა, ერთად გავიზარდეთ ბავშვობიდან და მქონდა მე საშუალება, ორბედრუმიანი აპარტამენტი მაქვს მარტოს, თორე ისიც კი არავის შეუთავაზებია, ჩამოდი (ნიუ იორკში აპირებდა) და ცოტა ხანი ჩემთან გაჩერდი და წაგეხმარებიო...
ხო და დარჩა ჩემთან... და მე რო დავბრუნდები, წამოვა ესეც უკან...
და საქართველოში რო რეკავს და ეუბნებიან დარჩი, რა გინდა აქ რო ბრუნდებიო, სულ დედის მუ####ს აგინებს ყველას biggrin.gif
ეს ვარდისფერი სათვალით უყურებდა და რო გაიგო რამდენი წვალებაა საჭირო ემიგრაციისას, ამერიკის დედა######ო biggrin.gif

ისე, მეც არ ვიცოდი ზუსტად და ისე გაგონილიდან მქონდა მცდარი წარმოდგენები შექმნილი.
ადრე როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ბოლომდე დედა თუ არ გაქვს ნატირები, მექსიკიდან როგორ უნდა წამოხვიდე :
რაც აქ ჩამოსასვლელადაა საჭირო, მაგის მეოთხედ ფასად იყიდონ კაი მანქანა და იტაქსაონ თბილისში და იქნებიან ნორმალურად, ამერიკაში უბერზე მუშაობა სანატრელად რო აქვთ.
უბრალოდ თბილისში ტაქსაობა ტეხავს smile.gif

კონკრეტული გეგმა თუ არ გაქვს, დაადო თავი და ჩამოხვიდე, ძაან მაგარი Y-ეობაა და მაგიტო აქვთ დედა ნატირები ხალხს...
დამნაშავეები ისინი არიან, თვითონ დედა რო აქვთ მო###ლი და სხვებს ეუბნებიან, ჩამო, ასწორებს ამერიკაო...

არაა ტყუილი რაც ამ ვიდეოშია:


Posted by: Kakha.G 17 Jul 2023, 22:13
Frankens†ein
რა ისეთი ფისდეცია მშენებლობებზეც არაა სამუშაო?

Posted by: Frankens†ein 17 Jul 2023, 22:36
Kakha.G
ამ ჩემი ძმაკაცის მაგალითზე გეტყვი, ჩამოვიდა და არავის არ იცნობს, ვინც რაიმე ბიზნესშია.
ენა არ იცის.
როგორ უნდა მიხვიდე და დაიწყო მუშაობა, ვისთან უნდა მიხვიდე, სად...
გინდაც მიხვიდე, არ აგიყვანენ იმიტომ, რომ მექსიკელები კაპიკებზე მუშაობენ, რა ხელფასზეც ეგენი მუშაობენ, მასე მუშაობას რა აზრი აქვს, თვიდან თვემდე გაიტანო თავი?
მასე საქართველოშიც გაიტან, უკეთესად იქნები ბევრად...
მერე კიდე კრიზისია შტატებში, ფულის დეფიციტია და შემცირებული აქვთ ბიზნესებს ბრუნვა, პლუს მაგას უამრავი ადამიანია ემიგრანტად შემოსული ბოლო ორ წელში, უკრაინელები, რუსები... სამხრეთ ამერიკელები.

როგორ წამოგიდგენიათ, ჩამოხვედი ამერიკაში, გამოხვედი ქუჩაში და შეეფეთები სამსახურს?
მიხვალ და მშენებლობაზე დაიწყებ ან რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად?

2016 წლიდან ყოველწელს ჩამოვდივარ შტატებში ტურისტულად და მეც სხვანაირად მეგონა, ლამაზ ფერებში ჩანდა ყველაფერი და ეხლა ეს ჩემი ძმაკაცი რომ ჩამოვიდა და რეალობას შევხედე, სულ სხვანაირადაა ყველაფერი ..

თან ამბობენ რომ ბოლო 2 წელში შეიცვალა, პანდემიის და ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის და ემიგრანტთა დიდი ნაკადის გამო...

ისევ დემოკრატებმა თუ მოიგეს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენო.
ტრამპის იმედი აქვთ, ეკონომიკა რო ამოიქაჩოს...

რაც მესმის აქაურებისგან, თორე მე არ ვარ ჩახედული smile.gif


მახსოვს, 2016-ში წინასაარჩევნო პერიოდში ვიყავი.
ვისაც აქ ვიცნობ, მაღალშემოსავლიანი ტიპები არიან და ყველა ტრამპს უჭერდა მხარს, დემოკრატები თუ მოვიდნენ, ისეთი სოც. დაპირებები აქვთ, დაინგრევა ეკონომიკაო.
მასე აგიხდეთ ყველაფერი smile.gif

Posted by: Kakha.G 17 Jul 2023, 23:02
Frankens†ein
ჩატში ვიკითხე ვინც ენა არ იცით, ხელობა არ გაქვთ და ახლობლები როგორ მიდიხართ მეთქი და დამბლოკეს smile.gif
გადამყვანებს ჩატები აქვთ გამართული და ღუნავენ მაყუთს, თან ჩერეზ არიზონა გადაყავთ, აპლიკაციის გარეშე, 1წლის მერე რომ ადამიანს ნეგატივი მოუვა და ლაფატკაზე დასვავენ არ კიდიათ.

Posted by: lovelock 18 Jul 2023, 05:06
Frankens†ein

ერთი ქალია აქ უცხოელებთან მუშაობს ოჯახში მოსამსახურედ 15+ წელია. ასაკშია უკვე მაგრამ არალეგალია და ვერ ბრუნდება. ვერც მოგზაურობს სადმე. ლონდონიდან ფეხი არ გაუდგამს მთელი ეს ხანი თუმცა ოჯახში ცხოვრობს და სუპერ ცენტრში არიან. ორი შვილი ყავს: 40- 47 წლისები. ორივეს აყიდინა ბინები თბილისში და იხდის ყველა თვეში იპოთეკურს. დაფარა რამოდენიმე და ახლა მეორე შვილს უხდის კიდევ ერთ ბინის იპოთეკურს. ესენი აქირავებენ და შემოსავალი აქვთ. თავად რომ მოუნდეს წამოსვლა 5კ ფუნტიც კი არ ააქვს ხელზე რომ წამოიღოს და არ ვიციო რას ვიზამო რომ დავბრუნდეო. შვილებს არ უნდათ მასთან ცხოვრება და ისევ სოფელში დაბრუნებას არის აქ. და იქნება მანამ სანამ არ ეტყვიან წადიო ან არ მოკვდება. ქმარი გარდაცვლილი ყავს კაი ხანია. ყველაფერს აგზავნის სახლში აბსოლიტურად. თავისთვის არაფერს ყიდულობს. რაიმეს რომ აძლევს ოჯახი საჩუქრად იმასაც კი აგზავნის. ეს შვილები არაფერს იკლებენ მოგზაურობიან ყველაფრიანა, გრიალებენ ბოზებშიც კი. მაგრამ ლონდონში ვერ მოდიან მანდ სხვა ტიპის ვიზაა საჭირო. თავად ეს ქალი არის მარტოსული ამდენი წლები უცხოეთში. ეს შვილები ტელეფონზეხ კი არ ესაუბრებიან ხშირად. თავად ინგლისურადაც კარგად ვერ საუბრობს. მარტივი ქალია და თავის ცხოვრების აზრად ხედავს იმას რომ შვილები კარგად ყავდეს.

დაახლოებით იგივე გააკეთა ჩემმა ერთმა მეზობელმა ქალმა - 25 წელი იმუშავა ასე საბერძნეთში. უყიდა ბიჭს ბინები თბილისში, ცოლი მოიაყვანინა და ახლა მინიმალურად ცხოვრობს თავად ღრმა სიბერეში. ამ ბიჭს 1 დღე არ უმუშავია თავის ცხოვრებაში. დედამისის ნაყიდი ქირებით ცხოვრობს.

ესეც წარმატებაა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნახტომია ერთი ქალისთვის სოფლიდან თბილისში დაბინავება ორი შვილის + შემოსავლის წყაროს შექმნა. გზა გაუკვალა ფაქტიურად შვილებს და შემდეგ თაობას დედაქალაქში მაგრამ ცხოვრება გავიდა ამასობაში ამ ქალის და ის წლები რაც მას უნდა შეერგო რეალურად ისევ ჯახირში ატარებს. იმ მეორემაც შვილს უდარდელი ცხოვრება აჩუქა. კი არის ისიც რომ ეს შვილები უმაქნისები არიან და უმადურები და საკამათოა იმსახურებენ თუ არა ამ ყველაერს მაგრამ რასაც ეგ ქალები აკეთებენ გმირობაა ნამდვილად.

კიდევ რამოდენიმე ვიცი მაგრამ მეზარება. იგივე შინაარსია მაინც.

მგონი ასეთი პონტებისთვის მიდიან ამერიკაში არალეგალურად. თაობებრივი გაუმჯობესების სტრატეგიაა რაღაცნაირი და ჩვენი ტიპაჟის ხალხისთვის ეს სიღრმისეულად გასაგებია უბრალოდ თავის გაწირვაა საჭირო და ურთიერთობებისაც რაც ჩვენ არ გვინდა თორე შეგვიძლია ეგეც ფრენკ.




Posted by: Kvirila 18 Jul 2023, 05:48
QUOTE (Frankens†ein @ 17 Jul 2023, 22:36 )

ისევ დემოკრატებმა თუ მოიგეს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენო.
ტრამპის იმედი აქვთ, ეკონომიკა რო ამოიქაჩოს...

რაც მესმის აქაურებისგან, თორე მე არ ვარ ჩახედული smile.gif



მე არ ვიცი უსაბუთოებში და პარტიზანებში რა ხდება, მაგრამ თუ ხარ ლეგალი და მუშაობ დიდ კამპანიაზე სულ ცალ ფეხზე გკიდია ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს საქართველოშია ვაიმე ამ პარტიამ რომ მოიგოს ან იმ პარტიამ წააგოს სამსახურს დავკარგავ, უსაში სახელმწიფო მოხელეც რომ იყო ვთქვათ სტეიტ დეპარტმენტი თუ ტოპ 5%-ში არ ხარ საშუალო მენეჯმენტს და დაბალ ფენას არაფერი ემუქრება სულ ტრიფონმაც რომ მოიგოს არჩევნები.
მაგით ასწორებს ეს ქვეყანა yes.gif

Posted by: lovelock 18 Jul 2023, 06:16
Kvirila
ჩემს შემთხვევაში ასე არაა იმიტომ რომ ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი ბონუსია და ბონუსი კიდე მიბმულია კომპანიის წარმატებაზე რაც პოლიტიკურ წყობაზეა დამოკიდებული. ანუ სულ ვართ ბიზნესში თუმცა გააჩნია როგორი შემოსავლიანი წელია. კონსერვატორი ლეიბორ გვკიდია მაგრამ ვისაც უფრო ხელსაყრელი policy აქვს ის უფრო გვაწყობს. სამსახურის დაკარგვის არ მეშინია როგორც ასეთი მაგრამ როცა არ იზრდები ესეიგი რეგრესირდები ინფლაციის ფონზე. თიმში გოგო დავკარგე და ახალი ვერ ამყავს იმიტომ რომ უბრალოდ არაა მაგდენი საქმე უკვე მაგ ლეველზე რადგანაც ეკონომიკა ცუდ პონტშია. ანუ რა გამოდის? ახალგაზრდა ხალხს არ ვასაქმებთ და ახალი არავინ აგვყავს. ესეიგი ცუდი პონტია უკვე და ველოდებით ეს დებილი მთავრობის გამოწვეული ინფლაცია დავარდეს.


Posted by: Frankens†ein 18 Jul 2023, 06:57
lovelock
მძიმედ მოსასმენი ისტორიები მოყევი, მაგრამ მასეთ წასვლებზე არ ვამბობ.
ეგ უფრო ჩვენი მშობლების თაობაში იყო...

ეხლა სხვა ტენდენციაა უფრო, ამ "ჩერეზ მექსიკით" გადასულთა უმრავლესობა სხვა სეგმენტია, დაახლოებით ისეთი, 1-2 საუკუნის წინ ბოლო ფულით გემის ბილეთს რომ ყიდულობდნენ და ამერიკაში მიდიოდნენ ბედის საძიებლად.

ამდენი წელია დავდივარ შტატებში და ვიცი ჩემი თაობის ხალხის დამოკიდებულება - ყველას უკვირს რატო არ ვრჩები, რა მინდა საქართველოში, რატო ვბრუნდები.
შენი არაერთი პოსტი მაქვს წაკითხული და ვიცი, რომ იცი, არც ისე ია-ვარდით არის მოფენილი ემიგრანტის გზა.
აქედან როგორც გიცნობ, ძლიერი ადამიანი ხარ და რა მიზნებიც გქონდა, მიაღწიე და კიდევ მიაღწევ, მაგრამ მგონია, რომ შენნაირი გოგო საქართველოშიც იზამდა რამეს და შექმნიდა თავის ცხოვრებას, უბრალოდ მანდ მეტი შესაძლებლობები გაქვს...

მაგრამ მაგ "ჩერეზ მექსიკით" წასულთა დიდი ნაწილი ისეთია საქართველოშიც არაფერში რო არ უქნია ღმერთს და შტატებდიც ვერაფერს იზამს.
მაგიტომ უწევთ უმუშევრებს ქუჩაში ძილი, მუქთა ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ...
ათობით ათას დოლარს რო იხდის ადამიანი, რომ ამერიკაში მოხვდეს და არანაირი გეგმა არ აქვს, რა უნდა ქნას მერე და "რაღაცა იქნება"-ზე მიდის, მაგის შედეგია მანდ რომ გაუსაძლის პირობებში არიან და თავბედს იწყევლიან მანდ წამოსვლის გამო, უბრალოდ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ აქვთ.


ზემოთ დავწერე ჩემს მეგობარზე, რომელიც ესე ბრმად წამოვიდა დასარჩენად, სხვებისგან ესმოდა რო მაგარია აქ და დიდი ფული იშოვება.
ამას კიდე ვიზა ქონდა და არ მოუწია ჰონდურას-მექსიკებით სიარული და ათობით ათასი დოლარის გადახდა შემოსასვლელად.
დავიწყოთ იმით, რომ ტიპმა ენა არ იცის, საურთიერთოც კი, ამერიკაში წამონსვლელთა თუ მსურველთა უმრავლესობის მსგავსად. რაში მჭირდება, რუსულითაც გაქაჩავ მეუბნებიანო.
აქ წამოსასვლელადაც მე მელოდებოდა, მარტო ვერც წამოვიდოდა, მესაზღვრეს ვერაფერს პასუხებდა ჩამოსვლის მიზეზე რო კითხავდნენ...
ესეთი ხალხი ოცნებობს ტრაილერის მძღოლობაზე, თვეში 10-15 ათასი რომ იშოვოს.
მაგრამ მაგ ტრაილერის მძღოლის სამსახური რომ გქონდეს, საჭიროა საბუთები - ლეგალურად მუშაობის უფლება და შესაბსმისი მართვის მოწმობა, რის აღებასაც ადვოკატისთვის რამდენიმე ათასის გადახდა და რამდენიმე თვე ლოდინი სჭირდება... და მაგ დროის მერეც ვინმე თუ არ გყავს, შენნაირი ტრაილერის მძღოლობის მსურველი რამდენია, ყველას ეგ უნდა ..
მერე ის, რომ თბილისში უსაქმურად რო ხარ წამოწოლილი, ადვილი გგონია ტრაილერის მძღოლობა, ზიხარ და ფულს აკეთებ.
რეალურად კიდე ამერიკაში კი არა, ტრაილერში ცხოვრობს ეგ ხალხი - ან საჭესთან ზიან და მიდიან ან კაბინაში სძინავთ, მარტო მაღაზიაში შესასვლელად თუ გადმოდიან რედბულის საყიდლად, რო არ დაეძინოთ საჭესთან...
დღეში 1000 მილის გავლა კიდე არაა ადვილი, ვისაც არ გვაქვს გამოცდილება, არ გვესმის.
ზემოთ დავწერე, კონსული ჩემი მეგობარია აქ და მაგისგან ვიცი, არაერთი ქართველი ნახეს საჭესთან გარდაცვლილი, ზოგს ნარკოტიკის მოხმარება დაუნტკიცდა, ზოგს ვერა...
მუდმივ რეჟიმში მანქანის ტარება დიდი დატვირთვაა, ადვილი გონია ბევრს.
მეც მასე მგონია პრინციპში, ზიხარ რა smile.gif

მეორე ვარიანტია უბერზე მუშაობა,რისი სურვილიც აქვთ ამერიკაში ფულის საშოვრად წამსვლელებს, მაგ უბერზეც გინდა ლეგალური საბუთების ლოდინი, ფულის გადახდა და კარგი მანქანა.
და მთელი დღე მუშაობ, მანქანაზე ზიხარ და მაგ უბერის მძღოლობამდე რა თანხის დახარჯვაც მოგიწია - მექსიკა-ამერიკა-ადვოკატი-საბუთის ლოდინი-მანქანა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 1-1.5 წელი გჭირდება ეგ თანხა რო ამოიღო.
და ამ დროს შენი ცხოვრება არის მარტო სამსახური - არა გართობა, არა მეგობარი, არა გოგო (მეძავებში თუ არ ხარჯე ნაშოვნი ფული).
ეგ ტიპები აშშ-ში თავის დასამკვიდრებლად არ მიდიან, მიდიან ფულის საშოვრად, არადა არ გამოდის ეგრე.
მაგ ფულით,რაც იქ მოსახვედრად დახარჯეს, თბილისშიც იცხოვრებდნენ, იმ რეჯიმით რო იმუშაო ტაქსის მძღოლად საქართველოში,რა რეჟიმშიც იქ მუშაობენ, მინიმუმ 5000 ლარი გექნება შემოსავალი და საკუთარ სახლში მაინც ხარ, შინაურებთან...

მესამე ვარიანტი, უბერისთვის მანქანის ყიდვა თუ არ შეგიძლია, არენდით აიღებ და მიტანის სერვისზე მუშაობ...
12 საათი მაინც უნდა იმუშაო 200$ რომ გამოიმუშაო, მაგას მინუს ხარჯები - მანქანის ქირა, ბენზინი, საყოფაცხოვრებო ხარჯები... მანდაც კაი ხანს ვერ ამოიღებ იმას, რაც მაგ სამსახურამდე მისასვლელად დახარჯე.

ყველას გონია, რომ ჩახვალ ამერიკაში და ტაციაობა დაიწყება შენზე რომ იმუშაო და ხელფასი გიხადონ...
მეც მასე მეგონა, მაგრამ ამ ჩემ ძმაკაცზე ვნახე რა არის რეალურად.
ყველა ეპატიჟებოდა, ჩამოდი და საკაიფოდ იქნებიო და ჩამოვიდა და ჯერ ადვოკატი გინდაო, ერთი ათი ათასიო, მერე პრავა უნდა აიღოო, მერე მანქანა იყიდოო და მერე გიშოვით რამესო )))
ერთი 30-40 ათასი უნდა იმისთვის რომ მუშაობის დაწყება შეეძლოს )))

მოკლედ, ვისაც კონკრეტული გეგმა არ აქვს რის გაკეთებას აპირებს და მინიმუმ საკომინიკაციო ინგლისური არ იცის, დაღუპულია.
თუ ვინმე ისეთი არ ხვდება, ვინც გამზადებულ სამუშაო ადგილს ახვედრებს, ჩასვლიდან მეორე დღესვე რო დააწყებინოს მუშაობა...

რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება იყო ასე, ადვილად იშოვიდა სამსახურს უსაბუთო კაცი, სანამ ამდენი ემიგრანტი მოაწყდებოდა შტატებს.

შეიძლება აქამდე მართლა ესე იყო და ეხლაა ის პერიოდი, როცა კრიზისია ამერიკაში, ლეგალებისთვისაც და არალეგალებისთვისაც, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა ესეა.

ხო და ამ ჩემმა ძმაკაცმა, ამერიკის დედაც მო#####ო smile.gif
მთლად დებილიც არ არის რომ დარჩეს, უყვარს თავისი თავი smile.gif
მე სანამ დავბრუნდები, მანამდე იშოვა სეზონური სამსახური, თვეში 2000$-მდე გადადება რო შეუძლია ხარჯების გამოკლების (მე რო არა, ბინაც არ ექნებოდა ან იმდენი დაუჯდებოდა, არაფერი დარჩებოდა) შემდეგ, მაგრამ სახლი-სამსახური რეჟიმში.

შინაურები რო ურეკავენ, ეუბნებიან, დარჩი, საქართველოში რა გინდაო smile.gif))
ალბათ უნდათ რო ამან დღე და ღამე იმუშაოს და იქ ფულები უგზავნოს ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს smile.gif

ცხოვრება არაა ეგ smile.gif


ისევ შენს მოყოლილ ისტორიას დავუბრუნდები, ეგ ქალები გმირები არიან, კი, მაგრამ არასწორი გმირები.
იმ ოჯახის #### ######, რომელსაც ურჩევნია სადღაც გადაკარგულში წელში გაწყდე მუშაობით და ფულები უგზავნო, ვიდრე თავის გვერდით ყავდე...
უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ქალებს მასე ზრდიდნენ და რიგ შემთხვევაში ეხლაც მასე ზრდიან - ქალი უნდა ემსახუროს ქმარს და შვილებს, საკუთარი ცხოვრება არ უნდა ქონდეს.
მაგიტომ მიხარია ჩემი შვილები საქართველოში რომ არ იზრდებიან, მარტო ზაფხულობით ჩამოდიან და მარტო კარგი კუთხით ხედავენ ქვეყანას და უყვართ.

ზემოთ ვინც ოჯახის სარჩენად მიდის, იმათზე და მარტო საკუთარი თავი თუ გაბარია, პირველ რიგში აწმყოზე უნდა ფიქრობდე და არა მომავალზე, მასე ვფიქრობ მე და ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ მიდგომის სისწორეში...
ხვალინდელი დღის დდშვც, დღეს თუ ცუდად უნდა ვიყო, ცხოვრება ისეთია, ეგ ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს და დღევანდელით მაინც უნდა მიიღო რამე კარგი...

* * *
Kvirila
QUOTE
მე არ ვიცი უსაბუთოებში და პარტიზანებში რა ხდება, მაგრამ თუ ხარ ლეგალი და მუშაობ დიდ კამპანიაზე სულ ცალ ფეხზე გკიდია ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში

არაა მასე smile.gif
ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დიდ კომპანიებსაც ურტყამს.
აგერ მყავს ნაცნობი სან ფრანცისკოში, ამაზონში მუშაობდა და შეამცირეს, ათასობით სხვა თანამშრომელთან ერთად და თავისი კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურს ვეღარ პოულობს რამდენიმე თვეა, კრიზისია ქვეყანაში, ფულია ცოტა...
საკუთარი ბიზნესი ვისაც ქონდა, იმათაც რამდენიმეჯერ შეუმცირდათ ბრუნვა, აღარაა მოთხოვნა მომსახურებებზე, ფულის ნაკლებობაა.
QUOTE
საშუალო მენეჯმენტს და დაბალ ფენას არაფერი ემუქრება სულ ტრიფონმაც რომ მოიგოს არჩევნები.
მაგით ასწორებს ეს ქვეყანა

ესეც არაა მასე smile.gif
მაღალ ფენას არ ემუქრება გაჭირვება, 50 მილიონიდან 20 მილიონამდე თუ ჩამოეწია კაპიტალის ღირებულება აქციების ფასის ვარდნის გამო, დიდი არაფერი...
არც დაბალ ფენას, პირიქით, მაგათთვის გაღებული სოციალური ხარჯებია კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი...
საშუალო ფენას ურტყამს ეს მდგომარეობა ზუსტადაც..

Posted by: cosаnostra 18 Jul 2023, 10:32
lovelock
საწყალი ქალი მაგრად შემეცოდა
კიდე კაი შვილი არ მყავს biggrin.gif შვილები მითუმეტეს
* * *
Frankens†ein
QUOTE
მე სანამ დავბრუნდები, მანამდე იშოვა სეზონური სამსახური, თვეში 2000$-მდე გადადება რო შეუძლია ხარჯების გამოკლების (მე რო არა, ბინაც არ ექნებოდა ან იმდენი დაუჯდებოდა, არაფერი დარჩებოდა) შემდეგ, მაგრამ სახლი-სამსახური რეჟიმში.

რა გინდა კაცს უშოვია სამსახური biggrin.gif
სახლი სამსახურის რეჟიმშია საქართველოს 97%.
აგერ ტანკემაც 3 სამსახურში ვმუშაობო.
ვოლ სტრირტზე ხალხი იბრიდება ზედმეტი მუშაობით.
არაა სახლი-სამსახური საწუწუნო.

Posted by: Frankens†ein 18 Jul 2023, 11:58
cosаnostra
QUOTE
რა გინდა კაცს უშოვია სამსახური

შემთხვევით, გაუმართლა smile.gif
ბინაში ფულს არ იხდის, მაგაშიც გაუმართლა.
ტრანსპორტში ფულს არ იხდის, მაგაშიც გაუმართლა.
სახლში საჭმელში ფულს არ იხდის, მაგაშიც გაუმართლა.

აი მე რო დავბრუნდები საქართველოში, თუ დარჩება, თვიდან თვემდე თუ ეყოფა ეგ ხელფასი smile.gif
მითუმეტეს, რომ სეზონურია, შემოდგომიდან მოკვდება ეგ ბიზნესი smile.gif

Posted by: ramsted 18 Jul 2023, 12:23
მანდ არი კატეგორია ხალხი ვისაც აშშთი ვერ შეაშინებ
ვინც პოლონეთიდანაა ჩასული იმათ ვგულისხმობ, 72-80სთ მუშაობენ 1200$ ისთვის.

Posted by: Frankens†ein 18 Jul 2023, 18:57
ramsted
QUOTE
მანდ არი კატეგორია ხალხი ვისაც აშშთი ვერ შეაშინებ
ვინც პოლონეთიდანაა ჩასული იმათ ვგულისხმობ, 72-80სთ მუშაობენ 1200$ ისთვის.

მუშაობით შეიძლება ვერ შეაშინო, ბევრია მშრომელი ადამიანი, მაგრამ უმუშევრობაა საშიში smile.gif

მაგრამ ეგ მუშაობაც რის ფასად.
ჯანმრთელობა თუ გაწირე, რად გინდა ეგეთი ფული...

Posted by: YourFinancialAdviser 18 Jul 2023, 19:17
Frankens†ein
რა გინდა ამ ამერიკაში მანდ თუ არ მუშაობ, ევროპაში ნაკლები დასასვენელი ადგილებია? თან უფრო იაფად

Posted by: Frankens†ein 18 Jul 2023, 20:00
QUOTE (YourFinancialAdviser @ 18 Jul 2023, 19:17 )
Frankens†ein
რა გინდა ამ ამერიკაში მანდ თუ არ მუშაობ, ევროპაში ნაკლები დასასვენელი ადგილებია? თან  უფრო იაფად

შვილები მყავს ამერიკაში, ბავშვების მოსანახულებლად ჩამოვდივარ ხოლმე.
მუშაობით საქართველოშიც ვმუშაობ დისტანციურად აქ ყოფნის დროს და თავისუფალ დროს აქაც წავიმუშავებ ხოლმე...
აქ ყოფნის ხარჯებს რაც შეეხება, ფაქტიურად არ მაქვს.
თვეში 3-4 დღე რომ ვიმუშავო, დაფარულია აქაური ხარჯები.

Posted by: YourFinancialAdviser 18 Jul 2023, 22:54
Frankens†ein
მერე ისედაც მანდ თუ ხარ უმეტესად გამოაცხადე თავი პოლიტიკურ დევნილად და მოგცემენ სოშიალს და მუშაობის უფლებას biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 18 Jul 2023, 23:19
YourFinancialAdviser
ეგრე ადვილად რო ამბობ, მაგარია smile.gif
დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში ადვოკატი და ფული გინდა, მერე ამ სოუშელის რამდენიმე თვით ლოდინი, მერე სასამართლომდე რამდენიმე წელი ლოდინი, მერე მწვანე ბარათამდე რამდენიმე წელი ლოდინი კიდე და მწვანე ბარათის შემდეგ მინიმუმ 5 წელი მოქალაქეობის მიღების ლოდინი smile.gif
სანამ მწვანე ბარათს აიღებ, ფაქტიურად ციხეში ხარ, ქვეყნიდან ვერ გადიხარ ვერსად, მოქალაქეობის მიღებამდე კიდე საქართველოში ვერ ჩახვალ თავისუფლად, კი არის ჩასვლის გზები, მაგალითად თურქეთში ან სომხეთში ჩასვლა და მერე პირადობით შემოსვლა საქართველოში, პასპორტში რო არ დაფიქსირდეს, მაგრამ მაინც...
ამ წლების მანძილზე დავიწყებული გაქვს საკუთარი ქვეყანა, მთა, ბარი, სახლი, მშობელი, დედმამიშვილი, ნათესავი თუ მეგობარი.
ვერ ახერხებ საკუთარ ქვეყანაში ჩასვლას, ჭირი იქნება თუ ლხინი...
გავარტყი ეგეთ შტატებში მუშაობის უფლების ქონას და ზოგადად ეგეთ ცხოვრებას...

Posted by: lovelock 18 Jul 2023, 23:45
Frankens†ein
QUOTE
ცხოვრება არაა ეგ

ასეთი ფრაზები არსებობს ინგლისურში

(1) Making a living და (2) Making a life

რაც შენ აღწერე მაქაური ემიგრანტების ცხოვრება არის პირველი და რაც რეალურად უნდა ადამიანებს არის მეორე.

ეჰ


Posted by: Frankens†ein 19 Jul 2023, 00:45
QUOTE (lovelock @ 18 Jul 2023, 23:45 )
Frankens†ein
QUOTE
ცხოვრება არაა ეგ

ასეთი ფრაზები არსებობს ინგლისურში

(1) Making a living და (2) Making a life

რაც შენ აღწერე მაქაური ემიგრანტების ცხოვრება არის პირველი და რაც რეალურად უნდა ადამიანებს არის მეორე.

ეჰ

კი, მასეა yes.gif

ვინმემ რომ მკითხოს სად ვხედავ ჩემ თავს 10, 5 ან თუნდაც 3 წლის შემდეგ, აზრზე არა ვარ და არც ვიწუხებ მაგაზე ფიქრით თავს.

ცხოვრება გვიჩვენებს smile.gif

არც 10-15 წლის წინ არ ვფიქრობდი როგორ ვიქნებოდი დღეს, მაგრამ კი ვარ იმაზე კარგად, ვიდრე 10-15 წლის წინ smile.gif ცხოვრების დინებას გამოყოლილი smile.gif

მოკლედ, ძაან არაამერიკული მენტალიტეტი მაქვს biggrin.gif

არ მაქვს რაიმე კონკრეტული ცხოვრებისეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევი გეგმები smile.gif
ზოგადი მიზანი მაქვს - რაც შეიძლება ნაკლები სტრესით ვიცხოვრო,გარშემო რო ვიყურები, ყველა დასტრესილია - მდიდარიც და ღარიბიც, ლამაზიც და არალამაზიც...
და ცხოვრება რამეს თუ გაიმეტებს, უარი ა(ღა)რ ვთქვა
ხო, ერთადერთი მიზანი რაც მაქვს ეხლა, საქართველოში რო დავბრუნდები, ერთ გოგოს უნდა ვუთხრა რომ ძალიან მომწონს biggrin.gif

Posted by: lovelock 19 Jul 2023, 02:23
Frankens†ein
მართალი ხარ აბსოლიტურად. სტრესი კლავს, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი ქრონიკული სტრესი რაც ცხოვრების ნაწილი გახდა. ჩემი გადმოსახედიდან ალბათ მნიშვნელოვანია რომ safety net გქონდეს ადამიანს - ანუ შენი ადგილი დასარჩენი სადმე სიბერეში მაინც და მინიმალურზე ცოტა მეტი პენსია. მაგის იქეთ უკვე რაც მოგეხუშტურება ეგაა ცხოვრება.

მე დამრჩა კიდევ შეუსრულებელი მიზნები ბევრი მაგრამ ჯერ არ ვკვდები, თუმცა 1 ცხოვრება არ მეყოფა ალბათ gigi.gif

QUOTE
ხო, ერთადერთი მიზანი რაც მაქვს ეხლა, საქართველოში რო დავბრუნდები, ერთ გოგოს უნდა ვუთხრა რომ ძალიან მომწონს

კარგია! იმედია პოზიტიურად მიიღებს და ისეთ ნაყოფს გამოღებს რასაც შენ ელოდები მაგ სიტუაციაში love.gif baby.gif lol.gif

Posted by: Frankens†ein 19 Jul 2023, 04:21
lovelock
QUOTE
ჩემი გადმოსახედიდან ალბათ მნიშვნელოვანია რომ safety net გქონდეს ადამიანს

მშვიდად ყოფნაა ყველაზე მთავარი, სასურველი და ძნელად მისაღწევი yes.gif

QUOTE
კარგია! იმედია პოზიტიურად მიიღებს და ისეთ ნაყოფს გამოღებს რასაც შენ ელოდები მაგ სიტუაციაში 

სასაცილოა ხო? biggrin.gif თინეიჯერის ფიქრებით ვმოძრაობ ამხელა ომგამოვლილი, ქვეყანამოვლილი, ორი შვილის მამა კაცი biggrin.gif
ღადაობაა მაგრამ ეგრეა, ყველაფერი სხვა მკიდია ეხლა, საერთოდ არაფერზე მეფიქრება სხვაზე, რაც საქართველოში ხდება biggrin.gif
მოლოდინებიც რავიცი, რა როგორ განვითარდება მაგაზეც არ ვფიქრობ წინასწარ biggrin.gif

მომავალზე ფიქრისას კარგ სცენარებთან ერთად ცუდ სცენარების წარმოდგენასაც ვერ აუვლი გვერდს და მაგ უაზრო მოლოდინების გამოცდილებიდან გამომდინარე, რატო უნდა შევიქმნა ცუდი განწყობა.

მთავარია მე ვთქვა რისი თქმაც მინდა და მერე ვნახოთ smile.gif
აქამდე არ მიმაჩნდა თავი საკმარისად კარგად, ეხლა მიმაჩნია biggrin.gif

აშშ-ის თემაა და შტატებში კარგ, სასარგებლო საკითხებზე ვფიქრობ ხოლმე biggrin.gif

მარტო სამუშაოდ გონია ხალხს აქაურობა კარგი biggrin.gif
* * *

ნაკლები სტრესია შტატებში იმ მხრივ, რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ, რასაც გინდა იმას ჩაიცვამ და არ ფიქრობ იმაზე, ვინ რას იფიქრებს smile.gif
ძაან ბევრს ნიშნავს ეგ smile.gif
თბილისში ყველას უნდა ეპრანჭო - მეზობელს, თანამშრომელს, მეგობარს, ტაწსის მძღოლს თუ მაღაზიის გამყიდველს, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო.
აქ კიდე გკიდია, რაც გინდა ჩაიცვი, რაც გინდა გააკეთე (სხვას თუ არ ავნებ)...

ეს ჩემი ძმაკაცი რო ჩამოვიდა, გავარდა ხამივით და გამოიტანა ნახევარი ბოსის მაღაზია, რა ფულიც ქონდა წამოღებული, ნახევარი მანდ დატოვა biggrin.gif
ტყუილად ყიდულობ მაგ შარვალს, მაისურს, ბოტასებს, აქ არ მოგიწევს მაგის ჩაცმა მეთქი და რას ამბობო, სან ფრანცისკოში ჩამოვედიო smile.gif
სახლიდან 30 მეტრში სუპერმარკეტია და გამოიპრანჭებოდა და ისე ჩადიოდა biggrin.gif
ტიპები კროქსებით და ეგეთებით რო დადიოდნენ ქალაქში უკვირდა biggrin.gif
მაღაზიაშიც შევიდა და თავმოყვარე ქართველი რო არ ჩაიცვამს, 350$ ღირს ადიდასის კალოშები ))

საკუთარ კომფორტს აყენებს ხალხი აქ იმაზე წინ, ვიღაცა როგორ შეაფასებს მაგის ჩაცმულობას...

რა?სად?როდის? რო არის გადაცემა, მანდ იყო ესეთი შეკითხვა - პასუხი - კვლევების მიხედვით, რაც უფრო დაბალია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა, მით უფრო მაღალია ქალის ფეხსაცმლის ქუსლები smile.gif

რატო უნდა მოაკვლევინო თავი მაღალ ქუსლებს ყოველდღიურობაში...

მოკლედ, ამერიკაში ზოგი ფულს ხედავს, ზოგი თავისუფლებას...
შეფასებას არ გავაკეთებ ამაზე ოღონდ smile.gif

Posted by: cosаnostra 19 Jul 2023, 09:57
Frankens†ein
QUOTE
არ მაქვს რაიმე კონკრეტული ცხოვრებისეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევი გეგმები
ზოგადი მიზანი მაქვს - რაც შეიძლება ნაკლები სტრესით ვიცხოვრო

ერთნაირი მენტალიტეტი გვქონია
ძაან ხანმოკლეა ეს ცხოვრება რო რამეზე ვიდარდო
ვიზა მეც მაქ 10 წლიანი მარა არ მივდივარ არალეგალად დასარჩენად biggrin.gif

Posted by: Kakha.G 19 Jul 2023, 23:54
Frankens†ein
მაგარი კაცი ხარ, საკუთარი თავი რომ იპოვნე, უფრო სწორად არ დაკარგე, გარემოს მიუხედავად, იშვიათობაა დღეს.

Posted by: Frankens†ein 19 Jul 2023, 23:57
Kakha.G
გაიხარე მეგობარო, კარგი სიტყვებისთვის up.gif

Posted by: Popper 20 Jul 2023, 00:00
QUOTE (Kakha.G @ 19 Jul 2023, 23:54 )
Frankens†ein
მაგარი კაცი ხარ, საკუთარი თავი რომ იპოვნე, უფრო სწორად არ დაკარგე, გარემოს მიუხედავად, იშვიათობაა დღეს.

ამერიკაში გაქცეული ქოცია ეგ, თან იქ ცხოვრობს და თან ამერიკას აგინებს და ქოცებს იცავს იქიდან. :დ

Posted by: Frankens†ein 20 Jul 2023, 00:04
QUOTE (Popper @ 20 Jul 2023, 00:00 )
QUOTE (Kakha.G @ 19 Jul 2023, 23:54 )
Frankens†ein
მაგარი კაცი ხარ, საკუთარი თავი რომ იპოვნე, უფრო სწორად არ დაკარგე, გარემოს მიუხედავად, იშვიათობაა დღეს.

ამერიკაში გაქცეული ქოცია ეგ, თან იქ ცხოვრობს და თან ამერიკას აგინებს და ქოცებს იცავს იქიდან. :დ

ეხლა ვფიქრობ სერიოზულად მწერ ამას თუ მეღადავები biggrin.gif

Posted by: aschenputell-TARA 20 Jul 2023, 14:00
Popper ეტყობა ამ განყში ახალი ხართ . ფრენკის არ სჭირდება არავის დაცვა , თუმცა აი რა რა და ქოცი ნაღდად არაა. არც ნაცია მამენტ. მე ეგრე აღვიქვავ. ქართველია რა ნორმალური ადამიანი .

Frankens†ein ადრე მეგონა რომ ზედემტად '' relax life style'' გქონდა , ახლა მგონია რო მე ვიყავი გადასტრესისლ და გადაქანცულ უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლაში ჩართული ადამიანი. ახლა ძააალიან ბევრ რამეში გეთანხმები ფრენკი. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 20 Jul 2023, 14:08
ნუ ყველაფერს თავი რო დავანებოთ იმის დასკნა დაიდო რო გადახვეწილია არა ერთია ისე ამერიკას რაც ეხება ჯორჯიას გარდა არსად დავიძრებოდი მე პირადათ იმიტომ რო ცხოვრებაც სიმბოლურია და ის ვიზა ასე რო ოცნებობბს უამრავიცაა

Posted by: Frankens†ein 20 Jul 2023, 20:21
aschenputell-TARA
alk.gif

Posted by: DORO 20 Jul 2023, 20:47
QUOTE
ისევ დემოკრატებმა თუ მოიგეს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენო.
ტრამპის იმედი აქვთ, ეკონომიკა რო ამოიქაჩოს...



QUOTE
ტრამპის იმედი


Posted by: ნახალოვკელი_კუკუშა 20 Jul 2023, 22:25
ტრამპის იმედი ტყუილად არის გაქვს შამსი 0 მაგის უკან დაბრუნებაში და ჯერ ის კედელი გაუკეთონ ერთ ადგილას ყველამ ვინ მაგ გზით ისარგებლა

Posted by: cosаnostra 21 Jul 2023, 10:05
QUOTE (ნახალოვკელი_კუკუშა @ 20 Jul 2023, 14:08 )
ნუ ყველაფერს თავი რო დავანებოთ იმის დასკნა დაიდო რო გადახვეწილია არა ერთია ისე ამერიკას რაც ეხება ჯორჯიას გარდა არსად დავიძრებოდი მე პირადათ იმიტომ რო ცხოვრებაც სიმბოლურია და ის ვიზა ასე რო ოცნებობბს უამრავიცაა

ვერაფერი ვერ გავიგე მარა მადლობა პოსტისთვის

Posted by: Pinkman987 15 Aug 2023, 00:03
ამერიკაში ვაპირბ მოგზაურობას, რომელ შტატებს და ქალაქებს მირჩევდით?

Posted by: Frankens†ein 15 Aug 2023, 21:17
Pinkman987
QUOTE
ამერიკაში ვაპირბ მოგზაურობას, რომელ შტატებს და ქალაქებს მირჩევდით?

ამერიკა დიდია...
აღმოსავლეთში თუ აპირებ, ნიუიორკი-ვაშინგტონი-მაიამი...
დასავლეთში - კალიფორნია-ვეგასი...

Posted by: Pinkman987 20 Aug 2023, 15:07
QUOTE
აღმოსავლეთში

QUOTE
დასავლეთში


მადლობ
შუა ან ჩრდილოეთ შტატებში არაა არაფერი საინტერესო ან სამხრთით ტეხასში?

Posted by: ტანკე 20 Aug 2023, 18:07
Pinkman987
სავანა, ჩარლსტონი, ნიუ ორლეანსი, ნეშვილი, მემფისი.

გააჩნია, რა გინდა ამერიკისგან

Posted by: .DG. 21 Aug 2023, 06:41
Pinkman987
QUOTE
შუა ან ჩრდილოეთ შტატებში არაა არაფერი საინტერესო ან სამხრთით ტეხასში?

ჯერ ნიუ იორკი უნდა ნახო და მაგას კი უნდა ერთი კვირა მაინც. მერე ვაშინგტონი 1-2 დღე.
მერე რა ინტერესები გაქვს მაგის მიხედვით.

Posted by: DeeJee 21 Aug 2023, 13:16
მუსიკოსებისთვის ყველაზე მეტნაკლებად დიჯეებისთვის რომელი შტატია ხელმისაწვდომი მაგალითად კალიფორნია თუ კლუბური მუსიკა სად იკვრება როგორც ევროპაში ბერლინშია

Posted by: foorsmile 22 Aug 2023, 08:43
როგორ ხართ სასტავ, 9 წელია მოვდივარ და აჰაა.
, როგორც იქნა ამერიკიდან ვწწერ, მევასებით ყველა

Posted by: Frankens†ein 22 Aug 2023, 09:45
QUOTE (DeeJee @ 21 Aug 2023, 13:16 )
მუსიკოსებისთვის ყველაზე მეტნაკლებად დიჯეებისთვის რომელი შტატია ხელმისაწვდომი მაგალითად კალიფორნია თუ კლუბური მუსიკა სად იკვრება როგორც ევროპაში ბერლინშია

კალიფორნია არა, ამათი დესპასიტო დდშვც biggrin.gif


Posted by: ramsted 23 Aug 2023, 10:25
foorsmile
წარმატებები
დაწერე როგორ ჩახვედი, სამსახურების მხრივ რა სიტუაციაა

Posted by: DeeJee 24 Aug 2023, 13:18
ახალი ელჩი რო ინიშნება იქნებ დაწეროთ ვინ მინიმუმ სახელი გვარი ერთი მინდა გადავხედო ვინაა)

Posted by: aschenputell-TARA 24 Aug 2023, 17:12
ძალიან სერიოზული ქალბატონო მობრძანდება ჩვენთან ელჩად: Robin Dunnigan. კარგზე კარგი განათ₾ებით, სერიოზული ანალიტიკური უნარებით და კარგი გამოცდილებით. მთელი გულით წარმატებები მას, მის ქვეყანას და ჩვენს გატანჯულ და გასაცოდავებულ სამშბოლოს ერთად. მცირედ ინფორმაციას მასზე ინგლისურად აქვე ჩავაგდებ.


Robin Dunnigan Confirmed by Senate as US Ambassador to Georgia
The US Senate has confirmed by voice vote the nomination of Robin Dunnigan as US Ambassador Extraordinary and Plenipotentiary to Georgia. Dunnigan will replace Kelly Degnan in the post.

Robin Dunnigan’s term as the Deputy Assistant Secretary responsible for Central and Eastern Europe in the Bureau of European and Eurasian Affairs expired on June 2. 2023. She served previously as Chargé d’Affaires and Deputy Chief of Mission of the U.S. Embassy in Austria from July 2018 to July 2021.

A career member of the Senior Foreign Service with the rank of Minister Counselor, Ms. Dunnigan joined the State Department in 1992. She served as Deputy Assistant Secretary in the Department of State’s Bureau of Energy Resources from August 2014 to August 2017. Dunnigan also served at US embassies in Vietnam, Chile, Turkey, Cuba and El Salvador working extensively on trade and investment, energy, and sanctions issues.

Ms. Dunnigan is a distinguished graduate of the National War College, where she earned a Master of Science in National Security Strategy. She also has a Master of Science in Foreign Service from Georgetown University and a Bachelor of Science in Business Administration from the University of California at Berkeley.

Also Read:

31/03/2023 – US Senate Foreign Relations Committee Holds Hearing for Ambassador Nominee to Georgia, Robin Dunnigan

Posted by: BeRa_ChoX 27 Aug 2023, 14:51
ამერიკაში წასული ნაცნობების 90%, ყველა ტირის თუ როგორ "მძიმე" "დაუფასებელი" და "ძვირი" ცხოვრებაა ამერიკაში, დიახ, დიახ სწორედ წაიკითხეთ.

ცხარე ცრემლებით ტირიან და წუწუნებენ აქაო და ამერიკას დაენძრაო! და ამ დროს შენ ეუბნები "ჩამოდი შე დალოცვილო სამშობლოში თუ ესე ჭირს მანდ" და სწორედ ამ მომენტში ისინი ჩუმდებიან და ხმადაბლა, მოგუდული ხმით ამბობენ "აბა მანდ რა ვაკეთოო", lol.gif lol.gif lol.gif

მოკლედ ქლესა და პროჭი ბაზარი მათი მხრიდან

მოკლედ ვისაც წასვლა გინდათ, წადი მეგობრებო! ოღონდ ინგლისური ენა მაინც ისწავლეთ რომ უფრო ადვილად მოახდინოთ აკილმატიზაცია, დალშე ყველა და ყველაფერი დაიკიდეთ ვინც და რაც გიქმნით ილუზიას თითქოს ამერიკაში ვერ გაიხარებ!

შრომა, ბრძოლა და სწავლა აი რა არის მთავარი. რას მოაქვს შედეგი!

იმათ ნუ დაემსგავსებით ვინც ჩადის და წამლის კაიფში კვდება. არც იმათ ვისაც გონია რომ ფული ხეზე იკრიფება.

ცივი გონება, ლოგიკა და საღი აზრი იქნება თქვენი საუკეთესო მეგობრები.

შაუბერეთ!

Posted by: octavian 27 Aug 2023, 16:32
ფორუმელებო, მომეცით რჩევა ლეგალურად როგორ მოვხვდე შტატებში. რა გზები არსებობს, გარდა მექსიკიდან გადაპარვისა?

Posted by: Pinkman987 27 Aug 2023, 21:27
QUOTE
ფორუმელებო, მომეცით რჩევა ლეგალურად როგორ მოვხვდე შტატებში. რა გზები არსებობს, გარდა მექსიკიდან გადაპარვისა?

მაგისტრატურა-დოქტორანტურა და წარმატებული კარიერა თუ გაქვს შეგიძლია პირდაპირ გრინზე განაცხადო

Posted by: Frankens†ein 28 Aug 2023, 07:42
BeRa_ChoX
თქვენ აშშ-ში ხართ?
QUOTE
ამერიკას დაენძრაო

მართლა დაენძრა და არ თქვან სიმართლე? smile.gif
ბოლო წლებია ზაფხულობით შტატებში ჩამოვდივარ და აქ ვარ ხოლმე 3-4 თვის მანძილზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანი, ქართველებიც და არაქართველებიც, ვინც პროფესიით მუშაობს ან ბიზნესი აქვს. კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში, სადაც ფულის შოვნა ყოველთვის ყველაზე ადვილი იყო...
და წელს დანძრეული აქვს ამერიკას, კრიზისია, რეცესია...
უამრავი ადამიანი გაათავისუფლეს ამაზონიდან და მსგავსი დიდი კორპორაციებიდან.
მცირე ბიზნესებს ბრუნვა რადენჯერმე აქვთ შემცირებული.
წინა წლებისგან განსხვავებით მუშახელზე მოთხოვნა მიწოდებაზე დიდი კი აღარაა, პირიქით, სამუშაოს მაძებარი ბევრად მეტია ვაკანსიებზე.
არალეგალებისთვის(ენის არმოცდნეებისთვის და მუშაობის უფლების არ მქონეებისთვის) ესეთი საშინელი დრო როდის იყო ან იყო თუ არა საერთოდ, არ ვიცი, არ გამიგია smile.gif
კალიფორნიიდან და მსგავი ძვირი შტატებიდან ხალხი მასიურად გადადის ისეთ შტატებში, სადაც ნაკლები გადასახადები და ხარჯებია..
QUOTE
ამ დროს შენ ეუბნები "ჩამოდი შე დალოცვილო სამშობლოში თუ ესე ჭირს მანდ" და სწორედ ამ მომენტში ისინი ჩუმდებიან და ხმადაბლა, მოგუდული ხმით ამბობენ "აბა მანდ რა ვაკეთოო",

რო ეპატიჟებიან, სად ეპატიჟებიან biggrin.gif
საქართველოს არ აქვს დანძრეული?
დანძრეული აქვს და ბევრად მეტად, ვიდრე აშშ-ს.

QUOTE
მოკლედ ვისაც წასვლა გინდათ, წადი მეგობრებო!

წასვლა გინდათ, ნდომაზე ხო არაა.
ვიზა თუ გაქვს ან მწვანე ბარათი, შეგიძლია სცადო ბედი.
გაგიმართლებს - დარჩები, არ გაგიმართლებს - იყიდი ბილეთს და წამოხვალ უკან.
მაგრამ მექსიკიდან ან ფიქტიური ხელის მოწერით ჩასვლა და ათობით ათასის გადახდა არავის უნდა ურჩიო ამ სიტუციაში...
აქ რო დარხეული ქონდა, სახლი გაყიდა და ამერიკაში წავიდა, ის ვერ დაბრუნდება უკან...

რამდენიმე დღის წინ ორი ქართველი ტიპი გავიცანი, ერთი სან ფრანცისოში ცხოვრობს წლებია, უბერზე მუშაობს, მეორე 1 თვის წინ შემოვიდა მექსიკიდან, ამის ახლობელია და ამასთან ცხოვრობს სახლში.
ტიპმა ინგლისური არ იცის, არაფერი პროფესია არ აქვს, არავინ არ ყავს აქ ისეთი, ვინც დაასაქმებს...
სამსახურს ეძებს.
მაგრად შემეცოდა, კაი ადამიანი იყო, მაგრამ სულელურად ჩამოსული...
სახეზე გაურკვევლობა ეწერა, რას აპირებ მეთქი რო ვკითხე, არ ვიციო...
სამწუხაროდ ვერ იშოვის ეგ ტიპი სამსახურს, კაი ხნის მანძილზე sad.gif
ამას გაუმართლა მაინც, ახლობელმა შეიფარა... ძმაკაცია თუ ნათესავი არ ვიცი...
თორე მოუწევდა ქუჩაში ცხოვრება, როგორც ბევრი ცხოვრობს...

QUOTE
ცხარე ცრემლებით ტირიან და წუწუნებენ

ალბათ საქართველოდან ტვინს უ###ავენ, ემათხოვრებიან და დოლარების გამოგზავნას თხოვენ smile.gif
თუ ფულს არ თხოვენ, თვითონ რატო დარეკავს ამერიკიდან კაცი საქართველოში და იწუწუნებს, საქართველოდან გაუგზავნიან რამეს? smile.gif


პ.ს. წელს ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა ჩემთან ერთად, შტატებში დარჩენას აპირებდა და რო არკვევდა სად რა სიტუაციაა, მაქედან გავიგე ყველაფერი.
რეალობა არც ისეთია, როგორც შორიდან ჩანდა და მეგონა.
ძაან ცუდ დღეში არიან მუშაობის უფლების არმქონეები, ეხლა ვინც ჩამოვიდნენ.
ეს ჩემი ძმაკაცი დაბრუნდა უკან სამ თვეში, არ დაარღვია ვიზა.
სანამ დაბრუნდებოდა კვირაში 1-2 დღეს შოულობდა ხოლმე სამსახურს, ე.წ. მუვინგზე.
და ერთხელ მაგრად მაცინა smile.gif კალიფორნიდან ოჯახი ნევადაში გადავიდა, კალიფორნიის მაღალი ხარჯების გამო და ამან წაიღო იმ ოჯახის ავეჯი.
ჩავიდნენ ვეგასში და ორი კაცი ეზოდება ამ ავეჯს მანქანიდან სახლში.
ხო და 45 გრადუსი სიცხეაო, თავზე რაღაც დიდი კარადა მადევსო, შუადღეაო, ჰაერი ისეთია ცხელი ფენი რო მოგიშვირონო, ოფლი მომდისო... და ვფიქრობო - ეხლა ვიღაცამ რო დამირეკოს საქართველოდან და 100$ გამომიგზავნეო მითხრასო, სულ დედის ###### ვაგინებო, სულ რო ჩემი მშობლები ან ძმა იყვნენო, ძმაკაცზე აღარაა საუბარიო biggrin.gif biggrin.gif და პროსტა უბნელი რო იყოს, ვაგინებ კი არა, ხვალვე ბილეთს ვიყიდი, ჩავალ და იქ მო#####ავ დედასო biggrin.gif

Posted by: Metro85 29 Aug 2023, 17:12
თუ იცით საელჩოში კიდე რიგებია ტურისტულ ვიზაზე? დარეგისტრირება მინდა და დაახლოებით რამდენი თვე მომიწევს ლოდინი?

Posted by: androabuladze 29 Aug 2023, 19:14


BeRa_ChoX

ამერიკაში ცხოვრება მართლა მძიმეა, თუ არ გაქვს საბუთები.
ბევრია, ვინც ქუჩაში ათევდა ღამეს. ისეთიც ბევრია, ვინც უკან დაბრუნდა.

საბუთიანები იწყობენ ცხოვრებას.


Posted by: BeRa_ChoX 29 Aug 2023, 20:32
androabuladze

QUOTE
ამერიკაში ცხოვრება მართლა მძიმეა, თუ არ გაქვს საბუთები.
ბევრია, ვინც ქუჩაში ათევდა ღამეს. ისეთიც ბევრია, ვინც უკან დაბრუნდა.

საბუთიანები იწყობენ ცხოვრებას.


მე არ მითქვამს ადვილია და იავარდით მოფენილი. მე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ვინც ამერიკაშია და ცხოვრება აიწყო (ბრძოლით, შრომით თუ იღბლის წყალობით) თავის თანამოძმეებს და მეგობრებს ატყუებს. (გვერდში დგომა -0). wink.gif



Frankens†ein

სალამი ალამოდან!

მეგობარო, თუ კარგად წაიკითხავ ჩემს პოსტს, დაინახავ თუ აქცენტი რაზე მაქვს.

მშრომელი და მიზანდასახული ადამიანი ყველგან გაქაჩავს და თავს გაიტანს.
ზარმაცი, ინერტული და გაზულუქებული ტიპი ყველგან ბალასტია.

ამერიკა დღეს ნ1 ქვეყანაა სადაც შეგიძლია საკუთარი თავის რეალიზაცია, მით უფრო თუ ემიგრანტი ხარ.

ჩვენ ქართველებს ზოგადად გვერდში დგომის და ერთმანეთის გატანის დიდი პრობლემა გვაქვს.

სომხები და ებრაელები მაგ საკითხში ჩემპიონები არიან და დროა მათგან ავიღოთ მაგალითი, რამეთუ ძალა ერთობაშია! wink.gif

პ.ს ფულის თხოვნას რაც შეეხება, გააჩნია ვინ ვის რამდენს და რისთვის თხოვს. არც ბევრმა ფულმა უნდა გაგადიდგულოს და ზემოდან დაგაწყებინოს ცქერა იმ ხალხზე ვინც შენთან ერთად გაიზარდა, ცხოვრობდა და ა.შ. ამას სულით პროჭი აკეთებს, ხოლო ღირსეულმა პიროვნებამ რომელმაც უამრავი სირთულე გადალახა და ათასი განსაცდელი გამოიარა იმან იცის ვის როგორ უნდა დაეხმაროს და არასდროს უყურებს თანამოძმეს როგორც "ბიდლას".

Posted by: lovelock 30 Aug 2023, 02:01
BeRa_ChoX
კი სწორია რომ მშრომელი ყველგან იშრომებს მაგრამ ეგ საქართველოსაც ეხება. ეგეთი ხალხი საქართველოშიც არიან და მუშაობენ. დასავლეთში მართლა კრიზისებია ახლა და მართალს გეუბნება ფრენკი. ბრიტანეთშიც კრიზისებია. რამოდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს გარშემო ვისაც სამსახურის გამოცვლა უნდა და ვერ ახერხებენ, რთულია კარგ ხელფასიანი სამსახური. მეც რომ რეკრუიტერები კვირაში ერთხელ მწერდნენ ახლა აღარ იმიტომ რომ არაა ვაკანსიები. ჩემს დეპარტამენტში რომ მიდის ხალხი ახალი არ აგვყავს იმიტომ რომ ბიზნესი ჩაწოლია. საშინელი ინფლაციაა ასევე. ამ თვეში იმდენი ფული დავხარჯე რომ აზრზეც ვერ მოვედი. ერთადერთი პლიუსი რაც ხდება ის არის რომ ემიგრაცია გაადვილდა ბრიტანეთში წელს. ვისაც ლეგალურად უნდა წამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა ჩემი აზრით და ბევრი ოფციებია თუ ჩაუჯდება ადამიანი. თან საემიგრაციო ხელფასი ისე თუ ასე დაბალია და ეგეთი სამსახური კიდევ იშოვება. თუმცა ინფლაცია თუ ვერ გააკონტროლეს ეგეც არ იქნება ადვილად ხელმისაწვდომი.







Posted by: ME 30 Aug 2023, 06:03
BeRa_ChoX
QUOTE
მე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ვინც ამერიკაშია და ცხოვრება აიწყო (ბრძოლით, შრომით თუ იღბლის წყალობით) თავის თანამოძმეებს და მეგობრებს ატყუებს. (გვერდში დგომა -0).

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ალბათ არ არის სწორი smile.gif

ზოგადად განზოგადება არ არის კარგი,
ისევე როგორც Frankens†ein-ის შემთხვევაში,
ვინც შორიდან კითხულობს, მართლა ეგონება რომ მთელს ამერიკაში ის სიტუაციაა რასაც ეს კაცი ხედავს,

თუმცა ცხადია რომ სან ფრანცისკო იქნება თუ ბეი არეა, ამერიკას არ ასახავს

Posted by: Frankens†ein 30 Aug 2023, 09:31
ME
QUOTE
ზოგადად განზოგადება არ არის კარგი,
ისევე როგორც Frankens†ein-ის შემთხვევაში

ჩემს შემთხვევაში არ მივიღებ შენიშვნას smile.gif
ზოგადად ამერიკაშია რეცესია.
ფაქტია ეგ.

განვითარებულ შტატებში უფრო იგრძნობა, რა თქმა უნდა...
სადაც უფრო მაღალია ეკონომიკა, იქ უფრო იგრძნობა ვარდნა...

ის სკეტჩი გამახსენდა, ჭიათურას ლარის კურსის ვარდნა არ შეხებია, მყარად არის ლარი, რასთან უნდა გაუფასურდეს, ჭიათურაში სხვა ვალუტა არ არისო biggrin.gif

Posted by: BeRa_ChoX 30 Aug 2023, 11:38
androabuladze

აქ საბუთებზე არ არის საუბარი.
არც ემიგრანტების სხვადასხვა სირთულის მქონე სტარტზე.

lovelock

ყველას ერთ ქვაბში აე ვხარშავ, ხაზგასმით წერია ის თუ ვის ეხება ჩემი პოსტი.

პ.ს
ვისაც უჭირს და უძნელდება ამერიკა მაშინ დაუბრუნდეს დედა სამშობლოს wink.gif

კარგად წაიკითხე რაც დავწერე.

ME

Posted by: SabaGEO 30 Aug 2023, 11:58
გამარჯობა, აშშ ვიზა ჩამირტყეს მაგრამ პასპორტს ვადა გასდის 1 წელში, როგორც წავიკითხე ვადის გასვლის შემდეგ ორი პასპორტით მომიწევს მოგზაურობა, და სხვა გზა არ არსებობს? არ შეიძლება რომ ახალ პასპორტშიც ჩავაკვრევინო? მადლობა

Posted by: Frankens†ein 30 Aug 2023, 16:12
QUOTE (SabaGEO @ 30 Aug 2023, 11:58 )
გამარჯობა, აშშ ვიზა ჩამირტყეს მაგრამ პასპორტს ვადა გასდის 1 წელში, როგორც წავიკითხე ვადის გასვლის შემდეგ ორი პასპორტით მომიწევს მოგზაურობა, და სხვა გზა არ არსებობს? არ შეიძლება რომ ახალ პასპორტშიც ჩავაკვრევინო? მადლობა

კი, ორი პასპორტით მოგიწევს.
ჩემს ვიზიან პასპორტს 2016-ში გაუვიდა ვადა და იმის მერე ორი პასპორტით დავდივარ.

და რად გინდა ახალ პასპორტში.
კარგიცაა ცალკე პასპორტში ქონა.

ყოველდღიურ რეჟიმში ხო არ გიწევს სიარული და კარგიცაა, ევროპაში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში პასპორტის გამოყენებისას რო დაკარგო პასპორტი, ვიზას არ კარგავ smile.gif

Posted by: SabaGEO 30 Aug 2023, 19:31
Frankens†ein
გეთანხმები, მაგრამ მექსიკაში მინდა წასვლა და მანდაც 2 პასპორტით მომიწევს სიარული. ვთქვათ ისრაელში რომ მინდოდეს, სადაც ვიზა არ გვჭირდება მაგრამ 90% არ უშვებენ, მეტი შანსი გაქვს შეშვების თუ აშშ ვიზა გექნება, ანუ იქ მეორე პასპორტიც უნდა წაიღო...

ბრიტანეთის და კანადის ვიზების აღებაც მინდა და მანდ მარტო ახალი პასპორტის დატოვება მომიწევს, ვერ ნახავენ რომ აშშ ვიზა მაქვს.

Posted by: ტანკე 30 Aug 2023, 21:43
სან ფრანცისკოში და ზოგადად ამერიკაში ყველაფერი რიგზეა
https://www.nbcbayarea.com/news/local/job-growth-bay-area/3243722/#:~:text=Despite%20ongoing%20inflation%20and%20job%20cuts%2C%20the%20overall%20job%20market,tech%20companies%20have%20cut%20back.

Posted by: lovelock 30 Aug 2023, 23:56
დიდი განსხვავება ევროპასა და ამერიკაში ახლა არის ინფლაცია. FT-ში წავიკითხე რომ ამერიკას ინფლაცია ნაკლები ჰქონდა იმიტომ რომ ნავთობის რეზერვები ჰქონდათო რაც ახლა უთავდებათო.

Posted by: Frankens†ein 31 Aug 2023, 02:37
QUOTE (SabaGEO @ 30 Aug 2023, 19:31 )
Frankens†ein
გეთანხმები, მაგრამ მექსიკაში მინდა წასვლა და მანდაც 2 პასპორტით მომიწევს სიარული. ვთქვათ ისრაელში რომ მინდოდეს, სადაც ვიზა არ გვჭირდება მაგრამ 90% არ უშვებენ, მეტი შანსი გაქვს შეშვების თუ აშშ ვიზა გექნება, ანუ იქ მეორე პასპორტიც უნდა წაიღო...

ბრიტანეთის და კანადის ვიზების აღებაც მინდა და მანდ მარტო ახალი პასპორტის დატოვება მომიწევს, ვერ ნახავენ რომ აშშ ვიზა მაქვს.

ერთხელ მაინც თუ იმოგზაურებ შტატებში, უველა ყველაფერს ნახავს smile.gif
ელექტრონულია ყველაფერი უკვე...

Posted by: Augustiner 31 Aug 2023, 12:07
პრივეტები ამერიკას მზიანი ავჭალიდან
1999-2001 წლებში ვიყავი ამერიკაში J1 ვიზით და სავიზო რეჟიმი დავარღვიე. არ დაუდეპორტებივარ ჩემით ვიყიდე ბილეთი მე იდიოტმა და წამოვედი. მაგრამ ანაბეჭდები აქვთ ჩემი ატლანტის პოლიციაში, წვრილმან ხულიგნობაზე დამიჭირეს და მეორე დღეს ჯარიმით გამოვედი. ეხლა რო ვიჩალიჩო და რაღაცნაირად ჩამოვიდე არალეგალურად და მანდ სადმე პატრულმა ან საემიგრაციომ გამაჩეროს სანამ მასაში ავირევი, ეგრევე სადეპორტოში ჩამსვავენ თუ არის რამე შანსები რო დაუძვრე მაგათ?

Posted by: ვიღაც 31 Aug 2023, 14:27
ამ ქარიშხლების დროს ვინც ქონებას კარგავს,სახელმწიფო რამით ეხმარება მანდ? თუ არადა,მაშინ იმ შტატებში სადაც ქარიშხლები ყოველწლიურად მოდის,უძრავი ქონების ყიდვას როგორ რისკავს ხალხი? მე პირველი ალბათ მაგას მივაქცევდი ყურადღებას, შეილება მთელი ცხოვრების ნაგროვები ერთმა ქარიშხალმა გაგინადგუროს და დარჩე ცარიელი

Posted by: Frankens†ein 31 Aug 2023, 17:50
QUOTE (ვიღაც @ 31 Aug 2023, 14:27 )
ამ ქარიშხლების დროს ვინც ქონებას კარგავს,სახელმწიფო რამით ეხმარება მანდ? თუ არადა,მაშინ იმ შტატებში სადაც ქარიშხლები ყოველწლიურად მოდის,უძრავი ქონების ყიდვას როგორ რისკავს ხალხი? მე პირველი ალბათ მაგას მივაქცევდი ყურადღებას, შეილება მთელი ცხოვრების ნაგროვები ერთმა ქარიშხალმა გაგინადგუროს და დარჩე ცარიელი

რავიცი, საქართველოში რაც მაბადია, ყველაფერი დაზღვეული მაქვს და ალბათ ამერიკაშიც აზღვევენ ქონებას smile.gif

Posted by: Pinkman987 31 Aug 2023, 18:46
QUOTE
ანაბეჭდები აქვთ ჩემი ატლანტის პოლიციაში, წვრილმან ხულიგნობაზე დამიჭირეს და მეორე დღეს ჯარიმით გამოვედი

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
* * *
რატომ უნდა მოგცენ შენი აზრით ვიზა ან შეგიშვან მეორეჯერ როცა ხულიგანი ხარ? biggrin.gif

Posted by: SabaGEO 31 Aug 2023, 20:27
Frankens†ein
QUOTE
ერთხელ მაინც თუ იმოგზაურებ შტატებში, უველა ყველაფერს ნახავს
ელექტრონულია ყველაფერი უკვე...

ერთხელ ნამყოფი ვარ უკვე მაგრამ, მაგას ბრიტანეთის და კანადის საელჩოები ხედავენ და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას?

Posted by: ვიღაც 31 Aug 2023, 20:59
QUOTE (Frankens†ein @ 31 Aug 2023, 17:50 )
QUOTE (ვიღაც @ 31 Aug 2023, 14:27 )
ამ ქარიშხლების დროს ვინც ქონებას კარგავს,სახელმწიფო რამით ეხმარება მანდ? თუ არადა,მაშინ იმ შტატებში სადაც ქარიშხლები ყოველწლიურად მოდის,უძრავი ქონების ყიდვას როგორ რისკავს ხალხი? მე პირველი ალბათ მაგას მივაქცევდი ყურადღებას, შეილება მთელი ცხოვრების ნაგროვები ერთმა ქარიშხალმა გაგინადგუროს და დარჩე ცარიელი

რავიცი, საქართველოში რაც მაბადია, ყველაფერი დაზღვეული მაქვს და ალბათ ამერიკაშიც აზღვევენ ქონებას smile.gif

შენ სადაზღვევოში მუშაობ და მაგიტო gigi.gif და ისე კიდე რამდნიმე მილიონია ქონება რომ დააზღვიო რამდენის გადახდა გიწევს,რავიცი აბა

Posted by: Frankens†ein 1 Sep 2023, 01:13
SabaGEO
QUOTE
ერთხელ ნამყოფი ვარ უკვე მაგრამ, მაგას ბრიტანეთის და კანადის საელჩოები ხედავენ და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას?

კი, ხო დაგვიჩიპეს პასპორტები.
ხო და ყველაფერი ჩანს, სად ხარ ნამყოფი - რომელი ქვეყნის საზღვრები გაქვს გადაკვეთილი...

ვიღაც
QUOTE
შენ სადაზღვევოში მუშაობ და მაგიტო

ხო, მაქვს ინფორმაცია smile.gif
50,000$-იანი სახლი რო დააზღვიო, 150-200$-ს იხდი წელიწადში.
არ ღირს გადახდა?
ზღვისპირას მაქვს სახლი და დაზღვეული მაქვს, წელიწადში 150$-ის დედა ვატირე, სამაგიეროდ მშვიდად ვარ, ხანძარი გაჩნდეს, შტორმმა დააზიანოს, მიწისძვრამ დაბზაროს და ა.შ...
თბილისში ბინა რო დააზღვიო, 15 ლარია თვეში, სამაგიეროდ დაზღვეული ხარ ხანძარი რო გაჩნეს, მილი გასკდეს და შენც დაიტბორო და ქვემოთ მეზობეიც დატბორო... ქურდობები აღარაა, მაგრამ მაგაზეც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
ეხლა საზღვარგარეთ ვაე, დროებით, 4 თვე სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევაში სადღაც 150 ლარამდე გადავიხადე, აქ რამე რო მოგივიდეს, გაიყიდები, მარტო სასწრაფოს გამოძახება ღირს 1000$-მდე, რამე თუ დაგჭირდა, სამედიცინო მომსახურება ხო საერთოდ... მსრტო კბილის ამოღება ღირს 500$ biggrin.gif
მოკლედ, საჭიროა დაზღვევა.
QUOTE
რამდნიმე მილიონია ქონება რომ დააზღვიო რამდენის გადახდა გიწევს,რავიცი აბა

დაზღვევის ტარიფი პროცენტულადაა.
რაც უფრო მეტი ღირებულების ქონებას ფლობ, მით მეტის გადახდის საშუალებაც გაქვს შესაბამისად smile.gif
მილიონიანი სახლი რო გაქვს, იმის საშუალებაც გექნება წელიწადში 2000$ დაზღვევაში გადაიხადო.

Posted by: lovelock 1 Sep 2023, 01:49
Frankens†ein
სახლის ფასეულობას როგორ ამოწმებთ ხოლმე საქართველში? მაგალითად ვთქვი რომ ბინა არის 350,000 მაგრამ სინამდვილეში არის 250,000 რომ დაიწვას 350კ მოვითხოვ. ანუ იცით ფასეულობები და პრემიუმს ადებთ ?

Posted by: Frankens†ein 1 Sep 2023, 02:12
QUOTE (lovelock @ 1 Sep 2023, 01:49 )
Frankens†ein
სახლის ფასეულობას როგორ ამოწმებთ ხოლმე საქართველში? მაგალითად ვთქვი რომ ბინა არის 350,000 მაგრამ სინამდვილეში არის 250,000 რომ დაიწვას 350კ მოვითხოვ.  ანუ იცით ფასეულობები და პრემიუმს ადებთ ?

არა, ვინც აზღვევს, თვითონ ასახელებს სადაზღვევო თანხას.
პირველ რიგში დამზღვევის ინტერესებშია, რომ რეალური თანხა თქვას.
მეტს თუ იტყვის, მეტის გადახდა მოუწევვს და რამე რომ მოხდეს რეალურ ღირებულებაზე მეტი არ აუნაზღაურდება.
ნაკლებს თუ იტყვის, ნაკლებს კი გადაიხდის, მაგრამ რამე რომ მოხდეს, პროპორციულად აუნაზღაურდება - ანუ 100'000-იანი სახლი 70'000-ად რომ დააზღვიოს, ნაკლებს კი გადაიხდის,მაგრამ ზარალი მოუვიდეს სიტყვაზე 10000-ის, 70% ანუ 7000 აუნაზღაურდება...

შეფასებას დამოუკიდებელი ექსპერტიზა აკეთებს, თუ სადაოა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო...

Posted by: lovelock 1 Sep 2023, 02:40
Frankens†ein
QUOTE
და რამე რომ მოხდეს რეალურ ღირებულებაზე მეტი არ აუნაზღაურდება.

ამას როგორ ასკვნით?

მაგალითად სახლი დაიწვა და ღირებულება ამ სახლის არის ისევ 250,000 მაგრამ მე ვთქვი რომ 350,000. ახალი სახლის აშენება ამ ლოკაციაზე ღირს 150,000. დაიკიდებენ რა ვთქვი და მეტყვიან თავიდანვე რომ 3 საძინებლიან სახლი არის 150კ და მაქსიმალრუი რაც შეგიძლია დაზღვიო. მაგალითად ჩემს დაზღვევაში ეგაა მითითებული რომ ახალი სახლის აშენება რა ღირს და ლოკაციის ელემენტი შორდება. თუ დაიწვა მომცემენ 150კ.

მაგრამ

ბინებში ცოტა სხვანაირადაა. ჩვენთანა არის ლიზჰოლდი და ბინის ქვეშ მიწის საბუთი ვისაც ააქვს იმის ლეგალური მოვალეობაა დააზღვიოს მთელი შენობა. ანუ ისევ მიდის replacement cost-ზე დაზღვევა.

აი საქართველში სხვა ლეგალური სისტემაა მფლობელობის ბინის და ბინის დაზღვევა მანდ როგორაა? ანუ ჩემი დაიწვა, მქონდა დაზღვევა მაგრამ სხვებს არა და კორპუსი ვერ შენდება. მე მინდა ფული რომ ვიყიდო სხვაგან? ჰოდა 250კ იყო სინამდვილეში. მე დავაზღვიე 350კ. დაზღვევა რამდენს მომცემს? დაახლოებით გეკითხები.

Posted by: Frankens†ein 1 Sep 2023, 03:06
lovelock
QUOTE
მაგალითად სახლი დაიწვა და ღირებულება ამ სახლის არის ისევ 250,000 მაგრამ მე ვთქვი რომ 350,000. ახალი სახლის აშენება ამ ლოკაციაზე ღირს 150,000

გადაგიხდიან იმდენს, რაც ახალი სახლის აშენება დაჯდება.
ლოკაციას არ აქვს მნიშვნელობა, ორი ერთნაირი სახლი მაგალითად ვაკეში და გლდანში სხვადასხვა ფასი ღირს, მაგრამ ორივე რო დაზღვეული იყოს და დაიწვას, ორივეს ერთნაირად აუნაზღაურდებათ.
მიწა შენ გრჩება და ააშენებ სახლს და იგივე ღირებულება ექნება.

ბინებზე ცოტა სხვანაირადაა.
მანდ შეგიძლია საბაზრო ღირებულებით დააზღვიო, შეგიძლია აღდგენითი ღირებულებით.
მაგრამ საბაზრო ღირებულებით დაზღვევა სისულელეა, ტყუილად უნდა გადაიხადო ბევრი.
მთლიანად რომ დაინგრეს სახლი, მაგის რისკი ძაან დაბალია.
და რომც დაინგრეს, ახალი კორპუსი რო აშენდეს, გეკუთვნის შენ მანდ კონკრეტული ფართი.

მოკლედ, აღდგენითი ღირებულებით უნდა დააზღვიო.

ერთი და იგივე კოტეჯი ბათუმში და კასპში სხვადასხვა ფასი ღირს, მაგრამ რო დაიწვას, ორივეს ერთნაირი თანხა სჭირდება აღსადგენად თუ ახალი კოტეჯის ასაწყობად.


მე რო მშნენებელი ვარ და ავაშენე კორპუსი, სადაც 100 კვ.მ. ბინა დამიჯდა 50,000, მაგრამ გავყიდე 100,000-ად, ვინც იყოდა, თუ ესმის რეალურად რა არის დაზღვევა, 50,000-ად დააზღვევს და არა 100,000-ად.

მაგრამ 99%-ს არ ესმის და საბაზრო ღირებულებაში აზღვევენ და გონიათ სახლი რო დაიწვას, იმდენს გადაუხდიან, რაც ამ სახლში გადაიხადა და რა ფასადაც დააზღვია smile.gif

თვითონ ხელშეკრულებაშიც/ვორდინგშიც წერია რომ ზარალის შემთხვევაში სადაზღვევო აანაზღაურებს აღდგენით და არა საბაზრო ღირებულებას, მაგრამ მაგ ვორდინგს ან არ კითხულობენ ან არ ესმით რეალურად რას ნიშნავს.









Posted by: lovelock 1 Sep 2023, 03:35
Frankens†ein
QUOTE
თვითონ ხელშეკრულებაშიც/ვორდინგშიც წერია რომ ზარალის შემთხვევაში სადაზღვევო აანაზღაურებს აღდგენით და არა საბაზრო ღირებულებას, მაგრამ მაგ ვორდინგს ან არ კითხულობენ ან არ ესმით რეალურად რას ნიშნავს.

აააჰ გასაგებია. ჩვენთან ლოკაციას ჩააგდებ და იტყვი რა არის შენობა, ანუ სახლი თუ ბინა, ფართი, სართულები და საძინებლები. ჰოდა მაგის მიხედვით მოდელი აქვთ (ლოკაცია და აშენების ფასი კვადრატულზე) და ზუსტად გეტყვიან replacement cost რაც იგივეა რაც აღდგენითი ღირებულება. საერთოდ არ გეკითხებიან შენ რა გგონია და თანხაც ზუსტად ეგ წერია საბუთებში სახლების შემთხვევაში.

ბინების შემთხვევაში მიწის მფლობელი აზღვევს და ზოგს შეიძლება კარგად ააქვს ბინა მოწყობილი, ზოგს ცუდად - ამ შემთხვევაში ყველა ერთნაირად ანაზღაურდება.

აი რაც შეეხება პირად ნივთებს და რაც ბინაში აი ეგ მართლა სადაოა. მაგალითად ოქროს სამკაულზე ღირებულება არა და ფასეულობას გინაზღაურებენ მაგრამ წინასწარ უნდა შეაფასო დამოუკიდებელ შემფასებელთან და მერე დააზღვიო. ზოგ ნივთებზე არის ის რომ ხელახლა რომ იყიდო რა ეღირება. ზოგზე კი რაც გადაიხადე იმის ნაწილი რადგანაც გაცვეთილიაო წლების მერე. მაგარი სადაო რამეა. ჩემი მეგობრის მამა გაქურდეს და მაგრად გააწამა ეგ კაცი დაზღვევამ რის შემდეგ მივხვდი რომ არ ღირს პირადი ნივთების დაზღვევა.

Posted by: Frankens†ein 1 Sep 2023, 03:45
lovelock
პირადი ნივთები - ძვირფასეულობა არც ექვემდებარება ჩვენთან დაზღვევას, სადაო იქნება ყველა შემთხვევაში.
ნივთებიდან მარტო ავეჯი და საოჯახო ტექნიკა ..






გავაოფეთ ძაან თემა და შტატებში ოთხთვიანი ყოფნის შემდეგ, ავიღე უკან თბილისის ბილეთი, ერთ კვირაშია ფრენა და ერთი სული მაქვს მალე მოვიდეს smile.gif
სამივე ჩემოდანი, ბარგიც და ხელბარგიც ჩალაგებული მაქვს, რამის ჩაცმა რო მინდა ვხსნი, ამოვიღებ და ვკეტავ ისევ biggrin.gif
სულ ესე ვარ ხოლმე, მომენატრება საქართველო, ჩამოვალ, ერთი თვე მაგრად მისწორდება და მერე ნელ-ნელა ვხვდები რა Y-ეობაშიც ჩამოვედი smile.gif
თან ეხლა ლაშქრობის სეზონია ჯერ და მაგის გამო მოვდივარ, აქედანვე დაგეგმილი მაქვს უკვე მარშრუტები, თარიღები, ხალხი შეკრებილი smile.gif
რავიცი, ჩემთვის ძაან ძნელი ჩანს ადგე და ერთი ხელის მოსმით მიატოვო მთელი შენი ცხოვრება... ძაან გამიჭირდებოდა ემიგრანტობა.
იმედი მაქვს ორ-სამ თვეში ისევ არ ვიტყვი ეს სად ჩამოვედი მეთქი, ახალი ურთიერთობის დაწყება თუ არ გამომივიდა, მასეც იქნება smile.gif

სხვა ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისთვის პატარა ასაკში უნდა გადახვიდე, სტუდენტობა მაინც უნდა გაიარო იქ, რომ იქაური გახდე.
30+ ასაკი გვიანია...

user posted image

Posted by: Augustiner 1 Sep 2023, 14:45
კულტურულად დავიშოკე უსაში რო ჩავედი 90 ანი წლების თბილისიდან. აეროპორტის ტაქსისტთან დამტვრეული ინგლისურით ლაპარაკის დონეზეც კი ხვდები რო სულ სხვაგან ხარ. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ეზოში რო შევედი სულ გამოვყლევდი, ამდენი ახალგაზრდა და ყველას წიგნში აქვს თავი ჩაფლული. კინაღამ მეც იქაური გავხდი პირველ 3 თვეში. მენტალურად დიდად ალბათ არ შევიცვლებოდი, მაგრამ ყველაფერი მქონდა რო ფული მაინც მეშოვა და "ცხოვრება ამეწყო". ეგეთი შანსები უნდა გამოიყენო სანამ ახალგაზრდა ხარ.

Posted by: Harley Davidson 1 Sep 2023, 19:09
Frankens†ein
QUOTE
30+ ასაკი გვიანია...

მასეც ნუ იტყვი

Posted by: Frankens†ein 2 Sep 2023, 00:29
QUOTE (Harley Davidson @ 1 Sep 2023, 19:09 )
Frankens†ein
QUOTE
30+ ასაკი გვიანია...

მასეც ნუ იტყვი

ინდივიდუალურია პრინციპში.
მე გამიჭირდებოდა.
მწვანე ბარათი ან მოქალაქეობა კარგია, როცა გინდა ჩახვალ საქართველოში და ტიპები რო ჩამოდიან და ბარდებიან და მინიმუმ 5 წელი საბუთს უნდა ელოდონ და ფაქტიურად სროკზე არიან, მასე გამიჭირდებოდა ძაან...

Posted by: Harley Davidson 2 Sep 2023, 00:51
Frankens†ein
QUOTE
მწვანე ბარათი ან მოქალაქეობა კარგია, როცა გინდა ჩახვალ საქართველოში და ტიპები რო ჩამოდიან და ბარდებიან და მინიმუმ 5 წელი საბუთს უნდა ელოდონ და ფაქტიურად სროკზე არიან, მასე გამიჭირდებოდა ძაან...

ფსიქოლოგიურად რთულია ეგ მომენტი, კი. როცა არ იცი, როდის შეძლებ სამშობლოში დაბრუნებას, ოჯახის ნახვას და ა.შ
მით უფრო, რომ სრულად სისტემაზეა დამოკიდებული და არა შენზე

Posted by: Pinkman987 2 Sep 2023, 03:18
QUOTE
მწვანე ბარათი ან მოქალაქეობა კარგია, როცა გინდა ჩახვალ საქართველოში და ტიპები რო ჩამოდიან და ბარდებიან და მინიმუმ 5 წელი საბუთს უნდა ელოდონ და ფაქტიურად სროკზე არიან, მასე გამიჭირდებოდა ძაან...

5 წელი დიდი არაფერია მალე გადის, მე რომ წავედი საზღვარგარეთ არც მე ჩამოვსუვარ სადღაც მაგდენი ხანი მიუხედავად იმისა რომ შემეძლო ჩამოსვლა
უბრალოდ იმ 1 თვე შვებულებას რაც ყოველწლიურად მქონდა სხვადასხვა ქავეყნებში მოგზაურობებში ვიყენებდი და არა საქართველოსთვისთვის

Posted by: Frankens†ein 2 Sep 2023, 04:28
QUOTE (Pinkman987 @ 2 Sep 2023, 03:18 )
QUOTE
მწვანე ბარათი ან მოქალაქეობა კარგია, როცა გინდა ჩახვალ საქართველოში და ტიპები რო ჩამოდიან და ბარდებიან და მინიმუმ 5 წელი საბუთს უნდა ელოდონ და ფაქტიურად სროკზე არიან, მასე გამიჭირდებოდა ძაან...

5 წელი დიდი არაფერია მალე გადის, მე რომ წავედი საზღვარგარეთ არც მე ჩამოვსუვარ სადღაც მაგდენი ხანი მიუხედავად იმისა რომ შემეძლო ჩამოსვლა
უბრალოდ იმ 1 თვე შვებულებას რაც ყოველწლიურად მქონდა სხვადასხვა ქავეყნებში მოგზაურობებში ვიყენებდი და არა საქართველოსთვისთვის

მე ძალიან მიყვარს საქართველო ალბათ biggrin.gif

* * *
ან თავისუფლება smile.gif
იმ ქვეყანაში წახვიდე, რომელიც თავისუფლებასთან ასოცირდება და თავისუფლად გადაადგილების უფლება გქონდეს შეზღუდული, ცოტა არ უხდება ერთმანეთს smile.gif

Posted by: Pinkman987 2 Sep 2023, 22:57
ამერიკა ცალკე სამაყაროა, უმეტესობა არც ყოფილა ამერიკის გარეთ და ეს ფაქტი სულაც არ აწუხებთ

https://www.mic.com/articles/28780/why-64-of-americans-have-never-left-the-u-s

Posted by: member0532 4 Sep 2023, 00:21
QUOTE (ვიღაც @ 31 Aug 2023, 14:27 )
ამ ქარიშხლების დროს ვინც ქონებას კარგავს,სახელმწიფო რამით ეხმარება მანდ? თუ არადა,მაშინ იმ შტატებში სადაც ქარიშხლები ყოველწლიურად მოდის,უძრავი ქონების ყიდვას როგორ რისკავს ხალხი? მე პირველი ალბათ მაგას მივაქცევდი ყურადღებას, შეილება მთელი ცხოვრების ნაგროვები ერთმა ქარიშხალმა გაგინადგუროს და დარჩე ცარიელი

ყველას დაზღვეული აქვს სახლი, მით უმეტეს, თუ გაქირავებულია დაზღვევის გარეშე არავინ შეუშვებს. მანქანებზე აუცილებელია დაზღვევა, მაგის გარეშე ჯარიმაა.

მეც დაზღვეული მაქვს სახლი, თვეში ვიხდი დაახლოეიბთ 10 დოლარამდე, სამაგიეროდ სადაზღვევო 500 000 დოლარამდე ზარალს ანაზღაურებს, რაშიც შედის პირადი ნივთები, წყალი, ცეცხლი, სეტყვა, რავიცი ყველაფერი lol.gif მოკლედ, ჯიბეს არ ეტყობა, სამაგიეროდ მშვიდად დადიხარ და არ გეფიქრება მაგაზე.

Posted by: Frankens†ein 4 Sep 2023, 01:01
QUOTE
ამერიკა ცალკე სამაყაროა, უმეტესობა არც ყოფილა ამერიკის გარეთ და ეს ფაქტი სულაც არ აწუხებთ

ამერიკა ქვეყანა ხო არაა, კონტინენტია.
ევროპაში რაღაცისთვის შვეიცარიაში უნდა წახვიდე, რაღაცისთვის საფრანგეთში, რაღაცისთვის ისლანდიაში...
აშშ-ში კიდე ყველაფერია - ოკეანეც, სათხილამურო კურორტებიც, უდაბნოც, ტყეებიც... გაგულავება უნდათ - ვეგასი...
ჩათვალე 50 ქვეყანაა აშშ...

ამას გარდა შორსაა ევროპა.
მომუშავე ამერიკელების უმრავლესობას არ აქვს იმდენი დასვენების/შვებულების საშუალება რომ 3 დღე ჰაერში გაატარონ, მარტო მდიდრებს აქვთ მაგის ფუფუნება.

რატო უნდა წავიდეს ამერიკელი შვებულების გადატარებლად ევროპაშო ან აზიაში, პრაგმატულად რომ მივუდგეთ...

ევროპელი და აზიელი დასასვენებლად/სამოგზაუროდ ისეთ ქვეყანას ირჩევს, რომელიც უცხოა მისთვის და ისეთი რამე დახვდება, რაც თავის ქვეყანაში არ აქვს...

Posted by: cosаnоstra 4 Sep 2023, 09:42
Frankens†ein
QUOTE
რატო უნდა წავიდეს ამერიკელი შვებულების გადატარებლად ევროპაშო ან აზიაში, პრაგმატულად რომ მივუდგეთ...

სავსეა ევროპა ამერიკელი ტურისტებით
ყველაზე მეტს ამერიკელები და ჩინელები მოგზაურობენ

Posted by: foorsmile 4 Sep 2023, 11:51
QUOTE (ramsted @ 23 Aug 2023, 10:25 )
foorsmile
წარმატებები
დაწერე როგორ ჩახვედი, სამსახურების მხრივ რა სიტუაციაა

მარტის ბოლოს ჩავედი მექსიკით, 1 დღეში გამიშვეს, სამსახურებზე რა გითხრა, პრავა როგორც ავიღე დორდაშზე მიკრეს თავი, 200- 250 ავდივარ, ჯერ აქ ვიქნები, მერე ვნახოთ

Posted by: .DG. 6 Sep 2023, 09:05
Frankens†ein
QUOTE
30+ ასაკი გვიანია...

ეგრე მეგონა მეც....
სხვა პრიორიტეტები გიჩნდება 40+ და 50+ ასაკში და შეიძლება აზრი შეგეცვალოს.
მე შემეცვალა smile.gif
30 წლის ასაკში ემიგრანტობის თეორიულ შანსსაც არ ვუშვებდი, თუმცა ფინანსურად კარგად ნამდვილად არ ვიყავი
50+ და მანდ ფინანსურად უზრუნველყოფილს შემეცვალა პრიორიტეტები და წამოვედი.
ოღონდ ლეგალურად წამოსვლას ვგულისხმობ. 50+ ასაკში არალეგალის გზის გავლა ძალიან ძნელია.

Posted by: Bettoro 6 Sep 2023, 13:56
QUOTE
ორი შვილი ყავს: 40- 47 წლისები.

QUOTE
ერთმა მეზობელმა ქალმა - 25 წელი იმუშავა ასე საბერძნეთში. უყიდა ბიჭს ბინები თბილისში, ცოლი მოიაყვანინა და ახლა მინიმალურად ცხოვრობს თავად ღრმა სიბერეში. ამ ბიჭს 1 დღე არ უმუშავია თავის ცხოვრებაში. დედამისის ნაყიდი ქირებით ცხოვრობს.

lovelock
QUOTE

ესეც წარმატებაა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნახტომია ერთი ქალისთვის სოფლიდან თბილისში დაბინავება ორი შვილის + შემოსავლის წყაროს შექმნა. გზა გაუკვალა ფაქტიურად შვილებს და შემდეგ თაობას დედაქალაქში

ჩემი აზრით გზა გაუკვალა კი არა და ინვალიდებად აქცია და თვითონაც ცხოვრება არ იცხოვრა.
მაგ ადამიანს ეგ პასიური შემოსავალი რომ გამოაცალო, საერთოდ არაფრის მაქნისია.

Posted by: cosаnоstra 6 Sep 2023, 14:51
.DG.

დაიცა და თუ ცოლშვილი არ გყავს, 40საც რო იყო ან 45 დაჟე, რატო ვერ წახვალ ემიგრაციაში? რა დაგაკავებს? biggrin.gif

Posted by: DeeJee 6 Sep 2023, 15:42
cosаnоstra
პანიკური შეტევები ფორუმელო არადა ვერსად ვერ მივდივარ როცა ყველა გზა და ვიზები მაქვს ადრე ვიყავი და ვიცხოვრე და მომეწონა უბრალოდ თან ეხლა უფრო გაძვირებულია ყველაფერი და პლიუს სანერვიულოც მეტია ასე რო ჯამრთელობას ვერ გავრისკავ თორე კომპანიაც მაქვს შტატებში და აიტიენ ანუ სოციალ ნომერიც მარა რად გინდა ჯამრთელობის ფასი არაფერია როგორც იტყვიან
* * *
უბრალოდ მე ვარ მაგ ასაკის და აღვნიშნე დაახლოებით

Posted by: Pinkman987 6 Sep 2023, 19:47
DeeJee
რამდენი წლის ხარ კიმარა? 60 , 70?

Posted by: lovelock 6 Sep 2023, 22:45
Bettoro
არ არის ეგრე. მე ჩემი პერსპექტივიდან რომ ვუყურებ ცხოვრებაში ძალიან წამადგებოდა ვინმეს რომ დახმარების ხელი გამოეწოდა და რაიმე დაეტოვებინა ჩემთვის რასაც სასარგებლოდ გამოვიყენებდი. ძალიან დიდი შრომა და წლები დამჭრიდა ნუ მცირედი რამეც რომ მეყიდა იმიტომ რომ თინეიჯერობიდან ქირას ვიხდიდი და ვერ ვაგროვებდი.

ნუ იბოღმებით ყველა იმ ადამიანზე ვისაც რამეს უტოვებენ მშობლები. ხოლოდ იმიტომ რომ მშობლებმა რაღაც დაუტოვეს არ ნიშნავს რომ ინვალიდები არიან. მუშაობენ და აკეთებენ ფულს ასევე მაგრამ კაპიტალის დაგროვება რთულია როცა გასავალი ბევრია facepalm.gif
* * *
Frankens†ein
QUOTE
სხვა ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისთვის პატარა ასაკში უნდა გადახვიდე, სტუდენტობა მაინც უნდა გაიარო იქ, რომ იქაური გახდე.
30+ ასაკი გვიანია...

გეთანხმები მაგრამ თუ კაპიტალით ჩახვალ პროცესი ადვილად მიდის უფრო და ერსაც გააჩნია. ამერიკაში ნაღდად ვერ გადავიდოდი ახლა ალბათ. სად მაქვს მაგათი 16 საათიანი სამუშაო დღის თავი givi.gif

Posted by: Pinkman987 6 Sep 2023, 23:20
QUOTE
სად მაქვს მაგათი 16 საათიანი სამუშაო დღის თავი

საიდან ეგ რომ 16 საათია სამუშაო? 8 საათია რეგულარული ნორმალურ კომპანიაში ოფისში

Posted by: lovelock 6 Sep 2023, 23:27
Pinkman987
ოფიციალურად შეიძლება მაგრამ რეალობაში ბევრს მუშაობენ. მე ვმუშაობდი NYC-ში ცოტა ხანი ერთ-ერთი ფინანსურ კომპანიაში და ეგრე იყო. სილოკონ ვალიშიც უააამრავი საათი მუშაობს სასტავი ვინც ვიცი. არაა საჩემო ეგ down1.gif

Posted by: cosаnоstra 6 Sep 2023, 23:32
QUOTE (DeeJee @ 6 Sep 2023, 15:42 )
cosаnоstra
პანიკური შეტევები ფორუმელო არადა ვერსად ვერ მივდივარ როცა ყველა გზა და ვიზები მაქვს ადრე ვიყავი და ვიცხოვრე და მომეწონა უბრალოდ თან ეხლა უფრო გაძვირებულია ყველაფერი და პლიუს სანერვიულოც მეტია ასე რო ჯამრთელობას ვერ გავრისკავ თორე კომპანიაც მაქვს შტატებში და აიტიენ ანუ სოციალ ნომერიც მარა რად გინდა ჯამრთელობის ფასი არაფერია როგორც იტყვიან
* * *
უბრალოდ მე ვარ მაგ ასაკის და აღვნიშნე დაახლოებით

გასაგებია გასაგებია...............................

Posted by: Pinkman987 6 Sep 2023, 23:45
lovelock
მერე ცუდი მხრიდან რომუყურებ, კარგია პრინციპში საათობრივი ანაზღაურება სადაცაა ორმაგ ინვოის რომ გამოუწერ 16 საათში და მილიონერი გახდები მალე tongue.gif

Posted by: lovelock 7 Sep 2023, 00:10
Pinkman987
არაა ეგეთ ოფისის სამსახურებში საათობრივი ანაზღაურება. თვიურია და მერე წლის განმავლობაში პერფომანს ბონუსებია. მაგრამ გავარტყი ეგეთ ბონუსსაც. მე სადაც ვიყავი ცენტრალ პარკთან იყო ოფისი და კოლეგებს გარეთ გასვლა ფეხებზე ეკიდა თუნდაც ლანჩზე სასეირნოდ. სამჯერადი კვება იყო ოფისში და სნექები უამრავი, ყველაფერი უფასოდ თანამშრომლებისთვის. სასადილო რესტორანივით იყო რა ნაირფერი კერძები კეთდებოდა. სალათებიც იყო კი მაგრამ ხორცები და ბურგერები უფრო მეტი. ჰოდა ჭამდნენ სამსახურში ჩემი კოლეგები და მუშაობდნენ ბევრი საათები. არ ინძრეოდნენ ფაქტიურად. სულ პირის ცმაცუნია რა ან წრუპვა გაზიანი სასმელების და ყავის. დარბაზში თუ ვინმე მიდიოდა არ ვიცი მაგრამ იმდენი საათები ვიჯექით იქ რომ ძილის დროც ნაკლები იყო არათუ მერე ვარჯიში! მე პირადად არ მქონდა დარბაზის თავი სამსახურის მერე ლოგინამდე ძლივს ვაღწევდი. პერმანენტულად გამოუძინარი ვიყავი. ვიკენდზე კიდე კი მააგრამ მხოლოდ ვიკენდზე ვარჯიში და ძილი არაა საკმარისი. უბრალოდ მთელი დღე რომ ზაოდ კრაოტ ხარ ძალიან ცუდია ეს. ეგეთი ცხოვრების სტილი აავადმყოფებს ადამიანს მოკლე დროში, წონაში გამატებინებს და გსტრესავს. მერე მაგ მილიონებსაც წამლებში ხარჯავს ბევრნი givi.gif

შენ წადი თუ გინდა. მე გამოვცადე და არა რა no.gif ანუ ის რომ ჩემი სამსახურების განხრით მანდ ვიყო არ ვიზამ არაფრის დიდებით.




Posted by: Frankens†ein 7 Sep 2023, 07:49
QUOTE (lovelock @ 6 Sep 2023, 22:45 )

Frankens†ein
QUOTE
სხვა ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისთვის პატარა ასაკში უნდა გადახვიდე, სტუდენტობა მაინც უნდა გაიარო იქ, რომ იქაური გახდე.
30+ ასაკი გვიანია...

გეთანხმები მაგრამ თუ კაპიტალით ჩახვალ პროცესი ადვილად მიდის უფრო და ერსაც გააჩნია. ამერიკაში ნაღდად ვერ გადავიდოდი ახლა ალბათ. სად მაქვს მაგათი 16 საათიანი სამუშაო დღის თავი givi.gif

ფინანსური კუთხით ყველაზე ნაკლებად ვამბობ.
პირიქით, მაგ მხრივ თუ სადმე ჩადიხარ, კაპიტალის გარეშე, შტატებში უნდა ჩახვიდე.
თუ გაგიმართლა, 2-3 წელში მაგრად რომ მოიხოდო, ადვილად შეიძლება, სხვა ქვეყანაში ბევრად მეტი როა საჭირო
...

მენტალური კუთხით ვამბობ.
მაგ ასაკში რო გადადიხარ, იქაურ წრეში ვეღარ მოხვდები, იქაურ მეგობრებს ვეღარ შეიძენ...
ანუ იქაური ვერ გახდები...

ადამიანის ტიპაჟსაც გააჩნია.
ინტროვერტი ტიპებისთვის იდეალურია - იქნები შენთვის და გამოიმუშავებ ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს, მეტსაც.

16 საათიან სამუშაო დღეებს რაც შეეხება, ფიზიკურად ძნელი არაა, როცა იქაურ წრეში არ ხარ, რა უნდა აკეთო 8 საათი მუშაობის შემდეგ სახლში რო მიხვიდე smile.gif როცა ოჯახიც არ გყავს... მუშაობა ჯობია უაზროდ ყოფნას smile.gif
ფიზიკურად ძნელია თუ არა, ეგ ინდივიდუალურია...

ფულის საშოვნელად იდეალური ქვეყანაა, არც ისეთი მარტივია, როგორც ბევრს გონია, მაგრამ რა სიძნელეებიც არ უნდა იყოს, სხვა ქვეყნებს ჯობია ყველას ..
* * *


პოლიტიკის განყოფილებაში გავაკეთე რამდდენიმე პოსტი, წესით საინტერესო უნდა იყოს შტატებში ვინც აპირებს:

https://forum.ge/?showtopic=35269966&view=findpost&p=60677771




ესეც გუშინდელი სახალისო ისტორია ბარგზე smile.gif
წონისთვის გადაგიცილებიათ?
smile.gif

ჩასაბარებელ ბარგზე 10 კილოგრამით გადავცდი ჩემოდნის წონას, ორი 23 კგ-ის მაგივრად 23 და 33 აღმომაჩნდა და ხელბარგზე 7-ის მაგივრად 23 კილოგრამი ))

მაგრამ მიჯიგრეს ))

https://forum.ge/?showtopic=35269966&view=findpost&p=60683463

Posted by: cosаnоstra 7 Sep 2023, 09:08
Frankens†ein
QUOTE
რა უნდა აკეთო 8 საათი მუშაობის შემდეგ სახლში რო მიხვიდე

კომპიუტერი ითამაშო, ისეირნო, ბარში შეხვიდე ლუდი წრუპო ან ვისკი, გოგოებს შეხვდე
საქმის მეტი რა არი

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2023, 09:22
QUOTE (cosаnоstra @ 7 Sep 2023, 09:08 )
Frankens†ein
QUOTE
რა უნდა აკეთო 8 საათი მუშაობის შემდეგ სახლში რო მიხვიდე

კომპიუტერი ითამაშო, ისეირნო, ბარში შეხვიდე ლუდი წრუპო ან ვისკი, გოგოებს შეხვდე
საქმის მეტი რა არი

ლუდის და ვისკის წრუპვის დდშვც smile.gif
სეირნობისაც...
ან 30-40 წლის ასაკში, ემიგრანტი ტიპი რო ხარ ჩასული, ვის უნდა შეხვდე გოგოებს ამერიკაში smile.gif
სხვა ცხოვრებაა იქ ვაფშე smile.gif

Posted by: cosаnоstra 7 Sep 2023, 09:41
Frankens†ein
QUOTE
ლუდის და ვისკის წრუპვის დდშვც
სეირნობისაც...

ვისთვის როგორ, ყველას თავისი პრეფერენციები აქ როგორ გაატაროს დრო up.gif
QUOTE
ან 30-40 წლის ასაკში, ემიგრანტი ტიპი რო ხარ ჩასული, ვის უნდა შეხვდე გოგოებს ამერიკაში

ყველგან შეხვდები, სამყარო დიდია და არაერთგვაროვანი

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2023, 10:12
QUOTE (cosаnоstra @ 7 Sep 2023, 09:41 )

QUOTE
ან 30-40 წლის ასაკში, ემიგრანტი ტიპი რო ხარ ჩასული, ვის უნდა შეხვდე გოგოებს ამერიკაში

ყველგან შეხვდები, სამყარო დიდია და არაერთგვაროვანი

კი შეხვდები, მაგრამ რითი უნდა დააინტერესო smile.gif
მაქსიმუმ ერთჯერად სექსზე დაკერო ვინმე შენსავით არაამერიკელი გოგო, კლუბში ან ფესტივალზე smile.gif

დაღესტნიდან რო ჩამოვიდეს აქ ვინმე ლეკი, მახაჩყალიდან, დაკერავს ნორმალურ ქართველ გოგოს? biggrin.gif biggrin.gif



მასლოუს პირამიდა როა, მაგის მიხედვით ამერიკაში დაკმაყოფილებული გექნება ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილება, კარგ შემთხვევაში თვითრეალიზაციაც...
სოციალური და აღიარების მოთხოვნილებები ძაან ძნელად დასაკმაყოფილებელია მანდ, ფაქტიურად არარეალური, არადა ჩემთვის მთავარია ეგ...

შტატებში ხო დავდივარ ხშირად და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე არაერთხელ მიფიქრია იქ გადასვლაზე/დარჩენაზე, მაგრამ მაგ ორი რამის გარეშე სრულფასოვნად ვერ ვიცხოვრებ...

მაგას მირჩევნია თვითრეალიზაციას ვერ მივაღწიო - ანუ ვერ გამოვიმუშავო იმდენი ფული, რასაც ვიმსახურებ smile.gif თვითრეალიზაცია ეგაა...


user posted image

Posted by: cosаnоstra 7 Sep 2023, 10:22
Frankens†ein
.
QUOTE
სოციალური და აღიარების მოთხოვნილებები

რა იგულისხმება ამაში? 2 სიტყვით

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2023, 10:37
QUOTE (cosаnоstra @ 7 Sep 2023, 10:22 )
Frankens†ein
.
QUOTE
სოციალური და აღიარების მოთხოვნილებები

რა იგულისხმება ამაში? 2 სიტყვით

ორი სიტყვით - რაც ზემოთ დავწერე - იქაური სოციუმის წევრობა, იქაური მეგობრების წრეში მოხვედრა, სიყვარული, დაფასება/აღიარება - იქაურ სოციუმში რომ გიცნობდნენ და პატივის გცემდნენ...
* * *
მაგ მასლოუმ მერე გადახედა თავის პირამიდას და რაღაცეებს შეიძლება თანმიმდევრობა შეუცვალო ან საერთოდ ამოიღოო...
ზოგს, მაგალითად ინტროვერტ ტიპებს მაგრად კიდიათ სოციალური ურთიერთობები, ვიღაცას აღიარება კიდია, შეუმჩნევლად რო იცხოვროს თავისთვის, ეგ უფრო ეკომფორტულება...
მე ეს თვითრეალიზაცია მკიდია, რაღაც ### ტერმინია, ადამიანების სამართავად შემოღებული, სხვა ყველაფერი მქონდეს და თვითრეალიზაციის დდშვც, მაგაზე იმან ინერვიულოს, ვისაც ჩემი რეალიზაციით სარგებლის მიღება უნდა biggrin.gif

Posted by: არწივი9 8 Sep 2023, 19:14
Frankens†ein
QUOTE
მასლოუს პირამიდა როა, მაგის მიხედვით ამერიკაში დაკმაყოფილებული გექნება ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილება, კარგ შემთხვევაში თვითრეალიზაციაც...
სოციალური და აღიარების მოთხოვნილებები ძაან ძნელად დასაკმაყოფილებელია მანდ, ფაქტიურად არარეალური, არადა ჩემთვის მთავარია ეგ...

და შენ კერძოდ რას ელოდები მაქაური საზოგადოებისგან მაგ საკითხში? rolleyes.gif

Posted by: Frankens†ein 9 Sep 2023, 01:07
QUOTE (არწივი9 @ 8 Sep 2023, 19:14 )
Frankens†ein
QUOTE
მასლოუს პირამიდა როა, მაგის მიხედვით ამერიკაში დაკმაყოფილებული გექნება ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილება, კარგ შემთხვევაში თვითრეალიზაციაც...
სოციალური და აღიარების მოთხოვნილებები ძაან ძნელად დასაკმაყოფილებელია მანდ, ფაქტიურად არარეალური, არადა ჩემთვის მთავარია ეგ...

და შენ კერძოდ რას ელოდები მაქაური საზოგადოებისგან მაგ საკითხში? rolleyes.gif

საქართველოში რაც მაქვს, მთლად მასეთს თუ არა, იმის მსგავსს მაინც smile.gif

Posted by: lovelock 10 Sep 2023, 00:27
Frankens†ein
QUOTE
ჩასაბარებელ ბარგზე 10 კილოგრამით გადავცდი ჩემოდნის წონას, ორი 23 კგ-ის მაგივრად 23 და 33 აღმომაჩნდა და ხელბარგზე 7-ის მაგივრად 23 კილოგრამი ))

არასწორია მერე ეს. შენ კი გაგიხარდა მესმის ცოტა ფული დაგეზოგა მაგრამ მაგ 33კგ ვინც ათრევს შავ მუშაზე არ იფიქრე. ვინ გგონია რომ მაგეებს ათრევს და თვითმფრინავში აწყობს? ყველაფერი ფულზე არაა ანუ კი ავიაკომპანიები ფულს გღლეტენ ბევრ რამეზე მაგრამ წონის ლიმიტი ჩანთაზე იმიტომაა რომ უსაფრთხოდ აწიოს მტვირთავმა და ჩაალაგოს / გადმოალაგოს თვითმფრინავში. ეგ არის მუშებისთბის სასარგებლო. მაღალი რომაა წონა ბევრი მტვირთავი მერე სხეულის დაზიანებას იღებს და არც ააქვთ ხშირად დაზღვევა ეგეთ ხალხს მაგაზე შენ უკეთ იცი იმიტომ რომ ძვირია და მინიმალურ ხელფასზე არიან. მით უმეტეს საქართველოს მხარეს.


დანარჩენი ადაპტაციის მიხედვით = ეგ ყველა ასაკში რთულია მაგრამ 30+ ალბათ უფრო მეტად. ჩემთვის კიდევ ის მომენტია რომ გიჟივით მუშაობა აღარ მინდა სამსახურებში და ცხოვრების დაბალანსება უფრო მნიშვნელოვანია 30+. ამერიკაში კიდე ზაოდ კრაოტ სიტუაციაა როცა არ გაქვს ბევრი ფული. ის კი არა და ბევრი ხალხი მინახავს საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და დასვენება მოლოდ 15 დღე წელიწადში რაც ძალიან ცოტაა ჩემთვის ://

Posted by: Bettoro 10 Sep 2023, 00:54
ტიტუ, ვერაა თლა კაი ამბავიო

https://youtube.com/shorts/t-BCeBF99oE?si=-Qf1V6MCH4ZSdfwJ


Posted by: Frankens†ein 10 Sep 2023, 01:53
lovelock
QUOTE
არასწორია მერე ეს. შენ კი გაგიხარდა მესმის ცოტა ფული დაგეზოგა მაგრამ მაგ 33კგ ვინც ათრევს შავ მუშაზე არ იფიქრე. ვინ გგონია რომ მაგეებს ათრევს და თვითმფრინავში აწყობს? ყველაფერი ფულზე არაა ანუ კი ავიაკომპანიები ფულს გღლეტენ ბევრ რამეზე მაგრამ წონის ლიმიტი ჩანთაზე იმიტომაა რომ უსაფრთხოდ აწიოს მტვირთავმა და ჩაალაგოს / გადმოალაგოს თვითმფრინავში. ეგ არის მუშებისთბის სასარგებლო. მაღალი რომაა წონა ბევრი მტვირთავი მერე სხეულის დაზიანებას იღებს და არც ააქვთ ხშირად დაზღვევა ეგეთ ხალხს მაგაზე შენ უკეთ იცი იმიტომ რომ ძვირია და მინიმალურ ხელფასზე არიან. მით უმეტეს საქართველოს მხარეს.

ბიზნეს კლასი რომ მეყიდა, 32 კგ მექნებოდა ჩანთებზე ლიმიტი და 15 კგ ხელბარგზე.
ანუ მუშას მაინც მოუწევდა უფრო მძიმე ჩემოდნის აწევა და მეეჭვება ის ჩემი ზედმეტად გადახდილი ფული, მაგის ჯიბეში წასულიყო.
თუმცა ბარგის გადამეტების 75$ მაინც გადავიხადე.
ეგ დამატებითი, მესამე ჩემოდნის 255$ არ გადამახდევინეს და ხელბარგი 7-ის მაგივრად 11 რო ავიტანე თვითმფრინავში.

QUOTE
ამერიკაში კიდე ზაოდ კრაოტ სიტუაციაა როცა არ გაქვს ბევრი ფული. ის კი არა და ბევრი ხალხი მინახავს საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და დასვენება მოლოდ 15 დღე წელიწადში რაც ძალიან ცოტაა ჩემთვის

yes.gif
ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ კარიერას და ფულის შოვნას შეწირო...
ბევრ ფულს და თავისუფალი დროის არქონას, ცოტა ფული და საკუთარი პირადი ცხოვრებისთვის მეტი თავისუფალი დრო მირჩევნია...

Posted by: lovelock 10 Sep 2023, 02:29
Frankens†ein
QUOTE
ბიზნეს კლასი რომ მეყიდა, 32 კგ მექნებოდა

ჰო მაგრამ მანდ სტატისტიკურად გათვლილია რომ ბევრი არაა ეგეთი 32კგ რადგან ბიზნეს კლასის მგზავრი ბევრი არაა პროცენტულად. სულ მაგხელები რომ უწევდეთ არ იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის მგონი. შენს შემთხვევაში გამონაკლისი გააკეთა და მესმის მაგრამ ის რომ ვა რა კარგი რამე გააკეთაო როგორც შენ დაპოსტე ეგრე არაა. კანონი დაარღვია მოკლედ გინდ ისე თქვი და გინდ ასე. კანონი შეიძლება ზოგი იყოს უაზრობა და ეგეც გასაგებია მაგრამ ამ ტიპის კანონი იცავს დაბალ ფენას რომ ზედმეტი ექსპლოტაცია არ მიდიოდეს, თორე ფულზე შეიძლება ვინმემ 50კგ-ც აწიოს რაც არ არის კარგი იდეა.

პ.ს. ან იქნებ არ დაარღვია.. ახლა დავფიქრდი და ავიახაზები ცოტა სხვა რამეა. მაგალითად სიგარეტის მოწევა რესტორანში კანონით ისჯება ჩვენთან. მაგრამ არ ისჯება თუ თვითმფრინავში მოწიე. თუმცა კანონით ისჯება ის თუ არ დაემორჩილები ავიახაზების წესებს რაც ამბობს რომ არ მოწიოო. მაგარი უცნაურია და არ ვიცი მოკლედ თუ კანონდარღვევაა givi.gif


QUOTE
ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ კარიერას და ფულის შოვნას შეწირო...

ფულს რაც შეეხება. ფული არის ჩემთვის ჰიგიენური ფაქტორი. ანუ ცოტ ფული რომ გაქვს მაშინ ცუდად ხარ ადამიანი და დარდობ ძალიან. რაღაც რაოდენობა უნდა გქონდეს რომ იყო მშვიდად. ჰოდა მაგის მერე უკვე ინდივიდუალურია, მაგის მერე უკვე ხვდები ფული უფრო გირჩევნია აკეთო თუ თავისუფალ დროს უფრო აფასებს. დედამიწაზე ადამიანების უმეტესობამ ვერ მიაღწია იქამდე რომ იყოს უდარდელად მაგ კუთხით ამიტომ არის ამხელა აქცეტი ფულზე ყველა ქვეყანაში. ამერიკაში ეს უფრო მწვავედაა ჩემი აზრით იმიტომ რომ მანდ ჯანდაცვა ფასიანია. სულ ფიქრობ რომ რაიმე არ მოგივიდეს და ასტრონომიული ჩეკი არ მოყვეს. ვიცი ოჯახი ვინც მცირე ბიზნესი გაყიდა ვაჟს კიბო რომ გაუჩნდა და აღარ იხდიდა დაზღვევა.

Posted by: Frankens†ein 10 Sep 2023, 06:07
lovelock
QUOTE
კანონი დაარღვია მოკლედ გინდ ისე თქვი და გინდ ასე.

ხო და მაგიტომ მიყვარს ამერიკა, ეგეთი წესების/კანონების დარღვევა რომ მოსულა ადამიანური ფაქტორების გამო, არ არიან რობოტებივით დაპროგრამებულები.
მე ვთვლი და დარწმუნებულიც რომ არავის არაფერი დაშავებია მაგ "კანონის დარღვევით" smile.gif


QUOTE
მაგალითად სიგარეტის მოწევა რესტორანში კანონით ისჯება ჩვენთან. მაგრამ არ ისჯება თუ თვითმფრინავში მოწიე. თუმცა კანონით ისჯება ის თუ არ დაემორჩილები ავიახაზების წესებს რაც ამბობს რომ არ მოწიოო. მაგარი უცნაურია და არ ვიცი მოკლედ თუ კანონდარღვევაა

რას ამბობ, ჩვეულებრივი დანაშაულია თვითმფრინავში მოწევა smile.gif
პოლიცია გაკავებს თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, მერე რა ხდება არ ვიცი ოღონდ, დიდი ჯარიმა იქნება, მაგის გულისთვის არავინ დაგიჭერს ალბათ.

QUOTE
ა აქცეტი ფულზე ყველა ქვეყანაში. ამერიკაში ეს უფრო მწვავედაა ჩემი აზრით იმიტომ რომ მანდ ჯანდაცვა ფასიანია.

დაზღვევა თუ არ გაქვს, ფაქტიურად განწირული ხარ, ისეთი ფასებია.
მაგრამ მანდაც არის საქართველოში რომ სახელმწიფოს დაფინანსებული საყოველთაო დაზღვევაა, მაგის მსგავსი - Obamacare, დაბალი სოციალური ფენისთვის.
ოღონდ მოქალაქეებისთვის და სავარაუდოდ მწვანე ბარათის მფლობელებისთვისაც.

მე როცა მივდივარ, სამოგზაურო დაზღვევას ვყიდულობ ყოველთვის, 50'000$-ია ლიმიტი, რამე გადაუდებელი რომ დაგემართოს

ფულს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ფული მჭირდება და ფულის გამოსამუშავებლად დახარჯული დროის სახით მეც ვიღებ მსხვერპლს, მაგრამ იმ რაოდენობით, რაც ელემენტარული ნორმალური საცხოვრებლად საჭირო ფულის გამოსამუშავებლადაა საჭირო.
კარიერა და მეტი ფული არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი და არანაირად არ მიღირს იმად, რომ ცხოვრება რის საშუალებასაც მაძლევს, იმის მოკლების ხარჯზე მივიღო...

Posted by: simohaya 14 Sep 2023, 17:45
აქაც დავწერ ბარემ...ტურისტული ვიზაა როგორ გავაკეთო...დს ფორმა თვითონ საელჩოში შევავსო თუ ვის მივმართო...

ჩემი ნათესავიაა ამერიკაში და მასთან მინდა ჩასვლა...

Posted by: Bugitas 16 Sep 2023, 15:48
გამარჯობათ , ვის მირჩევთ საელჩოში შესვლაზე რომ დამეხმაროს

Posted by: bronx777 16 Sep 2023, 19:11
ამერიკიდან რომ ვუყურებ ამ ხალხს ნერვები მეშლება,რას უზიხართ მანდ, აწიეთ უკანალები,ჩამოდით ,იშრომეთ და გამდიდრდით. თვეში 5000 ლარზე ნაკლები ვისაც აქ საქართველოში არც უნდა დაფიქრდეს,ეგრევე გამოიქცეს ამერიკაში ჩერეზ მექსიკა

Posted by: Z-owner 4 Oct 2023, 01:24
ამერიკის მოქალაქე ხართ აქ ვინმე?

Posted by: SabaGEO 5 Oct 2023, 09:30
ერთი კვირით სად მირჩევდით წასვლას, შედარებით იაფი რომ იყოს სასტუმრო და ჭამა, სამხრეთის შტატებში, სადაც ნოემბერში სითბო იქნება?

Posted by: Beroname 11 Oct 2023, 15:01
სასტუმრო ვიზაზე გასაუბრებები წელს აღარ აჩვენებს და ხომ მშვიდობა აქვს ამერიკის საელჩოს?

2024 წლის ოქტომბრამდე არაა ადგილები

Posted by: SaulGoodman 11 Oct 2023, 21:49
ყველაზე მარტივი გზა რომელია ამერიკაში მოსახვედრად და SSN ასაღებად? ლტოლვილად ჩაბარების გარდა

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:52
QUOTE
ყველაზე მარტივი გზა რომელია ამერიკაში მოსახვედრად და SSN ასაღებად?

საფეხბურთო კლუბის ყიდვა

Posted by: Z-owner 15 Oct 2023, 19:36
QUOTE
ამერიკის მოქალაქე ხართ აქ ვინმე?

არავინ ხო?

Posted by: SaulGoodman 15 Oct 2023, 20:51
Z-owner
ხელის მომწერს ეძებ?


* * *
Stanhope
QUOTE
საფეხბურთო კლუბის ყიდვა

Boss, Seriously?

Posted by: perpetuummobile 1 Nov 2023, 23:30
შავებს რომ აფროამეიკელებს უძახიან, თეთრებს ევროამერიკელებს რატომ არა?

Posted by: ნიკუშ-ა 5 Nov 2023, 18:29
QUOTE (Z-owner @ 4 Oct 2023, 01:24 )
ამერიკის მოქალაქე ხართ აქ ვინმე?

გისმენთ ბატონო, რა გაინტერესებთ?

Posted by: SaulGoodman 26 Dec 2023, 22:02
თუ იცით მობილური ოპერატორი ამერიკაში რომელსაც თვიური გადასახადი არ აქვს, და როგორც საქართველოშია რომ ჩატვირთავ ფულს და როდესაც გინდა მაშინ რომ გამოიყენებ

Posted by: GeorgianFan 11 Jan 2024, 16:46
8 ში ვიყავი გასაუბრებაზე...
თეთრი ქაღალდი მომცა სადაც წერია "your visa has been approved!" ... ანაბეჭდები აიღო და პასპორტი დაიტოვა...

რამდენ დღეში აბრუნებენ პასპორტს?? არი შანსი რო არ ჩაარტყან მაინც??


Posted by: webdesigner93 11 Jan 2024, 18:32
GeorgianFan

QUOTE
8 ში ვიყავი გასაუბრებაზე...
თეთრი ქაღალდი მომცა სადაც წერია "your visa has been approved!"


QUOTE
არი შანსი რო არ ჩაარტყან მაინც??

რაღატო არ უნდა მოგცენ კაცო smile.gif


QUOTE
რამდენ დღეში აბრუნებენ პასპორტს??

ახლა არ ვიცი და ადრე , თუ არ ვცდები 2016ში , როცა მე ავიღე ვიზა , მემგონი 3 თუ 4 დღეში მივიღე ვიზიანი პასპორტი.

Posted by: SaulGoodman 12 Jan 2024, 00:18
ვიზის განაცხადისას ანაღბეჭტს იღებენ? უარის შემთხვევაშიც?

Posted by: ME 20 Jan 2024, 04:14
GeorgianFan
QUOTE
8 ში ვიყავი გასაუბრებაზე...
თეთრი ქაღალდი მომცა სადაც წერია "your visa has been approved!" ... ანაბეჭდები აიღო და პასპორტი დაიტოვა...

რამდენ დღეში აბრუნებენ პასპორტს?? არი შანსი რო არ ჩაარტყან მაინც??

რამდენი ხანი ელოდე ინტერვიუს ხომ ვერ გაგვიზიარებ?

მგონი ერთი წელი იყო მოლოდინი ბოლოს რომ ვნახე

Posted by: SaulGoodman 20 Jan 2024, 21:16
ME
შედი რეგისტრაციის საიტზე დაიგწერს დროს, მე რაც ვნახე რამოდენიმე დღის წინ ნოემბრამდე არ იყო ადგილები

Posted by: GeorgianFan 24 Jan 2024, 06:28
QUOTE (ME @ 20 Jan 2024, 04:14 )
GeorgianFan

რამდენი ხანი ელოდე ინტერვიუს ხომ ვერ გაგვიზიარებ?

მგონი ერთი წელი იყო მოლოდინი ბოლოს რომ ვნახე

მე მთელი თავგადასავალი მქონდა user.gif
შარშან აპრილში უნდა მქონოდა (დეკემბერში დავჯავშნე) მარა ისე შეცვალეს გასაუბრების დრო რამდენიმე საათით ადრე რო მეილი არც მომსვლია.... რო მივედი აღარ შემიშვეს lol.gif
ტექნიკური პრობელმის გამო მოგვიბოდიშეს ... ხელახლა დაჯავშნის უფლება მომცეს უფასოდ.. და შემდეგ წელს 8 იანვარს იყო ყველაზე ახლოს... user.gif user.gif 1 წლით გადამედო ამერიკა.... ამის გამო..

QUOTE (SaulGoodman @ 12 Jan 2024, 00:18 )
ვიზის განაცხადისას ანაღბეჭტს იღებენ? უარის შემთხვევაშიც?

საელჩოში რო შევედი სანამ გასაუბრებაა,... პირველ ფანჯარასთან მიდიხარ პასპორტით და ამობეჭდილი application - ით.. იქ ამიღეს ანაბეჭდები ყველა თითის user.gif
გასაუბრების მერე კიდე ამიღეს დამატებით...



პს. ხო 17 იანვარს დამიბრუნდა ვიზიანი პასპორტი ... bis.gif

Posted by: შარი10 24 Jan 2024, 15:02
ჩათოვლილი თბილისი დენვერს გავსოო მართალია?

Posted by: ჯორჯია 27 Jan 2024, 17:10
იამაიკიდან დადის ბორანი უეჭVელი ვიცი და დანარჩენი ვერ გადაწყდა

Posted by: idallgo 29 Jan 2024, 10:45
შარშან 31 მარტს შევავსე სავიზო განაცხადი და თანხაც გადავიხადე. ყველაზე ახლო თარიღი 6 დეკემბერი იყო. ანუ 8 თვე მომიწია ლოდინი. ნუ მე მაქვს 10 წლიანი, 2017-ში მიღებული. ცოლშვილი-მყავდა ვიზის გასაუბრებაზე. მეც შევყევი რა თქმა უნდა და სადღაც წუთზე ცოტა მეტი გაგრძელდა ინტერვიუ და უპრობლემოდ მოგვცეს.

სავარაუდოდ იმის გამოც რომ მე დარღვევა არ მქონდა, 2018-ში ვიყავი 8 დღით შტატებში. კონსულმა კი მკითხა, თუკი ადრეც იყავი და მითუმეტეს ახლა ვიზაც გაქვს და შეგიძლია წახვიდე, რატომ არ გიფიქრია ემიგრაციაზეო... biggrin.gif მეთქი, არ არის მაგის ამჟამად საჭიროება აქაც საკაიფოდ ვარ-თქო... biggrin.gif და დამთავრებული არ მქონდა სიტყვა ეგრევე მოგვცეს ვიზა (ნუ ჩემს ცოლშვილს რა თქმა უნდა)...

ხოდა ორი კვირით მოვიარეთ ნიუ-იორკები ამ ახალ წლებზე..

ისე 2010-ში ტურისტულზე უარი მაქვს მიღებული. 2012-ში სასწავლო ვიზაზე მაქვს უარი მიღებული (არადა სადაც უნდა გამეგრძელებინა სწავლა, იმის ჰედ ოფისიდან მქონდა ოფიციალური მიწვევა). მერე 2017-ში ისევ ტურისტული ვცადე და მომცეს ვიზა.

მოკლედ ეს არის ჩემი ექსფერიენსი... სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ევროპაში ყოფნა. ამიტომ დიდად არც მინერვიულია თუ არ მომცემდნენ.

ეს არის ჩემი გამოცდილება smile.gif

Posted by: Melanie_Pain 31 Jan 2024, 18:37
QUOTE (white @ 16 Jun 2023, 17:18 )
Harley Davidson
QUOTE
მეინი კაია, მარა მაინც ისტია რა )

ვიცი მაგრამ მაგ შტატში ვაპირებ ბიზნესის დაწყებას, სოფლის მეურნეობის ამბავში, სხვა შტატიდან ხო არ ვივლი biggrin.gif

ჩემი ოცნებაა ფერმერობა სადმე ნორმალური ეკონომიკის და გამართული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყანაში <3

რა ბიზნეს გეგმა გაქვთ?

Posted by: bunkeri 31 Jan 2024, 19:36
გამარჯობა,

ჩემი კომპანია მიიღეეს "სტარტაპის აქსელერატორის" პროგრამაში, იწყება აპრილში. დავიწყე ვიზის საკითხების მოგვარება და ვნახე რომ ბ-1 ვიზაზე ადგილი 1 წელშია, ჯ-1 ვიზაზე ივლისში. ეს ნაღდია თუ უბრალოდ წერია? როგორ შემიძლია დაჩაქრებულად ტერმინის ჩანიშვნა? მაგალითად, სხვა ქვეყნიდან რომ შევიტანო?

Posted by: JahNiko 1 Feb 2024, 00:16
სხვა ქვეყანაში რო შეიტანო მალე მოგიწევს მე ბერლინში შევიტანა და სადგაც თვემდე ველოდე მარა უარია და ტყუილად ვყარე ფული მეც და ახლობლებმაც

Posted by: ravi_shen 1 Feb 2024, 00:22
ჰოლა, ეს ჭიქა თქვენთან რა ხიირს?

https://www.amazon.de/Stanley-Edelstahl-Quencher-FlowState-Deckel-Charcoal/dp/B0BD78MYPN/ref=asc_df_B0BD78MYPN/?tag=googshopde-21&linkCode=df0&hvadid=642848120068&hvpos=&hvnetw=g&hvrand=7283396945963596166&hvpone=&hvptwo=&hvqmt=&hvdev=m&hvdvcmdl=&hvlocint=&hvlocphy=9042607&hvtargid=pla-1792963507424&psc=1&mcid=8f8811d8ad4b3e63bc214c7377419012&th=1&psc=1


Posted by: SaulGoodman 1 Feb 2024, 13:01
ravi_shen
შედი ამერიკის ამაზონზე და ნახე, ამდენი წელია გათხოვდი და ეს ვერ ისწავლე ელემენტარული? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ravi_shen 2 Feb 2024, 00:28
SaulGoodman
შიგ ხო არ გაქვს თქო რო გკითხო ან გეწყინება ან მე მივივორნები :დ
როგორ ვერ მოვიფიქრე drug.gif
ისე კი გერმანიაში იგივე ფასს არ აჩვენებს რაც ამერიკაშია drug.gif

ხოდა
QUOTE
ეს ჭიქა თქვენთან რა ხიირს?


Posted by: SaulGoodman 2 Feb 2024, 00:43
ravi_shen
QUOTE
შიგ ხო არ გაქვს თქო რო გკითხო ან გეწყინება ან მე მივივორნები :დ

როგორ ჩანს რა დებილიც გათხოვებამდე იყავი ისე დარჩი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ravi_shen 2 Feb 2024, 01:29
SaulGoodman
აჰა გასაგებია დავინახეთ რომ გაქვს bis.gif

Posted by: SaulGoodman 2 Feb 2024, 01:53
ravi_shen
ვის გაყევი? ვინმე გერმანელ ან თურქ ბაბუას? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ჯორჯია 6 Feb 2024, 05:03
ქალრთველი ქალი სხვა რჯულს რო დაუწვება მითუმეტეს ზანგს მაგის პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშაა უდავოდ,მე პირადათ არანაირ საქმეს არ დავიჭერ ეგეთ კატეგორიასთან იასნია ფულის თემაა თორე სიყვარული საკუთარ ენაზე კარგად ვის გამოსდის

Posted by: meu 13 Feb 2024, 08:23
QUOTE (ჯორჯია @ 6 Feb 2024, 05:03 )
ქალრთველი ქალი სხვა რჯულს რო დაუწვება მითუმეტეს ზანგს მაგის პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშაა უდავოდ,მე პირადათ არანაირ საქმეს არ დავიჭერ ეგეთ კატეგორიასთან იასნია ფულის თემაა თორე სიყვარული საკუთარ ენაზე კარგად ვის გამოსდის

ანუ ყველა ვინც სხვა ეროვნების ადამიანზე გათხოვდება არ არის პატიოსანი? კაცებშიც მასეა ეგ თუ მარტო ქალებზეა? უცხოელი თუ მოვიყვანე ცოლად ჩავაჯვამ ანუ საქმეში?))

Posted by: newsoul789 13 Feb 2024, 11:58
ნუთუ ამ ქვეყანაში ასე კარგია?

ყველა რომ გარბის და გარბის


Posted by: Pinkman987 13 Feb 2024, 13:38
newsoul789
QUOTE
ნუთუ ამ ქვეყანაში ასე კარგია?

ყველა რომ გარბის და გარბის


უმეტესობა ბომჟებივითაა , ისეთი ძვირია ცხოვრება იქ 1 ოთახში 10 ცხოვრობენ და არალეგალურად სხვისი სოშიალით პიცების დამტანებად მუშაობენ

თუმცა არის ისეთებიც ვინც კარგად აეწყო

Posted by: მამაო თამაზი 15 Feb 2024, 07:40
thug

მოდი დაბრუნდი თემაში თორე ჩაიძირა ეს თემა alco.gif

Posted by: ჯორჯია 15 Feb 2024, 07:46
ეგ რა მოსატანია ამერიკაში წავიდნენ და 5 ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს და ფეისბუქზე რუსულ ვიდეობს აზიარებენ

Posted by: thug 16 Feb 2024, 01:00
მამაო თამაზი

ავაღორძინო თემა?

.................

Posted by: newsoul789 16 Feb 2024, 11:27
ესე. იგი. წასვლად. არ. ღირს

(((((((((

Posted by: ჯორჯია 18 Feb 2024, 18:31
QUOTE (newsoul789 @ 16 Feb 2024, 11:27 )
ესე. იგი. წასვლად. არ. ღირს

(((((((((

არა დავით ფორუმზე ჯობს და დარჩი რა გეხვეწებით არ წახვიდე)

Posted by: meu 20 Feb 2024, 04:22
QUOTE (newsoul789 @ 16 Feb 2024, 11:27 )
ესე. იგი. წასვლად. არ. ღირს

(((((((((

ღირს, ენა თუ იცი, და წასვლის ხარჯების გარდა ერთო 10K თუ გაქვს, ადვოკატების ფული და კიდევ პირველი ერთი თვე მაინც რომ ირჩინო თავი და მანქანაში არ მოგიწიოს ცხოვრება. თუ ენა არ იცი და არც ფული გაქვს, მაგ შემთხვევაში არ ღირს. მანქანის მართვაც უნდა იცოდე აუცილებლად

Posted by: მამაო თამაზი 23 Feb 2024, 07:58
thug
QUOTE
ავაღორძინო თემა?

ავაღორძინოთ. დავუბრუნოთ ძველი დიდება

Posted by: *Frankens†n* 17 Mar 2024, 14:34
ვინმემ ხო არ იცით, აშშ-ის საკონსულოში ტურისტულ ვიზაზე რიგების ამბავი როგორაა, რამდენ თვეში გიწევს გასაუბრებაზე გასვლა.
05/2025-ში გამდის ვადა და ალბათ ჯობია აქედანვე დავიჭირო თადარიგი.

Posted by: Pinkman987 17 Mar 2024, 14:57
*Frankens†n*
10 თვემდეა რიგი, ფაქტიურად 1 წლით წინასწარ უნდა ჩაეწერო

Posted by: *Frankens†n* 17 Mar 2024, 18:19
QUOTE (Pinkman987 @ 17 Mar 2024, 14:57 )
*Frankens†n*
10 თვემდეა რიგი, ფაქტიურად 1 წლით წინასწარ უნდა ჩაეწერო

მადლობა

Posted by: Razm 18 Mar 2024, 06:10
QUOTE (meu @ 20 Feb 2024, 04:22 )
QUOTE (newsoul789 @ 16 Feb 2024, 11:27 )
ესე. იგი. წასვლად. არ. ღირს

(((((((((

ღირს, ენა თუ იცი, და წასვლის ხარჯების გარდა ერთო 10K თუ გაქვს, ადვოკატების ფული და კიდევ პირველი ერთი თვე მაინც რომ ირჩინო თავი და მანქანაში არ მოგიწიოს ცხოვრება. თუ ენა არ იცი და არც ფული გაქვს, მაგ შემთხვევაში არ ღირს. მანქანის მართვაც უნდა იცოდე აუცილებლად

ღირს ესე ვერ იტყვი ვის როგორ უღირს ალბათ.
აი ესე ჩვეულებრივ ახალ ჩამოსულ ტიპს რა შეუძლია რო გააკეთოს დორდეშის და ფიშკებზე დგომის გარდა?
მართლა მაინტერესებს...
აი კაცურად მითხარით ბ1-ბ2 დონეზე რო იცი კაცმა ინგლისური ნუ სხვა ენებზე არვამბობ არაფერს კაი იყოს მარტო ინგლისური,
მანქანის ტარება და რაღაცეები გასაგებია ეგ ელემენტარული სქილები, მონა რო არ იყო ბამბის პლანტაციაში რო არ იყო და 8-9 საათზე მეტი არ იმუშაო
რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი თვეში აი ესე საშუალოდ?

Posted by: Bachia888 20 Mar 2024, 11:05
ტურისტული ვიზის მიღების შანსი არის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის?

Posted by: webdesigner93 20 Mar 2024, 15:09
QUOTE
ტურისტული ვიზის მიღების შანსი არის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის?

რა თქმა უნდა არის.

Posted by: bubu 21 Mar 2024, 02:18
QUOTE (Bachia888 @ 20 Mar 2024, 11:05 )
ტურისტული ვიზის მიღების შანსი არის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის?

ვინღა იღებს ვიზას ამერიკაში წასასვლელად givi.gif

Posted by: Harley Davidson 21 Mar 2024, 20:22
Razm
QUOTE
რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი თვეში აი ესე საშუალოდ?

2-2.5კ ალბათ.
500-700 კვირაში.
ისიც იმის გათვალისწინებით, რომ გაგიმართლა და უსაბუთოდ მსგავსი სამსახური იშოვე.

Posted by: Razm 22 Mar 2024, 04:16
QUOTE (Harley Davidson @ 21 Mar 2024, 20:22 )
Razm
QUOTE
რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი თვეში აი ესე საშუალოდ?

2-2.5კ ალბათ.
500-700 კვირაში.
ისიც იმის გათვალისწინებით, რომ გაგიმართლა და უსაბუთოდ მსგავსი სამსახური იშოვე.

და საბუთის აღების შემთხვევაში იცვლება ეს მოცემულობა და თუ იცვლება მაინც რა სხვაობაა?
რატო გეკითხები იცი აი ვადარებ ვაფასებ სიტუაციას, ჩემი ახლობლებიც არიან ეხლა ამერიკაში ახალი წასული ზოგი ისე ზოგი ესე მარა
დიდ აზრს მაინც ვერ ვხედავ საჩემოდ არვიცი...
მე მაგალითად 3 კვირა რო ვიმუშაო თვეში ეგრე ვმუშაობ სულ 3K მდე გამომდის შემოსავალი და რა თქმა უნდა რო ხარჯები ნაკლები მაქვს
ვიდრე ამერიკაში, აქაც დიდი ხარჯები მაქვს მაგრამ მაინც ეხლა რო ვაკვირდები სად ევროპა სად ამერიკა...
ევროპაში 3K მდე თუ ადიხარ ევროპა ჯობია ხო ეგრე გამოდის?
და ისე რას ფიქრობ ვიზას ადვილად მომცემენ რო მოვითხოვო? ლეგალურად მაქვს ყველაფერი საბუთი სამსახური კონტრაქტით მისამართი ყველაფერი რა...

Posted by: Mr-Raptor 22 Mar 2024, 20:31
QUOTE (Harley Davidson @ 21 Mar 2024, 20:22 )
Razm
QUOTE
რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი თვეში აი ესე საშუალოდ?

2-2.5კ ალბათ.
500-700 კვირაში.
ისიც იმის გათვალისწინებით, რომ გაგიმართლა და უსაბუთოდ მსგავსი სამსახური იშოვე.

რაის 2.5კ გაფიცებ biggrin.gif რომელ წელში პოსტავ biggrin.gif ეგ ხელფასი იყო 2005 წელს

იმწასმვე ვერ დაიწყებ მუშაობას მაგრამ მართვის მოწმობის აღების მერე (2/3 თვეში ყველაფერს მოაგვარებ მაქსიმუმ თან) 4.5კ ზე ნაკლები არ გექნება თვეში დასაწყიზე, თორე რო დაუმუღამებ მაქს. 1/2 თვეში 5-6 სტაბილურად დაიჭერ დიაპაზონს, გინდა დორდაში და გინდა დამატებული ამაზონის შეკვეთების დელივერი, 2.5კ რა ჩემი ფეხების ფულია ამერიკაში, სასაცილოც არაა gigi.gif

Posted by: TiPouPote 22 Mar 2024, 20:36
იტალიაში და საბერძნეთში 10 დღეში გიბარებენ ჩაწერიდან. რა სინაგლეა უბრალოდ 1 წელი ლოდინი. რაც არ უნდა ქულებს იწერდნენ თუ ლანძღავდნენ ამერიკას მთავრობაში ამ მხრივ ვეთანხმები. უვიზოზე და გამარტივებაზე საუბარი ხო ზედმეტია ელემენტარული ვერ მოუგვარებიათ ვერ კი არა არ აგვარებენ. 1 წელი ლოდინი, უძლიერესი მეგობარი გვყავს.

Posted by: Razm 23 Mar 2024, 01:02
QUOTE (Mr-Raptor @ 22 Mar 2024, 20:31 )
QUOTE (Harley Davidson @ 21 Mar 2024, 20:22 )
Razm
QUOTE
რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი თვეში აი ესე საშუალოდ?

2-2.5კ ალბათ.
500-700 კვირაში.
ისიც იმის გათვალისწინებით, რომ გაგიმართლა და უსაბუთოდ მსგავსი სამსახური იშოვე.

რაის 2.5კ გაფიცებ biggrin.gif რომელ წელში პოსტავ biggrin.gif ეგ ხელფასი იყო 2005 წელს

იმწასმვე ვერ დაიწყებ მუშაობას მაგრამ მართვის მოწმობის აღების მერე (2/3 თვეში ყველაფერს მოაგვარებ მაქსიმუმ თან) 4.5კ ზე ნაკლები არ გექნება თვეში დასაწყიზე, თორე რო დაუმუღამებ მაქს. 1/2 თვეში 5-6 სტაბილურად დაიჭერ დიაპაზონს, გინდა დორდაში და გინდა დამატებული ამაზონის შეკვეთების დელივერი, 2.5კ რა ჩემი ფეხების ფულია ამერიკაში, სასაცილოც არაა gigi.gif

კარგად წაიკითხე რას ვამბობდით?
აქ საუბარია იმაზე რო ვირივით არ იმუშაო ადამიანურად 8-9 საათი მაქსიმუმ და დასვენება და ცხოვრებაც რო გქონდეს.
ჩემი ძმაკაცია დორდეშზე მუშაობს 1000 რაღაცას ჩალიჩობს მარა დიდი ვერაფერი და ტიპს დეპრესია და პანიკური შეტევები დაეწყო ამ ცხოვრებით...
ადამიანი 12 საათი რო მუშაობ დღეში არაა ეს ნორმალური და ის ნაშოვნი ფული და იმაზე მეტი უკან მერე სამკურნალოდ დაგჭირდება ეგრე თუ დიდხანს იცხოვრებ,
ჩემ მაგალითზე გეუბნები 12 საათი ვმუშაობ და როცა დასვენება მაქვს და ხალხში გავდივარ ისეთი ნევროზი მაქვს თავს ვარიდებ უკვე საზოგადოებას ვიღაცას ყელი რო არ გამოვჭრა...
yes.gif ესეა ჯანმრთელობა და ცხოვრება პირველ რიგში ცხოვრების დონე და ხარისხი და მერე ფული და ბინები ))

Posted by: Harley Davidson 24 Mar 2024, 05:28
Razm
QUOTE
და საბუთის აღების შემთხვევაში იცვლება ეს მოცემულობა და თუ იცვლება მაინც რა სხვაობაა?

ის სხვაობაა, რომ მერე გადასახადების გადახდა გიწევს smile.gif
"უსაბუთობის" ჟამს უფრო მეტს გამოვიმუშავებდი. ეგ შემოსავალს რაც ეხება. თორე საბუთები უფრო მეტ შესაძლებლობას გიხსნის, ცხადია.
QUOTE
დიდ აზრს მაინც ვერ ვხედავ საჩემოდ არვიცი...

ჩემი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გინდა.
დოვლათის შექმნა თუ გინდა, ამერიკა ევროპას ალბათ ჯობია. მაგრამ მართლაც რომ ვირული მუშაობის ხარჯზე ხდება ეგ.
ექიმებს, პროგრამისტებს და ა.შ ხალხს არ ვგულისხმობ.
ცხოვრების დონით ბოლო 2 წელია რაც ევროპისკენ ვიხრები მე პირადად. შაბლონურად ჟღერს, ვიცი, მაგრამ დედის ტრაკი აქვს #####ული ამერიკას, მე მაპატიეთ უცენზურო ლექსიკა.
ყველაფერი თუ დალაგებული გაქვს ევროპაში, აიღე ვიზა, ჩამოდი, ნახე, შეაფასე.
Mr-Raptor
არ მინდაო ეს დორდაშებიო იუზერმა და 8 სთ-იანი გრაფიკით მაგაზე მეტი სადმე თუ იცი (ვიწრო სპეციალობების გარდა), მიმასწავლე, სივის შევაგდებ მეც :დ


Posted by: Razm 24 Mar 2024, 06:10
Harley Davidson
ვაპირებ მინდა ვიზაზე შესვლა მაინც იყოს ჩარტყმული თქო სანამ შანსია დაზღვევის პონტში მექნება თქო ვიფიქრე, რასაც ვისმენ მე ამერიკაზე ( არავინ მყავს თან ისეთი მანდ)
ჩემი დღევანდელი ცხოვრებიდან მანდ როგორ უნდა ჩამოვიდე აზრზე არ ვარ, მაგ სტრესებს და საგიჟეთს როგორ ავუწყობ ფეხს ან რატო უნდა გავაკეთო არვიცი.


* * *
Harley Davidson
შენ რომელ ქალაქში ხარ ისე?

Posted by: Harley Davidson 24 Mar 2024, 06:26
Razm
QUOTE
მაგ სტრესებს და საგიჟეთს როგორ ავუწყობ ფეხს ან რატო უნდა გავაკეთო არვიცი.

სტრესის და საგიჟეთის შესაბამისი შემოსავალი უნდა გქონდეს. ჯამაგირის ჩარიცხვა მაგ სტრესს მეტ-ნაკლებად აბათილებს :დ
მაგალითისთვის, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ტრაილერზე მუშაობს. კი, სტრესია. მაგრამ კვირაში 3-3.5კ მაგ სტრესს ასე თუ ისე ანეიტრალებს smile.gif) მირჩევნია სტრესი მქონდეს და ანგარიშზე ნორმალური დეპოზიტიც smile.gif
მე ვირჯინიაში ვარ ამ ეტაპზე.

Posted by: Luciferianizm 24 Mar 2024, 07:53
ამერიკაში მოგზაურობა მეც მინდა ოღონთ უბრალოდ კონტრაკტზე რო მოვაწერ ხელს და დარჩენა არც მიფიქრია უბრალოდ ნამდვილად არ მაქვს კონსულის და რაღაც უაზრო გადაპარვების ნერვები აი როცა იქნება გაიხსნება ის კი არა შემოთავაზება რომც მომივიდეს გასაუბრებაზე მაინც არ გავალ ესეთი მუღამზე ვარ ეხლა და ვიყავი და იმედია დავრჩები ყოველთვის მეზარებოდა რაღაც გასაუბრებები მითუმეტის ბაბილონის თანამშრომლებთან.

Posted by: Razm 25 Mar 2024, 00:49
QUOTE (Harley Davidson @ 24 Mar 2024, 06:26 )
Razm
QUOTE
მაგ სტრესებს და საგიჟეთს როგორ ავუწყობ ფეხს ან რატო უნდა გავაკეთო არვიცი.

სტრესის და საგიჟეთის შესაბამისი შემოსავალი უნდა გქონდეს. ჯამაგირის ჩარიცხვა მაგ სტრესს მეტ-ნაკლებად აბათილებს :დ
მაგალითისთვის, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ტრაილერზე მუშაობს. კი, სტრესია. მაგრამ კვირაში 3-3.5კ მაგ სტრესს ასე თუ ისე ანეიტრალებს smile.gif) მირჩევნია სტრესი მქონდეს და ანგარიშზე ნორმალური დეპოზიტიც smile.gif
მე ვირჯინიაში ვარ ამ ეტაპზე.

არა ეგ მესმის და მართალი ხარ კვირაში 2.5 და 3კ სხვა ამბავია, ვიზაზეც მაგიტო ვიფიქრე რო აი ცოტა დავლაგდები მოქალაქეობა მინდა აქაური და მერე კაკრას 35+ ვიქნები და ეგეთი ტრაილერი რაღაც მძიმე სამსახური შეიძლება რამდენიმე წელი შებეროს კაცმა.
ისე ევროპელებისთვის წესით ხო მარტივია უფრო პროცესები ვიდრე ქართველებისთვის? საფრანგეთის მოქალაქე მინდა გავხდე და მერე კანადაც გამეხსნება ეგეც.
ინგლისური მინდა კარგად ვისწავლო B1 ვარ არადა ადრე 2 ვიყავი ვაფშე დამავიწყდა წლებია არ დამჭირვებია, რაღაც კომპიუტერული სქილები ელემენტარული ამბები რო მზად ვიყო მე ესე პახაობა არ შემიძლია უაზროდ და თან ეგეთი ტიპი ვარ რო მევასება დაგეგმილად ჩამოყალიბებულად ისეთი გათვლილი ნაბიჯებით სიარული რაღაცა იქნებაზე და პოზიტიურ უაზრო განწყობაზე ყოფნის ასაკიც აღარ მაქვს yes.gif


Posted by: Harley Davidson 25 Mar 2024, 01:19
Razm
QUOTE
მერე კაკრას 35+

ერთი თაობა ვართ smile.gif
ინგლისურის ცოდნა და კომპიუტერის სქილები აქ არავის უკვირს და არ ითვლება პრინციპში სქილად. ანუ რაღაც თანდაყოლილია, ა პრიორი უნდა იცოდე biggrin.gif
სქილში ითვლება უკვე კოდინგი და ეგეთები, მონაცემთა ანალიზი, ვიზუალიზაცია და ნუ ვიწრო სპეციფიკა.
ევროპელებისთვის ალბათ მარტივი იქნება, ვერ გეტყვი, არ მქონია შეხება არც პრეცედენტებია ჩემ გარშემო, დაზუსტებით რომ გითხრა.
QUOTE
ტრაილერი რაღაც მძიმე სამსახური შეიძლება რამდენიმე წელი შებეროს კაცმა.

ხოდა დოვლათსაც დააგროვებ და ეგაა. თან შეხედავ რა smile.gif
QUOTE
აი ცოტა დავლაგდები მოქალაქეობა მინდა აქაური

მაგ განწყობით ვარ მეც, ოღონდ პირიქით :დ
ევროპისკენ უფრო მექაჩება გონება.
მაგრამ პარალელურად ვცდილობ აქ ისე "დავალაგო", რომ ნებისმიერი ადგილიდან შემეძლოს თანხის გამომუშავება.

Posted by: Razm 25 Mar 2024, 02:11
QUOTE (Harley Davidson @ 25 Mar 2024, 01:19 )
Razm
QUOTE
მერე კაკრას 35+

ერთი თაობა ვართ smile.gif
ინგლისურის ცოდნა და კომპიუტერის სქილები აქ არავის უკვირს და არ ითვლება პრინციპში სქილად. ანუ რაღაც თანდაყოლილია, ა პრიორი უნდა იცოდე biggrin.gif
სქილში ითვლება უკვე კოდინგი და ეგეთები, მონაცემთა ანალიზი, ვიზუალიზაცია და ნუ ვიწრო სპეციფიკა.
ევროპელებისთვის ალბათ მარტივი იქნება, ვერ გეტყვი, არ მქონია შეხება არც პრეცედენტებია ჩემ გარშემო, დაზუსტებით რომ გითხრა.
QUOTE
ტრაილერი რაღაც მძიმე სამსახური შეიძლება რამდენიმე წელი შებეროს კაცმა.

ხოდა დოვლათსაც დააგროვებ და ეგაა. თან შეხედავ რა smile.gif
QUOTE
აი ცოტა დავლაგდები მოქალაქეობა მინდა აქაური

მაგ განწყობით ვარ მეც, ოღონდ პირიქით :დ
ევროპისკენ უფრო მექაჩება გონება.
მაგრამ პარალელურად ვცდილობ აქ ისე "დავალაგო", რომ ნებისმიერი ადგილიდან შემეძლოს თანხის გამომუშავება.

ჰო მესმის რასაც ამბობ და ალბათ დაოჯახებულიც იქნები შენ smile.gif) მე ჯერ ვერ მოვახერხე.
აი ეგ პასიური შემოსავალი ბინა რაღაცეები დოვლათი მინდა მეც ნელნელა მოვაგროვო რო მერე ცოტა არჩევანის თავისუფლება მოვიპოვო და
ის სიმშვიდე რო ოჯახთან ერთად წყნარად ვიყო.
ისე აი რო დაუფიქრდე რა ამერიკის მოქალაქე რო იყო რაღაცეები დაალაგო და შენ პირიქით ჩემ პონტში იქ აქ სადაც მე ვარ თემაა
მე სან ტროპეში ვცხოვრობ და ხო ხვდები აქ როგორი პონტია იმენა ჰობიტების შირი ა )))) და პატარა ფული გინდა რაღაც სახლი და ასწორებს აქ მაგრად
სიმართლე რო გითხრა ცხოვრება მომწონს უბრალოდ აი გვერდით დალაგებული გჭირდება რო ბოლომდე შეირგო და ისიამოვნო.
ოდნავ ქალაქ გარეთ ბაითები 300-400კ მაგარ სახლს დაითრევ დაჟე ბასეინიც შეილება რო მოინდომო და ხარ რა შენ პონტში.
სამსახური კიდე ისეთი პონტია ეხლა კომპიუტერზე რატო ჩავიციკლე იცი დრო მაქვს 8-10 საათი ღამეს ვათენებ და აი თან აქ ვიყო და თან ონლაინ ჯერ ვისწავლო
მერე ვიმუშაო ეგ მინდა. ხელფასი მაღალი არ არის მარა ევროპულ პონტში კარგად ვარ ღვთის წყალობით, მაგრამ ამერიკას მაინც ჩამოვუვლი ისეთი მოუსვენარი ვარ მე lol.gif

Posted by: Harley Davidson 25 Mar 2024, 02:23
Razm
QUOTE
8-10 საათი ღამეს ვათენებ და აი თან აქ ვიყო და თან ონლაინ ჯერ ვისწავლო მერე ვიმუშაო ეგ მინდა

მაშინ მე გირჩევდი შეარჩიო ისეთი თემა, რომლისკენაც უფრო გაქვს მიდრეკილება.
აი სიტყვაზე სულ რომ იარაღი დამადო, პროგრამირებას ვერ ვისწავლი :დ არადა ლინქდინზე ყოველ მეორეს დეველოპერი უწერია აღწერაში smile.gif)
ჩვენ ასაკში რთულია მოძებნო რამე, რაც გისწორდება. პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვაკეთებთ იმას, რასაც ფული მოაქვს და მარტივად ათვისებადია.
ახლა მე რომ .ნეტს ჩავუჯდე, ალბათ 1 წელი დამჭირდება რომ იმ დონეზე მივიდე, კონკურენტუნარიანი ვიყო. ის 1 წელი ვინ იმუშავებს მერე? :დ
აი რაღაც ეგეთი რასკლადია რა :დ
ნუ ჩამოხვალ, თავად ნახავ smile.gif
სან ტროპე არ ვიცი, მაგრამ მე ნორმანდია ვნახე და წამოსვლა არ მინდოდა.

Posted by: Razm 25 Mar 2024, 02:56
QUOTE (Harley Davidson @ 25 Mar 2024, 02:23 )
Razm
QUOTE
8-10 საათი ღამეს ვათენებ და აი თან აქ ვიყო და თან ონლაინ ჯერ ვისწავლო მერე ვიმუშაო ეგ მინდა

მაშინ მე გირჩევდი შეარჩიო ისეთი თემა, რომლისკენაც უფრო გაქვს მიდრეკილება.
აი სიტყვაზე სულ რომ იარაღი დამადო, პროგრამირებას ვერ ვისწავლი :დ არადა ლინქდინზე ყოველ მეორეს დეველოპერი უწერია აღწერაში smile.gif)
ჩვენ ასაკში რთულია მოძებნო რამე, რაც გისწორდება. პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვაკეთებთ იმას, რასაც ფული მოაქვს და მარტივად ათვისებადია.
ახლა მე რომ .ნეტს ჩავუჯდე, ალბათ 1 წელი დამჭირდება რომ იმ დონეზე მივიდე, კონკურენტუნარიანი ვიყო. ის 1 წელი ვინ იმუშავებს მერე? :დ
აი რაღაც ეგეთი რასკლადია რა :დ
ნუ ჩამოხვალ, თავად ნახავ smile.gif
სან ტროპე არ ვიცი, მაგრამ მე ნორმანდია ვნახე და წამოსვლა არ მინდოდა.

არა მესმის რასაც ამბობ და ეგრე ვარ მეც ზუსტად, სამსახური მაქვს ისეთი რო პროსტა შანსია რამე ისწავლო ონლაინ ჩვეულებრივად და მინდა ეგ გამოვიყენო აიტი და რაღაცეების ნერვები არც მე მაქვს ძაან ჩამოვრჩი ვაფშე ყველაფერს ბოლოს კომპიუტერთად 15-16 წლის ვიჯექი ეგ ისე ვთქვი უფრო მევასება მარკეტინგი,ბრენდინგი,ყიდვა გაყიდვა. ვებ ზე მუშაობაც შეიძლება დიზაინიც რავი რაღაც მაიმუნობები რისი სწავლაც 1 წელში შეიძლება.
30 ვხდები წელს და აი მადლობა ღმერთს რო საქართველოდან გამოვაღწიე ვმუშაობ და რაღაცა გზას ვადგავარ და მიზნებს მივყვები, იმდენი წელი დავკარგე იქ რო...

რაც შეეხება ნორმანდიას და საფრანგეთს ასწორებს აქეთ რა, ის მხარე ნორმანდიის უფრო ბუნება და რაღაც ჯანსაღი პროდუქტი და ეგ პონტია და აქ ჩემი მხარე
არის ყველაზე ისეთი სამხრეთ საფრანგეთი სულ მზეა და სითბო, იტალია არის 1 საათის გზაზე საზღვარზე სიგარეტს დაითრევ 5 ევროდ კაი პიცას შეჭამ და ბელა ჩაო )) მოდიხარ უკან კაროჩე ასწორებს 2 კაპიკი რო გაქ შენ ჭიასაც ახარებ.
ნუ ვისაც კაიფი და მაიმუნობა ევასება მაგათთვის ხო სამოთხეა ეგ ცალკე lol.gif
ენას თუ ისწავლი ფრანგულს არ დაიკარგები როცა სხვა ენები იცი რუსული ინგლისური ესპანური და ა.შ ვაფშე თესლი ტიპი ჩანხარ ამათ ფონზე ისეთი ტუპოია უმეტესობა...

Posted by: webdesigner93 25 Mar 2024, 12:13
QUOTE
ახლა მე რომ .ნეტს ჩავუჯდე, ალბათ 1 წელი დამჭირდება რომ იმ დონეზე მივიდე, კონკურენტუნარიანი ვიყო. ის 1 წელი ვინ იმუშავებს მერე? :დ

თუ ძალიან მონდომებული არ ხარ და გულით არ გინდა , 1 წელშიც ვერ გახდები კონკურენტუნარიანი. 2-4 წლის წინ გახდებოდი , ახლა ძალიან შეიცვალა სიტუაცია და ახლებს შემოსვლა საკმაოდ უჭირთ.

მე ნიდერლანდებში ვმუშაობ , როტერდამში , იქაური ბინადრობა მაქვს , მაგრამ ახლა საქართველოში ვცხოვრობ , მეც ვერ გამიგია რა მინდა , ამერიკაშიც მიფიქრია წამოსვლაზე , ნიდერლანდებში რო ვარ ხოლმე , საქართველოში მინდება და კი ვარ ახლა აქ და მოკლედ რა biggrin.gif ღობის იქით გაზონი უფრო მწვანეაო , ეგრეა ეს ამბავი smile.gif

Posted by: Nescafe13 27 Mar 2024, 21:00
Razm
QUOTE
ჩემ მაგალითზე გეუბნები 12 საათი ვმუშაობ და როცა დასვენება მაქვს და ხალხში გავდივარ ისეთი ნევროზი მაქვს თავს ვარიდებ უკვე საზოგადოებას ვიღაცას ყელი რო არ გამოვჭრა...
ესეა ჯანმრთელობა და ცხოვრება პირველ რიგში ცხოვრების დონე და ხარისხი და მერე ფული და ბინები ))



ზემოთ წავიკითხე უცოლო ვარო , ფულის დაგროვება დიდი არაფერია :დ , ნუ რაღაც არის მარა როცა დიდი ვალდებულება არ გაქვს , შეგიძლია ისეთი რამეები დაამუღამო რაც შემოსავალს მოგიტანს
ასე რომ დასვენების დღეებში , უნდა წახვიდე და გაერთო , დალიო , იცეკვო , მერე ქალი ააგდო და განიტვირთები , მეც მიმუშავია 10-12 საათი , ახლაც ზოგჯერ იგივე მიწევს მარა , მე კვირაში ორი დღე არ დავისვენო , არ წარმომიდგენია , აუცილებლად ვთიშავ ტელეფონს , იმიტომ რომ ტვინი არავინ წაიღოს
მე გრუზიაში ვარ და მაგრად მინდა უსაში , ისე მაგრად რომ მექსიკა-ნიკარაგუა და ეგეთებზეც თანახმა ვარ , პროსტა მანდეთ არავინ არ მყავს და ისეთი როჟა არ ვარ წავიდე და ვიმათხოვრო , შანსი არაა მაგის
საერთოდ არ მევასება ფუფუნების ნივთები , მეორადი ტელეფონით დავდივარ , კოტონი-ვაიკიკის 40-50 ლარიანი ტანსაცმელით , 4კ $ მანქანით და ვაფშე არ მიქმნის პრობელმას ეს , მთავარია შენ თავში დაინახო სწორად და უცებ გამოასწორებ ყველაფერს

webdesigner93

შენ და სპაიდერ77 რომ აქვს ნიკი , ჯერ მარტო ნაწერიდან გამომაქვს აზრი რომ ძალიან ჭკვიანები ხართ და ეს ქვეყანა როგორ არ იყენებს თქვენს ნიჭს
აქ დარწმუნებული ვარ არც კი დაინტერესდები სამსახურით smile.gif)

Posted by: .DG. 28 Mar 2024, 04:35
Razm
QUOTE
ისე ევროპელებისთვის წესით ხო მარტივია უფრო პროცესები ვიდრე ქართველებისთვის? საფრანგეთის მოქალაქე მინდა გავხდე და მერე კანადაც გამეხსნება ეგეც.

ქართველებისთვის უფრო მარტივია, კი არა და არაკვალიფიციური ევროპელისთვის სამუშაო უფლების მოპოვება შეუძლებელია.
ქართველი თავშესაფარს ითხოვს და საქმის განხილვამდე მუშაობის უფლებას აძლევენ, ეს განხილვა კი შეიძლება 10 წელი გაიწელოს. ევროკავშირის მოქალაქე თავშესაფარს ვერ მოითხოვს.

Posted by: webdesigner93 28 Mar 2024, 17:22
Nescafe13
QUOTE
შენ და სპაიდერ77 რომ აქვს ნიკი , ჯერ მარტო ნაწერიდან გამომაქვს აზრი რომ ძალიან ჭკვიანები ხართ და ეს ქვეყანა როგორ არ იყენებს თქვენს ნიჭს
აქ დარწმუნებული ვარ არც კი დაინტერესდები სამსახურით )

კომპლიმენტისთვის ძალიან დიდი მადლობა , როგორ გამებადრა სახე და მესიამოვნა , ვერ გადმოვცემ ამას ტექსტით.

რაც შეეხება იმას საქართველო თუ როგორ არ იყენებს საქართველო თავისი მოქალაქეების პოტენციალს , ვფიქრობ ზუსტად ეგ გვიშლის ხელს უფრო სწრაფ განვითარებაში , აქ უფრო მორჩილი მენტალობის ხალხი ურჩევნიათ უმეტესად. თუმცა უკიდერესობაში გადავარდნაც არაა საჭირო , არის სივრცეები განვითარების , მაგრამ უმეტესად შეზღუდულია მაინც სამოქმედო არეალი სამწუხაროდ.

რაც შეეხება აქ მუშაობას , არაა ეგრე , საქართველოშიც ვმუშაობ ახლა პარალელურად ჩემ ძირითად სამსახურთან ერთად . და თუ არის ხოლმე პატარა საქმეები , იმათაც ვითავსებ. მთავარია საქმე იყოს საინტერესო და საქართველოში იქნება , ნიდერლანდებში თუ რუმინეთში , დიდად არ ცვლის ფონს. სომხეთში ვმუშაობდი ადრე თითქმის 1 წელი biggrin.gif საქმე იყო საინტერესო რა smile.gif

Posted by: .ქომ 28 Mar 2024, 18:43
QUOTE (Harley Davidson @ 24 Mar 2024, 06:26 )
Razm
QUOTE
მაგ სტრესებს და საგიჟეთს როგორ ავუწყობ ფეხს ან რატო უნდა გავაკეთო არვიცი.

სტრესის და საგიჟეთის შესაბამისი შემოსავალი უნდა გქონდეს. ჯამაგირის ჩარიცხვა მაგ სტრესს მეტ-ნაკლებად აბათილებს :დ
მაგალითისთვის, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ტრაილერზე მუშაობს. კი, სტრესია. მაგრამ კვირაში 3-3.5კ მაგ სტრესს ასე თუ ისე ანეიტრალებს smile.gif) მირჩევნია სტრესი მქონდეს და ანგარიშზე ნორმალური დეპოზიტიც smile.gif
მე ვირჯინიაში ვარ ამ ეტაპზე.

იცი რისი შეკითხვა მინდა? მართვის მოწმობას ნულიდან აბარებ ყველაფერს?

რა კატეგორიებიც მაქვს ახლა ვთქვათ მანდ რომ ვიყო ხელახლა უნდა ჩავაბარო?

Posted by: Razm 29 Mar 2024, 06:28
QUOTE (Nescafe13 @ 27 Mar 2024, 21:00 )
Razm
QUOTE
ჩემ მაგალითზე გეუბნები 12 საათი ვმუშაობ და როცა დასვენება მაქვს და ხალხში გავდივარ ისეთი ნევროზი მაქვს თავს ვარიდებ უკვე საზოგადოებას ვიღაცას ყელი რო არ გამოვჭრა...
ესეა ჯანმრთელობა და ცხოვრება პირველ რიგში ცხოვრების დონე და ხარისხი და მერე ფული და ბინები ))



ზემოთ წავიკითხე უცოლო ვარო , ფულის დაგროვება დიდი არაფერია :დ , ნუ რაღაც არის მარა როცა დიდი ვალდებულება არ გაქვს , შეგიძლია ისეთი რამეები დაამუღამო რაც შემოსავალს მოგიტანს
ასე რომ დასვენების დღეებში , უნდა წახვიდე და გაერთო , დალიო , იცეკვო , მერე ქალი ააგდო და განიტვირთები , მეც მიმუშავია 10-12 საათი , ახლაც ზოგჯერ იგივე მიწევს მარა , მე კვირაში ორი დღე არ დავისვენო , არ წარმომიდგენია , აუცილებლად ვთიშავ ტელეფონს , იმიტომ რომ ტვინი არავინ წაიღოს
მე გრუზიაში ვარ და მაგრად მინდა უსაში , ისე მაგრად რომ მექსიკა-ნიკარაგუა და ეგეთებზეც თანახმა ვარ , პროსტა მანდეთ არავინ არ მყავს და ისეთი როჟა არ ვარ წავიდე და ვიმათხოვრო , შანსი არაა მაგის
საერთოდ არ მევასება ფუფუნების ნივთები , მეორადი ტელეფონით დავდივარ , კოტონი-ვაიკიკის 40-50 ლარიანი ტანსაცმელით , 4კ $ მანქანით და ვაფშე არ მიქმნის პრობელმას ეს , მთავარია შენ თავში დაინახო სწორად და უცებ გამოასწორებ ყველაფერს


კი მართალი ხარ ვისვენებ ხოლმე, მეგობარი მყავს, არაფერს ვიკლებ როცა მცალია და სანამ მუშაობას დავიწყებდი სულ ვისვენებდი ასეთუ ისე))
მართალი ხარ უნდა შეირგო ცხოვრება მე პროსტა ცოტა მორფინისტული რაღაცეები ვერ მოვიშორე ეგ მიშლის ხელს თორე ვსო პუწიომ lol.gif

ხო აი ეგ სქილები მინდა მქონდეს რო რაღაცა დავამუღამო რო ამ კომპიუტერით რამე შემეძლოს რავიცი იმედია მოვაბამ თავს.
* * *
webdesigner93
მაილს ისე რამეს ხო არ მირჩევდი?
ვებდიზაინერი ხარ შენ?
სომხეთზე გამეცინა წეღან რო წერდი მგონი მივხვდი სადაც მუშაობდი))

Posted by: webdesigner93 29 Mar 2024, 10:17
Razm
QUOTE
მაილს ისე რამეს ხო არ მირჩევდი?

რას გულისხმობ უკეთ მითხარი და თუ ვიცი , გირჩევ , რა პრობლემაა smile.gif

QUOTE
ვებდიზაინერი ხარ შენ?

ვიყავი ( ნიკიც მაქედან მოდის biggrin.gif ) , ახლა არქიტექტი ვარ , თუ რამეს ვწერ , ძირითად .net-ში. ფრონტზე მუშაობით დავიწყე წლების წინ , მაგრამ მერე ნელ ნელა გადავკვალიფიცირდი და უკანა back-ზე გადმოვერთე უფრო , ახლა კიდე ახალი პროდუქტი რომ იქმნება ტექნოლოგიურ გამოსავლებს ვეძებ და სქემას ვადგენ თუ რა ენებზე უნდა დაიწეროს ეს ყველაფერი , რომელი მოდული რა ენაზე და ა.შ. ოპტიმალურ გამოსავალს ვეძებ და ვქმნი მოკლედ.

QUOTE
სომხეთზე გამეცინა წეღან რო წერდი მგონი მივხვდი სადაც მუშაობდი))


EBRD-მა , Nasdaq OMS-ა და სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა კავკასიის საფონდო ბირჟის შექმნა განიზრახეს სომხეთში და მაგაზე ვმუშაობდი , ძალიან საინტერესო კი იყო , მაგრამ უშუალოდ საფონდო ბირჟამ მგონი არ გაამართლა biggrin.gif

Posted by: Razm 30 Mar 2024, 03:09
webdesigner93
ონლაინ რისი სწავლა შეიძლება დამწყები ტიპებისთვის დამატებით შემოსავლად, რანე თრეინინგები თუ გეგულება ან რავიცი
დამატებითი შემოსავალი მინდა რო საღამოს 6 ის მერე დილის 6 ამდე ნუ სულ 12 არა მაგრამ 8-10 საათი მცალია.
კარგი კომპიუტერი მაქვს ლეპტოპი 3.5კ ღირდა შარშან და რავი იქნებ ესეც გამოვიყენო, ფეხბურთი ჩავწერე მარტო მე2 წელია მაქვს))

Posted by: JAH 30 Mar 2024, 20:28
webdesigner93
Razm
მეც მაინტერესებს ეგ საკითხი ისე კვანტური ინტელექტით ვარ დაინტერესებული და უამრავი პროექტი მოვხოდე ოღონთ შემოსავლის წყაროდ ჯერ არ მიქცევია და რისი გაკეთება შეიძლება სადმე რო გადაგვამისამართO

Posted by: webdesigner93 30 Mar 2024, 20:51
Razm
QUOTE
ონლაინ რისი სწავლა შეიძლება

ამ სფეროში ყველაფრის სწავლა ონლაინ ხდება smile.gif კურსები საკლასო ოთახში და რაღაცები უბრალოდ ფულის მახეა.

udemy.com არის ძალიან კარგი ონლაინ პლატფორმა სადაც შეგიძლია დაეუფლო არაერთ მიმართულების ტექნოლოგიების სფეროში , ძალიან ხშირად აქვთ ფასდაკლებები და იდება კურსები 10-15 დოლარად , ვიდეოებია ატვირთული ნაწილ ნაწილ , სილაბუსს მიუყვება , მაგალითებიცაა , სავარჯიშოებიც და მოკლედ შენზეა ყველაფერი დამოკიდებული , ვერ გაიგე რამე ? ჩართე ახლიდან და ასე smile.gif რა შედეგს გამაოდნობ , სრულად შენზეა დამოკიდებული. უფასო უამრავი მატერია არის ასევე youtube-ზე , უბრალოდ მე udemy მირჩევნია ხოლმე , ორგანიზებულია ძალიან , თუ ის 10$ რამეს წყვეტს , იუთუებზეც იპოვით საჭირო მასალას. udemy-ს ძირითადი ბენეფიტი სილაბუსი და ორგანიზებაა კონტენტის , აი მაგალითად დაგაინტერესა მასივის გარჩევა ? შეხვალ udemy-ზე , გახსნი შენ ნაყიდ კურსს და სარჩევში პირდაპირ მაგ topic-ზე გადახვალ , მარტივია რა. სერტიფიკატსაც იძლევა და ბლა ბლა ბლა , მაგრამ ეგ რეალურად არავის აინტერესებს რა , ათასში ერთხელ შეიძლება ბიუროკრატებმა მოგთხოვონ , დამსაქმებელთან არასდროს დამჭირვებია , მაგრამ აი ბინადრობის მოწმობის მისაღებად კი , როგორც უბრალოდ საბუთი რა smile.gif

QUOTE
დამწყები ტიპებისთვის დამატებით შემოსავლად, რანე თრეინინგები თუ გეგულება ან რავიცი
დამატებითი შემოსავალი მინდა რო საღამოს 6 ის მერე დილის 6 ამდე ნუ სულ 12 არა მაგრამ 8-10 საათი მცალია.

აი ეს ამბავი უკვე რთულადაა , 3-5 წლის წინ მაგალითად C# basics რომ გცოდნოდა , მოთხოვნადი იყავი უკვე და junior პოზიციაზე დასაქმდებოდი , გინდა რემოუთად , გინდა საქართველოში ბანკები ეძებდნენ გამალებით კადრებს და ასე. დღეს C# basics არაფერია , მასტერი უნდა იყო C#-ის , ბაზები უნდა იცოდე აუცილებლად , ფრეიმვორკები , ეს ყველაფერი კორელაციაში როგორ მუშაობს და ა.შ. და ა.შ. იგივეა წინა მხარეს , წლების წინ html , css , javascript თუნდაც ასეთი პრიმიტიული ცოდნით სტაჟირებას მაინც გამოკრავდი ხელს , დღეს ეგ ცოდნა სასაცილოა smile.gif ამიტომ დამწყებებს პირველი სამსახურის შოვნა უკვე ძალიან უჭირთ , ხოდა კარგად უნდა დაფიქრდე რა გინდა , რა მიმართულება გაინტერესებს და სრულად გადმოერთო თუ ეს სფერო გინდა , ისე არ გამოვა აქეთ არაფერი ჩემი აზრით.

QUOTE
კარგი კომპიუტერი მაქვს ლეპტოპი 3.5კ ღირდა შარშან და რავი იქნებ ესეც გამოვიყენო, ფეხბურთი ჩავწერე მარტო მე2 წელია მაქვს))

ეს არაა პრობლემა , დასაწყისში მითუმეტეს , რა მონაცემების ლეპტოპიც არ უნდა იყოს , დასაწყისში ყველა შეძლებს სწავლას , ბოლოსკენ უკვე მიმართულებას გააჩნია.

JAH
QUOTE
მეც მაინტერესებს ეგ საკითხი ისე კვანტური ინტელექტით ვარ დაინტერესებული და უამრავი პროექტი მოვხოდე ოღონთ შემოსავლის წყაროდ ჯერ არ მიქცევია და რისი გაკეთება შეიძლება სადმე რო გადაგვამისამართO

არ მაქვს მაგ მიმართულებით გამოცდილება სამწუხაროდ.

Posted by: Razm 31 Mar 2024, 05:58
webdesigner93
საღოლ კაი საიტია ძაან და მაგრად ახსენი ყველაფერი მართლა ძაან დიდი მადლობა.

Posted by: pibe 31 Mar 2024, 17:59
ჰონოლულუზე მინდა წასვლა. დღემდე აუხდენელი ოცნებაა.
ხართ ნამყოფი ვინმე? ან გადმოცემით თუ იცით, ერთი-ორი კვირით რომ ჩავიდე ძაან გამწურავენ?
სიძვირეაო ასე მითხრეს.

Posted by: Harley Davidson 31 Mar 2024, 20:02
pibe
ჰავაიზე მაგარი ვლოგი აქვს ანტონ პტუშკინს, უკრაინერი ვლოგერია.
ფასებზეც საუბრობს

Posted by: Pinkman987 1 Apr 2024, 20:25
https://travel.state.gov/content/travel/en/us-visas/visa-information-resources/global-visa-wait-times.html

Posted by: Harley Davidson 3 Apr 2024, 16:36
.ქომ
QUOTE
იცი რისი შეკითხვა მინდა? მართვის მოწმობას ნულიდან აბარებ ყველაფერს?

რა კატეგორიებიც მაქვს ახლა ვთქვათ მანდ რომ ვიყო ხელახლა უნდა ჩავაბარო?

ბოდიში ბატონოჩემო, გამომრჩა შენი კითხვა.
ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, რადგან მართვის მოწმობის გარეშე ჩამოვედი და აქ ავიღე თავის თეორიან პრაქტიკიანად.
როგორც ვიცი, მართვის მოწმობა თუ გაქვს, ნიუ ჯერსიში მხოლოდ თეორიას აბარებ. თავს ვერ დავდებ, დაწერენ ალბათ ვისაც ჰქონდა შეხება.

Posted by: Miralem Pjanić 4 Apr 2024, 04:26
QUOTE
იცი რისი შეკითხვა მინდა? მართვის მოწმობას ნულიდან აბარებ ყველაფერს?

ყველა შტატს თავის მოთხოვნები აქვს, ნიუ ჯერსში თეორიას აბარებ მარტო თუ პრავით ჩამოდიხარ

ნიუ იორკშიც არაფერია პრავის აღება უსაბოთოდაც დაჟე

ზაფხულში შემოგიერთდებით თრაქერებო pop.gif

Posted by: .DG. 5 Apr 2024, 08:10
.ქომ
QUOTE
იცი რისი შეკითხვა მინდა? მართვის მოწმობას ნულიდან აბარებ ყველაფერს?

რა კატეგორიებიც მაქვს ახლა ვთქვათ მანდ რომ ვიყო ხელახლა უნდა ჩავაბარო?

მსუბუქი მანქანის თავიდან უნდა ჩააბარო. (ნიუ-ჯერსიში მარტო თეორია)
ე.წ. კლასს, ანუ აქაურ CDL ვერ აიღებ თუ მუშაობის უფლება არ გაქვს. თუ გაქვს, მაშინ გამოცდებს ჩააბარებ და აიღებ.

Posted by: newsoul789 24 Apr 2024, 09:13
ხალხო ჩვენი ამერიკის საელჩო ებ-5 ვიზას არ გასცემს თუ იცით?

/////////////////////////////////////////

Posted by: ArtistNikokavtara 24 Apr 2024, 19:00
newsoul789
გასცემს იასნია თორე პატარა დისკომფორტია ჩემთვის ინტერვიუზე გასვლა, ვიზიტის ლოდინზე არაფერს ვიძახი

Posted by: ნიკუშ-ა 25 Apr 2024, 06:17
Miralem Pjanić
ვერ გვაქვს კაი ამბები თრაქზე... მაგრა დაენძრა, იმედია ცოტა გამოფხიზლდება) CDL თუ აღებული გაქვს წაგიყვან ჩემთან პრაქტიკებზე თუ გინდა, თუ არადა როცა აიღებ შემეხმიანე

Posted by: Harley Davidson 25 Apr 2024, 07:46
ნიკუშ-ა
QUOTE
იმედია ცოტა გამოფხიზლდება

ამ წელსაც მოლოდინში გავატარებთ, გული მიგრძნობს...
ერთი დადებითი სიგნალი ის იყო, რომ სვიფტმა კონტრაქტ ლოუდებზე უარი თქვა დაბალი ტარიფის გამო.
სხვებმა თუ მიბაძეს, მაშინ შეიძლება ეშველოს სიტუაციას.

Posted by: ნიკუშ-ა 25 Apr 2024, 14:02
QUOTE (Harley Davidson @ 25 Apr 2024, 07:46 )
ნიკუშ-ა
QUOTE
იმედია ცოტა გამოფხიზლდება

ამ წელსაც მოლოდინში გავატარებთ, გული მიგრძნობს...
ერთი დადებითი სიგნალი ის იყო, რომ სვიფტმა კონტრაქტ ლოუდებზე უარი თქვა დაბალი ტარიფის გამო.
სხვებმა თუ მიბაძეს, მაშინ შეიძლება ეშველოს სიტუაციას.

არ ვიცი რაღაც თუ არ გამოსწორდა აზრი არ აქვს ამ საქმის კეთებას უკვე, ეს კვირა საერთოდ მოკვდა მეორე დღეა ინდიანაში ვარ და ლოუდი ვერ ავიღე cry.gif

Posted by: Harley Davidson 26 Apr 2024, 06:41
ნიკუშ-ა
რა მისაბმელით ხარ?

Posted by: ნიკუშ-ა 26 Apr 2024, 08:04
Harley Davidson
ფლატბედზე ვარ რაც დავიწყე მუშაობა იქიდან მოყოლებული)

Posted by: Harley Davidson 26 Apr 2024, 19:57
ნიკუშ-ა
ჩემი მეგობარი კანესტოგაზეა და ერთობ ბედნიერია. ნუ მაილებზეა, მარა მაინც :დ
ეჰ, ბატონოჩემო, რა გითხრა აბა...იმედია არჩევნების წინ (ან შემდეგ) რაღაცეები მილაგდება.
აგერ ჩვენც დავბანაკდით ლუიზიანაში :დდ

Posted by: Kakha.G 26 Apr 2024, 22:01
ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ იწინასწარმეტყველა დიადმა დიმენტიუსმა გადაზიდვების ბიზნესის კრიზისი

Posted by: Jorik 26 Apr 2024, 22:45
ყველაზე იაფიანი უძრავი ქონება სადაა???

დეტროიტის და ზანგი მარგინალების უბნების გარდა


Posted by: Harley Davidson 27 Apr 2024, 01:41
Kakha.G
ამ სფეროში კრიზისს არაფერი დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება.
საკმარისია სტატისტიკის ამოწევა.
ყოველ 4-5 წელიწადში არის კრიზირული პერიოდები.
დღეს რაც ხდება, კოვიდის დროს ანომალიის შედეგია, რომელსაც დაემატა რეცესია, ინფლაცია და სხვა ეკონომიკური ფაქტორი.
ბაზარი თავის თავს აღადგენს, როგორც ყოველთვის.
მთავარია მანამდე ხალხს სახე არ აეხას :დდ

Posted by: Miralem Pjanić 27 Apr 2024, 06:52
QUOTE (ნიკუშ-ა @ 25 Apr 2024, 06:17 )
Miralem Pjanić
ვერ გვაქვს კაი ამბები თრაქზე... მაგრა დაენძრა, იმედია ცოტა გამოფხიზლდება) CDL თუ აღებული გაქვს წაგიყვან ჩემთან პრაქტიკებზე თუ გინდა, თუ არადა როცა აიღებ შემეხმიანე

ვახ დიდი მადლობა <3

ჯერ არ მაქვს, ბოლო პროცესი მაქვს და მაგის დამთავრებას ველოდები, თეორიას ვაპირებ მაისში უბრალოდ

კრიზისი ვიცი ახლობლები ვინც არიან ტიელსები აიღეს ზამთარში მარა ბოლოს მაინც თრაქზე დარჩნენ biggrin.gif

ისე ყველა ნიუ იორკის გარეთ ცხოვრობთ თრაქერები?

Posted by: ნიკუშ-ა 27 Apr 2024, 07:10
Harley Davidson
თითქმის ჩემიანი ყოფილა შენი მეგობარიც)) ნუ სხვებთან შედარებით მეტს ვგროსავთ ფლატბედზე მაგრამ კაი ვარჯიში და კუნთებიც გინდა რა

Posted by: Kakha.G 28 Apr 2024, 02:04
Harley Davidson
მშემებლობაზე ხელოსნად მუშაობა რატომ არაა პოპულარული ქართველებში? ერთი ვიდეოა ტიპი ამბობს არალეგალურად კაფელშიკი დღეში 200$ აკეთებსო, ლეგალურად თუა მეტსო

Posted by: DORO 28 Apr 2024, 07:33
QUOTE (Kakha.G @ 26 Apr 2024, 22:01 )
ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ იწინასწარმეტყველა დიადმა დიმენტიუსმა გადაზიდვების ბიზნესის კრიზისი

მაგან კინოინდუსტრიის კრახიც ისაუბრა და ნეთფლიქს ჰოლივუდის აქციებიც მოიცილა . biggrin.gif




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)