Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მაღალი როე


Posted by: con 1 Jul 2011, 23:11
დედაჩემს სამტრედიასი ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ დაუდგინეს ფილტვების ანთება (78 წლისაა) დაუნიშნეს მკურნალობა, მაგრამ ზოგადი სისუსტე არ მოეხსნა, აღმოჩნდა, რომ როე აქვს მაღალი 45, დაუნიშნეს სხვა ანტიბიოტიკი (მესამე თაობის) როე აეწია, ხვალ ჩამოგვყავს თილისში, სამკურნალოდ. მე მედიცინაში გარკვეული არ ვარ. შინაგანი ორგანოები ყველაფერიი წესრიგში აქვსო, იქაური ექიმების თქმით. რა იწვევს ზოგადად როეს ასე მაღლა აწევა, ზოგადად ენერგიული იყო და ეხლა სისუსტეს უჩივის. ფილტვების ანთება ალაგებულიაო, არ ახველებს სიცხე არ აქვს.

გმადლობთ....

Posted by: Solveig 2 Jul 2011, 02:25
con
გააჩნია, რამდენი ხნის წინ გადაიტანა ანთება. სხვა მაჩვენებლები როგორ აქვს? მაგ, ლეიკოციტები, ლიმფოციტები, ნეიტროფილები....

როე რუსული ბარბარიზმია, ქართულად ერითროციტების დალექვის სიჩქარე ჰქვია მაგას (ანუ, ედს). მაღლა იწევს ნებისმიერი ანთებითი რეაქციის (მათ შორის, ფილტვების ანთების) დროს. გარდა ამისა, დედა ხანდაზმულიც ყოფილა და შესაძლებელია, მდგომარეობის საბოლოო ნორმალიზებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ახალგაზრდებში.
ასე რომ, შესაძლოა, ანთებიდან გამოყოლილი ნარჩენიც იყოს.

Posted by: con 2 Jul 2011, 17:45
Solveig
გმადლობ,რომ გამომეხმაურე
ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში აქვს.
ბოლო პერიოდში სახსრებსაც უჩიოდა. რადგან ექიმები მათ ხელთ არსებული ანალიზებისა და სურათების საფუძველზე საუბრობენ რომ ფილტვებიდან არ უნდა იყოსო...იქნებ სახსრებია, რევმატიული...იცის სახსრების ანთებამ როეს აწევა...
სამტრედიის ჰავა სახსრებისთვის ზოგადად არასახარბიელოა

ანთებას დღემდე მკურნალობს...ანტიბიოიკრბი ერთი დღეა რაც მორჩა.
ჩამოვიყვანეთ თბილისში და დავიწყებთ ახალ გამოკვლევებს.
1.პირველი დავიწყებთ ფილტვებით,
2.თუ ფილტვები გამოირიცხა სახსრებით

როე მაღალი და ზოგადი სისუსტე -ეს ჩივილები აქვს. კაჟივით ჯანმრთელი იყო და ამ ავადმყოფობამ ცოტათი შეაშინა. ჯანმრთელ ადამიანებს უჭირთ ხანდაზმულობა უფრო მეტად, რადგან მათ არ აქვთ ბრძოლის უნარი...

Posted by: GeoWarr1or 2 Jul 2011, 17:54
როე მქონდა ძან მაღალი მაშინ როდესაც 3 ანთება მქონდა გადატანილი სადღაც 1 კვირის "ჩამქვრალი" მქონდა ანთება როდესაც ანალიზები გავიკეთე ყველაფერი ნორმაში მქონდა გარდა როესა,ექმიმება მითხრეს დროთა განმვალობაში დასტაბილურდებაო,მგონი როე_ს რაც ეხება არაფერი საშიში არაა,ალბათ სხვა პრობლემა აქვს სისუსტესთან დაკავშირებით,ავადმყოფობამ ძალა გამოლია შეიძლება და აღდგენა უნდა ორგანიზმს,ცოტახანი დაასვენეთ და ვიტამინები აძლიეთ იქნება გამოკეთდეს,მე დამინიშნეს ვიტამინები ანთების შემდეგ და კიდევ 1 კვირა წოლითი რეჟიმი ან ნაკლები მოძრაობა სახლიდან გასვლა კიდევ საერთოდ აკრძალული მქონდა.

Posted by: nina-nina 2 Jul 2011, 19:36
GeoWarr1or
ჰაერის გამოცვლაც ალბათ მოუხდება.

Posted by: Solveig 2 Jul 2011, 21:02
con
QUOTE
ბოლო პერიოდში სახსრებსაც უჩიოდა. რადგან ექიმები მათ ხელთ არსებული ანალიზებისა და სურათების საფუძველზე საუბრობენ რომ ფილტვებიდან არ უნდა იყოსო...იქნებ სახსრებია, რევმატიული...იცის სახსრების ანთებამ როეს აწევა...

გასაგებია....ნამდვილად შესაძლებელია, ართრიტი ჰქონდეს და ამის გამო იყოს აწეული ედს.

მალე გამოკეთებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ დედაშენს smile.gif

Posted by: con 3 Jul 2011, 17:34
Solveig
გაიხარე
აუცილებლად დავწერ რას გვეტყვიან ხვალ ანალიზები და ექიმები

Posted by: Hahnne 5 Jul 2013, 21:15
გამარჯობა,
ბებიაჩემს აწუხებს იგივე პრობლემა...
81 წლისაა... მაღალი წნევები მუდმივად აწუხებდა (იღებს მუდმივად პრეპარატებს და აკონტროლებს)... აქვს მოციმციმე არითმია...
ამ ბოლო დროს (2–3 თვეა) აღმოაჩნდა მაღალი "შაქარი" და ფილტვების ანთება...
თავიდან ინსულინს ვუკეთებდით, ახლა უკვე "დიაბეტონზე" გადავედით... + იცავს დიეტას...
ფილტვების ანთებას ეს ბოლო 2 თვეა ვმკურნალობთ, იღებს ანტიბიოტიკებს (უკვე 2 თვეა)...

ამჟამად, ანალიზის ყველა მონაცემი თითქმის ნორმაშია, გარდა "ედს" ისა და "C რეაქტიული ცილისა"
( ედს = 78 , მაშინ როცა ნორმად წერია 30-მდე და C რეაქტიული ცილა = 16 , მაშინ როცა ნორმა წერია 5-მდე )

ხველება აღარ აქვს,
აქვს დაბალი სიცხეები, ფაქტობრივად ყოველდღე...(36,8 დან --- 37,5-მდე, ეს უკანასკნელი დღის 6-7 საათზე ზოგჯერ)...
აქვს ასევე საერთო სისუსტე (განსაკუთრებულად გამოხატული არა... მეტ-ნაკლებად)
აქვს გულის რევის შეგრძნება ზოგჯერ ( ზოგჯერ ხშირად, ზოგჯერ ნაკლებად)
(ამას იდეაში ნაღვლის ბუშტს ვუკავშირებთ, რომელშიც გამოკვლევით აღმოჩნდა რომ ნაღველი შესქელებულია და არის ე.წ. "კენჭები'.... ნაღველმდენებს არ გვირჩევენ, რადგან ეს კენჭები შეიძლება დაიძრას და სადინარში გაჩერდეს)...

მოკლედ, რას გვირჩევთ... ძალიან ვნერვიულობ... რა შეიძლება გავაკეთოთ? რაზე მივიტანოთ ეჭვი? რა გამოკვლევა ჩავიტაროთ?
"ედს" ის ასეთი მაჩვენებელი ამ სიტუაციაში ნორმალურია?

con
როგორ არის დედათქვენი? smile.gif
* * *
"ედს" ყველგან 25, მაქს. 35 წერია ნორმის ფარგლები მოხუცი ქალისთვის
და აქ პირველად ვნახე ეს ინფორმაცია
http://medznak.ru/2327-kak-ponizit-soe-v-krovi.html

"У пенсионеров уровень СОЭ считается нормальным в пределах от 2 до 38 у мужчин и от 2 до 53 у женщин"

რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ?
* * *
СОЭ არის იგივე РОЭ

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C_%D0%BE%D1%81%D0%B5%D0%B4%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F_%D1%8D%D1%80%D0%B8%D1%82%D1%80%D0%BE%D1%86%D0%B8%D1%82%D0%BE%D0%B2

Posted by: BoOoOo 19 Jan 2014, 04:53
როგორ ფიქრობთ, შეიძლება მაღალი ედს პოდაგრისგან იყოს?
ჩემს მეუღლეს აწუხებდა განვლილი რამოდენიმე კვირა, მხოლოდ რამდენიმე დრეა, რაც გაუქრა ტკივილები, მაგრამ ედს მაინც 60.
შეიძლება ეს პოდაგრისგან იყოს?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Solveig 19 Jan 2014, 05:13
BoOoOo

კი...ანთებითი რეაქციაა, საკმაოდ ძლიერი.
შარდმჟავას კრისტალები ერთი მხრივ მექანიკური გაღიზიანების გამო იწვევს ანთებას და მეორე მხრივ კი, იმუნური სისტემის აქტივატორია.

Posted by: likuna27 10 Aug 2016, 21:37
მოგესალმებით. დედას აქვს მაღალი ედს 60. სვალმს კარდიომაგნილს, ატორისს, კო ამლესას. ჰემოგლობინი აქვს დაბალი -9,3. ასევე, პერიოდულად აწუხებს სახსრები (რევმატიულია) და აქვს დიაბეტი მე-2 ტიპის. შარდის ანალიზში აღმოაჩნდა ოქსალატები დიდი რაოდენობით. ძალიან მეშინია ამხელა როე რომ აქვს, რამე ონკოლოგიური არ იყოს. ხომ იცით, პირველი ამას ფიქრობ. ვინმეს გაქვთ ამ თემაზე გამოცდილება? მადლობა წინასწარ

Posted by: Purifier 29 Sep 2016, 16:30
5 დღე რომ 38-39 მქონდა სიცხე (პერმანენტულად) და დამიდგინდა ანგინა (პირველად ცხოვრებაში), ედს 25 ასე საშიშად არ აღვიქვა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)