აღარაფერი აღარ მიდგას ამ წუთას ყველაფერი მოვიშორე. მაგრამ არ მეზარება დაგითვლი ყველაფერს
Antminer S17 (56Th)
ელ.ენერგიის მოხმარება საათში - 2520 ვ. 2.5-2.6 კვ
ფასი. 1500$ სულ მცირე. კვების ბლოკის გარეშე + განბაჟება 18% + 270-280$ = 1780$ ხო აქ მაინერის ჩამოტანის ღირებულება დამავიწყდა რომელიც ზუსტად არ ვიცი რამდენია მაგრამ ყველაზე მცირე 200$ გინდა ეს ხარჯებში არ ჩამითვლია
სიტყვაზე იყიდე უკვე და შეაერთე სახლში.
2.6 კილოვატი X 24 საათზე = 62.4 კილოვატი დღეში
62.4 X 31 დღეზე = 1935 კილოვატი გჭირდება თვეში რომ ამუშავო 24 საათი
დენის ტარიფი ავიღოთ სიტყვაზე 21 თეთრი კილოვატი. 0.21 X 1935 კილოვატზე = 406-407 ლარი უნდა გადაიხადო დენში ყოველ თვე
ეხლა გამომუშავება.
თვეში გრუბად გამოიმუშავებს 0.02771236 BTC - 263.44 დოლარს ხარჯების გარეშე
263.44 $ არის 736.31 ლარი
ეხლა ხარჯები გამოვიანგარიშოთ
შემოსავალს 736.3 ლ - 407 ლ დენის ხარჯი = 329 ლარი და 30 თეთრი სუფთა შემოსავალი
329 ლარი დოლარში არის 117-118 $
1780$ როდის ამოიღებ როცა შემოსავალი გაქვს 118$.
1780$ გაყოფილი 118$ ზე = მინიმუმ 15 თვე გინდა ანუ წელიწადი და კიდე 3 თვე ზემოდან. ამ დროის მანძილზე არ გაქვს გარანტია რომ ყოველ თვე 118$ დაგერიცხება იმიტო რომ სირთულე აიწევს და შეგიმცირდება შემოსავალი. ახალი S17 არის უკვე დაანონსებული რომელსაც 67 ტერაჰეში აქ. ესენი რო ჩაირთვება შენ მაინერს უეჭველი დააკლდება გამომუშავება და 15 თვე გაგიხდება 20 თვე ან მეტი. ჩათვალე რომ 15 თვე უნდა ამუშაო იმიტო რომ თავისი თავი ამოიღოს თუ არ დაიწვა ან ნაგავში გადასაგდები არ გაგიხდა საერთოდ
mymarket ზე კი ნახავ კეეე ძმაო ფულსა წერამს და აშშ მარა რეალობა სულ სხვაა
This post has been edited by გიორგი3008 on 24 Feb 2020, 22:30