რახან ყოველ წელს ტარდება, იყოს ერთი თემა
მოკლედ რომ ითქვას ღირსეული პარტნიორი არის სამხედრო წრთვნები რომლიც ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შეიარაღებული ძალების ძალისხმევით, წრთვნებში ძირითადად ჩართულია ხოლმე აღმოსავლეთ სარდლობის ნაწილები, მათ შორის 1 ქვეითი, 4 მექანიზირებული, საარტილერიო და საავიაცო ბრიგადა. წელს სწავლება ტარდება მეოთხედ, წინა წლის წრთვნების ვიდეოები:
Noble Partner 2018“ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. წელს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც, სწავლება ჩატარდება 1-15 აგვისტოს ჩათვლით.